შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისი ( 5 )


4-03-2022, 22:19
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 3 526

არ გაკვირვებია მათი ასეთ მდგომარეობაში დანახვა, მიუხედავად იმისა რომ იცოდა როგორი მშიშარა და მორცხვი იყო ელენე, თავის ძმას კარგად იცნობდა, გიორგი ისეთი იყო თუ მოინდომებდა ქვასაც კი გააცოცხლებდა და აალაპარაკებდა, ყველა ადამიანთან შეეძლო საერთო ენის გამონახვა, თბილი იყო მომთმენი და მხიარული, გაუხარდა კიდეც რომ ელენემ მის გარდა სხვასთანაც შეძლო საერთო ენის გამონახვა, ფრთხილად მიუახლოვდა გიორგის რომ გაეღვიძებინა.
- სად იყავი აქამდე? ეს არის შენი ორი საათი? -ბურტყუნებდა და თან ცდილობდა ამდენხანს ჯდომისგან გაშეშებული ფეხები აემოძრავებინა.
- ჩუმად იყავი, ელენე არ გააღვიძო, -მძინარე გოგოსკენ ანიშნა თავით ალექსმა, -საძინებელში წავიყვან, დავაწვენ და მერე დავჯდეთ გადავხედოთ შენს საქმეებს.
- არ ვიცოდი ძიძათაც თუ მუშაობდი შეთავსებით, -ჩაიფხუკუნა გიორგიმ როცა დაინახა როგორ ფრთხილად აიყვანა ხელში ალექსმა მძინარე ელენე და გულზე მიიხუტა, თვალები დაუბრიალა მოხითხითე ძმას და ფრთხილად წავიდა საძინებლისკენ, ცდილობდა რომ არ გაეღვიძებინა, საწოლში ჩააწვინა, ჩამოჯდა და ერთხანს თვალმოუშორებლად უყურებდა როგორ მშვიდად ფშვინავდა, მერე მისი ბალიშზე უწესრიგოდ დაყრილი თმა აიღო, მუჭში მოიქცია და დაყნოსა.
- ჩემი შამპუნის სუნი აქვს, -ჩაილაპარაკა და გაიღიმა.
- ცუდად არის შენი საქმე ძმაო, არ მჯერა რომ ამას ვხედავ, ქალთა გულთამბყრობელი ალექსი როგორც იქნა მახეში გაება, -უკან მიიხედა და ღია კარში მდგარი გიორგი დაინახა რომელიც მთელი ძალით ცდილობდა სიცილის შეკავებას თუმცა არაფერი გამოსდიოდა, წამოდგა გიორგი დერეფანში ძალით გაათრია და საძინებლის კარი დახურა.
- რა გჭირს, რა პატარა ბავშვივით იქცევი? -შეუღრინა და ისე მოუჭირა მხარზე რომ ტკივილისგან კინაღამ ჩაიკეცა ბიჭი.
- ეი რამ გაგამხეცა, მეგონა ელენესთან ურთიერთობა ცოტას შეგცვლიდა, იცი როგორ გამიხარდა რომ მოვედი და აქ დამხვდა, თავიდან შოკი მივიღე, ალექსის სამზარეულოში მის ტანსაცმელში გამოწყობილი გოგო დგას და საჭმელს ამზადებს, თურმე სასაწაულები მართლა ხდება.
- გეყოფა ნუ აზვიადებ, უბრალოდ რამდენიმე დღით რჩება ჩემთან, სერიოზული არაფერია.
- თვითონ მაინც თუ გჯერა იმის რასაც მეუბნები?
- შენ მგონი რაღაც საქმე გქონდა არა? -სიტყვა ბანზე აუგდო, ზურგი შეაქცია, მისაღებში გავიდა და მაგიდაზე გაშლილ ქაღალდებს მიუჯდა.
- არ მეტყვი ვინ არის და როგორ გაიცანი? -გიორგი მის მოპირდაპირედ დაჯდა და ცნობისმოყვარეობით სავსე თვალებით მიაჩერდა.
- მას რატომ არ ჰკითხე, ფაქტიურად მთელი დღე ერთად იყავით.
- რომ მეკითხა მაინც არ მეტყოდა, ვცადე მაგრამ აშკარად არ უნდოდა ამ თემაზე საუბარი, ისე ზოგადად ძალიან კარგი მოსაუბრე და საკმაოდ ჭკვიანი გოგოა და პლიუს ამას ულამაზესია, პატარა თოჯინას ჰგავს, სახეზე რა დაემართა?
- ვატყობ არ მოისვენებ სანამ ყველაფერს არ მომაყოლებ, -ალექსს ჩაეცინა, გადაიხარა და ძმას თმა პატარა ბავშვივით აუჩეჩა.
- უნდა ვაღიარო რომ მომენატრე, ჩვენი საუბრები, სიგიჟეები, თავგადასავლები მომენატრა.
- ჩვენი თუ შენი? -ყოველთვის შარში მხვევდი ხოლმე.
- შენც აღიარე რომ მოგწონდა ის ყველაფერი რასაც ერთად ვაკეთებდით.
- კარგი ვაღიარებ რომ უშენოდ მოწყენილი ვარ, -გიორგიმ ხელები მაღლა ასწია დანებების ნიშნად, -უარს არ ვიტყოდი ხანდახან რომ გავიმეოროთ ხოლმე.
- მამა ძალიან გღლის?
- მამა და სამსახურის პრობლემები არაფერია იმასთან შედარებით რასაც დედასგან ვუძლებ.
- ისევ ისე ერევა შენს ცხოვრებაში არა? -ალექსს სიბრაზისგან სახე შეეჭმუხნა.
- რომ გითხრა არ ერევათქო დაიჯერებ? ხომ იცი როგორ უყვარს ყველაფრის კონტროლი, ჯერაც ვერ მოუნელებია, მისი მეგობრის შვილზე კატოზე დაქორწინებაზე უარი რომ გამოუცხადე.
- კარგა ხანს არ მელაპარაკებოდა ამის გამო.
- ახლა შენ ახლოს აღარ ჰყავხარ და მე გადამეკიდა, უნდა რომ მარია შემრთოს ცოლად.
- მარია? ჩვენი პარტნიორის ნიკოს შვილი? ეგ ხომ ამერიკაში ცხოვრობდა?
- სპეციალურად ჩამოვიდა იმისთვის რომ ჩემზე დაქორწინდეს, საერთოდ არ აინტერესებს რომ არ მიყვარს, რომ ნახო როგორი ბედნიერი ქალივით განიხილავს ხოლმე დედასთან ერთად ქორწილის დეტალებს, -გაუკვირდა ალექსს გიორგი ისე უბრალოდ და ბედშეგუებული ადამიანივით მშრალად საუბრობდა მომავალ ქორწინებაზე თითქოს ეს სარფიანი ბიზნესგარიგება ყოფილიყოს.
- ისე ლაპარაკობ თითქოს უკვე თანახმა ხარ, შენ რა იმ ქალთან აპირებ ცხოვრების გატარებას ვისაც საერთოდ არ იცნობ და ვინც არც კი მოგწონს?
- ვინ გითხრა რომ არ მომწონს მშვენიერი გოგოა.
- გიო კარგი რა...
- ასეთი თვალებით რომ მიყურებ ჩემი თავი მეცოდება, არ მინდა ამ ყველაფერზე საუბარი, მიდი ელენეზე მომიყევი რა.
უყურებდა ალექსი მის წინ ფეხმორთხმით მჯდარ მაღალ ახალგაზრდა მამაკაცს, ფართო მხრებით და ძლიერ მკლავებზე გამოკვეთილი ძარღვებით, უყურებდა თვალებში და იქ პატარა, გამხდარ, მოკლეშორტში და დალაქავებულ მაისურში გამოწყობილ ბიჭუნას ხედავდა, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, ჯიუტად განაგრძობდა სიცოცხლეს მისი ძმის არსებაში და უფლებას არ აძლევდა მხრებზე დაწოლილი ტიტანური ტვირთის მიუხედავად იმ ზომბებს დამსგავსებოდა რომელთა შორისაც ტრიალებდა, ახლა კი ეს ქორწინება საბოლოოდ მოუღებდა ბოლოს იმ პატარა საყვარელ ბიჭს...
- აბა, დიდხანს უნდა მიყურო ასე? დაიწყე ბოლოს და ბოლოს.
- მოსაყოლი ბევრი არაფერია, მახოს მოსწონდა ელენე, მოსწონდა რა, უბრალოდ ამოიჩემა, და მერე ელენემ რამდენჯერმე უარი რომ უთხრა გადაწყვიტა რომ მოეტაცებინა, უბრალოდ ვერ აიტანა რომ ვიღაცამ უარი უთხრა.
- ოჰო, საინტერესოა, შენ რა შუაში ხარ მაინც ვერ მივხვდი, შენც იცნობდი?
- არა პირველად მაშინ ვნახე როცა სადღაც ჯანდაბაში გავიღვიძე მანქანის უკანა სავარძელზე და აღმოჩნდა რომ თურმე გოგოს მოტაცებაში ვიყავი გარეული... არ გინდა, ახლა რომ გაიცინო იცოდე დაგახრჩობ, ნუ დამცინი, ჩემს სიცოცხლეში პირველად აღმოვჩნდი ასეთ სულელურ და უაზრო სიტუაციაში...
- არ მჯერა, ფაქტიურად მახომ შენც მოგიტაცა ელენესთან ერთად, -გიორგი სულ ტყუილად ცდილობდა სიცილის შეკავებას, ცოტა ხანში უკვე გულიანად ხარხარებდა და მაგიდაზე გაშლილ ხელს აბრახუნებდა.
- ღირსი ხარ, მახოს როგორ უნდა აყვე, ყოველთვის მიკვირდა მასთან საერთო ენას როგორ პოულობდი, კაცს თავისი თავის მეტი არავინ და არაფერი აინტერესებს, ორონდ ტვისი გაისწოროს და ყველა და ყველაფერი ფეხებზე კიდია.
- გეყოფა რა, ალბათ ამ შეცდომას მთელი ცხოვრება ვინანებ.
- თუმცა ამ შეცდომამ ელენე გაპოვნინა, არ მითხრა რომ მის მიმართ არაფერს გრძნობ, იცოდე მაინც არ დაგიჯერებ.
- არც კი ვიცი რას ვგრძნობ, ელენეც ახლა ძალიან დაბნეულია, მახოს გამო იმდენი რამის გადატანა მოუწია...
- ლოყა და ტუჩი მის გამო აქვს ასეთ დღეში?
- თავიდან იმის გამო დაულურჯდა ლოყა რომ როცა ღამე ტყეში გარბოდა რაღაცას დაეჯახა.
- ოჰო, გაგექცათ კიდეც?
- გაგვექცა რა მარტო ვიყავით მე და ელენე, ბიჭებს და მახოს რაღაც საქმე გამოუჩნდათ და მე შემატოვეს გოგო, ეძინა და ყურადღება აღარ მივაქციე, შებინდებისას გაიქცა, ბაბუას სახლი ხომ გახსოვს რა უღრანშიც დგას, იქ ვიყავით, კუნაპეტი ღამე იყო, წვიმდა, ბეწვზე გადაურჩა უფსკრულში გადაჩეხვას, მივუსწარი...
- ასე მგონია მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სიუჟეტს მიყვები.
- ჰო ვიღაც სხვას რომ ასეთი რამ მოეყოლა ალბათ არ დავუჯერებდი, სულელი გოგო, ისედაც ვაპირებდი რომ უკან დამებრუნებინა, მაგრამ მისმა გაქცევამ ყველაფერი შეცვალა, გონდაკარგული და გათოშილი იყო, იძულებული გავხდი რომ ისევ სახლში წამეყვანა უკან, იმ ღამით მაღალი სიცხე მისცა, ძალიან ცუდად იყო, მთელი ღამე არ მიძინია, დილით მახო მოვიდა, კაიფში იყო, მის ოთახში შესვლა უნდოდა, ვუთხარი რომ არ მიკარებოდა, სულ რაღაც ათი წუთით გავედი გარეთ რომ მამას დავლაპარაკებოდი, იმ ორმა იდიოტმა კი გაფრთხილების მიუხედავად უპრობლემოდ შეუშვეს მახო ელენესთან...
- მოიცა ახლა არ მითხრა რომ მასზე იძალადა... -გიორგის აღელვებისგან ხმა შეეცვალა, ყბები დაეჭიმა და ხელი ისე მაგრად მოუჭირა მაგიდის ზედაპირს რომ მთლად გაუთეთრდა.
- მივუსწარი, მაგრამ მე რომ შევედი ნაცემი დამხვდა ელენე და გონდაკარგული, ძალიან შეაშინა მახომ ღამე კოშმარები ესიზმრება, ამიტომაც ვერ ვტოვებ მარტო.
- ამიტომ სძინავს შენს საძინებელში?
- ჰო, ასე უფრო მშვიდად გრძნობს თავს, მეც უფრო მშვიდად ვარ როცა ვიცი რომ კარგად არის, თბილისში ჩამოვედით თუ არა, აქ მოვიყვანე, მარტო ცხოვრობს და არავინ ყავს რომ მიხედოს...
- როგორ თუ არავინ ჰყავს? სულ მარტოა?
- მშობლები არ ჰყავს, არც და-ძმა, ნათესავებთან ურთიერთობა არ აქვს, მეგობრებიც კი არ ჰყავს, მე უბრალოდ არ შემეძლო მისი მარტო დატოვება, უფრო ცუდად რომ გამხდარიყო ვინ მიხედავდა?
- ეს საბაბია იმისთვის რომ მასთან ახლოს იყო? -ეშმაკურად ჩაიცინა გიორგიმ.
- არავითარი საბაბი, უბრალოდ ჩემი ბრალიცაა რომ ასეთ დღეშია და მინდა რომ დანაშაული გამოვისყიდო, გამოჯანმრთელდება, და დაბრუნდება თავის სახლში, დაბრუნდება და ყველაფერი დასრულდება.
ერთხანს უხმოდ უყურებდა გიორგი ალექსის დაღლილ სახეს რომელზეც მთელი გრძნობათაჭიდილი ზედ ეწერა, ვერ ხვდებოდა რატომ უარყოფდა იმას რაც ასე აშკარა იყო, თუმცა იცოდა ახლა არ ჰქონდა აზრი მასთან ამ თემაზე საუბარს, ამიტომაც თემის შეცვლა სცადა.
- ალბათ მახო ახლა გაცოფებულია, კარგად ვიცნობ და ვიცი ამ ყველაფერს ასე არ დატოვებს, ბოლოს და ბოლოს სასურველი გოგო გამოაცალე ხელიდან.
- ნაკლებად მაინტერესებს მახო ახლა რაც ფიქრობს და რას გრძნობს, რაც არ უნდა გააკეთოს უფლებას არ მივცემ რომ ელენეს ცხოვრება დაუნგრიოს და გააუბედუროს, შენ ის მითხარი რა აურიე კომპანიაში და მე რით შემიძლია დახმარება, -მხრები შეარხია, მუშაობისთვის მოსახერხებელი პოზიცია მიიღო და დაკვირვებით ჩახედა საბუთებს.
- - - - - - -
გვიან ღამით შევიდა ალექსი საძინებელში, ელენეს არ ეძინა, საწოლზე იჯდა საბანშემოხვეული და გაფართოებული შიშჩამდგარი თვალებით უყურებდა ბიჭს.
- როგორც იქნა მოხვედი, ისევ ვერ დავიძინე, ვცადე მაგრამ საშინელი რაღაცეები დამესიზმრა, ამაღამაც ჩემთან ხომ დარჩები? -მუდარაშერეული ხმით ჰკითხა.
ღიმილი ვერ შეიკავა ალექსმა, საწოლზე ჩამოჯდა, გოგონა მიიზიდა და გულზე მიიკრა, თმაზე ეფერებოდა და თან უცნაურად აჩქარებული გულისცემის დარეგულირებას ცდილობდა.
- თუ ვერ იძინებდი მისაღებში რატომ არ გამოხვედი, მე და გიორგი გვიანობამდე ვმუშაობდით და ჩვენთან ერთად იქნებოდი.
- თქვენთვის ხელის შეშლა არ მინდოდა, ისედაც ძალიან გაწუხებ.
- გეყოფა, მერამდენედ გითხრა რომ არ მაწუხებ, პირიქით შენი აქ ყოფნა ჩემზე კარგად მოქმედებს.
- მართლა? სერიოზულად ამბობ? -ელენემ უკან დაიწია და ღიმილით, აციმციმებული თვალებით ჩახედა თვალებში, გული გაუთბა ალექსს, როგორი პატარა, საყვარელი და გულუბრყვილო იყო, როგორი მცირედი რამ ყოფნიდა ბედნიერებისთვის...
- დავწვეთ და დავიძინოთ, -ალექსმა მაისური გადაიძრო და რომ დაინახა როგორ დახარა თვალები ელენემ და როგორ შეეფაკლა ღაწვები გაეღიმა.
- თუ შენ თავს უხერხულად არ იგრძნობ მაისურის გარეშე დავწვები, არ მიყვარს მაისურით ძილი, -ძლივს გაბედა ელენემ რომ მისი დაკუნთული სხეულისთვის თვალი შეევლო და უხმოდ დაუქნია თავი, საბანი ასწია ალექსმა დაწვა, გაუბედავად მიიწია ელენე მისკენ.
ცოტა კიდევ მოიწიე, ნუ გეშინია არ შეგჭამ, -ღიმილით უთხრა ალექსმა, წელზე მოხვია ხელი მიიზიდა და თავქვეშ მკლავი ამოუდო, კომფორტის და სიმყუდროვის შეგრძნებამ მოიცვა ელენე, ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს კარგად დაცულ ციხესიმაგრეში იყო სადაც ვერავინ შეძლებდა რომ მისთვის რამე დაეშავებინა, გაუბედავად გასწია ხელი და ალექსს წელზე მოხვია, მერე კი ბეჭებზე აუტარა მთრთოლვარე თითები, მის შიგნით მოგიზგიზე ხანძრის მიუხედავად ალექსს არაფერი უთქვამს არც არაფერი მოუმოქმედებია, თვალებმილულული გაყუჩდა და ელენეს თითებს უფლება მისცა მისი სხეულის შესწავლა გაეგრძელებინათ.
- - - - - - - -
საოცრად კარგ ხასიათზე გაიღვიძა, თუმცა როცა გვერდით საწოლი ცარიელი დაინახა, უკმაყოფილოდ გაბუშტა ტუჩები, წამოდგა აბაზანაში შევიდა, მოწესრიგდა და ფეხშიშველი გატანტალდა მისაღებში, მისაღებში არავინ იყო, სამზარეულოდან შემოესმა ხმები, ფრთხილად მიუახლოვდა კარს და სახე გაებადრა როცა დაინახა როგორ იდგნენ ძმები გაზქურასთან გვერდიგვერდ და როგორ ამზადებდნენ საუზმეს.
- დილა მშვიდობის, -მიესალმა ორივეს, ერთდროულად შემობრუნდნენ და სამზარეულოს კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი თმაგაშლილი ფეხშიშველი გოგოს დანახვისას ზუსტად ერთნაირად გაეღიმათ.
- გაიღვიძე პრინცესა? -გიორგიმ ხელები გაშალა და ანიშნა ჩამეხუტეო, არც კი უყოყმანია ელენეს, მივიდა ხელები მაგრად შემოხვია წელზე, ჩაეხუტა და გიორგის მკლავებში მოქცეულმა ღიმილით ახედა ალექსს.
- ეს რამსიგრძე თმა გქონია ნამდვილი რაპუნცელი ხარ, -გიორგიმ ერთ ადგილზე დაატრიალა ელენე,
-გავხარ კიდეც, მასავით ლამაზი ხარ.
- მართლა? იცი ყოველთვის მინდოდა რომ რაპუნცელივით ოქროსფერი თმები მქონოდა.
- ის ფერი უფრო გიხდება რაც გაქვს, -ალექსის მკაცრმა ხმამ ორივე წამში მოიყვანა გონს და ჯარისკაცებივით გაჭიმულები გაშეშდნენ ერთ ადგილზე.
- დაჯექით ვჭამოთ, -თვალით ანიშნა ალექსმა გაშლილ მაგიდაზე.
- წამოდი ვჭამოთ, ბიძია ალექსს ნუ გავაბრაზებთ თორემ საუზმის გარეშე დაგვტოვებს, -გადაულაპარაკა გიორგიმ ელენეს და მანაც სიცილი ვერ შეიკავა გულიანად გადაიკისკისა როცა ალექსის დაბღვერილ სახეს შეხედა, ისე საოცრად უხდებოდა სიცილი რომ თვალი ვერ მოაშორა ალექსმა, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქა რომ თავი ხელში აეყვანა, ელენეს სკამი გამოუწია და მერე თვითონაც მიუჯდა მაგიდას.
- ბლინები ჭამე, -გიორგიმ რამდენიმე ბლინი გადმოუღო თეფშზე, და ჩაი დაუსხა, -ალექსმა შენთვის გამოაცხო ეს ბლინები.
- მართლა ჩემთვის გამოაცხვე? -საყვარლად თვალების ხამხამით კითხა.
- გიორგი გაჩუმდი და ისე ჭამე, -ელენეს კითხვა უპასუხოდ დატოვა და მაგიდის ქვეშ ისე მწარედ მიარტყა ფეხი კოჭზე რომ გიორგიმ ტკივილისგან ამოიღმუვლა, თუმცა სახეზე ირონიული ღიმილი არ მოუშორებია.
საუზმეს მორჩნენ თუ არა ერთად გავიდნენ სახლიდან გიორგი კომპანიაში მიდიოდა ხოლო ალექსს ელენე მიყავდა სახლში რომ ნივთები და ტანსაცმელი წამოეღოთ, გასუსული იჯდა ელენე ქუჩაში მოძრავ მანქანებს აყოლებდა თვალს და თითებს რიტმულად აკაკუნებდა მინაზე.
- რაღაც უნდა გკითხო, -მიუბრუნდა ალექსს.
- მკითხე.
- ალექსი ალექსანდრეს შემოკლებული ვერსიაა?
- არა, უბრალოდ ალექსი მქვია.
- კარგი სახელია მომწონს და შენც მომწონხარ, არა უფრო სწორად რომ ვთქვა მიყვარხარ...
ისე სწრაფად დაამუხრუჭა ალექსმა რომ ელენეს ღვედი რომ არ კეთებოდა ალბათ თავით შეასკდებოდა საქარე მინას, უკან მომავალმა ავტომობილმა გაბმული სიგნალით ჩაუქოლათ გვერდზე.
- რა ხდება? რამე მოხდა? -ელენე შეშინებული ახამხამებდა თვალებს, რამე არასწორად ვთქვი? რატომ გქონდა ასეთი რეაქცია? მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ... შენ ისე კარგად მექცევი მე კი მეგობრები არასოდეს მყოლია, შეგვიძლია ვიმეგობროთ იმიტომ რომ მე შენ მართლა ძალიან...
- არ გინდა ნუღარ გააგრძელებ, -ალექსმა ნაძალადევად გაიღიმა და ავტომობილი ადგილიდან დაძრა, ესე იგი მეგობრობა არა, რა სულელი ვარ ან კი რას ვფიქრობდი, ის მხოლოდ თვრამეტი წლისაა არ არის გასაკვირი რომ როგორც მეგობარს ისე მიყურებს, -გულზე თითქოს რაღაც უხილავმა მარწუხებმა მოუჭირა და სუნთქვა შეეკრა იმის გაფიქრებისას რომ ელენე ისე არასდროს შეხედავდა როგორც თვითონ უყურებდა მას, იმის გაფიქრებაც კი სიცოცხლეს უწამლავდა რომ შეიძლებოდა სხვასთან ერთად დაენახა... საკუთარი უძლურების შეგრძნება ახლა ისე უჭერდა ყელში რომ...
- მგონია რომ რაღაც გაწყენინე, -ელენეს ხმამ მოიყვანა გონს და ფიქრებიდან გამოარკვია.
- შენ არაფერ შუაში ხარ, უბრალოდ რაღაცაზე ჩავფიქრდი, -ჩახლეჩილი ხმით უპასუხა და სისწრაფეს მოუმატა.
- ჰო მაგრამ არაფერი გითქვამს როცა გითხარი რომ შეგვიძლია ვიმეგობროთ, -ელენეს მთელი სხეული დაეძაბა უარყოფითი პასუხის მოლოდინში, არც კი უნდოდა იმაზე დაფიქრება რა დაემართებოდა ალექსს რომ მასთან მეგობრობა არ მოენდომებინა, ეს მის გვერდით ყოფნის ერთადერთი გზა იყო, სხვა რამეზე ელენე ვერც კი იოცნებებდა, ალბათ ალექსს ყავდა ვინმე ვის გვერდითაც თავს კარგად გრძნობდა, სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, ის ხომ ასეთი კარგი, ასეთი მომხიბვლელი და სექსუალურია, მისნაირი კაცები არასდროს არიან მარტო, მას ისე არასდროს შეხედავს როგორც ქალს, ალბათ უბრალოდ მისი ფანტაზიის ნაყოფია რომ დროდადრო გრძნობს როგორ მოწონს ალექსს, -საკუთარმა ფიქრებმა გააწითლა ელენე და თავი გვერდზე მიაბრუნა რომ არაფერი შეტყობოდა.
- მეგობრები არა? კარგი როგორც შენ გინდა ვიმეგობროთ, -უცნაურად თბილი და ტკბილი ხმა ჰქონდა ალექსს და ელენემ ვეღარ მოითმინა, ღვედი შეიხსნა, გადაიწია და ტუჩები ლოყაზე მიაკრო.
- მადლობა, რომ იცოდე როგორ ვნერვიულობდი.
- რა განერვიულებდა?
- ის რომ შეიძლებოდა ჩემთან მეგობრობა არ მოგენდომებინა, მერე რამდენიმე დღეში წავიდოდი და ვეღარასოდეს გნახავდი.
- გული დაგწყდებოდა?
- დამწყდებოდა, მე შენ ძალიან შეგეჩვიე, მართლა... -საყვარლად გაბუშტა ტუჩები და ნებივრად გადაწვა სავარძელში, სევდიანი ღიმილით გახედა გზას ალექსმა.
- - - - - - - -
- სულ ეს არის შენი ბარგი? -ორ მოზრდილ ჩემოდანს დახედა, რომლებიც ტანსაცმლით და წიგნებით გაავსო ელენემ.
- მეხუმრები? მართლა არ მინდოდა ამდენი რაღაცის წამოღება მაგრამ წიგნებს ვერ დავტოვებდი, ბევრი სამეცადინო მაქვს, უნივერსიტეტისთვის უნდა მოვემემზადო.
- არ გეხუმრები სერიოზულად გეკითხები, მეგონა ორ ჩემოდანს მხოლოდ ფეხსაცმელებით გაავსებდი, ზოგადად ქალებს უყვართ როცა უაზროდ ბევრი ფეხსაცმელი აქვთ.
- ჰოო, აშკარად არ ვგავარ შენს ნაცნობ ქალებს, მხოლოდ რამდენიმე წყვილი სპორტული ფეხსაცმელი მაქვს, ეს არის და ეს.
- მართალია შენ საერთოდ არავის არ გავხარ, ჩემი პატარა სასწაული ხარ, -წინ ჩამოყრილი თმები ზურგს უკან გადაუწია, მისი სახე ხელებში მოიქცია დაიხარა და შუბლზე აკოცა, იგრძნო როგორ მოდუნდა და მოეშვა გოგო მის მკლავებში, ნაზად მოხვია წელზე მკლავები და სხეულზე აეკრო, ერთხანს ასე იდგნენ, ბოლოს ისევ ალექსი მოვიდა გონს და ელენეს მოშორდა.
- ესე იგი ეს არის შენი საძინებელი, -ვიწრო, ერთსაწოლიან საწოლზე ჩამოჯდა და პატარა ნათელ ფერებში გადაწყვეტილ ოთახს თვალი მოავლო, სადა და ყოველნაირი ზედმეტი ნივთისგან თავისუფალი ოთახი იყო.
- ჰო ეს არის, გვერდით ჩემი მშობლების საძინებელი იყო, -დასევდიანდა თუმცა უცბადვე მოეგო გონს და გაიღიმა.
- ალბათ გიჭირს მათ გარეშე ყოფნა.
- თავიდან მიჭირდა მაგრამ შემდეგ შევეჩვიე, ვსწავლობდი, ვმუშაობდი, ახლა ისევ მომიწევს სამუშაოს მოძებნა, იმ იდიოტის გამო სამსახურიც დავკარგე, -მახოს გახსენებისას უსიამოვნოდ გააჟრჟოლა.
- ანუ მოგწონდა მარტო ცხოვრება, -მახოზე ყურადღება არ გაამახვილა ალექსმა.
- მომწონდა, უფრო სწორად მეგონა რომ მომწონდა სანამ შენ შეგხვდებოდი და ახლა ცოტა არ იყოს მეშინია რომ არ შეგეჩვიო.
- "თურმე შეჩვევა ყველაზე დიდი, ყველაზე სანდო სიყვარულია..." -ჩაილაპარაკა ალექსმა და ელენეს რომელიც სამუშაო მაგიდიდან აკრეფილ ნივთებს პატარა ჩანთაში ალაგებდა ღიმილით შეხედა.
- ნიშნიანიძე? ძალიან მიყვარს, -ელენემ არ შეიმჩნია როგორ აუფორიაქა სული ამ სიტყვებმა, ჩანთა შეკრა და ალექსს მიუბრუნდა, -წავიდეთ?
- - - - - -
- აბა რას იტყვი ამ საძინებელზე, თუ გინდა დღეიდან შენი საძინებელი იყოს, -კარი შეაღო და ელენე ოთახში შეატარა, საკმაოდ ფართო და გემოვნებით მოწყობილი ოთახი იყო უზარმაზარი საწოლით.
- რა მაგარია, სამი ჩემი საწოლის ხელაა, -საწოლზე გულაღმა გადავარდა და როცა ფუმფულა ლეიბში ჩაეფლო ხმამაღლა გადაიკისკისა, -როგორი რბილი ყოფილა.
- ესე იგი მოგეწონა აქაურობა, -ალექსი მის გვერდით გაიშოტა საწოლზე.
- ჰო ეს ოთახი ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით საწოლი მაგრამ შენი საწოლი ჯობია, ალექსს რა მოხდება ცოტა ხნით ისევ შენს საძინებელში რომ დავიძინო ხოლმე?
- უკეთესი იქნება თუ აქ გადმოხვალ.
- აუ გთხოვ რა, ხომ შეიძლება ღამე ისევ კოშმარი დამესიზმროს და მერე რა ვქნა, -წამოიწია ორივე ხელით მკერდზე დაეყრდნო და ზემოდან დახედა ეშმაკური ღიმილით, -გთხოვ რა უფლება მომეცი კიდევ ცოტა ხანი შენთან ერთად დავიძინო ხოლმე.
მკერდზე ხელებით ეყრდნობოდა, ცალი ფეხი მის ფეხებს შორის ჰქონდა მოქცეული და თეძოზე თეძოთი ებჯინებოდა, მისი თმები ალექსის სახის გარშემო ეშვებოდა და თითქოს რაღაც ჯადოსნურ საბურველში ხვევდა, ყველაზე ირონიული კი ის იყო რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ახლა მას რა დღეში აგდებდა, ძლივსღა სუნთქავდა ბიჭი, კბილს კბილზე აჭერდა, მუჭში მოქცეულ საბანს მთელი ძალით უჭერდა თითებს და ცდილობდა თავისუფლად ამოესუნთქა, იცოდა ახლა ერთი პატარა შეცდომაც კი საბედისწერო იქნებოდა მათი ურთიერთობისთვის, გამშრალი ტუჩები ენით მოილოკა და ფრთხილად, ძალიან ფრთხილად მოიშორა ელენე, წამოჯდა და როგორც იქნა შეძლო ამოსუნთქვა.
- ადამიანების დარწმუნების იშვიათი უნარი გაქვს, -ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა.
- ანუ დაგარწმუნე და შენს საძინებელში დავიძინებ? მაგარია, -გახარებულმა იყვირა, ზურგიდან მოეხვია ალექსს და სახე მის კისერში ჩარგო, ცხვირი გაუხახუნა და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი.
- იცი რომ ძალიან კარგი სურნელი გაქვს, -ყურთან უჩურჩულა, წამოხტა და ცეკვა-ცეკვით გავარდა ოთახიდან რომ ბარგი ამოელაგებინა, ისევ გულაღმა გადავარდა საწოლზე ალექსი, სახეზე ხელები აიფარა და სიცილი აუტყდა.
- არ დამეხმარები? მოდი რა კარადაში ადგილი გამითავისუფლე, -ელენეს ხმამ აიძულა რომ წამომდგარიყო და ღიმილით წასულიყო საძინებლისკენ, ერთად დაალაგეს მისი ტანსაცმელი და ნივთები.
- სერიოზულად? მხოლოდ სპორტული ტანსაცმელი გაქვს, ჯინსები და მაისურები, თანაც ყველაფერი ფერადი, არაფერი კლასიკური.
- კლასიკური ტანსაცმელი აქამდე არასდროს დამჭირვებია.
- ჰოდა მგონი დროა საყიდლებზე წავიდეთ, ხვალ დაგჭირდება.
- ხვალ რა ხდება?
- გიორგიზე აშკარად ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინე, ხვალისთვის კომპანიაში დაგიბარა, შენთან საინტერესო შემოთავაზება აქვს...



№1 სტუმარი სტუმარი ანნა

უსაყვარლესები არიან ❤

 


№2 სტუმარი მადონა ხაჭაპურიძე-კიკვიძე

საოცრებაა.ძალიან ძალიან კარგად ეწერტ.მე6ს ვერ ვპოულობ არ დევს?

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

აუ გიორგი ძალიააან მიყვარს ^-^
ისეთი საყვარელია, ისეთი მხიარული და ამავე დროს ძალიან სევდიანი :(
მისი ისტორიის გაშლას აპირებ? ძალიან დამაინტერესა და სულ არ მინდა ვიღაცაზე ასე იძულებით დაქორწინდეს ან იძულებით აკეთოს ყველაფერი :(
ძალიან შემეცოდა :( ალექსი რატო არ ცდილობს დახმარებას ? :(

ველი მომდევნო თავს ^-^
პ.ს გიორგი არ დამიკარგო ^-^

 


№4  offline წევრი ლილა ნესი

მადონა ხაჭაპურიძე-კიკვიძე
საოცრებაა.ძალიან ძალიან კარგად ეწერტ.მე6ს ვერ ვპოულობ არ დევს?


შემდეგი თავი ორ დღეში აიტვირთება

სტუმარი ანი
აუ გიორგი ძალიააან მიყვარს ^-^
ისეთი საყვარელია, ისეთი მხიარული და ამავე დროს ძალიან სევდიანი :(
მისი ისტორიის გაშლას აპირებ? ძალიან დამაინტერესა და სულ არ მინდა ვიღაცაზე ასე იძულებით დაქორწინდეს ან იძულებით აკეთოს ყველაფერი :(
ძალიან შემეცოდა :( ალექსი რატო არ ცდილობს დახმარებას ? :(

ველი მომდევნო თავს ^-^
პ.ს გიორგი არ დამიკარგო ^-^


გიორგის უკვე ელენე დაეხმარება
შემდეგ თავებშიც აუცილებლად დაეთმობა დრო blush

 


№5  offline წევრი lilit

მოკლედ როცა ამ ისტორიის შემდეგ თავს ვხედავ ხოლმე სული მეკვრება, მახომ რაც გაუკეთა , იმ თავის მერე სულ დაძაბული ვიწყებ ხოლმე თავიდან კითხვას, შემდეგ კი ისე ამთავრებ შოკირებული ვრჩები ხოლმე. ძალიან მაგარია
ველი შემდეგ თავს
ცოტა დიდები დადე ხოლმე რა

 


№6  offline წევრი ლილა ნესი

lilit
მოკლედ როცა ამ ისტორიის შემდეგ თავს ვხედავ ხოლმე სული მეკვრება, მახომ რაც გაუკეთა , იმ თავის მერე სულ დაძაბული ვიწყებ ხოლმე თავიდან კითხვას, შემდეგ კი ისე ამთავრებ შოკირებული ვრჩები ხოლმე. ძალიან მაგარია
ველი შემდეგ თავს
ცოტა დიდები დადე ხოლმე რა


სამწუხაროდ უფრო დიდის დაწერას ვერ ვასწრებ ხოლმე, შემდეგისთვის ვეცდები რომ უფრო დიდი დავდო blush

 


№7 სტუმარი სტუმარი ლია

საინტერესოდ წერ,კარგი გოგო ხარ.ველოდები ახალ თავს.

 


№8  offline წევრი katerinna

რა შესანიშნავად წერ ♥️

 


№9  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი ლია
საინტერესოდ წერ,კარგი გოგო ხარ.ველოდები ახალ თავს.


მადლობა heart_eyes

katerinna
რა შესანიშნავად წერ ♥️


მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent