შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქრებით დიალოგი თავი 11


12-03-2022, 15:29
ავტორი Ana iko
ნანახია 1 359

მაპატიეთ დაგვიანებისთვის
.....
მითხრა და მეც ფანჯრიდან გავიხედე უკუნითი სიბნელე იყო ტყეში, სრული სიწყნარე, რამოდენიმეჯელ თუ გაისმა შორს გზიდან მანქანის ძრავის ხმა... რამ მოაფიქრა აქ წამოსვლა ან რატომ მოვედით აქ...
- გადადი თუ აქ ჯდომას აპირებ
მითხრა სიცილით, რა უნდა გადავიდე? აქ? ძალიან ღამეა,რამე რომ გამოხტეს, ან რამე რომ შემეხოს, მოჩვენება რომ იყოს? გული გამისკდება
- მე? არა.... ვერა,.... აუ ალექსანდრე!
აბდაუბდა ვლაპარაკობდი დავიბენი და ბოლოს რომ ვერ ვთქვი ვერაფერი გავბრაზდი მანაც სიცილი დაიწყო აუ რა უნამუსობაა რატო იცინის, ახლა მგლის ყმუილიც რომ გაისმას არ გამიკვირდება...
- რა მშიშარა ხარ პატარავ,
ღიმილით მითხრა და ნიკაპის ქვეშ თითები ნაზად ამკრა ისევ ეს ქცევა, სიტვა პატარავ' რატოო მოქმედებს ასე ძალიან პეპლები აფრინდნენ და მეც ხტუნაობა და ყვირილი მომინდა, კარები გააღო და მანქანიდან გადავიდა, პეპლები ისევ სიბნელის შიშმა ჩაანაცვლა და სახეც შემეცვალა, რატო გადავიდა თვალის გაყოლება დავიწყე თუმცა სად? არ ჩანდა, ჩემი მხრიდან გაიღო კარები და მეც ავიხედე, წამოდიო ისე წყნარად თქვა ლამის გულის შეტევა მივიღე მართლა მეშინოდა, გადავედი და თან მას ავეკარი
- ნუ გეშინია არაფერი შეგჭამს, ან რისი გეშინია სულები და მოჩვენებები შენს გვერდით არ არიან?
თქვა და შიშის ზარმა მთელი ჩემი სხეული მოიცვა ასე ბოლოს როდის შემეშინდა არ ვიცი, შიშისგამო გრძნობებს ვგრძნობდი თითქოს რაღაც შემეხო, ან იქ რაღაც იდგა, ენა გადავყლაპე გრძნობა მქონდა რომ ახლა შიშის გამო მოვკვდებოდი, რადგან გული გამისკდებოდა როგორ ვერ ვიტან ასეთი რამე როგორ თქვა! ნაბიჯი მისკენ გადავდგი და თითქოს ფეხზე ვიღაც შემეხოო
- ააააააააააააა ალექს!
ბოლო ხმაზე ისტერიულად ვიკივლე და ალექსანდრეს ავეკარი ლამის ზედ შევახტი
- მეშინიაააა!
ვიკივლე ისევ და ტირილი დავიწყე ჯობდა მოეკეტა! რა მოჩვენებები აუტყდა ამ სიბნელეშიი
- კარგი, კარგი, აქ ვაარ გეხუმრე, ბალახიი შეგეხოოო
სწრაფად დაიწყო ჩემი დაწყნარება
და ფეხი მიწაზე დააბაკუნა, ტყუილად ცდილობს იმდენს ვიტირებ დავაყრუებბ ისედაც გული მაქვს გახეთქილი რა უნდოდა?! რატომ მაშინებდა უარესად?!
- კარგი მომისმინე ჩაიკუზე ფანარს ავანთებ კაი?
ისევ ცადა დაწყნარება, ეს რა მაგარი მყავსს აქ რო ჩავიკუზო ხო გამისკდა გული ალბათ ბალახი კი არ შემეხება ზედ შემომეხვევა,
- არაა მეშინიააა!
შედარებით დავწყნარდი და ისიც კვდებოდა სიცილით თან საყვარელი ხმით იცინოდა თან მაწყნარებდა და ჩემ კივილზე ის სიცილს უმატებდა,
- კაი გააკეთე რაც გითხარი!
სიცილით თქვა ისევ და მეც კანკალით შევასრულე მისი მითითება, ტელეფონი ამოიღო და ზურგიდან რომ ისიც ჩაიცუცქა და ხელები მომხვია მთლიანად გადამფარა ისეთი გრძნობა მქონდა რომელ ურჩხულსაც არ უნდა სდომებოდა ჩემი შეშინება და შეხება ვერ მომწვდებოდა, ისეთი გრძნობა იყო აი საწოლზე რო წევხარ და გგონია საიდანღაციდან ვიღაც ხელს გამოყოფს და შეგეხება თუმცა საბანს რომ გადაიფარებ და უცებ ყველაფერი წყნარდება ზუსტად ისე იყო და მეც დავმშვიდდი ხელები ჩემ წინ ჰქონდა და ფანარიც მალევე აანთო
- აი უყურე არავინაა ,
თქვა და თან ფანარი ჩვენ ყველა მხარეს მიანათა მეც ყველა ნაწილს გადიდებული თვალებით ვათვალიერებდი
- კიდევ გეშინია?
ღიმილით ჩამჩურჩულა ყურთან და თან ყბის ძვალთან მაკოცა ჯერ მის ჩურჩულზე დამიარა სხეულში ჟრუანტელმა და მერე კოცნაზე გამცრა ლამის იმ ადგილზე გავითიშე იმდენად სასიამოვნო იყო, თუმცა ვეცადე სამყაროზე დავბრუნებულიყავი
- ვერ გიტან, დამპალო, იდიოტო, საზიზღარო, ხმამაღალი ტონით ვეუბნებოდი უფრო ვუყვიროდი და ხელზე ხელს ვურტყავდი
- ლამის გული გამისკდაა, ლამის აქვე მოვკვდი, საზიზღარო, მსახიობო,....
ისიც ხელს წევდა რომ დარტყმა აეცილებინა სხვაგან ვერ ვურტყავდი შიშით რომ მომშორდებოდა, და 'საბანი გადამძვრებოდა' ისიც საყვარლად იცინოდა.....
- აქ დარჩი და მოვალ კარგი?
მითხრა როცა კარებში შევედით და უკვე შემოღობილ ნაწილში ისმოდა ნაცნობი ხმა...
- არაა არ დამტოვო გული გამისკდება...
სიბნელის ძალიან ძალიან მეშინია უფრო ასეთი სიბნელის თან ალექსანდრემ ფანარი გამორთო თან კი რაღაც წყლის ჩხრიალის ხმა ისმოდა სადმე უნდა ჩამგუდოს?
- კარგი აი ხელი მომკიდე შუქი უნდა ავანთო...
დამაწყნარა და ხელი ჩამჭიდა მეც კარგი თქო ვუთხარი, ხელები გაჭიმული თოკივით იყო როცა ცდილობდა მიწვდენოდა რაღაცას ხელს არ მიშვებდა..
- ვსო ვანთებ თვალები დახუჭე თორე უცებ სინათლეზე გეტკინება,
მეც მას დავუჯერე და თვალები ძლიერად დავხუჭე შუქი რომ აინთო გვერდში ამომიდგა და დააყოლა გაახილეო, მეც ჯერ მოჭუტული თვალებით მოვავლე თვალი ლურჯი წითელ განათებით არემარეს და შადრევანი რომ შევნიშნე თვალები ვჭყიტე, რაა? შადრევანი, მცენარეები, ყვავილები, როგორ გავს მონტენეგროს ბაღს, დასაწოლი საქანელააა, შადრევანი, უბრალოდ ეს უფრო დიდი იყო ლურჯი განათება იყო წითელიც შადრევანი თეთრად ანათებდა საქანელა ყვითლად, ხის მაგიდა ლამაზი სკამებით და მასაც ვარსკვლავების გამოსახულებით ჰქონდა ნათურები
- ალექსს რა სილამაზეაა
ვთქვი და ადგილზე ავხტუნავდი, ჯერ ისევ ვერ გამოვერკვიე მართლა არსებობს ეს ადგილიი? მისია ანუ?! არა ძალიან ლამაზია აქაურობა სასიამოვნო მოგონებებში გადავყავდი თითოეულ მცენარეს განათებას და შადრევანს...
- აუ რამაგარია ალექს!
ისევ შევხტი თან ტაში შემოვკარი და ალექსანდრეს კისერზე მოვხვიე ხელები
- ზოგადად წვეულებებს აქ ვაწყობთ ხოლმე ფართო ფართი და რამე
დამასწრო სიტყვის თქმა და ცხვირზე მაკოცა, უცებ მოვშორდი და შადრევნისკენ გავიქეცი თევზები იყო თუ არა, არა შევცდი სამწუხაროა აქ რომ თევზები იყვნენ მოკვდებიან ალბათ ათასში ერთხელ მოდის, წყალს ხელი ნაზად გავუსვი და ცას ავხედე ვარსკვლავები ამშვენებდა ცას და მეც გამეღიმა უკნიდან ცხელი სხეული რომ ამეკრო წამით თვალები თავისით დამეხუჭა და თავი მის ლავიწს მივადე ' ნეტავ არ მენახე ალექს!, ნეტავ არ მენახე' გავიფიქრე და ალექსანდრესკენ შევტრიალდი გაკვირვების ნიშნად თავი ოდნავ გვერძე გადახარ ტუჩებზე დამხედა უცნაური საყვარელი თვალებით და თან თმა ყურსუკან გადამიწია,
- ხო ალექს ნეტავ არ მენახე და ასე ნუ მიყურებ!
ვთქვი ბუზღუნით და შადრევანთან ჩამოვჯექი თან მივეყუდე, ახლა ამის მერე დავიტანჯები ალექსანდრე ალბათ ისევ გაქრება მე ისევ ერთიდაიგივეს მოთმენა მომიწევს სახლში ჯდომა და სურვილი თუ როდის მოვკვდები....ვერ ვიტან მამაჩემს, ალექსანდრე ჩემს გვერდით დაჯდა და წამომაგდო უცებ რა უნდოდა ვერ მივხვდი თუმცა მის ფეხებს შორის რომ ჩამსვა და ხელი მომხვია, გულმა სიამოვნებით დაიწყო ძგერა, მეც მას ავეკარი თავი ლავიწზე მივადე და მის მოხვეულ ძლიერ მკლავებს ხელი მოვკიდე, ცალი ფეხი მოხრილი ქონდა ცალი გაშლილი მეც ერთი მოხრილი მქონდა და ერთი კი მოხრილ ფეხთან შევიკეცე
- კარგად ხარ?
მკითხა თან დამხედა მეც მას ავხედე, წამით ტუჩებზე მივაშტერდი იმდენად ახლოს იყო შემდეგ კი თვალის არიდების მიზნით საწყის პოზას დავუბრუნდი
- ალექს სახლში მალე უნდა მივიდე,
ვთქვი თუმცა მას ხმა არ ამოუღია, როგორ არ მინდა არსად წასვლა საერთოდ არაფერი არ მინდა უბრალოდ ეს მომენტი არასდროს დასრულდეს უბრალოდ არასდროს!.... რა მოხდება ყველაფერი რომ გაქრეს, ამ ადგილის გარდა რა მოხდება რომ სხვა დროდ გადაიქცეს, რა მოხდება რომ ოცნებები სრულდებოდეს... ან ჯადოსნური ოქროს თევზი მყავდეს...
- ბევრი რამე ვცადე! ადვილად არ გთმობს მხოლოდ ის გაჭრის რომ თანხმა უნდა დაუბრუნოს მამაშენმა, გასტურების მიზნით თუ არ შეგეშვება შეგიძლია უჩივლოთ და კაზინოს დაუკეტავენ, ეს მამაშენიც მაგარი სი*ი ტიპია მხოლოდ ერთხელ არ აქვს წაგებული ბოლო ერთ კვირაში გადაბმულად ჩაფლავდა, შენც რო გაგყიდოს და თირკმელებიც გაყიდოს ფული მაინც არ ეყოფა
წყნარად საუბრობდა და მეც პირღია ავხედე ვიცოდი რომ სვავდა ვიცოდი რომ დედასაც ღალატობდა მაგრამ კაზინოშიც თუ დადიოდა არსდროს მეგონა, მართლა კრეტინია ამის მერე ასე ადვილად გამინადგურა ცხოვრება ალექსანდრე არ მეგონა თუ რამეს ცდილობდა მეგონა, რომ არც ვახსოვდი
- მაგდენი როგორ წაააგოო?! ნეტავ რაზე ფიქრობდა ან საერთოდ მე რა ვიფიქრო
ამოვიწუწუნე და გვერდი ვიცვალე შემოვტრიალდი მარჯვენა მხრით მივეხუტე და ფეხები მის მოხრილ ფეხს გადავადე მანაც მარცხენა ხელი მომხვია და მარჯვენა მოშიშვლებულ ფეხზე დამადო
მეც სასიამოვნოდ გამცრა
- მაგას მაინც ვერასდროს გადაიხდის ამიტომ ჯობია დავიტანჯო
ამოვთქვი და მის გულისცემას დავუწყე თვლა... თითქოს ყოველი დარტყმა მე მხვდებოდა თუმცა სასიამოვნოდ
- აა ანუ შენ უკვე თანახმა ხარ?
დამხედა საყვარლად და მეც თავი დავუქნიე თან ავხედე
- სამაგიეროდ შენი ტუჩებია უარზე მკლავებიც
მითხრა დაიხარა ნიკაპით თავი მაღლა ამაწევინა და ტუჩის კუთხეში გახეთქილ ნაწილზე მაკოცა თვალები გამიფართოვდა რომ მომშორდა გაოცებული დიდი თვალები ვერ მოვიშორე და ისე ვუყურებდი, რომ დაიხარა უცებ საოცრად ავნერვიულდი, ჩემ სახეზე გაიცინა, მეც ჩემ მკლავს დავხედე ქამრის ნაკვალევზე ჩალურჯებული მქონდა ეს მე არც კი მინახავს მან როდის შეამჩნია? თან რა წყნარია რანაირაად? მეც მინდა მისი სიწყნარე!
- ფული სამ დღეში ჩამოვა მამაშენი იმდენად ჯიგარია ნაღდ ფულზე ითამაშა, საქართველოში ჩემ ფეხებს აქვთ მაგდენი, ამიტომ მამაჩემს ვაჩალიჩებინე კაროჩე სამ დღეში ჩემი ხარ! გადმორიცხვის ვარიანტში ერთ დღეში მოვგვარდებოდით, მარა ჰაკერებს შევე*ი
მითხრა და შუბლზე მაკოცა
რაო? ვერ მოვასწარი გაანალიზება ანუ მამამისი როგორც ვიცი საქართველოში არ არის ანუ სხვა ქვეყნიდან უგზავნის???!! და თან ' სამ დღეში ჩემი ხარო?!' ბოლოს ვერ შევიკავე ფიქრი მიდი და არ გაიფიქრო ბიჭი რომელიც მიყვარს და მგონია რომ ცალმხრივია მეუბნება რომ სამ დღეში მისი ვარ რანაირად არ გავიფიქრო, შემთხვევით გამეფიქრა თან მეც უცებ პირზე ავიფარე ხელი არა პირი რა შუაში იყო მერე თავზე, თავი რა შუაში იყო ბოლოს თვალებზე ავიფარე ხელები, და რათქმაუნდა ჩემი დამაბნეველი და მტანჯველი ადამიანი ხარხარებდა ასე საყვარელი სიცილი მაინც ნუ აქვს! რომ გავბრაზდე! არ შემიძლია ????საოცარი ხმით იცინის
- ხო სამ დღეში! .... დაიხარა წამომწია და ყურში ჩამჩურჩულა " ჩე მი, ხარ" ისევ დამიარა ჟრუანტელმა ჩურჩულზე და მერე სიტყვებზე გაოგნებულმა ავხედე და მანაც გამარჯვებული ღიმილით დამხედა,
- ნუ მიყურებ მასე უცოდველი თვალებით
გაიცინა და ხელი ძლიერად მომხვია რომ ნეკნებში დაველეწე თუმცა მანამ ნეკნებამდე მივიდოდა დარტყმული ადგილები საშინლად მეტკინა და შეკავებაც ვერ მოვითმინე "აა" ისე წამოვიკივლე, აი შემდეგ კი ისევ გაფართოებული თვალებით ავხედე
- სერიოზულად? ხელი არც მომიჭერია
გაკვირვეულმა თქვა და ხო რა უნდა ვუთხრა ახლა? ჩემი გონება გასულია მომსახურების ზონიდან...
- ხო უბრალოდ წამოვიკივლე
ვთქვი და ისევ მივეხუტე რა მაგარი გამართლება ვიცი ხოლმე ჩემზე საუკეთესო ლექსიკონის პატრონს ვერ იპოვით იშვიათი გამოშვება ვართ ასეთები
- უბრალოდ არ კივიხარ ხოლმე
თქვა და ხელი ისევ მომიჭირა ენას კბილს ვაჭერდი რომ არ მეკივლა და არ შემემჩნია ვაიმე მემგონი ჩემი მოკვლა უნდა ახლა სხვა ადგილას მომიჭირა და აქ იმდენად მეტკინა ვერ შევიკავე პატარაზე შევხტი და უცებ ზმუილიც ამოყვა და მაინც დალურჯებულზე მისი ნახვა სწორი არ იყო...
- ფუ შენი! მაჩვენე რა გჭირს!
წამოიწია და მაიკას წვდა
- ააა გაგიჟდიი ძალადობ ჩემზე?!
გავიცინე სიტუაციის განსამუხტად ისე ეძგერა ჩემ ისედაც დეკოლტიან მაიკას
- ამ შემთხვევაში ხო
მითხრა და ხელები გამიკავა არაა არა რა, რა მოხდება არ ნახოს თან უზომოდ მრცხვენია ,უკან მის ფეხზე გადამაწვინა და წამოწევის საშვალებას არ მაძლევდა ვფართხალებდი და მასაც უჭირდა ნორმალურად მოქმედების გაკეთება
- გაჩერდი, ანიბანი, ნუ მაიძულებ მაიკა ზედ შემოგახიო,
აი ამას ქვია კულტურულად დამუქრება ეს ისე გიჟია არ გაუჭირდება შემოხევა ამიტომ გავჩერდი
- კარგი ნატკენებია უბრალოდ არ არის საჭირო ნახვა
ვთხოვე და წამოწეული თავი ძირს დავდე
- იმედია არ გრცხვენია ხო?
ღიმილით დამხედა,იჰ იდიოტი და ამით რა მითხრა ვითომ
- თუ მრცხვენია?!
ვკითხე კოპებ შეკრულმა
- ხო მართალი ხარ პირველად ვხედავ
თვალის ჩაკვრით მითხრა და მეც სირცხვილისგან ცეცხლი მეკიდა მაიკა აწია და მეც თვალებს ძლიერად ვხუჭავდი აი ნატკენ ადგილზე თითის ჩამოსმა რომ ვიგრძენი კანი დამეხორკლა, სად წავიდეე მოვკვდები ახლაა ამის ცინიკურობას რა მოითმენს, მალევე დამიბრუნდა მაიკა ადგილზე მანაც ხელებზე მომქაჩა და წამომაყენა, სახე შეცვლილი ჰქონდა თუმცა არ იმჩნევდა წამით ვუყურებდი მიკვირდა არაფერს აკეთებდა ხმასაც არ იღებდა, არც ფიქრობდა, რათქმაუნდა ყველაფერი ისედაც ცხადი იყო ლაპარაკი აღარ ჭირდებოდა, მას მივეხუტე ისევ და მისი ხელი წელზე მოვიხვიე.....
ხელებს მხვევდა თან ჩემ თითებზე თამაშობდა, უბნის შესახებ მოვუყევი დღეებზე ღამეებზე ცემა გამოვაკელი რათქმაუნდა ყველა, საჭირო არც იყო მისი მოყოლა, ცხადი ოყო ყველაფერი, უბრალოდ ვთქვი რომ შევეპასუხე და იქ მისახვედრი იყო რასაც იზამდა, თავზე ხშირად მკოცნიდა და მეც თვალები მეხუჭებოდა,
- არავის არ მოვუკითხივარ, ან შეიძლება მირეკავდნენ თუმცა მე არ მაქვს ტელეფონის კარტა, წამართვა ინტერნეტიც არ მაქვს მოკლედ ტელეფონი ჯობდა არ გეყიდა
ღიმილით ავხედე, და მანაც საოცარი თვალებით დამხედა თან სახე "შემითვალიერა" როგორ მსიამოვნებს იცით თითოეული მისი შეხება ვერ ავღწერ მასზე რომ ვაპირებ ფიქრს ვერც ვფიქრობ არ შემიძლია, ფიქრების შეკავება ტანჯვაა, ვაღიარებ,
- თქვენზე მომიყევით ახლა
ხელები წელზე მოვხვიე
- გიო, ნინა, დემეტრე, რავი შენზეც.,
- ჩვენ რავი ახლა აქაური სასტავი უფრო ვართ გიო თავის გზაზეა რამოდენიმეჯელ ვნახეთ პროსტა, ნინა დემეტრე დაგვყვებიან და რავიცი ამ სასტავში ერთი ტიპი არ მომწონს (გამეკრიჭა) მარა რას ვიზამთ... აქ გართობის ტ*აკი აღარავის აქ სამუშაო და ასე შემდეგ
მეც გავიცინე ისე საყვარლად და მოკლედ მოყვა,
- გიო რანაირადაა თავის გზაზე?
ვკითხე დაბნეულმა, როცა მახსოვდა რომ ყოველ დილით საღამოს თუ შუადღეს ერთად იყვნენ
- ეგ იქ გავიცანით მონტენეგროში მეორე დღესვე და იმის მერე ჩვენთან იყო ხოლმე რა,
მოკლედ მითხრა და თან თმაზე ხელი გამკრა
- იცი მე რა მაინტერესებს, ამწია და ფეხზე შემომისვა მეც მას გავუტოლდი, და თვალებში გაკვირვებული ჩავაშტერდი თან თავით ვანიშნ რა? მეთქი
- მეტი მოკლე კაბა არ გქონდა?
მკითხა და მეც დამცხაა მანქანაში ხომ განვიხილეთ აუ მაიმც ვერ ავცდი ხმა ვერ ამოვიღე და უბრალოდ გავეკრიჭე, მანაც გაიცინა
- მაინც არაფრის გამკეთებელი იყავი,
თავი დაიწყნარა ისევ ძირს ჩამომსვა და ხელები მომხვია, მეც გამეღიმა და ხელები მოვხვიე
- გინდა ბავშვები ნახო?
მკითხა და მეც ვარსკვლავები ამენთო თვალებში
- სერიოზულად?
სწრაფად წამოვიწიე და ბედნიერმა ვკითხე მანაც თავი დამიქნია და მეც რომ ტაში შემოვკარი მანაც ტელეფონი ამოაცურა ჯიბიდან.....
.........
ნახევარ საათში ნამდვილად ყველა ერთად ვიყავით ნინა ხტუნაობდა სიხარულისგან და დემეტრე დასდევდა ნელა ჩემო სიცოცხლე ბავშვი ნაადრევად არ გამოგძვრესო,
- აა ჩემო საყვარელოო, როგორ უზომოდ მომენატრე, რატომ გაქრიიი,
მოშორებას აშკარად არ ცდილობდა ნინა და ძლიერად მეხუტებოდა მეც ძლიერად ვხვევდი ხელს მონატრებულს
- გეტყვი საყვარელო ყველაფერს გეტყვი...
მეც ჩავჩურჩულე და ნინაც რომ მომშორდა და სახეზე თბილი ნატიფი თითები ნაზად მომისვა მეც ბედნიერი ღიმილით ავუთვალიერე საოცრად ლამაზი სახე,
- შე*ემა თუ სასტავით მოდიოდი რამე ვერ წამოიღე?
შადრევნის ქვაზე ერთმანეთში ახლართული მკლავებით გამოძახა ალექსანდრემაც და უკნიდა უცნობმა ბიჭმა რომ დიდი გატენილი ცელოფანი აწია დასანახად ალექსანდრესაც გაუსწორდა
- გაიცანიიი, საბა და ბაჩი, ეს კი ჩემი ქმარი დემტრეაა
გამაცნო ნინამ შავთმიანი ცინიკური და გველური ღიმილის პატრონი და ასევე შავგვრემანი მუქი ყავისფერთვალება ბიჭი ბოლოს თავის ქმარიც ვითომ არ ვიცნობდი და მეც გამეცინა,
- სასიამოვნოაა, ვთქვი და ბიჭებს მივესალმე ახლა დემეტრეს გავხედე
- მგონი გიცნობ ხო?
საჩვენებელი თითი ავუწიე და თან თითქოს ვიხსენებდი საიდან
- მემგონი კი
მანაც მითხრა თუმცა რადგან სხვა სიტყვები არ ამოთქვა ანუ ნამდვილად არ ცდილობდა ცინიკურად ცანცარს, ღიმილით დამადგა თავზე და არც დაფიქრებულა ისე მომეხვია
- მემგონი მომენატრე გოგო,
საყვარლად მითხრა თან მის სხეულზე ამიკრა ამწია და ჩემიანად დატრიალდა, ტკივილისგან ხმა გამიწყდა თუმცა მიწას რომ დავუბრუნდი მომეშვა და მეც მოვშორდი
- ოუუ ვიღაც მამიკოობისთვის ემზადება არაა?
ღიმილით მოვუჩქმიტე მარჯვენა ლოყა და ისიც ტუჩებ დაბუშტული საყვარლად იყურებოდა მაშინვე მისი ნაჩუქარი სოსკა გამახსენდა, უკვე დროა ვაჩუქო
- ხოო აბაა ორი გოგო მეყოლება ერთის ნაცვლად
უცებ მოწყდა ადგილს უკან ნინას დაავლო ხელი და ბუმბულივით ააფრიალა ნინამაც სიცილით შეკივლა თან ხელში ტკბილეულის ყუთი ეკავა, დემეტრე ღიმილით დაწვდა საყვარელი ქალის ბაგეებს და მეც გამეღიმა, თუმცა არასასიამოვნო შეგრძნებები მივლიდა როცა უცხო მზერას ვგრძნობდი, უცხო თვალების პატრონს შევხედე უკუნით შავ თვალებს შავი წინ გადმოწეული თმა ოდნავ უფარავდა რაც საშიშ გამოხედვას უქმნიდა, თვალს არ მაშორებდა და ღიმილით მათვალიერებდა თავიდან-ფეხებამდე, არასასიამოვნოდ და უხერხულად შევიშმუშნე ძალით გავუღიმე უკან მოვტრიალდი და ალექსანდრესკენ დავიძარი
' ალექს შემოგიერთდები იმ ვარიანტში, რომ სასტავში ერთი ტიპი არ მოგწონს' გავიფიქრე თან ალექსანდრეს ვუყურებდი ' ასე უცებ არ ველოდი' ფიქრებითვე დამიბრუნდა პასუხი, ყავსიფერთვალებამ ანუ ბაჩი თავის პარკიანად ხის მაგიდისკენ წავიდა და პარკი მაგიდაზე შემოდო თან პროდუქტების ამოლაგებას შეუდგა... მეც ალექსანდრეს გვერძე შადრევანს ჩავაშტერდი და თან თითები მოვუსვი წყალს ვარსკვლავებს ავხედე და უნებურად გამეხსნა ბაგეები, 'ბავშვობაში მეგონა რომ თუ ვარსკვლავებს დავითვლიდი მეჭეჭები მართლა ამომივიდოდა, ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი არ ამეხედა ღამით ცაზე, ვხვდები რომ ვიკლებდი იმ სილამაზის და საოცრების ნახვას რაც ჩემს თავზე ხდებოდა...' ფიქრებითვე ვიხსენებდი ჩემს ქცევას და თან მეღიმებოდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე ალექსანდრე კი მიყურებდა და რათქმაუნდა მისმენდა
- აუუუ გიო და ლილიასაც შევატყობინოთ რაა გთხოვთ
უცოდველი თვალებით გამოგვხედა ნინამ და მეც ალექსანდრეს შევხედე მართლა გამეხარდებოდა მათი ნახვა,
- ბაზარი არ არი ეგ თე*ლი კაცი იმენა დაგვიკიდა როჟამ უნდა ვაზღვევინო...
დემეტრემ გამოგვძახა და თან ერთი ლუდის ქილა გახსნა
ალექსანდრეს ხმა არ ამოუღია ისე ამოიღო ტელეფონი და ნომრის ნახვის შემდეგ ტელეფონი ყურთან მიიტანა
- მომისმინე შე *ლეო
დაიწყო ალექსანდრემ როცა ტელეფონიდან პასუხი დაბრუნდა
- შენ სახლთან ვარ გამოა*ჯვი უნდა დაგხვრიტო...
კბილებში გამოცრა ალექსანდრემ და თითქმის მთელი ზიზღით ამოთქვა ყველა შეშფოთდა ნინა ალექსანდრესკენ დაიძრა კოპებშეკრული და დააყოლა რა ჯანდაბას აკეთებო
- გელოდები!
იყვირა ალექსანდრემ უცებ და მეც შევხტი გაგიჟდა რას აკეთებს?! მითუმეტეს ნინასთან როგორ იქცევა ასე... ან რა სახლთან რას აკეთებს?
- გამო....ვდი ბიჭო?
დემეტრემაც გამოძახა მაგიდიდან,
ცოტახნით გიოს უსმენდა და მალევე დააყოლა "ხო" ვო 'ვიხუმრე' გავიგე ხმა და მომეშვა მთელი სხეულით დაჭიმული ვიყავი
- იხუმრა ნინაა დაწყნარდიი
ვთქვი ნინას სახეზე და მას მივუახლოვდი
- კარგად ხარ?
თან ვკითხე და ხელები მოვხვიე მთლიანად დაჭიმულს სახეც ისეთი ქონდა რომ უნდა ეტირა, მის სახეზე ავნერვიულდი ნუთუ ასეთი რამეები შეუძლია ორსულობას? ასეთი გულჩვილს და მიამიტს გხდის გოგოს? აჰჰ 'ალექსანდრე რა იდიოტი ხარ' ამოვაყოლე ფიქრს
- იხუმრა მისი ამბავი ხო იცი
- გავგიჟდი კი არა ადგილს მოგწერ და შენ ლილიას დაადექი თავზე მაგის მისამართსაც მოგწერ ანიმ იცის და წამში აქ გაჩნდი....
დაუდგინა ყველაფერი აცადა რამე რომ ეთქვა და ცოტახანში გათიშა
- შენ გიჟი ხარ ბიჭოოო?!
უყვირა ნინამ და ალექსანდრე ღიმილით წამოვიდა ჩვენსკენ
- არ მომიახლოვდე კრეტინო ლამის გული გამისკდა!
ისევ საოცარი შიშის თვალებით უყურებდა ძმას და თან უყვიროდა ალექსანდრე კი უკვე სიცილით მოუახლოვდა ნინას და მეც გვერძე გავიწიე
- კარგი რა ნინაჩკა, როდიდან ხარ ასე მშიშარა
ღიმილით უთხრა ნინას შუბლზე აკოცა მოიხარა მუხლებს ხელებით დაეყრდნო და ნინას გაუტოლდა
- ჰმ?....როდიდან?
ღიმილით და ცინიკურად კითხა თან კითხვას თავი დააყოლა
- გაეთრიე დამპალი ხარ
ნინამაც საყვარელი გაბრაზებით და უკვე დაწყნარებულმა უთხრა ალექსანდრეს და ბუზღუნით შეაქცია ზურგი მაგიდისკენ წასასვლელად ალექსანდრემ დაიჭირა მუცელზე ხელები მოხვია და ნინას ყელში აკოცა
- შენ ბიჭს მაგარ ნაშებში წავიყვან....
დაამატა და კიდევ ერთხელ მიაკრო ამჯერად ლოყაზე ტუჩები
- ხო მარა ეს გოგოა
გამოძახა დემეტრემ თავდაჯერებული ხმით და ნინაც საყვარლად ახარხარდა
- ააჰ როგორ უნდა გოგოოო
სიცილშივე თქვა და ალექსანდრეს სიცილით აეკრო მეც მის ხარხარზე გამეცინა და ბაჩიც აგვყვა.....
უკვე ნახევარ საათზე მეტი იყო გასული ჩვენ ვსაუბრობდით მუსიკებს ვუსმენდით და ვმღეროდით კიდეც ორი ადამიანის გარდა ეს ალექსანდრე და საბა იყო ორივემათგანიდან დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი, საბას გამოხედვა თითქოს მღრღნიდა ან რამეს მიპირებდა მაშინებდა კიდეც ალექსანდრე კი შიშს ფანტავდა და ხასიათზე მოვყავდი, ალექსანდრეს ტელეფნოს ხმა რომ გაისმა მუსიკას ნინამ ჩაუწია, და ალექსანდრეს გახედა
- ფუ ბლიად, კაი მაცადე გამოვალ,
-.........
- *რაკი არ ათამაშო გამოვდივარ,
ლაპარაკშივე წამოდგა არცერთისთვის არაფერი უთქვამს არც კი შემობრუნებულა ისე დატოვა 'ბაღი' ეთქვა მაინც რომ მათ უნდა დახვედროდა იდიოტი!...
ყველა გართული იყო საუბარში გვერძე ნაცნობი თვალები ვიგრძენი, იქნებ სულაც არაა ეს ადამიანი ისეთი როგორიც ჩანს რატო მეშინია, ან რატომ ვარ მის მიმართ გრილი
- დიდი ხანია გაკვირდები და ვხვდები რო მაგარი ფეხები გაქ!
დაბალ ბოხ ბარიტონზე გამცრა, და მას წამით შეშინებული თვალებით ავხედე რას ცდილობს ამ სიტყვებით უცხო მამაკაცი რომელიც თავის წრეში ქალს აბავს, ამაზრზენია
- ვიცი....
მოკლედ მოვუჭერი და თვალებში დაჟინებული მზერა მივაბყარი, სრული შიში გამიქრა მის მიმართ ახლა სხვა არც ზიზღის, უცნაურ გრძნობას ვგრძნობდი მის მიმართ რატომ ვიციქრე რომ მაბავს იქნებ უბრალოდ შემაქო, ფიქრები გავყარე და ვეცადე თბილი ვყოფილიყავიის მიმართ შემდეგ სიტყვებში
- თავდაჯერებულობა შენნაირ ქალს ჭირდება რაც გაქვს...
წყნარი ხმით თქვა და ხელები მაგიდაზე შემოაწყო, ამ თემას არ ეშვება მაღიზიანებს...
- ზედმეტადაც კი
დაამატა და გამომხედა, ამაზრზენია
- გმადლობ...
მეც სიტყვა მივუგდე და ბაჩის ქილა გამოვართვი
- და ხო რა თქვი სად ვსწავლობდიო...
მივუგე ბაჩის ვითომ დაინტერესებულმა და მას მივუჯექი, ისიც სახე გახსნილი მოტრიალდა ჩემსკენ და საუბარი დაიწყო,.....
........
- აუუ რა სასტავიიი
წამოიყვირა დემეტრემ როცა ბაღში ლილია და გიორგი შემოვიდა ფეხზე წამოვდექით და მათთან უნდა წავსულიყავი მეგი რომ შემოვიდა და მას ალექსანდრეც მოყვა მეგიი? აქ რა უნდაა? თვალები ლამის გადმოვყარე რანაირად ის აქ ?
მათკენ წავედი და ლილიას მოვეხვიე....
- მაპატიე რომ ვერ გნახე მე შენთან არ მიშვებდნენ,
ჩამჩურჩულა და მეც გაკვირვებული მოვშორდი და შევხედე ეს ჩემთან იყო მოსული? დამპალი რობოტები! ჯანდაბაში წასულან
- არაუშავს ლია მთავარია მოსული იყავი ...
ვუთხარი და კიდევ ერთხელ მოვეხვიე, მის უკან მდგარ გიოზე გადავედი და მოხვევის თანავე მომიკითხა
- როგორ ხარ მაჩო?
მკითხა და მეც ღიმილით მოვშორდი
- კარგად გიუშ შენ,
მეც გულრწფელად მოვიკითხე მონატრებული და მეგიზე გადავედი
- შენ აქ რა გინდა გოგო?!
ჩურჩულით ვკითხე და მანაც მხრები აიჩეჩა
- ლილიას ეძახოდნენ და მეც წამომათრიეს კიდევ კარგი!
ბოლოს გაბრაზებულმა თქვა
- რას მიბრაზდები?!
- რანაირად გამოიპარე ან ჩემთან რატომ არ მოხვედი?! ისევ მეჩურჩულებოდა თან მეჩხუბებოდა
- ოო რადროს ეგაა!
თავის დასაღწევად ვთქი და შემდეგისკენ წავედი
- უი მორჩაა?
ამოვთქვი დაბნეულმა და მათაც გაიცინეს
- და მერე კი არ ვიკბინები! მოდი... პატარავ
თქვა ბოლო ცინიკური ღიმილით და მაჯაში ჩავლებული ხელით ზედ ამიკრო
' ალექს გაგიჟდი' ფიქრებშივე ვთქვი და ისიც ღიმილით აშტერდებოდა ჩემს ბაგეებს რაც მაბნევდა.... მეორე ხელით ხელი გავინთავისუფლე მასაც აღარ ვუწვალებივარ, ვგრძნობდი რომ ამდენი ხნის მერე, მზემ ისევ გამოანათა ჩემს გულში, რაღაც უცნაურ ბედნიერებას ვგრძნობდი და ვცდილობდი მეტად, გამელამაზებინა საღამო ვცდილობდი არ მეფიქრა სხვა რამეზე, უბრალოდ ვცდილობდი ვყოფილიყავი ისევ ბედნიერი.... მოკლედ მოვყევი ჩემი ისტორია რომ გაეგოთ რა ხდებოდა ჩემს თავს, საბა მეტად გვაბნევდა, ხან მხიარული იყო ხან ისეთი გამომეტყველება ქონდა თითქოს ვიღაცას რაღაც ბოროტულს უმზადებდა,
ვუსმენდი ისევ დემეტრეს ხუმრობებს, გაბრაზებულ ნინას, და ისევ ჩამესმოდა მათი სიცილის ხმა,.....



№1 სტუმარი სტუმარი ნიკა

აუ ანუშკები რა გამისწორდა დადებული რომ ვნახეეე, ძააან მაგარი თავია ,ტკბილად დამეძინება ახლა, ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან მაგარი რომ ხარ უკვე გითხარი?!... აი დაცემააა ამაზე მაგარი მგონი არაფერი წამიკითხავს.♥️♥️♥️♥️♥️♥️

 


№2  offline წევრი Ana iko

სტუმარი ნიკა
აუ ანუშკები რა გამისწორდა დადებული რომ ვნახეეე, ძააან მაგარი თავია ,ტკბილად დამეძინება ახლა, ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან მაგარი რომ ხარ უკვე გითხარი?!... აი დაცემააა ამაზე მაგარი მგონი არაფერი წამიკითხავს.♥️♥️♥️♥️♥️♥️

უზომოდ დიდი მადლობა იმედია ნელ-ნელა უკეთესად დავწერ მეტი ლოგიკით და ასე შემდეგ შენ კი უღრმესი მადლობა ❤️❤️ მოტივაციისთვიის❤️გყვარობ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი კესო

♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️

ახლახანს აღმოვაჩინე და მომეწონა ველი შემდეგ თავს.

 


№4  offline წევრი Ana iko

სტუმარი კესო
♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️

ახლახანს აღმოვაჩინე და მომეწონა ველი შემდეგ თავს.

მადლობა საყვარელოო, დავდებ აუცილებლად❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი ირ კა

იმედია შემდეგი თავი მალე იქნება????

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

არ მეყოო❤️ გადასარევი თავია

 


№7  offline წევრი Ana iko

ირ კა
იმედია შემდეგი თავი მალე იქნება????

დიაახ მალე იქნება ❤️❤️❤️

სტუმარი მარიამი
არ მეყოო❤️ გადასარევი თავია

მადლობა მარიამ ❤️❤️❤️❤️

 


№8  offline წევრი teko❤️❤️❤️

აუუ როდის ჩავალ ბოლოშიი ეს რა მაგარი ისტორია გქონია ააქქ ამას მიმალავდიი გეხუტე მე შენ ტბილოო ❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent