შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქრებით დიალოგი თავი 12


15-03-2022, 01:50
ავტორი Ana iko
ნანახია 1 455

გამარჯობათ
აქტიურობამ პაკაო დდ
ამ იმედია ეს თავიც ნორმალური იქნება ნუ თუ ც არა იქნება მაინც ^-^
..........
- დალიე დალიეეე ბოლომდეეეე!
ყვიროდა დემეტრე და წაგებულ ლილიას გულშემატკივრობდა რომელიც მწარე ჭაჭას, დალევას ცდილობდა თუმცა გამჭვირვალე ჭიქაზე ტუჩის მიდების შემდეგ დამანჭული სახით შორდებოდა საბოლოოდ დალევა გადაწყვიტა თუმცა...
- სწრაფად გადაკარი გოგო დაიხჩობი
მისი ცოდვით გაღიზიანებულმა ბაჩიმ მიყვირა და ჭიქა მაღლა აუწია, ლილიამაც ჭიქა გამოცალა და ხველა აუტყდა თან ყელზე ხელს იკიდებდა და სახე დამანჭული ხელს იქნევდა
- ზაკუსკააააა....
სწრაფ-სწრაფად მიაწოდა ბაჩიმ ტკბილი და ლილიამაც ხელიდან სწრაფად ააცალა, დემეტრე ისე ბოროტულად და გულიანად იცინოდა მინდოდა თან შემომერტყა მაგრამ თან არა, გიო სულ ჩემს გვერდით იჯდა, სადაც მივდიოდი მოდიოდა, აჩრდილივით თან დამყვებოდა ზედმეტად მაქცევდა ყურადღებას.... არ ვიცი რატომ თუმცა შადრევანთან მივედი და თეთრად მანათობელ წყალში ხელი გავუსვი, მაინც ვერ შევძელი შევწინააღმდეგებოდი ფიქრებს არა უფრო სწორად უკვე მიჭირდა ფიქრიც კი რომ ხვალ ისევ განადგურდება ჩემი დღეები თუ ალექსანდრე ვერ დამეხმარა....
- ანიჩკამ მოიწყინაა
ხმამაღლა თქვა ბაჩიმ და ჩემსკენ წამოსულ გიოს გადმოუსწრო, მეც მისკენ შევტრიალდი როცა მომიახლოვდა და მანაც ლოყაზე მიჩქმიტა
- რატო მოიწყინე?
დამხედა და დაბალ ხმაზე ჩართულ მუსიკის ფონზე თითზე თითი ნაზად ჩამავლო და დამატრიალა
- ამ ისეე უბრალოდ კარგია თქვენთან და ხვალინდელი დღის წარმოდგენა მიჭირს
სრული გულწრფელობით ვუთხარი და ძირს დავჯექი თან თავი შადრევანს მივადე
- აქ, რომ ვინმე მოიწყენსს ნუ...
გაბრუებული ლილია ხტუნვით მოგვიახლოვდა და ჩემთან ახლოს ჩამოჯდა
- მართალი ხარ,
გვერდი აუბა ბაჩიმ და მის გვერდით ადგილი დაიკავა
- ლილიი?
დავუძახე როცა ჩამეღიმა იმედია მხოლოდ მე არ ვაწყვილებ ფიქრებში ამ ორს...
- ხოოუ
პასუხმა არ დააგვიანა და მეც ხელით ვაჩვენე მოიწიე მეთქი, მანაც ყური მომიწია და მეც ჩავჩურჩულე თან მომავალ ალექსანდრეს ცალი თვალით გავხედე.....
- ლა გვლიტები ხალთ
სიცილი ბოლოს ვერ შევიკავე და სწრაფად მოვშორდი ურეაქციოდ გამომხედა და მეც ბაჩიზე რომ ვანიშნე ისიც გამოერკვა და გაშლილი ხელი ჩემ მხარში უნდა ეთავაზა ალექსანდრემ მისი ხელის დაჭერა მოასწრო
- ეს ისედაც დალეწილია, რომ დაგერტყა ამის კივილს მთელი ევროპა გაიგებდა,
გამოარკვია და ბაჩის სასმელის ქილა გაუწოდა თან მაგიდისკენ წავიდა
- უიიი ბოდიში ბოდიშიი,
ხელი აიფარა ლილიამაც და მეც გამეცინა თან წასულ ალექსანდრეს ენა გამოვუყავი...
ყველა ჩემთან ახლოს ჩამოჯდა წრე გავაკეთეთ მე ისევ შადრევანს ვეყრდნობოდი ალექსანდრე მაგიდასთან რაღაც ქილის თავსახურს უხსნიდა პირ გამოტენილ ნინას
- აუუ გასუქდებაა და მერე იტირეებს ვაიმე მოვიმატეო, ზნაჩიტ ტვინის ტ**ნა იწყება ....
ვითომ ტირილით თქვა დემეტრემ, და არარსებული ცრემლები მოიწმინდა,
ნინაც თავის ქილაიანად ხტუნვით მოგვადგა და ხეზე მიყრდნობილი დემეტრეს ასოზე მოთავსდა, დემეტრესაც უცებ თვალები გაუფართოვდა მძიმე ნერწყვი გადაყლაპა რაზეც ლილიას სიცილი აუტყდა,
- სხვა ადგილი ვერ ნახე დასაჯდომად?
მეგიმ თვალები დაუჭუტა, უხერხულად გრძნობდა თავსრადგან მისთვის ასეთი სამყარო უცნაური იყო, ნინამაც ნწ თქვა ლოყა გამოტენილმა ქმარს გამოტენილი ლოყებით მოწყვეტით ტუჩის კუთხეში აკოცა და დემეტრემაც ფეხზე შემოისვა, ბუნდოვანი გახსენების გამო კოცნაზე ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა და წამოვწითლდი კიდეც, რა მჭიიირსს რით ვერ ამოვიგდე თავიდან მისი ტუჩები! აააჰ უნამუსო არ უნდა ექნა!
- კაი რას ვშვებით ახლა?
ლილიამ წამოიყვირა და თმა ყურსუკან გადაიწია თან ალექსანდრეს ახედა რომელმაც მხოლოდ ლურჯი განათება ჩართო და შემოგვიერთდა, გამოვტყდები, რომ თვალებით ვჭამდი, სხვაგან მაინც არსად გარბოდა ჩემი მზერა, როგორც ყოველთვის წყნარად ჩამოჯდა ჩემსა და საბას შორის, არ მიკვირს შადრევანი ჩვენი ნაწილია, გვერდულად დაჯდა თან მოსაუბრე გიოს ახედავდა ხოლმე ფეხები წინ გამაშლევინა და თავი ჩემს კალთაში მოხერხებულად მოათავსა გიო ლაპარაკის დროს ალექსანდრეს უყურებდა მისი ქცევით შემრცხვა დავიბენი კიდეც და საწყალი თვალებით ავხედე ბავშვებს მეგი ნამდვილად შოკში იყო მისთვის ახალია რათქმაუნდა არ მიკვირს ბაჩიც გაკვირვებული იყო, თუმცა დიდად არა, ჩემი ხელი აიღო და შუბლზე დაიდო ეს იმის ნიშანი იყო რომ მის თმებში თამაშის უფლება მქონდა,
- კიი მე მახსოვვს,
ნინამ გაცა პასუხი გიოს საუბარს, თუმცა გიოს ეტყობოდა რომ თავის სტიქიაში ოყო...
- თქვენ ერთად ხართ?
გიოს ხმამაც არ დააყოვნა და ჩემს გონებაში ექოდ გაისმა 'ერთად ხართ' დავიბენი და უცებ უნდა გამეცა პასუხი სიტყვა რომ გამაწყვეტინა
- არრრ...
- ვთქვათ ვართ მერე?
თქვა და თან თავი გიოს მიმართულებით დაჟინებული მზერით მიატრიალა,
- ისე ვიკითხე, მეგონა დაკავებული არ იყო, და უცებ ეჭვი შემეპარა
მანაც იგივე მზერა ესროლა ალექსანდრეს და რა? ესენი ერთმანეთს ეჯიბრებიან?
წყნარად უყურებდნენ ბავშვები ალექსანდრეს და გიოს... მეც სიტუაციის დასავიწყებლად თემა სწრაფად შევცვალე
- ლეონორას რომ დავურეკოთ არა? ვუთხარი რომ ხშირად მივწერდი და მას მერე ერთხელაც კი არ მიმიწერია,...
ნამდვილად ცუდად გამომივიდა მასთან ჯობდა არ მეთქვა
- გენიოსიი ხარ, უნდოდა შენი ხმის გაგონებაა ვლაპარაკობდით ხოლმე და საოცრად წყინდა
ნინამ თქვა და შოკოლადის ფილა კბილებს შორის გემრიელად მოტეხა...
- ხო მარა მერე მე ავუხსენი სიტუაცია...
ახლა ლილია ჩაერთო და მისი სიტყვები ისე გამეხარდა ცუდად აღარ გამოვიდოდა ეცოდინებოდა, რომ არ შემეძლო მასთან საუბარი
- აუ კარგი გოგო ხარ.
შევაქე თვალისჩაკვრით
- მე დავურეკავვ საიტზეაა
წამოიკივლა ნინამ და მეც წამოვიწიე ' ოოო მოისვენე' ბუზღუნით გავიგე ხმა და მაჯით ხელი მის თმაზე დაიდო
' უბრალოდ ვღელაავ' მეც გავიფიქრე შადრევანს მივეყრდენი და ალექსანდრეს თმაში თითები ავათამაშე
- რით ვერ აიღოოო,
- სადაა ამდენხანს....
- ლეონორა ვინაა?
იკითხა გაურკვევლობაში მყოფმა ბაჩიმ
- მონტენეგროში გავიცანით მონტენეგროელია, ძაან საყვარელი ვინმეა და ვმეგობრობთ....
ლილიამ სწრაფად აუხსნა მის გვერძე მჯდომ ბაჩის და მიეყრდნო, ბაჩიმაც ხელი მოხვია და მეც ღიმილი ვერ დავმალე...
-'ძლიიივსს ლეონორააა, სად იყავიი ამდენხანსს'
ინგლისური აქცენტით იყვირა ნინამ მაშინ როცა ლეონორამ ძლივს გვიპასუხა
- გოგო სასტუმროში პატარა პრობლემა იყო და მაგიტო,
მისი ხმაც გაისმა და მეც სიხარულისგან გული სწრაფად მიცემდა
- რაშვება შენი პატარა?
იკითხა ისევ ლეონორამ და საყვარელი ხმით მოეფერა ნინას
- პატარა კი კარგადაა ჯერ ადამიანად არ ჩამოყალიბებულა მაგრამ ვიღაც განახოო გინდაა?
სიცილით ჩაყვირა ტელეფონს ნინამ და ტელეფონში გამოჩენილმა დემეტრემ ლილიას ხელი დაუქნია
- დემეტრიუს როგორხარრ? ვინ უნდა მანახო უკვე გააჩინეე?
ისე სერიოზულად თქვა რომ არ ვიცნობდე ვიტყოდი, გიჟიათქო
- ნოოოუუ იყვირა ნინამ და სიცილი წასკდა, თან ტელეფონი ჩემსკენ მოატრიალა და ლეონორამაც ჯერ თვალები მოჭუტა და ჩემი სახის ამოცნობის შემდეგ იმხელა იკივლა ტელეფონს დინამიკები გაუფუჭდა,
- ანიიი არ მჯერააა შენ ხაარრრ?!
ისევ კივილით ყვიროდა, მეგონა ტელეფონიდან გადმოძვრებოდა
- მე ვარრ მეე...
მეც მივყვირე და ხტუნაობა მინდოდა ისე გამეხარდა მისი ნახვა
- ალექსანდრეც? დაწიე ტელეფონიი
ნინას უთხრა და ნინამაც ისე დაიჭირა ტელეფონი, რომ მე და ალექსანდრე გამოვჩენილიყავით, ალექსმაც ხელი დაუქნია
- საყვარლებოო, როგორ ხართ, გოგო სად გაქრი? გირეკავდი გწერდი აგაფეთქეე და მერე ლილიამ მომახალა თხოვდებაო და ასე და ისეოო
დაიწყო ლაქ-ლაქი როგორც ჩვევია სწრაფად და ძლივს ვთარგმნიდი სიტყვებს გონებაში სწრაფად
- კიი მასე და მასე იყოო მაგიტომ ვერ გწერდი დღეს ვნახე ესენიც პირველად და გაგიხსენე კარგად ვართ შენა?
გავეკრიჭე, და ალექსანდრეც წამოდგა და ხელი მომხვია
- ჩამო გიჟო გაგვაგიჟე, შენებურად გავერთოთ,...
ალექსანდრემაც ამოიღო ხმა და ისე თქვა გიჟო გაგაგიჟოვო მუდო უნდა ყოფილიყავი რომ არ გაგცინებოდა
- აუ მართლა ძალიან მაგარი იქნება....
.......
დიდხანს ვესაუბრეთ უფრო ვიცანცარეთ იმდენი სისულელეები მოვყევით და კარგადაც ვერთობოდით...
მას მერე ათასი რამე ვითამაშეთ ნამდვილად კარგად გავერთეთ,...
- არა... ცეკვავდა ხოლმე ლეონორაა
ხმამაღალ მუსიკაში ყვიროდა ლილია და საჯდომს იქნევდა ლეონორას განსახიერების მიზნით მე და ნინაც სიცილით ვკაკანებდით, თან შიგადაშიგ ყვიროდა და საჯდომს თავსაც აყოლებდა 'ვუჰ' 'იე'... მეგიც არანაკლებ იცინოდა თუმცა მისი პიროვნებიდან გამომდინარე მისი სინაზე არ იკარგებოდა...
- მაგას ბიჭებთან აკეთებდა...
დემეტრემაც დაუდასტურა და მჯდომიარემ გააჯავრა ლეონორას, რაც მართლა იმდენად სასაცილო იყო რომ თვით ალექსანდრე გაიხა სიცილით, ლილიაც სწრაფად წვდა ნაპირზე მჯომ ბაჩის ხელში და წამოაგდო,
- უყურეთ და ისწავლეეეთ ეს ლეონორას მოძრაობებია...
თქვა ომახიანად და ზურგით ბაჩის აეკრო
- არაა არააა
მეტი აღარ შემეძლო სიცილით დაჭიმული მქონდა მუცლის არე, გვერძე მჯდომ მეგის მივეხუტე სიცილით და ისიც ბევრს იცინოდა თუმცა რაღაც მომენტებში მისი ქცევა მიკვირდა, ვიცოდი რომ მას და ბაჩის ერთმანეთი სადღაც ჰყავდათ ნანახი, ეს ეტყობოდათ კიდეც თითქოს ერთმანეთზე ბავშვებივით გაბრაზებულები იყვნენ,
ლილიასა და ბაჩის შორის კი რაღაც სიახლოვე იგრძნობოდა, რაღაც სხივი მათ შორის თუმცა იმედია ვცდები, ისონი ერთმანეთს გაუგებენ თუმცა მისნაირ ბიჭს მისნაირი გოგო არ შეეფერება ან პირიქით...ჯობია დროს მივენდოთ....ფიქრებითვე ავხედე მოჭედილ ცას და შემდეგ ალექსანდრეს რომელიც ბაჩის რეაქციებზე იცინოდა....
- აღაგზნებბ ნუ შვები მასე
დემეტრემ გაყვირა სიცილით, როცა ლილია საჯდომს ბაჩის სასქესო ორგანოსთან აქნევდა...
- აუ გააჯვი რა...
ბაჩიმაც მიაძახა და ლილიაც გასწორდა
- მართლა?
სერიოზული სახით თქვა და მერე მაინც განაგრძო გართობა.... გიჟია ეს გოგო....
ავტორი:
წინა დღეებში....
ბოლო მცდელობა იყო, ბოლოჯერ გავიდა სახლიდან მეგი, რომ რამენაირად ორი კარში მდგარი მცველი დაეთანხმებინა რომ სულ რაღაც ორი წუთი ენახა ანი, და ადგილსაც მიადგა კარებში ორი მაღალი მამაკაცი შავ სათვალეებში გადაუდგა წინ,
- ამმმმმმ გამარჯობაა, როგორხართ?
მხიარულად დაიწყო საუბარი რადგან წინ მდგარი ორი მამაკაცი მოელბო
- ქალბატონო ვერ შეგიშვებთ ხომ იცით!
მიახალა პირდაპირ ერთ-ერთმა რომელმაც უკვე კარგად იცოდა თუ რისთვის იყო მოსული, მეგისაც ძლიერი ამაყი დგომა დაეშალა და საყვარლად მოიხარა ამაყად გასწორებული მხრები ჩამოყარა და შრეკის კატის თვალებით ახედა მაღალ მამაკაცს
- კარგით რა გთხოვთთ რა მოხდება დღეს, რომ ვნახო მხოლოდ ერთხელ
ამღვრეული თვალებით ახედა საჩვენებელი თითით აჩვენებდა ერთხელ ვნახავ მხოლოდო, წამით კაცმა მეორეს გახედა კითხვის ნიშნით თუმცა მალევე საწყის პოზას დაუბრუნდა,
- შესვლა აკრძალულია!
გაიმეორა ისევ გაფუჭებული რადიოსავით და გაურკვეველი მისამართით დაიწყო ყურება
- ხალხი არ ხაართ არ გეცოდებათ?! ნეტა თქვენ ჩაგაგდოთ ისეთ მდგომარეობაში ვინმემ ან ტვინი სად გაქვთ?! მას რომ ემსახურებით! გოგას ძაღლები გქვიათ! ცხოვრებას მიხედეთ მის დაკრულზე ცეკვას ჯობია!
ყელში ამოუვიდა ამდენი ხვეწნა მუდარა ერთი თვის განმავლობაში ნახევარი თვე მაინც იყო ამათ ფეხ ქვეშ მუხლებით დამხობილი, მათ ყურში კი არაფერი შედიოდა
დაპროგრამებულივით ასრულებდნენ გოგას სიტყვებს
- კისერი გიტეხია! და შენ გვერძე მდგომს კინჩხი!
მიახალა ისევ აფეთქებულმა და მალევე გამოვარდა იქიდან რადგან მამაკაცებს რამე არ მიექარათ, სახლისკენ მიმავალი ავტობუსიდან მათი ლანძღვით ჩამოვიდა ისევ და ისევ ლანძღვაში გართული გადააჭრა მანქანებით მიმავალ გზაზე და ხმამაღალი მუხრუჭის ხმა რომ გაისმა ადგილზე გაშრა, მხოლოდ თვალებით მოავლო გზა და შუქნიშანს ახედა, რომელზეც ახლახანს უნდა ანთებულიყო წითელი მანქანებისთვის, თვალებით გაიხედა მანქანისკენ საიდანაც გიჟივით და აფორიაქებულმა მამაკაცმა კარები ძლიერი დარტყმით მიკეტა და ხმამაღალი ხმა ქონდა
- კარგად ხარ?
გაისმა აფორიაქებული ბოხი ხმა და ისიც მოვიდა გონზე, მანქანას დახედა, რომელიც ისე იყო დამუხრუჭებული რომ ზუსტად მის კაბას ეხებოდა, წარბებ შეკრულმა ახედა წინ მდგომ მამაკაცს და წამით სიტყვები დაავიწყდა თუმცა ისევ მონახა სათქმელი სიტყვები
- შენ წითელი არ გასწავლეს?!
ისედაც გაღიზიანებულმა ჩხუბით მიმართა მასზე ბევრად მაღალ მამაკაცს, აშკარად გაღიზიანდა ბიჭი მეგის სიტყვებზე და მანაც დოინჯები შემოირტყა
- ჯერ მქონდა გასვლის უფლება! შენი იყო წითელი და არა ჩემი! ნუთუ ამ ლამაზ თვალებში რაზვალი გაქვს
უთხრა და თითები თვალებთან აუქნია
გაღიზიანებული ხმით დახედა გოგოს მეგიც დაიბნა როცა სიმართლე მოისმინა
- წითელია!
თითი გაიშვირა შუქნიშანზე შედარებით დაწყნარებულმა შერცხვენილმა მეგიმ თავის გასამართლებლად
- ახლა აინთო!
დაამატა ბიჭმა და ოდნავ თავ დახრილ გოგოს დააკვირდა ყავისფერი მუქი თვალები ვარდისფერი სავსე ტუჩები ბავშვური გამოხედვით თუმცა ძალიან ლამაზი, ლამაზი სხეულით, და დამალღობელი სწორი წვრილი ფეხებით , თვარიელების დროს ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა თუმცა არ შეიმჩნია
- და მაინც ამხელა სისწრაფით რატომ მოძრაობთ ასეთ ქუჩებში!
წამოენთო ისევ მეგი როცა ისევ იპოვა მიზეზი
- შეხედეე
თავზე ხელი მოკიდა და თავი საგზაო ნიშნის მიმართულებით მიუტრიალა
- აქ დაშვებულია ამ სისწრაფით სიარული, მიხარია რომ არაფერი დაგიშავდა იმედია ამის მერე თვალებს გაახელ!
ისევ მკაცრად და სამართლიანად მოიგვარა ბიჭმა საქმე
- ხო მაგრ...
- ხმა!
დაიწყო მეგიმ თავის გამართლებისთვის შესავალი
თუმცა მალევე ბოხმა ხმამ გააწყვეტინა
მიახალა ბიჭმა და მეგიც თავდახრილი სიტყვებს ეძებდა გონებაში რომ ვერაფერი მოიფიქრა გაქცევა ამჯობინა და წინ სვლა დაიწყო მანქანები, რომ დაიძრნენ, და მკლავში ძლიერმა ჩავლებამ უკან სწრაფად დაწია,
- ახლა რაზე გესაუბრე! ფუ ამის!...
გაბრაზებულმა დახედა გოგოს და წარბებშეკრულმა აათვალიარა უკნიდან სიგნალის ხმა რომ მოისმა იძულებული იყო მანქანა ადგილიდან დაეძრა
- სულელი,
ამოიბურდღუნა ბიჭმა და ადგილს მოწყდა, მანქანაში მოთავსდა და გაყინულ გოგოს ერთხელ დაუსიგნალა გამოსაფხიზლებლად, მეგიც უცებ შეხტა და გზიდან გადავიდა, ბიჭმა მანქანა ადგილს სწრაფად მოწყვიტა, და მეგიმაც თავზე წაივლო ხელი, რა სირცხვილიაო...
მას მერე არც ისე დიდი დრო გავიდა, როცა მეგი ლილიასთან ერთად გიომ წაიყვანა ბაღში ანის ნახვის მერე მაგიდასთან ჩამოჯდომის შემდეგ მის წინ რომ იგივე მამაკაცი გამოესახა ორივეს ბაგეებიდან უნებურად წამოვიდა სიტყვები
- ისევ შენ?!
მას მერე თვალებით ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს და მაქსიმალურად არიდებდნენ თავს ერთმანეთს......
ანი:
დიდი დრო გავიდა მას მერე რაც ერთად გავერთეთ, იმდენად ვიყავი გონება გაფანტული და გართობაში გართული, რომ გონებიდან ამომვარდა ორი საათი, როცა მცველები ჩემს შესამოწმებლად უნდა შემოსულიყვნენ, რატომ? რადგან ორ საათზე დარეკავდა გოგა ჩემს შესამოწმებლად, უცებ გახსენებისას მთლიანად გადავფითრდი და ალექსანდრესკენ გავვარდი
- ალექსს, საათი საათი ნახე ჩქარა....
აღელვებულმა მივახალე და მანაც საათს დახედა
- რა მოხდა? 2ის 18ი წუთია
მითხრა და მეც გაშლილი ხელი შუბლზე მივირტყი, სადდ გადავხტე
- ჩქარაა უკანნ უნდა დამაბრუნოო გზაში გეტყვიი უბრალოდ ორ საათამდე იქ უნდა ვიყო
მივახალე და ხელში ხელი ჩავავლე რომ წამეყვანა მერე უცებ ბავშვები გამახსენდნენ ალექსანდრე გაკვირვებული მიყურებდა თუმცა დრო ნამდვილად აღარ იყო იმის რომ ახსნა განმარტება დამეწყო მისთვის
- ჰეეეიიიითთ მოდიით დაგემშვიდობოთ
სწრაფად ვიყვირე და მათკენ გავემართე
- ალექსი აგიხსნით მერე ყველაფერს..
თან ლილიას მოვეხვიე ისე ვთქვი
- რა მიდიხარ? ასე უცებ ან რანაირად
თან მეხუტებოდა თან მეკითხებოდა, მეც თავი დავუქნიე და სწრაფად გადავინაცვლე მასთან ახლოს მდგარ ბაჩიზე, მასაც მოვეხვიე როგორც ყველას საბოლოოდ მეგის დროც მოვიდა
- მოიცა მეც წამოვალ
თქვა და სწრაფად დაავლო თავის ხელჩანთანს ხელი
- არა მათთან დარჩი და ჩემს მაგივრად გაერთე მათთან კარგი,
თავის დაქნევით მივეფერე სახეზე, და მასაც აღელვებული სახე ეტყობოდა
- დამიჯერე გადავრჩები,
გავიცინე და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე, ბავშვებს თვალი მოვავლე საბას ნამდვილად არ ჩავაბარებდი მეგის, არ მეიმედება ეს ბიჭი და მომკალით, დემეტრეს ცოლ-შვილი აბარია, მხოლოდ აჩი დარჩა მას ნამდვილად ვენდობი,
- ჰეი აჩი იცოდე მეგის შენ გაბარებ...
თვალის ჩაკვრით ვუთხარი და მეგიმაც ხელი მომკრა
- რათქმაუნდა! შენს სიტყვას შევასრულებ
მანაც თვალი ჩამიკრა და უცნაური მზერით გახედა მეგის, ყველას ღიმილით მოვავლე თვალი და ადგილი დავტოვე..........
- ხო უბრალოდ მამოწმებენ,
გავეცი ალექსანდრეს პასუხი როცა უკვე მიმიხვდა
- აუხსენი ბავშვებს
ვუთხარი და გავუღიმე.....
5 წუთი აკლდა სახლთან მოშორებით გავაჩერებინე მანქანა სიტყვიერად დავემშვიდობე და გადმოვედი მახსოვდა რომ კარები დაკეტილი მქონდა თუმცა ეს უფრო საეჭვო იყო მათთვის
- ანი!
მანქანიდან გადმოსული ალექსანდრეს ხმამ გამაჩერა და მეც გაკვირვებულმა გავხედე, აუჩქარებლად მომიახლოვდა, და წამით სახე შემითვალიერა დავიბენი
- ფრთხილად...
დაბალი დამაფიქრებელი ხმით თქვა თმა ყურსუკან გადამიწია, სახეზე ხელი ნაზად ჩამომისვა და ნიკაპით თავი მისკენ ამაწევინა ვხვდებოდი რომ მისი ტუჩები ჩემსკენ მოიწევდა თუმცა ვერსად მივდიოდი და ვერაფერს ვამბობდი ვერ ვიტყვი, რომ არ მინდოდა თუმცა ახლა? ასეთ დროს ძალიან დამაბნეველი იყო, ბოლო წამზე დავხუჭე თვალები და რბილი ბაგეებიც ვიგრძენი ვიგრძენი როგორ დამიარა სასიამოვნო შეგრძნებამ, თვალების გახელა არ შემეძლო იმდენად ნაზად და სასიამოვნოდ მკოცნიდა ვგრძნობდი ხელები როგორ მიხურდა სხეულთან ერთად, გონება გამეფანტა და სადღაც შორს მტრედების სამყაროში გაფრინდა, მოშორების არანაირი სურვილი არ მქონდა, წამით გადამავიწყდა ისიც რომ მეჩქარებოდა, არც ის აპირებდა მოშორებას ჩემი სახე ხელებში მოექცია თვალები ნებიერად დაეხუჭა და ნაზად მიკოცნიდა ტუჩების ხან ზედა ხან ქვედა ნაწილს, დაუფიქრებლად ავყევი კოცნაში, და მეტად გადავეშვი სხვა სამყაროში, ირგვლივ ყველაფერი ბზინავდა, პეპლები და მტრედები ერთად დაფრინავდვდნენ, თუმცა საიდანღაციდან შავებში ჩაცმული შავი სათვალით დიდი კაცი გამოჩნდა და ფრინველები დააფრთხო, მეც სწრაფად გავახილე თვალები და ალექსანდრეს მკერდზე გაშლილი ხელისგულები მცირედ დავარტყი თან სწრაფად მოვშორდი და სახლისკენ გავიქეცი
- იმედია გნახავ ოდესმე....
მივყვირე თან ხელს ვუქნევდი ვიგრძენი როგორ გაშეშებული დავტოვე და გამეცინა მიუხედავად იმისა რომ მე თავად არ ვიცოდი როგორ გავრბოდი....
ოთახში აივნიდან ძლივს ავძვერი მანამ კი ისმოდა მათი ხმა
- უკვე შემომტვრევას ვაპირებთ....
და მეც თვალები გამიფართოვდა აივანის მოაჯირზე მუცლით დავეკიდე და რაც შემეძლო წინ გადავიწიე რის გამოც აივანზე გავიშხლართე ტკივილი დავივიწყე და კარები თავად უნდა გამეღო ტანსაცმელი რომ გამახსენდა, გიჟივით გამოვაღე კარადა და ხალათი გავშალე მოვიცვი თუ არა კარების შემონგრევის ხმა გაისმა და მეც უკან შევბრუნდი
- ქალბატონო
დაძაბულმა თქვა კარების შემომგლეჯმა
- რა ქალბატონო! იქნებ მეძინა?! ასე უნდა გამაღვიძოთ?! ჯერ რა წესია ღამის ორ საათზე ადამიანის ნახვა ?!
დავიწყე ჩხუბი თან ვცდილობდი სირბილისგან დაღლილობა არ შემემჩნია და ჰაერს ძლივს ვიკავებდი რომ რიტმულად მესუნთქა
- გვაპატიეთ უბრალოდ დიდი ხანი არ გამოხვედით არც წინაზე გვიპასუხეთ და ვიფიქრე ცუდად ხომ არ გახდათქო
ისევ გაიმეორა რობოტული ხმით და მეც მომინდა შემომერტყა
- ახლა ხო მნახეთ?! რატო არ გადიხარ თუ გინდა ვუთხრა გოგას რომ ხალათში მნახე და ასე ურცხვად მათვალიერებ?!
ისევ განვაგრძე ჩხუბი და მანაც თავი დახარა
- არა ქალბატონო ასე არ არის მაპატიეთ...
- მაშინ შეგიძლია მომცე უფლება განვაგრძო ძილი?!
ვკითხე მკაცრი ხმით თავი უფროსი მეგონა სიმართლე გითხრათ რაღაცით მომწონდა კიდეც თუმცა მაღიზიანებდა ის ფაქტი რომ ამხელა კაცი თავს მიხრიდა და ვერაფერს მიბედავდა! მაშინ როცა ვამცირებდი.
- მაპატიეთ ღამემშვიდობის
სწრაფად თქვა და ოთახი დატოვა კარები ძლივს გაიკეტა ცხოველმა საკეტი გატეხა, გავიდა თუ არა საწოლზე უძალოდ დავეცი და ფილტვებს საშვალება მივეცი ნორმალურად ესუნთქა, სუნთქვას ვირეგულირებდი, თუმცა ხელს ტუჩებიდან ვერ ვიშორებდი, არ მჯეროდა ის რაც მოხდა, მაკოცა?! ჯანდაბა მართლა მაკოცა! გავიფიქრე და რაღაც უცნაური ბედნიერებისგან საწოლზე ფეხები გავაქნიე და გადავტრიალდ-გადმოვტრიალდი, ისევ ამომოტივტივდა მომენტი თუ როგორ შეეხო მისი ტუჩები ჩემსას და ღიმილი და ემოციები ვერ დავმალე და საწოლზე ფეხების ქნევა დავიწყე თან სახეზე ხელს ვიფარებდი თან იქით აქეთ დავგორავდი დიდ საწოლზე.....
ავტორი:
გართობა დიდად არ გაუგრძელებიათ, ბავშვებს თუმცა არ დაშლილან, ისხდნენ და საუბრობდნენ ანის წასვლის მერე გაკვირვებულებიც და ცოტა მოწყენილებიც კი იჯდნენ, მეგი განსაკუთრებით ღელავდა და საერთოდ აღარ იღიმოდა, რადგან იცოდა, ზუსტად იცოდა, რა დღეშიც იყო ანი, დემეტრეს ტელეფონი ამღერდა და ყველა დადუმდა, რომ გაეგოთ ალექსანდრეს ხმა
- რა ქენით?
მალევე უპასუხა და თან დააყოლა დემეტრემ
- მივიყვანე ამის დედა შე.... და მემგონი მშვიდობა აქ....
- და რა ხდებოდა აბა აგვიხსენი!
ნინამ ჩაყვირა ტელეფონს და ალექსანდრემაც მოყოლა დაიწყო, როგორც ყოველთვის წყნარად უყვებოდა ბავშვებს და სიტყვის ბოლოს დააყოლა
- და კიდევ მანდ ჩამოსვლა მაგრა მეზარება მაინც იშლებით, და კაროჩე წავედი მე რა.....
დააყოლა სიტყვის თქმა არ აცადა დემეტრეს ტელეფონი გათიშა
- უკვე გითხარი რო შენი ძმა ყ*ეა?
სერიოზული სახით გახედა ნინას და ნინამაც ხელი მიარტყა, ბევრი აღარ უფიქრიათ მთავარი გმირების გარეშე, გართობა მოსაბეზრებელი იყო, ყველაფერი მოაწესრიგეს, შუქები ჩააქრეს და ისევ და ისევ სიჩუმეში შადრევნის ჩხრიალით გაბრუებული ბუნება მარტო დატოვეს
ბაჩიმ წაიყვანა ყველა, ცოლ ქმარი გაუშვა მხოლოდ მარტო რადგან, ნინა შეეცოდა დაღლილია და ამათი სახლებში ჩამორიგების თავი აღარ აქო...
აჩის მანქანაში სიჩუმე ნამდვილად არ ყოფილა აჩის გვერდით მჯდომი ლილია გაუჩერებლად ლაპარაკობდა უკან კი მეგი ფანჯარაზე იყო აკრული რადგან საბა შუაში იჯდა, რის გამოც გაშლილი ფეხებით ფეხზე ეხებოდა, უკანა ხედვის სარკიდან დაჟინებული მზერით აკვირდებოდა აჩი საბას თუმცა საბა ამას ვერ ხედავდა,
- რა შუაში ზიხარ სამი წლის ბავშვივით ბარემ მეგის ჩაუჯექი კალთაში...
სიცილით თქვა აჩიმ ყველანაირად ეცადა ხუმრობაში გაეტარებინა, საბამაც გაიცინა, რადგან ეგრძნობინებინა აჩისთვის რომ მისი ხუმრობა მიიღო,
- შუაში ასწორებს ხოლმე
თქვა და გვერძე გადაიწია, მეგიც მოეშვა და ნორმალურად დაჯდა აჩიმ სარკიდან აათვარიელა გოგო, რომელიც დაბნეული მორცხვი და ჩუმი ერთდროულად იყო, თავი მორცხვად ქონდა დახრილი, და ეტყობოდა რომ ჯერ ისევ ნერვიულობდა ანიზე, აჩის ჩაეღიმა თუმცა არ შეიმჩნია და გზას ისევ სერიოზული გახედა, ლილია ნამდვილად ძალიან გაბრუებული იყო, კაბას უფრო და უფრო მაღლა იწევდა რაც უფრო მომთხოვნი ხდებოდა მისი სხეული, აწეული კაბიდან მოშიშვლებული ფეხი გამომწვევად ბზინავდა მაშინაც როცა აჩის ყურადღება გზაზე მიბყრობილი იყო, თვალები გაურბოდა, მამაკაცს, სისუსტისკენ რის გამოც ლილია გულში ხარხარებდა,
- ღმერთო როგორ ცხელაა,
ამოიქვითინა, გოგომ და ღილაკით მინა ჩაწია, მანქანის სისწრაფის გამო გაგიჟებულმა ქარმა მაშინვე შემოაღწია დახურულ სივრცეში და ლილიას თმაზე მიელამუნა, მიუხედავად იმისა რომ საბას ბოლომდე ჰქონდა მინა ჩაწეული მეგის განახევრებული როგორც აჩის, მაინც უცნაურად სხვანაირი იყო ნიავი რომელიც ლილიას თმას უწეწავდა და ისედაც მოკლედ აწეულ კაბას უფრიალებდა - რა სასიამოვნოააა..
თვალებ დახუჭულმა ამოთქვა და გაშლილი თმა ხელებით მაღლა აწია, ამიტომ მოღერებულმა კისერმა გამოანათა და აჩიც გაბრწყინებულ გზაზე ვეღარაფერს ხედავდა თავი გამოსაფხიზლებლად დაატრიალა და გამოუვიდა კიდეც, ლილიას გამომწვევი საქციელების გამო წამით დაიბნა თუმცა სხვა გრძნობის არარსებობის გამო მალევე გამოუვიდა თავის დახსნა ვნებისგან,
- გაცივდები გრილა, ცოტა აწიე
მზრუნველი ტონით უთხრა და აფრიალებული კაბა სხეულზე დაუბრუნა, ლილია არ აპირებდა აწევას რადგან მიხვდა რომ გამოდიოდა ის რასაც ცდილობდა თუმცა ახლა რამ შეცვალა ის ვერ გაეგო, ბიჭის ხმაში ვნება რომ ვერ შეატყო ტუჩებ გამობურცულმა აწია მინა მხოლო ორი თითის დონეზე დატოვა, უკვე ქალაქში იყვნენ და საბას სახლის გზით დაიწყო სვლა, ჭკვიანური საქციელი იყო, რადგან საბა რომელიმეს თავზე არ დადგომიდა
- ჯერ გოგოები მიგვეცილებინა უხერხულია,
რომ მიხვდა რომ მისი სახლის გზით მიდიოდნენ ამოთქვა
- ჰაჰ არა რა უხერხული ამ გზით გასვლა მიწევდა მაინც
ჩაცინებით თქვა და სარკეში ღიმილით ახედა საბას, შემდეგ კი მის გვერდით მეგის მოავლო თვალი თუმცა, სწრაფად დაუბრუნა მზერა მეგის რომელსაც თმა უფრიალებდა, ის კი დაბნეული იწევადა ყურს უკან თმას და მოშიშვლებულ ლამაზად მოღერებულ კისერზე თლილ თითებს ისმევდა, საოცარი სანახაობა იყო დაბნეული ლამაზი გოგოს ნახვა ასეთ პოზაში..
- ჯანდაბა მეგი....
ამოთქვა უნებურად წამოსული სიტყვები და ხელი საფეთქელზე ნაზად მიირტყა გამოსაფხიზლებლად შემდეგ კი სიჩქარეებში გადამრთველს დაუბრუნა
- მე მითხარი რამე?
საყვარელი მზერით თქვა წინ გადაწეულმა და სარკეს ახედა, აჩი დაიბნა უცებ თუმცა რომ მიხვდა რომ არ გაუფიქრებია ენა ქვედა ტუჩს მოუსვა თან კბილებში გამოაცურა
- ა არა ისე ვთქვი...
ჩაცინებით თქვა და გზას საკუთარ თავზე დაგრუზული გახედა,



№1 სტუმარი სტუმარი ნიკა

აუ გაასწორა მაგრად, მადლობაააა ანი ❤️♥️

 


№2  offline წევრი Ana iko

სტუმარი ნიკა
აუ გაასწორა მაგრად, მადლობაააა ანი ❤️♥️

მადლობა შენ ❤️❤️

 


№3 სტუმარი ირ კა

აუ რა საყვარელი თავი იყო, ეცადე მალე დადო...

 


№4  offline წევრი Ana iko

ირ კა
აუ რა საყვარელი თავი იყო, ეცადე მალე დადო...

აუცილებლად ❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინი

საინტერესო განვითარება იყო,იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება...

 


№6  offline წევრი Ana iko

სტუმარი ნინი
საინტერესო განვითარება იყო,იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება...

მადლობაა ❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent