,,იცი არ მიყვარს ზამთარი"
იცი არ მიყვარს ზამთარი,სიცივით არ ვარ გამთბარი, იცი არ მიყვარს ქარი ნელი... სადაც არავის ელი... იცი არ მიყვარს ზამთარი თოვა, ვიცი ყინავს და არავინ მოვა... მაგრამ არც ზამთარში და არც ერთ დროს არ მიყვარს გლოვა! იცი რა მინდა ზამთარში იყოს? თქვენი გულები თბილი რომ იყოს. იცი რა მინდა ზამთარში შეიცვალოს? თქვენი სიცივე სხვაგან შეინახოთ. იცი რა მიყვარს როდესაც გნახავ და იმ თოვლში მე შენ დავინახავ. იცი რა მიყვარს, შენი თმის ფერი თოვლში რომ ციმციმებს და ხშირად მელის... იცი არ მინდა მელოდო მუდამ ლოდინის მიზეზი არ იცი თუნდაც, მინდა ზამთარში ვიგრძნო რომელიმეს გულიდან წამოსული სითბო ყოველივე... მაგრამ არ ველი არვისგან სითბოს, ჩემ გაყინულ გულს სიმშვიდე იპყრობს, მართლა არ მიყვარს ხშირი ზამთარი, რადგან ვერავინ ვნახე გამთბარი... მართლა არ მიყვარს ზამთარში თოვა, ნუ გადაიღებს... მე მაინც მოვალ!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.