შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქრებით დიალოგი თავი 17


8-04-2022, 22:53
ავტორი Ana iko
ნანახია 1 135

იმდენი რამ ხდებაა ვეღარ დავწერე... ვინც კითხულობთ და დგიგვიანეთ მაპატიეთ, რა შევცვალო?
........
- მოვედიი!
ვიყვირე სახლში მისულმა და პარკები სამზარეულოში შევიტანე
- რა მიყიდე?
გამოვიდა ფლორა და პარკში ქექვა დაიწყო წვენი ამოღო, და ოთახში შევიდა,
- აუუ ჩაიცვიი და წამო რაა გავისეირნოოთ ძლივს ვისვენებბბ და მზეაააა მამამიაა,
ვყვიროდი ისე ვესაუბრებოდი და კარებში შევჩერდი მამამია რომ უფრო ხმამაღლა მეყვირა მოვემზადე თვალები დავხუჭე და ამოვთქვი " მამამიაა" სუნთქვა ისევ დავიბრუნე, და თვალები რომ გავახილე შევხტი
- უი აქ თუ იყავი ვერ თქვიი აღარ ვიკივლებდი
გავეკრიჭე და ხელკავი გამოვდე
- ხომ გავივლით თან ისე საყვარლად არის ვარდები და ყვავილები გაშლილი, რომ მის ცქერას არაფერი ჯობია,
დავიწყე ფლორას შებმა მას არ უყვარდა დიდად სეირნობა ერჩივნა მთელი დღე სახლში ყოფილიყო და fb ესქროლა,
- გოგო შენ გესაუბრები
წავეწუწუნე როცა მივხვდი რომ ის საერთოდ სხვა სტიქიაში იყო
- ნეტა უსავორა მოკვდება?
პირის გაწკლაპუნებით თქვა სერიალიდან ერთ-ერთი პერსონაჟის სახელი და ჩაფიქრებით გამომხედა
- ოოოოოოო
მისი ხელი უხეშად მოვიშორე და დივანზე დავეხეთქე....
ფლორა ადვილად დავითანხმე სასეირნოდ წასვლაზე, და მეც გზაში წყნარად მივაბიჯებდი, და ფიქრიც თავისუფლად შემეძლო,
- რა უცებ გავიდა დრო,
სიარულშივე გავხედე ფლორას,
- დღეს შენ რომ არა ალბათ არც დავფიქრდებოდი ამ ყველაფერზე რადგან შემეშინდებოდა,
- მიხარია რომ გადაწყვიტე,
მითხრა და ხელი მსუბუქად მომხვია,
- არ ვიცი, მე რომ აქაურობა დავტოვო არც კი ვიცი, სამსახური ეს გარემო ეს ყველაფერი, შევეგუე, შევეჩვიე მომწონს და მიყვარს,
- ვიციი ვიცი ანი, მაგრამ თუ შენ შეძელი და მიატოვე შენი სამშობლო, ეს ზღვაში წვეთია!
მიხსნიდა მეც მეტად მინდოდა მალე დამერეკა მათთვის,.......
- მზად ხარ?
მეკითხება ფლორა უკვე სახლში მყოფს, ჩიფსებისმსგავსი გასართობი საჭმელები გვეყარა დივანზე და ნოუთბუქში მძიმედ ვაწვებოდი პნოპკას რომლითაც ჩემს facebook ში გადავედი, დაძაბული გავხედე ფლორას და მანაც თავი დამიკრა დასაწყნარებლად, საძიებოში მეგის სახელი და გვარი ჩავწერე და მალევე ამოაგდო მსგავსი სახელი და გვარით გოგოები, მეგის დავუწყე ძებნა და დიდი დრო არ დამჭირვებია
- ვიპოვე, მაგრამ ფლორა, აუ
წავეწუწუნე და უცოდველი თვალებით ავხედე გული გამალებით მიცემდა
-მიდი შევძლებთ
მითხრა და მეც მესენჯერში გადავედი თვალები დავხუჭე და კუთხეში ლურჯად მოელვარე ტელეფონის მსგავს ნახატს დავაჭირე, რეკვის ხმა რომ გაისმა თვალები ვჭყიტე და გული უარესად ამიბორგდა მართლა არ მეგონა რომ მე ეს გავაკეთე, ხმის ამოუღებლად ველოდებოდით როდის გვიპასუხებდა
- არ მპასუხობს,
უცებ ვთქვი აღელვებული ტონით და სწრაფად გავთიშე,
- რა გააკეთეე! იქნებ გპასუხობდაა!
გაბრაზდა ფლორა და ხელი მომარტყა
- არ მიპასუხა ანუ აქ არ იყო დღეს გვეყო!
ვთქვი თავიც გავიმართლე აღელვებამაც გადამიარა რაც მთავარი იყო ფლორა არ დავაღალატე და დავურეკე სწრაფად წამოვდექი და ხტუნაობით გავდიოდი კარში,
მესენჯერის ზარმა რომ მოიცვა ოთახი ადგილზე გავიყინე და ფლორას გავხედე რომელიც თვალები და ბაგეები ერთდროულად გაუნათდა
- რეკავსსსს რეკავსსს დროოზე მოდიიი!
იკივლა და დივანზე ახტუნავდა
- არა ვაიმე გული!
ქართულად ვთქვი და გულზე ხელი მოვიჭირე
- არ მესმიისს დროზე მოდიი ვპასუხობ დროზე!
გაბრწყინებულმა თქვა დააა უნდა ეპასუხა
- მოიცადე!
სწრაფად გავიწიწე, და ისიც უცებ გაჩერდა
- მოიცადე,.... არ შემიძლია
ვთქვი და თან ამოვიხვნეშე
- ამაზე უკვე ვისაუბრეთ მოდი თან უკვე გაიგო რომ ცოცხალი ხარ და კარგად ხარ ამიტომ აზრი არ აქვს მოგძებნის! და თუ არაფერიი შენი ვიდეო გაასაჯაროვეს ადვოკატო!
- ვათ!
ვიკივლე თვალებ გაფართოებულმა
- მოდი მერე გეტყვი!
მითხრა სწრაფად და მაუსი მწვანე ფერის მოელვარე ტელეფონთან მიიტანა,
მეც ძალები მოვიკრიბე და დივანს დავუბრუნდი, მწვანე ღილაკს დავაჭირე და კუთხეში მალევე გამოვჩნდი თითქმის მთელ ეკრანზე კი მეგიმ გამოანათა რომელიც სრულიად შეცვლილი იყო,
- ანი ეს.....
დაბნეულად გამოჩნდა უკვე დაქალებული რომელსაც თვალები აწყლიანებული ჰქონდა
- ანი შენ ხარ?
იკითხა ისევ გამწყდარი ხმით,
ვიჯექი და ვცდილობდი გავმაგრებულიყავი ვცდილობდი არანაირი ემოცია არ შემემჩნია ფლორა გვერძე იჯდა რადგან კამერაში არ გამოჩენილიყო,
- ცოცხალიც არ.....მეგონე....
ნაწყვეტ ნაწყვეტ თქვა
- ხმა გამეცი! შენ ხარ!
ამბობდა ისევ წყლიანი თვალებით მე კი ხმას ვერ ვიღებდი იმიტომ რომ მისი დანახვისას სურვილი გამიჩნდა ჩავხუტებოდი, და ის წყლიანი თვალები დამეკოცნა, მონატრება მკლავდა ვეცადე ყელში გაჩხერილი ბურთი გადამეყლაპა რადგან ხმა ამომეღო ისე რომ არ გაბზარულიყო
- მეგი,
ვთქვი თუ არა მეგიმ თავი ჩახარა და ხმით ატირდა
- ჰო ცოცხალი ვარ კარგად ვარ! და ბედნიერი ვარ!
ვთქვი ისევ გამართულად და კიდევ ერთხელ ვცადე ყელში გაჩხერილი დიდი ბურთის გადაყლაპვა
- ცოცხალი ხარ ბედნიერი ხარ არ მჯერა...
სახეზე ხელი აიფარა და ტირილი განაგრძო, მის ტირილზე უარესად ვხდებოდი, მას ჩემთვის არაფერი დაუშავებია მაგრამ მე დავაშავე და მრცხვენოდა მისი ალბათ სირცხვილის გრძნობა რომ მაწიხებდა მასთან დამნაშავე რომ ვიყავი მასთან ვეღარ ვბედავდი ვერაფერს,
- სად ხარ?! სად გაქრი?! იცი რამდენი გეძებეთ?! იცი რომ ყველა ადგილი შემოვიარეთ?! სად იყავით სად წაგიყვანა მაგ მანიაკმა?! ან რატომ არ დარეკე?! აქამდე რატო არ დარეკე?! რატო არ გამაგებინე შენი ამბავი?!
ყვიროდა თან ტიროდა, ვერ ვცნობდი მეგის ასეთი გაბრაზება არასდროს ცოდნია, ისხოლოდ ასე ვნახე თუმცა ვხვდებოდი რომ ძალიან შეცვლილი იყო, ერთი ამოსუნთქვით მიყვიროდა, და ფლორა პირზე ხელს იკიდებდა რადგან დაბრეცილი სახე დაემალა,
- მაპატიე მეგი,
ვთქვი დაბალ ხმაზე და თავი დავხარე,
- გაპატიო?!.... ისიც კი არ ვიცოდი ცოცხალი იყავი თუ არა! არ ვიცოდი მაგ ნაბი*ვარმა მოგკლა თუ სიცოცხლე შეგინარჩუნა! იცი როგორ დვიტანჯე?! იცი როგორ გამიჭირდა?! ან დედაშენზე სულ არ იფიქრე?! იცი რას დაემსგავსა?! ადამიანს აღარ გავს! ყველას ცხოვრებაში თუ ვინმეს იცნობდი რაღაც ტანჯვა დატოვე შენი გაუჩინარებით ყველა მოგვსპე და შეგვცვალე, და ამის მერე პატიებას ითხოვ?!
ისევ მეჩხუბებოდა თან ტიროდა უფრო მეტად მრცხვენოდა საკუთარი თავის მასთან, ერთადერთი ოყო რომელიც ბოლომდე ჩემ გვერდით იდგა, რომელიც ბოლომდე მანუგეშებდა, ერთხელ მაინც მიმეწერა მხოლოდ ერთხელ!
- ვიცი გთხოვ მაპატიე, ყველაფერი შეიცვალა, მეც შევიცვალე ცხოვრებაც შემეცვალა! არ მინდოდა კიდევ გამეხსენებინა ის ყველაფერი რაც მანდ გადავიტანე, ვცადე ყველაფერი დამევიწყებინა!
ვთქვი ისევ გამაგრებული ხმით,
- ასე ადვილად?! ასე ადვილად ივიწყებდი ყველაფერს?! ყველა დაგვივიწყე ისე რომ ჩვენზე არც გიფიქრია! რატო არ იფიქრე იმაზე მე შევძლებდი თუ არა შენ დავიწყებას!?
- მეგი უკვე გითხარი! მეგონა არ მეძებდით მაპატიე, უბრალოდ არ მეგონა თუ მეძებდით და მეგონა ადვილად მიმივიწყეთ,
- გთხოვ ხმას ნუღა იღებ რა! გეძებეთ და ისიც გავიგეთ რომ საქართველოში არ იყავი შემდეგ ყველა დაიშალა ყველამ წარმატება გისურვა, რადგან გაიქეცით ყველამ ბედიერება გისურვეთ, რადგან ვიფიქრეთ რომ ყველა გეკიდეთ არცერთს არ გვაფასებდი რადგან ასე მოწყდი აქაურობას,
- იგივეს ვფიქრობდი ზუსტად იგივეს!
ვთქვი ხმამაღალი ტონით ფლირა გვისმენდა თუმცა არცერთი სიტყვის განმარტება არ იცოდა ამიტომ გაოგნებული სახე ჰქონდა და მეგის ტირილზე გული უჩუყდებოდა, მეგი წამით გაჩუმდა უბრალოდ ტიროდა აღარაფერს ამბობდა....
- იმედია ორი შვილით არ გამომეცხადები! სად ჯანდაბაშია?!
ამოიღო ისევ ხმა, ტირილი შეწყვიტა და მკაცრი ხმა მიიღო
- დიდიხანია ცხოვრება შევიცვალე,
ვთქვი სიწყნარეში და ფლორას გავხედე და კამერას ვითომ ვწმინდავდი ხელი ავაფარე თან ხმა გამივრთე
- ფლორა რა გავაკეთო? სიმართლე უნდა ვუთხრა? უნდა გაიგოს?
- ეს რომელიაა? ის ვინც სულ შენთან იყო ხო
- ჰოო,
- მე თუ ვიცი მან მეტი უნდა იცოდეს!
მითხრა და წამით ვერც გავიაზრე რა თქვა ხმა ჩავრთე და კამერაც გავასწორე!
შემდეგ მივხვდი რამდენად საყვარელი იყო ფლორა! რომ მუდამ არავის უყურებდა ზევიდან რომ მუდამ თავმდაბალი იყო! მეგიც დუმდა უბრალოდ თავი ქონდა ჩახრილი
- მეგი ჩემ ცხოვრებაში ბევრი რამე შეიცვალა მომაკლდნენ და მომემატდნენ, უკეთესობისკენ შეიცვალა ჩემი ცხოვრება ვიცი გაბრაზებული ხარ ვიცი რომ ნაწყენი ხარ და ამ წამს ვერ მიტან შეიძლება აღარც განაღვლებს ჩემი არსებობა და ყოფნა, უბრალოდ რაღაც დროის გამოკლებით დანარჩენი ერთი წელი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება! გთხოვ გამიგო!
ვთქვი შესავალი, რადგან თუ მას შევატყობდი რომ რაღაც არ აინტერესებდა თუ შევატყობდი რომ ძალიან გაბრაზებული იყო ჩემზე არაფერს მოვუყვებოდი, საპასუხოდ მეგიმ გულიანად გაიცინა, და მეც მთელ სხეულში დამბურძგლა, რა უნდა მეფიქრა არც კი ვიცი
- რა მოხდა შენს თავს?! მომენატრე მძულხარ მაგრამ მომენატრე, ლამის გავგიჟდი რომ ვერ გიპოვეთ, დედაშენთან ერთად მოვკვდი, და ახლა რას მეუბნები!....
უეცრად დაიწყო ტირილი თან ისევ ჩხუბობდა, მყარად ვიდექი და ვცდილობდი მის ტირილს ჩემზე არ ემოქმედა,
- მოყევი ანი ჩქარა მომიყევი მოვკვდები ნერვიულობით,
თქვა ისევ და მეც გამეცინა მის სისაყვარლეზე
- ჯერ იმას გეტყვი რომ მე დარეკვას არ ვაპირებდი, კი არა თქვენზე არც კი ვფიქრობდი არავიზე ფიქრს არ ვაპირებდი, საქართველოში ჩამოსვლაზეც კი არ მიფიქრია რომ არა ფლორა,
ვთქვი ფლორას ჩავავლე ხელი და კამერაში გამოვაჩინე,
უცებ გახსნა სახე და მეგის ხელი დაუქნია,
- როგორ მძულხარრ, ერთხელაც კი არ გაგხსენებივარ!
- მახსენდებოდი და არ გიხსენებდი,
გავიცინე
- მადლობაა, ფლორაა, წითელი ყვითელი ფერები დავინახე კიდევ მრავალ მანათობელ ფერთან ერთად,
უთხრა ფლორას თუმცა ფლორასთვის ეს საოცრება იყო ამიტომ ვუთარგმნე,
- საყვარელო, ვნანობ ეს აქამდე რომ არ გავაკეთე,
უთხრა ფლორამაც და მეც მეგის ვუთარგმნე საპასუხოდ მეგიმ ხელებით გული აჩვენა
- ის ცხოველი სად არი? ვის გამოც ჩამოვშორდით ერთმანეთს,
- მოკვდა! მოკლეს! რა მნიშვნელობა აქ!
და მანაც გაფართოებულ ბაგეებზე ხელი აიფარა,
- როგორ ვიცი რომ ვიღაც მოკლა მანამ სანამ მანდ წამოხვიდოდით!
დაამატა გაოგნებულმა
- ხო მასე იყო, ......
დრო ბევრი იყო, ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, ყველა გატარებული თვე წამი კარიერა, ყველაფერი ვუამბე, საბოლოოდ მეგი ტიროდა
- არ ინანო რომ არ ჩამოხვედი! შენი ყველა სურვილი აგისრულებია, ბედნიერი ვარ! მომენატრე! მიხარია რომ ფლორას დაუჯერე! იცი რალამაზი ფრთები მაქვს? ეს აქამდე უნდა გაგეკეთებინა რომ ფრენაც დამემუღამებინა,
კრუსუნებდა თან იწმენდდა თან ტიროდა,
- შეგიძლია ერთხელ ჩამოხვიდე?
მითხრა და მეც ფლორას ვუთარგმნე რომელიც ჩიფსს ჭამდა,
- სულ მანდ უნდა ჩამოვიდეს,
თქვა ფლორამ და მეც ვთარგმნე
- არ ვიცი ის ასე ამბობს თუმცა მე მეგი არ ვიცი,
- დაწყნარდი, შენ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ თუ აქამდე გავძელი უშენოდ ახლაც გავძლებ, უბრალოდ ხშირად უნდა დაგინახო უნდა მოგისმინო თორემ სხვანაირად ვეღარ გავძლებ!
დაწყნარებული აკრუსუნდა ისევ,
- არ გაბედო სამსახურის მიტოვება მახსოვს ბავშვობაში როგორ თამაშობდი სულ ადვოკატობას, როგორ გინდოდა და როგორ ოცნებობდი,....
- არ ვიცი რას ეუბნები მაგრამ, ამას აქ ვერ დავტოვებ,
დაიწყო ფლორამ და მხარი მომარტყა
- უთარგმნე ზუსტად!
და მეც ღიმილით დავიწყე თარგმნა,
- ვუყურებ როგორ პატარავდება და უფერულდება, სუნთქვა უჭირს, თავისი ჰაერი სჭირდება მის ოცნებას მანდ გადმოვიტან ცოტა სხვა სტილით რადგან ეს პროკურორი აღარ ეყოლება თქვა და გაიცინა,
- აქ ვეღარ ძლებს!
თქვა ბოლოს და ჩიფსის ნატეხი გემრიელად აახმაურა ბაგეებში
- შენი დატოვება მე მენანება არ გიცნობ და მას წარმომიდგენია,
გაიცინა მეგიმ და მეც ავყევი, როცა ვთარგმნე ფლორასაც გაეცინა,
- მანდ რა ხდება,
- აქ ბევრი რამ შეიცვალა, მხოლოდ მე და დედაშენი ვცხივრობთ ჩემთან ახლა ძინავს, ძალიან შეცვლილია ყვავილებთან საუბრობს თუთქმის ყვეკაფერს თბილად ეპყრობა არ გაგიჟებულა უბრალოდ ყველაფერი უყვარს! ხვალ ვეტყვი ნელ- ნელა,
- ვიცი რომ ნანობს მასზე გაბრაზებული არ ვარ,
- უბრალოდ ვერ იქნები ან იცი როგორ იყო ყველგან შენ გხედავდა მართლა გიჟს გავდა,
წამით ორივე დავდუმდით,
- კიდევ?
