სახლი მოჩვენება და კაცი კომბინიზონში
გამარჯობა,მე ზურა ვარ და მოგიყვებით ერთ საშინელ და ისეთ ამბავს რაც არ მოგასვენებთ.მე ვცხოვრობ საქართველოში.მე და ჩემი 3 მეგობარი 2011 წელს, 2თებერვალს,ჩემს დაბადების დღეზე, მე მაშინ მხოლოდ და მხოლოდ 19 წლის ვიყავი და ისეთი ტანჯვა გამოვიარე რომ არავის არ წარმოუდგენია.ზუსტად იმ დღეს წავედით წვეულებაზე მიტოვებულ ტყის სახლში,რამდენიმე სიმღერისა და ცეკვის შემდეგ სახლში ძველი სარიტუალო წიგნი ვიპოვეთ სადაც ეწერა თუ როგორ უნდა გამოგვეძახებინა დემონები და სულები,ეს უბრალოდ თამაში გვეგონა.ჩვენ ერთერთ რიტუალზე შევჩერდით,რიტუალს ძველი ყასაბის სული უნდა გამოეძახებინა.ჩვენ ეს ყველაფერი უბრალოდ სისულელე გვეგონა სანამ შუქები არ ჩაქვრა და თბილ სახლში ყინვამ არ დაისადგურა.ყველას შეეშინდა და ტელეფონის განათება ჩართო,როდესაც განათება ჩართეს,გაყინულ ოთახში განათების მიუხედავათ უკუნი სიბნელე სუფევდა,მესმოდა ჩემი მეგობრების სულის შემძვრელი კივილი,აზრზე ვერ მოვდიოდი რა ხდებოდა,მეგობრების ცუდი ხუმრობა მეგონა,მაგრამ როდესაც ზურგსუკნიდან გახშირებული და მძიმე სუნთქვა ვიგრძენი ადგილზე გავიყინე,მიტრიალებას ვერ ვბედავდი,როგორც იქნა ერთერთი მეგობარი ჩემამდე მოვიდა,სისხლიანი და შოკირებული იყო,ხელი ჩამავლო და გამათრია იქიდან.როდესაც იმ ადგილს მოვშორდით და დასასვენებლად დავსხედით.მეგობარმა მითხრა თუ როგორ დაინახა ვიღაც ნაჯახიანი კაცი კომბინიზონში როგორ კვეთდა თავებს ნიკას და მირიანს,მე რათქმაუნდა ეს ყველაფერი სისულელეთ მომეჩვენა და მეგონა რომ შოკისგან ბოდავდა.როდესაც პოლიციაში მივედით და ეს ყველაფერი განვაცხადეთ ოფიცრებმა სიცილი დაიწყეს, ეგონათ რომ რომელიმე ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებოდით და ნარკო ტესტი ჩაგვაბარებინეს,ტესტი რათქმაუნდა უარყოფითი იყო,როგორც იქნა ორ ეკიპაჟთან ერთად იმ ადგილას მივედით მაგრამ...სახლი აღარსად იყო.პფიცრებმა ცრუ გამოძახების ბრალდებით დაგვაკავეს და ორი დღე წინასწარი დაკავების იზოლატორში გავატარეთ.როდესაც გამოგვიშვეს და სახლში დავბრუნდით ნიკას და მირიანის მშობლები სახლში დაგვხვდნენ, როდესაც მკითხეს თუ სად იყვნენ ისინი მე სიმართლე ვუთხარი,მათაც სიცილი დაიწყეს და გვკითხეს თუ რამდენი დავლიეთ წვეულებაზე, მირიანის მამამ ერთერთი ფილმიც კი გაიხსენა სახელად „წვეულება ვეგასში“.ამასობაში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა,ერთერთი ოფიცერი იყო რომელმაც დაგვაკავა,მან მითხრა რომ სანამ ჩვენ პატიმრობაში ვიმყოფებოდით,იმ ადგილიდან სამასი მეტრის მოშორებით ორი ახალგაზრდის მოჭრილი თავები იპოვეს,და მან ასევე მითხრა რომ იგი ზუსტად იქ იყო სადაც ჩვენ მივიყვანეთ და სახლი მართლა იდგა,ოფიცერს ხმა აუკანკალდა და სწრაფათ გამითიშა,სანამ გამითიშავდა ყვირილისა და სროლის ხმა გავიგე.მე და თომასი დაუყოვნებლივ გავეშურეთ იმ სახლისკენ.როცა მივედით ასეთი სიტუაცია დაგვხვდა...სამი ოფიცერი კარებთან ეგდო თავმოკვეთილი,მე და ლუკას შიშისგან ტანში გაგვცრა,ოფიცრების იარღაღი ავიღეთ და სახლში შევედით,რაც იქ ვნახეთ უბრალოდ კინაღამ გული გაგვიხეთქა,ნიკას და მირიანის სხეულები დანაწევრებული იყო, სახლი სულ სისხლიანი იყო, აუტანელი სუნი იდგა,ჩვენ ისევ ის კაცი დავინახეთ რომელზეც ლუკა მიყვებოდა,ვესროლეთ,გვეგონა რომ მოვკალით მაგრამ იარაღმა ვერაფერი დააკლო,ლუკა გაიქცა და ოფიცრების რაციით პოლიციას შეატყობინა ყველაფერი,სანამ ლუკა მოვიდოდა ის რაღაც მომიახლოვდა,შემეშინდა,კედელს ავეკარი,ხრინწიანი ხმით მითხრა „შემდეგი თომასია“,ამ დროს გავითიშე.როდესაც გონს მოვედი საავადმყოფოს პალატაში ვიწექი,ლუკა,ნიკა და მირიანი ოთახში იყვნენ,გამიხარდა,ლუკას ვკითხე თუ რა მოხდა,მან მითხრა რომ კომაში ვიყავი სამი კვირის განმავლობაში,ჩემი დაბადების დღის წვეულებიდან წამოსულები ავარიაში მოვყევით,მომეშვა,ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი აღმოჩნდა,მაგრამ ინტერნეტი აჭრელებული იყო სამი ოფიცრის მისტიური სიკვდილით.როდესაც პალატის ფანჯრიდან გავიხედე ისე შემეშინდა თვალები დავხუჭე,ის კომბინიზონიანი კაცი დავინახე,კარი გაიღო და ჩემი ექიმი, დოქტორი მამუკა შემოვიდა უცნაური ღიმილით,მომეშვა,მან გვითხრა რომ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა და პალატიდან გავიდა,სანამ გავიდოდა ისევ იმ საზარელი ღიმილით შემომხედა ხრინწიანი ხმით თქვა „ჯერჯერობით“...
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.