შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქრებით დიალოგი თავი 18


11-04-2022, 00:05
ავტორი Ana iko
ნანახია 9 767

გამარჯობა, სასიამოვნო დღეს(ღამეს) გისურვებთ...
......
მომავალი ჩანთა გადმოვდე, და არემარეს თვალი მოვავლე ვხვდები რომ უკვე საქართველოში ვარ, ვიაზრებ რომ ეს თბილისის აეროპორტია, მთელ სხეულში მჩხვლეტავმა არსებებმა დაიწყეს სირბილი, გული გამალებით მიცემდა და სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი,
- წამოდი,
მითხრა გალილეომ და თავით გასასვლელისკენ მანიშნა დიდ ლურჯად შეღებილი კარებიდან გავედით და მაშინვე დავლანდე დედაჩემი რომელიც ჩემსკენ მორბოდა, ეს სანახაობა უბრალოდ მოგეჩვენებოდათ თუმცა იმ მომენტში ახლანდელ კადრს 18 წლის წინანდელი კადრი ანაცვლებდა, როცა ხელი მკრეს და ამოტრიალებულ ფიცარს რომელსაც ლურსმანი ჰქონდა, ლურსმიან ნაწილს ფეხი დავადგი და ხმა ჩამიწყდა, ბავშვემა რომ იყვირეს სისხლიო სწორედ მაშინ მორბოდა თმა გაშლილი დედაჩემი ჩემსკენ გაფართოებული თვალებით, დაჭიმული კისრით და ანერვიულებული სახით, ვხვდები რომ ბევრად შეცვლილია, ლამაზი ქალი, არაფრად იქცა, იგივე ნაირად მორბოდა დედაჩემი ჩემსკენ თითქოს გაუფერულებულ მის ცხოვრებას ფერები შეემატა, უძილობისგან დასიებული თვალები უბრწყინავდნენ, დასუსტებული სხეულს კი ძალები ისევ აღედგინათ და ჩემსკენ გაშლილი ხელებით მოიწევდნენ,
- დედა,
ჩახუტებისთანავე ამოვთქვი სიტყვები და ძლიერად ჩავეხუტე,
- ჩემო პატარა, ჩემო ლამაზო, დედას სუნთქვა,
ლაპარაკობდა და ხელებს ხან სად ხან სად მხვევდა თავზე მეფერებოდა და გამუდმებით მკოცნიდა,
- დაბრუნდი! დაბრუნდი!
იმეორებდა თავისთვის მომიშორა და ახლა სახეზე მომკიდა ხელები თვალებით მათვალიერებდა, მთლიან სხეულზე და ისევ გულში ჩამიკრა
- დავბრუნდი დედა შენთან დავბრუნდი!...
დედა მომშორდა და ახლა დაიწყო სრუტუნი,
- ჩამოვედი დე ნუ ტირი,
ღიმილით მოვეხვიე ისევ რომ დამეწყნარებინა და ახლად გამოჩენილ მეგის გავხედე რომელიც თავქუდ მოგლეჯილი მორბოდა დედას ლოყაზე ვაკოცე და მოვშორდი რომ მეგი რომ მოვიდოდა მასაც ჩავხუტებოდი
- ანიიი
იყვირა მეტრიდან და ბედნიერად დიდი ინერციით შემომახტა, მეც მის ძალას ვერ გავუძელი და მისიანად გავიშხლართე ძირს,
- აააა საჯდომიი გიჟი ხარ გოგოო
თან ვწუწუნებდი თან ვიცინოდი, მანაც მოისრისა მენჯები და ზევიდან მოქცეული ისევ ბედნიერი სახით ჩამეხუტა,
- დავიტანჯე ის ერთი თვე სანამ შენი აქ ჩამოსვლის დღე დადგა ლამის მოვკვდიიი
ბუზღუნებდა ჩემ კისერში მეც მოვხვიე ხელები, და თან მეცინებოდა ჩვენს სასწაულ ფეხზე დგომით არ დამღლელ ჩახუტების პოზაზე, თოკო დავლანდე რომელიც ღიმილით დაგვადგა
- არ გინდა ეს გოგო მომაშოროო ხალხს გიჟები ვგონივართ,
გავუცინე და მანაც ხელი ხელში მოკიდა და წამომდგარი ააყენა, გალილეო ღიმილით იყურებოდა თუმცა არაფერი ესმოდა,
- წავიდეეთ მარა სახლში არააა უნდა ავღნიშნოოთ!
ყვიროდა მეგი,
- დაწყნარდი გოგო სულ გაგიჟებულა ეს
ვიცინოდი და მეგის პირზე ხელს ვაფარებდი იმხელას ყვიროდა,
- ეს გოგო რეალურად წყნარია ბედნიერებისგან ზარებს რეკავს ხოლმე
ღიმილით ვუთხარი მის ენაზე გალილეოს და მანაც სიცილით ჩაიქნია თავი, ჩემი თხოვნით ჯერ სახლში მივედით მოვწესრიგდი ჩანთა დავდე და მზად მყოფი გამოვედით აიი მაშინ კიდევ სხვანაირი დედაჩემი ვნახე, თმა ისევ მაღლა შეეკრა როგორც სჩვევია, ლამაზად გამოწყობილი იყო თუმცა ჩვეულად არა, გამეღიმა რომ დავინახე,
- დეე რაღაც აკლიაა,
ღიმილით ჩავავლე ხელი და ოთახში შევაბრუნე სკამზე დავსვი და ტუში ავიღე ცოტა პუდრი, ღია ფერის ბლესკი, ლაინერი, ჰაილაითერი და მზადაა, მაკიაჟის კეთების დროს მეჩხუბებოდა რომ ამდენი არ უნდოდა თუმცა ამუქებდა, რეალურად ყველაფერს მცირედ ვაკეთებდი და ჯამში საოცარი ქალი დადგა, კარები გავაღე და სკამი რომელზეც დედა იჯდა კარებისკენ მივატრიალე,
- ნახეეთ,
ვიყვირე და მათი რეაქცია გულს ისე გაუხარდა რომ სალტოების კეთება დაიწყო,
- ეს ნამდვილად ის ქალბატონია აეროპორტში რომ იყო?
ღიმილით და თან გაკვირვებულმა თქვა გალილეომ, და მეც სწრაფად ვთარგმნე შემდეგ კი მას ვუპასუხე,
- ის შეცდომითი სანახაობა იყო! დედაჩემი მუდამ საოცარია!
გავუღიმე და წამომდგარ დედაჩემთან ერთად გავედი ოთახიდან,........
თოკოს მანქანაში უკანა სავარძელზე კარებისკენ ვიჯექი მათ საუბარს ვუსმენდი და თბილისის ყველანაირ სახლს მაღაზიას ქუჩას ლამპიონს მოსეირნე ხალხს ბაგეებ გახსნილი ვათვალიერებდი, გარეთ ვიყავი მაგრამ შეგრძნება მქონდა რომ სახლში ვიყავი, ლამაზ შენობებს ვუმზერდი თითოეულ კუთხე-კუნჭულის ნახვა დიდ ბედნიერებას იწვევდა ჩემში, მონატრებული თვალები ძლივს უყურებდა და ტკბებოდა იმით რის მონატრებაც ცხოვრებას აკლებდა, მახსენდებოდა ფლორას ყველა სიტყვა და ვხვდებოდი რომ ყველაფერში მართალი იყო, ყველა სიტყვას სწორად ამბობდა ყველა გრძობა ზუსტად იწინასწარმეტყველა, ღიმილს ვერ ვიშორებდი,......
- მეგობრებოო ანის უაზრო თხოვნის შემდეგ ნაცნობ კაფეში ამოვყავით თავი,
ხელებ გაშლილმა თქვა მეგიმ,
და მისი მოყოლილი გამახსენდა წლების წინ, აჩი და მისი ძმაკაცი, რომ შემოუერთდნენ აქ მსხდომ ლილიას და მეგის და ჩამეცინა, ბევრი მოგონებაა ამ კაფეში მერჩივნა გამეხსენებინა ყველა სასიამოვნო მომენტი , და მეტად დავმტკბარიყავი აქაურობით, მეუცხოებოდა ის მომენტი, რომ ხალხი მოსიარულე თუ კაფეში მსხდომი ქართულად საუბრობდა, გადაჩვეული სმენა მხოლოდ იტალიურს იყო მიჩვეული და ქართული რომ მესმოდა მიხაროდა, თითქოს კუნძულზე სადღაც შორს ადამიანი აღმოვაჩინე,
- ხო ბოლო ბოლო აქ რამდენი რამ მოხდა,
გავიცინე და სწრაფად ამოვიღე ტელეფონი, ფლორასთვის რომ დამერეკა
- ფლორას ვურეკავ,
ვთქვი და გალილეოც გვერძე მომიცუცქდა როცა ვუთარგმნე,
რამოდენიმე, ზარის შემდეგ მიპასუხა, ჯოვანამ რომელსაც აბურდულ თმაში ხელი შეეცურებინა და იდაყვი მაგიდაზე ჩამოედო თავად ძირს იჯდა აშკარად და დაღლილი სახით დამძიმებული თვალებით იყურებოდა, მისი ოთახიდან ძლიერი ხმაური მოდიოდა თითქოს ვიღაც მღეროდა თუმცა არ მღეროდა ყროყინებდა, ჩვენც სხვა რამის მომლოდინეები დავდუმდით და ყველა ერთდროულად ვჩანდით კამერაში და ვაშტერდებოდით ეკრანს, ზოგი ფეხზე იდგა ზოგს თავი ქონდა შემოყოფილი რომ გამოჩენილიყო კამერა სრულიად შევსებული იყო,
- რა გჭირს ჯოვანა?
ვიკითხე დადუმებულებიდან, და ჯოვანამაც კამერა უკან მიატრიალა, და უკვე ნათლად ჩანდა ფლორა რომელიც დივანზე ფეხებით იდგა თმა გაჩეჩილი ქონდა თან ცეკვავდა და თან ტელევიზორში მუსიკა ჰქონდა ჩართული და ტექსტს კითხულობდა თან მღეროდა, პირი დავაღეთ ყველამ ნამდვილად ყველას ყბა ძირს დაგვივარდა,
- ფლორა,
ვთქვი დაბალ ხმაზე. გაოცებული სახით და როცა ჯოვანამ ტელევიზორი გამოურთო სანამ ფლორა ჩხუბს დაიწყებდა კიდევ გავიმეორე,
- რაა უიი ანი,
სწრაფად ჩამოხტა დივნიდან და ტელეფონს ხელი დაავლო,
- ჩახვედი როგორ იმგზავრე, სადხარ რომელი ხარ,
დამიწყო ძებნა ამდენი თავიდან
- მეძებს,
ვთქვი და ყველამ თავი გაყო,
- აააა უი აქ ყოფილხარ,
თქვა უკვე როცა შემამჩნია და ყველამ თავი შემოყო,
- როგორ იმგზავრე, უკვე მოეწყე? დედა ნახე? სად ხართ? როგორი რეაქცია ქონდათ? მოგწონს მანდ? ბედნიერი ხა.......
- მოიცადეეეე! ნუ დაიქოქები ხოლმე, დაწყნარდი ნუ ღელავ ამოისუნთქე,
ვთქვი და ბოლოს მაინც გამეცინა,
- გადასარევად ვიმგზავრე, არც კი გამიგია როდის ჩამოვედი, მოვეწყე არა მარა ნუ სახლში ვიყავი დავტოვე ბარგი გამოვიცვალე კიდეც,დედაც ვნახე აიიი,
ვთქვი და დედასკენ ახლოს მივიტანე კამერა,
- რააა ეგააა დედაშენიი? თავიდან მაჩვენე,
თქვა გაფართოებული თვალებით და მეც კიდევ თავიდან მივიტანე კამერა და დედამაც ხელი დაუქნია,
- ხუმროობბბ თქვენ ხელა მეგონაა, მეთქი რამდენი ლამაზი ბავშვიააა, რას ვიფიქრებდი ჩემზე დიდი თუ იყო,
საუბრობდა და თან მისი ხმა რომ არ გამეგო ხელებს ისე აყოლებდა მაინც გავიგებდი რას მეუბნებოდა, გამეცინა მის საუბარზე და მეტად ამაყად დავდექი,
- ხო ახლა კაფეში ვართთ, სხვაგან არ მინდოდა, რეაქციები სასაცილო იყო, მითუმეტეს მეგისი,
- მე მოგიყვები მერე, დამასწრო გალილეომ
და გაიცინა
- და კიი შენი ყველა სიტყვა რეალური იყო, კაფეში ვარ მაგრამ სახლში,
გავიცინე
- რაც ჩამოვიდა ყველაგნ იღიმისს აი ყველგან
ისევვ ჩაერთო გალილეო
- როგორ მიხარია რომ იცოდეეე, მომიკითხე ყველა და თან დამიკოცნე
- კაი ავარჩევ რომელიც იმსახურებს,
ვთქვი სიცილით,
- მიყვარხარ ჭკვიანად,
- მეც მიყვარხარ,
ვუთხარი უკვე დამშვიდებულს, და ისე გავუთიშე, მიყვარს რადგან უხარია ჩემი ბედნიერება, მიხარია რომ ოდესღაც მას შევხვდი,
- აბაა ახლა რას ვშვებით?
ტაში შემოკრა მეგიმ,
- იცი ერთი აზრი მაქ,
ვთქვი ცოტა მორიდებით
- ვიცი რომ იმ სასტავთან ურთიერთობა აღარ გაქვთ მაგრამ იქნებ ლილიას და გიოს შევატყობინოთ ისინი ხო მეგობრობენ,
ვთქვი გაკრეჭილმა, საბედნიეროდ დამთანხმდნენ, და მალევე მოგვემატნენ რეაქციები მართლა დასამახსოვრებლად ღირდა თუმცა იქ იყო კიდევ ერთი ნაცნობი დაუპატიჟებელი სტუმარი, საბა,
- ჩემიი თუ მჯეროდესს სად იყავი გოგო მეგონა გაქრი, ან როგორ შეცვლილხარრ ნახეეე, იმენა ქალი ხარ მაჩო კი არა,
ჩამოჯდა გიო თან საუბრობდა და მათვალიერებდა,
- აბაა ვეთანხმები მაგრად გალამაზებული ხარ სრულყოფილი ხარ,
ჩაერთო ღიმილით საბა, მეუცნაურა, რადგან ეს სულ სხვანაირი მახსოვდა, ხმას იშვიათად იღებდა ცინიკური, ბოროტული გამოხედვა ჩამოწეული თმებიდან, და ახლა ის იღიმის, სულ სხვანაირი თუმცა თმა ისევ ისე აქვს ოდნავ შემოკლებული,
- გაქრა აბა სად იყოო, ეხლა გაჩნდაა, გავოგნდით ამდენი ხანი რომ ვერსად გნახეთ არც ამბები მოდიოდა შენზე მეთქი გოგას შეეწირაა,
ამბობდა ლილია, თან შიგადაშიგ იცინოდა, ეს არ შეცვლილა იგივე აზროვნებისაა ახლაც შეხედულებაც სტილიც ყველაფერი იგივე აქვს თუ არ ჩავთვლით იმას რომ ცოტა გასუქდა,
- რა ხდებაა შვილები რამე რუმე, სად არი გოგა,
- აუცილებელია ამაზე ისაუბროოს ?!ნორმალურ თემაზე ვილაპარაკოთ რა,
ჩაერთო გაღიზიანებული მეგი და თვალებით უღმეს მადლობას ვუხდიდი,
საბოლოოდ ცუდი აღნიშვნა არ გამოსულა, ვისაუბრეთ, ვიცინეთ, ძველი დროც გავიხსენეთ თუმცა რაღაც ტკივილები იყო, გალილეო გავაცანი ბავშვებს, საბამ იტალიური იცოდა რაზეც გავოგნდით თუმცა კარგად ესაუბრა გალილეოს, მაოცებდა მისი სითამამე, და მხიარულება, საოცრად შეცვლილი იყო ან მაშინ ჭირდა რამე, სრულიად შეცვლილ სამყაროს ვხედავდი როგირც აქ ისევე ჩემს გულში უზომო ბედნიერებას ვგრძნობდი, სიხარულს, ვაშტერდებოდი, მათ ღიმილის ღიმილით, ხუმრობებზე იცინოდნენ, თუმცა მათი ხუმრობა არ მესმოდა, ბედნიერებისგან ვიცინოდი,.....
- მე უნდა წავიდეე დასარჩენი მოვნახო
წამოდგა გალილეო
- მოიცა მოიცა ჩვენ გიპოვით რამეს სად გარბიხარ,
სწრაფად თქვა საბამ და ხელი მოგვავლო,
- არა არ შეწუხდეთ,
თქვა და თავი დაგვიკრა,
- მართლა მოდი დარჩები ვინმესთან რატო უნდა იხადო ფული,
ვთქვი მეც,
- არა ვერ შეგაწუხებთ თან მარტო მირჩევნია,
- რას შეგვაწუხებ მოდი ბიჭო
წამოხტა საბა მხარში ხელი ჩაავლო და მცირე პანღური ამოცხო, რაზეც გალილეოს გაეცინა, როგორც საბას და ადგილზე დაჯდა, თითქმის სამი საათი ვიყავით კაფეში, მას მერე ქალაქში მივსეირნობდით, გავიხსენე ყველა ლამაზი ადგილი, და კი არ მივდიოდი მივფრინავდი, უზომოდ ბევრი ვიარეთ გზაში იმდენი რამ ვაკეთეთ, გზაშიც ისე გავერთეთ რომ ბედნიერებას ვერ ავღწერ, გვიან დავიშალეთ მთელი დღე ერთად გავატარეთ, დაღლილები და ცოტა ნასვამები დავბრუნდით სახლში, საბამ და გიომ გალილეოს ქართული სიტყვები ასწავლეს და ესეც გზადა გზა იძახდა"კარტული გვინო მაგრია" მის ქართულად საუბარზეც ბევრს ვიცინოდით, და საბოლოოდ საუკეთესო და სასიამოვნო დღე გამოვიდა, დედაც ჩვენი ტოლივით იყო, და საერთოდ არ იმჩნევდა იმას რომ 48 წლის ტანწერწეტა ქალი იყო თუმცა, ჩემი ამბის გაგების შემდეგ ეს ერთი თვე არ ეყო გამოსულიყო მთლად ღელვიდან და ჩვეულ ფორმას დაბრუნებოდა, თუმცა მაინც მაგარი ქალია,....
- გალილეო, შეგიძლია ამ ოთახში მოეწყო, როგორც გაგეხარდება ზეწარი აქვს, აბაზანაც მანდ გაქვს თუ რამე დაგჭირდა აქ ვართ, ვთქვი და ოთახი ღიმილით დავტოვე, მე და მეგი ერთ ოთახში ვიძინებდით, რადგან ჩემთვის განკუთვნილი ოთახი გალილეოს ჰქონდა და იყო კიდევ ერთი ოთახი თუმცა დიდი იყო ამიტომ მეგისთან მერჩივნა, მეგი თოკოსთან ერტად იყო ამიტომ ცოტახნით დედას ოთახში ვიყავი მის კალთაში მედო თავი და ისიც სასიამოვნოდ მეფერებოდა თავზე,
- დედა მამა სად არის,
ვთქვი და სიჩუმე დავარღვიე,
- თავის სახლშია!
ამოთქვა ცივი ხმით, და ეს პასუხი მეყო, ხმა აღარ ამომიღია არც მას უთქვამს არაფერი ჩუმად მეხუტებოდა, მკოცნიდა და მეფერებოდა, რომ მივხვდი რომ დაღლილს უკვე ძალიან ეძინებოდა ოთახი დავტოვე, ჩემს ოთახში ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და ვფიქრობდი, თუ რა მოხდებოდა ხვალ, ან ზეგ, მინდა რომ სულ ასეთი ბედნიერი ვიყოთ როგორც დღეს, თუმცა რა იქნება ხვალ არავინ იცის,..... მეგი რომ მოვიდა რეები იმაიმუნეთთქო ვაბრაზებდი, 12 ი რომ ხდებოდა ჯერ კიდევ არ მეძინებოდა ამიტომ ფლორას დავურეკე, რათქმაუნდა წამში მიპასუხა და ისე ქოშინებდა თითქოს სამეზობლიდან გამოვარდაო,
მას მოვუყევი დღევანდელ დღეზე და ისე ბედნიერი მისმენდა მეცინებოდა, დიდხანს ვესაუბრე ბევრი კითხვები დასვა ყველაფერი აინტერესებდა და მეც ყველაფერს ვუყვებოდი, დიდი ხნის მერე, ტელეფონი ძლივს გადავდე და მალევე გადავეშვი მორფეოსში......
დილით მეგიზე ადრე გავიღვიძე და ოთახიდან გასულს გალილეო სახლში შემოდიოდა,
- ო დილამშვიდობის სად იყავი,
- უბანში გავედი ძალიან ლამაზია,
თქვა ღიმილით
- დედაშენი უკვე ამდგარია თუმცა ვერაფერს ვეუბნები მაინც ვერაფერს გაიგებს
გაიცინა ისევ, და მეც სამზარეულოში შევედი დედას უკვე გაშლილი ჰქონდა მაგიდა ქართული მრავალფეროვანი კერძებით და მეც ტაში შემოვკარი
- იმდენი ხანია არ მიჭამია ქართული საჭმელები მგონი გემოც აღარ მახსოვს
ვთქვი სიცილით და დედას ლოყაზე ვაკოცე
- დილამშვიდობის
ახლაღა მივესალმე,....
როცა მაგიდასთან მოვგროვდით თოკოც ჩვენთან ერთად იყო რადგან მეგი სამსახურში მას მიყავდა, გალილეოს ვუხსნიდით რა რაიყო, და ისიც აღფრთოვანებული ჭამდა ხაჭაპურს,
- ეს რა არი გალილეო შენ ლობიო არ გაქვს გასინჯული
ვუთხარი და შემდეგ ვთარგმნე სიცილით,
- შენ იცინე და თუ მასე მოგწონს ლობიო ლობიოს მეტი თუ გაღირსო რამე ნახე!
თქვა დედამ სიცილით და მეც ლოყა გამოტენილმა დავიწყე ხელის ქნევა,
- არა კაცო გადასარევია,
ვთქვი თან შევიფერე,.....
მანამ საქმეზე წავიდოდი ფლორას და ჯოვანას დავურეკე, ცოტა ველაპარაკე, და მალევე მე და გალილეო წავედით საქმეზე, თითქმის მთელი დღე ჩემ ადვოკატობის ტიტულს დავახარჯეთ იმდენი რამ დასჭირდა, ჩემი გახსნილი საქმეები მოგებული საბუთები გადაცა გალილეომ ახალ უფროსს და ჩემი ქება დაიწყო საღამოს 7 საათი იყო, სრულად ვერ მოვრჩით ჩემ აქ გადმოცხოვრებას თუმცა ნაწილი გავაკეთეთ, გალილეო რომ არა ამის ნახევარსაც ვერ შევძლებდი დღეს, მეგონა საქართველოში დიდად მუშაობა არ იქნებოდა, თუმცა შევცდი რადგან ბოლო ხანებში ბევრი მკვლელობა ხდებოდა თუმცა ერთ-ერთი იყო ალექსანდრეს მამა თუმცა ეს ორი თვის უკან მოხდა, ალბათ ახლა ალექსანდრე ცუდადაა, უხასიათოდ ვითომ ჩაიკეტა? გულში უსიამოვნო შეგრძნებებმა დამიარა მაინტერესებდა რის გამო გარდაიცვალა თუმცა თქვეს რომ უბრალოდ ავარია იყო, რაღაც ახალი კომპანია აშენდა თუმცა დიდად მოსაწონი არ უნდა ყოფილიყო ,..... საღამოს ფეხით მივსეირნობდით სახლში მე და გალილეო და ღამის თბილისით ვტკბებოდით,
- არ მეგონა ასე თბილი გარემო თუ დამხვდებოდა,
თქვა და ღიმილით დამხედა,
- არა კიდევ უფრო თბილები არიან უბრალოდ ცოტა სტრესის ქვეშ არიან,
ვთქვი და გავეკრიჭე, წყნარად ვსაუბრობდით და ფლორაზე საუბარზე ვიცინოდით კიდეც,
სახლში დიდად არაფერი გვიკეთებია მეგიც გვიან მოვიდა მივირთვით ისევ და ისევ დედას გაკეთებული გემრიელობები, ცოტახნით უბანში ვიყავით, და მალევე შევედით, რათქმაუნდა ფლორას დავურეკე და მოვახსენე დღევანდელი ამბები, ალექსანდრეს მამაზეც ვუთხარი და ულევი რჩევა დამაყარა, გათიშვის მერე დაღლილს მალევე ჩამეძინა,.......
დილას ადრე ავდექი, არ მშიოდა მინდოდა სწრაფად წავსულიყავი, თუმცა ვაი რომ სტუმარი გვყავს სახლში და სახლიდან უჭმელს ვერ გავიყვან, ერთი საათის მერე ძლივს ვისხედით მაგიდასთან და ისე ჩქარა ვჭამე თითქოს ვინმე მომსდევდა,
- სად გეჩქარება დე?
მკითხა დედამ როცა ბოლო ლუკმაც გიჟივით გადავყლაპე,
- ისე,
გავეკრიჭე, და წყალი მოვსვი რომ გულზე დამდგარი ლუკმა გადამეყლაპა,.......
- სად მივდივართ?
მკითხა გალილეომ უკვე გზაში,
- მაინტერესებს ბატონი ლევანის მკვლელობა,
ღიმილით გავხედე,......
ადგილზე მისულებმა ყველაფერი დავათვალიერეთ და ეს ყველაფერი შემთხვევით მომხდარს საერთოდ არ გავდა, სატვირთოს რესტორნის დიდი შუშა ჩაელეწა, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ამიტომ, ყვითელი ლენტებით შემორაგული იყო არემარე,
- ამდენ ხანს რატომ გასტანა გამოძიებამ?
- აქ მეორე მკველობაც იყო ქალბატონო'
მომყვირა პასუხი ერთ ერთმა ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა, ახლა კიდევ გამიჩნდა კითხვა ამიტომ მას მივუახლოვდი
- როგორც ვიცი აქ დაშავებულიც არის ასეა?
- თქვენ ვინ ხართ?
მკითხა და ალმაცერად შემათვალიერა, მეც მობეზრებულად ამოვიღე კოსტუმის ჯიბიდან მოწმობა და მამაკაცს მივუტრიალე,
- კი სწორად იცით, ვახო ბურჭულაძე, როგორც ჩანს რაღაც პროექტის განხილვისთვის შეხვდნენ ერთმანეთს,
მითხრა უკვე თამამად მეც საავადმყოფოს მისამართი ჩავიწერე და მალევე დავტოვე ადგილი, მისი პალატაც მარტივად ვიპოვე, საბედნიეროდ უკვე კარგად იყო და საუბარიც შეეძლო,
- გამარჯობა, გამოჯანმრთელებას გისურვებთ
შესვლისას ვუთხარი გაღვიძებულ მწოლიარე ხანში შესულ მამაკაცს,
- რომელი ხარ?
- ადვოკატი ანი,
ვუთხარი თბილად და მის წინ ჩამოვჯექი
- ბატონო რამდენიმე კითხვა, რომ დაგისვათ, დამეხმარებით?,
- რატომ უნდა გენდოთ,
შეათვალიერა გალილეო, შემდეგ მე,
მეც ხმის ამოუღებლად ვაჩვენე პასპორტი როგორც გალილეომ,
- გთხოვთ ის კაცი ვინც გარდაიცვალა ახლობელის მამა იყო, მინდა გავიგო რა დაემართა,
ვთქვი თხოვნით და მამაკაციც ისე მიყურებდა რომ თითქოს დავითანხმე.......
........
ამ დროის განმავლობაში ალექსანდრეც გაშმაგებული ეძებდა მკვლელს რომელმაც არა მხოლოდ მამამისი არამედ უკვე ოთხი ადამიანი შეიწირა,
- ფუ მაგის დედა ვატირეე ერთი დამამტკიცებელი საბუთი არსად რჩება! რანაირად!
ღრიალებდა ალექსანდრე,
- ნუ გაატრაკე ბიჭო რაიცი რო ეგ არი უფროსი?! საიდან ასკვნი დავიტანჯე ახსნებით არცერთხელ გამომიჭერია როჟა აი არცერთხელ და მაინდამაინც შენთან ცდილობს გაჩვენოს რო მკვლელია?!
ყვიროდა აჩიც
- ახსნებს არ ვაპირებ ერთხელ გითხარი, ვერ გაიგე დაი*ვი რა
მამაჩემის, გაგას აგარაკზე მომხდარი აფეთქება, და იმ ორი კაცის სიკვდილიც, ერთი ადამიანის ბრძანებით არი შესრულებული! როჟას თითის ტკაცუნი უწევს მარტო უბრალოდ მინდა ჯერ საკუთარი თავი დავარწმუნო რო მართლა ისააა,
ამბობდა და ნერვოზულად ურტყავდა მაგიდას კალამს
- ხო მაგაში გეთანხმები, მარა რო ვერ ვპოულობთ იმ ერთსაც!
ორივე დადუმდა, ალექსანდრე სკამზე გადაწვა, და ამოილაპარაკა
- ჩვენ ვერ ვიპოვეთ ამიტომ ვაიძულოთ აქეთ მოგვაკითხონ,........
.........
- ვიღაც სერიოზულად ჭკვიანად მოქმედებს,
ღიმილით გავხედე გალილეოს,
- ვიღაც?
გაკვირვებულმა გამომხედა, სახლის გზას ისევ წყნარი ნაბიჯებით მივუყვებოდით და დღევანდელ საქმეს განვიხილავდით,
- ყველა მკვლელობა თვით მკვლელობად და უბედურ შემთხვევად გაასაღეს, ასეთი ბრძანებები ბევრი ადამიანის გავლენით არ ხორციელდება, მაქსიმუმ ერთი შეიძლება იყოს,
გავხედე ისევ, და შემდეგ ისევ გზას, წყნარად გავკარი ფეხი კენჭს და ისევ ჩავფიქრდი,
..........
- ჯანდაბა ალექსანდრე მიხვდააა რომ " უსასრულობა"-ის რეალური თავმჯომარე მე არ ვარრ,
გამოცრა ზაზამ და წინ მჯომ მამაკაცს გახედა,
- შენ რა იცი,
- დარეკა გვაგინა ორივეს, ჯობდა არ შეხვედროდიო, კაროჩე მიწასთან გაგვასწორა,
- ანუ შარში ვართ ფრთხილად თუ არ ვიქნებით ალექსანდრე ჩაგდებს საფლავში და მიუწვები შენ შვილს იტალიაში!
უთხრა ზაზას მამაკაცმა, და ზაზამაც საყელოში ჩაავლო ხელი,
- გოგა მეორედ არ ახსენო და ჯობია დამეხმარო მე თუ შარში გავებმები შემდეგი შენ იქნები!
ისევ გამოცრა კბილებში და ხელი უხეშად უშვა საადვოკატო ფირმის დირექტორ ბატონ გივის ,.......
საღამოს ბატონი გივი კომპანიაში "უსასრულობა" მივიდა ღამე იყო ამიტომ ყველა წასული იყო მისი კაბინეტიდან ორი პირბადე აკრული დამლაგებელი გამოვიდა
- ნახვამდის,
თავი დაუკრეს ტელეფონში ჩამძვრალ გივის, გივიმაც თავი ოდნავ დაუკრა და კაბინეტში შევიდა, საბუთების ასაღებად მაგიდისკენ წავიდან თუმცა ადგილზე გაქვავდა მისი მაგიდის ფეხებიდან წითელი სითხე იატაკისკენ წყნარად მიიწევდა, ადგილზე შეხტა
- ეს რა ჯანდაბაა?!
ამობურდღუნა გაურკვევლად შეშინებულმა მოულოდნელად შუქი ჩაქრა თუმცა დერეფნიდან შემოსული ოდნავი სინათლე ტოვებდა იმის საშვალებას რომ ნივთები დაენახა, ახლა მეტად შეეშინდა ბატონ გივის
- რა ჯანდაბა ხდებამეთქი,
იყვირა და თვალების ცეცება დაიწყო კარებისკენ შეტრიალდა თუმცა ნაცნობი ფერი დალანდა კედელზე და შიშისგან დაჭიმულმა ნელ-ნელა მიატრიალა თავი კედლისკენ ერთი ხმამაღლა აზმუვლდა, შიშისგან ჩაიკეცა და ფართხალით უკან უკან დაიწია,
- არა ჯანდაბა!
იღრიალა როცა კედელზე სისხლით დაწერილი ნაცნობი ასო ეწერა,.........
კომპანიის უკან მდგარ შავ BMW, ში დამლაგებლის ფორმაში გამოწყობილი ორი მამაკაცი, უკანა სავარძელზე მოთავსდა, და წინ მჯომებს მიაბყრეს მზერა,
- შესრულებულია!
თქვა ერთერთმა ფორმიანმა,
და საჭესთან მჯდომ ალექსანდრეს რომელიც საჭეს ხელით ჩაბღაუჭებოდა სახე კმაყოფილებისგან შეეცვალა,
- შემდეგი გაჩერება, კომპანიის თავჯდომარე ზაზასკენ!
იგივე სახით წარმოთქვა გვერძე მჯდომმა აჩიმ, და როცა ალექსანდრემ მანქანა სწრაფად დაძრა, მანქანა აჩის ხმამ მოიცვა "ვუუუუუუუუ"...........
ჩემს ახლა კაბინეტში ვიჯექი და მომხდარი მკვლელობების საბუთებსა და ფოტოებს ვათვალიერებდი, მინდოდა ყველაფერი გამეგო, რადგან მერე რამე არ გამომრჩენოდა, გალილეოც გვიანობამდე ჩემთან იჯდა და მეხმარებოდა, ვცდილობდი ლევანის მკვლელობა გამეხსნა და მკვლელიც მეპოვა, არა მხოლოდ ლევანის აშკარა იყო რომ ის სხვადასხვა მკვლელის გაკეთებული არ იყო, ყველა გარდაცვლილს კავშირი ჰქონდა ერთმანეთთან, ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდი თუმცა უნდა გამეგო, სახლში გვიან ვბრუნდებოდით თერთმეტი საათი მალე შესრულდებოდა, ნაცნობი გადასასვლელს რომ მივუახლოვდით,
- აუ გალილეო, პროდუქტები უნდა ვიყიდოო შეგიძლია ახვიდეე,
გავეკრიჭე, და ისე ვუთხარი,
- ამ ზებრაზე გადადიი დაა აიი იმ ასახვევში ჩვენ უბანში ადი,
ვუთხარი და მანაც კარგიო,
მეც ახლომახლო მყოფ დიდ უნივერსამში შევედი, დიდხანს ვარჩიე პროდუქტები და უკვე დატვირთული, გამოვედი მაღაზიიდან მწვანე აინთო და მეც წყნარად გადავკვეთე გზა ჩემს ასახვევში წყნარად ვუხვევდი მანქანები რომ დაიძრნენ თუმცა გაბმული სიგნალი მომესმა უკნიდან ამიტომ უკან გავიხედე, შავი აუდი არ იძვროდა და ამიტომ მანქანები უსიგნალებდნენ, თავის ქნევით მოვტრიალდი, მანქანის ძლიერი ხმა გავიგე და მომენტალურად იქით გავიხედე თუმცა მანქანამ მოსახვევში გამაყრუებელი ტორმუზით მოატრიალა და ჩემთან ახლოს გააჩერა, ისე სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი და იმხელა ხმაზე უცებ შემეშინდა, არ შევიმჩნიე და სვლა განვაგრძე კარების გაღების ხმა გავიგე და ისევ ვეცადე ყურადღება გამეფანტა თუმცა ჩემი სახელი რომ გავიგე ბოხი ბარიტონიდან ადგილზე გავშრი, გული ამიჩქარდა,
- შენ ხარ ხო!
ხმა განმეორდა და კარების დაკეტვის ხმაც გაისმა, პარკი ძირს დავდე და დაძაბული მოვტრიალდი,
- ანი შენ ხარ! ცოცხალი?!
გაიმეორა აჩიმ რომელიც ჩემ წინ იდგა, საოცრად შეცვლილი მამაკაცი იყო, რომელიც საოცრად მომაჯადოვებელი სახით იყო შემკული,
- აჩი ჰო მე ვარ და ცოცხალი ვარ,
ვთქვი თავდახრილმა თითქოს იარაღს მიმიზნებდა ისე ვმოძრაობდი,
- მოდი ჩემთან,
თქვა უემოციოდ, ნელი ნაბიჯებით წავედი მისკენ,
- შენ თავად მოხვედი ჩვენთან,
თქვა ღიმილით და მანძილი კიდევ უფრო შეამცირა, წყნარად მომხვია ხელები და მიმიხუტა, არ ველოდებოდი, მისგან ამ ქცევას არ ველოდი, მეგონა უბრალოდ იტყოდა რომ კარგია რომ ცოცხალი ვარ და წავიდოდა, გაოგნებულმა მოვხვიე ხელები მეც
- აუ მემგონი სულ დავ*ლევდი,
მომშორდა და თავზე ხელი მოისვა,
- იმედია რეალურად ვიღაც თეკლა არ ხარ და მე ანით არ გხედავ ხო,
თქვა ენით ტუჩები გაისველა და მძიმე ნერწყვი გადაყლაპა
- არა აჩი მე ვარ!
ვთქვი და მკლავზე პატარაზე ვუბრწკინე,
მხარში ჩამავლო ხელი და მანქანისკენ წამიყვანა ჩაჯექიო და მეც მას დავემორჩილე, მან ცელოფანი აიღო უკანა სავარძელზე დადო მძღოლის ადგილი დაიკავა და მანქანა დაძრა, მეგონა ამივლიდა არ მეგონა თუ გააჩერებდა, მისგან სრულიად გასაოცარი იყო ყველა მისი ქცევა,
- შენთან მოვდივარ შენ გამოჩენას უბრალოდ ვერ ავუვლი, შენს გამო.....
დაიწყო თუმცა გაჩუმდა ისევ
- შენს გამო!
ხმამაღლა თქვა ისევ და საჭეს პატარაზე მიარტყა ხელი
- მანამდე რამე კარგი გამართლება მოიფიქრე თორე ...
ბუტბუტებდა და სახეზე ხელს ისმევდა, დავიძაბე, სახლში მართლა შემომყვა მეგი სახლში არ იყო დედა მაგიდას შლიდა, გალილეო თავისთვკს იჯდა დედას მაინც ვერაფერს გააგებინებდა,
- დედა მოვედი!
ვთქვი შესულმა
- რა ხმა გაქვს,
გამოყო თავი სამზარეულოდან და აჩი რომ დაინახა სრულად გამოვიდა,
- სტუმარი გვყოლია,
ღიმილით თქვა დედამ და აჩი ღიმილით აათვალიერა,
- გამარჯობა,
თბილად უთხრა აჩიმ თუმცა რაღაც რომ აწუხებდა ეტყობოდა,
- მოდი
დივანთან მივიპატიჟე და ისიც გალილეოს გვერძე ჩამოჯდა,
მეც ღიმილით მივუჯექი გალილეოს გვერძე
- ხომ კარგად მოხვედი,
ვკითხე და მანაც კიო რომ თქვა ჩემ წინ მჯომ აჩის გავხედე,
- გისმენ დაიწყე,
თქვა და მოსასმენად მოემზადა
- აჩი იქნებ ჯერ გვეჭამა ან შენზე მომიყევი,
ვცადე მაშინვე იმ თემით არ დაგვეწყო,
- ღადაობ? იცი რამდენი რამე შეცვალა შენმა წასვლამ?! თუ გაუჩინარებამ თუ რა ჯანდაბაცაა! მიგდებაზე აღარაფერს ვაგდომ თუ ღალატი იყო სახელსაც ვერ ვარქმევ მაგის დედა ვატირე,
თქვა და ცოტა დავიბენი ღალატს ამას რატომ უძახდა,
- მე არავისთვის მიღალატია, მომიწია გოგას მუქარას დავმორჩილებოდი და გავყოლოდი!,
გულიანად გაიცინა და უარესად დავიძაბე,
- ანუ შენი ნებით არ გაყოლიხარ, ეგ გინდა თქვა,
- აჩი რა ჯანდაბა გჭირს შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს,
და საერთოდ ის ურთიერთობა ხომ დაასრულეთ არც მეგისთან არც ლილიასთან არცერთთან არ გაქვთ მეგობრული ურთიერთობა და მეც შემეშვი!
ვთქვი უკვე გაღიზიანებულმა, ვერ ვხვდებოდი რატომ მიწოდებდა მიღალატეს და ეს ყველაფერი მაღიზიანებდა,
- როგორ გაგახსენო ალექსანდრესთან ღალატი, აზრზე არ ვარ, ადამიანების გამოყენება აშკარად გეხერხება!
- რა ღალატზე მესაუბრები აჩი! გაგახსენო?! როცა გაქცევა გვქონდა გეგმაში! იმავე დღეს როცა გავუჩინარდი,! როცა ბარგი ჩალაგებული მქონდა და აივანზე საათობით ველოდე ალექსანდრეს რომელიც შემპირდა რომ მოვიდოდა! რომელთან ერთადაც უნდა გავქცეულიყავი! გადამაგდოო საათობით ველოდე თავს ათასნაირად ვიწყნარებდი რომ უბრალოდ დააგვიანდა ან არ ეცალა და ის არადა არ მოდიოდა ყველაფერი დავლეწე ყველაფერი, იმ დღეს მოვკვდი და მე ვარ გადამგდები?! მე ვარ მოღალატე?
ფეხზე წამოვდექი და უკვე ყვირილზე გადავედი გახსენებუს დროს ვეღარ მოვთოკე ნერვები და ყვირილშივე მდიოდა ცრემლები,
- ჯობდა საერთოდ არ მენახე!
ვიყვირე და მეგის გავხედე რომელიც თოკოსთან ერთად კარებში გაოცებული იდგა, ასევე გაკვირვებული იყურებოდა დედა, და გალილეო, ადგილი სწრაფად დავტოვე და ოთახში შევვარდი კარები სწრაფად გადავკეტე და საწოლზე მუხლებით ავცოცდი, ტირილს მეტად ვუმატე, და ბალიშში თავს ვყოფდი ხმის დასახშობად......
- აქ რას აკეთებ?
კითხა მეგიმ თავ ჩახრილ აჩის რომელიც თავზე ხელს ნერვოზულად ისმევდა, მეგის ნათქვამი დააიგნორა ფეხზე წამოდგა და კარებს მიადგა
- ანი მაოატიე ზედმეტი მომივიდა, გამოდი გთხოვ დავილაპარაკოთ რაღაც გაუგებრობაა,
კარებზე მიაკაკუნა ხელი,
- შეეშვი აჩი და იმას ნუ ლაოარაკობ რაც არ იცი!
მიახალა მეგიმ და მისკენ წავიდა აჩიმ ისევ დააიგნორა მეგის სიტყვები, და კარებზე ისევ მიაკაკუნა,
- ანი გამოდუ სერიოზულად უნდა ვისაუბროთ!
თქვა ისევ
- აჩი სხვა დროსს!
მეგი ეცადა მხრით გამოეყვანა აჩი, თუმცა, აფეთქებულმა აჩიმ სწრაფად შემოატრიალა მეგი ყელში ხელი წაავლო და კედელზე ააკრა, ქალმა შეშინებულმა ახედა მამაკაცს თუმცა დიდად არ ღელავდა რადგან ყელზე ხელი სასიამოვნოდ თბილად ეხებოდა რაზეც ტანში უცნაურად დაუარა,
- ხელი გაუშვი,
წამოიწია თოკო,
- დაოკდი!
მიახალა აჩიმ
- არ გინდა,
სწრაფად უთხრა, მეგიმ თოკოს და თოკოც გაჩერდა,
- მეორედ არ ჩაერიო!
ზედ ეკრობოდა ქალს, და სახე იმდენად ახლოს ჰქონდა რომ მის სუნთქვას ქალი სასიამოვნდო გრძნობდა აჩის ქალის კისერი ორივე ხელით დაემალა, და სხეულში რაღაც გრძნობა არ ასვენებდა, რაღაც უცნაურმა გრძნობამ რომ ძლიერად შეუტია სწრაფად მოშორდა ქალს, და კარებს მიუბრუნდა ანიმ სწრაფად რომ გამოაღო,
- მშია!
თქვა და ცრემლები მაჯით მოიწმინდა, აჩიც გვერძე გაიწია, მეგიმ მას ახედა და ანის დაეწია,......



№1  offline წევრი Ana iko

კომენტარები რატომ არ იდება?

და კიდევ საიტზე აღარ მიშვებს მანამ გუგლით არ მოვძებნი ხომ არ იცით რატო?

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

ის ნიკა სადაა? პირველი თავია როცა არ წამეჩეხა.ნიკჩუუუ გძე ტი?

 


№3  offline წევრი Ana iko

სტუმარი მაკო
ის ნიკა სადაა? პირველი თავია როცა არ წამეჩეხა.ნიკჩუუუ გძე ტი?

ნიკა? მგონი ისტორია აგერია,

 


№4 სტუმარი სტუმარი მაკო

Ana iko
სტუმარი მაკო
ის ნიკა სადაა? პირველი თავია როცა არ წამეჩეხა.ნიკჩუუუ გძე ტი?

ნიკა? მგონი ისტორია აგერია,

ჰაიმეეეე

ოკ

ნიკჩუუ გიარყვეს

 


№5  offline წევრი Ana iko

სტუმარი მაკო
Ana iko
სტუმარი მაკო
ის ნიკა სადაა? პირველი თავია როცა არ წამეჩეხა.ნიკჩუუუ გძე ტი?

ნიკა? მგონი ისტორია აგერია,

ჰაიმეეეე

ოკ

ნიკჩუუ გიარყვეს

ვათ? ???? *უარგყვეს* ❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ნიკა

რა ნიკჩუ , რა დღეში ხართ .კომენტარს დავწერ თუ არ დავწერ მოდი მაგას მე გადავწყვეტ.

Ana iko
სტუმარი მაკო
ის ნიკა სადაა? პირველი თავია როცა არ წამეჩეხა.ნიკჩუუუ გძე ტი?

ნიკა? მგონი ისტორია აგერია,

არ შეშლია მე მიკითხა

 


№7  offline წევრი Ana iko

სტუმარი ნიკა
რა ნიკჩუ , რა დღეში ხართ .კომენტარს დავწერ თუ არ დავწერ მოდი მაგას მე გადავწყვეტ.

Ana iko
სტუმარი მაკო
ის ნიკა სადაა? პირველი თავია როცა არ წამეჩეხა.ნიკჩუუუ გძე ტი?

ნიკა? მგონი ისტორია აგერია,

არ შეშლია მე მიკითხა

ა გასაგებია უკაცრავად, რატომაა ეს ხალხი ასე აგრესიული ???? რამე დავაშავე ნეტა, ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent