თავნება ქალბატონი (თავი 7)
გაღვიძებისას ანდრო,რომ ვერ დაინახა გვერდით, გული დაწყდა,მაგრამ ყველანაირად ცდილობდა მის გაგებასაც,ისედაც ზედმეტს ითხოვდა მისგან,არ შეეძლო უფრო მეტი მოეთხოვა.აბაზანაში შევიდა და თავი მოიწესრიგა,ქვემოთ ჩავიდა და ანდრო დაინახა.სუფრა ქონდა გაშლილი,რომელსაც წითელი ღვინოც ამშვენებდა. -არ მითხრა,რომ ეს სურპრიზი საყვარელ ცოლს მოუწყვე. -ამას სურპრიზს ვერ დავარქმევდი!-თეკლა მაგიდასთან მივიდა და თავისი ჭიქიდან ღვინო მოსვა. -ვიცი რისთვისაც არის ეს ყველაფერი,მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუო. -მაგაზე ნუ ინევიულებ მიჩვეული ვარ!-ირინოილად ჩაილაპარაკა და მზერა გაუსწორა. -ანდრო რას ელოდები ჩემგან? -სიმართლეს! -კარგი!მიღეებ იმას რაც გინდა და თეკლა კანდელაკსაც გაიცნობ,მაგრამ მანამდე ერთ ადგილას წამიყვან? -სად? -დედასთან! *** საფლავებს შორის მიუყვებოდნენ ბილიკს და ბოლოს დაიახა კიდეც მომღიმარი ქალის სურათი,რომელიც ცივ საფლავის ქვაზე იყო გამოსახული,ანდრო გაოგნებული უყურებდა,რადგან ეს ქალი ნანახი ჰყავდა: -დიახ ის არის,რომელიც ჩემს შორეულ ნათესავად წარვადგინე შენს წინაშე,სინამდვილეში კი დედაჩემია,ადამიანი,რომელმაც უპირობოდ შემიყვარა. -ზოჯერ მართლა ვერ ვხვდები,როგორ შეგიძლია ასეთი იყო! -ასეთი,როგორი ანდრო?მოიცა მე გიპასუხებ:ცივსისხლიანი!გულქვა!ამპარტავანი! საშინელი!მოღალატე! და კიდევ ათასი რამ არა?ჰო მეც მიკვირს ხომლე!- -როგორც ვიცი სიმსივნე აღმოუჩინეს.-თემა შეცვალა ანდრომ. -დიახ ეგეც! -კიდევ რამე სჭირდა? -ფსიქოლოგიურად განადგურებული იყო!მაგიტომაც იწვა კლინიკაში ორი წელი.-ცრემლი მოადგა თვალებზე. -შენ კი ამ დროს ჩემთან ერთად ატარებდი დროს არა? -დამიჯერე შენ,რომ არა ახლა მეც აქ დედაჩემის გვერდით ვიქნებოდი ანდრეა!ძალიან გაინტერესებს არა სინამდვილეში რა მოხდა?დავაკმაყოფილებ შენს ინტერესს არ იდარდო: 23 წლამდე სრულიად უზრუნველყოფილი ვიყავი,მამა ბიზმესმენი იყო,მატერიალური კუთხით არასდროს არაფერი არ მაკლდა.ვერ ვიტყოდი,რომ ძალიან მხიარული და ფერადი ვიყავი,მაგრამ ასე თუ ისე ბედნიერი ცხოვრება მქონდა,საკუთარ თავს სულ ვებრძოდი,მაგრამ სხვებს არ ვავნებდი,როგორც ახლა! მაგრამ ყველაზე მემეტად მაინც საკუთარი თავის წინ დავაშავე,ალბათ!-ქალის გამოსახულებას უყურებდა და ისე ამბობდა,სუნთქვა ეკვროდა,მაგრამ არ გაჩერებულა.-ჩემი აპარტამენტები ხომ გახსოვს,იქ ყველაზე ბედნიერი წუთები გავატარე დედასთან და მამასთან ერთად,მე მართლა არ ვითხოვდი ცხოვრებისგან უფრო მეტს,იმითაც კმაყოფილი ვიყავი,რაც მქონდა,მაგრამ ერთ დღეს მამაჩემი სამსახურიდან დაბრუნდა,როგორც ჩვეულებრივ,მაგრამ საშინლად წაშლილი სახე ქონდა,ვერ მივხვდი რა ხდებოდა,დედაც აშკარად განიცდიდია რაღაცას,სადილის დროს განაცხადა,რომ გაკოტრდა და ვალები ქონდა.ვერ ვიტყვი,რომ მამჩემის გაკოტრება ჩემთვის რამე მნიშვნელოვანს წარმოადგენდა,არც დედასთვის ქონდა მნიშვნელობა,მაგრამ ზურა კანდელაკი სრულიად განადგურებული იყო.დიდი ყურადრება არც მიგვიქცევია ამ ყველაფრისთვის,რადგან მართლა უმნიშვნელო იყო,მე ისედაც ვმუშაობდი,დედაც მუშაობდა თან იმდენად უყვარდა მამა,რომ ქოხშიც კი გადავიდოდა მასთან ერთად საცხოვრებლად.ერთ დღეს,თავი მტკიოდა და ოფისიდან ადრე წამოვედი,სახლში მივედი და დაძინებას ვაპირებდი,მაგრამ მამაჩემის კაბინეტს ჩავუარე და უცნაური გრძნობა დამეუფლება,გვერდი ვერ ავუარე,წყნარად შევაღე და...-რამდენიმე წამიანი სიჩუმის მერე,როგორც იქნა მოწოლილი ცრემლი გადააგორა და გააგრძელა,-ჩემს წინ მამაჩემის სხეული დავინახე,რომელიც ქანაობდა,თავი გადავარდნილი ქონდა და ჰაერში ეკიდა....ეს ისეთი საშინელი სანახაობააა! -თეკლა... -არა ანდრო ხომ გინდა გაიგო ვინ ვარ სინამდვილესი ჰოდა მისმინეე.დღემდე არ ვიცი ამის გაკეთება რამ აიძულა და არც მინდა ვიცოდე,ამის უფლება არ ქონდა!მე ერთმა უსუსურმა გოგონამ ჩამოვხსენი,რომ დედას ასეთ მდგომარეობაში არ დაენახა!რომელი მამა გაწირავს შვილს ამისთვის?! ძალიან დიდხანს ვბრაზობდი მასზე,მანაც მიმატოვა,ისე როგორ წლების წინ დედამ....დიახ ანდრო მაია ჩემი ბიულოგიური დედა არ არის,მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს,ის ერთადერთია,რომელმაც მარტო არ დამტოვა,მანამ სანამ სიმსივნე არ გამოჩდა,სანამ მისი ფსიქიკა არ დაირღვა.მთელო ორი წელი ვცდილობდი გონს მოსვლას,მაგრამ ამისმაგივრად ახალი გამოწვევა გამომიგზავნა სამყარომ,დედაც წამართვა. -თეკლა ეს ყველაფერი აქამდე რომ მოგეყოლა.... -რა? რა იქნებოდა ანდრო?არც არაფერი!ნახე შენს თვალებში მხოლოდ სიცოდილს ვხედავ!გეცოდები არა?მოიცა მთავარი ჯერ წინაა.კლინიკაში ვიყავი და მთავარ ექიმს,მე, თეკლა კანდელაკი ფეხებში ჩავარდნილი ვთხოვდი,რომ დედაჩემისთვის ემკურნალათ,მართალია საკმაოდ კარგი ხელფასი მქონდა,მაგრამ არა იმდენი,რომ დედაჩემისთვს თავისუფლად მემკურნალა.ზუსტად მაშინ ვნახე პირველად ეგ დამპალი ავთო,რომელმაც შენი ქონების წასართმევად დამიქირავა და დედაჩემის მკურნალობის საფასური მთლიანად გადაიხადა.არ ვიცი იქ რა უნდოდა,პირველივე წუთებიდან ვერ ვიტანდი.მან ისე უსირცხვილოდ შემომთავაზა შენი განადგურება.ჩემი გაჭირვებით ისარგებლა,იცოდა,რომ უარს ვერ ვეტყოდი.იქ მუხლებზე დაჩოქილი,რომ დამინახა მაშინვე მიხვდა,რომ ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი,რამდენიმე დღე მაინც,რომ გამეხანგრძლივებინა დედასთვის სიცოცხლე. -თეკლა არ გინდა არ გააგრძელო....-ხმა გაუტყდა მიქაძეს,თეკლასაც ვერ უყურებდა ასეთს,ასეთ განადგურებულს,მისი თვალები მთლიანად სევდას მოეცვა. -არა ანდრო მომისმინე:გგონია სხვა გზა არ მქონდა?როგორ არა,მაგრამ მე ხო თეკლა ვარ თავნება და უგულო!როგორც გითხარი ავთო გაცნობის წამიდან არ მომეწონა,ამიტომ გადავწყვიტე,რომ აპარტამენტები გამეყიდა და ისე მემკურნალა დედასთვის.ახლა ფიქრობ ეს მანამდე რატო არ გავაკეთე ხო?დედას არ უნდოდოა,რადგან მამას ძალიან უყვარდა ის ადგილი თან ყველაფერი რაც გვქონდა ჩამოგვართვეს მამაჩემის ვალების გამო და ის ერთადერთი ადგილი დაგვრჩა,მე სულელმაც დედას მოვუსმინე,მაგრამ ავთოს გამოჩენის მერე მივხვდი,რომ სხვა გზა არ მქონდა და უნდა გამეყიდა,არ მინდოდოა მასთან თანამშრომლობა სანამ შენ არ გამოჩნდი ანდრო!უნდა წასვულიყავი ყველაფერი უნდა გამეყიდა და უნდა წავსულიყავი დედასთან ერთად,მაგრამ მაინც მივედი იმ წვეულებაზე,რომ გამეცანი,ავთოს სიტყვებმა იმდენად დამაინტრიგა,რომ შენი გაცნობა მომინდა.როგორც კი შენი თვალები დავინახე,არ ვიცი მე უბრალოდ სუნთქვა შევწყვიტე,შენ ისე მიმზერდი,როგორც არავინ,შენ არ იცოდი,ვინ იმალებოდა ჩემს უკან,უბრალოდ თეკლა კანდელაკს იცნობდი,თავნება ქალბატონს,რომელიც მხოლოდ ცხოვრებით ტკბებოდა,შენ არ იცოდი იმ ცხოვრების შესახებ,რომელიც მე გამოვიარე და ეს მაბედნიერებდა.შენი თვალით დანახული თეკლა იმდენად მომეწონა,რომ ვერ წავედი ანდრო!აი ასე ერთ დღეში გავხდი ეგოისტი,რომელმაც ცხოვრება დაგინგრია.ბოლოს საქმე მაინც ბოლომდე მივიყვანე და განვქორწინდით,მაგრამ ავთოს არაფერი არ მიუღია,ყველაფერი რაც შენ გეკუთვნის დაგიბრუნდება,მე არაფრისთვის ხელი არ მიხლიაა და არც ავთოს მივეცი ამის უფლება,განქორწინების შემდეგ ისე მოვაწყვე,რომ ავთოს შენ ფულთან ერთად საქართველოდან წასული ვეგონე,მერე ისედაც დედა გარდაიცვალა და არსად არ გამოვჩენილვარ,მაგრამ სამი თვის წინ შენ გამოგეცხადე და მთელმა თბილისმაც გაიგო თეკლა კანდელაკის დაბრუნების შესახებს.ცოლობა,რომ მთხოვე იმ დღეს კაფეში მოვარდა და დამემუქრა,რომ თუ რაც წაგართვი,იმას არ დავუბრუნებდი სიმართლეს გეტყოდა,მაგრამ ყურადღება არ მივაქციე.სულ მეშინოდა,რომ სიმართლის გაგების შემდეგ მოკლავდი ან რამე საშინელებას დამართებდი,არ მინდოდა,რომ ჩემგამო დამნაშავეც გამხდარიყავი.აბა სანდრო ბატონო რას იტყვი?მოგეწონა სიმართლე?ნახე როგორ დაგამძიმა მოსმენილმა!გგონია ახლა უფრო ადვილი იქნება ყველაფერი?პირიქით ვერასდროს ვერ მაპატიებ,რომ ორი წელი საშინლად გატყუებდი,თან გეცოდები იმისგამო,რაც გადამხდა და ახლა შენში იმდენი ემოციაა.ბრაზობ,რომ მოტყუებული დარჩი.თან თანამიგრძნობ,მაგრამ მაინც მე მატყუარა ქალი ვარ,რომელმაც ცხოვრების გამოცდებს თავი ვერ გაართვა!-დაასრულა და ანდროს შეხედა,რომელსაც თვალები სულ ჩაწითლებული ქონდა,პირველად ვერ კითხულობდა მის გრძობებს,არ იცოდა რა ხდებოდა მის გონებაში მხოლოდ ვარაუდობდა და ეს აგიჟებდა.თვითონ კი შვება იგრძნო,რომელმაც უფრო დაამძიმა,თურმე რამდენი სათქმელი ჰქონია ის კი დუმდა.კიდევ ბევრი რამის თქმა უნდოდა,მაგრამ ძალა აღარ ეყო,ანდროს სიტყვების ელოდებოდა,რომელიც უბრალოდ თვალებში უყურებდა და აზრზე არ იყო რა უნდა ექნა. -ჯანდაბა თეკლა! შენ ეს ყველაფერი მარტომ გამოიარე?! ახლა ავთოს ნამდვილად მოვკლავ! შენ.....შენ ეს ყველაფერი აქამდე უნდა გეთქვა! ჯანდაბა! ახლა რა უნდა გიყო? შენ რას ელოდები ჩემგან თეკლა?გგონია მიგატოვებდი ეს ყველაფერი თავიდანვე,რომ გეთქვა?თავიდანვე,რომ მოგეყოლა ერთად ვუმკურნალებდით დედაშენს,ავთოსაც საკადრის პასუხს გავცემდით! მე...მე ახლა ფიქრი არ შემიძლია -მე შენგან არაფერს არ ველოდები,ამის უფლებაც კი არ მაქვს!-მიახლოვდა და ანდოს სახე თავის ხელებში მოიქცია და მზერა გაუსწორა.-მე უბრალოდ მაშინ ნორმალურად აზროვნებაც არ შემეძლო,ყველაფერი ერთ წამში ჩამოინგრა და მე მარტომ ისეთი გადაწყვეტილებები მივიღე,რაც არასწორი იყო!-ხელები ჩამოუშვა და დედას საფლავისკენ შებრუნდა.-მანაც დამტოვა....სინამდვილეში ყველაფერი მაშინ დაიწყო,როცა ნამდვილმა დედამ მიმატოვა,მამაჩემს მიუგდო ჩემი თავი და წავიდა,მერე მამამ მიმატოვა,რა უნდა მომხდარიყო,ისეთი,რომ ასე უმოწყალოდ გაეწირა საკუთარი თავი და ჩვენც?მხოლოდ მაია დამრჩა და ისიც წავიდა!იცი?მას ძალიან მოსწონდი?სულ ვუყვებოდი ჩვენზე და სულ ღიმილით მისმენდა.-გაეღიმა მასთან გატარებული დღეები,რომ გაიხსენა.-მასაც ვეცოდებოდი!ისე მიყურებდა თითქოს ქუჩაში უმწეოდ მიტოვებული კნუტი ვყოფილიყავი.შენ იცი ეს რა შეეგრძნებაა?ყოველ ასეთ მომენტში მინდა,რომ უბრალოდ გავქრე!ვერ ვიტან ასეთ თეკლას!სულაც არ ვარ თავნება,ერთი საცოდავი ქალი ვარ,რომელმაც ტყუილში გაატარა მთელი ხუთი წელი,რომელიც გადარჩენისთვის იბრძოდა,მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდა! -შენ უბრალოდ სხვა გზა არ გქონდა თეკლა!მარტო დარჩი და მარტომ უმკლავდებოდი ყველაფერს! -არა ანდრეა,გთხოვ გამართლებას ნუ უძებნი ჩემს გადაწყვეტილებებს!მე ხომ ვივი,რომ შინაგანად შენც განადგურებული ხარ,გინდა,რომ ყველა ჩემი ტყიული ჩემი გაჭირვებით გაამართლო?!მაგრამ მოვა დრო და მიხვდები,რომ მე სხვა გზებიც მქონდა,შემეძლო ის ბინა გამეყიდა და ისე მემკურნალა დედასთვის,შემეძლი იმ წვეულებაზე არ მოვსულიყავი და შენთვის თავგზა არ ამებნია ან შემეძლო მეთქვა რა დამპალი ბიძა გყავდა და ის მომეშორებინა შენთვის და კიდევ უამრავი რამ შემეძლო,მაგრამ მე ყველაზე არასწორი გზები ავირჩიე! -თეკლა შენ არ გინდა,რომ მე გაპატიო არა?! -მე საკუთარ თავს ვერ ვპატიობ და შენ როგორ უნდა მაპატიო? -არა! შენთვის მეორე შანსი,რომ მოეცათ არაფერს არ შეცვლიდი და ამიტომ გინდა,რომ საკუთარი თავი საპირისპირო რამეში დაარწმუნო! -ანდრო არ გინდა..... -არა თეკლა შენ გინდა,რომ მე არ გაპატიო! გინდა მე დაგადანაშაულო! გინდა,რომ მე მოგახალო თუ რამდენად ეგოისტურად მოიქეცი,მხოლოდ იმიტომ,რომ პირველივე შეხვედრაზე მოგეწონე და არ წახვედი!გინდა გითხრა,რომ ერთი მოღალატე ვინმე ხარ,რომელიც ავთოსთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ! შენ გინდა,რომ მე დაგადანაშაულო,რადგან მხოლოდ ჩემს წინაშე გრძნობ დანაშაულს! ასეა არა?! -და შენ შეძლებ ამ ყველაფერს?დამაკისრებ ყველა პასუხისგებლობას მე? -შენ ეს არ გჭირდება! -არა!მჭიდება,რადგან შენგან შორს ყოფნით ყველაფერზე ვაგებპასუხს!იცი ადრე მეგონა,რომ შენთან ყოფნით ვაგებდიპასუხს,მაგრამ მივხვდი,რომ ჩემთვის ყველაზე დიდი სასჯელი შენგან შორს ყოფნაა!-თავისი თაფლისფერები მიანათა ანდროს შავ თვალებს.-გამიმეტებ ანდრო ასეთი სასჯელისთვის? -შენ გინდა,რომ მე გაგიშვა არა?გინდა გითხრა ‘’წადი’’? რატომ თეკლა?ისევ არ მიტოვებ სხვა გზას,მე კი შენი მეორეჯერ გამოკეტვა არ მინდა! -ანუ არ გამიშვებ? -ნწ -მაგრამ ასე დაიტანჯები! -შენ ხომ როცა საქმე მე მეხება სულ ეგოისტი ხდები!ახლაც იეგოისტე და არ იფიქრო ჩემზე! -ანდრეა ასე არ შეიძლეა!ისევ არასწორად ვიქცევი!მაგრამ ჯანდაბა! არ მაინტერესებს!-ჩაეხუტა და პირველად იგრძნო ასეთი დოზით შვება.იცოდა,რომ ანდრეასთვის ძალიან რთული იქნებოდა იმ ყველაფრის გააზრება რაც უამბო,მაგრამ მან მაინც არ გაუშვა,რამაც ძალა შეჰმატა.კიდევ ერთხელ დარწმუნდა ანდრეას სიყვარულში,რომელიც ყველა და ყველაფერზე მაღლა იდგა. დიდიხნის შემდეგ პირველად ჩათვალა,რომ გაუმართლა,რადგან ისეთ ადამიანს უყვარს,როგორიც ანდრო მიქაძეა! *** -უკვე ნერვებს მიშლი!-ისევ,რომ დაინახა კარს მიყრდნობილი ნიკო,გაეღიმა,მაგრამ მალე გაასწორა სახე და შეეუბღვირა. -ანდრეა და თეკლაც კი შერიგდნენ და ჩვენ რა გვჭირს ვერ ვხვდები! -იქნებ ის,რომ ანდრეა თეკლას წინ სხვა ქალს არ ეფლიარტავებოდა! -ეგ ქალი აქეთ ცდილობდა ჩემს შებმას და რა ჩემი ბრალია!-მხრები აიჩეცა და თათას დაელოდა,რომელიც კარს აღებდა. -შენც კარგად ეჟღურტულებოდი. -თათა უკვე ჩემი მოთმინების უნარი ზღვარს ცდება!-უკან შეჰყვა გოგონას და ერთი ხელის მოაძრაობით თავისკენ შემოატრიალა და სხეულზე აიკრო. -და მე რა მერე?-სხეულზე გამოჩენილი ჭიანჭველები დააიგნორა და ისევ შეუბღვირა. -თათა ნუ მეთამაშები? -ვინ მე? -დიახ შენ! -და თუ მომწონს შენთან თამაში?-გაუღიმა ნიკოს,რომელსაც ყველა მოთმინების ძაფი გაუწყდა და ვნებიანად დააცხრა თათას ტუჩებს.-ნიკო ასე არ შეიძლება!-როგორც კი მოშორდა მაშინვე ამოთქვა და მზერა გაუსწორა. -ასე როგორ? -აი ასე!-უკვე თვითონ შეეხო ნიკოს ბაგეებს და მალევე მოშორდა.-დღეისთვის საკმარისია! -ოხ თათა! ძალიან გატუტუცდი ამ ბოლოდროს! -შეჭამ რამეს?-გადაიკისკისა ნიკოს ნათქვამზე და სამზარეულოში შევიდა. -ყველაფერს,რაც შენი ხელით იქნება მომზადეული.-სერიოზული გამომეტყველებით უთხრა და მოფუსფუსე თათას მოშიშვლებულ მხარზე აკოცა. -ეგეთი სიტყვებით ვერ მომთაფლავ! ხომ იცი? -და ვინ თქვა,რომ შენი მოთოფლვა მინდა,შენ ისედაც ჩემს ხელში ხარ! -ეგ თავდაჯარებულობა კარგს არაფერს არ მოგიტანს. -მთავარია შენ იყო ჩემთან! -შენთვის ამდენად მნიშვნელოვანი ვარ? -მაგას არც უნდა მეკითხებოდე!-მზერა გაუსწორა თათას,რომელიც ისე უყურებდა,რომ აგიჟებდა ნიკო ბატონს.აღარ შეეძლოთ ამ ორს ერთმანეთის გარეშე სუნთქვაც კი! *** ჩუმად იხსდნენ მანქანაში,სანამ ანდრომ სახლთან არ გააჩერა და თეკლას არ შეხედა: -დამელოდე მალე მოვალ!-თავით ანიშნა გადასულიყო. -სად მიდიხარ? -თეკლა! -ავთოსთან არა? -თეკლა-მეთქი! -იცოდე დაგელოდები!-გადავიდა,იცოდა,რომ ამ შემთხვეევაში აზრი არ ქონდა ანდროსთან შეკამათებას. -თემო,ნიკოს დაურეკე და უთხარი შენთან მოვიდეს,მეც მოვალ მალე!-როგორც კი თეკლა გადავიდა მაშინვე დაურეკა თემოს.გიჟივით ატარებდა მანქანს,არ იცოდა რა უნდა ექნა ან რა უნდა ეგრძნო,როგორ უნდა მობყრობოდა თეკლას?მისი გაშვება არ უნდოდო,მაგრამ მისი ნდობაც გაუჭირდებოდა!არ უნდოდა,რომ მარტო დაეტოვებინა ისე როგორც სხვებს,მაგრამ თვითონ თუ იქნებოდა ისევ ისეთი ანდრო,როგორც მანამდე?თეკლა მართალი იყო,თუ სიმართლეს იტყოდა ყველაფერი შეიცვლებოდა.თუ ანდროსთვის აქამდე თეკლა მოღალატე იყო,რომელსაც თავს ვერ აღწევდა ახლა ვინ იყო?არ უნდოდა,რომ შესცოდებოდა,რადგან თეკლა ამას ვერ გადაიტანდა,ვერ დაანახებდა თეკლას სიცოდილს,რომელიც ნამდვილად არ გააჩნდა.თვითონაც ვერ წარმოედგინა რატომ,მაგრამ ამას ვერ გრძნობდა თეკლას მიმართ.და რა მოხდებოდა,რომ თეკლას სხვანაირად მოქცეულიყო?ისინი ვერასდროს ვერ შეხვდებოდნენ,რაც ანდროსთვის წარმოუდგენელი იყო.თეკლას ვერ გააქრობდა საკუთარი ცხოვრებიდან!ვერასდროს! -რა ხდება ძმაო?რა შეკრება მოგვიწყვე?-როგორც კი შევიდა ნიკომ დაიწყო საუბარი და მესამე ჭიქაც გამოიტანა,რომ ანდროსთვის ვისკი დაესხა. -დროა იმ ავთოს დ*ედა ვ*უტიროთ! -დაწყნარდი რა სახე გაქვს!რა მოხდა? -იმ კუდიანმა სიმართლე გითხრა არა?-ჩვენი თემო ფორმაშია. -იმ კუდიანმა სხვათაშორის ჩემი ქონება არ დაუთმო ჩემ დ*ედა მ*ოტ*ნულ ბიძას,რომელმაც იმ დღეს ისეთი რაღაცეები გველაპარაკა,რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა! -ალბათ თავისთვის დაიტოვა ეგეც!- -როდის შეწყვეტ მის დადანაშაულებას!ბოლოს და ბოლოს შეიგნე,რომ ყველაფერი ისე არ არის,როგორც გვეგონა!-ანდრომ მუშტი დაარტყა მაგიდას და ისე უღრიალა. -ის მაინც მატყუარად დარჩება,მთელი ცხოვრება! -შენ რა გადარდებს მერე?ისედაც ზედ არ უყურებ და რატომ გადარდებს მისი ცხოვრება? -მე უბრალოდ.... -შენ უბრალოდ არ ცდილობ მის ოდნავ გაგებასაც კი!არავინ არ არის იდეალური და ვერც ის იქნება! -მე,რომ არ მენახა თეკლას კაფეში ეგ არაკაცი შენ ვერც ვერასდროს გაიგებდი მათ კავშირზე! -და რატომ წახვედი მასთან?რომ გითხარი ვქორწინდებით-მეთქი და რომ გავარდო რა გინდოდა თეკლასთან? -ისევ ტვინი აგირია და დალაპარაკება მინდოდა! -და რას ეტყოდი?მუშტს მოუქცევდი...საქმეს გარჩევას დაიწყებდი?ერთხელ და სამუდამოდ შეიიგნე,რომ მე ის მიყვარს! -და ჩემთვის გგონია ადვილია?მე ის დასავით მივიღე,მისი ერთი ცრემლისთვის ცხვირ-პირსაც დაგინგრევდი,მაგრამ ის ისეთივე აღმოჩდა,როგორც სხვა ქალები! -ჯანადაბა თემო გაიღვიძე ის ხომ თეკლაა? თეკლა,რომელმაც ისე,როგორც შენ ძმასავით მიგიღო! გგონია მე ვაპატიე,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ მარტო დავტოვოთ,მას ისედაც არავინ არ ყავს ჩვენც თუ დავტოვებთ რა უნდა ქნას? -ერთხელ მაინც დაკვირვებულხარ,როგორ გუყურებდა,საშინელებებს,რომ ეუბნებოდი?მგონი ყველაზე მეტად შენგან ელოდებოდა გაგებას,მაგრამ შენ ყველაზე მეტად კარი ხელი.-ნიკომაც შეუტია თემო ბატონს. -ასეთი რა გითხრა ანდრო?ჯერ კიდევ ქორწილის დღეს მზად იყავი იქვე მიგეეხრჩო,ნუ გავიწყდება! -მაგიტომაც შევაჩერეთ არა?!-ნიკომ უპასუხა-თუ თეკლა უსამართლოდ მოგვექცა ჩვენ რა გავაკეთეთ?ვიჯექით მასთან ერთად ერთ მაგიდაზე და ვუღიმოდით.მან სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ დედა დაკარგა,რომლისგამოც დათანხმდა ავთოს ამ ყველაფერზე! -უბრალოდ საქმეზე გადადი ანდრო! -მართლაც აზრი არ აქვს შენთან საუბარს!მოკლედ ხო იცით ავთოს საწინააღმედგოდ,რაც უნდა ქნათ!რაც შეიძლება მალე უნდა ვიხილო გისოსებს მიღმა.მე თუ მივუახლოვდები შემომაკვდება,ამიტომ უბრალოდ ისე გააკეთეთ,როგორც მოვილაპარაკეთ და დანარჩენზე მე ვიზრუნებ! -გასაგებია და თეკლა რას ამბობს?- -თუ თვითონ მოუნდება მოგიყვებათ ნიკო!მე ვერაფერს ვერ გეტყვით გარდა იმისა,რომ მას არ მივატოვებთ!არც შენ თემო! -კარგი,გასაგებია!წავალ საქმეს მივხედავ.-თავისი ბოხი ბარიტონით განაცხადა თემომ და წავიდა. -ისიც გაუგებს,რადგან დებმა,რაც არ უნდა დააშაონ მაინც გვიყვარს!-ჩაილაპარაკა ნიკომ და გაეღიმა. *** ანდრო სალში დაბრუნდა,თეკლა დივანზე იჯდა და წინ ერთი ‘’ბოკალი’’ წითელი ღვინო ედო: -სევდიან ადამიანს,არამგონია წითელი ღვინო შველიდეს!-გვერდით მიუჯდა და თეკლას პროფლს შეხედა. -ჩემი ნამდვილი მშველელი მოსულა! -თეკლა შემომხედე!-ნიკაპქვეშ ამოუდო ხელი და თავისკენ შეატრიალა.-ჩემს გამო ასე ძალიან რატომ გარისკე? -ეს ხომ ისედაც აშკარაა! -დავიჯერო ყველაფრის თავში სიყვარულია? -ეგეც მაგრამ ხომ იცი რა ეგოსიტიც ვარ! მე, რომ არა ავთო სხვა მოძებნიდა,მე კი არ მინდოდა შენნაირი ადამინის გვერდით ცხოვრების სიამოვნება ვინმე სხვისთვის მიმენიჭებინა!-ანდროს გაეღიმა. -იქნებ საზღვარგარეთ უფრო მეტი შანსი ქონდა დედაშენს? -ანდრეა დედაჩემის სიცოცხლის გამო შენ კიარა საკუთარ თავსაც დავთმობდი თან ბევრად უფრო ადვილად,მაგრამ შანსი არ ქონდა,ანალიზები გავაგზავნე საზღვარგარეთ საუკეთესო ექიმებთან ,მაგრამ ყველაფერი ფუჭი იქნებოდა თან მას აქედან წასვლა არ უნდოდა,მე მაინც შემეძლო აპარტამენტების გაყიდვა და მსვიდად ცხოვრება სხვაგან ცხოვრება,მაგრამ ხომ ხედავ ყველაზე ნაკლებად სიმშვიდეს დამყარება გამომდის! -ბოლოს მაინც ხომ გაყიდე? -კი,ავთოს თავუბრუნე თავისი ბინძური ფული,რომლითაც დედაჩემის მკურნალობის საფასური გადაიხადა. -და შენი ბიოლოგიური დედა?არ გაინტერსებს სად არის? -არა! -რატო ასე გატეგორიულად?იქნებ რამე სერიოზული მიზეზი ქონდა?-თეკლამ სიცილი დაიწყო. -ვაიმე ანდრო რა მიზეზი უნდა გქონდეს,როცა ბიზმესმენის ცოლი ხარ და არაფერი არ გაკლია,ალბათ მამა არ უყვარდა და შესაბამისად მეც ვერ შემიყვარა!რამდენიმე დღის ვიყავი რომ დამტოვა!გესმის?მე თავიდანვე მიტოვებული არსება ვარ! -მამაშენი ხომ გყავდა თეკლა?მერე მაია გამოჩნდა შენს ცხოვრებაში.რამდენი კარგი მოგონება გაკავშირებს მათთან?თან შენ მარტო არ ხარ!მე ვარ!თათა არის! ნიკო და თემოც კი!....შენ მარტო არ ხარ თეკლა! -ანდრო რატომ აკეთებ ამას?-შუბლი შუბლზე მიაბჯინა და წყნარად ჩაილაპარაკა. -მინდა, ბოლოს და ბოლოს გაიაზრო,რომ ყველაფრის გამოსწორება შეგიძლია,უბრალოდ სულ გულწრფელი იყავი,არაფერი არ დამიმალო თეკლა!დამპირდი რომ აღარ მომატყუებ.... -გპირდები!-ანდოს მუხლებზე მოათავსდა და ტანზე მიაეკრო.-შენი სურნელი სულ მამშვიდებს! -ავთოს ციხეში ჩასვამენ!-ანდრომაც მოხვია ხელები და ისე უთხრა. -როგორ? -უამრავი მთერი ჰყავს თან კაზინოში წაგებული ვალებიც,ბევრი უკანონო საქმე და სხვა გზა არც აქვს,რომ არ დაგვიჯეროს! -დააშანტაჟებ? -მე არა!რომ ვნახავ მისი მოკვლა მომინდება.ნიკო და თემო მიხედავენ! მერე ისიც ეყოფა,რასაც ვუზამ! -თემო? -ხო იცი,როგორ არ ევასება ავთოც! -კუდიანს მოენატრა თემო ბატონი! -ნიკო გაგიბრაზდება,რომ გაიგებს.-გაეღიმა და თავზე აკოცა თეკლას. -ნიკოც მომენატრა!თათაც!ხვალ თათასთან წავალ ან აქეთ დავუძახებ!ხომ შეიძლება? -ვაიმე თეკლა რას მეკითხები,რა თქმა უნდა შეიძლება! -და ჩემი კაფე?ბევრი კლიენტი მყავს. ვერ დავკეტავ ანდრეა!თან სტუდენტები,რომლებიც მუშაობენ,საკმაოდ კარგი ანაზღაურება აქვთ და ვერ გავუშვებ,იმედები გაუცრუვდებათ ჩემს მიმართ. -როდის იყო თავნება ქალბატონი ჩემგან ნებართვას იღებდა?-გაიცინა ანდრომ.-რაც გინდა ის გააკეთე!მე უბრალოდ მაშინ ძალიან გაბრაზებული ვიყავი! -და ახლა არ ხარ გაბრაზებული?-ქვემოდან ამოხედა ანდროს,რომელიც თმაზე ეფერებოდა. -ახლაც თეკლა,ოხონც სულ სხა რამეზე,უბრალოდ ახლა სიმართლე ვიცი და შენს გაგებას ვცდილობ.შენი სიყვარულის მჯერა! -შენი აზრით გამოგვივა ბედნიერად ცხოვრება და ყველაფრის დავიწყება? -ყველაფრის დავიწყერბა შეუძლებელია,მაგრამ ყველაფრის თავიდან დაწყებას შესაძლებელი! -მე ყველაფერს გავაკათებ,იმისთვის,რომ იმედები აღარ გაგიცრუო!-ანდროს აღარაფერი აღარ უთქვამს.მალევე ჩაეძინა თეკლას,ანდროს მუხლებზე მოთავსებულს,რომელმაც ოთახში აიყვანა,საღამური გაადაცვა და დააწვინა.რთული დღე იყო თეკლასთვის ამიტომ სრულიად გამოფიტულმა ვერც იგრძნო,როგორ გავიდა ანდრო,რომელმაც მარტომ გააგრძელა საღამო ვისკის ბოთლით ხელში! *** -პატარა ქალბატონო რას საქმიანობ?-ევას ფანჯარასთან იდგა და ისე დაურეკა,როგორც კი გოგონას წკრიალა ხმა გაიგო,მაშინვე მოეშვა მთელი დღის დაძაბულობა. -თქვენ ვინ ბრძანდებით?- -კარგი რა ევა!გულს ნუ მტკენ!-გაეღიმა ევას საქციელზე. -ჩემი ნომერი საიდან გაქვს? -შენი აზრით,შენი ნომრის გაგება გამიჭირდებოდა? -ყოვლის შემძლე ბრძანდებით ბატონო თეიმურაზ? -ხუმრობის ხასიათზე ხარ ბავშვო? -სამაგიეროდ შენ ზედმეტად სერიოზული ხარ! -გამოდი და ჩემი სერიოზულობაც გაქრება. -აქ ხარ?-გაოცება ნამდვილად დაეტყო მის ტონს. -კი.გამოხვალ? -დამელოდე!-რამდენიმე წუთში გოგონა გამოვიდა,რომელსაც მინი მაუსის ჰუდი ეცვა და ჯინსის შარვალი,თმები ძალიან სასაცილოდ ქონდა შეკრული და ლოყები ისევ აწითლებული. -არასდროს მომბეზრდება იმის გამეორება,რომ ბავშვი ხარ!-გულინად გაიცინა თემომ. -ნუ მაბრაზებ! შევალ იცოდე!-წინ დაუდგა და წარბები შეჭმუხნა.ისეთი საყვარელი იყო თემომ ვერ მოითმინა და ლოყაზე აკოცა. -რას შვრებოდი?ხელი ხომ არ შეგიშალე? -ისეთს არაფერს,რომ შენ ხელი შეგეშალა.-თემოს კოცნა დააიგნორა,მაგრამ თავისი წითელი ლოყები უფრო ,რომ გაუწითლდა მგონი აშკარაა.-რატომ მოხვედი?რამე საქმე გაქვს? -არა უნრალოდ შენი ნახვა მინდოდა! -და რატომ? -ევა უბრალოდ! თუ არ შეიძლება? -კი,მაგრამ რავი უცნაურად მეჩვენა! -ნუ გეჩვენება მერე! უნდა მიეჩვიო ჩემს ხსირად ნახვას! -ვითომ რატომ? -დღეს ბევრ კითხვებს სვამ! -შენ კი მაბრაზებ! -შენც ნუ ბრაზდები!-ევასთან საუბარი განტვირთვა იყო თემოსთვის,თვითონაც ვერ ხვდებოდა სად მიდიოდა სანამ ევას ფანჯარასთან არ აღმოჩნდა. -მე მეგონა რამე საქმე გქონდა!შენ კი სახუმრად მოსულხარ!წავედი მე!-შებრუნდა და წასვლა დააპირა,მაგრამ ვინ აცალა.ადვილი მოძრაობით შემოატრიალა თავისკენ,მიუახლოვდა და მეორე ლოყაზე აკოცა: -ახლა შეგიძლია წახვიდე!-ხელი გაუშვა და მანძილიც გაზარდა.ევა კი გაშეშებული იდგა.თემოს სურნელა დააჰიპნოზა,გონს რომ მოვიდა თემო იქ აღარ იყო: -არა!ასე არ შეიძლება!როგორ შეიძლება ასეთი სურნელი ჰქონდეს!ან ასეთი გასაგიჟებელი იყოს!ვაიმე ევა გონს მოდი თორემ შემომაკვდები!-თავისთვის ბუტბუტებდა,სანამ სახლში არ შევიდა. გამარჯობა მეგობრებო... იმედია ეს თავიც მოგეწონებათ... მინდოდა,რომ რაც შეიძლება დიდი თავი დამედო,ამიტომაც დავაგვიანე.ძალიან არეული გრაფიკი მაქვს ახლა,ამიტომ ხშირად ვერ ვაქტიურობ,მაგრამ ყველა თავი,აუცილებლდად,იქნება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.