სიყვარული უდაბნოსავითაა. თავი 5.
ცხოვრება არ არის მხოლოდ თეთრი ან შავი ფერები, ცხოვრებაში ყველაზე საშინელი განცდა სრული მარტოობისა და სიცარიელის რუხი ფერებია. ნენე კმაყოფილი იყო თავისი სამსახურის, კოლექტივის. შაკოსთან შეხვედრები გახშირდა ისე როგორც ხშირი გასვლა ერთად კომპანიიდან სხვა და სხვა შეხვედრებზე, ეს კი არც კომპანიის თანამშრომლებისთვის ყოფილა შეუმჩნეველი რაც უკვე საჭორაო თემად იქცა, ნენეს კი ძალიან აწუხებდა ჭორიკანა ქალების ჩურჩული. შაკო თავისი კაბინეტიდან გამოვიდა, რომ გზაში ლაშა შეხვდა და უთხრა. -ბანკში მივდივარ, რაღაც შეცდომა არის და პირადად მინდა ვნახო ეს შეცდომა. -რა შეცდომაა, ეკონომიური მხარე მე მეხება და შენ რატომ დაგირეკეს ან რაა ეს შეცდომა მე ყოველ თვის ბოლოს ვაწესრიგებ კომპანიის ყველა გასავალ თუ შემოსავალ ხარჯებს, ბანკს ეს არ ეხება შაკო. -ჩვენ არ გვეხება, ეს ნენეს ეხება და ჯერ მან არაფერი არ იცის, ამიტომ მივდივარ რომ გავარკვიო რა ხდება. -დამირეკე, უკვე ვღელავ. შაკომ აჩქარებულად დატოვა კომპანია და ბანკში მივიდა, ბანკის მმართველი იყო ადამიანი ვისაც ძალიან ბევრჯერ გაუწოდა დახმარების ხელი. -შაკო ჩემო მეგობარო და მხსნელო, რით შემიძლია დაგეხმარო და რა შემიძლია გავაკეთო შენთვის. კრედიტის აღება გადაწყვიტე? -არა, მირიან აქ სულ სხვა თემაზე მოვედი. -გისმენ შაკო. -დახმარება მართლაც მჭირდება, მაგრამ კრედიტისთვის არა. უცნაური რამ არის, ორი დღის წინ ბექა გიგაურმა რომელიც ჩემი კომპანიის და ჩემი პირადი ადვოკატია, აღმოაჩინა რომ ჩემს ერთ-ერთ თანამშრომელს მოუვიდა ბანკიდან დიდი დავალიანება. -ეს არ არის უჩვეულო, ხშირად ხდება შაკო. კრედისტ იღებენ და შემდეგ უჭირთ გადახდა პერიოდულად, ამიტომ პროცენტი იმატებს და კრედიტორს გაორმაგებული და უფრო მეტი თანხის გადახდა უწევს. -საქმეც მაგაშია, მას კრედიტი არ აუღია. -შეუძლებელია, კრედიტი თუ არ აუღია, როგორ მოუვიდა დავალიანება. გაოცებულმა შეხედა შაკოს მირიანმა. -დავალიანება მოუვიდა მამის სახელზე, მაგრამ მან მამა 16 წლის ასაკში დაკარგა და ობლობაში გაიზარდა. მირიან აქ სულ სხვა რაღაც ხდება და ეს რაღაც რაა და როგორ აკეთებენ იურდიული მხარე გაარკვევს. -გამოდის სხვამ აიღო კრედიტი გარდაცვლილის სახელზე? ვინ არის ვისაც დავალიანება მოუვიდა იცნობ მას და დარწმუნებული ხარ, რომ შეცდომა არის? -დარწმუნებული ვარ, პიროვნება ნენე ძიძიგურია მის მამას ბადრი ჰქვია რომელიც მკვდრეთით აღსდგა და სესხი გაიტანა ბანკიდან. -აუცილებლად იურდიული მხარე უნდა ჩავრთოთ, გავარკვევთ შაკო. შაკომ დაემშვიდობა მირიანს და უკვე ბანკიდან გადიოდა რომ ბანკში რამდენიმე შეიარაღებული მამაკაცი შევიდა და ერთ-ერთმა მათგანმა დაიყვირა. -ყველამ ძირს დაწექით, თქვენ კი რაც თანხა გაქვთ მაგიდაზე დაალაგეთ. ერთმა უნიღბომ შაკოს ხელი მოუქნია და სახეში გაარტყა და თან დაუყვირა. -მოსაწვევი გინდა მოგართვა იმ ხალხს რომ შეუერთდე? შაკომ შეუბრუნდა, მაგრამ იქვე მდგარმა ორმა მამაკაცმა დაიჭირა და წყნარად უთხრა. -მოითმინე მეგობარო, იარაღი აქვთ და არ ღირს მათთან შეტაკება შიშველი ხელებით, შეხედე რამდენი არიან. სიცოცხლე მოგბეზრდა? შაკომ კბილები დააჭირა ერთმანეთს და იქით გაიხედა საიდანაც ჩუმი ტირილის ხმა მოესმა. -არ დამღუპო შვილო, ჩემო ბიჭო თვალი გაახილე დედას იმედო. -ბავშვი გაუშვით, ბავშვმა რა დაგიშავათ. -შენი შვილია გული რომ გეწვის? -ბავშვია და გაუშვით. სიმშვიდეს ინარჩუნებდა შაკო. -ჩემი შვილი დიაბეტით არის დაავადებული, გთხოვთ გარეთ გაუშვით. -ჰოდა აქედან დავიწყებთ კვლას, უფროსო სად ხარ თუ არ გამოიტან საცავში რაც თანხაა ამ ბავშვით დავიწყებთ მოკვლას. -არ გაბედო და ბავშვს არ შეეხო. იყვირა შაკომ და ნიღბიანს დაუპირისპირდა. -მამაცი ყოფილხარ, მაშინ შენგან დავიწყებ. თქვა ნიღბიანმა და სხვებთან ერთად გაიცინა, მაგრამ შაკოს არ შეშინებია პირისპირ დაუდგა და უყვირა. -ბავშვი გაანთავისუფლე და მე მესროლე, ასე გწყურია ადამიანის სისხლი? -მხოლოდ შენი სისხლი მწყურია და დღეს დავლევ შენს სისხლს შაკო ცაგარეიშვილო -ვინ ხარ, ჩემი სახელი და გვარი იცი, მაგრამ სახეს მალავ და არ ამბობ ვინ ხარ. ნიღაბი გიკეთია და ძლიერი გგონია თავი? -შენს ადგილზე გავჩუმდებოდი, ხვდები რომ თავად ეთამაშები სიკვდილს? -მესროლე, რატომ გიკანკალებს ხელები, გეშინია? -კაცი არასოდეს მომიკლავს, მაგრამ შენ აქედან ცოცხალს არ გაგიშვებ. თქვა ნიღბიანმა და გაისროლა, შაკომ ხელი ასწია რომ ნიღაბი მოეხსნა უცნობისთვის, მაგრამ ნიღბიანმა მიუხვდა განზრახვას და ხელი კრა, შემდეგ სხვებს გადასძახა. -გავდივართ, მზად ხართ? -ვერ გავალთ, პოლიცია დგას გარეთ. -ამიტომ შევიმუშავეთ მეორე ვარიანტიც, სახურავზე ავიდეთ. ნიღბიანმა მოუხედა ძირს დაგდებულ შაკოს რომელსაც ხელი დაედო ჭრილობაზე და ძიმედ სუნთქავდა. -გარბიხარ, მაგრამ გიპოვი. -ვეღარ შეძლებ ჩემს პოვნას. თქვა და ისევ დაუმიძნა იარაღი და უნდა ესროლა, რომ მეგონბრის ხმა გაიგონა. -კარის შემომტვრევას ცდილობს პოლიცია, წავიდეთ უნდა გავასწროთ. -ეს ძაღლი ცოცხალი დავტოვო? -არ გინდა, დამიჯერე შენ მკვლელი არ ხარ და უკეთესია წავიდეთ. ნიღბიანმა საბოლოოდ შეხედა შაკოს და ბოლოს ფეხი მიარტყა, შემდეგ სირბილით წავიდა და მეგობრებსაც აჩქარებდა. -წავედით, წავედით არცერთი არ უნდა ჩამორჩეს და არ უნდა ჩაბარდეს არცერთი ჩვენთაგანი. მათი წასვლიდან ხალხი ახმაურდა და შაკოსთან მივიდა ერთი ქალბატონი, ყელზე შემოხვეული მანდილი მოიხსნა და ჭრილობაზე დაადო, შემდეგ კი იყვირა. -სასწრაფოს დაურეკეთ, პოლიციას უთხარით რომ აქ დაჭრილი წევს. შაკომ გონება დაკარგა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. -ტელეფონი ნახეთ და ვინმეს შეატყობინეთ. ნიღბიანები სახურავზე ავიდნენ და მათ მოლოდინში მყოფი ვეტმფრენი უკვე ასაფრენად იყო მზად როცა მირიანი ერთ-ერთ მათგანს ფეხში წვდა, მაგრამ ვეტმფრენიდან ესროლეს და თან უთხრეს. -თქვენ ორის მოსაკლავად დავბრუნდები. პოლიციამ მირიანი და შაკო საავადმყოფოში გადაიყვანა, მირიანი მძიმედ სუნთქავდა და პოლიციელს სვენებ სვენებით უთხრა. -ვიცი ვინც იყო..... -თქვენთვის საუბარი არ შეიძლება, გთხოვთ პაციენტს ნუ შეაწუხებთ მისი მდგომარეობა კრიტიკულია. -დრო არ გვაქვს, უნდა ვთქვა ვინ იყო მთავარი....... მირიანს გული წაუვიდა და სასწრაფოდ საოპერაციოში შეიყვანეს შაკოს და მირიანს ორივეს ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ მირიანს გული გაუჩერდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ერთ-ერთმა პოლიციელმა შაკოს ტელეფონიდან ბექას დაურეკა. -შაკო ვერ დაგელაპარაკები, საღამოს გამოგივლი. -უკაცრავად, შალვა ცაგარეიშვილის ტელეფონიდან გირეკავთ ის დაჭრილია და საავადმყოფოში გადავიყვანეთ, ამ წუთებში კეთდება ოპერაცია. -რააააა, სად, რა მოხდა, ცოცხალია? -მობრძანდით და სხვა წვრილმანებს ადგილზე გაიგებთ. ბექამ ლაშას დაურეკა და ისიც საავადმყოფოში წავიდა, მაგრამ საცობში მოხვდა და დააგვიანდათ მისვლა, როცა ბექამ მანქანა სადგომზე დააყენა მისი ყურადღება მიიქცია ორმა მამაკაცმა რომლებიც ხელებით და თვალებით საუბრობდნენ, თავზე კი თვალებზე ჩამოფხატული ქუდი ეხურათ. ბექა ერთ-ერთ მათგანს უკან გაყვა, რომელიც შევიდა საავადმყოფოში და ერთ ერთ პალატასთან მივიდა, ის უკვე პალატაში შესვლას აპირებდა, რომ ბექამ დაუყვირა. -ჰეი, ჰეი. უცნობმა ბექას შეხედა თუ არა გაიქცა, ბექამ კი პალატის კარი შეაღო და შაკო დაინახა. თავში სისხლმა აასხა და უცნობს გამოუდგა, მაგრამ ვეღარ იპოვა. უეცრად მხრებში რაღაც ძიმე მოხდა და გაბრაზებულმა შემოტრიალდა, მის წინ თვალებგაფართოვებული იდგა მელოტი მამაკაცი და ბექამ ყელში წვდა უცნობს, მაგრამ ძლიერი აღმოჩნდა უცნობი და შეძლო თავის დახსნა. გაიქცა, მაგრამ უეცრად შემოტრიალდა ფეხსაცმლის ყელიდან დანა ამოიღო და ბექას ესროლა, ბექამ კი მოასწრო და კედლს მოეფარა, უცნობმა კი ბილწი სიტყვებით შემოიფარგლა და წავიდა, მაგრამ ლაშა დახვდა წინ, ლაშა კი დაიბნა რადგან არ იცოდა რა ხდებოდა და სახე შეშლილ უცნობს გზა დაუთმო რომელმაც კიბეები ერთი ნახტომით ჩაამთავრა და თვალს მიეფარა. -რა მოხდა, ვინ იყო ეს არა ნორმალური, აქ ასეთი სირბილი შეიძლება? -გაიქცა, მაგის....... -ბექა იქ დანა აგდია. -არ აიღო, მე მივხედავ. თქვა ბექამ, დანა ქაღალდით აიღო და ჩანთაში შეინახა. -დაცვას გამოვაყოფინებ შაკოს კართან რომ იყოს, ვიღაცამ მისი მოკვლას შეეცადა. -როგორ არის, რა მოხდა. -არც მე ვიცი, ოპერაცია დასრულებული დამხვდა და არც ვიცოდი ამ პალატაში თუ იყო, რომ არ მოვსულიყავი მოკლავდნენ, მაგრამ ვინ ემტერება ჩვენს ძმას -დღეს ბანკში წავიდა და მერე რა მოხდა. -ბანკი დააყაჩაღეს და შაკო დაჭრეს, ვიღაც გამოყვა აქ და მარტო ვერ დავტოვებთ შესაზლებელია ისევ მოვიდნენ. შაკო რამდენიმე საათში გონს მოვიდა და სვენებ-სვენებით მოუყვა მეგობრებს რაც მოხდა. -ფიქრობ ნაცნობი იყო? -სახელით და გვარით მომმართა, თუმცა ხმა ვერ ვიცანი, არ ვიცი ვინ არის. -მთავარია ცოცხალი ხარ. -მირიანიც დაჭრილია, როგორ არის. -როგორც ვიცი შეეცადა ერთ-ერთი მათგანის დაკავებას, იცოდა უკან პოლიცია ედგა, მაგრამ ვეტმფრენიდან ესროლეს მირიანს.... -მძიმედ არის? -ვწუხვარ მეგობარო, მირიანი.................. -გარდაიცვალა.... შაკოს ცრემლი მოერია და რამდენიმე წუთის შემდეგ თქვა. -კარგი დაორგანიზებული იყო დღევანდელი დღე, ბექა მათ შიგნიდან ყავდათ დამხმარე. -ასეთი დიდი ძარცვა ადვილად არ ხდება მეგობარო, რა თქმა უნდა მათ ვიღაც დაეხმარა შიგნიდან და ვფიქრობ გაირკვევა ყველაფერი. -სოფომ გაიგო? -არა, არ მითქვია ისე წამოვედი. -კარგია, დედაჩემმა არ მინდა გაიგოს. -ვეტყვით რომ სასწრაფოდ გახვედი ქალაქიდან. -მშრალი ტყუილია, აი უკვე ჩემთან რეკავს როილა დეიდა ტელევიზია გადმოსცემდა ახალ ამბებს. -გისმენ როილა დეიდა. -სად არის ჩემი შვილი ლაშა. -აქ არის, ერთად ვართ. -მატყუებ, ყველაფერი ვიცი. -შაკო დაელაპარაკე და დამშვიდდება, ჩემი არ სჯერა. შაკომ ტელეფონი გამოართვა და მშვიდად დალაპარაკა. -რა გჭირს, ცოცხალი ვარ და ბიჭებთან ერთად ვარ. -არ მატყუილებ და მართლა კარგად ხარ? -კარგად ვარ დედა, ტყვია ამოიღეს და უკეთ ვარ. დღეს აქ ვიქნები. ხვალ მოვალ სახლში. -მოვდივარ, მეც შენთან ერთად ვიქნები შვილო. როილამ არ დაუჯერა შაკოს და სულ მალე მის საწოლთან იდგა თვალცრემლიანი. ბექამ სოფოს დაურეკა და რაც მოხდა უთხრა, სოფოს გვერდით ნენე იდგა და გაიგო თუ არა რაც შეემთხვა შაკოს საავადმყოფოში წავიდა სოფოსთან ერთად, შაკომ თავი გაიგიჟა და ყველა გაუშვა სახლში, მაგრამ ნენემ არ მოუსმინა მას და დილამდე მის გვერდით იყო. დილით შაკოს ტელეფონზე შემოსულმა შეტყობინებამ გული აუფრიალა, ანა შაკოს შეხვედრას სთხოვდა, მაგრამ შაკომ ტელეფონი გადადო გვერძე და პასუხიც არ მიწერა ანამ კი კომპანიაში მიაკითხა და ლაშა დახვდა კაბინეტში რომელსაც გაუკვირდა ანას დანახვა. -აქ რას აკეთებ, შაკო არ არის კომპანიაში. -შაკო უნდა ვნახო და უნდა დაველაპარაკო. -შაკო აქ არ არის და რამდენიმე დღე რ იქნება. -სად არის აუცილებლად უნდა ვნახო. -გითხარი არ არის და დაგაგვიანდება მისი ნახვა, რამეს გაუგებრად გეუბნები? -ჰოდა მითხარი სად არის. -საავადმყოფოშია, დაიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა. -რა, რა, რატომ, რა მოუვიდა, რატომ ან რომელ საავადმყოფოშია.იცოდა ლაშამ ანა არ გაჩერდებოდა და უთხრა რომელ საავადმყოფოშიდაც იყო შაკო, ანამ იპოვა შაკოს პალატა და დაუკაკუნრბლად შეაღო კარი, შაკო და ნენე საუბრობდნენ და ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და მათ გულებში დანთებული ცეცხლს თვალებით აფრქვევდნენ. -ანა აქ რას აკეთებ, ვინ გითხრა რომ აქ ვიყავი. -რადგან შეტყობინებზე არ მპასუხობ კომპანიაში მოგაკითხე, ლაშამ მითხრა რომ აქ ხარ და მოვედი, როგორ ხარ. -კარგად ვარ, როგორც ხედავ ცოცხალი ვარ. ანა ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა შაკოს და ჩურჩულით უთხრა. -ძალიან შემეშინდა შაკო. -მადლობა რომ მოხვედი, მაგრამ..... -შაკო შენი ნახვა მინდოდა, შენთან დალაპარაკება..... -მე გარეთ გავალ, წყალი აღარ არის და მოვიტან. -არსად არ წახვალ, ნენე აქ დარჩი. ანამ ისეთი თვალებით შეხედა ნენეს ზიზღი და შურისძიება ნათლად დაინახა მის თვალებში ნენემ და შაკოს ცივად გაუშვა ხელი. -ანა ჩვენ ყველაფერი ვთქვით, სალაპარაკოც აარაფერია და კარგად იცი ჩვენი გზები გაიყო. მინდა ბედნიერი იყო, ჩვენ კი ერთად ვეღარასოდეს ვიქნებით რადგან სულ მალე მე და ნენეს ქორწილი გვაქვს. ნენემ შაკოს გაოცებულმა შეხედა, შაკომ კი ნენეს ხელზე მოუჭირა ხელი, ანა თავდახრილი იდგა რამოდენიმე წუთი, შემდეგ კი ნელი ნაბიჯით მივიდა კართან და გარეთ გასვლამდე ზიზღით ესროლა ორი სიტყვა. -ბედნიერები იყავით. კარი გააღო და გავიდა, მაგრამ არსად არ წასულა ის მანქანაში იჯდა და ნენეს ელოდა, უნდოდა გაეგო თავად ნენე რა აზრის იყო იმაზე რაც შაკომ თქვა. -შაკო ცაგარეიშვილო როგორ გრძნობ თავს? -ლუკა, საბა როდის დაბრუნდით. ერთმანეთს უყურებდა მეგობრები, ლუკა ძალიან ახლოს მივიდა შაკოსთან ღიმილი სახიდან გაუქრა და მეგობარს უთხრა. -ბექას რომ არ დაერეკა არაფერს არ გვეტყოდი? სულ რაღაც ერთი საათია აქ ვართ, შენი ანალიზები ვნახეთ ბატონო შალვა ამჯერად გადარჩი. იცი რომ ძალიან სერიოზულად იქნებოდა შენი სიცოცხლე რაღაც მილიმეტრებში რომ არ ყოფილიყო დაცილება ტყვიის გულთან. -ყველაფერი ბედის საკითხია და მეც ბედი მქონია, გადავრჩი და ცოცხალი ვარ. -არ გამოსწორდები, მაგრამ იცოდე ყველა ადამიანისთვის სიცოცხლე ძალიან ძვირფასია. ლუკამ ნენეს შეხედა და შაკოს თვალი ჩაუკრა, ნენეს ხელი ჩამოართვა და ღიმილით უთხრა. -მიხარია ასე ახლოს რომ გაგიცანი რძალო. ნენეს შერცხვა და შაკოს თვალები დაუბრიალა, შაკო კი იცინოდა. ისაუბრეს, ძველი მოგონებები გაიხსენეს და ნენეც იცინოდა მათ მოგონებებზე, მაგრამ სააათს დახედა და შაკოს უთხრა. -შაკო უნდა წავიდე, უკვე ბავშვების სკოლიდან მოსვლის დრო არის. -ბავშვები? გაოცებულმა შეხედა საბამ და ლუკამ ჯერ შაკოს და შემდეგ ნენეს რაზედაც შაკოს სიცილი აუვარდა და ბიჭებს უთხრა. -ბექას ბიჭებს ამეცადინებს უცხო ენებში. ნენე დაემშვიდობა ორივეს და წავიდა, მაგრამ საავადმყოფოს ეზოში გასულს ანამ დაუძახა, ნენეს გაუკვირდა ანას იქ ყოფნა, რადგან საათზე მეტი იყო გასული რაც შაკოს პალატა დატოვა და გაოცებულმა შეხედა. -აქამდე რადგან აქ იცდი, გამოდის მე მელოდები. -ჭკვიანი ქალი ხარ, ძალიან მალე მიხვდი შენ რომ გელოდი. -ჰოდა აქ ვარ გისმენ, რაღაც გაქვს სათქმელი რადგან საათზე მეტია აქ ხარ. -შენი გზა მოძებნე, ვფიქრობ აგერია გზის სავალი და გზიდან გადაუხვიე. დროა შენს ადგილზე დაბრუნდე და შენი გზით წახვიდე. -ასეთი მეთოდებით გინდა დაიბრუნო ის ვინც დაკარგე? -ეს შენ არ გეხება, მეორე შანს ყველა იმსახურებს. -ქალი რომელიც საყვარელ ადამიანს ტყუილებში აცხოვრებს, მეორე შანს არ იმსახურებს. -ნენე მე გაგაფრთხილე, მეორედ ასე წყნარად არ დაგელაპარაკები. -გგონია შენი მეშინია? -შაკოს დაშორდები ნენე. -ქალს ყველაფერი შეუძლია ექიმო, ქალი ყველაფერს აკეთებს რომ საყვარელი მამაკაცი გვერდით ყავდეს. თუ სიყვარული შეგიძლია ბედნიერი ხარ, მეც ბედნიერი ვარ იმიტომ რომ მიყვარს. ყველა ადამიანს აქვს პრობლემები, მაგრამ როგორი რთულიც არ უნდა იყოს ბედისწერა ჩემთვის მე ყველა დღე ბედნიერი ვარ თუნდაც იმიტომ რომ დილით თვალი გავახილო და ჩემს ტელეფონში ნახული შეტყობინება ბედნიერმა წავიკითხო, შემდეგ კი მისი ხმაც გავიგონო და ვიცი რომ ჩემი ხმის გაგონება მასაც აბედნიერებს და მე მას ვაძლევ ხალისს. ნენემ დაჟინებული მზერა იგრძნო და გვერდით გაიხედა, არ შეიტყო, მაგრამ სახეზე ფერებმა გადაუარა მასთან რამდენიმე ნაბიჯში რობერტი იდგა. ნენე გაყინული იდგა, იქვე ტაქსი დაინახა და ხელი აუწია, რობერტი უკან გყვა საავადმყოფოს ფანჯრიდან ლუკა თვალს ადევნებდა მათ და შაკოს უთხრა. -ანას დაშორდი როგორც გავიგე, ნენესთან რა საქმე აქვს. ეჭვიანობს? -ალბად, რა მოხდა მანდ არის? -ნენეს დახვდა ქვემოთ, მეორე შანსზე რა აზრის ხარ, არ გინდა მეორე შანსი მისცე? -ყველი ჩემი ოცნება ჩამოიშალა ტყუილთან ერთად, ტყუილზე აგებულ ოცნებებს საყრდენი არ ჰქონდა. ახლა კი ვიცი, რომ არ ვცდები. ლუკა ნენე მიყვარს და ჩემმა გულმა ნენე მიიღო. ნენე კომპანიაში მივიდა, სოფომ შეხედა თუ არა მიხვდა რომ მას რაღაც აწუხებდა. -რა მოხდა, რა სახე გაქვს. -მალე მიპოვის, მან დღეს დამინახა. -ვინ დაგინახა, ვინ გიპოვის. -რობერტი იყო დღეს საავადმყოფოს ეზოში, გაოცებული მიყურებდა. რობერტი კომპანიის წინ იდგა და გესლიანად თქვა. -უნდა მომეკლა, არ უნდა გამეშვა, აქამდე მასთან იმალები, როგორ არ მომაფიქრდა. სოფომ შაკოს უთხრა ნენეს შიშები და მოულოდნელი რაც იყო საავადმყოფოში ნენემ და შაკომ ხელი მოაწერეს, რობერტი კი რამდენიმე დღის მანძილზე დაყვებოდა ნენეს შეუმჩნევლად, ერთ საღამოს როცა დალაპარაკება უნდოდა ნენესთან მანქანას წინ მოულოდნელად ახალგაზრდა გოგონა გადაუდგა და გააჩერა. -სიცოცხლე მოგბეზრდა? -მომბეზრდა სიცოცხლეც და ეს ცხოვრებაც. -ჩემთან რა გინდა მიდი და სხვა მანქანას გადაუდექი, შენი სიცოცხლე მე სულ ფეხებზე , ჩამომეცალე. -ცხოველო. მიაძახა გოგონამ უკვე წასულ რობერტის, რობერტიმ კი მეგობართან მივიდა სადაც მას ელოდებოდა, შემდეგ კი დიდი გეგმა შეადგინეს და მეორე დილით ნენეს ბინასთან დაელოდა. დილით ნენე ტელეფონზე ლაპარაკობდა, როცა საუბარი დაასრულა და ფეხით გაუყვა ქუჩას, უეცრად პირზე ხელი ააფარეს და მანქანაში ციმ-ციმ ჩასვეს. ვერ მიხვდა რა მოხდა, მაგრამ გრძნობდა ვიღაცის ძლიერი ხელები გაურკვეველი მიმართულებით მიათრევდა. ბრძოლობდა, მაგრამ ვერ შეძლო ბოლომდე ბრძოლა ხელები გაუკავეს. თითქოს მინებდა და რობერტის შეხედა თუ არა ისევ გაიბრძოლა, ყვირილი დაიწყო. -გააჩერეთ,უთხარი გააჩეროს თუ გინდა ციხეში არ მოხვდე მთელი შენი ცხოვრება. -გეგონა გამექცეოდი და საჩივარს თუ არ გამოიტანდი მთელი ცხოვრება დამემალებოდი? -გააჩერეთ, შეცდომას უშვებთ. -ვერაფერს ხვდები, წლებია ავად ვარ და შენ ვერ ხვდები რატომ ვარ ავად ან ვისით ვარ ავად, არ გინდა მიხვდე. -რას უნდა მივხვდე, რას ბოდავ. -მიყვარხარ, წლებია მიყვარხარ და ჩემს ტკივილს წამლით ვიყუჩებ. -რას ბოდავ, მართლა ავადმყოფი ხარ ჩვენ ბიძაშვილები ვართ. -არა, არა, არა. ჩვენ არაფერი არ ვართ ერთმანეთის, შენ ნაშვილები ხარ და სხვა და სხვა ვართ. -არა, არა, შენ სულ გარეკე, რადგან ეს სიმართლე არ არის. -სიმართლეა საყვარელო, რაც გითხარი სიმართლეა. -არა, არა, არა, დაბრუნდი უკან. გააჩერე და უკან დაბრუნდი, უკან დამაბრუნეთ. -არსად არ დაბრუნდები, ჩვენ ერთად ვიქნებით რადგან შენ მხოლოდ ჩემი ხარ, მხოლოდ მე მეკუთნი. -ამიტომ ვერ მიტანთ და ამიტომ დააჯექით მამას ქონებას ყველაფერი გამიყიდეთ რაც მე მეკუთნოდა. ვინ არიან ჩემი მშობლები. -შორს წავალთ, ყველასგან შორს და მხოლოდ მე და შენ ვიქნებით ერთმანეთისთვის. -წინ იხედე, სიჩქარე დააგდე ქალაქში ნუ დადიხარ ასეთი სიჩქარით. მძღოლმა სიჩქარე დააგდო, მაგრამ ვეღარ მოასწრო და ჰაერში რამდენიმე ბრუნი გააკეთა. ნენე მანქანის ღია კარიდან გადმოვარდა, რობერტიმ თავი დაარტყა და სისხლმა იწყო დენა. კოტე წინ იყო მძღოლთან და შეშინებულმა მიიხედა უკან, მძღოლი ხელით შეანჯღრია და ღრიალი მორთო. -რობერტი, რობერტი ილია დავკარგეთ, ნენე ცუდად არის საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ. -არა, საავადმყოფო არ გვინდა. -რას ბოდიალობ, საავადმყოფო და ექიმი ჭირდება ნენეს ისიც არ დავკარგოთ. -ექიმი იქნება, მაგრამ საავადმყოფო არა. -აქედან როგორ გავიდეთ, ილიას რა უყოთ. -გავასუფთაოთ მანქანა და ნოდარის დაურეკავ ის მიხედავს ილიას. რამდენიმე წუთში ნოდარიც მათთან იყო, რობერტი ნენესთან ერთად გაუშვა და ილია მარტო დატოვეს მანქანაში. ნენე ერთ მიყრუებულ სოფელში მიიყვანეს და მთელი დღე უგონოდ იწვა, ნაშუადღევს თვალები გაახილა და კანკალი დააწყებინა. -დაურეკეთ, სასწრაფოს დაურეკეთ. ყვიროდა კოტე, მაგრამ რობერტის ნენეს ხელი ხელში ეჭირა და შეშინებული ჩურჩულებდა. -გადარჩება, ჩემი ნენე გადარჩება. -,,ნუ დატოვებ მარტო, არ მიატოვოთ გადარჩება''. -ბოდავს, ექიმო რა უნდა გავაკეთოთ. -დამამშვიდებელს გაუკეთებთ და ჩაიძინებს. -რობერტი მე სოფელში დავბრუნდები და ტელეფონით შეგეხმიანები. ნოდარი სოფელში დაბრუნდა, ნენეს სახლში ღამით შევიდა იქაურობა აურ-დაურია და ასე არეული დატოვა სახლი შაკოს კი მეილზე გაუგზავნა შეტყობინება. -,,მიწის საბუთი მზად არის და ხელიც მოწერიალია''. შაკო გიჟივით ნენეს დაეძებდა, მაგრამ ნენეს ხელმოწერა რომ ნახა გაუკვირდა. -რა გაგიკეთეს, მაინც დაგითანხმეს და ხელი მოაწერე საბუთს? ტელეფონზე გადარეკა, მაგრამ ნენე არ პასუხობდა. სოფოსთან შევიდა, თავს იკავებდა, მაგრამ ვეღრ შეძლო და ნენე რომ კაბინეტში ვერ დაინახა ხმით იღრიალა. -ნენეეე. -რა მოხდა, შაკო რა მოგივიდა. -ნენეს ვერ უკავშირდები, ნენე არ ჩანს. სოფო გაშეშდა, ვერაფერი თქვა, მაგრამ ისევ შაკომ თავი ხელში აიყვანა და ნოდარის დაურეკა. -მივიღე თქვენგან საბუთი, მაგრამ ქალაქში ჩამობრძანდი ვერ გამოვდივარ გადატვირთული გრაფიკის გამო და უკეთესია თუ აქ შევხვდებით ერთმანეთს. -შაკო ფიქრობ მათ წაიყვანეს ნენე? -დარწმუნებული ვარ, ნენე მისმა ბიძაშვილმა წაიყვანა. ნენემ თვალი გაახილა და ჩურჩულით თქვა. -სად ვარ, ვინ ხართ. -მე ვარ საყვარელო, შენთან ვარ შენს გვერდით. -შენ, შენ, შენ ავადმყოფი ხარ. -ჰო ავადმყოფი ვარ, შენით ვარ ავად და ამიერიდან სულ ერთად ვიქნებით. -არა, არა, არა, აქედან უნდა წავიდე. -ვერსად ვერ წახვალ, გითხარი ერთად ვიქნებითმეთქი და ასეც იქნება. -არა, შენთან არ დავრჩები ძალით დამაკავებ? -თუ დამჭირდა რომ ძალა ვიხმარო, ასეც ვიზამ. -ვერ იზამ, ვერ გაბედავ. -როგორ? -როცა შევძლებ მაინც წავალ, თუ ვერ წავედი თავს მოვიკლავ და შენთან არ დავრჩები. -არა, შენ არ დამტოვებ. -დაგტოვებ, შენ ცუდად ხარ და ექიმი გჭირდება. რობერტი სიბრაზემ აიტანა, ნენეს დამამშვიდებელი გაუკეთა და როცა დარწმუნდა მშვიდად ძინავდა, წავიდა კოტესთან ერთად წამალი გაიკეთა და ორივეს ჩაეძინა. ნენე სიცივემ გამოაფხიზლა და ფეხები ერთმანეთს აუსვა რომ გამთბარიყო, თვალი მოავლო ოთახს სადაც იყო და ნელა ნელა ფეხზე დადგა, თავბრუ ეხვეოდა და ხელით მაგიდას დაეყრდნო. შემდეგ კედელ კედელ გაყვა და კარსაც მიაგნო, გარეთაც აღმოჩნდა, ღამის სუსხმა უფრო გამოაფხიზლა და ფეხაკრებით დატოვა სახლის ახლო მდებარე ტერიტორია, სიჩუმეს ყური დაუგდო და ხმაური არ შემოესმა, მაშინ კი გაიქცა. არ იცოდა სად იყო, სად მირბოდა, არც ის იცის რამდენი ხანი ირბინა მის გარშემო მხოლდ ტყე იყო და მეტი არაფერი, მაგრამ მაინც წინ მიიწევდა. როცა ტყე ოდნავ შეთხელდა მზემაც გამოანათა უკვე დილა იყო. არ გაჩერდა, მირბოდა როგორც შეეძლო და შიმშილიც იგრძნო. მაინც მიიწევდა წინ და წყლის ჩხრიალი შემოესმა, მიჰყვა წყლის ხმას და წყაროს წააწყდა სადაც სუფთა წყალი მოჩხრიალებდა და დასასვენებლად ხის ძირში ჩაჯდა, ჩაეძინა ხმაურმა რომ გააღვიძა, თვალი გაახილა შეშინებულმა წამოდგა ფეხზე და გაიგონა მას ეძახდნენ. -ნენე, ნენეეე, ნენეეეეე. -მიპოვეს, უკან დამაბრუნებს და არ ვიცი რას მოიფიქრებს ჩემს დასასჯელად. წამოდგა და ისევ გაიქცა, მალე ქოხი დაინახა და ქოხთან მივიდა უნდოდა ქოხს შეფარებოდა, მაგრამ რობერტის ხმა გაიგონა. -სად გამექცევი, აქ უკვე მინდვრებია და ვერსად შეძლებ დამალვას, მაინც გიპოვი. ნენემ თვალუწვდენელ მინდორს თვალი მოავლო და ცრემლი მოერია. -დასრულდა, შენთან დაბრუნებას სიკვდილი მიჯობს. თქვა და ქოხიდან რამდენიმე მეტრში კლდის თავზე დადგა. რობერტიმ შეამჩნია ნენე და მისკენ წავიდა, შეხედა კლდის თავზე მდგარს და შეშინებულმა უთხრა. -არ გაბედო, არ მიხვიდე კლდის პირას იქ ჩახედვაც შეგაშინებს, მაგრამ შენ ხომ არასოდეს გეშინოდა არაფლის და არავისი. -მე მხოლოდ შენი მეშინოდა ბავშვობიდან დღემდე, თქვენ შენ და მამაშენმა მოკალით ბიცოლა, ჩემი ბავშვობის მანტიაც თქვენ შემომახიეთ. დაგინახავდი თუ არა შეშინებული ვიმალებოდი რადგან მეშინოდა შენი და არ მინდოდა შენთან ყოფნა. მე ბავშვობიდან დღემდე ტკივილიანი წარსულით და ღრუბლბში ჩამარხული მომავლით ვცხოვრობ.შენ რამდენიმე წლით ჩემზე უფროსი ხარ, მაგრამ ოჯახში შენი სიტყვა ბავშვობიდან იყო კანონი. შენ არასოდეს გძინებია თვალებ გახელილს შენთვის ცხოვრება იყო და არის მარტივი. -ნენე არაფერს დაგიშავებ, პირობას გაძლევ ვფიცავ უვნებელი დაგაბრუნებ უკან, მხოლოდ ხელი მომეცი და აქედან წავიდეთ. -ყველას სული შენს ხელშია გამომწყვდეული ჩემი სულის გარდა, შენი სხეული კი წამლებითაა გაჟღენთილი და მიეჩვიე ახალ ცხოვრებას. შენ, დიახ შენ ადამიანების ლეშის მჭამელო, მაგრამ შენც ჩემსავით ადამიანს გეძახიან, რადგან არ გიცნობენ და არ იციან როგორი დაბინძურებული სულის პატრონი ხარ. ვიცოდი ფრთებს ვერასოდეს გავშლიდი, რადგან ვიცოდი გაშლილ ფრთებს შენ დამაჭრიდი. მე წავალ, მე იქ წავალ სადაც ჩემი მშობლები არიან და მითხარი ნაშვილები ხარო, მე არ ვარ ნაშვილები ეს შებრუნებით გითხრა მამაშენმა რადგან არ უნდოდა შეგძიძღებოდა, შენ ხარ ნაშვილები. -რას ამბობ, ხვდები რას ამბობ? -მშვიდობით, დაიმახსოვრე დღევანდელი დღისთვის მწარედ მოგეთხოვებათ თქვენ ყველას. ნენემ კიდევ გადადგა ნაბიჯი უკან და კლდიდან გადაეშვა, რასაც რობერტის გულგამგმირავი ღრიალი მოყვა. -ნენეეეე, ნენეეეეე, ეს რა გააკეთე ნენეეეე. -მოკალი, შენ მოკალი ნენე. -გაჩუმდი............. -მკვლელი ხარ, ნენე მოკალი მკვლელოოო. რობერტი მუხლებზე დაემხო და ცხარე ცრემლით ტიროდა, წამოდგა სირბილით დატოვა ის ადგილი. სახლში დაბრუნდა თუ არა ნოდარის უთხრა. -თანხას სრულად როდის დაგირიცხავს. -დავრეკავ და გავიგებ. -ახლავეს დარეკე და უთხარი სასწრაფოდ ჩაგირიცხოს თანხა, ყველა და არა ნაწილ-ნაწილ. -რა მოხდა, რა გჭირს ფერი არ გადევს. -ილია, ნენე, ყველაფერი ერთმანეთში აირია. -ნენეს ვიპოვით, ვიპოვით და სამაგალითოდ დავსჯით. რაც შეეხება ილიას არ მომკვდარა, გამვლელმა მანქანამ გააჩერა და სასწრაფოს დაურეკა, გადაარჩინეს. -მითხარი ნენე ნაშვილები არისო, მაგრამ პირიქით ყოფილა................ -მომისმინე შვილო................ -რატომ მომატყუილე, ასეთი რა გული გაქვს საკუთარი ძმის შვილი ასე გაწირე, ვინ ხარ. -სულ პატარა იყავი რომ მოგიყვანეთ სახლში........... -არ მაინტერესებს, დაურეკე მიწის მყიდველს. ნოდარიმ აღარ გააღიზიანა რობერტი და შაკოს დაურეკა. -ჩემმა ადვოკატმა საბუთები მოგიტანათ ხელმოწერილი, მხოლოდ თქვენი ხელმოწერა უნდა და მიწა თქვენია, დარჩენილი თანხა კი სრულად უნდა მომაწოდოთ. -ეს თქვენ გინდათ რომ მოგვარებული იყოს, ნაკვეთის მეორე მფლობელთან მინდა შეხვედრა, ისე არაფერს არ მოვაწერ ხელს და მაგ თანხასაც უკან დაგაბრუნებინებ. -თქვენ მე დამპირდით რომ საბუთების მიღებისას თანხას დამირიცხავდით, თანხას კი ხვალ დამირიცხავთ მეორედ არ გაგიმეორებ. -შემახვედრეთ ნაკვეთის კანონიერ მფლობელთან. იყვირა შაკომ და ლაშამ ტელეფონი გამოართვა. -ნენე გაქრა, ეს კი თანხას ითხოვს რა გაუკეთეს ნენეს. -შაკო თუ ნენე ხაზზე არ გამოვიდა პოლიციას უნდა შევატყობინოთ. -შაკო თქვენ ხელი მოაწერეთ ნენეს დაცვის მიზნით, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით რომ ორივეს გაქვთ გრძნობები ერთმანეთის მიმართ. არავინმა არ იცის რომ ეს ქორწინება ფიქტურია და შენ როგორც მისი მეუღლე უნდა გააცხადო ნენეს გაუჩინარების შესახებ. -სოფელში მივდივარ, სოფო ყველა ვერ წავალთ და შენ აქ გტოვებ. -მშვიდად იყავი და ნერვები მოთოკე, მხოლოდ ნენეზე იფიქრე. -მეც მოვდივარ, მარტო არ გაგიშვებ. უთხრა ლაშამ მაგრამ კაბინეტში ბექა შემოვიდა და შაკოს უცნაურად შეხედა. -სად მიდიხარ ასეთი ანერვიულებული. -სოფელში მიდის იქნებ ნენეზე რამე გავიგოო, ისევ არაფერი ისმის. -მეც მოვდივარ, სახლშიც ნერვიულობენ ნენეზე. სამივე ერთად გავიდა კომპანიიდან, მაგრამ ლაშამ შეხედა შაკოს და უთხრა. -მე ვიქნები მძღოლი, წინ დაჯექი და გზა გვასწავლე საით წავიდე. არ გაუპროტესტებია ლაშას სიტყვები, სოფელში თითქმის შესული იყო რომ შაკოს ნომერზე უცხო ნომერი დაფიქსირდა და უხალისოდ უპასუხა. -გისმენთ. -ერთი გოგონას თხოვნით ვრეკავთ თქვენს ნომერზე. -ვინ გოგონა, რა ჰქვია გოგონას. -ნენე, ნენე ძიძიგური თავად ასე გვითხრა, რადგან არანაირი საბუთი თან არ აქვს. -სად არის ნენე ან როგორ არის. -უკეთესია თუ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიხვალთ. -მოვდივარ, მაგრამ გთხოვთ მისი ხმა გამაგონეთ. -შეუძლებელია, მან თქვენი ნომერი გვითხრა და გაითიშა. შაკომ ტელეფონი გათიშა ლაშას შეხედა და თითქმის ყვირილით უთხრა. -უკან ვბრუნდებით, ნენე საავადმყოფოშია. -ნენე საავადმყოფოშია და ჩვენ ახლა ვიგებთ? რაღაც უცნაური მოხდა, რაღაც ცუდი მოხდა. -გავიგებთ ბექა გავიგებთ, სირბილით შევიდა საავადმყოფოში და ნენე ძიძიგური იკითხა, ექთანმა შაკოს შეხედა და თქვა. -თქვენ ვინ ხართ პაციენტის. -მეუღლე. -თქვენი მეუღლეს ოპერაციას უკეთებენ, უნდა დაელოდოთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.