ხელი არ გამიშვა [სრულად]
1.05.2021- ეს არის დრო ,როდესაც კირასა და დუდას ისტორიის წერა დავიწყე. თითქმის წერთი წელი გამიგრძელდა აზრების დალაგების პროცესი, სიტყვების პოვნისა და იდეების განხორციელებისთვის საჭირო ემოციების სწორად შესაფუთად ბევრი ვეცადე. საკუთარ თავს ვებრძოდი, რომ როგორმე არჩეული გზიდან არ გადამეხვია და მთავარი გმირები არ მექცია სულ სხვა პიროვნებებად. ვფიქრობ ჩანაფიქრი ავასრულე, ესაა პირველი და უკაანასკნელი ისტორია სადაც ასეთი გარდამავალია ზღვარი სისუსტესა და ძლიერებას შორის. დასასრული ვფიქრობ ისეთია ისტორიას რომ არ შეეფერება,მაგრამ სხვაგვარად არ გამოვიდა, როგორც აღვნიშნე ერთი წელია ვწერ და გონება კვლავ იგივე კადრებს აბრუნებს ე.ი დასასრულიც ასეთი უნდა ყოფილიყო. გმადლობთ რომ მელოდით, მომყვებოდით, არ გავიწყდებით და ერთგულად მიფერადებთ ცხოვრებას. მომავალ ისტორიამდე გემშვიდობებით, რომელიც აუცილებლად იქნება! გონება გაქცევას სთხოვდა, დანაშაულის შეგრძნება სულს უხუთავდა მიდიოდა და ერთი ნაწილი ნაბიჯის უკან გადადგმას უბრძანებდა , სასწრაფოდ შებრუნებას , უსაფრთხო ადგილას დამალვას , გამოკეტვას იქ სადაც ვერავინ იპოვნიდა . სვლას აგრძელებდა, საკუთარ თავში გაჩაღებული დაუსრულებელი ომი კი ახალ ბრძოლაში იყო ჩაბმული პირველად აირჩია მეორე მხარე, დაბრუნდა იქ სადაც ეგულებოდა ერთადერთი ადამიანი ვისაც უყვარდა. სახლი რომელშიც შევიდა მისი არ იყო, იმ კედლებთან არაფერი აკავშირებდა , ირგვლივ ყველაფერი უმნიშვნელო იყო მხოლოდ იმ ერთადერთზე ამყარებდა უკანასკნელ იმედს, იმედს რომელზეც ცხოვრებით გახლდათ დამოკიდებული. მთელი სხეულით თრთოდა, გრძელი პერანგის მკლავები თითებამდე სწვდებოდა , არეული თმები, ფერმკრთალი სახე, ცარიელი თვალები და მზერა,რომელიც მდუმარე სახლში ერთადერთ სულიერს დაეძებდა. -ოთახში შესვლა არ გაბედო - კარის სახელურზე ჰქონდა თითები შემოხვეული ზურგს უკან ხმა რომ გაიგო . მთელს სახლს მოედო კაცის ხმამაღლა ნათქვამი სიტყვები -დუდა - ჩუმად თქვა კაცის სახელი და ნელა შებრუნდა. სისხლისფერი კაპილარებით გარშემორტყმული ცისფერი სფეროები ზიზღრს აჩვენებდნენ მხოლოდ . ერთი ნაწილი ისევ გაქცევისკენ მოუწოდებდა, კიდევ ერთ არგუმენტს აჩვენებდა -რა არსება ხარ საერთოდ - თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა ქალი და მერე მისკენ დაიძრა- მიპასუხე ვინ ხარ ასეთი ... ამდენად ბნელი ,ასეთი ავხორცი როგორ ხარ . ბავშვი მოკალი და პირდაპირ საყვარელთან გაიქცევი? დაგიბრუნდა? გილოცავ ...მიიღე ის რაც მთელი წელი გაკლდა? ასეთი ხარ სიამოვნების მიღების შემდეგ? - ყბაზე მოუჭირა თითები და თავი ააწევინა- ხმა ამოიღე -მაპატიე ... გთხოვ - ცრემლები უსერავდნენ მიტკლისფერ კანს -რა გაპატიო ...რომელი ერთი ცოდვა. ამ ცრემლების გამო კიდევ რაზე შემიძლია თვალის დახუჭვა. დავბრმავდი , შენი სიყვარულით დიდი ხნის წინ დავბრმავდი და იმდენი მოახერხე ბრმამაც დავინახე შენში ფესვებგადგმული ეშმაკი - ცრემლები შეუმშრალა , სველ თითებს დახედა და ისევ უკან დაიხედა- მადლობა ... სამუდამოდ გამათავისუფლე შენს მიმართ არსებული გრძნობებისგან -ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ გგონია -კედელს ეყრდნობოდა ფეხზე დგომა რომ შესძლებოდა - გეფიცები არაფერს დავიტოვებ ჩემს თავში ჩამარხულ არცერთ ამბავს ...ბოლომდე გავშიშვლდები შენს წინ თუ -კიდევ დაგრჩა რამე? მე იქ დაგინახე აბორტის გაკეთების შემდეგ მთვრალი,მოცეკვავე.შესანიშნავად ჩანდა შენი ცივსისხლიანობა, შენი გახრწნილი სული ... -ერთი შანსი მჭირდება ... უკანასკნელი შანსი ჩვენთვის - მის თვალებს ეძებდა, ბიჭი მზერას არიდებდა ,მაგრამ მაინც იმედი ჰქონდა,რომ ასე შესძლებდა საკუთარი ტკივილის და გულწრფელობის ჩვენებას -შენი საყვარლის პერანგით, ნახევრად შიშველი , მისი სუნით გაჟღენთილი დგახარ ჩემს წინ მას შემდეგ რაც ჩვენი შვილი მოკალი და შანსს მთხოვ? ასეთი იდიოტი ვარ შენი აზრით ? ამდენად გამოვყლ.ვდები რომ ჩემს გვერდით დარჩენის უფლებას მოგცემ? რა გინდა ჩემგან მითხარი...აუცილებლად უნდა გცემო, ნამდვილ მოძალადედ ვიქცე ?გინდა თავი მომაკვლევინო? გამაგებინეე რა ჯანდაბა გინდა ჩემგან . ფსკერზე დამიყვანე , გამანადგურე და კიდევ არ მანებებ თავს - ისევ მიუახლოვდა, ამჯერად გვერდით გასწია თავად ჩამოსწია სახელური , ხმაურით მიეხეთქა კარი კედელს და გამოჩნდა ნახევრად გამზადებული ბავშვის ოთახი - შეხედე ...მოდი - მკლავში წვდა და გაქვავებული სხეული ძალით შეიყვანა საძინებელში - სანამ შენ ჩემს შვილს გგლეჯდნენ მუცლიდან მე სულელი მაღაზიებში დავრბოდი ...საწოლის აწყობა ვერ მოვასწარი - ხელი შეუვშა დაშლილი კონსტრუქციის ნაწილი აიღო და კედელს მიანარცხა- ორი დღეც არ გიფიქრია ... ორი დღეც კი არ დაიცადე ,რისთვის მხოლოდ იმიტომ რომ შენი ალექსანდრე ცოცხალი აღმოჩნდა და როგორც იქნა დაბრუნდა? არ შეგეძლო ბავშვი გაგეჩინა და მერე ყოფილიყავი მასთან? სულ რამდენიმე თვე ასეთი რთული იყო? იმდენად ვერ მიტან ჩემი ნაწილი ორი დღეც ვერ აიტანე ...საკუთარი ნაწილიც კი დაივიწყე ჩემი სიძულვილის გამო? რატომ , რატომ გეზიზღები ასე შეგიძლია მითხრა? არა , არ შეგიძლია მე შენთვის სიყვარულის გარდა არაფერი მომიცია - დაჭრილი,დატყვევბული მხეცივით დადიოდა, ღრიალებდა, თავს ძლივს იკავებდა კირას რომ არ მივარდნოდა . ისე უნდოდა მისთვის რამის დაშავება იმასაც ვერ აღიქვამდა როგორ მძიმედ იყო მის წინ მდგომი . მკვლელი და თან ვისი? საკუთარი ნაწილის ,დაუცველი, ჯერ კიდევ განუვითარებელი ქმნილების რომელსაც სიცოცხლის უფლება უნდა ჰქონოდა. -ჩემი ნაწილი ვერ ავიტანე ...ჩემნაირს ვერ მივეცი არსებობის უფლება. საკუთარ თავს ვერ მივცემდი დედობის უფლებას, არ შეიძლება მე რომ დედა ვიყო და ჩემნაირი გავზარდო. არ შეიძლება ... ვერ გავიმეტე მე ღმერთო მე ... მე- სიტყვებს ვერ ალაგებდა, დაბინდული მზერით ვეღარც ხედავდა კაცს . მუხლებზე დაეშვა , ფერად ხალიჩას ხელისგულებით ეყრდნობოდა ,თავი ისე დახარა შუბლი თითქმის მიაბჯინა იატაკს - ამ სამყაროში თუ ვინმეს მიმართ დადებითი გრძნობა მაქვს , მხოლოდ შენ ხარ. შენ და სხვა არავინ ...მარტო შენ და მე შენგან თუ წავალ აღარაფერი დამრჩება . მოვკვდები, დუდა ... გთხოვ რაც გინდა ის გამიკეთე,როგორც გინდა ისე გადამიხადე ოღონდ არ გამიშვა ....ყველაფერი აქედან დაიწყო ... წყეული ჯოჯოხეთი ზუსტად იმ ადგილიდან - განადგურებულ ეზოს უყურებდა და წარსულში მოგზაურობდა.წარსულში შექმნილი ნათელი და ბნელი მოგონებები მომავლისკენ მიმავალ გზაზე თან მიგვყვებიან . დავიწყების მცდელობისას სიზმრებად იქცევიან ,კოშმარებად მოგვევლინებიან და ასე შეგვახსენებენ თავს. სიცოცხლეში გამოცდილი ჯოჯოხეთის ალისგან მიყენებული ჭრილობები კი სამუდამოდ სულში რჩებიან . გონება წარუშლელად აღიდგენდა ქალის ცხოვრებაში პირველად გაჩენილი უბედურების კადრებს , დამანგრეველ ნახტომს ბედნიერების მწვერვალიდან წყვდიადით მოცულ უსფკრულში- დღეს რა რიცხვია - ფრთხილად წამოჯდა შემდეგ კი ფეხზე დადგომაც მოახერხა. დერეფნის ბოლოს დაბურული ფანჯარა იყო , ხეების მაღალი ტანი მეორე სართულამდე არწევდა და ბაღში არსებულ სიცოცხლეზე მიანიშნებდა. თავში კი ტკივილისგან ბზარები ჩნდებოდა იცოდა,რომ იქ არ იყო იმ სახლში არ იყო,მაგრამ მაინც ხედავდა -იმდენად გინდოდა ჩემი შვილი მოგეკლა, რომ მამაშენის გარდაცვალების თარიღიც დაგავიწყდა. მკვლელი გახდი ზუსტად იმ დღეს! - დაუნდობელი გახდა კაცის ტონი, ეს იყო დასასრული -წყეული დღე - ჩუმად თქვა და სახეზე ხელები ჩამოისვა- მერამდენედ უნდა დამტოვო ამ სამყაროში? - მაღლა აიხედა ,თითქოს ღმერთისგან ელოდა პასუხს, გონება იმდენად ჰქონდა არეული,რომ რეალობისა და წარმოსახვის გარჩევა აღარ შეეძლო -20 ივნისს მამას დაბადების დღეა! იმ დღესაც ცხოვრების განვლილ 40 წელს აღნიშნავდა. ჩემი დაჟინებული მოთხოვნით რესტორანში არ წავედით, ფოტოსესიის მოწყობა მქონდა დაგეგმილი . ჩემი ცნობილობა მაბედნიერებდა, მამაჩემის შვილობა დამატებით სიამაყეს მძენდა- გონებაში გაცოცხლებული კადრები იმ ადგილისკენ მიიწევდა სადაც ყველაფერი მოხდა - როგორი ფერადი იყო ყველაფერი , რამდენად ძლიერ მიყვარდა ცხოვრება მანამ სანამ გიორგი არსებობდა... შენსავით ვერ იტანდა ფოტოების გადაღებას , შეთანხმება დავდეთ და წელიწადში ერთხელ მაინც თანხმდებოდა ფოტოსესიას. ამ დროს ცნობილი მოდელის მამა ვარ ,ჩემი მინისტრობის შესახებ შენმა თანატოლებმა საერთოდ არ იციანო - თვალები დახუჭა, უკანასკნელ იმედს ებღაუჭებოდა - ღვინის ჭიქით ხელში იდგა და მელოდა . დღის ბოლოს ჩამავალი მზე მის მხარეს ანათებდა , მახსოვს ატმისყვავილისფერი კაბა მეცვა ,რომლის გრძელი ბოლო მწვანე მინდორზე მისრიალებდა. მცხელოდა, სახე მიხურდა და თითებს წამდაუწუმ ლოყებზე ვიფარებდი , ის კი მიყურებდა და იღიმოდა. სულ ერთი ნაბიჯი მჭირდებოდა მამის მკლავებში მოხვედრამდე , ერთადერთი სვლა მისგან წამოსული სითბოს შესაგრძნობად გაურკვეველი ადგილიდან ნასროლმა ტყვიამ სინათლის სიჩქარით ჩამიარა გვერდი და ჩემს გიორგის მოხვდა. გასროლის ხმაც კი არ გამიგია მხოლოდ შემდეგ ატეხილი პანიკა ისმოდა ფონად , ალისფერმა სითხემ იხეთქა მამას სხეულიდან, წამში დაასრულა სიცოცხლე,რომელიც ასე გამეტებით უყვარდა იმ პატარა გოგონას...- მწვანე თვალები სითხით გაევსო, ცრემლები სახეს უსველებდნენ. ყველაფერს ისე ხედავდა თითქოს თავიდან მეორდებოდა ,მაგრამ ამჯერად ის პატარა გოგონა არ იყო,მასთან საერთო არაფერი ჰქონდა ახლა სულ სხვა ტრაგედია ტრიალებდა მის ცხოვრებაში და მაინც აგრძელებდა საუბარს, გათავისუფლების უშედეგო მცდელობა ჰქონდა - ერთმანეთში არეული სხეულები თავის გადარჩენას ცდილობდნენ გოგონა კი გაშეშებული იდგა სისხლის წვეთებით სახეზე . წამის შემდეგ სისხლის გუბეში მუხლებზე დაცემული სასოწარკვეთილებით მოცული განწირული კიოდა , თავისი წვრილი ,გალეული ხელებით ცდილობდა კაცის მიწიდან წამოყენებას, ჟანგის სუნს გრძნობდა მხოლოდ,უკვე გამქრალიყო საყვარელი სურნელი, სითბოშერჩენილი მკლავები აღარ ეხვეოდნენ , ღიად დარჩენილი თვალები მხოლოდ სიცარიელეს აჩვენებდნენ არსად იყო მათში არსებული სიყვარული . სიმშვიდეც გამქრალიყო სულ ერთ წამში ,ერთი გასროლით გაუაზრებლად დასრულდა ერთი სიცოცხლე და ერთი ცხოვრება არსებობით ჩანაცვლდა . ცხოვრობდა და მერე აღარ , სუნთქავდა და მერე ვეღარ . სრული სიჩუმე იყო სხეულის მარცხენა მხარეს . ურეაქციობა გოგონას მოთქმაზე,რომლის ერთი ცრემლის გამო სამყაროს გადატრიალება შეეძლო .- კვლავ გაჩუმდა,ხმა დაკარგა . მხოლოდ დუდას გრძნობდა , ზურგს უკან მდგომს გულისცემა აჩქარებოდა, სიბრალულისგან სული აღარ ეწვოდა, მას ახლა მხოლოდ საკუთარი ტკივილი ტკიოდა- შენ ხომ ის გოგო გიყვარდა იმ ადგილას რომ დასრულდა - უკან არ მიუხედავს ისე თქვა და ეცადა ჰაერი ჩაესუნთქა საუბრის გაგრძელება რომ შესძლებოდა . სპაზმისგან ტკივილი იგრძნო, მკერდიდან მოხრჩობის მსგავსი ხმა ამოუშვა და ხელისგული მარცხენა მხარეს მიიბჯინა - შენ მე არ გიყვარვარ ...შენ ის გიყვარდა ისეთივე წრფელი,სუფთა გრძნობით როგორიც თავად ის გოგო იყო. თქვენ ორი საოცრად ჰგავდით , თითქოს ერთი მთლიანობა იყავით ...სულის ორი ნაწილი. იქნებ შევძლო დაბრუნება, მე - თავადაც არ სჯეროდა საკუთარი დაპირების , კაცმაც არ ადროვა უკანასკნელი დარტყმა მიაყენა -ჩემი სიყვარულიც 14 წლის წინ მოკვდა ! მართალი იყავი, მთელი ეს დრო სიმართლეს მეუბნებოდი. მარტო დარჩენილმა გოგონამ სრულიად დაკარგა საკუთარი თავი ... შენ ის აღარ ხარ , ნამდვილად სხვანაირი იქნებოდა ახლა ჩემი სიყვარული. ოქროსფერთმიანი ,ღიმილა, ღაწვებშეფარკლული მორცხვი გოგონა ციმციმა მწვანეებით შავად შეღებილი ,მოკლე თმით, ირონიით, უტიფრობით, უსირცხვილობით, ცოდვებით დაამძიმე და ასე მოკალი ჩემი ოცნება გოგო,კირა? ! ახლა კი საკუთარ სულთან ერთად ჯერ არ დაბადებული , უცოდველი არსების სიცოცხლე დაუნდობლად მოიშორე - არ ეხებოდა, თავდახრლი იდგა ქალის უკან და მაინც გრძნობდა მის ყველა ამოსუნთქვას. შეხების სურვილი მოჰყვებოდა მუხტს,მაგრამ ტკივილი აჩერებდა ყველა სხვა შეგრძნებას- იმ გოგოს მუდამ ყვავილების, მზის , გაზაფხულის სურნელი ჰქონდა შენ კი სიგარეტის ,ალკოჰოლის , სხვა კაცის და უკვე სისხლის სუნი აგდის , საკუთარი ნაწილის -რატომ შემომთავაზე ცოლობა ... მიუწვდომელი ოცნებისგან შემორჩენილი ნაწილის მიღების მუღამი გკლავდა და რა მიიღე ამ მიზნის მიღწევით? ტვირთი ,რომელმაც ასეთი დაუნდობელი გაგხადა , შემიძულე, საბოლოოდ მაინც მოვახერხე ... - ვერ გიტანდი სხვა კაცების ნაფერებს , ნარკოტიკებით მოშხამულს, მოსაწევის სუნით გაჟღენთილს, არეულს, გონება დაბინდულს , გამოფიტულს და ჩამქრალს . ადრე მინდოდა ყელში გვწდომოდი და ის ქალი მომეკლა შენ რომ გახრჩობდა. ჩემი კირა შენში იყო, მჯეროდა იქ იყო და გათავისუფლება სჭირდებოდა,მჯეროდა შემეძო შენი შველა და ყველაფერს გპატიობდი. მიჭირდა,მაგრამ მის სურნელსაც ვგრძნობდი, შენი ქერა თმა ისევ იზრდებოდა , შენი მწვანე თვალები მგონია,რომ სულ შველას მთხოვდნენ და ვრჩებოდი , როგორც დაგპირდი დავრჩი მანამ სანამ სიკვდილმა არ დაგვაშორა ... სიკვდილმა,რომელიც თავად შექმენი -ხელი არ გამიშვა, უშენოდ მოვკვდები - გამორიცხულია! შენ ახლა ყველაზე ბედნიერი, სიამოვნებით სავსე დრო გელის წინ შენს საყვარელ კაცთან ერთად -ყველაფერი სამუდამოდ მორჩა . ყველა და ყველაფერი დასრულდა შენს გარდა . გემუდარები - პერანგი ისე შემოიგლიჯა ტანზე თითქოს ის ახრჩობდა, ის იყო უჰაერობის ერთადერთი მიზეზი . მუხლებზე მდგომი, შიშველი, ცარიელი, დაჭრილი,სრულიად დანაწევრებული სულით დაბინდულ მზერას არ აშორებდა არეულ კაცს . ის ვერ მიუხვდა, ვერ ხედავდა არ შეეძლო სულის სიღრმეში ჩასვლა, ვერ დიანახა საკუთარი დრამის მიღმა მისი . ხელგაწვდენილს ზურგი აქცია და სრულიად მარტო დატოვა უფსკრულის პირზე მდგომი. ისე ახლოს იყო იქედან დასასრული სულის შებერვაც საკმარისი იქნებოდა მან კი ხელი ჰკრა . უარყოფილმა არსებობით დამძიმებული სხეული დასასრულებლად უბედურების დასაწყისამდე მიიყვანა... მოგონებებით სავსე სახლის შუაგულში იდგა , იმ სახლის ცოტა ხნის წინ რომ ეჩვენებოდა. მზის სხივები ფარდებს შორის აღწევდნენ და ცენტრისკენ მიიწევდნენ , მტვრის ნაწილაკები რითმულად ცეკვავდნენ . ტრიალებდა , სხეულს ზლაზვნით მიათრევდა ,სული გაქცევას ნატრობდა. პატარა გოგონა დაინახა იმ კედლებში წლების განმავლობაში ბედნიერებით სავსე რომ ცხოვრობდა , გაეღიმა მისი დაჭერა მოუნდა, უკან გაყოლა , სილამაზით ტკბობა ,რომელიც სიცოცხლით სავსე მზერაში ირეკლებოდა . მტვრის ნაწილაკებივით იფანტებოდნენ კადრები, ხედავდა მამას და ვერ გრძნობდა წლებისგან გაცრეცილ შეგრძნებას ვეღარ პოულობდა . მოგონებებმაც დაკარგეს ძალა, წარსულმა შთანთქა და მათი ადგილი სიბნელემ დაიკავა. ამქვეყნიური ჯოჯოხეთი დაიწყო. ზოგჯერ ასეც ხდება, სრულიად უცოდველს სასჯელი ევლინება და შემდეგ ხდება ცოდვილი . ჯერ იყო ტანჯვა და შემდეგ დანაშაულის ულევი სია . ერთი გოგონა მეორეს დამახინჯებულ ასლად გადაიქცა, იგივე სხეულით სრულიად სხვა ქმნილება აგრძელებდა არსებობას. მთელი სიცხადით გრძნობდა დასასრულის მოახლოებას. მამის ღიმილიან,მომლოდინე სახეს ხედავდა , იქ ელოდა ის ვისაც იმ სახით დაუბრუნდებოდა რომელიც მასთან ერთად დაკარგა. ქერათმიანი პატარა გოგონას სახის კონტურში დუდასთან მსგავსება რომ იპოვნა მიხვდა საკუთარ მსხვერპლს ხედავდა და მასთან მიახლოება ვერ გაბედა. შენელებული გულისცემა გაჩერებას საკუთარი ნებით არ აპირებდა . ერთი ნაწილი კვლავ ახსენებდა ბედნიერების განცდას ოცნებებში ჩაკარგულმა პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში,რომ განიცადა მაშინაც გოგონა წარმოიდგინა ,მაგრამ მეორე ნაწილმა აჯობა , სიბნელემ შთანთქა სინათლედ შემოპარული ოცნება. გამოსახულება გაიდღაბნა, ბოლოს საერთოდ გაქრა და გამოჩნდა სითხის გრამები ხელისგულზე მოთავსებულ შპრიცში . დავიწყებულ საწამლავს მოუთმენლად ელოდა ძარღვებში დუნედ მოძრავი სისხლი . უბრძოლველად ასრულებდა სიცოცხლეს , კადრებად მიჰქროდნენ 28 წლის განმავლობაში გავლილი გზები და თან მიჰყვებოდათ სინათლისა და სიბნელის მუდმივი ომი . იმდენად სუსტი იყო სხივები , იმდენად ცოტა ,რომ მათი დათვლაც შეეძლო . გრძნობდა უამრავს და ხედავდა ერთს , დუდას წარმოსახვითი სახე ზღვარზე მდგომს რეალურად გადაექცა. საწამლავის მოქმედებამ გათიშა ყველა შეგრძნება, გაჩერდა გულიცა და გონებაც , დასრულდა ომი საკუთარ თავან, ბრძოლა ცხოვრებასთან , ჯოჯოხეთის ცეცხლიც ჩაქრა, სულმა მონატრებული თავისუფლება მიიღო ,დრომ სვლა შეწყვიტა . .........სამი წლით ადრე ........ დილიდან ებრძოდნენ წარსულის ლანდები. ამაოდ ცდილობდა ფეხზე მყარად დგომას, საყრდენგამოცლილი უყურებდა ეკრანზე გამოსახული წყვილის ფოტოებს, სტატიის წაკითხვა არც უფიქრია, მხოლოდ მათ სახეებს აკვირდებოდა და გაორებული შეგრძნებების დალაგება ისევ არ გამოსდიოდა. მიტოვებული ქალი შურით ივსებოდა, ეზიზღებოდა სხვა იმ კაცის გვერდით ვისთანაც წლები სიმშვიდეში გაატარა , ვინც წამლად ჰყავდა და მაინც მეორე მხარე მადლიერებას გამოხატავდა, ცივი გონებით აფასებდა მათ ცხოვრებას , ბედნიერებას უსურვებდა ალექსანდრეს და მას ამისთვის მარიამი სჭირდებოდა , ეს ცხადზე უცხადესი იყო კირასთვის. თავის მოტყუება , რეალობისგან გაქცევა და შეცდომების დაშვება მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახლდათ,მაგრამ ამ შემთხვევაში ჩარევას არ აპირებდა, მათ ამბავში ბოროტი გმირის როლს არ მოირგებდა, ამისთვის ზედმეტად ჭკვიანი იყო. თავის ტკივილს ვერაფერი მოუხერხა, ახალი საქმეც არ გამოუჩნდა, არაფერი მოსწონდა და თუ პროექტით ძალიან არ იქნებოდა მოხიბლული ისე საქმისგან სიამოვნების მიღება არ გამოსდიოდა ,ძალდატანებით კი არაფერს აკეთებდა. სულ ერთ წამში გაუნათდდა გონება, ახალი მიმართულება აიღო და რამდენიმე წამის შემდეგ შეხვედრისთვის მზადებას შეუდგა. სარკის წინ საკუთარ გამომეტყველებას ბავშვური მღელვარებით რომ ათვალიერებდა ამას ვერ იაზრებდა, არც უცნაურად შეცვლილი გულის ტონები აღუქვია გონებას. ღიღინებდა სახლიდან რომ გავიდა, მანქანაშიც მუსიკას უსმენდა და ახალი გასართობის პოვნით აღფრთოვანებული მიისწრაფვოდა სამიზნისაკენ. -შეგეძლო თავად გეთხოვა - კაბინეტში მისალმების გარეშე შევიდა და ანთებული ღამისფერები მიანათა სავარძელში მჯდომს -კირა - კაცი მაშინვე აფორიაქდა, პირველი ემოციის დამალვა ვერ შეძლო. დიდი ხანი იყო გასული ბოლო შეხვედრიდან -აქ რამ მოგიყვანა? -ჩემს მენეჯერთან შენი ხელქვეითი რატომ კონტაქტობს ამიხსნი? ამდენად უცხოები ვართ თუ იმდენად აგივარდა თავში მიღწეული წარმატება ,რომ უბრალო მოდელთან კონტრაქტი უმნიშვნელოა - მოჩვენებითი წყენა და ბრაზი ერთმანეთს შეურია , შინაგანად კი გართობას იწყებდა -სიმართლე გითხრა არც ვიცოდი თუ შენზე შეაჩერებდნენ არჩევანს ... რეკლამაში მე არ ვერევი ამისთვის მყავს ხალხი -გასაგებიაა...ბატონო დუდა მაშ დაგტოვებთ და თქვენს სწერვა პიარ მენეჯერს ავახვევინებ - მტკიცედ განუცხადა, შებრუნდა და ნაბიჯი კვლავ კარისაკენ გადადგა -მოიცადე - სწრაფად მიუახლოვდა. ისეთი აღელვებული იყო გდაშლილ წიგნს ჰგავდა, ქალი ყველა მის ემოციას ხედავდა და სულ უფრო მეტად უციმციმებდა თვალები. მასში არსებული ეშმაკი ჩუმად ქირქილებდა - დავივიწყოთ საქმე და ყველა მასთან დაკავშირებული . სადმე დავსხდეთ ,ვისაუბროთ ... თუ დრო გაქვს - თვალმოუშორებლად უყურებდა ქალის წყვდიადისფერ სფეროებს და პასუხს გულაჩქარებული ელოდა -თქვენმა მდივანმა ძლივს შემომიშვა დაკავებულია ბატონი დუდაო , მთელი განრიგი სავსე გაქვს და ჩემთვის დროს გამონახავ?- არადა კაბინეტში შესვლამდე მდივნისთვის ზედაც არ შეუხედავს -კირა,გთხოვ არ გინდა თავის მოკატუნება. შესანიშნავად იცი,რომ შენთვის დრო ყოველთვის მაქვს და შენზე არავითარი შეზღუდვა მოქმედებს - იმდენად გულწრფელი იყო ქალმაც ვერ შეიკავა ღიმილი - წავედით? -ბატონო დუდა თქვენ ისეთი პროგრესიით ხდებით ცნობილი ,რომ მგონი ამ შანსის გამოყენება ღირს. ვინ იცის კიდევ როდის შევხვდებით - კვლავ აგრძელებდა თამაშს, კარში პირველი გავიდა, განგებ შეჩერდა კაცს რომ შეხებოდა, მთელი არსებით გრძნობდა მის მთელ არსებაში დატრიალებულ ცვლილებებს. მის მარიონეტად გადაქცევას მყარი თოკები დასჭირდებოდა,რომელიც სულ მალე ხელთ ექნებოდა -ანი მე გავდივარ და დღეისთვის ჩანიშნული შეხვედრები გადადე -კი ,მაგრამ ბატონო დუდა -დაგიკავშირდები მოგვიანებით - გოგონას სხვა არაფრის თქმა ადროვა, ვერ ითმენდა ისე სურდა ქალთან მეტი დროის გატარება დერეფანში თითქოს მშვიდად,მაგრამ მაინც ხმაურიანად მიაბიჯებდნენ. ყველა კარგად იცნობდა კირას,რომელიც თავისი ცხოვრებით ბევრის ინტერესს იწვევდა. -ბევრი დრო არ მაქვს , შენი ნიტაც ისე დავტოვე მგონი ისევ მელოდება და იმედი აქვს ,რომ მასთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას -როგორ შეგეცვალა ხასიათი - იმედგაცრუების კვალი ჩანდა მის მზერაში - ჩემი ნიტა რატომ არ მოგეწონა. არადა დარწმუნების ნიჭი აქვს -დარწმუნების ნიჭი რომ ჰქონოდა დიდი ხნის წინ გახდებოდა შენი ცოლი- ჩაიცინა და გვერდულად გახედა- რა? არ გახსოვს ჩვენს სკოლაში რომ სწავლობდა? -არ ვიცოდი ... არ უთქვამს -დაბნეული უყურებდა, ნამდვილად ვერ მიხვდა რა აზრები ტრიალებდა ქალის თავში გზის მოპირდაპირე მხარეს მდებარე კაფეში შევიდნენ. კაცმა ისეთი ადგილი აარჩია კირას რომ მოეწონებოდა და ეკომფორტულებოდა, მენიუსთვის არც შეუხედავს ისე მისცა შეკვეთა და შემდეგ კვლავ შეხედა -იმედია გემოვნებაც არ შეგეცვალა და ისევ გიყვარს ალუბლის ნამცხვარი ... -შენი გამოჩენა წარსულში დამაბრუნებს ... არ ვიცი მოგშორდე თუ დაგიახლოვდე - ჩუმად თქვა და თვალები დახუჭა- ნიტას გახსენება გამიჭირდა, მაგრამ მისი სწერვობა სავიზიტო ბარათივით დარჩა. გარეგნობის შეცვლა ნიღბად არ გამოდგება , ხასიათი ყიდით -მე მაინც არ მახსოვს ... ჩვენზე პატარაა და ხომ იცი ჩემი კომუნიკაბელურობის ამბავი -როგორი სევდიანი ამბავია...მას დღემდე პლატონურად უყვარხარ შენ კი საერთოდ არ გახსოვს - მოჩვენებითი მწუხარება აესახა სახეზე და მერე გაიცინა-ღმერთო ჩემოო ... როგორ გაბედა მოსულიყო -ჩემთან ნიტაზე სასაუბროდ მოხვედი? -იმდენი რამ გამახსენდა გადავწყვიტე მოვსულიყავი ... შენ როდის აპირებდი ჩემთან შეხვედრას -არ ვიცი ... ალბათ შემთხვევით შევხვდებოდით -ნუთუ - სავარძელს მიეყრდნო და ისევ მზერა გაუსწორა. ჯიუტად არ აშორებდა თვალს, აკვირდებოდა და კაცს სულ უფრო მეტად აფორიაქებდა - მე კი მეგონა მოგენატრებოდი და ჩემი ნახვით გაგახარებდი -გინდა დარწმუნდე,რომ ისევ მიყვარხარ- დუდა აშკარად არ იყო თამაშების მოყვარული. პირდაპირ უთხრა ის რასაც ფიქრობდა და მაგიდას დაეყრდნო - როგორ გგონია ამდენი წლის შემდეგ იმის გათვალისწინებით,რომ წარსულშიც არ გვქონია ურთიერთობა ისევ მექნება გრძნობები შენს მიმართ? -გასაოცარი კაცი ხარ ... 15 წლის ასაკში გაკოცე და ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ მას შემდეგ არც არავის შეხებიხარ იმის შიშით,რომ ჩემს თავს დაგავიწყებდა- მიუახლოვდა , თვალებში უყურებდა და მაცდური ხმით გონებას ურევდა -შენ სრულიად სხვა ხარ ... მე არ შევიცვალე,მაგრამ ჩემი გრძნობები წლებს ვერ გამოჰყვებოდნენ. ისინი იმ გოგონას ეკუთვნოდა ,რომელსაც შენში ვეღარ ვხედავ -გინდა შენი კომპანიის სახე გავხდე ? - თემის შეცვლა არჩია, იქ წარსულის გასახსენებლად არ იყო -შენი გადასაწყვეტია - თემის შეცვლამ მოადუნა , ღრმად ჩაისუნთქა და იმ წამს მიტანილი წყლის ჭიქა ბოლომდე დაცალა. კირა უყურებდა და იღიმოდა -თანახმა ვარ თუ შენ გადამიღებ- სიტყვები გაუაზრებლად თქვა, თავადაც არ მოეწონა შემდგომ ,მაგრამ უკან დაბრუნება აღარ შეეძლო. თავადაც აუჩქარდა გულისცემა, ბავშვობის ნათელი მოგონებები გონებაში ტივტივებდნენ -მე ? მე ,იცი ფოტოებს აღარ ვიღებ . ეგ მეც კი აღარ მახსოვდა შენ როგორ გაგახსენდა - ფერებიც კი შეეცვალა .მისი გონება ზუსტად იმ კადრებს იხსენებდა რასაც კირა -ჩემს გარდა არავინ ხვდებოდა შენს ობიქეტივში... წავედი და ფოტოგრაფიაზეც უარი თქვი? -გატაცება იყო...ადამიანების გადაღება უბრალოდ არ მიყვარდა -მე კი ზუსტად მახსოვს ფოტოგრაფობაზე ოცნებობდი ... საოცრად გამოგდიოდა, უსულო ნივთებს აცოცხლებდი თითქოს. ყველაფერს სხვა თვალით ხედავდი,ისე როგორც არავინ სხვა...შენს ობიექტივში განსხვავებული ხდებოდა ყველა ფერი -ფოტოგრაფი შეგიძლია თავად აირჩიო...ნებისმიერი . ყველაფერი ისე იქნება როგორც მოისურვებ, ამის პირობას გაძლევ -მარტივია ... მე შენ მინდიხარ - მომაჯადოებლად უღიმოდა, თამაშობდა და თავადაც ვერ ხვდებოდა როგორ იხლართებოდა ბადეში,რომელიც წარსულისკენ ექაჩებოდა -კირა,გთხოვ -შენ უნდა გადაწყვიტო რამდენად გინდივარ ... გარისკავ თუ არა - საუბარი მოულოდნელად დაასრულა. წასვლამდე დაიხარა ,ლოყაზე აკოცა და შემდეგ დატოვა არეულ ფიქრებთან. თავს თამაშის წამყვან მოთამაშედ თვლიდა, რომლის წესებსაც თავად შეადგენდა, მხოლოდ იმ მცირე დეტალებს ვერ ითვალისწინებდა. რყევები რომლებიც შიგნიდან დაიწყო, სულის სიღრმეში ნაპრალებს გააჩენდა. …………….. მოსვენება დაუკარგა ქალის გამოჩენამ. დაბრუნებამდე სწორედ მასთან შეხვედრაზე ფიქრობდა, გადაწყვეტილი ჰქონდა ,რომ თავს აარიდებდა და მაქსიმალურად ეცდებოდა მისგან შორს ყოფნას. აღარ უნდოდა თავიდან დაბრუნებოდა იმ აკვიატებულ გრძნობას წლების განმავლობაში უშედეგოდ რომ ებრძოდა. თავს ვერაფერს უხერხებდა, როგორც არ უნდა დაერწმუნებინა ტვინს გული მაინც არ ემორჩილებოდა . სახელის გაგებაც საკმარისი იყო , სახის დანახვა, მის შესახებ რაიმე ამბის მოსმენა . მუდამ ერიდებოდა ჭორების მიღებას, მაგრამ ბოლოს მაინც ყველაფერს ისმენდა . დამოკიდებული იყო და ეს დამოკიდებულება ექცა სისუსტედ ,რომელიც მის ჩამოყალიბებულ გააზრებულ ცხოვრებას შიგნიდან ანგრევდა. გონება უარის თქმას აიძულებდა, მაგრამ მანც მორიგი შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო. ამ ქალს საერთო არაფერი ჰქონდა მის გემოვნებასთან, სურვილებთან , ცხოვრებასთან ,სიმშვიდესთან და მაინც მის გარდა არავინ იზიდავდა , არავინ ართმევდა ძალას ,ვერავინ უზღუდავდა რაციონალური აზროვნების უნარს. უყურებდა ბრბოს შერეულ მოცეკვავეს და მთელი არსებით უნდოდა მისვლა. რამდენიმე ჭიქა ისე დაცალა ვერც გაიაზრა, მთლიანად მასზე იყო გადართული . ხედავდა როგორ ეცეკვა რამდენიმე უცნობ ბიჭს, ყველას ეფლირტავებოდა, იწვევდა, თამაშობდა და ამით ერთობოდა. ნამდვილი მოთამაშე იყო, საერთოდ არ ჰქონდა კომპლექსი , არც ზღვარი გააჩნდა ერთი შეხედვით სიამოვნებისთვის ყველაფერზე წამსვლელ ქალს ჰგავდა. საბოლოოდ დაშალა საზღვარი მოულოდნელად რომ გაუსწორა მზერა, თავისი ანთებული მწვანეებით შებოჭა , დაატყვევა და თავისკენ მიიზიდა. გაუღიმა, შებრუნდა და ბრბოს შეერია. ზუსტად იცოდა დუდა უკან გაჰყვებოდა და ხაფანგისკენ იტყუებდა მსხვერპლს. ალკოჰოლთან ერთად რამდენიმე აბიც ჰქონდა მიღებული,თავს მსუბუქად გრძნობდა და გეგმების დაწყობა ნამდვილად არ შეეძლო. მხოლოდ ფიქრებისგან შორს ყოფნა სურდა, საკუთარი ცხოვრების დავიწყება და დროსთან ბრძოლა, არსებობის გაგრძელება რომელშიც დუდას გამოჩენა წარსულში დაბრუნებისკენ უბიძგებდა და მაინც რაღაც აუხსნელი ძალა მის გამოწვევას ცდილობდა. -ფრთხილად - გრილი ჰაერის შეხებას გრძნობდა მთელს სხეულზე. ფეხსაცმლის ქუსლი ფილებს შორის გაიჭედა და წონასწორობა დაკარგული დაეცემოდა დუდას რომ არ დაეჭირა. მკლავი მუცელზე შემოხვია და წამში გაუთბო გაყინული სხეული- გაიყინები - გრძელი პალტო მოახურა და თმებიც გაუსწორა -დუდა... - რამდენიმე წამს უბრალოდ უყურებდა შემდეგ კი სურვილს აყოლილი გონება კარნახობდა ყველა ნაბიჯს- სახლში დამაბრუნებ ? -რა თქმა უნდა - ბიჭმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო ქალის ნათქვამი, ვერ მიხვდა რას გულისხმობდა. მანქანაში ჩაჯდომის წამიდან გრძნობდა როგორ ეშვებოდა წარსულში, ჭაობივით იყო მოგონებები კაცის შეუცვლელი სურნელი იყო ირგვლივ გამჯდარი , ნარკოტიკივით მოქმედებდა, ჰალუცინაციებს იწვევდა და გონებას ურევდა. ბინის მისამართი უკარნახა და მზერა მიაპყრო _შენც შეიცვალე და მაინც ისევ ისეთი ხარ -ხასიათის ცვლილება არ გამომივიდა , მხოლოდ გარეგნობაზე ვმუშაობდი -ჩემში ხედავ რამეს ძველებურს?- დიდი ხნის დუმილის შემდეგ ჰკითხა . უკვე სადარბაზოსთან იყო მანქანა გაჩერებული,მაგრამ იქედან წასვლა არ უნდოდა, დუდასთან დაშორების სურვილი საერთოდ არ ჰქონდა -შენი თვალები ... ლინზებიც ვერ ცვლის . შენი მწვანეები ყოველთვის სხვაგვარად ანათებენ- შავი ჰქონდა ქალს სფეროები , ძალიან ცოტას ახსოვდა მათი ბუნებრივი ფერი დუდა კი არასდროს ავიწყდებოდა. მზერა გაუსწორა , სიყვარულს ირეკლავდა მისი ცისფერები. კირამ წამში დაფარა მანძილი,მკლავი ყელზე შემოხვია და წლების შემდეგ ისევ შეეხო კაცის მსხვილ ტუჩებს. ამჯერად შესანიშნავად იცოდა რასაც აკეთებდა , მთელი ვნებით კოცნიდა და წინააღმდეგობის სურვილს უქრობდა კაცს. შემდეგ უცებ მოდუნდა, თვალები დახუჭა და გათიშული მიესვენა კაცის მკლავებში. მოულოდნელობისგან მოქმედებაც ძლივს მოახერხა -კირა , გამოფხიზლდი ... სახლში უნდა ახვიდე - სახეზე ნაზად შეახო თითები, ჩუმად ელაპარაკებოდა -არ შემიძლია- მთვრალმა ამოთქვა ისე რომ თვალებიც არ გაუხელია და სავარძელს მიეყრდნო . ბიჭს ეჭვიც არ შეჰპარვია მის სიმართლეში, ნამდვილად უგონოდ მთვრალი ეგონა და საკუთარ თავზე აიღო მისი ბინამდე მიყვანა. კართან მივიდა, მაგრამ ერთდროულად ქალის ხელში დაჭერა და გასაღების საკეტზე მორგება არ შეეძლო, ძლივს მოახერხა . წარბებშეჭკრული აკეთებდა ყველაფერს კირა კი ჩუმად უყურებდა და სიცილს ძლივს იკავებდა. სხვა ნებისმიერი უკვე საწოლში ეყოლებოდა შეტყუებული მასთან კი ბავშვურ თამაშს აგრძელებდა, თავადაც არ იცოდა ასე რატომ იქცეოდა ,როცა კაცი იმაზე მეტად იზიდავდა ვიდრე წარმოედგინა. კოცნის შემდეგ სულ სხვა შეგრძნებებმა გაიღვიძეს, რაღაც დიდი ხნის წინათ მიძინებულმა გრძნობამ დაიწყო კედლების მსხვრევა. გული ისე შეეკუმშა ვამ საწოლზე რომ დააწვინა და ლოყაზე აკოცა ეგონა სუნთქვას შეწყვეტდდა. -ცუდად ვარ, დარჩი- გაუაზრებლად მოხვია მაჯაზე თითები , თვალები გაახილა და მავედრებელი მზერა მიაპყრო. ამაზე მეტად ნასვამიც ყოფილა, მრავალი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშაც ,მაგრამ მსგავსი უღონობა არასდროს უგრძვნია. დუდა ისე ეფერებოდა როგორც ოცნებად ქცეულ ქალს, ემოციებით მოცული ნაზი შეხებით ტოვებდა საკუთარ კვალს ქალის თმებსა და სახეზე, თითებს უკოცნიდა რაღაცას ჩურჩულებდა კირას კი მისდა გასაოცრად მშვიდად ეძინა. სრულიად ცარიელი სიზმრებით, რამდენიმე საათის შემდეგ გამოფხიზლებულს კი წერილი დაუხვდა მხოლოდ „კვლავ ძველებურად - მე ფოტოგრაფი, შენ ჩემი ღვთიური მუზა“ -მაინც როგორი მარტივი ხარ, რა ცოტაა შენთვის საკმარისი . სიცოცხლესაც მომცემ რომ გთხოვო და შენგან მაინც არაფერი მინდა , ხელი მჭირდებოდა ... მხოლოდ ის და მაშინ გამიშვი ,როცა ვიძირებოდი. შურისძიების დროა - ლამაზად ნაწერ ბგერებს თითი შეახო, მერე სულში გაჩენილ ფერებს მოერია , ფურცელი დაჭმუჭნა და შორს მოისროლა. ......................... 