შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Him and I (თავი 20)


4-03-2022, 16:45
ავტორი Mziako mziako...
ნანახია 770

-ეგეც მართალია
-ამიტომ ანას არეჩხუბო ტყუილად, ისედაც გადაიღალა ამდენი ნერვიულობით
-არც ვაპირებდი
-არა ჰო?-გახედა ეჭვის თვალით ნიკამ
-ნუუ კარგი კი... მაგრამ უკვე აღარ. კარგი ადექი სასაცილოდ არ გვაქვს საქმე-დაასრულა სიტყვა და ოთახიდან გავიდა...
_______________________________
-ანა
-ჰო ქეთო
-ანუ აპატიე სანდროს?
-ეგ ვთქვი სადმე?
-კი არ თქვი არამედ დაგვანახე
-უბრალოდ ცუდად იყო და ეგაა მეტი არაფერი
-კარგი
-კარგი?
-ჰო კარგი მჯერა-იცოდა როცა ეთანხმებოდა მერე ბრაზობდა და სიმართლეს ამბობდა
-ისევ მიყვარს ქეთუს-თქვა და ცრემლები წამოუვიდა
-ვიცი ანა ვიცი-კარიდან მობრუნდა და მასთან მივიდა-მოდი ჩემთან-უთხრა და ჩაიხუტა
-ვერ ვპატიობ ტყუილს
-უკვე აპატიე შენ
-არმიპატიებია
-პრინციპები უნდა დათმო ხანდახან მაინც
-არ ვარ პრინციპული
-ხარ ანა ვერ ხედავ?-მოშორდა და ცოტა ხმას აუწია
-ქეთი არ ვარ მე პრინციპული უბრალოდ რაც გააკეთა....
-რაც გააკეთა მისი დის გამო გააკეთა
-შეეძლო ეთქვა თავიდანვე
-მაშინ არ შეგიყვარდებოდათ ერთმანეთი...კარგი მხრიდან შეხედე ამ ამბავს
-იქნებ უკეთესიც ყოფილიყო ეგრე
-არამგონია
-ქეთი იოანე სად გყავს?
-საუბრის თემას ცვლი?ოქეიიი...ქვევითაა, წავალ თუ არ გჭირდები
-ეგ არ მითქვამს მოდი
-პრინციპის საკითხია უკვე მანდ მოსვლა-თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა
-ჯანდაბა-თქვა და თავადაც დატოვა ოთახი, სამზარეულოსკენ აიღო გეზი
-ჰეი,გინდა?-მიესალმა იოანე,რომელიც ყავას იკეთებდა
-არა მადლობა ჯერ არც მიჭამია-დაჯდა და მაგიდას მიაშტერდა
-გუშინდელის გამო ხარ ეგრე?
-ეგრე როგორ?
-ანა-გახედა წარბაწეულმა
-კარგი ხო-თვალები გადაატრიალა ანამ
-ყველაფერი კარგად იქნება
-იმედი მაქვს თორემ არ ვიცი სანდროც როგორ ვანუგეშო
-ოჰო ამ ეტაპზე ვართ უკვე?
-რა ეტაპზე?
-ნუგეშზე
-ჰო თავისთავად ადამიანი ასეთ დროს უნდა ანუგეშო-თავის დაძვრენა სცადა
-მეტი არაფერი ხო
-რა გინდა იოანე რა ნამიოკებით მელაპარაკები
-აპატიე
-არ მიყვარს სანდრო
-ისე ხშირად რომ არ იძახდე მაგ სიტყვებზე დაგიჯერებდი
-ეგ რას ნიშნავს
-რას და რომ არ გიყვარდეს,არც გაიმეორებდი ყოველ წამს მაგ სიტყვებს, მე შენთვის ხომ არ მითქვამს შეურიგდი გიყვარსთქო,აპატიეთქო გითხარი და დიდი განსხვავებაა მაგათ შორის-ანამ შეპასუხება სცადა,მაგრამ არ აცადა განაგრძო ვითომც არაფერი-რომ არ გიყვარდეს უბრალოდ აპატიებდი მარტივად და რადგან გიყვარს გიჭირს პატიება აი ეს განსხვავებაა მაგათ შორის-ანა გაშტერებული უყურებდა თუ როგორ არ დაუტოვა იოანემ თავის გასამართლებლად არაფერი
-მე...-დაიწყო მაგრამ ვერაფერი თქვა
-არაფრის თქმა არაა საჭირო ყველაფერი გასაგებია სახეზე გეტყობა გიყვარს თუ არ გიყვარს.სანდროს უკვე აპატიე, შენ შენს თავს ვერ პატიობ რო ენდე აი ამის პასუხი კი ეგაა-ანა უპასუხოდ შეტრიალდა და სამზარეულოდან გავარდა კარებში კი ქეთი შეეფეთა
-ანა რა გჭირს?-დაუძახა ქეთიმ,მაგრამ პასუხი არ გასცა გზა ისე განაგრძო
-მოდი აქ ყავას დალევ თუ შენც არ გიჭამია ჯერ?-უთხრა ღიმილით იოანემ
-ვჭამე ყავას დავლევ-თქვა ქეთიმ
-აჰა ჩემი დალიე მე ახალს გავიკეთებ-ფინჯანი წინ დაუდო
-რა უთხარი ანას შენი ნახელავი იქნება ახლა ხო ვიცი
-თვალები ავუხილე და დავანახე რეალობა
-ანუ?-იოანემ მოუყვა რაც მათ ილაპარაკეს
-საშინელი ადამიანი ხარ იო უთხრა ქეთიმ იოანე კი ქვევით ჩამოიწია და აკოცე
-ვიცი,მაგრამ ისიც ვიცი რომ უნდა დაასრულოს ანამ სიჯიუტე როდესმე
-დრო სჭირდება
-რამდენი დრო კი მაგრამ იმასაც არ აღიარებს რომ უყვარს
-აღიარებს მაგას უკვე ჩემთან მაგ ეტაპზე ვართ,შენ ცოტა უკან ხარ-თვალი ჩაუკრა და გაეცინა ქეთის
-უყურე შენ ამას-თქვა იოანემ,ამასობაში კი ყავაც გაიმზადა
-------------------
სანდრო ანას ოთახთან შეჩერდა, როცა ტირილის ხმა მოესმა კარი ოდნავ შეაღო და როცა დაინახა თუ რა მდგომარეობაში იყო თავი ვეღარ შეიკავა და ეგრევე მივარდა
-ანააა
-სანდრო აქ რას აკეთებ?-თვალებიდან ცრემლები მოიშორა
-აზრი არ აქვს მაგას ახლა მითხარი მალე რა მოხდა
-არაფერი არ მომხდარა და რომც მომხდარიყო შენი საქმე არაა
-ზუსტადაც რომ ჩემი საქმეა
-შენ ვინ ხარ?
-შენი შეყვარებული-ანა დაიბნა და ჩაილაპარაკა
-რა?
-რაც გაიგე ჩემი ხარ შენ და რაც არუნდა უარყო რომ არ გიყვარვარ აზრი არ აქვს შენს თვალებში ვკითხულობ მაგას და ახლა მითხარი რა მოხდა
-ოთახიდან გადი სანდრო-თვალი აარიდა და თავის ფეხებს დააშტერდა
-ეგრე ხო?
-გადი
-მაინც გავიგებ ანა
-თავი დამანებე სანდრო
-კარგი-ოთახიდან გავიდა და კარი ისე მიაჯახუნა ანა უცებ წამოხტა შიშისგა
------------------------
-იოანე სანდრო სადაა?-შემოვიდნენ ნიკა და ირაკლი სამზარეულოში
-არ ვიცი ზევით იყო მგონი
-ქეთი წადი დაუძახე ჩამოვიდეს-უთხრა ნიკამ
-კარგი მაგრამ რა ხდება?
-მიდი დაუძახე მაგდენი დრო არ გვაქვს
-აქ ვარ რა ხდება-გაისმა სანდროს ხმა
-ქეთი დაგვტოვე-უთხრა ნიკამ
-კი მაგრამ რატომ-გაბრაზდა ქეთი
-დროზე-ხმას აუწია ნიკამ
-გაიგო არ უნდა ყვირილი-ჩაერია იოანე და თვალით ანიშნა გასულიყო,მასაც არაფერი უთქვამს ისე გავიდა
-მოკლედ,გავარკვიეთ ლევანიმ საიდან გაიგო ქეთიზე-დაიწყო ირაკლიმ
-საიდან?-ერთად წამოიძახა სანდრომ და იოანემ.ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და გეგმა დასახეს თუ რას უზამდნენ მძღოლს და ჰარისაც...
_________________________________



№1  offline წევრი Soraya

ძალიან არეულად არის დაწყებული, მაინტერესებს რა მოხდა, იმედი მაქვს არ გამოტოვებ.
წარმატებები!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent