შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცასა და მიწას შორის ( 2 )


2-04-2022, 15:50
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 2 287

ათი დღე ისე გავიდა იდუმალი ნაცრისფერთვალება გოგონა აღარ მინახავს, მისგან დატოვებული საჩუქარი რომ არა ვიფიქრებდი რომ მომეჩვენა, გულსაკიდს საგულდაგულოდ შეფუთულს დავატარებდი ჯიბით, ვერ ვბედავდი ხელი მეხლო რადგან რამდენჯერაც შევეხე იმდენჯერვე გავითიშე და უცნაური თითქოს მივიწყებული მოგონებები ამომიტივტივდა გონებაში, ერთხელ დილის ლოცვაზე დამემართა ასე, ჩემდა საბედნიეროდ წინამძღვარმა ჩათვალა რომ ჩამთვლიმა და მცირედი სასჯელით შემოიფარგლა, მეორედ გაკვეთილზე ჩამეძინა, რომელთაც სხვა ბავშვებისგან მოშორებით მდებარე ცარიელ კლასში მიტარებდნენ ხოლმე სპეციალურად მოწვეული მასწავლებლები, თითქმის ათი წუთი ცდილობდა ჩემს გამოფხიზლებას ისტორიის მასწავლებელი მე კი ჩემი ახალი მოგონება მოსვენებას არ მაძლევდა, გონებაში ჩარჩენილი ღვთიური მუსიკის ხმებს ვერაფერს ვუხერხებდი, ვერც ულამაზეს სანახაობას რომელიც ისე მახსოვდა თითქოს ახლახანს დავბრუნდი იმ ზღაპრული წვეულებიდან...
დარბაზი ბრწყინავდა, მუსიკის ჰანგები ყველა მხრიდან იღვრებოდა და ჩემს გარშემო განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა, გრძელი ჰაეროვანი ცისფერი კაბა მეცვა მოკრძალებული დეკოლტეთი და მოშიშვლებული მხრებით, იქაურობა სადღესასწაულოდ გამოწყობილი ხალხით იყო სავსე, თუმცა ვერავის ვამჩნევდი, ჩემი თვალები მხოლოდ მას ეძებდა...
- ნება მომეცით საცეკვაოდ გაგიწვიოთ, -ცივი, უსიამოვნო ხმა მომესმა, თავი ავწიე და ცისფერ თვალებს შევეფეთე, ოქროსფერი დეტალებით გაწყობილ ფრაკში იდგა ჩემს წინ და ელოდა როდის დავთანხმდებოდი, ქერა თმა მომხიბვლელად გადაიყარა გვერდზე და ცალყბად გამიღიმა
- მგონი ახლა უნდა მითხრა რომ თანახმა ხარ,
- ახლა ცეკვის ხასიათზე არ ვარ კაილ, -თვალები ისევ უმწეოდ მოვატარე დარბაზს, კაილს არ გამოპარვია როგორ დაძაბული ველოდი მის შემოსვლას, სახე შეეცვალა და მოიღუშა, ხელი უხეშად მომკიდა ხელზე და თავისკენ მიმიზიდა
- ტყუილად ელოდები, მამამ დავალებაზე გაგზავნა, წამოდი ვიცეკვოთ, ყველა ჩვენ გვიყურებს, მშვენივრად იცი რას ელოდებიან ჩვენგან, -ხელი წელზე მომხვია და მაიძულა მუსიკის ჰანგებს ავყოლოდი, თავს საშინლად ვგრძნობდი, მძულდა მისი შეხება და მძულდა ჩემი თავი იმიტომ რომ მას ამის უფლებას ვაძლევდი, კიდევ ერთხელ დავტრიალდით, მერე ახლოს, სულ ახლოს ვიგრძენი მისი სურნელი და გამეღიმა, კმაყოფილმა შევხედე ჩემი პარტნიორის ბრაზისგან შეცვლილ სახეს, ხელის ერთი მსუბუქი მოძრაობით გამანთავისუფლა ჩემმა შავთვალებამ კაილის მკლავებისგან, წელზე მომეხვია, ფრთხილად შემახო მხურვალე ტუჩები შუბლზე და ცეკვით გამიტაცა დარბაზის შუაგულისკენ...
- ანა გამოფხიზლდი ბოლოს და ბოლოს, ცუდად ხომ არ ხარ? გინდა ექიმს დავუძახო?
თვალები ძლივს გავახილე და დაბინდული მზერით შევხედე თავზე წამომდგარ მასწავლებელს, არ მეთმობოდა ის ყველაფერი, ის უცნაურად რეალური შეგრძნებები, პირველად ხდებოდა რომ ასე მკაფიოდ მახსოვდა ვიღაცის სახე და სახელი, კაილი... ნეტავ ვინ ხარ კაილ?
- კარგად ხარ? -კიდევ გამიმეორა შეშინებულმა ქალმა, თავი დავუქნიე და თავს ვაიძულე რომ მისთვის გამეღიმა, ახლა ნამდვილად არაფერში მჭირდებოდა წინამძღვრის ჩაძიება.
- კარგად ვარ, არ შეგეშინდეთ, უბრალოდ ამ ბოლო დროს ძალიან ცოტას ვჭამ და ცუდად მძინავს ეტყობა ამიტომაც გავხდი ცუდად, -უცნაურად შემომხედა და თავი დამიქნია,
- ძალიან კარგი თუ კარგად ხარ, სულ ორიოდე გაკვეთილიღა დაგვრჩა და ნამდვილად არ მინდა მაინცდამაინც ჩემს გაკვეთილზე მოგივიდეს რამე, -ჩაიბურტყუნა და თავისი ნივთების ტყავის ჩანთაში ჩალაგებას შეუდგა.
- ორიოდე გაკვეთილი? სადმე წასვლას აპირებთ? -ვკითხე და თვალები მოვისრისე რომ როგორმე გამოვფხიზლებულიყავი.
- არა სად უნდა წავიდე?
- აბა რატომ მითხარით რომ ორიოდე გაკვეთილი დაგვრჩა?
- შენ მიდიხარ და არა მე, -მიპასუხა და ისეთმა შეშინებულმა აიფარა პირზე ხელი მივხვდი რომ აშკარად არ უნდა მცოდნოდა ის რაც წამოცდა, თავს ძალა დავატანე რომ გამართული ნაბიჯით გამოვსულიყავი კლასიდან, ცოტა არ იყოს მიხაროდა, რატომღაც ვიფიქრე რომ ბოლოს და ბოლოს დედა ჩემს წასაყვანად მოვიდოდა, ნუთუ მართლა წამიყვანდნენ სახლში, ჯანდაბა, უნდა ვეცადო რომ შედარებით ნორმალურად მოვიქცე, მათ ხომ აქ იმის იმედით გამომკეტეს რომ გამოვსწორდებოდი, იქნებ მართლაც არ ვარ ნორმალური, იქნებ მართლა მჭირდება გამოსწორება, იქნებ მე ვარ ერთადერთი შეშლილი ამ სამყაროში და ისინი ყველანი მართლები არიან...
ამ შემთხვევის მერე გულსაკიდს აღარ შევხებივარ, ისევ იმ ოქროსფრად მოქარგულ ნაჭერში გავახვიე, თუმცა მაინც ვერ მოვიშორე და ჯიბით დავატარებდი.
- - - - - - -
- როგორც იქნა შენმა ზედამხედველებმა ისევ დაგრთეს უფლება რომ სუფთა ჰაერი ჩაგეყლაპა, -ნაცნობი ხმის გაგონებისას ამჯერად არ შევმკრთალვარ, ზანტად გავახილე თვალები და წამოვჯექი, ისევ ისე ფეხმორთხმით იჯდა ჩემს წინ და მიღიმოდა, დაკვირვებით შემათვალიერა და მზერა ჩემს მოღეღილ ყელზე და მხრებზე შეაჩერა