2 ................. შენობაში შესვლისთანავე იგრძნო ქაოსი, ირგვლივ უამრავი თანამშრომელი ირეოდა . თუ დააკვირდებოდით მიხვდებოდით ამ არეულობაში ყველას საკუთარი მისია ჰქონდა და რეალურად ყველა დეტალი აწყობილი იყო დუდას მიერ შექმნილ დაწესებულებაში. მთავარი ფიგურა არსად ჩანდა, ყველა იყო მის გარდა . კაბინეტის კარი დაკეტილი დაუხვდა , მინის კარის მიღმა დანახული ნიტას ოთახიც ცარიელი ჩანდა,მდივანიც არ იჯდა მაგიდასთან. აზრები აერია, ვერ მიხვდა რა ხდებოდა თავად უნდა ეპოვნა დუდა? არასდროს დაელოდებოდა , არც მის ძიებას დაიწყებდა . გაბრაზებული შებრუნდა და მაქსიმალურად ეცადა გამომეტყველების შეუცვლელად დაეტოვებინა იქაურობა. სახლში მისვლა არ სურდა, რამე უნდა ეღონა ეს ბრაზი რომ ჩაექრო და არეული ფიქრები გაექრო. კლუბში წავიდა და სახლში მთვრალი დაბრუნდა . ბინის კართან მდგომი დუდა რომ დაინახა წარბები შეჭმუხნა წამით მოჩვენებას მიამსგავსა შემდეგ კი სიტყვის თქმა არ ადროვა ისე მოუქნია ხელი და სახეში გაარტყა -როგორ ბედავ ჩემს გადაგდებას , თავი ვინ გგონია მეორედ რომ მკრავ ხელს-სიტყვებს ძლივს აბავდა, მაგრამ სათქმელს მაინც ამბობდა -მთელი დღეა გირეკავ, ტელეფონი საერთოდ სად გაქვს. იცი მაინც რამდენჯერ მოგწერე, დაგირეკე და ყველა საშუალებას მივმართე რითაც ამ საუკუნეში კონტაქტობენ ადამიანები,მხოლოდ მტრედი არ გამომიგზავნია- მაჯებზე თითები შემოჰხვია, თავისკენ მიიზიდა და ისე უპასუხა- შენ კი არა მე დავკარგე მთელი დღე -ერთი დღე ბევრი გგონია? ჩემს სხეულზე თუ გსურს იხილო შენი სამკაულები დიდი დრო დაგვჭირდება . უხარისხო ფოტოებს ვერ გამოაქვეყნებ, მე მსოფლიო დონის მოდელი ვარ -რომელსაც მობილური სადღაც ჯანდაბაში აქვს. ნიტამ ყველა შენს მეგობარს დაურეკა მგონი , არსად იყავი -ნიტას ჟ.მავ? -საერთოდ აღარ უსმენდა მის საუბარს, თითები არეულ თმაზე გადაისვა , კარი გააღო და სახლში შეაბიჯა- თუ ჯერ ისევ ვერ მოგიხელთა -ნიტა ჩემი თანამშრომელია -ანუ ისევ დორბლებს ყრის და ერთგული ძაღლივით კუდში დაგყვება, საცოდავი -ასე ნუ საუბარობ , უფლება არ -გადაღებები სად გვექნება... იმ ოთახში ათასი კაცის თვალწინ გამოკეტვას მიპირებ? -სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა გესაუბრო, ახლა უკვე უნდა გადავდოთ. გთხოვ მობილურს ხმა აუწიე და დღეში ერთხელ მაინც შეამოწმე ზარები - ქალის ტელეფონს რომ დახედა და მიხვდა რატომაც არ პასუხობდა ღრმად ჩაისუნთქა , დაქანცული იყო უშედეგო მცდელობებით -დღესვე გადავწყვტოთ ყველაფერი -ხვალ არ მცალია, თავად დაგიკავშირდები და შემდეგ დავგეგმოთ -გამირბიხარ?- ხმამაღლა გაიცინა - იმის გამბედაობაც კი არ გაქვს მიიღო ის რაც გინდა -თავს ნივთთან რომ აიგივებ სამწუხარო ფაქტია, ბავშვობაში მუდამ იცოდი რამდენად შეუფასებელი იყავი -კომპლექსი ჩემმა ხელშეუხებლობამ გაგიჩინა ? ოიი რა სამწუხაროა, მაშინ იმდენად გეიდიალურებოდი,რომ მოახლოებას ვერ ბედავდი . ახლაც არ თვლი თავს საკმარისად- თითებს კაცის წვერიან ლოყაზე დაატარებდა და ამღვრეულ მზერას არ აშორებდა -გამოიძინე , თავად დაგიკავშირდები გადაღებებთან დაკავშირებით - ქალს დაუსხლტა , კარისკენ ლამის სირბილით წავიდა და სუნთქვაშეკრულმა დატოვა -მანამ დავრჩები შენს ცხოვრებაში სანამ შენც არ იგრძნობ როგორია ,როცა მშვიდი ძილი შეუძლებელი ხდება ............. -შენ გადაწყვიტე,რომ შიშველი უნდა ვიყო ? - კაბინეტში დაუკაკუნებლად შეიჭრა და საქმით გართულს თავზე დაადგა -ვმუშაობ , ასე არ უნდა შემოხვიდე ! -მეც ვმუშაობ და უნდა ვიცოდე ბრძანებას ვინ მაძლევს ,რომ გადავწყვიტო დავთანხმდე თუ არა -სრულიად შიშველი არ იქნები, ფლეიბოის არ ვაკეთებთ , მაგრამ იდეა არის ის რომ, ჩვენი სამკაული გმოსავს , გავსებს და იმდენად იზიდავს თვალს ,რომ შენნაირ ქალსაც კი არ მიაქცევენ დიდ ყურადღებას -ის გოგო ვინ აარჩია? -ყველაფერი რაც ხდება ჩემი კონტროლის ქვეშაა , არაფერს აკეთებენ ჩემი დასტურის გარეშე . მოდელებიც მე ავარჩიე . ფოტოებსაც ვნახავ და გადაღების პროცესზეც ვიქნები -შენი ყოფილია? -საიდან დაასკვენი ?- სათვალე მოიხსნა და სავარძელს მიეყრდნო - ან საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ყოფილია, ახალი თუ შემდეგი . ლამაზი ქალი მჭირდებოდა, ის კი კრიტერიუმს ისევე აკმაყოფილებს როგორც შენ -მე შენ წმინდანი მგონიხარ შენ კი თურმე ჰარემი გყავს -მე არასდროს მითქვამს ანგელოზი ვარ-თქო . ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს, არაფერი ზედმეტით ან ნაკლებით და წამყვანი მაინც ეს საქმეა რომლის კეთებასაც არ მაცლი -იმასაც შენ გადაუღებ? -რაიმე თუ არ მოგწონს შეგიძლია უარი თქვა, მოდელები საკმარისად მყავს. რამდენიმე დამენანა კიდც -განგებ მიწვევ ხომ? -მე გითხარი თავად დაგიკავშირდები-თქო, შენ მოხვედი და ყველაფერს აკონტროლებ . ნიტას აგიჟებ და მთელი დღეა გზაარეული დადის -უხარისხო პროდუქტის ნაწილი არ გავხდები -ნება შენია - უემოციოდ მიუგო და ქალი კიდევ უფრო გააცოფა, მთელი დღე ცდილობდა მის მწყობრიდან გამოყვანას ის კი ისევ მშვიდად განაგრძობდა მუშაობას -მაცოფებ! -მეც იგივეს თქმა შემიძლია -გაცოფებ? -დიახ! -რაღაც არაფერი გეტყობა -რაც უფრო დიდხანს დარჩები მით უფრო გვიან დავიწყებთ გადაღებებს -ისე არ გააკეთო შენ რომ მოიცლი მე აღარ დაგხვდე! ……… დიდხანს ვერ ხვდებოდა დუდა,რომ მოთამაშე იყო. თვე მიიწურა მის მოლოდინში, ისე იქცეოდა თითქოს არ ადარდებდა, მაგრამ სხვა ვერაფერზე ფიქრობდა მხოლოდ მასზე და წარსულის ლანდებზე,რომლებიც კაცის დაბრუნებას თან მიჰყვა. სახეზე ღიმილი ეფინებოდა გაკვეთილების მსვლელობისას რეალობიდან გასულს ,რომ დაინახავდა. მუდამ თან ჰქონდა ფანქარი და ფურცლის ნაგლეჯი მაინც. თითებზე ეტყობოდა შავი კვალი ,ნებისმიერი ქურთუკის თუ შარვლის ჯიბეში წააწყდებოდით პატარა შავ ფანქარს. ყველა სიტუაციაში შეეძლო ხატვის დაწყება, რაც უფრო მეტად ბრაზობდა, სწყინდა ან ტკიოდა მით უფრო მეტს და დიდხანს ხატავდა. საუბარი არ უყვარდა, ბავშვობაში ისე იქცეოდა თითქოს ლაპარაკი საერთოდ არ იცოდა, უცნობებს ყრუ-მუნჯიც ეგონათ. კირა კი არასდროს ჩუმდებოდა, მუდამ ბედნიერი იყო, სულ რაღაც ამბავი ჰქონდა მოსათხრობი და უკეთეს მსმენელს სად იპოვნიდა? თავიდან ფირობდა ყველაფრის თქმა შემიძლია ,მაინც არ მისმენს ,თავის სტიქიაშია და არც არავის ეტყვის რომც გაიგოსო. ასე დაიწყო ისეთი ამბების მისთვის განდობა რაც სხვა არავინ იცოდა, იმ ემოციებს უზიარებდა რომელთაც ვერავის გაანდობდა. ერთხელ დედაზე უყვებოდა,როგორ აკლდა მისი არ ყოფნა და თვალებამღვრეულმა დაინახა დუდამ როგორ შეწყვიტა ხატვა ის უბრალოდ თავდახრილი იჯდა , თავისუფლებას აძლევდა მშვიდ, უსაფრთხო გარემოს უქმნიდა ისე კი ყველაფერს უსმენდა და არაფერი ავიწყდებოდა. გაახსენდა პირველად რომ მოეხვია, ყველა სხვა დანარჩენიც მაშინ ხდებოდა როცა რაღაც აწუხებდა . ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში მივიწყებული შეგრძნების გახსენებისას, მაშინ ვერ იაზრებდა რამდენად დიდი საგანძური იყო გყოლოდა გვერდით დუდა , მოგხვეოდა მისი გრძელი ,გამხდარი მკლავები და გეგრძნო სიმშვიდე რომელიც მუდამ თან ჰქონდა. -ვერ ვიტან მაგათ, დაგცინიან და იმიტომ ვეჩხუბები შენ კი ბრაზობ რატომ ექცევი ცუდადო- გაბუტულმა უსაყვედურა ერთხელ -მათი აზრი არ მადარდებს, ყველა ვინც სხვას დასცინის თავად ამჟღავნებს ბნელ სულს , თავად აქვს კომპლექსი, თავად არის მსხვერპლი და ცდილობს ვინმე დაამციროს რომ თვითშეფასება აიმაღლოს. კარგად დააკვირდი ყველა ვინც დამცინის თავადაა ჩაგრული ვიღაც მაგათზე ბოროტის მიერ , შენ კი ებრძვი და ენერგიას ხარჯავ -როგორ შეგიძლია დააიგნორო , მე ვერავის ვაპატიებ ჩემზე ამდენი სისულელე თქვას -ნახე როგორ გიცემს გული- უეცრად მიადო ხელისგული მკერდზე და საკუთარი ხელიც დაადო- სუნთქვა გიჭირს უკვე იმდენი იჩხუბე, ილაპარაკე, იყვირე . ნუ იქცევი ასე, მანერვიულებ - სათვალე ეკეთა, ცისფერ თვალებს მინების მიღმა აკვესებდა და ისეთი გალეული იყო სიმპათიურობას ვერაფრით დააბრალებდით,მაგრამ კირას პატარა სხეულში გამომწყვდეულ სულს ყველაზე მეტად ის აფორიაქებდა, ის და არავინ სხვა. მუდამ ზედმეტად დინჯი,ნელი და უმოქმედო იყო . არაფრის გამო დაიწყებდა ომს , ეს სისუსტე იყო თუ სიძლიერე დღემდე არ იცოდა კირამ . თავად რომ არ ჰგავდა და მის მსგავსად სწორი გზა არ არგუნა ბედმა ეს ნათელი იყო. დუდამ მისი თხოვნაც არ მიიღო , ვერ დაინახა და ამ სიბრმავეს არ ჰპატიობდა დღემდე. .............. -რა უგუნურებაა შენნაირ ქალს სახლის კარი ღია ჰქონდეს და თან ამ ფორმაში ხვდებოდეს სტუმარს- სიგარეტის კვამლში გახვეული იჯდა ფანჯრის რაფაზე და ფიქრებით გატაცებული წინ გადაშლილ ქალაქის ხედს უყურებდა დუდა რომ თავზე დაადგა- ზარს ვრეკავდი, ვაკაკუნებდი,მაგრამ არ გამიღე -გაგითავისუფლდათ დრო თქვენს გადატვირთულ გრაფიკში ბატონო ოქრომჭედელო?- თვალები დააწვრილა ,სიტყვებს კვამლი გამოაყოლა და ღია ფანჯრისკენ ზურგით შებრუნდა -რაკი ფოტოგრაფად მე ამირჩიე მზად უნდა ყოფილიყავი ამ გარემოებისთვის- სიტყვები ერთს ამბობდნენ, მშვიდ და დინჯ კაცს აჩვენებდნენ თვალები კი ყიდდნენ. ქალის შესწავლას არ წყვეტდდა, ცდილობდა გონება მოეკრიბა, მაგრამ პატარა ბიჭივით გაყიდული მალავდა ოფლისწვეთებით დანამულ ხელისგულებს -ახლა რომ გითხრა თანახმა არ ვარ-თქო, რას გააკეთებ -ნიტას კონტრაქტზე ხელი ხომ მოუწერე -გგონია ეგ შემაჩერებს? კანონით დამიჭერ ? - გაიცინა და სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის დატოვა , კუთხეში ჰქონდა მოქცეული , კვამლი ერთ მხარეს მიდიოდა მხოლოდ - ჩემს დაჭერას შეძლებ? - ეს თქვა თუ არა უცნაურად გადაიზნიქა უკან. ღია სივრცისკენ გადაქანდა ნახევარი სხეულით და დუდას სიმშვიდეც ნაცარტუტად აქცია -ფრთხილად! რას აკეთებ , ასე შეიძლება გადავარდე - ხმაც უთრთოდა, ხელებიც გაეყინა ,სიფრიფანა ნაჭრის მიღმა გრძნობდა წელზე მათ სიცივეს კირა . ახლოს მიიზიდა, მეორე ხელით ფანჯარა დახურა და ქალი მარტივად ჩამოსვა იატაკზე . მხოლოდ ამის შემდეგ გაიაზრა რამდენად ახლოს ჰყავდა, ზემოდან დახედა მან კი სიგარეტის კვამლი მისკენ გაუშვა, თვალები აუწვა რაზეც ღიმილი ვერ შეიკავა- ბევრს ეწევი- ღერი გამოაცალა, ბროლის საფერფლეში ჩაასრისა და უკვე გახურებულ ხელისგულს აიძულა ქალის სხეულს მოშორებოდა -საშინელებაა ,როცა გინდა და ვერ იღებ ? - ორაზროვნად ჟღერდა მისი კითხვა -მოახერხე ასთმის მართვა? -ერთ-ორ ღერს ვეწევი ,როცა მჭირდება -ერთი ღერი რისთვის შეიძლება დაგჭირდეს ან გეყოს- კვლავ ჩაიცინა და მანძილის გაზრდის საშუალება არ მისცა, თითები დაძარღვულ მკლავზე ჩამოაყოლა - ბევრი გივარჯიშია, ამ ფორმაში ვერ წარმოგიდგენდი , სიგარეტის ღერით ტუჩებსშორის ქალებს ხიბლავ?- თითები ჯერ ტუჩებზე გადაატარა მერე კი პირის სიღრმეში ნელა შეაცურა, სულ მცირედ ,სულ წამით ,მაგრამ კაცის რეაქციამ არ დააყოვნა - როგორ გგონია ,შეიცვალე თუ ისევ ის ხარ -ბევრი დრო არ მაქვს, ორი დღით უნდა გამომყვე . მოემზადე, მე მანქანაში დაგელოდები - გამშრალი ყელის ჩასაწმენდად ჩაახველა წამსვე იცვალა მიმართულება, დაბრუნდა დედამიწაზე და გაიხსენა იქ მისვლის მიზეზი -ფურცლის ნაგლეჯით თუ აპირებ დამიყოლიო არ მოვდივარ. სხვა გამოფინე გარეკანზე -გარეკანზე ჩემი პირველი განთავსდება. პირველი სიყვარულით ინსპირირებული პირველი სამკაული ,პირველი რომელიც პირველის სხეულზე წარმოვიდგინე ,დავხატე და შევქმენი საკუთარი ხელით... მზად ხარ სხვა შეიმოსოს ზურმუხტის თვლებით, სხვა მწვანეთვალება , ხელოვნური ზურმუხტისფერებით? მაშინ კონტრაქტი ჩათვალე აღარ არსებობს, თავად დავწვავ დღესვე .შენ შემახსენე ჩემი დავიწყებული ნიჭი, ფოტოაპარატიც ვიპოვნე და ყდის ფოტოც აუცილებლად ჩემი იქნება -ბოლოს დაამატა და წავიდა. თამაშში იყო, დუდამ ანკესი გადააგდო და კირაც უმალვე წამოეგო. ინტერესს მიაწერა ეს თანხმობა,წამებში,რომ ჩალაგდა და ლიფტის კართან შეყოვნდა თავს იმით იმართლებდა ,რომ დუდასთან ანგარიში ჰქონდა გასასწორებელი, არადა კარგად იცოდა შურისძიების საფუძველი რამდენად მყიფე იყო. ................. მზის ოქროსფერი ნათება თვალებს წვავდა,მაგრამ მაინც ცისკენ იმზირებოდა. ხელები მაღლა ასწია და მწვანე მინდორში მდგომმა ტრიალი განაგრძო. მსუბუქი თავბრუსხვევა სასიამოვნოდ აბრუებდა. მზის, ცისა და მდელოზე მიმოფანტული ყვავილების ფერები ერთმანეთში ირეოდა, ტყიდან მოსული გრილი ნიავი მღელვარებისგან გახურებულ სხეულს საამოდ ედებოდა. მოულოდნელად დაეშვა ყვავილებით გადაპენტილ ბალახზე და თვალები დახუჭა. კამერები კვლავ აგრძელებდნენ გადაღებას, ხმები ესმოდა , კომენტარები, მითითებები და ის ვერაფერს აღიქვამდა ბუნებრივი შეგრძნებებით მოცული საკუთარ ინსტინქტს მიჰყვებოდა. -ყველა ფოტო და ვიდეო მაქვს შემონახული იმ გადაღებიდან -დუდას ხმამ გამოაფხიზლა და მიხვდა ამ დრომდე მკერდზე მიბჯენილი ხელით რომ იდგა . ყელში გაჩხერილი ბურთი ახრჩობდა, ცოტაც და იტირებდა , ენანებოდა წარსულის ბედნიერი მოგონებების დატოვება , რეალობა ტკენდა- სულ პატარა იყავი და ახლაც მიკვირს როგორ გამოგდიოდა ასე საოცრად -როგორც ამბობენ, კამერასთან მუშაობა ჩემი ნიჭია . ჩვენ ალბათ შენობას გამოვიყენებთ გადასაღებად... აქ ისევ სასტუმროა?- ძველისძველი ნაგებობისკენ შებრუნდა და ყველაფერს შეავლო მზერა -არა , აქაურობას სტუმრების დასაბინავებლად ვიყენებ ხოლმე ... შეხვედრებსაც ვმართავ -ეს ხომ ფულის უაზროდ ფლანგვაა და მეტი არაფერი -ხომ გითხარი, შეხვედრებისთვის ვიყენებ -თუ ჩემთან დაკავშირებულ მოგონებებს აგროვებ - შინაგან კმაყოფილებას გრძნობდა, ის ქერა კულულებიანი გოგონა ფეხშიშველი მინდორში რომ დარბოდა ბედნიერებისგან აცეკვდა ,კირა კი ცინიკური მზერით შეჰყურებდა დანაშაულზე წასწრებულივით დაბნეულ დუდას -სამკაულები სეიფში მაქვს, ყველაფერი იქაა და გარეთ დარჩენას აზრი არ აქვს- გარბოდა, თავადაც იცოდა იმ ადგილის შეძენის რეალური მიზეზი, მაგრამ ამის აღიარებას არავისთან აპირებდა. სათქმელიც რა იყო, ყველაფერი ისედაც ნათელი გახლდათ სახლში შესვლის მომენტშივე გაიგო ბავშვების კისკისის ხმა, ცარიელ შენობაში მშობლებს ,რომ შეასწრეს და დაჭერობანას თამაშში გართულები ყველა ოთახს შემოირბენდნენ. სულ პატარები იყვნენ, იმ ასაკში ჯერ კიდევ რომ არ იცოდნენ რას ნიშნავს ნამდვილი ცხოვრება და უბედურება შეზღუდული შოკოლადის რაოდენობა ეგონათ, მიზნის მიღწევა კი გადამალული ტკბილეულის ძიება . იმ დროს არაფერი აშინებდა, კომპლექსი არ არსებობდა, სულს ბორკილები არ ჰქონდა, უდიდესი ფრთებით წვდებოდა ბედნიერების მწვერვალებს. -თათული ბოლოს ამ სახლში ვნახე, მას შემდეგ იმდენი დრო გავიდა . არავისგან მსმენია მასზე, შენ ოჯახს ისევ აქვს ალბათ კონტაქტი... - წარსულის გახსენებისას კიდევ ერთი ბავშვი მოაგონდა, მეგობარი რომელიც წლებმა წაართვა -იტალიაშია, ერთი თვის წინ დაინიშნა და საქორწილო წვეულებისთვის ამ ადგილის გამოყენება შევთავაზე -ხის დახვეულ კიბეს მიუყვებოდა , მოჩუქურთმებული მოაჯირები კვლავ უცვლელად გამოიყურებოდა. ყველა კუთხეს ეტყობოდა მზრუნველი მფლობელის ხელი -გახსოვს ამ კიბეზე არასდროს ჩამოდიოდა, სულ მოაჯირზე ჯდებოდა ... შენი აყოლიება არ გამოსდიოდა -დედა ღელავდა თორემ ხომ ნახე მეც შემეძლო -ამ დრომდე ისე იცხოვრე ალბათ დედა არასდროს აგიღელვებია -სამწუხაროდ ასაკის მატებასთან ერთად დაუდევრები ვხდებით და შეცდომებიც მოგვდის , მაგრამ ვცდილობ გავუფრთხილდე -ბედნიერი კაცი ხარ , იცი რას ნიშნავს როდესაც გყავს ოჯახი ... - უნდოდა ეთქვა ნება არ მომცე შენს ცხოვრებაში შემოვიდე და დედაშენის რისხვა დაიმსახუროო, მაგრამ არ უთხრა . გაჩუმება აიძულა შურისძიებით შეპყრობილმა ბნელმა მხარემ- შენი ძმა , არც კი ვიცი ვიცნობ თუ არა . ისეთი პატარა მახსოვს , შენნაირია ისიც თუ ვერ დაიმსგავსე -სრულიად განსხვავებულია, დედას ფეხმძიმობა კარგად რომ არ მახსოვდეს ვიფიქრებდი იშვილეს და გენეტიკური სიახლოვე არ გვაქვს-თქო... -აუცილებლად უნდა გამაცნო, ალბათ წვეულებაზე იქნება -წვეულების შესახებ რა იცი, ჯერ არ გადამიწყვიტავს -საუბარს მოვკარი ყური. ნუ ღელავ არაფერს ვიტყვი , ხომ იცი ჭორაობა ჩემი სტილი არაა -არ ვიცი. მე შენს შესახებ აღარაფერი ვიცი - დანანებით თქვა და კაბინეტის ვრცელ, ორფრთიან, ხის კართან გაჩერდა - შეგიძლია საძინებელი აირჩიო, მოწესრიგდი -გასაგებია, არ გინდა სეიფი ვნახო და კოდსაც არ გამანდობ - ჩაიცინა და უკან დაიხია. მისი ქონება ნამდვილად არ ადარდებდა, მაგრამ ნდობის მოპოვება კი სჭირდებოდა -სამკაულები რომლებსაც მოირგებ ჩემი საკუთრება არ არის ,წლების წინ გაიყიდა და ახლა ჩემი პირადი კატალოგისთვის ვითხოვე. დიდი მოლაპარაკებების, თხოვნისა და პატივისცემის დამსახურებით, ნდობის რომელიც ჩემს მიმართ აქვთ -ასლები არ გაქვს ? განა ფოტოდან ვინ მიხვდება მთავარია მოდელი აჩვენო...შენ ხომ ამ კატალოგში საკუთარ შემოქმედებით გზას აჩვენებ . რაღაც სხვას აპირებ, არა? - მიხვდა, თავიდანვე იცოდა საქმე უბრალო ჟურნალს არ ეხებოდა -ბევრს ვერაფერს გეტყვი შენ ფოტოსესიისთვის გასამრჯელოს მიიღებ მე კი ჩემს გეგმას განვახორციელებ -ინტრიგით მიწვევ- ღია კარში მდგომს შეხედა და შემდეგ საძინებლებს მოავლო მზერა- წავალ ,ჩემთვის ოთახს ავარჩევ -ორი ღამით დავრჩებით -პრობლემა არ არის, მე აქ გადმოცხოვრებაზეც თანახმა ვარ- თვალი ჩაუკრა და პირველივე კარი გააღო. რაღაცები შეცვლილი ჰქონდათ, განახლებული , მაგრამ მაინც ძველებური ეფექტის მატარებელი ,იგივე შინაარსითა და სულით დატვირთული. ყველა ოთახი მოსწონდა,მაგრამ განსაკუთრებული საოცნებო საძინებელი ჰქონდა ბავშვობაში, მფლობელის უზარმაზარი ოთახი , დიდი აივნითა და ხედით რომელზეც გიჟდებოდა. მუდამ იქ შეღწევას ცდილობდა თათულისთან ერთად. ერთხელ გამოუვიდათ კიდეც, დუდაც აიყოლიეს და ჩუმად შეჰყვნენ დამლაგებელს . თათულიმ გაასწრო თავად კი დუდასთან ერთად გამოკეტილი დარჩა . სახლი დაიცალა, ისინი კი შეშინებულები ისხდნენ იატაკზე . საწოლთან მიახლოებას ვერ ბედავდნენ, რცხვენოდათ, წარმოიდგენდნენ კარი რომ გაიღებოდა და გამოიჭერდნენ როგორ უსაყვედურებდნენ . დუდა განსაკუთრებით წუხდა, კირას კი მალე გაუარა სინდისის ქენჯნამ კარადაში შეძვრა და ულამაზესი კაბების დანახვისას გონება დაებინდა. პატარა გოგონას გაბედნიერება წითელი პომადით ტუჩების შეღებვასაც შეუძლია. ციცქნა ტერფებზე დიდი ზომის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო, კაბებს შორის ყველაზე ბრჭყვიალა გადაიცვა და წარმოიდგენდა როგორ უხდებოდა, სჯეროდა რომ ულამაზესი იყო, რომ ეს სჭირდება პრინცესობისთვის. წითელპომადიან გოგონას უნდა დიდი გაიზარდოს, უყურებს თავის პრინცს და მერე კადრი წყდება. ხედავს როგორ დახტის საწოლზე, ძალაგამოცლილი ეცემა რბილ ლეიბზე და იქაურობა ყველაზე კარგი ჰგონია იმის მიუხედავად რომ მის ოთახშიც ზუსტად იგივე ხარისხის ავეჯია იქ ბედნიერი მომავლის სული ტრიალებს, ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის ამბავს ინახავენ კედლები და ბავშვი ამ აურას გრძნობს. დუდას ხელს არ უშვებდა აიძულებდა მორცხვობა დაევიწყებინა და ბოლოს ისიც აიყოლია, მშივრებმა კარადაში ნაპოვნი შოკოლადის კოლოფები დააცარიელეს , მაგნიტოფონში კასეტა ჩადეს და ისე იცეკვეს როგორც დიდები ცეკვავენ ხოლმე. იმ წამს ზუსტად მაგიდას გაუსწორა მზერა , რომელიც შეეცვალათ და მაგნიტოფონიც არსად ჩანდა . დუდაც არ იქცა უფლისწულად და ცხოვრებაც არ იყო ამდენად მარტივი, გაზრდილი კვლავ ბავშვობაში დაბრუნებას ნატრობდა , ზუსტად იმ დროში მამას მძინარე რომ ეგულებოდა და საძინებლის ნაცვლად მეგობრების ოთახში იპოვნა . მათ სახეებს ხედავდა და იღიმოდა,ხვდებოდა მკაცრი სახის შენარჩუნება როგორ უჭირდათ და ბოლოს ყველანი ხმამაღლა იცინოდნენ. -იცოდი ამ ოთახს რომ ავირჩევდი ,არა?- დერეფანში გამოჩენილს მიმართა და სავარძელზე ჩამოჯდა -გადაღებაც ამ ოთახიდან მინდა დავიწყოთ -უცნაურია ,თუმცა შენი ნებაა -გარდერობში ყველაფერია -მაკიაჟი რომ მჭირდება ? -მინდა იყო ზუსტად ის ვინც ხარ კარადაში ისეთი კაბები ეკიდა კირას წლების წინ რომ მოსწონდა და ახლა მათი ჩაცმის უფლებას თავს არ აძლევდა. წამით ხელი შეახო ჭრელ, ფერად ნაჭერს და მაშინვე ხმაურით მიხურა კარი. დერეფანში მიაბიჯებდა, ზემოდან უყურებდა კამერის დამონტაჟებით გართულ კაცს ,მაისური მოიშორა და მისი მიმართულებით ისროლა. დუდამ ფეხებთან დაცემულ ნაჭერს დახედა , შემდეგ მაღლა აიხედა და უკვე საცვლებით მდგომ ქალს თვალი გაუსწორა. -თავისუფლებას მანიჭებ, გინდა ისეთი ვიყო როგორიც ვარ... შენი ხედვა ასეთია , არა?-კიბეზე მოაბიჯებდა და საცვლებს საფეხურებზე ტოვებდა- შეგიძლია სამკაული მომარგო, შემმოსო და მიჩვენო ლოკაცია -ამ სამკაულებს ასეთს ვერ მოგარგებ ! - უცნაური იყო,მაგრამ თვალებში უყურებდა და ბრაზი მეტი ჩანდა მის მზერაში ვიდრე ვნება -იმ კაბების მორგებას არ ვაპირებ! საყვარელი გოგონას როლი არ მინდა , შენი ილუზიები შეგიძლია სხვაგვარად აისრულო -ჩაიცვამ . სხვაგვარად გადაღება არ გაგრძელდება- მზერა მოარიდა, მოახლოებულს აღარ უყურებდა, მაისური სასწრაფოდ გადააცვა- როგორმე მოერიე საკუთარ თავს, იყავი პროფესიონალი და ტკივილის მიუხედავად გახდი ის ვინც იმ სამოსით იყავი -რას ამბობ საერთოდ... -მშვენივრად ვიცით ორივემ შენი პრობლემა რაც არის...აქ მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ , ფოტოებიც პირადი ისტორიისთვის მჭირდება და წლების შემდეგ შეიძლება გასაჯაროვდეს, იქნებ ჩემ გარდაცვალებამდე არც ... მშვიდად იყავი -გეყოფა ჩემი წარსულში დაბრუნება -ორი დღე , განა ამდენად სუსტი ხარ ასე მარტივად გამოძვრები ამ ტყავიდან ?