შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიჰყევი ოცნებას (თავი 8)


24-03-2022, 16:34
ავტორი Niako261995
ნანახია 7 021

მანქანის სავარძელზე ხელებ გაკოჭილი,ემბრიონის ფორმაში მოკუნტულიყო.საბურავების ხმაური ჩაესმოდა ყურში,მაგრამ ვერ ხვდებოდა სად ან რატომ მიდიოდა.ცდილობდა თვალის გახელას თუმცა ქუთუთუოები ისე დამძიმებოდა ერთიანად მოწყვეტილი ძალასაც ვერ ატანდა.სუნთქვა აჩქარებული ცდილობდა იქ მყოფთათვის გაეგებინებინებინა,რომ ცოცხალია და დახმარება ჭირდებოდა.ხელების მოძრაობას შეეცადა,კვლავ ერთმანეთში ახლართული თავისივე თითები,რომ ოგრძნო დანებდა.ეჩვენბოდა.ნუთუ ეა ყველაფერი შეიძლება რეალობა ყოფილიყო?რითი დაიმსახურა ამდენი ტრაგედია,რატომ ვერ ხდება ცხოვრებაში ერთხელ მაინც ბედნიერების მსხვერპლი.სად?სად მიჩქარის მძღოლი.უსწორმასწორო გზაზე ჰაერში ატაცებული სწრაფად ეხეთქება სავარძელს და ათქვეფილ ორგანოებს გრძნობს,როგორ ცალ ცალკევდებიან ერთმანეთისგან.სიზმარშია.დიახ.იქნებ მართლაც სიზმარია, მაგრამ რატომ გრძნობს თამბაქოს გამაბრუებელ სურნელს, ნესტოებში,რომ შეიკლაკნა და მოუღიტინა.ტირილსაც ვერ ბედავს უბედური.ის დღე ეზიზღება,როცა დაიბადა.საბოლოოდ დანებდა,მოდუნებული სხეული ,რეალობას მოწყვეტილი და ფიქრებ გამოთიშული დაჰყვა მძღოლის ნებას.ორგანიზმში ჩაღვრილი უსიამოვნო გრძნობა სათლიდან დაღვრილი წყალივით გადაესხა და მოიცვა თითოეული უჯრედი.ძლიერი მუხრუჭის შედეგად სავარძლებს შორის დამხობილმა,დიდი ტორი იგრძნო პატარა მაჯაზე.ზურგზე მოკიდებული მიჰყავდა მამაკაცს სალომე.თავს ძალა დაატანა თვალი გაეხილა.ბინდ გადაკრული ათვალიერებდა გარემოს.ნისლში გახვეულიყო თითქოს გარემო,მაგრამ ღაწვზე დაკიდებულმა ცრემლმა შვება მისცა თვალის ბადურას.მკრთალად აღქმული ობიექტები აშკარა გარეუბანზე მიანიშნებდა.ხშირი ხეების წყობა ტყის ინსპირაციას ქმნიდა,ან იქნებ ტყეც იყო.მალევე აღმოჩნდა შენობაში.სხეული ოთახში გამეფებულმა სიცივემ მოიცვა და უსიამოვნოდ დაუარა ტერფის შიშველ ნაწილზე.მამაკაცმა საწოლზე მიაწვინა,გაურკვეველი სიტყვები ჩაესმოდა.აშკარად სხვაც იყო იქ.უნდოდა აზრი შეეკრა,მაგრამ არ გამოსდიოდა.თავს ძალას ატანდა თუმცა უშედეგოდ.მალევე ღრმა ძილს მიეცა დაღლილი სხეული.
შუაღამე იქნებოდა,საშინელმა თავის ტკივილმა,რომ გამოაფხიზლა. უსიამოვნო შეგრძნებები კვლავ დასტრიალებდნენ თავს.ოთახში საშინელი სიბნელე გამეფებულიყო,ფანჯრიდან სინათლე ალაგ ალაგ ანათებდა,ვერ ხვდებიდა რატომ.მალევე შეაწუხა ხელზე მოხვეულმა ბაწარმა.
-მიშველეთ
განწირული ხმით დაიკივლა სასოწარკვეთილმა.ალბათ ეგონა,რომ დაიკივლა უფრო კნავილს გავდა მისი უღონოდ მიხდილი ხმა.პასუხი,რომ ვერ მიიღო ფეხ არეული გაემართა კარისაკენ და სახელურს დასწვდა.აკანკალებული სიცივისგან და კიდევ უფრო შიშისგან მუხლებზე დაეცა გასაღების ძიებაში.მიხვდა,რომ იქ არაფერი არ იყო.კარს მიყრდნობილი,მუხლებზე თავ ჩარგული და სახეზე ხელებ აფარებული ძლიერად აქვითინდა.სახე დახოკილი იწმენდდა ცხვირიდან წამოსულ სისველეს და ცრემლებს ერთი მეორეს მიყოლებით უკვლევდა გზას.არ გასულა დიდი დრო.იატაკის ჭრიალის ხმა მოესმა.აი ისე ფილებში,რომაა.თავზე ფრთხილი ნაბიჯებით,რომ მოძრაობს ვიღაც.დამფრთხალი ბაჭიასავით კვლავ საწოლის კიდეზე ახტა.ისეც შიშით მოცული,უფრო მეტად აიყოლა სხეული კანკალმა.ვიღაცამ გასაღები გადაატრიალა და კარის ღრჭიალზე თვალებ დახუჭული შეეგება სიკვდილს.
-ნუ გეშინია არ კვდები
შუახნის მამაკაცი იქნებოდა.ირონიულად ჩალაპარაკებულ სიტყვებზე მზერა გაუსწორა გოგონას და სიგარეტის ღერი ერთი მხრიდან მეორე მხარეს მოიქცია პირში.
-კარიდან შემოჭრილ სინათლეზე სწრაფად შემოავლო თვალი სალომემ ოთახს. ფანჯარაზე აკრული ხის ნაჭრები,რო დაინახა მიხვდა რატომ იყო მთვარის შუქი დასერილი.
-რა გინდათ ჩემგან,ან სად ვარ?
-ხვალ გაიგებ ახლა დაწექი და დაიძინე
-სად ვარ.
ისტერიკაში ჩავარდნილი ყვიროდა.
-დაეგდე
ფეხზე წამომდგარი საწოლზე ძლიერი ხელის კვრით მიანარცხა კაცმა.
-შენი სხეული უკვე გაყიდულია, იქნებ მეც ვისარგებლო მაინც ცოტას მიხდიან
-არ შემეხო არამზადავ.ხელი გაწიე
ფეხზე აყოლებული მამაკაცის ხელი,რომ იგრძნო გულის რევის შეგრძლება გაუჩნდა,ბადეში გაბმულ მსხვერპლივით იქნევდა ხელფეხს.ხელ შეკეული ეწინააღმდეგებოდა კაცს,რომელსაც საშინელი ალკოჰოლის და თამბაქოს ნაზავის სურნელი ასდიოდა.გულში იმეორებდა,რომ აქედან უნდა დაეღწია თავი.საწოლის კუთხეში მიწურული ძალის ბოლო ერთეულებს იკრებდა და მისკენ საკოცნელად გამზადებულ ტუჩებს მოკუმული პირით და თავის ქნევით ხვდებოდა.
-სალომე,ასე არ დასრულდება.შეგიძლია იყო უფრო მეტად ძლიერი
ყურში გუგუნად ჩაესმოდა თავისივე სიტყვები,წამებში ამოუტივდივდა,როგორ ნერვიულობდა ლიკა. იცოდა გაიგებდა დათაც. ახლა,გაბრაზება აღარ ახსოვდა. ოღონდ დათას თვალები დაენახა და მოხვეოდა. ნატრობდა ეგრძნო მამაკაცის ძლიერი მკლავები წელზე. ყველაფერს აპატიებდა ამ ჯოჯოხეთში რომ არ მოხვედრილიყო . ყელზე სველი ტუჩები იგრძნო,ხარბად კოცნიდა ლოთად შერაცხული და ლეშად ქცეული მამაკაცის სხეული. გმინვას აყოლებდა თითოეულ შეხებას, დაბმული ძაღლივით მონატრებული ხორცის ნაჭერს. ცრემლის გორგალი კიდევ ერთხელ გადმოუგორდა და ყურის ძირას დაეკიდა, ფართხალი შეწყვიტა. დასერილი მთვარე კვლავ ანათებდა ფანჯარაში. მოდუნებული სხეული ვეღარ ეწინააღმდეგებოდა კაცს. წყვდიადში მომზიმარი ფიქრსაც ვერ ახერხებდა. კაცმა იგრძნო ნადავლის მოპოვება და ხრინწიანი ხმით ჩაცინებული შარვლის ელვას დასწვდა. ზემოდან დამდგარს ფეხებშუა მოექცია სალომე. თვალი გადაავლო გოგონამ და ერთი მოძრაობით ამოჰკრა ფეხი მამაკაცის სასქესო ორგანოს.წელში მოხრილის დანახვისას, კკდევ ერთხელ გაიმეორა და ორივე ფეხით საწოლიდან გადააგდო. ფეხ არეული გაიქცა კარისკენ.გაირბინა დერეფანი,ოთახიდან ღმულის ხმა ისმოდა, მერე მიხვდა კაცი ადგომას ცდილობდა.სწრაფად ჩაირბინა ხის კიბეები და სახლის კარს დასწვდა.ეზოში გავარდა. სხეული სიცივემ მოიცვა, თხელი ზედის ამარა დარჩენილი აკანკალდა. ატალახებული ეზო სწრაფად გაირბინა და კაცს რომ გაქცეოდა ტყეში შეიჭრა. მირბოდა,ესმოდა მძიმე ნაბიჯებით გაკიდების ხმა.სიბნელეში თმა გაწეწილი ცდილობდა სახე გაეთავისუფლებინა თმისგან და გზა ხელის მოძრაობით გაეკვლია. შიში? ახლა მტრისგან გაქცევა უნდოდა.არ აშინებდა წყვდიადში ღრმად შესვლა. მთვარე უნათებდა მცირედი დოზით,მაგრამ საკმარისი იყო ხეს არ დაჯახებოდა. ხშირ ტყეში ხეები მზად იყვნენ ჩახუტებოდნენ. გამოწვდილი ტოტოები, როგორც თითები ისე ედებოდა სხეულზე და თითქოს დაჭერას ცდილობდა. ზოგმა სახე დაუკაწრა,ზოგმა ფეხი გამოუდო წასაქცევად. ის კი მაინც გარბოდა. ხმა მიწყდა. ბუჩქს ამოფარებული გულ ამოვარდნილი სუნთქავდა. შიშმა მოიცვა, პანიკა ეწყებოდა. ყვირილი უნდოდა თუმცა ცხადი იყო ცხოველების მეტს ვერავის მიიზიდავდა.სვლა განაგრძო. პანიკური შეტევა დაეწყო.ერთ ადგილზე ტრიალებდა და საით წასულიყო არ იცოდა. რიტმულად იბუქნებოდა და სწორდებოდა. თავზე ხელებს ისვამდა უფრო იგლეჯდა თმებს. შემშრალ ცრემლებს სახე მთლად გადაეჭიმა. შუქი,შუქს მოკრა თვალი, რომელიც ხეებში იკვლევდა გზას. გადაუხვია და სხვა მხარეს გაიქცა. ფეხი დაუცდა, დაღმართზე დაგორებული ძლიერად დაენარცხა მიწას. ფრცხილებით ჩაეჭიდა სველ ნიადაგს, ტკივილს მოეცვა მთლიანი სხეული,კვნესა ამომხდარი თავის აწევას ცდილობდა. ჯერ ერთი ფეხი მოკეცა მიხვდა მოტეხილობა არ ქონდა. საბოლოოდ მუხლებზე მდგარი, დაჩოქილი თითქოს სალოცავად გამზადებული სიკვდილსღა ნატრობდა. თვალი კიდევ ერთხელ მოავლო გარემოს. ტყე ისეთი ხშირი აღარ ჩანდა. ფეხზე წამოიმართა. იმედის ნაპერწკალი გაუკრთა გულში. მოუხედავად დაიწყო სვლა წინ და წინ. მთვარის შუქთან ერთად ლამპიონის შუქიც შეუერთდა. ტალახიანმა სახემ ცრემლებით იწყო ჩამორეცხვა.მალევე აღმოჩნდა ტრასაზე. ნაპირს გაყოლილი მიუყვებოდა, თუმცა არ იცოდა სწორად მიდიოდა თუ პირიქით ისევ მტრის ხელში. ეს როგორ გაუკეთა ერთადერთმა დეიდამ. როგორც ხორცის ნაჭერი ისე გაიმეტა და გადასცა ყასაბს. რატომ უთხრა იმ კაცმა,რომ უკვე გაყიდულია. აზროვნებას ვეღარ ახერხებს.სხეული ერთიანად აქვს გაყინული და სხვა სილურჯეებთან ერთად ყინვისგან მიყენებული დაემატა. ხის ძირას ჩამომჯდარი გზის ნაპირთან მოკუნტული შეციებული კნუტივით მოეხვია თავის პატარა სხეულს. ორთქლი,რომელსაც უშვებდა პირიდან ცივ ჰაერად გადაქცეულიყო და ახლა ესეც აღარ ეხმარებოდა. მიხვდა გაიყინებოდა. ფეხზე კიდევ ერთხელ წამოიმართა და წავიდა. ძალების ბოლო გამოცლამდე იარა. მთვარეს მზის პირველი სხივები ჩაენაცვლა,ფიქრები , რომ ახლა მარტივად იპოვნიდა მხეცი ადამიანად წოდებული, ტემპს უმატა. ასე მას ეგონა თორემ ძლივს დგამდა ნაბიჯებს. საბოლოოდ ღრმა ძილს, რომ უნდა მისცემოდა მაშინ იგრძნო მომავალი მანქანის ხმა. გზის ნაპირისკენ წასული ეცადა აბობღებულიყო ტრასაზე და შეემჩნია მძღოლს.იმის გაფიქრებაც მოასწრო,რომ შეიძლებოდა მტერი ყოფილიყო, მაგრამ მისი სხეული ახლა იმ მტერსაც აღარ გამოადგებოდა. შუა ტრასაზე დამხობილმა ბუნდოვნად შეძლო დაენახა მანქანიდან გადმოსული მამაკაცი, როგორ მირბოდა მისკენ
-დათა
ძლივს ამოილუღლუღა ისე, მარტო თვითონ,რომ გაიგო და თითები გაუწოდა საშველად. ყვირილის ხმაც ჩაესმა, ან ეს ყველაფერი მოეჩვენა კიდეც, მაგრამ ვერ ხვდებოდა უკვე.შეგრძნება დაკარგული და მოდუნებული გონებას კარგავდა.მალევე აღმოჩნდა სინათლეში,თვალები ეხუჭებოდა ,გაახელდა და ისევ ძალავდა. სინათელეები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ხელის ძლიერი მოჭერა იგრძნო. სინათლე გადაფარა მამაკაცის სხეულმა და ბინდ გადაკრულმა მხსნელად დაინახა საყვარელი მამაკაცის სახე. მერე ისევ დაბნელდა. თითქოს ჩაეძინა.მალევე ყურში წრიპინის ხმა ჩაესმა, რომელიც უფრო იმატებდა. თვალი ძლივს გაახილა და ოთახი მოათვალიერა. მიხვდა სავადმყოფოში იყო. წამოწევა სცადა, მკლავში ტკივილი იგრძნო. გადასხმა ედგა. პირზე ჟანგბადის ნიღაბი ეკეთა და ნესტოში შემავალი ცივი ჰაერი იკვლევდა გზას, რომ ესუნთქა. კარი გაიღო და ნაცნობი სხეულის დანახვისას ეცადა რამის თქმას, თუმცა მამაკაცმა გააჩუმა. თვალები დაწითლებიდა.ძლიერად უჭერდა ხელს პატარა თითებს. მის წინ მდგარი უკოცნიდა დალურჯებულ სხეულს.
-სალომე, პატარა სალომე
გამუდმებით იმეორებდა და ცრემლებს არ მალავდა ისევე,როგორც სალომე.თავზე ხელს უსვამდა და ასე აგრძნობინებდა, რომ მასთან იყო, რომ ნამდვილად ის იყო. დღის რომელი მონაკვეთი იყო არ იცოდა გოგონამ. აერია დრო და ჟამი. , მაგრამ ერთი იცოდა, დათა გვერდიდან არ მოშორებია. ისევ ჩაეძინა. გამოფხიზლებული უკეთ გრძნობდა თავს. მის გვერდით სავარძელში მოკუნტული მამაკაცის დანახვაზე კიდევ ერთხელ გადაატარა ხშირ ტალღოვან თმაში თითები. შემკრთალი წამოიწია მაშინვე.
-გაიღვიძე?
თანხმობის ნიშნად გაეღიმა და თავი დაუქნია.
-მომხსენი გთხოვ
მაშინვე ექიმთან გაიქცა დათა.ოთახში შემოსული თეთრ ხალათიანი მიუახლოვდა გოგონას მომღიმარი სახით
-ყოჩაღი გოგო ხარ.
თვალთან სინათლე გაუტარა და გუგების მოძრაობა შეუმოწმა.ჟანგბადის ნიღაბი მოხსნეს თუარა ხარბად ჩაისუნთქა ჰაერი,თითქოს აქამდე არ უსუნთქია.
-აბა, როგორ გრძნობ თავს
-კარგად ვარ მგონი
მერე ხელებზე და ტანზე დაიხედა.სილურჯეები მეტად ჩამუქებოდა, გახსენებულზე გასცრა. თვალები აუწყლიანდა. მის გვერდით მდგარმა დათამ ძლიერად აკოცა თავზე და მოეხვია ნანატრ სხეულს
-ეს კვირა აქ გაატარებთ, მერე გაგწერთ
დათა გაყვა ექიმს,რაღაცას ეუბნეოდა კარში მდგომი ისიც თავს უქნევდა. შემოტრიალებული გვედრით მიუჯდა
-როგორ მანერვიულე შენ ხომ არ იცი
-როგორ მიპოვე?
-ახლა ეგ არ არის მთავარი. უნდა გამოკეთდე.
-ჩემი სახე?
-ჩშ..ულამაზესი ხარ, როგორც ყოველთვის
-ვინ იყო? რატომ გამიკეთეს. რა უნდოდათ?
-დაისვენე, ცოტახანში ლიკა მოვა
-დათა გთხოვ.
-ხომ იცი დაუსჯელს არ დავტოვებდი,ის ნაბიჭვრები....შენ..რადღეში ჩაგაგდეს ხვდები?
ნერვებმა უმტყუნა მშვიდად მყოფს.აქამდე დაგროვილი ერთიანად ამოხეთქა.ხელებს იქნევდა და გინებაში კლავდა ბრაზს.
-როგორ შეგეძლო არ გეთქვა, რომ ფულს უხდიდი ბიძაშენს და დეიდაშენს.? იცი მაინც რა ნაბო..არიან?მათთან როგორ ცხოვრობდი სალომე?
-პატარა ვიყავი დათა, არავინ მყავდა
-რატომ არ გიცნობდი მაშინ სალომე.რა გაქვს გამოვლილი,როგორ გაგიგო მითხარი.მინდა ტკივილი შეგიმსუბუქო
-ამას უკვე აკეთებ
-არა,პირიქით უფრო გტკენ.მაპატიე გთხოვ.
-არ გინდა დათა შენ არ ..
-დაისვენე, რომ გამოგწერენ ჩემთან გადმოხვალ
-რა? არა,
-აზრი არ მიკითხავს.
ხმაურიანად გაიხურა კარი და პალატიდან გავიდა.გაბრაზების თავიც არ ქონდა.ფიქრებთან მარტო დარჩენილი ერთადერთ დეიდაზე ფიქრობდა მხოლოდ,რომელმაც ისე გაწირა უკან არ დაუხევია. და რატომ იყო იმ სახლში.ვის მიყიდეს მისი თავი.კითხვები არ ასვენებდა.წამლებით გაბრუებული მშვიდად ესვენა საწოლზე.უდარდელი ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებდა,მაგრამ ვინ იცოდა რა ხდებოდა შიანაგანად. სისხლისგან იცლებოდა თითქოს. ენერგია ერთიანად გამოსცლოდა და ცხოვრების ხალისი დაეკარგა. მალევე გაიღო კარი და ოთახში აქვითინებული ლიკა შევარდა. გოგონას ძლიერად ეხუტებოდა და დალურჯებულ სახეს უკოცნიდა ტოტებისგან და წაქცევისგან სახე გასიებოდა სალომეს.დაბერილი ტუჩები ძველებურზე მეტად დაბერვოდა.თვალთან შავი ლაქა გასჩენოდა ჩრდილად. მაინც ლამაზი იყო.ლიკასთან ერთად ტიროდა, საიდანღა ქონდა ამდენი ცრემლი. კალაპოტი გაეკეთებინათ ცრემლებს და დაუკითხავად დაედინებოდნენ სახეზე. ნიკაპზე ერთად შეგროვილს უწმენდდა მეგობარი.
-ჩემო გოგო
-ლიკუ,საშინელება იყო
-ვერც კი წარმოვიდგენ რა გამოიარე. მაპატიე,რომ მიგატოვე
-არ ვიცი რა მოხდა, დეიდაჩემმა რაღაც ამაფარა ცხვირზე და მერე კოშმარი დაიწყო
-იმ დღეს ვიცოდი არ გეძინებოდა და მინდოდა სამსახურში გამეცილებინე.იმ დროს დაგინახე მანქანაში,რომ გაჯენდა დეიდაშენი. არ მომეწონა ისე აგაწევინა ფეხი,კარგად ვერ დავინახე. არ შევუმჩნევივარ. მანქანის ნომერი დავიმახსოვრე და მაშინვე დათასთან წავედი. ბევრი გეძება, არ ვიცი სადღაც ქალაქგარეთ იყავი.ზუსტად არ ვიცი სად.
-რატომ, რატომ გამიკეთეს ეს.
-ვიღაცა ,,ძველ ბიჭთან,, დაუჭერია საქმე ბიძაშენს.ვალი, რომ ვერ გადაუხადა შენი თავი შესთავაზა თურმე.დათა სულ გადაირია, რომ გაიგო.იქ ისეთი ამბები დაატრიალა, მაგას ცალკე მოგიყვები კიდევ. ხელიდან გამოსტაცეს ბიძაშენი ისე ცემა.
-შენც იქ იყავი?
-კი,არ ვშორდებოდი გვერდიდან. ყველაფერი მაინტერესებდა.
-დეიდაჩემი?
-იმან ჯერ თავი იმართლა, მერე აღიარა ,რომ ის იყო დამნაშავე და კიდევ..
-რა კიდევ? ვინ?
-დათას ცოლი
გული გაუჩერდა, ღრმად ამოისუნთქა ფერ დაკარგულმა და ანიშნა გაეგრძელებინა
-იმ ქეთას შენზე ყველაფერი გაურკვევია, რომ გაიგო ვალებში იხრჩობოდნენ ისინი ანონიმურად შეუთავაზებია შენი თავი გადაეცათ.
-და საიდან გაირკვა,რომ ის იყო?
-დათამ ის ,,ძველი ბიჭიც,, ნახა. აღმოჩნდა, რომ იმან კიდევ სხვა რამე იცოდა. იმისთვის უთქვამთ ერთადერთი შვილი გვყავს და თქვენზე კარგს ვის მივათხოვებთო. მშრომელია, ჭკვიანიო.ქალაქში ცხოვრობსო ოღინდო. ამიტომ მოგიტაცა.იქ წაგიყვანა და ისიც უნდა ჩამოსულიყო, რომ ენახე. თუ მოეწონებოდი ვალს გაუქვითავდა. ცოლად აპირებდა მოეყვანე. სანამ გნახავდა ქეთა დაკავშირებია და უთქვამს თუ იმ გოგოს მომაშორებ რამდენიმე ათასს გადმოგირიცხავო. სატელეფონო საუბარიც ამოიღეს. დათა ისეთი გაგიჟებული და გამწარებული იყო რაც ხელთ ხვდებოდა ყველაფერს ლეწავდა.მერე სახლში წავიდა არვიცი რა მოხდა, რა უთხრა ქეთას. შეიძლება შემოაკვდა კიდეც. სანდრომ მითხრა წავიდა აქედანო.
-დაიჭირეს ბიძაჩემი და დეიდაჩემი?
-ეგენი კი, იმათ ვერ შეეხნენ. კიდე ის კაცი დაიჭირეს შენზე ძალადობას რომ ცდილობდა
-ეგ იცის დათამ?
-ლამის მოკლა ექიმმა ძალადობის კვალიაო, რომ თქვა.ბიჭებმა შეაჩერეს თორემ მართლა მოკლავდა.
-ჩემთან გადმოხვალო
-მერე? არ გინდა?
-არა
-სალო....იქნებ
-არა ლიკა, მასზე დამოკიდებული ვერ გავხდები
-დროებით მაინც
-მომვლელი არ არის.არ მინდ ავეცოდებოდე.საცოდავი ვარ ხომ ხედავ.შემომხდე რას ვგავარ. მეტად აღარ მინდა შევებრალო. ოსეც ბევრი გააკეთა ჩემთვის.ის,რომ არა ალბათ მოვკვდებოდი.
მარტო დარჩენილი ბალიშს ცრემლებით ასველებდა კვლავ. ძლიერად აჭერდა თვალებს ერთმანეთს, ცდილობდა გამოფხიზლებას,მაგრამ ვაი,რომ სიზმარი არ იყო ის რაც მის თავს ტრიალებდა. მწარე რეალობა ისე უსერავდა გულს,როგოც მთვარე დასერილიყო ფანჯარაში სასოწარკვეთილი, რომ გაჰყურებდა. 1კვირა საშინლად გაიწელა.მანხველები არ წყდებოდა. აქამდე თუ ეგონა მარტო იყო, ახლა ხვდებოდა იმაზე ბევრი ხალხი ყავდა გვერდით ვიდრე წარმოიდგენდა. საავაყოფოს გასავლელში თაიგულით ხელში ელოდა დათა ლიკასთან ერთად.უკან ბიჭები მოყვებოდნენ. ყველაფერთან ერთად ფოტოაპარატების ნათებაც ახლდათ თან. ძლიერად მოეხვია მამაკაცი.მის სურნელს წამლების სუნი შეპარვოდა, თუმცა მაინც გამორჩეული იყო ყველასგან.
-სალე, მალე გამოჯანრთელდი კარგი?მუდარა ნარევი ხმით ეუბნებოდა სანდრო.
-ყოჩაღ რძალო, უძლიერესი ხარ
-ირაკლი.თვალები გადაუბრიალა ძმაკაცს.არ უნდიდა ყოველ წამს შეეხსენებინათ რა გადაიტანა.სახლში ყველა ერთად წავიდა. დათამ მაშინვე გაუმზადა საწოლი დასავენებლად. ოთახში შესულმა მაგიდაზე მალევე მოკრა თვალი თავის ნივთებს
-ეს რა არის? თითით ანიშნა კართან აწურულ მამაკცს
-შენი ნივთები გადმოვიტანე
-რა?ახლავე სახლში წამიყვანე
-სალომე,უნდა გამოკეთდე
-ჩემი ძიძა არ ხარ
-ვიქნები თუ საჭირო გახდება
-სახლში მინდა, მეგონა გასაგებად გითხარი უარი
-არ გაგიშვებ
-მოძალადე ხარ
მისკენ წასული მკერდზე ურტყამდა ხელებს.უკან უკან წასული მალე აეკრა კედელს.
-მიყვარხარ სალომე
ჰაერში აღმართული ხელები ძლიერად მიიკრა გულში დათამ.გრძნობდა სალომე, როგორ ეხეთქებოდა რიტმულად მამაკაცის გული მკერდის კედელს და იქიდან გამოსვლას ცდილობდა. გაოცებული თვალებით შეყურებდა მასზე მაღალ მამაკაცს და აცეცებული ცდილობდა წაეკითხა სიმართლის სხივი მისი შოკოლადისფერებისგან.
-რომ წარმოვიდგინე დაგკარგე ლამის მოვკვდი..არ ვიცი ასე რატომ შეგეჩვიე ,მაგრამ რომ დაგინახე იქ გზაზე, მივხვდი რა ძლიერად მიყვარდი.
-შენ ის გაუშვი,
-რა?
-შენი ცოლი გიყვარს ისევ
-არა ცდები,დიდიხანია აღარ არსებობს ჩემს ცხოვრებაში.
-მაშინ რატომ მიეცი უფლება წასულიყო,რატომ არ დაისაჯა ისიც სხვებივით?
-ჩემზე ძლიერი მფარველები ყავს და იმიტომ თორე თმით მოვათრევდი განყოფილებაში ჩემი ნება, რომ ყოფილიყო.
-უნდა დავისვენო
-დაისვენე სალომე..
მისი სახელის წარმოთქმაზე გოგო ერთიანად იფერფლებოდა. ბევრი მიმართავდა ასე, მაგრამ ის ისეთი გრძნობით ამბობდა მთელ სხეულს აყოლებდა ზედ. ,,მიყვარხარ სალომე,, სიტყვები გონებს ურევდა.გრძნობდა იმ სასიამოვნო ჟრუანტელს ,რომელიც წარმოთქმულის გახსენებისას უვლიდა ტანში. ვენებში სისხლმა კვლავ დაიწყო მოძრაობა. თითქოს სხეული ახლიდან აუმუშავდა. საბანზე ძლიერად ჩაფრენილი ღიმილს ვერ მალავდა. პატარა ბავშვივით მის წინ ატუზულმა დათა ჩიტაძემ სიყვარული აუხსნა.
-სალ არ გამოხვალ უნდა ვივახშმოთ.
ფიქრებიდან ლიკას ხმამ გამოიყვანა.გვერდით მიუჯდა და თავზე აკოცა.
-გამოვალ კი.
სახე გაბადვროდა.არც ისე რთული ამოსაცნობი იყო,რომ უხაროდა
-რა ხდება? გამომცდელად დაუსვა კითხვა ლიკამ
-მიყვარხარო, წაუჩურჩულა დაქალს და ყრუ კივილი აღმოხდა ორივეს
-შენ,რომ გენახა რას აკეთებდა შენთვის თქმა არ დაგჭირებოდა მიმხვდარიყავი რა ძლიერად უყვარხარ.გულწრფელი იყო ლიკას სიტყვები.ერთმანეთს გადახვეულები დიდხანს ისხდნენ გულ აფორიაქებული.
-ვაა,პრინცესა როგორ გრძნობ თავს?
-კარგად გიო, უკეთ ვარ
-აბა მოდით დავსხდეთ.
სანდრიკას ხელებზე ხელთათმანი წამოეცვა და ღუმელიდან ახლად გამოღებულ შემწვარ ქათამს მიარბენინებდა მაგიდისკენ. დათა არ ჩანდა. თვალებით ეძებდა სალომე. მალევე გაიღო კარი და გვერდით მიუჯდა. გოგონამ ხელი მისკენ გააცურა და ერთიანად გაყინულ თითებში ახლართა მისი პატარა თითები. მოულოდნელობისგან შემკრთალმა დათამ გაბადრული სახით შეხედა გვერდზე მჯდომს. ლოყა აფაკლული უცინოდა სალომე და მეგობრების ხმაურში ვერავინ ამჩნევდა მათ ბედნიერებით სავსე სახეებს.
-მიყვარხარ
ყურთან დაუჩურჩულა დათამ და ზედ ცხელი ჰაერი მიაფრქვია. თითქოს რაღაცისგან განთავისუფლდაო, ყოველ ჯერზე, როცა უმეორებდა ბედნიერების იმპულსებს უშვებდა სხეული ორგანიზმში.
-მიყვარხარ
ჩუმად დაუჩურჩულა სალომემ მოულოდნელობისგან თვალებ გაფართოებულ მამაკაცს. მაგიდიდან წამომხტარმა ხელში აიტაცა გოგონა და ოთახიდან გაიყვანა. ჩაჩუმებული მეგობრების მზერა აყვა თან ორ შეყვარებულ სხეულს. საძინებელში შეიყვანა და საწოლზე მიასვენა. გვედრით მიუჯდა და სახეზე ნერვიულად ხელებ ათამაშებულმა სთხოვა გაემეორებინა რაც მანამდე უთხრა
-მიყვარხარ დათა ჩიტაძე
მოწყურებული დაწვდა საკოცნელად გამზადებულ ტუჩებს. პატარა სახე ხელებში მოექცია და ერთი ამოსუნთქვით უკოცნიდა თითოეულ ნაწილს.
-კიდევ მითხარი
-მიყვარხარ,მიყვარხარ,მიყვარხარ
გოგონას სიტყვებით აგზნებულმა სათითაოდ შემოაცალა სხეულიდან ტანსაცმლის ნაჭრები.ფრთხილი, ნაზი კოცნით დაუტოვა სველი ტუჩების კვალი მონატრებულ სხეულს.დაძაბული მალევე მოდუნდა მამაკაცის მკლავებში. ვნებას აყოლილი უსიამოვნო შეგრძნებებისგან თავისუფლდებოდა და სიამოვნების მორევში ჩაძირული ხშირ სუნთქვას აყოლებდა თითოეულ მოძრაობას. ერთმანეთს ძლიერად ჩაკრულიყო ორი შიშველი სხეულის ქმნილება.ათამაშებულ თითებს აყოლებდა გოგონას გარინდულ და ტაო დაყრილ ბარძაყს. კისერში დატოვებული კოცნის კვალი სილურჯეებში დამალულიყო.მალევე ჩაეძინათ. არ გაუგიათ, როგორ წავიდნენ მეგობრები. არ შეუწუხებია რომელიმეს. საყვარელი მამაკაცის მკლავებში გარინდულს მშვიდად და უშფოთველად ეძინა სალომეს.მის ფარად ამოფარებული დათა ძლიერად ეკვროდა პატარა სხეულს, თითქოს ეშინოდა არ მიეტოვებინა, მაგრამ ცხადი იყო, არცერთი აპირებდა გაქცევას.



№1  offline წევრი Niako261995

გამარჯობა,ისტორია აღარ გაგრძელდება..მადლობა,რომ კითხულობდით ❤

 


№2 სტუმარი ნესს

Samwuxaroa????

 


№3  offline წევრი Marikagogolqdze

♥️❤️???????????????? მომეწონა. მადლობა რომ აღარ გაწელე.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნანა

errorგააგრძელეთ ეს ისტორია გთხოოვთ

 


№5  offline წევრი Niako261995

სტუმარი ნანა
errorგააგრძელეთ ეს ისტორია გთხოოვთ

მადლობა გამოხმაურებისთვის,მაგრამ ვფიქრობ დასრულება ჯობდა)))

 


№6 სტუმარი სტუმარი ნანა

იქნებ იფიქროთ გაგრძელებაზე. გაგვახარებთ

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინა

გთხოვთ გააგრძელეთ. ძალიან გაგვიხარდება

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინა

იქნებ გააგრძელოთ ეს ისტორია და გაამრაბალფეროვნოთ

 


№9  offline წევრი Niako261995

სტუმარი ნინა
იქნებ გააგრძელოთ ეს ისტორია და გაამრაბალფეროვნოთ


ამდენი ხმის მერე თუ დააინტერესდებოდა ვინმეს არ მეგონა)))ვიფიქრებ გაგრძრლებაზე იმდენჯერ ითხოვეთ<3 მადლობა

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან გაგვიხარდება თუ გააგრძელებთ. დაგელოდებით

 


№11 სტუმარი სტუმარი ნანა

გთხოვთ გააგრძელოთ ეს ისტორია. რას ფიქრობთ? იქნებ გაგვახაროთ, ასე ძნელიაა, გთხოოვთ?

 


№12 სტუმარი სტუმარი გვანცა

იქნებ გააგრძელოთ ეს ისტორია მოუთმენლად ველით. პასუხი დაწერეთ

 


№13  offline წევრი Niako261995

მიხარია ამხელა გამოხმაურება რომ აქვს ამ
ისტორიის გაგრძელებას,მაგრამ ტვი ი მქვს გაჭედილი და ჯერ ვერ დავძარი,რომ რამე დავწერო მაპატით,თუმცა ვეცდები ყველანაირად

 


№14 სტუმარი ნია

კარგია თუ იფიქრებთ და გააგრძელებთ. გელოდებით სულმოუთქმელად

 


№15 სტუმარი ნია

ხალხის თხოვნა გაითვალისწინე ნიაკო ასე ძნელია?გაახარე თქვენი მკითხველი. ნაშრომის დაწერას ხომ არ გთხოვენ, გააგრძელეთ თქვენც რა მოხდა

ადამიანურად გთხოვთ

 


№16  offline წევრი Niako261995

ნია
ხალხის თხოვნა გაითვალისწინე ნიაკო ასე ძნელია?გაახარე თქვენი მკითხველი. ნაშრომის დაწერას ხომ არ გთხოვენ, გააგრძელეთ თქვენც რა მოხდა

ადამიანურად გთხოვთ


მესმის თქვენი და დიდ მადლობას გიხდით ამხელა ინტერესისთვის,მაგრამ უბრალოდ გავაგრძელო და უშინაარსო იყოს არ მინდა,ვფიქრობ დრო მჭირდება

 


№17 სტუმარი სტუმარი ნინა

იქნებ იფიქროთ ამ ისტორიის გაგრძელებაზე?საინტეტესო იქნება

 


№18 სტუმარი სტუმარი Nina

ხომ არ მოიფიქტეთ ამ ისტორიის გაგრძელება? გაგვიხარდებოდა

თქვენ კი კარგი იქნებოდა თუ გააგრძელებდით და გაგვახარებდით ამით. სცდიდით მაინც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent