შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი სეზონი (1თავი)


13-03-2022, 21:03
ნანახია 1 183

,...მეგონა ვიყავით შექსპირის ლამაზ რომანში,
როგორც რომეო ჯულიეტას სიყვარულში დამწვარი.
იმ დღეს დავლიე საწამლავო-შენი სიტყვები
და მოვიკალი თავი,რომ გენდობოდი.
აღარც რომეო,ჯულიეტა გვიშველის აწი.
ჩვენი სცენარი,ჩვენი სპექტაკლი,ჩვენ დავდგით უწინ
და ვიზღვევთ გატარებულ წუთებს უერთმანეთოდ..."
1
მზის სხივებს მოეცვა ჩემი ოთახი.ხელის ცეცებით მოვძებნე ტელეფონი საწოლში. საათს დავხედე. მაღვიძარას დარეკვამდე სამი წუთი იყო დარჩენილი.თვალები დავხუჭე და შევეცადე ეს სამი წუთი საუკუნედ მექცია. მაღვიძარას დარეკვის შემდეგ ზოზინით წამოვდექი საწოლიდან.დაბნეულმა ცალი ფეხი კომოდს მივარტყი და ძირს დავვარდი.
-ყველაფერი რიგზეა?-გავიგონე კარზე კაკუნი .ჩემი ძმის,სკოტის ხმა იყო.
-კიი,ჩაის მომიმზადებ, სკოტ?-გავძახე და თან ხელით ვიზელდი ნატკენ ფეხს.
-რა თქმა უნდა!
გარდერობი გამოვაღე და დავიწყე ფიქრი იმაზე.თუ რა ჩამეცვა. ვიდექი და ველოდებოდი როდის დამიძახებდა რომელიმე სვიტერი ,,ჰანა,მოდი ძვირფასო ჩამომხსენი".ათწუთიანი ფიქრის შემდეგ ჩვეულებრივი ჯინსი ამოვიცვი და თეთრი სვიტერი გადავიცვი. სამზარეულოში გავედი და დავინახე სკოტი რომელიც ჩაიში შაქარს ჰყრიდა.
-ინებეთ ქალბატონო!-თქვა,ჭიქა მომაწოდა და გამიღიმა. სკოტმა სკოლა გასულ წელს დამთავრა და ახლა კოლეჯში სწავლობს.მეკი სკოლის დასრულრბამდე კიდევ ორი წელი დამრჩა. ჩაი მოვსვი, ისეთი ტკბილი იყო ძლივს გადავყლაპე.სკოტის მალულად ჩაი ნიჟარაში ჩავღვარე და სააბაზონში გავედი. პირი დავიბანე და შევეცადე ჩაშავებული თვალები ჩემი დედინაცვალის, ჯენას პუდრათი დამემალა.სააბაზანოს კარი ღია მქონდა და სარკეში სკოტი დავინახე კართან მდგარი.
-დიდი ხანია მამა წავიდა სამსახურში?-ვკითხე სკოტს.
-დილას ადრიანად წავიდა.-მიპასუხა და კარს მოშორდა. კარი კვლავ გამოძრავდა:
-აბა ჩემი ლამაზი გოგოო როგორ ხვდება ახალი სკოლის პირველ დღეს?-კარი უფრო ფართოდ გააღო ჯენამ. ქერა თქმა დატალღვოდა და ცისფერი თვალები უციმციმებდა.
-ვცდილობ ჩემს სახეს რამე მოვუხერხო, მაგრამ აშკარად არაფერი გამომდის!-ვუთხარი ჯენას და პუდრით სავსე კოლოფში ეჭვით ჩავიხედე.
-ამას მე მივხედავ-სააბაზანოში შემოვიდა. მწვანე მაისური და შავი შარვალი ეცვა. მამამ ჯენა დედის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ გაიცნო ძველ სამსახურში. სადაც მამა სარეკლამო კომპანიის იდეების მიმწოდებელი იყო, ხოლო ჯენა მენეჯერი. ნიუჯერსი სადაც ჩვენ გადმოვედით ჯენას მშობლიური შტატია,უკეთესად ანაზღაურებადი სამსახური შესთვაზა მისმა მეგობამა,მისთვისაც და მამასთვისაც.დედას გარდაცვალებიდან 7წელი გავიდა. მამა თავიდან სულ სვამდა.როდესაც მამას და ჯენას ამბავი გავიგეთ გაგვიხარდა. მამა ახალგაზრდა კაცი იყო და სჭირდებოდა გვერდში მდგომი ადამიანი. სკოტიც კარგად შეეგუა ამ ამბავს. მამასთვის მაინც ძნელი აღმოჩნდა 16 წლიანი ქორწინების ცოტათი დავიწყება, ყველა ოთახი, კუთხე, ყველაფერი დედას გვახსენებდა. ეს ჩვენთვისაც მძიმე იყო. თითქოს ეს ყველაფერი ცხოვრებაში ახალი ნაბიჯის გადადგმაში გვაკავებდა. ჯენას იდეამ რომ ახალ ქალაქში გადავსულიყავით დიდი მოწონება დაიმსახურა. ნიუ-ჯერსი ჯენას აჩემება იყო.
-მე ცოტას გავივლი-თქვა სკოტმა და ყურებზე ყურთსასმენი მოირგო. სააბაზანოს კარი მოგვიხურა და ცოტახანში მთავარი კარის დაკეტვის ხმაც გავიგეთ. ჯენამ სააბაზანოში მდგარი კომოდი გამოხსნა და რამდენიმე მაზი, თვალის ფანქარი და ტონალური ამოიღო. ძალიან ნაზად წამისვა ეგრედწოდებული სახის დამატენიანებელი და შემდეგ პუდრა. თვალებზე კი მკრთალად წამისვა შავი ფანქარი.
-არაჩვეულებრივად გამოიყურები, ჰანა!წარმატებულ დღეს გისურვებ! დღეს კომპანიაში არ მივდივარ,ვისვენებ. მოდი მანქანით წაგიყვან გინდა?-თქვა და სარკეში ჩაიხედა. უმაკიაჟოდაც ძალიან ლამაზია ჯენა.თავი დავუქნიე,ჩანთა მხარზე გადავიკიდე დაგარეთ გავედი. მთელი გზა ახალ სკოლაზე ვფიქრობდი. დიდად გულდაწყვეტილი არ ვარ ძველი სკოლიდან წამოსვლის. იქ არც პოპულარული ვიყავი და არც ნორმალური მეგობრები მყავდა. ერთადერთი ვისი დატოვებაც არ მინდოდა ემა იყო, ჩემი ბავშვობის მეგობარი. თუმცა ერთმანეთს დავპირდით რომ ყოველ დღე დავურეკავდით.
-წარმატებულ დღეს გისურვებ ძვირფასო!თუ რამე რიგზე ვერ იქნება დამირეკე კარგი?-მითხრა ჯენამ როდესაც მანქანა ჩემი ახალი სკოლის წინ გააჩერა.
-გმადლობ!-თბილად ვუთხარი და ჩავიხუტე. მანქანიდან გადმოვედი და მამას შეტყობინება მივიღე ტელეფონზე: ,,ჩემო ტკბილო,წარმატებული დღე".მამა ყველაზე მეტად მიყვარს.ყველაფრის მიუხედავად.მან ჩემი და სკოტის მომავლისთვის საკუთარი ქალაქი დატოვა და მოგვცა შანსი იმის,რომ ახალი სუფთა ცხოვრება დავიწყოთ.ვფიქრობ აქ გადმოსვლა კარგიცაა. ხანდახან მტკინვეული მოგონებები არამარტო თავში არამედ ჩვენს ირგვლის არსებულ საგნებშიც ინახება. ისინი არასოდეს გვაძლევენ სააუალებას გავექცეთ მათ. ყოველთვის თავს გვახსენებენ. ეს სკოლა ოდნავ განსხვავდებოდა ჩემი ქალაქის სკოლაზე. პრსართულიანი ნაცრისფერ კედლიანი შენობა გარედან პულივიზატორებით მოეხატათ. მთლად ნახატებსაც ვერ დავარქმევდი. იყო წითელი სიმბოლოები, სახელები, სკოლის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები, დახაფული იყო რამდენიმე თავის ქალა და გველი. ამ ორმა ნახატმა რაღაცნაირი შიში დამიფულა. ეზოს თვალი მოვავლე. როგორც ჩანს სკოლას ავტობუსი არ ჰყავდა რადგან არსად ეყენა. ბავშვები მოდიოდნენ სკეიტით, ველოსიპედით ან მანქანით. ათასნაირი ტიპის ბავშვი იყო. ზოგი ძალიან მდიდრულად ჩაცმული, ნაზი დახვეწილი გოგონევიც ირეოდნენ. იყვნენ გულშემატკივართა გუნდის გოგონები მოკლე წითელ-თეტრ კაბებში. წითელი ბანტებით თავზე. იყვნენ დაკუნთული, მაღალ კლასელი ბიჭებიც, სკოლის საფეხბურთო გუნდიან მწვანე მოსაცმელებით. იყვნენ ტყავის პიჯაკში გამოწყობილი პირსიგიანი ბიჭებიც და გოგონებიც. ღრმად ჩავისუნთქე და სკოლაში შევედი. ყურადღება ჩემთვის არავის მოუქცევია. დერეფანი მუქ ნაცრისფრად იყო შეღებილი და ასეთივე ფერის კარადებჯ იდგა. დერეფანში ერთი ქალი იდგა. შავი მოკლე თმით, მუქი იისფერი ბლუზით და კოჭებამდე შავი ქვედაბოლოთი. მას მიუვახლოვდი.
-გამარჯობათ! ხომ ვერ დამეხმარებით ინგლისურის კაბონეტის საპოვნელად?-ვკითხე მორიდებულად.
-გამარჯობა! ახალი ხარ?- მკითხა და ფეხებიდან თავამდე დამათვალიერა.
-დიახ.
-დერეფნის ბოლოს მარცხნივ მისტერ კელერის ოთახი.
თავი თავაზიანად დავუკარი და დერეფანს გავუყევი. მარცხნივ შევუხვიე წინა დერეფანთან შედარებით ეს უფრო ფანათებული იყო. მისტერ კელერის კაბონეტის კარი ღია იყო. კარში გოგო იდგა. ბადე კოლგოტით,შორტით და შიფონის ტოპით.წაბლისფერი დატალღული თმა ნახევრად აეწია და მწვანე თვალებით შემეგება.
-გამარჯობა! შენ ალბათ ჰანა ხარ?- მომეგება ღიმილით. დავიბენიმეგონა ჩემს აქ გადმოსვლას ვერავინ გაიგებდა. თავი დავუკარი.- ძალიან კარგი! დღეს შენი გიდი ვიქნები! მე მიავარ! მანამდე კი ინგლისურის გაკვეთულს დავესწროთ!- მითხრა და კლასში შევიდა. გავუღიმე და შევყევი. მერხების ოთხი როგი იდგა. თითო რიგში ექვსი მერხი. ზოგი ბავშვი მაგიდაზე იჯდა. ზოგი ჩანთაში რაღაცას ეძებდა. თავზე ქაღალდის თვითმფრინავმა გადამიფრინა. მია თავის ადგილას იჯდა და ხელს მიქნევდა.მის გვერდით სიგანეზე კიდევ ორი თავისუფალი ადგილი იყო. ერთეღთი მე დავიკავე. წინ გამხდადი სათვალეებიანი გოგო იჯდა.უკან გამხდადი ბიჭი.
-ადგილებზე დასხედით!-დაიყვირა საკლასო ოთახში შემოსულმა მისტერ კელერმა. როდესაც ყველა ავის ადგილა დაუბრუნდა მისტერ კელერმა მოგვესალმა. ,,ყველა ახალ გადმოსულ მოსწავლეს წარმატებებს გისურვებთ!"თქვა და ჟურნალი გადაშალა. ალბათ კლასში ჩემს გარდა კიდევ იყვნენ ახალი გადმოსული ბავშვები.
"მინდა ეს სემესტრი მთლიანად დავუთმოთ შექსპირის შემოქმედებას!"-თქვა მისტერ კელერმა და დაფაზე დიდი ასოებით დაწერა ,,შექსპირი". ამ დროს კარი გაიღო და ოთახში ბიჭი შემოვიდა. ჩემზე ოდნავ მაღალი იქნებოდა. ქერა თმა ჰქონდა. ღია ჯინსი და ცისფერი მაისური ეცვა. ბოდიში მოიხადა დაგვიანებისთვის.კლასს თვალი მოავლო და ჩემს გვერდით თავისუფალ მაგიდაზე დაჯდა.
-გამარჯობა!-მითხრა და შემომხედა. მისი თვალები... ცისფერი თვალები... იყო მაშინრაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რამაც აღმაფრთხოვანა.
-გამარჯობა!-ვუთხარი და შევეცადე არ შეემჩნია ჩემი აღდრთოვანება.
-ნოე!-ხელი გამომიწოდა და გამიღიმა.
-ჰანა!-ცალყბად გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი.
-ახალი ხარ, ჰანა?- ძალიან ნაზად წარმოთქვა ჩემი სახელი. თავი დავუქნიე და დაფას მივაჩერდი. ნელნელა თვალს მისკენ გავაპარებდი ხოლმე. ძალიან ლამაზი სწორი ცხვირი ჰქონდა. გაკვეთილი რომ დასრულდა მიამ ხელი ჩამკიდა და კლასიდან გამიყვანა.
-სკოლის საქმეებში დიდად არ ვერევი,არ მიყვარს ასეთი რაღაცეები,მაგრამ მისტერ კელერმა მერხზე ხატვის გამო ეს სასჯელი მომივლინა.-თქვა მიამ,გამეცინა. მეორე სართულზე ავედით. მაჩვენა სხვა საკლასო ოთახები,საპირფარეშო,პირველ სართულზე ჩამიყვანა დარბაზის და გოგონების გასახდელის საჩვენებლად.
-გულშემატკივართა გოგონებში ჩაწერა ხომ არ გინდა?- მკითხა ჰანამ. თავი გავაქნიე უარის ნიშნად.მახსოვს ძველ სკოლაში ჩავეწერე და მოუქნელობისგან ხალხის წინაშე ფეხი მოვიტეხე.
დარბაზი დიდი აღმოჩნდა.დარბაზის ორი კედლის მხარეს ხალხის დასაჯდომი სკამები იყო. იქვე ორი ოთახის კარი იყო. ერთერთი შემიყვანა. გოგონევის გასახდელში. გრძელი სკამები და პატარა კარადები იდგა. სკამებზე მიმოფანყული იყო ფეხსაცმელები და ტანსაცმელი.
გოგონებში გავიარეთ და ერთერთ სკამთან შევჩერდით.
ოთხი გოგონა სკამზე იჯდა. ორი მაღალყელიან გეტრებს იცვანდა ორიც ბანტს იკრავდა თავზე.
-ჰანა, ეს ზოია! გულშემატკივართა გოგონების წინამძღოლი. თუ გაწევრიანება მოგინდება მას მიმართე!-მიმანიშნა გოგოზე რომელსაც შავი გრძელი თმა ზურგზე ლამაზად ჩამოშლოდა. ძალიან ლამაზი ტანი ჰქონდა და მუქი ყავისფერი თვალები. წითელი ლენტა და წითელი პომადა ძალიან ამშვენებდა. ზოიმ თვალები გადაატრიალა და წამოდგა.
-მერამდენედ გითხრა ყველასთან ასე საყვარლად ნუ გამოგყავარ!-უფხრა მიას მაღალი ტონით. ახლა მე მომიბრუნდა-ყველამ იცის რომ ასე უბრალოდ გუნდში არავის ვიღებ. შენ კი ზედმეტი წონა და უშნო ფეხები გაქვს.-მითხრა და უკნიდან გოგონების სიცილი მოისმა.შევკრთი არადა სასიამოვნო გოგო ჩანდა ზოი.
-მეკი ყელში ამომივიდა შენი ასეთი ქცევა!-ჩემს ზურგს უკან მოისმა ხმა. მოვიხედე.გოგოს რიჟა მოკლე თმა დატაკღვოდა. ღია ფერის პომადა ესვა. მათნაირი ფორმა ეცვა. კარადის კარი ბრაზით მიაჯახუნა და ზოისკენ წამოვიდა.
-შენი ქედმაღლობა ყელში ამოვიდა! რას ერჩი გოგოს?
-წესიერად მელაპარაკე, კრის!-წარბი ასწია ზოიმ.
-ზედმეტი წონა? ამ გოგოს ზედმეტი წონა აქვს? ხომ არ დაგავიწყდა სამი წლის წინ შენი გასიებული ფეხები და სახე?-უთხრა კრისმა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა. წითელი ლენტა თავიდან მოიხსნა დაზოის ბფეხებთან დააგდო.- მე გუნდიდან მივდივარ!
-ისედაც ვაპირებდი შენა გაშვებას! კარგად ვეღარ მოძრაობ! შენი წასვლითვარაფერი დაგვაკლდება!-უთხრა ზოიმ და გესლიანად გაიღიმა. თვალებგაფართოებული ვუყურებდი სანახაობას. ძველ სკოლაში ასეთები არასოდეს ხდებოდა. ჩვენსკენ ობრუნებულმა კრისმა ზოის შუა თითი უჩვენა და ჩემსა და ენას შორის ჩადგა. გასახდელიდან რომ განოვედით ვუთხარი:
-ვალდებული არ იყავი ჩემს გამო...-არ დამამთავრებინა:
-არამარტო შენსგამო. ყველას ასე ექცევა. ყალბი დაქალები და ვნებიანი ბოიფრენდები უკვე ყელში ამომივიდა. მიზეზი მჭირდებოდა და აი შენც!-თქვა და ხელი გამომიწოდა-კრის სმითი.-ხელი ჩამოვართვი-ჰანა.
-მაპატიე,ჰანა არ მინდოდა შენთვის ზოის შეურაცხმყოფა მიეყენებინა. ბოდიშს გიხდი მის მაგივრად.-მითხრა მიამ. ხელებს ნერვიულად ისრესდა.
-არაფერია,მია. უბრალოდ მიჩვეული არ ვარ ასეთებს.-ვთქვი და ხელი მხაზე დავადე.
,,ძალიან მომშივდა, სასადილოში ხომ არ ჩავაულიყავით?" იკითხა კრისმა. მე და მიამ თავი დაუქნიეთ და სასადილოსკენ გავეშირეთ. სასადილოში ბევრი ბავშვი იყო.
-დღეს მე გპატიჟებთ! ბოდიშს ასე მოგიხდი, ჰანა!-თქვა მიამ და სალაროსკებ წავიდა. მე და კრისმა კედლის მხარეზე მსგარი მაგიდა ავირჩიეთ.
-დიდი ხანია გუნდში იყავი?-ვკითხე კრისმა
-საკმაოდ. მეექვსე კლასიდან.
-აი მეც დავბრუნდი, სამი კოლა ბურგერები და კარტოფილი.
-მადლობა- ერთდროულად ვთქვით მე და კრისმა
-მოგვიყევი ჰანა საიდან გადმოხვედი და რატომ?- მკითხა მიამ და ბურგერის დიდი ლუკმა მოკბიჩა.
-სან-ფრანცისკოს ერთერთ შტაატისან. მე მამა დედინაცვალი და ჩემი ძმა სკოტი. დედა დიდი ხანია გულის დაავადებით გარდაოცვალა.-ამოვიხვნეშე და განვაგრძე- ვიფიქრეთ უკეთესი იქნებოდა ცხოვრების გაგრძელება ახალ ქალაქში. მამამ ცოლად თავისი თანამშრომელი ჯენა შეირთო. ძალიან ლამაზი ქალია და ძალიან გემრიელ ბლინებს ამზადევს, ერთხელ მეწვიდთ და გაგასინჯებთ-ვთქვი და კოლა მოვსვი.- ჯენამ აიჩემა აქ გადმოსვლა.
სასადილოს კარისკენ გავიხედე. სასადილოში ზოი და მისი სამი დაქალი შემოვიდა. ტანსაცმელი გამოეცვალათ. ზოის მოკლე ვარდისფერი კაბა ეცვა თმა ისევ ისე ჰქონდა ნახევრად აწეული. სალაროსთან მივიდნენ და სამ წუთში სალათით დასხდბენ შუა მაგიდასთან. ზიზღით შემოგვხედა და ჭამა დაიწყო. სასადილოს კარი კვლავ გაიღო. ათამდე მწვანე პიჯაკიანი ბიჭი შემოვიდა. სკოლის საფეხბურთო გუნდიდან. მათგან ერთს უკვე ვიცნობდი.
ნოეს.
იყვნენ ნოეზე დაკუნთული და ჩადგმული ბიჭები და სუსტებიც. ზოის მაგიდას რომ მიუახლოვდნენ ზოი ფეხზე ადგა და ერთერთ შავგვრემან , დაკუნთულ ბიჭს კისერზე მოხვია ხელები და აკოცა. ბიჭის მხრიდან იგივე ვნებას ვერ ვხედავდი როგორსაც ზოი გამოხატავდა.
-ფუფ ძროხა!- თქვა კრისმა
-ის ბიჭი ვინ არის? .-ვიკითხე მე.
-ბრაის კიდმანი,აი ის მასზე შედარებით სუსტი და გრძელთმიანი ნიალია,მისი ძმა.-მიპასუხა კრისმა
-ზოის ხელში მეცოდება..- დაამატა მიამ გაგვეცინა.ბიჭები ჩვენსკენ დაიძრნენ. როდესაც ჩაგვიარეს ნოეს და ჩემი თვალები ერთმანეთს შეხვდა. გამიღიმა და ჩვენს უკან მდგარ მაგიდაზე დასხდენ. კრისი და მია ზურგით ისხდნენ ხოლო მე ვხედავდი მათ. წუთით გავძტდრდი და კრისის ხმამ გამომაფხიზლა.
-აბაა, ნოე დინსი? მშვენიერი არჩევანია.-თქვა კრისმა და თვალი ჩამიკრა.
-არა, არაა! ასე არ არის! ჩვენ,მე უბრალოდ ინგლისურზე ერთად ვართ!-ავღელდი.
-ქეთნის ლივიგრეის ყოფილია.- დაიჭყანამია.
-წარმოიდგინე მომხიბვლელი ლომის და ქათმის წყვილი ასე იყვნენ-დაამატა კრისმა. გაგვეცინა.
-რატომ დაშორდნენ?-ვიკითხე და კოლა მოვსვი.
-პირველ სართულზე დერეფანში დინთან შეუსწრო.-ფქვა კრისმა-საშინელი სანახავი იყო რა ამბებიც იქ მოხდა-დაამატა ემამ.
,,ააა"ჩავილუღლუღე მე და კოლა მოვსვი. სასადილოში სიჩუმე იყო,მხოლოდ ჩურჩული ისმოდა. სიჩუმე კარის ხმაურიანმა გაღებამ დაარღვია.სასადილოში სკეიტით ბიჭი შემოვარდა.სალათეულობის გრძელ დახლს რომელსაც მინა ფარავდა სკეიტით ზედ შემოხტა,გასრიალდა,შემდეგ ჩამოხტა,გამოსრიალდა,როგროც ჩანს ჩვენს წინ მდგარ ბიჭების მაგიდასთან მოდიოდა,მაგრამ წონასწორობა ვეღარ შეიკავა და პირდაპირ ჩვენს მაგიდას შეასკდა.კრისს რომელიც ნაპირას იჯდა კოლა გადაესხა.სასადილოში საშუალო სიმაღლის,ქერა ქალი შემოვიდა და ბოლო ხმაზე დაიყვირა.
-ჯეიმს ალან! ახლავე ჩემს კაბინეტში!-დაიყვირა ქალმა და სასადილო დატოვა.სავარაუდოდ სკოლის დირექტორი უნდა ყოფილიყო.ჯეიმს არც ძალიან გრძელი და არც ძალიან მოკლე შავი ხვეული თმა ჰქონდა.საკმაოდ მაღალი და გამხდარი იყო.ჯეიმსმა თვალები გადაატრიალა.წამოდგა და გვითხრა:
-ბოდიშით გოგონებო!-,შემდეგ კრისს მიუბრუნდა-ვწუხვარ მაისურისთვის ლამაზო-ეშმაკურად გაიღიმა. კრისმა ცინიკურად გაუღიმა და ხელსახოცით მაგიდა მოასუფთავა.-საღამოს გნახავთ ბიჭებო!-უთხრა მაგიდაზე მსხდომ ბიჭებს,სკეიტი აიღო და სასადილო დატოვა.
-ღმერთო რა იდიოტია!-თქვა მიამ.გამეცინა-
-თავის დისნაირი-დაამატა კრისმა-ზოის დაა.
-ვაუუ!-ნამდვილად გამიკვირდა.
-დღეს საღამოს წვეულებაა კლუბში სადაც მე ვუკრავ.წამოდით თქვენც-თქვა მიამ.
-რამაგარია! რაზე უკრავ?-ვკითხე მე.
-გიტარაზე!
-მისამართი მომწერე და ექვსისთვის მე გამოგივლი-მითხრა კრისმა.
-კარგი-ვუპასუხე მე.
**
სახლში დაბრუნებულს შინ არავინ დამხვდა.სპაგეტი მოვიმზადე და ტელევიზორი ჩავრთე. რომ მოსაღამოვდა წვეულებისთვის მზადება დავიწყე. აქამდე წვეულებაზე არ ვყოფილვარ. მე და ჩემს მეგობარ ემას ყოველთვის სახლში ყოფნა გვიყვარდა,ვიცოდით რომ თუ წავიდოდით მაინც ვერავინ შეგვამჩნევდა. შავი ჯინსის ქვედაბოლო,ბათინკები და შავი ბრეტელებიანი მასირუი ჩავიცვი.თმა გავიშალე.ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა კრისისგან ,,გარეთ გელოდები".მაცივარზე სკოტს წერილი დავუტოვე სადაც ვუწერდი რომ კლუბში მივდიოდი. ჯინსის ქურთუკი ხელში დავიჭირე და გარეთ გავედი. კრისი თავისი ტოიოტა ქემრით სახლის წინ მელოდებოდა.მანქანზე მიყუდებული იყო. თეთრი მოკლე სვიტერი და მაღალწელიანი ჯინსი ეცვა,ფეხზე კონვერსებით.გაიღიმა და მანქანაში ჩაჯდა.მთელი გზა მუსიკებს ვუსმენდით და ინტერესით ვათვალიერებდი ქუჩებს.დაახლოებით ოც წუთში კლუბის წინ მანქანა გააჩერა.შესსვლელთჯნ ხალხი ირეოდა. კართან მდგარ შავპიჯაკიან დაცვას რომელიც ეჭვისთვალით გვიყურებდა კრისმა უთხრა ,,მია როისთან ვართ". დაცვა ნაბიჯით გვერდზე გაიწია და კლუბში შეგვიშა. მუსიკა ბოლო ხმაზე იყო აწეული.უამრავ თინეიჯერს მოეყარა თავი. ბევრი ნაცნობი სახე იყო სკოლიდან. შევამჩნიე ფეხბურთელი ბიჭები,მათმატიკის თანაკლასელები. შემდეგ მია დავინახე რომელიც ჩვენკენ მოემართებოდა. შავი ტყავის შარვალი,მოკლე შავი ტოპი და გრძელი შავი ჟაკეტი ეცვა. თმა აეწია და მრგვალი საყურეები ეკეთა.
-ჩემი გოგონებიც მოსულან!-გვითხრა და ჩაგვეხუტა.-რას დალევთ?-ბარისკენ დავიძარით.
-დიეტური კოლა თუ შეიძლება-ვუთხარი ბარმენს.
-გოგონი შენ თავი სად გგონია?-მიპასუხა საყურიანმა ნახევრად თმა გადაპარსულმა ბარმენმა ბიჭმა.
-გოგოს კიდე ერთხელ მასე დაელაპარაკები და გაჩენის დღეს გაწყევლინებ-უპასუხა მიამ.-ახლა კი გირჩევნია სამი ტეკილა დაასხა.-შევკრთი. ალკოჰოლს არასოდეს ვსვამდი.ბარმენმა სამი ჭიქა გამოაცურა.მიამ ელვის სისწრაფით დალია და გვითხრა ,,მე წავედი და ათ წუთში სცენაზე მნახავთ" გავუღიმეთ და დაგვტოვა.
-აქამდე არ დაგილევია?-მკითხა კრისმა
-სასაცილოა მაგრამ არც კლუბში ვყოფილვარ.
-ღმერთო! სასმელი არც მე მიყვარს მაგრამ ხანდახან საჭიროა კარგად გამოთვრე,რომ სამყარო სხვანაირად დაინახო.-თქვა და დალია. ეჭვით ვუყურებდი ჭიქას.გულში გავიფიქრტე,ყველა ნორმალური თინეიჯერი სვამს ტეკილას და მე როგორ არ უნდა მქონდეს გასინჯული? ჭიქა მოვიმარჯვე და დავლიე.გამაჟრიალა.ვგრძნობდი როგორ მომაწვა ვენებში სისხლი.და შემდეგ გამეცინა.
-საპირფარეშო საითაა?-ვკითხე კრისს.კრისმა ხელით მანიშნა-ახლავე დავბრუნდები.ვუთხარი და საპირფარეშოკენ გავემართე. კოლიდორში გავედი სადაც შედარეით სიჩუმე იყო. გოგონების საპირფარეშოში შევედი და ნიჟარასთან მდგარი ზოი და მისი დაქალები დავინახე.სარკეში იყურებოდნენ და პომადას ისვამდნენ.ზოის თმა ცხენის კუდად შეეკრა და ძალიან მოკლე ვერცხლისფერი ბრეტელებიანი კაბა ეცვა.კაბინისკენ მივდიოდი,რომ გამომხედა და ხელი მკლავზე მომკიდა.
-გამარჯობა,ახალო.ბოდიშს გიხდი დილანდელი ინციდენტისთვის. ისეთი საცოდავი გოგონები როგორებიც მია და კრისი არიან ძნელია თავის გაკონტროლება..-მითხრა და ჩემი შუაზე გაყოფილი თმა გვერდით გადამიწია-ასე უფრო გიხდება!-დაამატა და ეშმაკურად გაიცინა.
-მია და კრისი ჩემი მეგობრები არიან!-ვუთხარი და თმა ისევ შუაზე გავიყავი.
-მეგობრები?-ცინიკურად გაიცინა და სარკეს მიუბრუნდა-ჯერ ერთს შეხედე და მერე მეორეს,ორი მარტოსული არსება.კრისს ჩემს მეგობრად ვთვლიდი,ჩემს პირველ კოცნაზეც კი მოყოლილი მაქვს და დღეს რა გამიკეთა? ჰგონია მისი წასვლით გუნდს რამე დააკლდება? არც არაფერი.-შემდეგ მე მომიბრუნდა,ნელი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ, წელში მოიხარა და ყურში მიჩურჩულა-გამოფხიზლდი,ჰანა და მეგობრები სწორედ შეარჩიე.-შემდეგ მომშორდა და გოგოებიანა კარისკენ გაემართა.უკან მივუბრუნდი და მივაძახე.
-მეგობრები უკვე შევარჩიე,ისინი კრისი და მია არიან!-წამით შეჩერდა ალბად დამცინავადაც გაიღიმებდა მაგრამ არაფერი უთქვამს ისე წავიდა.
საპირფარეშდან რომ გამოვდიოდი კოლიდორში კრისი შემხვდა.
-ამდენ ხანს რას აკეთებდი?ახლა მიას გამოსვლაა.-ხელი ჩამკიდა და დარბაზისკენ მიმათრევდა.
-ზოი იყო,ბოდიში მომიხადა დილანდელისთვის.-ვუთხარი მე.
-ფუფ აფერისტი გველი!-თქვა და სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი ისე გადაფარა ხმაურმა ყველაფერი. უამრავი ხალხი სცენისკენ იყო მიმართული. ხალხში მია გამოძვრა და მე და კრისი კუთხისკენ გაგვაძვრინა.
-დღეს ახალ ბიჭთნ ერთად ვუკრავ!ლუკასი ჰქვიაა,ღმერთო ჩემო ის ისეთი საყვარელია!-ბოლოხმაზე ყვიროდა მია,რომ ჩვენთვის ხმა მოეწვდინა.
-ჰა?რომელი ? - ყვირილითვე უპასუხა კრისმა.
-აი ის კუთხეში გიტარით ხელში რომ დგას,გრძელთმიანი და მაღალი!-ყურზე ხელი აიფარა და ისე გვითხრა მიამ. თვალი კუთსიკენ გავაპარე.ჩემზე ორი თავით მაღალი ბიჭისკენ რომელიც მთლიანად შვებშ იყო გამოწყობილი და ლუდს სვამდა.-კარგით გავიქეცი ჩვენი დროა!
-წარმატებები მია!-ვუთხარი და ისიც მოგვცილდა.სცენაზე ავიდნენ და ხალხმაც ტაში არ დაიშურა.მიამ გიტარა დაიჭირა და მიკროფონთან დადგა,ლუკასსაც მოემართა ელექტრო გიტარა,წამში ერთმანეთშ შეხედეს და გაიღიმეს.თითქმის უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ მათ შორის გრძნობა ოდესმე გაჩნდებოდა. მიამ გიტარას ხმაურიანად ჩამოკრა ხელი და მალევე მას მთელი დარბაზი აჰყვა. კრისმა კიდევ ერთი ტეკილის ჭიქა მომიტანა,ერთდ დავლიეთ და ვიგრძენი როგორ მინდოდა ენერგიის დახარჯვა.სამი წუთის განმავლობაში სანამ მია და ლუკასი სცენაზე იხაარჯებოდნენ მე და კრისი დარბაზში ვხტოდით და სხმას ვაყოლებდით სიმღერას.
-აღარ შემიძლია-ვთქვი მე სიცილით-წყალს დავლევ და მოვალ-ვუთხარი კრისს რომელმაც სავარაუდოდ ვერცერთი ჩემი სიტყვა ვერ გაიგო მაგრამ კვლავ აგრძელებდა ცეკვას. ბრბოს გამოვეყავი და ბართან მივედი. -ერთი ჭიქა წყალი ყინულით!-ვუთხარი ბარმენს,რომელმაც ნახევარი საათის წინ მომხდარი ინციდენტის გამო უკმაყოფილოდ მომაწოდა ჭიქა. წყალი მოვსვი და დავინახე ნოა რომელიც ჩემს წინ იდგა და რაღაცას მეუბნებოდა.
-ჰანა?!-თეთრი მაისური ეცვა და ტყავის ქურთუკი.მისი თვალები კი სასწაულად ელავდა კლუბშ არეკლილ შუქზე. წყალი ლამის პირიდან გადმოვასხი და მკლავით პირი მოვიწმინდე.
-ნოა!რა სასიამოვნო სიურპრიზია!-ვუთხარი ალბად საშნლად გაწითლებულმა.
-შენი მეგობარი მია საოცრად მღერის-მითრა და ბარმენს ლუდი შეუკვეთა.
-გეთანხმები!სცენისთვისაა დაბადებული.-თვალი ხალხისკენ გავაპარე და დავინახე კრისი რომელიც სასადილოში მყოფ იმ სკეიტიან ბიჭს ესაუბრებოდა,ჯეიმსს!
-საიდან გადმოხვედი ჰანა?-მკითხა ნოამ და ლუდი მოსვა.
-პენსილვანიიდან!-ვუთხარი მე.
-საიდან?-როგორც ჩანს ვერ გაუგო რადგან მიამ და ლუკასმა ახალი სიმღერის შესრულება დაიწყეს.
-პენსილვანიიდან!-ვუყვირე რაც ხმა მქონდა. გაიღიმა და ლოყაზე ფოსოები გამოუჩნდა. თვალები კვლავ ხალხსისკენ გამექცა და დავინახე ბიჭი რომელიც ჩემკენ მოემართებოდა.ჩემი ძმა სკოტი.
-სკოტ?!აქ რას აკეთებ?-ნამდვილად არ ველოდი მის აქ ნახვას.
-შენი წერილი ვნახე მაცივარზე და გადავწყვიტე ჩემს ბიჭებთან ერთდ მეც მოვსულიყავი.
-გაიცანი,სკოტ ეს ნოაა!-ვუთხარი სკოტს-ნოა ეს სკოტია,ჩემი ძმა.-ბიჭებმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს შემდეგ სკოტი მომიბრუნდა და შუბლზე მაკოცა.
-ძალიან ლამაზი დაიკო რომ მყავს უკვე ნათქვამი მაქვს?-მითრა და გამიღიმა. ამ დროს მიამ და ლუკასმაც დაასრულეს სირერა და მქუხარე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.სცენიდან ჩმოვიდნენ და ბარისკენ გამოემართნენ.
-ლუკას გაიცანი ჩემი მეგობარი ჰანა!-უთხრა მიამ ლუკასს.გავუღიმე.
-ეს კი ჩემი ძმა სკოტია!-დავამატე მე.
-ლუკას,ძმაო!-სკოტმა ხელი ჩამოართვა ლუკასს.
-ერთმანეთს იცნობთ?-ვიკითხე მე.
-მე და ლუკასი კოლეჯში კურსელები ვართ.
-ვაუ მაგარია-თქვა მიამ.
-ნოა გამარჯობა!-ნოას გადაეხვია ლუკასი.
-წამოდით ბიჭებო ლუდზე გეპატიჟებით!-თქვა ნოამ და ბიჭების ჯგუფისკენ ანიშნა.იქ ის ფეხბურთელები იყვნენ სასადილოშ რომ ვნახე.ზოის შეყვარებული ბრაისი,მისი ძმა ნიალი და სხვა ბიჭები.
-კარგით ჩვენ დაგტოვებთ-ვუთხარი ბიჭებს,მიას ხელი ჩავკიდე და კრისისკენ გავემართე.ჯეიმსი ემშვიდობებოდა და ისიცნ ფეხბურთლი ბიჭებისკენ,ნოასკენ,ლუკასისკენ და სკოტისკენ გაემართა.
-აბაა რახდება თქვენს შორის?-იკითხა მიამ.
-ღმერთო!ის ისეთიიი საყვარელი და მზრუნველიააა!-თქვა კრისმა.
-რამდენი დალიე?-ვკითხე მე,
-სამის შემდეგ თვლა შევწყვიტე.-თქვა და გაიცინა.-კარგით რა! ბოდიში მომიხადა დილანდელისთვის,მერე ცოტა ბავშვობის ამბები გავიხსენეთ.მეგონა საერთოდ არ ვახსოვდი.მის დასთან,ზოისთან რომ მივდიოდი ხოლმე ჯეიმსაც ვხედავდი.მაგრამ რაც ზოისთან ურთიერთობა დამეძაბა ისეთი ურთიერთობა აღარ მქონდა.
-მგონი სჯობს სახლში წავიყვანოთ-ვუთხარი მიას.-კრის,მანქანის გასაღები სად გაქვს? აჯობებს საჭესთან მია დაჯდეს.
-არ მახსოვს,მგონი ჩანთაში. კოლიდორში რომ გასახდელია და ქურთუკების ჩამოსაკიდი იქ დავდე მგონი.
-კარგი აქ დამიცადეთ მოვიტან.-ხალხს გამოვეყავი და იმავე კოლიდორში გავედი რომლის ბოლოსაც საპირფარეშო იყო.მარჯვნივ კარი ვნახე წარწერით,,გასახდელი".ისიყო უნდა გამეღო რომ ქალების საპირფარეშდან გამოსულმა გოგოებმა კივილი ატეხეს.და მისჩერებოდნენ იატაკს.კედლის კუთხეში გავიხედე და დავინახე ხელი. იქ ვიღაც ძირს ეგდო.კედელს ერთო ხელით დავეყრდენი.და ნელი ნაბიჯებით მივდიოდი გოგოებთან.ხელი მიკანკალებდა.მივუახლოვდი და გავშრი. ბიჭი საპირფარეშოს კართან იწვა.ხელი კარს აქეთ ჰქონდა გადმოგდებული და თავიდან სისხლი მოსდიოდა.გოგოების საპირფარეშოდან კიდევ ერთი გოგო ამოვარდა.მოკლე წითელ კაბიანი,ქერა გოგო.ბიჭს მივვარდა და ჩაიმუხლა.
-ღმერთო ნიალ! არაა! ნიალ გესმის ჩემი?ღმერთო ჩემო აქ რა მოხდა.ოღონდ შენ არა!-სლუკუნებდა გოგო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent