შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცასა და მიწას შორის ( 4 )


7-04-2022, 23:11
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 734

- დანი, დანიელ ნუთუ ეს შენ ხარ? -ჩემდაუნებურად ხმამაღლა წამომცდა და მერეღა გავაცნობიერე რომ სახელით მივმართე, თითქოს ყოველთვის მახსოვდა და არც არასოდეს დამვიწყნია რომ დანიელი ერქვა, გაოცებულმა შემომხედა და გრძელი და ხშირი წამწამებით შემოჯარული შავი თვალები ისე აახამხამა მივხვდი ნამდვილად არ ელოდა რომ სახელით მივმართავდი, თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა, უცნაურად მეწყინა რომ ვერ მიცნო, ან კი როგორ მიცნობდა, ერთადერთი რაც მე და სიზმრისეულ ანას გვქონდა საერთო მუქი წაბლისფერი თმა და ლურჯი თვალები იყო, ჯერ კიდევ გაოცებული მიყურებდა როცა მივუახლოვდი და წინ ავესვეტე, თავს ვერ ვიკავებდი რაღაც ძალა მისკენ მიზიდავდა, მისი სიახლოვის, მისი შეხების სურვილისგან ვიწვოდი და ვთრთოდი, აცახცახებული ხელები ავწიე და ოდნავ წვერწამოზრდილ სახეზე ფრთხილად შევეხე, შემაჟრჟოლა და მივხვდი რომ იგრძნო როგორ ვღელავდი, მიუხედავად იმ გაოცებისა და გაკვირვებისა რასაც მის თვალებში ვხედავდი არ განძრეულა, რატომღაც უფლება მომცა შევხებოდი, მოვფერებოდი, ის გამეკეთებინა რაც მინდოდა, სხეული დაეჭიმა, სუნთქვა გაუხშირდა, მკერდი ძალუმად აუდ-ჩაუდიოდა, მისგან საოცარი სიძლიერის ენერგია მოდიოდა, გარს მეხვეოდა და მისკენ მიზიდავდა...

ჩემს თავს აღარ ვგავდი, მე მე აღარ ვიყავი, თვითონაც არ მჯეროდა რომ ამას ვაკეთებდი, ხელები კისერზე შემოვხვიე, თითისწვერებზე ავიწიე და ტუჩებზე მივწვდი, ვიგრძენი როგორ შემომეჭდო წელზე ძლიერი თითები, მეორე ხელი თმაში შემიცურა, სხეულზე მიმკრა და კოცნაში ამყვა, რა უცნაურია, თურმე როგორ მენატრებოდა ის კაცი რომლის სახელიც არ ვიცოდი, რომელიც არასოდეს მინახავს და რომელსაც არასოდეს შევხებივარ, რბილი მხურვალე ტუჩებით გახელებული მკოცნიდა, მთელი გრძნობით, უხეშდ მომთხოვნად, ჯერ არ განცდილ სიამოვნებას და სურვილს განვიცდიდი, უფრო და უფრო მეტი მინდოდა, მინდოდა მასში შემეღწია მთელ მის არსებას დავუფლებოდი და ერთი მთლიანობა გავმხდარიყავით, ვხვდებოდი ისიც იგივეს გრძნობდა, ჩემს ალერსს არ სწყვეტდა, ტუჩებს და ყელს მიკოცნიდა და ჩემი მაისურის ქვეშ ურცხვად დაასრიალებდა თითებს შეშველ წელსა და ზურგზე, ხარბად ვისრუტავდი მის სურნელს, თითქოს ეს მჭირდებოდა იმისთვის რომ ჩემი გონება ერთბაშად აფეთქებულიყო, ჩემს ტვინში საოცარი სისწრაფით ენაცვლებოდა კადრები ერთმანეთს, დანიელი და ანა, ანა და დანიელი... ჩემს მეხსიერებაში ერთიმეორის მიყოლებით ცოცხლდებოდნენ კადრები მათი შეხვედრები, საუბრები, გრძნობები, სიყვარული, ყველა მოგონებიდან ანა მიმზერდა და უკვე ვეღარ ვგებულობდი რა იყო რეალობა, რომელი მოგონება იყო ჩემი და რომელი მისი...

ამდენ დაძაბულობას ვეღარ გავუძელი, მთელი ნებისყოფა მოვიკრიბე და თუმცა არ მეთმობოდა ხელის კვრით მოვიშორე, რამდენიმე ნაბიჯი ბარბაცით გადავდგი უკან და ზურგით დავეჯახე აგურის ცივ კედელს, არ განძრეულა, თავი ოდნავ გადახარა გვერდზე, გაიღიმა და ტუჩებზე ენა გადაისვა, ჩემი ნერვული სისტემა უკვე ფაქტიურად აღარ მუშაობდა, შემცივნულივით ავცახცახდი, თვალები მაგრად დავხუჭე და ხელები საფეთქლებზე შემოვიჭდე თითქოს ეს მიშველიდა რომ რომ ჩემს თავში არსებული ქაოსის გამო არ გავგიჟებულიყავი, არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე მაგრამ როცა ოდნავ დავმშვიდდი და თვალი გავახილე ის ისევ იქ იდგა იმავე პოზაში და თვალს არ მაშორებდა, მერე თითქოს რაღაც გადაწყვეტილება მიიღოო ჩემსკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და მომიახლოვდა.
- აბა პატარა მეამბოხევ, როგორც ვხედავ ახალი ტაქტიკა შეგიმუშავებიათ, დროს არ კარგავთ, როგორ ფიქრობ ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის რომ გადამირჩე? -ცივი ოდნავ ხრინწიანი ხმით მკითხა და ისე დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში თითქოს იქ ცდილობდა ჩემი ცოტახნისწინანდელი საქციელის პასუხი ამოეკითხა, ვერ ვხვდებოდი რას მეკითხებოდა თვალებდაჭყეტილი შევყურებდი და თითქმის არ ვსუნთქავდი
- ჩემს მოთმინებას ნუ ცდი, ისე ნუ მიყურებ თითქოს ვერ ხვდებოდე რას გეუბნები, თითქოს არ იცოდე ვინ ვარ და რა შემიძლია, ისედაც ჩემი თავის მიკვირს რომ ახლა აქ შენს წინ ვდგავარ და ასე წყნარად გესაუბრები იმის მაგივრად რომ პირდაპირ გაგიყენო დანარჩენი მეამბოხეების გზას, -აშკარად არ ხუმრობდა თუმცა მართლა ვერ ვხვდებოდი რაზე საუბრობდა.
- ვერ ვხვდები რას ამბობ, -ძლივსგასაგონად ამოვიკნავლე და მის თვალებში უცნაური ცეცხლის დანახვისას შეშინებული უფრო მაგრად ავეკარი კედელს, ერთხანს უხმოდ მიყურებდა მერე ღრმად ამოისუნთქა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ, გრძელი თხელი თითებით ფრთხილად შემეხო მკლავზე, ჩაეღიმა როცა დაინახა როგორ დამეხორკლა კანი, მხარზე ხელი გადამისვა, ფრთხილად მომეფერა ყელზე, მერე თმას მისწვდა, სამაგრი მომხსნა, თმა გაიშალა და მხრებზე უწესრიგო ტალღებად ჩამომეყარა, რამდენიმე კულული მუჭში მოიქცია და ცხვირთან მიიტანა, ღრმად ჩაისუნთქა სურნელი, თვალები დახუჭა და ისე მომხიბვლელად გაიღიმა რომ ლამის იქვე იმ კედელთან დავდნი.
- ეს სურნელი ძალიან მეცნობა, -თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და თავი გადააქნია რომ აშკარად სასურველი მაგრამ მტკივნეული მოგონება მოეშორებინა, მერე კი ისევ მე მომიბრუნდა.
- რამდენი წლის ხარ?
- დღეს ცხრამეტის გავხდი, -ვუპასუხე და დავინახე როგორ აზიდა მაღლა წარბები.
- სერიოზულად? მართლა ცხრამეტი წლის ხარ? ვიცი რომ მატყუებ მაგრამ ამასთანავე ვგრძნობ რომ სიმართლეს ამბობ, რა ჯანდაბა ხდება, ვინ ხარ, ისე იქცევი თითქოს არ მიცნობდე და ვერ ხვდებოდე აქ რას ვაკეთებ არადა ჩემი სახელიც კი იცი.
- მე... მე უბრალოდ ანა ვარ.
- ანა, ესე იგი ანა, ბედი არ გინდა? როგორი დამთხვევაა, ამ შუაღამისას აქ რას აკეთებ ანა? თანაც მარტო და ასე დაუფარავად, ისე დასეირნობ ქუჩაში და სჩადი სასწაულებს თითქოს აქაც არაფერი, წინდაუხედავად იქცევი.
- მე არაფერი დამიშავებია, აქვე ვცხოვრობ და ვმუშაობ, ყოველდღე ამ გზით დავდივარ, ეს შენ უნდა მითხრა ვინ ხარ და ჩემგან რა გინდა? -უცნაურად გავთამამდი, პირველმა აღელვებამ და შიშმა გადამიარა, ცოტა დავწყნარდი და იმასაც მივხვდი რომ არაფერს დამიშავებდა, რა ირონიაა არა? მთელი ხუთი წელი სიზმარში ვხედავდი, მინდოდა, მენატრებოდა, ახლა კი ჩემს წინ იდგა და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი მისი უნდა მშინებოდა თუ არა.
- ნუთუ ისეთი კარგი მსახიობი ხარ რომ ასე კარგად თამაშობ უბრალო, უმწეო, დაბნეული გოგოს როლს რომელიც გაგებაში არ არის რა ხდება და რატომ ვართ ახლა აქ ერთად, თუმცა იმას ვერ უარყოფ რომ მიცნობ, მიცნობ ხომ ასეა? -არ ვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ ხმაში მუდარა გაუკრთა, ნეტავ რას გრძნობდა ახლა, რაზე ფიქრობდა, ნეტავ რას ელოდებოდა ჩემგან, ვუყურებდი და არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, ეს ყველაფერი ასე ნამდვილად არ წარმომედგინა, ის მე არ მიცნობდა, მისთვის არავინ ვიყავი, ჩემზე აშკარად არაფერი იცოდა, რომ ვუთხრა ნეტავ თუ დამიჯერებს?
- წავედით, -ფიქრებიდან უხეშმა ხელი შეხებამ გამომარკვია, მკლავში ხელი ჩამავლო და ისე ძლიერად დამქაჩა რომ თავი ვერ შევიკავე და მკერდზე შევასკდი, ინტიქტურად მოვეხვიე წელზე რომ არ წავქცეულიყავი, ლოყით მკერდზე ვეკვროდი და მისი აჩქარებული გულისცემა მესმოდა, უცნაურ სიმხურვალეს ვგრძნობდი, თვალი მისი ხელისკენ გამექცა, მუჭი მაგრად ჰქონდა შეკრული, მაჯაზე უცნაური მანათობელი რგოლები უჩანდა, ფრთხილად წავიღე თითები მისი ხელისკენ, ნაზად შევეხე და დენდარტყმულივით გადავხტი უკან, ახლაღა შევამჩნიე რომ მეც ზუსტად იმგვარი მანათობელი რგოლები დამყვებოდა მაჯაზე როგორიც მას ჰქონდა, როგორც იქნა ხელს თვალი მოვაშორე და კითხვის ნიშნებით სავსე მზერით შევხედე დანიელს.
- რას ნიშნავს ეს ყველაფერი? -ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თვალი ამარიდა, როგორც ჩანდა არც მას ჰქონდა პასუხი ამ ყველაფერზე და ჩემგან განსხვავებით არც უნდოდა ეფიქრა, თუკი მანაც არ იცოდა რა ხდებოდა მე მითუმეტეს ვერ გავიგებდი, ყურადღებით შემათვალიერა, მერე საკუთარ მაჯას დახედა და ვითომ აქაც არაფერიო ისევ მკლავში ჩამავლო ხელი, ისე უხეშად მომიჭირა რომ ტკივილისგან დავიკვნესე.
- რას აკეთებ, სად მიგყავარ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? -ახლაღა მივხვდი რომ რამე უნდა გამეკეთებინა მისგან თავის დასახსნელად.
- შანსი მოგეცი მაგრამ აშკარად არ აპირებ გამოყენებას, არ ვიცი რას აკეთებთ და როგორ, მაგრამ აშკარაა რომ ჩემს გაცურებას ცდილობთ თუმცა არ გამოგივა, სხვა მეამბოხეებთან ერთად გაემგზავრები იქ სადაც შენი ადგლია, ისე უნდა გამოგიტყდე რომ იმედგაცრუებული ვარ, ვერ ვხვდები მე რატომ გამომგზავნეს შენს წასაყვანად, აშკარად არც ისე მნიშვნელოვანი ვინმე ხარ რაკი შენიანები არ გიფრთხილდებიან და უფლებას გაძლევენ ასეთი სისულელეები ჩაიდინო.
- ადამიანების გადარჩენას სისულელეს ეძახი? -ვიგრძენი როგორ მიპყრობდა ნელ-ნელა ბრაზი.
- ჰო მაგრამ შედეგად რა მიიღე, ხომ იცოდი შენს ასეთ საქციელს რა მოყვებოდა.
- ესე იგი როცა დავინახავ რომ ვიღაცის გადარჩენა შემიძლია ჯერ იმაზე დავფიქრდე ამას რა შედეგი მოყვება? სერიოზულად?
- თუ სულელი არ ხარ ასე უნდა მოიქცე და ნუ ცდილობ რომ დრო გაიყვანო, ჩემგან მაინც ვერავინ და ვერაფერი დაგიხსნის, -მაიძულა რამდენიმე ნაბიჯი მასთან ერთად გამევლო, გაშეშებული, დაპროგრამებულივით მივყვებოდი და ხმას ვერ ვიღებდი, ვერ ვხვდებოდი რას მეუბნებოდა და ჩემგან რა უნდოდა, ვერ ვხვდებოდი ვინ იყვნენ მეამბოხეები რომლებსაც ასე ხშირად ახსენებდა, აშკარად იყო ვიღაცაში ვეშლებოდი, ჯიბიდან რაღაც ჩემთვის უცნობი ხელსაწყო ამოიღო, ღილაკს დააჭირა და ჩვენს თავს ზემოთ სულ რაღაც სამიოდე მეტრის დაშორებით ჰაერში ნელ-ნელა გამოიკვეთა ხომალდის კონტურები, პირდაღებული შევცქეროდი...
- ჯანდაბა, ეს რა არის? -აღმომხდა და მუხლი მომეკვეთა რომ არ წავქცეულიყავი, მთელი ძალით ჩავებღაუჭე დანიელის მკლავს, გაოცებულმა გადმომხედა.
- ისე იქცევი თითქოს ასეთი რამ არასოდეს გენახოს, არადა ის ინფორმაცია რაც შენს შესახებ მომაწოდეს სრულიად სხვა რამეს მეუბნება.
- არ ვიცი ვინ რა გითხრა ჩემს შესახებ, არც ის ვიცი ჩემი გჯერა თუ არა, მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში მინახავს, -მხრებაწურული ვუყურებდი შავ თვალებში და უკვე ვეღარ ვიგებდი რის გამო ვთრთოდი შიშისგან თუ მისი სიახლოვისგან.
- გეყოფა თამაში, -თავი ვეღარ მოთოკა დაიღრიალა და მეც შიშისგან შევხტი.
- ის არ თამაშობს დანიელ, სიმართლეს გეუბნება, მართლაც არაფერი არ იცის, -მშვიდი ნაცნობი ხმა მომესმა და მე და დანიელი ერთდროულად შევბრუნდით, ჩვენგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით სანი იდგა და გვიყურებდა, სონიას მის მხარზე ედო ხელი და მზერას არ მაშორებდა.
- ამას ნუ იზავ დანიელ, ანას ნუ წაიყვან, მათ ნუ ჩააბარებ, ისეთ რამეს ნუ გააკეთებ რასაც შემდეგ ძალიან ინანებ, -სონია ცდილობდა სიმშვიდე არ დაეკარგა არადა აშკარად ვატყობდი როგორ ნერვიულობდა.
- როგორც იქნა გამოჩნდით ძვირფასო მეგობრებო, როგორ ფიქრობთ გაქვთ უფლება რომ რამე მთხოვოთ? -დანიელმა ხელი გამიშვა და სიბრაზისგან კბილები გააღრჭიალა.
- ჩვენს უთანხმოებაში ანას ნუ გარევ დანიელ, ის საერთოდ არაფერ შუაშია, შენ ბევრი რამ არ იცი, მათ თუ ანას გადასცემ იცოდე ამას სიცოცხლის ბოლომდე ინანებ, -სანიმ თვალი შემავლო და ისევ დანიელს მიუბრუნდა.
- გთხოვ ახლა უფლება მოგვეცი ანა წავიყვანოთ და მერე გეფიცები ჩემი ფეხით მოვალ შენთან და ყველაფერს აგიხსნი.
დანიელი ერთხანს ჩუმად იდგა და თვალს არ მაშორებდა, შევამჩნიე როგორ აუპრიხა ტუჩის კუთხე ძლივსშესამჩნევმა ღიმილმა.
- ვინ არის ანა, შეგიძლია მიპასუხო სანი? ანა ვინ არის ან თქვენთან რა აკავშირებს, სპეციალურ ბრძანებას ვიღებ რომ საშიში და სახიფათო მეამბოხე დავაკავო რომელიც ხელმძღვანელობას საფრთხეს უქმნის, მეუბნებიან რომ ყველა საქმე მივატოვო, სასწრაფოდ ჩამოვიდე აქ და პირადად მივხედო ამ საქმეს, აქ კი პატარა ცხრამეტი წლის, შეშინებული გოგო მხვდება რომელსაც ნორმად მიაჩნია ხალხის თანდასწრებით ან სადღაც მიყრუებულ ჩიხებში ბიბლიური სასწაულების მოხდენა, და საერთოდ არ ფიქრობს მოსალოდნელ შედეგებზე...
- რა სასწაული რას ამბობს? ვინმემ რამე ამიხსენით, -სასოწარკვეთილმა გადავხედე სანის და სონიას.
- ის გოგო ბარში უკვე მკვდარი იყო როცა გამოაცოცხლე, აღარ სუნთქავდა და გულიც გაჩერებული ჰქონდა, დიდი ხანია ასეთი რამ აღარ მინახავს, შენ კი ისე მარტივად გამოგივიდა...
- შენ რა მითვალთვალებდი? -ისე შევიცხადე თითქოს ცოტა ხნის წინ უარესად შესაცხადებელი რამ არ მომხდარიყოს, და თითქოს იმის მეტი არაფერი გამეგოს რომ მითვალთვალებდა.
- არ გითვალთვალებდი, უბრალოდ შენს ცხოვრებას თვალყურს ვადევნებდი, უკვე ორი დღეა შენს ჩრდილად ვიქეცი და მინდა გითხრა რომ მეამბოხის კვალობაზე არცთუ ისე საინტერესო ცხოვრება გაქვს, -ხმაში ირონია გაურია.
- გეყოფა დანი, ის მეამბოხე არ არის და საერთოდაც ეს შენს საქციელს არ გავს, -ამჯერად სონია ჩაერია, -რატომ ადევნებდი თვალყურს როცა შეგეძლო პირდაპირ მოგეკიდებინა ხელი და წაგეყვანა, ხელმძღვანელობას მიუყვანდი, უსულო ხორცის ნაჭერივით მიუგდებდი, ფეხებზე დაიკიდებდი რას უზავდნენ და სამუდამოდ დაივიწყებდი, შენ ხომ ყოველთვის ასე იქცევი, უკვე დიდი ხანია არავის ბედ-იღბალი აღარ გაინტერესებს, რამ დაგაინტერესა, რა მოხდა, რას მივაწეროთ შენი ასეთი ლმობიერება მის მიმართ? დავიჯერო მმართველის მარჯვენა ხელს, ცნობილ დამსჯელს პატარა გოგომ გული აუჩუყა?

ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, ჩემს მოგონებებში სანი, სონია და დანიელი საუკეთესო მეგობრები იყვნენ, ახლა კი აშკარად ეტყობოდათ რომ სხვადასხვა მხარეს იყვნენ, ვერც იმას ვხვდებოდი რატომ არ ეუბნებოდა სონია ჩემს შესახებ, რატომ არ ეუბნებოდა ვინ ვიყავი, აშკარა იყო რომ ჩემს გარშემო ყველას რაღაც გეგმა ჰქონდა მხოლოდ მე ვიყავი სულელი რომელმაც არაფერი არ იცოდა...
- ჩვენი საერთო წარსულის ხათრით ამჯერადაც თვალს დავხუჭავ იმაზე რომ გნახეთ ოღონდ არ გაბედოთ და ანას წაყვანაში ხელი არ შემიშალოთ, -დანიელის ხმა ცივად ჟღერდა, ჩემსკენ გამოიწია და ხელი ჩამკიდა, აქამდე ჩამქრალი სინათლე ისევ აელვარდა ჩვენს მაჯებზე და ერთმანეთს გადაეჯაჭვა, იმ შიშის მაგივრად რომელიც წესით დანიელის და ჩემი გაურკვეველი მომავლის მიმართ უნდა მეგრძნო, უცნაური სიმშვიდე და კმაყოფილება ვიგრძენი, დავინახე როგორი გაოცებულები გვიყურებდნენ სონია და სანი.
- მე დანიელთან ერთად მივდივარ, თქვენ ნუ გეშინიათ ის არაფერს დამიშავებს, -რაც შემეძლო მტკიცე ხმით ვთქვი და დანიელის გაოცებისგან გაფართოებული თვალები არ შევიმჩნიე.
- როგორ შეგიძლია ასეთი დარწმუნებული იყო, შენ ხომ საერთოდ არაფერი არ იცი ანა, დანიელი სულაც არ არის, აღარ არის ისეთი შენს მოგონებებში რომ დარჩა, ის...
- გეყოფა სონია, -შეაჩერა ძმამ, -თუ ანა ასე გრძნობს ესე იგი ეს სწორია, ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს რომ მის წინააღმდეგ წავიდეთ, უბრალოდ იცოდე დანიელ, -ახლა დანიელს მიუბრუნდა, -მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი ხანია სხვადასხვა მხარეზე ვიბრძვით, ყოველთვის შეგიძლია ჩვენი იმედი გქონდეს, დარწმუნებული ვარ ცოტა ხანში ჩვენთან საუბარი მოგინდება და იცი სად უნდა გვიპოვო.
- იმედია იცი რასაც აკეთებ, -სონიამ მკრთალად გამიღიმა და შებრუნდა, სანიც მას გაჰყვა, ისე გაქრნენ და აორთქლდნენ თითქოს არც კი არსებობდნენ, წავიდნენ თუ არა მთელი დაღლილობა და დაძაბულობა ერთბაშად დამატყდა თავს, თითქოს ჩემს გარშემო ჰაერი შედედდა და საშუალება აღარ მქონდა ჩამესუნთქა, ორიოდე ნაბიჯი ძლივს გადავდგი და მის ძლიერ მკლავებში გაბრუებული ჩავესვენე...
- თავი ძლიერ გოგოდ მოგაქვს მაგრამ სინამდვილეში როგორი სუსტი ხარ, -მისი სიცილნარევი ხმა მომესმა სანამ გონებას საბოლოოდ დავკარგავდი...
- - - - - - - -
არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, როცა გავიღვიძე პირველი რაც დავინახე უხეშად გამოჩორკნილი ხის ჭერი იყო, ხმელ საწოლზე ვიწექი და თხელი საბანი მეფარა, წამოვიწიე და ოთახს თვალი მოვავლე, პატარა ოთახი იყო ერთი საწოლით პატარა კარადით და ღია ფანჯარასთან მიდგმული საწერი მაგიდით, არ ვიცოდი რას ველოდი მაგრამ ამ ოთახს ნამდვილად არა, დანიელის სიტყვებიდან გამომდინარე ალბათ უფრო რამე საპყრობილის მაგვარს, მაგრამ აქაურობა საპყრობილეს არ ჰგავდა და არც მე მედო ხელებზე ბორკილები პატიმარივით, საბანი გადავიხადე და წამოვდექი, ფანჯრიდან შემოსული ნიავი ფარდებს აფრიალებდა, ოთახში მზის სხივები იღვრებოდა, უხალისოდ მოვიქექე აბურდული თმა, ნეტავ რამდენი ხანია მძინავს? ჯანდაბა, მაინცდამაინც მაშინ წამივიდა გული როცა ხომალდში უნდა ჩავესვი, ალბათ რა მაგარი სანახაობა გამოვტოვე, თვითონვე გამეღიმა ჩემს ფიქრებზე, წესით ახლა უნდა მეშინოდეს და იმაზე უნდა ვფიქრობდე სადმე უცხო პლანეტაზე ხომ არ ვარ, თუმცა გუშინდელმა შოკმა აშკარად გადამიარა და ახლაღა მივაქციე ყურადღება იმას რომ ჩემი ტანსაცმელი აღარ მეცვა, კარადაზე დამაგრებულ სარკეში შევათვალიერე ჩემი თავი, უბრალო ნაცრისფერი მაისური და შორტი... მაისური მუჭში მოვიქციე და ცხვირთან მივიტანე, ასეც ვიცოდი, მისი სურნელი აქვს, ესე იგი თვითონ გამომიცვალა და მერე საკუთარი ტანსაცმელი ჩამაცვა, სარკეში კიდევ ერთხელ შევათვალიერე ჩემი შეფაკლული ლოყები, წელამდე უწესრიგოდ ჩამოყრილი თმა შეძლებისდაგვარად გავისწორე და ფრთხილად გავაღე კარი, პატარა მისაღებში გავედი, იქაც არავინ დამხვდა, კარი ღია იყო, ფრთხილად გავიჭყიტე გარეთ, სახლს წინ პატარა ვერანდა ჰქონდა, ვერანდაზე რამდენიმე მოწნული სავარძელი იდგა, როგორც იქნა გავბედე და გარეთ გავედი, შიშველი ფეხებით ჩავიარე რამდენიმე ხის კიბე და სიამოვნებისგან თვალები მივლულე როცა ფეხქვეშ რბილი, ფაფუკი ბალახი ვიგრძენი, სახლს გარშემო ტყე ეკრა, გონება დავძაბე მაგრამ არცერთი ხე და მცენარე არ მეცნო, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ და ჩემს თვალწინ გადაშლილი საოცარი პეიზაჟი აღფრთოვანებულმა შევათვალიერე, ბინდდებოდა, მზე უკვე ჩადიოდა, სასიამოვნო ნიავი ქროდა, სახლის წინ უზარმაზარი მწვანედ მობიბინე მდელო იყო, ცოტა მოშორებით კი ზღვა მოაგორებდა აქაფებულ ტალღებს.

გაუცნობიერებლად წავედი ზღვისკენ, აქამდე ზღვა ასე ახლოდან არასოდეს მენახა, სახლში ოთახში და შემდეგ მონასტერში გამოკეტილს ხშირად მიოცნებია თბილ, ფაფუკ ქვიშაზე და ტალღებში ლივლივზე, შემდეგ კი როცა ნიუ იორკში ჩავაღწიე ხშირად ოცნებისთვისაც კი აღარ მქონდა ხოლმე დრო, რამდენიმე ნაბიჯიც და ბალახიდან პირდაპირ ქვიშაზე დავაბიჯე, შიშველი ფეხებით ვიგრძენი სითბო და სიამოვნებისგან გამაკანკალა, ცოტაც, სულ ცოტაც და ვიგრძნობ როგორ მელამუნებიან ტალღები შიშველ სხეულზე, ღრმად ჩავისუნთქე და თავი უკან გადავხარე, ზღვის დანახვით აღფრთოვანებულს აქამდე სხვა არაფრისთვის მიმიქცევია ყურადღება ახლა კი უბრალოდ შეუძლებელი იყო არ დამენახა, ან აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე, თავზე უზარმაზარი პლანეტა დამნათოდა, ზუსტად ის რომელიც იმ ღამეს მესიზმრა სანამ მონასტრიდან გამოვიქცეოდი, სუნთქვა შემეკრა და უმწეოდ მიმოვიხედე, ესე იგი დედამიწაზე აღარ ვარ? ჯანდაბა, ერთბაშად გამახსენდა ყველა ის ფილმი სადაც სხვა პლანეტაზე მოხვედრილები უჰაერობისგან იხოცებიან, პანიკური შეტევა მქონდა, ვცდილობდი ჩამესუნთქა თუმცა ვხვდებოდი როგორ ვიგუდებოდი, თავბრუ დამეხვა შევბარბაცდი და მოწყვეტით დავეცი ქვიშაზე.

სახეზე და სხეულზე შეხებას ვგრძნობდი მაგრამ ვერ ვფხიზლდებოდი, ვერაფრით ვახერხებდი თვალის გახელას, მერე ნაცნობი სურნელი ვიგრძენი და ხმა რომელიც მემუდარებოდა რომ გამოვფხიზლებულიყავი და მასთან დავრჩენილიყავი, საოცრად მსიამოვნებდა რომ ასე ღელავდა ჩემზე, ხელში ამიტაცა, მკერდზე მიმიკრა და სწრაფი ნაბიჯით წამიყვანა სადღაც უსასრულობაში...

ისევ იმავე ოთახში მოვედი გონს, ოღონდ ამჯერად მარტო აღარ ვიყავი, როცა გაჭირვებით გავახილე თვალები და თმააჩეჩილი, უპეებჩაშავებული დანიელი დავინახე უნებურად გამეღიმა.

- კარგად ხარ? -ჩავარდნილი ხმით მკითხა და გაუბედავად შემეხო ხელზე, საოცარი იყო მისი ასეთი ცვლილება, ახლა საერთოდ არ ჰგავდა იმ მრისხანე დამსჯელს ჩაბნელებულ ჩიხში რომ გამომეცხადა, ზუსტად ჩემნაირი ნაცრისფერი მაისური და უბრალო მუხლს ოდნავ ზემოთ შორტი ეცვა, ფეხშიშველი იყო, თმა აბურდული ჰქონდა, ტუჩები გაფითრებული და თვალებზე ეტყობოდა უძილობა, თუმცა მაინც საშინლად მიმზიდველი და სექსუალური იყო, გაუცნობიერებლად გავილოკე გამშრალი ტუჩები და გავუღიმე.
- კარგად ვარ უბრალოდ...
- ვიცი, უბრალოდ პანიკის შეტევა გქონდა, -შემაწყვეტინა და ხელი ხელზე მაგრად მომიჭირა, -ბევრს ნუ ილაპარაკებ, ახლა დასვენება გჭირდება, ერთადერთი რაც ჯერჯერობით შემიძლია გითხრა ის არის რომ დედამიწაზე არ ვართ მაგრამ ნუ გეშინია, ჩვეულებრივად შეგიძლია ისუნთქო, -ჩემი გაფართოებული თვალების დანახვისას გაეღიმა, ჩემსკენ გადმოიხარა, გახურებული ტუჩები შუბლზე შემახო, მერე ადგა და ვითომ აქაც არაფერიო კარისკენ წავიდა.
- ჰო მართლა, -მომიბრუნდა სანამ გავიდოდა, -რამდენიმე წუთში ვახშამი მზად იქნება და ვერანდაზე გამოდი ვივახშმოთ, მერე კი ამაზე უნდა ვისაუბროთ, -ხელი ჯიბეში ჩაიყო, ამოიღო და გაშალა, ხელისგულზე ჩემი ყელსაბამი ედო...



მთლიანი თავი ინტრიგა იყო :) ახლა იმდენი "რატომ?" ტრიალებს ჩემს თავში რომლით დავიწყო აღარ ვიცი. მარტო ის ვიცი რომ ყველაფრის მიუხედავად ანა უსაფრთხოდ იქნება შავთვალებასთან❤
ველოდები ახალ თავს სადაც კარტრბი ნაწილობრივ მაინც გაიხსნება❤

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
მთლიანი თავი ინტრიგა იყო :) ახლა იმდენი "რატომ?" ტრიალებს ჩემს თავში რომლით დავიწყო აღარ ვიცი. მარტო ის ვიცი რომ ყველაფრის მიუხედავად ანა უსაფრთხოდ იქნება შავთვალებასთან❤
ველოდები ახალ თავს სადაც კარტრბი ნაწილობრივ მაინც გაიხსნება❤


ვეცდები რომ შემდეგ თავში ყველაფერს მოვფინო ნათელი blush

 


№3  offline წევრი Marikagogolqdze

რა საინტერესოა ♥️დანიელი მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent