სამყარო შენი თვალებით (ნაწილი 2)
--ევაა... ევააა__ სადღაც შორიდან ჩანესმოდა ვიბრაციასავით ჩემი სახელი,მინდოდა პასუხი გამეცა მაგრამ ჩემი გონება უარს აცხადებდა ყველანაირ რეაგირებაზს --ევაა გესმის ჩემი?? ევაა კარგად ხარ??__მამას უკვე ნერვიულობის ნოტები შეეპარა ხმაში.ვეცადე თავს მოვრეოდი თვალები დავახამხამე და ირგვლივ მიმოვიხედე.მამას მანქანაში ვიჯექი და მშვიდად ვმგზავრობდით სახლისკენ. --მამა მაპატიე ჩავფიქრდი. --ევა უკვე ძალიან ვღელავ,დღეს შენ თავს არ გავხარ, იქნებ მე შემიძლია გავაკეთო რამე შენთვის?? -- არაფერია მამა უბრალოდ ლექტორმა გადაწყვიტა ორ თვიან ტურში ჩვენი წაყვანა მუზეუმების მოსავლელად და მაგაზე ვფიქრობდი. უამრავი რამ მაქვს გასაკეთებელი.ჩასალაგებელი. --მოიცადე რა გამოდის ჩემ პრინცესას ორი თვე ვეღარ ვნახავ?? --მამა შეგიძლია შენ დედოფალს ესტუმრო ხოლმე უფრო ხშირად მასთან დარჩე მთელი ღამით ან თუნდაც ჩვენთან გადმოიყვანო. დროა უკვე.ვხედავ რომ ბევრ რამეზს ამბობ უარს იმის გამო რომ ჩემთან გაატარო მეტი დრო.მამა შენ უფლება გაქვს პირადი ცხოვრება გქონდეს. დავინახე როგორ გაოცებულმა გადმომხედა და სითბო ჩაეღვარა თვალებში ჩემი ხელი აიღო და თბილი კოცნა დამიტოვა. --შენ საუკეთესო შვილი ხარ. --შენკი საუკეთესო მამა. --როცა ძალიან მომენატრები შენთან ჩამოვალ სადაც იქნები. ორი თვე ჩემი პრინცესის გარეშე ვერ გავძლებ. საკრედიტო ბარათი სულ თან გქონდეს ტელეფონიც. ფსიქოპატივით არ ვაპირებ ყოველ ათ წუთში რეკვას მაგრამ მინდა ვიცოდე ყოველ დღე სად იქნები და როგორ იქნები. თუ რამე გაგიჭირდება მამა სინათლის სიჩქარით შენთან გაჩნდება__გაიღიმა და თვალი ჩამიკრა. მისნაირი კაცები აღარ არსებობდნენ.ის იყო ერთადერთი და განუმეორებელი და თანაც მამაჩემი.განა შეიძლებოდა რამეზე დამეწუწუნა როცა ასეთი მამა მყავდა?? მთელი საღამო აფორიაქებული ვიყავი.ქაოსი იყი ჩემს თავშიც და ჩემ ოთახშიც.უამრავი ნივთი მქონდა აქეთ იქით მიმოფანტულუ,ვცდილობდი გონება მომეკრიბა და მხოლოდ საჭირო ტანსაცმელი და პირადი ჰიგიენის ნივთები ჩამელაგებინა მაგრამ სულ ტყუილად გონება მხოლოდ სიმწვანე შეპარულ ორ შავ სფეროზე ფიქრობდა.ტელეფონის ზარმა მომიყვანა გონს. --ლილეე --სად გავარდი გოგო?? ისე წახვედი არაფერი გითქვამს,სახეზე ისეთი ფერი გქონდა თითქოს მოჩვენება დაინახე.... რამოხდა?? --ლიი ის არის.ხვდები რა ბედის ირონიაა ამდენი წლის მერე ის მაინც და მაინც ის..... --ვინ ის ევა ვერაფერი გავიგე რას ამბობ --ლილე ეს ის დანიელიელია "ჩემი პირველი სიყვარული... ისაა გესმის... --არარსებობს, აი თურმე რატომ..__სიტყვა აღარ დაამთავრა ლილემ და უხერხულად ჩაახველა --თურმე რა ლილე? აბა ახლავე დაფქვი რა მოხდა__ცოტა ფიქრის შემდეგ ლილემ გადაწყვიტა ეთქვა --მან შენი გვარი იკითხა.მხოლოდ შენი. აშკარა გიცნო. ენა ჩამივარდა ნუთუ ამდენი წლის მერე მაინც მიცნო.ნეტავ თუ დამელაპარაკებოდა ან რას მეტყოდა --ევაა ევაა გესმის__განწირული ყვიროდა ლილე ტელეფონში --ხო მესმის აქ ვარ --მგონი ეს მოგზაურობა ძალიან საინტერესო გამოვა__თქვა ეშმაკურად და ყურმილს აქეთ მდგომიც კი მივხვდი როგორ აათამაშა წარბები --სისულელეს ნუ ამბობ. მან მე ჩემი თავი წამართვა. თითქმის მოახერხა და საკუთარი თავი შემაზიზღა. ეს ორი თვე ჯოჯოხეთი იქნება ჩემთვის. --მემგონი ძალიან აბუქებ.მაშინ ბავშვები იყავით.ახლა უკვე კაცია ღმერთო ჩემო თან რა კაცი.რა მხარბეჭი რა მანერები.. --გეყოს კარგი. მძულს და მორჩა წავედი ახლა ხვალ შევხვდებით ავტობუსთამ მიყვარხარ__ კოცნა გავუგზავნე და გავთიშე. როგორც იქნა თავი მოვაბი ჩალაგებას. ბოლო ნივთიც ჩავაცურე ჩემოდანში ელვაშესაკრავი ხმაურით შევკარი და ამოვისუნთქე. მეზიზღებოდა ჩალაგების პროცესი.წამოვლასლასდი და აბაზანას მივაშურე.ცხელი შხაპი,ეს იყო საშვალება რითაც ყველანაირ სტრესს ვიხსნიდი.საწოლში რომ დავწექი თითქმის გათიშული მქონდა გონება და მალევე ჩამეძინა.ძილი მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის აი მშვიდი ძილი კი უკვე ფუფუნება. ისევ ეს ორი სფერო. ისევ ის მკაცრი ცივი გამოხედვა.მთელი ღამე კოშმარად გამყვა. დილით რომ გავიღვიძე ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მატარებელმა გადამიაა. ყველა ძვალი და სახსარი მტკიოდა.რისი ვაი ვაგლახით წამოვდექი. მამას უკვე ჩაეტანა ჩემი ჩემოდანი და მანქანაში მოეთავსებინ. მაღვიძარა 5:15 აჩვენებდა. სურვილის მიუხედავად წამოვდექი.ჩავიცვი და უხალისოდ დავეშვი კიბეზე. --აბა სადარის სამოგზაურო განწყობა??__ შუბლზე მომაწება ტუჩები --არვიცი მგონი სადღაც წავიდა__ გავუღიმე ცალყბად ერთი ამხედ ჩამხედა მერდ მითხრა ეს ორი დღს არ მომწონხარო და მანქანისკენ წამიყვანა.უხმოდ ვიმგზავრეთ არც მას უთქვამს არაფერი და არც მე გამოვირჩეოდი მაინც და მაინც ენაწყლიანობით. უნივერსიტეტთან რომ გავჩერდით სტუდენტების უმეტესობას უკვე მოეყარა თავი.ზოგი სელფს იღებდა,ზოგი სიგარეტს აბოლებდა, ზოგი წუწუნებდა რომ გამოძინება ვერ მოასწრეს.ლილესაც მოვკარი თვალი ჩემოდნის სახელურზე ჩამოედო თავი და მსუბუქად თვლემდა.მამას ხმა მომესმა..... --ევა შენ იცი რომ მე ზედმეტად არასდროს ვერევი შენს პირად ცხოვრებაში,მაგრამ თუ დალაპარაკებას გადაწყვეტ შეგიძლია ნებისმიერ დროს დამირეკო დღის თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში,ხიმ იცი მამას ყოველთვის აქვს დრო შენთვის --მადლიბა მაა ძალიან მიყვარხარ__ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე და მანქანიდან გადავხტი.ჩემი ჩემოდანი გამომიწოდა მერე მაგრად ჩამეხუტა კავშირზე იყავიო მითხრა და წავიდა.ვიცოდი ძალიან ძალიან მომენატრებოდა. --ევა მალე საყვარელო ჩასხდომას ვიწყებთ უკვე__მომესმა ლექტორის ხმა. მივტრიალდი.ის იქ იყი ელენეს გვერდით.ფურცლებით ხელში. გამჭოლი მზერით დამაჯილდოვ მერე თვალი ამარიდა."ნაგავი"გავიფიქრე გულში. თვალებით ლილე მოვძებნე და მისკენ დავიძარი. --ევაა მეჩვენება თუ შენსკენ თვალს აპარებს ხანდახან?__მკითხა სხვათაშორისად --ურჩევნია გეჩვენებოდეს თუ უნდა უახლოესი ორი თვის მანძილზე თვალები ადგილზე შერჩეს_გავწიწმატდი მე --ღმერთო რა აგრესიული ხარ.დამშვიდება გჭირდება. ის კი ისეთი კაცია ვისაც ნამდვილად შეუძლია დაგამშვიდოს_მითხრა და ავტობუსისკენ გაიქცა რომ რამე არ მოხვედროდა. სტუდენტების სიას კითხულიბდნენ და ავტობუსებში გვანაწილებდნენ. --ახვლედიანი ლილე__გაისმა ელენეს ხმა --წავედი პატარავ ავტობუსში შევხვდებით ჩემს გვერდით ადგილს შეგინახავ__თვალი ჩამიკრა და ფურცელზე ხელი მოაწერა."მოღალატე"გავიფიქრე და მკვლელი მზერა გავაყოლე. --გამყრელიძე ევა__ზარივით გაისმა ჩემი სახელი.ღმერთო რა სხვანაირი იყი მისი წარმოთქმული ჩემი სახელი უტიფრად მაკვირდებოდა.გაუბედავად გადავდგი მისკენ ნაბიჯი და ხელის კანკალით გამივართვი კალამი. --აქ მოაწერე__მითხრა ცივად და ნატიფი მოვლილი თითებით ჩემი სახელის გასწვრივ მიმითითა. --ავტობუსში ადი და შენი ადგილი დაიკავე__მომეჩვენა თუ ბრძანებას გავდა მისი ინტონაცია.ამ ყველაფერმა მაიძულა მისთვის შემეხედა. ისიც მიყურებდა თვალის არიდება არც კი უფიქრია. თითქოს რაღაცას ეძებდა ჩემში. რაღაც ადრინდელს.დიდხანს ვერ გავუძელი მის მზერას თავი დავხარდ და ავტობუსში ავედი.ლილე ყველაფერს ფანჯრიდან აკვირდებოდა.ავედი თუ არა ეშმაკურად გამიღიმა. --წინ ძალიან,ძალიან საინტერესო მოგზაურობა გველის მგზავროგა გრძელი და დამღლელი გამოდგა.რამდენჯერმე გავჩერდით გზაში ზოგს მოწევა უნდოდა ზოგს ფიზიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილება. არერთხელ არ ჩავსულვარ დაბლა.ძილს ვერ ვართმევდი თავს. მე და მგზავრობა სრულ ჰარმონიაში ვერ ვიყავით ერთმანეთთან ამიტომ ცუდად გახდომას ძილი ვარჩიე.თითქმის მეშვიდე საათი იყო რაც ვმგზავრობდით.სვანეთის გზას რომ შევუდექით მივხვდი რომ ძილი ვეღარ მიშველიდა.უამრავი დაუსრულებელი მოსაზვევი.მივიწევდით ზემოთ და ზემოთ.მეც განუწყვეტლივ ვგრძნობდი თავბრუს ხვევას და გულუს რევის შეგრძნება არ მანებებდა თავს.ცოტახანში კანკალიც რომ დავიწყე ლილე უკვე ძალიან შეწუხდა და ლექტორს უხმო. --ქალბატონო ელენე მგონი ევასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს. ყურთასმენას მისწვდა ფეხის ხმა რომელიც ჩვენკენ დაიძრა. --რამოხდა?__ გაისმა ბოხი ბარიტონი და მე ისევ ძლიერად დავაჭირე ქუთუთოები ერთმანეთს.ჩვენ სავარძელთან ჩაიმუხლა და მუხლზე ხელი დამადო.ვიგრძენი ჟრუანტელმა როგორ დამიარა მთელ ტანში.სახეზე ჩამოშლილი თმების მიღმაც კი ვამჩნევდი მის მწველ მზერას. --მგონი ევა მგზავრობას ვერ იტანს კანკალებს და ტუჩებიც სულ გაულურჯდა__შეშფოთებული ხმა ჰქონდა ლილეს.მას მისთვის არ შეუხედავს მისი მზერა განუწყვეტლივ ჩემკენ იყო მომართული. --ქალბატონო ელენე მგონი კარგი იქნება ათი წუთით თუ გავჩერდებით. ავტობუსმა ნელ ნელა სვლა შეანელა და ბოლოს გაჩერდა.მე ისევ სავარძელზე ვიყავი მოკუნტული ცივი ოფლი მასხამდა და განუწყვეტლივ მაკანკალებდა. --შამოდი ჰაერზე ჩავიდეთ__კატეგორიული იყო ხმა.მივხვდი რომ ეს თხოვნა არ იყო.არვიცი ჰიპნოზს მიკეთებდ თუ რა მაგრამ მის ნებას დავყევი და ფეხზე წამოვდექი.თავბრუსხვევამ თავისი ქნა ავტობუსი დატრიალდა და რომ არა მისი ძლიერი მკლავები ალბათ ავტობუსის იატაკზე გავირთხმებოდი.წელზე ხელი შემომხვია და კარებისკენ დავიძარით.შევამჩნიე რამდენიმე წყვილი თვალი რომლებმაც ინტერესით გამოგვაყოლეს მზერა.როგორ შეეძლო ასე მშვიდი ყოფილიყო როცა მე მისი წელზე მოხვეული ხელი ასე მაფორიაქებდა.ჩემი გული არ წყვეტდა აკრობატული ილეთების შესრულებას,გულის ცემა კი ალბათ ყველას ესმოდა.ფრთხილად ჩამიყვანა ავტობუსიდან და იქვე მდგარი პატარა ხის სკამისკენ დავიძარით. განგებ ვარიდებდი მზერას,ვიცოდი მისი ერთი გამოხედვაც საკმარისი იყო რომ ბრინჯივით დავბნეულიყავი.სკამზე დამაჯინა და ისევ ჩემ წინ ჩაიმუხლა. --ცხვირით ჩაისუნთქე და პირით ამოისუნთქე__როგორ მაღიზიანებდა მისი ეს მბრძანებლური ტონი. --მთებში პირველად ხარ?__შედარებით დამთბარი ხმით მკითხა რამაც მაიძულა მისთვის შემეხედა.ტუჩის კუთხე ჩაეტეხა და შევამჩნიე რომ ჩემი სახის ნაკვთებს ათვალიერებდა. --კი პირველად ვარ__ვეცადე ძალიან უკმეხი ვყოფილიყავი__პირველად ხომ ყოველთვის ყველაფერი რთულია.__ ვითხარი და თვალებში შევაჩერდი.მინდოდა ის დრო გახსენებოდა,სინდისის ქენჯნას შეეწუხებინა, მასაც ისევე სტკენოდა როგორც მე მტკიოდა მაშინ,მაგრამ მსგავსი არაფერი იკითხებოდა მის სახეზე. --შეცვლილხარ_მითხრა უეცრად_გაზრდილხარ ხასიათიც შეგცვლია,მაგრამ გამოხედვა ისევ ისეთი ბავშვური გაქვს და ლოყებიც ისევ ისეთი ფუმფულა. გულის არეში ტკივილი ვიგრძენი.ის ისევ ბავშვად მთვლიდა.რა დრო უნდა გასულიყო რომ ქალად აღვექვი.მოღალატე ცრემლი. ვგრძნობდი როგორ მოსწყდა ქუთუთოს და ღაწვზე დამეკიდა.ვცდილობდი შემეკავებინ მაგრამ ამაოდ.დავინახე როგორ მოექუფრა სახე როგორ გახდა ისევ ისეთი ცივი და შეუვლი.როგორ ავის მომასწავებლად აელვარდნენ მისი თვალები. --ჩემგან თავი შორს დაიჭირე__გაუაზრებლდ მოსწყდა ჩემ ბგეს სიტყვები__აღარ მინდა შენთან რამე საერთო მქონდეს... --ევაა__ცინიკური და ცივი იყი მისი ხმა__მოგწონს შენ ეს თუ არა შენ ისევ ბავშვი ხარ რომელმაც ვერა და ვერ დაივიწყა წყენა. და გაფრთხილებ მეორედ არ გაბედო მსგავს ტონალობაში ჩემთან საუბარი. ფეხზე წამოდგა და ქალბატონ ელენას შეეგება რომელსაც ბოთლით წყალი და რაღაც ტაბლეტები მოჰქონდა ჩემთან. თვალი გავაყოლე მას.უკან არც კი მოუხედავს ისე ავიდა ავტობუსში. მიღებულმა აბებმა ძილი მომგვარა და მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი როცა მესტიაში ერთ ერთი სასტუმროს წინ გავჩერდით.თვალები მივიფშვნიტე და ირგვლივ მიმოვიხედე.საათის ისრები უკვე ხით საათს აჩვენებდა.ავტობუსი ქაოსს მოეცვა ყველა განიხილავდა ვინ ვისთან იქნებოდა ნომერში და ვინ როგორ გადანაწილდებოდა.კარგია რომ მე ამაზე ფიქრი არ მიწევდა უკვე ვიცოდი ვინ იქნებოდა ჩემი ოთახის მეზობელი.მე და ლილე სასტუმროში შევედით და გეზი ორადგილიანი ნომრისკენ ავიღეთ.რადგან უკვე საკმაოდ გვიანი იყო მუზეუმის მოსანახულებლად ლექტორმა თავისუფლება მოგვცა.შეგვეძლო გაგვესეირნა,ქალაქი დაგვეთვალიერებინა,დაგვეგემოვნებინა ადგილობრივი უგემრიელესი სამზარეულო. ნომერშიბასვლის თანავე ლილეს მოვუყევი გზაზე მომხდარი ინციდენტი. --ღმერთო რა თავხედია__გაბრაზდა ლილე__ მაგრამ ძალიან სიმპათიური. ლილეა ერთი მუჯლუგუნი ვუთავაზე და გამოცვლას შევუდექი. თბილი ქურთუკი მოვიძებნე.არ ვაპირებდი მთელი საღამო ნომერში ჯდომას.სვანეთის სილამაზეზე ლეგენდები დადიოდა მინდოდა ჩემი თვალით მენახა ყველაფერი.ლილეს პროტესტისა და წუწუნის მიუხედავას ხელი ჩავავლე და გარეთ გავათრიე. მახსოვს ორი საათი პირდაღებული ვიარე მესტიის ქუჩებში,ამ სიტყვის პირრდაპირი მნიშვნელობით.ყველა კუთხე კუნჭულს ვაკვირდებოდი და ვიმახსოვრებდი. ღმერთმა იცის კიდევ როდის მოვხვდებოდი კიდევ აქ.არ მადარდებდა ის რომ სიცივისგან ცხვირი სულ გამწითლებოდა და ხელებზე თითებს ვერ ვგრძნობდი.ლილემ მალევე დაღლილობა მოიმიზეზა და ნომერში დაბრუნდა.მე აქაურობას ვერ მოვწყდი მთა თითქოს მეძახდა და თავისკენ მიზიდავდა.სრული ნეტარება როდის ვიგრძენი იცით ერთერთი კაფის ფანჯარასთან მოკალათებულმა გაყინული ხელებით ცხელი კუბდარი რომ ჩავკბიჩე. სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დამიარა და კრუტუნით გავაგრძელე უგემრიელესი კუბდრის ჭამა.მაგრამ დიდხანს არ დამცალდა სიამოვნება. მოპირდაპირდ ქუჩაზე დანიელს მოვკარი თვალი.გვერდით ვიღაც გოგო ეჯდა. ადგილობრივს არ გავდა. არც ქართველს გავდა სულ სხვანაირი იერი ჰქონდა.დანიელს ცალი მხრით ეკვროდა იმ ვაჟბატონს კი მის შიშველ ბარძაყზე ედო ხელი.ლუკმა გადამცდა და ხველა ამივარდა. დაუყინებლივ გაჩნდა მიმტანი ჩემთან და წყალი გამომიწოდა. არ წასულა მანამდე სანამ ხველა არ დავასრულე და მადლობა გადავუხადე.გონებაში სალანძღავი სიტყვები არ დავიშურე დანიელისთვის ბოლოს ჯოჯოხეთის ცეცხლში შეხრუკვაც ვუსურვე. "ალკოჰოლო"გავიფიქრე უცებ. ალკოჰოლი მჭირდებოდა რომ ცოტა მოვდუნებულიყავი.იქვე მინი ბართან გადავინაცვლე და ბარმენს ტეკილას დასხმა ვთხოვე.დაუფიქრებლად გადაუშვი სასმელი და უარესი ხველა ამივარდა. სასმელი თითქოს ენაზე აორთქლდა.პირზე ხელ აფარებულმა ვანიშნე ბარმენს მეორე დაესხა.მეორეც დაუფიქრებლად დავლიე. გააზრება ვერ მოვასწარი როგორ მოყვა მეორეს მესამე მესამეს მეოთხე და ვიგრძენი სასიამოვნო თავბრუს ხვევა.იმ მდგომარეობაში ვიყავი როცა არავინ და არაფერი აღარ მადარდებდა.გარეთვუკვე ბინდდებოდა.ვიცოდი სახლში უნდა დავბრუნებულიყავი მაგრამ აქაურობას ვერ ვთმობდი.ვიცოდი აქ თბილისი არ იყო მთაშ თავისი წესები ჰქონდა და ყველა ვინც აქ ჩამოდიოდა ვალდებული იყო ამ წესებს დამორჩილებოდა.მაგრამ წასვლა არ მინდოდა და არც ვაპირებდი.ბარმენს კიდევ ერთის დასხმა ვთხოვე. მანაც უყოყმანოდ დამისხა.ჭიქაში მოლივლივე სითხეს დავხედე რომელიც დარდის გაქარწ....ბას მპირდებოდა.ტუჩებისკენ წავიღე მაგრამ სანამ მივიტანდი ვიღაცამ ჭიქაზე ორი თითი დამიფარა და დალევის საშვალება არ მომცა --მგონი საკმარისია უკვე__გაისმა ბოხი ბარიტონი.შევხედე მიბღვერდა ბარს ცალი ხელით ეყრდნობოდ. --არ მახსოვს ჩემ ძიძად დამენიშნე__შევუბღვირე მეც ჭიქიდან თითები ავაწევინე და დასალევად მოვემზადე.მიხერხებულად ამაცლა ჭიქა ხელიდან და ბარზე დააბრუნა.ყურადღება არ მიუქცევია ჩემი წუწუნისთვის ბარმენს რაღაც გადაულაპარაკა სვანურად მანაც სვანურად უპასუხა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და მერე მე მომიბრუნდა. --წავიდეთ უკვე გვიანია სასტუმროში უნდა დაბრუნდე__ ისევ ეს მბრძანებლური ინტონაცია როგორ მინდოდა იქვე დამეხრჩო. --მე რომ წამოსვლა არ მინდა__ვეცადე გამეღიზიანებინა --არაუშავს მთავარია მე მინდა__უნებართვოდ ჩამომსვა ბარის მაღალი სკამიდან წელზე ხელი შემიცურა და გასასვლელისკენ წამიყვანა.ისევ ეს ჯოჯოხეთური ჟრუანტელი.გარეთ გამოვედით თუ არა ავფართხალდი. --ხელები მომაშორე.. --დამშვიდდი_გაუმკაცრდა ხმა_ხელი რომ გაგიშვა დაეცემი --მერე რა შენ ხომ გიყვარს როცა დაცემულს და დამცირებულს მხედავ_ვიგრძენი ჩემა წელზე მოხვეული ხელი როგორ დაეჭიმა და ყბა როგორ აუთამაშდა. --ევა მთვრალი ხარ ისეთს ნურაფერს იტყვი რასაც მერე ინანებ__მკაცრი იყო მისი ხმა მივხვდი რომ ბრაზობდა.არ ვიცი ალკოჰოლის ბრალი იყი ეს თუ წლობით ნაგროვები ტკივილის მაგრამ ყველაფერმა ერთდროულად ამოხეთქა. --სინანულზე შენ მელაპარაკები__ვუთხარი ხმამაღლა__ შენ არასდროს გინანია ბავშობა რომ დამინგრიე არასდროს გინანია ჩემი თავი რომ შემაზიზღე მითხარი არ გინანია??__ მივხვდი რომ ვყვიროდი.ხელი წამავლო და იქვე ბნელ ჩიხში შემათრია რომ გითხრათ შემეშინდა თქო მოგატყუებთ ალკოჰოლის ის დოზა მქონდა მიღებული როცა მისი ყველა შეხდბა მსიამოვნებდა. --ევა ტონი აკონტროლე__გამოსცრა კბილებში__ აღარასდროს გაბედო ჩემთან ყვირილი. მაშინ ბავშვები ბიყავით მის მერე ბევრი დრო გავიდა.ბევრი რამ შეიცვალა გავიზარდეთ მაგრამ როგორც ვხედავ შენ ისევ ბავშვად დარჩი. აი აქ კი უკვე ჩემმა სიბრაზემ პიკს მიაღწია.ვიგრძენი როგორ დამიარა სიბრაზის ტალღამ მთელ სხეულში. --საკმარისია__ვიყვირე გამწარებულმა,მაგრამ მას წარბიც არ გატოკებია__ბავშვი აღარ ვარ გესმის? ამჩნევ შენ ამას თუ არა მე ქალი ვარ უკვე ქალი. ათიდან ცხრა მამაკაცი ცდილობს ჩემს ტრუსებში ჩაძრომას. ყველას სექსუალურად მიაჩნია ჩემი სხეულის ფორმები მე ქალი ვარ ქალი სრულყოფილი ქალი ის ბავშვი აღარ ვარ ლოყებს რომ უწელავდი და ფუმფულას ეძახდი.აი ნახე_მახსოვს ქურთუკის გახდა დავიწყე ხელი რომ გამიკავა. იგივენაირად გამიკავა დასარტყმელად მოქნეული მეორე ხელიც და ზურგს უკან დაიჭირა თავისი ერთი ხელით.მეორე წელზე მომხვია და მკერდზე ამიკრა.მძიმედ სუნთქავდა მკერდი ღრმად აუდ ჩაუდიოდა. სიბნელეშიც კი ჩანდნენ მისი ავისმომასწავებელუ თვალები. --ევააა__ მისი წარმოთქმული ჩემი სახელი არ გავდა წინათ წარმოთქმულს.ხმაში თითქოს ვნება შეპარვოდა მაცდურობა სიეშმაკე სიცბიერე. მკერდზე ვყავდი მიკრული და ცხელ სუნთქვას სახეზე მაფრქვევდა__ აქმდე თუბარაფერს ვცდილობდი შენთან მხოლოდ იმიტომ რომ ბავშვი იყავი მაშინაც და ახლაც__ტუჩებზე ცხვირი გამიხახუნა და უნებლიედ ვიკბინე ტუჩზე. --კარგია თუ ზრდასრული ქალი ხარ აღარ მომიწევს თავშეკავება_მაცდურად დამაჩერდა ტუჩებზე და ხელი ჩემი ფეხისკენ ჩაასრიალა.გამაკანკალა და კიდევ ერთხელ ვიკბინე ტუჩზე კვნესა რომ არ დამცდენოდა.ფეხიდა ხელი ჩემი მაისურისკენ გამოაცურა და როცა მისი ცხელი ხელი შიშველი კანით ვიგრძენი ჩემ მაისურის ქვეშ თავი ვერ შევიკავე და სიამოვნების წამოძახილი მოსწყდა ჩემ ბაგეს. --ჩშშშშ შენი აზრით ზრდასრული ქალები დამფრთხალი ბეღურებივით ცახცახებენ მამაკაცის შეხებაზე__დაიჩურჩულა ჩემ ტუჩებთა --მეე....__როგორც კი რაღაცის თქმა დავაპირე ცხელი ხელის მოჭერა ვიგრძენი წელზე და ისევ ვერ შევიკავე სიამივნების წამოძახილი. -- იოცნებე რომ კიდევ დიდხანს აღგიქვა ბავშვად__ მისი ეს სიტყვები ვნება მორეული გონებას მაკარგვინებდა__ რადგან ასე უფრო მიადვილდება თავშეკავებაა.უნივერსიტეტშივე გიცანი მივხვდი რომ ბავშვი აღარ იყავი,რომ ქალი იყავი საკმაოდ მადისაღმძვრელი ფორმებით__ჩემი თვალებიდან მზერა ჩემ მკერდზე გადაიტანა. --მაგრამ თავი ვაიძულე ისევ იმ ლოყებ ფუმფულა ბავშვად წარმომედგინე რადგან არმინდა თავშეკავება დავკარგო და რამე ისეთი გავაკეთო რაც დაგაფრთხობს. --დანიელ მეე__წამოვიკრუტუნე მაგრამ ერთი მზერით გამაჩუმა. --გთხოვ ნუ ცდილობ ყოველ წუთს ჩემთან იმის აფიშირებას რომ ქალი ხარ.ჩემს მოთმინებას ნუ ცდი. და გაფრთხილებ აღარასდროს გაიმეორო ჩემთან მეორედ რომ ვიღაც შენს ტრუსებში ჩაძრომას ცდილობს.ჩემთან თანაში არ ღირს დამიჯერე.მორჩი ჩემთან ჯიუტობას__კიდევ ერთხელ გამიხახუნა ცხვირი ტუჩებზე.მერე ფრთხილად შემიშვა ხელი ჩემი ქურთუკის ნახევრად გახსნილი ელვა შესაკრავი ისევ ბოლომდე შეკრა მერე თავისი ქურთუკი გაიხადა და მხრებზე მომახვია. უხმოდ მივედით სასტუმრომდე.დროდა დრი მისკენ ვაპარებდი თვალს.მკაცრი სახე ჰქონდა ავად მოელვარდ თვალები.ნომრამდე მიმაცილა.ჩემი ხელი თავისაში მოიქცია ნაზად მეამბორა გაყინულ ხელებზე და კორიდორში გაუჩინარდა მეორე დღეს საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. ლილე ოთახში არ დამხვდა.ლასლასით წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი.გარეთ კარგი ამინდი იყო.მომენტალურად გამახსენდა გუშინ მომხდარი და გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა.გამახსენდა დანიელის ცხელი ხელები ჩემს კანზე და ჟრუანტელმა დამიარა.ერთად მომაწვა სირცხვილის ბრაზის სასოწარკვეთის გრძნობა. ასე როდის დავეცი? როდიდან დავიწყე სხვებისთვის რაღაცეების მტკიცება?? მოიცა რაოო?? ასე მითხრა თავს ვაიძულებ ბავშვად წარმოგიდგინო რომ თავშეკავება შევძლოო?? ანუ მოვწონვარ?? ან იქნება მხოლოდ ვნებაა ამოძრავებს ჩემს მიმართ რადგან მითხრა საკმაოდ მადისაღმძვრელი ფორმები გაქვსო?? იქნებ მაშინ მეცხრე კლასში რომ ვიყავი მაშინაც მოვწონდი? ხომ მითხრა ბავშვი იყავი და იმიტომ არ ვცდილობდი შენთან არაფერსოო??მერე ჩემ თავზე გამეცინა?? მაინც რა არის ეს პირველი სიყვარული წლებიც რომ გავიდეს მხოლოდ ერთი ნაპერწკალი სჭირდება რომ ის ცეცხლი თავიდან აგიზგიზდეს.მაგრამ არ ვაპირებდი ოცნების კოშკების აგებას.. მან ხომ მითხრა ჯერ კიდევ ბავშვად აღგიქვავო. მე მასთან შანსი არ მქონდა ყოველთვის ფუმფულა ლოყებიან ბავშვად დავრჩებოდი.და აი იმ წამს ზუსტან იმ წამს ვიგრძენი რომ ჩემი სხეული დისკომფორტს მიქმნიდა.ჩემი გამოყვანილი წელი და განიერი თეძოები უკვე აღარ მიმაჩნდა სექსუალურად და მადისაღმძვრელად.წამით გავიფიქრე იქნებ იმ გოგოსავით სუსტი რომ ვყოფილიყავი მაშინ იმ საღამოს დანიელზე რომ იყო აკრული იქნებ მეც მქონოდა რამე შანსი მასთან. საკუთარი თავი შემზიზღდა. რა დონეზე შესძლებია ადამიანს დაცემა რომ მზად არის სხვის გამო შეიცვალოს.თავი გავიქნიე მომაბეზრებელი ფიქრები თავიდან ამოვიგდე და ოთახი მოვათვალიერე. პატარა ფურცლის ნაგლეჯს მოვკარი თვალი.ლილეს გაკრული ხელი ვიცანი.გამეღიმა. "მძინარე მზეთუნახავო!!არ ვიცი გუშინ რა და როგორ მოხდა გათხლეშილი მოგიყვანა დანიელმა... იცოდე როცა გნახავ ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები.... აუცილებლად ისაუზმე...თუმცა შენ რომ გაიღვიძებ ალბათ უკვე სადილის დრო იქნება.... მოწესრიგდი და შემოგვიერთდი ყველა საბაგიროზე ვიქნებით.... შენი პრინცი დილიდან გაძვრა ალბათ სანათესაოს ნახავს ბოლო ბოლო ეს ხომ მისი მშობლიური კუთხეა... ოთხ საათზე უშგულში მივდივართ არ დააგვიანო თორემ ქალბატონი ელენე თმას გაიწიწკნით... სიყვარულით შენი მზე ლილე" ბოლოს სითბო ჩამეღვარა გულში საათს დავხედე ორის ნახევარი იყო. დრო კიდევ მქონდა. გადავწყვიტე ისევ კუბდრისთვის გამევლო მუსრი და იქვე პატარა მყუდრო კაფეს მივაშურე მწვანე ჩაით გამიმასპინძლდნენ და კუბდარიც უგემრიელესი იყო.. კაფე რომ დავტოვე უკვე სამის ნახევარი იყო. რატომღაც არ მინდოდა საბაგიროზე წასვლა ახლა ხალხ მრავალ ადგილზე ყოფნა ყველაზე ნაკლებად მინდოდა. არც უგზო უკვლოდ ხეტიალის იდია მხიბლავდა. იქვე პატარა სკვერში დაახლოებით ჩემი ასაკის გოგონები ისხდნენ გადავწყვიტე გამოვლაპარაკებოდი. --გამარჯობათ__გავუცინე მათ__უკაცრავად თქვენ ადგილობრივები ხართ?? თავიდან ფეხებამდე შემათვალიერეს და მათაც თბილი ღიმილი შემომაგებეს საპასუხოდ.აქაური სტუმართმასპინძლობა და სიტყვა პასუხი ხომ განთქმულია. --დიახ ადგილობრივები ვართ დახმარება ხომ არ გჭირდებათ?? --იცით მე აქ სტუმრად ვარ დიდად ხალხ მრავალი ადგილები არ მიყვარს ხომ არ გეგულებათ ახლო მახლო ისეთი ადგილი სადაც ბევრი ხალხი არ იქნება სადაც შედარებით სიწყნარე და სიმშვიდე იქნება და დასვენებას შევძლებ?? --აი იმ ბილიკს ხედავ??__ჩემს უკან კოშკებს შორის მიმავალ ბილიკზე მიმითითა__ მაგას გაუყვები შემდეგ ორჯერ მოუხვევ მარჯვნივ მერე პირდაპირ ივლი და მდინარის პირას გახვალ იქ სკამები და მაგიდაც დგას მშვიდი ადგილია. არაფრის შეგეშინდეს ჩვენთან სტუმარს განსაკუთრებულ პატივს სცემენ ზედმეტს არავინ არაფერა გეტყვის. ოღონდ მდინარესთან ახლოს ნუ მიხვალ ამ დროს დინება საკმაოდ სწრაფია და წყალიც ძალიან ცივია... მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე.ბილიკს ავედევნე ზუსტან იქ გავუხვია სადაც მითხრა და დაახლოებით ოც წუთში თავი პატარა სამოთხეში ამოვყე. აქ ისეთი სიმყუდროვე იყო. მდინარის ხმაური ქარის შრიალი იქვე სკამზე ჩამოვჯექი და თვალები დავხუჭე.ყველაფერი როგორ ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს სრულიად გავანთავისუფლე ჩემი გონება და ბუნებას მივეცი საშვალება ჩემი სხეული სამყაროს ენერგიით დაემუხტა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე მაგრამ თვალები რომ გავახილე და საათს დავხედე თითქმის ოთხი საათი იყო უკვე. --ჯანდაბა უშგული__ჩავილაპარაკე გამწარებულმა და მდინარის პირას მივედი ამ კადრის ფირზე არ აღბეჭდვა დანაშაოლო იყოო.ტელეფონი მოვიმარჯვე მაგრამ გაყინულ კიდურებში თევზივით გამისხლტა ტელეფონი და მდინარის ნაპირზე დაეცა. თავიდან ვიფიქრე არ გავრისკავ დავტოვებ სადაც არის წყალში რომ ჩავვარდე ჩემი მშველელი არავინ არის თქო, მაგრამ მერე გადავიფიქრე. ხომ შეიძლებოდა მამას დაერეკა და რომ არ ვუპასუხებდი ინერვიულებდა ან ლილეს დაერეკა,თან უამრავი ფოტო მქონდა ამ ტელეფონში უამრავი ტკბილი მოგონება.ტელეფონიდან დაახლოებით ორ-სამ ნაბიჯში ჩავიცუცქე და შორიდან ვცადე მივწვდომოდი. სულ ცოტაღა მაკლდა როცა ჩემ და საბედნიეროდ მიწა მოშვავდა და ჩემ ტელეფონთან ერთად ყინულივით ცივ წყალში გავადინე ტყაპანი. მაშინვე ცურვა და ხელების მოსმა დავიწყე მაგრამ რას გავხდებოდი ამ საშინელ დინებასთან.ვხვდებოდი რომ კიდურები ნელნელა მეყინებოდა და მალე ტალღებთან საბრძოლველი ძალა საერთოდ აღარ მექნებოდა. --ევააააა__გაისმა ბოხი მაგრამ შიშ შეპარული ხმა დავინახე დანიელი ცხენიდან როგორ ჩამოხტა ქურთუკი გაიხადა და დაუფიქრებლად გადმოხტა ცივ წყალში.თავს ვაიძულებდი რომ გონება არ დამეკარგა მაგრამ სხეულს ვეღარ ვგძნობდი ბუნდოვნად ვარჩევდი დანიელის სილუეტს რომელიც სსწრაფმა დინებამ წამებში მოიყვანა ჩემთან. --ევაა ევა შემომხდე!! უნდა დამეხმარო რომ აქედან აგიყვანო ხელები უნდა მომხვიო ფეხები ამოძრავე ევაა ჩემი გესმის?? დედა შე**ცი ვინმე დაგვეხმარეთ!!__იღრიალა ბოლო ხმაზე მაგრამ პასუხი არსაიდან ისმოდა მეკი გონება ნელნელა მეთიშებოდა. არვიცი რამდენ ხანს ებრძოდა დანიელი აბობოქრებული მდინარის ზვირთებს. რამდენიმეჯერ დინებამაც წაგვიღო. მხოლოდ ის მახსოვს შეშინებული როგორ განუწყვეტლივ იმეორებდა ჩემ სახელს. მერე კი დაბნელდა. გინების ხმა მესმოდა. წყლით დახშულ ყურებს მაინც შორიდან ჩაესმოდათ დანიელის ლანძღვა გინება და ყვირილი.საშველად ხალხს იხმობდა.პარალელურად გულის არეში ძლიერ ბიძგებს ვგრძნობდი.ყოველი დაწოლის შემდეგ მდინარის ნაპირზე დაყრილი ქვები ზურგში მერჭობოდნენ და აუტანელი ტკივილი მიბინდავდა გონებას. უცებ წამოვახველე და წამოვჯექი.სპაზმური ხველა ყელსა და სასუნთქ გზებს მიწვავდა. დანიელმა სახეზე მიკრულუ სველი თმა გადამიწია თვითონაც უკან გადაეყარა თმა და წურწურით ჩამოსდიოდა წყლის წვეთები.სწორედ მაშინ გადავაწყდი შიშ და პანიკა შერეულ შავ სფეროებს. --ევა.. ევა დამელპარაკე.. უნდა დამელაპარაკო რამე მითხარი.... ვინმე დაგვეხმარეთ ამის დედაც__ ღრიალებდა.მინდოდა მეთქვა რომ ყვირილი შეეწყვიტა.მე ხომ აქ ვარ მის წინ ვზივარ,ცოცხალი,მაგრამ ამაოდ. ლაპარაკის უნარი დამეკარგა. --ევა შემომხედე.ევა ჩემი ხმა გესმის?რამე მითხარი ჭკუიდან ნუ შემშლი ევააა.... იმდენი მოვახერხე რომ თავი ამეწია და თვალებში შემეხედა.შევხედე და გაღიმება ვცადე.მისი თვალები ჩემსას იკვლევდნენ. იმედის ნაპერწკალს ეძებდნენ --ამის დედაც ევა__გულზე მიმიხუტა__აქ რა ჯანდაბას აკეთებდი??ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება.. ხელში ამიტაცა და ცხენზე შემომსვა თვითონ უკან შემომიჯდა და ადგილს მოვწყდით. --ევაა__ჩამესმოდა გზა და გზა მისი ძახილი__ გონება არ დაკარგო ევა ჩემთან დარჩი. მერე იყო ისევ სიბნელე.ჩემს ყურთასმენას სწვდებოდა ცხენის ფლოქვების თქარუნის ხმა.თავი დანიელის გულმკერდზე მედო ცალი ხელი წელზე ჰქონდა მოხვეული ცალით აღვირი ეჭირა. სველ ტანსაცმელზე მონაბერი ქარი გონებაზე მოსვლის უფლებას არ მაძლევდა და ვგრძნობდი როგორ მითრევდა სიცივე ბნელი სიღრმეებისკენ.მერე უეცრად დათბა.თავს ძალა დავატანე,რომ თვალი გამეხილა.დანიელს სწრაფად მივყავდი სასტუმროს ჰოლში მკერდზე მიკრული. ისმოდა შეშფოთებული შეძახილებიც.რეგისტრატურასთან წამით გაჩერდა და იქ მჯდარ გოგონებს მითითება მისცა. --ექიმი უნდა მოიყვანოთ. მდინარეში ჩავარდა.დიდი ხანი ვცდილობდი მის ამოყვანას.შეიძლება ჰიპოთერმია დაემართოს. მეტი აღარაფერი უთქვამს ისევ გულზე მიმიკრა მჭიდროდ და ნომრისკენ დაიძრა. --ევა არ დაიძინო ჩემთან დარჩი გესმის?__დრო და დრო მესმოდა მისი თხოვნა.ღმერთო ჩემო ისევ ეს მბრძანებლური ტონი.მერე ხმაური მიწყდა.და მეც მოვდუნდი. მორფეოსს მჭიდროდ შემოეხვია ჩემთვის ხელები და თავისი სამფლობელოსკენ მექაჩებოდა. მე კი ვიბრძოდი, ვიბრძოდი თავგანწირვით, მინდოდა თვალები გამეხილა, დანიელისთვის მადლობა გადამეხადა,რომ სიკვდილს გადამარჩინა,მაგრამ მორფეოსი ჩემზს ძლიერი აღმოჩნდა.საბოლოოდ შემომხვია მარწუხები და მის სამფლობელოში გამაქანა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.