ფიქრებით დიალოგი თავი 13
ვიცი დავაგვიანე, დრო ვეღარ ვნახე თუმცა, ტვინიც და გონებაც სხვაგან დაფრინავს და წერის უნარიც საერთოდ წამერთვა არ ვიცი როგორი გამოვვიდა ძაან დავხტოდი იქით-აქეთ მაგრამ რავიცი დავწერე რაღაც,.... ......... მალევე გააჩერა ლამაზ თბილისის შუა გულის უბანში მიუხედავად იმისა რომ 3 ს აკლდა რაღაც წუთები მაინც დაქროდნენ მანქანების მცირე ნაწილი, - შენი სახლიც აქ არის ძმა, ბედნიერად გახედა საბას და საბამაც თვალი არემარეს მოავლო, - ჰო მარა იმედია ცუდად არ გამოგვდის, რომელიმეს გაცილება ხო არ გინდათ დააყოლა მაინც, აჩი გაოცებული იყო მისი საქციელით თუმცა ცდილობდა გაბრაზება დაემალა - მანქანით მიმყავს რა გაცილება, ჩაეჭრა და საბაც მანქანიდან გადავიდა - რავი მაინც ვიკითხე, კაი ნახვამდის გოგოებოო ხელი ღიმილით დააქნია გოგოებს თვალი მოავლო მეგის თვალი ჩაუკრა და კარები მიკეტა, მაშინვე ადგილს მოწყვიტა აჩიმ მანქანა და სარკიდან მოჩანდა ჯერ ისევ ხელის ქნევით და ღიმილით საბა -ყ*ე ... მხოლოდ თავის გასაგონად ამოიგმინა მამაკაცმა და გაზს ფეხი მეტად მიაჭირა, ლილიას ეტყობოდა სიმთვრალე და გვერძე თავ გადაგდებული მიენაბა თვალები, - ლილიჩკა წასვლას არ აპირებ? გამოაღვიძა აჩის ხმამ როცა უკვე მის სახლთან ეყენა მანქანა, გემოვნებიანი სახლი მოჩანდა უბანში, ლილიამაც თვალები ააცეცა და თითქმის უკვე სიმთვრალიდან გამოსული მანქანიდან გადახტა, აჩიც გადაყვა - შეგიყვან გინდა? - არა კარგად ვარ თავად შევალ, მადლობა ღიმილით უთხრა ლილიამ და თავზე ხელი მოისვა ფანჯარაში შეიხედა და მეგის თბილი ღიმილით დაუქნია ხელი თუმცა მეგიც სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და ჩახუტებით დაემშვიდობა - ფრთხილად და მომწერე მზრუნველად უთხრა და ლილიაც მალევე შევიდა დიდ კარებში,.... ახლა მხოლოდ ერთმანეთზე ჯერ ისევ ვითომ გაბრაზებულებმა ერთმანეთი აათვალიერეს - დაჯექი, ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ აჩიმ ხელით აჩვენა და კარები გამოაღო - იყოს მადლობა აქვე ვარ თავად მივალ, თქვა უხერხულობაში მყოფმა და თითები ყელზე მოისვა, აჩიმაც ქვედატუჩს ენა მოუსვა უნებურად - ვიცი სადაც ხარ დაჯექი, ისევ მიახალა და კარების გამოღება ისევ დაიწყო - იყოსს ფეხით გასეირნება მირჩევნია, მადლობა აქამდე მოყვანისთვის, ისევ და ისევ ნაზი ხმით ამოთქვა გაუღიმა და გვერდი აუარა, აჩის გაოცებისგან ჩაეცინა, და სერიოზული სახით გახედა მიმავალ გოგოს - ააჰ სერიოზულად?! ეს რანაირი გოგოა?! ჩაილაპარაკა ისევ გაკვირვებულმა ისევ წინ გაიხედა და თავი გააქნია, მართლაც რომ ძალიან ეუცნაურებოდა მეგი, თბილად არცერთი სიტყვა არ უთქვამს აჩის თუმცა მეგის ზოგიერთი გოგოს მსგავსად უხეშობა ცინინიზმი და წრიპინი არ დაუწყია რაც აჩის იზიდავდა კიდეც - ანიმ შენი თავი ჩამაბარა სირბილით დაეწია და გვერდში ამოუდგა გოგოს რომელსაც მოულოდნელად შეხტა თუმცა აჩის დანახვის შემდეგ დაწყნარდა - ხო მაგრამ გვიანია, წყნარად უთხრა და გზას გახედა,... წყნარად და ჩუმად მიაბიჯებდნენ, არცერთი არ იღებდა ხმას ნიავიც კი არ უბერავდა, ლამპიონებით განათებულ ქუჩაში მიაბიჯებდნენ ჩუმად, და თითქოს ორივეს სულში სიწყნარე იგრძნობოდა.... ორივეს აღიზიანებდათ ეს უაზრო დუმილი, თუმცა არცერთს არ აფიქრდებოდა თემა რაზეც საუბარს შეძლებდნენ - მადლობა... საბოლოოდ მეგიმ დაარღვია სიჩუმე და თმა მხრებიდან უკან გადაიყარა, აჩიც მის ქცევას დაკვირვებულმა მზერა გოგოს სახეს შეანათა და თვალებით იკითხა რისთვისო - იმ დღეს, შენ რომ არა ალბათ სხვა გამიტანდა, ან საერთოდ მეორედ, გაიცინა და ბიჭს ღიმილით ახედა - ა ეგ ხოო გახსენებით დაბნეულმა კისერზე ხელი მოისვა და ისევ გოგოს დახედა - მგონი შენი ნამდვილი სახე ვიცი... ისევ უთხრა და მეგისაც სახე შეეცვალა - ნამდვილი სახე? ხო მართალი ხარ, დაეთანხმა და აჩიმაც გაკვირვებული დახედა - და მოვედით, საუბარშივე გაჩერდა და აჩისკენ მიტრიალდა - მადლობა გაუღიმა და დაელოდა აჩის რადგან ასე უბრალოდ წასვლა არ უნდოდა - მიდი,... მხოლოდ ეს თქვა და მეგიმაც მეტი რომ ვერაფერი მოისმინა ხის ყვავილებით მორთულ კარებში შევიდა აჩი ცოტახნით ადგილზე გაყინული იდგა თუმცა მალევე გაახსენდა რომ შუა ღამე იყო და ადგილს მოწყდა.... ....... დილას მზემ ამოსვლა არ დაიგვიანა და თბილი სხივებით, დილიდანვე გააცხელა ჰაერი, შვიდ საათზე ყოველდღიური რუტინით, სარბენ გრძელ ბილიკიზე, ვარჯიშისგან სველი ბიჭები სირბილით ტოვებდნენ გზას, ტრენაჟორებთან შეჩერდნენ სადაც მოტკეცილ ელასტიკებში თავისი ტოპით, ჩაცმული გოგოები ვარჯიშობდნენ, ალაგ ალაგ მოჩანდა ბიჭებიც, - მაგარ ნაშას ააგდებდა კაცი თქვა სველმა აჩიმ ბოთლი ჰაერში აწია და გადმოსულ წყალს პირი მიუშვირა, დარჩენილი წყალი თმაზე დაისხა და თავი გააქნია რაც ნამდვილად მიმზიდველად გამოუვიდა, საქმიანი თვალებით გახედა მაყურებელ გოგოებს თვალი ჩაუკრა და ბიჭებს გამოხედა - ბაზარი არ არი დაეთანხმა ალექსანდრე და დემეტრეს გახედა - შენ გაა*ვი კოჭზეც არ დახედო თითის ქნევით უთხრა და გახალისებული აჩის გამოწეულ ხელს ხელი სიცილით დაარტყა..... ......... ანი: უკვე შუადღე იყო, რათქმაუნდა ჩემი დილა გუშინდელი საღამოთი დაიწყო, ბაგეებით და ცხელი ხელების გახსენებით, დანარჩენი დროც ღიმილით გავლიე რადგან თავიდან არ ამომდიოდა არცერთი წუთი, ბლინები გამოვაცხე სახლში მაინც მარტო ვიყავი საქმე არ იყო, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდი დროის გასაყვანად, ჩემმა გაქცევის დრომაც არ დაიგვიანა გამიხარდა როცა უბანში ბავშვები გამოჩდნენ არასრული შემადგენლობა ქვევიდანვე დავუქნიე ხელი და ყვირილით გამოქცეულ გოგოების დასახვედრად ხელები გავშალე, ყველა სათითაოდ დავკოცნე, - და დღეს რას ვთამაშობთ? იცით როგორი მოწყენილი ვარრ? დოინჯებ შემოწყობილი გვერდებზე გადავიწიე ვარჯიშის და გახურების მიზნით და ბავშვებს ქვედატუჩ გამოწეულმა დავხედე.... სახლში მალე დავბრუნდი რადგან გოგა მოსვლისთანავე მნახავდა საბედნიეროდ მივასწარი და იმდენად მოვიწყინე უკვე მას დავუწყე ლოდინი ვფიქრობ გუშინდელმა გართობამ ცუდად იმოქმედა ჩემზე დღეს ჩემთვის დრო გაიწელა,..... ავტორი: ეტყობოდა რომ უკვე საღამოს საათები იყო დღემ მოიკლო, ისე, რომ ქუჩებს ლამპიონებიც ანათებდა, დღემ მოიკლო ხალხმა მოიმატა აქამდე მზეს ემალებოდნენ რადგან სიცხისგან იწურებოდნენ ახლა კი შედარებით სუნთქავენ,.... ძველ ლამაზ უბანში ხანში შესული დედაკაცები "სკამეიკაზე" თავისი სახლის წინ ისხდნენ გამვლელ-გამოვლელს აკვირდებოდნენ და თან მზესუმზირას აკნატუნებდნენ, ძველი თბილისის ლამაზი უბანი, მხოლოდ ამ სილამაზის საცქერად თუ იცხოვრებდა კაცი აქ, მანქანების ხმა დღე-ღამე სულ ისმოდა, ხის დიდი კარებიდან მხარზე დაყრილი გრძელი ნაწნავით, თეთრი კეტებით გამოყვანილი ქვედაბოლოთი და ლავიწებ ამოყრილი, მხრებზე გადასული შავი მაიკით, ხტუნვით გამოვიდა მეგი, სასეირნოდ გამოსული და უბანს ჩაუყვა, - გამარჯობა, ღიმილით და თბილად მიესალმა "მობირჟავე" ქალებს, და დაძაბულმა ჩაუარა, - გამარჯობა დედა, გაგიმარჯოს, გაიხარე დაუბრუნდა თბილი პასუხი ყველასგან, და მანაც ღიმილით ჩაიარა ფიქრებით " იმედია კარგი მხრით გამსჯიან".... უბნიდან გამოვიდა და მანქანებით გადატვირთული გზაც თვალწინ გადაეფინა, ფეხით მოსიარულთათვის, ქუჩის მოედნის კიდეზე ავიდა და სვლა წყნარად განაგრძო გვერძე მაღალი სხეული რომ ამოუდგა, - თოკო? ღიმილით იკითხა გვერძე მდგომი მომღიმარე ბიჭის სახელი და გაჩერდა - ხო თოკო თოკო, გაიმეორა ღიმილით ბიჭმა და გოგო გადაკოცნა, მართალია ერთ უბანში ცხოვრობენ თუმცა იშვიათად ხედავნენ ერთმანეთს, გზა ერთმანეთის მოკითხვით, და ამბებით გაიარეს გზაშივე ჩამოსახმელი ნაყინი უყიდა თოკომ მეგის, და ისევ მხიარულად განაგრძეს გზა.... - ვფიქრობ ერთმანეთი ხშირად უნდა ვნახოთ..... სალაპარაკო თემა გამოლეულებმა, ჩუმი სიარული დაარღვია, რათქმაუნდა მეგიმაც კარგი კუთხით მიიღო და ღიმილით გახედა ბიჭს - ვნახოთ თუ დროს გამოვნახავთ რატომაც არა უთხრა და მწვანედ ანთებულ კაცუნის შუქნიშანს გახედა შემდეგ კი თავისუფლად დაიწყო სვლა თავისუფალ ადგილზე შავმა audi r8 -მ ხმაურიანად დაამუხრუჭა და მეგის ყურადღებაც მიიპყრო ნაცნობმა მანქნამ, - გიჟია ვიღაც როგორ შეიძლება ასე! გაბრაზებულმა თოკომ მეგის ადგილი გაუცვალა, და მანქანების მხარეს თავად დადგა, - ასე თუ განაგრძო ვინმეს გაიტანს.... ისევ კოპებ შეკრულმა ამოთქვა და მეგისთან ერთად ზებრა გადაკვეთა მეგიმ არ შეიმჩნია ნაცნობი ადამიანის ცნობა და გზას სახლისკენ დაუყვა, ბიჭმა კი რომელიც მანქანიდან აკვირდებოდა გოგოს ნაზ სხეულს, ცალყბად ჩაიცინა თვალი ზებრაზე მოძრავ ხალხს მოავლო და ისევ გოგოს სხეულს მიაპყრო მწველი მზერა, შუქნიშანზე მწვანე ფერმა გამოასხივა და აჩიმაც მანქანა დაძრა გოგოს ჩაუქროლა და სიგნალიც დააყოლა, თან უკანა ხედვის სარკედან მოავლო თვალი ღიმილით, გოგოს რომელმაც იცნო აჩი,..... ანი: გოგა მოვიდა და მაშინვე მე მნახა რათქმაუნდა უნდა ენახა ადგილზე ვიყავი თუ არა, რომ დავხვდი დაწყნარებულმა მომიკითხა და ოთახში გავიდა მე ტელევიზორს ჩავუჯექი საქმე გასართობი დროის გასაყვანი მაინც საერთოდ არაფერი იყო ის კი მითუმეტეს არ დაჯდებოდა ჩემთან სასაუბროდ... თუმცა ნახევარი საათის შემდეგ ოთახიდან გამოვიდა და დივანზე ჩემსგვერდით მოეწყო გამომხედა და წამით ჩუმად ამათვალიერა ჩემსა და მას შორის ადგილი მაქსიმალურად შეამცირა და ხელი მომხვია თუმცა ხმა არ ამომიღია ან რომ ამომეღო რა? - მალე ბევრი რამ შეგვეძლება მე და შენ მითხრა და მეორე ხელი სახეზე ჩამომისვა ვეცადე ძალით გამეღიმა თუმცა ტელევიზორისთვის თვალი არ მომიშორებია, ჩემ ფეხზე ხელს დაატარებდა და მიუჩვეველი საქციელების გამო უხერხულად ვიშმუშნებოდი თან ვცდილობდი მომეშორებინა, - რას ფიქრობ ახალი ცხოვრების დაწყებაზე? ისევ დასვა კითხა და ნამდვილად ლოგიკურად მეჩვენა - კი ნამდვილად მინდა ახალი ცხოვრება, ბედნიერი მინდა ვიყო, ღიმილით ვუთხარი და უკვე მას შევხედე კიდეც, პირველად დავინახე ეს ადამიანი ასე ახლოდან, პირველად შევხედე მას, ისე რომ მისი სახე დამემახსოვრებინა,.... - ცოტაც მოიცადე, გაიღიმა და ტელევიზორს გახედა..... ავტორი....... 11 საათზე კომპანიიდან ალექსანდრე ფულით სავსე 'ბოქსით' გამოვიდა, მანქანაში სწრაფად მოეწყო და კონკრეტული მისამართიაკენ გავარდა,.... სახლის კარები ლამის ჩამოიღო ადგილზე მისვლის დროს და შეშინებულმა ქალმა რომ გააღო მოლბა - ოჯახის უფროსი სადა? იკითხა, წყნარი ხმით და უკვე მომავალი ზაზა რომ შეამჩნია მწარედ ჩაიღიმა, - რა ხდება? ახლა რა წააგე ზიზღის თვალებით გახედა შეშინებულმა ქალმა ქმარს, - გაჩუმდი და სახლში შედი, მიუგდო სიტყვა და ალექსანდრესკენ დაიძრა თუმცა ახლოს მისვლა არც დაჭირვებია ალექსანდრე შევარდა სახლში მამაკაცი კედელზე უნდა აეკრა თუმცა თავი მაქსიმალურად დაიწყნარა, თუნდაც ასაკის დიდი სხვაობის გამო და ეცადა წყნარი ყოფილიყო, - შენ რაღა გინდა? განადგურებული ცხოვრების მერე უხეშობა და ცივი ბარიტონი არ დააკლო მამაკაცმა და ალექსანდრემაც კისერი დაატკაცუნა, - შენი ჩა*მული საქმე უნდა გამოვასწორო თქვა და კაცისკენ მძიმე ნაბიჯი გადადგა ქალს კიდევ უფრო შეეტყო შიში, და კედელს თავის ტანსაცმელ ჩაბღაუჭებული აეკრო - ვინ ვამოგგზავნაა, უთხარი რომ უკვე გასტურებულია! დააყოლა ხელის აქნევით კაცმა - რითი გაისტურე?! ქალიშვილით?! რა ყ*ე უნდა იყო ეგ რო გააკეთო? ახლა ტყვია რო შუბლში დაგასვა არც ისე ცუდი საქციელი იქნება რას ფიქრობ?! ცრიდა ალექსანდრე და თავს მაქსიმალურ სიწყნარეს მოუწოდებდა - არ გინდა შვილო გეხვეწები ისედაც ჯოჯოხეთია ჩემი სიცოცხლე, სიტყვები აღელვებულმა ამოთქვა ქალმა და შეკავებული ცრემლები თვალებიდან ჩუმად წამოუვიდა, - რატო, ერთადერთი ქალიშვილი გააკეთა ნორმალური, და ეგეც მოიშორა... ჩაიცინა ალექსანდრემ და უკანა ჯიბისკენ წაიღო ხელი ქალმა იფიქრა იარაღს იღებსო და ტირილი უკვე თავისუფლად დაიწყო, - ნუ გაისვრი ხელს სისხლში, ამოიტირა და ალექსანდრეც მიუხვდა შიშს - დაწყნარდი, აქ არ მოვკლავ, უბრალოდ საქმე მაქვს, დააწყნარა ქალი და დაძაბულ ზაზას შეხედა ქალის გონებაში კი ალექსანდრე სიტყვები ტრიალებდა'აქ არა' - უნდა შეცვალო გადახდის გზა ფულით, სწრაფად მიახალა - არ მაქვს მაგდენი ფული, - დამასრულებინე! ტონს აუწია ალექსანდრემ, - წახვალ და ქალიშვილსს დააბრუნებ ანუ გადაცვლი ფულში,... - და უკვე განცხადება და საბუთი მაქვს, რომ გადავიხადე, არ შემიცვლიან თქვა და ალექსანდრესაც თვალებში კოცონი აენთო წამით გონებაში გადახარშა კიდევ რითი შეიძლებოდა, ანის დახსნა თუმცა რომ ვერაფერი გაიხსენა კარებს ფეხი ძლიერად დაარტყა გვარიანი გინებაც ამოაყოლა და გაბრაზებულზე კაცს საყელოში ხელი ჩაავლო, ქალმა შიშით ამოიტირა და ალექსანდრეს ჩავლებულ ხელს წვდა, ალექსანდრეც მალე მოვიდა გონზე ხელი უხეშად შეუშვა შეიფურთხა და ადგილს სწრაფად მოწყდა..... ..... დილა როგორც ყოველთვის მზით დაიწყო, გამომწვევად უმზერდა ხალხს, შაბათი დღე დასვენებისთვის იყო თბილიში მცხოვრები ნაწილისთვის და დილით ადგომა ბევრს აღარ ეჩქარებოდა, ყოველდღიური დილის მსგავსად სარბენ ბილიკზე სამი ნაცნობი ბიჭი, დარბოდა, ნინა ქმრის არ ყოფნობის დროს დასახვედრებელ საუზმეს ამზადებდა, მეგი ჯერ კიდევ საწოლში ნებივრობდა ანის მსგავსად, თუმცა დღე ცუდად არ დაწყებულა.... ანი: 11 საათზე ავდექი, სამზარეულოში გავფრატუნდი და რაც ვნახე ისე მივირთვი თვითონ სახლში არასდროს ჭამს მე არ მიშვებს ჩემი მოკვლა აქვს გადაწყვეტილი არც ტკბილეული არც საჭმელი არც არაფერი ჯანდაბაში წასულა, ჯერ კიდევ სახლში მყოფი რომელიც უკვე მიდიოდა, კარებთან იდგა და მეც მასთან მივედი - მშია და საჭმელი არ არის, წავეწუწუნე და მანაც მალევე შემხედა დაგრუზული სახით ეს რაიყო საწოლიდან გადმოვარდა? რა სახე აქ - მცველს უთხარი თუ რამე გინდა და მოგიტანს ნუ ეს ნამდვილად კარგი აზრი იყო თუმცა მე რომ გავსულიყავი მერჩივნა - კარგი გააფრთხილეე უკვე ოთახისკენ წასულმა მივყვირე, ამ ბოლოდროს ადამიანურად საუბარი ისწავლა ვხვდები რომ შეცვლილია აშკარად ამდენი ხნის მანძილზე არ დაურტყამს ეს წინ სვლაა ადამიანურად მესაუბრება არც კი მჯერა მგონი დავფიქრდე კიდეც მის ცოლობაზე.... ჩემ ფიქრებზე ოთახში სანამ შევიდოდი 'ნწ ნწ ნწ' სამჯელ ვთქვი და ხის კარებს ხელი სამჯელ დავუკაკუნე ჩემივე სულელ საქციელზე ავფხუკუნდი და ოთახში შევიკეტე, დრო ისევ და ისევ იწელებოდა , უაზრო იყო ჩემი დღე გაქცევის დროც ჯერ არ იყო, ამიტომ ორი საათი ძლივს მოვიდა მეგონა საუკუნე გავიდა ახლა ნამდვილად ძალიან ითხოვდა არამარტო მუცელი არამედ სხეული საკვებს, და ოთახში უნდა გავფრატუნებულიყავი, ეზოდან ხმაური უფრო ჩხუბი, რომ გაისმა, ოთახში დაინტერესებული გავედი და კარებს მივუახლოვდი ხმა რომ ამოვიცანი ადგილზე ავხტუნავდი ვეცადე სახე შემეცვალა და კარები გაბრაზებული სახით გამოვაღე - რატომ მაწუხებთ! თავი გავყავი კარებში და ალექსანდრე რომ დავინახე სპორტულებში რომელმაც ჩემი შეთვალიერების მერე ჩაიღიმა, მეც ძლივს შევაკავე ღიმილი - გვაპატიეთ, - გოგა სადაა? არ დააყოვნა ალექსანდრეს ხმამ, - სახლში არაა წავიდა უკვე დიდი ხანია ვითომ არ იცის სადაა ხო?! მსახიობი! წამით ჩუმად იყო თუმცა, ' უკან სადაც წინაზე ჩამოგსვი მანქანა იქ დგას, გელოდები! ' ნიჭმა არ დააყოვნა და მეც ვადგენდი თუ რა დროს შემოვიდოდა რომელიმე, ' ახლაა? რომ შემოვიდნენ?' მეც ფიქრებითვე გავეცი პასუხი, ' სიტყვას ემორჩილებიან ბეიბ' დამიბრუნდა პასუხი ღიმილით, - რომელზე მოვა ? დიდხანს დუმილი რომ არ გამოსვლოდა ისევ დასვა კითხვა რომლის პასუხიც თვითონ უკეთ იცოდა, - საღამოს მოდის ხოლმე დავასწარი მცველებს, - კარგი თქვა ამათვალიერა და წასასვლად ტრიალდებოდა, ' და კიდევ რამე ნორმალური გამოსაცვლელი წამოიღე სანამ კედელზე ცოცვას დაამუღამებ მე ამათ გავართობ' ' ჩქარა' დაამატა და მეც ტვინი გადამეკეტა - კიდევ მაქვს კითხვა, უცებ შემოტრიალდა, - ძალიან გთხოვ მათ დაუსვი უკეთ იცნობენ დავაყოლე და შესვლა დავაპირე, - და ხო არ შემაწუხოთ! ახლა მცველებს ვუთხარი თითის დაქნევით და სახლში ზანტად შევედი კარები მივკეტე და სიხარულისგან ადგილზე ავხტუნავდი, გიჟივით გავვარდი ოთახში მთლიანი მუხლებამდე კაბა ავიღე ზევითა გადავიძრე, კაბა ჩამოვიმხე თეთრი კეტები ამოვიცვი სწრაფად ავიღე პატარა ჩანთა და დათქმული ადგილისკენ წავედი,..... მანქანის უკან სალონში დავჯექი კარები ფრთხილად მივკეტე და უკვე წამოსული ალექსანდრეც დავინახე, ჯერ კიდევ ტანზე მყოფი შარვალი მოვასწარი და გავიძრე ალექსანდრე ხმაურიანად ჩაჯდა მანქანაში და არც გამოუხედავს ისე სწრაფად მოაშორა მანქანა ადგილს, - მემგონი მევასა ფიქრებით დიალოგი, სიცილით დააყოლა, და გამომხედა, - როდის გამოიცვალე შენ რა სხარტი ხარ - აქ გამოვიცვალე ღიმილით ავუთამაშე წარბები და საღამურის თხელი ნაჭრის შარვალი ავწიე მანაც ჩაიცინა - რა გამოვტოვე ბლიად - სად გეჩქარებოდა?! ვკითხე და მანაც სარკიდან გამომხედა - იქ რომ დიდხანს გავჩერებულიყავი რამეს იეჭვებდნენ ჯერ ისედაც მეორედ მოვედი მაგ სახლში ამოიბურდღუნა და მეც გავიცინე - სად მივდივართ? - ბავშვები ვნახოთ არ გინდა? გამომხედა და მეც რათქმაუნდათქო ვიყვირე, თმა წინა ხედვის სარკეში გავიშალე და გავისწორე ალექსანდრეც გამომხედავდა ხოლმე და იცინოდა, მეც ვეჭყანებოდი,.... ალექსანდრე სახლში ამოვყავი თავი ცოტახანში, თქვა რომ ცოტახნით უნდა გვესაუბრა, ამიტომ დანარჩენებს მერე დაურეკავდა, - შარში ვართ მითხრა როცა დივანზე მოვთავსდით, - რა ხდება? - საბუთიიი აქ მამაშენს დანძრეული გვაქ ფულით ჩემ ყ*ეს მოვაგავრებთ შენით გადაიხადა, ნორმალურად გამარკვია ყველაფერში მითხრა რომ მუქარითაც ვერ მოაგვარებდა საქმეს მაგ შემთხვევაში თავადაც დაზარალდებოდა, ყველაფერი იმაზე ცუდად იყო ვიდრე მე მეგონა - რას ვიზამთ, ჯობია დამაბრუნო შაბათია და შეიძლება ადრე მივიდეს, ამივთქვი ძლივს, იმედი მქონდა მას მერე რაც ალექსანდრე გამოჩნდა იმედი მქონდა, მეგონა რომ ცხოვრებას დავიბრუნებდი, თუმცა შევცდი აშკარად არ უწერია ჩემ ცხოვრებას ბედნიერი დასასრული! - ერთი შანსია თქვა და მეც სამყაროს დავუბრუნდი - ქვეყნიდან უნდა წავიდეთ უნდა მოგიტაცო.... თქვა და გაიცინა - მაგრამ ამასაც აქვს პრობლემა, - რა პრობლემა ? ავღელვდი და თითქოს რაღაც იმედი კიდევ არსებობდა, - შენ ოჯახს დაერხევა, თქვა და იმედი ისევ გაქრა რათქმაუნდა ამას არ დავთანხმდებოდი მითუმეტეს ჩემს გამო ვერავის ვერ გავწირავდი, თვალები ცრემლებით ამევსო, ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ბედი მაქვს, პირიქით შეიძლება, - თუმცა თუ დედაშენს ფულს დავუტოვებთ გამოძვრება დაამატა ღიმილით, ისევ, რატო მაწვალებს ბარემ ბოლომდე თქვას დავიტანჯე ლამისაა გული გამისკდეს, - ბოლომდე გეთქვა იდიოტოო გული ამითამაშდა... დავიწყე სავსე თვალებით ჩხუბი და ხელი მხარზე დავარტყი - კაი კაი არ იტირო, მოდი..... ...... ანიც აეკრო ალექსანდრეს მკერდზე, გული შეშინებული ბავშვივით უცემდა, აქამდე ალექსანდრე თავს იკავებდა, ამ წუთამდე კიდევ შეეძლო თავის შეკავება თუმცა ახლა ალექსანდრეს თავი ნელ-ნელა იხრებოდა, მისი სახე თანდათან უახლოვდებოდა ქალის სახეს, და ეს უკანასკნელიც გრძნობდა ბიჭის გახურებულ ქშენას, ანისაც გაუწყდა მოთმინება და მომლოდინე თვალები მიაპყრო მამაკაცს, ერთი გრძნობით შეპყრობილები ერთი და იმავე გრძნობით აღგზნებულებს, რაღაც უხილავი ძალა ერთმანეთისკენ იზიდავდათ წამიც და მალევე სასიამოვნო გრძნობით დამტკბრები, ბაგეებით ჩაწებებოდნენ ერთმანეთს..... ...... ოთხი საათისკენ აჩი თავის "რაშში" იჯდა და უკვე ნაცნობი ადგილის შუქნიშანზე მწვანეს ანთებას ელოდებოდა, რადგან ალექსანდრეს დავალებით უნდა აეკრიბა ბავშვები ისევ ანისთვის, ნაცნობ ადგილზე შეუხვია ლილიას სახლთან გააჩერა და ლილიაც მალევე გამოვიდა ხტუნვით უკან კი მეგი მოყვა სიცილით, - ბაჩი, რაშვები თავი შეყო ლილიამ და აჩი ხმაურიანად გადაკოცნა წინ დაიკავა ადგილი, და ღვედიც უცებ გაიკეთა - კარგად ლიკუნა შენ, სახეზე წაეთამაშა გოგოს და უკან მოთავსებულ მეგის გახედა - გამარჯობა თამამად თქვა მეგიმ აჩიც ღიმილით მიესალმა და თვალი ჩაუკრა ცალი ხელი ლილიას სკამის თავის მისაყრდნობს უკნიდან მოკიდა და მანქანა სწრაფად თუმცა რბილად მოატრილა, მეგიც მის თითებს აშტერდებოდა და ლამაზი თითების ხილვისას გაეღიმა, - ასე იშვიათად უნდა ვხვდებიდეთ გოგოებო ერთმანეთსს აი ანი რო არა, რა სყვარელი ხმით თქვა აჩიმ და თან გზაზე მეორე მხრიდან მომავალ მანქანას, აუარა საქმიანი თვალებით, ....... - ხალხო მშია.... ყვირილით გაფრატუნდა ნინა სამზარეულოში - ბაჩის დავურეკავ და წამოიღებს რამეს მე არ მაქ - ძმქო არაფრისგან იკვებები.... გაეკრიჭა ალექსანდრე, სახლი ნახევრად შევსებული იყო რადგან ცოლქმარი შეემატა ოჯახს, ალექსანდრემ ნინას დავალებით აჩის გადაურეკა, და ნინაც გაახარა, ..... - აი მე რავიცი ეხლა რა უნდა ნინას, ბუზღუნებდა აჩი მანქანაში და მანქანა სწრაფად იქვე ახლოს მყოფი დიდი მრავალფეროვანი მაღაზიისკენ მოატრიალა - გადმომყევით ერთ-ერთი გაეკრიჭა გვერძე მჯდომს როცა მანქანას ძრავი გამოურთო, - გოგოები ხართ და რავიცი რა გევასებათ? - არააა მე არაა აზრზე არ ვარ ნინას რა უყვარს, ხელები გაასავსავა ლილიამ და ხელი უკან გაიშვირა თან ტელეფონს დახედა და მიმის კითხვა განაგრძო - არც მე ვიცი მხრები აიჩეჩა მეგიმ - მაშინ მე საერთოდ არ ვიცი ლუდს ვიყიდი და ასე შემდეგ აჩიმაც აიქნია მხრები და კარები გააღო - მეგი გამომყევი, ამოთქვა და მანქანიდან გადავიდა, ისე მკაცრად თქვა ისეთი ხმით თქვა რომ არ გადასულიყო მეგი სადმე გადააგდებდა, მეგიც ბუზღუნით გადავიდა,..... - კაროჩე ეხლა წარმოიდგინე ორსულად ხარ რა, რა გაგისწორდებოდა, დახედა მეგის როცა ტკბილეულის განყოფილებას გადახედა - სერიოზულად? მობეზრებულად ახედა მეგიმ - ხო სერიოზულად თქვა თუმცა ბოლოს მეგის სახეზე გაეცინა, და ხელი პირზე აიფარა, დაცინვის მერე მეგიმ კოპები შეკრა და სამაგიეროს მიზნით რაც კი თვალში მოუვიდა ყველაფერი ტონობით აიღო - აი ეს, ესეც, ის, ეს საერთოდ, მიყოლებით რაც კი კარგი შოკოლადის შეკვრა ნახა მუჭებით აიღო და კალათაში ჩააყარა, - ხო კიდევ წამოოო... კალათა მიაჩეჩა, ხელი ხელზე ჩაავლო და მეორე განყოფილებაში გადავიდა აჩიც ტუჩებ გამობურცული მიყვებოდა თან ხმასაც ვერ იღებდა..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.