შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თითქოს...


15-01-2017, 00:07
ნანახია 1 781

სამყარომ თითქოს შეიცვალა წამში ფერები
თითქოს უეცრად ყველა ფერი გამიფერმკრთალდა...
ვხედავდი ჩემსკენ მოდიოდა ისე უშუალოდ
თითქოს ამ ქვეყნად არაფერი ენაღვლებოდა...
მაგრამ იმასაც ვამჩნევდი ფარულს
დარდებს რომელსაც არვის ანდობდა...
ვხედავდი, ვგრძნობდი, ჩემთვის მტკიოდა...
ჩემთვის ძვირფასი საკუთარ თავს ეომებოდა...
ო, როგორ ძლიერ მინდოდა მეთქვა
ფარული დარდი მეც მაწამებდა...
ო, როგორ ძლიერ მკლავდა სურვილი,
რომ მარტოობა ერთმანეთისთვის გაგვეზიარა...
რა მოხდებოდა იანვრის სუსხში,
რომ ერთადერთხელ ერთმანეთი შემოგვეფარა...?!
როგორ მინდოდა... როგორ მინდოდა...
რომ მხოლოდ ერთხელ ზამთრის ცივ ღამეს
შენი სითბოთი ჩემი სული გამომეკვება...
მაგრავ ვხედავდი შენ მიდიოდი
ისე უშუალოდ, ისე ამაყად
თითქოს ამ ქვეყნად არაფერი აღარ გტკიოდა...
და მეც ყოველდღე ვცდილობდი ბრძოლას
საკუთარ თავში რწმენის ჩანერგვას...
რომ შენ უბრალოდ დარჩი წარსულში
და მომავალში ყველაფერი კარგად იქნება...



№1  offline მოდერი bla.ell

კარგი ლექსია..უკარგესი კარგად წეერ ❤ heart_eyes

 


№2  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

ნონორე
რომ შენ უბრალოდ დარჩი წარსულში...შემეხო...კარგი ხარ❤

bla.ell
კარგი ლექსია..უკარგესი კარგად წეერ ❤ heart_eyes

მადლობააა heart_eyes მახარეეებთ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent