შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისი ( 12 )


19-03-2022, 21:03
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 3 225

მართლა არ ვიცოდი თუ მალხაზის კომპანია ასეთ დღეში იყო, ან აქამდე როგორ მოახერხეს ამ ყველაფრის დამალვა, ხომ გახსოვთ როცა შვიდი წლის წინ მახომ მამამისის ბიზნესი აურია და უზარმაზარი თანხა დაკარგა მე დავეხმარე ჩემს ძმას ჩემი დახმარების მეშვეობით გადაიხადა ბანკის ვალები და თითქოს საქმეებიც კარგად მიდიოდა, სანამ თქვენ მოხვიდოდით მანამდე ველაპარაკე მალხაზს და გაკოტრებულია, წილის გატანაც ამიტომ უნდოდა რომ ვალები გადაეხადა, ვფიქრობ და ვერ ვხვდები, როგორ მოახერხა მახომ ამხელა თანხის გაფლანგვა და ყველაფრის განადგურება, -ვახტანგმა მის წინ გაუნძრევლად მჯდარ ბიჭებს ზურგი შეაქცია, ფანჯარას მიუახლოვდა ხელები უკან გადაიჯვარედინა და პირდაპირ ფანჯარასთან მდგარ ვარდისფრად აყვავილებულ ხეს გაუშტერა თვალი.
- ჰოო, ეს ვერ არის კარგი საქმე, -ალექსმა ნერვიულად აათამაშა თითები მუხის ხის ანტიკვარულ მაგიდაზე,
-დახმარება არ შესთავაზე?
- დარწმუნებული ვარ შესთავაზებდა მაგრამ არამგონია აზრი ჰქონდეს, -გიორგიმ თვალებმოჭუტულმა შეხედა მამას.
- შევთავაზე მაგრამ უარი მითხრა, თვითონაც იცის რომ აზრი არ აქვს, მახო ყველაფერს ანადგურებს რასაც შეეხება და მათი კომპანიის გადარჩენას აზრი არ აქვს.
- აქ ამისთვის დაგვიბარე? -ალექსი ვერ ხვდებოდა რა საჭირო იყო ამ ამბის შესატყობინებლად მათი სასწრაფოდ დაბარება.
- მხოლოდ ამისთვის არა, რაღაც-რაღაცეები გავარკვიე, თქვენი ბიძაშვილი ძალიან დიდ შარშია გახვეული საშიშ ხალხთან აქვს ურთიერთობა...
- ერთი წუთით გაჩუმდით და მაცადეთ ვიფიქრო, -ალექსის გონება გამალებული მუშაობდა და ახლაღა აკავშირებდა აქამდე თითქოს უმნიშვნელო დეტალს ერთმანეთთან.
- ის არის, ის არის ის ახლობელი გამომძიებელი რომ გვეუბნებოდა, ამის დედაც, ის ეხმარებოდა იმ იტალიელებს ელენეს გატაცებაში...
- დარწმუნებული ხარ? -გიორგი ცოტა არ იყოს ეჭვით უმზერდა ალექსს.
- დარწმუნებული ხარ შვილო? რაც არ უნდა იყოს მახო შენი ბიძაშვილია, -ვახტანგსაც აშკარად არ უნდოდა ამ ყველაფრის დაჯერება, ბავშვი რომელიც მის თვალწინ გაიზარდა, ქალებზე მოძალადე, ნარკომანი და შავბნელ საქმეებში გარეული იყო, სინანულით გადააქნია თავი.
- დარწმუნებული ვარ რომ ასეა, დროა ამ ყველაფერს პირადად მივხედო, ის არ გაჩერდება და კიდევ შეეცდება ელენეს რამე დაუშაოს მე კი ამის უფლებას არ მივცემ, -წამოდგა და მხრებში გამართული, სწრაფი ნაბიჯით დაუმშვიდობებლად გავიდა კაბინეტიდან, გაყევიო ანიშნა გიორგის მამამ, ეზოდან გასასვლელ კართან წამოეწია გიორგი ძმას.
- სად მიდიხარ? რის გაკეთებას აპირებ?
- ყველაფერს ჩემებურად მოვაგვარებ, ელენეს რომ კიდევ შეეხოს ვინმე და რამე დაუშაონ ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებ, იმ გამოსირებულს თავბედს ვაწყევლინებ.
- კარგად დაფიქრდი, ხომ იცი მე ყველანაირად დაგეხმარები უბრალოდ ცხელ გულზე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებებს...
საუბარი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინათ, ალექსმა ეკრანს დახედა და უპასუხა, უცნაური აქცენტით ინგლისურად მოსაუბრე, ბოხხმიანმა მამაკაცმა იკითხა თუ ვის ესაუბრებოდა,
- როგორც იქნა, ვერც კი წარმოიდგენ ახლა მე და შენ ვისთან მივდივართ შეხვედრაზე, -უთხრა გიორგის როგორც კი ტელეფონი გათიშა და ღიმილით დაკრა მხარზე ხელი.
- - - - - - - - -
- მოვკვდი ცნობისმოყვარეობით მიდი რა ჩართე, თუ რაკი ბარათზე ეწერა მარტო უყურეო ჩვენს წასვლას ელოდები რომ ჩაუჯდე, ჩართე რა გთხოვ, -ნიკმა მოუთმენლობით აღსავსე მზერა მიაპყრო ელენეს და პატარა ბავშვივით დაეღრიჭა.
- სამივე იატაკზე ისხდნენ, დივნის წინ მაგიდის გარშემო და თვალს არ აცილებდნენ მაგიდის შუაგულში მოთავსებულ მეხსიერების ბარათს
- სასაცილო სიტუაციაა, -გაეღიმა ლეოს.
- ჰო ასეა, მაგრამ არამგონია ამ ბარათზე რამე სასიამოვნო და სასაცილო იყოს ჩაწერილი, -ელენემ ნერვიულად მოიკვნიტა ტუჩი და ლეოს შეხედა.
- როგორ ფიქრობ რა უნდა იყოს?
- ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ ძვირფასი ბებიას გამოგზავნილი უნდა იყოს და...
- და აშკარად ალექსთან დაკავშირებული რამ იქნება, -დაასრულა ნიკმა.
- ვერ გავიგე ამ ქალს ჩემგან რა უნდა, ან თქვენ რას გერჩით.
- ერთი ფულზე შეყვარებული ძუკნაა და მეტი არაფერი, -ლეომ ზიზღით დახედა მეხსიერების ბარათს, -ვერ წარმოუდგენია როგორ შეიძლება ვინმეს მისი ფული არ უნდოდეს და ამ ყველაფერზე უარი თქვას, არამგონია შენი სიყვარულით კვდებოდეს, უბრალოდ რაკი წინააღმდეგობას უწევ შენს გატეხვას ცდილობს.
- და ალექსი ამ ყველაფერთან რა შუაშია? ხელს რაში უშლის?
- ალექსთან თუ იქნები იტალიაში არასდროს გაყვები.
- ურჩევნია მარტო იყო მასთან ერთად, ასე უკეთ აგირევს ტვინს, თუკი მართლაც მისი გამოგზავნილია, ეს ისეთი რამ უნდა იყოს რომ ბებიას ვარაუდით მისი ყურების შემდეგ აუცილებლად დაშორდები ალექსს.
- კარგი რა ლეო, ალექსს არ აქვს ისეთი საშინელი საიდუმლოებები, რაც მასთან დაშორებას მაიძულებს მე მას ვენდობი.
- შენზე ვგიჟდები ბიძაშვილო, როგორ შეგიძლია ასეთი მიმნდობი და მიამიტი იყო, -ლეო მისკენ მიჩოჩდა, მხარზე ხელი მოხვია და გულზე მიიხუტა, -მომწონს რომ ასეთი ხარ.
- უიშვიათესი ეგზემპლარი გვყავს, -გაიცინა ნიკმა.
- ნუ დამცინით, მე თქვენც თავიდანვე გენდეთ და ხომ ხედავთ რომ არ შევმცდარვარ, ალექსშიც არ ვცდები დარწმუნებული ვარ.
- მართალია ძალიან ცოტა ხანია ვიცნობთ მაგრამ მეც დარწმუნებული ვარ რომ კარგი ადამიანია.
- ისიც აშკარაა რომ ძალიან უყვარხარ, -დაამატა ნიკმა.
- მართლა ასე ფიქრობთ?
- რათქმაუნდა ასე ვფიქრობთ, ასე რომ ერთ რჩევას მოგცემთ, აიღე ეს ბარათი შეინახე და ალექსი რომ მოვა მასთან ერთად უყურე.
- ოოჰ როგორც იქნა შვებით ამოვისუნთქე, რა კარგია რომ მყავხართ, იცით რომ მეგობარი არასოდეს მყოლია, არც ახლო ნათესავი ვისთანაც მეგობრობას შევძლებდი, ალექსი ახლახანს გავიცანი, მისი წყალობით ლილიას დავუმეგობრდი, გიორგის, ლადოს, კახას, ახლა კი თქვენც მყავხართ ჩემი უსაყვარლესი ბიძაშვილები, ვერც კი წარმოიდგენთ როგორი ბედნიერი ვარ, ეს ყველაფერი ისეთი არარეალურია ხანდახან მეშინია რომ უბრალოდ სიზმარი არ აღმოჩნდეს.
ღიმილით უყურებდა ნიკი მის ტყუპისცალზე მიხუტებულ ელენეს, სხვა თუ არაფერი მას და ლეოს ერთმანეთი ჰყავდათ, ის კი მთელი ცხოვრება მარტო იყო, სულ მარტო, არასდროს უგრძვნია ისეთი სითბო რასაც ნიკი ლეოსგან ყოველთვის გრძნობდა, არასდროს არავინ ჰყოლია გვერდით და მაინც ასეთი თბილი და მიმნდობი გაიზარდა, ასეთი მოსიყვარულე, უცნაური ტკივილი იგრძნო გულში, მეორე მხრიდან მიუჯდა ელენეს და ჩაეხუტა.
- კარგი ამბავი უნდა გითხრათ, მე და ლეო თბილისში ბინის ყიდვას ვაპირებთ, ალბათ კარგა ხანს მოგვიწევს აქ დარჩენა, მოგვწონს აქაურობა, ქართულის სწავლაც კი დავიწყეთ.
- მართლა? როგორ გამახარეთ.
- ჰო მერე უკვე შეგვეძლება ერთად უფრო მეტი დრო გავატაროთ, საყიდლებზე და გასართობად ერთად ვივლით ხოლმე.
- მე კი გავარჯიშებ რომ გამოგაწრთო, თორემ ისეთი სუსტი ხარ წამდაუწუმ ცუდად ხდები ხოლმე, -ლეომ წვრილ მკლავებზე დაუსვა ხელი.
- შეხედე ნიკ, ისეთი გამხდარი და სუსტია მგონი ცოტა ზედმეტად რომ მოვუჭირო ხელი მოტყდება.
- ცუდად გაქვს საქმე, -ნიკმა გულიანად გაიცინა, -ლეომ თუ შენს წვრთნას მიჰყო ხელი, მოგკლავს ვარჯიშით.
- ნუ აშინებ ბავშვს, ვარჯიში ყოველთვის საჭიროა, ისე ამ ბინაშიც რომ გქონდეთ ადგილი შეგეძლო რამდენიმე ტრენაჟორი დაგედგა.
- აქ მაგის ადგილი არ გვაქვს ლეო, მხოლოდ ეს მისაღებია, ორი საძინებელი და კიდევ ერთი ოთახი, ოღონდ ის დაკეტილია არ ვიყენებთ.
- რატომ არ იყენებთ?
- არ ვიცი, რატომღაც სულ დაკეტილია, ალექსი იყენებს ხოლმე, ოღონდ არ ვიცი რისთვის.
- არ გიკითხავს რა არის იმ ოთახში? -ნიკს თვალები ცნობისმოყვარეობით აევსო.
- რატომ უნდა მეკითხა, თქმა რომ უნდოდეს ხომ ისედაც მეტყოდა.
- რა უცნაური ხარ, საერთოდ არ გაინტერესებს? არ გიფიქრია იქ რას შეიძლება მალავდეს? არ გინდა რომ გავაღოთ და ვნახოთ რას მალავს, რა იცი რა ხდება, იქნებ მანიაკია, ან ფრაკენშტეინის მაგვარად ცდებს ატარებს საწყალ ადამიანებზე, ან...
- გეყოფა ნიკ, ნუ აშინებ, -უყვირა ლეომ აზარტში შესულ ნიკს როცა ელენეს გაფართოებული თვალები დაინახა, -შენ ამას ნუ მოუსმენ, ასეთი სულელური ხუმრობები უყვარს, მე თუ მკითხავ სწორად იქცევი რომ ასე ენდობი ალექსს, ურთიერთობებში ნდობა უმნიშვნელოვანესია...
ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინათ საუბარი, ელენეს ეკრანისთვის არც დაუხედავს ისე უპასუხა, ნაცნობი ხმის გაგონებისას შეცბა და უსიამოვნოდ გააჟრჟოლა.
- მშვენივრად ერთობი არა, ხმაზე გეტყობა რომ ბედნიერი ხარ.
- რა გინდა მახო?
- გეგონა რაკი ალექსს გონება აურიე საბოლოოდ დამიძვრები ხელიდან? დაიმახსოვრე, თუ ჩემი არ იქნები არც მისი იქნები, -უცნაურად საუბრობდა, ელენემ შეატყო რომ არ იყო ფხიზელი.
- საკმარისია, აღარ დამირეკო არ მინდა შენთან რაიმე სახის ურთიერთობა მქონდეს.
- სულელო გოგო, რა ცუდია რომ ჭკუას ვერ სწავლობ, არა რა იმ უვარგისი იტალიელისთვის არ უნდა დამეჯერებინა და ახლა ჩემი იქნებოდი.
- რისი თქმა გინდა რომ ეს ყველაფერი შენ დაგეგმე? მითხარი რისი თქმა გინდოდა, -იყვირა ელენემ და უკვე გათიშული ტელეფონი მაგიდაზე მიაგდო.
- რა გჭირს? ვინ იყო? მთლად გაფითრებული ხარ, წყალი ხომ არ გინდა, -ნიკი და ლეო თავს დასტრიალებდნენ და მის დამშვიდებას ცდილობდნენ.
- მახო იყო, -ძლივს ამოილუღლუღა ელენემ.
- რა უნდოდა მაგ ნაბიჭვარს?
- ზუსტად არ უთქვამს მაგრამ მგონი ვინჩენცოსთან ერთად ისიც არის ჩემს გატაცებაში გარეული.
- დარწმუნებული ხარ? ახლავე უნდა უთხრა ალექსს, -ლეომ ტელეფონი მიაწოდა.
- ახლა არა რა, როგორც კი მოვა მაშინვე ვეტყვი.
- - - - - - -
საღამომდე დარჩნენ ლეო და ნიკი ელენესთან, საკუთარ ბავშვობაზე, სახლზე, დედაზე, ბიზნესზე უყვებოდნენ ტყუპები, მთელი გულისყურით უსმენდა ელენე, ხარბად ისრუტავდა ყველა ინფორმაციას და გული სითბოთი ევსებოდა, ექვსი საათი იქნებოდა ალექსმა რომ დარეკა.
- პატარავ სახლში ხარ? -მისმა თბილმა ხმამ თავიდან ფეხებამდე დაუარა ელენეს და სასიამოვნო ჟრუანტელი მოჰგვარა.
- სახლში ვარ, ნიკი და ლეოც ჩემთან ერთად არიან.
- ძალიან კარგი, მაშინ გაემზადე, თხუთმეტ წუთში მოვალ და სადღაც უნდა წავიდეთ, ტყუპებს უთხარით რომ მათი წამოსვლაც საჭიროა.
- კარგი მზად ვიქნები, -ელენემ ტელეფონი გათიშა და ბიძაშვილებს გადახედა.
- თხუთმეტ წუთში ალექსი მოვა, მითხრა მოემზადეო.
- კარგი მაშინ ჩვენ გავალთ, -ნიკი ფეხზე წამოდგა.
- არა მოიცადე, არ ვიცი სად მივდივართ მაგრამ მითხრა რომ თქვენი წამოსვლაც საჭიროა, ოღონდ ძალიან გთხოვთ მახოზე არაფერი უთხრათ, მაგ საკითხზე მერე დაველაპარაკები.
- საინტერესოა რა ხდება, -ელენეს არ გამოპარვია როგორ დახედა ლეომ ტელეფონის ეკრანს და სეტყობინების წაკითხვისას სახე შეეჭმუხნა.
- მიდი გაემზადე, ჩვენ აქ დაგელოდებით.
საძინებელში შესვლამდე თავისდაუნებურად გაექცა მზერა ელენეს დაკეტილი კარისკენ, ნელა მიუახლოვდა და სახელური ჩამოსწია, არ გაიღო, რათქმაუნდა დაკეტილი იყო, ნეტავ სად ინახავს ალექსი გასაღებს? საკუთარმა ფიქრმა თვითონვე შეაშინა ცივად მოშორდა კარს და სირბილით შევიდა საძინებელში.

- - - - - - - -
- სულ გაგიჟდი ძმაო? როგორ იფიქრე რომ იმ კაცთან შეხვედრაზე ასე უბრალოდ შეგიძლია ადგე და წახვიდე, თანაც უნდა რომ სახლში ესტუმრო, ეს საეჭვოდ არ გეჩვენება? -გიორგი გაცხარებული ელაპარაკებოდა ალექსს, რომელიც ავტომობილს მართავდა და უემოციოდ გაჰყურებდა გზას.
- უბრალოდ უნდა მენდო, როგორ ფიქრობ რამე საეჭვო რომ ყოფილიყო შენ თან წაგიყვანდი?
- არ წამიყვანდი, მარტო გადაეშვებოდი თავით ხიფათში.
- კარგი რა ნუ აზვიადებ.
- უბრალოდ ახლა იმაზე უნდა იფიქრო რომ მარტო აღარ ხარ, ადრე როგორი თავზეხელაღებულიც იყავი ისე ვეღარ მოიქცევი, ახლა ელენე გყავს, შენ რომ რამე მოგივიდეს...
მოულოდნელად გადავიდა გზიდან ალექსი მოწყვეტით შეაჩერა ავტომობილი, ერთხანს დუმდა და მერე გიორგის მიუბრუნდა.
- როგორ გგონია ისეთი უპასუხისმგებლო ვარ რომ არავისზე და არაფერზე არ ვფიქრობ და მზად ვარ ყველა და ყველაფერი ფეხებზე დავიკიდო? ასე მიცნობ?
- მაპატიე უბრალოდ იმდენი რამ მოხდა...
- ამ შეხვედრისთვის უკვე რამდენიმე დღეა ვემზადები, ცუდი არაფერი მოხდება, პირიქით ვფიქრობ ბევრ რამეს აეხდება ფარდა, ბოლოს და ბოლოს შევძლებთ რომ მშვიდად ვიცხოვროთ.
- კარგი ძმაო მაშინ ნუღარ შევყოვნდებით, -ღიმილით დაარტყა ალექსს მხარზე ხელი და გზისკენ ანიშნა.
დაახლოებით თხუთმეტ წუთში თბილისის გარეუბანში მდგარ ორსართულიან თეთრ ვილას მიუახლოვდნენ რომელსაც მაღალი გალავანი ჰქონდა გარშემორტყმული, შესასვლელთან გააჩერა ალექმა მანქანა, ჭიშკართან შეიარაღებული მცველები იდგნენ, თუმცა ისინი დაინახეს თუ არა კარი გააღეს, თავი დახარეს და გაატარეს, ეზოში კიდევ რამდენიმე მცველი შეამჩნია გიორგიმ, ერთ-ერთი სახლის შესასვლელთან დახვდათ კარი გაუღოთ, შეატარათ და მერე წინ გაუძღვათ, პირველ სართულზე მდებარე ერთ-ერთ ოთახთან მიაცილათ კარი გაუღოთ და უკან დაიხია, ნელი ნაბიჯით შევიდა ალექსი და გიორგიც უკან მიყვა, ფანჯარასთან ზურგით მდგარი მაღალი ჭაღარათმიანი მამაკაცი მაშინვე შემობრუნდა როგორც კი მათი ფეხის ხმა გაიგო, ერთხანს უხმოდ თითქოს შემფასებლური მზერით ათვალიერებად ბიჭებს და ცდილობდა მედიდურ სახეზე გამკრთალი გაოცება დაემალა, მერე ხშირ წვერში ჩამალული ტუჩის კუთხით გაიღიმა, მათკენ დაიძრა და ალექსს ხელი გაუწოდა.
- სიმართლე რომ გითხრა არ გელოდი, მითუმეტეს დაცვის გარეშე და უიარაღოს, ვაფასებ შენს გამბედაობას.

- - - - - - - -
- სულ რამდენიმე საათია არ მინახიხარ და უკვე საშინლად მომენატრე, -ალექსმა მწველი მზერით შეათვალიერა ლოყეფშეფაკლული ელენე, თითები თმებში შეუცურა და მთრთოლვარე ბაგეებზე დაეწაფა, მუხლები მოეკვეთა გოგოს და ალექსის მკლავები რომ არა ჩაიკეცებოდა.
- აუ კარგი რა რას მიკეთებ, ასე როგორ შეიძლება, -დაიწუწუნა როგორც კი მის ტუჩებს მოსწყდა და შუბლით მიეყრდნო მკერდზე.
- მომწონს შენზე ასე რომ ვმოქმედებ.
- მაგიჟებ, ახლა სულაც არ მინდა სადმე წასვლა, მოდი ნიკს და ლეოს ვუთხრათ რომ არსად აღარ მივდივართ და სახლში დავრჩეთ მე და შენ.
- პატარა ცუღლუტო, რამე განსაკუთრებული გეგმა გაქვს? -თვალებში ღიმილით ჩახედა და პროვოკაციულად გამობურცულ ტუჩებზე თითები გადაუსვა, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, ახლა მასთან ერთად განმარტოება ყველაფერს ერჩივნა...
- არა რა თავგზას მირევ, არადა აუცილებლად უნდა წავიდეთ, სხვანაირად არ გამოვა, მიდი დაუძახე ტყუპებს, მე ქვემოთ დაგელოდებით.
- ანუ არ გვეუბნები სად მივდივართ?
- როცა მივალთ ნახავთ.
მრავალსართულიანი სასტუმროს წინ გადმოვიდნენ ავტომობილიდან, ლეომ შენობა ყურადღებით შეათვალიერა და ინტერესით შეხედა ალექსს.
- მადლობა რომ ასე მენდობით, არც კი გიკითხავთ სად მივდიოდით, -ღიმილით მიმართა ტყუპებს.
- ჩვენს გოგოს უყვარხარ და გენდობა ასე რომ ჩვენც გენდობით, ახლა რას ვაპირებთ? -ლეო შესაშურად მშვიდად იყო, ნიკიც ასევე.
- სახურავზე რესტორანია და რესტორანში ერთი პიროვნება გველოდება რომელსაც ძალიან უნდა თქვენი ნახვა, უბრალოდ რომ მეთქვა ვის სანახავად მოვდიოდით დიდი ალბათობით არ გამომყვებოდით, მე კი დასაკარგი დრო არ მაქვს.
- სხვა რა გზაა, რაკი აქამდე მოვედით, იქამდეც ავიდეთ, -სახურავისკენ მიუთითა ლეომ და გაიღიმა.
- ასე მშვიდად როგორ ხარ, იცი იქ ვინც გველოდება? შენ და ალექსი მე და ელენეს რამე შეთქმულებას გვიწყობთ თუ რა ხდება? -ნიკმა ეჭვით სავსე მზერით შეხედა ძმას.
- წამოდი საშიში არაფერია, უარესი რაღაცეებიც გამოგვივლია მე და შენ, -მხარზე ხელი მოხვია ლეომ და თან წაიყოლა, გიორგი ალექსი და ელენეც უკან მიჰყვნენ.
უცნაურად აღელვებული იდგა ლიფტში და ალექსს ხელს არ უშვებდა, უცნაური წინათგრძნობა ჰქონდა თუმცა ალექსის სიახლოვე ამშვიდებდა.
- არ მეგონა ასეთი ძლიერი თუ იყავი, -ყურთან უჩურჩულა ალექსმა.
- რას გულისხმობ? -გაფართოებული თვალებით ახედა ქვემოდან.
- აი ამას ვგულისხმობ, -გაწითლებულ თითებზე მიუთითა ღიმილით.
- მაპატიე, არ შემიმჩნევია ასე ძალიან თუ გიჭერდი ხელს, -ხელი გაუშვა და დარცხვენილმა შეხედა.
- გეშინია?
- შენს გვერდით არავის და არაფრის არ მეშინია.
- ასეც უნდა იყოს, -თავზე აკოცა და წვრილ წელზე მოხვია ხელი.
- მომწონს ეს წყვილი ერთმანეთს უხდებიან, -მათ უკან მდგომ მომღიმარ გიორგის გადაულაპარაკა ნიკმა.
- ერთმანეთისთვის არიან შექმნილები, -გიორგიმ სიყვარულით სავსე მზერა შეავლო წყვილს.
ლიფტიდან პირდაპირ დახურულ ვერანდაზე გამოვიდნენ, ვერანდაზე მათ გარდა სხვა სტუმრები არ იყვნენ, მხოლოდ რამდენიმე შავებში ჩაცმული შეიარაღებული მამაკაცი იდგა სხვადასხვა პოზიციებზე, ლეომ ალმაცერი მზერა შეავლო მცველებს და მაგიდისკენ წავიდა.
- რა ხდება აქ მარტო ვართ?
- რამდენიმე წუთით აგვიანდება, ჩვენ დავსხდეთ და დაველოდოთ, -ალექსმა სკამი გამოწია და ელენეს ანიშნა დაჯექიო.
- მგონი დროა ამიხსნა აქ რა ხდება და ვის ველოდებით, -ელენეს უკვე აღარ ყოფნიდა მოთმინება.
- სულ ცოტაც საყვარელო და ყველაფერს გაიგებ, -ალექსი გვერდით მიუჯდა და მისი ხელი ხელში მოიქცია,
-დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება.
- კარგი რა, რა საჭირო იყო ამ ყველაფრის გასაიდუმლოება, თანაც აშკარაა რომ ლეომაც იცის რა ხდება, ასე რომ არ იყოს ასე მშვიდად არ იქნებოდა.
- ჩემი ჭკვიანი გოგო, -ფრთხილად მიიტანა მისი თითები ტუჩებთან, ღიმილით ახედა ელენემ და ის იყო უნდა ეკოცნა რომ ვერანდაზე შემოსულმა მამაკაცმა მიიპყრო მისი ყურადღება, მოდიოდა და უკან რამდენიმე დაცვის წევრი მოყვებოდა, მასაც მთლიანად შავები ეცვა, მაღალი იყო, მხარბეჭიანი, საშუალო ასაკის, ჭაღარა შერეული მოკლედ შეჭრილი თმა და საკმაოდ მოზრდილი წვერი ჰქონდა, სიმპათიური იყო, დიდი შავი თვალებით უყურებდა მაგიდასთან მსხდომთ და ძლივსშესამჩნევად იღიმოდა, როგორც იქნა მოუახლოვდათ, ყველანი ფეხზე წამოდგნენ.
- ჩემს სახლში რომ იყოთ გეტყოდით რომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, -საკმაოდ გამართული იგლისურით საუბრობდა და სახეზე ღიმილს არ იშორებდა, -თუმცა ამ შემთხვევაში ჯობია ვთქვათ რომ კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მიხარია თქვენი ნახვა...



--- ამჯერად მოკლე თავი გამომივიდა მაგრამ გპირდებით შემდეგი მეტად ვრცელი იქნება.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

რააა. ეს ელენეს მაააამაააა თუ ვინააა? მოკლედ სანამ ახალს დადებ დამელევა მოთმინება. რას მალავს ჩაკეტილ ოთახში ალექსი და რაა ჩაწერილი მეხსიერების ბარათზე. ამ და სხვა კითხვებზე როდის იქნება პასუხებიი

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

ის ჩიპი რაზე იყო, ან ეს კაცი ვინაა...

ჩემი აზრით არაფრისმომცემი თავი იყო.
სულ ერთიდაიგივე რომ "ერთმანეთი უყვართ, უხდებიან" "ვენდობი სიგიჟემდე" "არაფერს არ ვკითხავ სანამ არ მეტყვის" ანუ ყველა თავში ერთი და იგივე წინადადებებია..
ხან მახო ხან იტალიელები ხანაც ბებია და ახლა საერთოდ ეს უცხო კაცი...
ნუ მოკლედ ასე მგონია ძალიან გაფანტული სიტუაციაა...
წყვილთანაც კი არაფერი ხდება :/

 


№3  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი მარი
ის ჩიპი რაზე იყო, ან ეს კაცი ვინაა...

ჩემი აზრით არაფრისმომცემი თავი იყო.
სულ ერთიდაიგივე რომ "ერთმანეთი უყვართ, უხდებიან" "ვენდობი სიგიჟემდე" "არაფერს არ ვკითხავ სანამ არ მეტყვის" ანუ ყველა თავში ერთი და იგივე წინადადებებია..
ხან მახო ხან იტალიელები ხანაც ბებია და ახლა საერთოდ ეს უცხო კაცი...
ნუ მოკლედ ასე მგონია ძალიან გაფანტული სიტუაციაა...
წყვილთანაც კი არაფერი ხდება :/


გაფანტულ სიტუაციაში რა იგულისხმეთ ვერ მივხვდი სიმართლე რომ გითხრათ, ნდობა და სიყვარული რატომ არის გამაღიზიანებელი ვერც ამას მივხვდი blush იმაში გეთანხმებით რომ ეს თავი არცთუ ისე მძაფრსიუჟეტიანი იყო, შემდეგ თავში უკეთესი სიტუაცია იქნება ამ მხრივ.

Qeti qimucadze
რააა. ეს ელენეს მაააამაააა თუ ვინააა? მოკლედ სანამ ახალს დადებ დამელევა მოთმინება. რას მალავს ჩაკეტილ ოთახში ალექსი და რაა ჩაწერილი მეხსიერების ბარათზე. ამ და სხვა კითხვებზე როდის იქნება პასუხებიი


შემდეგ თავში გვექნება პასუხები ძალიან ბევრ რამეზე blush

 


№4  offline წევრი Ucnobi qali

მოუთბენლად ველოდები შემდეგ თავს❤

 


№5  offline წევრი marta123

როდის იქნება შემდეგი თავიი

 


№6 სტუმარი სტუმარი Nestani

Moklet bevri kitxvebu dagrovda imedia shemdeg tavs hi oaduxebi Iqneba zalian momewona saintereso Tavi iyo velodebi axal tavs madloba warmatebebi ❤️????????????

 


№7  offline წევრი ლილა ნესი

marta123
როდის იქნება შემდეგი თავიი


რამდენი ხანია ატვირთული მაქვს და დაადასტურებენ ალბათ მალე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent