მეზობელო კარისაო...
წვიმა უფრო და უფრო მეტად წკაპუნობდა ფანჯარაზე,ქარმა დაუბერა და ფარდები ააფრიალა. -ფანჯრები დაკეტე დე-გამომძახა მანჩომ მეც ზლაზვნით გავემრთე ფანჯრისკენ,ფანჯარა კიდევ უფრო გამოვაღე გარეთ თავი გავყავი და ღრმად შევისუნთქე მიწის სურნელი წვიმას რომ დაეტრიალებინა ჰაერში,შხაპუნა წვეთებიც მესიამოვნა,თვალები დავხუჭე და გავინაბე. წვიმის ხმა მელოდიასავით ჩამესმოდა ყურში,ამ მელოდიას ნანა დეიდას ყვირილი ერწყმოდა,ბავშვებს გაკვეთილების სწავლისკენ მოუწოდებდა,გამეღიმა.ამ იდილიას ტასოს ვიოლინოს ხმა და ბატონი ზურას გამაყრუებელი შეძახილი "გოლი როგორ გამაზეთ" შეუერთდა.შემდეგ თვალებდასიებული დიტო გადმოდგა "დამაძინეთ ხალხი არ ხართო"ამოიბურტყუნა,ქალბატონი ლალი კი ორ თავ ნიორს ითხოვდა,ამ წვიმაში გარეთ როგორ გავიდე,არადა დამრჩა საუზმე დასამთავრებელიო.მიყვარდა ეს იტალიური ეზო,რომელშიც გავიზარდე,მიყვარდა ამ ხალხით,რომელიც არასდროს მოსვენებას არ მაძლევდა... საბურავების ჭრიალმაც ვერ მიიქცია ჩემი ყურადღება,თვალი არ გამიხელია,თუმცა დარწმუნებული ვიყავი ქალბატონი ლალი რენტგენში გაატარებდა ახალმოსულს. -შიგნით შედი,თორემ გაცივდები-თვალები ნელ-ნელა გავახილე და ჩემსკენ მომზირალი ზღვისფერი თვალები დავინახე. დავიბენი,სახეზე გაკვირვებამ გადამირბინა-უკაცრავად?!-ვკითხე ბიჭს წარბაწეულმა,საპასუხოდ ლურჯთვალებამ თვალი ჩამიკრა და ჩემს მოპირდაპირე ბინაში გაუჩინარდა. ოთახში შევედი,ფანჯარა დავკეტე და თმა ხელით ავიფუე. -მანჩო ვინაა ის ბიჭი წეღან,რომ მოვიდა?გეცოდინება შენ,თამრიკოს ბინაში შევიდა,გაყიდეს სახლი?! -უი ეგ თამრიკოს შვილიშვილია,ლალი მიყვებოდა გუშინ,გერმანიაში ცხოვრობდა და ახლა ჩამოვიდა აქეთ,ექიმია-ჩამომირაკრაკა დედამ მთელი ბიოგრაფია -ცნობათა ბიუროა რა ლალიკო-გამეცინა-თამრიკო არ ხუმრობს რავარი შვილიშვილი ჰყოლია-ჩავფიქრდი -რა იყო მოგეწონა ქალბატონო?!-გამომცდელად მკითხა მანჩომ -წესივრად ვერც დავინახე,რა მომეწონა გადამრევ მანჩო-თვალები ავატრიალე-წავედი ტასოსთან გავალ კიბეები სირბილით ჩავირბინე,გზად დიტოს შევუვარდი -ადექი ბიჭო,სულ ძილი ძილი გამიგია?!-საპასუხოდ ბალიში მომხვდა თავში,ხო შემდეგ იყო ხელჩართული ბრძოლა და როგორღაც ტასომდეც მივაღწიეთ -ალექსანდრა მანჩო სახლშია?!-შემოგვეგება ტასოს დედა -კიკი,ეკუნა, სახლშია -წავედი ყავაზე და ბავშვებო-შემოტრიალდა-ბლინები სამზარეულოშიაა დამშეულები გავვარდით მე და დიტო სამზარეულოში,ეკას ბლინები სხვა განზომილება იყო. -დაინახეს ბლინები და ვიღას ახსოვს ტასო-გამოგვივარდა გაბუსხული გოგო -რა დროს გაბრაზებაა,თამრიკოს შვილიშვილი,რომ გადმოვიდა ნახეთ?!-ვიკითხე პირგამოტენილმა -თამრიკომ როგორ დაგვივიწყა,წავიდა სოფელში გადასახლდა ეს ვერელი ქალი-გაეცინა დიტოს -კიკი მე ისიც დავინახე,რომ გამოგელაპარაკა-დამეჭყანა ტასო -ვინ კითხავდა ერთი მაგას გავცივდებოდი თუ არა-ავატრიალე თვალები -რაო სანდრა მოგეწონა თამრიკოს შვილიშვილი?!ისე რო რამე თამრიკოს რძლად ყოველთვის მოწონდი-გაიცინა დიტომ და საპასუხოდ ჩემგან კარგი წკლიპურტიც მოხვდა-გოგო კი არა ქაჯია ვინაა ეს-საწყალი და დაჩაგრული სახე მიიღო ბიჭმა. --- -სანდრა ადექი დაგაგვიანდა -5 წუთიც რა-ამოვიწკმუტუნე საპასუხოდ კი მამაჩემმა ხელი დამავლო და ცივ იატაკზე გადმომაწვინა,დამფრთხალი წამოვხტი. -კარგი რა მა.ცუდი საქციელია ეგ -გაიღვიძე თავის დროზე და მოვიქცევი მეც კარგად-დამეჭყანა გია -მზადაა ყავა დადიანებო-გამოგვძახა მანჩომ სამზარეულოდან ყავა ნაჩქარევად დავლიე,დედაჩემს ტანსაცმელი მუდარით სავსე თვალებით შევაჩეჩე დამიუთავეთქო,წამებში გავემზადე და ცოლ-ქმარს ჩავეხუტე. -მპუა,მპუა გყვარობთ დედილო და მამილო-კარებში გავუჩინარდი. ჩემი ლურჯა ჩაკეტილი იყო,ესღა მაკლდა ისედაც უნივერსიტეტში ვაგვიანებდი..ლურჯას მანქანას ვეძახდით რეალურად ლურჯი არ იყო,თუმცა დიტომ შეარქვა და შერჩა სახელი... მანქანას შევხედე და მივხვდი იმ ლურჯთვალება ვაჟბატონის იყო. ერთი კარგად შევიკურთხე და სიგნალი ავტეხე აივანზე ლალი გადმოდგა-რა ხდება სანდრა რას აგვაწიოკე უბანი -არაფერი ვიღაც ჭკვიანმა მანქანა ჩამიკეტა და ვერ გავდივარ ლალიკო-ავძახე ქალს,რაც შემეძლო ხმამაღლა -სანდრა შეიძლება სულ შენი წიკვინი მაღვიძებდეს?!-ნამძინარევმა დიტომ გამოყო თავი ამასობაში ვაჟბატონმაც ინება და გამოიხედა -ვერ გაგყავს?!-გამომძახა ისე თითქოს მე ჩავკეტე -ვერა შენ წარმოიდგინე და სხვათაშორის მეჩქარება-ავატრიალე თვალები,ბიჭი ოთახში შევიდა -დეგენერატი-ჩავიდუდღუნე თვალების მოფშვნეტით და აბურძგნილი თმით გვერდზე ამომიდგა,თეთრი მაისური ტანზე მოტმასნოდა,ჩემზე გაცილებით მაღალი იყო. -აშკარად ვერ ყოფილხარ კარგი მძღოლი-თვალი ჩამიკრა და მანქანაში მოთავსდა სიბრაზისგან წამოვწითლდი,მე ვერ ვყოფილვარ თურმე კარგი მძღოლი... ბიჭმა მანქანა გაიყვანა,შემდეგ გადმოვიდა-არაფრის -უკაცრავად?!მადლობის თქმას არ ვაპირებ-წარბი ავწიე -ოი რატო?!არ გასწავლეს ზრდილობა?! -და თქვენ არ გასწავლეს,რომ მანქანის ჩაკეტვა უტაქტობაა?!-ტუჩები სასაცილოდ გამოვბზიკე-თუ კეტავ ბოდიში მაინც მომიხადე და ისე გამიშვი,რომ დამაკარგვინე ეს ძვირფასი დრო -არ იყო ჩაკეტილი,გამოსვლა შეიძლებოდა ეს თქვენ არ გასწავლეს მგონი ტარება-გამიღიმა ბიჭმა არა ეს უკვე მეტისმეტი იყო,ჩემი შუმახერული ნიჭის ასე გაქილიკება?! -ხო მართალი ხარ არ უნდა გამეღვიძებინე,შენი მანქანა კარგად უნდა შემელამაზებინა,გამოსვლას და წასვლასაც შევძლებდი და ამ დილაუთენია შენი უჟმური სახის ყურებაც არ მომიწევდა-პასუხს აღარ დაველოდე,მანქანაში მოვთავსდი და მთელი ძალით მივაჭირე გაზს,ეზო დიდი სისწრაფითა და ბორბლების ჭრიალით დავტოვე. -დეგენერატი,იდიოტი,თურმე მე არ ვიცი მანქანის ტარება,საზღვარგარეთ ვცხოვრობდიო და აუვარდა თავში..ვაი ერთი კარგად მაცემინა შენი თავი თამრიკოს შვილიშვილო-ვილანძღებოდი მთელი ხმით. საღამოს ჩემთან შევიკრიბეთ.ტასო და დიტო კარგად დამცინოდნენ დილით მომხდარის გამო. -არა როგორი უზრდელი და უტაქტოა წარმოგიდგენიათ?! -ვინ გაგვინერვიულა ჩვენი ალექსანდრა-ოთახში საბა შემობაჯბაჯდა ბიჭს მთელი ძალით შევახტი და ჩავეხუტე-გვეღირსა შენი ნახვა?!როდის ჩამოხვედი? -რატომ არ გვითხარი დამპალო?უძღები ძმა დამიბრუნდა-ახლა ტასო წამოხტა და ისიც ჩაგვეხუტა,თვალზე ღაპა-ღუპით მოსდიოდა ცრემლები -საბა is back-დიტოც შემოგვიერთდა საბა ტასოს ძმა იყო და ჩვენი გულითადი მეგობარი.ყველანი ერთად ვცხოვრობდით ამ ჩვენს დიდ და ხმაურიან ეზოში..მიყვარდა ეს შერეკილი ხალხი,ჩემი დიდი ოჯახი იყო,მათთან ერთად გავიზარდე,სკოლაშიც ერთად დავდიოდით,დიტო და საბა კი ყოველთის მზად იყვნენ ჩვენი თაყვანისმცემელები ეცემათ.მოკლედ აკვნიდან ერთად მოდიანო ჩვენზე იყო ნათქვამი თუ იყო.. მთელი ღამე ლაქლაქსა და მაიმუნობაში გავატარეთ... დილით ზეზეულად კი სიგნალმა გამაღვიძა თავი ძვლივს წამოვწიე და ფანჯრიდან გავიხედე -იქნებ ჩამობრძანდეთ და მანქანა გაიყვანოთ?!-ამომძახა გაცეცხლებულმა ლურჯთვალებამ შორტები ამოვიცვი და ეზოში ძვლივსძვლივობით ჩავედი,მთელი ღამის უძინარს თავი გასკდომაზე მქონდა. -და შენ ამას ჩაკეტილს ეძახი?!-გავიცინე-არ გცოდნიათ ტარება ბატონო...-ბიჭს შევხედე -გაბრიელი მქვია და ქალბატონო სანდრა კი ჩაკეტილს ვეძახი -არ გცოდნია ტარება გაბრიელ-გავიკრიჭე,მანქანა გადავაყენე და გამარჯვებული სახლში ავბრუნდი ძილის შესაბრუნებლად -შენ არც კი იცი ვისთან წამოიწყე ომი გაბრიელ-ჩავიდუდღუნე და გადავეშვი სიზმრების სამფლობელოში. --- -უნო და მოვიგე-წამოვხტი და ცეკვას მოვყევი შუა ეზოში-აუ მაგარი ტიპი ვარ რა..უნოს ჩემპიონს შეეგებეთ,უძლეველს,თვით ალექსანდრა დადიანს-ვკისკისებდი ბოლო ხმაზე. საღამო იყო,ვარსკვლავები ცაზე კიაფობდნენ,ჩვენი იტალიური ეზოს ფანჯრებშიც შუქები ლიცლიცებდა,კარგ ამინდის გამო ყველა აივანსა და ეზოში გამოშლილიყო... -თვით უძლეველი არმადაც კი დამარცხდა სანდრა-ზურგს უკან ჩემთვის კარგად ნაცნობი ბოხი ბარატონი მომესმა -მერე უძლეველ არმადას მადარებ აქ უნოს დედოფალ ქალს?!-დავეჭყანე ბიჭს სასაცილოდ-შემეჯიბრე თუ მაგარი ხარ ბიჭი სკამზე მოთავსდა-აბა დავიწყოთ წამით გავშრი ამხელა ექიმი კაცისგან თანხმობას არ ველოდი,მაგრამ სხვა რაღა დამრჩენოდა.ბოლოსდაბოლოს მე თვითონ გამოვიწვიე. -აბა ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო-გრაციოზულად გამოაცხადა დიტომ -მოიცათ,მოიცათ ასე თამაში უმუღამოა,რამეზე ითამაშეთ რა-გაიკრიჭა საბა -მე თანახმა ვარ-თვალი ჩამიკრა გაბრიელმა -დაე იყოს ნება თქვენი.რაზე ვთამაშობთ აბა?!-ამაყად გავიჯგიმე -მე ვიცი მაგარი თუ სანდრა წააგებს ლაშქრობაზე მიდიხართ-ისევ დიტომ გამწირა -დიტო-თვალები დავუბრიალე-ხომ იცი არ მიყვარს ეს ტყე-ღრე ბორტყიალი -ხოდა მაგას რა სჯობს,თან როგორც ვიცი წაგებას არ აპირებ-ლურჯი თვალები შემომანათა ბიჭმა -მაშინ თუ მოვიგებ მანქანას ეზოში აღარ გააჩერებ-ცალი წარბი ავწიე -დაე იყოს ნება შენი-გამიღიმა და ლოყის კუთხე ჩატეხა ბიჭმა-ტარება რომ არ იცი და მე რომ არ გკეტავ უკვე გითხარი ხო?! გაბრაზებული თვალებიდან ნაპერწკლებს ვისროდი,კარტებს კარტებზე ვიმატებდი,თითქოს ცხოვრება მეღადავებოდა და გაბრიელის ყბაში და ტყე-ღრეში ერთდროულად მაგდებდა... -უძლეველი არმადაც ხომ იცი -კი ვიცი დამარცხდა,ეს მხოლოდ დასაწყისია გაბრიელ დამიჯერე შემდეგზე შენ დამარცხდები-გაბრაზებული სახე შევანათე ბიჭს და სახლისკენ წავედი -ლაშქრობაზე გაგაგებინებ სად მივდივართ და როდის სანდრა-თვალი ჩამიკრა ბიჭმა-გული არ გაიტეხო მოგება და წაგება ძმები არიანო -დეგენერატი-ამოვიოხრე და კიბეები წამის მეასედში ავირბინე. ... -დე გაიღვიძე სტუმარია შენთან-მანჩო დამადგა დილიდან თავზე -ამ დილაუთენია სტუმარი მე არ გამიგია-ამოვიბუზღუნე და გვერდი ვიცვალე -დილამშვიდობისა. სტუმარი ღვთისააო სანდრა არ გასწავლეს?!-გაბრიელის ხმამ უმალვე გამომაფხიზლა,დენდარტყმულივით წამოვხტი.ლურჯთვალება ჩემი ოთახის კართან ატუზულიყო. -ჯანდაბას თქვენი თავი ვდგები-თვალები ავატრიალე -წამოდი გაბრიელ უგემრიელესი ბლინები მაქვს და ყავასაც დავადგამ-დედაჩემი სამზარეულოსკენ გაუძღვა ბიჭს -ასეთ შემოთავაზებაზე უარს როგორ გეტყვით-ბიჭმა თვალი ჩამიკრა და დედაჩემს გაყვა. შორტზე სამჯერ უფრო დიდი მაიკა გადავიცვი,თმა ავიკოსე და სამზარეულოში გავბაჯბაჯდი. -საყვარლად გამოიყურები-გამიღიმა ბიჭმა მე კი საპასუხოდ დაბღვერილი სახით შევხედე -და ხო ცოტა საშიშადაც-გაეცინა -ვაიმე საშიში იქნება აბა რა იქნება მოვკვდი ქალი ამის გაღვიძებაში,ყოველ დილით ასეთი ამბავი გვაქვს-წუწუნს და ჩემს გამოაშკარავებას მოჰყვა მანჩო -ნუ აზვიადებ დე-თვალები დავქაჩე მაგრამ არაა მიერეკებოდა თავისას,გაბრიელი კი კვდებოდა სიცილით...ესეც თქვენი მშვიდობიანი დილა.. -გავედი მე აღარ მოგაცდენთ ესეც თქვენი ყავა და იჭუკჭუკეთ-მანჩომ ღიმილით გაიხურა სამზარეულოს კარი და თან თვალის ჩაკვრაც მოასწრო. ოხ დედა, რა ხარ ვინც არ გიცნობს... -რა საყვარელი ქალია-გაეღიმა გაბრიელს-შენ ვის გავხარ მიკვირს ასეთი უჟმური -მეც იგივეს თქმა შემიძლია საწყალი თამრიკო შენს ხელში-დავეჭყანე პატარა ბავშვივით საპასუხოდ -რატომ დაგირღვიე დილის იდილია და მყუდროება გაინტერესებს ალბათ-გაეცინა ბიჭს -დიახ მაინტერესებს,თან ძალიან -კარგი კარგი ნუ მიბღვერ,ჩვენს შეთანხმებაზე სასაუბროდ მოვედი -ეჰ რა სამწუხაროა ვერ იცლი ხო ლაშქრობისთვის-შევიცხადე დიდის ამბით-რას მოიცლი ექიმი ბიჭი ხარ დაკავებული იქნები,აბა გემრიელად მიირთვი მე დაგტოვებ-ის იყო წამოდგომა დავაპირე რო ბიჭმა ერთი ხელის მოსმით უკან ადგილზევე დამაბრუნა -აპ აპ აპ,მასეთებს არ ვიყოთ ქალბატონო ალექსანდრა -კარგი ხო ჯანდაბას,გისმენ აბა რა გადაწყვიტე -რა და სვანეთში მივდივართ მდუღარე ყავა გადამცდა,ხველება ამიტყდა და თვალები როგორც შემეძლო დავჭყიტე -როგორ?! -რა და -არა გავიგე მაგრამ მეთქი მომესმათქო.არ ვიცი გზებში რამდენად ერკვევი მაგრამ როგორც მე ვიცი ერთ დღეში სვანეთში ვერ წავალთ და წამოვალთ ამიტომ რაიმე ცოტა უფრო მარტივს შევეჭიდოთ -რა ერთ დღეში გაგიჟდი გოგო?!-სიცილი აუტყდა გაბრიელს-მეგობრები მივდივართ,ჩემ ძმაკაცს აქვს სახლი სადღაც ერთი კვირა დავრჩებით და ტყე-ტყეც ბევრს გაბორტყიალებ -დედაჩემი ამხელა გზაზე ინერვიულებს-უმალვე შეწუხებული სახე მივიღე -დედაშენმა ორი წუთის წინ მითხრა სადაც გინდა წაიყვანე ოღონდ ჩვენ დაგვასვენე მაგისგანო -ნუ ეგ ხო მაგრამ -არავითარი მაგრამ,უარს არ მივიღებ.პირობა პირობაა. ერთი კარგად ამოვიხვნეშე და ბლინით პირი გამოვიტენე-ხო კარგი მოვდივარ ტყე-ტყე საბორტყიალოდ -ძალიან კარგი,მაშინ გამზადება დაიწყე ხვალ მივდივართ-თვალი ჩამიკრა და ის იყო წასასვლელად მოემზადა ბიჭი ახლა მეორე შოკი მივიღე,მეორედ გადამცდა ყავა -ხვალ?!გაბრიელ მეღადავები?! -აბა ჰე დილით შევხვდებით-სიცილით გავიდა სამზარეულოდან ლურჯთვალება-ნახვამდის ქალბატონო მანჩო სვანეთი...მე და ჩემი მოსისხლე მტერი,ტყე და მთა,ფეხით ბოდიალი..ვერ იყო კარგი ამბავი მაგრამ რას გავაწყობდი. -დეე მოგკლავ გეფიცები,სად სვანეთში მიშვებ-გაბრაზებული გავვარდი მისაღებში -საყვარელო დასვენება და განტვირთვა არ გაწყენდა-გამიღიმა მანჩომ -დედაა ხომ იცი რომ რამეს მოვიტეხავ ან დავიმართებ..მე და ბუნება... -გეყოფა სანდრა წუწუნი.გაერთობით,თან ეს გაბრიელი მშვენიერი ბიჭი ჩანს -ახლა ოღონდ გარიგება არ დამიწყო და მეტი აღარაფერი არ მინდა-ამოვიხვნეშე-მშვენიერი არა კვახი,ჩემი ნერვების მოშლის მეტს არაფერს აკეთებს -წამო,წამო ბარგი ჩავალაგოთ ქალბატონო-ღიმილით წამათრია მანჩომ ოთახში-სვანეთზე ნორმალური ადამიანი უარს არ იტყვის აი ნახავ იტყვი კიდევ კარგი წამოვედიო . -ოჰჰო აღარ ხუმრობს ვაჟბატონი-კვდებოდა ნუცა სიცილით-ესეიგი სვანეთიო არა?! -რა გაცინებს ხვალ მივდივართ-თვალები ავატრიალე -ოჰო ანუ წინ დიდი ამბები გველის -სად მიბრძანდებით ქალბატონო სანდრა?!-დიტო შემოიჭრა ოთახში -საერთოდაც შენი ბრალია და ვერ გადამირჩები-ბალიში გავუქანე ბიჭს თავში...თავი დახარა და მოხერხებულად აიცდინა,სამაგიეროდ ახალშემოსულ საბას მოხვდა თავში... ოი,ისეთი ხელჩართული ბრძოლა დაიწყო დედა შვილს არ აიყვანდა ხელში... . დილის ექვს საათზე უჟმური სახით ჩემოდანს მივაპროწიალებდი ჩვენს იტალიურ ეზოში,დილის სიჩუმეს მხოლოს ბორბლების ხმაური არღვევდა. -დილამშვიდობისა უჟმურო-ხელიდან გამომტაცა ჩემოდანი გაბრიელმა და მანქანის საბარგულში მოათავსა. -თავი გაბია უჟმური,არა ამან რო ნერვები არ მომიშალოს დილიდან ისე შეიძლება?! -არა სანდრა შენი ნერვების მოშლის შესაძლებლობას როგორ გავუშვებ ხელიდან-მანქანის კარი გამიღო და დამელოდა სანამ დავჯდებოდი -გაბრიელ მგონი ვერ ხარ-ვაჯახე ბიჭს პირდაპირ,შეულამაზებლად -არ მინდა გაწყენინო,მაგრამ არც შენ მყავხარ დიდად დალაგებული-და სვანეთისკენ დავიძარით ის იყო დაძინებას ვაპირებდი და ჩემი ტელეფონი აზუზუნდა -დროზე ნახე ფინალურების ქულები დაიდოო-უცბად მომაყარა კატომ და ტელეფონი გამითიშა -მშვიდობაა?-გადმომხედა გაბრიელმა -იმედი მაქვს კი-უცბად ავნერვიულდი და სანამ ვნახო არ ვნახოთქო ვფიქრობდი გაბრიელმა ხელის ერთი მოძრაობით ტელეფონი ამაცალა და ქულების ნახვას დააჭირა -ყოჩაღ სანდრა შენ აღარ ხუმრობ,ყველაფერში უმაღლესი გყავს თითქმის-ტელეფონი ბედნიერმა გამოვგლიჯე -რომ იცოდე არ მიყვარს ტელეფონს ჩემ დაუკითხავად როდესაც იღებენ-წარბები შევჭმუხნე.. მალევე ჩამეძინა და გაღვიძება მხოლოდ მაშინ ვინებე ნაზუქის სუნი რომ შემოიფრქვა მანქანაში,თვალები ვჭყიტე -აი ტელეფონის წართმევის სანაცვლოდ და შემირიგდი -ცხელ-ცხელი ნაზუქები გადმომაწოდა გაბრიელმა -გაგიმართლა ნაზუქისთვის სულსაც კი გავყიდი ბიჭმა ნეკი გამომიწია-სერიოზულად გაბრიელ?მე ცოტა უფრო სერიოზული მეგონე-ხარხარი ამიტყდა,მაგრამ საპასუხოდ მეც გავუშვირე ნეკი -ნეკი ნეკისა შერიგებისა ვინ არ შერიგდეს -ტორტი არ შეხვდეს-დავაბოლოვე მეც ბედნიერმა გაბრიელმა სიცილი ატეხა-ტორტი?სერიოზულად სანდრა? -ოო ნუ დამცინი-მუჯლუგუნი ვკარი ბიჭს და მეც გამეცინა დრო საგრძნობლად მალე გავიდა..გზაში რამდენჯერმე ღრმა ძილის გამოცხობაც მოვასწარი..ბუნებით ტკბობა და ბატონ გაბრიელთან საუბრებიც.. -როგორ შეიძლება ბუნება არ მოგწონდეს?!-გადმომხედა წარბაწეულმა -როდისმე მითქვამს რო ბუნება არ მომწონს?!-თვალები ავატრიალე -აბა ტყე-ღრე ბორტყიალის სიძულვილი რას ნიშნავს?-გაეცინა ბიჭს -სიარულს,ტყეში სიარულს,ისეთ ადგილას სადაც გზა სწორი არ არის-ამოვიოხრე- ყოველ ექსკურსიაზე მინიმუმ სამჯერ მაინც ვიჩეხებოდი და ბავშვობაში ეზოში ძვლივს მიშვებდნენ იქიდან აუცილებლად ტირილით და გადაჭრილი ფეხით მაბრუნებდნენ დიტო და საბა.დიტოს მამა პარკეტის ბავშვს მეძახდა ეს გარეთ გასაშვები არაააო გაბრიელს გაეცინა-სვანეთი მოგეწონება,აი ნახავ. . მანქანის ფანჯრიდან თავი გადავყავი და ღრმად შევისუნთქე სვანეთის გრილი ჰაერი,სახეზე ნიავი მელამუნებოდა,საოცარი,სიტყვით აღუწერელი სილამაზე იშლებოდა ჩემს თვალწინ... -ძალიან ლამაზია-ვთქვი აჟტირებულმა და ტელეფონი მოვიმარჯვე ფოტოების გადასაღებად,გაბრიელიც ღიმილით მიყურებდა. მანქანა ლამაზი ქვით ნაგები სახლის წინ შევაჩერეთ. სახლის კარი გაიღო და მაღალი,შავთვალება ბიჭი გამოემართა ჩვენსკენ. -დიდება შენს გამოჩენას-გადაეხვია გაბრიელს,შემდეგ ჩემსკენ შემოტრიალდა-შენ ალბათ ალექსანდრა უნდა იყო,მე თომა მქვია და გაბრიელის ბავშვობის მეგობარი ვარ-ხელი გამომიწოდა მეც ბედნიერმა ჩამოვართვი -სასიამოვნოა-გავიღიმე ამასობაში გაბრიელმა ჩანთები გადმოიღო და თომაც სახლისკენ შეგვიძღვა. -ოჰო,როგორც იქნა მოაღწიეთ,დროზე ხელები დაიბანეთ და მაგიდასთან თორე გაცივდა კუბდარი -ამოგვასუნთქე ლილე-გაეცინა გაბრიელს-ალექსანდრა გაიცანი ეს ლილეა თომას და,ლილე ეს ალექსანდრაა -სასიამოვნოა ალექსანდრა-გადამეხვია გოგო-მარა გაბრიელ არ ვხუმრობ მართლა გაცივდება კუბდარი და ნანა მოგკლავთ -ნანა დეიდაზე გემრიელ კუბდარს ვერავინ აკეთებს-თვალი ჩამიკრა გაბრიელმა კუბდარი მართლაც უგემრიელესი იყო -ასეთი გემრიელი არაფერი მიჭამია-ვთქვი აღშფოთებულმა,შუახნის ქალბატონმა გამიღიმა, თომაც და ლილეც საოცრად გავდნენ დედამისს. -აი შეშაც მოვიტანე-კარები შემოაღო ბიჭმა-გაბრიელიც მოსულაა შეშა ბუხართან დააწყო უკან კი გოგო შემოყვა-ოჰოო სრული შემადგენლობით შევიკრიბეთ უკვე? -ალექსანდრა გაიცანი ეს გიოა,ეს გიოს შეყვარებულია მარიტა-გამაცნო გაბრიელმა ყველანი ისეთი თბილები იყვნენ და ისეთი შეკრული სამეგობრო ჰქონდათ,რომ თავს მათთან ძალიან კარგად ვგრძნობდი,თითქოს დღეს გაცნობილი კი არა კაი ხნის მეგობრები ყოფილიყვნენ. მოსაღამოებასთან ერთად კარგად აგრილდა,გიომ ბუხარი დაანთო,მე გოგოებს და ქალბატონ ნანას მაგიდის ალაგებასა და ჭურჭლის დარეცხვაში მივეხმარე. ბუხართან დავჯექი,ცოტა შემცივდა,უცბად ვიგრძენი როგორ მომახურა ზურგზე პლედი გაბრიელმა გავუღიმე-მადლობა. -რაღაც ძალიან დატკბი ალექსანდრა ნუ მაშინებ,ასე იმოქმედა შენზე სვანეთმა და კუბდარმა?! თომამ გიტარა მოიმარჯვა და საამური ჰანგები გააჟღერა,ლილეც აყვა სიმღერაში,საოცარი ხმა ჰქონდათ. -ძალიან მომწონს აქაურობა და შენი მეგობრები-ვუთხარი ბიჭს და თან ღვინის წრუპვა გავაგრძელე -მე შენ მომწონხარ-ლურჯი თვალები შემომანათა გაბრიელმა . დილით ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვიყავი,ვერ გამეგო წინა საღამოს მომხდარი ცხადი იყო სიზმარი თუ ალკოჰოლით გამოწვეული ჰალუცინაცია. გამახსენდა ოთახის კართან მისულს შუბლზე რომ მაკოცა ბიჭმა და ძილინებისა მისურვა,გამეღიმა... -დილამშვიდობისა ალექსანდრა-მომესალმა ლილე პირველ სართულზე ჩასვლისას -აბა დროზე ჭამეთ და სტუმარს სვანეთი ვანახოთ-თომა მაგიდისკენ გაგვიძღვა უშგულის ბუნება ულამაზესი იყო,ვუყურებდი და მე თვითონ არ მჯეროდა,რომ რასაც აღვიქვამდი რეალური იყო. -დიდი სიამოვნებით გადმოვცხოვრდებოდი აქ-თვალი მოვავლე გარემოს -ვერ გაძლებდი-სხვა ვინ თუ არა გაბრიელმა ჩააკვეხა სიტყვა -შენ რა იცი გავძლებდი თუ ვერ გავძლებდი -სანდრა,ჩვენს ეზოში ვერ შემოგიყვანია მანქანა და აქ ივლი ამ გზებზე?!თან ტყე-ღრე ბორტყიალი შენი სტილი არაა -შენ ტარება არ იცი და მე მაბრალებ რაღაცეებს-თვალები ავატრიალე,ამის თქმა და ფეხის აცდენა ერთი იყო,უშგულიდან სახლისკენ მომავალ გზაზე ძირს გავწექი,ვიგრძენი მუხლები როგორ გადამეყვლიფა,ბევრჯერ გამომეცადა ბავშვობაშიც,თვალები პატარა ბავშვივით ამიცრემლიანდა მაგრამ გაბრიელთან რას შევიმჩნევდი. -ვაიმე კარგად ხარ?-შეიცხადა უცბად მარიტამ -კიკი კარგად ვარ-გავიღიმე -ახლა აღარ იქნები-სპირტი ამოიღო ჩანთიდან და ჭრილობების დამუშავება დამიწყო გაბრიელმა -გაბრიელ სისხლის მეშინია-ტკივილისგან უცბად ხელი მთელი ძალით მოვუჭირე და ცრემლები გადმოვყარე -მორჩა მზადაა,ქორწილამდე გაგივლის-გაეცინა ბიჭს-ამ პატარა გოგოს რამხელა ძალა ჰქონია ისე მიჭერდა ხელს სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა -ნუ დამცინი-ერთი კარგად ვუთავაზე ბიჭს.ჩვენი შემყურე ყველა იღიმოდა -არა ეს ექიმი მეგობარი საჭირო ყოფილა რაღაცაში გამოგვადგა-ჩაფიქრდა გიო გაბრიელმა ზურგზე მომიკიდა და ჩამიყვანა მანქანამდე,სხვა რა გზა ჰქონდა -არსად წასაყვანი შენ არ ხარ რა სანდრა-იცინოდა -როგორც აიჩემე ტყე-ღრე,ლაშქრობა და სვანეთიო ისე მატარე ახლა ზურგით ნანა დეიდა გაგიჟდა,მთელი ბავშვი გაგატანეთ და უკან როგორი დააბრუნეთო. საღამოს გარეთ გავედი ტასოს ველაპარაკებოდი მოვახსენე ჩემი თავგადასავლები,ლაპარაკს ,რომ მოვრჩით იქვე ჩამოვჯექი ეზოში ვარსკვლავებს გავყურებდი,ფიქრებმა ისე წამიღო ვერ შევამჩნიე ბიჭის მოახლუებული სხეული. -გაცივდები სანდრა-გაბრიელმა პლედი მომახვია ზურგზე -როგორი მზრუნველი ხარ გაბრიელ-გავუღიმე -ჩაბარებული მყავხარ მანანას როგორ ჩავხედო თვალებში,მუხლების გადაჩეჩქვაც გეყოს-გაეცინა -ცოტათი ნერვებს რომ მიშლი გითხარი უკვე?!-დავეჭყანე ბიჭს -ადრე ძალიან გიშლიდი ნერვებს ახლა თუ მხოლოდ ცოტათი უკვე წინსვლა და მიღწევაა-თვალი ჩამიკრა გაბრიელმა და სახლისკენ დაიძრა -გაბრიელ -გისმენ სანდრა-შემოტრიალდა ღიმილით -მადლობა ჭრილობების დამუშავებისთვის -ჩემთვის დიდი პატივია-გაგვეცინა ორივეს წავიდა და დამტოვა ღამის სვანეთში აფორიაქებული და აზრების კორიანტელით. ეს ბიჭი სულ უფრო და უფრო ნაკლებად მიშლიდა ნერვებს და სულ უფრო და უფრო მეტად მაწონებდა თავს. . ოთახის კარზე კაკუნმა გამაღვიძა,ფანჯარას გავხედე ჯერ კიდევ ბნელოდა.ზეზეულად წამოვემართე,ხალათი გადავიცვი და თმააფუებულმა კარი გავაღე,კართან ატუზული და გაღიმებული სხვა ვინ თუ არა გაბრიელი შემრჩა ხელთ. -იმედი მაქვს რაღაც სერიოზული ხდება და ტყუილა არ დამიფრთხე დილის ძილი-ვუთხარი გაბუსხულმა -აბა ამხელა ფილარმონია ქალს ტყუილა მოგაცდენდი სანდრა?!ჩემში ეჭვი გეპარება? -ამოღერე ახლა თორე წავედი ძილს ვაგრძელებ -ჩაიცვი და 5 წუთში დაბლა იყავი,სვანეთის მზის ამოსვლა უნდა განახო,მსოფლიოს მერვე საოცრება-თვალი ჩამიკრა და კიბეებზე დაეშვა ბიჭი გარეთ საკმაოდ გრილოდა,თბილი ჟაკეტი შემოვიცვი და თვალების ფშვნეტით პირველი სართულისკენ დავიწყე მსვლელობა.დილის ძილის დაფრთხობას არავის ვპატიობდი და ეს გაბრიელი ვინ იყო ასეთი ამდენს რომ მიბედავდა?! გარეთ სამარისებურ სიჩუმეს ჩიტების ჭიკჭიკი არღვევდა,ფოთლების შრიალი,გარშემო სიმშვიდე სუფევდა,ამ მომენტს გავყინავდი და მთელი ცხოვრება აქ დავრჩებოდი. -მგონი სვანეთი მიყვარდება-დავარღვიე სიჩუმე -ხომ გეუბნებოდი სვანეთი მოგეწონებათქო-გაეღიმა გაბრიელს-არა აშკარად კარგად მოქმედებს შენზე სვანეთი ფეხით გატარებ დილაუთენია ტყე-ღრეში და არც კი წუწუნებ, ვინ ხარ და რა უყავი სანდრას ბიჭს მუჯლუგუნი ვუთავაზე-სულელი ხარ-გამეცინა -ფეხი როგორ გაქვს? -ერთი საოცარი ექიმის დამსახურებით კარგად გაბრიელი ამაყად გაიჯგიმა-აი მოვედით-რუგზაკიდან პლედი ამოიღო და გორაზე გაშალა დავსხედით და არე-მარეს შეთვალიერება დავიწყეთ. ნელ-ნელა სვანეთის სიბნელე მთებს უკან ამოწვერილმა მზემ გაანათა,ოქროსფერი ფერი კიაფობდა,გავთბი,მესიამოვნა,ვიგრძენი მზის სხივები როგორ მელამუნებოდა, მეთამაშებოდა სახეზე.სვანეთი ხომ ლამაზი იყო,მაგრამ მზის ამოსვლა შეუდარებელი ყოფილა.ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო ანაცვლებდა სიბნელეს სინათლე.განთიადი,ალიონი,ცისკარი,გარიჟრაჟი,როგორი ლამაზი სიტყვებიც იყო იმაზე ბევრად უფრო ლამაზი ყოფილა ეს პროცესი ცხადში.როდესაც მზე საბოლოოდ ამოიწვერა და ზენიტს მიაღწია,სოფელმა გაიღვიძა და აფუსფუსდა. გაბრიელი ღიმილით მომჩერდებოდა,როცა მე სვანეთის სილამაზით ვტკბებოდი -მადლობა გაბრიელ სვანეთისთვის და ამ ყველაფრისთვის ბიჭმა თმა ყურს უკან გადამიწია და გამიღიმა,ვიგრძენი როგორ დამიარა რაღაც არაამქვეყნიურმა მუხტმა მთელს ტანში,გაიგე სვანეთის ბრალი იყო,დღისა და ღამის გაყრის თუ გაბრიელის. სახლისკენ უსიტყვოდ დავეშვით,ჩვენ-ჩვენ ფიქრებში გართული. ქალბატონ ნანას უკვე მოესწრო საუზმის გამზადება. -აბა მოემზადეთ ქორულდის ტბებზე მივდივართ-გამოგვიცხადა მათემ-ალექსანდრა დღეს დაცემისგან თავი უნდა შეიკავო დიდი გზა გვაქვს გამეცინა-არის სერ -ჯერ სტუმარს თაშმიჯაბი უნდა გავასინჯოთ-წინ უგემრიელესი კერძი დამიდო ქალბატონმა ნანამ -ჩემი აზრით ალექსანდრა აქედან აღარ წავა ისე შევაყვარებთ სვანეთს-გაეცინა ლილეს მიუხედავად იმისა რომ წუნია ვიყავი საჭმელების მხრივ და საწყალ მანჩოს მთელი ცხოვრება გავუმწარე,სვანური კერძები საოცრება იყო,ის რაზეც უარს ვერ იტყოდი. -ასეთი გემრიელი არაფერი გამისინჯავს-გაოცებული ვაგემოვნებდი სვანური სამზარეულოს სიამაყეს ქორულდის ტბებს ჩემი იმედი არ გაუცრუებიათ,მომხიბლა თვალწარმტაცმა პეიზაჟმა. ტბაში მწვერვალები არეკლილიყო,კამკამა ლურჯი წყალი ყველაფერს იტევდა.ტბამდე ცხენებით მივედით,გაბრიელმა შენ მარტო ცხენით არ გაიშვებიო და მომისკუპდა უკან,მისი სუნამოს სურნელი ცხვირს მიწვავდა,სუნთქვა ყურთან მესმოდა,ჩემი გულის ბაგაბუგი ყურებში მიწიოდა და მეშინოდა ვაითუ ბიჭსაც ესმოდესთქო,თვითონ წყნარად და დინჯად მართავდა ცხენს,გარემოდან თვალს ჩემზე აპარებდა ხოლმე.ის იყო ცხენიდან ჩამომსვა ბიჭმა და აღტაცებული გავყურებდი ბუნებას,რომ ფოტოაპარატის ხმა გაისმა.გაბრიელი ფოტოებს მიღებდა. -მანახე რა გამოვიდა,მაინტერესებსს-მივეჭერი ბიჭს -ნწუ ჩემთან რჩება ეს ფოტოები-ამს თქმა იყო და ბიჭს ფოტოაპარატი გამოვგლიჯე და ჩემ ფოტოებს ჩავუყევი,საოცარი ფოტოები იყო,ბუნებრივი,რო გადავყევი სხვა ჩემი ფოტოებიც ვნახე,თომა და ლილე მღერიან უკანა ფონზე მე კი გაცისკროვნებული ვიყურები,ამ დროს ბიჭმა ფოტოაპარატი ხელიდან ამწაპნა -გოგო კი არა ქაჯი ხარ-საპასუხოდ დავეჭყანე -ოჰო გაბრიელ,ექიმობის გარდა გცოდნია რაღაცაც-გავეკრიჭე ბიჭს. სახლში დაღლილები მოვედით,ჩვენი სვანური არდადეგები დასასრულს უახლოვდებოდა,მეორე დღეს უკვე უნდა წავსულიყავით,აღარ მინდოდა თბილისში დაბრუნება,დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი სვანეთში. საღამოს ტრადიცია არ დაგვირღვევია თომა და ლილე მღეროდნენ,მე გაბრიელზე თავი ჩამომედო და ყოველი წამით ვტკბებოდი -სვანეთმა თვით ალექსანდრა დაატკბო?-გადმომჩურჩულა ბიჭმა -ვერ ეღირსები მაგას-გამეცინა და უცბად მარიტამ წამის მეასედში წამომახტუნა ვიცეკვოთო,სვანური ვიცეკვეთ და აპლოდისმენტებმაც არ დააყოვნა.გაბრიელი გაოცებული მიცქერდა -დაპარკირების გარდა გცოდნია რაღაცეებიც-საპასუხოდ მუჯლუგუნი ვუთავაზე- კარგი ხო ხუმრობის გარეშე,საოცრად ცეკვავ -მთელი ბავშვობა ვცეკვავდი ბარგი ჩავალაგე,ოთახი მოვაწესრიგე და ის იყო დასაწოლად უნდა გავმზადებულიყავი კარზე,რომ სუსტი კაკუნი გაისმა,კართან ასვეტილი სხვა ვინ თუ არა გაბრიელი დამხვდა -ბედი შენი რომ არ მეძინა თორე მოგკლავდი -რამე შემოიცვი და წამო-დამტოვა ბიჭმა გაშეშებული თბილი ჟაკეტი შემოვიცვი და წუწუნით ჩავედი ქვედა სართულზე -არა შენ სულ გაგიჟდი?სად მიგყავარ ამ შუაღამეს ხვალ ადრე უნდა ავდგეთ -ვარსკვლავების ცქერას ვაპირებ და მარტო ხო არ გამიშვებ?-პლედი მომახვია,ერთი ხელის მოსმით ხელში ამიყვანა და ეზოში გამაბრძანა -არა სულ გაგიჟდა ამხელა კაცი-მივერეკებოდი ჩემსას -სანდრა შენზე რომ მხოლოდ 2წლით დიდი ვარ ხვდები იმედია-სიცილი აუტყდა გაბრიელს ისევ ჩვენს გორაზე ავედით,პლედი გავშალეთ და წამოვწექით. ცა ვარსკვლავებით გადაჭედილიყო. -საოცრებაა სვანეთი-ჩავილუღლუღე -მიხარია თუ მოგწონს-თმაზე დამიწყო ბიჭმა თამაში ლამის იქვე ვუთხარი შენც მომწონხარ სვანეთთან ერთადთქო. -მაგარი იდეა მაქვს-დავაბრეხვე უცებ -აბა გისმენ გამანდე შენი მაგარი იდეა-გაეღიმა ბიჭს -ბლიც ინტერვიუ მოვაწყოთ,შენზე რო მეტი ინფორმაცია შევაგროვო -მეშინია ცოტა მარა მზად,ვარ-ჩანთიდან ჭიქები და ჩემი საყვარელი წითელი ღვინო ამოიღო,გაკვირვებულმა შევხედე-ხომ გინდა რომ სიმართლე ვილაპარაკო,სიმართლე და არაფერი სხვა-გაეცინა ბიჭს -ჩვენ გაგვიმარჯოს-ვტაცე ჭიქას ხელი და ბიჭს მივუჭხაუნე-ჩვენ და სვანეთს გაბრიელს გაეღიმა-გაგვიმარჯოს -ვიწყებთ-შევამზადე ბიჭი-მაღიზიანებს -არამკითხე მოამბე ხალხი -მეშინია -ახლობლების დაკარგვის -ვუსმენ -კლასიკურ მუსიკას -ვკითხულობ -დეტექტივებს -ვამზადებ -გემრიელ კერძებს -ვნანობ -უქმად დაკარგულ დროს -ვაგროვებ -მოგონებებს -მენატრება -ბებიას გამომცხვარი ხაჭაპური -თამრიკოს ხაჭაპური მართლა საოცრებაა-გამეღიმა-მიხარია -შენთან ყოფნა -ვგრძნობ -რომ მიყვარდები ლოყებზე წამოვხურდი. -ახლა ჩემი ჯერია?-გაეღიმა გაბრიელს -ახლა ძილის დროა,ხვალ ადრე უნდა ავდგეთ-ვთქვი დაბნეულმა -ვიმახსოვრებ,აუცილებლად შეგეკითხები,არ გეგონოს თავი დაიძვრინე-გაეღიმა ბიჭს სახლამდე ხმა არცერთს ამოგვიღია,ოთახამდე მიმაცილა,შუბლზე მაკოცა -ძილინებისა ალექსანდრა-ის იყო შეტრიალდა,რომ დავუძახე -გაბრიელ ბიჭი წინ ამესვეტა,ნერვიულობისგან ყელი გამიშრა და ვერაფერი ვერ ვთქვი,ჩემი დიდი თვალები კიდევ უფრო გამდიდებოდა და ბიჭს მივშტერებოდი. მერე არ ვიცი რა მოხდა,ჩემი ბრალი იყო,სვანეთის,გაბრიელის,ღვინის,ვარსკვლავების,თუ ბლიც კითხვების,მე და გაბრიელმა ერთმანეთს ვაკოცეთ.ტუჩებზე სიამოვნებისგან ჭიანჭველებმა დამიარეს,მუხტი მთელ სხეულს მოედო. -ძილინებისა გაბრიელ-გავუღიმე ბიჭს,კარი ცხვირწინ მივუხურე და საწოლზე მთელი ძალით დავეცი,დარწმუნებული იყავით იმ ღამით თვალი არ მომიხუჭავს. . მგზავრობა საშინლად გაიწელა,მე და გაბრიელი ხმას არ ვიღებდით,ცოტაც და ეს სამარისებური სიჩუმე გამაგიჟებდა. -როგორ ცხელა-ვცადე სიჩუმის დარღვევა გაბრიელმა წამში კონდენციონერი ჩართო -აქ უგემრიელეს ყავას აკეთებენ-დააპარკირა ერთ-ერთი კაფის წინ -ყავა კარგია-გამეღიმა -აბა ამ ზაფხულს რა გეგმები გაქვს? -არ ვიცი ალბათ ბავშვებთან ერთად ბათუმში წავალ,თუ გეცლება წამოდი გავერთობით არა ნამდვილად არ დამსიზმრებია და ვაკოცეთ ერთმანეთს,მაგრამ არც ერთი ამაზე კრინტს არ ვძრავდით,ერთი სული მქონდა ტასო მენახა და ჩამეკარკლა ყველაფერი დაწვრილებით. გზა დამღლელი აღმოჩნდა,მაგრამ როგორც იქნა მივაღწიეთ ჩვენს იტალიურ ეზომდე. -გაბრიელ -გისმენ სანდრა -მადლობა ყველაფრისთვის,ეს დღეები საუკეთესო იყო და სვანეთი კიდევ ულამაზესი -მადლობა,რომ წამოხვედი ტყე-ღრე ბორტყიალზე დამთანხმდი და ატყავებულ ფეხებს თუ არ ჩავთვლით საღ-სალამათი დაუბრუნდი თბილისს ორივეს გაგვეცინა.ბიჭისკენ გადავიწიე და ლოყაზე ვაკოცე. -მანქანას აღარ ჩამიკეტავ იმედია-ავატრიალე თვალები და სადარბაზოში შევედი სახლში ტასო,საბა და დიტო დამხვდნენ,მანჩო სამზარეულოში ფუსფუსებდა -ოჰოო ეს რა შეკრება მოგიწყვიათ?-გამოიქცნენ და სამივე ისე შემომეხვია სუნთქვა ვეღარ შევძელი -სულ რამდენიმე დღით წავედი ხალხო რა გჭირთ-გამეცინა საღამოს როცა ყველა მიდიოდა ტასოს შევანათე მუდარე თვალები -გთხოვ დარჩი დღეს რაა მთელი ღამე გაქაფული ვლაპარაკობდი,სვანეთზე და გაბრიელზე.ტასო კი პირდაღებული მისმენდა. -არ მინდა შეგაშინო,მაგრამ მოგწონს სანდრა -აუფ,მომწონს არა კვახი-გავიცინე,ტასოს სახე არ შეცვლია-ნუ ცუდი ბიჭი არაა,მაგრამ -სანდრა გაწითლდი,ვაიმეე ეს რა მეღირსა,ჩემი დაქალი შეყვარებულიაა -გეყოს ახლა,მთლად მასე სერიოზულად არაა საქმე-ავატრიალე თვალები-ყოველშემთხვევაში იმედი მაქვს-დავაყოლე ანერვიულებულმა . -როგორ გამოვიყურები?-სარკეში ჩემ ანარეკლს თვალს არ ვაშორებდი და თან ტასოს ვეკითხებოდი -როგორც ყოველთვის ბრწყინავ და ანათებ-ტასომაც შემაგულიანა -არ მოგვტაცონ გოგო,ამას უყურეთ როგორ გამოპრანჭულა-საბა და დიტო შემოვარდნენ და ალმაცერად შემომხედეს -მერე თქვენ რისთვის მყავხართ დაგირეკავთ და წამში მიბეგვავთ იმ უბედურს-გამეცინა -თუ გაბრიელი იქნება არა,მომწონს ეგ ბიჭი სასიძოდ-დიტო გამოხტა სიტყვით ლოყები უცბად ამიწითლდა-შე მოღალატევ გაბრიელში მცვლი?-ერთი კარგად ვუთავაზე ბიჭს -თქვენც დაინახეთ პამიდორივით რო აწითლდა?-ხითხითებდა დიტო -აი ახლა მართლა ვერ გადამირჩები-ბალიშს ვურტყავდი გამწარებული ტასომ ძვლივს გაგვაშველა -ხო კაი მოვრჩი,საით გაგიწევია ეგ მაინც გვითხარი -კურსელები ვაწყობთ ფართის და იქ. წავედი მე მეჩქარება,ჭკვიანად იყავით-კიდევ ერთხელ კმაყოფილმა შევათალიერე ჩემი ანარეკლი სარკეში.ატლასის კაბა წელზე მომდგომოდა, დახვეული თმები კი ნაზად ჩამომშლოდა,მსუბუქი მაკიაჟი მამშვენებდა.ბავშვებს შორიდან კოცნა გავუგზავნე,მანანიკოს დავემშიდობე და ის იყო კარში უნდა გავსულიყავი საბამ რომ მომაძახა -ჭკვიანად,ბევრი არ დალიო,გვიან არ მოხვიდე და ვინმე თუ გაგაბრაზებს დაგვირეკე -არის სერ-გამეცინა,რო გეკითხა დედისერთა ვიყავი,მაგრამ აშკარად ორი დიდი ძმა და ერთი და მყავდა,ყველა კი ჩემი კონტროლის რეჟიმში იყო. ის იყო მანქანაში უნდა ჩავმჯდარიყავი წინ რომ ლურჯთვალება ამესვეტა -ოჰოო ბატონო გაბრიელ მოგესალმებით-გამეღიმა -მეც მოგესალმებით ქალბატონო სანდრა-ბიჭმა გაღიმებულმა შემათვალიერა-როგორ ლამაზად გამოიყურები -მადლობა,შენი თქმის გარეშეც ვიცოდი-დავეჭყანე ბიჭს -ეჰ შენი საშველი ხომ არ იქნება რა,მარტო სვანეთი გატკბობს-გაეცინა-საღამოს გცალია? -შემომხედე ასეთი გამოპრანჭული პურის საყიდლად კი არ ჩამოვსულვარ-გამეცინა-არ მცალია დაკავებული გოგონა ვარ,წავედი ახალ მეჩქარება,მომავალ შეხვედრამდე გაბრიელ დავტოვე იქვე მდგარი და გახევებული.მთელი გზა პულსის დარეგულირებას ამაოდ ვცდილობდი. საღამომ შესანიშნავად ჩაიარა,ის იყო სახლში წამოსვლას და ტაქსის გამოძახებას ვაპირებდი,რადგან ცოტათი შეზარხოშებული ვიყავი ნიკა რომ წამომეწია. -მარტო სად მიბრძანდები,ასეთი ლამაზი არ მოგიტაცონ სანდრა,წამო მიგაცილებთ,ჯერ კატო დავტოვოთ და მერე შენ. მეც დავთანხმდი,საშინელი ფობია მქონდა მარტო,მითუმეტეს ღამით ტაქსით მგზავრობის. ბიჭმა კიბეებამდე მიმაცილა,დამშვიდობებისას კი ჩავეხუტე. -მადლობა მოცილებისთვის-გამეღიმა -თქვენს სამსახურში მიგულეთ-თავი დამიკრა სიცილით -კატოსთან რასშვრები,რას აპირებ,იქნებ ამოღერღოთ ოდესმე რომ ერთმანეთი მოგწონთ,ან ეტყვი ან მე გათქმევინებთ ძალით-დავემუქრე ბიჭს და სახლისკენ წავედი,ვიგრძენი თვალს როგორ არ მაშორებდა კარის მეზობელი,ფანჯარაში ავიხედე თუ არა ფარდა გადაწია და თვალს მიეფარა. -უცნაურია-მხრები ავიჩეჩე, სახლში შესლისთანავე და საწოლზე თავის დადებისთანავე გავითიშე. დილით გაბრიელის მანქანა უკვე წასული დამხვდა. -მივწერო თუ დაველოდო და რო მოვა მერე ვკითხო თუ სცალია ბათუმში წამოსასვლელად,მაინც დაკავებული ბიჭია ამხელა ექიმი კაცი-ვფიქრობდი ხმამაღლა -დაელოდე და ბარემ ნახე-ტასო მომეშველა გაბრიელის მოსვლის დრო როგორც კი მოახლოვდა ტანზე ტილოს სარაფანა გადავიცვი და ფანჯარაში დავუწყე დადარაჯება.მანქანა დავინახე თუ არა კიბეებზე ჩავირბინე,ის იყო უნდა მისვულიყავი მანქანიდან გადმოსული ვიღაც ქერა გოგონასთან ერთად რომ დავინახე,ტუჩები გაბრაზებულმა ამოვატრიალე,გვერდი ისე ავუარე ზედაც არ შემიხედავს და გარეთ უგზო-უკვლოდ დავიწყე ბოდიალი. . -არაფერსაც არ დავპატიჟებ,მაგან აქ მე მაკოცოს,იქით ვიღაც ქერა გოგოებთან ერთად პაემნებზე იაროს,მე ვინ ვგონივარ ძაან მაინტერესებს-ვჩხუბობდი და ოთახში ბოლთას ვცემდი ტასო უკვე მეთედ ისმენდა დღეს ჩემ ამ გამოხტომას. -იქნება გელაპარაკათ?რაც ჩამოხვედით არ გილაპარაკიათ და ისიც ისეთივე არეულია,როგორიც შენ-პასუხი გამცა მეათედ -მოვიდეს და აქეთ მელაპარაკოს,მე ვიღაც გაბრიელთან სახვეწარი არაფერი მაქვს. მე და ტასო საყიდლებზე წავედით და ის იყო დაღლილი და ბედნიერი დავბრუნდი სახლში,ჩემს ადგილას გაბრიელის მანქანა,რომ დამხვდა გამოჭიმული -არა ამას თავი ვინ გონია? -ოღონდ ისევ არ იჩხუბო სანდრა,ნახე იქით რამხელა ადგილია იქ დააყენე -ხო მარა ეს ჩემი ადგილია-ვთქვი და გაბრაზებული გადმოვხტი მანქანიდან,ტასოც თავჩაქინდრული უკან მომყვა და ამაოდ ცდილობდა ჩემს გაჩერებას გაბრიელი ეზოში იჯდა საბასთან და დიტოსთან ერთად. -გაბრიელ მანქანა გადააყენე ჩემი ადგილიდან-მივეჭერი ბიჭს -შენი ადგილი როდიდანაა? -მას შემდეგ რაც აქ ვცხოვრობ და მანქანა მყავს -მაპატიე მაგრამ არსად არ ეწერა ალექსანდრა დადიანის ადგილიაო -მიპატიებია,ახლა გადააყენე -ნახე რამდენი თავისუფალი ადგილია,სადმე დააყენებ,როგორმე.აბა კარგად ბიჭებო-წავიდა ლურჯთვალება და დამტოვა გაცეცხებული -კაი გოგო რა პატარა ბავშვივით იქცევი რა გაჩხუბებს,მომე გასაღები დავაყენებ სადმე-გადმომხედა დიტომ. . ჩემოდანს მივარიხინებდი ჩვენს იტალიურ ეზოში და თან თვალს გაბრიელის ფანჯრისკენ ვაპარებდი. -ვუთხარით და არ მცალიაო-უთქმელად მიმიხვდა დიტო სათქმელს -სად ეცლება-თვალები ავატრიალე -არ ვიცი თქვენ შორის რა ხდება,მაგრამ გაბრიელი კაი ბიჭია და მგონი მოსწონხარ,ნუ აუშვებ შენებურ აფრებს ბათუმის გზა დამღლელი აღმოჩნდა,როგორც იქნა ძვლის ჩავაღწიეთ. მზე,ზღვა,ტალღები,D ვიტამინი,ყველაფერი შესანიშნავი იყო. -როგორ უნდა მიხვდე როცა ადამიანი გიყვარს?-გადავხედე საბას და თან მზეზე მიფიცხება განვაგრძე -თავისით,ყველა ადამიანზე იდივიდუალურია,ზოგს გული უფრიალებს,ზოგს პეპლები ყავს მუცელში,აი ისინი რას და როგორ გრძნობენ არ ვიცი,მარა იმედია მალე გამოუტყდებიან ჯერ თავის თავს და მერე ჩვენ-დიტოს და ტასოს გახედა,რომლებიც ერთმანეთს მთელი ძალით აყვინთავებდნენ -მე მეგონა მარტო მე ვიყავი ჩვენ შორის ჭკვიანი და მარტო მე ვხვდებოდი-გამეცინა- აბა ძმაკაცის დის სიყვარული არ მოსულაო? -სანდრა ვინ შეგიყვარდება მაგას შენ ირჩევ გგონია?თან ამ სულელებისთვის ერთმანეთზე უკეთესი მე არავინ მეგულება.რაც შეეხება შენს გაბრიელს -ჩემი არ არის-გავაწყვეტინე ბიჭს ლაპარაკი -აშკარად მოგწონთ ერთმანეთი და რატო იწამებთ თავს ან რატო აწამებთ ერთმანეთს? -ვიღაც გოგოსთან ერთად დავინახე იმ დღეს-თვალები ავატრიალე -აი თურმე,რაშია საქმე,პირველად ვხედავ ეჭვიან სანდრას-კვდებოდა სიცილით- იქნებ მეგობარია ან ნათესავი, ან საერთოდ გაარკვიეთ რა ურთიერთობა გაქვთ,რას აპირებთ და მერე გადაწყვიტე იეჭვიანებ თუ არა-თვალი ჩამიკრა ამასობაში ტასო და დიტოც მოგვიახლოვდნენ . -აუ სანდრააა,ხო იცი როგორ მიყვარხარ-დიტო შემოვარდა ოთახში საწყალი სახით -აბა რა უნდა მთხოვო,გისმენ -გავისეირნოთ რა და ნაყინს გაჭმევ-გამეკრიჭა -დიტო 5 წლისას ვგავარ? -ქცევით კი და სიმაღლითაც,რავიცი იქნებ ხარ კიდევაც ბიჭს ბალიში ვუთავაზე-მოვდივარ ხო ნაყინს მაინც შევჭამ ავატრიალე თვალები. -რაღაც სერიოზული უნდა გითხრა -და მერე მაგის სათქმელად ნაყინის საჭმელად წამომიყვანე?-გამეცინა-რაო აბა შეყვარებული ვაროო? და ის ბედნიერი შენი დაქალი და ჩემი ძმაკაცის დააო? -ეე შენ საიდან იცი?-სახე აელეწა ბიჭს -ელამს ვგავარ დიტო?-გამეცინა-აბა რაში გჭირდება ჩემი დახმარება?საბა ჩამოგაშოროთ და დაგეხმარო გეგმის შედგენაში თუ როგორ აუხსნა სიყვარული?რო რამე შენი ძმაკაციც არ იტყვის უარს შენს სიძეობაზე. -უთქმელად გესმის ჩემი-ჩამეხუტა ჩემი ბავშვობის მეგობარი. ღამით მე და საბა ახალი წყვილის, დიტოს და ტასოს სადღეგრძელოებს ვსვამდით. . თბილისში დაბრუნებულს,მე და გაბრიელი ერთმანეთს ისევ თავს ვარიდებდით. -იქნებ ოდესმე გაზრდილიყავი დე?-წინ ყავის ჭიქა დამიდგა მანანამ და გვერდზე მომიჯდა -რამე დავაშავე დედილო?-ავხედე გაკვირვებულმა -კი დააშავე,ან იმ ბიჭს რას ემალები ან შენს გრძნობებს?გგონია ვერ ვხვდები ყველაფერი რო შეიცვალა რაც სვანეთიდან ჩამოხვედით? -აუ არ ვიცი არეული ვარ და დავიღალე ასე ყოფნით-ამოვიოხრე -დალაგდი მერე რას მიკეთებ და წადი და დაალაგე ის ბიჭიც. -მგონი შეყვარებული ყავს -სანამ თავად არ დაელაპარაკები და არ გაარკვევ ვერ გაიგებ . ჩემი მოუხერხებლობის ამბავი თქვენც იცით,ისიც სიარული,რომ წესივრად არ შემიძლია ხოდა ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით კიბეებზე დავგორდითქო.სიმწრისგან ცრემლები წამომივიდა,ფეხი ისე მტკიოდა ვერც კი გავასწორე,ერთადერთი ის მოვახერხე მანანასთვის დამეძახა,ქალმა ფანჯრიდან გამოიხედა და გულიც გაუსკდა. -საბა,დიტო მიშველეთ-კიბეებზე ჩქარა ჩამოირბინა -ფეხი მტკივა,ვერ ვასწორებ-ამოვიკნავლე -ნუ გეშინია სანდრა აქ ვართ-საბა და დიტო გაჩდნენ წამში ჩემთან-უნდა წამოგაყენოთ -არა,არა ძალიან მტკივა -მგონი მოტეხილია-თქვა ტასომ -ვაიმე ვაიმე-უფრო მოვუმატე ტირილს -მოიცა სასწრაფოში დავრეკოთ -არა,ექიმების და სასწრაფოსი მეშინია-ამოვიკნავლე -კარგი რა დე ნუ ბავშვობ,ყველაფერი კარგად იქნება. სასწარაფოს მანქანის გამაყრუებელი სირენით მვიწევდით საავადმყოფოსკენ,მანანა თმებზე მეფერებოდა და მამშვიდებდა,თან მამას სიტუაციას უხსნიდა,როგორც კი მივალთ დაგირეკავთო,უკან კი მანქანით ბავშვები მოგვყვებოდნენ. პალატაში დამაწვინეს -ფეხი მოტეხილია,ახლავე მოვა თქვენი ექიმი და მოგხედავთ,არ ინერვიულოთ-ექთანმა ამის თქმაღა მოასწრო,პალატაში რომ გაბრიელი შემოვიდა. -სანდრა?-შემომხედა გაკვირვებულმა -შენ აქ რას აკეთებ-გავხედე დაბღვერილმა -ვმუაშობ და ძალიან გაგიმართლა რადგან შენ ჩემი პაციენტი ხარ-თვალი ჩამიკრა ბიჭმა -ვაიმე რა კარგია,იმდენი ინერვიულა და იტირა,დაამშვიდე გეხვეწები რომ არაფერია სერიოზული-მანანამ წამში გამყიდა,გაბრიელს გაეღიმა -თაბაშირს დაგადებ და ყველაფერი კარგად იქნება -აუ გაბრიელ,არ მინდა რა თაბაშირი-ტუჩები დავმუწე და სატირლად გავემზადე -მე გარეთ გავალ თორე ბავშვები ინერვიულებენ-აი ესეც დედაჩემი დამტოვა მტრის ხელში,ექთანიც უკან მიყვა. გაბრიელმა კი ჩემი ფეხის მკურნალობა დაიწყო. -მეშინია -რო შემოგხედავს ადამიანი უძლეველი არმადა ხარ,აბა ვინმემ მანქანის დაყენება დაგასწროს წამში იქვე მიასიკვდილებ და ამ თაბაშირის რამ შეგაშინა-გაეცინა ბიჭს -საერთოდ არ მეცინება -კარგი ხო,როგორ მოახერხე არ მომიყვები? -ჩვენს კიბეზე დავგორდი -აწიე მთელი ეზო ჰაერში?-გაეცინა ბიჭს -ხო რაღაც ეგრე-გამეღიმა -მორჩა თაბაშირი დაგადე გამაყუჩებელსაც დაგალევინებ და საღამოს სახლში წაგიყვან საღ-სალამათს -იყოს ბავშვები მელოდებიან -გავალ და ვეტყვი,რომ ყველაფერი კარგად გაქვს,კარგ ხელში ხარ და წავიდნენ,თორე ცოდოები არიან სამივე შემომივარდა ოთახში და რომ დარწმუნდნენ კარგად ვიყავი წავიდნენ. -მეც მივდვივარ და გაბრიელს გაბარებ იცოდე-თვალი ჩამიკრა მანანამ და დამტოვა ისევ მტრის ხახაში გაბრიელმა ძვლივსძვლივობით მანქანაში ჩამსვა -გაბრიელ არაა ეს ჩვენი სახლის გზა,აგერია რაღაც -და მერე ვინ თქვა რომ სახლში მიმყავხარ ქალბატონო სანდრა? -მიტაცებ?-შევიცხადე შეშინებულმა -ფეხი არ გიწყობს ხელს,თორე კი მოგიტაცებდი. მანქანა mcdrive_ზე შეაყენა. -აბა პაციენტი რას ინებებს? -ოჰოო,როგორი კარგი მომსახურება სცოდნიათ თქვენთან საავდმყოფოში-გამეცინა ცოტახნის შემდეგ პირგამოტენილები ვიცინოდით მე და გაბრიელი,თან მანქანა ისეთ ადგილას დაეყენებინა ბიჭს მთელ თბილისს ზევიდან გადმოვყურებდით. -შენზე გაბრაზებული ვარ-ამოვთქვი რაც მაწუხებდა -ეს შენ ხარ გაბრაზებული თუ მე? -მოიცა შენ რა გაბრაზებს,მე კი არ დავდივარ აქეთ-იქით პაემნებზე -მოიცა აბა მე დავდივარ?!-შემომხედა ბიჭმა გაბუსხულმა -გაბრიელ რას ცანცარებ -იმ დღეს შენს დაპატიჟებას ვაპირებდი,ლაპარაკი მინდოდა,შენ კი არ დამამთავრებინა სათქმელი ეგრევე წახვედი და სახლში ვიღაც ბიჭმა მოგაცილა,მეორე დღეს კი ისე ჩამიარე გვერდზე არ შემოგიხედავს და საერთოდაც სვანეთის მერე თავს მარიდებ. -უკაცრავად ბედნიერად რო არ მოგიკითხეთ შენ და ის ქერა და თან ის ბიჭი ჩემი კურსელი იყო,ჩემი დაქალი უყვარს და სახლამდე ორივე გამოგვაცილა და საერთოდაც რატო გიხსნი-დავიწყე ჩხუბი გაბრაზებულმა გაბრიელმა სიცილი დაიწყო -რა გაცინებს-უფრო მომეშალა ნერვები და სიბრაზისგან წამოვწითლდი -გახსოვს სვანეთში რომ გითხარი,ვგრძნობ რომ მიყვარდებითქო? უკვე შემიყვარდი სანდრა-ბიჭი საკოცნელად გამოიწია,ტვინმა მიდი შემოულაწუნე ამას ვინ გონიხარ იქით ქერას ხვდება,აქეთ შენო,მაგრამ გულს მივყევი და კოცნაში ავყევი. -ჩემი დეიდაშვილი იყო ეგ ქერა და რომ გაგაცნობ აუცილებლად მოგეწონება-გაეცინა ბიჭს- შენ არაფერს მეტყვი? -მართალი ყოფილა ის გამოთქმა „მეზობელო კარისაო,სინათლე ხარ თვალისაო“-გავიკრიჭე გაბრიელი დაბნეული მიყურებდა -ანუ მეც მიყვარხარ გაბრიელთქო ვიგულისხმე-ბიჭს მთელი ძალით ვაკოცე,როგორი ბანალურიც არ უნდა იყოს გული მიფრიალებდა და მუცელში პეპლები დაფრინავდნენ... . ერთი წლის შემდეგ სვანეთში ვიქორწინეთ მე და ლურჯთვალებამ. ქალბატონ ნანას უგემრიელესი საჭმელები გაემზადებინა,თამრიკო ხაჭაპურებს აცხობდა უბედნიერესი,ჩემმა გაბრიელმა ჩემი სანდრა მოიყვანა ცოლადო. დედაჩემიც იქვე ტრიალდებდა,მამაჩემი კი ღიმილით ხან მას უყურებდა ხან მე და გაბრიელს. მარიტას და გიოს პატარა ტყუპები ჰყავდათ და იმათ დაჰფოფინებდნენ. ტასო და დიტო ბედნიერები ცეკვავდნენ სვანურს,თომას და ლილეს საამურ ჰანგებზე,საბა თვალს ლილესკენ აპარებდა. უბედნიერესი ვიყავი იმიტომ რომ გაბრიელი ჩემს კარის მეზობლად გადმოვიდა,იმიტომაც რომ უნო ვითამაშე და ცხოვრებაში მგონი მხოლოდ მაშინ წავაგე,იმიტომ რომ სვანეთში წავყევი ლურჯთვალებას,იმითაც კი ბედნიერი ვიყავი ფეხი,რომ მოვიტეხე,რადგან სწორედ მაშინ გამოვუტყდით მე და გაბრიელი სიყვარულში ერთმანეთს,იმიტომ რომ საოცარი ხალხი მყავდა გარშემო,იმიტომაც რომ გაბრიელისნაირი ქმარი მეყოლებოდა გვერდით. -ის გამოთქმა მართალი ყოფილა-გადმომიჩურჩულა გაბრიელმა -რა გამოთქმა-გავხედე გაკვირვებულმა -„მეზობელო კარისაო სინათლე ხარ თვალისაო“ გამეცინა-მეც მიყვარხარ გაბრიელ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.