დრო მიდის თავი1
ქალაქში წვიმს მაგრამ არ ცივა,ფანჯრიდან ვიყურები და როგორც ყოველთვის ჩემთვის ფიქრებში გავერთე ისე, რომ ვერ დავინახე როგორ შემოვიდა ჩემს ოთახში მარიამი ჩემი არაბიოლოგიური და არაბიოლოგიურიო იმიტომ ვამბობ რომ მხოლოდ მშობლები გვყავს სხვადასხვა,მოიპარებოდა ჩემთან და უცებ შემომახტა ზურგზე და თან კისკისებდა,როგორც სჩვევია კისკისებდა თან. დამავიწყდა გაგცნობოდით მე ლილე ვარ 25წლის,მაქვს გრძელი წუთური თმა,რომელიც ყოველთვის ყველას ყურადღებას იქცევს...მოკლედ მყავს დედა მაკო,მამა 15წლის ვიყავი,რომ დაიღუპა,ესეც პირველი სტრესი ჩემი ცხოვრების,მამასთან განსხვავებული ურთიერთობა მქონდა,პატარაობიდან მის კალთას ვიყავი გამოკერებული და არ ვშორდებოდი,არც მასთან ვუშვებდი ვინმეს..მინდოდა მარტო ჩემი მამიკო ყოფილიყო,ყველას ეცინებოდა ამ ჩემს ეგოისტურ ჩვევაზე, ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ოდესმე მამას გარეშე მომიწევდა ცხოვრება ეს ჩემს ყველაზე ცუდ ფიქრებშიც კი არ იყო,ერთ დღესაც როდესაც მისი სახლში მოსვლის დრო მოვიდა,როგორც ყოველთვის კარებს ვეცი და გავაღე მაგრამ მამას მაგივრად შეწუხებული პილიციელების სახე დავინახე,რომელთა თვალებშიც მხოლოდ სიბრალული იკითხებოდა,მითხრეს რომ დედასთვის დამეძახა,მაკოს დავუძახე და მაშინ უთხრეს ,რომ მამას გულის შეტევა დაემართა და სასწრაფოს მოსვლამდე დაიღუპა,იმ წუთიდან აღარაფერი მახსოვს,მხოლოდ კადრები,ადამიანები რომლებიც მოდიოდნენ და სიბრალულით გვიყურებდნენ მე და მაკოს,მამას საფლავზე იშვიათად დავდივარ და ყოველთვის მარტო,როდესაც რამე მაქვს მოსაყოლი ყოველთვის ვიცი,რომ მომისმენს ვიცი სადღაც არის და იქიდან მიყურებს,ვიცი რომ მხედავს და ისევ ისე მიღიმის როგორც ადრე..მაკო არ გათხოვილა,მე ამის წინააღმდეგი არ ვიქნებოდი,იმიტომ რომ ის ახალგაზრდა ქალია რომელსაც გვერდით მამაკაცი სჭირდება,მაგრამ არა მაკოს ალექსი ისე უყვარდა რომ მეეჭვება ვინმესთვის ისევ იმ თვალებით შეეხედა. ამ მძიმე პერიოდში მხოლოდ მარიამი დამიდგა გვერდით,ყველა ჩემი მეგობარი გაქრა მაშინ,მხოლოდ მარიამი იყო მთელი დღეები ჩემთან,თავს ჩავუდებდი კალთაში და კედლებს ვუყურებდი.მაგრამ ერთ დღესაც,როდესაც მეზობლების ლაპარაკი გავიგე,როგორი სიბრალულით ლაპარაკობდნენ ჩემზე და დედაზე,გადავწყვიტე ფეხზე ავმდგარიყავი და ცხოვრება გამეგრძელებინა,რადგანაც ვიცი მამას ეს არ მოეწონებოდა,დაბრუნდი სკოლაში და გავაგრძელე სწავლა ასე გავიდა 10წელი.მე და მაკომ ვისწავლეთ მამას გარეშე ცხოვრება,მაკო საქართველოს ბანკში მუშაობდა საკმაოდ კარგ თანამდებობაზე,ამიტომ შემოსავალს არ ვუჩიოდით..მე კი სამედიცინოზე ვსწავლობდი ქირურგიის განხრით,მინდოდა ყველა ის ადამიანი გადამრჩინა,რომელიც მამას სიტუაციაში აღმოჩნდა.არ ვუარყობ ბევრ ბიჭს მოვწონდი მაგრამ,არავის ვაქცევდი ყურადღებას,ჩემი მთავარი მიზანი იყო,კარგად მესწავლა და დედას დავხმარებოდი,მინდოდა მისი იმედები გამემართლებიდა და მისი შრომა დამეფასებინა.საბედნიეროდ მარიამმაც სამედიცინოზე ჩააბარა და ჯგუფელები ვიყავით,მაკო და ლელა (მარიამის დედა) სულ იმაზე ხუმრობდნენ,რომ თქვენი დაშორება შეუძლებელიაო ..ალბათ ასეც იყო,მისი დამსახურებააა ახლა ფეხზე რომ ვარ..მოკლედ მარიამი გადარეული გოგოა ყოველთვის ასე შემომივარდება ხოლმე და მომახტება უკ ნიდან,ჩემდეგ კი მთელს ხმაზე კისკისებს. ბავშვებო საცდელად დავდე...ღირს გაგრძელება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.