შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული უდაბნოსავითაა. თავი 1.


9-04-2022, 01:39
ავტორი zia-maria
ნანახია 11 852

გამარჯობათ, მომენტა სიახლის ატვირთვა და მომენატრეთ ყველა. დავბრუნდი, თითქმის ერთ წლიანი პაუზის შემდეგ ისევ აქ ვარ, რადგან ეს საიტი ჩემი სუნთქვაა. მადლობა ყველას უცნობს და ნაცნობს. იმედი მაქვს ჩემი ახალი ისტორიით თქვენს იმედებს გავამართლებ, ველოდები თქვენგან შეფასებას.


-უკაცრავად, ეს რა ადგილია.
-ვერ იცნობ ამ ადგილს მეგობარო, აქ უცხო ხარ და შენი ადგილი ჯერ არ არის მზად.
-მაინც რა ადგილია არ მეტყვი?
-ეს ის ადგილია სადაც მხოლოდ სიკეთე სუფევს, ეს ადგილი სამოთხეა მეგობარო.
-იქ რომ გოგონა დაგას ყველასგან შორს, იცნობ?
-ნენე? ნენეს ყველა იცნობს, რადგან ის ჩვენი ყველას და არის, მაგრამ აქ რატომ არის მისი ადგილიც ჯერ არ გვაქვს.
-ყველას გიცნობთ აქ ვინც ხართ?
-ყველას გვიცნობს, რადგან ჩვენ მისი საახლობლოდან ვართ.
-კარგი სახელია ნენე და მინდა რომ ის ჩემი ნენეც იყოს, მხოლოდ ჩემი. ბარმენს მოშორდა და ნენესთან წავიდა, რაც უფრო ჩქარობდა მასთან მიახლოებას მით უფრო გრძელი იყო გზა, რამდენიმე ადგილას თითქოს ეკლებიც დახვდა, მაგრამ როგორც იქნა შეძლო მასთან მისვლა და გაღიმებულმა დაუძახა.
-ნენე.
-ჩემი სახელი საიდან იცი. გაოცებულმა შეხედა უცნობს ნენემ.
-არ ყოფილა რთული სახელის გაგება, ნენე ძალიან კარგი სახელია.
-მადლობა......
-შალვა, შაკო ცაგარეიშვილი.
-უბრალოდ ნენე.
-გვარს არ მეტყვი?
-როცა მიპოვი, გვარს მაშინ გეტყვი. შაკო ძალიან ახლოს დადგა ნენესთან, თითქოს მისი გულის ხმა ესმოდა, ხელი ასწია და სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია ნენემ კი თვალები დახუჭა და კოცნას დაელოდა. შაკოს ჩაეცინა, რადგან მიხვდა გოგოს სურვილი რაც იყო და თავადაც წაიწია საკოცნელად, შეეხო კიდეც ნენეს ბაგეებს, მაგრამ ტელეფონის ხმა არ წყდება.
-ტელეფონია, არ უპასუხებ?
-არ აიღო, არ უპასუხო და ეს წუთები არ გააფუჭო. ჩაილაპარაკა და იგრძნო ვიღაცამ ძლიერად შეანჯღრია.
-ტელეფონის ხმა არ გესმის? თვალი გაახილა ნაცნობ ოთახში და მის გვერდით ქერათმიან გოგონას არეულად შეხედა, ტელეფონს დახედა და ისევ ახმაურებული ტელეფონი გაბრაზებულმა გათიშა.
-რა მოგივიდა, ტელეფონს არ უპასუხებ? ხმა არ გაუცია, სააბაზანოში შევიდა ცივი წყალი მოუშვა და დუშის ქვეშ იდგა გაოგნებული, ის ჯერ კიდევ საოცარ სიზმარზე ფიქრობდა და ჩაეცინა.
-ნენე, ვინ ხარ ნენე. ჩურჩულებდა და თან ეღიმებოდა ვერ გრძნობდა რომ წყალი ყინულივით ცივი იყო.
-ცუდად ვარ, არ ვარ კარგად, ვინ არის ნენე და რატომ ვნახე სიზმარში ასე რეალურად.
-შალვა კარგად ხარ?
-კარგად ვარ, გამოვდივარ.
-რა გჭირს, რატომ ხარ ცუდ ხასიათზე.
-რამდენჯერ გითხარი შალვა არა შაკო, შაკო, შაკოდ მიცნობს ყველა წლებია ვერ დაიმახსოვრე თუ ჩემს ნერვებს ცდი ანა.
-სასწაული, დილით ასეთ ცუდ ხასიათზე რატომ უნდა ადგეს ადამიანი. რა გჭირს, უცნაურად გამოიყურები.
-კარგად ვარ, გადავიღალე და დღეს კიდევ რთული დღე მაქვს.
-ტელეფონს უპასუხე კიდევ რამდენჯერმე დარეკა.
-არ უპასუხებ, რადგან არ იციან დრო როდის უნდა დამირეკოს იდიტების ბრბომ.
-იქნებ გეპასუხა, შესაძლებელია რამე საჩქაროა. შაკომ ანას მიუბრუნდა და გაოცებულმა უთხრა.
-შენ რა ეჭვიანობ?
-უნდა ვიეჭვიანო?
-ნუ მაცინებ ანა......
-პირველად გხედავ ასე დაბნეულს ტელეფონის ხმაზე.
-ნუ სულელობ. ჩაიცვა, კომპიუტერი ქაღალდებთან ერთად ჩააწყო ჩანთაში და ანას კოცნა დაუტოვა, კართან მისული კი მიუბრუნდა და უთხრა.
-ნუ დაიმძიმებ თავს ზედმეტი ფიქრებით, რადგან სანერვიულო არ გაქვს.
-იმედია სიმართლეს ამბობ, სხვაგვარად სიმშვიდეს ვერ იპოვი საყვარელო.
-ეს მუქარაა და უნდა მეშინოდს?
-არა, ეს გაფრთხილებაა. შაკო მხოლოდ უცნაურ სიზმარზე ფიქრობდა და დრო და დრო ჩაიცინებდა. მხიარული სახით შეაბიჯა კომპანიაში და ყველას მოეფერა, მოესიყვარულა, მაგრამ მის წინ გაბრაზებული სახით იდგა ლაშა.
-რამ გააბრაზა ჩვენი ლაშიტო ბიჭებო? კითხა ერთ-ერთ დაცვის თანამშრომელს და თვალი ჩაუკრა.
-სად ხარ, რა გჭირს ტელეფონს რომ არ პასუხობ.
-საათს შეხედე რომელ საათზე დამირეკე? შენ რა გჭირს, რა არ გასვენებს და რა არ გაძინებს.
-საავადმყოფოში ვიყავი..................... შაკო გაშეშდა და ლაშას გამომცდელი თვალებით შეხედა.
-ლაშიტო......................
-კარგი, კარგი ვერაფერს ვერ მოგატყუებს ადამიანი, არ მეძინა და დაგირეკე.
-შენ არ გეძინა და იფიქრე, რომ სხვამაც რატომ უნდა დაიძინოს. სწორედ ამიტომ არ გიპასუხე.
-მართლა რომ სერიოზული რამე ყოფილიყო.
-სახლში მოხვიდოდი, რადგან არ მოდი ესე იგი არაფერიც არ მომხდარა, თუმცა.......
-თუმცა, მოხდა....რა მოხდა, რაღაც სხვანაირად ჭიკჭიკებ შალიკო. შაკომ ხელი მოუქნია ლაშას მაგრამ გაახსენდა ჩამთაში კომპიუტერი ჰქონდა და გაბრაზებულმა უთხრა.
-ილოცე რომ კომპიუტერი თან მაქვს და ჩანთა ვერ გესროლე, თვალით არ დამენახო დღეს. შაკოს გაბრაზებამ გადაურა მისი ერთგული მდივანი რომ დაინახა და უთხრა.
-დარო მოგესალმები, ყავა და დღეს ტკბილი ყავა მინდა.
-ტკბილი ყავა? გაუკვირდა ლაშას და შაკოს ფეხდა ფეხ მიყვა. შაკომ მიუბრუნდა და წარბაწეულმა უთხრა.
-რა გითხარი შენ, დღეს....................
-რა მოხდა, დაჯექი და მოყევი.
-ბედი შენი რომ კარგ ხასიათზე ვარ, სხვაგვარად დღეს ამ კაბინეტში ცხვირს ვერ შემოყოფ.
-მოყევი, რა არის მიზეზი შენი მხიარულების რაც იშვიათად ხდება.
-უცნაური სიზმარი ვნახე.
-ვინმე გამოგეცხადა?
-გოგონა, არაფლით გამორჩეული და ძალიან უბრალო. თმები აჩეჩილი ჰქონდა თითქოს ახალი გამოღვიძებული იყო.
-ბავშვი არის?
-არა, ზრდასრულია და კარგი მოსაუბრე, მხიარულიც. ლაშა რაღაც შეიცვალა ჩემში, გოგონას რომ შევხედე მკერდმა შიგნიდან გრგვინვა დაიწყო. თვალში მოსახვედრი იყო მისი ნატიფი თითები, პატარა ცხვირი და უცნაური თვალის ჭრილი, არაფერს ვამბობ თავად თვალებზე.
-მითხარი გულწრფელად, შენს გემოვნებაში ჯდება ის გოგო?
-მეც მასე ვიფიქრე, რომ ეს ქალი ჩემს გემოვნებაშია, მაგრამ ვინ არის და რატომ მოვიდა ჩემთან ან რა უნდა, რისთვის ლაშა.
-უცნაურია შენი სიზმარი, მერე რა მოხდა. შაკომ თვალები დახუჭა და შემდეგ ღიმილით შეხედა ლაშას.
-მერე რა მოხდა? ვაკოცე........
-აკოცეეეეე....
-ეს ისე რეალურად მოხდა, თითქოს ჩემს საწოლში იყო და ჩემს მკლავებში. ლაშა მგონი ვგიჟდები................
-არა მეგობარო, ბედისწერამ შენი გულის კარზე ახლა დააკაკუნა.
-ეს ხომ სიზმარია და მეტი არაფერი.
-დაელაპარაკე, გაიგე ვინ არის?
-დამაცადე? დრო არ იცი როდის უნდა დარეკო, ტელეფონის ხმამ გამომაღვიძა.
-გაუჩინარდა, გაქრა და წავიდა.....
-ლაშა მან სახელი მითხრა, ნენე ჰქვია. ისეთი ახლოს ვიყავი მასთან და ისეთი რეალური იყო მასთან ერთად ყოფნა დარწმუნებული ვიყავი არაფერი არ შეიცვლებოდა, მაგრამ თვალი გავახილე და ყველაფერი გაქრა.
-საინტერესოა რა იგრძენი როცა გააცნობიერე ეს ყველაფერი სიზმარი იყო და გოგონა გაქრა, გაუჩინარდა.
-დავიბენი და ცივი წყლის აბაზანა მივიღე გამოსაფხიზლებლად. გაშეშებული ვიდექი ცივი წყლის ქვეშ და რამდენჯერ წარმოვიდგინე გოგონასთან კოცნის ეპიზოდი გამაცხელა, ტანში სიმხურვალე ვიგრძენი. ანა საერთოდ დამავიწყდა, ცხადში ვიყავი და უცნობი გოგონასკენ მივიწევდი. თვალები დავხუჭე და მინდოდა სიზმარში დავბრუნებულიყავი, მაგრამ ვერ შევძელი. ტვინი არეული მაქვს და აზრებს ვერ ვალაგებ. დაუბრუნდები თუ არა სიზმარს ვაცნობიერებ რომ ცოცხალი ვარ, სულ სხვანაირ სიცოცხლეს ვგრძნობ. თავდაყირა დააყენა ამ სიზმარმა ყველაფერი, ვინ არის ეს გოგო.
-გვარი არ იცი?
-არ მითხრა, მიპოვე და გაიგებო.
-უცნაურია, შაკო შენი ცხოვრება იცვლება, იქნებ შენსა და ანას შორის აღარ დარჩა გრძნობა და ეს გოგო შეცვლის მას.
-ლაშა მე და ანა დავქორწინდებით და უკეთესია დედაჩემთან ერთად თუ შეეგუები ამ აზრს.
-გულახდილობა ყოველთვის კარგ საქმეს აკეთებს ბოლოს, ამიტომ ყოველთვის იმას ვამბობ რასაც ვფიქრობ. ეს გოგო არაა შენი ღირსი, რატომ არ გინდა დაიჯერო. შაკომ ლაშას შეუბღვირა და ბოლოს უთხრა.
-წადი საქმეს მიხედე აქ რომ ჩამისკუპტი.
-რატომ მაგდებ, არ ვარ სექსუალური? შაკოს გაეცინა და ლაშას ფანქარი ესროლა და ფანქარი დაროს მოხვდა.
-რას აკეთებთ, კამათობთ?
-როგორც ყოველთვის თავისი იდიოტული აზრები მომახვია. ჩანთა აიღო და კაბინეტი დატოვა, ლაშამ თვალი გააყოლა და უთხრა.
-სად მიდიხარ, სად გეძებოთ.
-საქმეები მაქვს, თქვენსავით უსაქმური არ ვარ.

ნოემბერი განახევრდა და ამინდებიც შეიცვალა, წვიმებმა თავი მოებეზრა ამიტომ ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებულმა თავის დაკვრით მიესალმა დაცვის თანამშრომლებს და მძიმე ნაბიჯებით შეაღო კომპანიის კარი.
-დამშვიდდი შაკო ყველაფერი კარგად იქნება, მართალია ოცნებები ძნელად ვითარდება ხშირ შემთხვევებში, მაგრამ არც ისაა კარგი უცებ აგისრულდეს ნანატრი ოცნება და ცუდად დასრულდეს. წამს წუთი მოსდევს, დღეს ღამე, სიკეთეს ბოროტება და ასე უსასრულოდ უნდა ებრძოლო ცხოვრებას სანამ მიზანს ბოლომდე არ მიაღწევ. თავის კაბინეტთან მისულმა იქვე მდგარ ლაშას შეხედა და გაბრაზებულმა უთხრა.
-ლაშა კარგია აქ რომ ხარ, ბექას დაუძახე და ორივე შემოდით ჩემთან. დეიდა დარეჯან არავისთან არ შემაერთო, დღეს აქ არ ვარ, არ იცი სად ვარ და არც ის იცი როდის დავბრუნდები.
-კარგი, შაკო შვილო ყველაფერი კარგად არის?
-დაახლოებით, ჯერ არც მე არ ვიცი. ლაშამ შაკოს შეხედა და უთხრა.
-კარგ ხასიათზე წასული ასე როგორ დაბრუნდი სად იყავი.
-ბექას დაუძახე. იღრიალა შაკომ და ლაშა ადგილზე გაქვავდა.
-ბექა აქ არ არის, წავიდა.
-სად წავიდა, უთხარი რომ გზაში ვარ და მალე მოვალთქო. სადმე გაუშვი?
-არა, მითხრა რომ მნიშვნმელოვანი საქმეზე გავდივარო.
-არ ვიცი რა მნიშვნელოვანი საქმე აქვს, მაგრამ აქ უნდა იყოს და დაურეკე, მოვიდეს.
-დაურეკავ, მაგრამ რა გჭირს ის ხომ სულ ასე დადის.
-მიტომ მიიწევს საქმე წინ, ვხედავ ვერ ხვდები ჩემი სიბრაზის მიზეზს და ვერც იმას მიხვდი საიდან მოვდივარ ასეთი გაბრაზებული. დღეს მშენებლობაზე მივედი გაუფრთხილებლად და როცა უნდათ მუშაობენ, როცა უნდათ ისვენებენ დღეები კი ყველას ეწერება და ხელფასს ყველა ღებულობს. დაურეკე ახლავეს აქ იყოს, სად დადის სადაც უნდა მივიდეს და შეამოწმოს იქ არ ყოფილა და ყველა მის ჭკუაზე რასაც უნდა იმას აკეთებს. წელიწადია ერთი ბინა ვერ მიიყვანეთ ბოლომდე და არც დაგაინტერესდათ არცერთს რატომ შეფერხდა სამუშაოები. მასალამ შეგაჩერათ? არა, ყველაფერი გვაქვთ, მაგრამ მშენებლობა წინ არ მიიწევს. რა ხდება ბატონო ლაშა მეტყვი? ნუ შეწუხდები მე გეტყვი, მშენებლებს უფროსი არ ჰყავს და არავინ აკონტროლებს მათ, ისინი თავის ნებაზე არიან. მეც ასე გავაკეთებდი მათ ადგილზე რომ ვიყო, შენც ასე გააკეთებდი და ყველა ასე გააკეთებდა ხელფასს არავინ არ დაგვიკავებდა და უფროსებმა ინერვიოლოს მე რატომ უნდა ვიჩქაროო ასე ვიტყოდით.
-მართალი ხარ, ამ ბოლო დროს მოძალებული საქმეების გამო მშენებლობა უყურადღებოდ არის და ვაღიარებ რომ დამნაშავეები ვართ.
-რა მოხდა, შაკო შენი ხმა ჩემს კაბინეტში ისმის.
-შენს ქმარს უთხარი, რომ მოვკლავ.
-ბექას მოკლავ და არ მეტყვი ქმარს რატომ მიკლავ?
-სოფო ნუ იცინი, ძალიან გაბრაზებული ვარ და ცოტა რომ გულზე გადამიაროს სიბრაზემ ერთი კარგი შემოთავაზება მაქვს მიწის ნაკვეთზე, მივდივარ რომ ადგილი ვნახო და დეტალებში გავიგო ყველაფერი.............
-მარტო მიდიხარ?
-არ მჭირდება დამქაშები და დამცველები, დავბრუნდები თუ არა მუშების საქმე მოგვარებული დამხვდეს.
-ბექა მოვა და დაველაპარაკები.
-მართლა სერიოზულად ხარ გაბრაზებული, მე ვიფიქრე ხუმრობსმეთქი....
-სოფო არ ვხუმრობ, ხელფასი ყველას შეგიჩერდებათ თუ უახლოეს დროში მშენებლობა სრულყოფილ მდგომარეობაში არ ჩამბარდება...
-კარგი რა ბანკის ვალი გვაქვს შენც ხომ იცი და როგორ გადავიხადო.................
-როგორც გინდა ისე გადაიხადე,შენს ქმარუკას ეს აქამდე უნდა ეფიქრა. შაკო გაბრაზებული გავიდა კაბინეტიდან, სოფომ ლაშას შეხედა და ღიმილით უთხრა.
-არა, შეუძლებელია შაკომ სერიოზულად თქვა ეს ყველაფერი, ასე არასდროს მოქცეულა.
-სოფო დაიჯერე ამჯერად შაკო სერიოზული იყო. შაკომ ტელეფონი შეამოწმა და გამოტოვებულ ზარის ნახვაზე ჩაიღიმა, შემდეგ გადარეკა და სერიოზული ხმით უთხრა.
-მირეკავდით?
-დიახ, დიახ, გირეკავდით მიწის შესახებ თქვენი პასუხი არ მიმიღია და მე სხვა მყიდველიც მყავს, მაგრამ თქვენ როგორც პირველი......................
-მოვდივარ, მაგრამ მე პასუხი მეორე დღეს გითხარით, უფრო სწორად ვინც მიპასუხა თქვენს ტელეფონზე და ვთხოვე თქვენთვის ეთქვათ რომ ორ დღეში თავად ვნახავდი ადგილს რომელმაც დამაინტერესა.
-ჩემთვის არავის უთქვია რომ დარეკეთ.
-ცოტა მკაცრი უნდა იყოთ თქვენს ხელქვეითებთან, რომ სასურველი ინფორმაცია დროულად მოგაწოდოს.
-მართალი ბრძანდებით, შეხვედრამდე.
-შეხვედრამდე. შაკო დიდი სისწრაფით მიდიოდა, შეამჩნია ფანჯრის მინაზე წვიმის წვრილი წვეთები და ნელი წვიმაში სევდიანი მუსიკის თანხლებით მიაპობდა დიდ ფართო გზას, მაგრამ ნელი წვიმა გაძლიერდა,ქარი ამოვარდა და წინ წასვლა შეუძლებელი გახდა, რადგან გზაზე მოძრაობა შეფერხდა და რამოდენიმე საათი ლოდინით ელოდა წვიმის შეჩერებას და გზის განთავისუფლებას.
-მიყვარს წვიმა, წვიმიან დღეს სიმშვიდე ისადგურებს და წვიმასთან ერთად ნიავი ნაზად აფრიალებს ჰაერში გაყვითლებულ ფოთლებს. კარგია წვიმაში წყნარი მუსიკა და ფიქრი, უსასრულოდ ფიქრობ და ფიქრების ზღვაში ხარ გასული გინდა რეალობას მოსწყდე და სამყაროდან ძალიან შორს წახვიდე. ზოგჯერ ფიქრიც ძნელია, თუმცა რომ გაექცე რეალურ ცხოვრებას უნდა დახუჭო თვალები და ფიქრებით იმოგზაურო, მაგრამ ახლა ნამდვილად არ მიხარია შენი მოსვლა წვიმაო. ნელი სვლით თითქმის სოფელში შევიდა, მაგრამ გარეთ უკვე ბნელოდა და სოფელში სასტუმრო არ იყო, არც ის იცოდა საით წასულიყო. შაკომ იფიქრა ვნახავ ადგილს და უკან დავბრუნდებიო, მაგრამ მისი ფიქრები რეალობას არ დაემთხვა. იდგა და ფიქრობდა, რომ მისი მანქანის წინ პოლიციის მანქანა გაჩერდა და შაკოსთან მივიდა.
-ვხედავ უცხო ხართ ჩვენი სოფლისთვის, გამარჯობათ.
-გამარჯობათ, დიახ პირველად ვარ ამ მხარეს.
-სოფელში სასტუმრო არ გვაქვს, მანქანაში გაჩერება საშიშია მეგობარო.
-მაგრამ უკან გაბრუნებაც საშიშია ასეთ ამინდში.
-გინდა მითხრა მანქანაში იქნები დილამდე?
-აბა რა ვქნა, უცხო ვარ ყველასთვის და ვის ვთხოვო შემიფარეთქო არავის ვიცნობ.
-გამომყევი უკან და მიგიყვან ერთ ოჯახში, რომ ეს ღამე ადამიანურად გაათენო.
-მადლობა და სიკეთეს არ დაგივიწყებ, რა გქვია?
-გიორგი, უბრალოდ გიორგი ვარ. უკან მიყვებოდა პოლიციის მანქანას და ერთ პატარა და კოხტა სახლთან გაჩერდა, წელში მოხრილი, აბუზული და შეციებული გაყვა გიორგის. ცაზე იელვა, რადენიმე წამის მერე დაიქუხა და ისევ დაიწყო კოკისპირული წვიმა. წვიმის წვეთების მონოტონური ხმა აღწევს სახლში და სევდიან მელოდიად ეფინება ყველაფერს. ცა ტირის, ვინ იცის იქნებ ამ ცრემლებით დაკარგულ სიყვარულს გლოვობს ყველას მაგივრად.
-წვიმა ხომ ჩემი ოცნებათა თავშესაფარია, მაგრამ გადაიღე გთხოვ. ისევ დაიქუხა და შიშისგან შეჰკივლა, კარზეც ფრთხილი კაკუნი გაიგონა და შეშინებული მივიდა კართან, მაგრამ გიორგიმ იცოდა როგორ ეშინოდა წვიმის ნენეს და ისევ დააკაკუნა თან ახლოს მივიდა კართან და უთხრა.
-გიორგი ვარ კარს არ გამიღებ?
-მართლა შენ ხარ გიორგი? ხმაზე ეტყობოდა შიში და ორივეს ჩაეცინა, კარი გაიღო და თვალებით კითხა რატომ მოვიდა მასთან ასეთ ამინდში გიორგი, მაგრამ გიორგის სიჩუმემ არ დააკმაყოფილა და უთხრა.
-რა მოხდა, ასეთ ამინდში აქ რას აკეთებ.
-შემომიშვი და გეტყვი თუ აქ ვიდგეთ კართან და უცხოებივით ვილაპარაკოთ? ნენემ კარი გააღო და გიორგის უკან მდგარი უცხო მამაკაცის დანახვაზე შეშფოთდა.
-სტუმარი უნდა შეიფარო ერთი ღამით.........................
-მე უცხოებს სახლში არ უშვებ გიორგი.
-ვიცი, მაგრამ ამ სტუმარს ჩემი ხათრით მიიღებ.
-გთხოვ მხოლოდ ერთი ღამით. შაკოს ხმა სასიამოვნოდ მოხვდა გულზე და გიორგიზე გაბრაზებულმა შაკოსაც ბრაზიანად შეხედა და უთხრა.
-მხოლოდ ერთი ღამით.
-ჯერ-ჯერობით ერთი ღამით......
-სახლშიც ხომ არ ჩაგისახლოთ.
-არა, ჩასახლება არც მიფიქრია, მაგრამ ხვალ ამინდი გვეტყვის გაგრძელდება თუ შეწყდება ჩემი აქ ყოფნის ვიზიტი.
-კარგი, შემობრძანდით სინდისი არ მომასვენებს ასეთ ამინდში რომ უარით გაგიშვათ. ნენემ შეხედა ჯერ გიორგის და შემდეგ შაკოს, შაკო კი ღია კართან იდგა და აყოვნებდა სახლში შესვლას.
-სახლი გაცივდა არ შემოხვალთ?
-შემოვალ, მაგრამ ასეთი თვალებით ნუ მიყურებთ, მე თავად არ ვარ კმაყოფილი დღევანდელი დღით.
-ნენე მე წავალ მორიგე ვარ, სტუმარს ვტოვებ და იმედია დილამდე აქ იქნება და არ გაიქცევა ასეთ წვიმაში.
-ნენე? გაოცება, გაკვირვება ერთად აისახა შაკოს სახეზე და ენა დაება, მხოლოდ ნენეს უყურებდა და ათვალიერებდა.
-მიხედე შენს საქმეს, თქვენ კი შემობრძანდით და ოთახს გაჩვენებთ სად უნდა მოისვენოთ. გიორგი წავიდა, ნენემ ერთ-ერთი ოთახის კარი გააღო და წინ შეუძღვა სტუმარს, საწოლიდან პლედი აიღო და შაკომ შეაჩერა.
-რატომ იღებ პლედს?
-ამ საწოლში არავინ წვება, ამიტომ თეთრეული უნდა გამოვაკრა.
-მე თვითონ, გთხოვ თქვენ ნუ შეწუხდები.
-როგორც გსურთ. იქვე დააწყო თეთრეული და ოთახიდან გავიდა, შაკომ თვალი გააყოლა და ჩუმად ჩაიჩურჩულა.
-ეს რეალობაა თუ ახლაც სიზმარში ვარ. რამდენიმე წუთში თავადაც გავიდა ოთახიდან, მაგრამ ფეხი შეიჩერა რადგან უცნაური საუბრის მოწმე გახდა და მიხვდა რომ ნენე გაბრაზებული იყო, მაგრამ ვისზე ბრაზობდა და რატომ ეს ვერ გაიგო.
-რამდენჯერ გითხრა ჩაალაგე ნივთები და მოშორდი მაგ არამზადა ადამიანს, რატომ ჩერდები ვერ გამიგია თუ მოგწონს როგორც გექცევა. შაკომ ჩაახველა და ნენემ გაბრაზებულმა შეხედა შაკომ კი უცნაურად შეხედა ნენეს სიბრაზით ანთებულ თვალებს და თითქოს ესიამოვნა კიდეც ნენეს გაბრაზებული თვალების შეხედვა.
-ეს ის თვალებია, ეს ის გოგონაა.
-მოგვიანებით შეგეხმიანები. ტელეფონი გათიშა და შაკოს მიუბრუნდა.
-მოეწყვეთ, იმედია გაფართოებას არ მოინდომებთ.
-ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო არ არის, მაგრამ რამდენიმე დღით შეიძლება გაჩერება.
-თუ არ მოგწონთ შეგიძლიათ მიბრძანდეთ და უკეთესი იპოვოთ.
-არა, ვერ გამიგეთ....
-ვერ გაგიგეთ?
-დიახ, არ მითქვამს რომ არ მომწონს, მაგრამ შუადღის შემდეგ გზაში ვარ და თუ ცხელ აბაზანას მივიღებ დღეს მეორედ დავიბადები.
-შეიძლება, მაგრამ ონკანი ჟონავს და ყურადღება მიაქციეთ.
-ყურადღებით ვიქნები და კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ გულახდილად.
-გისმენთ.
-ქართული ტრადიციებიდან ვიცი, რომ სახლში შემოსულ სტუმარს მშიერი არ აწვენს მასპინძელი, იქნებ გამოიჩინოთ კიდევ ერთი სიკეთე და ვახშამი ერთად მივირთვათ.
-ვახშმისთვის და სადილისთვის პროდუქტი იყიდეთ და თავად მოამზადეთ.
-მაშინ მითხარი რა შეიძლება შეუკვეთო, რომ ჩემი არეული მუცელი დავამშვიდო.
-ასეთ ამინდში გინდა მისცე შეკვეთა და დარწმუნებული ხარ შეკვეთა აქამდე მოვა?
-გინდა ამ ღამით შენს სახლში სრულიად უცხო მამაკაცი მშიერი მოკვდეს?
-გიორგი ნაცვლიშვილო ჩემი ხელით მოგკლავ. შაკოს გაეცინა, მაგრამ ნენეს სევდიანი თვალებით შეხედა და უთხრა.
-რა თქვით, ვერ გავიგონე.
-გადაივლეთ წყალი და მე რამეს მოვამზადებ, რომ ჩემს სახლში არ მოკვდე და აქედან ცოცხალი გახვიდეთ. შაკო ღიმილით შევიდა სააბაზანოში და იქედან წელს ზემოთ შიშველი გამოვიდა, მაგიდა უკვე გაშლილი იყო და გამომცდელი თვალით შეხედა ნენეს.
-ეს ყველაფერი ახლა მოამზადე თუ ........
-ზოგი შევაცხელე, ზოგიც მოვამზადე. შაკომ შემწვარი კარტოფილი აიღო და ნენეს უთხრა.
-მარტო რატომ ცხოვრობ, ლამაზი ქალი ხარ მეგობარი არ გყავს თუ მამაკაცებს ვერ ეწყობი.
-თუ გშია მიირთვი დანაყრდი და გაჩუმდი, მეორედ კი ასე შიშველი ნუ დადგები ჩემს წინ.
-ბოდიში, მართლა ბოდიში და მეორედ აუცილებლად სმოკინგით გესტუმრები.
-ჰა, ჰა, ჰა, გავიცინოთ?
-ჰო, ჰო, ჰო, მე ბანს მოგცემ.
-მასხარა. ჩაილაპარაკა ნენემ და გვერდულად ჩაიღიმა.
-გავიგონე. უთხრა შაკომ და ბლუზა ჩაიცვა, შემდეგ მაგიდას მიუახლოვდა და კუჭმაც შეახსენა თავი, მაგრამ ნენეს გაკვირვებულმა უთხრა.
-ეს ყველაფერი მართლა ჩემთვის გააკეთე, შენ არ გშია?
-არა, არ მშია.
-ასეთი ბრაზიანი რატომ ხარ, მოდი მაგიდასთან.
-ჩემს სახლში მეპატიჟები, გითხარი არ მინდა, მადა არ მაქვს.
-მოდი, მოდი და მადა ჭამაში მოდისო არ გაგიგონია? ნენემ ისევ გაბრაზებულმა შეხედა შაკოს და უთხრა.
-ასეთი საჩქარო რა იყო სახლში რომ შემომეჭერი.
-უკაცრავად, მაგრამ მე თხოვნით მოვედი და შენც დამითმე ოთახი.
-ოთახი დაგითმე და არა მთელი სახლი.
-როგორმე უნდა ამიტანო სანამ ამინდი არ ჩაწყნარდება, შეეცადე ახლოს გამიცნო და მიხვდები რომ არც ისეთი აუტანელი ადამიანი ვარ და რაც შეეხება შენს სოფელში ჩემს სტუმრობას მიწის ნაკვეთი უნდა ვიყიდო და ამ მხარეში სასტუმროს აშენებას ვგეგმავ.
-სასტუმრო ჩვენს სოფელში?
-რა გაგიკვირდა, სადმე ახლოს სასტუმრო რომ ყოფილიყო ახლა აქ არ ვიჯდებოდი შენს წინ და შენს მომზადებულ კერძებს ვერ დავაგემოვნებდი, მაგრამ ჯერ თავად უნდა მიირთვა რომ დავრწმუნდე საწამლავი არ გაგირევია რომელიმე მათგანში. ნენემ გულიანად გაიცინა და შაკოც იცინოდა.
-გინდა მითხრა, საქმიანი ადამიანი ხარ?
-მე ვინ ვარ ამას გაიგებ უახლოეს მომავალში, შენ მითხარი რამე პრობლემა გაქვს, შემიძლია დაგეხმარო?
-არა, არანაირი პრობლემაა ეს საიდან მოიტანე.
-ტელეფონზე საუბრობდი და გავიგონე.
-შენ არ გეხება, მოვაგვარებთ.
-ნენე მართალი ხარ მე არ მეხება, მაგრამ თუ შენი მეგობარი ბედნიერი არ არის უმჯობესია შორს იყოს იმ ადამიანისგან.
-მეც მაგას ვეუბნები, მაგრამ ის მალე დედა გახდება.
-მით უფრო, ის ვერ გააბედნიერა იმ მამაკაცმა ვინც გვერდით ყავს და ბავშვი ცოდოა ნენე ასეთი მამის გვერდით.
-ბავშვი არა, შაკო ის ტყუპებს ელოდება.
-ქალი ხარ და ჩემზე უკეთ იცი რას ნიშნავს იყო დედა და ეს ყველა ქალისათვის აუწონავი ბედნიერებაა, მაგრამ თუ გაუსაძლისი ცხოვრება აქვს ბავშვებიც ცოდო არიან გაიზარდოს სტრესში და დაძაბულობაში.
-ახლა მჯერა უკვე რომ ამბობენ სიყვარული ბრმა არისო და ეს მართალია,ჩემი მეგობარი სწორედ რომ სიყვარულმა დააბრმავა. შაკო ფეხზე ადგა და თავის ოთახში გავიდა, რამდენიმე წუთში კი დაბრუნდა და ნენეს თავისი სავიზიტო ბარათი დაუდო მაგიდაზე და უთხრა.
-თუ ოდესმე დაგჭირდეს დახმარება და დამირეკავ იცოდე, რომ ძალიან გამახარებ, ნებისმიერ დროს თუნდაც გვიან ღამე იყოს მე შენთან გავჩნდები ნენე.
-შაკო მადლობა, იმედი მაქვს ჩემი მეგობარი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
რამდენიმე დღე მოუწია შაკოს გაჩერება ნენეს სახლში უამინდობის გამო, ახლოს გაიცნეს ერთმანეთი და ნენე მიხვდა შაკო არ იყო ცუდი ადამიანი, მის მიმართ სიმპატიაც კი გაუჩნდა და ჩუმად ათვალიერებდა მის მოულოდნელ, მაგრამ სასიამოვნო სტუმარს.
-ნენე შენი გვარი არ გითქვამს.
-არ გიკითხავს, ნენე ახლოს მივიდა შაკოსთან და ღიმილით გაუწოდა ხელი.
-ნენე ძიძიგური.
-დიდად სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, შაკო ცაგარეიშვილი. ბევრ რამეზე ისაუბრეს, ბევრი თემა განიხილეს, მაგრამ ერთ დილას შაკო საუზმეზე არ გამოვიდა და ნენემ მორიდებით შეაღო მისი ოთახის კარი და გაოცებული უყურებდა შაკოს რომელიც თხელი პლედის ქვემოთ კანკალებდა.
-სიცხე გაქვს, რატომ არ დამიძახე. შაკოს ლაპარაკის თავი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც შეძლო და ნენე გაამხნევა.
-კარგად ვარ, არ შეგეშინდეს. ნენემ ღამეები გაათენა შაკოს საწოლთან, უცვლიდა შუბლზე საფენებს და მალ-მალე უზომავდა ტემპერატურას.
-სიცხე დავარდა როგორც იქნა, სამი დღე ბრძოლობდი შაკო.
-მარტო მე არა, ერთად ვბრძოლობდით. რომ მცოდნოდა ასეთი ამინდები დაემთხვეოდა ჩემს აქ მოსვლას, ლონდონში წავიდოდი სემინარებზე ჩემს საცოლესთან ერთად. გული დაწყდა, პირველად მოეწონა მამაკაცი და ისიც სხვისი აღმოჩნდა, ხასიათი შეეცვალა და მეგობარს დაურეკა.
-სად ხარ და როგორ ხარ, ის სახლშია?
-კარგი ხვალამდე მეგობარო და გთხოვ თავს გაუფრთხილდე. შაკოს ნომერზე ნაცნობი ნომერი დაფიქსირდა და სერიოზული, თავისი ჩვეული ხმით უპასუხა.
-გისმენთ, მე უკვე თქვენს სოფელში ვარ, მაგრამ უამინდობის გამო აზრი არ ჰქონდა თქვენთან მოსვლას. ხვალ შევხვდებით ერთმანეთს და ვისაუბრებთ დეტალებზე. ტელეფონი გათიშა და ნენეს მიუბრუნდა.
-ვფიქრობ იცნობ ნოდარი ძიძიგურს რადგან ერთი გვარი გაქვთ. ნენემ შაკოს არც კი შეხედა, ფანჯარასთან იდგა და მოწყენილი ხმით უთხრა.
-ვიცნობ, ჩემი ბიძა არის მამას ძმა.
-შესანიშნავია, მაშინ ხვალ მეგზურობას გამიწევ და იმედი მაქვს უარს არ მეტყვი.
-არა, არ მეზარება, მაგრამ არ მიფიქრია თუ ჩემს საკუთრებას ჩემს დაუკითხავად გაყიდდა და მე ამას სხვისგან, სრულიად უცხო პიროვნებისგან გავიგებდი.
-ნენე ეს მიწა რომელიც მე უნდა ვიყიდო შენი საკუთრება არის? გამოდის შენი ხელმოწერის გარეშე ვერ გაყიდის, მე არ მეწყინება თუ უარს იტყვი ამ მიწის გაყიდვაზე.
-არა, მიწა უნდა გაიყიდოს ჩემი უარის შემთხვევაში სად წავიდე, შაკო მე სხვა წასასვლელი არსად არ მაქვს.
-საკუთარი ბიძა მტრად მოგეკიდა მიწის გამო?
-შენ მას არ იცნობ, ეს მიწა მშობლებისგან დამრჩა და სანამ პატარა ვიყავი თავად განაგებდა ყველაფერს, მაგრამ როცა სრულწლოვანი გავხდი ყველაფერი ჩემს სახელზე გადმოვიტანე და იჯარით გავეცი გლეხებს რომ მოსავალი მოიყვანონ და მეც მქონდა ბევრი არა, მაგრამ თავი გამქონდა. ერთი წელია რაც აიჩემა უნდა გავყიდოო და ყველა მოიჯარე დაითხოვა, ყველას ეშინია მისი და მეც მხოლოდ ჩემს ხელფასზე ვარ. წასვლით ვერ მივდივარ, ჩემი სახლი არ მინდა დავტოვო. კარგი ადამიანია, მაგრამ როცა საქმე ფულს ეხება სულ სხვანაირი ხდება და ვცდილობ მასთან მარტო არ ვიყო, აქ ვარ ჩემთვის მშვიდად და წყნარად.
-ამ სახლში გაიზარდე და ამ სახლის სურნელს ვერ ტოვებ, სულ სხვაა მშობლიური სახლის კედლები.
-აქ გავიზარდე, მამა მშენებელი იყო და თავად ააშენა ეს სახლი, შენ მართალი ხარ ჩემი მშობლების სუნი ასდის ამ სახლის კედლებს.
-ბოლო კითხვაც.
-გისმენ.
-რას აპირებ, შეებრძოლები ბიძაშენს თუ დანებდები, მიწა გაიყიდება და თანხას მას მისცემ.
-არ ვიცი რა გავაკეთო, რომ შევებრძოლო მე მარტო ვარ მიუხედავად იმისა მიწა ჩემს საკუთრებაშია მას პოლიციიდან დაწყებული ძალიან ბევრი ნაცნობი ჰყავს, ძლიერი ზურგი აქვს და ვიცი არ გამახარებს. გავყიდო და ვიცი თანხას თავად წაიღებს და არაფლის მომცემია.....
-ერთი იდეა მაქვს თუ დამთანხმდები....
-რა იდეა გაქვს, გისმენ შაკო.
-ანგარიში გაქვს ბანკში გახსნილი.
-კი მაქვს, მაგრამ...
-მომისმინე, ხვალ მარტო შევხვდები ბიძაშენს, დავილაპარაკებთ და ფასზე შევთანხმდებით. მიწას ვიყიდი და თანხას შენს ანგარიშზე დავდებ, ასე რომ შენი ნებართვის გარეშე თანხას ვერავინ მოხსნის.
-მაგრამ....................
-ნენე შენი სევდიანი თვალების მიღმა ძლიერი და ჭკვიანი ქალი დავინახე, დარჩი ყოველთვის ასეთი როგორიც ხარ დღეს და როგორიც იყავი დღემდე.
-არა, არ შევიცვლები. ღიმილით შეხედა ნენემ შაკოს და მათი თვალები ერთმანეთს იხმობდნენ.
-ყოველთვის გაიღიმე, რადგან ღიმილი გიხდება და ღიმილი ძალას გმატებს მტერთან ბრძოლაში.
-ბევრმა მითხრა ღიმილი გიხდებაო, მაგრამ მეუბნებიან ძალიან მკაცრი ხარ და გათხოვება გაგიჭირდებაო. რა ვქნა ასეთი ვარ, ვისთვის ცივი და ვისთვის თბილი. ყველასთვის ვერ იქნები მოსაწონი. ორივეს გაეცინა, შაკომ წყლით სავსე ჭიქა აიღო ხელში, შემდეგ ისევ ნენეს შეხედა და უთხრა.
-შენი მშობლები როგორ დაიღუპნენ.
-16 წლის ვიყავი, ჩემი დაბადების დღე იყო და სკოლიდან მოსულს ეზოში უამრავი ხალხი დამხვდა, მამა ადგილზე გარდაიცვალა დედამ კი რამდენიმე დღე იბრძოლა, მაგრამ ვერ შეძლო და წავიდა მამასთან. მითხრეს უბედური შემთხვევა იყოო, მაგრამ იმ დღიდან დღემდე ეჭვებში ვარ რომ ჩემი მშობლები განზრახულად მომიკლეს, მაგრამ დამტკიცება არ შემიძლია. ნენეს ცრემლი მოერია და შაკომ მხრებზე ხელი მოხვია და ჩუჩულით უთხრა.
-ფიქრობ, შენები ბიძაშენმა........
-არ ვიცი, შაკო არც ის ვიცი დღეს რატომ გადაგიშალე გული სრულიად უცხოს, ამ საიდუმლოს გულით ვატარებ წლებია და არავისთვის არ მითქვამს ხმამაღლა, შენთან კი ყველაფერი ვთქვი, მაპატიე.
-არა უშავს, თუ სურვილი გაქვს გამოძიების თავიდან დაწყების დაგეხმარები, თუ მეტყვი გავჩუმდე მე სამარე ვარ.
-ორივემ გავჩუმდეთ და მივყვეთ მოვლენებს, მაგრამ.....
-თუ ზეწოლას იგრძნობ ვინმესგან არც დაფიქრდე,  ნენე დამირეკე და საქმეს ავღძრავთ. მპირდები რომ დამირეკავ?
-გპირდები, არც დავფიქრდები ისე ავკრიბავ შენს ნომერს და ერთხელ და სამუდამოდ სიმართლეს დავამტკიცებთ. შუაღამე უკვე გადასული იყო შაკომ ტკბილი ძილი უსურვა ნენეს და თავადაც წავიდა დასაძინებლად, მაგრამ მთელი ღამე ნენეზე ფიქრობდა, ნენემ თვალი გააყოლა შაკოს და ღიმილით აალაგა მაგიდა, ასევე ღიმილით დარეცხა ჭურჭელი ასევე ღიმილით შეწვა საწოლში. ნენე ცდილობდა დაძინებას, მაგრამ შაკოზე ფიქრობდა და მასზე ფიქრში როგორც იქნა ჩაეძინა. დილით მზემ გამოანათა, რამდენიმე დღე წვიმებმა ყველაფერი დაალპო, მაგრამ ამინდი შედარებით ჩამწდარი იყო და შაკო ისე გავიდა სახლიდან ნენეს არც გაუგია, როცა მანქანა ადგილიდან დაძრა მოულოდნელად მანქანის კარი გაიღო და უცნობი მის გვერდით მოკალათდა, შაკომ გაოცებულმა შეხედა უცნობს და კითხა.
-ვინ ხარ ან ასე უკითხავად როგორ........
-ვიცი რომ გაგიკვირდა ჩემი მოულოდნელი შემოჭრა, მაგრამ წადი და გეტყვი რატომ რისთვის და ვისთვის მინდა დაგელაპარაკო. შაკომ მანქანა დაძრა და საკმაოდ რომ გაშორდა ნენეს სახლს უცნობმა შაკოს უთხრა.
-აქ გააჩერე და ჩემს სათქმელს გეტყვი.
-გისმენთ, მაგრამ ვინ ხართ პირველად ეს მითხარით.
-მე ნენეს ახლობელი ვარ, ნენეს მამა და მამაჩემი  მეგობრები იყვნენ. მამა ხელოსანი იყო და მისი სახელოსნო ჰქონდა ახლა მე ვმუშაობ სახელოსნოში მამას არ შეუძლია მუშაობა, რადგან ასაკშია. ნენემ იცის რომ მისი მშობლები ავტო საგზაო შემთხვევის მსხვერპლნი გახდნენ და დაიღუპნენ, მას უთხრეს რომ უბედური შემთხვევა მოხდა, მაგრამ  მამამ მითხრა წლების შემდეგ როცა მანქანა შესამოწმებლად მომიყვანეს ვნახე რომ ტორმუზის მილები ჰქონდა გადაჭრილი და ეს განგებ გაკეთებული იყო, ორი ადამიანის სიკვდილი კი შემთხვევითობას მიაწერეს.
-ჩემგან რას ითხოვთ, მე რა უნდა გავაკეთო.
-წლების შემდეგ გაიხსნას საქმე და დამნაშავეებმა პასუხი აგოს, დამნაშავე კი ......
-ნენეს ბიძაა, მამამისის ძმა.
-თქვენ საიდან იცით. გაოცებულმა შეხედა შაკოს უცნობმა.
-ნენემ იცის რომ უბედური შემთხვევა არ მომხდარა, მაგრამ ძალა არ აქვს ეს დაამტკიცოს, ამიტომ არის ჩუმად.
-ვიცი რომ გაიგებს თუ არა საქმის თავიდან აღძვრის შესახებ ნენეს არ გაახარებს, შესაძლებელია მამაჩემსაც მიწვდეს გასაცუმებლად.
-თუ ნენე დამთანხმდება და საქმეს ავღძრავთ, გპირდები რომ ნენეს და მამაშენს დავიცავთ მანამ სანამ საქმის ხელახალი ძიება  არ დასრულდება.
-თანახმა ხართ რომ ნენეს დავეხმაროთ?
-მე თანახმა ვარ, ახლა სწორედ ნოდარისთან მივდივარ იმ ერთადერთი დარჩენილი მიწის გაყიდვა უნდა რომელიც ნენესთვის საარსებო წყაროა. ვიყიდი მიწას რაც არ უნდა დამიფასოს და თანხას კი ნენეს გადავცემ და არა მას.
-ეს არ გამოვა ასე, თქვენ არ იცნობთ მას, ნოდარი ძიძიგური  ძალიან არა სანდო ადამიანია. მან ნენეს უპატრონა იმიტომ სწორედ მისი ძმის ქონებას დაპატრონებოდა. ყველაფერი გაყიდა და ნენეს მხოლოდ ის მიწა და სახლი დარჩა მშობლებისგან, მიწა ნენეს სახელზეა და ამიტომ გაუჭირდა მისი გაყიდვა.
-ნენეს არაფერი მისცა გაყიდული ქონებიდან?
-არა, ნენეს მისაცემი აღარ დარჩა მის ნარკომან შვილს, სოფელში არავინ ცხოვრობდა როგორც ნოდარი, მაგრამ წამალზეა მისი შვილი და დააჯინა ნოლზე.
-ყველაფერი გასაგებია, აიღე ჩემი სავიზიტო ბარათი და თუ იგრძნობ რომ ნენეს ან მამაშენს საშიშროება ელის არც დაფიქრდე დამირეკე და ყველაფერს გავაკეთებ მათ დასახმარებლად.
-შაკო გენდობი და წლების შემდეგ, მაგრამ ჩვენ დავამტკიცებთ სიმართლეს.
-ჩემი სახელი იცი და საიდან?
-ვკითხულობ გაზეთებს და უსმენ საინფორმაციო გადაცემებს. მე ზურა ვარ ონიანი.
-ნენესთან რა.......
-არანაირი ურთიერთობა, მხოლოდ მეგობრული და მეზობლური. არ იმსახურებს ნენე ცხოვრობდეს გაურკვევლობაში და სულ ეჭვებში იყოს. ის უნდა განთავისუფლდეს ამ ყველაფრისგან და ალბად კითხვაც გაგიჩნდა აქამდე სად იყავიო......
-სიმართლე გითხრა ეს კითხვა გამიჩნდა და მართლა მაინტერესებს აქამდე სად იყავი, აქამდე რატომ არ გაგიჩნდა ნენეს დახმარებოდი.
-სანდო ადამიანი არავინ მყავდა გვერდით, არა სრულწლოვანიც ვიყავი და არც გამბედაობა მქონდა. ასეთ საქმეს რომ შეეჭიდები ძლიერი უნდა იყო, მე კი ასეთი ძლიერი არ ვარ,როგორიც თქვენ ხართ. ნოდარის უკან კი პოლიციასთან ერთად დიდი ხალხიც დგას, მე ვერ გაუმკლავდებოდი მათ, დამასამარებდნენ.
-მესმის შენი ზურა და ამიერიდან არ ხარ მარტო, მე ყოველთვის მზად ვარ მოგისმინო და გქონდეს ჩემი იმედი. ზურა და შაკო უნდა დამშვიდობებოდა ერთმანეთს რომ მისმა ტელეფონმა დარეკა და უპასუხა.
-გისმენთ ბატონო ნოდარ.
-შეგიძლიათ რომ დღეს მოხდეს შეხვედრა?
-შემიძლია, სად უნდა გნახოთ ან უკეთესია იქ მოვიდე რომელ მიწასაც ვყიდულობ.
-დიახ, დიახ იქ დაგელოდები. შაკომ ტელეფონი გათიშა და ზურას კითხა.
-როგორ მივიდე ზურა იმ ადგილამდე არ მინდა იქამდე გამომყვე და ჩემთან ერთად გნახოს ვინმემ.
-მეც მასე ვფიქრობ და უკეთესია აქ დავშორდეთ ერთმანეთს, შენ კი პირდაპირ წადი და მთავარი გზიდან არ გადაუხვიო, ერთ კილომეტრში თავად დაინახავ ნოდარის ის მთავარ გზაზე დაგელოდება. სიბრაზით სავსე შაკომ ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ დაინახა თეთრი მერსედესი და მანქანასთან მდგარი საშუალო ტანის მამაკაცი, შაკომაც მანქანა  იმ მანქანის უკან დააყენა და აუჩქარებელი, დინჯი ნაბიჯებით მიუახლოვდა იქ მყოფთ რომლებსაც საერთო მისალმებით მიესალმა, შემდეგ კი ადგილს გადახედა რომელიც უნდა ეყიდა და ძალიან მოეწონა.
-როგორ მოგწონთ, არის თქვენს გემოვნებაში?
-სწორედ ისაა რასაც ვეძებდი და მითხარით ბოლო ფასი.
-ბოლო ფასი 250 000....
-თანახმა ვარ, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს....
-გისმენთ. დაიძაბა ნოდარი და შაკოს თვალებში უყურებდა.
-მიწა თქვენს სახელზეა თუ არის კიდევ ვინმე წილში  ვისთანაც სადავო მექნება.
-თქვენ არავინ შემოგედავებათ, ხვალიდან შევუდგები საბუთების შეგროვებას და როცა ყველა საბუთი ხელთ მექნება მე პირადად მოგიტანთ.
-თქვენ იცით სადაც უნდა მნახოთ, შემიძლია ბ ახლავეს დაგიტოვოთ და სხვას როცა საქმეს მორჩებით ერთიანად მიიღებთ.
-ძალიან კარგია. თვალები გაუბრწყინდა ნოდარის ფულის დანახვაზე, შაკომ მას ხელზე 20 000$ მისცა მკაცრად გააფრთხილა.
-პრობლემები არ მჭირდება, საქმე არ გამოვა და ამ თანხას ორმაგად დამიბრუნებ უკან.
-გამოვა, ყველაფერი უპრობლემოდ გამოვა სიტყვას გაძლევთ. შაკომ კიდევ ერთხელ მოავლო თვალი მის წინ გაშლილ ადგილს, რომელიც სულ მალე მის საკუთრებაში იქნებოდა, იქ მყოფთ დაემშვიდობა და წავიდა თუმცა კარგად გაიგონა მის მიმართ ნათქვამი უხამსი სიტყვები.
-რა მჟავე ვინმე არის, სად ნახულობ ამ პიჟონ როჟებს ვინ გამოგიგზავნა. შაკომ მანქანა გააჩერა და იქ მყოფ უცხო მამაკაცს მიმართა.
-მე მყიდველი ვარ და თქვენ გამყიდველი, ფასი ვიკითხე თუმცა ბაზარი ყველგან და ყველა შემთხვევაში არსებობს, ვინც არის მიწის მფლობელი ის არაფერს ამბობს და ვთანმხდებით ბოლო ფასზე, თქვენ პირადად გაქვს რამე საერთო ამ მიწასთან?
-ჩემი შვილია  ბატონო შალვა ჯერ კიდევ ბრიყვია და არ იცის რას ამბობს......
-ვიცი რომ ბრიყვია სხვა შემთხვევაში იმ თანხას რასაც ეს წამლებში ხარჯავს ნორმალური ადამიანი ცხოვრებას აიწყობდა და გვერდით დაგიდგებოდათ მამას როგორც ნამდვილი მამაკაცი. გაბრაზებულმა გამოაღო მანქანის კარი და ერთბაშად მოწყდა ადგილიდან. სარკეში შეხედა ნოდარიმ მთელი ძალით მოქნეული ხელი გაარტყა შვილს სახეში, კმაყოფილების ღიმილი და ბედნიერების შეგრძნება დაეუფლა და ნაცნობი მელოდია ჩართო. მანქანა ზურას სახელოსნოსთან გააჩერა და ისე გააკეთა რომ თითქოს არ იცნობდნენ ერთმანეთს, ყველას შეუმჩნევლად ზურას თვალი ჩაუკრა, ზურამ კი წინ შეეგება სტუმარს და ყველას გასაგონად მიესალმა.
-გისმენთ, რას უჩივოთ თქვენს რაშს უფროსო.
-რაღაც ხმები მესმის, იქნებ შეხედოთ ექიმო და მოუსმინოთ მის გამოცემულ ხმას.
-მე პრადად დავათვალიერებ. ზურამ თავად დაათვალიერა შაკოს მანქანა, შაკომ მოახერხა და ზურას უთხრა.
-არ მომწონს ნენეს არც ბიძა და არც ბიძაშვილი და დროა ვიღაცამ მათ თავიანთი ადგილი მიუჩინოს.
-მანქანას ნორმალური ხმა აქვს, მაგრამ წინა საბურავი დაგტოვებს გზაში და ალბად ამის ხმა იყო ის რომ მოგესმა. რას ფიქრობ ასე წახვალ თუ დატოვებ და გავაკეთებთ.
-გავაკეთოთ, გზაში რომ დამტოვოს მერე უფრო რთულია და არ ვიცი სად დამტოვებს დახმარება რომ ვერავინ შეძლოს.
-უნდა მოვხსნა შიგნიდან სტუფიციანდო და დაზგაზე უნდა ჩავხვრიტოთ სვერლოთი, ეს რომ არ გავაკეთო ბოლტების მოშვების დროს შესაძლებელია და დიდი ალბათობაა სტუპიცაზე რეზმაც გაფუჭდეს.
-ეს სერიოზული და რთული სამუშაოა ზურა.
-რთულია, მაგრამ გავაკეთებთ.
-რა დრო დაჭირდება გაკეთებას.
-ერთი საათი დამჭირდება თუ აქ ვერ მოიცდი ჩემი მანქანით წადი ნენეს დაელაპარაკე.
-კარგად მოიფიქრე, აქ გაჩერებას წავალ და ნენეს დაველაპარაკები.
-მაგრამ ზუსტად მის სახლთან ნუ დააყენებ მანქანას, ცოტა მოშორებით გააჩერე ჩემს მანქანას ყველა იცნობს და არ მინდა ჭორის მთავარი პერსონაჟი ვიყო, სოფელია ხომ იცი.
-გასაგებია. თქვა შაკომ და ღიმილით დაშორდა ზურას, ზურა კი დააკვირდა მანქანის საბურაცს და ერთ-ერთ თანამშრომელს უთხრა.
-ორი ჩაწყვეტილი ბოლტია და ვიფიქრე ავტოგენით დავადნოთ კონუსის ჩათვლით ისე რომ საბოლტე ბუდე არ დავაზიანოთ.
-უფრო ადვილია ასე უფროსო და იოლად გაკეთდება.
-ერთხელ მქონდა ასეთი შემთხვევა და მაშინ მამამ დამეხმარა, მოდი გავაკეთოთ როგორც უკეთესია ეს ადამიანი მნიშვნელვანი კლიენტია. ზურა გულიანად მიუდგა საქმეს, შაკო კი ნენესთან მივიდა და ნოდარისთან მომხდარი ინციდენტის შესახებ უთხრა.
-გითხრა რომ არავითარი პრობლემა არ შეგექმნება და მიწას რომელიც ჩემს სახელზეა ლანგარზე დადებულს მოგართმევს.
-ის ასე ფიქრობს, შენ რას ფიქრობ მას არ აინტერესებს მას ხომ აქამდე შენგან პრობლემები არ ჰქონია და ახლაც ასეა დარწმუნებული, მაგრამ არ იცის ამჯერად მის წინ სიბრაზით ანთებული პანტერა რომ გადაეღობება. ორივეს გულიანად გაეცინა და უეცრად შაკომ მოიწყინა, რაც ნენეს შეუმჩნეველი არ დარჩა და შაკოს კითხრა.
-რატომ მოიწყინე, ისევ ცუდად ხარ?
-მანქანა გამიფუჭდა და სახელოსნოში მივიყვანე, ორი საათი უნდა დრო რომ გააკეთოს ხელოსანმა, მე კი ვშიშობ ამინდი ისევ აირევა და არ მინდა ნოდარიმ აქ მნახოს.
-ეს არც მე მინდა, ნუ ნერვიულობ ცა მოწმენდილია და არ მგონია გაწვიმდეს. ნენემ საუზმე გაამზადა და ორივემ ისაუზმა ერთად, სახლი მიალაგა და შაკოსთან ერთად გავიდა  სახლიდან, უჭირდა, მაგრამ დრო მოვიდა დამშვიდობებოდა მის სტუმარს.
-ნახვამდის შაკო.
-ნახვამდის ნენე და იმედია დამირეავ, შენს ზარს ველოდები.
-დაგირეკავ, აუცილებლად შეგეხმიანები. ნენე სკოლაში წავიდა, შაკო კი ისევ სახელოსნოში დაბრუნდა და შეხედა ზურას გაღიმებულ სახეს მიხვდა მანქანა უკვე მზად იყო და თავადაც გაეღიმა.
-ვხედავ კარგ ხასიათზე ხარ და ეს ნიშნავს რომ.....
-რომ ყველაფერი რიგზეა. შაკომ იმაზე მეტი გადაიხადა რა თანხაც უთხრეს.
-ეს ბევრია შაკო...
-ლუდი უყიდე ბიჭებს. ყველას დაემშვიდობა და თბილისისაკენ დაადგა გზას ნენე კი მეგობარს შეხვდა. მეგობრებს ერთმანეთის მოკითხვაში დრო გაეპარათ და ორივეს გაეცინა.
-როცა ერთად ვართ დრო როგორ სწრაფად გადის ნენე.
-ნატა შევამჩნიე, რომ ჩვენ როცა ერთმანეთს ვხვდებით საუბრის თემა არ გვეწურება და დროის გასვლას ვერ ვგრძნობთ, შენთან ერთად ყოფნა ძალიან კარგია, მაგრამ უნდა წავიდე შენც გელოდება ალბად გეგი. ერთმანეთს დაემშვიდობა ორი მეგობარი და ნენე მიუყვებოდა სახლისკენ გზას აუჩქარებლად, სახლთან მისულს ჩაეღიმა და თავის თავს გამოუტყდა.
-ნეტავ სახლში შენ მელოდებოდე შაკო. სახლის კარი შეაღო და პირველი რაც დაინახა მაგიდაზე შაკოს მიერ დატოვებული წერილი იყო 500ლარით, წერილში კი მადლობას უხდიდა ნენეს იმ რამდენიმე დღისთვის, ნატა კი დაღლილი მივიდა სახლში სადაც გეგის დივანზე ჩასძინებოდა და ფრთხილად გადააფარა პლედი, მაგრამ გეგიმ გაიღვიძა და ნატას თითქოს გაბრაზებულმა შეხედა.
-დაგაგვიანდა, ალბად შენს უნიკალურ დაქალს შეხვდი.
-რამე პრობლემა გაქვს ჩემს მართლაც და უნიკალურ დაქალთან?
-არაფერი, თქვენ იმ ქალთა კატეგორიას მიეკუთნებით როცა რომ სულ მართლები ხართ.
-გეგი რა გინდა, ასეთ ცალყბად საუბარს არ გირჩევნია მოხვიდე და პირდაპირ მითხარ სათქმელი?
-არაფერი არ მაქვს სათქმელი.
-მაშინ იცოდე, ამ ჩემმა დაქალმა რომელიც შენ არ მოგწონს და არც კი ვიცი რატომ, დღეს ჩვენი დენის გადასახადი გადაიხადა. შენ რა იყიდე დღეს რომ ფული დაგიტოვე.
-რაზეც მეყო ვიყიდე და მაცივარშია. ნატამ მაცივარი გამოაღო და გეგის მიუბრუნდა.
-მომისმინე, მე ერთხელ ვღებულობ ხელფასს და ის თანხა რასაც ვღებულობ უნდა გადავანაწილო ყველაფერზე, მაგრამ რაც აუცილებელია ჩვენი არსებობისთვის რომ ნორმალურად ვიკვებოთ თუნდაც ახლა, როცა რომ ჩემში კიდევ ორი სიცოცხლე იზრდება.
-რაზე მიმანიშნებ გინდა მითხრა, რომ მხოლოდ შენ მუშაობ და მე არაფერს არ ვაკეთებ?
-შენ ვერსად ვერ იშოვე სამუშაო, სადაც მოეწყვე ერთ თვეზე მეტი ვერსად გაჩერდი და თუ არ მოგწონს ის რასაც მე გამოვიმუშავებ თავად იშოვე და შემოიტანე ოჯახში. რა გემართება, რატომ შეიცვალე ასე ძალიან გეგი.
-მარტო მე არ შევცვლილვარ, ნატა შენც შეიცვალე.
-მე, მე შევიცვალე შენს მიმართ?
-დაქორწინების შემდეგ შენს სახლში უნდა გვეცხოვრა, მაგრამ მამაშენს ჩემი ატანა არ აქვს.
-დაქორწინების შემდეგ და როგორც მახსოვს ჩვენ ჯერ არც დავქორწინებულვართ და არც ხელი მოგვიწერია და კიდევ იქნებ შეეცადო და შეიცვალო, რომ მამასაც შეეცვალოს აზრი შენს მიმართ.
-მასწავლი როგორ ვიცხოვრო?
-არ გასწავლი, მაგრამ მინდა შეგახსენო რომ შენი ცხოვრება მხოლოდ შენ არ გეკუთნის, ოჯახი გაქვს და მალე მამა გახდები. გეგი ფეხზე წამოდგა ნატას წინ დადგა და გაბრაზებულმა უთხრა.
-მკითხე მინდოდა თუ არა ეს ბავშვები?
-რას ამბობ, ხვდები რას ამბობ ჯერ კიდევ დაუბადებელ შვილებზე? არა, შენ რაღაც გჭირს, შენ ძალიან მალე შეიცვალე. გეგის თვალები ჩაუწითლდა და ნატასთვის მოქნეული ხელი მაგიდას დაარტყა, დარტყმა იმდენად ძლიერი იყო მაგიდა ჩაიმსხვრა და ყველაფერი ერთმანეთში აირია. ნატა შეშინებული თვალებით უყურებდა გეგის და მის წინ სულ სხვა ადამიანი იდგა. იცოდა მისი სიტყვები კიდევ უფრო გააღიზიანებდა გეგის, მაგრამ უკან არ დაიხია და გაბრაზებულმა უთხრა.
-შენ არ ხარ ის ადამიანი ვინც მე გავიცანი ორი წლის უკან და შემიყვარდა, წუთისოფელი ვერ გამოასწორებს ვერავის როცა სული დაბინძურებული აქვს, რადგან ასეთი ბინძური სულის ადამიანები უამრავია და ამ უამრავში ერთერთი შენ ხარ. უკეთესია აზროვნება და შეხედულებები  შეიცვალო, რომ ცხოვრება გაგიადვილდეს.
-ნატა.........
-ნატა რა, გგონია რადგან მამაკაცი ხარ და შარვალი გაცვია ყველაფრის უფლება გაქვს? არა ძვირფასო, მამაკაცი იმას ეჩვევა რის უფლებასაც აძლევს ქალი, მაგრამ მე არ მოგცემ უფლებას ფეხქვეშ გამთელო, შემიძლია დავიცვა ჩემი თავიც და ჩემი ღირსებაც. არც დამენანები შენც თუ ამოგშლი ჩემი ცხოვრებიდან, კარს ხომ ხედავ, გააღე კარი და გზასაც დაინახავ.
-ეს რას ნიშნავს, მეუბნები წავიდე?
-კარგად მიმიხვდი რასაც ვგულისხმობ, მიბრძანდი და შენი ცხოვრებით იცხოვრე. გეგიმ კარი გააღო და წავიდა, ნატას მიუბრუნდა და უთხრა.
-დავბრუნდები.
-არ მალოდინო. უთხრა ნატამ და ცოტა ხანში ისიც წავიდა, შუადღე გადასული იყო როცა ნენესთან მივიდა, გეგი კი საღამომდე სვამდა მეგობრებში. ნენეს გაუხარდა ნატას მისვლა, მაგრამ შეხედა თუ არა უთხრა.
-ისევ იკამათეთ?
-ამჯერად სერიოზულად, დავიღალე ნენე. გულისტკივილით მოუყვა მეგობარს რასაც აქამდე ვერ უმხელდა და ბევრიც იტირა. გვიან ღამემდე ისხდნენ მეგობრები და საუბრობდნენ, რომ ნენეს ტელეფონზე გეგის ნომერი დაფიქსირდა.
-გეგი რეკავს, იცის აქ რომ ხარ?
-არა, არ მითქვია.
-ალბად შენ დაგეძებს, რომ აღარ დაბრუნდი სახლში.
-უპასუხე და არ უთხრა აქ რომ ვარ, გავიგოთ თუ ნანობს იმას რაც მითხრა.
-გისმენ გეგი.
-ნენე, ნენე საშინელება მოხდა.
-რა მოხდა, რატომ ტირიხარ გეგი.
-ნენე, ნენე დაუჯერებელი რამ მოხდა.
-რა მოხდა, თქვი რა გჭირს.
-ნატა, ჩემი ნატა სახლთან ერთად დაიწვა.
-რა, რა თქვი, სახლი დაიწვა და ნატა სახლში იყო?
-ნენე ნატა აღარ არის და აღარც ჩემი შვილები დაიბადებიან.
-ეს როგორ მოხდა.
-გაზმა გაჟონა სახლში და მილი გასკდა.
-ღმერთო ჩემო, ნატა სახლი დაიწვაო  გესმის?  ალბად ყველას ჰგონია რომ შენ სახლში იყავი და სახლთან ერთად დაიწვი.
-ნატა შენთან არის?  გეგის გაოცებული ხმა მოესმა ნენეს და ორივემ კარგად გაიგონა გეგიმ რაც ჩაილაპარაკა.
-გადარჩა, სახლი დავწვი, მაგრამ ის გადარჩა.
-რაო რა თქვა, ნენე მან სახლი განგებ დაწვა რომ მე მოვმკვდარიყავი.
-დამშვიდდი, დაწყნარდი პოლიციას სწორედ ასე ვეტყვით და არ გაბედო დღეს მასზე ხელის დაფარება.
-ვეღარ ვცნობ,  გეფიცები ნენე გეგის ვეღარ ვცნობ. სად გაქრა ის კეთილი და მხიარული გეგი ნენე. ორივე წავიდა და ყველამ შვებით ამოისუნთქა როცა ნატა ცოცხალი დაინახეს, ნატამ კი გეგის წინ დადგა და  თვალებში სხივ ჩამდგარმა უთხრა.
-რატომ, ეს რატომ გააკეთე.
-ცოცხალი ხარ, შენ ცოცხალი ხარ და აქ ხარ. გეგიმ ხელი მოხვია ნატას და გულში ჩაიკრა ყურში კი უჩურჩულა.
-არაფერი წამოგცდეს ზედმეტი, არ გაპატიებ იცოდე ჩემზე რაიმე ცუდი თქვა. ნატამ ისეთი თვალებით შეხედა იქვე მდგარ პოლიციელს, რომ პოლიციელი მიხვდა ნატა იმ წუთებში გეგის ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. უეცრად ნატამ ხელი კრა გეგის და პოლიციას ყველაფერი მოუყვა, ამ ყველაფერს კი ის სიტყვებიც დააატა რაც გეგიმ თქვა ტელეფონში.
-ნატა ეს სერიოზული ბრალდებაა.........
-ვიცი, მაგრამ დამიჯერე ამ ადამიანს მე არ ვიცნობ, არ ვიცი ვინ არის. შეიცვალა, ძალიან შეიცვალა და რატომ მოხდა მისი შეცვლა რა პრობლემები აქვს არაფერი არ ვიცი.
-იცოდი რომ თამაშობს?
-თამაშობს?
-ნატა გეგი თამაშობს და მას უზარმაზარი ვალი აქვს, სწორედ ეს არის მისი შეცვლის მიზეზი.
-ამიტომ მიმოერებდა სულ მამაშენის სახლი და მამაშენის სახლიო, ჩაიფიქრა მამაჩემის სახლში იცხოვრებდა და ნელა ნელა გაყიდდა ყველაფერს. არა, ეს არასოდეს არ მოხდება.
-ფრთხილად იყავი, ნენესთან დარჩი და მეც მოგაკითხავ. გეგი თვალსა და ხელშუა გაიპარა და ღამეში მის კვალს ვერსად ვერ მიაგნო პოლიციამ, ათი წლით განსხვავება იყო ასაკით გეგისა და ნატას შორის, გეგის სულ სხვა მიზნები ჰქონდა ნატასთან ქორწინებით, მაგრამ ნატა უფრო წინდახედული აღმოჩნდა და გეგისთან თანაცხოვრების დროს არ იჩქარა ხელის მოწერაზე, მაგრამ როცა გაიგო დედა გახდებოდა უნდოდა შვილებს მამის გვარი ჰქონოდა.
-ცისარტყელა გაქრა ნაიფერებით, გამიჭირდება, მაგრამ უშენოდ ცხოვრება უნდა ვისწავლო.
-ნატა რას ფიქრობ და რაზე ფიქრობ, უკვე 7 თვის ხარ და ბავშვებს მამის გვარი არ ექნება?
-დასრულდა, სულაც არ არის საჭირო მამის გვარი გქონდეს ჩემს შვილებს.
-სკოლაში რომ შევლიან?
-მთავარია ვიცი ვინ არის მამა, გაიზრდებიან და სიმართლეს გაიგებენ.
-კარგი ეს შენი არჩევანია და მე არ მაქვს უფლება შეგედავო. მაღაზიაში წავალ და მალე დავბრუნდები, კარი დაკეტე შიგნიდან და არავის გაუღო. ნენე წავიდა, სახლში სიწყნარე იყო და ნატას წიგნის კითხვაში ჩასძინებოდა, რომ ფეხის ხმა გაიგონა.
-რა კარგია უკვე დაბრუნდი, კიტრის მწნილი მოიტანე?
-ფული არ მქონდა მწნილი მეყიდა. შემოესმა გეგის ხმა და შეშინებულმა შეხედა მის წინ მდგარ მოუწესრიგებელ მამაკაცს რომელიც ერთ დროს ძალიან შეუყვარდა.
-შენ, შენ, აქ როგორ შემოდი ყველგან შენი ფოტოებია გაკრული.
-ხვალ დაგგირეკავ და სადაც გეტყვი 5000ლარს მომიტან.
-შენ მე მიბრძანებ სადაც მეტყვი იქ მოვიდე და თან ამხელა თანხა მოგიტანო და ხომ არ მეტყვი საიდან მოვიტანო ეს თანხა.
-მამაშენს უთხარი და ნუ მეპასუხები, რასაც გეუბნები ის გააკეთე.
-შენი მუქარების მე არ მეშინია და არც არანაირ თანხას არ მოგიტან, რაც გინდა ის გააკეთე.
-ნატა როგორც ხედავ წყნარად და მშვიდად ვსაუბრობთ და მოთმინებიდან ნუ გამომიყვან.
-რას იზამ, მცემ?
-ნუ მიწვევ ნატა. გეგის თვალები ჩაუწითლდა და ხელები მომუშტული ჰქონდა, კიდევ ერთი სიტყვა და ნატაზე იყრიდა ჯავრს, მაგრამ უკან დაიხია და ისევ მშვიდად გააგრძელა.
-ხვალ საღამოს თანხას მომიტამ და იმედია კარგად დაიმახსოვრებ წინააღმდეგ შემთხვევაში.....
-წინააღმდეგ შემთხვევაში რას იზამ, მიდი დააბოლოვე.
-ნატა....
-ეს ხარ მეტი არაფერი, გგონია შენი მუქარებით შემაშინებ. წადი, წადი და გზაზე აღარასოდეს აღარ გადამეყარო, აღარასოდეს გესმის? გეგი ინსიქტურად შემობრუნდა და ნატას ფეხი ჩაარტყა, შემდეგ კი რაც ძალა ჰქონდა ხელი მოუქნია ნატამ კი თავი ვერ შეიკავა და ძირს დაეცა. გეგიმ შეხედა ნელა ნელა როგორ შეიღება სისხლით  ძირს დაგებული თეთრი ნოხი და შეშინებული გაეცალა სახლს. ნენემ გეგი დაინახა ქუჩაში და თვალები დაახამხამა, გულზე ხელი მიიდო, მიხვდა რომ მისი გულის ცემა უკიდეგანობას გავს.
-ჩემი სახლიდან გამოვიდა, ჩემთან იყო და ნატა ხომ იქ არის. ფეხს აუჩქარა და თითქმის სირბილით მივიდა სახლამდე, მხოლოდ მაშინ შეჩერდა როცა სახლის კარი ღია დახვდა და კარიდან შეხედა ძირს უგონოდ დაგდებულ ნატას რომელიც თავისივე სისხლში იწვა. თავადაც არ იყო დარწმუნებული ხმა რომელიც ყელიდან ამოუშვა თავისი ხმა თუ იყო, ჯერ ხმამაღალი ხმით აღრიალდა, შემდეგ კი ნატასთან მივიდა და თხოვდა თვალები გაეხილა, მაგრამ ნატა უგონოდ იწვა იატაკზე. არ დაიბნა და ტელეფონით გიორგის დაურეკა, რამდენიმე წუთში სახე გაფითრებული გიორგი ნენეს სახლში შევიდა და უგონოდ მყოფ ნატას უყურებდა, ვერც კი გაიგო  როდის დასველდა ცრემლით თვალები და ნენეს ხმის კანკალით უთხრა.
-მითხარი რომ გადარჩება, ნენე ნატა ხომ გადარჩება.
-დაურეკე სასწრაფოს გიორგი.
-სასწრაფო, სასწრაფოს დაურეკოთ. ტელეფონი ამოიღო და სასოწარკვეთილი ხმით თხოვდა სასწრაფოს მისვლას.
იჩქარეთ,  იჩქარეთ ფეხმძიმე ქალი უგონოდ არის და სისხლისდენა აქვს.ნატა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ნენე კი მარტო იყო საავადმყოფოს კედლებში უფლის იმედად.
-დამშვიდდი, ნენე უნდა დამშვიდდე შენ ხომ ყოველთვის ამბობდი, რომ ცხოვრება თავგადასავალია და თავგადასავლებში სირთულეებიც ხდება. ნატა იბრძოლე, შენ უნდა დაძლიო ეს მძიმე და რთული ეტაპი. ახლა შენი სულიერი მდგომარეობა უფრო ძლიერია შენს ტკივილზე, გთხოვ არ დანებდე სულ მალე სამყარო დიდ სიხარულს გაჩუქებს. ვიღაცამ მხარტზე ხელით შეეხო და ტირილისაგან დაწითლებული თვალებით შეხედა უცნობს.



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

ვაუ ეს რა კარგი რამე დაგიწერია ახლა დავიწყე და სულმოუთქმელად წავიკითხე მადლობააა

 


№2  offline მოდერი zia-maria

სტუმარი მაკო
ვაუ ეს რა კარგი რამე დაგიწერია ახლა დავიწყე და სულმოუთქმელად წავიკითხე მადლობააა

kissing_heart მადლბა თქვენ რომ კითხულობთ.

 


№3 სტუმარი სტუმარი ლია

რა სასტიკია ცხოვრება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent