სიყვარული უდაბნოსავითაა. თავი 3
გაოცებული და დაბნეული იდგა, გარშემო უკუნი სიბნელე იდგა შეშინებული შევიდა სახლში აკანკალებული ხელით ჭიქა წყლით აავსო და დალია, რამოდენიმე წუთი ფიქრობდა, შემდეგ ხმაური შემოესმა გარედან და თავადაც გავიდა. -რა ხდება. იკითხა თითქოს არაფერი არ იცოდა. -ანა შვილო სახლში ხარ? -სახლში ვარ, მოვედი სიურპრიზს გაუკეთებ ჩემებსთქვა, მაგრამ არ არიან და ველოდები როდის მოვლიან. -შვილო.............. ანამ შეხედა პოლიციაც იყო მეზობლებს შორის და კიბეები ჩაირბინა, გარეთ სასწრაფო იდგა და ანა გაშეშდა. -რა მოხდა, რატომ არის სასწრაფო და ამდენი ხალხი. გაოცებული უყურებდა მეზობლებს. -ვწუხვარ. უთხრა სასწრაფოს ექიმმა და მხარზე ხელი დაადო. -რით დაიღუპნენ. -ქალბატონი ნასვამ მდგომარეობაშია, სავარაუდოდ ვფიქრობთ კიბეზე დაცემისგან დაიღუპნენ. ანას ტელეფონზე ინამ დარეკა და ანას არ შეეძლო საუბარი, მეზობელს სთხოვა ინასთვის აეხსნა რაც მოხდა და რამდენიმე წუთში ინა ანას გვერდით იყო. -შაკოს დაურეკე? -არა, დღეს დედამისთან არის და არ მინდოდა მისი შეწუხება. ინამ ტელეფონი ამოიღო, მაგრამ ანამ არ მისცა ნება დაერეკა, დილით კი შაკომ შეტყობინება ნახა ტელეფონში ინასგან და სასწრაფოდ ადგა. -დედა, დედა, მივდივარ ანას მშობლები დაიღუპა. -როგორ, როგორ დაიღუპა ავტო საგზაო შემთხვევაა? -არა დედა, კიბეებზე ფეხი დაუცდა და ორივე ადგილზე დაიღუპა. -ღმერთო, საცოდავი გოგო. -ექიმო, ჩემი პატარები? ინა თვალს ვერ უსწორებდა ნატას, მაგრამ აუცილებლად უნდა დალაპარაკებოდა. -ნატა შეიძლება ვილაპარაკოთ? -ვილაპარაკოთ, მაგრამ....... -სამწუხაროდ რეალობაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ვოცნებობდით. დარწმუნებული ვარ შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენი ბედისწერაა. ის, ვინც შენზე ინერვიულებს და განიცდის შენს მდგომარეობას. -ჩემი.................. -ვწუხვარ შენს გულგამგმირავ ტკივილს, ნატა ძალიან ვწუხვარ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რომ ისინი გადაგვერჩინა, მაგრამ........ ნატა ექიმს უყურებდა, მუცელზე ხელი დაიდო და ტირილით თქვა. -დავცარიელდი, ორივემ დამტოვა და წავიდა. -ნატა გელოდებიან, მათ შენი ნახვა უნდათ. გიორგიმ ნენეს დაურეკა და მისვლა სთხოვა, ნენემაც სასწრაფოდ მოემზადა და როილას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის. -რას ამბობ შვილო, როცა მოგინდეს საუბარი მე აქ ვარ მოდი და ძალიან გამახარებ შენი მოსვლით. შაკო უკვე წახვედი? -გავდივარ დედა, მეჩქარება. -გაიყოლე ნენე ................ -თუ მზად ხარ, წამოდი ნენე. შაკომ ნენე საავადმყოფოში დატოვა და დაემშვიდობა, თავად ანასთან წავიდა. პირველად შეხედა ძალა გამოცლილ ანას და ყველაფერი თავად გააკეთა. ნენე გიორგისთნ მივიდა და უთხრა. -ისევ დაბრუნდი და აქ ხარ. -ჩვენი გვერდით დგომა სჭირდება ნატას ნენე. ძალიან განიცადა და ბევრიც იტირა, მაგრამ რამდენიმე დღეში ნატა უკეთ იყო და მასთან ინა მივიდა. -როგორ ხარ ნატა. -უკეთ ვარ ექიმო. -შენთვის კარგი ამბავი მაქვს, ხვალ გაგწერთ. -გავეწერები ხვალ და აქედან მარტო წავალ. გიორგიმ ნატას შეხედა და უთხრა. -შენ მარტო არ ხარ, ჩვენ შენთან ვართ. -რატომ ხარ მარტო, არასოდეს იგრძნო თავი მარტოსულად. მარტოობა ის არის, როცა სიჩუმეში ხარ და საათის წიკწიკი გესმის. იცი რა იქნებოდა დღეს ყველაზე უარესი, შენ რომ ისევ იმ არასწორ ადამიანთან ერთად იცხოვრო. ცხოვრება წინ გაქვს და ადრე თუ გვიან ეს ტკივილიც გაივლის. არაფერია მარადიული დედამიწაზე. ხვალ აქედან გავალთ და ახალ ცხოვრებას დაიწყებ შენ ხომ ძლიერი ქალი ხარ, ვამაყობთ შენით. -ყველაზე ცუდი ისაა არ შემიძლია ტირილი და ეს ტკივილი მჭამს, ძალიან მტკივა ნენე. სევდა აღწევს გულში, სულში და ფიქრებში. მტკივა და ვგრძნობ, რომ ცარიელი ვარ. -ნატა უნდა შეძლო და გაექცე ფიქრებს ან დარჩი უბედურების სიბნელეში და იტირე, მაგრამ როდემდე. -ექიმო, ექიმო ინა. ექთანი სახეარეული შევიდა ნატას პალატაში სადაც ინა იყო და ექთანს შეშინებულმა შეხედა. -წავიდა ექიმო.......... -ვინ წავიდა, ლელა რა მოხდა. -მიატოვა ჩვილი ბავშვი და წავიდა. -ვიცოდი, ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა. თქვა ინამ და გაოცებული დატოვა ყველა. ნატამ გაბრწყინებული თვალებით შეხედა ნენეს. -რა ჩაიფიქრე, ნატა ..... -დედამ შვილი დატოვა სულ პატარა, ნენე..... -ნატა გინდა ის პატარა იშვილო? -ეს შესაძლებელი იქნება? -არა, დაქორწინებული უნდა იყო შვილი რომ აიყვანო. -მე ხომ მისი საკეთილდღეოდ გავაკეთებ, ერთ უსუსურ და დაუცველ პატარას ოჯახი ეყოლება, დედის სითბო ექნება. პატარა თავისი ბუდე ექნება, სიცოცხლე ხომ უფლისგან არის ნაჩუქარი და დამიჯერეთ დრო მოვა და ჩვენც უკან დაუბრუნებთ უფალს მის მიერ ნაჩუქარ წლებს. გიორგი ახლოს მივიდა ნატასთან და უთხრა. -მოვაწეროთ ხელი თუნდაც დღესვე და ერთად გავზარდოთ პატარა, ნატა პატარას დედობა მხოლოდ ასე შეგიძლია. გიორგიმ ინას დაელაპარაკა ბავშვზე და ინა დათანხმდა, ნატამ და გიორგიმ საავადმყოფოში მოაწერეს ხელი და პატარასთან ერთად დატოვეს საავადმყოფოს კედლები. ნენე სახლში დაბრუნდა თუ არა ყველა ფანჯარა გააღო, სახლი მიალაგა და ბოლოს თვალი მოავლო დალაგებულ სახლს, ყავა დაისხა, დასვენება გადაწყვიტა, რომ ტელეფონის ხმა გაიგონა და არავისთან უნდოდა საუბარი, მაგრამ ნომერს შეხედა თუ არა ღიმილით უპასუხა. -გისმენ შაკო. -გავიგე რომ სოფელში დაბრუნდი, როგორ ხარ ნენე. -ნატა კარგად არის, პატარაც კარგად ბგრძნობს თავს და მეც ბედნიერი ვარ შაკო. -პატარა? რა მოხდა, რა გამომრჩა? ნენემ მოუყვა ნატას გადაწყვეტილება და შაკო აღფრთოვანებული დარჩა ნატას და გიორგის დიდსულოვნებით. -მიხარია რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. -მაგრამ ერთი სამწუხარო ამბავიც გავიგეთ რამდენიმე წუთის წინ. -რა, სამწუხარო, რა მოხდა. -გეგიმ თავი ჩამოიხრჩო ციხეში. -არ ჩამოიხრჩო, ნენე ის მოკლეს ან აიძულეს თავი მოეკლა, რადგან ასეთია ციხის მკაცრი კანონები. -ის მიიღო რაც დაიმსახურა, მაგრამ შენს წინაშე რომ შევრცხვი ეს მანერვიულებს ყველაზე მეტად. -შერცხვი? რატომ ან როდის, რას ამბობ ნენე. გაუკვირდა შაკოს ნენეს ნათქვამი. -იმ დღეს რომ წადი მაგიდაზე 500 ლარი დამიტოვე წერილთან ერთად, მინდოდა გადმომეცა, მაგრამ იმდენი რამ მოხდა სულ დამავიწყდა, გათიშული ვიყავი. -ამიტომ ამბობ რომ შერცხვი? არც კი გაიმეორო, ვიცოდი არ გამომართმევდი და ასე უკეთესი იყო. მადლობა რომ შემიფარე იმ ღამით და გარეთ არ დამტოვე, თუმცა გინდოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ ვერ გამიმეტე. -მაბრაზებ შაკო. -ძალიან გიხდენა გაბრაზება, დამამახსოვრდა შენი ბრაზით სავსე თვალები როცა ვახშამის მომზადება გთხოვე და გამომხედე. -არ ვენდობი ადვილად ადამიანებს შაკო და ამიტომ..... -მართალიც ხარ, ნენე ზოგიერთი ადამიანს მხოლოდ ფორმა აქვს ადამიანის. -მაგალითად ბიძაჩემს.... -შაკო გცალია? გაიგონა ლაშას ხმა ნენემ და შაკომ თითით ანიშნა ლაშას ვსაუბრობო, -შაკო როგორც მივხვდი არც შენ გცალია, მეც სტუმარი მყავს და უნდა გაგითიშო ბიძაჩემი მოვიდა. -აუცილებლად დამირეკე, ნენე შენს ზარს ველოდები. შაკომ ტელეფონი გათიშა და ლაშას შეხედა. -სიზმარში გამოცხადებული ნენე ცხოვრებაშიც ისეთივე ლამაზია როგორც შენ აღწერე. -არ ვიცი რატომ, მაგრამ მასთან სულ სხვანაირი ვარ, ძალიან თავისუფალი და ბავშვური ისე როგორც ის არის. -შეგხედე და ძველი შაკო გამახსენდა არა ისეთი როგორიც დღეს ხარ, სერიოზული, უხეში, უკარება. -ლაშა............ -ლაშა რა, რა არ მოგწონს მე ხომ როგორიც ხარ ისეთი აღწერილბა გადმოგეცი. ლაშამ თვალი ჩაუკრა შაკოს და კაბინეტი დატოვა, შაკოს კი ტელეფონი ხელში ჰქონდა და ნენეს ზარს ელოდა, ნენე კი ამ დროს ბიძამისის წინ იჯდა. -როგორც იქნა სახლში ხარ, რამდენჯერმე მოვედი და ვერ გნახე და შემდეგ გავიგე რომ...... -ნატასთან ვიყავი საავადმყოფოში ის დღეები. -ვიცი, ვიცი რაც მოხდა, ჩვენი ნატა გადარჩა, მაგრამ გეგიმ სიცოცხლით აგო პასუხი მის დანაშაულზე. -ვინც უსამართლოდ მოიქცევა ყველასთვისაა ის ცივი კედლები გათვლილი, ციხეს უმატებენ ძია კიარ უკლებენ, ასე რომ ყველა დაეტევა იმ ნესტიან კედლებში. ნოდარის ცივმა ოფლმა დაასხა და თემა შეცვალა, ძმიშვილსის ცხოვრებით დაინტერესდა. -როგორ ხარ, ხომ არაფერი გჭირდება. ნენეს ასეთი თბილი ნოდარი წლებია არ ენახა, მაგრამ იცოდა რატომ დატკბა ასე ძალიან და ჩაეცინა. -ყველაფერი მაქვს, ჩემი ხელფასი მწვდება ყველაფერზე შენ ჩემზე არ ინერვიულო შენს ძმისშვილს არ შია. -ნენე მინდა გულახდილად ვილაპარაკოთ, არ ფიქრობ შენი ცხოვრება შეცვალო? -როგორ, არ მოგწონს როგორც ვცხოვრობ თუ რამეზე მიმანიშნებ. -არა, არაფერზე არ მიგანიშნებ, არ ფიქრობ რომ გათხოვდეე და ოჯახი შექმნა, აქედანც წახვიდე..... -აქედან რატომ უნდა წავიდე ან სად მიშვებ, ვინმეს ვაწუხებ ჩემი აქ ყოფნით? აქ ხომ ჩემი მშობლების სული ტრიალებს ან თუ ჩემს ცხოვრებაში რამეს შევცვლი ჩემს პირადულში, მე აქ დავრჩები და აქ ვიცხოვრებ, ამის სრული უფლება მაქვს. -აქ თუ გინდა მთელი ცხოვრება გაატარო ეს სახლი უნდა შევაკეთოთ, გავყიდოთ ის მიწა კარგ თანხას იძლევიან და ყველაფრისთვის გეყოფა. ეკონომიურად მყარად იქნები შვილო. -მომისმინე ძია, მიწას არ გავყიდი იმიტომ რომ ეკონომირად მყარად ვიდგე, არ მიჭირს ასე ძალიან. -გაყიდი. -არ გავყიდი,ის ჩემი მიწაა მამამ ჩემთვის იყიდა როცა 15 წლის ვიყავი და რაც არ უნდა გამიჭირდეს მიწას არ გავყიდი. -შენია, საბუთზედაც შენი სახელია, მაგრამ ახლა საქმეს სჭირდება რომ გაყიდო. -ყველაფერი გამიყიდე რაც კი გამაჩნდა შენი ნარკომანი შვილი რომ არ დაეჭირათ პოლიცია გაამდიდრე, არადა ყველა პოლიციელმა იცის როგორი დამოკიდებულია წამალზე. ნუ გაქვს იმ მიწის იმედი, რომ მე მიწას გავყიდი და შენ კი თანხას ჯიბეში ჩაიდებ. ანერვიულდა ნენე და არც დაფიქრებულა კარი გააღო, ეს იმას ნიშნავდა რომ ნოდარი იქ აღარ მისულიყო. მშვიდად ადგა ფეხზე და ასევე მშვიდად უთხრა ნენეს. -დამშვიდდი, დაფიქრდი და რამდენიმე დღეში მოვალ საბუთებით შენ კი იმ საბუთს ხელს მოაწერ ისევ შენი კარგი მომავლისთვის. ნოდარი წავიდა, ტელეფონის ხმა გაიგონა და ანერვიულებულმა გახსნა ტელეფონი, მაგრამ სიტყვის თქმა ვერ შეძლო. -ნენე როგორ ხარ, ნენე გესმის ჩემი? -შაკო ხვალ დაგირეკავ, არ შემიძლია საუბარი. -ნენე ვნერვიულობ, რადგან შენი ხმა არ მომწონს. ცრემლები ყელში ჰქონდა და ვერაფერი უთხრა, შაკომ მიხვდა რომ ნენე ცუდ მდგომარეობაში იყო და შეტყობინება მიწერა. -,,კარგი, როცა შეძლო დამირეკე, ვნერვიულობ შენზე. გასული ვარ ქალაქიდან, როგორც კი დავბრუნდები დაგირეკავ და თუ არ მიპასუხებ სოფელში ჩამოვალ''. რამდენიმე დღე სიმშვიდე იყო, ნენე სახლში მარტო ვერ ჩერებოდა და ხშირად ნატასთან იყო პატარასთან ერთობოდა და დრო გაყავდა. -ჩემო ფუმფულა, როგორ გაფუმფულდი და რა საყვარელი ხარ. -ნენე იცი რომ ნიტას მე მამსგავსებს ყველა და ეს ძალიან მიხარია. -მთავარია რომ ჯამრთელი ბავშვია, გიორგი? -მეხმარება როგორც შეუძლია, მაგრამ ღამე არის რთული რომ დაიწყებს ტირილს დილის 5 სთ-მდე არ ჩერდება. -როდის უნდა დაიწყოთ ერთად ცხოვრება, ისიც ცოდვაა ნატა შენ კი სულ წუწუნებ. -არ ვწუწუნებ, ნენე ბედნიერი ვარ. შვილი მყავს და ადამიანი მყავს გვერდით ვისაც მართლა უყვარვარ, ვერ ვამჩნევდი მის სიყვარულს და ვნანობ ძალიან. -მოვიდა ვინმე? -არა, არავის უკითხია როგორ ვარ. თურმე მამაჩემის ქონებაზე უნდოდა დაჯდომა და ასე უზრუნველად ცხოვრება თითქოს მამას ვინმემ აჩუქა ეს სახლი და უშრომელად შეიძინა ყველაფერი. სასაცილო იცი რა არის? გეგმაც რომ დასახა, ჯერ ჩვენ გადმოვიდოდით აქ და შემდეგ ნელა ნელა მოიყვანდა ჯერ მშობლებს, მერე გათხოვილ დას იტყოდა მარტო ვერ დავტოვებო და ასე შემდეგ. ნენე მე ბედნიერი ვარ და ვფიქრობ გიორგოც მალე გადმოვა ჩვენთან. -ძალიან კარგი, გამიხარდა რომ ბედნიერები ხართ. მტკივნეულია, როცა შენი საყვარელი ადამიანები გიღალატებს. საშინელი და საშიშია, შეუძლებელია გაიგო და აპატიო ღალატი თუ მოღალატე საყვარელი ადამიანია. შაკო ვერ ხვდებოდა ანას შეცვლის მიზეზს და გადაწყვიტა რამდენიმე დღე ცალ-ცალკე ეცხოვრათ. -სად მიდიხარ ასეთ დროს. კითხა ანამ როცა დაინახა შაკო ჩაცმული. -რამდენიმე დღე დედასთან ვიქნები, ვფიქრობ დაფიქრდები და ამ რამდენიმე დღეში გადაწყვეტილებას მიიღებ. შაკოს მისვლა როილას უცნაურად მოეჩვენა, მითუმეტეს მაშინ როცა გადაბმულად დარჩა და უხასიათოდ იყო. დრო შეურჩია და შაკოს მშვიდად, წყნარად და აუღელვებლად დაელაპარაკა. -რა გჭირს, ეს დღეები თვალს გადევნებ და არ მომწონს შენი თავისადმი ასეთი უყურადღებობა, ვხედავ რომ შენ შენს თავს არ გავხარ შვილო. -ტელეფონი გათიშული მაქვს, უნდა დავიძინო დედა და ვინც არ უნდა დაგირეკოს არ გამაღვიძო. -შენი ქალბატონი გადაბმულად მორიგეობს? -რატომ მეკითხები, სახლში იქნება. -ამბობ სახლში იქნება, არ იცი რომ სახლშია? რა მოხდა, იჩხუბეთ? -არა, დრო გვჭირდება ორივეს. -ორი წლის მერე აღმოაჩინე რომ დრო გჭირდება დასაფიქრებლად? -ხო ახლა აღმოვაჩინე რომ დრო მჭირდება. პირველად დაელაპარაკა შაკო დედას ასეთი ტონით, მაგრამ როლია ახლოს მივიდა შაკოსთან და წყნარად უთხრა. -რა გაგიკეთა რომ სულ ნერვებზე ხარ ეს ბოლო პერიოდი. -რა ფიქრები გიტრიალებს თავში დედა. -კითხვას პირდაპირ დაგისვამ, დაშორდით ერთმანეთს? -არა, არ დავშორდით. -აბა აქ რატომ მოდი გვიან ღამით ტანისამოსის გარეშე და უკვე ერთი კვირაა ოთახიდანაც არ გინდა გამოხვიდე. -კარგად ვართ............. -თუ ყველაფერი კარგადაა აქ რატომ ხარ მითხარი. -დედა გთხოვ მარტო დამტოვე. -შალვა მომისმინე, ყველაფერი შენ მოგეცი და უკან არ დავიხევ სულიც რომ დაგჭირდეს ჩემგან დაუფიქრებლად დაგითმობ შვილო, მაგრამ ქალის გამო თავი არ უნდა დახარო, ჩემი შვილი უკეთეს ქალს იმსახურებს და კარგია თუ დაფიქრდები. წინ გაიხედე შვილო, შენზე ვინ იტყვის უარს თუ ნორმალური აზროვნების არის. -შენ არც კი გიცდია ახლოდან გაგეცნო ანა. -გავიცანი, მივედი და ვნახე, დაველაპარაკე შვილო და მივხვდი, რომ თქვენ ორნი სულ სხვა და სხვა ხართ ერთმანეთისთვის. -შემიყვარდა, გთხოვ დედა ნუ ჩაერევი მინდა დავფიქრდე და თავად მივიღო გადაწყვეტილება. -სარკეში არ იხედები და შენს თავს სათანადოდ არ აფასებ, რით მოგხიბლა მისი ელფერით, ყინულივით ცივი გამოხედვით თუ მისი სპეციალობით და სტატუსით. ვაღიარებ რომ წარმატებული ექიმია, მაგრამ შენი ცხოვრების გზა მასთან არ იკვეთება შენ სულ სხვა ქალი დაგიმშვენებს გვერდს უბრალო და სიყვარულით სავსე ისეთი როგორიც ნენე არის. -დედა................. -დედა, დედა, დედა. დედას რისი თქმაც უნდოდა გითხრა, მომავალში რას იზამ ეს შენი გადასაწყვეტია და დიდი იმედი მაქვს სწორად იფიქრებ. შაკო დაფიქრდა დედის სიტყვებზე, გაახსენდა ლაშას ნათქვამიც და ჩურჩულით თქვა. -ნუთუ ისე დავბრმავდი, რომ მხოლოდ მე ვერ ვამჩნევ ჩვენს შორის განსხვავებას? დრო დასჭირდა შაკოს ყველაფერზე დაფიქრებულიყო, ზოგჯერ არ პასუხობდა ანას ზარებს და ტელეფონს საერთოდ თიშავდა, ერთ საღამოს გადაწყვიტა გაევლო და მოულოდნელობისაგან გაშეშდა. დრო დასჭირდა დაფიქრებაზე როგორ გადაერჩინა მათი ურთიერთობა და იმ ორ წელს ფუჭად არ ჩაევლო, მაგრამ მოულოდნელი ფაქტის წინაშე დადგა, არ დაიბნა და შორიდან აკვირდებოდა მოვლენებს. -კობა, ეს ხომ კობა მესხია რომელიც ლონდონში გამაცნო როგორც მისი ბავშვობის მეგობარი, მაგრამ მე აქ მეგობრობაზე მეტს ვხედავ. გაბრაზდა და შერცხვა კიდეც, როილასი შერცხვა, ლაშასი შერცხვა და გადაწყვიტა ამ ურთიერთობისთვის წერტილი დაესვა. ტელეფონი ამოიღო და ანას დაურეკა, მაგრამ შეხედა როგორ გაუთიშა ანამ ტელეფონი და შეტყობინება მიწერა. -,,რთული პაციენტი მყავს, ვერ დაგელაპარაკები''. -გასაგებია, ესე იგი რთული პაციენტი გყავს. ტელეფონი გათიშა და ინას დაურეკა. -გისმენ შაკო. -სად ხარ ინა. -სამსახურში ვარ, მოხდა რამე? -შეხვედრა მინდა შენთან, მაგრამ ეს ჩვენს შორის უნდა დარჩეს. -რა თქმა უნდა შაკო ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, ახლა მცალია 1 სთ-ი შემიძლია გამოვიდე, შენ სად ხარ. -მოვდივარ, მაგრამ თქვენს კაფეში არ მინდა შეხვედრა, რადგან ეს საუბარი საიდუმლოდ უნდა დარჩეს. -მაშინ აქვე ერთი პატარა კაფე არის და იქ დაგელოდები. -კარგი, შევთანხმდით. ინა ღელავდა, რადგან არ იცოდა რატომ უნდოდა შაკოს მასთან შეხვედრა. -საცობია, მაგრამ ვფიქრობ ძალიან არ დავაგვიანე. -არა, მეც ახლახანს მოვედი, დამაინტერესე შაკო რა თემაზე გინდა ჩემთან საუბარი და რატომ ასე საიდუმლოდ. შაკომ შეკვეთა მისცა და შემდეგ ინას თვალებში ჩახედა. -ვიცი რომ ახლო მეგობრები ხართ შენ და ანა, მინდა შენგან გავიგო მისი შეცვლის მიზეზი. -არ ვიცი, შაკო ეს ძალიან პირადული თემაა და მაინცდამაინც არ ვსაუბრობთ პირადულზე, მაგრამ მე ვერ ვამჩნევ ანას რომ შეიცვალა. -შენ ვერ შეამჩნევ, მე ვამჩნევ და რომ იცოდე მასზე რამე რაც ძალიან პირადულია, მეტყოდი? დაიბნა ინა და გულმა ძლიერად დაუწყო ფეთქვა, არ იცოდა რა ეთქვა, მაგრამ ისევ შაკოს ხმამ გამოიყვანა უხერხული მდგომარეობიდან. -არ მეტყოდი, დარწმუნებული ვარ რომ არ მეტყოდი. -გთხოვ თქვენს შორის ნუ ჩამაყენებ, ორივე ჩემი მეგობრები ხართ და ორივე მიყვარხართ. -შენს სახეზე ვერ ვკითხულობ ვერაფერს ისე კარგად იცავ მეგობარს ან შესაძლებელია მართლა არაფერი არ იცი. შაკო წავიდა, ინა კი გაფითრებული დაბრუნდა უკან და ანას გვერდი ისე აუარა მიხვდა ანა რომ ინა ისევ ბრაზობდა მასზე. -რა სახე გაქვს, რა მოხდა ან სად იყავი. -გაინტერესებს სად ვიყავი? -შენი გამოხედვით დამაინტერესე. -შაკოს შევხვდი. -შაკოს? -დაგაინტერესდა, ანა შაკოს შევხვდი და მან შენი შეცვლის მიზეზი მკითხა. -იმედია ზედმეტი არაფერი უთხარი. -ნუ გეშინია არაფერი მითქვია, მაგრამ არც შაკოა დებილი და ვერც შენ დამალავ სულ შენს საიდუმლოს და შენს სიბინძურეს. -როგორ მელაპარაკები ინა. -როგორც იმსახურებ, თუ მშვიდი და წყნარი საუბარი ვერ გაიგე როცა დაგელაპარაკე ახლა ხომ გესმის შენს ენაზე გელაპარაკები და გიმეორებ, შაკო დებილი არ არის და დიდხანს ვერ დარჩები შეუმჩნეველი ანა. შაკო ვერ დაამშვიდა ინასთან შეხვედრამ, მიხვდა რომ რაღაც იცოდა ინამ, მაგრამ აღარ დააძალა და ჯერ უმისამართოდ იარა ქალაქის ქუჩებში, არავის ზარს არ პასუხობდა და უკვე დაღამებული იყო სახლში რომ დაბრუნდა ანა კი გამოწყობილი დახვდა და ირონიულად კითხა. -საით გაგიწევია ექიმო. -თითქმის ათი დღეა სახლში არ ხარ და მისალმება დედაშენთან დატოვე? -დედაჩემის სახელი ასე ირონიით აღარასოდეს არ წარმოთქვა, გასაგებია? -რა გჭირს, შეცვლილი დაბრუნდი. -წავედი რომ დავფიქრებულიყავი, რადგან ძალიან შეიცვალე არ ვიცი რა გჭირს, არ ვიცი რა გინდა, არაფერს მეუბნები და დღეს ყველაფერს მეტყვი ანა. -დღეს? დღეს..................... -დიახ დღეს და ახლავეს, ანა ბავშვი არ ვარ რომ ვერ მივხვდე ქალი რომელიც მიყვარს ყინულივით ცივი მიწევს გვერდით. მოდი პირდაპირ მითხარი რისი თქმაც გინდა და ვერ ამბობ, მითხარი რომ სხვა არის შენს ცხოვრებაში და დაიღალე, რადგან რთულია ორი მამაკაცისთვის იცხოვრო. -როგორც გავიგე ყველაფერი იცი, თქმას რა აზრი აქვს, რომ....... -რომ სიმართლე ვთქვი და შენს ცხოვრებაში მართლაც არსებობს სხვა, აქამდე მასულელებდი და ის პიროვნება ყოველთვის არსებობდა ჩვენს შორის. კობა ესაა შენი ბავშვობა და შენი წარსული, ბავშვობის მეგობარმა წარსულთან ერთად დაგიბრუნა? -შემთხვევით მოხდა ყველაფერი, მეც არ ვიცი როგორ. -როგორ შეგეძლო, ანა როგორ შეგეძლო ეს ჩემთვის გაგეკეთებინა მართლა ასეთი ცივი და უგულო ხარ? -დამიჯერე, მეც არ ვიცი რა მოხდა შაკო. -იქ ლონდონში რომ გამაცანი დაიბენი, მახსოვს როგორ შეგეცვალა ფერი სახეზე და გინდოდა სასწრაფოდ წამოვსულიყავით იქედან. სწორედ იქ დაიწყო თქვენი შეხვედრები, რა იდიოტი ვყოფილვარ. შაკო ნერვებს ვერ იმორჩილებდა, კისერში ლურჯად დააჩნდა ძარღვები. ახლოს მივიდა ანასთან თვალებში ჩახედა და უთხრა. -ხვდები მაინც რა გააკეთე, ხვდები რომ ჩვენი ურთიერთობა დაამსხვრიე და რატომ, ეს რატომ გააკეთე. -შაკო................. -შაკო, შალვა, შალიკო, შენთვის აღარ არსებობს ეს სახელები. -გთხოვ მომისმინე............. -რა მოგისმინო, ანა რას მეტყვი ისეთს რომ შენი საქციელი გავამართლო. ლონდონში შეხვდი და თავი ვერ გააკონტროლე, მაგრამ აქ ჩამოსულმა შეხვედრები გააგრძელეთ, ჩუმი შეხვედრები ანა და სხვა რა უნდა მითხრა. მე გეტყვი ბოლო სიტყვას, ჩვენს შორის აღარ დარჩა არანაირი ურთიერთობა, არანაირი პატივისცემა, არანაირი ერთგულება და ვერ გიტან, ვერ გიტან ანა და მეზიზღები. უკან ხევით წავიდა, კართან მივიდა და ცივი ხმით უთხრა. -ვეწინააღმდეგებოდი დედაჩემს და არ ვაძლევდი უფლებას შენზე სიტყვა ეთქვა გადაკრულად, ვაღმერთებ დედაჩემს იცი რატომ? მან იცის ადამიანში ადამიანის ამოცნობა, მე კი ვერ შეგიცანი, ვერ შევძელი შენი ამოცნობა სიყვარულმა დამაბრმავა. ხვალ დავბრუნდები, ხვალ აქ აღარ დამხვდე არც შენ და არც შენი ნივთები. ისე ძლიერად დაიხურა კარი ანას შეეშინდა და კართან მივიდა დასარწმუნებლად წავიდა შაკო თუ ისევ იქ იდგა, მაგრამ შაკო იმ ღამით ვერც როილასთან დაბრუნდა და ის ღამე კომპანიაში მივიდა და დილამდე სვამდა, გამთენიისას კი ჩაეძინა. დილით 8 სთ-ი იყო როცა ლაშა მიესალმა დაროს და უთხრა. -უფროსი მოვიდა, როგორ ხასიათზეა. -მეც ახლა მოვედი, რადგან ყველგან ჯერ კიდევ შუქებია გამოდის ჩვენ მოვედით პირველები ლაშა. -მართალია, რომ მოსულიყო ჩააქრობდა. კარგია, ეს ძალიან მომწონს. -რატომ? -მე დავხვდები კაბინეტში რომ მოვა. ორივეს გაეცინა და ლაშა ასე სიცილით შევიდა კაბინეტში, მაგრამ გაოცებული იდგა კარებში და ფეხაკრებით გავიდა კაბინეტიდან. დარომ შეხედა და ჩუმად უთხრა. -რა მოხდა, ფერი დაგეკარგა. -იქ არის, შაკოს ძინავს. -რაღაც მოხდა, შაკოს პრობლემები აქვს? -არ ვიცი, არასდროს არაფერს ამბობს. -კარგი, ტელეფონებს გავთიშავ რომ ზარმა არ გააღვიძოს და დავაცადოთ იძინოს. ერთი საათის შემდეგ შევიდა ლაშა კაბინეტში და შაკოს ხმაც გაიგონა. -ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისათვის რომ იტანჯებოდე, არ ღირს ტანჯვა მეგობარო, თუ კარგად შეხედავ შენს გარშემო რა ხდება ტანჯვასაც აიცდენ. სინანული, წუხილი და სინდისის ქეჯნა მთელი ცხოვრება დაგტანჯავს თუ არ შეეცადე შენივე შეცდომის გამოსწორებას. -რა მოხდა შაკო. -დამჭრა და ჩემი ჭრილობა ჯერ კიდევ სულ ახალია სისხლი მდის ჭრილობიდან და შევეცდები ამ ჭრილობის შეხორცებას, მაგრამ ვიცი გამიჭირდება. არ მინდა წარსულის ტკივილი მახსენებდეს თავს, თუმცა ვიბრძოლებ როგორც ჩემს თავთან ასე ცხოვრებასთან და შესაძლებელია დამაგვიანდეს, მაგრამ გპირდები ვიპოვი დაკარგულ საკუთარ თავს. ხელი წაავლო იქვე დაგდებულ კონიაკის ბოთლს და უნდა დაელია, რომ ლაშამ ხელიდან წაართვა ბოთლი და იქვე დადგა. -რა მოხდა, რას გავხარ ადამიანის სახე გაქვს დაკარგული. -გვიან აღმოვაჩინე სწორი გზა, ორი წელი გზის თავში ვიდექი გუშინ კი გავიარე გზა ბოლომდე და სინათლე დავინახე. -მითხარი რა მოხდა, გინდა ბექას დაურეკო? -არავინი არ მინდა, შენი მრცხვენია. -რატომ, მე რა გავაკეთე. -არ დაგიჯერე, არ მოგისმინე, არ დავინტერესდი რატომ არ მოგწონდა. -მერე? -დავშორდით. -შენ და ანა დაშორდით,დაუჯერებელია. -დაიჯერე, რადგან ეს სიმართლეა. -რატომ, მიზეზი? -ალბად საკმარისი სიყვარული ვერ ვაჩუქე და პირველ სიყვარულს დაუბრუნფდა. -შეუძლებელია, ანამ დაგთანხმდა და წავიდა? -აღიარა, ლაშა თავად აღიარა, რომ მის პირველ სიყვარულთან დაწვა და ერთი წელი, გესმის ერთი წელი ცხოვრობდა მას მერე ჩემთან, იწვა ჩემს გვერდით და თვალებში მიყურებდა. -ღმერთო ჩემო. -შევხედე, გუშინ ჩემი თვალით შევხედე. ტელეფონზე დაურეკე და გამითიშა, მომწერა რთული პაციენტი მყავსო, გესმის როგორ მათამაშებდა. ამიტომ ვერ დაუშვებდი მასთან ერთად მეცხოვრა, მე ოჯახზე ვფიქრობდი, ბავშვებზე, მაგრამ უგრძნობი გახდა, შეიცვალა. -რას გრძნობ, შეგიძლია რომ.................. -შემიძლია თუ არა ვაპატიო? ლაშა ყველაფერი რომ დაივიწყო, ყველაფერი რომ ისევ ისეთი სრულყოფილი გახდეს როგორც ადრე იყო, თუნდაც რომ ვცადო ისევ ისე შევიყვარო როგორც მიყვარდა, რაღაც ყოველთვის გამახსენებს მის ღალატს და ყოველთვის მეტკინება. -ეს მუსიკა, ეს ხომ ანას საყვარელი მელოდიაა. -აქ რომ მოვედი რამოდენიმე საათი ვიჯექი და ამ მელოდიას უსმენდი, შემდეგ დავლიე რომ დამევიწყებინა, მაგრამ ვერ დავივიწყებ მის გამოხედვას და მის სიტყვებს რომ მას სხვა უყვარს. არ გაუჭირდა ეთქვა რომ მიღალატა, რომ ვყვარებოდი მომიფრთხილდებოდა და ტკივილს ამარიდებდა, მაგრამ არ მომიფრთხილდა ესე იგი არ ვყვარებივარ. -როდის მიხვდი რომ აღარ უყვარდი. -რამდენიმე თვეა ჩვენ ფორმალურად აღარც ვსაუბრობდით, გული დაკეტა და თავადვე მის გულში ჩაიმალა თავისივე საიდუმლოსთან ერთად. ლაშა მე მასთან უბრალო სიყვარული არ მქონდა, მე ის ძალიან მიყვარდა და ჯერ კიდევ მიყვარს, მაგრამ მასში გაქრა სიყვარული, გაქრა გრძნობებიც. -ნენე გჭირდება, თავი აიყვანე ხელში და წადი რამდენიმე დღით, გაერიდე ქალაქს. შენ სახლში არ მიხვალ, არც როილა დეიდას დაენახვები ასეთ მდგომარეობაში, აიღე გასაღები და ჩემთან წადი დაისვენე, გამოიძინე და გამოიცვალე ყველაფერი გარდერობშია შემდეგ კი წადი. -მართალი ხარ, უნდა გავერიდო ყველას და ყველაფერს, მაგრამ ნასვამი ვარ და დასვენება მჭირდება.ლაშას გასაღები გამოართვა და მის ბინაში წავიდა, მაგრამ ლაშას დაუბარა. -შენ გაბარებ აქაურობას, გახსოვდეს რამდენიმე დღით ხარ უფროსი და თავში ნუ აგივარდება. -კატასტროფის მფრინავი ექსპერტი ხარ, წადი. -გასაღები კი არ მინდა, ჩემს სახლში წავალ. შალვას თვალი ჩაუკრა, დაროს ხელის აწევით დაემშვიდობა არავის არ გამოლაპარაკებია ისე გავიდა კომპანიიდან, ფრთხილად გააღო სახლის კარი და მაგიდაზე სახლის გასაღებთნ ერთად წერილი დახვდა. ,,შაკო'' წლები რაც შენს გვერდით გავატარე საუკეთესო წლები იყო ჩემს ცხოვრებაშო, სამწუხაროდ ჩემი დაუფიქრებელი შეცდომით მე გავაფუჭე ყველაფერი და ვიცი რომ ვერ მაპატიებ, არ მაპატიებ. თითქმის ერთი თვეა რაც ერთ სახლში ვცხოვრობთ, მაგრამ არც ერთად ვართ და დროა ცალ ცალკე წავიწიოთ წინ, რადგან ერთად ვეღარ გავაგრძელებთ ცხოვრებას. თუ ოდესმე გონებამ შეწყვიტა შენზე ფიქრი, დარწმუნებული იყავი რომ გული არასოდეს დაგივიწყებს. მე ვარ დამნაშავე შენთან, მე დაუშვი შეცდომა და სწორედ ამ შეცდომამ დაასრულა ჩემი ბედნიერი ცხოვრება. ყოველთვის ჩემს გვერდით იყავი როცა მჭირდებოდი, მაშინაც კი როცა არ გელოდი მაგრამ მაინც მოხვიდოდი და შენს თვალებში ვხედავდი ჩემს თავს, მე კი შენს გვერდით ვიდექი ბედნიერი და ამაყი მე ხომ შენი ერთადერთი ქალი ვიყავი. მინდა ბედნიერი იყო და ცხოვრებაში შეხვდე შენს სასურველ ქალს. ,, ანა '' შაკომ წერილი გადაკეცა და მაგიდაზე დააბრუნა, გარდერობი გამოაღო და ცარიელი დახვდა, შხაპი მიიღო, პერანდი გამოიცვალა და წავიდა, წავიდა, მაგრამ სად მიდიოდა თავადაც არ იცოდა, მაგრამ მიყვებოდა გზას და მიდიოდა, მის გონებაში ისევ ანა ტრიალებდა. მოულოდნელად გააჩერა მანქანა და მთელი ხმით იღრიალა. -დამაცარიელე ორი წლის ურთიერთობის შემდეგ, შენი შეცდომით მიმახვედრე რომ ტყუილშო ვცხოვრობდი. გადავიტან, მაგრამ ვიცი დრო დამჭირდება.დაგივიწყებ და აღარასოდეს გაგიხსენებ. დიდი სისწრაფით წავიდა და საღამოს მანქანა ნენეს სახლთან გააჩერა და ჯერ ტელეფონზე დაურეკა. -როგორ ხარ ნენე. -მე კარგად ვარ, მაგრამ შენი ხმა არ მომწონს. -ასე კარგად გამიცანი რომ ხმაზეც ხვდები როგორ ვარ, მაგრამ კარგად გამოიცანი ცუდად ვარ ნენე. -რა მოხდა, სად ხარ შაკო. -ვნანობ, ძალიან ვნანობ. -რას ნანობ ან რატომ ნანობ. -რატომ არდე არ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში ნენე. -შაკო ნუ მაშინებ. -როცა სიმართლეს თვალებში ჩავხედე უკვე გვიანი იყო და ორი წელი დავკარგე ტყუილში. -შაკო არ ვარ ქალაქში, სოფელში ვარ როგორ დაგეხმარო, მითხარი სად ხარ. -სამყაროში დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს და ყველაფრის შეცვლა, შევცვლიდი იმ ორ წელს და უკეთესი იქნებოდა თუ ცარიელს დავტოვებდი ყველა მოგონების გარეშე. ახალი ცხოვრების დაწყება მინდა და შენთან ერთად ნენე. -შაკო უკეთესია თუ............... -ნენე მე აქ ვარ შენს სახლთან და გარეთ ისევ წვიმს, გამათევინებ ღმეს? -აქ ხარ, მართლა აქ ხარ? -აქ ვარ, შენთნ ძალიან ახლოს. -შემოდი, შაკო რა უცნაური ხარ. ნენემ კარი გააღო და კართან იდგა შაკო და სახეზე წვიმის წვეთები ჩამოსდიოდა. -რა გჭირს, როგორი შეცვლილი ხარ შაკო. -დღეს არის ჩემი ცხოვრების დასასრული და დასაწყისი. რაც მეტს ვფიქრობ უფრო მაგიჟებს ჩემი სისუსტე, ნენე ვერსად ვერ წავედი გზამ შენთან მომიყვანა. -რა მოხდა, ასეთი დიდი ტკივილი რატომ არის შენს თვალებში შაკო. -ორი წელი ვეთაყვანებოდი, თვალებში უყურებდი რა გაეხარდებოდა, რას მოისურვებდა და მან რა გააკეთა, მიღალატა. ნენე მიღალატა და ეს ძალიან უბრალოდ მითხრა. ნენემ ცრემლები გადაყლაპა, შაკოს ხელხე დაადო ხელი და უთხრა. -ჯასმინის ჩაის მოგიდუღებ და დამშვიდდები, გთხოვ ისეთს ნუ იტყვი რომ შემდეგში შენმა სიტყვებმა გული გატკინოს. -რამე მაგარი არ გაქვს რომ დავლიოთ? -მაქვს, მაგრამ დალევა არ არის გამოსავალი. ნენემ ვისკის ქილა მაგიდაზე დადგა ჭიქაც წინ დაუდო შაკოს და გაბრაზებულმა უთხრა. -გინდა ერთი ჭიქა მიირთვი, გინდა ბოლომდე დაცალე ეს ქილა, მაგრამ დაიმახსოვრე შენი თავის ექიმი თავად შენ ხარ. -კარგი,კარგი, მხოლოდ შენ ნუ მიბრაზდები. შაკომ გაუღიმა ნენეს და უსიტვოდ წავიდა იმ ოთხში სადაც ერთი თვის წინ მშვიდად ეძინა, მაგრამ ის ღამე არ იყო მშვიდი. ფიქრებში თავზე დაათენდა, დილით კი ნენე ღიმილით მიესალმა და უთხრა. -თვალებზე გეტყობა რომ არ გეძინა. -ვერ დავიძინე............. -წარსულზე ფიქრობდი და ძილმაც გაბრაზდა, მიგატოვა. -მთავარია შენ არ მიმატოვე ნენე. -შაკო მე უნდა წავიდე, არ წავიდოდი და მარტო არ დაგტოვებდი, მაგრამ შეუძლებელია დღეს ღია გაკვეთილი მაქვს. როცა გახვიდე კარი უბრალოდ გაიკეტე ან თუ გინდა დაისვენე და დამელოდე. შაკო ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ნენეს და უთხრა. -ტკივილი შენთან მოსვლით გაქრა, ჩემთვის საოცარი ღამე იყო შენთან ერთად ერთ სახლში ყოფნა. თავს გაუფრთხილდი და შენს ზარს დაველოდები, ნენე შენს ზარს დაველოდები. -შაკო.................. -არაფერი თქვა, გახსოვდეს რომ შენს ზარ ველოდები. თვალებში ჩახედა ნენეს და ფრთხილად აკოცა თავზე, კარი გააღო და გავიდა. ნენე დაიბნა, რამდენიმე წუთი ადგილიდან ვერ დაიძრა ვერც წინ წავიდა და ვერც უკან გადადგა ნაბიჯი. ასე არეული არ უნდოდა სკოლაში მისულიყო და ნატასთან მივიდა. -ნატა............... -რა მოხდა, რა სახე გაქვს. -მოვიდა, შაკო მოვიდა ჩემთან. -შაკო მოვიდა და რატომ მოვიდა ან რატომ წავიდა -ტკივა, გული ტკივა მას ატკინეს ძალიან ნატა. -ნენე რა არეულად მელაპარაკები დაჯექი და თქვი ვინ ატკინა ან რა ატკინა. -უღალატა, გესმის შაკოს უღალატა და მას ეს ღალატი ტკივა. -უღალატეს და შენთან მოვიდა ტკივილის გასაზიარებლად და ვინ ხარ შენ მისთვის ნენე. -არ ვიცი, არ ვიცი ნატა. ნატას გაეცინა და გიორგის გადახედა რომელიც იმ წუთში სახლში შევიდა. -შეგიყვარდა, ნენე ვიღაცამ შენს გულში შემოაღწია. -შემიყვარდა, რას ბოდავ მე, მე, მე............. -ჩემო დაო სიყვარული არავის ეკითხება ვისთან მივიდეს და როდის. მაპატიე, მაგრამ არ ვცდები მეგობარო. გრძნობა რომელიც დაუკითხავად ჩნდება სულის და ხორცის გაურკვეველი გრძნობაა და თანდათან ძლიერდება. ჩვენი ნება სურვილის დაუკითხავად მოედება მთელ ჩვენს ორგანიზმს და მისი სურვილით გაგვაქანებს თავად საითაც უნდა. არც თანასწორობა იცის ამ გრძნობამ, მან მხოლოდ სულის სულთან შეერთება იცის. სიყვარული მამაკაცს მეფედ აქცევს, ქალს კი იმ მეფის დედოფლად. სიყვარული ბრმაც არის და ძალიან ბევრ რამეზე გვიწევს თვალის დახუჭვა, მაგრამ არც ეს არის კარგი. თუ სიყვარულში არ გაგიმართლებს ცხოვრება ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყო. ნენე შენ იცი მე რაც გამოვიარე, გთხოვ კარგად გაიცნო და ერთმანეთი კარგად შეისწავლეთ. თუ მას უყვარხარ ის ისევ მოვა თუ მან მასში შენდამი გრძნობა აღმოჩინა ის ყოველთვის შენს სიახლოვეს იქნება. -გინდა მითხრა რომ უნდა მივიღო? -შენმა გულმა ის უკვე შენს დაუკითხავად მიიღო რადგან შენ ის პირველივე ნახვიდან შეგიყვარდა, ნენე შენ რომ უარყო რომ ეს ასე არ არის, ვერაფერს შეცვლი რადგან ეს გრძნობა ზეცაში დაიბადა და მას ვერავინ შეცვლის და ვერც შენ. რამდენიმე დღე ნენე არეული ფიქრებით შაკოსთან იყო, მაგრამ ერთ საღამოს შაკოზე ტკბილი ოცნებები უცნობმა მამაკაცმა შეაწტყვეტინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.