- როგორც ვხედავ გულსაკიდს არ იყენებ.
- ჰოო, იმედია არ გეწყინა რომ შენს საჩუქარს არ ვხმარობ, -ირონია გავურიე ხმაში და ამ გაურკვევლობით ცოტა არ იყოს გაბეზრებულმა თვალი ავარიდე.
- ის ჩემი საჩუქარი არ ყოფილა, -უცნაურად გაიღიმა.
- ეს როგორ? შენ მითხარი რომ...
- მე გითხარი რომ ის შენი საჩუქარი იყო, არ მითქვამს რომ მე გჩუქნი, -დაჟინებით მიყურებდა თვალებში, სახეზე ღიმილს არ იშორებდა, ისე იქცეოდა თითქოს უახლოესი მეგობრები ვყოფილიყავით და ეს რატომღაც ძალიან მაღიზიანებდა.
- მიკიბულ მოკიბული ლაპარაკი არ მიყვარს, მითხარი ვინ ხარ, აქ რას აკეთებ და ჩემგან რა გინდა,
-კბილებში გამოვცერი და გულზეხელებდაკრეფილი დაველოდე პასუხს.
- ზედმეტი საუბარი არც მე არ მიყვარს მაგრამ ჩვენი ურთიერთობის ასე ორ სიტყვაში ჩატევა არ გამოვა, არც არასდროს გამოდიოდა, -სევდიანად გაიღიმა და თავი დახარა, ვერ მივხვდი რისი თქმა უნდოდა...
- რას გულისხმობ? ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ.
- ეს ყველაფერი არც ისე მარტივია ანა, მოდი თავიდან დავიწყოთ, მე სონია მქვია, -ხელი გამომიწოდა და ისე თბილად და საყვარლად შემომხედა რომ ვერ გავუძელი და ჩემი ხელი შევაგებე, მაგრად მომიჭირა ერთი შეხედვით ნაზი თითები.
- მიხარია რომ შეგხვდი და შენთან ერთად ყოფნის საშუალება მაქვს ახლა კი თუ შეიძლება ამოიღე ჯიბიდან ყელსაბამი და მომაწოდე, -ხელი გამომიშვირა.
- შენ საიდან იცი რომ ჯიბეში მიდევს? -უნდობლად შევხედე, თუმცა მაინც ამოვიღე და გავუწოდე, უცნაური გოგო იყო, ყველაფრის მიუხედავად მაინც ახერხებდა რომ ჩემი ნდობა მოეპოვებინა, ნაჭერი გაშალა, ყელსაბამი ამოიღო ერთხანს ხელისგულზე ედო და დაჰყურებდა, ბოლოს თავი ასწია და აწყლიანებული თვალები მომაპყრო.
- მინდა რომ ყოველთვის თან ატარო, მიდი თმა აიწიე და გაგიკეთებ, -აღელვებული, ჩახლეჩილი ხმით მითხრა და უფრო ახლოს მომიჯდა, ცივად დავიხიე უკან.
- არ გინდა, არ გავიკეთებ, როცა ვეხები უცნაურ რაღაცეებს ვხედავ, მე კი არ მინდა ვხედავდე, სახლში მინდა დაბრუნება გესმის? იცი აქ რატომ ვარ, ჩემს მშობლებს ჰგონიათ რომ შევიშალე ან უარეს შემთხვევაში ეშმაკი მყავს ჩასახლებული, მთელი ბავშვობა მარტო გავატარე იმის გამო რომ ყოველთვის ამოუხსნელი და უცნაური რაღაცეები მემართებოდა, ორი წელია აქ ვარ და ერთხელაც კი არ ვუნახივარ არავის, ორი წელია ყოველ ღამე უცნაურ სიზმრებს ვხედავ და ნორმალურად არ მძინავს, ახლა კი თითქოს სადღაც არსაიდან გამოჩნდი და ეს ეს ყელსაბამი მომიტანე, არ ვიცი მე მჭირს რამე თუ მას, ვეღარაფერს ვხვდები, გონება ამერია, ხელს შევახებ თუ არა მას ვხედავ, მას, მის შავ თვალებს, სადაცაა შევიშლები, უბრალოდ ნორმალური მინდა რომ ვიყო, ასე ბევრს ვითხოვ?
- ცრემლები ვეღარ შევიკავე და ავტირდი, ვიჯექი სრულიად უცნობი გოგონას წინ და ვტიროდი, ვტიროდი იმ ბავშვობის გამო რომელიც არ მქონია, მშობლების გამო რომელთაც ჩემთვის მშობლობა არ გაუწევიათ და იმ ამოუხსნელი უსაშველო სურვილის და მონატრების გამო რომელსაც ჩემი სიზმრების არარეალური სტუმრის გამო განვიცდიდი, მხრები მიცახცახებდა და მუჭით ვიწმენდდი ცრემლებს...
- როგორც იქნა დამშვიდდი, -რამდენიმე წუთის შემდეგ მითხრა როცა უკვე ტირილი შევწყვიტე.
- ჰო, ცოტა მომეშვა, -უხერხულად გავუღიმე, -იქნებ ახლა მაინც მითხრა ვინ ხარ და რა გინდა ჩემგან.
- კარგი, მოდი პირდაპირ დავიწყოთ ბევრი დრო მაინც არ გვაქვს, პირველ რიგში მინდა გითხრა რომ შენ სრულიად ნორმალური ხარ და არაფერი გჭირს...
- შენ ხომ ისიც კი არ იცი აქ რატომ ვარ, ბავშვობიდან მოყოლებული ასე ვარ, უცნაური რაღაცეები მემართება, ჩემს გარშემო ყოველთვის ამოუხსნელი რაღაცეები ხდება, ჩემს მშობლებს ჩემი ეშინიათ, ამიტომაც გამომკეტეს აქ, ამ უცნაურ ადგილზე სადაც ათასნაირ უაზრო გამოკვლევას მიტარებენ თუმცა არ მეუბნებიან რატომ, თუმცა ახლახანს გავიგე რომ ცოტა ხანში აქედან წასვლა მომიწევს, ალბათ დედამ გადაწყვიტა რომ წამიყვანოს...
- მისმინე, კარგად მისმინე და არ შემაწყვეტინო კარგი? ბევრი დრო არ გვაქვს, ყველაფერს აგიხსნი, უბრალოდ აქედანვე მინდა რომ იცოდე, მე შენს მხარეზე ვარ, შენთვის მხოლოდ სიკეთე მინდა და სხვა არაფერი, -უცნაურად სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა და აშკარად ეტყობოდა რომ ჩქარობდა ჩემთვის რაღაც აეხსნა...
- პირველ რიგში კარგად დაიმახსოვრე, რაკი სხვებს არ ჰგავხარ, ეს იმას არ ნიშნავს რომ არანორმალური ხარ, რაც ხდება ყველაფერს ახსნა აქვს და დროთა განმავლობაში ყველაფერს მიხვდები და გაითავისებ, შენ არ ხარ ჩვეულებრივი გოგო და არც ეს ადგილია ჩვეულებრივი მონასტერი...
- რას გულისხმობ? -შევაწყვეტინე და მანაც უსიამოვნოდ შეჭმუხნა წარბები.
- მოკლედ მოგიყვები, ოღონდ ყველაფერს თავიდან დავიწყებ, როცა შენმა მშობლებმა აღმოაჩინეს რომ...
- ეშმაკს ვყავდი შეპყრობილი, -ისევ ვერ მოვითმინე რომ არ შემეწყვეტინებინა,
- რაა? -გაოცებისგან პირი დააღო და თვალები დაქაჩა,
- ჰო რატომ გიკვირს, ბებიაჩემი ამბობდა რომ...
- სულელი ქალი, -გულიანად გადაიკისკისა და არტისტულად მოიწმინდა თვალიდან არარსებული ცრემლი, -ვგიჟდები ხოლმე როცა ამ სულელ ადამიანებს ასეთი უაზრობების სჯერათ, ჰმ, ეშმაკით შეპყრობილი არა? დაუჯერებელია, რას აღარ მოიგონებენ ხოლმე, რა სასაცილო არსებები არიან.
- ისე ლაპარაკობ თითქოს შენ ადამიანი არ იყო, ვინ ხარ, უცხოპლანეტელი?
- არა უცხოპლანეტელი ნამდვილად არ ვარ, თუმცა ამაზე მერე, ახლა იქიდან გავაგრძელოთ სადაც გავწყვიტეთ, როცა შენმა მშობლებმა აღმოაჩინეს რომ სხვებს არ ჰგავდი მაშინვე დაასკვნეს რომ რაღაც გჭირდა და სასწრაფოდ გჭირდებოდა მკურნალობა, ერთი წუთითაც კი არ გაუვლიათ თავში აზრად შენი ისეთის მიღება როგორიც იყავი.
- კი მაგრამ, მე მართლა არ ვარ კარგად, ჩემს გამო ადამიანებს უცნაური რაღაცეები ემართებათ.
- არაფერი გჭირს, უბრალოდ დრო გჭირდება, წვრთნა და იმის გათავისება რომ სხვებს არ ჰგავხარ და რაც შენში ხდება უბრალოდ ბუნებრივია და ასეც უნდა იყოს, სამწუხაროდ ძალიან გვიან გიპოვე და როცა შენს კვალს დავადექი, აღმოვაჩინე რომ ამ მონასტერში იყავი გამოკეტილი, ორი წელია გითვალთვალებ და ველოდებოდი როდის მომეცემოდა შენთან გასაუბრების შესაძლებლობა.
- თუ ასე ძალიან გინდოდა ჩემთან გასაუბრება რატომ მონასტერში არ შემოდიოდი, ვერ გავიგე ვის ან რას ემალები, ეს ხომ მონასტერია და არა ციხე?
- შენ საერთოდ ვერ ხვდები აქ რა ხდება, ეს ადგილი ზუსტადაც რომ კარგად დაცული ციხეა რომლის შიგნით შეღწევა ჩემნაირი არსებებისთვის დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, ასე ნუ მიყურებ, ახლა რასაც გეტყვი გულს გატკენს მაგრამ რომ არ გითხრა ისეც არ გამოვა, როცა აქ დაგტოვეს დედაშენმა და მამაშენმა კარგად იცოდნენ რომ შეიძლებოდა ვეღარასოდეს ენახეთ, სახლში დაბრუნებიდან სამი თვის შემდეგ შეტყობინება მიიღეს მონასტრისგან, წინამძღვარი ატყობინებდათ რომ აქედან გაქცევა სცადე და ტყეში ნადირმა ისე დაგგლიჯა შენგან აღარაფერი დარჩა, ერთი სიტყვით როგორღაც მორიგდნენ ერთმანეთში და ახლა შენს მშობლებს შენი ბუტაფორიული საფლავი აქვთ და შენს პატარა ძამიკოს ზრდიან რომელიც ჯერ მხოლოდ ორი თვისაა...
- არ მჯერა, მატყუებ, -ძლივს ამოვიხავლე და გულზე ხელი მივიჭირე, თვალებს უმწეოდ ვახამხამებდი თუმცა ვერაფრით ვაკავებდი ცრემლებს, -მატყუებ, -ვიმეორებდი დაუსრულებლად.
- ვწუხვარ, შეხედე, -ტელეფონი გამომიწოდა, აცახცახებული ხელებით ჩამოვართვი, სუნთქვაშეკრული ვათვალიერებდი ფოტოებს, ჩემი დასაფლავება, კუბო რომელშიც ალბათ გასაბერი თოჯინა იდო, ჩემი მშობლების და ბებიაჩემის ცივი, უმეტყველო სახეები, დედაჩემი უზარმაზარი მუცლით, დედაჩემი ჩვილით ხელში, მამაჩემი ბედნიერი სახით... ჩემს გარეშე ცხოვრება გრძელდებოდა, თითქოს არც კი ვარსებობდი მათ ცხოვრებაში, დამასაფლავეს და დამივიწყეს, ახალი ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ და მე... მე...
- ამოისუნთქე, გთხოვ დაწყნარდი, -სონიამ ნაზად მომხვია მხარზე ხელი, -არავინ და არაფერი არ ღირს იმად რომ ასე ცუდად იგრძნო თავი.
- სათქმელად ადვილია, -ამოვისლუკუნე და ცრემლიანი თვალებით ავხედე, -ახლა რა უნდა ვქნა, სულ მარტო დავრჩი, აღარავინ მყავს, ეს რატომ გააკეთეს, ჩემს მშობლებს რატომ უთხრეს რომ დავიღუპე, რა უნდათ ჩემგან? -ვგრძნობდი რომ პანიკის შეტევა მეწყებოდა, თავს ვერაფერს ვუხერხებდი, ვცდილობდი ჰაერი ჩამესუნთქა მაგრამ არაფერი გამომდიოდა, ვიგუდებოდი, ვუყურებდი სონიას რომელიც თითქოს რაღაც გადაწყვეტილების მიღებას ცდილობდა, ყოყმანობდა, მერე თავი გადააქნია ხელები საფეთქლებზე მომიჭირა, მაიძულა გავშეშებულიყავი და თვალები დახუჭა, მინდოდა გავძალიანებოდი მაგრამ ვერ შევძელი, მისი უცნაურად მხურვალე ხელისგულებიდან ჩემში ნანატრი სიმშვიდე იღვრებოდა და განძრევის სურვილს მიკარგავდა, როგორც იქნა თავისუფლად ამოსუნთქვა შევძელი, როგორც კი შეატყო რომ დავმშვიდდი ხელი გამიშვა და ორი ნაბიჯით მომშორდა
- ახლა უკეთ ხარ? -მის ხმაში აშკარად შეიმჩნეოდა გულწრფელი მზრუნველობა
- რა გააკეთე, ეს როგორ გააკეთე? -სიტყვებს თავს ძლივს ვუყრიდი.
- რამდენი რამ არ იცი და რამდენი რამ გაქვს სასწავლი, -სახეზე ღიმილი გადაეფინა და მანიშნა მისთვის მომესმინა, -როგორც უკვე გითხარი ბევრი დრო არ გვაქვს, როგორც უკვე გითხარი შენ არ ხარ ჩვეულებრივი ადამიანი, შენი შესაძლებლობები ჩვეულებრივი ადამიანების შესაძლებლობებს ბევრად აღემატება, ერთი გაფიქრებით კი შეგიძლია აქაურობა მიწასთან გაასწორო, ან პირიქით ააყვავო და სამოთხედ აქციო, ადამიანებზე და ნივთებზე ზემოქმედება შეგიძლია, ჯერ ზუსტად არ ვიცი კიდევ რა მაგრამ უნიკალური შესაძლებლობებით რომ ხარ დაჯილდოებული ეს ფაქტია, არ შეგეშინდეს, ეს არ არის არასწორი და აქ ღმერთი და ეშმაკი საერთოდ არაფერ შუაშია, მართალია აქ დაიბადე და ადამიანმა გაგაჩინა მაგრამ შენი დეენემი მათგან სრულიად განსხვავებულია, მე და ჩემმა ძმამ მართალია ცოტა სხვაგვარად დავგეგმეთ ყველაფერი, ჯერ არ უნდა დაბადებულიყავი და იქ არა სადაც დაიბადე, მაგრამ რაც მოხდა მოხდა, სანიმ ყველაფერი აურია და ახლა მისი შეცდომის შედეგებს ვიმკით...
- გთხოვ არ გამაწყვეტინო, ვიცი უამრავი კითხვა გაქვს მაგრამ ვცდილობ ყველაფრის მოყოლა მოვასწრო, სულ რამდენიმე წუთი დამრჩა, შენ აქამდეც გქონდა ცხოვრება, გქონდა სამშობლო, სახლი, ოჯახი და გყავდა საყვარელი მამაკაცი რომელსაც სიცოცხლეზე მეტად უყვარდი, თქვენს სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა, ჰო ასე იყო, ეს შენი მეორე სიცოცხლეა, პირველი სიცოცხლე რომ წაგართვეს მე და სანიმ მოვახერხეთ იმის გადარჩენა რასაც ადამიანები სულს უწოდებენ, რადგან შენზე ნადირობდნენ, ვიფიქრეთ რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა თუ აქ დაგმალავდით სანამ თავიდან დაიბადებოდი, ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო, აქამდე ასეთი რამ არავის გაუკეთებია მაგრამ მე და სანიმ შევძელით, იქ საიდანაც შენ ხარ, და საიდანაც ჩვენ ვართ, ბავშვობიდანვე სწავლობენ ძალების კონტროლს და გამოყენებას, აქ კი როცა ხელახლა დაიბადე არავინ გყავდა გვერდით ვინც გეტყოდა და გასწავლიდა რა უნდა გაგეკეთებინა, სრულიად მარტო იყავი შენს ძალებთან ერთად, შენს ასაკში წესით უკვე უძლიერესი უნდა იყო, მაგრამ არის კიდევ ერთი ფაქტორი, იქ საიდანაც ხარ ბავშვები როგორც კი შვიდი წლის ხდებიან სპეციალურ ცერემონიაში იღებენ მონაწილეობას და უხუცესები მათ ერთმანეთთან აწყვილებენ, ეს წყვილები შეიძლება იყვნენ ბიჭები, გოგონები ან ბიჭი და გოგო, ყველას არ აქვს ის ბედნიერება რომ ვინმესთან დაწყვილდეს მაგრამ თუკი საკუთარ წყვილს იპოვნი უძლიერესი ხდები, წყვილები ერთად გადიან წვრთნებს, მათი ძალები ერთიანდება, მეტად ძლიერები ხდებიან ვიდრე სხვები, მათი შესაძლებლობები ორმაგდება, სამმაგდება, ათმაგდება, ამ ძალების მისაღებად მათ ხშირი და ახლო კონტაქტი სჭირდებათ, მე გამიმართლა, ჩემი ძმა სანი რომელიც ერთი წლითაა ჩემზე დიდი ჩემი მეწყვილე აღმოჩნდა, შენ კი აქ ასეთი არავინ გყოლია, ის კი არადა ეშმაკით შეპყრობილს გეძახდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ შენში ჩაეხშოთ ის რაც გჭირდება იმისთვის რომ ბედნიერი იყო.
- მოიცადე, მაცადე დავფიქრდე, ასე მგონია რომელიმე ფანტასტიკური ფილმის შინაარსს მიყვები, თუმცა რატომღაც მჯერა შენი, უბრალოდ არ მესმის, აქამდე რატომ არ გამოჩნდი?
- ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, უმიზეზოდ არაფერი ხდება, მაგრამ ახლა უბრალოდ არ შემიძლია ყველაფერი დაწვრილებით მოგიყვე, ახლა მთავარი ისაა რომ აქედან უნდა წახვიდე, სასწრაფოდ, ამაღამ ამ მონასტრიდან უნდა გაიქცე, ასე თუ არ მოიქცევი, ხვალ აქედან წაგიყვანენ და მერე ვეღარაფრით დაგეხმარები.
- ვინ წამიყვანს, რა უნდათ ჩემგან?
- შენი პირველი სიცოცხლე ტყუილად არ წაურთმევიათ შენთვის, უამრავი მტერი გყავდა.
- მტერი? კარგი რა, -ამდენი ინფორმაციით გაბრუებულმა როგორღაც ჩაცინებაც მოვახერხე, -მტრები რატომ მყავდა, წინაცხოვრებაში ნარკოდილერი ან იარაღით მოვაჭრე ვიყავი?
- ნარკოდილერი? ჰმ, არც ისე კარგი ფანტაზიის უნარი გქონია, შენ სამყაროს მმართველის ერთადერთი მემკვიდრე იყავი ანა, ჰო ნუ გიკვირს, აბა რა გეგონა რომ ეს ყველაფერი ისე უბრალოდ თავისთავად ხდება?
-გარშემო ხელი მოატარა და გაიღიმა, -დედამიწა ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით რასაც მამაშენი მართავდა სანამ ბიძაშენმა მისი დამხობა არ გადაწყვიტა, შენ კი მამაშენის ერთადერთი მემკვიდრე ხარ.
- სამეფო ინტრიგები? კარგი რა, -რატომღაც ხუმრობის ხასიათზე დავდექი.
- ნელ-ნელა ყველაფერი გაგახსენდება და მიხვდები რომ სულაც არ გაქვს სახუმაროდ საქმე, უკვე ორი წელია ბიძაშენის ხალხმა თვალი დაგადგა, გაიგეს რომ ცოცხალი ხარ და ცდილობდნენ იმის დაზუსტებას ნამდვილად შენ იყავი თუ არა, უკვე იციან რომ შენ შენ ხარ, თუმცა ჯერ ისევ ცოცხალი ხარ, რაც იმას ნიშნავს რომ ბიძაშენს ჯერჯერობით რაღაცაში სჭირდები, თუმცა მისი ბრძანებით ხვალ მისი ხალხი ჩამოვა და ვატიკანში წაგიყვანს.
- ვატიკანში? ახლა არ მითხრა რომ რომის პაპი ბიძაჩემია, -ჩავიფხუკუნე და მის გაბრაზებულ სახეს რომ შევხედე ენაზე ვიკბინე რომ სიცილი როგორმე შემეკავებინა, ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა, აღარ მეშინოდა, აღარ ვბრაზობდი და საერთოდ აღარ ვფიქრობდი ჩემს მშობლებზე, ვუსმენდი, ხარბად ვიჭერდი ყოველ სიტყვას და მინდოდა უფრო და უფრო მეტი გამეგო.
- ბევრ დროს წაიღებს რომ აგიხსნა რატომ მაინცდამაინც ვატიკანში, უბრალოდ იცოდე ხვალ თუ წაგიყვანენ ყველაფერი დასრულდება, მერე შენს დახმარებას ვეღარ შევძლებთ, ამაღამ უნდა გაიქცე, ზუსტად ღამის ხუთ საათზე უნდა გამოხვიდე შენობიდან, ეს აიღე კარის გაღებაში დაგეხმარება, ამით ნებისმიერ კარს გააღებ, -პატარა, დანისმაგვარი ნივთი გამომიწოდა, -ესე იგი ხუთ საათზე შენობიდან გამოხვალ, ამ დროს მცველებს ეძინებათ და შენ სრულიად ადვილად შეძლებ მთავარი შემოსასვლელის მარჯვნივ ორმოცდაათი მეტრის დაშორებით კედელზე გადაძრომას, კედელი მთლიანად სუროთია დაფარული და არ გაგიჭირდება, კედელთან მანქანა დაგხვდება და ქალაქამდე ჩაგიყვანს, სადგურში პირველივე ავტობუსში ჩაჯდები და სამ საათში მეორე ქალაქში იქნები, იქიდან კი პირდაპირ ნიუ იორკში წახვალ, აიღე ეს ტელეფონის ნომერი და კარგად დაიმახსოვრე, ნიუ იორკამდე ჩააღწევ თუ არა დაურეკავ, ბილი ჩემი მეგობარია და დაგეხმარება რომ ბინა და სამსახური იპოვო, ეს ფული კი მანამდე გეყოფა სანამ სამსახურს დაიწყებ, საკმაოდ სქელ დასტად შეკრული დოლარები ამოიღო ჯიბიდან და გამომიწოდა.
- ასე უბრალოდ ავდგე და გენდო? -ჯერ კიდევ მღრნიდა ეჭვები, -როგორ უნდა გენდო, ჯერ მხოლოდ თექვსმეტი წლის ვარ, შენ კი მეუბნები რომ აქედან უნდა გავიქცე და მარტოდმარტო უნდა ვიცხოვრო უზარმაზარ ქალაქში, ამას როგორ მოვახერხებ? შენ თვითონ მითხარი რომ რაღაც ძალები მაქვს რომელთა კონტროლიც არ ვიცი...
- ამას შეძლებ, აუცილებლად შეძლებ, ისწავლი როგორ გააკონტროლო ფიქრები და სურვილები, უბრალოდ ხალხს უნდა მოერიდო და უნდა აკონტროლო რაზე ფიქრობ და რა გინდა, არ უნდა დაგავიწყდეს რომ შენი ნებისმიერი სურვილი შეიძლება იქცეს რეალობად, თუმცა იმან რომ ამის გაკეთება შეგიძლია არ უნდა შეგაცდინოს, ნებისმიერი შემთხვევა როცა ძალას გამოიყენებ შენს მტრებს შენთან მოაახლოებს, უფრო გასაგებად რომ აგიხსნა წარმოიდგინე რომ მათ აქვთ რაღაც რაც ჩვენნაირების ენერგიას ძალიან შორი მანძილიდანაც კი გრძნობს, შენ გამოუცდელი ხარ და ვერ შეძლებ მათგან დამალვას და გაქცევას, ისინი შენს ენერგიას იგრძნობენ და აუცილებლად გიპოვიან როგორც კი ძალების გამოყენებას დაიწყებ, ასე რომ მოერიდე ყველანაირ აქტივობას და ყველასგან და ყველაფრისგან მოშორებით მშვიდად იცხოვრე, მე და სანიმ ძალიან ბევრი რამ გავიღეთ იმისთვის რომ შენ გეცოცხლა და ამ ყველაფერს წყალში ნუ ჩაგვიყრი, უნდა შეძლო და ყველასგან შორს, ფარულად, დამოუკიდებლად ცხოვრება ისწავლო, ეს უნდა გააკეთო, შენთვის, ჩემთვის, სანისთვის და მისთვის ვისაც ყოველ ღამე სიზმარში ხედავ.
გავშეშდი პირი გამიშრა და ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე, -ვინ არის ის, ვინ არის და რატომ მესიზმრება, ვინ არის? -ჩახლეჩილი ხმით ვკითხე.
- მე არ შემიძლია ეს გითხრა თვითონ უნდა გაარკვიო, ცოტაც სულ ცოტაც მოითმინე და ყველაფერი კარგად იქნება ანა, ჩვენ ძალიან დიდი ხანი გელოდით, ვერც კი წარმოიდგენ რამდენი ხანი, შენ კი სულ ცოტაოდენი მოთმინება გჭირდება და ყველაფერი დალაგდება, ისევ ეჭვით მიყურებ, -სინანულით გადააქნია თავი და ყელსაბამი გამომიწოდა რომელიც ჯერ ისევ ხელში ეკავა, -ამაღამ ეცადე ადრე დაიძინო, ოღონდ ეს გაიკეთე და ისე, ყველაფერს მიხვდები, გაიკეთე და აღარასოდეს მოიხსნა თუკი გინდა რომ ძალები აკონტროლო, ეს ყელსაბამი ერთგვარი ძალების მაკონტროლებელი ინსტრუმენტია, ახლა კი უნდა წავიდე, დღეისათვის ჩემი დრო ამოიწურა, -წამოდგა, ერთხელ კიდევ შემომხედა, თბილად გამიღიმა, მერე ხელებით ისეთი მოძრაობა გააკეთა თითქოს ჩემთვის უხილავი ფარდა გადასწია, ჩემს წინ სივრცეში გადნა და პირდაღებული დამტოვა.
- ანა სად ხარ? -და კატერინას შეშფოთებული ხმა მომესმა, სასწრაფოდ ავიღე ყელსაბამი, ჯიბეში ჩავიდე და ფეხზე წამოვდექი.
- აქ ვარ, რამ შეგაშფოთათ, უბრალოდ მზეს ვეფიცხებოდი, -რაც შემეძლო მშვიდად ვუპასუხე და გულითადად გავუღიმე, შევატყვე რომ შვებით ამოისუნთქა.
- წამოდი, გეყოფა აქ ყოფნა, ჯობია წყალი გადაივლო წამოწვე და დაისვენო, დღეს ყველაფრისგან განთავისუფლებული ხარ, კარგად უნდა გამოიძინო ხვალ ბევრი საქმე გაქვს, -წინ მიმიძღოდა და შეუჩერებლად ლაპარაკობდა, მეც მორჩილი ცხვარივით მივყვებოდი ფეხდაფეხ.
- - - - - - -
შებინდდა თუ არა, წყალი გადავივლე, გამოვიცვალე, ყელსაბამი გავიკეთე და გულაღმა წამოვწექი ჩემს გამხმარ საწოლზე, ერთდროულად უამრავ რამეზე ვფიქრობდი, თავს დაცარიელებულად და გამოფიტულად ვგრძნობდი, ვიცოდი რომ მშობლებს არ ვუყვარდი მაგრამ ასეთ რამეს ვერც კი წარმოვიდგენდი, ალბათ ქვეცნობიერად გრძნობდნენ რომ ადამიანი არ ვიყავი, კი მაგრამ თუ ადამიანი არ ვარ მაშინ რა ვარ? ან საიდან ვარ? სამყაროს მმართველის რეინკარნირებული ქალიშვილი? რა სისულელეა, სონიამ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დამიტოვა და წავიდა, ახლა რა გამოდის რომ ამ სამყაროში სრულიად მარტო დავრჩი? არავინ არ მყავს, არავის ვუყვარვარ, არავის ვუნდივარ, ვიღაც მანიაკებს ჩემთვის რაღაცის დაშავება უნდათ, ჩემი სიკვდილიც კი გაითამაშეს, ახლა კი კაცმა არ იცის რას მიპირებენ, ალბათ სადღაც ლაბორატორიაში გამომკეტავენ და შუაზე გამფატრავენ...
ვერც მივხვდი ისე ჩამეძინა, ხელით რბილი ფაფუკი ბალახი რომ ვიგრძენი და ცხვირში სასიამოვნოდ შემიღიტინა ყვავილების სურნელმა მეუცნაურა, თვალები გავახილე, ბინდდებოდა, პირდაპირ ბალახებზე გაშლილ პლედზე მეძინა, ის ჩემს გვერდით იწვა, მარცხენა იდაყვს ეყრდნობოდა და ზემოდან დამყურებდა, მარჯვენა ხელის გრძელი თლილი თითებით კი ჩემს თმებს ეთამაშებოდა, პირველად ვხედავდი მის სახეს და თვალს ვერ ვაშორებდი, მკვეთრად გამოკვეთილი ყბები, მსხვილი ვნებიანი ტუჩები, სწორი ცხვირი, სახეზე უწესრიგოდ ჩამოყრილი მუქი თმა და უკუნეთი ღამესავით შავი თვალები, დაჰიპნოზებულივით ვუყურებდი, ნამდვილი საოცრება იყო, ასეთი ლამაზი მამაკაცი არასოდეს მენახა, თავს უცნაურად ვგრძნობდი, ამჯერად ვიცოდი რომ სიზმარში ვიყავი, ყველაფერი მახსოვდა, ისიც ვიცოდი რომ ის ქალი ვისაც ასეთი აღფრთოვანებით, ვნებით და სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა სინამდვილეში მე არ ვიყავი, ვიცოდი რომ რეალურ ცხოვრებაში არასოდეს მომეცემოდა იმის საშუალება რომ მას შევხებოდი, მოვფერებოდი, მისთვის მეკოცნა, ვიცოდი და ეს საშინლად მტკენდა გულს.
- რაღაც უნდა მოგცე, -თბილი ხმით ჩამჩურჩულა და წამოჯდომაში დამეხმარა, ჯიბეში ხელი ჩაიყო და თეთრ ორქოსფერი ნაქარგებით გაფორმებულ ნაჭერში გახვეული რაღაც გამომიწოდა, გავხსენი.
- ულამაზესია, ნამდვილი საოცრებაა, -ყელსაბამს აღფრთოვანებული დავყურებდი.
- ხომ იცი კაილს არ ცალია, შენი ბიძაშვილი როგორც ყოველთვის ახლაც რაღაც ხათაბალაშია გაბმული, არადა უკვე დროა რომ თქვენი ძალების განსამტკიცებლად სამკაული გადმოეცა შენთვის, ჰოდა მე მთხოვა ამის გაკეთება, ჩემს მეგობარ სანის ხომ იცნობ, მას დავამზადებინე, სპეციალურად შენთვის, ვიფიქრე რომ ეს ქვა შენს თვალებს მოუხდებოდა, -შემომცინა და მხრებზე ჩამოშლილი თმა გადამიწია, -მომეცი, გაგიკეთებ.
- ჰო მაგრამ, ხომ იცი ეს წესებს ეწინააღმდეგება, ეს ყველაფერი მას უნდა გაეკეთებინა, ჩემი მეწყვილე ის არის, ეს ყელსაბამი არ იმუშავებს თუ კაილი არ გამიკეთებს, არანაირი ძალა არ ექნება და ვერც ჩემი ძალების კონტროლში დამეხმარება, -გულდაწყვეტილი დავყურებდი და ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა, გამომართვა და ფრთხილად გამიკეთა, ერთხანს უცნაურად სევდიანი მიყურებდა...
- მნიშვნელობა არ აქვს იმოქმედებს თუ არა, შენ ისედაც საკმარისად ძლიერი ხარ, კაილს კი სულაც არ აინტერესებს ეს ყველაფერი, იცი რა, ყოველთვის ვფიქრობდი რომ უხუცესები ჩვენ გამოგვაცხადებდნენ წყვილად, არ მჯეროდა როცა კაილი დაასახელეს.
- მეც ვისურვებდი რომ ასე ყოფილიყო მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, კაილთან უბრალოდ ძალები მაკავშირებს, ჩვენ კი ისედაც წყვილი ვართ, მე და შენ, სამუდამოდ.
- სამუდამოდ, -ტუჩებთან ახლოს ჩამჩურჩულა და ნაზად შემეხო რბილი ბაგეებით, ჩემდაუნებურად მიმელულა თვალები, თმებში თითები შევუცურე და თავდავიწყებაში გადავარდნილი კოცნაში ავყევი... თბილი ნიავი ქროდა, თმებს მიწეწავდა და ჩემამდე ყვავილების და ზღვის მარილიანი ტალღების ერთმანეთში შერწყმული სურნელი მოჰქონდა, ფრთხილად გადამაწვინა პლედზე, ერთხანს ანთებული თვალებით დამყურებდა და სანამ ისევ დამეწაფებოდა ბაგეებზე მოვასწარი დამენახა როგორ დაგვნათოდა თავზე ჩვენს მთვარეზე ალბათ ოცჯერ დიდი სატურნისმაგვარი პლანეტა...
ამჯერად ბედნიერად მომღიმარმა გავიღვიძე, საათი ოთხს უჩვენებდა, იმის დრო ნამდვილად მქონდა რომ იმაზე დავფიქრებულიყავი რაც მესიზმრა, ახლაღა დავფიქრდი იმაზე რომ ჯერ კიდევ არ ვიცოდი მისი სახელი, სამაგიეროდ მახსოვდა რომ სანი ახსენა, სონიას ძმა, ესე იგი სონია არ მატყუებდა, მაგრამ ერთი რამ ვერ გამეგო, თუ მე ანას რეინკარნაცია ვიყავი და ამ ყელსაბამს არანაირი ძალა არ ჰქონდა როგორ მოქმედებდა ჩემზე? თუკი მხოლოდ მეწყვილის ნაჩუქარს ჰქონდა ძალა მაშინ გამოდის რომ კაილი არ ყოფილა ანას მეწყვილე და სინამდვილეში ჩემი იდუმალი შავთვალება იყო ოღონდ ისე რომ აშკარად თავადაც არ იცოდნენ ამის შესახებ, სონიამ ისიც მითხრა რომ უცხოპლანეტელი არ იყო არადა ამ მოგონებაში თუ სიზმარში აშკარად არ ვიყავით დედამიწაზე...
- ჯანდაბა, მაგვიანდება, -წამოვიყვირე როცა საათს შევხედე, წამოვხტი, სასწრაფოდ ჩავიცვი, არაფერი მებადა, ასე რომ თან არაფერი წამიღია ყელსაბამის და იმ ფულის გარდა რაც სონიამ მომცა, ჩემდა გასაკვირად კარის გაღება არ გამჭირვებია, ფეხაკრეფით გავიარე ჩაბნელებული დერეფანი და კიბეზე დავეშვი, მონასტერში სამარისებური სიჩუმე სუფევდა, შემოსასვლელი კარი ღია დამხვდა, აშკარად ზედმეტად ენდობოდა მცველებს წინამძღვარი, მონასტერს გარს შემოვუარე და გალავანთან მივედი, იმ ადგილს ვეძებდი სონიამ რომ მიმითითა, მართლაც მალევე მივაგენი სუროთი დაფარულ კედელს, მაგრად მოვეჭიდე და აცოცება დავიწყე, გული ამოვარდნაზე მქონდა, დაძაბული ვიყავი, აქამდე უცნობი შეგრძნებები ერთბაშად დამატყდა თავს და ახლა ვერ გამერკვია რას ვგრძნობდი, შიშს, აღელვებას თუ აღფრთოვანებას საკუთარი გამბედაობის გამო.
გადაცოცება არ გამჭირვებია, ძირს დავხტი და უჩვეულოდ კაშკაშა მთვარის შუქზე მაშინვე შევამჩნიე იქვე გაჩერებული მუქი ფერის ავტომობილი, ბევრი აღარ მიფიქრია, უკანა კარი გამოვაღე და ჩავხტი, ახლაღა შევამჩნიე შავ ტანსაცმელში გამოწყობილი კეპიანი მძღოლი და ცოტა არ იყოს დავიძაბე, მგონი ჩემი დაძაბულობა იგრძნო, ჩემსკენ მოტრიალდა ქუდი მოიხადა და ღიმილით შემომხედა ზუსტად სონიასნაირი ნაცრისფერი თვალებით, ქერა თმა სახეზე ჰქონდა ჩამოყრილი და ისეთი საყვარელი იყო რომ მეც ვერ შევიკავე ღიმილი.
- სალამი ანა, მე სანი ვარ, როგორც იქნა შევხვდით ერთმანეთს, ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიხარია შენი ნახვა.
- სონიას ძალიან გავხარ, -ძლივს ამოვღერღე და მისი მოციმციმე თვალების დანახვისას გამბედაობა მომემატა, -მეც მიხარია შენი ნახვა სანი, არ ვიცი რატომ მაგრამ მართლა ძალიან მიხარია, ისიც კი არ ვიცი რატომ გენდობით, ასე მგონია შენ და სონიას ძალიან დიდი ხანია გიცნობთ.
- ასეცაა, -გაეღიმა სანის, უბრალოდ დრო გჭირდება რომ ეს ყველაფერი გაიხსენო, გაიგო და შეითვისო, დაიმახსოვრე, ყოველთვის შეგიძლია თვალდახუჭული გვენდო და ჩვენი იმედი გქონდეს.
სანიმ ქალაქამდე მშვიდად, უსაფრთხოდ ჩამიყვანა, ბილეთი მიყიდა, ავტობუსში ჩამსვა, ბოდიში მომიხადა იმის გამო რომ ჩემთან ერთად ვერ ახერხებდა წამოსვლას, გადამეხვია, რამდენიმე წამს ჩემს თმებში თავჩარგული მეხუტებოდა მერე უკანმოუხედავად წავიდა და ისეთი სითბო და სიმშვიდე დამიტოვა რომ მეგონა ვერადროს ვეღარაფერი შემაშინებდა და დამადარდიანებდა.
ნიუ იორკამდე ისე ჩავედი არანაირი პრობლემა არ შემქმნია, აშკარად ძალიან გვიან გაიგეს მონასტერში ჩემი გაპარვის შესახებ, რას არ მივცემდი ახლა წინამძღვრის სახე რომ მენახა, ალბათ გაცოფებული იქნებოდა, მსიამოვნებდა იმის წარმოდგენა რომ გეგმები ჩავუშალე, დიდხანს არ მიფიქრია ამ ყველაფერზე, ახლა უკვე უამრავი საზრუნავი მქონდა, მარტოდმარტო, მხოლოდ იმის ამარა რაც ზედ მეცვა, ვიდექი ქუჩაში, ქალაქში რომელსაც არ ვიცნობდი და სადაც არავინ არ მყავდა, ქუჩის ტელეფონიდან დავრეკე იმ ნომერზე სონიამ რომ მომცა, ნახევარ საათში მომაკითხა ბილმა, ჩემდა გასაკვირად ბილი ახალგაზრდა მამაკაცის მაგივრად ორმოცდაათიოდე წლის, პუტკუნა, ჭაღარათმიანი კაცი აღმოჩნდა, გამიღიმა, მომესალმა და ძველისძველ თეთრ პიკაპზე მიმითითა,
- დაჯექი და წავიდეთ, არაფერზე იფიქრო და ინერვიულო, სონიას და სანის მეგობარი ჩემი მეგობარიცაა, დღეს ბინაში მიგიყვან სადაც იცხოვრებ, ხვალიდან კი სამსახურის და საბუთების საქმეს მოვაგვარებთ.
- საბუთების? ახლა გამახსენდა რომ საბუთები არ მაქვს, -შეშინებულმა ამოვიკნავლე.
- ჰოდა ზუსტად მაგ საბუთების საქმე უნდა მოვაგვაროთ, მათ გარეშე ვერც იმუშავებ და ვერც ისწავლი.
- უნდა ვისწავლო?
- რათქმაუნდა უნდა ისწავლო, იმუშავებ და პარალელურად სკოლაში ივლი, ვიცი რომ ამას შეძლებ, -ისეთი ხმით მითხრა უცბად ვირწმუნე რომ მართლაც შევძლებდი ამ ყველაფრის გაკეთებას.
ერთ-ერთ გარეუბანში მიმიყვანა, ძველისძველი საცხოვრებელი შენობის მესამე სართულზე მოცუცქნული ბინა მაჩვენა, ავეჯით გაწყობილი, მისაღებთან გაერთიანებული სამზარეულოთი და პატარა საძინებლით, მითხრა რომ დღეიდან აქ უნდა მეცხოვრა, დამტოვა და წავიდა, წასვლამდე კი დამარიგა, გამაფრთხილა რომ კარი არავისთვის გამეღო.
ბილი მართლაც რომ სიტყვის კაცი აღმოჩნდა, ერთ კვირაში ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა, ჩემი საბუთების, სკოლის და სამსახურის საქმეც, ერთ-ერთ სწრაფი კვების ობიექტში მიშოვა მიმტანის ადგილი, სადაც მეორე ცვლაში ვმუშაობდი, შუადღიდან ღამის თერთმეტ საათამდე, ანაზღაურება კარგი მქონდა, მომხმარებლებიც ხშირად გვიტოვებდნენ ფულს, ამ მხრივ ბედს არ ვუჩიოდი, დღე სკოლაში დავდიოდი, კარგად ვსწავლობდი, თუმცა ხალხთან ურთიერთობას გავურბოდი, არც სკოლაში და არც სამსახურში მეგობრები არ მყავდა, არც შეყვარებული ან მეგობარი ბიჭი გამიჩენია, მიუხედავად უამრავი თაყვანისმცემლისა ასეთ ურთიერთობებს ვუფრთხოდი, თანაც ჩემს შავთვალებას ვერაფრით ვივიწყებდი რომელსაც რატომღაც უფრო და უფრო იშვიათად ვხედავდი სიზმრებში, ალბათ ეს იმის ბრალიც იყო რომ ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო ძალიან ვიღლებოდი, სონიას რჩევაც გავითვალისწინე და მთელ თავისუფალ დროს ჩემს თავზე მუშაობაში ვხარჯავდი, იოგა, მედიტაცია, ვცდილობდი ჩემს თავზე კონტროლი მესწავლა რათა არავისთვის არაფერი დამეშავებინა, ამიტომაც გავურბოდი ადამიანებთან სიახლოვეს, სონია და სანი მას მერე აღარ შემხვედრიან რაც მონასტრიდან წამოვედი, ვერ ვხვდებოდი მათი ასე უცნაურად გამოჩენის და შემდეგ გაუჩინარების მიზეზს, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა მქონდა და ვიცოდი მათ გარდა ვერავინ გამცემდა პასუხს, სხვა რა გზა მქონდა უნდა დავლოდებოდი ისევ როდის გამოჩნდებოდნენ ჩემს ცხოვრებაში, ასე ლოდინში გავიდა სამი წელი, სამი გრძელი და დამღლელი წელი, თავიდან მეშინოდა, სულ მეგონა რომ ვიღაც მითვალთვალებდა, მეძებდა, მერე უკვე შევეჩვიე რომ არავის ვადარდებდი და ცხოვრებაც კალაპოტში ჩადგა, თუ ჩემს მთვარეულობას და ღამღამობით ბოდიალს არ ჩავთვლით მშვიდად ვცხოვრობდი.
- გილოცავ დაბადების დღეს ანა, -ომახიანად მივულოცე ჩემს თავს და თვალები გავახილე, დღეს ცხრამეტი წლის გავხდი, თუმცა ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა რომ ორი თვის წინ ჩემს ძველისძველ საცხოვრებელს ცოტა ხელი შევავლე, მთელი ჩემი დანაზოგი დავხარჯე, მისაღებში კედლები თეთრად შევღებე, ძველი რბილი სამეული გადავყარე და მეორადების მაღაზიაში ნაყიდი შედარებით ახალი და კომფორტული დავდგი, უზარმაზარი ფუმფულა ხალიჩაც ვიყიდე და ლამაზი ცისფერი ფარდებიც, აქაურობას მივეჩვიე და შემიყვარდა კიდეც, ყავის ჭიქა იქვე მაგიდაზე დავდგი, ავდექი და მოაჯირს დაყრდნობილმა გავხედე ქალაქს, უცნაური წინათგრძნობა მქონდა, არ ვიცოდი რატომ მაგრამ ვგრძნობდი, ეს დღე ნამდვილად არ იქნებოდა ჩვეულებრივი...
-
-
-
-
-
- შაბათ კვირა შედარებით თავისუფალი მაქვს ხოლმე და მეორე თავის დაწერაც მოვახერხე, შემდეგ კვირაშიც ყველანაირად ვეცდები რომ ორი თავი ავტვირთო, იმედია მეორე თავიც მოგეწონებათ.



ჯერ ვერ დავადგინე რეალურად რა არსებაა ანა. არა, კი ვხვდები დაახლოებით რაც/ვინც უნდა იყოს მაგრამ სახელს ვერ ვარქმევ :)
ერთი ის ვიცი, რომ უხუცესებმა ითაღლითეს და კარლი სურაც არაა ანას მეწყვილე და რეალურად ის შავთვალება ბიჭია რომლის სახელი მეც მაინტერესებს :)
ბოლოს ინტრიგის გარეშე არ შეიძლებოდა? :დ
შემდეგ თავს როდის ველოდო? ❤

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
ჯერ ვერ დავადგინე რეალურად რა არსებაა ანა. არა, კი ვხვდები დაახლოებით რაც/ვინც უნდა იყოს მაგრამ სახელს ვერ ვარქმევ :)
ერთი ის ვიცი, რომ უხუცესებმა ითაღლითეს და კარლი სურაც არაა ანას მეწყვილე და რეალურად ის შავთვალება ბიჭია რომლის სახელი მეც მაინტერესებს :)
ბოლოს ინტრიგის გარეშე არ შეიძლებოდა? :დ
შემდეგ თავს როდის ველოდო? ❤



შემდეგ თავს ალბათ სამშაბათს ავტვირთავ blush

 


ლილა ნესი
რუსკიმარუსია
ჯერ ვერ დავადგინე რეალურად რა არსებაა ანა. არა, კი ვხვდები დაახლოებით რაც/ვინც უნდა იყოს მაგრამ სახელს ვერ ვარქმევ :)
ერთი ის ვიცი, რომ უხუცესებმა ითაღლითეს და კარლი სურაც არაა ანას მეწყვილე და რეალურად ის შავთვალება ბიჭია რომლის სახელი მეც მაინტერესებს :)
ბოლოს ინტრიგის გარეშე არ შეიძლებოდა? :დ
შემდეგ თავს როდის ველოდო? ❤



შემდეგ თავს ალბათ სამშაბათს ავტვირთავ blush

მოვითმენ მანამდე❤

 


№4  offline წევრი Koala°

ჯერ რომ არ გელოდით და უცებ გამოჩნდი კარგი იყო❤️❤️ ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ველოდები შემდეგ თავს❤️❤️ წარმატებები❤️❤️

 


№5  offline წევრი ლილა ნესი

Koala°
ჯერ რომ არ გელოდით და უცებ გამოჩნდი კარგი იყო❤️❤️ ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ველოდები შემდეგ თავს❤️❤️ წარმატებები❤️❤️


მადლობა blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent