Amor Fati ( 1 ნაწილი სრულად)
დრო ხომ საოცარი რამაა, უკან მოუხედავად გარბის ვერ ვეწევით. მასთან ერთად კი ვკარგავთ საყვარელ ადამიანებს, კადრებათ ვიღდგენთ მათ გამოსახულებას, ვიბიწყებთ მათ სურნელს, ხმას…მხოლოდ მოგონებები გვრჩება, ზოგი ტკბილი, ზოგიც კი მწარე… დილა ჩვეულებრივად დაიწყო. ნახევრად გაღვიძებული წამოდგა, აბაზანაში შევიდა. საკუთარ თავს სარკეში ჩახედა, დააკვირდა და ღრმად ამოისუნთა. ბოლო ოთხი წელი ასე იქცეოდა. სწრაფად გადაივლო, მოემზადა და სახლიდან გავიდა. ყურსასმენები მოირგო და ფეხით გაუყვა გზას. ისევ იღიმოდა, ხარბად ისუნთქავდა ჰაერს. მეტროს შესასვლელთან გაჩერდა, მოხუც ქალს ხურდა მიაწოდა, გაუღიმა და ექსკალატორისკენ წავიდა. უცებ შევიდა ვაგონში და თავისუფალ ადგილას მოკალათდა. ხალხის თვალიერება დაიწყო, ზოგი იღიმოდა, ზოგი გაბრაზებული იყურებოდა, ყველას სხვადასხვა ემოცია ეხატა სახეზე. მის წინ მჯდომ ბავშვს შეხედა დაახლოებით 4 წლის იქნებოდა, პატარა ბიჭუნას ქერა თმა და მუქი ლურჯი თვალები ქონდა. ერთი ხელით დედას ეჭიდებოდა მეორე ხელით კი ჟელიბონს მიირთმევდა. მისი დანახვისას ოდნავ გაიღიმა, თვალები დახუჭა და მაგრად დააჭირა ერთმანეთს, შეეცადა ცრემლისთვის ხელი შეეშალა. ღრმად ჩაისუნთქა და გვერდით გაიხედა. გულმა გამალებით დაიწყო ცემა, უჰაერობა იგრძნო, ვაგონის ბოლოში მდგომ ბიჭს აკვირდებოდა, საშუალო სიმაღლის ნავარჯიშები , შავი ფერის თმით ბიჭი იდგა და მის წინ მდგომს რაღაცას უყვებოდა. იგრძნო, ის იყო, დაიფიცებდა რომ ის იყო. თვალს არ აშორებდა, გონებაში ცდილობდა აღედგინა მისი გამოსახულება, პატარა კადრებივით იხსენებდა ბიჭს, რომელიც ერთ დროს მისი ცხოვრების ნაწილი იყო. “შემდეგი სადგური რუსთაველი” ბიჭი კარებისკენ მიტრიალდა, იღიმოდა. წამით გოგონას შეხედა, გაშეშდა, ღიმილი სახიდან გაუქრა. გოგო კი იჯდა და ცდილობდა ესუნთქა, გულისცემას ვერ აკონტროლებდა, ყელში ბურთი ქონდა გაჩხერილი და ერთი სული ქონდა ვაგონიდან ჩასულიყო. ტკიოდა თავის წარსული, მოგონებებმა ერთიანად გაირბინეს მის თვალწინ. თითქოს დაივიწყა, ფიქრობდა რომ ყველაფერი გადალახა, მაგრამ შეცდა. სადგურის მოედანზე ჩავიდა, აკანკალებილი გაუყვა გზას და მთელი დღის მანძილზე ცდილობდა დამშვიდებას… 4 წლის წინ უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული ქონდა. პროფესიით რეჟისორი გახლდათ , თუმცა სამსახური თავისი შესაფერისი ვერ მონახა. უბრალო გოგო იყო, საშუალო სიმაღლის, ქერა თმით, თაფლისფერი თვალებით და თხელი ტუჩებით. 22 წლის იყო როდესაც პირველად დაიწყო მუშაობა, სუპერმარკეტ კარფურში პრომოუტერად. დილით მიდიოდა და შუადღემდე თავის საქმეს ასრულებდა. ყველაფერი ჩვეულებრივად და რიტმულად მიდიოდა. ერთმა უბრალო დღემ შეცვალა მთელი მისი ცხოვრება. თაროზე პროდუქციას ალაგებდა, მუცელში რაღაცამ გაურბინა, გულმა გამალებით დაიწყო ცემა, სუნთქვა გაუხშირდა, ზურგს უკან მწველ მზერად გრძნობდა, შეხედა და გრძნობების მორევში აირია. უცნაურად იგრძნო თავი, პირველად ვერ იაზრებდა რა დაემართა, დამავიდებას ცდილობდა, თავს ვერ აკონტროლებდა, ბიჭი მზერას არ აშორებდა და ეს უფრო მეტად აბნევდა. ბოლოს სექციას გაეცალა და ჰაერზე გავიდა დასამშვიდებლად. მაშინ პირველად შეხვდა მათი თვალები ერთმანეთ, პირველად გამოიწვია ემოცია, იმ დღიდან დაიწყო ყველაფერი. ერთმანეთს ყოველდღე ხვდებოდნენ, არ საუბრობდნენ მაგრამ ერთმანეთზე ყველაფერი იცოდნენ. თითქოს უხილქვი ძაფით იყვნენ ერთმანეთზე გადაბმულები. სამსახურში პრობლემები ქონდა ამიტომ 19 აპრილს წამოვიდა ისე რომ არაფერი დაუტოვებია ბიჭისთვის რაც მის გზამდე მიიყვანდა. გადაწყვიტა რომ ასე უკეთესი იქნებოდა მისთვის და ამ უცნაურ გრძნობას გაექცეოდა. მთელი დღე სახში გაატარა მშობლებთან ერთად, უცბათ განათდა მობილური, ეკრანზე უცხო ნომერი დაფიქსირდა… გაუკვირდა მაგრამ არ დააყივნა ეკრანს თითი გადაუსვა და უპასუხა… - გისმენთ. -ნია მიქაბერიძე მინდოდა. ხმა ეცნო, იგრძნო იცოდა რომ ის ურეკავდა. - მე ვარ. -რატომ წახვედი? - ვერ გავიგე? - იცი რამდენ ხანს ვეძებდი შენს ნომერს? გამიმართლა რომ ჟურნალში ეწერა… არ უნდა წასულიყავი ნია… გოგონას გაეღიმა, ისევ დაიწყო გულმა გამალებით ცემა , ისევ გაუხშირდა სუნთქვა. პირველად ისაუბრეს, იმ დღიდან არცერთი დღე და ღამე არ გაუტარებიათ ერთმანეთის გარეშე. პირველი შეხვედრაც ემოციებით იყო სავსე, პირველი ახურებული ლოყები კოცნის დროს. ყოველდღიურობად იქცნენ ერთმანეთისთვის, ათ დღეში ოფიციალურად შეყვარებულები იყვნენ. სწრაფად დაიწყო მათი ურთიერთობა და განვითარებაც ალბათ სწრაფად მოხდა. პირველად იყო მორცხვი და ნაზი არსება, გიორგისთან ყოფნისას თითქმის არ ლაპარაკობდა, იჯდა თავისთვიდ დს მის გულისცემას ისმენდა , ხარბად ისუნთქავდა მის სურნელს. ყველაზე მეტად მაშინ ინერვიულა როდესაც ბიჭის ახლობლები გაიცნო. ბედნიერი იყო და თითოეულ დღეს ღიმილით იწყებდა. ყველაფერი იმდენად კარგად მიდიოდა , რომ ცოტა ეშინოდა. რაც დრო გადიოდა უფრო ახლოვდებოდნენ, მეტს იგებდნენ ერთმანეთზე. ყველაფერი დროებითია ხომ ასეა? ხოდა ეს ბედნიერებაც მალევე გაწყდა… -თურქეთში მივდივარ ბიჭებთან ერთად, სამი თვე წესით… - კარგი. არ შეწინააღმდეგებია, იცოდა აზრი არ ქონდა. ვერც შეეწონააღმდეგებოდა, მასთან სხვანაირი იყო სუსტი. უნდა შეგუებოდა და დალოდებოდა ბიჭის ჩამოსვლას. გააცილა, რაღაც ჩაწყდა იქ ღრმად გულში, მხოლოდ ტკივილი დატოვა. ელოდებოდა ყოველდღე, და ცდილობდა არ ეტირა. ადრე თუ გვიან ეს დრო გავიდოდა და ისევ ერთად იქნებოდნენ. დრო გადიოდა, გიორგისგან არაფერი ისმოდა, მონატრება ძლიერდებოდა და თავს ვერ აკონტროლებდა. იხსნებდა მასთან გატარებულ თითოეულ დღეს და ცრემლს უფლებას აძლევა სახე დაენამა. მხოლოდ მაშინ დაწყნარდა, როდესაც ტელეფონის ეკრანზე ნაცნობი ნომერი გამოჩნდა… - მომენატრე. - მეც მომენატრე. - ინტერნეტი არ მაქვს და ვერ გიკავშირდები. - არაუშავს, ხომ კარგად ხარ? - კი, მე და ბიჭებმა სამსახური ვნახეთ კინსების ქარხანაში და მთელი დღე ვმუშაობთ. ნიასთვის მთავარი იყო, რომ კარგად ყოფილიყო. დანარჩენს კი აუცილებლად გაუძლებდა. ამასობაში სამსახური ნახა და მუშაობა დაიწყო. დღეები გადიოდა, ნია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა ცხოვრებას და გამუდმებით ელოდა გიორგის ზარს ან შეტყობინებას. ორი თვის მანძილზე მხოლოდ ერთხელ შეეხმიანა. ახალ სამსახურში მეგობარი გაიჩინა , ყურადღება გადაიტანა და ცდილობდა არ ეფიქრა ცუდზე. აგვისტოში დაურეკა. - გგონია რომ არ დავბრუნდები? - არ ვიცი, ალბათ დაბრუნდები, როცა შენ მოგინდება. - შეიძლება აქ დავრჩე და არ დავბრუნდე. - წამსვლელი აუცილებლად წავა ასე რომ მე ვერ დაგაკავებ… ნიასთვის იმ მომენტში რაღაც დმათავრდა, დაპაუზდა. მთელი ღამე გაათენა, ვერ გებულობდა წინ რა ელოდა და როგორ უნდა მოქცეულიყო. სამსახურში დასიებილი თვალებით მივიდა, არაფრის თავი არ ქონდა, მეგობარას უყვებოდა წინა ღამის ამბებს , ნაცნობი ნომერი განოჩნდა ეკრანზე და აკანკალებულმა უპასუხა. - რას შვები? - არაფერს სამსახურში ვარ, შენ? - აქ ვარ, შენს სამსახურთან გელოდები.. ისევ უჰაერობა, აჩქარებული გულისცემა და სიხარულის ცრემელები. აკანკალებული გავიდა შესასვლელთან, მის წინ იდგა, წვერი გაზრდილი ქონდა, მზე საკმაოზე მეტად ქონდა მოკოდებილი, მის წინ იდგა გიორგი და იმ ღიმილით იღიმოდა, რომელიც ნიას აგიჟებდა. უცბათ შეამცირა მანძილი მათ შორის და მთელი ძალით მიეკრო მონატრებულ სხეულს. ღრმად ჩაისუნთქა მისი სურნელი, ცხვირის წვერი ყელზე გაუსვა და მის მკლავებში გაიტრუნა… ხშირად გვიწევს ილუზიებში ცხოვრება და რეალობას თვალს ვერ ვუსწორებთ. ალბათ ამით ვცდილობთ ტკივილს გავექცეთ და თავი დავარწმუნოთ , რომ ყველაფერი კარგადაა. ნიასთვის მთავარი გიროგი იყო და არასდროს ფიქრობდა იმ რეალობაზე რაც მის გარშემო ხდებოდა. თურქეთიდ მერე ურთიერთობა შეეცვალათ, გიორგი ხშირად იკარგებოდა, შეეძლო მთელი თვე არ გამოჩენილიყო. ნია კი ელოდებოდა და როცა დაურეკავდა ან ნახავდა არაფერს ეუბნებოდა უბრალოდ მის სურნელს ისუნთქავდა. იცოდა რომ ეს ყველაფერი ნორმალური არ იყო და უნდოდა მალე დამთავრებულიყო. ყველქზე მეტად უჭირდა მასთან განშორება მაგრამ ნაბიჯი უნდა გადაედგა. - დავშორდეთ. არ იცოდა როგორ შეძლო, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ ეს ორივესთვის უკეთესი იქნებოდა. მაშინ პირველად დაშორდნენ, ტკივილს უძლებლდა და ცრემლებს არ აძლევდა უფლებას თვალები დაეტოვებინათ. ორი დღე გასული სამსახურში თავზე დაადგა და დღის ბოლომდე არ მოშორებია, ელოდებოდა როდის დაამთავრებდა ნია მუშაობას. გოგონა კი ცდილობდა არ შეემჩნია მისი სიახლოვით გამოწვეული სიხარული. - მე მომენატრე. - ჰო.. - დრო მჭირდება რომ ჩამოვყალიბდე. - მე მივდივარ ჩემ დასთან იტალიაში გიორგი. - როდის? - ნოემბერში წავალ… იმ დარის მერე აგი დღე არ გამოჩენილა. ნიაც შეეგუა იმ აზრს რომ გიორგიმ დაასრულა. საბუთებს ავროვებდა იტალიისთვის, წასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა და არ გადაიფიქრებდა. სამსახურშიც დაწერა განცხადება ერთი თბით ადრე გააფრთხილა რომ მიდიოდა. შესვენებაზე იყო ნინისთან ერთად, რაღაცეებზე საუბრობდნენ, როცა გვერდით ნაცნობი სურნელი იგრძნო. არ შეუხედავს უბრალოდ გაჩუმდა და დაელოდა. - დღეიდან ერთად ვართ, შენს გვერდით ახალი დაცვის თანამშრომელია. - გიჟი ხარ.. - შენ მაგიჟებ. მთელი თვე არ შორდებოდა გვერდიდან გიორგი, ნია კი ცდილობდა მისგან შორს ყოფნას მაგრამ არ გამოსდიოდა. წასვლამდე ერთმანეთი ბოლოჯერ ნახეს , ძლიერად მოეხვივნენ და ერთმანეთის სურნელი ღრმად ჩაისუნთქეს. არ უნდოდა, ვერ ტოვებდა მაგრამ სიჯიუტეს ვერაფერ უხერხებდა, გიორგიმაც იცოდა რომ აზრი არ ქონდა ლაპარაკას, ნია მაინც წავიდოდა. - როდისაა ფრენა? - 3ზე მივფრინავ, ქუთაისიდან.. თითქმის მთელი დღე ერთად გაატარეს, საღამოს კი ნიამ ბარგი ჩაალაგა, მამამისის მანქანაში მოთავსდა და ქუთაისისკენ დაიძრა. გიორგი მუშაობდა სმენას 12 საათზე ასრულებდა. მგელი გზას მესიჯობდნენ, ქუთაისის აეროპორტში რომ მივიდა იგრძნო სინანული რომელიც მოსვენებას არ აძლევდა. ჯერ 10 საათი იყო კიდევ საკმაო დრო ქონდა, თავს ვერაფერს უხერხებდა. ზუსტად თორმეტ საათზე გიორგიმ დაურეკა. - მოვდივარ. - ვერ ჩამომისწრებ, არ გინდა რა . - დამელოდე. შეეშინდა, არ უნდოდა გიორგის რამე მოსვლოდა, სამ საათში უნდა ჩამოსულიყო, უფრო ნაკლებ დროში რადგან სამზე მიფრინავდა. ანერვიულდა და ყოველ ათ წუთში წერდა და ურეკავდა. სამს ეკლდა ხუთი წუთი როდესაც მოემზადა და ხალხთან ერთად როგორ დაიკავა. კარებს უყურებდა, გული გამალებით უცემდა, რომ ვერ ჩამოესწრო? რომ ვერ ენახა და ისე წასულიყო? ან რამე რომ მოსვლოდა გზაში? ათას რამეზე ფიქრობდა როდესაც კარებში გიჟივით შემოვარდა გიორგი. პირდაპირ ნიასთან მივიდა და მაგრად ჩაეხუტა. გოგონამ ცრემლები ვერ შეიკავა და ტირილი დაიწყო. ზუსტად ხვდებოდა რომ წასვლა არ უნდოდა , ვერ გაძლებდა მის გარეშე მაგრამ მაინც ჯოუტად დაიჭირა ჩანთა და ხალხთან ერთად გაუჩინარდა. თვითმფრინავში იჯდა და ტიროდა, ყველაზე დიდი კოშმარი იწყებოდა, საყვარელი ადამიანის გარეშე უნდა დაწყო ცხოვრება. რომში ჩაფრინდა, თავის და არ დახვერდია მუშაობდა, ამიტომ ჩანიშნულ მისამართზე მარტო მივიდა, ბინის კარები გახსნა და სიცარიელეში შეაბიჯა, პირდაპირ საძინებელში შევიდა და საწოლში ემბრიონის ფორმაზე მოთავსდა და ტირილი დაიწყო. რამოდენიმე საათი იყო გასული და უკვე ვერ ძლებდა მის გარეშე, ენატრებოდა, მისი სუნი, ხმა , შეხება. ათი დღე ტელეფონს არ შორდებოდა და გიროგის ელაპარაკებოდა, ეს მცირედიც აძლებინებდა. - წამოსვლა მინდა . - არ წამოხვიდე, ჩემ გამო შენს მომავალზე არ თქვა უარი. ეს ბოლო სიტყვები იყო რაც მისგან გაიგო, მერე გაქრა და ისევ არ ჩანდა. რამოდენიმე დღე ელოდა, თუმცა ამაოდ. სარკესთან დგებოდა და თავის თავს აკვირდებოდა. გახდა, თითქოს ფორმები შეეცვალა , რაღაც უცნაური გრძნობა ქონდა ვერ ხსნიდა. თავის დას დაყვებოდა და რომს ათვალიერებდა. რომში სურვილი ჩაიფიქრა, მე და გიორგი და ჩვენი შვილი ალექსანდრე. დრო გადიოდა , ერთხელ ჭამის დროს გული აერია, მერე საჭმლის სუნი არ ესიამოვნა, შემდეგ ციკლის დრო შეამოწმა და კოხვდა რომ ორი თვე არ ქონდა. უკვე წონდა მიზეზი დაბრუნების, ბევრი არ უფიქრია ბილეთი იყიდა და თბილისში დაბრუნდა. ზუსტად იცოდა რომ ორსულდ იყო, გრძნობდა კის სხეულში არსებულ არსებას. 25 დეკემბერს დაბრუნდა და პირველი რწც გააკეთა ტელეფონი ამოიღო და მიწერა. - შობას გილოცავ. ორ წამში ტელეფონზე ზარი გაისმა და უპასუხა. - ჩამოხვედი? -კი,. - შენებმა მიგიღეს? ვერ მიხვდა კითხვას, ვერ გაიაზრა. რაღაც ჩაწყდა, ეტკინა, სიმწრით გაიღიმა. - რატომ დაბრუნდი? - ვერ გავჩერდი. - ბავშვი ხარ, და ბავშურად იქცევი ნია. - არც შენ ხარ დიდი. - მეც ბავშვი ვარ ჯერ. - ხოდა ბავშვმა ბავშვები არ უნდა აკეთო. - რას გულისხმობ? - ტესტი არ გამიკეთებია, მაგრამ დარმუნებული ვარ ფეხმძიმედ ვარ. ციკლი არ მაწვს ორი თვეა, ცუდად გავხდი. სიჩუმე ჩამოწვა, გულის ცემას ვერ აკონტროლებდა, ელოდა მის სიხარულს, ფიქრობდა რომ გიორგის სიხარულისგან შოკო ქონდა, თუმცა იმ ორმა სიტყვამ ყველაფერი შეცვალა. - აბორტი გაიკეთე. პირველად აღიქვა რეალობა, ასეთი სისუსტე არადროს უგრძვნია. გაჩუმდა ხმა არ ამოუღია, არ ელოდა ამ პასუხს, ფიქრობდა რომ გიორგის გაუხარდებოდა და ბედნიერები იქნებოდნენ თუმცა შეცდა. მეორე დღეს შეხვდნენ. ბჭმა გოგონა რომ დაინახა მთელი ძალით ჩაეხუტა. პირველად არ ეხუტებოდა, არ უნდოდა , ვერაფერს ვერ გრძნობდა. - ბიძაჩემმა მითხრა ერთი კლინიკა, ხვალ წავიდეთ და გავიგოთ რა მდგომარებაა რამდენი ხნის ორსული ხარ. - კაი. - მითხარი რამე. - რა? - რატო ხარ ასეთი ცივი? ეს ბავშვი გინდა? - შენგან არაფერი არ მინდა! ვერ გაიაზრა რა თქვა, მხოლოდ სიცარიელეს გრძნობდა და იმ მომენტში მართლა არ უნდოდა გიორგისგან არაფერი. კლინიკასთან იდგა და მძიმედ ნელი ნაბიჯებით მიდიოდა. არ იცოდა რა უნდა ექნა , როგორ მოქცეულიყო. ექიმმა გაუღიმა. - ეხოს გადავიღებთ და გაბიგებთ ნაყოფის მდგომარეობას. სუნთქვა შეეკვრა როცა ეკრანზე პატარა წერტილი დაინახა, დაიფიცებდა რომ გულის ცენაც გაიგო. მთლიანად აცახცახდა. - რვა კვირის ორსული ხარ, საშიში არაფერია, კვანძები გაქვს მაგრამ ეგ არაფერია. ექიმმა ოთხ იანვრამდე მისცა დრო რომ დაფიქრებულიყო. პალატიდან გაიგნებული გამოვიდა. მანქანისკენ უხმოდ წავიდა და მთელი გზა ხმას არ იღებდა. 31 დეკემერს საახალწლო მზადება იყო ოჯახში, საცივს შეხედა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. მუცელზე ხელი მოიკიდა და გაიღიმა. - გინდა დე? პირველად დაელაპარაკა მის სხეულში არსებულ არსებას და ბედნიერებისგან რამოდენიმე ცრემლიც გადმოუშვა. სქესი არ იცოდა მაგრამ ზუსტად იცოდა რომ ბიჭი იყო ალექსანდრე. ტელეფონი განათდა და ნაცნობი ნომერი დაინახა. - გილოცავ. - შენც. - რა ჩაიფიქრე? - ჩვენი ალექსანდრე. - გეყოფა, ხომ იცი რომ ამის დრო არ არის, არ კინდა ეს ბავშვი. როგორ უნდოდა გაელანძღა მაგრამ ხმას ვერ იღებდა, მშობლებსაც ვერაფერ ეუბნებოდა ალბათ ეშინოდა. ასეთ სისუსტეს ვერ წარმოდიგენდა. როგორ უნდოდა ეს ბავშვი მაგრამ იმდენად სუსტი აღმოჩნდა წინააღმდეგობასაც ვერ უწევდა. ოთხ იანვარ ისევ იმ პალატაში იყო. პალატას თვალი მოავლო შიშმა აიტანა. საშინელი სუნი ისგა, მუცელზე ხელს იჭერდა. - საფენები გაქვს თან? - არა - აბა რისთვის მოხვედი? გაიხადე და დაწექი. ნელა დაიწყო შარვლის გახდა, შეშინებული დაწვა და უყურებდა ექიმს რომელიც უემოციოდა ამზადებდა ნემსს. ცრემლები წამოივიდა, გულში ტკივილი იგრძნო და აკანკალდა. - ნუ ტირი დამშვიდდი თორემ ვერ გავაკეთებთ - არ შემიძლია, ამას ვერ ვიზავ არ მინდა მე მას არ მოვკლავ. ექიმმა შეხედა და გაუღიმა - კარგი გოგო ხარ, არ მოკლა და გააჩინე. სწრაფად ჩაიცვა და იქაურობას სწრაფადვე გაეცალა. მანქანასთან გაჩერდა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. გიორგის არაფერი უთქვამს მანქანა დაქოქა და გზას გაუყვა. თბილისის ზღვაზე გააცერა და პირველი კითხვა დასვა. - ამიხსნი რა მოხდა? - ვერ მოვკლავ. - შემომხედე , ხომ შევთანხმდით - მე მისი გულისცემა გავიგე, ამას ვერ გავაკეთებ. - რვა კვირის ხარ მას ჯერ გული არ უცემს, ჯერ მხოლოდ წერტილია და არაა ჩამოყალიბებული. ნია შემომხედე, რატომ იქცევი ასე? რატომ არ ფიქრობ ჩემზე? გინდა რომ ძალით მოგიყვანო ცოლად? ასე ვერ მივალ მამაშენთან და შენს ხელს ვერ ვთხოვ ვერ ვეტყვი რომ ბაშვის გამო მომყავხარ. გოგონას სახე ხელებში მოიქცია. - გთხოვ არ დამინგრიო ცხოვრება, ჩვენ მერეც გვეყოლება ალექსანდრე… ნია უყურებდა და ცრემლებს ღვროდა, ჩვენ მერეც გვეყოლება ალექსანდრე თითქოს იმედი ქონდა , სადღაც რაღაც კვანძი ნახა და იმას ჩაეჭიდა, მერე გაახსენდა არ დამინგრიო ცხოვრება და გაშრა, გაქვავდა. გიორგი ძლიერად ეხუტებოდა . - ეხლა ექიმს დავურეკავ და დავბრუნდებით არ შეეინააღმდეგებია, კლინიკაში შევიდა, უემოციოდ იყირებოდა, ვერაფერს გრძნობდა. - იქიდან რომ გამოხვალ არ შემიძულო. ჩუმათ გაიხადა შარვა, დაწვა და უემოციოდ გახედა ექიმს. მერე აღარ ახსოვს რა მოხდა, არც ის ახსოვს რამდენ ხანს იყო გათიშული. თვალები რომ გაახილა პირველი რაც დაინახა წითელი სითხით სავსე ვედრო იყო სადაც გეთრი ნაწილაკები ეყარა. ჩაიცვა, პალატიდან გაქცევა უნდოდა, კარი გამოაღო და გიორგის შეხედა, ვერაფერი იგრძნო, გარეთ გავიდა მანქანაში ჩაჯდა, ფანჯარას თავი მიადო და ფიქრობდა. საკმაოდ დიდხანს იყვნენ მანქანში ჩუმათ, გიორგი ნიას იყურებდა, ნია კი ფანჯრიდან რაღაც წერტილს აკვირდებოდა. მანქანა დაძრა და ჯიას სახლთან გააჩერა, გოგონამ კარი გააღი და გადავიდა, სახლისკენ ისე წავიდა რომ ერთხელაც არ შეუხედავს გიორგისთვის. თავის ოთახში ჩაიკეტა, საწოლზე დაწვა და ტირილი დაიწყო. საკუთარი თავი ეზიზღებოდა, ექოდ ჩაესმოდა გიორგის სიტყვები “ გთხოვ ცხოვრება არ დამინგრიო”, “ ჩევნ მერეც გვეყოლება ალექსანდრე”. ყველაზე მეტად ეხლა იგრძნო უსუსურობა, ვერ დაიცვა თავის ნაწილი ვერ დაიცვა, მაინც მოკლა. იღრიალა და ბოლო ხმაზწ დაიწყო ტირილი. “ჩემი ალექსანდრე”. გიორგი გაქრა, ხო უხმოდ არაფერი არ უთხრა და ისე გაქრა კიას ცხოვრებიდან. ყველქზე მძიმე მომენტში დატოვა. ნია კი ყოველღამე ტიროდა, დღე კი ცდილობდა არ შეემჩნია. სამსახურს ეძებდა იცოდა რომ ცოტა მაინც მოეშვებოდა თუ იმიშავებდა. ცხოვრება მხოლოდ ტკივილებითაა სავსე, ჭრილობებს ვერ მოიშუშებ მაგრამ მათათან ერთად შეეცვევი არაებობას. ჰო ნიაც არაებობდა, სხვა გზა არ ქონდა, გარეგნულად არ იმჩნევდა, თუმცა შიგნიდან ყველაფერი ჩამოვდარი იყო. დღე სუნთქავდა, ღამე კი ალექსანდრეს და გიოს მისტიროდა. ყველაფრის მიუხედავად იყვარდა გიორგი და ენატრებოდა. ის მისი პირველი სიყვარული იყო, პირველი მამაკაცი, მისი შვილის მამაც ის უნდა ყოფილიყო, პირველი იმედგაცრუება და ნიას დანგრეული ცხოვრება. დრო გადიოდა, სამსახურიც ნახა და შეეგუა ყველაფერს. ოთხი თვე გავიდა და გიორგი არ ჩანდა, თბს ბანკათან იდგა როდესაც ისევ აუჩქარდა გული, ისევ გაირბინეს მუცელში რაღაცეებმა, ისევ თავიდან იწყებოდა, დაიფიცებდა რომ არ უნდოდა ეგრძნო, მაგრამ ვერ აკონტროლებდა. ისევ შეხვდნენ მათი თვალები ერთმანეთს, ორივეს ტკიოდა. ღრმად დაიწყო სუნთქვა და იქაურობას სწრაფად გაეცალა, ყელში გაჩხერილი ბურთი მძიმედ გადააგორა. მობილურის ვიბრაციამ გამოაფხიზლა. - ვიცოდი დღეს რაღაც გამიხარდებოდა. აკანკალებული დაყურებდა ტელეფონს და არ იცოდა რა უნდა ექნა. - დავილაპარაკოთ, აქ ვარ შენს სადარბაზოსთან. ფეხებს ვერ იმორჩილებდა, ყველა გრძნობა ერთმანეთში ირეოდა და დაპროგრამებული მიდიოდა გიორგისკენ. უემოციოდ მიესალმა, მანქანაში ჩაჯდა და დაელოდა. - როგორ ხარ ნიას სიმწრით ჩაეღიმა - იდეალურად - ნუ მენაგლები - აჰ, უკაცრავად რომ კოცნით და ჩახუტებით არ შეგხვდი. - ასეთი არ ყოფილხარ ჩემთან - შემძლებია თურმე - მაინც ლამაზი ხარ ხელი მოკიდა და თბილად გაუღიმა - არ გაბედო და არ შემეხო! ამის უფლება აღარ გაქვს! - ასეთი ცივი ჩემთან არ ყოფილხარ ნია - შენ მე მაშინ დამტოვე როცა ყველაზე მერად მჭირდებოდი, შვილი მომაკვლევინე და მიმაგდე! როგორ უნდა კოგექცე სხვანაირად ამიხსენი! - იქიდან რომ გამოხვედი ერთხელაც არ შემომხედე, შენი თვალების შემეშინდა ნია, მაგ თვალებში სუძულვილს ვერ ავიტანდი. ნიამ შუშა ჩამოწია და ნახევარი ტანით წინ გადაიწია. სიბრაზე აწვებოდა, ყელში ბურთი ეჩხირებოდა, უნდოდა ეყვირა გაელანძღა მაგრამ არ გამოსდიოდა. - იტალიაში მივდივარ , აღარ ჩამოვალ - წარმატებები. არ იყო მარტივი იმ სიცარიელის შევსება რაც მათ შორის იყო, არც ტკივილი გაქრებოდა რასაც გრძნობდნენ. უყვარდა ნიას გიორგი, ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა, თან ეზიზღებოდა და ვერ პატიობდა. ერთი თვის მანძილზე ყოველდღე წერდა და ურეკავდა გიორგი, არ ეწინააღმდეგებოდა და ჩვეულებრივად ელაპარაკებოდა, საშინლად ენატრებოდა და თან ბრაზობდა , რომ ყველაფრის მერე ისევ მასთან იყო. ჩვეულებრივი დღე იყო, სამსახურში იყო აფორიაქებული, ვერ ხვდებოდა რა ქირდა. გულში ტკივილი იგრძნო და ღრმად ჩაისუნთქა, შესასვლელისკენ გაიხედა და ისევ შეხვდნენ მათი თვალები ერთმანეთს. ხო იქ იდგა , იქ გიორგი იყო ვერ გაძლო ამჯერად გიორგი დავრუნდა იტალიიდან ნიასთან. მთელი ძალით მოეხვია და ღრმად შეიგრძნო მონატრებული სურნელი. - მიყვარხარ - მეც მიყვარხარ.. აპატია, მასთან ერთად დაიწყო ახალი ცხოვრება სუფთა ფურცლიდან. ერთი შეხედვით ბედნიერი იყვნენ, არ ჩხუბობდნე მაგრამ ხშირად შორდებოდნენ მაქსიმ ერთი თვე და მერე რიგდებოდნენ. ვერ ძლებდნენ ერთმანეთის გარეშე. ყველაზე მეტად მაშინ იყო ბედნიერი როდესაც დავადების დღეზე გიორგიმ ლეკვი აჩუქა. ერთი თვის ლურჯთვალება ჰასკი ტობიასი. იმ დღიდან ტობი გახდა ნიას ცხოვრების სათავე და ბედნიერების წყარო. დრო გადიოდა და გეგმებს ასწყობდნენ, გიორგი ამერიკაში უნდა წასულიყო და იქ დაეწყო მუშაობა და სახლიც ენახა რომ მერე ნიაც ჩასულიყო. სამ დეკემბერ ცეკვის ანსამბლთან ერთად საბერძნეთში გააცილა, მხოლოდ სამი დღე იყო წასული მაგრამ უკვე ენატრებოდა. ჩამოსვლისას პირდაპირ ნიასთან მივიდა მაგრას მოხვია ხელები. - შენ მე მეკითვნი, ჩემი ხარ, ჩევნ ყველაფერი გვექნება და აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება. ნია ბედნიერი იყო ფიქრობდა რომ ყველაფერი კარგად იყო, თუმცა გულში რაღაც ღრღნიდა, იცოდა , გრძნობდა რომ ძაფი სადღაც აიბურდებოდა და სამუდამოდ გაწყდებოდა. გიორგი ისევ გაქრა , ორი კვირა არ ჩანდა. შემდეგ ფეისბუქზე მიწერა - ესე აღარ შემიძლია და ვილაპარაკოთო ცუდზე არ უფიქრია, პირიქით ეგონა რომ მათ ურთიერთობაში ახალი ეტაპი იწყებოდა. - მე ვერაფერ ვერ მოგცემ, ეხლა უფრო ხშირად დავიკარგები და აეაფერი არ გამოგვიბა. ექოსავით ჩაესმოდა ეს სიტყვები, მის ნებას დაყვა და გაუშვა, ვერ იფიქრებდა რომ ეს ბოლო შეხვედრა იქნებოდა. დაშორებიდან ერთ კვირაში, ფეისბუქზე სურათი ნახა გიორგი გოგოსთან ერთად. მაშინ გაანალიზა , მიხვდა. ის სხვაში გაცვალა! გიორგიმ ის სხვის გამო მიაგდო! გაშტერებული დაყურებდა სურათს და ბოლო ხმაზე მოთქვამდა. ამჯერად ყველაფერი საბოლოოდ დასრულდა. ნია და გიროგი სარულდა! გიორგიმ მას ყველაფერი წაართვა, შვილი, ბედნიერება, ოცნებები. მან ნიაში მოკლა მეოცნებე გოგონა, დედა, ქალი, ფეხქვეშ გათელა მისი გრძნობები. მოსიარულე გვამს გავდა , რომელიც მთელი დღე და ღამე ტირილში ატარებდა. ცდილობდა ეცხოვრა, ეარსება , ისევ დაეცა მაგრამ იცოდა რომ ისევ წამოდგებოდა. ერთხელ მეტროში შეხვდნენ გიორგიმ წამით შემოხედა სახე გაუნათდა და თვალები ბედნიერებისგან გაუნათდა , თუმცა მაშინვე თავი დახარა. ნიამ კი ისევ იგივე იგრძნო, იგივე გრძნობები, ემოციები. სახინკლეში იყო ნინისთან ერთად, თორღვა მღეროდა “ გრძნობა ტრაგიკულად მოკვდა”, ნინის ხმა გაიგო. - ცოლად მოყავს… ცრემლებმა გავისით დაიწყეს სვლა, ისევ ეტკინა მაგრამ ბოლოჯერ. 19 ოქტომბერს ქორწილის დღეს შემთხვევით შეხვდნენ, გიორგიმ როგორც კი დაინახა თავი დახარა და მანქანაში ჩაჯდა. ნიას გაეღიმა, ტელეფონი ამოიღო და ბოლო სმსი გააგზავნა “ ბედნიერებას გისურვებ გიუნა.” მაშინ მიხვდა რომ არაფერს გრძნობდა, სოციალურ ქსელში გიორგის ქორწილის ვიდეო გავრცელდა, უყურებდა ნია უემოციოთ და გიორგის უემოცია მოწყენილ სახეს აკვირდებოდა. ოთხი წლის მერე კი ისევ შეხვდნენ მათი თვალები ერთმანეთს, მაგრამ ნიას თვალებში სიყვარული აღარ ჩანდა, მხოლოდ სიცარიელე იყო… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.