სამყარო შენი თვალებით (ნაწილი 1)
რომ გითხრათ როდესმე წონის კომპლექსი მქონდა ტყუილი გამომივა.ყოველთვის მომწონდა ჩემი ფორმები.მიმაჩნდა, რომ ჩემი განიერი თეძო, სხვებთან შედარებით დიდი მკერდი და საკმაოდ მოხდენილი საჯდიმი ძალიან სექსუალური იყო. არასდროს ჩამიცვამს xs ან s ზომა ტანსაცმელი.ყოველთვის მეცვა L ანდაც XL . მსუქანი არ ვყოფილვარ, მაგრამ არც სუსტი ვიყავი.აი, რომ ამბობენ ხორციანი ქალებიო დაახლოებით ეგ ვიყავი.ჩემი წონა ყოველთვის 80-დან 85-მდე მერყეობდა. არმინდა ტრაბახში ჩამეთვალოს,მაგრამ სილამაზით ღმერთმა ნამდვილად დამაჯილდოვა, შავგვრემანი ვიყავი ჩემებური ეშხი მქონდა.მომწონდა კლუბში მუსიკას აყოლილი ჩემი სხეულის დანახვისას ბიჭები როგორ იკვნეტდნენ ტუჩს.არ მაკლდა ყურადღება ძლიერი სქესის წარმომადგენლებისგან.ერთი შეხედვით თითქოს ადვილად მისაწვდომი ვიყავი. მაგრამ ყოველი უარის შემდეგ ვტკბებოდი მამაკაცების გაწბილებული სახის ყურებით. მე ფლირტისთვის არ ვიყავი შექმნილი. მე სიყვარულისთვის გავჩნდი. ყოველთვის მეტი მინდოდა ვიდრე უბრალო ფლირტი იყო და ეს ყოველთვის აფრთხობდა ჩემ ირგვლივ მამაკაცების გარემოცვას. ყველას ერთი ღამის გოგო ვეგონე მაგრამ ასე არ იყო. მეც ჩემი სხეულის ფორმებს ვიყენებდი და ყველას გაწბილებულს ვტოვებდი ვისაც მხოლოდ ჩემს ტრუსებში ჩაძრომა აინტერესებდა.სტუდენტი ვიყავი. მამამ სრული თავისუფლება მაჩუქა მითხრა შენი მოვალეობა მხოლოდ სწავლააო.გაერთე როგორც გინდა სადაც გინდა მხოლოდ ზომიერების ფარგლებშიო.მამა აი ისეთი კაცი იყო 24/7 რომ შრომობდა სულ რომ სატელეფონო ზარებს პასუხობდა და სულ რომ ბოდიშებს იხდიდა ჩემთან არასაკმარისი დროის გატარების გამო.მაგრამ მამას უდიდეს პატივს ვცემდი ვაფასებდი მის ნდობას ჩემდამი და თავს არასდროს ვაძლევდი ზედმეტის უფლებას.ჩემთვის ჩემი და მამას ურთიერთობა წმინდა იყო და არ ვაპირებდი ჩემი მეამბოხე ხასიათის გამო ამ ურთიერთობის გაფუჭებას. მამასთან არასდროს ვკამათობდი მისთვის არასდროს მითქვამს ზედმეტი არასდროს ამიწევია მასთან ხმა.მამაც პრინცესასავით მზრდიდა ისე რომ უდედობა არასდროს მიგრძვნია. დიდად არც მაწუხებდა უდედობა. ქალი რომელიც 2 თცის შვილს მიატოვებს და პირველივე შემხვედრს გაეკიდება მალდივებზე ჰამაკში ნებივრობისთვის და კოქტეილის წრუპისთვის იმის ღირსიც კი არ არის ვინმე დარდობდეს მასზე.თავის მხრივ მამასაც ჰყავდა ქალი რომელთანაც კომფორტულად იყო.მე არასდროს ვყოფილვარ ამ ურთიერთობის წინააღმდეგი. ვფიქრობდი რომ მამამ ეს ყველაფერი დაიმსახურა. არასდროს უხსენებია სერიოზული ურთიერთობები მაგალითად ქორწინება ნიშნობა ან მსგავსი რამ ალბათ ჩემი დაფრთხობა არ უნდოდა მაგრამ არ ვაპირებდი ისტერიკების დადგმას და მამასთვის არჩევნის გაკეთების იძულებას.მამა იმსახურებდა ყველაფერ საუკეთესოს. ასეთი იყო ჩემი ცხოვრება იმ ავბედით დღემდე როცა მას გადავეყარე. ხო მართლა მე ევა ვარ გამყრელიძე და მოგიყვებით როგორ შეცვალა და თავდაყირა დააყენა ერთმა პიროვნებამ მთელი ჩემი ცხოვრება. იმ დღით საშინელ ხასიათზე გავიღვიძე.რატომღაც გული მიგრძნობდა რომ ის დღე დახუნძლული უნდა ყოფილიყო ემოციებით,მაგრამ ნაკლებად სასიამოვნო და კარგი ემოციებით. ქვედა სართულიდან უკვე ისმოდა ჩვენი სახლის დიასახლისის ფუსფუსი.სუსტად მაგრამ მაინც აღწევდა ოთახში ახლად მომზადებული ომლეტის სუნი, გვერდით ოთახში მამას მაღვიძარა რეკავდა,ჩემ ტელეფონზეც განუწყვეტლივ და დაჟინებით რეკავდა ვიღაც,გარედან წვიმის და ჭექა ქუხილის ხმაც აღწევდა,დამლაგებლები კორიდორს ალაგებდნენ და მტვერსასრუტს გაუჩერებლივ ამუშავებდნენ.მივხვდი რომ ეს ყველაფერი დღეს ძალიან მაღიზიანებდა თუ ადრე ას ყველაფერი ჩემი ჩვეული დილის რუტინის შემადგენელი ნაწილი იყო დღეს რატომღაც ძალიან მაბრაზებდა ყველაფერი.ერთი კარგად შევიკურთხე ყველას ჯოჯოხეთის ცეცხლში შეხრუკვა ვუსურვე და ფეხზე წამოვდექი.უღიმღამოდ მივიღე შხაპი ჩავიცვი თავი მოვიწესრიგე ზურგჩანთა ავიღე და პირველუ სართულისკენ ავიღე გეზი.გზაში მამას შევხვდი ხელი მომხვია შუბლზე მომაწება გუჩები და ხმაურიანად მაკოცა --დილა მშვიდობის პრინცესავ.. --კარგი რა მაა 12 წლის ხომ აღარ ვარ ისევ პრინცესას რომ მეძახი.... --ოჰოო დღსს ვიღაც ცუდ ხასიათზეა.რამოხდა ხომ არ გინდა რამე მომიყვე? ხომ ხვდები მეგობრობის პონტში და რამე _თვალი ჩამიკრა მამამ --არაფერი მა რავი უბრალოდ ალბათ ამინდი მოქმედებს --კარგი კარგი თუ საუბარი მოგინდება რამეზე იცი სადაც უნდა მიპოვო ახლა მიდი ისაუზმე და უნივერსიტეტში დატოვებ ოქეიი?_ხელით სასაცილო მოძრაობა გააკეთა მამამ.მაინც შეძლო ჩემი გაღიმება ყოველთვის ასეთი იყო მუდამ პოზიტივს ასხივებდა. არ მისაუზმია რატომღაც ჩემი სხეულიც გონებაც გულიც უარყოფითად რეაგირებდა ყველაფერზე თითქოს უარესისთვის მამზადებდა..ჭამის მაგივრად ნახევარი საათი ვაწკარუნე კოვზი ჭიქაში და როცა მამა ძალიან შეაწუხა ყოველივე ამან სახესთან ამიქნია ხელი ერთ წერტილ მიშტერებულს... --ევა შენი ხასიათის ცვლილება ძალიან მაშინებს... ავად ხომ არ ხარ?ან იქნებ ბიჭთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული?_ უცებ გაუმკაცრდა სახე და ეჭვნარევი მზერით შემომხეხა -- კარგი რა მამა ახლა ბიჭებზე უნდა ვილაპარაკოთ? --რატომაც არა?? იქნებ არის ვინმე,ვინმე მამაშენივით სიმპათიური,და ჩემი პრინცესას გულის მონადირებას ცდილობს? --ღმერთო ჩემო მამააა არაფერი მსგავსი. ახლა წავიდეთ გთხოვ თორემ შენი მართვის სტილი რომ ყველასთვის ცნობილია წყნეთიდან უნივერსიტეტამდე შეიძლება გზაში დამაბერო და აღარავის მოეწონება შენი ნაოჭებიანი და ცელულიტებიანი პრინცესა შევამჩნიე ტუჩის კუთხე როგორ ჩატეხა. მერე ჩაახველა და ვითომ მკაცრი ტონით ზემოდან დამხედა -შემახსენე ერთ დღეს რომ ამ თემასთან დაკავშირებით გეჩხუბო..ამ ბოლო დროს ბევრს ქილიკობ ჩემს მართვის სტილზე.. შესანიშნავი მძღოლი ვარ.. სიმპათიური სანდომიანი დინჯი გაწონასწორებული__ალბათ არასდროს მორჩებოდა თავის ქებას საათზე რომ არ მიმეთითებინა წარბ აწეულს -- ღმერთო ევა ვის გავხარ ასეთი უხასიათო და უკმეხი?? --ალბათ დედას_წამით ერთმანეთს გადავხედეთ გაოცებულებმა მერე ორივეს ერთდროულად წაგვსკდა სიცილი... ხელი გამომიწოდა მეც ხელკავი გამოვდე და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე --მე შენი ასლი ვარ მამა მოგწონს ეს თუ არა შენც ისეთივე უჟმური უხასიათო და უკმეხი ხან როგორც მე_როცა მის უკმაყოფილო მზერას გადავწყდი იქვე დავამატე_კარგი ხო ხანდახან ხარ ხოლმე მამამ უნივერსიტეტის შესასვლელთან ჩამომსვა პოზიტიური დღე მისურვა და გაუჩინარდა.ღმერთს კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა ასეთი მამა რომ მაჩუქა და დამღლელი დღისთვის მოვემზადე.კიბეებზე ჩემი ერთადერთი და არანორმალური დაქალი მელოდა. წვიმაში დარჩენილ კატას გავდა. საგულდაგულოდ დასწორებული თმები დასველებოდა და წურწურით ჩამოსდიოდა წვიმის წვეთები.ისტორიებს არ მოვყვები ჩვენს მეგობრობაზე.. იმაზე თუ რამდენი რამ გამოვიარეთ ერთად, რომ ერთმანეთს მეგობრობის დღიურებს ვუვსებდით და მსგავს ბანალურ რაღაცეებს... უბრალოდ ცხოვრების რთულ ეტაპზე მე მას გავუგე მან კი მე. ასე უბრალოდ დაიწყო ჩვენი მეგობრობა და ასე გრძელდება დღემდე. ის ჩემი პირადი პოზიტივია.. რაც არ უნდა მოხდეს ყველაფერში ნახულობს დადებითს.ცოტა გიჟიცა. მართალია საბუთი ჯერ არ აქვს მაგრამ ალბათ ახლო მომავალში ექნება. თვალი მომკრა თუ არა ხელების ქნევა დაიწყო --ევა აქეთ მალე გოგოო გავიყინე მართალია უკვე მარტის ბოლო იყი მაგრამ მაინც უჩვეულოდ ციოდა. "ღმერთო რა შტერია"გავიფიქრე გულში.რატომ მელოდება გარეთ როცა შეუძლია შიგნით სავარძელზე ჩამომჯდარი ცხელი ყავით ხელში მელოდებოდეს.წვიმაში სწრაფად გავტყაპუნდი და ორივე გაწუწულები შევცვივდით უნივერსიტეტის შენობაში --სად ხარ აქამდე გავიყინე გარეთ --მაპატიე ჩემო დედოფალო__ ყოველთვის ასე მივმართავდი როცა გაბრაზებული იყო საოცრად სწრაფად მშვიდდებოდა__ხომ იცი მამაჩემი როგორ მართავს მანქანას.... მე სრულიად უძლური ვარ ამ საკითხში --ხოდა ფილტვების ანთება რომ დამემართება ბატონი ალექსანდრე აიღებს მთელი ჩემი მკურნალობის ხარჯებს თავის თავზე. --ოქეი__ ვუთხარი გატეხილი ინგლისური აგცენტით ხა ზუსტან ის სასაცილო მოძრაობა გავაკეთე ხელით რაც დილით მამამ ორივეს სიცილი წაგვსკდა და აუდიტორიისკენ დავიძარით.ისედაც ვაგვიანებდით და ეს ჩვენი ლექტორიც არი იყო მაინც და მაინც თბილი და სანდომიანი ქალი.აუდიტორიაში სიცილით შევცვივდით თითქმის ყველა უკვე იქ იყო. ყველას მივესალმეთ და ჩვენი ადგილი დავიკავეთ.ლილემ გადმომხედა "იწყებაო" მითხრა კარებისკენ გაიშვირა თითი.არ ვიცი ექსტრასენსია ეს გოგი შარლატანი თუ ვუდუ მაგრამ ზუსტად იმ წამს შემოაღო ზემოთ ხსენებულმა არც თუ ისე სათნო ლექტორმა ,ქალბატონმა ელენემ,კარები. --მოგესალმებით ახალგაზრდებო.დღეს სრულად არ ვაპირებ ლექციის ჩატარებას მხოლოდ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლის გასაზიარებლად მოვედი თქვენთან.. შემდეგ კი გაგიშვებთ რომ დრო გქონდეთ შეაგროვოთ თქვენთვის აუცილებელი ნივთები და მოემზადოთ --ნეტავ რისთვის გვამზადებს??ალბათ ჩვენზე საშინელებები უთხრა ჩვენ მშობლებს და მშობლები გადასახლებაში გვიშვებენ__ ჩაიფხუკუნა ლილემ და მუჯლუგუნიც მიიღო ჩემგან.რატომღაც ეს ლექტორი ყოველთვის შიშს იწვევდა ჩემში და სადღაც გულის სიღრმეში მართლა მწამდა რომ მართლაც შეეძლო ჩვენი გადასახლება სხვა პლანეტაზე --მაშ ასე ყურადღებას ვითხოვ__განაგრძო ლექტორმა__ვინაიდან არქეოლოგიის მესამე კურსის სტუდენტები ხართ დღემდე სირცხვილად მიმაჩნია რომ უმეტესი თქვენთაგანი არ არის საქართველოს არცერთ მნიშვნელოვან მუზეუმში ნამყოფი და პირადად არ იცნობს ჩვენ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ აღმოჩენებს....ამიტომ დირექციასთან შეთანხმებით მივიღე გადაწყვეტილება მოვიაროთ საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი მუზეუმი და ახლოს გავიცნოთ ის ექპონატები რაც ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციის და ისტორიის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს.... მოგზაურობა იქნება გრძელი და საინტერესო მოვივლით თითოეულ კუთხე კუნჭულს და პირადად ნახავთ იმას რაც წესით აქამდე უნდა გენახათ...ამიტომ შეაგროვეთ ყველა საჭირო ნივთი რაც დაგჭირდებათ მოგზაურობისას და ხვალ დილის 6 საათზე ყველას გელოდებით უნივერსიტეტის წინ შევგროვდებით და დავიძრებით სვანეთისკენ... დავიძრებით სვანეთიდან და ვიმოგზაურებთ ყველგან სადც კი რამე საინტერესო ნახვა შეიძლება... თქვენგან მოვითხობ მონდომებას ინტერესს წესრიგს და დისციპლინას... და კუდევ ერთი... ვინც არ წამოვა ჩემს საგანში ჩათვლას ვერ მიიღებს უსიამოვნების ექომ გადაურბინა აუდიტორიას.... ყველა რაღაცაზს წუხდა და წუწუნებდა ზოგს სულაც არ ადარდებდა არქეოლოგია მხოლოდ გართობა და დროსტარება აინტერესებდათ.. მე და ლილემ ერთმანეთს გადავხედეთ და დამეფიცება ზუსტად ვიცოდი რაც გაიფიქრა.....ჩვენ ორს შეგვეძლო ეს ერთი შეხედვით მხოლოდ არქეოლოგიაზე ორიენტირებული მოგზაურობა საუკეთესო თავგადასავლად გვექცია.... მოგონებად რომელიც არასდროს დაგვავიწყდებოდა --და კიდევ ერთი__დასძინა ლექტორმა__ მინდა გაგაცნოთ ადამიანი რომელმაც ამერიკაში ერთერთ წამყვან უნივერსიტეტში დაამთავრა არქეოლოგიის საბაკალავრო კურსი წარმატებით გაიარა მაგისტრატურა და ემზადება დოქტურანტურისთვის.... ის ამ მოგზაურობაში ჩვენთან ერთად იქნება.... გაგიზიარებთ თავის ცოდნასა და გამოცდილებას და თუ ვინმე გადაწყვეტსს თავისი ცოდნა გაიღრმაოს ამ სფეროში და სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელოს დაგეხმარებათ მოხვდეთ იქ სადაც ის თავისი შრომითა და ცოდნით მოხვდა.... მაშ ასე ბავშვებო გაიცანით დანიელ ქალდანი. მახსოვს გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა.ვგრძნობდი სხეულში დავლილ ცივ ჟრუანტელს და გონებაში ზარეის ხმასავით გაისმოდა ერთი სიტყვა "არა" არა არა და არა არ შეიძლება ეს ის დანიელი იყოს.მერე ჩემი თავის დამშვიდება დავიწყე ხომ შეიძლებოდა ეს სხვა დანიელი ყოფილიყო. არამგონია სამყაროს ისე ვძულდე რომ ამდენი წლის მერე ისევ ის მომუვლინოს სატანჯველად. კარი გაიღო და ოთახში მაღალი სილუეტი შემოვიდა.თვალებზე ბინდი მქონდა გადაკრული და სახეებს ბუნდოვნად ვარჩევდი ჯინსი ეცვაა და სოლიდური პიჯაკი. ღმერთო ასეთი განიერი მხრები გინახავთ ოდესმე. ოდნავ გრძელი ნიკაპი თხელი სახასიათო ცხვირი მკაცრი შუბლი რომელიც შესჭმუხვნოდა სქელი წარბები. არც თუ ისე გრძელი თმა რომელიჩ ქაოტურად ხელის მოძრაობით გვერდით გადაეწია.სქელი ღვინიფერი ტუჩები და თვალებიი.... ის იყო.. არარსებობდა დედამიწაზე მეორე ვისაც მსგავსი თვალები ჰქონდა.შავი წარბების ქვემოდან ორი სიმწვანე შეპარული შავი სფეროები შემოგვცქეროდა და მკაცრად გვათვალიერებდა.. სულ ერთი წამით შეაჩერა ჩემზე მზერა და ბოხი ბარიტონით მოგვესალმა. -- მოგესალმებით.. მიხარია რომ მომეცა საშვალება უახლოესი ორი თვე გავატარო თქვენთან გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და ცოდნა და გამოგიწოდოთ დახმარების ხელი თუ თქვენი მხრიდანაც იქნება რა თქმა უნდა ამის სურვილი__ საერთოდ არ იგრძნობოდა მუს ხმაში სიხარული. ეს უფრო მუქარას გავდა. ის იყო ეს ის დანიელი იყო რომელმაც ერთ დროს ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია. ჰოლივუდური ფილმები ხომ გინახავთ სკოლის ყველაზე მუდო გოგოს ყველაზე მაგარი ბიჭი რომ უყვარს? მეც ზუსტად ეგ სენი შემეყარა მაშინ როცა მე-9-ე კლასში ვიყავი და სკოლის ყველაზე მაგარი ბიჭი მიყვარდა.დანიელ ქალდანი.ის მეთორმეტეში იყო ფეღბურთის გუნდის კაპიტანი. მკითხველთა კლუბის ლიდრი. მაშკნაც ისეთივე სიმპათიური იყო როგორც ახლა.თქვენი აზრით რატომ მიაქცევდა ყურადღებას მეცხრე კლასელ პუტკუნა ბავშვს როცა ბევრი სუსტი უკვე თითქმის ქალად ქცეული და ბევრად ლამაზი უფროს კლასელები ეხვია გარს.მახსოვს შორიდან ვუთვალთვალებდი ხოლმე. თვალს ვადევნებდი მის ელეგანტურ მიხვრა მოხვრას.უამრავჯერ მქონდა წარმოდგენილი ჩვენი პირველი კოცნა. ყოველთვის ვცდილობდი მისი ყურადღსბა მიმექცია მაგრამ ის ყოველთვის მაიგნორებდა.ზედაც არ მიყურებდა.ერთხელ მახსოვს ერთ-ერთი საფეხბურთო მატჩის დროს შემთხვევით მისი დარტყმული ბურთი მე რომ მომხვდა და წავიქეცი მახსოვს ახალი ნაწვიმარი იყო და პირდაპირ ტალახში გავგორდი.ჩემ ზურგს უკან არ წყდებოდა სიცილი და დამცინავი რეპლიკები.ჩემთან მოირბინა წამომაყენ მკიხა ხომ კარგად ხარო. მერე ლოყები დამიწელა ძალით არ მინდოდა ფუმფულავ შემთხვევით მოხდაო და მატჩს დაუბრუნდა.თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი სახლისკენ.გზაში ცრემლებად ვიღვრებოდი. მახსოვს იმ საღამოს საცვლების ამარა ორი საათი ვიდექი სარკის წინ და ვიკვლევდი ჩემ სხეულს რა ვერ ქონდა რიგზე.რადგან ჩემ თანაკლასელებს ყველას ჰყავდათ აი ის ბავშვური სიყვარულით რომ გიყვარს და გგონია რომ სწორედ ის იქნება შენი თანამგზავრი ცხოვრების ბოლომდე. მერე გავაკეთე ის რასაც ვიცოდი მთელი ცხოვრება ვინანებდი. მივწერე წერილი სადაც ვწერდი რომ ის საუკეთესო იყი,ვწერდი როგორ მომწონდა და მიყვარდაა.სრული ბედნიერებისთვის ჩემი ვინაობაც მივაწერე და ისე ჩავუცურე ჩანთაში რომ ვერავის შეემჩნია. ის დღე სკოლაში მოუსვენრად ვცქმუტავდი, გაკვეთილზე კონცენტრირებას ვერ ვახდენდი რის გამოც საყვედურიც კი მივიღე.მთელი დღე ველოდე მის გამოჩენას.სადღაც გულის სიღრმეში მწამდა რომ მოვიდოდა მეტყოდა რომ მასაც ვუყვარვარ ხელს ჩამკიდებდა და არასოდეს გამიშვებდა.რა სულელი ვიყავი.. სკოლას ვტოვებდი როცა მაჯაში ჩამავლო ხელი და დაცარიელებულ სპორტ დარბაზში შემიყვანა.ჩემი წერილი ჩანთიდან ამოიღო და ცხვირწინ ამიფრიალა.დღემდე მახსოვს მისი განრისხებულუ სიმწვანე შეპარულუ თვალების ელვარება.მითხრა რო დამევიწყებინა ის რაც ამ წერილში დავწერე და ამიკრძალა იმის გამეორება რომ მიყვარდა მითხრა რომ ბავშვი ვიყავი და არ ვიცოდი რა იყო სიყვარული. მითხრა თუ ამას ჩემი მეგობრები გაიგებენ დამცინებენო. დღემდე ჩამესმის მისი ეს სიტყვები განაჩენივით. განა ისეთი მახინჯი ვიყავი რო ჩემი სიყვარული ვინმესთვის სამარცხვინო იყო?მაშინ თითქმის მოახერხა და შემაძულა ჩემი თავია.. საათობით ვიდექი სარკეში და შევცქეროდი ჩემს სავსე ფორმებს. შევცქეროდი და მზიზღდებოდა საკუთარი არსებობა..მახსოვს ერთხელ შიმშილობაც კი გამივაცხადე რომელიც მესამე დღის ბოლოს გულის წასვლით და საავადმყოფოში რამდენიმე გადასხმით დასრულდა მერე ხმები დაირხა რომ ქალდანების ოჯახი ამერიკაში გადავიდა საცხოვრდბლად.მაშინ ეს დიდი მოვლენა ოყო. ამერიკაში წასვლა და იქ დასახლება იმ დროს არ იყო ადვილი.წავიდა და თან წაიღო ჩემი პირველი სიყვარული. სიყვარული რომელიც დღემდე მახსოვდა.სიყვარული რომელმაც მასწავლა რომ უნდა ვიყო ისეთი როგორიც თავად მინდა და არა ისეთი როგორიც სხვებს უნდა... წლობით ნაშენები ჩემი თავდაჯერება, უკომპლექსობა და თვითკმაყოფილების გრძნობა ერთმა მხოლოდ ერთმა გამოხედვამ გაანადგურა ერთი ხელის მოსმით...კიდევ ერთხელ გავაპარე თვალი მისკენ მისი თვალები კი ჩემსას შეხვდა და მაშინ,ზუსტად მაშინ მუვხვდი რომ ვეღარაფერი იქნებოდა ისე როგორც ადრე. მკითხველი თავად გადაწყვეტს ღირს თუ არა ისტორიის გაგრძელება ამიტომ თქვენთვის მომინდია იმის გადაწყვეტა გავაგრძელო თუ არა ამ ისტორიის წერა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.