შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული უდაბნოსავითაა. თავი 2.


9-04-2022, 21:49
ავტორი zia-maria
ნანახია 1 999

მზე გადმოჰყურებს არემარეს, სუსტია ნოემბრის თვეში მისი მცხუნვარება, მაგრამ ცდილობს მისი გამოჩენით ხალხს ხასიათი გამოუკეთოს. კიბეები აჩქარებით ჩაიარა, ფეხით და მტკიცე ნაბიჯებით გაუყვა ხალხით სავსე ქუჩას. არ ჩქარობდა, ის სადაც მიდიოდა სერიოზულ თემაზე უწევდა საუბარი, ამიტომ მშვიდად იყო. კლინიკის კიბეებიც ასევე მტკიცე ნაბიჯებით აიარა და ერთ-ერთ თერთ ხალათიანს მორიდებით და ბოდიშის თხოვნით შეეკითხა.
-სად შეილება ვნახო ექიმი ანა არაბული.
-პირდაპირ და მარჯვნივ პირველი კაბინეტია ქ-ნო.
-გმადლობთ. ამაყად გაიარა ის მონაკვეთი, მაგრამ იგრძნო რომ ფეხები აუკანკალდა და ჩანთიდან გულის წამალი ამოიღო და ენის ქვეშ ამოიდო. კარებზე ჯერ წარწერა წაიკითხა ,,ექიმი ანა არაბული'' და შემდეგ ფრთხილად დააკაკუნა.
-მობრძანდით. კარი შეაღო და მის დანახვაზე ექიმი ფეხზე წამოდგა, ღიმილით შეეგება და მის მაგიდასთან სავარძელზე მიუთითა.
-დამელოდეთ, პაციენტს მნიშვნელოვან მითითებას მივცემ. ექიმმა პაციენტს რამდენიმე რჩევა მისცა და კარამდეც მიაცილა, შემდეგ კი მიუბრუნდა სტუმარს და უთხრა.
-გისმენთ, რა გაწუხებს ქალბატონო.
-როილა ფარულავა, შაკო ცაგარეიშვილის დედა.
-თქვენ, თქვენ შაკოს დედა ხართ?
-დიახ, მაგრამ არ ველოდი ასეთ გაოცებას, არ იცოდით რომ შაკოს დედა ჰყავს?
-ვიცოდი, როგორ არ ვიცოდი, მაგრამ აქ არ გელოდით.
-რამდენჯერმე უთხარი შაკოს მოიყვანე და ახლოს გავიცნობთქო, სურვილი არც თქვენ გქონიათ  საყვარელი მამაკაცის დედა გაგეცნოთ.
-რა შემიძლია თქვენთვის გავაკეთო.
-მინდა პირდაპირი ვიყო, ამიტომ დაუფარავად გეტყვით ექიმო აქ რატომ მოვედი და რაა მიზეზი, მე მაღელვებს თქვენი და ჩემი შვილის ურთიერთობა
-მაგრამ ჩვენ...........
-ანა საუკეთესო მშობლები გყავთ, ოჯახი რომელიც ჩემს შვილს არასოდეს არ ჰყოლია, დააფასე მათი ეს სიყვარული და სითბო. ჩემმა მეუღლემ მაშინ მიგვატოვა როცა უნდა მეთქვა რომ წლების შემდეგ შვილს ველოდებოდით. 7 წელი არ გვყავდა შვილი, მივმართეთ ექიმებს, ვიმკურნალეთ და ყველა შესაძლებლობა გამოვიყენეთ, მაგრამ უშედეგპდ სრულდებოდა ყველა მკურნალობა და ჩვენი ურთიერთობაც ნელა-ნელა კარგავდა სითბოს, პატივისცემას, სიყვარულს. სწორედ მაშინ მეწვია დიდი სიხარული როცა იმედი დავკარგე და ხელიც ჩავიქნიე, ბრძოლა შევწყვიტე და ბედს მივენდე. მე პროფესიით ეკონომისტი ვარ, ერთ დღეს სამსახურში გონება დავკარგე და სწორედ იმ დღეს გავიგე ჩემში არსებული ახალი სიცოცხლის შესახებ. ეს ისეთი მოულოდნელი იყო ექიმიც გაოცებული დარჩა, ყველას გაეხარდა და ყველა მილოცავდა, მაგრამ როცა სახლში დავბრუნდი ჩემი მეუღლე არ დამხვდა სამაგიეროდ მაგიდაზე წერილი დამიტოვა განქორწინების ქაღალდთან ერთად.
-არ უთხარი რომ.........
-იმ წუთებში არ ჩავთვალე საჭიროდ, ის ჩემით დაიღალა და ჩემგან წავიდა. რამოდენიმე თვის შემდეგ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს და გაოცებული მიყურებდა, ის თვალებში ცრემლი შევამჩნიე.
-არაფერი გითხრა?
-მითხრა, მან დაბრუნება მთხოვა, მაგრამ დაბრუნებაზე უარი უთხარი. ჩემთვის საკმარისია  ჩვენს შვილს გვარი მისცე და თუ ამას არ გააკეთებ არც ამაზე შეგაწუხებმეთქი. დაქორწინდა, ჩემს შვილს გვარი მისცა და მხოლოდ ეს იყო მას შვილი არ უნახავს, არც მისი პირველი ნაბიჯები დაუნახავს, არც პირველი კბილი და არც  სკოლაში წასვლა. ის დაქორწინდა და საყვარელ ქალის გოგონას ზრდიდა, სხვის შვილს ზრდიდა და მისი შვილი ......
-ეს ყველაფერი შაკომ.......
-არ არის აუცილებელი შაკომ ყველაფერი იცოდეს, ის წლები გავიარე რთულად თოთო ბავშვით ხელში. ზოგჯერ მეზობელთან ვტოვებდი, სამსახურშიც ხელს მიწყობდნენ და ასე მივიყვანე ორ წლამდე შემდეგ ბაღში მივიყვანე და ცოტა დავმშვიდდი.
-მესმის თქვენი და ვწუხვარ, მაგრამ მე რა შუაში ვარ  ამ ყველაფერთან ქ-ნო როილა.
-არასოდეს ვერევი ჩემი შვილის პირადულში, მაგრამ აქ მოსვლის მიზეზი თქვენ ხართ ექიმო.
-მე, მე, მე რატომ....
-მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ჩემი შვილი არ სცდება. მე არ მინდა ჩემმა შვილმა იგივე ტკივილი გამოიაროს. მინდა მის გვერდით იყოს ადამიანი ვინც მას უსიტყვოდ გაუგებს, მოუსმენს, რადგან შეცდომები ზოგჯერ ძალიან ძვირია.
-ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, ვფიქრობ თქვენი განვლილი ცხოვრების გადასახედიდან ხედავთ, მაგრამ გთხოვთ რომ მშვიდად იყოთ, რადგან აღელვების მიზეზი ნამდვილად არ გაქვს. გთხოვთ დამიჯერეთ, ჩვენთვის სიყვარული პირველ საფეხურზეა, როცა სიყვარულია ორი ადამიანის გულში სხვას ყველაფერს გაუმკლავდებით.
-საქმე ჩემი შვილის ბედნიერებას ეხება და მინდა როგორც დედამ ვიცოდე ვინ აროს ის ქალი ვინც ჩემს სახლში უნდა შემოვიდეს, ქალი რომელიც ჩემი შვილის გვერდით უნდა იყოს დღეც და ღამეც. მინდოდა თქვენი ახლოს ნახვა და გნახეთ, ახლა უფრო მშვიდად ვარ, მადლობა რომ მიმიღე და მომისმინე
-მადლობა თქვენ, რომ ასე პირდაპირ მითხარი რისი თქმაც გინდოდათ და ვფქრობ ასე უფრო უკეთესად მოხდა ჩვენი გაცნობა.
-მინდა ეს საუბარი და დღევანდელი შეხვედრა ჩვენს შორის დარჩეს.
-გასაგებია, შაკოს არაფერს ვეტყვი. როილა ფეხზე წამოდგა და ისევ ისე ამაყად დატოვა კაბინეტი როგორც შემოვიდა, საავადმყოფოს შენობიდან გამოსულმა სათვალე მოირგო და ჩურჩულით თქვა.
-ცივი გამოხედვა აქვს, როგორ შეიძლება ამ ადამიანს გული ჰქონდეს თბილი და სიყვარული იცოდეს.
-დედა? აქ რა უნდოდა, რატომ მოვიდა.
-ეს როილა დეიდა არის, შაკო დაინახე?
-დედა იყო, კი ნამდვილად დედა იყო.
-ნამდვილად როილა დეიდაა, იმას ფიქრობ რასაც მე?
-ოხ დედა, ოხ დედა რა ჯიუტი ხარ.
-არ მოწონს ეს გოგო და გადაწყვიტა ახლოს ენახა, მაინტერესებს რას გეტყვის. ანასთან არ ახვალ?
-ამ დროს მას დატვირთული საათები აქვს, დაველოდები და აუცილებლად ვნახავ, მაგრამ ვიცი არაფერს მეტყვის.
-ანა ვინ იყო ის ქალბატონი, შენი კაბინეტიდან გამოვიდა.
-შაკოს დედა.
-რას ამბობ, მაგრამ რა გასაკვირია შაკოც ხომ ასეთი მაღალი და მომხიბლელია, დედას ჰგავს შვილიც. მოიცადე, შენთან რაუნდოდა ან რაზე ილაპარაკეთ.
-უნდა დავრწმუნდე იმ ქალში, ვისაც ჩემი შვილი უყვარსო.
-შაკო პატარა ბიჭი არ არის, რომ არ იცოდეს რა უნდა და ვისთან უნდა ყოფნა.
-ნია უკვე მეშინია ამ ქალის.
-გითანაგრძნობ მეგობარო, შაკოს ეტყვი?
-არა, არც მას უნდა ჩვენი დღევანდელი შეხვედრა შაკომ იცოდეს და თუ დავფიქრდებით ის მართალია ნია.
-კარგია რომ მაგ მხრიდანაც შეხედე, ის დედაა და ნერვიულობს შვილზე.
-თავი დაანებე მას, შენ როგორ ხარ.
-კარგად ვარ.......
-კარგად ხარ თუ კარგად ხართ.
-კარგად ვართ, ანა ძალიან კარგად ვართ.
-ნუ ჭამ სიტყვენს ნია.
-მალე დავქორწინდებით მე და დემეტრე.
-კარგია და ძალიან მიხარია, როდისთვის გადაწყვიტეთ ქორწილი. ჩემი აზრით გაზაფხულზე ქორწილს არაფერი სჯობს.
-ქორწილი არ იქნება, ჩვენ მხოლოდ ხელს მოვაწერთ.
-რატომ, ნია შენ ხომ ოცნებობდი თეთრ საქორწილო კაბაზე და რა მოხდა, რატომ შეგეცვალა შეხედულებები, რა შეიცვალა.
-საყვარელო, დემეტრე ობოლია და ბავშვთა სახლში გაიზარდა. მუშაობს, მაგრამ არ აქვს იმდენი შემოსავალი რომ ქორწილის ხარჯებისთვის საკმარისი ჰქონდეს. როგორ ქორწილსაც ვოცნენობდი ვერ გადავხდით, ამიტომ რაღაც-რაღაც ღირებულებების დათმობა გვიწევს. მე მისი სიყვარულიც მაკმაყოფილებს, ის რომ ამიერიდან სულ ერთად ვიქნებით. თქვენ, რას ელოდებით აღარ უნდა იქორწინოთ ან ასე გაგრძელებას როდემდე აპირებთ.
-მეშინია ინა ძალიან მეშინია.
-რისი გეშინია ან რატომ, შაკო ძალიან კარგია შენს მიმართ. უნდა დაფიქრდე ერთ დღეს რომ მოწყინდეს შენთან ყოფნა და შენგან წავიდეს ვერც გაამტყუნებ.
-დედამისი რატომ გამოჩნდა, რატომ მოვიდა რა აქვს ჩაფიქრებული.
-დედამისია შენი შიშის მიზეზი?
-არა, არის კიდევ რაღაც რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
-რა არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი.
-ვერ გავაბედნიერებ შაკოს.
-რატომ, რა გაწუხებს მეგობარო.
-დედა ვერასოდეს ვერ გავხდები.
-ეს ვინ გითხრა, ახლა ხომ სამედიცინო ტექნოლოგიები ძალიან წინ წავიდა. 10 წლის ლოდინის შემდეგ შეეძინათ გუშინ შვილი და დაინახე რა ბედნიერები იყვნენ.
-ყველა საჭირო ანალიზი ჩავიტარე და პროფესორთან გავიარე ყველა მნიშვნელოვანი გამოკვლევა და ჩემი შიში უსაფუძვლო არ ყოფილა, მანაც დაადასტურა.
-ძალიან ემოციური ხარ, ამდენს ნუ ფიქრობ თორემ ძალიან ადრე დაბერდები  და შენს სილამაზეს ნაადრევი ნაოჭები დააჩნდება, მაგრამ შენ გეშინია შაკოს რომ  სიმართლე უთხრა შესაძლებელია თქვენი ურთიერთობა დასრულდეს?
-გამორიცხულიც არაფერია, ამიტომ უკვე მივიღე გადაწყვეტილება დაქორწინება არ მინდა, მაგრამ შაკოს გვერდით მინდა ვიყო, არ შემიძლია შევხედო როგორი ბედნიერია სხვასთან.
-ეს ხომ უსამართლობაა და შენც კარგად იცი.
-ვიცი და ყველაფრისთვის მზად ვარ.
-შაკომ სიმართლე უნდა იცოდეს, ეს სიმართლე კი შენ უნდა უთხრა და არა სხვისგან გაიგოს, შესაძლებელია მართლა დაკარგო.
-მარტო ეს არ არის ინა.
-ანა შენ კიდევ გაწუხებს რაღაც, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. მივხვდი?
-ორი წელია რაც  შაკოს ვიცნობ, როცა ერთად ცხოვრება დავიწყეთ 8 თვე გადის, მაგრამ ერთი წელია რაც ორი ცხოვრებით ვცხოვრობ.
-რა, რა, რას ამბობ ანა.
-გახსოვს სემინარზე რომ ვიყავი ლონდონში.
-მახსოვს, შაკომ რომ სიურპრიზი გაგიკეთა სასტუმროში.
-მოვიდა, მაგრამ ცოტა ადრე რომ მოსულიყო....................
-რა მოხდა.
-სემინარის პირველ დღეს რამდენიმე საათმა გასტანა სემინარმა და დაღლილი დავბრუნდი სასტუმროში, იქ შემთხვევით ჩემი ბავშვობის მეგიბარს შევხვდი....
-მეგობარი თუ..............
-დიახ, კობა მესხი ჩემი პირველი სიყვარული იყო.
-მის ნომერში შედი?
-არ მიფიქრია თუ იმ ზღვარს გავცდებოდით, რომელიც არ უნდა გადაგვეკვეთა, მაგრამ მოსახდენი მოხდა. არ ვიცი რა დამემართა და ორი ჭიქა შამპანიურის შემდეგ მის მკლავებში აღმოვჩნდი.
-არა, არა, ვერ ვიჯერებ, ეს სიმართლე არ არის.
-რაც გითხარი სიმართლეა, ჩემი თავი და ჩემი ვნებები ვერ გავაკონტროლე და მას დავნებდი.
-რა იგრძენი რომ შეხვდი და რომ შეეხე, განსხვავებული იყო მასთან ყოფნა თუ იგივე რეაქცია გქონდა რაც შაკოს მიმართ.
-არა, ის ღამე ყველაზე განსხვავებული ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში. ინა ის დაბრუნდა და ისევ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში.
-არ ვიცი რა გითხრა, შაკოს ვიცნობ და ვიცი როგორი კარგია, ის არ იმსახურებს შენგან ასეთ მოპყრობას. როგორი თბილი და ყურადღებიანია. თავი აიყვანე ხელში და შაკოს სიმართლე უთხარი.
-ვერ ვეტყვი, სიმართლის თქმით დავკარგავ მას მე კი არ მინდა დავკარგო.
-არ ვიცი რას გააკეთებ, მაგრამ კარგია თუ დაფიქრდები. ინა მკაცრი და ცივი გახდა, არ ელოდა ანასგან ასეთ დაუფიქრებელ ნაბიჯს  და გაბრაზდა.
-გოგოები ოცნებობენ შაკოსნაირი მამაკაცი ყავდეთ გვერდით, შენ კი ერთი წასვლით დაანგრიე შენი მომავალი.
-არ გინდა გთხოვ ისედაც ცუდად ვარ.
-რა თქმა უნდა ცუდად უნდა იყო, ეს შეცდომა შენ არ უნდა დაგეშვა, ასე არ უნდა დაბინდებულიყო შენი გონება. არ მჯერა რომ ასე ამჩატდი შენ ქალი ვინც ყველას მაგალითია. ყველა ფიქრობს რომ შენი მომავალი შაკოს გვერდით არის, აქამდე ასე იყო. ანა როცა უყვართ არ ღალატობენ, შენ გიყვარს შაკო?
-დრო მჭირდება, უნდა წავიდე აქედან.
-წასვლა არ გიშველის თუ გული სხვას აჩუქე.
-ინა ნუ ხარ ასეთი მკაცრი ჩემს მიმართ და ასეთი სატიკი.
-მახსოვს შენი დაბრუნება ლონდონიდან ბედნიერი დაბრუნდი, ერთიანად ბრწყინავდი. არ დაფიქრებულხარ იმ კობამ რომ მიგატოვოს და შენ შაკოს მისი მიზეზით დაშორდე შეძლებ ცხოვრებას შეებრძოლო ფრთებ დამსხვრეულმა? გონს მოდი ანა ჯერ კიდევ არ არის გვიან გამოასწორო  უნებურად დაშვებული შეცდომა, სხვაგვარად სისასტიკე და სიმკაცრე შაკოსგან ნახე როცა გაიგებს არა შენგან არამედ სხვისგან, მე გითხარი რაც უნდა მეთქვა და ბოდიში თუ ზედმეტი მომივიდა. ინა წავიდა, ანა დაფიქრებული იჯდა როცა ინამ კარი შეაღო და ყვირილით უთხრა ანას.
-ორსული მოიყვანეს სისხლის დენა აქვს და რთული მდგომარეობაა, ყველაფერი დაივიწყე და კონცენტრაცია საქმეზე მოახდინე.

-შაკო შვილო დღეს ჩემთან მოხვალ.
-რატომ, ისევ ექპერიმენტს ატარებ კომპიუტერიდან გადმოწერილი რეცეპტებით? როილა ტელეფონიდანაც ხედავდა შაკოს და მკაცრად უთხრა.
-ნუ დასცინი დედას...
-კარგი მოვალ, ამჯერად რა მოამზადე, უკეთესი ხომ არ იქნება გარეთ ვივახშმო და ისე წამოვიდე.
-არავითარ შემთხვევაში, დღეს ძალიან საინტერესო და უცნაური კერძი მაქვს.
-კარგი დედა 9 სთ-ი გვიან არის?
-არა, კარგი დროა, მარტო მოხვალ?
-ვინ გინდა მოვიყვანო.
-ვინც გინდა მოიყვანე, გელოდები.
-კარგი მოვალ, მაგრამ მარტო არა.
-მშვენიერია, გელოდებით.
-არ მკითხავ ვინ იქნება ჩემს გვერდით?
-არა, მთავარია რომ შენ ხარ ბედნიერი.
-კარგი ჩემო დედიკო, მაგრამ რატომ ვგრძნობ რომ დღეს რაღაც უცნაური ხარ.
-გელოდები. როილამ ტელეფონი გათიშა, შაკომ მის გვერდით მყოფ ლაშას გახედა და უთხრა.
-ჩემთან ერთად მოდიხარ საღამოს.
-მე, მე, მე რესტორანში მივდივარ.
-ვიცი, მეც მოვდივარ და იქედან ერთად წავალთ სტუმრად.
-კარგი რა შაკო დღეს რას მოამზადებს.
-აზრზე არ ვარ, მაგრამ ერთად გავიგებთ.....
-უკაცრავად საათის რომელია მეტყვით?
-არც მეტი არც ნაკლები ზუსტად 11 სთ-ია
-გმადლობთ.
მომხიბვლელად გაუღიმა შაკოს უცნობმა გოგონამ და წავიდა. ლაშამ შაკოს შეხედა და უთხრა.
-საათი მიზეზი იყო, გამოლაპარაკება უნდოდა.
-შენ რა იცი. გაეცინა შაკოს.
-საათი ხელზე ეკეთა, თვალი დაგადგა ვერ შეხედე როგორ ჩაიცინა?
-ამ ბოლო დროს ვამჩნევ ჰალუცინაციები გეწყება.
-მართლა ვერ შეამჩნიე?
-არ გამიმახვილებია ყურადღება შემემჩნია იცინოდა გოგონა თუ იღიმოდა, პირიქით მისი სახე მწუხარებას გამოხატავდა, მაგრამ შენ ყველაფერს შებრუნებულად ხედავ. უკეთესია საღამომდე საქმეები მოაგვარო და ერთად წავიდეთ, თორემ დარწმუნებული ვარ არაფერი არ შეგხვდება დღევანდელი ექსპერიმენტიდან.
-არ დავკარგავ ბევრ რამეს.
-როგორც გინდა, წავალ ანას ვნახავ, უნდა გავიგო დედა რატომ მივიდა მასთან.
-მასთან თუ არ იყო და სხვა საქმე ქონდა?
-სწორედ მეც ეს მინდა გავიგო და იმედი მაქვს გავარკვევთ.
-დაგელოდო თუ წავიდე.
-იქ რომ გოგონა დგას ხედავ?
-ვხედავ, მგონი ცუდად არის.
-მართლაც რაღაც უჭირს, ძალიან ცუდად გამოიყურება. ჩქარი ნაბიჯით მივიდა გოგონასთან რომელიც კედელზე იყო თავით მიყუდებული და უთხრა.
-ცუდად ხართ, შემიძლია დაგეხმაროთ?
-თქვენ ვერ შეძლებთ ჩემს დახმარებას, მე მხოლოდ უფალი დამეხმარება ეს თუ თავად უნდა.
-ნენე, ნენე აქ რას აკეთებ, რა მდგომარეობაში ხარ. ნენე შემომხედე შაკო ვარ.
-შაკო, შაკო აქ რატომ ხარ.
-შენ რატომ ხარ აქ, ვინ მოიყვანეთ.
-ნატა, ნატა მოვიყვანეთ ის ძალიან ცუდად არის.
-შენი მეგობარი ნატა და რას ამბობს ექიმები, აქ როდის მოიყვანეთ.
-დილით, სამი საათია რაც აქ ვარ და ჯერ არაფერი არ  ვიცით.
-დამშვიდდი ყველაფერს გავიგებთ, წამომყევი, მაგრამ ასე დიდი ხნით ვერ გაძლებ.
-შაკო რა ხდება. შაკომ ლაშას ხმა გაიგონა და ხელი დაუქნია მასთან მისულიყო.
-ძალიან ახლო მეგობარია და დახმარება სჭირდება, მაგრამ რამე უნდა შეჭამოს ძალა გამოცლილია.
-ყავას მოვიტან და ცოტა ძალას მისცემს.
-ყავა რძით მოიტანე და რამე ფუნთუშაც იყიდე.
-არაფერი არ მინდა, ყელში არაფერი არ გადავა სანამ არ გავიგებ ჩემი ნატას მდგომარეობა  როგორია. ლაშაც დაბრუნდა და ნენეს ყავა მიაწოდა თან უთხრა.
-უარი არ მიიღება, მე ლაშა ვარ და შენს გამო წავედი რომ ამ ყავამ ძალა შეგმატოს, თუ ძალა არ გექნება და წაიქცევი ვერ გაიგებ როგორ იქნება შენი მეგობარი.
-არ მოგეშვება და უკეთესია ეს ცხელი სითხე მიიღო, შემდეგ კი წავიდეთ და ექიმი ვნახოთ. ნენე არავინ არ იცის რას მალავს ადამიანი გულში და სინამდვილეში ის როგორია. გარეგნობა მატყუარაა, რადგან ხშირად ხდებიან მამაკაცის ფიზიკურიბის და გარეგნულობის მსხვერპლი ქალები. შიგნიდან კი იმ სილამაზის და კარგი აღნაგობის მიღმა ცხოველი იმალება, მაგრამ ყველა უიმედო სიტუაციიდანაც არის გამოსავალი, მთავარია გვერდით ნამდვილი და გულწრფელი, ერთგული ადამიანები გყავდეს.
-თქვენ, თქვენც საქმეზე მოდით აქ და მე შეგაყოვნეთ, შაკო......
-აღარ გააგრძელო, ნენე აქ ვიქნები მანამ სანამ შენს სახეზე ღიმილს არ ვნახავ.
-ხო მაგრამ......
-არავითარი მაგრამ თუ უკეთესად გრძნობ თავს წავიდეთ და ექიმი ვნახოთ. ნენეს იმედი გაუჩნდა და თავი დაცულად იგრძნო შაკოს გვერდით და ორივეს მადლიერებით სავსე თვალებით შეხედა. გულის ფრიალით მიყვებოდა შაკოს და ექიმის დანახვაზე  მუხლებში სისუსტე იგრძნო შაკოს ხელს ჩაეჭიდა უნებურად. შაკო მიხვდა რომ ნენე ცუდად იყო და თავადაც შეაშველა ხელი რაც ანას საერთოდ არ მოეწონა და ეს გამოხედვითაც გამოხატა, მაგრამ შაკოს ათრთოლებულმა და ანერვიულებულმა სახემ სიმშვიდე მოგვარა.
-ანა დილით ფეხმძიმე ქალი მოიყვანეს უგრძნობ მდგომარეობაში, მინდა ვიცოდე როგორია მისი მდგომარეობა და როგორ არიან ბავშვები.
-შაკო იცნობ მას?
-ვიცნობ, ის ჩვენი საერთო მეგობარია და მას მეუღლე მოექცა ძალიან სასტიკად.
-შაკო რა გითხრათ პაციენტის მდგომარეობა რთულია, როგორც ჩანს მის სხეულზე არსებული სილურჯეებით მეუღლე მას ხშირად სცემდა რამაც გამოიწვია ბავშვების დაკარგვა, ვწუხვარ ჩვენ ვერ გადავარჩინეთ პატარები ისინი აქ მოსვლამდე...................
-ორივე დაიღუპა?
-ორივე დაიღუპა და დედის მდგომარეობაც საფრთხეშია.
-ცუდია, როგორც ექიმი რას გვირჩევ აქ გაგრძელდება მკურნალობა თუ გადავიყვანოთ თურქეთში. ნენემ გაოცებულმა შეხედა შაკოს მაგრამ მან ყურადღება არ მიაქცია ნენეს გაოცებულ მზერას და ანას უყურებდა თვალებში დაჟინებით.
-ის ჯერ სუსტად არის, მისი ჯამრთელობის მდგომარეობა ამ წუთებში არა დამაკმაყოფილებელია. ლაშამ შაკოს შეხედა, შემდეგ ანას შეავლო თვალი და ბოლოს განადგურებულ ნენეს შეხედა, ლაშა მიხვდა რომ ანას არ მოეწონა შაკოს დამოკიდებულება ნენეს მიმართ თუ როგორ ფრთხილად ექცეოდა მას თითქოს ფაიფურის თოჯინა ჰყავდა ხელში და ეშინოდა არ დამსხვრეულიყო. ანა არა როგორც ექიმი, იმ წუთებში თავისი პირადული გრძნობებით მოქმედებდა.
-ლაშა ნენე არ დატოვო და მასთან იყავი, ანა კაბინეტში შევიდეთ. ანა ფეხ და ფეხ მიყვა შაკოს და ენემ თვალი გააყოლა შემდეგ კი ლაშას უთხრა
-რა დაემართა ექიმს, ასე რატომ უყურებდა შაკოს.
-როგორ, როგორ უყურებდა მე არ შემიმჩნევია.
-როგორ ვერ შეამჩნიე, ჩემს გვერდით რომ დაინახა თითქოს ვართმევდი მის საკუთრებას ისეთი თვალებით შემომხედა.
-იეჭვიანა და ვინ იცის რა არ იფიქრა.
-სულ უსაფუძვლოდ იეჭვიანა და ექიმია მისი გრეძნობების გაკონტროლება უნდა შეეძლოს და პაციენტზე იფიქროს.
-შენ დამშვდდი და არ ინერვიულო შაკო ყველაფერს მოაგვარებს. შაკომ  ანას კაბინეტში შევიდა და გაბრაზებულმა შეხედა ანას.
-ანა რა გჭირს.
-არაფერია კარგად ვარ, უბრალოდ გადავიღალე.
-გადაღლილობას უნდა მივაწერო შენი ეჭვიანობაც?
-რატომ უნდა ვიეჭვიანო, შაკო მაქვს მიზეზი ეჭვიანობის?
-როცა ერთად ცხოვრება დავიწყეთ პირველი რაც გითხარი, გახსოვს რა იყო?
-მახსოვს, ვერ იტან უსაფუძვლო ეჭვიანობას.
-მერე, შენც პირველი რაც იფიქრე რა იყო, საიდან ვიცნობ ნენეს ან ვინ არის ან რატომ არის ჩემს გვერდით, ამ რამდენიმე კითხვამ ლამის გიჟად გაქცია. გეტყვი ვინც არის ნენე.
-არ მაინტერესებს, შაკო................
-ნენე................. ისეთი მკაცრი და შეუვალი იყო შაკოს ხმა ანამ ვეღარ შეეპასუხა.
-ნენე ის გოგონაა ვინც შემიფარა სოფელში მის სახლში სადაც ღამით დავრჩი მარტო ქუჩაში, ნენე ის გოგონაა ვინც რამდენიმე ღამე გაათია თეთრად ჩემს საწოლთან, რადგან წვიმაში გავცივდი და მაღალი სიცხეები მქონდა. როგორ ფიქრობ  ნენე ასეთ მდგომარეობაში დავინახე და გვერდს ავუვლიდი იმიტომ რომ შენ არ დაგენახე მის გვერდით? ნუთუ ვერ გამიცანი ამ ორ წელიწადში, ეჭვიანობ, მაგრამ რატომღაც დაქორწინებაზე თავს იკავებ და ყოველთვის რაღაც მიზეზი გაქვს. მე შენ საკუთარი გული გაჩუქე, მგრამ ვხედავ ვერაფერი დაინახე. ნენეს თავისი ცხოვრების გზა აქვს, გზა რომელიც ჩემამდე ნამდვილად არ მოდის. არ დაკარგო დრო გულის ტკივილში, რადგან საინტერესო წლები გელოდება წინ.
-მაპატიე, არ ვიცი რა დამემართა.
-გაპატიებ, მხოლოდ ერთი პირობით.
-პირობებს მიყენებ?
-მხოლოდ ერთი პირობით თუ სწორად უპასუხებ ჩემს კითხვას.
-რა კითხვას, რა გაინტერესებს.
-რატომ იყო მოსული დედაჩემი.
-შენ საიდან იცი......
-ესე იგი არ შევმცდარვარ, შენთან მოვიდა.
-როგორ გაიგე.
-შევხედე რომ ჩამოდიოდა კიბეებზე, მაგრამ შემდეგ ნენე დავინახე და მასთან მივედი. გისმენ, რატომ მოვიდა.
-ვფიქრობ არ უნდა ჩვენი ერთად ყოფნა და მითუმეტეს დაქორწინება.
-დედა, დედა რა გიყო.
-შაკო.........
-საღამოს გცალია?
-დღეს არა, ძალიან რთული პაციენტები მყავს და რომ მქონდეს დრო დედაშენთან...............
-ეს ოდესღაც უნდა მოხდეს ანა.
-უნდა მოხდეს, მაგრამ......
-კარგი, ნუ ნერვიულობ დღეს თუ არ გცალია სხვა დროს იყოს. ანა ყველაფერი გააკეთე რომ ნატა გადაარჩინო, ამას მე გთხოვ. შაკო კაბინეტიდან გავიდა ნენესთან მივიდა.
-როგორ ხარ, დამშვიდდი?
-ცუდად ვარ, უფრო სწორად საშინლად. ცარიელი და მკვდარი ვარ, თითქოს ყველანაირი შეგრძნება დავკარგე, მაგრამ მაინც ვსუნთქავ.
-ვიცი რომ საშინლად გრძნობ თავს, დროა დაივიწყო თუ როგორი ყალბი ადამიანი ყოფილა შენი მეგობრის გვერდით, მაგრამ ნატამ მას შანსი მისცა რომ კაცად და ადამიანად ქცეულიყო. შეუძლებელი არაფერია და  თუ გინდა ცხოვრება შეცვალო შეუძლებელი შესაძლებელიც კი ხდება.
-მან არ შეცვალა მისი შავ-ბნელი ცხოვრება და ჩემი ნატაც გააუბედურა. ჩემს სახლში, შაკო ჩემს სახლში ვიპოვე უგრძნობ მდგომარეობაში და ვნანობ რომ მარტო დავტოვე.
-შენ არ იცოდი იქ თუ მოვიდოდა, ნუ იდანაშაულებ შენს თავს. ვერ გაიგო შაკომ ანა როდის მიუახლოვდა მათ, ნენე ფეხზე წამოდგა და ანას იმედით სავსე თვალებით შეხედა.
-როგორია ნატას მდგომარეობა.
-არაფერი შეცვლილა, ნენე ის ჯერ კიდევ კომაშია და ჩვენ უნდა დაველოდოთ, სხვას ვერაფერს გეტყვით.
-როდემდე შეიძლება იყოს კომაში, როდის გაიღვიძებს.
-ტვინზე ესაჭიროება გადაღება, რადგან არ ვიცით როგორია მისი ტვინის მდგომარეობა. გამოვიკვლევთ ნენე და ყველაფერს გაიგებთ, მაგრამ შესაძლებელია ხვალ გაიღვიძოს, შესაძლებელია ერთ კვირაში, ერთ თვეში ან შეიძლება წლები დაჭირდეს........
-ან ვერ დაძლიოს და ვეღარც გაიღვიძოს და ასე დასრულდეს? იკითხა ლაშამ და განადგურებულ ნენეს შეხედა.
-გამორიცხული არც ეს არის, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მის გადასარჩენად.
-შეიძლება ვნახო?
-დღეს არა ხვალ გაჩვენებთ, დღეს წადი სახლში ნენე და დაისვენე.
-ლაშა საბას ნომერი ხომ გაქვს.
-მაქვს, შენც გქონდა წაგეშალა?
-ტელეფონი რომ გამიტყდა ბევრი ნომრები წამეშალა.
-დაურეკავ საბას დილით და აუხსნი ყველაფერს.
-დრო, დრო უნდა მის გამოჯამრთელებას და ეს დრო იმედით უნდა დაელოდოთ. ფიქრები მართე და არა პირიქით ფიქრებმა გმართოს შენ, საკუთარ თავში მოერიე ნეგატიურ და შურისძიებით სავსე ფიქრებს.
-ახლა მხოლოდ ნატაზე ვფიქრობ.
-სახეზე გაწერია ნენე რაზედაც ფიქრობ, იმდენად მრისხანე და პირქუშია შენი გამოხედვა. ანა დაღლილი და ძალა გამოცლილი ჩაესვენა სავარძელში და ფიქრებს მიეცა, თვალდახუჭული იყო და ნებურად ღიმილი მოგვარა ძველმა მოგონებებმა და მთელ სხეულში სიამოვნება იგრძნო.

-ანა? ანა არაბული თვალებს ვერ უჯერებ, რამდენი წელი გვაშორებს დღევანდელ დღემდე.
-კობა მესხი, ამბობენ სამყარო ძალიან პატარააო და მართალი ყოფილა, აქ რას აკეთებ ამ დიდ ქალაქში.
-საქმეები ჩემო ძვირფასო, ხომ მიცნობ ყოველთვის რთულ საქმეებს ვკიდებ ხელს.
-ვიცი, მახსოვს როგორ ძალიან გიყვარს სირთულეები, მაგრამ აქ თუ გნახავდი ვერ წარმომედგინა.
-ალბად ღმერთს უნდოდა ერთმანეთს რომ შევხვედროდით, რამდენი დღე გაგრძელდება შენი აქ ყოფნის ვიზიტი.
-კიდევ სამი დღე ვიქნები აქ.
-ეს სამი დღე კი ერთად ვიქნებით, უარს არ მივიღებ არაბულო.
-არ ვამბობ უარს, შემიძლია სემინარის შემდეგ შევხვდეთ ერთმანეთს და ვივახშმოთ, ვისაუბროთ.
-ჰოდა ძალიან კარგი.
-საპირფარეშო საით არის, იცი?
-იმ კარს ხომ ხედავ, მარჯვნივ გაუხვიე და იქვეა. ანა ადგა და მოხდენილი ნაბიჯებით წავიდა, კობამ თვალი გააყოლა და სასურველ ნომერზე გადარეკა.
-საყვარელო არ დამელოდო დღეს ვერ შევძლებ მოსვლას.
-რა მოხდა, ისევ შორს ხარ?
-არა, შორს არ ვარ, მაგრამ ბავშვობის მეგობარი ვნახე და ვსაუბრობთ.
-ააა, კარგი გაერთეთ, ხვალ ხომ მოხვალ ლაილა გკითხულობს მამა სად არისო.
-მოვალ, ცოტა ხნით გავჩერდები ოფისში, საქმე თითქმის ვასრულებთ და ბოლო წუთებში რამე ცუდად არ გავაკეთო.
-კარგი საყვარელო, გაკოცე.
-მეც ორივეს გკოცნით. ტელეფონი გათიშა და ეშმაკურად ჩაიღიმა, ისევ მოიმარჯვა ტელეფონი და დარეკა.
-იცი ვინ ვნახე და ვის ველოდები სასტუმროს ვესტიბულში.
-ვინ ნახე ასეთი ბედნიერი ხმა რომ გაქვს.
-გახსოვს არაბული?
-ანა არაბული ჩვენი კლასელი?
-სწორედ ის ანა არაბული და როგორ გადავყავდი ჭკუიდან გახსოვს?
-საით არის, გათხოვდა შვილები ყავს?
-ჯერ არაფერი ვიცი, მაგრამ გავიგებ.
-შეცვლილია?
-საოცრებაა მეგობარო.
-ფრთხილად კობა.
-მოდის, შეგეხმიანები. კობამ ტელეფონი გათიშა და ანას უყურებდა, ანა კი მის წინ მოხერხებულად დაჯდა და კობამ უთხრა.
-არ ვიცი გახსოვს თუ არა, მაგრამ მე ისიც მახსოვს რა ფერის საცურაო კოსტიუმი გეცვა.
-რას ამბობ, როდის იყო არ მახსოვს. გაეცინა ანას და მისი სიცილი კობას უფრო და უფრო ახელებდა და აღგზნებდა.
-წითელი ლიფი და წითელი ტრუსი გეცვა, ახალი წამოქორფილი მკერდი გქონდა და გრცხვენოდა წყალში ჩასვლა, ხელში აგიყვანე და მთელ ტანზე შემომეხვიე შიშისგან რადგან ცურვა არ იცოდი.
-შენ მასწავლე ცურვა ეს მომენტი მახსოვს.
-ჩემს მკლავებზე იწექი და წყალში ჩაძირვის საშუალებას არ გაძლევდი.
-კობა მაშინ 14-15 წლის ბავშვები ვიყავით.
-მართალია 14-15 წლის ბავშვები ვიყავით, დავიზარდეთ და ცხოვრების გზამ ერთმანეთს დაგვაშორა, ყველა სხვა და სხვა გზით წავედით. ანა გვიან არასოდეს არ არის, მე ისევ.........
-არ გინდა გთხოვ, მე საქმრო მყავს და შენ ალბად ოჯახიც გყავს, წარსულზე წაუბარი კი გვიან არის. კობა ჩვენ მხოლოდ კლასელები და მეგობრები ვართ.
-არ გათხოვდი კარიერა ააწყვე, რასაც ამბობდი აასრულე.
-ასეა, მაგრამ მალე დავქორწინდებით.
-ამ საღამოს ვახშამზე გპატიჟებ და იმედია უარს არ მეტყვი.
-დღეს ძალიან დავიღალე და უნდა დავისვენო.
-დაისვენე, ორ საათში მოვალ. ანა თავის ნომერში წავიდა არეული ნაბიჯებით, კობამ კი ანას ყოველნაირი გადასახადი მოუხსნა და იქვე მყოფ სასტუმროს თანამშრომელს უთხრა.
-ეს ქალბატონი ჩემი სტუმარია და ჩემს ნომერში შეიყვანეთ, კომფორტულად უნდა იგრძნოს თავი და ამიტომ კარგად მოემსახურებით. კობამ ზუსტად ორ საათზე ფრთხილად დააკაკუნა კარზე და ანაც თითქოს ელოდაო კარი გააღო და უთხრა.
-ვერ გავიგე აქ რატომ გადმომიყვანეს, იმ ნომერშიდაც კარგად ვიყავი.
-არაბულო შენ ჩემი სტუმარი ხარ, მე შენი მასპინძელი და მინდა საუკეთესო გავიღო შენთვის. ეს სასტუმრო ჩემია და მომეცი უფლება ისე დაგამახსოვრო თავი როგორც მე მინდა.
-დაუჯერებელია.....
-რატომ არის დაუჯერებელი, შენსავით წიგნის ჭია არ ვყოფილვარ, მაგრამ როგორც ხედავ არ დავკარგულვარ, რაც მომწონდა და რაც მინდოდა ის გავაკეთე. იურისტი გავხდი და ჯერ არცერთი საქმე არ წამიგია, ამიტომ ძალიან ბევრი მტერი გავიჩინე. ვითამაშე კიდევ და ბევრჯერ არ გამიმართლა, ღამე როცა ჩემს ვარსკვლავს ცაზე ვერ ვიპოვიდი ის ღამე არ მიმართლებდა, მაგრამ ბევრჯერ გამოვკარი ხელი კარგ მაყუთს. როცა უნივერსიტეტი დავასრულე ლონდონში წამოვედი, მოგებული თანხა მქონდა ბინა ვიქირავე გულახდლი ვიქნები ხან მოვიპარე, ხან დამეხმარნენ და მეც ბევრჯერ დავხმარებივარ სხვას. შემდეგ ნელა
ნელა ავეწყვე და როგორც ხედავ არ წამიგია ცხოვრება. არ ვნანობ ანა რაც გამოვიარე, არც განვლილ რთულ წლებს არც სიშორეს, მხოლოდ ერთი ტკივილი მაქვს გულში.
-რა ტკივილი.
-ყველაფერს მივაღწიე, ყველანაირი კომფორტი მაქვს და მართალია წვალებით და დიდი შრომით, მაგრამ შენთან ყოფნა არ დამეწერა ბედად. გვიან ღამემდე ისხდნენ და საუბრობდნენ, ანამ რამდენიმე ჭიქა წითელი ღვინოც კი მიირთვა და ბოლოს თავბრუსხვევა იგრძნო.
-უკვე წასვლის დროა ხვალ სემინარი მაქვს და უნდა გამოვიძინო. თავად მიიყვანა ოთახამდე და კართან დაემშვიდობა. ანა ჯერ კიდევ ილუზიებში იყო და იხსენებდა კობასთან გატარებულ წლებს. კაბა გაიხადა, შხაპიც მიიღო და ისე შიშველი შეწვა საწოლში. გვიან ღამით  კობა შევიდა ანასთან და მისი შიშველი სხეულის დანახვაზე არც დაფიქრებულა დაუკოცნა სხეული და ანას ჩურჩულიც გაიგონა.
-სულ დაკარგე ჭკუა, აქ რა გინდა კობა.
-ანა რატომ დაწექი შიშველი, მელოდი?
-რას ამბობ ხვდები?
-აქედან ასე მშიერს ვერ გამიშვებ და რომ მთხოვო რომ აქედან ახლავეს წავიდე ვერ შეგისრულებ, რადგან წლებია ამ წუთებს ველოდები.
-კობა გთხოვ არ გინდა, საქმრო მყავს.
-საქმრო გყავს, მაგრამ ახლა ჩემთან გინდა ყოფნა, რომ შეხედო შენს თვალებს რა თვალებით მიყურებ უხმოდ და უსიტყვოდ დამნებდებოდი,
-გაჩუმდი.........
-მართალია, არ არის საუბრის დრო წინ სასიამოვნო წუთები გველოდება. სამი ღამე ერთობოდა კობა ანასთან და წასვლის დღეც დადგა და ანას გაუჭირდა წასვლა, მაგრამ უნდა წასულიყო და უნდოდა კობას დამშვიდობებოდა რომ შაკო დაინახა.
-შა, შაკო?
-როგორ ხარ საუყვარელო.
-შაკო მაოცებ. შაკომ ანა გულში ჩაიკრა და თვალები დაუკოცნა, კობა უყურებდა მათ და თითქოს შერცხვა მისი საქციელის.
-უკაცრავად ერთი კვირაა ერთმანეთი არ გვინახია.
-გაიცანი კობა მესხი ჩემი ბავშვობის მეგობარი.
-სასიამოვნოა შენი მეგობრის გაცნობა, შაკო ცაგარეიშვილი ანას საქმრო. კობამ და შაკომ ძალიან ბევრ რამეზე ისაუბრეს, ბევრი საერთო ოცნება აღმოაჩნდა ამ ორს და ბოლოდ დამშვიდობების დროც დადგა. როცა მარტო დარჩნენ ანამ შაკოს მიუბრუნდა და საყვედურით უთხრა.
-აქ რას აკეთებ, რატომ არ მითხარი თუ მოდიოდი.
-გუშინ ჩამოვედი, მინდოდა შენთვის სიურპრიზი გამეკეთებინა, მაგრამ უამრავი საქმე  გვქონდა და ლაშასთან ერთად ოფისში ვიყავი. ახლა აქ ვარ და სიურპრიზი მაინც გამოვიდა, რადგან შენს გაოცებულ თვალებს ვხედავ.
-წავიდეთ, ჩემი რეისი ორ საათში აფრინდება.
-ანა კარგად ხარ?
-კარგად ვარ, რატომ მეკითხები.
-მოხდა რამე და უკმაყოფილო ხარ აქ წამოსვლით?
-არაფერი არ მომხდარა, რატომ მისვამ ამდენ კითხვას.
-შენი ფერი არ მომწონს, ერთიანად გაფითრებული ხარ.
-გადავიღალე, გვიან მოვდიოდი და მერე ვკითხულობდი გვიან ღამემდე, ვაკეთებდი ჩანაწერებს და ძილი დამაკლდა, ვერ გამოვიძინე.
-გინდა დავრჩეთ რამდენიმე დღე და მარტოებმა მოვიწყოთ თაფლობის თვე.
-ჯერ ქორწილი არ გვქონია და თაფლობის თვე წინასწარ მოვიწყოთ? შაკომ დაიყოლია ანა და ორი დღე კიდევ დარჩნენ ლონდონში, ორი დღის შემდეგ ლაშაც მათთან ერთად დაბრუნდა თბილისში. წარსულის მოგონებები ზოგჯერ სასიამოვნო იყო ზოგჯერ მტკივნეული, მაგრამ წარსულში მოგზაურობა ანას ექთანმა შეაწყვტინა და უთხრა.
-ექიმო თქვენთან არიან და თქვენს ნახვას ითხოვს ერთი მამაკაცი.
-მამაკაცი? გაოცებულმა შეხედა ანამ ექთანს და კაბინეტიდან გავიდა. ანა კობას ნახვას არ ელოდა და გაბრაზებულმა უთხრა.
-ახლოს არ გამეკარო, ჩემს სიახლოვეს არც კი გაიარო.
-რატომ, არ მგონია ისეთივე ვნებიანი ღამეები გაატარე შაკუნასთან როგორც ჩემთან გაატარე ანა.
-შაკოს ფრჩხილის ფასიც არ ღირხარ.
-იმ ღამეებს ჩემთან რომ კვნესოდი მასე არ გიფიქრია, შენში არსებული ვნება და სიყვარული გადმომეცი.
-კობა რაც მოხდა შეცდომა იყო, გთხოვ დავტოვოთ ის ღამეები წარსულში.
-შენ შეგიძლია გადაშალო წარსულის ფურცლებზე არსებული სასიამოვნო და არა სასიამოვნო მომენტები და ის რვეული დახურო ან სადმე ჩაკეტო, მაგრამ მე არ შემიძლია ანა. ანა ფიქრებიდან გამოერკვა და კაბინეტში შესულ ნიასკენ თვალი გააპარა.
-ძალიან ღრმად იყავი ჩაფიქრებული და ალბად ფიქრობ აქამდე რატომ ვარ ამ კაბინეტში. ასეა? ანა შაკო, ლაშა, ბექა, ჩემი ბავშვობაა. რაც შეეხება შაკოს არ მინდა დიდი ხნით ცხოვრობდეს ტყუილში.
-როგორც შენ გტკივა მეც მტკივა გულის ის ნაწილი სადაც შაკოა.
-რომ გტკენოდა შაკო და საერთოდ მასზე გეფიქრა ამ შეცდომას არ დაუშვებდი, მაგრამ მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო.
-შენ მიშვებ შენი ცხოვრებიდან?
-არა, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს დღეს და დრო არ მაქვს დავჯდე და გიყურო.
-ნიაკო მკვლელობა არ ჩამიდენია, შაკო მიყვარს, მაგრამ კობასთნ შეხვედრამ ჩემი ცხოვრება ერთიანად შეცვალა.
-არ გააგრძელო, ჩვენ მეგობრებო ვიყავით ანა და ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით. ყველას თავსი სიმართლე აქვს, მაგრამ სიმართლე ისაა რომელიც ჯერ კიდევ არ ჩანს ან შენ თვად არ გინდა დაინახო. სიმართლეს მხოლოდ უბრალო ადამიანები ხედავს და ისინი ვინც არ უნდათ დაიჯეროს გვიან ხვდებიან ის რაც თავად უნდათ დაიჯერონ, სწორედ ეს ხდება მათი გზიდან გადახვევის მიზეზი და ბოლოს კი როგორც არ უნდა დამალონ მაინც იმ სიმართლემდე მიდიან რომელიც მართლა სიმართლეა, რადგან სიმართლე ყოველთვის მის ადგილზე დგას სადაც უნდა იდგეს. თუმცა არის მომენტები როცა გვიჭირს სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ ან პასუხი გავცეთ მას სწორად, რადგან სიმართლეა ადამიანის დიდი იარაღი რომელიც მიზანში არტყამს, სიმართლემ მისამართი არ იცის ანა.
-დავივიწყოთ ყველაფერი ნია და ისევ ისე ვიყოთ როგორც ადრე.
-როგირც ადრე აღარაფერი აღარ იქნება ექიმო ანა. რაც შეეხება ჩემს აქ ყოფნას მე ექიმი ვარ ისევე როგორც შენ და ჩვენ ვერ გავწყვიტავთ კონტაქტს, მაგრამ ნუ იფიქრებ ისეთივე დამთმობ ვიქნები როგორც აქამდე. ახლა კი საქმეზე, რას ფიქრობ იმ ორსულ გოგოზე, მას აქამდე უნდა გაეღვიძა.
-მას ისევ გადაღება ჭირდება და ამიერიდან ნევრო-ქირურგი მიხედავს. წავალ დავხედავ პაციენტს და ნენესაც ვნახავ. ანა დაღლილი, მაგრამ ენერგიით სავსე მიაბიჯებდა და ნენე დაინახა თუ არა ნაბიჯი შეაჩერა. რამდენიმე დღეა ნენე საავადმყოფოს კედლებს არ მოცილებია და ჩურჩულით თქვა.
-მეგობრისთვის თავგანწირვა, ძალიან დიდი სიყვარული უნდა იყოს მათ შორის. ნენემ დაინახა ანა და წინ შეეგება.
-რამე ახალი გვაქვს?
-ცოტა ხნით შეგიძლია ნახო მეგობარი ნენე.
-მართლა? თვალები გაუბრწყინდა ნენეს და ანას უკან გაყვა, ფეხების კანკალით შევიდა ნატასთან და მისი ხელი თავის ხელებში მოიქცია.
-როგორ ხარ მეგობარო, დღეს უკეთესი ფერი გაქვს. იბრძოლე ნატა, იბრძოლე გთხოვ ჩემს გამო არა შენი მშობლების გამო. წინ დიდი ზამთარი გვაქვს, ერთად უნდა გადავიტანოთ ეს ზამთარი და ერთად უნდა შევხვდეთ გაზაფხულს. შენს ჩემსავით გიყვარს გაზაფხულის წვიმა, თქეში და ცაც რომ გრუხუნებს გამუდმებით, მიწიდან კი მიწის სურნელი რომ გვიღიტინებს ცხვირში. შენებიც აქ არიან საყვარელო, ძალიან ცუდად იყო ლუბა დეიდა, მაგრამ ის უფრო ძლიერი აღმოჩნდა მამაშენზე. გულის შეტევა გადაიტანა სანამ გაიგებდა რომ მდგომარეობა ოდნავ დასტაბილურდა. ძალიან განიცდიან და ნერვიულობენ, გეგი დააკავეს და იმედია  უამრავი წლები მოუწევს ციხეში გაჩერება. დიდხანს ვერ გავჩერდები, ხვალ ისევ გინახულებ მე სულ აქ ვარ. ნენემ ხელზე აკოცა ნატას მაგრამ შეამჩნია რომ ის კანკალებდა და შეშინებულმა შეხედა.
-ნატა რა მოგდის, ასე რატომ კანკალებ. თვალებზე ცრემლი გაქვს, ექიმს დაუძახებ. თქვა და ექიმები თავად შემოვიდნენ ნატასთან.
-ექიმო რა ხდება, ასე რატომ კანკალებს.
-იღვიძებს, ნენე შენი მეგობარი იღვიძებს. ნენე გარეთ გამოვიდა და იქ მყოფთ სიხარულით აცნობა.
-ნატა იღვიძებს, ნატამ შეძლო და დაგვიბრუნდა. გიორგი თვალცრემლიანი მოეხვია ნენეს და ყველამ გაიზიარა ეს დიდი სიხარული. მალე ექიმიც როგორც იქნა გაღიმებული შეხვდა ნატას ახლობლებს.
-ბრძოლა ყოველთვის შედეგიანია როცა რწმენა გაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. გილოცავთ, ნატას მდგომარეობა ძალიან კარგად ვითარდება და სულ მალე ნახავთ მას.
-როგორ არის ჩვენი ნატა ნენე, ექიმო გვაქვს სიახლე ნატაზე? შაკომ ყველას მიესალმა და ანას შეხედა.
-სიახლე გვაქვს, ნატა ბევრად უკეთესადაა წინა დღეებთნ შედარებით, ვფიქრობ დავამარცხებთ კარზე მომდგარ სიკვდილს და მასზე ჩვენ გავიმარჯვებთ.
-ძალიან კარგი ინფორმაციაა, გილოცავ ექიმო და გილოცავთ ყველას.

  როილა ემზადებოდა და ლოცულობდა შაკოს ანასთან ერთად არ მისულიყო, არ უნდოდა მისი დანახვა შაკოს გვერდით. საათს შეხედა და თქვა.
-წინა ჯერზე ვერ მოახერხა მოსვლა, ამჯერად ვიცი არ დამაღალატებს და 8 სთ-ზე მოვა.  ჩემი საფირმო კერძი იქნება ხორცი ღუმელში, ერბო კვერცხიც შევწვათ უყვარს ჩემს შვილს და ასევე მისი საყვარელი სალათა გავაკეთოთ ბრინჯით, სოკოთი და სიმინდის კაკლები, ოდნავ ქათმის ხორცი შეუმჩნევლად და მაიონეზი. ყოველ 15 წუთში საათს უყურებდა და თან ღიღინებდა. როილა წუთიერად ჩაფიქრდა და გონება წარსულისკენ გაქცა, წარმოიდგინა რომ მისი საყვარელი მამაკაცი მის გვერდით იყო, მაგრამ რეალობაში ზიზღით განდევნიდა წარსულის აჩრდილს და იტყოდა.
-ბედნიერი ვარ მე ხომ ჩემი საოცარი შვილი მყავს, ჩემი შაკო სხვა ბედნიერება რა ვინატრო ამაზე მეტი. 8 სთ-ზე მაგიდა უკვე მზად იყო, თავიც მოიწესრიგა და შაკოს ხმაც გაიგონა.
-დედა, ჩვენ მოვედით.
-აქ ვარ შვილო. შაკომ მაგიდას გადახედა და წარბაწეულმა გახედა  როილას.
-ფარულავას ასულო ეს ყველაფერი შენ გაამზადე თუ შეკვეთით მოიტანე, დედა სიმართლე მითხარი, მაგრამ ისედაც მივხვდები გემოში.
-შაკო გულს მტკენ.
-დედა უცხო სტუმარი გვყავს და მინდა გაგაცნო.......
-ვიცნობ, ვიცნობ არ არის საჭირო მეორედ გავიცნო.
-დედა უცხო სტუმარი მოგიყვანე შებრუნდი და მიესალმე ნენეს.
-ნენეს. როილამ გაოცებულმა შეხედა შაკოს და შემდეგ მიუბრუნდა ნენეს და გაოცებული უყურებდა მისი შვილის გვერდით მდგარ საოცარ სილამაზეს. ნენემ  არ იცოდა რა გაეკეთებინა და როილას გაუღიმა.
-ვისი ხარ შვილო, შაკო ეს ყვავილი სად იპოვე შვილო. ლაშა და შაკო გაოცებული უყურებდნენ როილას და ორივე მიხვდა ნენეს ნახვამ როილა აღტაცებაში მოიყვანა.
-მობრძანდი, მობრძანდი შვილო. შაკო რატომ არ გამაფრთხილე უცხო სტუმართან ერთად თუ მოხვიდოდი.
-გითხარი მარტო არ მოვალთქო და დარწმუნებული ვარ დაგავიწყდა.
-შენ არ გითქვამს ჩემს სახლში გაზაფხულთან ერთად თუ მოხვიდოდი მე შავ ვარს ველოდი.
-დედააააა...................
-სიმშვიდე დავკარგე შენს მოსვლამდე ახლა კი დავმშვიდდი და თავისუფლად ვსუნთქავ. შაკო და ლაშა გულიანად იცინოდა, ნენე კი მორცხვად იჯდა, უეცრად როილამ ტელეფონი აიღო და შაკოს უთხრა.
-მოდი, იცოდე გვერდიდან არასოდეს მოშორდე და ხელი მაგრად ჩაჭიდე.
-დედა რას ამბობ, ნენე ჩვენი სტუმარია გადაღლილა და დღეს აქ დარჩება, დაისვენებს და ხვალ ისევ წავიყვან საავადმყოფოში.
-არაფლის გაგონება არ მინდა, მოდი აქ რომ გეუბნები.
-მასთან ახლოს დადექი და ფოტოს გადაგიღებთ.
-დედა ზედმეტები მოგდის.
-დედა ყოველთვის გრძნობ როდის არის მისი შვილი ბედნიერი, თვალები გიბრწყინავს შვილო და შენ რომ ბედნიერს გხედავ მეც ბედნიერი ვარ. როილა სწორად მიუხვდა შაკოს მას ხომ განსხვავებული გულისცემა ჰქონდა როცა ნენესთან ახლოს იდგა და ჩუმად გახედავდა ნენეს. შაკოს ტელეფონი ანას ნომერმა გაანათა და ღიმილით უპასუხა.
-გისმენ ანა ხომ არ გადაგიფიქრებია და აქ მოდიხარ, მოვალ და წამოგიყვან.
-არა, არა, ძალიან დავიღალე და ნენეს ვერ ვხედავ ალბად გიორგისთან ერთად სოფელში წავიდა.
-არა გიორგი მარტო წავიდა, ნენე კი არ გაუშვი დღეს ჩემი სტუმრია აქ დარჩება და ხვალ მოვა საავადმყოფოში.
-გასაგებია. თქვა ანამ და გაბრაზებულმა გათიშა ტელეფონი, დიდი სისწრაფით მიდიოდა გზაზე და მშობლებთან წავიდა. სახლის კარი ჩუმად შეაღო უნდოდა სიურპრიზი მოეწყო დედისთვის, მაგრამ სიურპრიზი მას მოუწყო საყვარელმა ადამიანებმა.
-დილიდან დაიწყე დალევა?
-სხვა რა დამრჩა, სასმელით გაბრუებული ვმოგზაურობ ჩემს წარსულთან და მოგონებებთან.
-დროა შვილზე და ოჯახზე იფიქრო.
-რატომ არ ამბობ რომ ქმარი მყავს, მაგრამ ჩემს ქმარს არ უყვარვარ.
-დაღლილი ვარ, შენ დილიდან სვამ და მე დასვენება მინდა ამიტომ გთხოვ ნუ დაიწყებ იგივეს.
-30 წელი გავიდა რაც ერთად ვართ, მითხარი ამ წლების მანძილზე თუნდაც ერთი დღე გიყვარდი?
-რატომ დაქორწინდი ჩემზე თუ გრძნობდი და ხვდებოდი ჩვენს შორის სიყვარული არ იყო, იმიტომ ხომ არა შვილს მარტო ვერ გაზრდიდი და თავი მე შამაფარე.
-არა, მე მიყვარდი. ჩემს თავზე მეტად მიყვარდი, მაგრამ შენ ის გიყვარდა და დღემდე გიყვარს.
-საკმარისია, საკმარისია, დავიღალე შენი გამოხტომებით.
-არ ვიცი რატომ დაქორწინდი ჩემზე, მაგრამ ვიცი რომ ჩემი არასოდეს ყოფილხარ შენ მისი იყავი, მაგრამ მისგან წასული მან უკან აღარ მიგიღო.
-მთელი ცხოვრება ერთი და იგივე ისტორია გიტრიალებს თავში, არ მოგწყინდა სულ ერთი და იგივე, ისტორიას ეპიზოდები შეუცვალე, რომ უფრო საინტერესო გახდეს შენთან ყოფნა.
-არა, არა, მითხარი რომ არასოდეს არ შევმცდარვარ.
-ცდები მართა და ძალიან ცდები, დამშვიდდი? მთელი ხმით იყვირა და მის წინ სახე შეშლილ ქალს ხელი კრა, მართა საწოლზე გადავარდა დემეტრე კი ჩასისხლიანებული თვალებით უყურებდა მართას.
-შენმა შვილმა არ უნდა გაიგოს სიმართლე, გასაგებია?
-შენმა შვილმაო, ნუთუ მე მისი შვილი არ ვარ და მაშინ ვინ არის ჩემი ბიოლოგიური მამა.
-თუ სიმართლეს გაიგებს რომ შაკო ჩემი შვილია, იმასაც გაიგებს, რომ შენ თავად არ იცი ვინ არის შენი შვილის ბიოლოგიური მამა, გასაგებია? ანა გაოგნებული იდგა კართან და ვერ გადაეწყვიტა შესულიყო მათთან თუ უკან გაბრუნებულიყო, მაგრამ დემეტრემ შეხედა და ანამაც ამაყად დადგა მის წინ.
-რატომ არ გაეყრებით ერთმანეთს.
-რა თქვი, ჩუმად გვისმენ?
-რას ამბობ შვილო.........
-რა ვთქვი გაუგებრად, რატომ არ გაეყრებით ერთმანეთს, წლებია ერთმანეთს ტანჯავთ, აუტანელი არის უკვე აქ მოსვლა ერთი ალკოგოლიკი გახდა, მეორე არც ვიცი რა საქმეებს ატრიალებს. დედა სიყვარულს გთხოვს სხვას რას გთხოვს, ამ სახლში სულ კამათია და მეც ყოველ მოსვლაზე იძულებული ვარ ვითმინო თქვენი ისტერიკული გამოსვლები.
-გაჩუმდი, შენ ნუ ერევი............
-არ შემიძლია, წლებია შენს ტანჯვას უყურებ, იტანჯებით ერთი სიყვარულით და მეორე უსიყვარულოდ და არ ცდილობთ ერთმანეთს დაეხმაროთ. ვიცი რომ დედა არ გიყვარს და სხვა ქალია შენს გულში, მაგრამ არ ვიცი ვინ არის, იმ ქალის გამო იტანჯება სწორედ დედა.
-ნუ ჩაერევი ჩვენს შორის, ჩვენი პირადული შენ არ გეხება. დემეტრე არეული ნაბიჯებით წავიდა და მართა მას გაყვა უკან, ანა კი იდგა გაშეშებული და ერთ წერტილს უყურებდა სივრცეში. მოულოდნელად ადგილს მოწყდა და დემეტრეს წინ დადგა, დემეტრე კიბის თავში იდგა და ანამ ხელი კრა დემეტრეს და დემერემაც ინსტიქტურად მართას წაავლო ხელი და ორივე ერთად ჩავარდა კიბეებზე ის ღამე საბედისწერო აღმოჩნდა მათთვის.






№1 სტუმარი სტუმარი მაკო

მე რომ კომენტარებს ვწერ აქ არ ჩანს რა ხდება ნეტავი?

 


№2 სტუმარი გულო

საინტერესო დასაწყისია.????

 


№3  offline მოდერი zia-maria

სტუმარი მაკო
მე რომ კომენტარებს ვწერ აქ არ ჩანს რა ხდება ნეტავი?

heart_eyes ჩანს საყვარელო და მადლობა რომ დროს პოულობ და კითხულობ. kissing_heart

გულო
საინტერესო დასაწყისია.????

მადლობა. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent