სიყვარული უდაბნოსავითაა. თავი 9-10.
-სახლში ხარ? მე კი მინდოდა სიურპრიზი მომეწყო და დღეს ჩვენ ორისთვის შესანიშნავი საღამო მომეწყო. -მე სახლში ვარ, მაგრამ ლაილა სად არის სახლი ცარიელია მის გარეშე. -მთხოვა ბებოს გავყვებიო და გაუშვი, შენთან მინდოდა მარტო ვყოფილიყავი. -კარგია რომ მარტოები ვართ, უნდა დაგელაპარაკო. -ჯერ არა, მინდა ყველაფერი მოვამზადო და მერე................... -მაკო მომისმინე.............. -არა, არაფლის მოსმენა არ მინდა, დღეს მინდა ყველაფერი ჩემებურად გავაკეთო. კობამ ვერ შეეწინააღმდეგა მაკოს და სევდიანად გაუღიმა, შემდეგ კი სამზარეულო დატოვა და საძინებელში შევიდა. ფიქრობდა ყველაფერზე და უფრო ლაილაზე მის ერთადერთ ქალიშვილზე ვინც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა. ფიქრებში ჩაეძინა და როცა თვალი გაახილა კარგად დაბინდებული იყო, საათს შეხედა და 9 სრულდებოდა, სახლში კი სიჩუმე იდგა და ადგა, მაგრამ გაოცებული დარჩა როცა მაკო დაინახა გამოწყობილი. -მაკო.................. საკმაოდ მოკლე კაბა ეცვა, შავი გამჭირვალე კოლგოტკა და კაბაზე გადმოშვებული ზედა ღრმა დეკოლტეთი სადაც მაკოს მკერდი გამოკვეთილად ჩანდა. -პირველად ვართ მარტო 11 წლის მანძილზე და უცნაურია, რომ მარტოები ვართ მეგობრების და ახლობლების გარეშე. -მხოლოდ მე და შენ, მაგრამ მინდა დაგელაპარაკო მაკო ვეღარ ვუძლებ სიჩუმეს. მაკომ სერიოზულად შეხედა კობას და უთხრა. -სამსახურში რამე არა სასიამოვნო მოხდა, მე გისმენ საყვარელო, მითხარი და ერთად გამოვნახოთ გამოსავალი თუ როგორ გაუმკლავდეთ პრობლემებს. -არა, პრობლემები ჩემშია და სწორედ დღეს უნდა გავხსნა გული და მინდა სუფთა გულით გავაგრძელო ცხოვრება. მაკოს არ მოეწონა კობას სიტყვები და არც ის რომ ის თვალს არიდებდა ცოლს და ხმა გაიმკაცრა. -რაც არ უნდა გაწუხებდეს და მტკივნეული უნდა იყოს ჩემთვის მითხარი, სათქმელი დღეს უნდა ითქვას და რადგან დაიწყე დაასრულე კიდეც. -ერთი წელია სხვასთანაც ვარ შენთანაც. -რა, რა, რა თქვი? მომესმა რაც თქვი კობა თუ................ ეს, ეს, ეს ხუმრობაა. -ნეტავ ხუმრობა იყოს, მაგრამ სიმართლეა და არა ხუმრობა. -შენ ერთი წელია სხვასთანაც ცხოვრობ და ჩემთანაც, არა, არა ეს არ არის სიმართლე. -სიმართლეა. -როგორ შეგეძლო დღევანდელ საღამოს ასე მომქცეოდი, მე ხომ ყველაფერი შენთვის გავაკეთე, რატომ, რატომ მომექეცი ასე. მითხარი რატომ ან რის გამო დავიმსახურე შენგან ასეთი ტკივილი. -ბოდიში, მაკო ძალიან ვნანობ და თუ შეძლებ მაპატიო, მაპატიე. -არასოდეს ჩავრეულვარ შენს საქმეებში, არასოდეს გეკითხებოდი რატომ აგვიანებდი და იცი რატომ, მე შენი მჯეროდა და გენდობოდი. -ბოდიში, ბოდიში, ვაღიარებ რომ შეცდომა დაუშვი და არ უნდა დამეშვა ასეთი დიდი შეცდომა. მაკომ ცრემლები მოიწმინდა, კობას შეუბრუნდა და უთხრა. -შენი ბოდიში ნე არაფერში არ მჭირდება, საინტერესოა ლაილას როგორ აუხსნი და ეტყვი რომ გვიღალატე. -ვისაუბროთ, მაკო გთხოვ.................. -საუბარი თუ გინდოდა და მართლა დამნაშავედ გრძნობდი თავს ერთი წელი დაგჭირდა სიმართლის სათქმელად, იცოდი დააშავე და მაინც აგრძელებდი მასთან ყოფნას. იცი რას გეტყვი, ვნანობ შენზე რომ დავქორწინდი. ჩემი შეცდომაა, რომ არავის მოუსმინე და მე ყველას სიტყვას გადავაბიჯე. -მაკო.................. -წადი, ადექი და წადი ჩემგან თავისუფალი ხარ, არ შეგაჩერებ. კობამ ტანისამოსი უხმოდ ჩაალაგა და სახლი უსიტყვოდ დატოვა, მაკომ კართან ჩაიკეცა და ხმით ატირდა.რამდენიმე დღე სასტუმროში გაატარა, დღეებს დღეები მისდევდა და ორი თვე გავიდა რაც შვილი არ ენახა, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღო რომ საერთოდ წასულიყო ყველასგან შორს და ერთ საღამოს ნაცნობ კარზე დააკაკუნა სადაც იცოდა გულწრფელი ღიმილით შეხვდებოდა, მაგრამ მასაც ატკენდა როგორც მაკოს ატკინა, თუმცა საბოლოოდ უნდოდა ენახა. ანა მთელი დღე იწვა, საღამო იყო ინას რომ დაურეკა და უთხრა. -გცალია რომ შემხვდე? -უკვე მცალია, ძალიან რთული დღე მქონდა, მაგრამ შეგხვდები. ინა და ანა ერთმანეთს შეხვდა და ქუჩაში ფეხით გაიარეს. -წამოდი ჩვენი სტუდენტობის ადგილები მოვინახულოთ, წლებია იქ არ გამივლია. -ვიხრჩობი იმდენი საქმე არის და ჩვენ ქუჩაში ფეხით მივსეირნობთ. -ძალიან დიდი დრო გასულა ასეთი ლაღი და მხიარული აღარ ვყოფილვარ. -რა მოხდა, ანა შენ რაღაც გიჭირს........... -გუშინ კიდევ ერთხელ მიმატოვეს და თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. -შესანიშნავი ქალი ხარ, მოთმინება უნდა გქონდეს, მაგრამ შენ ძალიან ეგოისტი გახდი. მეც არ გამიმართლა, მაგრამ სხვას არ ვადანაშაულებ და არც ვნებ, არც იმას ვფიქრობ ყველას ვაზღვევინო ვინც კი მატკინა. -შენ არ გიგრძვნია ისეთი დიდი ტკივილი როგორიც მე მომაყენეს. ორი წლის მერე შაკოს დავშორდი, ვაღიარებ რომ მე ვიყავი დამნაშავე, მაგრამ ძალიან მალე იპოვა ჩემი შემცვლელი. მის გამო ჩაიფერფა ჩემი ბედნიერება და მოდის ერთი წლის შემდეგ და მეუბნება ეს იყო აქამდე მოვედით და ყველაფერი დასრულდაო. არ ვიცი რა გავაკეთო, მე დავრჩი ჩემი შეცდომების წინაშე მარტო, მაგრამ დრო ხომ უტყუარია ჩემს ცხოვრებაში. -არა, არ არის უტყუარი. რამდენად ძლიერადაც არ უნდა ვიკამათოთ, ჩვენს ორს შორის ვინც არ უნდა ჩადგეს, ანა მეგობრობა მაინც უტყუარი რჩება. შეწყვიტე ფიქრი შურისძიებაზე და დაუბრუნდი საქმეს, შენი თავი ხელში აიყვანე და შეეგუე რეალობას. -დავცარიელდი, მთელი ცხოვრება მხოლოდ ოცნებებში გადის, ვერავინ ვერ შეძლებს იმ ადგილის შევსებას სადაც შაკო იდგა. -ჯერ კიდევ ცეცხლი ანთია შენს გულში ანა და შეეცადე ეს ცეცხლი ჩააქრო. უნდა შეძლო მეგობარო და ძალაც დაგიბრუნდება. -მიყვარს, ძალიან მიყვარს და მხოლოდ მასზე ვფიქრობ. შევეცადე დავიწყებას, მაგრამ არ გამომივიდა. -ანა ვიღაც დაჟინებით გიყურებს და რა სევდიანია მისი თვალები. ანამ უკან მიიხედა და ინას მკლავზე მოუჭირა ხელი. -ის არის, ეს ის არის ვინც ჩემი ცხოვრება დაამსხვრია და შემდეგ თავადაც დიდი ტკივილი მომაყენა. ეს ის კობა მესხია ინა. მთელი ღამე ტირილში გათენა მაკომ და დილით თვალებდასიებულმა გააღო კარი, კართან კი დედა იდგა მის ქალიშვილთან ერთად. -დედა რა მოხდა, მამა სად არის. შეშინებული უყურებდა ლაილა დედას და მან ჩახლეჩილი ხმით უთხრა. -წავიდა............... -რას ამბობ, ბავშვს რას ეუბნები მაკო. -სიმართლეს, წავიდა მამამისი და აღარ დაბრუნდება. -მამა დაბრუნდება, მამა ჩვენ არ მიგვატოვებს. ტელეფონი აიღო ლაილამ და მამას დაურეკა, კობას ტელეფონი გათიშული იყო, მაგრამ რამდენიმე წუთში სიხარულისგან ხმა აუკანკალდა და თვალები გაუბრწყინდა როცა ტელეფონის ხმა გაიგონა და მამა წაიკითხა. -მამიკო, სად ხარ ან როდის მოხვალ, მე უკვე სახლში ვარ. -ოფისში ვარ ჩემო ერთადერთო და ბევრი საქმე მაქვს, არ ვიცი დღეს თუ მოვახერხებ მოსვლას. -დაგელოდები, მე ყოველთის დაგელოდები მამიკო. -აქედან მივდივართ, დედა იმედია ჩვენი სახლი თავისუფალია და არ გაგიქირავებია. -არა, არ გამიქირავებია, მაგრამ იქ ყველაფერი შესაკეთებელია და ბაღიც მიუხედავია. იქ როგორ უნდა იცხოვრო მაკო. -ყველაფერს მე თავად გავაკეთებ, არ მინდა აქ გავჩერდე. -ჯიუტი ხარ, რასაც ჩაიფიქრებ ვერ გადაგათქმევინებ. -შენსავით არავინ მიცნობს. -როდის წახვალ........... -დღესვე და ახლავეს, რაც მალე მით უკეთესი. მაკომ დედას დახმარებით რაც საჭირო და აუცილებელი ნივთები იყო ჩაალაგა და იმ დღესვე დატოვა სახლი სადაც ყველა კუთხე ბედნიერ წუთებს აგონებდა. -ცხოვრება მომპარა,წლები მომპარა და ეს კედლებიც მახრჩობს უკვე. -არ მინდა შენს თვალზე ცრემლი დავინახო და არც მან უნდა დაგინახოს დასუსტებული, ცრემლიანი. მან უნდა იგრძნოს რომ შეცდომა დაუშვა, თავისი შეცდომით დაგკარგა, მაგრამ შენ ძლიერი ქალი ხარ. შვილი გყავთ, მეორე შანს ყველა იმსახურებს. მაკოს იმდენი საქმე ჰქონდა თავისი პრობლემები და ტკივილიც კი დაავიწყდა. ერთი კვირის შემდეგ როცა დაღლა იგრძნო სახლს მოავლო თვალი და სიამოვნებისგან ტაში შემოკრა და კარზე ზარის ხმამ კი არ შეაკრთო, პირიქით გაახარა. კარი გააღო და ჩანთებით დატვირთულ დედას მოეხვია, მაკოს ბედნიერს და მხიარულს რომ შეხედა ლეილამ გაუხარდა თავადაც, მაგრამ მაკომ უეცრად მოიწყინა. -ლაილა, სად არის ლაილა დედა. -არ წამოვიდა, მითხრა ისევ იტირებს და არ მინდა მისი ცრემლების ნახვაო. -არა დედა ძალიან კარგად ვარ, აქაურმა აურამ ჩემზე კარგად იმოქმედა.აქამდე ჩემს თავთან გამკლავებას მოუნდი და დროა შვილზეც ვიფიქრო, რადგან არ არის ეგოიზმობის დრო, მასაც უნდა მოუსმინო. მაკო ლაპარაკობდა, ლეილა კი გაოცებული იდგა მაცივრის ღია კართან და შემდეგ მაკოს შეხედა. -რითი იკვებები, ამ დღეებში არაფერი მოგიმზადებია შვილო მარტო ყავა, ყავა, ყავა არის გამოსავალი? -კარგად ვარ დედა. უთხრა მაკომ და თვალი იქვე ახლად მოტანილ კარტოფილს დაადგა. -კარტოფილს შევწვავ რაღაც უნდა შეჭამო ასე არ შეიძლება. -ისე გავერთე საქმეში ჭამისთვის მართლა არ მქონდა დრო, მაგრამ მოხვედი და მივხვდი რომ ძალიან მომშივებია. დედა-შვილი საუბრობდა, კობა კი შვილთან ერთად სეირნობით მიუყვებოდა ქუჩას და მის ცხოვრებაში მძიმე წუთები იდგა, რადგან დადგა ის დღე რომ შვილისთვის სიმართლე ეთქვა და ტკიოდა, რომ შვილსაც ატკენდა გულს. -მამა დრო გაგყავს, მაგრამ მე ყურადღებით გისმენ და თუ ფიქრობ, რომ ჯერ ჩემი შვილი პატარა არის და ვერ გამიგებსო.... -დარწმუნებული ხარ რომ გამიგებ? -მამა უშეცდომო არავინ ვართ, მაგრამ ჩემი აზრით საყვარელ ადამიანებს მეორე შანსი უნდა მივცეთ. აქამდე როგორც გინდოდა ისე ცხოვრობდი, დედას რომ შენთვის ეღალატა და გაგეგო შენ აპატიებდი? -დედამ გითხრა უკვე ყველაფერი? -არა, არაფერი მითხრა. -აბა............... -როგორ მივხვდი? რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს შენთვის, მე ბევრჯერ დაგინახე ერთი და იგივე ქალის გვერდით, დაგირეკე კიდეც, მაგრამ სამსახურში ვარო, მე კი თქვენს შორის სულ სხვა რამ დავინახე და ვიცოდი რომ სხვა ქალი გყავდა. -არასოდეს გითქვია და არც გიგრძნობინებია ჩემთვის. კობა გაოცებული იყო ლაილას მოთმინებით და მისი საუბრით, შერცხვა კიდეც შვილის და სინანულით თქვა. -დღე და ღამე ვმუშაობდი რომ არაფერი მოგკლებოდათ არც შენ და არც დედაშენს, რაც შეეხება შენს კითხვას სიმართლე გითხრა ღალატის პატიება ძალიან ძნელია და არც მე ვაპატიებდი ღალატს. -არაფერზე არ ვწუწუნებდი, არც არაფერს ვამბობდი იმიტომ რომ მინდოდა ჩემი მშობლები ჩემს გვერდუით ყოფილიყო. 11 წლის ვარ მამა და მეც მესმის ბევრი რამ და თუ მართლა გიყვარს ის ქალი ნუ დაბრუნდები, ჩვენ გავაგრძელებთ უშენოდ ცხოვრებას და თუ დედა ისევ გიყვარს და ის ქალი შენი დროებითი გატაცება იყო პატიება სთოვე და დარჩი ჩვენთან და ესეც იმ შემთხვევაში თუ გინდა ოჯახი გქონდეს. გთხოვ კარგად დაფიქრდი, დრო გაქვს დაფიქრდე და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ლაილა დაემშვიდობა მამას და სახლში წავიდა, სახლში კი დედა დახვდა რომელიც თავის საყვარელ ნამცხვარს აკეთებდა, მაკომ შვილს თვალი შეავლო და მიხვდა ლაილას რაღაც აწუხებდა, წინსაფარზე ხელები შეიმშრალა და ლაილას უთხრა. -სკოლაში რამე მოხდა? -არა, ყველაფერი რიგზეა. -მაში რა დაგემართა, შეუძლოდ ხარ? -არა, არაფერი არ მტკივა. მაკომ ეშმაკურად გახედა ლაილას და უთხრა. -მაშინ, რამე ქალურია? -დედა, პატიება შეგიძლია? -კარგად ხარ, არაფერი არ გაწუხებს და შენი დასმული კითხვაც ვიცი ვის უკავშირდება, მაგრამ.......... -მაგრამ არა დედა, მითხარი შეგიძლია თუ არა პატიება. -სულიერად ძლიერი უნდა იყო შვილო, ტკივილი რომელიც მამაშენმა მომაყენა უახლოეს დროში უკვე დამავიწყდეს, მაგრამ მიმტევებელი უნდა იყო ადამიანი. -ეს გამოდის, რომ მოვიდეს მიიღებ? -არ ვიცი, მაგრამ ბოროტებას ბოროტებით არასოდეს არ უნდა უპასუხო. -შენი სიტყვებით მამას მეორე შანს მისცემ. -გამიჭირდება, მაგრამ ვაპატიებ რადგან 18 წლიდან ერთად მოვდივართ და ჩვენ ერთად გავიზარდეთ შენთან ერთად. ჩვენ ერთმანეთი ავღზარდეთ შვილო და ძალიან ძნელია დავიწყება იმ წლების. სიცივე არის გულშიც, ფიქრებშიც და ოცნებებშიც, მაგრამ შევიცვალეთ და არ ვიცი რა მოხდა ან რატომ მოხდა ჩვენს შორის პაუზა. -დედა ძალიან დიდსულოვანი ხარ, მე შენ ძალიან მიყვარხარ. ლაილა დედას მოეხვია და სახლში შემოსულ კობას თვალი ჩაუკრა. -მამა უკვე აქ არის, გითხარი დაბრუნდებათქო და დაბრუნდა, მე დაგტოვეთ და თქვენ დაილაპარაკეთ. მაკო დაიბნა, კობა მიუახლოვდა მაკოს და სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია და ყურში ჩურჩულით უთხრა. -თუ შეძლებ მაპატიე, ძალიან ვნანობ რაც მოხდა. ვერ შეძლო შვილის მამის გარეშე დატოვება და მეორე შანსი მისცა კობას. ანა კი გაქრა, როგორც მოგვიანებით გაარკვიეს განცხადება დაწერა და საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა, შაკოს ჯამთელობა კი დღითი დღე უკეთესი იყო. -ნენე, ნენე იპოვეთ? -სამწუხაროდ ვერ ვიპოვეთ და მას ყველგან ვეძებთ. -ნენეს უჭირს, ნენე უნდა ვიპოვო........... -ვიპოვით, გპირდები რომ ვიპოვით. -რობერტისთან იყავი, დაელაპარაკე? ერთი გზა მასთან მიდის ბექა. -დღეს მივდივარ მასთან უკვე ველაპარაკე პროკურორს მასთან შეხვედრაზე, ვნახავ ამ ერთხელაც და დაველაპარაკები, რას მეტყვის. -,,იმედია ამჯერად მაინც მოკვდები'' როცა დამჭრა ერთმა მათგანმა სწორედ ეს სიტყვები მითხრა, ვფიქრობ მისგან იყო, თუმცა დარწმუნებით ვერაფერს ვერ ვიტყვი. ბექა დიდი ჯგუფი ფიგურირებს ნენეს გატაცებაში და გთხოვ ფრთხილად იყავი, არ ვიცით საქ,ე ვისთან გვაქვს. -ხელთ არაფერი არ გვაქვს, არც ის ვიცი ძიება საიდან დავიწყო. -იცი რა მიკვირს, თუ ეს ყველაფერი თანხის გამო ხდება, მაშინ რატომ არავინ რეკავს, რატომ არავინ ითხოს გამოსასყიდს, მაგრამ აქ სულ სხვა რამ ხდება................ -მაგრამ რა ხდება ეს უნდა გავიგოთ. -როდის გავალ აქედან, ექიმს დაელაპარაკე? -ჯერ ადრეა აქედან გასვლა სულ ახლახანს დაგვიბრუნდი, ნუ ფიქრობ ჯერ წასვლაზე. შაკომ საბას შეხედა რომელმაც ფანჯარასთან დადგა და სიგარეტს მოუკიდა, შაკომ დაუძახა საბას და უთხრა. -ექიმებიც მწეველი ხალხია, მაგრამ ნამუსი აქვთ რომ პაციენტთან არ ეწევიან, შენ როგორც ექიმმა თუ როგორც ადამიანმა დაკარგე ნამუსი? -შენ რომ ჩემს ადგილზე ყოფილიყავი და შენს წინ შენი მეგობრის დაგლეჯილი სხეული დაედოთ და ებრძანებინათ რაც გინდა გააკეთე, მაგრამ გადაარჩინეო, ალბად ოპერაციაზეც მოწევდი შენი ნერვების ამბავი რომ ვიცი. შაკო საწოლში აწრიალდა და შეეცადა წამომდგარიყო, მაგრამ მეგობრებმა ერთხმად დაუყვირა. -ეეეეეეე, რას აკეთებ ან სად მიდიხარ. -ავდგები, ცოტას გავივლი. -არ შეიძლება ჯერ შენი ადგომა, ბავშვი ხარ რომ არ გესმის და გინდა ნაკერები დაგეხსნას? -გამიშვით სახლში და სახლში ვიქნები დაწოლილი აქ ვერ ვჩერდები. -აქ დარჩები და აქ ვიქნები მეც რომ თავიც ვერ წამოწიო მაღლა. -გამიშვით, გამიშვით უნდა წავიდე. -როცა ბოლომდე გამოხვალ მდგომარეობიდან, სადაც გინდა წადი, მაგრამ ჯერ აქ იქნები. ბექამ საათზე დაიხედა და ფეხზე წამოდგა. -ბიჭებო მე მივდივარ, თქვენ გაბარებთ დაუმორჩილებელ პაციენტს და დაიმახსოვრე, შენ ჩვენ ყველას გვჭირდები,ამიტომ აქ გაჩერდები მანამ სანამ ექიმები ჩათვლიან საჭიროდ. შაკომ ორივე ხელები მაღლა ასწია და მეგობრებს ნაძალადევი ღიმილით უთხრა. -სამის წინააღმდეგ ერთი ყოველთვის უძლურია თუ ის ერთი მწოლიარეა საწოლს მიჯაჭვული. -ეს საწოლი დროებითი არის და კარგად იქნები, როგორც ექიმი პირობას გაძლევ მეგობარო. თავი 10 -ძიძიგური, ადვოკატმა მოგაკითხა. -მე არ მითხოვია, რატომ მოვიდა. -წადი და თავად კითხე, შენს სანახავად მოვიდა და არა ჩემს სანახავად. რობერტი პოლიციელს გაყვა და გაუკვირდა როცა დასაკითხ ოთახს გვერდი აუარა პოლიცილემა, ის განსაკუთრებულ ოთახში შეიყვანეს. -რამე შეიცვალა და სასიხარულო ამბავი უნდა მითხრათ, თუ აქ რატომ მომიყვანეთ? -სამწუხაროდ ძალიან ბევრი და სერიოზული ბრალდებებია მხოლოდ შენს წინააღმდეგ და რა ვქნათ, მითხარი რობერტი როგორ შევძლო შენი დახმარება. -ამიტომ მოდი ჩემთან რომ მითხრა არაფერს გააკეთებ? -არაფერს არა და ვწუხვარ, მაგრამ ვერაფერს გავაკეთებ. -რამე გააკეთე, რომ აქედან გავიდე უფროსო. -ამჯერად სულ სხვაგვარად არის ყველაფერი, მამაშენს ყველაფერი შეეძლო რომ შენ ამ კედლებში არ ყოფილიყავი, მაგრამ ახლა არ შეიძლება. გაიგონე შეიცვალა უფროსობა და საქმე გატაცებას ეხება, არ ვიცი თუ იცი ან თუ ხვდები საერთოდ რას ნიშნავს ადამიანის გატაცება? მხოლოდ ეს არა, რობერტი შენ ჩამოყალიბებული ნარკომანი ხარ შვილო. -შენ დაგიშავე რამე, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვრებს და რაც უნდა იმას გააკეთებს. -მამაშენის ბრალია შენი ასეთი ყოფა, მან გაქცია სწორედ ასეთად როგორიც ხარ. -რატომ გეზიზღები ასე ძალიან. -მე არ მეზიზღები, მე შენ მეცოდები. არა ერთხელ მოგეცი გამოსწორების შანსი და იმის ნაცვლად ცხოვრება შეგეცვალა შენ მუდმივად პრობლემებში ხარ და გამუდმებით ვიღაცას ერჩი. ცხოვრებაში გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს, ყველა პრობლემის ნავსაყუდელი შენი თავია, მაგრამ შენ მაზოხისტი ხარ და ამიტომ ებმები ყოველთვის პრობლემებში, რადგან თავად გსურს ასე. არანაირი საქმით არ ხარ დაკავებული და არც ის იცი რა გააკეთო. შენ შეგეძლო შეცვლილიყავი და გეცხოვრა წყნარად, მაგრამ შენი შინაგანი ხმა არავის კარნახს და არავის მითითებებს არ ემორჩილება, შენი გონება იმდენად დაბინდულია დიდი მტვერი და ნალექი ადევს, გიჭირს გარჩევა კარგის და ცუდის. ვეღარ გიშველის მამაშენი რადგან ის აღარ გყავს, დაისვენა ყველამ შენს გამო რომ აბეზრებდა ყველას თავს და რაც გქონდა შენ შემოგწირა. მან სწორედ ასე ხელის დაფარებით დაანგრია შენი ცხოვრება და თავადაც გაუხარებლად წავიდა იმ ქვეყნად, იქნებ ტყუილს ვამბობ რამეს შვილო. -მამა რომ ცოცხალი იყოს.................... -იმ გოგოსაც დაუნგრიე ცხოვრება და გააქციე საკუთარი სახლიდან, არც იქ გააჩერე სადა იყო და გაიტაცე...... -ნენე მიყვარს, სიყვარული დანაშაულია? -დანაშაულია როცა არ უნდიხარ და არ უყვარხარ. -დამეხმარე, დამეხმარე გთხოვ როგორმე და გადამარჩინე. მე სიყვარულმა ჩამადენინა რაც ჩავიდინე და გთხოვ კიდევ ერთხელ გამომიწოდე ხელი, ამჯერად ვფიცავ შევიცვლები. -კარგია ლამაზი სიტყვებით ლაპარაკი, მაგრამ ვეღარ გენდობი. საქმე იმდენად სერიოზულად არის მშრალად ვერ გამოხვალ. -არანაირი შანსი არ არის და არც იმედი? -სიმართლე გითხრა არის ერთი გზა, მთავარია ამ გზაზე შენ როგორ გაივლი. -რა უნდა გავაკეთო, პირდაპირ მითხარი. -ერთ ადამიანს უნდა შენთან შეხვედრა და თუ მას სიმართლეს ეტყვი, მას ნამდვილად შეუძლია შენი დახმარება. -ვინ არის, მოვიდეს და შემხვდეს, დამელაპარაკოს. -მე გავალ და მალე დავბრუნდები. ადვოკატი გავიდა და რამდენიე წუთში ბექა შევიდა რობერტისთან ადვოკატთან ერთად, რობერტიმ გაოცებულმა შეხედა ბექას და ადვოკატმა უთხრა. -იცნობ? -ვიცნობ, მაგრამ შორიდან. თქვა რობერტიმ და ადვოკატს შეხედა. -კარგია, მე დაგტოვებთ და თქვენ ილაპარაკეთ. ადვოკატი გავიდა, ბექამ კარი დაკეტა ფრთხილად გამოსწია სკამი და რობერტის წინ დაჯდა. -ჩემგან რისი გაგება გინდა. -რობერტი მართლა შემიძლია შენი დახმარება, თუ აქედან თავისუფლებაზე ვერ გაგიყვან პირობას გაძლევ რომ ვადაზე ადრე გამოხვალ ამ კედლებიდან. -ძალიან გჭირდები ადვოკატო და მითხარი რითი შემიძლია თქვენი დახმარება. -ვიცით ყველამ რომ ნენე გიყვარს და სიყვარულის გამო ჩადენილი დანაშაულისთვის ზიხარ აქ. -მართალია, გავიგე რომ ნენე გადარჩა, როგორ არის. -გაინტერესებს ნენე როგორ არის, მეც გეტყოდი ნენეს მდგომარეობას და შენს ინტერესებს დავაკმაყოფილებდი, მაგრამ არ ვიცით ნენე როგორ არის და არც ის ვიცით ნენე სად არის -რო, როგორ.............. -ნენე გაუჩინარდა და ვერ ვპოულობთ. -როგორ არ იცით სად არის, როგორ გაუჩინარდა ასე რომ ვერავინ დაინახა და ვერავინ შეამჩნია. ფეხზე წამოხტა რობერტი და სკამი რომელზედაც იჯდა კედელზე მიანარცხა, მაგიდა გადაატრიალა და ამ ყველაფერს ბექა დიდი ინტერესით უყურებდა. რობერტის თვალებში ცრემლი გაჩნდა და ეს სუფთა ცრემლი იყო, ცრემლი გულის სიღრმიდან წამოსული. ბექა დარწმუნდა, რომ რობერტიმ არაფერი არ იცოდა ნენეს შესახებ. -დაჯექი. უთხრა ბექამ წყნარად, მაგრამ რობერტი ვერ მშვიდდებოდა. -დაჯექი. იჭექა ბექას ხმამ და ოთახში გუშაგი შემოვიდა, მაგრამ ბექამ ხელით ანიშნა რომ ყველაფერი რიგზე იყო. -ახალი სკამი შემოიტანეთ. მცველმა სკამი შემოიტანა და უხმოდ გავიდა, ბექა კი რობერტის ყველა მოძრაობას აკვირდებოდა. -გხედავ როგორ განიცადე ნენეს გაუჩინარება, მივხვდი რომ არაფერი არ იცი და რომ გულწრფელია შენი ცრემლები. იქნებ რაიმე გახსენდება და გაგიელვა ეჭვმა ვინ შეიძლება იყოს ამ საქმის უკან. -არ ვიცი, ვერ ვხვდები ნენესთან რა უნდათ, მაგრამ....................... -მაგრამ........................ თქვი რობერტი მოდი ერთად განვიხილოთ ყველა შენი ეჭვები. -ის ექიმი, ექიმი რომ არის რა ჰქვია მას არ მახსოვს.............. -ანა, ექიმი ანა? -ანა, ანა ექიმი ის ხომ .................. -ვიცით და ჩვენც ეჭვი მასზე მივიტანეთ, მაგრამ ის წასულია საქართველოდან, აქ აღარ ცხოვრობს. ჯერ კიდევ ვეძებთ და შენთან მოვედი, რომ დაგვეხმარო. -მე რა შემიძლია, აქედან რა გავაკეთო და როგორ დაგეხმაროთ. -კავშირები გაქვს და უნდა დაელაპარაკო ყველას, გაიგო ვინ რა იცის. -არ უარყოფ კავშირები მაქვს, მაგრამ ტელეფონი მჭირდება. -ტელეფონი უკვე გაქვს, ეს ჩემი ნომერია და შენს ზარს დაველოდები. ეს კი ტელეფონი, გამომართვი და იმედია ბოლო წერტილი ხარ და გთხოვ გაამართლე ეს იმედი. რობერტიმ ტელეფონი აიღო და დაფიქრდა და შემდეგ ნომერი აკრიბა და ბექას უთხრა. -დაკავებაა, ლაპარაკობს. -კიდევ დაურეკე, სანამ არ გიპასუხებს დაურეკე. რობერტი უკვე ნერვებისგან კანკალებდა და თვალები ჩაუსისხლიანდა ტელეფონზე ისევ და ისევ დაკავებას რომ აძლევდა. -ისევ დაკავებაა, ვერ ხედავ უცხო ნომერს შენი......... -დამშვიდდი და ისე იმოქმედე, სიმშვიდე შეინარჩუნე. -რეკავს, ილია რეკავს. რობერტიმ ტელეფონი აიღო და ბექამ ხელით ანიშნა. -მშვიდად, რაც შეიძლება მშვიდად ესაუბრე. -ილია რობერტი ვარ, შენი ნახვა მინდა. -რობერტი უკვე გამოხვედი და გარეთ ხარ? -არა, ციხიდან ვრეკავ. მეგობარო მჭირდები, აუცილებლად უნდა გნახო. -მე ყოველთვოს შენს მხარეზე ვიყავი,......................... -იყავი და ახლაც უნდა იყო, არ დაგავიწყდეს გარეთ თუ ხარ ბევრი რამ არის შენს კისერზე, მაგრამ აქ მხოლოდ მე ვარ. -მართალი ხარ, მაგრამ მე როგორც შემეძლო შეცდომები გამოვასწორე და ცუდი გზიდან გადაუხვიე. -სხვას ვერ ვენდობი, შენ მჭირდები ილია. -მომისმინე, დაგეხმარები, მაგრამ არავინის სისხლში არ გავისვრი ხელს. -არა, მასეთს არაფერს გთხოვ, ეს ნენეს ეხება. -ნენეს, რა დაემართა ნენეს. -ილია ნენე გაუჩინარდა, დაიკარგა და ვერ პოლობს ვერც პოლიცია. -შეუძლებელია ნენე ასე უთქმელად ამდგარიყო და წასულიყო. -შეძლებ დახმარებას? -შევეცდებით ვნახოთ, იქნებ ვინმემ გაიტაცა და თანხას ითხოვს გამტაცებელი. -არავის დაურეკია, რომ დაერეკათ გვეცოდინებოდა რომ თანხის გამო გაიტაცეს, მაგრამ სიჩუმე არის ილია თანხას არავინ ითხოვს. -დღესვე გადავრეკავ სადაც შემიძლია დავრეკო, რობერტი რაც ჩემი მხრიდან შემიძლია შენს გვერდით ვარ. -დაქსაქსე ბიჭები, ნენეს ფოტო აჩვენე ყველას და არ გესწავლება ჩემგან ფეხით შემოიარონ ყველა საეჭვო ადგილები და ყურადღებით დაათვალიერონ. შეუძლებელია ნენე ასე გაუჩინარდეს თუ ამ საქმეში ბინძური ხელი არ ურევია. -ვიპოვით, მხოლოდ დრო გვჭირდება. -დრო გაქვს სამი დღე, სამ დღეში ნენე უნდა ვიპოვოთ ცოცხალი და უვნებელი. -მე ხელს ვერაფერს მოვაწერ და ვერც სიტყვას მივცემ ვინმეს, ვიპოვი ნენეს რა მდგომარეობაშიდაც ვნახავ, მაგრამ ყველაფრის მოლოდინში უნდა იყოთ თუ გაიტაცეს თანხა აქამდე უნდა მოეთხოვათ. რობერტი აქ უფრო შურისძიება არის და ეს ქალის გაკეთებულია, თუ ვინმეზე ეჭვი აქვთ უნდა ვიცოდეთ, რომ უმისამართოდ არ ვიარო ამ სამ დღეს. -გადმოგირეკავ. -თქვენც გაიგონეთ რა თქვა ჩემმა მეგობარმა, არის რამე ისეთი რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რომ სწორი მიმართულებით წავიდეს ძებნა. -როგორც ვთქვი თავიდან ანაზე გვქონდა ეჭვი, მაგრამ ის აქ არ არის დატოვა ქვეყანა და წავიდა. -დარწმუნებული ხართ რომ დატოვა ქვეყანა, გამომძიებელო ფული ყველანაირ საქმეს აკეთებს და სინამდვილე რომ არ ვიცით ნენეს გაქრობამდე წავიდა ქვეყნიდან, ეს როგორ დავამტკიცოთ. რატომ მღრღნის გული რომ ეს ქალი არის ამ საქმეში............... -გზას რომ არ ასცდენოდი, საუკეთესო ადვოკატი იქნებოდი. უთხრა ბექამ და ჩაფიქრდა. -ნამდვილად ასეა, ქალის შურისძიებაა, დარწმუნებული ვარ და თუ ასე არ მოხდება ნუ შეეცდებით ჩემს დახსნას ამ კედლებიდან, მაგრამ ვიცი რომ ასეა. -შაკო დაჭრეს იმ დღეს და თავდამსხმელმა შეტყობინება დაუტოვა ,,ვნანობ იმ დღეს რომ არ მოგკალი და იმედია ახლა მოკვდებიო'' გახსოვს ეს სიტყვები? -მახსოვს, იმ დღეს ბანკში შევხვდი, მაგრამ მე არავინი არ გამიგზავნია მისთვის. -რობერტი შენი სიტყვები გადასცეს მას და გამოდის ვიღაცა შენი საახლობლოდან არის ვინც გიცნობს. -მართალია შაკო გულზე არ მეხატება, მაგრამ მე მისი არც დაჭრის შესახებ გამიგია რამე და მითუმეტეს არც მოსაკლავად არავინ არ გამიგზავნია. როგორ არის, გადარჩა? -გამოვიდა მდგომარეობიდან, მაგრამ ჯერ ისევ საავადმყოფოშია. რობერტის ტელეფონი ახმიანდა და ბექას შეხედა. -ილია რეკავს....... -უპასუხე, ნახე რას გეტყვის. -გისმენ............. -რობერტი ვიცი რომ ნენე განსაკუთრებულია შენთვის და თავადაც განსხვავდება დღევანდელი გოგოებისგან, მაგრამ შესაძლებელია ვინმესთან ერთად წასულიყო? -გამორიცხულია. თქვსა ბექამ და რობერტიმაც იგივე გაიმეორა. -ეს ვერსია გამორიცხე, ეძებეთ ყველგან, ყველგან სადაც კი მისწვდებით. რობერტიმ ტელეფონი გათიშა და ბექას შეხედა, მაგრამ ბექას თვალები დახუჭული ჰქონდა და უეცრად რობერტის შეხედა. -ვიცით რა მარკის მანქანა ფიგურირებდა საქმეში, მაგრამ მანქანა ნაქირავებია და როცა შაკო დაჭრეს მიატოვეს ქუჩაში და მისი მანქანით წავიდნენ ნენესთან ერთად. ასევე ბექამ უთხრა რომ ნენეს სახლშიდაც მიაკითხეს და სცემეს, რობერტი ჩაფიქრდა. -მოკლედ, შენს ზარს ველოდები დარწმუნებული ვარ დახმარებას შეძლებ, ჩვენ კი შენ დაგეხმარებით. ბექა შებინდებული იყო საავადმყოფოში რომ დაბრუნდა და შაკოს დაღლილი თვალებით შეხედა. -დამღლელი და გრძელი დღე გქონდა დღეს. -დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებს რომ რამე ხელჩასაჭიდი მოგვცეს. შენ რა გჭირს, შეეცადე ადგომას დღეს და ვერ დადექი ფეხზე? -ვერ ვინძრევი, ბექა ფეხებს ვერ ვგრძნობ. -ესღა გვაკლდა, ექიმმა იცის დაელაპარაკე? -შემოვა და ვეტყვი. კარი გაიღო და საბა ღიმილით მიუახლოვდა შაკოს, ბექამ კი გაბრაზებულმა უთხრა. -რა ფრიადოსანი მოსწავლესავით იცინი, იცი რომ ფეხებს ვერ გრძნობს? -როდის მერე ვერ გრძნობვთ წელის ქვემო კიდურებს ახალგაზრდავ. -ირონია მოიშორე და რამე გააკეთე. -პირველი, ხმის ტონს დაუწიე როცა ექიმის წინ დგეხარ. მეორე, ხელთ მაქვს პაციენტის ყველა ანალიზი და ისეთს არაფერს აჩვენებს ანალიზები რომ სერიოზული პრობლემებს ეჩინა თავი, მაგრამ შენ მართალი ხარ და მეც ახლა დავრწმუნდი ერთ რამეში. -რაში დარწმუნდი, რა არის ეს ერთი რამ საბა ნუ თამაშობ ნერვებზე. -ჩვენს საერთო მეგობარს ერთი სერიოზული პრობლემა აქვს და ეს მისი ტვინი არის, სხვა ყველაფერი რიგზე აქვს. საბამ პლედი გადააძრო შაკოს და ფეხის გულებზე შეეხო რაც პაციენტს არ მოეწონა და საბას ფეხი კრა. -ვერ გრძნობს ბიჭი ფეხებს, ხვალ სისხლის ანალიზს აიღებ დილით (ის ექთანი მოვა შენზე რომ აფანატებს) და თუ ცვლილება არაფერი იქნება ამ ოთახს დატოვებ რომელიც ასე ძალიან შეგიყვარდა ამ ერთ თვეში. -გაჩუმდი, რობერტი მირეკავს. -დაელაპარაკე.................. ბექამ ტელეფონი გახსნა და მშვიდად დაელაპარაკა. -გისმენ რობერტი ასე მალეც არ გელოდი.... -გამომძიებელო რამდენიმე დღით უნდა გამომიშვა, მხოლოდ რამდენიმე დღეს გთხოვ და ეს ნენეს გამო გააკეთე. -არის რამე ახალი, დაგირეკეს? -ხომ მომანდე საქმე, მოდი ბოლომდე მივყვები და ვიპოვი ნენეს. -ხვალ გეტყვი პასუხს, ჩემი გადასაწყვეტი არ არის უფროსებს უნდა დაველაპარაკო. -კარგი იყო დღესვე ვიყო გარეთ............. -შენ რაღაც იცი, რობერტი............... -ვიცი ვინ ფიგურირებს საქმეში და მინდა თავად დაველაპარაკო, თავად ვნახო პირის-პირ. -კარგი, მე ახლავეს წავალ უფროსთან და დაველაპარაკები და პასუხს თავად მიხვდები. -კარგი, გელოდები. ბექამ ტელეფონი გათიშა და მეგობრებს შეხედა. -უნდა წავიდე, როგორც დღე მქონდა რთული ვიცი რომ ღამეც ისეთივე რთული იქნება. -ბექა............... -დაგირეკავ, რა დროც იქნება დაგირეკავ. ბექა წავიდა და დაცვის ბიჭებს არ გაკვირვებიათ მისი ნახვა განყოფილებაში გვიან საათებში. -უფროსი წავიდა თუ ისევ აქ არის. -მანქანა მოიყვანეს მისი და ვფიქრობ წასასვლელად ემზადება. -კარგია რომ მოუსწარი. ბექამ ძალიან ჩაქარა გაიარა უფროსის კაბინეტამდე მანილი და კართან მისულმა გულზე დაიდო ხელი, მაგრამ კარი გაიღო და უფროსის გაოცებულ თვალებს წააწყდა. -ბექა ამ დროს აქ რას აკეთებ, რა მოხდა. -უნდა დაგელაპარაკოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. -შემოდი, რა მოხდა ფერი არ გადევს. ბექამ რობერტის ნათქვამი უთხრა და დაელოდა უფროსი რას ეტყოდა. -დარწმუნებული ხარ რომ მახე არ არის? -ძიძიგურს უყვარს ნენე და ყველაფერს გააკეთებს მის მოსაძებნად. -გამოუშვათ რამდენიმე დღით და მივიღოთ მისგან დახმარება, მაგრამ იცი რომ ეს დიდი რისკია. -ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რობერტი არ გვიღალატებს. -მაშინ დავრეკავ ციხეში და გამოუშვებენ. -მადლობა უფროსო, მეც დაურეკავ რობერტის. ბექამ რობერტის დაურეკა და უფროსის პასუხი უთხრა. -არ ინანებთ ჩემს გამოშვებას, ვიპოვი ნენეს. -მოგაკითხავ და დაგაბინავებ............... -არა, მომაკითხავს ის ვისთან ერთადაც უნდა ვიმუშავო. -კარგი, ველოდები შენს ზარს. რამდენიმე საათში რობერტი გარეთ იყო და მეგობარს ეხვეოდა, შემდეგ კი მათ გაბრაზებულმა შეხედა და თქვა. -წამიყვანეთ იმ ნაბიჭვართან დღესვე უნდა ვნახო. -მე კი ერთი ვარიანტი მაქვს. -თქვი, გისმენ. -უთვალთვალოთ რამდენიმე დღე და გაიგოთ ვის ხვდება, ვინ არის მისი საპატიო სტუმრები. -არც ესაა ცუდი იდეა, მაგრამ მე ბევრი დრო არ მაქვს შოთი და მინდა ნენე მალე ვიპოვო. -მაშინ ახლავეს ვნახოთ. მძღოლმა მანქანა ხალხმრავალ ადგილზე გააჩერა და რობერტიმ იკითხა. -ილია სად არის, რატომ არ მოვიდა. -იქ გველოდება, თვალს ადევნებს. -ვინ არის, საიდან გაიჩითა ამ ადგილზე. -ბარმენად მუშაობდა ამ ბარში, ახლა უფროსად გაიჩითა. საინტერესო ისაა საიდან აქვს თანხა ეს ბარი რომ იყიდა, ამ რამდენიმე თვის წინ ჯიბის ქურდი იყო და თავი ქურდობით გაქონდა, ახლა კი დიდი ბიზნესი აქვს. -გავიგოთ, თავად გვეტყვის. თქვა რობერტიმ და შოთისთან ერთად ბარში შევიდა, თვალი მოავლო ბარს და ილიაც შენიშნა რომელმაც ხელი აუწია აქ ვარო და მისკენ წავიდა. -მეგობარო მიხარია შენი ნახვა, ნახე რა გოგოები გაგიჩითე. -ჯერ საქმე, გოგოები მერე. რობერტიმ თვალი მოავლო ბარს სადაც ხშირად დადიოდა, მაგრამ ახლა შეცვლილი იყო ყველაფერი. ბიჭებს თვალით ანიშნა გამომყევითო და ბარმენთან მივიდა, ბარმენმა იქვე მყოფს რაღაც უჩურჩულა და არა სასიამოვნო სტუმრებისკენ წავიდა. -მობრძანდით, რით შემიძლია თქვენი გაოცება. -პირისპირ უნდა ვილაპარაკოთ. უთხრა რობერტიმ და ბარმენმა გაოცებულმა შეხედა, რადგან მისი სითამამე გაუკვირდა. -რატომ ასე მბრძანებლურად, აქ დავილპარაკოთ. -თემა რომელზედაც უნდა ვისაუბროთ აქ სასაუბრო არ არის და რომ აგიხსნა რისთვის მოვედი შენ დრო გჭირდება დასაფიქრებლად აქ კი მუსიკის ხმა ხელს შეგიშლის. -კარგი, ზემოთ ავიდეთ. კიბეებს აუყვნენ და ლამაზად მოწყობილ კაბინეტში შევიდნენ, მშვიდად საუბრობდნენ და რობერტიმ სიგარეტს მოუკიდა, შემდეგ კი ბარმენს შეხედა. -რა გქვია, როგორ მოგმართო. -ალექსანდრე, სანდრო........ -სანდრო დარწმუნებული ვარ სირთულეები არ გინდა და არც გექნება თუ გულწრფელად მეტყვი ყველაფერს. სანდრომ თვალები დახუჭა, ხელები ნერვიულად მომუშტა და დაძაბული ხმით უთხრა რობერტის. -რა გაინტერესებთ ჩემგან. -ყველაფერი რაც ნენე ძიძიგურს ეხება. -ნენე ძიძიგურს არ ვიცნობ.......... რობერტიმ თვალებში შეხედა სანდროს და მშვიდად უთხრა. -გულწრფელად უნდა გველაპარაკა სანდრო. -არ ვიცნობ, არ ვიცი ვინ არის. ობერტის შეშინებულმა შეხედა, მაგრამ რობერტიმ მაგიდაზე დაარტყა ხელი და რაც შეეძლო მშვიდად უთხრა. -მე ყველაფერი ვიცი, მაგრამ შენგან მინდა მოსმენა რას მეტყვი და გისმენ, სად არის ნენე. -მე არაფერი ვიცი....................... -სანდრო ვიცი სად ცხოვრობ, ვიცი როგორ ცხოვრობდი რამდენიმე თვის წინ, ვიცი სად სწავლობს შენი ერთადერთი ქალიშვილი და ვიცი მეორე შვილს ელოდები, სახლში ფეხმძიმე ულამაზესი ცოლი გელოდება. გისმენ, ყველაფერი მითხარი რაც ნენეს ეხება სხვა არაფერი მაინტერესებს. ცოცხალია? -არ ვიცი, მართლა არ ვიცი. თქვენ როგორ ფიქრობთ ჩემს ოჯახს დავაყენებ საშიშროების წინაშე? -შეგიძლია ყველაფერი გაიგო და მითხრა, მაგრამ შენ რაში გადაგიხადეს უამრავი ფული და შენი ცხოვრება კარგად მოაწყვე ვის ხარჯზე, ნენეს სიცოცხლის საფასოდ მიიღე ეს ბარი? -არა, არა, მე არავინ მომიკლავს გეფიცებით. -საიდან ეს ყველაფერი არ მეტყვი თუ ვინმე მივიწყებულ ძიას გაახსენდი და ანდერძით დაგიტოვა ქონება. -ნენეს მართლა არ ვიცნობ, მითხრეს რომ გოგონას მოტაცებაში დავხმარებოდი რადგან უარზე იყო გოგო იმ ტიპს ცოლად გაჰყოლოდა, მხოლოდ ეს ვიცი მეტი არაფერი. -შაკოს დაჭრა ვისი იდეა იყო, შენ დაჭერი? სანდრომ თავი დახარა და რობერტის თვალს ვერ უსწორებდა. -ვინ დაგავალა გეთქვა მისთვის ,,ვნანობ რომ ვერ მოგკალი და ახლა იმედია მოკვდებიო''. -მითხრეს რომ ეს სიტყვები უნდა მეთქვა........ -გამოდის მზად იყავით რომ შაკო ნენეს დასახსნელად დაგედევნებოდათ. -მითხრეს, უნდა აწამო რაც შეიძლება დიდი ტკივილი მიიღოსო. მე სადღაც გზაზე დამტოვეს და მეორე დღეს ვიღაც მოვიდა სახლში და თანხა გადმომცა, არც ვიცოდი ამდენ თანხას თუ გადამიხდიდნენ. -მანქანა სად არის რომლითაც ნენე წაიყვანეთ. -არ ვიცი სად წაიყვანეს გოგო და ან მანქანა სად არის არც ის ვიცი. -სანდრო ყველაფერს გაიგებ შენთვის ასე უკეთესია რომ დამეხმარო, სხვაგვარად ტელეფონი ნახე იქ ვიდეოს ნახავ. სანდრომ ტელეფონი გახსნა და ვიდეოში თავისი ცოლის და შვილის ცრემლიანი თვალებს შეხედა. -,,სან ვინ არიან ეს ხალხი, შენგან რა უნდათ''. სანდრომ ტელეფონი გათიშა, რობერტის შეხედა და ანერვიულებულმა უთხრა. -დაგეხმარებით, შევეცდები გავიგო რაც თქვენ გაინტერესებთ. -არ შეეცდები მეგობარო, ყველაფერს გაიგებ და უფრო მეტსაც გააკეთებ გაიგებ ვინ დგას ამ გეგმის უკან. -ყველაფერს გავიგებ, მხოლოდ ჩემები გაუშვით გთხოვთ. -არ ინერვიულო, შენები ჩვენი სტუმრები იქნებიან მათ არაფერი მოაკლდებათ და არავინ არ უნდა გაიგოს ჩვენ რა საქმეზე ვართ დღეს მოსულები. -გასაგებია, ვიცი რომ უკან არ დაიხევთ და ყველაფრისთვის მზად ხართ. -მომისმინე, მე ცხოვრება ფეხებზე 10 წელი მომისაჯეს, კიდევ 10 წელს მომისჯიან შენც თუ მოგკლავ ახლავეს, მაგრამ მე მკვლელი არ ვარ. თქვენ შეეხეთ ჩემს ნენეს და ვინც ნენეს გატაცების ბრძანება გასცა იმასთან მინდა შეხვედრა პირის-პირ და ამას შენ გააკეთებ. წავედით ბიჭებო, შენს ზარს ველოდები სანდრო და ახალ ამბებს. რობერტი წავიდა, სანდრომ ორივე ხელებში ჩარგო თავი და გვიან მიხვდა რა ძალიან დიდ პრობლემებში გაეხვია, მაგრამ შვილის და ცოლის თვალებში დანახულმა ცრელმა შეძრა, დამხმარე ბარმენს დაუძახა და უთხრა. -ზურა რამდენიმე დღე არ ვიქნები, მიხედე ბარს და თუ რამე მომივიდეს ამ უახლოეს დროში მიხედე ჩემს ოჯახს, გთხოვ ეს კაცურად და ძმურად გააკეთე. -ფერი არ გადევს, ვინ იყო ეს ხალხი. -შემისრულე რაც გთხოვე, სხვა არ გეხება. სანდრო ადგა გასაღებები ზურას ჩააბარა და ბარი დატოვა, ძალიან ბევრ ნაცნობს დაურეკა და რომ გაიგებდნენ საქმეში რობერტი იყო უკან იხევდნენ. ათი დღე ელოდა რობერტი სანდროს ზარს, ათი დღე სანდრო დღე და ღამე ნენეს ძებნაში იყო და ზუსტად მეათე დღეს ბექას ტელეფონზე საბას ნომერი დაფიქსირდა, ბექამ საათს შეხედა და დილის 5 სთ-ი იყო სასწრაფოდ უპასუხა საბას და გულმა ცუდი უგრძნო როცა საბას ანერვიულებული და შეშინებული ხმა გაიგონა. ბექა სასწრაფოდ საავადმყოფოში მოდი. -რა მოხდა, შაკოს................. -შაკოს არ დაურეკე ნენე მოიყვანეს ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ბექა შეშინებული წამოჯდა საწოლზე, მკლავზე ხელის შეხება იგრძნო და სოფოს ჩურჩული გაიგონა. -ნენე, ნენე იპოვეს. ცოცხალია? -ცოცხალია ჯერ-ჯერობით, მაგრამ ძალიან რთულ მდგომარეობაშია. -ნენე მეგობარო, სულ ცოტა ხნის წინ ბედნიერებისგან ანათებდი. ცრემლი მოადგა თვალზე სოფოს და ბექას უთხრა. -მეც მოვდივარ, არ შემიძლია აქ ვიყო. ორივემ სასწრაფოდ ჩაიცვა და საავადმყოფოში წავიდნენ. ლაშა, დეა და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი დახვდათ მისული. საოპერაციოს კართან იდგნენ და ელოდნენ, თუმცა არცერთმა არ იცოდა ოპერაცია რა შედეგით დასრულდებოდა და რამდენიმე საათის ლოდინის შემდეგ კარი გაიღო, საბა გამოვიდა დაღლილი და ბექას შეხედა. -როგორ არის, გადარჩება? -არ ვიცი, ვერაფერს ვამბობ რადგან ის ძალიან რთულ მდგომარეობაშია.რამდენი რამ უნდა გადაიტანოს მისმა სხეულმა, ის ნაცემი და ნაწამებია. -ასე ვინ გაიმეტა ეს გოგო და რატომ, რისთვის, რა უნდათ მისგან. -ნენე ძალიან სუსტია ასეთი სისასტიკის წინაშე. -შაკოს როგორ უნდა უთხრათ, ან ვინ ეტყვის ის ხომ სულ ახლახანს წამოდგა ფეხზე. -მე წავალ მასთან. თქვა ბექამ და შაკოსთან წავიდა. როგორც იქნა გააღვიძა და გაბრაზებულმა შეხედა ბექას. -ბექა რა მიქარე. -რა მივქარე, რას ბოდავ. -რომელი საათია, გამოგაგდეს სახლიდან თუ აქ რატომ ხარ. -ადექი გამოფხიზლდი და წყალი შეისხი სახეზე, უნდა წავიდეთ. -სად მივდივართ, ბექა არაფლის ხასიათზე არ ვარ. -ნენე იპოვეს....................... იდგა და ბექას უყურებდა, თითქოს არც გაუგონიაო, ბექამ ჭიქით წყალი შეასხა შაკოს და მანაც იღრიალა. -რას აკეთებ, გაგიჟდი? -რა მდგომარეობაში ხარ, ვეღარ გცნობ შაკო. ნენე იპოვეს, გესმი? -ნენე იპოვეს, ჩემი ნენე იპოვეს. სასწრაფოდ ჩაიცვა და სახლი ბექასთან ერთად დატოვა, შეშინებული თვალებით შეხედა საბას და ლუკას. -სიმართლე მითხარით როგორ არის ნენე და გადარჩება თუ არა. -დამშვიდდი, ჯერ არავის შეგიძლიათ მისი ნახვა...... -უნდა ვნახო, უნდა შევხედო. -მხოლოდ ერთი წუთი და შორიდან. უთხრა საბამ და შაკოსთან ერთად შევიდა ნენესთან, შაკო იდგა და ცრემლიანი თვალებით უყურებდა ერთიანად შეხვეულ ნენეს და ხელზე ფრთხილად შეეხო. -შენ ძლიერი ხარ, გადარჩები და დამიბრუნდები. -მშვიდად უნდა იყო მეგობარო, მან ძალიან რთული პერიოდი გაიარა და უნდა შეეგუო ის შვილს ვერ გააჩენს. -ჩემი ნენე, შეიძლება აქ დავრჩე და მის სუნთქვას უსმინო? -მაპატიე, მაგრამ აქ ვერ გაჩერდები. შაკო ფერ დაკარგული და ძალიან მოტეხილი დაბრუნდა მეგობრებთან, ბექამ კი მხარზე მოხვია ხელი და ბექას მხარზე თავმიდებულმა ბოლო ხმაზე იღრიალა. -დარჩა ყოველგვარი გრძნობებისგან დაცლილი ქალი გაყინული გულით და საშვილოსნო ამოცლილი სხეულით. -ვწუხვარ მეგობარო........... -მთავარია რომ სუნთქავს, ის ჩემთვის სუნთქავს. რამდენიმე დღე უყურებდა ნენეს შორიდან, მასთან შესვლა არ შეეძლო, მაგრამ ის მაინც მასთან იყო. ნენე ცალკე პალატაში გადაიყვანეს და მის საწოლთან იჯდა, ეშინოდა მისი დატოვება და ერთ დილით ხელზე ხელის შეხება იგრძნო და მისი გლუვი კანი დაიხორკლა, იგრძნო რომ ცოცხალი იყო. თვალი გაახილა და შეხედა ნენეს შავ თვალებს რომლებიც მას უყურებდნენ. -ჩემთან ხარ, აქ ხარ და ჩვენ ვერავინ ვერ დაგვაშორებს. შენგან შორს ჩემთვის ცხოვრება ჯოჯოხეთია და ამიერიდან მუდამ შენს გვერდით ვიქნები. წავალ ექიმს ვეტყვი რომ გაიღვიძე. ნენემ ხელი მაგრად მოკიდა შაკოს და არ გაუშვა, მიხვდა შაკო რომ ნენე ჯერ კიდევ შოკში იყო და საბას ტელეფონზე დაურეკა. საბა და ლუკა რამდენიმე ექიმთან ერთად მივიდა ნენეს სანახავად და საბამ ღიმილით მიესალმა, მაგრამ ნენემ მას უცნაურად შეხედა რაც ექიმებმა ერთმანეთს გადახედეს და ნენეს რამდენიმე კითხვა დაუსვა, მაგრამ მან კითხვას ვერ უპასუხა. თითქოს დღითი დღე უკეთესად ხდებოდა, მაგრამ ის ვერავის ვერ სცნობდა, რაც ექიმებისთვის ამოუხსნელ ფორმულად დარჩა. -საბა, ნენე შეიცვალა თითქოს ვერავის ვერ სცნობს ჩემს გარდა. -მეც შევამჩნიე, გადაღება უნდა გაუკეთოთ და გამოვიკვლიოთ, ვფიქრობ და ლუკამაც თქვა, რომ ამნეზიაა მისი გაუცხოების მიზეზი, რადგან მისი ცხოვრების გარკვეული ეპიზოდები აღარ ახსოვს. -გინდა მითხრა ნენეს დაავიწყდა ვინ არის? -დრო და დრო გავარკვევთ რა ახსოვს და რა დაავიწყდა. -უცნაურია ეს ყველაფერი. -მოთმინება, შაკო უნდა მოითმინო სხვას მე ვერაფერს გეტყვი. -მე კი მხოლოდ ერთს გეტყვი, შენს გულს მოუსმინე, შენი შინაგანი ხმა გეტყვის სიმართლეს. სახლში წავალ მამას უნდა დაველაპარაკო ამ ბოლო დროს რაღაც აწუხებს და არ მეუბნება ჩემი დაძაბული დღეების გამო. -წადი მიხედე ბადრი ძიას იქნებ მართლა ჭირდება რამე. ბექამ მეგობრებს დაემშვიდობა და სახლში ადრე დაბრუნდა. -წინ დედა შეხვდა და გაოცებულმა საათს შეხედა. -რა მოხდა, გაგიკვირდა ამ დროს რომ სახლში დამინახე? -ადრე დაბრუნდი, არ გელოდი შვილო. -საავადმყოფოში ვიყავი, აღარ წავედი ოფისში და სახლში წამოვედი. მამა სად არის, არ მოსულა? -მამა კაბინეტშია, ვერ არის კარგად მისი ბიზნესის საქმე და ძალიან ნერვიულობს.ბექას უნდოდა კარზე დაეკაკუნებინა, მაგრამ შეჩერდა რადგან ბადრის ხმა გაიგონა. - ,,არ ვყიდი, ჩემს ბიზნეს არ გავყიდი რატომ არ გესმის''. - ,,დაუკვირდი რას ამბობ, შეგრცხვეს ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა ძალიან დიდია შვილო''. - ,,სისხლი ამივარდა თავში და თუ რამე დამემართა, დაიმახსოვრე რომ დამნაშავე შენ იქნები''. - ,,აღარ დამირეკო, არ ვყიდი ბიზნეს გაიგე ერთხელ და სამუდამოდ''. ხმა შეწყდა, კარი უნდა გაეღო, რომ დედამ შეაჩერა. -ნუ გააღიზიანებ, შენც დაღლილი ხარ და დაისვენე. -დაველაპარაკები დედა....... -შერცხვება შენი, აქამდე სწორად ამიტომ არ დაგელაპარაკა თავის პრობლემებზე. -კარგი, მაგრამ.............. -წადი, წადი, თავად როცა სურვილი ექნება გაგიხსნის გულს. -როგორც იტყვი, წავალ და ვიმუშავებ ჩემს ოთახში. -ნენე როგორ არის, მინდა მივიდე და ვნახო. -ჯერ ადრეა დედა, წაგიყვან და გაჩვენებ. ბექა თავის ოთახში შევიდა, მაგრამ ვერ დაიძინა და ჩანთა გახსნა ყველა საჭირო ქაღალდი მაგიდაზე დააწყო და სათითაოდ კითხულობდა ყველა ფურცელს. -არ მომწონს შენი გამოხედვა, თითქოს ნენეს არა სხვას ვხედავ შენს თვალებში. -სიცივე არის დღეს თუ მე რატომ მცივა ასე ძალიან, როდისღა უნდა დათბეს. -რა გჭირს, ამ ბოლო დროს ყველაფერი გაღიზიანებს, უხასიათოც გახდი. ფანჯარასთან იდგა, მაგრამ თითქოს ჰაერი არ ყოფნიდა და პერანგის ღილები შეიხსნა, მაგრამ მაინც ვერ დამშვიდდა. -რა მოგივიდა, ბადრი ფერი არ გადევს ადამიანო. -წ,წ,წყალი მომაწ............... ვეღარ დაასრულა სიტყვა ბადრი უგონოდ დაეცა და ნელი გიჟს დაემსგავსა. -ბადრი, ბადრი გესმის ჩემი ხმა, ბადრიიი. ბექა დამეხმარე შვილო. ხელზე ხელი მოკიდა ნელის და ჩუმი ხმით უთხრა. -ნუ შეაწუხებ, დაღლილია ისედაც იშვიათად მოდის სახლში. -წყალი დალიე, გულზე მოგეშვება. -კარგად ვარ, შენ როცა ჩემს გვერდით ხარ ცუდად როგორ უნდა ვიყო. -შემაშინე,ძალიან შემაშინე ბადრი. ტირილით უხრა ნელიმ და მოეხმარა ფეხზე წამოდგომაში. ერთმანეთის ხელი ეჭირათ ხელში, თავი ერთმანეთს მიადეს და ასე ორივე ერთმანეთს ჩახუტებული ნახა ბექამ ფეხაკრებით გადააფარა პლედი ორივეს და ჩუმად სამახსოვრო ფოტოც გადაუღო საყვარელ მშობლებს. ნელის ბედნიერების ღიმილი ჰქონდა სახეზე, ბადრიმ თავზე აკოცა ცოლს და შეეცადა დაძინებას, მაგრამ ერთი საათის შემდეგ ნელიმ შეხედა ბადრის და ის ბედნიერი ღიმილი დიდ ტკივილად გადაიქცა, რადგან ბადრი აღარ სუნთქავდა. შეშლილი სახით წამოხტა ფეხზე და თვალცრემლიანი უყურებდა საყვარელი ადამიანის ღიმილიან სახეს და მთელი ხმით იღრიალა. -მაინც დამტოვე მარტო, უშენოდ რა გავაკეთო ან როგორ ვიცოცხლო. -დედააა, რა მოხდა დედა. ბექა დაიბნა, არ იცოდა რა გაეკეთებინა და სოფოს დაუყვირა. -რა გაშტერებს დაურეკე სასწრაფოს. -არ გინდათ, გვიან არის უკვე სასწრაფოს გამოძახება დაგვტოვა ბადრიმ როგორიც მშვიდი და წყნარი იყო ასე მშვიდად გადასახლდა მარადისობაში. ნელი დღე და ღამე ბადრის ცხედართან იჯდა და ბექას შეეშინდა. ბექას ხელი მოხვია და გულზე მიადო თავი, შემდეგ კი ტირილით თქვა. -ისეთი შეგრძნება მაქვს მეც მალე დაგტოვებთ. -არა, გთხოვ ეს აღარ გაიმეორო რადგან არსად არ გაგიშვებ. -არც მამას გაშვება გინდოდა, მაგრამ ვერ შეაჩერე და არ ინერვიულო, შენს ხელთ არ იყო მისი დარჩენა და წასვლა. სიცოცხლის დრო რომ ამოეწურება ადამიანს ყველას ერთი გზა გვაქვს გასავლელი და ეს გზა ძალიან გრძელია, გზა რომელიც უკან არ ბრუნდება. ჩვენი დრო ამოიწურა შვილო, არ ვდარდობ შენზე რადგან ლამაზი ოჯახი გყავს და ფეხზეც მყარად დგეხარ და მჯერა შენსავით სახელოვანი იქნებიან შენი შვილები. -თქვენით ვარ სახელოვანი დედა, თქვენ ბევრი გააკეთეთ ჩემთვის და მადლობა ორივეს. -მინდა ის გითხრათ ორივეს რაც ბადრიმ ვერ მოასწრო ეთქვა, ეს ორი ლამაზი ყუთი ბიჭებს გადაეცით, აქ რაც დევს ჩვენ მათთვის ვყიდულობდით და აქ ვინახავდით. ბიჭებს სახსოვრად ჰქონდეს ბებიასა და ბაბუასგან. უეცრად ნელის სუნთქვა გაუხშირდა, ბექას მაგრად ჩასჭიდა ხელი და შვილს საბოლოოდ გაუღიმა. -დედა, დედა არ დამტოვო დედაააა. -ბექა ......................... -სასწრაფოს დაუძახე სოფო -ჩვენ სიკვდილიც ვერ დაგვაშორებს, ნუ შემაჩერებ მე მივდივარ მამაშენთან. ბექა ის აქ არის და ხელი აქვს გამოწვდილი, მელოდება. -ნუ მაშინებ დედა, დედააააა.......................... -ჩემს ხელთ არ არის შვილო. თქვა უკანასკნელად ბექას სახეზე ჩამოუსვა ხელი და ბოლო სუნთქვაც ამოუშვა. ბექამ ორ დღეში დაკარგა მშობლები და თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, შაკო ბოლო წუთამდე მეგობრის გვერდით იყო და მას არ ტოვებდა. -მადლობა მეგობარო შენც რთული დღეები გქონდა და მაინც ჩემს გვერდით იდექი. -ახლა შენ გჭირდები და შენს გვერდით ვარ -როგორ არის, გახსენა რამე და დაგელაპარაკა ან ცდილობს გაიხსენოს რაც თავს გადახდა? -თითქოს ეშინია რამე შევეკითხო წარსულზე და გაურბის ამ თემაზე საუბარს, შეიცვალა, ნენე ძალიან შეცვლილია. -ცოტა არ გამოიარა, დიდი ტკივილა ქალისთვის საშვილოსნოს ამოღება. -ვფიქრობ ერთ დღეს დამელაპარაკება და რამეს მეტყვის. ყოველ დღე საავადმყოფოში იყო და კომპანიიდან ნენესთან მიდიოდა, დრო სწრაფად გავიდა ნენე უკვე სახლშია და ნელა-ნელა ეგუება ახალ ცხოვრებას. შაკო გვიან ღამემდე მუშაობდა და არ უნდოდა თავის თავს გამოტყდომოდა რომ თავს უკეთესად გრძნობდა ნენესგან შორს ყოფნით, სახლში დაძაბული იყო არადა იყო დრო საათს უყურებდა როდის დაბრუნდებოდა სახლში რომ საყვარელ ქალს მოფერებოდა და მისი ნახვით დაღლილობაც ქრებოდა. ახლა კი ყველაფერი შებრუნებით იყო, მაგრამ ვერავის ეუბნებოდა და ჩუმად აკვირდებოდა ნენეს. -გინდა სოფელში წავიდეთ, იქ კარგად იგრძნობ თავს თან სოფლის ჰაერიც მოგიხდება. -სოფელში, სოფელიც გვაქვს? -გვაქვს და ძალიან ლამაზი სახლიც, იმ დღეს რომ დაარბიეს შენი სახლი შევაკეთე და კარიც ახალი ჩავსვი. -შენი სამსახური? -არა უშავს, რამდენიმე დღე ლაშას დავტოვებ უფროსად და მიხედავს საქმეებს. -მაგრამ მე............. -ვიცი რომ მარტო ვერ შეძლებ და ამიტომ დედას ვთხოვ დახმარებას. შაკო მიხვდა რომ ნენე არ აღფრთოვანებულა სოფელში წასვლის იდეით და დაიძაბა კიდეც და უკვირდა მისი ასეთი გაუცხოება. -კარგი იდეაა შესალებელია მეხსიერება დაგიბრუნდეს ნაწილობრივ მაინც ან ვინმე იცნო და ასე ნელა ნელა წავიწევთ წინ. ნენე ვცდილობ დაგიბრუნო, განსხვავებული ხარ იმ ნენესგან აღარაფერია დარჩენილი და შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემს გვერდით სხვა ნენე დგას, მაგრამ იგივე სახით. შაკომ პირობა ვერ შეასრულა კომპანიაში მოულოდნელი მიზეზების გამო და მთელ დღეებს და ზოგჯერ ღამეებსაც კომპანიაში ატარებდა, ნენე კი თავს კარგად გრძნობდა და ტკბებოდა შაკოს გვერდით ყოფნით ერთ დღესაც კომპიუტერი ჩართო და სოციალურ ქსელში შევიდა, იქ ნახულმა შეტყობინებამ შოკში ჩააგდო. -ფრთხილად იყავი, ეჭვი აქვთ და რომ შეძლო დამირეკე. მინდა იცოდე რომ სანდრომ გაგვყიდა, გივიც იპოვეს და დაკავებულია მხოლოდ მე დავრჩი და ქვეყნიდან მივდივარ თუ დამიჭერენ შენც დამიმშვენებ გვერდს ლამაზო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.