- რაც შენ წახვედი მხოლოდ ორი თვე ვედექით ერთმანეთს გვერდში, შემდეგ ყველამ ხელი ჩაიქნია, ყველა თავის გზაზე წავიდა, ხალხისგან და შემთხვევით თუ გავიგებთ ერთმანეთის ამბავს ან შემთხვევით თუ შევხვდებით ერთმანეთს, ყველაფერი შეიცვალა, სრულიად ყველაფერი.....
ხმის ამოუღებლად ვუსმენდი და ვხვდებოდი, როგორ დაინგრა მეგობრობა ჩემ გამო,
- მრცხვენია, ალბათ ამიტო ვერ გწერდით ვერ გირეკავდი, არ ვიცი მაპატიე,
- დაივიწყე ანი მიხარია რომ ახლა მაინც დამჯრეკე, გაბედე, და მაინც რა იყო უშენოდ გატარებული დღეები,
- მაპატიებ?
- მოვიფიქრებ,
თქვა და გაიცინა, მეც გავიღიმე და ფლორამ ხელი მოკარტყა რა იყოვო მეც ვუთხარი, მანაც გაიღიმა და ჩიფსის ჭამა განაგრძო ,
- სულ ნუ შემიჭამ დამიტოვე,
ბუზღუნით ავაცალე ხელიდან მანაც მხრები აიჩეჩა და ახალი გახსნა ' დამპალო' ვუთხარი ლოყებ გამოტენილს
- იმედია არ გათხოვდი ხო
ღიმილით ვუთხარი მეგის, და ჩიფსი ამოვიღე
- არა თუმცა ურთიერთობაში ვარ,
თქვა და თვალები გამიფართოვდა, მეგი რომელსაც ვიცნობ ურთიერთობაშია ან სერიოზულად უყვარს ან ვინმეს ჯიბრზე აკეთებს ამას,
- რააა ვისთაან არ მჯერა
- დაიჯერე დაიჯერეე
სიცილით მითხრა და მეც მივახალე
- ვინაა ვიცნობბ?
- კი.
ისევ სიცილით თქვა
- ხუმრობბ მეგიიი?!, ვინაა სწრაფად თქვიი, იმედია საბა არა ხო?!
- არა რა საბაა მაგასთან ლაპარაკიც კი ამაზრზენი იყო, და საერთოდ რას მიახტი ალექსანდრეს ძმაკაცებს?!
წამებუზღუნა და სახელმა ალექსანდრემ იმხელა ემოცია გამოიწვია ჩემს სხეულში რომ ვერ ავღწერ,
- თოკო,
ღიმილით მითხრა და სახეზე ხელები დამორცხვების ნიშნად აიფარა, მე კი ყველანაირი ემოცია წამეშალა სახეზე , და მობეზრებულად შევხედე,
- სერიოზულად?
უემოციოდ ტუჩების პრუწვით ვუთხარი
- ხო რა?
- ღადაობ? საერთოდ არ შეგეფერება არც ხასიათით არაფრით აი საერთოდ არაფრით შენნაირ ქალს მისნაირი მამაკაცი არ სჭირდება და მას მამაკაცსაც ვერ ვუწოდებ ძალიან ბავშვურია,
- ოო კარგი ადამიანი,
- მოკეტე! ვერ ვიტყვი რომ შეხედულებით მახინჯია ამას არასდროს არავიზე ვიტყვი მაგრამ შენ არ შეგეფერება! რაც შეეხება კარგ ადამიანობას, ბავშვია ისევ ყველაფრით და კარგი ადამიანი იქნება აბა რა იქნება , ტოლებიხართ და ის მაინც ვერ გაიზარდა, შენნაირ ქალს ცოტა ისეთი კაცი ჭირდება აი შენ და მას შორის გოგო რო შენ იყო! მაგას კიდე ატრიალებ შენ ჭკუაზე!
- კაი რა ანი ყურადღებიანი და საყვარელია რას ერჩი...
- და რას გრძნობ მის მიმართ, შენ მასეთი ბიჭი არასდროს შეგიყვარდებოდა მეგი სიყვარულით მასეთ წყნარს ვერ შეიყვარებდი ტყუილია!
- კარგი ვსო გვეყო! დაივიწყე სხვა რამეზე ვილაპარაკოთ, რადროს თოკოა როცა შენ გამოჩნდი,......
მასთან ბევრი ვისაუბრე პირველ საათამდე მესაუბრა ჩემთან ადრე იყო სადღაც სამი საათით, ყველაფერი მოვუყევით ერთმანეთს ერთმანეთთან არ ყოფნის წლები ნახევრად ავანაზღაირეთ, მასთან ლაპარაკის მერე ფლორას სიტყვებმა გაამართლა მართლა ასე იყო, მასთან ლაპარაკის მერე ვგრძნობ როგორ ტკივილამდე მომენატრა, რაღაც ნაწილი ხტის და აქედან გაქცევა უნდა, ფლორას ყცელა სიტყვა მართალია, და მე ამას ახლა ვხვდები, ფლორასაც ვესაუბრე რეალური გრძნობების მიმართ გამოვუტყდი და მოვუყევი გავბედე და მოვუყევი ალექსანდრეს შესახებ არ ვიცი რატომ გავაკეთრ რატომ ავიტკიე უტკივარი თავი თუმცა ვთქვი რადგან იქ არ ჩასვლის მიზეზი ალექსანდრე იყო,
- არ ვიცი რა გითხრა,
მითხრა სახე წაშლილმა მეგიმ მეც ჩუმად ვიჯექი და არაფრისმთქმელი თვალებით შევხედე,
- იქნებ რამე მიზეზი იყო,
თქვა ისევ,
- რა უნდა ყოფილიყო ფლორა ალექსანდრესთვის რა მიზეზი უნდა არსებობდეს, რაც უნდა იმას ყოველთვის აკეთებს,
- მაშინ არ ვიცი, რა გითხრა
ისევ თქვა,
- კარგი ვსო აღარ გვინდა მასზე საუბარი,
ვთქვი და შოკოლადის ჩხირს თავი მოვატეხე, ჩვეულებრივ განვაგრძეთ საუბარი, თუმცა ფლორამ მაინც გადაუხვია,
- ანი ხვალ ბილეთები ავიღოთ,
- ოპა ოპა ისევ გადაუხვიე ნუ მესაუბრები ფლორა მაგ თემაზე!
ამოვიზმუვლე და ფლორა თითქოს გეგმებს აწყობდა,.......
დღეები ჩვეულებრივ გადიოდა სამსახურში, საბუთები გამოძიება და სახლი, ზოგჯელ სახლში მისვლას ვერც მოახერხებდი მთელი ღამე მუშაობა მიწევდა, ვცდილობდი მეგისთვის ყოველდღე დამერეკა, თუმცა დრო ხელს არ გვიწყობდა რადგან მე რომ სახლში ვიყავი მასთან შუა ღამე იყო, მის გარდა არავვინ იცოდა სად ვიყავი და როგორ, ვცდილობდი ფლორასთან საუბარს თავი ამერიდებინა, მინდოდა წასვლა მაგრამ თან მეშინოდა, დღეები დამღლელი იყო, იყო მომენტები როცა შხაპსაც კი ვერ ვიღებდი, ამ სამიკვირის შემდეგ კვირა იყო, თუმცა მე სამსახურში ვიყავი, ორი დღეა სამსახურში ვარ სახლში ვერ წავედი, თეთრი ქაღალდებით გადატენილ მაგიდაზე თავი მედო და ტვინიდან ამომავალი გამაყრუებელი წივილის ხმა ნერვებს მიშლიდა, თვალები მძიმედ გავახილე და თავი ძლივს ავწიე მაგიდიდან, აბურდულ თმას, რამოდენიმე ფურცელი აყვა თუმცა მალევე დაიკავეს ადგილი მაგიდაზე, ღამე გაკეთებულ საბუთებს მობეზრებული თვალებით ჩავხედე, კითხვა დავიწყე და იმდენად მეზარებოდა და დაღლილი ვიყავი სიტყვებს ვახტებოდი თუმცა რომ გავიაზრე რომ ბევრი რამ გავაკეთე თვალებ გაბრწყინებასთან ერთად კარები უფროსმა შემოაღო ლურჯ შარვალ კოსტუმში გამოწყობილი მკაცრი სახით შემოაღო კარი, და მეც სწრაფად წამოვხტი,
- ბატონო ეტორ,
სწრაფად გადავისვი აბურდულ თმაზე ხელი გასასწორებლად
- ერთადერთი ხარ რომელიც დარჩი ანი, რა ქენი?!
მკაცრი მაგრამ თან იმედიანი ხმით თქვა ეტორმა და მეც ამაყად დავიწყე საუბარი,
- ამ ორ დღეში დამნაშავეს ვაჟს შევხვდი, გარდაცვლილის ექიმს ვესაუბრე, ასევე შევხვდი გაკვეთის ექსპერტს და დანაშაულის ადგილზეც ვიყავი,....
ჩამოვარაკრაკე, ყველაფერი,
- და რამე დაასკვენი?!
მკითხა ანერვიულებული თან დაიმედებული ხმით,
- დიახ,
იმედიანად გამოვაცხადე და ეტორმაც თითქოს ამოისუნთქა თუმცა რაღაც ღელვა მაინც იგრძნობოდა,
- დაიწყე
- ინციდენტის შემდეგ, შვილი მამასთან ჩხუბის შემდეგ წავიდა, და ბოლოს მაშინ ნახა, ხოლო ბრალდებულმა ბოლოს რომ ნახა ქმარი ის უკვე გარდაცვლილი იყო, მან იცოდა რომ მისი შვილი უნდა მოსულიყო და ამიტომ ივარაუდა, რომ ეს მისმა ვაჟმა გააკეთა, ამიტომ მან უკვე გარდაცვლილი ქმარი დანით დააზიანა, რადგან დანაშაული საკუთარ თავზე აეღო,
- გაჩერდი, გაჩერდი, თუ ასეა რა დაემართა მამაკაცს ამ შუალედში?
მკითხა დაძაბულმა, და წამით გავიჭედე, მის პასუხს პასუხი ვერ გავეცი, მანაც ნერვოზულად ჩამოისვა ხელი წვერზე
- მეტი არ იცი? მორჩაა?
ვცდილობდი არ ავნერვიულებულიყავი რადგან მერე უარესად დავიბნეოდი, ვცდილობდი გამეხსენებინა,
- კარგი, არ ინერვიულო, ესეც მხოლოდ შენ დაასახელე ყოჩაღ, გთხოვ ხო იცი როგორ გვჭირდება გამარჯვება,
მავედრებელი თვალებით თან მაწყნარებდა, თან ცდილობდა გავემხნევებინე, მეც უცებ მოვუარე მაგიდას და მაგიდაზე დაყრილ ფურცლებს დავუწყე ქექვა, მახსოვდა რომ ჩავიწერე, და არც შევცდი,
- დიახ მგონი ვიცი
თვალებ გაბრწყინებულმა ვუთხარი და მის წინ სწრაფად დავდექი,
- ძალიან ბევრი ვარიანტი განვიხილე, ყველანაირი უბედური შემთხვევა, როგორც ძარცვა, მისი სამედიცინო ჩანაწერები გადავამოწმე, უფრო სწორად მისმა ვაჟმა გადმომცა ტაბლეტები რომელსაც მამამისი სვავდა,
ახლა ფურცელს ჩავაშტერდი რომ დამესახელებინა რა მოხდა რეალობაში
- ექიმი რომელსაც დავეკითხე ვარაუდობს რომ ეს შეიძლება, იყოს ცერებრალური სისხლჩაქცევა,
ვთქვი და ქაღალდიდან თავი ღიმილით ამოვყავი -გამოწვეული ცერებრალური ანევრიზმას გახეთქვით,
დავასრულე სიტყვა ღიმილით, და პარკში შეფუთული წამლის ტაბლეტები ვაჩვენე,
- სერიოზულაადდდ
ამოთქვა მამაკაცმა
- დიახ აი ეს საბუთები შეიძლება ექსპერტებს გამორჩათ გარეგნული ჭრილობების გამო,
- საოცრება ხართ ქალბატონო ანი,
თქვა და ხელი ბედნიერმა ჩამომართვა,
- არც კი იცით რამხელა რაღაც გააკეთეთ შეგიძლიათ სახლში მოწესრიგდეთ,
აქნევდა ისევ ხელს.......
როგორც იქნა დავამთავრე საქმე შუადღე იყო გახდილი მაღალქუსლიანები მოვიძიე და ცოცხალ-მკვდარი სახით ჩავიცვი, ვეცადე თმა ნორმალურად დამეყენებინა რომ გზაში ვინმეს მოჩვენება არ ვგონებოდი, პატარა ხელჩანთაში უფერული ბლესკი გადავისვი და კლასიკურ შავ ტანსაცმელს ხელი გავუსვი გაწმენდის მიზნით,......
- მოვკვდიიი...
ვიყვირე სახლში შესულმა და საწოლზე მუცელზე გავიშხლართე
- ეს ორი დღე გეფიცები მომენატრე,
გამეკრიჭა ფლორა და ჩანთა მკლავიდან მომხსნა,
- უნდა დავიძინო ორი დღე არ გამაღვიძოთ!
გავეცი განცხადება
- ფუ არა ჯერ შხაპი უნდა მივიღო
წამოვფრინდი უცებ და აბაზანისკენ ავიღე გეზი
- ტუფლები მაინც გაიხადეე
მომკივლა ფლორამ მეორე ოთახიდან
"უი ხო" ამოვთქვი ჩემთვის ქართულად და ფეხსაცმელები გავიძრე საცვლები ავიღე და აბაზანაში შევვარდი,.........
- ააჰჰჰჰ რაკაი იყოოოო არ მჯერაა!
საცვლებით, და ბიუსჰალტერით, გამოვედი აბაზანიდან თმის მშრალებით ორ საათიანი ბანაობის შემდეგ,
- თუ მილანში სადმე წყალი არსებობდა სულ შენ ტანზე დაიხარჯა გავწყდით უწყლოდ მეგონა ჩაიხრჩე!
ბუზღუნებდა ფლორა თან ფილმი დაასტოპა რომელსაც ინტერესით უყურებდა და გამომხედა,
- უკაცრავად რაა,
წავესწერვე მეც
- მეგიმ დარეკა წეღანნ გუშინაც დარეკა, მამამია კიდე კაი მთარგმნელი არსებობს დარეკილი ქონდა და მესიჯით ვწერდი,
იცინოდა და გაურკვევლად მიხსნიდა,
- მაინც კარგია რომ მოახერხეთ,
გავიცინე მეც და ფლორას დავაკვირდი რომელმაც მოხერხებულად გადავიდა ჩემ facebook ში და მეგის დაურეკა
- მაცადე ჩავიცვა მაინც!
წავებუზღუნე და მთლიანი კაბა გადავიცვი,
- ქალო სად ხარრ,
არ დააყოვნა მეგის კივილმა და მეც ნოუთბუქს მივუჯექი
- ვაიმეე ახლაც არ ვაპირებდი დარეკვაას უნდა დამეძინა ორი დღე მარა ვინ გაცდის,
ხელი გავიშვირე ფლორასკენ რომელიც მიღიმოდა,
- ახლა ზის და იღრიჯება
მეგიმაც სიტყვაზე "იღრიჯება" ჩვეული ხმით გადაიხარხარა და მეც გამეღიმა,
- რა ხდებოდა ქალბატონო ადვოკატოო, იცი როგორ მაინტერესებს როგორ იძიებ ხოლმეეე,
- ოოო
- რას შვებოდი აბა,....
მეზარებოდა მაგრამ ყველაფერი მოვუყევი, ფლორაც ჩაერთო ხოლმე საუბარში და მეც ვთარგმნიდი ორივეს გასაგონად,
- უნდა დავიძინო ვსო წადი ეხლა ვა
წავებუზღუნე მეგის
- აუ გაეთრიე 7 საათი არ არი ჯერრ რადროს ძილია ან როდის იყო შენ დილით იძინებდი?!
- დამასვენეთ! ეგ მანდ არ არი 8
- მერე მანდ ადრეა!
თქვა და მეც არ ვიცოდი რისთვის მერტყა თავი დიდი ხანი ველაპარაკე მას ცალკე დასვენებას ვოცნებობდი,
- წავედი, თოკო მოვიდა,
თქვა სწრაფად როცა კაკუნის ხმა გაისმა,
- ვათ?! გადამგდებო წაეთრიე!
ამოვიბუზღუნე და გათიშვაც მან დამასწრო, სწრაფად გადავდე ტელეფონი და საწოლზე გავწექი, ვიფიქრე რომ შემეძლო დამესვენა
- ანიიი
დამახტა ზურგზე ფლორა ყვირილით
- ააა წელიიი! რა გინდაა ღმერთო ახლა ვიყვირებ!
გაღიზიანებული ვიყავი, მართლა საოცრად გამაღიზიანებელია როცა დასვენება გინდა როცა უზომოდ დაღლილი ხარ და ამ დროს არ გასვენებენ,
- რა გჭირს გოგო! საჩუქარი მაქ შენთვის
ისევ ბედნიერმა თქვა
- აუ მესაჩუქრება ეხლა?!!
გთხოვ ადამიანო შემეშვით!
ამივიტირე და ტიეილამდე მართლა ცოტა მაკლდა ასე უცებ არ ვღიზიანდები ხოლმე ზოგადად მაგრამ ახლა მთელ სხეულში რაღაც სისხლი ისე გამაღიზიანებლად მიჩქებდა რომ მინდოდა მებღავლა და სხეულის ნაწილები დამელეწა,
- ჯობია მართლა მერე ვილაპარაკოთ მერე შენი დაცვა რომ არ დამჭირდეს!
თქვა გაკრეჭილმა და ოთახიდან გავიდა.......
ახალი გაღვიძებული გავფრატუნდი ოთახში 11 ის წუთები იყო, სამზარეულოს კუნძულს მრგვალი მაღალ სკამით მივუსკუპდი
- მშია
წყნარად ვუთხარი და მანაც უჯრა გამოხსნა თუმცა ბულკი რომ დავინახე ის მომინდა
- ეგ ეგ ეგ, ეგ მინდა
თითით ვანიშნე და მანაც გადმომიგდო
- აბა რა საჩუქარი გქონდა ჩემთვის,
გაკრეჭილმა ვუთხარი და ბულკს პარგი მოვაცილე
- დამელოდე,
სახე უცებ შეეცვალა გაუბრწყინდა და ბედნიერი გავარდა ოთახში, უკან იგივე მზერით დაბრუნდა და ხელები ზურგს უკან ქონდა მეც ლოყებ გამოტენილი ველოდებოდი ღიმილით საჩუქარს
- მზად ხარ?
ადგილზე ცქმუტავდა,
მეც თავი დავუქნიე, მანაც ღრმად ამოისუნთქა და ხელი გამოწია, რომელშიც ორი ბარათი ეკავა,.... გადამცდა ხველა, ამიტყდა, კედელს ხელს ვურტყავდი თან ლამის გავიგუდე, ფლორა უცებ დაფაცურდა და წყალი მომაწოდა,....
- კარგად ხარ?
უცოდველი თვალებით მიყურებდა,
- შენ გიჟი ხარ?! რა ბარათებიაა ეს!
დავიწყე ჩხუბი როცა თვითმფრინავის ბილეთები კარგად ამოვიცანი
- და რა მოხდა მერე ოდესღაც მაინც დაბრუნდები,
ტონს აუწია მანაც,
- იქნებ მე არ მინდა წასვლა! რატო ერევი ჩემ საქმეში?! მუთუმეტეს გაგაფრთხილე ფლორა! გითხარი რომ არ მინდა წასვლა თუ ასე გაწუხებდი გეთქვა და გადავიდოდი აქედან!
ისევ ხმამაღლა ვჩზუბობდი
- გაჩუმდი უკვე! არავინ გეკითხება შენ აზრს! ცხოვრება შეირგე ბავშვო! და ნამდვილი სიცოცხლე იგრძენი! ნუ ხარ მშიშარა მე დავიღალე შენს მაგივრად, ტკივილს და შიშს დაბრკოლებას თუ არ გაუსწორდი მაშ რისთვის მოხვედი ამ სამყაროზე ფეხი ფეხზე უნდა გადაიდო? ჩადი დაელაპარაკე იმ ბიჭს იქნებ როგორ იყო იქნებ რა დაემართა?! ან სულაც ნუ ნახავ! მაგით არ დამთავრებულა ყველაფერი, ელემენტარულ საკითხებს თუ გაექცევი შენ ცხოვრებას ვერ შეძლებ! ერთ თვეში მიფრინავ! სიტყვა არ გამაწყვეტინო არ გაპატიებ! იმ სისულელეს გიტარებ! რაც წეღან თქვი! ყელში ამომივიდა შენი სიჯიუტე! 2 ივნისს დილით გაემგზავრები შენ სამყაროში!
ბილეთები მაგიდაზე დაყარა და ოთახში შევარდა ვერაფერი გავიაზრე ტირილი ისე დავიწყე, მინდოდა წასვლა მაგრამ მეშინოდა ახლა იმაზე ვტიროდი რომ მივხვდი ფლორას არასწორად მოვექეცი, მივხვდი რომ ვაწყენინე მივხვდი რომ მართალს ამბობდა, მრცხვენოდა, მას მერე ორი დღე არ მელაპარაკებოდა არც კი მიყურებდა დილით რომ ვდგებოდი ის უკვე წასული იყო, რომ მოვდიოდი მას უკვე ეძინა, უარესად ვღიზიანდებოდი საკუთარ თავზე, და ეს ფლორას ქცევასაც არ გავდა ის ასე არასდროს იქცეოდა ბევრჯელ გვიჩხუბია თუმცა ასე არასდროს მომხდარა,.....
- ფლორა,
კარებზე დაკაკუნების მერე მასთან შევედი მინდოდა მომეგვარებინა ეს ყველაფერი
- რა?
მკითხა და პლედი თავიდან გადაიძრო
- როდემდე უნდა გაიქცე,
- მანამ სანამ შენ დანაშაულს არ მიხვდები!
თქვა და თავზე ისევ გადაიფარა
- და თუ მივხვდი,
ვთქვი და მის საწოლზე ჩამოვჯექი,
- ანუ ემზადები გაფრენისთვის
ამოყო თავი და წამოჯდა
- ხო თუ ჩემ ბოდიშს მიიღებ
ვთქვი მორცხვად
- მაიცა დავფიქრდები
საჩვენებელი თითი ნიკაპზე მიიდო,
- კაი გპატიობ
თქვა და ხელები გაშალა მეც სიცილით ჩავეხუტე,
- და შენ რასშვები ემზადები,
- მე რატო?
- ის მეორე ბილეთი შენი არ იყო?
დავიბენი როცა მზადება შეიცხადა, მანაც გაიცინა
- არა მე არა ის ბილეთი გალილეოსი იყო, ის მოგყვება ის ხო იცი დიდი ხანია ადვოკატია და დაგიმტკიცებს საბუთებს ანუ იქ გადასვლა გაგიადვილდება და ცოტა მიგეხმარება კიდეც
გამეკრიჭა
- ოო კაი რაა ის ბიჭიიი მე არ ვიცნობ იმას კარგად...
- როგორ არ იცნობ!,.........
დღეები მომლოდინედ გადიოდა ერთი სული მქონდა როდი დადგებოდა ორი ივნისი დრო იწელებოდა უაზროდ, მეგისაც ერთი სული ქონდა როდის ჩავიდოდი, ძლივს დამთავრდა მაისი, იმ დღეს პირველად ვესაუბრე დედაჩემს რომელიც სრულიად განადგურებული სახით იყო ყოველთვის ლამაზი ქალი იყო, თუმცა ახლა სრულიად შეცვლილი იყო რო არ გამეგო რომ ეს დედაჩემი იყო შეიძლება ვერც ვერასდროს მეცნო, საოცარი ემოციები ჰქონდა ყველანაირ სითბოსვგრძნობდი როცა მას ვესაუბრებოდი, მისი ნახვის მერე მისი სითბოს და სიყვარულის გრძნობის მერე კიდევ უფრო მინდოდა სწრაფად ჩავსულიყავი მათთან და ჩავხუტებოდი, ძლიერ სიყვარულს და მონატრებას ვგრძნობდი მათ მიმართ, ასევე მიჭირდა ფლორას დატოვება ეს სამ წელ ნახევარი ის რომ არა მე ვერასდროს ვერაფერს მივახწევდი, ის რომ არა მე დედაჩემის სითბოს ვერ ვიგრბობდი რომელიც მხოლოდ 10 წლისამ გამოვცადე ბოლოს, ვერ ვნახავდი მეგის, რონელიც იმდენად შეიცვალა და იმდენად ლამაზი გახდა რომ ანგელოზი გეგონებოდა დედამიწაზე,........
.......
- ფლორააა რა გინდოდაა! ვერ ვიყავი შენტან ვერავის მონატრებას ვერ ვგრძნობდი! შენთან ბედნიერი ვიყავი!
ვსრუტუნებდი უკვე აეროპორტში და ფლორას ვეხვეოდი,
- შენ არ იცი როგორ მიჭიიირს მარტო რა ვაკეთო, ჩემ თავზე ვბრაზოობბბ მაგრამ თან მუხარია,
ტიროდა ფლორა, და ტან მაჯებით ცრემლებს ბავშვივით იწმენდდა,
- აუუ რა მალე გადის დროო! ჩამოხვალ ხოლმე? დამირეკე ხოლმე რა,
ტიროდა გულიანად და უკვე ხმაც უწყდებოდა,
- კარგი რა შენ არ გინდოდა რომ წავსულიყავი ნუ ტირი თორე ცუდად ვარრ!
ამოვიწუწუნე მეც და ცრემლები მოვიწმინდე,
- სახლში არ მინდააა! ისევ გაუფერულდება ცხოვრება, დამირეკე ხოლმეეე ყოველ წუთს ყოველ წამსს საიტზე ვარ იცოდეე რო ჩახვალ დამირეკეე, სახლში რომ მიხვალ დამირეკე! გაიგე!?
ტიროდა ისევ და თან თითით მბრძანებლობდა
- კაი არ იტიროოო ჯოვანა აქ არიი დაა გაერთეთ ხოლმე რა გატირებს გოგო მარტო კი არ რჩები ამ ქვეყანაში,
გავიცინე და ცრემლები მოვწმინდე
- ჯოვანა! შენნ გაბარებ იცოდეე რამდენი დავრეკავ მასთან იყავი! და ხო მითუმეტეს ეს სამი დღე მასთან დარჩი ვიცი მისი სუსტი გული
გავიცინე ისევ და ფლორას ლიყაზე ხმაურიანად ვაკოცე,
- დამირეკე იცოდე!
ამოიტირა ისევ
- აბა რას ვიზამ საყვარელო!
ვუთხარი და ისევ ჩავეხუტე,....
არ მეგონა თუ ოდესმე მას ასეთ უსუსურს ვნახავდი, როდესაც პირველად ვნახე ძლიერი ქალი ძლიერი პიროვნება გადმოვიდა მანქანიდან ყველაფრით დახვეწილი, მისაბაძი, ქალი ყოველთვის ამაყად იდგა, რეალურად ბავშვის ხასიათი აქვს თუმცა მუდამ ქალური ხასიათების იყო დღეს სულ სხვანაირი დავინახე, სრულიად განსხვავდებოდა მისი პიროვნება პირველად ნახვის დროს და ახლა, თვითმფრინავში გალილეოსთან ერთად ვიჯექი და ვფიქრობდი ყველაფერზე რაც თავს გადამხდა, მახსენდებოდა ტვითმფრინავში როცა აფრენის დროს ალექსანდრეს ჩავავლე ხელები, გადმოსვლის დროს მისი გამოხედვა გონებაში კადრები ნაწილ ნაწილ მაგონდებოდა, და ყელში ბურთი მეჩხირებოდა, მახსენდებოდა მისი ყველა სიტყვა ,, ხმა მაინც მომასმენინე" და მისი სიცილი, ტუჩებს ისედაც ძლივს ვაკავევდი თუმცა საბოლოოდ ტუჩები დამებრიცა და ტირილი წამსკდა,
- კარგად ხარ?
სწრაფად მოტრიალდა გალილეო, თავს ვაქნევდი კი მეთქი თუმცა დაბალხმაზე ტირილს ცერ ვწყვეტდი, რატომ გამახსენდა ის
- რატომ ვერ ვიშორე თავიდან?
ვთქვი ქართულად,
- რატომ ვერ ვიგდებ გულიდანნ? გული მიკვდება მის გახსენებაზე მის ყველანაირ ცინიზმზე და გამოხედვაზე რომ მახსენდება გული სალტოებს აკეტებს
ვსაუბრობდი ქართულად და თან ვტიროდი გალილეო გულზე მიკრავდა, რომ დავწყნარებულიყავი
- არ მესმის ანი შენი
დამნაშავესავით თქვა
- რთულია ცხოვრება!
ვთქვი მის ენაზე და ტირილი განვაგრძე........

არც კი გადამიკითხავვსს წარმომიდგენიაა რამდენიი შეცდომა მექნება, და ზოგ წინადადებაში განსავრცობად ჩასამატებელი, დრო არ მრჩება ბოდიშიით, და მიყვარხართ ^-_-^



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

Xალიან მაგარი თავი იყოამ თავს ველოდი მოუთმენლად ძალიან საინტერესო სასიამოვნო წასაკითხი იყო და გამიხარდა ბოლობოლო ეს გოგო მაინც დაბრუნდა თავის სამშოოში მაგრ სულ შეცვლილი ხალხი შეიცვლება ძაან გაუჭირდება მეგობრების ისევ ერთად მოგროვება ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს მადლობა წარტებები ????????????♥️

 


№2  offline წევრი Ana iko

სტუმარი ნესტანი
Xალიან მაგარი თავი იყოამ თავს ველოდი მოუთმენლად ძალიან საინტერესო სასიამოვნო წასაკითხი იყო და გამიხარდა ბოლობოლო ეს გოგო მაინც დაბრუნდა თავის სამშოოში მაგრ სულ შეცვლილი ხალხი შეიცვლება ძაან გაუჭირდება მეგობრების ისევ ერთად მოგროვება ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს მადლობა წარტებები ????????????♥️

მადლობააააა შენნნ ❤️❤️❤️ როგორ სტიმულს მაძლევ რომ იცოდე ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნიკა

გოგოოო სად იყავი აქამდეეე? მოგიტახეს ? დდდდ გეხვერწები შემდეგი თავი მალე დაგვიდეეე და ალექსანდრეს თან შეხვედრა ძაან მაინტერესებს . ჰე გელი აბა .

 


№4  offline წევრი Ana iko

სტუმარი ნიკა
გოგოოო სად იყავი აქამდეეე? მოგიტახეს ? დდდდ გეხვერწები შემდეგი თავი მალე დაგვიდეეე და ალექსანდრეს თან შეხვედრა ძაან მაინტერესებს . ჰე გელი აბა .

მადლობა ნიკუშშშ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent