შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიძულვილიდან სიყვარულამდე (5)


5-03-2022, 05:26
ავტორი iamnotreal
ნანახია 1 524

თავი 5
საავადმყოფოში შევედით, მოვძებნეთ ბიძიას პალატა და იქ მამ დაგვხვდა კარებთან.
-მა რა ჭირს ბიძიას? რა მოხდა?
იკამ მამასგან ინფორმაციის მოპოვება სცადა თუმცა ამდროს პასუხის მაგივრად ჩახუტება მიიღო. კაცური ბედნიერების და სიხარულის გამომსახველი ჩახუტება.
-ბიჭიააა!!!!!!
-რა?!
-ბიჭიაააააა!
კიდევ ერთხელ დაიყვირა მამამ.
-რას ნიშნავს ბიჭია ვინარის ბიჭი გამაგებინე?
იკა გამოშტერდა.
-დაგაბოლეთ რო მალე მოსულიყავით. ბიცოლას ბიჭი ეყოლა. ცუდი ხუმრობა იყო ბოდიშით ბავშვებო….
სიხარულისგან ხტუნვა დაიწყო.
სულელი კაცი. გული გამიხეთქა.
ბიცოლაჩემის ორსულობა იმიტომარ მახსოვდა რომ… ნუ ხომ გახსოვთ მე ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი არ ვარ ასერომ… თუმცა რათქმაუნდა გამიხარდა. ვისარ გაუხარდებოდა?!
პალატაში შესვლა არ შეგვეძლო თუმცა ბიძია და დედა ვნახეთ. ბავშვი ცალკე ყავდათ ინკუპატორში რათქმაუნდა. შევიპარეთ და ჩუმად შორიდან ვნახეთ.არვიცი რატომ ელამაზებათ ხოლმე ახალშობილები. მახინჯ იოდას გვანან. ერთადერთი საყვარელი ფეხის და ხელის ზომააქვთ. აქედან გამომდინარე შეგიძლიათ დაასკვნათ რომ ბავშვები დიდად არ მიყვარს. ავღნიშნეთ,რათქმაუნდა. მეორე დღესვე სახლში დიდი ჟრიამული გავმართეთ. მე სალო მოვიწვიე. ჩემს ნათესავებს მარტო რა აიტანდა აბა. დიდი სუფრა, სასმელი და უამრავი ადამიანის სახე რომლებიც დიდად არ მახსოვს. მგონი მხოლოდ 5-6 კაცს თუ ვიცნობ. იმ ღამით არ დამილევია. სალო სახლში გავიყვანე. ღამის 11 საათიიყო. სახლამდე სანამ მივედით დანკინში გავაჩერეთ. დონატები და ყავა ავიღეთ. იქვე ტროტუარზე ჩამოვჯექი სადაც მოტო გავაჩერე და ვისაუბრეთ.
- ცალკე უნდა გადავიდე.
- მერე გადადი. რატომარ გადადიხარ?
- უცებ გულირო წამივიდეს ვინ მომასულიერებს? ჩემს ძმას დაესიზმრება თუ მამაჩემს?
- დენიელი მოვარდება ხელში აგიყვანს და გადაგარჩენს…
ყავის თავსახური ვესროლე.
- რაიყო?! რას გაწითლდი? ხოარ მოგწონს?
- ვერ ეღირსება. მხოლოდ ძილში თუ დაესიზმრება რო ოდესმე მე მომეწონება.
- ოცნებას კაცი არ მოუკლავსო ხო?
- ზუსტად…. ისე ამის დედაც. გადავალ ცალკე. ვინაა ჩემი გამჩერებელი???
აქეთ იქით მიმოვიხედე ხელები ჰაერში ავწიე და სიცილი დავიწყეთ.
- როგორც ჩანს არც არავინ.
სახლამდე მივიყვანე დ აისევ უკან დავბრუნდი. გზაში ჩემს ერთ ძველ მეგობარს შევუარე. მახსოვდა რომ ოთახის მეზობელს ეძებდა ქირის გასანაწილებლად. როცა მივედი ირგვლივ აურზაური დამხვდა. კარებთან ყუთები და ასე შემდეგ. კარებზე დავაკაკუნე და აი ისიც. ჩემი თხა.
- შე გათახსირებულო გოგო. ასე უნდა დაკარგვა?!!!!
- კაი ნუ დაიწყე. ნომერიც გიწერია სახლიც მისამართიც იცი და ერთიარ გამიხსენე. ხოდა აი მე მოგაკითხე.
- შემო ჩხინკა. ისევ ისეთი გამხდარი და ჩხირი ხარ.
- შენ ისევ ისეთი დაბალი და პუტკუნა… აა უი, დაკუნთულხარ ხოიცი?!
შევედი და დივანზე მოვკალათდი როგორც ადრე. მედა ლუკა ბავშვობის მეგობრები ვართ. ერთად გავიზარდეთ ასე ვთქვათ. კლასელები ვიყავით და იქიდან ვიცნობთ ერთმანეთს პირველი კლასიდან.
- აქ რახდება რა ყუთებია. სადმე გადადიხარ?
- კიარ გადავდივარ სიხარულო, ოთახის მეზობელი ვიპოვე და ეგ გადმოლაგდა დღეს.
- ვახ. კარგი რა!!!
- რაიყო ქალო რაგინდა?
- მე მინდოდა არადა.
- აუ შენ რა გითხარი, ცოტა ადრე ვერ მოიფიქრე შენც კიდე?
- კაი დაიკიდე.
- მოიცა გოგო აქ თუარა ჩემთან ახლოს არ გაწყობს?
- სად აბა?
- აი ფანჯრიდან გაიხედე, ზუსტად ჩემს პირდაპირ რო აივანი და ორი ფანჯარაა ხო ხედავ? ხოდა ეგ სამივე ერთი ბინის არის. და ეგ კაცი ყიდის მგონი თუ აქირავებს არვიცი მარა ქირაზეც დაელაპარაკე და შენ უარს როგორ გეტყვის აბა?
- ყიდვაც იყოს არარის პრობლემა ოღონდ ჯერ ვნახო როგორია შიგნიდან.
- ოჰ. რაიყო ბოლოსდაბოლოს გადაიფიქრე და უნდა მიახარჯო ბებიაშენის ფულები?
- ნუგაქ დამპალი ენა აბა რა ვქნა მეც ჩემს შვილიშვილს დავუტოვო?
- არა რას იძახი, ჩემთვის რო დაეტოვებინა ბებიაჩემს ახლა მაგდენი ფული ამ დღეში კიარ ვიქნებოდი და მოვძებნიდი ოთახის მეზობელს.
- უი ისე ვინარი?
- რავი მომწერა და შევხვდი ვნახე კაი ბიჭია, ფულიანი იცოცხლე თან. ცოტა თავში ავარდნილია მგონი მარა მე ეგეთები გავუგებ მაინც.
- შენ ნაკლები თავ ქარიანი ხარ?
- დამპალო.
მოკლედ ვისაუბრეთ და გავიხსენეთ ყველაფერი. იმ კაცის ნომერიც გამოვართვი და დავურეკე კიდევაც. ხვალ უნდა ავიდე და ვნახო ბინა. მერე სახლში დავბრუნდი და დავიძინე.
მეორე დილით მოვაჯექი ჩემს შავ პრიალა მოტოს და გავეშურე ჩემი ახალი ბინის სანახავად. როცა ტროტუარს მივუახლოვდი შევნიშნე რომ იქვე მდგომი ბიჭები რაღაცნაირად მიყურებდნენ. ერთერთი თვალს ვერ მწყვეტდა და თითქოს ჩემსკენ წამოსვლას აპირებდა. ნაღდად არ მქონდა მაგისი თავი ამიტო მალე გავაჩერე მოტო, შლემი მოვიხსენი და შიდა დამცავი მასკაც მოვიხსენი. ახლა იცით რა მომენტია? ფილმებში რომ თმა უნდა გაარხიო და სექსუალურად რო გამოიყურებიან ხოლმე ხო ხვდებით? მაგიტო მიყურებდნენ ალბათ…. ნუ დიდი არაფერი არც მცმია. უბრალო შავი ელასტიკივით რაღაც სისულელე ცოტა მაღალ ყელიანი ტყავის შავი ბატინკები მხრებზე გადაჭრილი შავი თავისუფალი ზედა და ვსო სულ ესიყო რამაც ის ბიჭი დაატყვევა? რავიცი მოკლედ ავედი ამ ჩემს ბინაში. როცა მივადექი იმ დასაწვავ ლიფტს არადა არ გაიღო კარი. ბოლოს კაცი შემოვიდა და მომესალმა.
- თუ შვიდასჯერ არ მიაჭირე ხანდახან უბერავს ეს კნოპკა. უნდა გამოვცვალო….
- ჯიუტი ღილაკი ყოფილა, დავიმახსოვრებ.
- შემთხვევით, ვიკა ხომ არ ხართ?
- დიახ მე ვარ…
- უი, რა დამთხვევაა. მე ბაჩო ვარ! ჩემი ბინის სანახავად მოდიხართ ახლა.
- სასიამოვნო დამთხვევაა ნამდვილად. მეექვსე სართულზე ლიფტით ასვლა არასდროს დამჭირვებია თუმცა დღეს ვიფიქრე უნდა ვცადოთქო.
- ალბათ ათლეტი ხარ, გეტყობა აღნაგობაზეც. კარგია რომ სიარული და მოძრაობა გიყვარს. ვარჯიშობ ?
თან ლიფტის კარი გაიღო, უკვე მეექვსე სართულზე ვიყავით.
- არა, არასდროს მივარჯიშია.
- საინტერესოა. თუ ოდესმე მოგინდება სპორტ დარბაზს ვფლობ და გვეწვიე.
- აუცილებლად.
- მოკლედ ესარის ჩვენი ულამაზესი ბინა. ორმაგი ხედით. წინ კორპუსია უკან მთელი ქალაქი.
ბინაში შევედით და ყველაფერი თვალწინ დამიდგა, როგორ ვიცხოვრებდი აქ ცხოველებთან ერთად და ასე შემდეგ როგორ გავერთობოდით მედა სალო როგორ მოვაწყობდი ფართის და როგორ დავუყვირებდით მედა ლუკა ერთმანეთს აივნებიდან რაღაცეებს. უკან საძინებლიდან აივანზე გადიოდი დიდი არიყო თუმცა საკმაოდ მყუდრო აივანი და ულამაზესი ქალაქის ხედი იყო. წინ სამზარეულო ფანჯრით, მისაღები ოთახი აივნით რომელიც ლუკას აივანს და ზოგადად ბინას უპირისპირდებოდა და გვერდით კიდევ ერთი ოთახით იყო რომელსაც დიდი მინის კარ ფანჯარა ქონდა და ოთახი მთლიანად ჩანდა გარედან. თუმცა ფანჯრები ყველაფერს დაფარავს. ბაჩოს თანხაზე ვესაუბრე. ქირის მაგივრად ყიდვაზე შევთანხმდით თუმცა ბანკებში სირბილი მოგვიწევდა. ის კვირა ხან რა საბუთზე ვირბინეთ და ხან რა. იმისგამო რომ ჯერ მხოლოდ 18ის ვიყავი და ბანკში ამდენი თანხა მუშაობის გარეშე მქონდა ბანკირს ცოტა საეჭვოდ მოეჩვენა. თუმცა მესმის ეგ ყველაფერი მეც საეჭვოდ მეჩვენება ხანდახან და მეც არ მესმის. ბინა კარგი ,ვიყიდე, თუმცა ჯერ არც ჩემებისთვის მითქვამს ეს ამბავი და არც არავისთვის. სალოს დავურეკე და როგორც ყოველთვის მთელი დღე დავაკავებინე ჩემს გამო.
- ახლა რაღა მოიფიქრე გენიოსო?
- სახლი ვიყიდე.
- რა?!
- ზახრუმა.
- მეღადავები ხო?
- რას გეღადავები გოგო დღეს ავეჯი უნდა ვიყიდო მთლიანად ყველაფერი. შენ უნდა ამარჩევინო როგორც კრიტიკოსმა იცოდე და კიდე ჩემი ერთი მეგობარი წამოვა ლუკა, გაგაცნობ თან.
- ეგ ისარის ხო? კლასელი შენი.
- ხოო. მოგიყევი ადრეც.
- კარგი გამომიარე აბა.
- ოქეი.
მოკლედ ლუკას მანქანით ჯერ სალოს გავაკითხეთ და შემდეგ საბაში წავედით. ხომ იცით ეგ მაღაზია? საქართველოში ყველაზე ცნობილია,ხოდა მოკლედ ვიარეთ ბევრი, ვიწვალეთ ვარჩიეთ თან გავერთეთ ვიღადავეთ. სალოს და ლუკას ერთმანეთი დაევასათ და გაუგეს. მაგრად დამეგობრდნენ და ცოტა მეჩხუბეს აქამდე რატოარ გაგვაცანი ერთმანეთიო. იმავე საღამოს ამოვატანინეთ კურიერებს ყველაფერი და ავაწყობინეთ. დიდი პლაზმური ტელევიზორი. დიდი ანუ გიგანტური, მეორე შედარებით პატარა უკანა საძინებელში ჩამოკიდე კედელზე. მთლიანად შავი ავეჯი. თეთრი კედლები. საწოლის მაგივრად ხის ფიცრებზე უბრალოდ ლეიბი დავაგდე. არ მომწონს ეს მდიდრული დიდი საწოლები. საწოლის თავზე თეთრი ფარდები ჩამოვკიდე, ძველებურ სტილში ხომ ხვდებით? მთელი საწოლის ირგვლივ რომ არის ჩამოფარებული. ზაფხულია თან არც კოღო შემაწუხებს ღამით და არც არაფერი. მშვიდად დავიძინებ ხოლმე. ჭურჭლის სარეცხი მანქანა, დიდი ორკარიანი მაცივარი, დიდი მინებიანი ვანა ისედაც იყო თუმცა მე მაინც ჯაკუზი მინდოდა და ეგეც დავდგი. მისაღებში დიდი შავი დივანი და თეთრი ბეწვის პუფები დავყარე. ძირსაც თეთრი ბეწვის ხალიჩა დავაგე. მეორე დღეს ჩემი ნახატები ჩამოვკიდე კედლებზე. ბაჩოს თქმა დაავიწყდა რომ სახურავიც მე მეკუთვნიდა. დამირეკა მიდი აიხედე ეგ ჩემი საჩუქარია ჩათვალეო. ჯერ სანამ სახურავზე გავიდოდი ერთ პატარა სამკუთხედ ჭერიან ოთახში ავედი. სხვენი იყო, ეგრევე ერთმა იდეამ დამარტყა თავში. აქ საიდუმლო ითახივით შემიძლია გავაკეთო. მაგ ოთახიდან კი უკვე უკანა ხედზე გადიხარ სახურავზე და მთლიანი ქალაქის ხედი ჩანს. აქ შეიძლება პლედით ამოსვლა პატარა პიკნიკივით და მოკლედ ასე შემდეგ ეგრევე წარმოვიდგინე როგორი ბედნიერი ვიქნებოდი ამ სახლში.
ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ როგორ ვუთხრა ჩემებს რომ უკვე ყველაფერი მზადარის და ვსო საცხოვრებლად გადავდივარ? მოკლედ მივედი სახლში ყველა დავიჯინე და ამოვღერღე.
- ბევრი როარ ვილაყბო. სახლი ვიყიდე. ახალი გარემონტებული. ავეჯიც და ყველაფერიც მოვაწესრიგე. აქ ჩემი ნივთების ასაღებად და წასაღებად მოვედი. სულ ესარის.
ზედა ოთახში ჩალაგებული და გამზადებული ყუთები ლუკას მანქანაში ჩავალაგე და ყველაფერი ჩემს ახალ ბინაში წავიღე. ჩემებს სიტყვის თქმაც არ ვაცადე. ცოტა გამიკვირდა სიმართლე გითხრათ თუმცა მაწყობდა მათი სიჩუმე ასერომ უბრალოდ გავუშვი ლუკა თავისი მანქანით მე კი ჩემი მოტოთი გავყევი უკან. მანქანის სადგომი ლუკას უფრო დიდი ქონდა და ამიტომაც მასთან ჩავიყვანე მოტო. როცა სადგომიდან გამოვედი ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ფანჯრიდან ვიღაც მიყურებდა. ყურადღება არ მიმიქცევია თუმცა ვიგრძენი. ლუკას ვკითხე ვინ იყო ის ბიჭი ვინც მასთან გადასვლა დამასწრო. მან მომიყვა რომ ვიღაც ქართველი ასე თუ ისე ცნობილი რეპერი იყო ჩვენი ასაკის ბავშვებში. ახლახანს ჩამოვიდა მაიამიდანო. თუეგეთი ცნობილია ქირით რატომ არის ვერ ვხვდები. თუმცა რაში მაინტერესებს. მანქანაც დავცალეთ და საღამოს უკვე დაღლილებს პირდაპირ ლეიბზე ჩაგვეძინა ყველანაირი საბნის და ბაკიშის გარეშე. დილით დანგრეულებმა გავიღვიძეთ თურმე ღამით აცივდა და დაგვგრილა. ლუკა წამოხტა ლექციაზე მაგვიანდებაო. წუწუნებდა ჩამეძინა მაღვიძარა არ მქონდა აქ სახლში სულ მაღვიძებსო. ჩემთან გადაივლო და მალევე გავარდა. მე არ მეჩქარებოდა. ამიტომ ავდექი ფანჯრები დავკეტე და ლუკას ფანჯარას რომ უყურებს მაგ ფანჯრიდან გარეთ გადავიხედე. დავინახე როგორ გამოიყვანა მანქანა და გაეშურა სასწავლებლისკენ ვაჟბატონი. დაამ დროს მის ფანჯარას გავხედე, ვიღაც ბიჭი დავლანდე თუმცა ჩემი შეხედვისას დატყდა.მხოლოდ ეგ ფანჯარა დავტოვე ღია და ტანსაცმლის ამოლაგება დავიწყე ყუთებიდან. თან მუსიკა ჩავირთე დინამიკში და ბოლო ხმაზე ავუწიე. როცა ყველაფერი ამოვალაგე და თავისი ადგილი მივეცი შემდეგ მეც გადავივლე მოვწესრიგდი და ხალათით გავტანტალდი მისაღებში. მივხვდი რომ შეცდომა დავუშვი რადგან ის ბიჭი ისევ მიბურღავდა მზერით კეფას, ფანჯრის ჯაშუში. ნეტა რა ვერ იპოვა ამ სახლში ამდენი ყურების მერე. ან რას ეძებს საერთოდ. თუმცაღა ვიცანი. ის ბიჭი იყო წინა დღით ბიჭებთან ერთად რომ იდგა ჩემს ქუჩაზე და მოტოს დაყენებისას მიყურებდა. შოუს ეძებს? მაშინ შოუც იქნება. ფანჯრის პირისპირ დავდექი. ხალათი მიწაზე დავაგდე. ტანსაცმელი ჩავიცვი. და უცებ გავქრი. რაღაც პერიოდი ისევ იდგა მიყურებდა მეძებდა. დამფრთხალი და დაკარგული ბავშვივით იყურებოდა ჩემს სახლში მეკი ამასობაში გადავირბინე ლუკას სახლში შევედი, მისაღებში შესვლამდე კედელს მივეყუდე და ცოტახანი ვუყურე როგორ მეძებდა. მერე გამეცინა და ვკითხე.
- დურბინტი ხომარ გჭირდება?
- ჯანდაბა…. შემაშინე. აქ საიდან გაჩნდი წეღან იქ იდექი.
- იმდენად იყავი გართული ჩემი თვალთვალით რომ ვერც შენიშნე როგორ შემოვედი სახლში.
- რაგინდა აქ? რანაირად შემოხვედი?
- რატო მითვალთვალებ? შოუ როგორ მოგეწონა?
- არ გითვალთვალებ…
- დარწმუნებული ხარ? იმიტორო ბოლოს მახსოვს სხვის ფანჯარაში ძრომიალი თვალთვალად ითვლებოდა.
- კარგი შეიძლება ეგრეც არის მაგრამ, გარყვნილი არვარ.
- არ მაინტერესებს. მეორედ აღარ დაგინახო.
- და არ მეტყვი როგორ შემოხვედი?
- ლუკას დაქალი ვარ ასერომ ვიცი სადაც მალავს გასაღებს. თან ასლიც მომცა რომ რამე დაჭირდეს.
- გასაგებია….
სიტყვის თქმა არ დავაცადე რომ გამოვბრუნდი და წამოვედი. მოტო გამოვიყვანე და უნივერსიტეტში გავეშურე. რომ მივედი სალო გაგიჟებული დამხვდა.
- რა გჭირს გოგო მოჩვენება ნახე?
- უარესი….
- რა ჯანდაბა გეტაკა ამოღერღე
- იკამ მეორე პაემანზე დამპატიჟა…
- და მაგიტო გაქ ეგეთი სახე?
- არვიცი…
- რა არიცი?
- ღირს თუარა.
- რას ამბობ? მოიცა… თუ არ მოგეწონა ვეტყვი არარის პრობლემა ანუ…
- არა არა პირიქით… არვიცი მეშინია რო შემიყვარდეს?
- სულელო. ჩათვალე რო უკვე შეგიყვარდა ეგრე თუ ნერვიულობ მასზე. ერთს გეტყვი რომ არასდროს უტკენია არავისთვის, მხოლოდ მე მიშლის ხოლმე ნერვებს. ასერომ იმის შიში არ გქონდეს რომ რამეს გაწყენინებს ან ეგეთი რამე.
- კარგ ი…
მერე ლექცია დაიწყო და მომიბრუნდა…
- უკვე უარი ვუთხარი….
- რა?! სულელი ხარ?
- დავპანიკდი…. და კატეგორიულად ვუთხარი რო მეორედ აღარ შევხვდებოდი….
- მერე რაო?
- მერე მანდ გავჩნდები 20 წუთში და ისე ამიხსენი რატო არაო….
- მერე?
- მერე უკვე გავიდა 15 წუთი…..
და ამდროს აუდიტორიის კარზე კაკუნი გაისმა, უცებ შემოაღო ვიღაცამ კარო და ბოდიშის მოხდით ლექტორისწინ ჩემმა ძმამ ჩამოიარა. უცებ დადგა ლექტორის მაგიდის წინ და დაიყვირა.
- სალო?
თვალებში მინუსიაქ ამიტო ვერ დაინახა.
- ჯანდაბა….
ჩავიჩურჩულე ჩემთვის.
- სალომე!!!
- აქ ვარ….
სალო შეშინებული წამოდგა და კიბეებზე ჩავიდა. ლექტორს მოუბოდიშა.
- რა მოხდა? რა შეიცვალა ვერ ვხვდები. რამე მივქარე?
იკამ სულ გააფრინა მგონი. თავი ფილმში ხოარ გონია?
სალომ ხელი ჩაავლო და გარეთ გაათრია. მაგის მეტი არაფერი გამიგია რადგან ლექცია გაგრძელდა. მთელი ლექცია გონება სხვაგან მქონდა. აღნიშვნა მინდოდა. სასწრაფოდ თან. სალო რომ შემოვიდა კსევ, გაწითლებული იყო და უკეთეს ხასიათზე ამიტო არც მიკითხავს მივხვდი რო დათანხმდა და რამე. რომ მომიჯდა ეგრევე ვუთხარი. დღეს უნდა ავღნიშნოთ სახლის ამბავითქო. დავგეგმე ყველაფერი. ლექციების მერე მედა სალო საჭმეებს და რაღაცეებს ვიყიდდით, სასმელს ბიჭები მოიტანდნენ. ლუკას და იკას დავურეკე დაპატიჟეთ ერთი ორი ბავშვი და ამოდითთქო. ჩემს დას მართალია ხშირად არ ვახსენებ რადგან საფრანგეთში სწავლობს მაგრამ ისიც არსებობს ჩემს ცხოვრებაში არ დაგავიწყდეთ. წესით უნდა ჩამოსულიყო მაგრამ ფრენა გადაიდოო, ამიტომაც ვერ მოუსწრებდა ფართის. მოკლედ 5-6 კურსელიც დავპატიჟე ვისთანაც შედარებით კარგად ვიყავით მე და სალო. ლექციების მერე დავიარეთ დიდი სავაჭრო ცენტრი და ბევრი რამ ვიყიდეთ. ნეონის ნათურები. დისკოს ბურთი. ჩიფსები. საჭმელი სასუსნავები და ასე შემდეგ… როცა სახლში მივედი. სანი გამახსენდა და სალოს ვკითხე ხომარ დამეპატიჟა. ამანაც რათქმაუნდა კიო. დავურეკე და მოვიწვიე. ვუთხარი რომ შეეძლო ერთი ორი ვინმე მოეყვანა რომ მარტო არ ეგრძნო თავი. 10ისკენ უკვე ყველაფერი მზად იყო. მედა სალომ ჩემთან გამოვიცვალეთ. ძალიან ლამაზად გამოვეწყვეთ. სალოს ტყავის შარვალი და შავი უბრალო კორსეტი-ტოპი ეცვა. წითელი ხასხასა პომადა და მრგვალი საყურეები ეკეთა. ულამაზეზიიყო მართლა. ხელზე და მხარზე მის ტატუებს აჩენდა. მე კი უბრალო თეთრი კაბა ფეხთან ჩახსნილი… სეზგუალურად ვიყავით მოკლედ ორივე. სანამ ჩვენ ვემზადებოდით კურსელები მოვიდნენ, მერე ლუკა ამოვიდა იმ ბიჭთან და კიდე ვიღაც ორ უცნობთან ერთად. მგონი ეს ის ბიჭები იყვნენ ტროტუარიდან. ბოლოს ჩემი ძმაც მოვიდა და აბა გამოიცანით კიდევ ვინ? სანი. მისი დანახვა ძალიან გამიხარდა. მის ძმაკაცთან ერთად იყო. გამაცნო. მე იქ მყოფები გავაცანი. და პიცას ვუცდიდი.
უკვე 14 კაცი ვიყავით. ზარის ხმა გაისმა კართან. წამოვხტი. ცხელცხელი პიცააააააა…. მმმ ისე მშიოდა..
კარი გავაღე და .. არარსებობს. ოღონდ ეს არა. აი სხვა ვინც გინდათ მაგრამ არა ეს!!!!
- აქ რას აკეთებ?
- შენმა ძმამ წვეულებაარისო და მეც აქ ვარ.
ხელით გამწია და ისე შეაბიჯა სახლში თითქოს მისი სახლკარი ყოფილიყო.



№1 სტუმარი მარგარიტა

სიამოვნებით წავიკითხავდი ისტორიას სახელწოდებით,, სიყვარულიდან სიძულვილამდე’’

 


№2 სტუმარი სტუმარი ლილე

გაგრძელებას ხომ აპირებთ?:((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent