შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

10 გრამატიკული შეცდომა, რომელიც უწიგნურობაზე მეტყველებს


26-11-2018, 06:07
ავტორი 4Love.Ge
ნანახია 6 007

მართალია, წერისას თუ მეტყველებისას ყველას დაგვირღვევია გრამატიკული წესები, მაგრამ ზოგიერთი შეცდომა განსაკუთრებით მიუტევებელია.

თუ არ იცით, რომ გუშინ მაგრათ კი არა, მაგრად გაერთეთ ან ფიქრობთ, რომ არაფელი არ უნდა დაგელიათ, ეს სტატია სწორედ თქვენთვის არის.

1. ალბად

შეცდომაა: ალბად, მოგენატრე.
სწორია: ალბათ, მოგენატრე.

2. რამის

შეცდომაა: რამის დედაჩემში ამერიე.
სწორია: ლამის დედაჩემში ამერიე.

3. საავანტყოფო

შეცდომაა: საავანტყოფოში დააწვინეს.
სწორია: საავადმყოფოში დააწვინეს.
ავადმყოფი - ავად + მყოფი.

4. მაგრათ

შეცდომაა: მაგრათ ვიცინე.
სწორია: მაგრად ვიცინე.

5. ბევრჯელ

შეცდომაა: ბევრჯელ გავუმეორე.
სწორია: ბევრჯერ გავუმეორე.

6. არაფლის

შეცდომაა: არაფლის.
სწორია: არაფრის.

7. საქმის ყურში

შეცდომაა: მამაჩემი საქმის ყურშია.
სწორია: მამაჩემი საქმის კურსშია.

8. ჩემს ამპულაში

შეცდომაა: ჩემ ამპულაში ვარ.
სწორია: ჩემს ამპლუაში ვარ.

9. ბიზმესმენი

შეცდომაა: ჩემი შეყვარებული ბიზმესმენია.
სწორია: ჩემი შეყვარებული ბიზნესმენია.
სიტყვიდან - ბიზნესი.

10. რეამინაცია

შეცდომაა: რეამინაციაში მოათავსეს.
სწორია: რეანიმაციაში მოათავსეს.

თქვენ რომელი შეცდომა გეზიზღებათ ყველაზე მეტად?



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

საჭირო და დროული სტატიაა. ხშირად დადეთ ხოლმე გრამატიკულ შეცდომებზე სტატიები, ვფიქრობ ძალიან ბევრს გამოადგება????

 


№2  offline წევრი nini :)

ალბათ არის ერთადერთი სიტყვა რომლის თ დაბოლოება დ-ად არ იცვლება... რჩება ისევ ალბათ და არა ალბად....

ბევრჯელ და არაფლის როცა რ უნდა იყოს და ლ იწერება....

ხშირად ნერვი გვხვდება ხოლმე მაგრამ სწორი ნევრი არის

კიდევ არის სიტყვები რომლებზეც ალერგია მეწყება როცა არასწორად გამოთქვამენ....

ხშირად წერია კიდევ რაღაცეები....
სწორი არის რაღაცები.... რადგანაც ამ სიტყვის დაბოლოება ა-ზე მთავრდება და მრავლობით ფორმაში ორი ე ვერ ექნება

 


№3  offline წევრი LI_BE

მე ძალიან მიყვარს - მდივანზე ჩამოჯდა smile smile

 


№4  offline წევრი beshqen

ერთხელ,ერთი ფილოლოგი ქალი ამტკიცებდა,ამპულაში ვარო...კინაღამ თავი ჩავაყოფინე იმ თ ავის ამპულაში laughing

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

ვსვა-ვ, ვდგა-ვ. და შეურა'წ'ყოფაც ხშირადაა ისტორიებში.
ნა'პ'აზი-ც.

 


№6  offline წევრი Other side

დადე-ვი, როცა ამბობენ აი პირდაპირი მნიშვნელობით ვფსიხდები. ასევე, როცა პირველ პირში ლაპარაკობენ და ვ-ს არ უმატებენ, საშინლად ჩანს.

გამარჯობა-თ, ბოდიში-თ, ესაც ძალიან ცუდათ ჟღერს.
--------------------
Other side

 


პირადად მე მაღიზიანებს როდესაც მხვდება "რამოდენიმე" სწორი ფორმაა რამდენიმე. კიდევ ძალიან მაღიზიანებს რუსული სიტყვები,მაშინ როცა მათი შესატყვისი ქართული სიტყვები მრავლად მოიპოვება ჩვენს ენაში.

 


№8  offline წევრი ნეფერტარი

შეურაწყოფა >> სწორია >> შეურაცხყოფა.

ამ შეცდომას რომ ვხედავ ნაწერში. ვჩერდები და აღარ ვკითხულობ საერთოდ.

 


№9 სტუმარი status quo

ასეთი ბევრია.საერთოდ,როდესაც უხეშ გრამატიკულ შეცდომებს ვპოულობ,ეგრევე ვანებებ თავს კითხვას,რადგან ვიცი,რომ ნერვები მომეშლება.

არის ასეთი საიტი- ინტერმედია.გე,სადაც, ზოგადად იბეჭდება საინტერესო სტატიები,მაგრამ ისეთი გრამატიკული შეცდომებით,რომ ადამიანი მზადა ხარ ავტორი გაგლიჯო.როცა შენიშვნის სახით რამეს უწერ,ძალიან სწყინთ,რაც არ უნდა დელიკატურად მიუთითო და ეგრევე გბლოკავენ.მგონი მაგ საიტზე ქართველებზე მეტი არაქართველები მუშაობენ,რადგან,ისეთ შეცდომებს უშვებენ,რომლებსაც მშობლიური ენის პატივისმცემელი ეთნიკურად ქართველი არაფრით არ დაუშვებს.თუ რაიმე სტატიას თარგმნიან,ისე ამახინჯებენ ყველაფერს,რომ მთარგმნელის მიმართ აგრესიულად განეწყობი.

 


№10 სტუმარი გია

რუსკიმარუსია
პირადად მე მაღიზიანებს როდესაც მხვდება "რამოდენიმე" სწორი ფორმაა რამდენიმე. კიდევ ძალიან მაღიზიანებს რუსული სიტყვები,მაშინ როცა მათი შესატყვისი ქართული სიტყვები მრავლად მოიპოვება ჩვენს ენაში.

სადღაა რუსული, ინგლისურმა ჩაანაცვლა და გადააჭარბა მრავალჯერ! თან ოფიციალურ დონეზე :(

 


№11  offline წევრი Ეთა ეთა

Ეხა, სახში...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent