სიყვარული უდაბნოსავითაა. თვი 7.
მძიმედ აისახა ანას ფსიხიკაზე შაკოსთან განშორება, შაკოს მეორე შანსიც კი გაუჭირდა მიეცა მისთვის, მაგრამ არ ამტყუნებდა მან ხომ თავად დააშავა და ძალიან ატკინა საყვარელ ადამიანს და მართლაც, შაკოს ღრმა იარა დარჩა გულში, ანამ კი მისი შეცდომა დამარხა ღრმად და ზედ დიდი ლოდი დაადო, თუმცა ზოგჯერ თავის თავს ამართლებდა და თავადვე იჯერებდა. ზიზღით წარმოთქვამდა ნენეს სახელს, დანას ხელში შეათამაშებდა და მაგიდაზე ჯვარედინს ხაზავდა. -ორი წელი შემოგყურებდი და შენ ერთი შეცდომა არ მაპატიე და ამიტომ დაისჯები საყვარელო და ეს სასჯელი იქნება შენთვის მტკივნეული. ნელა ნელა სიმშვიდეს დაკარგავ და ასევე დაკარგავ შენს სიამაყეს. მხოლოდ შაკოს და ნენეს დასჯაზე ფიქრობდა და გეგმას სახავდა, უკან არ იხევდა და ექთნის საშუალებით გებულობდა ნენეს ამბებს. რამოდენიმეჯერ საავადმყოფოს ეზოში თუ ჰოლში შეხვდა შაკოს და შაკო ყოველთვის თავის დაკვრით ესალმებოდა ანას, ანას კი ყოველ მის შეხედვაზე ახსენდებოდა შაკოსთან გატარებული დღეები. ნიას არ მოსწონდა ანას მდგომარეობა, მიხვდა მისი სიჩუმე რაღაც ცუდის მომასწავებული იყო და გადაწყვიტა შაკოს დალაპარაკებოდა. -შაკო ნია ვარ შეგიძლია რომ შემხვდე? -ორიოდე საათში რომ შეგხვდე? -კარგი, იყოს იმავე კაფეში სადაც ერთხელ შევხვდით. -კარგი, ახლა მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და დასრულდება თუ არა შეხვედრა დაგირეკავ რომ არ მოგიწიოს დიდი ხნით ლოდინი. -კარგი, შენს ზარს დაველოდები. შაკომ ტელეფონი გათიშა და საავადმყოფოს კედლები სიჩქარით აირბინა. -ექიმის დაუკითხავად აკეთებთ წამალს? იკითხა ბექამ და ექთანის გულზე დაბნეული სახელი წაიკითხა ,,ციცო''. ექთანი დაიბნა და ბექას არეულად უთხრა. -მე, მე, ახალი ვარ და არ ვიცი თუ უკვე გაუკეთეს წამალი. -ყველა წამალს თავისი დრო აქვს და ეს ჩემზე კარგად იცით როგორც ექთანმა ან თუ ხართ სინამდვილეში ექთანი ამას სულ მალე გავარკვევ. ბექას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა და შაკოს დაურეკა. -სად ხარ, შენი ნახვა მინდოდა და ნენესთან მოვედი, მაგრამ აქ არ დამხვდი. -მოვდივარ, დამელოდე. -ნენესთან ვიქნები შენს მოსვლამდე. -მალე მოვალ. ბექა ნენეს სხვადასხვა ამბებს უყვებოდა და შაკომ დაურეკა, რომელსაც გაბრაზებულმა უპასუხა. -აქ ვარ და გელოდები. -გარეთ გამოდი,მეც აქ ვარ უკვე. -ნენე ყურით მოგიყვან გეფიცები ჩემს გონება არეულ მეგობარს. ნენეს გაეცინა და ბექას უთხრა. -გონება არეული დიდი ხანია რომ არის? -რაც შენ გამოჩნდი მის ცხოვრებაში. -ბექამ მოუყვა შაკოს რაც არ მოეწონა ექთანისგან და თავის ეჭვებიც გაუზიარა. -არ მომწონს ეს ყველაფერი, უკეთესია გაიყვანე ნენე აქედან და სახლში იყოს. -ფიქრობ ნენეს აქ რამეს დაუშავებენ? -არ ვიცი, მე ჩემი ეჭვები გითხარი, მაგრამ გამორიცხული არაფერია გულგატეხილი ქალისგან. -ინამ მთხოვა შეხვედრა და უნდა შევხვდე. -ფრთხილად იყავი, რადგან ინამ შეხვედრა გთხოვა გამოდის რაღაც იცის ჩვენზე მეტი და თუ აქამდე დაეცა გამორიცხული არც ისაა ექთანი მოსყიდული ყავდეს. -ვერ გაბედავს, ბექა ანა ვერ შეძლებს ცუდის გაკეთებას. -სიფრთხილე გამოიჩინე, რადგან არასოდეს ვიცით ვინ ვინ არის და ვის უნდა შენთვის კარგი თუ ცუდი. ბექამ საქაღალდე გახსნა და შაკოს რაღაც ქაღალდები აჩვენა და ხელის მოწერა სთხოვა. ხელი მოაწერა და ბექას შეხედა. -აუცილებელი საქმე გაქვს? -გინდა ნენესთან დავრჩე და წახვალ ინას რომ შეხვდე? -თუ ძალიან არ დაგაგვიანებ. -არა, წადი მე დავრჩები მასთან. -დაიცადე, ნატა მოდის. -მაშინ მე აღარ გავჩერდები ნენესთან მისი მეგობარი გაჩერდება. -კარგი, წადი შენ და დაგირეკავ. შაკოს ნატას დანახვა გაუხარდა და მასთან ერთად შევიდა ნენესთან. -ნატა................ -მაპატიე რომ აქამდე ვერ მოვედი, მაგრამ სულ შენზე ვფიქრობ. -ბავშვი? -დედას დაუტოვე და წამოვედით მე და გიორგი. -გიორგი? ნენეს თვალები კარისკენ გაექცა, მაგრამ ნატას გულიანად გაეცინა და უთხრა. -დავიჯერო მისი ნახვა უფრო გაგეხარდა და არა ჩემი? -ორივეს ნახვა ძალიან გამეხარდა, მაგრამ სად არის. -მანქანას დააყენებს და მოვა. -ნენე ორი საათით გავალ აუცილებელ საქმეზე და ნატა აქ გტოვებ, ჩემს მოსვლამდე შეგიძლია აქ იყო? -კი როგორ არა, მალე გიორგიც მოვა და არ ინერვიულო აქ ვიქნებით. შაკო იმედიანად წავიდა და ინას შეხვდა. ინას უჭირდა საუბრის დაწყება, მაგრამ მაინც მას უნდა ეთქვა რაღაც და საუბარი შაკოს მოკითხვით დაიწყო. -როგორ ხარ შაკო. -კარგად ვარ, ადამიანი უძლებს ყველაზე ძლიერ ტკივილსაც კი და დროის გასვლასთან ერთად ტკივილიც დავიწყებას მიეცემა. -შაკო არ მინდა იფიქრო, რომ ანას საქციელს ვამართლებ, არა მეგობარო, მაგრამ ანა ძალიან ცუდად არის და დარწმუნებული ვარ რაღაც ცუდი აქვს ჩაფიქრებული. -როგორ? ანას არ შეუძლია ვინმეს ავნოს, მას ცუდზე ფიქრიც არ შეუძლია. -დამიჯერე, ანა ძალიან შეიცვალა და ფრთხილად იყავი მე სერიოზულად ვფიქრობ ანაზე და უკვე მეშინია კიდეც მისი. -არ მგონია რამე მოიმოქმედოს, მაგრამ მადლობა, რომ გამაფრთხილე და ფრთხილად ვიქნები. შაკომ არ შეიმჩნია, მაგრამ დაფიქრდა და ბექას დაურეკა. -გითხარი, ინა ჩვენზე უკეთ იცნობს ანას და შაკო გთხოვ ფრთხილად იყავი ნენე არ დატოვო მარტო. -უკვე მეც სერიოზული შიში გამიჩნდა და ექიმს უნდა დაველაპარაკო თუ შესაძლებელია ნენეს ბინაზე გავიყვან. -მითხარი როგორ ხარ, როგორც ვხედავ შაკო აქ არის შენს გვერდით. -კი სულ აქ არის და არ მტოვებს. -უანგაროდ გიყვარდეს, ისე ძალიან გიყვარდეს რომ მისი შეხედვა გულს გიკუმშვდეს და შენი სხეული პატარა დაუცველი ჩიტივით თრთოდეს. შენ შეგიძლია თვალებით გადასცე სიყვარული, რადგან შენი მზერის მიღმა ძალიან ბევრი რამ შეიძლება დაინახოს შეყვარებულმა მამაკაცმა. -ნატა........... -გაჩუმდი და შენი გულის თქმას მიყევი. მე მიხარია შენ რომ სიყვარულით სავსეს და ბედნიერს გხედავ. შაკომ გვერდით ჩაუარა ანას და არ მოეწონა რომ არ მიესალმა, გაბრაზებული შევიდა თავის კაბინეტში, ნია ჯერ ანას არ ელოდა და შეხედა ანა ფანჯარასთან იდგა ერთ წერტილს დაჟინებული უყურებდა. -ჯერ ადრე იყო შენი მოსვლა, გვიან ხარ მორიგე. -ვერ გავჩერდი სახლში თან წვიმამაც ხასიათი გამიფუჭა ალბად ბუნებაც იზიარებს ჩემს დარდს. -სინანული გვიან არის ეს თავში უნდა გეფიქრა, არც მაშინ იყო გვიან როცა გითხარი დაუჯექი შაკოს და შენი შეცდომა თავად უთხარი სანამ სხვისგან გაიგებსმეთქი. წარსული უკან არ ბრუნდება. -დამიბრუნდება, ვიცი რომ დამიბრუნდება და ჩვენ ერთად ვიქნებით. ინა იცი ადგილიც კი შევარჩიე სად უნდა ვიცხოვროთ. მე წავალ პირველი და ის თავად მოვა ჩემთან, მომძებნის და მოვა. -ანა რას ამბობ, კარგად ხარ? -ძალიან კარგად ვარ, იქ სულ მინდვრებია, მწვანე ხავერდივით არის გაწოლილი ბალახი და ამ სიმწვანეში ალაგ-ალაგ წითელი ყაყაჩოებია. ჩვენ იმ მინდორში ვირბენთ, უკვე ვხედავ მის ბედნიერ თვალებს და მესმის მისი გულიანი სიცილი. სირბილისგან დაღლილები მინდორში ვწვებით და მზე ორივეს გვეალერსება. ღრუბლები გვტოვებს და ეს ვეებერთელა სივრცე ჩვენ ორს დაგვითმო, ჩვენთან ერთად მხოლოდ ლურჯი უძირო და იდუმალი ცა არის. უეცრად ცამ საშინლად დაიქუხა, ანა შეშინებული შემობრუნდა და ინას შეხედა. -არ უნდა გაწვიმებულიყო, მინდორში ბალახს გადათელავს წვიმა. -ანა, ანა რა გჭირს გონს მოდი, რა გემართება. უეცრად თავზე ორივე ხელები მოიკიდა და ტირილით თქვა. -ღმერთო ჩემო ეს საშინელი თავის ტკივილი რატომ მაქვს. -გადაიღალე, რამდენიმე დღით უნდა დაისვენო. -კარგად ვარ, გამივლის. -გადაბმულად მუშაობ და ძილისთვის დროს არ იტოვებ, როდემდე შეძლებ ასე მუშაობას უნდა დაისვენო. -დავისვენებ, მართლა დავისვენებ რამდენიმე დღით, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი პაციენტი უნდა ვნახო და შემდეგ რამდენიმე დღით წავალ. -ვინ უნდა ნახო, მე მივხედავ. -არა, მე უნდა ვნახო პირადად და დაველაპარაკო. აჩქარებულმა დატოვა კაბინეტი და წავიდა, როცა ნენეს პალატის კართან მივიდა არც დააკაკუნა ისე შევიდა და ნენეს მიუახლოვდა, მისი თვალები ელავდნენ არა სიხარულისგან არამედ ბოროტებისგან. სახე დაიმშვიდა და გაღიმებულმა მიესალმა მეგობრებს. -გამარჯობათ, ნენე როგორ ხარ თავს როგორ გრძნობ. -მადლობა, ბევრად უკეთესად ვარ. -ნელა-ნელა გამოხვალ მდგომარეობიდან, მთავარია რომ გადარჩი და ცოცხალი ხარ. ნატა შენი ნახვა გამეხარდა, პატარა როგორ არის. -კარგად არის, იზრდება და უფრო და უფრო ცელქი ხდება. -მიხარია რომ ორივე ბედნიერი ხართ თუმცა არსებობენ ადამიანები რომლებიც ოცნენობენ სიყვარულის უდაბნოში გასცუროს. -ანა........................ ანას კეთილი სახე უეცრად გაქრა და ნენეს ზიზღით უთხრა. -ჩუუუუ, არაფერი არ თქვა, შენ რომ არ გამოჩენილიყავი ყოველ დილით შაკოს ხშირი სუნთქვა გამომაღვიძებდა და მეც ყოველ დილით ახლიდან დავიბადებოდი. დრო მოვა და ყველა აგებს პასუხს თავისი შეცდომისთვის. შაკო დაფიქრებული დაბრუნდა ნენესთან, ანა კარისკენ შეტრიალდა და შაკომაც შეაღო პალატის კარი ანას იქ ყოფნა გაუკვირდა და ნენეს შეხედა,მისი ცრემლიანი თვალები კი არ მოეწონა და ანას უთხრა. -რა მოხდა, ექიმი შეიცვალა და არ ვიცით? -ვალდებული ვიყავი ნენე მენახა, ვნახე და მივდივარ. ანა გავიდა, შაკო კი უკან გაყვა, მკლავში ხელი მოკიდა და მისკენ შეაბრუნა. -რა უთხარი ნენეს. -არაფერი გარდა იმისა რომ ოცნებებით ნუ გაცურავს სიყვცარულის უდაბნოში, უნდა იცოდეს რომ ეს ბედნიერება მისთვის დროებითია, ასე არ არის? -კარგად მომისმინე..... -დამიბრუნდები და მე დაგელოდები. შენს დაბრუნებამდე კი დღეებს ოცნებებში გავატარებ. შაკო არავის მივცემ უფლებას სამუდამოდ წამართვას ჩემი ბედნიერება. ვიცი რომ ჩემი გული მხოლოდ შენია, შენ გეკუთნის. მხოლოდ შენ შეძელი ჩემი გულის სამუდამოდ ხელში ჭერა, შენ მართალი ხარ ჩემი ცხოვრება მე თავად დავანგრიე და ყველაფერს გავაკეთებ რომ დაგიბრუნო, რომ ის ბედნიერი დღეები დავიბრუნო. ყოველ საღამოს სიზმრებში გხედავ და ყოველ საღამოს ჩემი სიზმრების მთავარი პერსონაჟი ხარ შაკო. -ძნელია იმის დავიწყება თუ როგორ მოგვისროლე მეც და ჩემი სიყვარულიც ნაგავსაყრელზე. გაფასებდი, არა ტყუილს ვამბობ მე შენ გაღმერთებდი და შენი ხელი ყოველთვის მეჭირა ხელში. თვალებში გიყურებდი და როცა შენთან ერთად ვიყავი ჩემს გარშემო ყველაფერი მიწაზე არსებული ჩერდებოდა, მაგრამ შენთვის არც ეს აღმოჩნდა საკმარისი და სხვასთან გაიქეცი. მარტივად დამთმე, ძალიან მარტივი იყო შენთვის ღალატი, ჩემთვის კი ძალიან რთული აღმოჩნდა დამენახა საყვარელი ადამიანი როგორ ეხვეოდა სხვა მამაკაცს სუროსავით და ვერ თმობდა გასაშვებად. ნენესთან აღარ მოხვიდე, არ ვსაჭიროებთ შენს დახმარებას და თანადგომას. ხელი შეუშვა ანას და ნენესთან დაბრუნდა, გულში ჩაიკრა შეშინებული და აცახცახებული ნენე. -შაკო.............. -არაფერი თქვა, ვიცი რომ გული გატკინა თავისი უაზრო სიტყვებით, მაგრამ კარგად დაიმახსოვრე რასაც გეტყვი და მინდა ამ პატარა თავში ჩაიბეჭდო ჩემი სიტყვები. მე შენ მიყვარხარ, იმიტომ რომ შენს თვალებში ვხედავ ჩემს თავს და მინდა შენც იგივეს ხედავდე და ჩვენი სიყვარულით ვიყოთ ორივე სრულყოფილები. მე სამყარომ მაჩუქა იმ წვიმიან ღამეს შენი თავი, კარგად გაიგონე შენ ხარ ჩემი სამყატო შენ და დედაჩემი ავსებთ ჩემს ცხოვრებას. -რომ იცოდე როგორ ძალიან მეშინია შენი დაკარგვის და ჩემი შიში მავიწყდება როცა შენს სახეზე ღიმილს ვხედავ, იმ დროს მინდა ძალიან ჩაგეხუტო, რომ ჩემი გულის ხმა შენს გულის ხმას შეუერთო, რომ ორმა გულმა ერთად იხმაუროს. -შენ საუკეთესო ხარ, მადლობა ნენე რომ ჩემი დაცარიელებული ცხოვრება შეავსე. მათ დაავიწყდათ რომ მარტოები არ იყვნენ და შაკომ ნენეს ვარდისფერ ბაგეებს შეეხო. ოთახში შემოსულ გიორგის ჩაეღიმა და თვალცრემლიან ნატას ხელი მოხვია თავი ააწევინა თავადაც იგივე გაიმეორა. -რა ხდება, კოცნაში გაქვთ შეჯიბრი? კარებში ლაშა იდგა და ოთხივეს გამჭოლი მზერა ესროლა. -როგორ გიყვარს ადამიანს ბედნიერ წუთებს რომ ართმევ და სარკეში ჩაიხედე რა ბედნიერი ხარ თავად ამ დროს. წადი გაიარე და იპოვე ვინმე კარგი გოგო ან ისევ ლიასთან წადი და საღამოს განყოფილებაში გიპოვით მე და ბექა. -ცაგარეიშვილო.......... -გეუბნები ნუ ხარ დაკავებული მავნე ჩვევებით. -კარგი მე წავალ, მაგრამ თქვენ კოცნაობას გააგრძელებთ? მხიარული აურა შემოიტანა ლაშამ და შაკოს გვერდით დადგა. -ბატონო შალვა ვიცით რომ სიყვარულს საოცარი ძალა აქვს, მე არ გამომიცდია და ჯერ არ მწვევია ეს ბედნიერი გრძნობა. -ლია ხომ გყავს.......... -სად მაქვს მე იღბალი ბოროტი თვალით შემომხედა ცხოვრებამ და დამჩაგრა, მარტოდ მარტო დავეხეტები და შენს გასაკეთებელ საქმესაც მე ვაკეთებ. კარგია და მიხარია რომ დამტკბარი ხარ შენი სიყვარულით, მაგრამ ზოგჯერ უნდა მოგვიკითხო და გაიგო ცოცხლები ვართ თუ არა. -გითხარი როცა საჭირო ვიქნები დამირეკე და მოვალთქო, მაგრამ შენი გონება ლიასთან დატოვე ბარში და ამიტომ მახსოვრობა გღალატობს. -აქამდე მოვედი, ჩემს რძალსაც ვნახავ დაველაპარაკები და შენ ამ ქაღალდებს გადახედე, მართლა მნიშვნელოვანია და ხელმოწერაც საჭიროა. -ლაშა რამდენიმე დღით ზიხარ იმ სავარძელში და ეს არ დაგავიწყდეს. -ვიცი მეგობარო, მაგრამ ახლა როცა ყველაფერი შევისწავლე და იმ სავარძელში ჯდომით ნაპერწკლებიც რომ ამინთე თვალებში ძნელია მიჩვეულის გადაჩვევა და სანამ მართლა უფროსად წარმოვიდგენ თავს მანამ დაბრუნდი. -მომეცი ეს საქაღალდე, მასხარა ხარ. შაკომ ლაშას მოტანილი საბუთები გულდასმით წაიკითხა და ყველა ქაღალდზე საჭირო ადგილზე ხელმოწერაც დატოვა. -მზადაა და თუ საჭირო ვიყო დამირეკე. ლაშამ დაეშვიდობა ჯერ ნენეს და შემდეგ ყველას და წავიდა, შაკომ და გიორგიმ გარეთ ისაუბრეს და ნატაც წამოდგა ფეხზე. -უნდა წავიდე, ისევ გინახულებ მეგობარო. -მადლობა რომ მოდით და გამახარეთ. ისევ მარტოები დარჩნენ და ნენეს თვალები მიელულა, შაკომაც თავი კედელს მიადო და თვალები დახუჭა. ნენეს ფეხის ხმა შემოესმა და თვალი ოდნავ გაახილა, საწოლთან უცნობი მამაკაცი იდგა და ნენეს უყურებდა. -ეძებთ ვინმეს, ალბად პალატა აგერიათ. უთხრა ნენემ და შაკომაც გაახილა თვალი ნენეს ხმაზე. უცნობმა შაკოს შეხედა და მორიდებულად თქვა. -მაპატიეთ, პალატა ამერია. შაკომ ეჭვიანად შეხედა უცნობს და გავიდა თუ არა უცნობი ისიც თან გაყვა და შეხედა მამაკაცი გვერდით პალატაში შევიდა, იქ მყოფ ქალბატონს ყვავილები გადასცა და დარწმუნდა რომ სცდებოდა და უცნობს პალატა მართლა შეეშალა. -როდის გამწერს ექიმი. -ხვალ ვნახოთ როგორ მიდის ძვლის შეხორცება და შედეგების მიხედვით გვეტყვის ექიმი, მაგრამ.......... -მაგრამ ჩემს სახლში მინდა და არ გადავიფიქრებ. -ნუ გამხდი დაუნდობელს და ძალას ნუ გამომაყენებინებ. -არ შევიცცლი აზრს, შაკო........... -კარგი, კარგი, როგორც შენ გინდა. -ნოდარი უნდა ნახო, მას შენთან უნდა შეხვედრა და დალაპარაკება. -მეც მინდა მასთან შეხვედრა, საინტერესოა რა აქვს სათქმელი. -სინანული, ის ნანობს ჩადენილს და უნდა შენს წინაშე აღიაროს მისი შეცდომა. დილით ნენეს ანალიზები აუღეს და საავადმყოფოდან გაეწერა, რადგან ყველაფერი კარგად ჰქონდა. საავადმყოფოდან რამდენიმე დღეში შაკოს ნოდარის ექიმმა დაურეკა და უთხრა რომ ნოდარი უკანასკნელ წუთებს ითვლიდა, ამიტომ არ დაუფიცია ნენესთვის და ნოდარის სანახავად ორივე წავიდა. ნოდარი განსაკუთრებულ პალატაში ჰყავდათ და ეს შაკოს თქმით, ყველა თავაზიანად ექცეოდა ნოდარის. შაკოს დახმარებით მივიდა ნენე პალატის კარამდე და აღარაფერი იყო დარჩენილი იმ ნოდარისგან რომელსაც იცნობდა ნენე. -გელოდი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი თუ მოხვიდოდი, შენ კი მოხვედი ჩემს სანახავად. ნენეს მისვლით ნოდარიმ მთელი თავისი განვლილი ცხოვრება დაუდგა თვალწინ და დარწმუნდა ყველა გავლილი წუთი, წამი თუ საათი ტკივილით არის სავსე, სხვაზე მიყენებული ტკივილით. ცრემლი მოერია და ნენეს გაუბედავად უთხრა. -არასოდეს მიფიქრია თუ ამ სიტყვას ვიტყოდი ოდესმე, მაგრამ შენ გეუბნები, ნენე მაპატიე. ნენეს წამიერად ბოროტმა აზრმა გაურბინა თავში და თითქოს გაუხარდა ერთ დროს სიამაყით და სიბოროტით სავსე საკუთარი ბიძა მის წინ თავდახრილი იდგა და მის თვალებში ტკივილს, სასოწარკვეთას და უზარმაზარ სინანულს ხედავდა. ნენე იდგა ნოდარის წინ ამაყად საკუთარ თავზე გამარჯვებული და მის სიამაყეში იყო გრძნობა სიყვარულის რომელიც ზიზღით შეიცვალა. -უფალმა უნდა შეგინდოს და გაპატიოს ყველა ის ბოროტება რაც ჩაგიდენია, მე კი გპატიობ ჩემთვის მოყენებული ყველა ტკივილისთვის. ნოდარიმ თავი ასწია და ნენემ შეხედა მის თვალებში მადლობის სხივმა როგორ აკიაფდა და მისი ხმაც გაიგონა. -ვერავინ მიხვდება რა ტკბილია დღეს ჩემთვის უკანასკნელი ამოსუნთქვა, შენგან მოსმენილი გაპატიე ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, ეს სიტყვა ჩემთვის ცაზე მზის სხივის გამონათებაა, იმ მზის სხივის რომელიც დღეს ჩემთვის უკანასკნელად ანათებს. მე არ შენიძლია დაგიბრუნო რაც წაგართვი..... -ვიცი, ვერც მშობლებს დამიბრუნებ. -ვერც მშობლებს დაგიბრუნებ და დამიჯერე ვნანობ, ნენე ძალიან ვნანობ და ამ დიდი ცოდვით სავსე მივდივარ ამ ქვეყნიდან. ბოროტება ყოველთვის ვერ ზეიმობს ის ყოველთვის მარცხდება და სიკეთე იმარჯვებს. მინდა ბედნიერი იყო, სამწუხაროდ არ შემიძლია ჩემს შვილზე ვთქვა იგივე ის სამუდამოდ ჩაიძირა იმ ჭაობში საიდანაც ვეღარ ამოვა. არ არის ცუდი, მაგრამ მის უკან დიდი და მოსაწყენი სიცარიელეა. -ყველას გულში ცუდი მოგონება დატოვე, რატომ. გეგონა სამყაროში უკვდავი იყავი? რა მიგაქვს თან არც არაფერი და რისთვის იბრძოლე, რისთვის თესე სიძულვილი ძალაუფლებისთვის და სწორედ ამ ძალაუფლებამ მოგიტანა ხალხის ზიზღი და სიძულვილი. -მართალი ხარ შვილო, ვერ შეგედავები. ნენემ დაემშვიდობა ნოდარის იმ ღამით გვიან შაკოს შეატყობინეს რომ ნოდარი უკვე აღარ იყო. შაკომ სოფელში დაასაფლავა ნოდარი და ერთ საღამოს ნენე გაკვირვებული უყურებდა მოულოდნელ სტუმარს და სტუმარს შაკოც თან ახლდა. -არ ვიცოდი სად ცხოვრობდი და ბატონი შევაწუხე. -გისმენთ, რა მოხდა. -სიკვდილამდე სამი დღით ადრე დამირეკა და მთხოვა როცა სამყაროს დატოვებდა ეს საქაღალდე შენთვის გადმომეცა და ეს კონვერტი. ნენე მოულოდნელობისგან ვერ ინძრეოდა, ადვოკატმა მას რაღაც ქაღალდებზე ხელი მოაწერინა და წავიდა, კარებამდე შაკო მიყვა და გააცილა. ნენემ კონვერტი გახსნა და დიდი რაოდენობის თანხა იყო, საქაღალდეში კი ქალაქში სამოთახიანი ბინა ნენეს სახელზე. ეგონა გაუხარდებოდა და თავს ბედნიერად იგრძნობდა, მაგრამ ცუდად გახდა და სუნთქვა უჭირდა. შაკო გვერდიდან არ შორდებოდა და სულ მასთან იყო, ნენეც შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა სახლიდან კომპიუტერის საშუალებით საჭირო და აუცილებელ საქმეებში. დილა ადრე კარის ზარის ხმამ გააღვიძა, შაკო არ იქნებოდა რადგან მას გასაღები ჰქონდა, შეეშინდა და საბანში ჩაძვრა, მაგრამ ადგა იქვე საწოლზე დადებული ხალათი მოიმცვა და კართან მივიდა, კარი გააღო, მაგრამ კართან არავინ იყო და ისევ საწოლში დაბრუნდა. 12 სთ-ი იყო როცა ტელეფონის ხმამ გააღვიძა და ნამძინარევი ხმით უპასუხა. -გისმენ. -ისევ გძინავს? -არის ჩემთვის საქმე? -ჯერ არაფერი. -ჰოდა დამაცადე დავიძინო. ტელეფონი გათიშა და კარზე ისევ ზარის ხმა გაიგონა. -კართან თუ ხარ და ტელეფონით გამაღვიძე ვერ გადამირჩები. კარი გაბრაზებულმა გააღო და უცხო მამაკაცი დახვდა კართან. -ნენე თქვენ ხარ? -მე ვარ, თქვენ ვინ ხართ. -მე თქვენი სიკვდილი ვარ. -ვერ გავიგე. -მე სიკვდილი ვარ და მოვედი გაგაფრთხილო რომ დროა დაასრულო სიყვარულის უდაბნოში ხეტიალი და გზიდან გადაუხვიო. -ვინ, ვინ............. -გასაგებია? უყვირა მამაკაცმა და პირზე ხელი მოუჭირა, ნენეს სუნთქვა შეეკრა, შემდეგ თმებში მოკიდა ხელი და კბილებით ყურის ბიბილოზე უკბინა, ყურში კი უჩურჩულა. -გზიდან გადაუხვიე თორემ აქედან ძალიან შორს იქნები, ისე შორს შენს მისამართს ვერავინ ვერ გაიგებს და იქ კი მხოლოდ მე და შენ ვიცხოვრებთ. ალბად გასაგებია როცა მარტო ცხოვრობს ორი საპირისპირო სქესის მქონე ადამიანი რაც მოხდება მათ შორის და არც არავინ არ შეგვიშლის ხელს, შენ მარტო ჩემი იქნები. მამაკაცმა ხელი შეუშვა ნენეს და სახლი მოათვალიერა, შემდეგ კი ისევ ნენეს მიუბრუნდა და უთხრა. -ახლაც ხომ არ ვცადოთ პატარავ. ნენემ ხელი მოუქნია და სახე ჩამოკაწრა მის წინ ამაზრზენად მდგარ მამაკაცს რომელმაც სახეზე ხელი მოისვა და სისხლიანი სახე ხელით მოიწმინდა. მამაკაცმა ზიზღით შეხედა ნენეს ისე ძლიერად გაარტყა რომ წაიქცა, უნდოდა ფეხი მიერტყა, მაგრამ ფეხის ხმა გაიგონა და გაიქცა. ნენე ფეხზე წამოდგა და სააბაზანოში შევიდა, არ უნდოდა შაკოს დაენახა ანერვიულებულ მდგომარეობაში და სააბაზანოში წყალი მოუშვა. -ნენე აქ ხარ? -აქ ვარ ახლა შემოვედი, დამაგვიანდება. -კარგი ისევ მივდივარ, საქაღალდე მიმაქვს შენი ნათარგმნებით და მოგვიანებით დაგირეკავ. -კარგი. -ვინ იყო, ვინ იყო. მაგრამ ანა, ანა შენ გამომიგზავნე შესაშინებლად აქამდეც დაეცი. ჩუმად ჩაილაპარაკა ნენემ და შაკოს კი უთხრა. -კარი გადაკეტე რომ გახვალ. შაკო წავიდა და ნენემ ბექას დაურეკა. -ნენე შაკო აქ არ არის. -ვიცი, სასწრაფოდ მოდი შაკომ არ უნდა გაიგოს. ბექა უსიტყვოდ გათიშა ტელეფონი და არავის არაფერი არ უთხრა რამდენიმე წუთში ნენესთან იყო, ნენე კართან დახვდა და რომ დარწმუნდა ბექა იყო კარი გააღო. -რა მოხდა, შეშინებული ხმა გქონდა. -ვიღაც მოვიდა და დამემუქრა. -სახეზე დაინახე თუ ნიღაბით იყო. -ნიღაბის გარეშე იყო, ვიცი მისი სახე და არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ვიცი ვისგან არის გამოგზავნილი. -რობერტი? -არა, ანასგან არის რადგან იგივე სიტყვები მითხრა დღეს იმ მამაკაცმა რაც თავად მითხრა საავადმყოფოში. -ნენე დარწმუნებული ხარ რომ ანასგან იყო გზავნილი? -დარწმუნებული ვარ. -წამოდი, ახლავეს კომპანიაში მივდივართ. -რა მოხდა, რატომ უნდა მივიდეთ კომპანიაში იქ ხომ შაკო გვნახავს. -ჩემი ბრალია, აღარ შევახსენე შაკოს. -რა, რა მოხდა. ბექას გაახსენდა, სოფოსთან ერთად იყო და სოფომ გაოცებულმა უთხრა. -კურიერმა რაღაც მოიტანა და დაცვის ბიჭებს დაუტოვა, რა უნდა იყოს? რამდენიმე წუთში დაცვის თანამშრომელმა ბექას კონვერტი გადასცა. -კურიერმა მოიტანა უფროსი აქ არ არის და....... -დატოვე ზვიადი და მე გადავცემ უფროს. ბექამ კონვერტი გამოართვა და წაიკითხა. ,,შალვა ცაგარეიშვილს''. -მითხრა რომ საჩქაროა და ადრესატმა ახლავეს უნდა ნახოს. -როგორც კი დაბრუნდება გადავცემ. ბექამ სოფოს შეხედა და უთხრა. -ისეთი შეგრძნება მაქვს პრობლემებში გავეხვევით. -მეც ცუდი წინათგრძნობა მაქვს, არ გახსნი? -არა, თავად გახსნის როცა მოვა. -შენ რომ საავადმყოფოში იყავი შაკო სულ იქ იყო, კომპაბიაში კურიერმა რაღაც კონვერტი მოიტანა, მე არ გავხსენი რადგან შაკოს სახელზე იყო და მერე გადამავიწყდა. შაკო იმ დღეს არ მოვიდა, დრო სწრაფად გავიდა და შენ უკვე სახლში ხარ. წავიდეთ ვნახოთ ის კონვერტი. -დღეს ხომ კვირაა შაკო მაინც იქაა. -დამელოდე და ვნახავ იმ კონვერტს. -არა, წამოვალ და მანქანაში დაგელოდები. -კარგი წავიდეთ. ნენე როგორც იყო ისე გაყვა ბექას და მანქანაში დაელოდა, კომპანია დაცარიელებული იყო, ბექა თავის კაბინეტში შევიდა და კონვერტი იპოვა, არ უნდოდა შაკოს შეემჩნია და საჩქაროდ წავიდა კონვერტი კი გზაში გახსნა. ,,თქვენს მეუღლეს საფრთხე ელოდება, ყურადღებით იყაცვით რადგან მტერი ძალიან ახლოს არის''. -ეს ნენემ არ უნდა ნახოს ანერვიულდა და ნენესთან გაბრაზებული დაბრუნდა. -ვეღარ ვიპოვე, ალბად ქაღალდებს შეყვა და რომელიმე საქაღალდეშია. -ხვალ ვიპოვი და ვნახავ რა არის იმ კონვერტში, დღეს კი მარტო ვერ დარჩები და რაც მოხდა შაკომ უნდა გაიგოს. ეს უზნეობაა, თავად დამნაშავეა და ჯავრს შენზე იყრის არ აქვს უფლება ასეთი მორალური და ფსიქოლოგიური ზიანი მოგაყენოს. -რა გავაკეთო, ეს ქალი არ გაჩერდება. -სახლში დავბრუნდეთ და შემდეგ შაკოს დაურეკავ მოვა და ერთად დავილაპარაკოთ. მან შეგაშინა, მაგრამ ზოგჯერ შურისძიებით შეპყრობილი ქალი დაუნდობელია და ყველაფრის მკადრებელია. -ეს ქალი ქვეწარმავალია, რადგან დაიწყო აღარ გაჩერდება. -ეს კი ნიშნავს იმაზე სუსტია ვიდრე მეგონა. თქვა ბექამ და შაკოს დაურეკა. -სახლში ვარ, რა მოხდა. -კომპანიაში ხომ წადი დილას. -ახლა როილასთან ვარ. -ნენესთან ვარ და მოდი, გელოდები. -რა მოხდა, ნენეს რამე მოუვიდა? -არა, კარგად არის სხვა თემაზე უნდა დავილაპარაკოთ ჩვენ სამმა. -ვინ არის შვილო ასეთი გაოცებული რომ დარჩი. -ბექაა, ნენესთან ვარ და მოდიო. -რა მოხდა, ნენეს რამე ჭირს? რატომ დატოვე მარტო, აქ უნდა იყოს შენს გვერდით შვილო. -მივდივარ, არ დამელოდო დედა. -ნელა იარე და დამირეკე. შაკო ანერვიულებული მივიდა ნენესთან და შეშინებული უყურებდა ხან ნენეს და ხან ბექას. -დაიღალე? დაღლილი მეჩვენები. -ცუდად ვარ, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. -რა დაგემართა, რატომ ხარ ცუდად და თან შეშინებული. წყალი მიაწოდა ნენეს და ტელეფონი ამოიღო. -ექიმს დაურეკავ............. -არა, არ გინდა, გამივლის. -დარწმუნებული ხარ? -დაჯექი, უკეთ ვარ. -დარწმუნებული ხარ? -შენც შეგაშინე......... -ვერ ვიტყვი რომ არ შემეშინდა, ჯერ ადრე იყო შენი ფეხზე დადგომა, მაგრამ ჯიუტი ხარ ნენე. -შეშინებულია, შაკო დღეს ნენე შეაშინეს. -ვინ შეაშინა, მე დღეს აქ ვიყავი. -ან ერთად იცხოვრებთ, ან ნენე აქ აღარ დარჩება და ჩემთან წავიყვან. -რა მოხდა აღარ მეტყვით? გაბრაზდა შაკო და ბექამ ჯიბიდან კონვერტი ამოიღო, შაკომ შეტყობინება წაიკითხა და ბექას შეხედა. -ეს კონვერტი როდის მიიღე...... -ვერ ვიპოვეო, რა მოგწერეს შაკო............. ნენემ შეხედა ბექას და შაკოსთან მივიდა, მაგრამ შაკომ წერილი ჯიბეში ჩაიდო და ჩაფიქრდა და თქვა. -ვიცი ვინც არის, არ მეგონა თუ აქამდე დაეცემოდა და სწორედ ეს მითხრა ინამაც რომელსაც არ დაუჯერე. -მეც მაგი ვიფიქრე, შენმა ბედნიერმა თვალებმა და ბედნიერმა ღიმილმა გააღიზიანა. რას გააკეთებ, დაელაპარაკები თუ საჩივარს შეიტან. -დაველაპარაკები და თუ არაფერი არ შეისმინა მერე მივმართავ კანონს. -სწორი გადაწყვეტილებაა. ისე დრო იყო დაგეწყოთ უკვე ერთად ცხოვრება, შენ ვერ მოიფიქრე და ანამ დაგეხმარა, მაგრამ ვერ მიხვდა ცუდი ისევ თავის თავს გაუკეთა და ძალები ისევ თქვენთვის დახარჯა. სამივეს გაეცინა, ბექამ კარისკენ წავიდა და წყვილს თვალი ჩაუკრა. -დაგტოვებთ გვრიტებო და ეს ღამე გამოიყენეთ, ისიამოვნეთ. შაკომ კარი მიუკეტა ბექას და ტელეფონი აიღო როილას დაურეკა და როილამ უთხრა. -ამიერიდან ვიცი სადაც იქნები, ბედნიერები იყავით შვილო. შაკომ ტელეფონი გათიშა და ნენეს გაბრაზებულმა შეხედა. -დღეს აბაზანაში რომ იყავი ტყუილი მითხარი, არ გინდოდა გეთქვა ჩემთვის. -შემეშინდა რამე არ მოეწიათ შენთვის. -ყელის არე დაწითლებული გაქვს, ხელით შეგეხო? -მცემა. -გცემა? შაკომ ნერვიულად გაიცინა და ნენე გულში ჩაიკრა. -აღარასოდეს დაგტოვებ მარტო. ნენეს სხეულიდან წამოსული სითბო მის სხეულში შევიდა და ორ სხეულში ვნების გაღვივება მოხდა. ცერა თითი გადაუსვა ნენეს ბაგეებზე და ნაზად შეეხო, ნელა-ნელა კი საძინებელში შეიყვანა. ნენე თვალებდახუჭული იწვა და შაკოს ხელები მის სხეულზე დიდ სიამოვნებას გვრიდა, მოულოდნელად ამოატრიალა და მთელი სხეულით გულზე დაიწვინა რაც ნენესთვის უცხო იყო, მაგრამ იმ წუთებში ორ ადამიანის სხეულის გაღიზიანება ველურ ფორმაში გადავიდა და უჭირდათ თავის შეკავება რაც გიჟური კოცნით დასრულდა. ნენე უბედნიერეს ქალად თვლიდა თავს, რომ იმ მამაკაცის გახდა ვინც უყვარდა. დილით მკლავის ტკივილმა გააღვიძა, თვალი გაახილა და მის მკლავზე მძინარე ნენეს შეხედა, სახეზე ჩამოშლილი თმები გადაუწია და ჩურჩულით უთხრა. -წამიდან წამამდე, სუნთქვიდან სუნთქვამდე ვივსები შენით და მაინც არ მყოფნი. -მეშინია. მოესმა ნენეს ხმა და გაოცებულმა შეხედა. -რისი გეშინია. -არ ვიცი რა მელოდება მაშინ როცა ჩემს გვერდით არ იქნები. -მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები ნენე. -ჩამეხუტე, ძლიერად ჩამეხუტე. შაკომ ძლიერად მოხვია ხელები და ორივეს ჩაეძინათ, მაგრამ შაკოს ტელეფონი ჩართული დარჩა და ჩუმი ხმით უპასუხა. -გისმენ ლაშა. -ჩვენთან გათენდა შენთან ისევ თუ ბნელა ნელა იარე სიბნელეში აქამდე მშვიდობით რომ მოხვიდე. -თქვი რა გინდა ნუ მიშლი ნერვებს დილიდან. -დღეს დღის 2 სთ-ზე ჩინელებთან გაქვს შეხვედრა და თარჯიმანიც გვჭირდება. -შეხვედრა დღეს, მოვალ და 2-ზე მანდ ვიქნები. -მეც მოვდივარ, უარს არ მივიღებ. -უარს არ გეუბნები გვჭირდები ნენე, მაგრამ შეძლებ? -შევძლებ, მთელი დღე ფეხზე ხომ არ ვიდგები მომწყინდა სახლში ჯდომა. -კარგი, მაშინ უნდა ავდგეთ და მოემზადე მე კომპანიაში გამოვიცვლი იქ მაქვს ტანისამოსი სახლში ვეღარ წავალ. ნენე და შაკო ერთად მივიდა კომპანიაში რომლებსაც უამრავი შურიანი თვალი უყურებდა, შაკოს მკლავზე დაყრდნობილ ნენეს თავი მაღლა აეწია და ამაყად მიიწევდა წინ საყვარელ მამაკაცთან ერთად. შაკომ შეამჩნია თანამშრომლების უცნაური გამოხედვა და თავის კაბინეტში შესულ სოფოს უთხრა. -სოფო ყველამ უნდა გაიგოს რომ მე და ნენე დავქორწინდით და კანონიერი წყვილი ვართ. -რამდენი გოგოს იმედს ჩაკლავ შაკო. -ჩემი ბრალი არაფერია, მე ვინც მიყვარს მხოლოდ იმას ვაბედნიერებ, ფუჭი იმედი არავისთვის არ მიმიცია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.