შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაზი ყვავილი


3-04-2022, 17:19
ავტორი Nana13
ნანახია 988

დილით ისევ ქარის ზუზუნმა გამაღვიძა, ზამთარი იწურებოდა და იმედიანამ ვიღვიძებდი დილით რომ თანდათან გამოთბებოდა. არ მიყვარს ქარი, ძალიან მოქმედებს განწყობაზე და უხალისოდ ვარ მერე მთელი დღე. 7:25 წუთი იყო ,ეს უკვე მომწონს...მიყვარს დილით ადგომა, იმის მიუხედავად რომ არსად მეჩქარება , სახლის საქმის გაკეთება დილით მიყვარს. სახლის კეედლები,ფანჯრები,კარები ,იატაკი...ყველაფერი გასაკეთებელია, ფინანსურად არ ვართ გამართულები საიმისოდ რომ რამე გავაკეთოთ,საკვებზე გვყოფნის და ეკონომიურად ვხარჯავთ იმასაც რაც გვაქვს. ამ ყველაფრის მიუხედავად ჩემს გულში მაინც დიდი იმედი და ამბიები გიზგიზებს. მიხარია ყოველი დილის გათენება და ბედნიერი ვარ რომ მყავს ოჯახი:დედა ელენე,მამა გოგა და პატარა ძმა ლევანი,ეს კი მე ვარ 23 წლის ქრისტინე .სკოლა დავამთავრე მაგრამ სწავლა ვერ მოვახერხე , ფრიადოსანი არ ვიყავი სკოლაში და ოჯახმაც ვერ მოახერხა ჩემი სწავლის დაფინანსება. სკოლის შემდეგ ვმუშაობდი,თუმცა ამჟამად ხანგრძლივ შვებულებაში ვარ ამის მიზეზი მაქვს ! დედა ძირითადად გაყიდვებითაა დაკავებული და თუ რამე ხელი მიუწვდება რომ იყიდოს და გაყიდოს ყველაფერს აკეთებს,ცდილობს მამას დაეხმაროს ფინანსურად და მორალურადაც მტკიცედ დგას ! არ წუწუნებს 24 საათი და ბედნიერია იმის რო ასეთი მოსიყვარულე ოჯახი ყავს. მამა ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს მომარაგებაზე ,ფიზიკურად და სტაბილური ანაზღაურება აქვს ,მართალია მცირე მაგრამ დღეს ესეც სანატრელია ზოგისთვის. დედა სიყვარულით მოიყვანა და 25 წლის ოჯახი სიყვარულის საძირკველზე დგას მყარად დღემდე !.ჩემი პატარა ძმა ნაბოლარაა,მოულოდნელი და დიდი სიხარული იყო ჩვენთვის .დედა და მაამა იმედიანად და სიყვარულით უყურებენ ყოველ დღეს და ბედნიერია ჩვენი ცხოვრება ერთმანეთი რომ გვყავს! დილა კი ქარით დაიწყო და არ მიყვარს მაგრამ ჩემი ცხოვრება მიყვარს!



№1  offline წევრი Elka Popova_2

Момецона дацхеба цота тавеби газардет

 


№2  offline წევრი Marikagogolqdze

ისეთი პატარა თავია ვერც კი შევაფასებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent