თავნება ქალბატონი (თავი 5)
-ცოლს ვირთავ! -მშვიდად განუცხადა ნიკო და თემოს,რომლებიც ადგილზე გაშეშდნენ. -რა ჯანდაბას შვრები?-ინსტიქტურად იკითხა ნიკომ. -დავიჯერო პირველჯერზე ჭკუა ვერ ისწავლე და ახლა მეორეჯერ უშვებ იმავე შეცდომას?-თემო მაშინვე დამშვიდდა და თავისი ჩვეული ტონით განაგრძო საუბარი. -ეს აუცილებელია!ან ყველაფერი ახლა დასრულდება ან ყველაფერი თავიდან დაიწყება! -კი მიგრამ ვის ირთავ.....ან თეკლაა...-აქ უკვე ანდროს მზერა დაიჭირეს,რომელიც ყველაფერს ამბობდა.-მართლა გაგიჟდი! სულ გამო*ლევდი თუ რა ხდება? -ანუ გამოდის,რომ ჩვენი კუდიანი ისევ ჩვენი რძალი უნდა გახდეს?-თემო იმდენად მშვიდად იყო,რომ ეს უფრო უკვირდა ნიკოს. -დიახ თეკლა ისე ჩემი ცოლი გახდება! -არა რა! მე ამ ამბავს ვერ გადავხარშავ!-ამ სიტყვებს ერთი ჭიქა ვისკიც დააყოლა ნიკომ.ანდრო კი თემოს უყურებდა და უკვე ხდებოდა,რომ მან რაღაც ისეთი იცოდა რაც მთლიანად შეცვლიდა სცენარს,რადგან ის ზედმეტად მშვიდადა შეხვდა ამ ამბავს. -თემო რამის თქმა ხომ არ გინდა?-ეჭვნარევი მზერა მაბყრო და დაელოდა. -რატომ ირთავ?ჩვენ ხომ კარგად ვიცით,რომ არ გიპატიება,დარწმუნებული ვარ თეკლამაც იცის.რატომ დაგთანხმდა? -მე ჩემი გეგმები მაქს და აი თეკლა რატომ დამთანხმდა ეგ მას თვითონ კითხეთ. -რა გეგმები ანდრო?-ნიკო ჩაერთო. -მგონი თეკლა კანდელაკს ყველა ჩადენილ ცოდვაზე პასუხისგება მოუწევს!-ირონიული ღიმი დააყოლა ამ სიტყვებს თომომ და მზერა გაუსწორა ანდროს.-მაგრამ მანამდე კიდევ ერთ რამ უნდა იცოდე.......... *** -ვთხოვდები!ისევ!და ისევ ანდროს მივყვები!-ერთმანეთს მიაყოლა და თათას რეაქციას დაელოდა. -არ არსებობს!-თვალებ გაფართოებული და პირ ღია იჯდა რამდენიმე წუთი და ბოლოს ძლივს აღმოხდა ერთი სიტყვა. -კი თათა!-სიცლი ვერ შეიკავა თათას გამომეტყველებაზე. -ეს როგორ?შერიგდით?ანდრომ გაპატია?ასე მალე მაინც რატო გთხოვა ცოლაბა?ვაიმე თეკ გავგიჟდები!!!! -დაწყნარდი!არავის არაფერი არ უპატიება,ეს არც მჭირდება,ჩვენ უბრალოდ ერთად ვიქნებით,რთული გზა გველის,მაგრამ ერთად გავუკვლავდებით და თუ ვერა......-რამდნემიმე წამიანი პაუზის შემდეგ დააყოლა.-ყველაფერი დასრულდება....სამუდამოდ! -კი მაგრამ მან ხომ სიმართლე არ იცის თეკლა? -მერე რა,ყველაზე მთავარი,რაც ახლა იცის ის არის,რომ მიყვარს! -არანორმალურები ხართ!ასე არ შეიძლება! -ვიცი!-ნაიღვლიანად ჩაილაპარაკა. -ამას რატომ აკეთებთ?თქვენი ურთიერთობა ისედაც ჩახლართულია და ახლა უფრო აირევა! -ადრე მჯეროდა,რომ ჩემი არ ყოფნა უშველიდა,ამ ერთი წლის განმავლობაში მეგონა,რომ დამივიწყებდა,მაგრამ ის იმაზე მეტად არის ამ ყველაფერი ჩაძირული,ვიდრე წარმომედგინა.მის თვალებში წყვდიადია,რომელსაც მხოლოდ ჩემი დასჯით უშველის.-წინადადება დაასრულა და ჩაიცინა. -რა დასჯაზე მესაუბრები თეკლა? -მას გონია,რომ ეს უშველის,გონია,რომ პასუხსმაგებინებს,მე კი დიდი სიამოვნებით მივიხებ სასჯელს! -თეკლა გაგიჟდი? -არა თათა,ჩვენ ეს ორივეს გვჭირდება. -გასაგებია,რომ ერთად ყოფნა გჭირდბათ,მაგრამ დაქორწინება აუცილებელია?ხომ შეიძლება,რომ უბალოდ ერთად იცხოვროთ. -არ ვიცი,ანდროს ასე უნდა და ასეც იქნება.ბოლომდე მეც კი ვერ ვხსნი მის ქმედებებს.-გადაიკისკისა,მაგრამ სასაცილოდ ნამდვილად არ ჰქონდა ჩვენს თავნება ქალბატონს საქმე. -და როდის ქორწინებით? -ხვალ! -ასე მალე?-ისევ წამოიკივლა თათამ. -რას უნდა ველოდოთ თათა,მშობლები და ნათესავები ჩვენ არ გვყავს,ნიშნობა ჩვენ არ გვჭირდება,უბრალოდ ხელს მოვაწერთ,როგორც მაშინ,უბრალოდ ახლა ვიღაც უცნობის მაგივრად შენ იქნები ჩემი მეჯვარე. -ანუ ხვალისთვის უნდა მოვემზადოთ!-ტაში შემოკრა და გაიკრიჭა.თეკლასაც გაეცინა და კიდევ გააგრძლეს სჯა-ბაასი. *** -თეკ გამოდი შენს სახელზე ყუთია.-თათა ხმა მოესმა და ზოზინით გავიდა ოთახიდა. -რა არის? -მგონი შენმა პრინცმა საქორწილო საჩუქარი გამოგიგზავნა.-აჟიტირებული ამბობდა და ყუთს დაჰყურებდა.თეკლამ გახსნა და თეთრი კაბა დაინახა:უმკლავო,მხოლოდ წვრილ ბრიტელზე,წელიდან მოშვებული და მუხლს ოდნავ ქვემოთ.ზუსტად იცოდა ანდრომ თეკლას გემოვნება,ამიტომ არჩევანში არ შემცდარა და თეკლას ძალიან მოეწონა საჩუქარი.-რაიყო რატო მოიწყინე?არ მოგეწონა?-თეკლას ამღვრეული თვალები,რომ დაინახა შეეშინდა. -არა როგორ არა,შესანიშნავია უბრალოდ თეთრი კაბა.... -არც კი გაბედო,ახლა დარწმუნებული ვარ ქალატონი მაია გვიყურებს და ბრაზდება.უბრალოდ რამოდენიმე საათი ჩაიცვამ,არსად არ გაგეცევა ეგ შენი შავი სამოსი. -ხო ალბათ მართალი ხარ.ხო,მართლა,მე სასაფლაოზე გავალ და მალე დავბრუნდები. -გინდა მეც წამოგყვები? -არა მარტო მირჩევნია.-მოემზადა,შავი თავშალი მოიფარა თავზე და წავიდა. *** -როგორ ხარ დე?........ვაიმე რა სულელური შეკითხვაა,მაგრამ ყოველჯერზე მგონია,რომ მიპაუსხებ....ეს ნორმალურია?....შენი ღიმილი უფრო თბილი მეშვენება მაგ ცივი ქვიდან....მგონი შენც გრძნობ,რომ ჩემში სინათლის სხივი გამოჩდა....მარამ რამდენხანს გასტანს არვიცი! შენი აქ ყოფნა ყველაფერს გამიადვილებდა,მაგრამ შენ არ ხარ....დავიკარგე...არაფერი არ ვიცი...ნუთუ სწორად ვიქცევი?.....იქნებ მართლა უნდა გამეშვა...იქნებ ერთ დროს ეპოვა სიმშივე და ჩემს გარეშე ბედნიერად გაეგრძელებინა ცხოვრება...არც ეს ვიცი....მხოლოდ მის თვალებს ვხედავ ყველა ემოციას,რომ იტევს.აი, ჩემდა უნებურად ისევ მასზე გესაუბრები....ყველფერი ხომ მასთან არის დაკავშირებული,მაგრამ ყველაზე მეტად შენ მჭირდები.-ისევ ცრემლი მოადგა თვალებზე.-შენმა წასვლამ ბოლომდე გამანადგურა...ყველაფერმა აზრი დაკარგა....ახლაც რატო ვიბრძი?...იქნებ მითხრა...ერთხელ მაინც მოხვიდე ჩემს სიზმრეშსი და მითხრა რატომ ხდება ასე?მე ხომ სულ არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებ...სულ რთულ გზას ვირჩევ,მაგრამ შენ იყავი ჩემს გვერდით ახლა კი არ ხარ!....ჯანდაბა ამის გააზრებაც სულს მიხუთავს! მგონი თავისუფლად სუნთქვას ვეღარ შევძლებ! ერთი და იგივე კაცს ვინ მიყევაბა ორჯერ და ვინ ირთავს ჩემსანირ ქალს მეორეჯერ.მგონი ისიც ჩემსავით უბერავს და ვერ ხვდება ჯერ.....მე კი ვიცი მისი ნამდვილი სახე,მაგრამ თვითონ ხომ ისევ მატყუარა ვგონივარ,რომელსაც ფული სურს მხოლოდ.რას იტყვი დედა?....შენი აზრით რა ჩაიფიქრა?..... მოკლედ ისევ მავიწყდება,რომ ვერ მიპასუხებ! ზოგჯერ ძალიან მეცინება საკუთარ თავზე!-დაიხარა და ცივს ქვას აკოცა.-მიყვარხარ!მალე ისევ მოვალ! *** -თათაა სად ხარ?მოვედიი-მისახებში შევიდა და თემო და ნიკა,რომ დაინახა გაუკვირდა კიდეც.-აქ რახდება? -რას ჰქვია რახდება, ჩვენ აქ შენს წასაყვანად მოვედით და შენ მზად კიდევ არ ხარ?-თემომ განუცხადა მშვიდად. -ერთი თვის წინ კლავდი ჩემს დაქალს და ახლა შენივე ხელით მიგყავს ანდროსთან?-ეჭვნარევი მზერა მიაბყრო თათამ. -თათა შენ დამშვიდდი!-თვალები დაუბრიალა ნიკომ. -შენ არ გელაპარაკები! -სამაგიეროდ მე გელაპარაკები!-შეუძლებელი იყო იქ არ გაგეცინა სადაც ნიკო და თათა იყვნენ. -ჩვენ წავალთ მოვემზადებით.-ხელი ჩაკიდა თათას და ოთახში შეათრია.-ყველაფერი ზედმეტად კარგად არის! -თეკლა ერთხელ მაინც შეირგე ბედნიერბა! -რომელ ბედნიერებაზე მეუბნები? დავიჯერო ყველაფერი იმით მოგვარდა,რომ ანდროს სიყვარულში გამოვუტყდი? მე ისედაც სულ მიყვარდა უბრალოდ მან ეს არ იცოდა. -ხვდები,რომ წუწუნს იწყებ? -ჯანდაბა ისევ ისე ვნერვიულობ,როგორ სამი წლის წინ!მემგონი იმ სულელ შეყვარებულ გოგოებს დავემსგავსე სიყვარულისგამო ყვეფერზე,რომ არიან წამსვლელი! -რას ვიზამთ ასეთია ეს სიყვარული! -ჯანდაბას მოხდეს,რაც მოსახდენია!-მზადებას შეუდგა.ძალიან ლამაზად გამოიყურებოდნენ თეკლა და თათაც,რომელსაც ტანზე მომდგარი წითელი კაბა ეცვა,ნიკოს გულმა ძლივს გაუძლო თათა ჯოხაძეს დანახვამ.მამაკაცის მოჯადოება წამსვე შეიძლება,მაგრამ იმ მომნეტში განცდილი ემოციების შენარჩუნება ძალზედ რთულია.თავიდან ყველა ადამიანი ანგელოზი გვგონია,რომელიც ‘’როგორც იქნა’’ ღმერთმა გამოგვიგზავნა,მაგრამ გადის დროს და მხოლოდ იმემდგაცრუება რჩება. ამ ამბავმა თეკლას ყველაფერი დაავიწყა,ავთოს არსებობაც კი,რომელიც ზურგს უკან საფლავს უთხრიდა ჩვენს თავნება ქალბატონს.სანამ აჟიტირებული თეკლა მანქანაში იჯდა და რესტორანში მიდიოდა,სადაც ხელისმოწერის ცერემონია გაიმართებოდა,მის ბედს ანდრო მიქაცე ბიძამისთან ერთად წყვეტდა.ნუთუ შეიძლებოდა თეკლას ცხოვრებაში ერთ დღე მაინც ჩაევლო მშვიდად?რა თქმა უნდა არა! ალბათ კიდევ ვერ დაუმტკიცა სამყაროს,რომ რთულია იმ ქალის ცხოვრებით ცხოვრება,რომელიც ყოველთვის იბრძვის:ჯერ საკუთარ თავს ებრძოდა,რომ რამე სახარბიელო აღმოაჩეინა მასში,ისეთი,რაც მის ცხოვრებას უზრუნველყოფდა და საცოდავი, წელში გადამტყდარი ქალი წოდება არ აეკიდა,მერე იყო მამის დაკარგვა,რომელიც მონელებული არ ქონდა ისე დაიწყო დედას სიცოხლისთვის ბრძოლა,არარსებული გადატრიალება მოახდინა საკუთარ თავში და ყველა პრინციპს დაუპირისპირდა,რომ ოდნავ მაინც გაეხანგრძლივებინა მისთვის სიცოცხლე.ყველაფერი ფუჭი აღმოჩნდა,ვერ დაიცვა,დაკარგა ის,ვის გამოც თავდაუზოგავად იბრძოდა,მთელი ამდროის განმავლობაში კი საყვარელი მამაკაცის შენარჩუნებას ცდილობდა,მაგრამ ესეც არ გამოუვიდა.ყოველდღიური ფარსი,რომელშიც ბოლომდე იყო ჩაძირული.ბოლო სამი წელია თეკლა კანდელაკის ცხოვრება ერთი დიდი სცენა იყო,რომელშიც მთავარი გმირიც,მთავარი ბოროტ მოქმედიც,რეჟისორიც და სცერაისტიც იყო,მაგრამ მაინც არაფერი გამოსდიოდა ისე,როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა. ნუთუ ამ ყველაფრის შემდეგ იმედი უნდა აღმოაჩნდეს ადამიანს?რა თქმა უნდა კი.თეკლას ერთადერთი სხივი გააჩნდა - ანდრო მიქაცეს სახით,რომელიც ახლა თავისი დამპალი ბიძის წინ იჯდა და მის მიერ შეთხზულ ზღაპარს ისმენდა,რომელიც სიმართლე იყო,მაგრამ არა თეკლას თვალით დანახული სიმართლე. რესტორნის წინ იდგა. თვალები ჩაუწითლებული ჰქონდა.სიბნელემ მოიცვა ყველაფერი,უფსკრულიში გადაიჩეხა,მაგრამ ეს არაფრად მიაჩნდა იმ ტკივილთან შედარებით რასაც ახლა გრძნობდა.როგორ უნდოდა საყვარელი ქალის გამართლება,მაგრამ გულის, გონების ,სულის,სხეულის ყველა უჯრედი მხოლოდ ერთს უმეორებდა: ‘’მოღალატე“ ‘’საშინელი’’ ‘’გულქვა’’ ‘’ამპარტავანი’’ქალი, ‘’მას არავინ არ უყვარს’’ ‘’დედაც კი მიატოვა და შენთან ნებივრობდა.მისი ავამტყოფობა მხოლოდ მიზეზი იყო,რომ რაც შეიძლება ბევრი ფული ეშოფნა!’’.სიტყვები,რომელბიც მხოლოდ ერთი მდაბიო კაცს ეკუთვოდა,მაგრამ იმდენად შესაბამისი იყო გაგონილთან,რომ ეჭვი ვერ გაუჩნდა.დაიჯერა იმ ადამიანის სიტყვების,რომლისაც არასდროს არ სჯეროდა.იქნებ ახლა იქცეოდა ანდრო ყველაზე უსამართლოდ?იქნებ თეკლზე უარეს შეცდომას უშვებდა?იქნებ საბალოოდ ანადგურებდა საყვარელ ქალს? თავი უსკდებოდა ამდენი ფიქრისგან,აღარ შეეძლო,უბრალოდ შევიდა და აი, დაინახა უფრთო ანგელოზი,თეთრ კაბაში გამოწყობილი,ისეთი ლამაზი და ბედნიერი ეჩვენა.რას არ გაიღებდა,ეს წამები ნამდვილი,რომ ყოფილოყო.საშინელი წარსული,რომ არ არსებობდეს,რომელიც ამ მომეტს აფუჭებს.თავისი თავნება ქალბტონისკენ მიაბიჟებდა და უღიმოდა,მაგრამ გონენაბში მხოლდო ავთოს სიტყვები ჩაესმოდა,აი გული კი აღფრთოვანებული იყო ამ ქალბატონით.ერთი წამითაც ვერ უბრაზდებოდა ანდროს გული, ვერ წარმოედგინა,როგორ უნდა მოქცეოდა მას ცუდად,როგორ უნდა ეტკინა ამ ღვთაებისთვის. მიახლოვდა და ლოყაზე აკოცა,რაც შეიძლება ფართოდ გაუღიმა და ყურში ჩასჩურჩულა: - არაჩვეულებრივად,არაზეციურად და არამიწიერად ლამაზად გამოიყურებით ქალბატონო თეკლა!-იცოდა,რომ სიმართლეს ამბობდა,მაგრამ არ იცოდა რა იმალებოდა ამ მშვენიერი ქალბატონის უკან.თეკლას გაეღიმა,ყველაფერი დაავიწყდა,როგორც კი ანდრო დაინახა.ყველანაირი დაძაბულობა მოეხსნა და არანაირი ეჭვი აღარ აწუხებდა. ანდროს მეჯვარზე თემო იყო,თათასაც და თეკლასაც ძალიან უკვირდათ ასე მშვიდად,რომ შეხვდა ბატონი თეიმურაზი ამ ამბავს,მაგრამ ამაზე დიდი ყურადღება არ გაუმახვილებიათ.რეგისტრატორი მოვიდა,ცერემონიაც ჩატანრდა.მრგვალი მაგიდის გარშემო მხოლოდ ხუთნი იჯდნენ და აქედან მხოლოდ ორნი იყვნენ პოზოტიური აზრებით განწყობილნი.მხოლოდ ორი ქალბატონი იღიმოდა გულწრფელად.პირველად არ თამაშობდა თეკლა კანდელაკი და ბოლომდე გადმოსცემდა ბედნიერებას,მიუხედავად იმისა,რომ იცოდა წინ რთული გზა ელოდა.შეიძლება ითქვას,რომ თემოც არანაკლებ კარგ განწყობაზე იყო,რომელმაც ყველაფერი იცოდა და მშვიდად წრუპავდა ღვინოს.გახარებული იყო რადგან შურიიძია კუდიანზე,რომელიც ერთ დროს ოჯახისწევრად მიაჩნდა.ნიკო ზედმეტად ლაღი და კარგი ადამიანი იყო ცუდი აზრებისთვის,ის ყოველთვის გრძნობდა ადამიანებში კარგ მხარეს და მიახედავად გაგონილისა იცოდა,რომ თეკლა კანდელაკი ისეთი არ იყო,როგორიც დაუხატეს. ყველაფერი იცოდა,მაგრამ როცა მოკისკსიე და სიყვარულით სავსე თეკლას ხედავდა ვერ იჯერებდა,რომ ამ ქალს შეიძლება ისინი არ ყვარებოდა.ანდრო,თემოს და ნიკოს სამეული იმდენად ოჯახისეულად მიაჩნდა თეკლას,რომ მათი არ შეყვარება დანაშაულად მიაჩნდა.თეკლამაც ოჯახის წევრებად მიიჩნია თითოელი.არარსებული ძმები გაიჩინა ნიკო და თემოს სახით.ახლა კი იჯდნენ და არაფერს აკეთებდნენ,რომ მონსტრად ქცეული ანდრო შეეჩერებინად,რომ თეკლა ისე დაეცვათ,როგორც საკუთარ დებს დაიცავდნენ. დრამის დედოფალი არასდროს არ ყოფილა,მაგრამ თვითონ დრამა არ ეშვებოდა თეკლას.სულ ცდილობდა პოზიტიურად ეფიქრა და უაზრო პრობლემისგან კატასტროფა არ შეექმნა,მაგრამ გრძნობდა,რომ ანდროს თვალების მიღმა რაღაც იმალებოდა,გრძნობდა,რომ მისი შემოხედვა აღარ იყო ისეთივე თბილი,როგორც გუშინ.როცა საშინელებებს ეუბნებოდა მაშინაც კი სიყვარულით უმზრერდა,ახლა კი რაღაც ისე ვერ იყო.ანდრო კი ყველანაირად ცდილობდა თავის შეკავებას.უღიმოდა ქალს,რომელსაც ყველა დანაშაული ერთად აკიდა.ანდროს თვალში თეკლა იმაზე დამნაშავე იყო ვიდრე სინამდვილეში. რამდენიმე საათი იხსდნენ სუფრასთან და ყველა თვალთმაქცობდა,ყველა თავისებურად აღიქვამდა სინამდვილეს,ყველას მხოლოდ ერთი ადამინისკენ გაურბოდა თვალი,რომელიც ამ დაძაბულობას გრძნობდა,მაგრამ ისიც თვალთმაქცობდა ეს ხომ უკვე პროფესიონალურ დონეზე ქონდა შესწავლილი.დაიშალნენ ნიკომ თათა ჩაისვა მანქანაში და წაიყვანა,თემო ცაკლე წავიდა.ანდრო და თეკლაც მანქანაში იხსდნენ.სხეული მთლიანად დაჭიმული ქონდა მიქაძეს,მისგარშემო გაჩენილი დაძაბულონა კარგად იგრძნობოდა,თითებს ნერვულად ათამაშებდა საჭეზე.როცა ანდრომ თავის სახლისკენ შეაბრუნა მანქანა,თეკლას გაუკვირდა რადგან ქალაქ გარეთ უნდა წასულიყვნენ: -ანდრეა -გისმენ თეკლა. -კარგად ხარ? -და რატო მეკითხევი? -რაღაც დაძაბული მეჩვენები. -ყველა კი არ ირთავს მოღალატე ცოლს მეორეჯერ!-ირნოილად ჩაილაპარაკა. -ისე ნუ ამბობ თითქოს სხვა კაცთან ნაგულავებს უკან დაგიბრუნდი.-მაშინვე გაბრაზდა თეკლა.კი იცოდა,რომ ანდროსგან ასეთი რეპლიკები მოსალოდნელი იყო,მაგრამ პირველივე დღეს ვერ წარმოედგინა.. -ეგეც არ არის გამორიცუხლი! -ჯობია ჯერ დაფიქრდე და მერე ისაუბრო! ზედმეტი არ მოგივიდეს! -მაგას შენ ვეღარ განსაზრვრავ! -ანდრო რა ჯანდაბა დაგემართა? და საერთოდ აქ რატო მოვედით?-სახლის წინ გააჩერა ანდრომ. -გადადი! -შენ არ მოდიხარ?-უკვე გაფართოებული თვალებით უყურებდა და არც იცოდა რისთვის მიეწერა ანდროს ასეთი საქციელი. -გადადი-მეთქი!-საჭეს დაარტყა ხელი და იღრიალა. -ჯანდააბა ანდრეა რა ხდება?-თვალები აემღვრა.ყველაფერს ელოდა,მაგრამ უცებვე ასეთი ანდროს დანახმას არა.თვითონაც ვერ მიხვდა ამდენად უსუსური როგორ გახდა.როდის გაქრა ის ძლიერი თეკლა,რომელსაც არაფერი არ აშინებდა. -არც კი გაბედო მაგ ცრემლების გადმოგორება!-სწრაფად გადავიდა და თეკლას გაუღო კარი,მაჯაზე წვდა და სწრაფად გადმოიყვანა.საშინლად უჭერდა ხელზე,სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა,თეკლა კი ძლისვ მიყვებოდა,რამოდენიმეჯერ გადაუბრუნდა ფეხი. -ანდრეა გაჩერდი,მეტკინა!- -თეკლა გაჩუმდი! -ანდრეა არ მეტყვი რა ხდება?-უკვე კიბეებზე აყავდა,ხელს ისევ უჭერდა.ვერც კი იაზრებდა როგორი ცხოველური გახდა მისი საქციელი.ოთახში შეიყვანა და ისე სრაფად გაუშვა ხელი, რომ თეკლამ თავი ვერ შეიკავა და იატაკზე დაეცა.მაშინვე ნატკენ ადგილას მოიკიდა ხელი,რომელიც საშინლად გაწითლებული ქონდა.როგორღაც წამოდგა და ანდროს გაუსწორა მზერა,რომელიც მძიმედ სუნთქვდა,თვალებზე თითქოს ბინდი ქონდა გადაკრული და ვერ იაზრებდა,რომ იმ ქალს ტკენდა,რომელიც ძალიან უყვარდა.არა მხოლოდ სულიერ, არამედ ფიზიკურ ტკივილსაც აყენებდა.-ანდრეა შემომხედე ეს შენ არ ხარ! რა დაემართა ჩემს ანდროს?-ნელი ნაბიჯებით მიუხლოვდა და ხელი სახესთან მიუტანა,ოდნავ შეეხო ლოყაზე,ანდრო კი ჩაწითლებული თვალებით უყურებდა,თითქოს სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა,ავთოს სიტყვები ჩაესმოდა,იმ ამაზრზენი კაცის ხმა,რომელიც უმეორებდა,რომ მისი თავნება ქალბატონი საშინელი ადამიანი იყო.როგორ ცდილობდა,რომ ამ ხმისთვის არ მოესმინა,მაგრამ არ გამოსდიოდა,მთლიანად მოიცვა ანდროს არსება სიბნელემ და საბოლოოდ შთანთქა. -შენი ანდრო არ არსებობ!-უხეშად მოიშორა თეკლას ხელი.-არც კი გაბედო ჩემთან მოახლოება! -გთხოვ მითხარი რა მოხდა?- ძლივს შეჩერებული ცრემლი ისვე მოადგა თვალებზე.ანდროს კი ისტერიკული სიცლი აუვარდა. -რა უნდა მომხდარიყო თეკლა?ისეთი არაფერი რაშიც გამოცდილი არ ხარ!ახლა მაინც ხვდები, როგორი გრძნობაა,როცა თვალთმაქცობენ,ისე გაჩვენებ თავს თითქოს უყვარხარ და ბოლოს გამოდის,რომ უბრალოდ სათამაშოდ გიყენებდნენ?-საშინლად ცინიკურად ჟღერდა თითოეული ანდროს სიტყა. -გინდა მითხრა,რომ ეს ყველაფერი იმიტომ მოაწყვე,რომ პასუხი მოგეთხოვა?-ვერ იჯერებდა,რომ თავისი ანდროს ამას გააკეთებდა.ვერ იჯერებდა,რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შურისძიებისთვის გააკეთა.თათას კი ეუბნებოდა,რომ ამ ნაბიჯით პასუხსაგებდა სანდროს წინაშე,მაგრამ არა ამ ფორმით.არ ეგონა,რომ თავისი ანდრო სხვა სახეს მიიღებდა და მონსტრად გადიქცეოდა. -აბა რა გეგონა თეკლა?გგონია შენი ერთი ‘’მიყვარხარ’’ შეცვლიდა ყველაფერს?რა საცოდავი ხარ ნეტავ იცოდე!-საშინლად ამაზრზენად მოეჩვენა ეს ყველაფერი თეკლას.გული ეტკინა,საშინლად,იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე წარმოედგინა.არასდროს იცოდებდა საკუთარ თავს,ყველაზე რთულ მომეტშიც კი,ახლა კი საყვარელი მამაკაცისგან ისმენდა ამ სიტყვებს. -როგორ ბედავ ჩემთან ასე საუბარს? -არასასიამოვოა ხომ არა?ყველაფრისთვის პასუხსაგებ,ყველა დანაშაულისთვის,რომემლიც ჩემს წინაშე და სხვების წინაშე მიგიძხვის! -ანდრეა შენ ხო ასეთი არ ხარ!-არ ქონდა ძალა,რომ სიმტკიცე გამოეჩინა,ყველანაირად გამოიფიტა.ანდროს რამდენიმე სიტყვამ მთლიანად წაართვა არსებობის და ბრძოლის სურვილი.ცრემლები გადმოსცვივდა,მაგრამ მზერის მოშორება არც უცდია.უყურებდა ანდროს თვალებს და მხოლოდ სიძულვილს გრძნობდა.სრულიად სიცივეს მოეცვა ეს შავი სფეროები,რომელიც თეკლაზეც მოქმედბედა და თეკლას არსებაც მთლიანად გაიყინა! -ვერასდროს ვერ გათავისუფლდები ჩემგან!ვერასდროს ვეღარ იგრძნობ ბენდრებას!ისე გაგანადგურებ,როგორც მე!დღეიდან შენ ჩემი სათამაშო ხარ!რომელსაც ისე ვატრიალებ,როგორც მომინდება!-ცივი მზერით და ცინიკური ტონით განუცხადა თითოეული სიტყვა და ოთახიდან გავიდა.კარი ჩაკეტა და მარტო დატობა ქალი,რომელიც საბოლოოდ განადგურდა.ეს თეკლას ანდრო არ იყო!ურჩხული იყო!რომელმაც ყველაფერს გადაუსვა ხაზი და სიყვარული დაივიწყა.ის წრფელი გრძნობა დაივიწყა,რომელსაც მთელი არსებით გრძნობდა თეკლას მიმართ და თეკლასგანაც გრძნობდა,მაგრამ ყველა გრძნობა გათიშა და მონსტრი გააღვიძა! -ჯანდაბა გაღეე ეს დაწყველილი კარი და ამიხსენი რა ჯანდაბას სჩადი.....ანდრეა ნუ მაიძულებ,რომ შენც შეგიძულო....შენ ხომ ასეთი არ ხარ....ერთ დღეში ასე ვერ შეიცვლებოდი...ვიცი რომ ყველაფერი სხვანაირად უნდა მომხდარიყო და არა ასე...ანდერეა გთხოვ გააღე ეს კარი და დავილაპარაკოთ!-უშედეგოდ ეჯაჯგურებოდა კარს და ელოდა,როდის დაწყნარდებოდა ანდრო,მაგრამ ის წავიდა და დილამდე არ გამოჩენილა. თეკლა კი კართან იჯდა და ელოდა,მომხდარს ვერ იზრებდა უბრალოდ იჯდა და ელოდა.სახე მთლიანად დაცვარული ქონდა ცრემლებით,კანკალებდა,ძალიან ციოდა ანდროს სიყვარულის გარეშე,რომელიც ადრე შორიდანაც ათბობდა ახლა კი ვერ გრძნობდა! დილით გათიშულმა შეაბიჯა სახლში,მთელი ღამის ნასვამი კიდევ არ იყო ნორმალურად გამობხიზლებული.მხოლოდ ავთოს სიტყვებზე ფიქრობდა,მერე თეკლას აცრემლიანებული თვალები უდგებოდა წინ და ვერ იჯერებდა,როგორ შეეძლო ასე მოქცეოდა.საკუთარი მოქმედებებიც უკვირდა,ვერასდროს ვერ წარმოედგინა,რომ საყვავრელი ქალის წყენინება შეეძლო.წყნარად გადაატრიალა საკეტი და კარის გაღება სცადა,მაგრამ მიხვდა,რომ კართან თეკლა იყო მიყრდნობილი.თეკლამაც მაშინვე იგრძნო ანდროს მოსვლა და წამოდგა.კარის გაღებას ელოდებოდა და აი შემოაბიჯა კიდეც ანდრომ.მზერა გაუსწორა კაცს,რომელიც სრულიად ძალა გამოცლილი ეჩვენა,მაგრამ თვალები ისე ჩაწითლებული ქონდა,ისევ გრძნობდა იმ ურჩხულს,ამიტომ მზერა მაორიდა კარისკენ დაიძრა,გვერდის ავლა ვერ მოახერხა,ისე წვდა ანდრო ხელში. -სად დ*ედის ტ*ვნაში მიდიხარ?მე რა გითხარი? ამ ოთახიდან ფეხს არ გაადგამ სანამ მე არ მომინდება! -ხომ მიიღე ის რაც გინდოდა?ხომ დამინახე განადგურებული.რა გინდა?რით ვერ დაასრულე ეს კონცერტი?უი,ბოდიში აპლოდისმენტებიც ხომ არ გინდოდა შემთხვევით?-ამჯერად თეკლა არ იშურებდა ირონიას. -თეკლა შენ მე ვერ გამიგე მგონი!ისე იქნება ყველაფერი როგორც მე ვიტყვი!აქედან ფეხს ვერ გაადგამ!-ბოლო სიტყვები უკვე ღრიალით უთხრა. -ანდრო გონს მოდი!ცხოველივით ნუ იქცევი!-თეკლაც აყვირდა,აღარ შეეძლო,ვეღარ ითმენდა. -ისედაც საღ გონებაზე ვარ!ეს აქამდე ვიყავი დაბრმავებული!ახლა კი ყველაფერი ისე არის როგორც უნდა იყოს!-ისევ შეხედა ერთი წამით თვალებში და იმედგაცრუება ამოიკითხა,რომელმაც ყველაფერს მიახვედრა: -შენ ყველაფერი იცი!-გაოგნებული და გაფართიებული თვალებით უთხრა. -რა იყო?დავიწყებული ცოდევები გაგახსენდა?-ირონიულად გაიცინა. -ასეთი რა გითხრა? -სიმართლე მითხრა თეკლა,სიმართლე,რომელსაც შენ მიმალავდი!-ისევ იღრიალა. -ანუ გამოდის,რომ შენ იმ დამპალი ავთოს თითოეული სიტყვა დაიჯერე!-ისტერიკული სიცილი აუვარდა.-ჯანდაბა!როგორ ვერ ვიფიქრე...აი ხომ ხედავ შენი სიყვარული,როგორ მაბრმავებს...ვაიმე ახლა გავგიჟდები...ანუ ეს მასკარადი ავთოს დამსახურებაა და შენც მის ანკეს წამოეგე?-სიცილ სიცილ ამბობდა.ნამდვილად არ უნდოდა იმის გააზრება,რომ ეს ყველაფერი ისევ ავთის დამსახურება იყო.სიცილ სიცილით მოშორდა ანდროს და სააბაზანოში შევიდა,თავისთვის ბუტბუტებდა რაღაცას,ანდრო კი გაოგნებული აყოლებდა თვალს. ეს ორი ადამიანი,ყოველდღე აგიჟებდა ერთმანეთს,ყოვედღე რაღაც ახალს აღმოაჩენდნენ ერთმაენთში და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო წრმუნდებოდნენ,რომ მათ ერთმანეთისთვის სიმშვიდეც და ქაოსიც ერთნაირად მოჰქონდათ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.