-ახლოს იყო, თვალებში უყურებდა და იწვევდა-შენ ხომ მე ამირჩიე ფოტოგრაფად , მე კი სხვაგვარად ვერ გადაგიღებ - აუცილებლად გადამიღებ ,მაგრამ ამჯერად დაგემორჩილები პირველივე კაბა მოირგო, ბურუსში გაეხვია და სხვა ყველაფერი ისე შეუხამა,რომ უკვე მთლიანად გაურკვეველი შეგრძნებით იყო გაბრუებული. ფილმის გმირს ჰგავდა, მისტიური მოგონებებით სავსე სახლში დუდას შექმნილი სამკაულებით შემოსილს , კაცმა თავად რომ მოარგო თითოეული მათგანი . მოულოდნელი ,ნაზი ამბორის კვალი ყელზე შემოხვეულ მარწუხებს დაუნდობლად წყვეტდდა. ღრუბლებში მიცურავდა, როლი მოირგო და გარდაისახა იმ ქალად,რომელსაც ბავშვობაში ხედავდა, ყველა მათგანი განასახიერა , ყველა და ვერცერთი დაიტოვა თავისთან. დუდას არაფერი უთქვამს, ერთი მითითებაც კი არ მიუცია, ძველებური მდუმარებით ასრულებდა საქმეს, მხოლოდ წამით კამერას რომ გასწევდა მისი ამღვრეული ცისფერები ხვდებოდნენ კირას მზერის ობიექტში. დრო ისე გადიოდა, ისე სასიამოვნოდ მიჰქროდა დაღლილობასაც ვერ გრძნობდა, უკანასკნელი კაბა რომ ჩაიცვა და აივანზე გამზადებულ ვახშმის სუფრასთან მოთავსდდა უკვე სუნთქვა უჭირდა. სისხლისფერი ქვა სანთლის შუქზე ანათებდა და ყველა კადრს სიკვდილი შლიდა. ჟანგის გემოს გრძNობდა, სუნს და სისხლის თბილ , ბლანტ შეგრძნებას რომელიც ხელებიდან არ შორდებოდა, რომელმაც ყველა ნათელ სხივს გზა დაუხშო, მომავალი ჩაკეტა და იმად აქცია ვინც რეალურად იყო. -ამათი შესყიდვა მინდა, ვის საკუთრებაშია - ღვინის ცარიელი ბოკალი მაგიდაზე დააბრუნა და წვივზე შემოხვეულ სამკაულს დახედა, კაბის ნაჭერი ისე გაშლილიყო მთელი ფეხი მოუჩანდა - იმედია საკმარისი თანხა აღმომაჩნდება -შენია- იმდენად სერიოზული ტონი ჰქონდა ქალმა წამსვე გადაიტანა მზერა საკუთარი თითებიდან მის სახეზე- რაკი მოგწონს გამოდის შენ გელოდა -რომ თქვი მფლობელებისგან ვითხოვეო? -რამდენიმე ვერ გავიმეტე, ბევრს მთავაზობდნენ ,მაგრამ არ ვყიდი თუ მათ სხეულს არ ეკუთვნის... ესენი , შენია -და ის ? ზურმუხტები ,გარეკანისთვის რომ გაქვს ? -მაგაზე ხვალ , დღეს მხოლოდ ჩვენი დღეა - კამერა გვერდით ედო , მშვიდად მიირთმევდა საკუთარ მომზადებულ კერძს -გგონია,რომ ყველაფერი გახსოვს?- მხოლოდ ღვინოს მიირთმევდა, სიგარეტის კვამლში გახვეული დაჰყურებდა კერძებს,რომლებიც თავად უყვარდა და ცინიკურად ეღიმებოდა -სენტიმენტალური ვინმე ხარ -როგორი იყო ყველა იმ ქალის ხილვა ვისზეც უარი თქვი -ოცნებები მხოლოდ შენ აგიხდა, ყველას არ გვარგუნა ღმერთმა მსგავსი ბედნიერება . ჩემი დასასრული სწორედ ესაა სისხლით დაფარული, ბოროტებით სავსე სიბნელეში ჩაძირული- შავი კაბა ეცვა , ღამისფერი ჰქონდა თვალებიც და თმაც მხოლოდ ლალის თვლები ლიცლიცებდნენ განათების ფონზე -ყველაფერი ჩვენს ხელთაა... მე თავად შევძელი საკუთარი ცხოვრების შექმნა , არავინ -ვიცი,რომ არავინ ჩარეულა შენს საქმიანობაში ... განა ცხოვრება მხოლოდ კარიერაა? მაშინ მე მიზანს მივაღწიე,ცნობილი ვარ,პოპულარული მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში... სხვა დანარჩენზე რას იტყვი? თუმცა შენი მთავარი ოცნება ხომ მე ვიყავი, მე კი შენი ისევ არ ვარ და ამხელა გეგმა დაგჭირდა ილუზიის შესაქმნელად. ფოტოებს წაიღებ , აქედან გაიქცევი და მერე იოცნებებ , არა? - დამცინავი ტონი ჰქონდა , ხელი კამერისკენ წაიღო,ეგონა დუდა არც უყურებდა მან კი ისე სწრაფად წაავლო თითები მაჯაზე,რომ გაოცებისგან წამოიკივლა კიდეც- არ მაჩვენებ რა გადაიღე? -როგორც უკვე ვთქვი, პირადია შესაბამისად მხოლოდ ჩემთვისაა -მაგრამ ფოტოებზე მე ვარ -შენ ხომ მხოლოდ მოდელი ხარ, მანეკენმა მოირგე სამოსი და სამკაული . შენ არ გჭირდება იმ ქალის ნახვა ვისი სულიც ამ ფოტოებზეა აღბეჭდილი, საშიშია არ დაგანგრიოს- კამერა აიღო, წამოდგა და ზემოდან დახედა- გემრიელად მიირთვი, ვიცი წლებია არავის მოუმზადებია შენთვის მთელი გულით - ნაბიჯი გადადგა, დაიხარა, თავზე აკოცა და კვლავ მოშორდა- ჩემი ოცნება შენი კვლავ ხილვაა, კირას თავისუფალი სულის დაბრუნება ! - ქალი ვერ ხედავდა, ზურგს უკან მდგომის ხრინწიანი, დაბალი ხმით ნათქვამი სიტყვები ესმოდა და ცრემლები ურცხვად მიედინებოდნენ ფერმკრთალ ღაწვებზე. გაიყინა, კირას ცხოვრება ადგილზე გაქვავდა, ქანდაკებად იქცა და მის ნაცვლად ცხოვრება ვიღაც სხვამ განაგრძო . ეს სიცივე კი დროდადრო შემოუტევდა, მთელ არსებას მოედებოდა და სულს აუწვავდა,მაგრამ ასე ძლიერ არასდროს , ასე დიდხანს არცერთხელ . მაღლიდან უყურებდა ტბასთან ხის ძელსკამზე მჯდომს . კერძები რომ გასინჯა კიდევ უფრო მეტად ატირდა, ტკივილი მთელს ტანში ტეხდა და ანგრევდა. გაახსენდა მამა როგორ უმზადებდა, მინისტრი რომელსაც უამრავი დამხმარე ქალი ჰყავდა აუცილებლად პოულობდა დროს თავისი ნებიერა ქალიშვილისთვის. დილის საუზმე, საღამოს ვახშამი და ბედნიერებით სავსე წუთები. ეს ხომ უბრალოდ კერძები არ იყო, ეს იყო ემოციები, კადრები რომლებსაც ჰქონდათ ბედნიერება . ემოციები, რომლებსაც კაცი ამ პროცესში ფანტავდა, შვილის დანახული მისი დარდი და ბევრი მოულოდნელი ჩახუტება, სიცილის ხმა, ამბები რომლებსაც მზადების დროს ყვებოდა. შემდეგ სამოთხიდან ჯოჯოხეთში მოხვედრილს ძალით ატენიდნენ პირში საჭმელს რომელსაც ვერ იტანდა, გულისრევამდე მისულს იმდენჯერ უტირია მერე კი ლამის მოკვდა ,როდესაც საკუთარმა დედამ ნუშის ფქვილით დამზადებული ტკბილეულის ჭამა აიძულა. ისევ გრძნობდა როგორ იხრჩობოდა, როგორ უჭირდა სუნთქვა და ზანტად მოცურავდა წყვდიადი,რომელმაც რაღაც დროის შემდეგ მთლიანად შთანთქა. ამ კადრების გამოჩენისას უკვე გარბოდა, სასმელზე მეტად ემოციებმა აურია გონება მთელი დღის დაგროვილმა შეგრძნებებმა ერთად იხეთქა და მიაღწია კიდეც ეზოში მყოფთან. კაცს თავი უკან ჰქონდა გადაწეული , თვალებდახუჭული ღამის სიჩუმეს უსმენდა და ვინ იცის რაზე ფიქრობდა ქალი მთელი თავისი ვნებით უეცრად მოვარდნილი ცუნამივით რომ დაატყდა თავს -ფხიზელი არ ხარ, გთხოვ - მხურვალე ტუჩების შეხებისგან გაბრუებულმა ძლივს ამოთქვა და თითები მოშიშვლებულ მხრებზე ფრთხილად შეახო , მალევე მოაშორა და განზე გასწია- გთხოვ -დაივიწყე ეგ შენი პრინციპები და გააკეთე ის რაც ასე ძალიან გინდა -ყურთან აკოცა,ყელზე გადავიდა , კაბის ბოლო მინდორს ეხებოდა, როდესაც კაცის მუხლებზე მოთავსდდა . სამოსს დახელოვნებული აშორებდა და დუდას არეულ მზერას ღიმილით დაჰნათოდა-მოდუნდი -მაინც ამრიე- ხრინწიანი ხმით ამოთქვა, ხელი კეფაზე შეუცურა და ამჯერად თავად გახდა კოცნის ინიციატორი. უამრავი გრძნობა ერეოდა ერთმანეთში,სიამოვნების კოეფიციენტი იმდენად მაღალი იყო ინსტიქტს მიჰყვებოდა მხოლოდ. ქალის სხეულის ნაწილად იქცა, ნახევრად შიშველს ეფერებოდა, კოცნიდა და მაინც არ ჰყოფნიდა მხოლოდ სურვილი უმძაფრდებოდა სურვილი. მისი მზერა ჭკუიდან შლიდა, სულ უფრო მეტად აქტიური და მომთხოვნი ხდებოდა -ახლა კიდვე უფრო მწყინს მაშინ რომ არ შეგაცდინე - ყელში უკბინა და სიცილით მოშორდა. -გამოვფიხზლდი . კიდევ მინდა , დალევაც და შენც მსგავსი ურთიერთობები საერთოდ არ იზიდავდა,მეტიც ვერ იტანდა , კირას კი მარიონეტივით ემორჩილებოდა. მოჯადოებულივით მიჰყვებოდა მის ყველა ნაბიჯს , მაგრამ მაინც არაფრით ჰგავდა სხვა კაცებს მისი თითოეული შეხება იმდენად ნაზი , ფაქიზი და ფრთხილი იყო ქალს კონტროლი დააკარგვინა. მოდუნდა და ისე მიენდო თითქოს პატარა გოგონად იქცა. გონებაში იმდენი მოგონება იღვიძებდა,მაგრამ ვერცერთს ხედავდა, ვერაფერს აღიქვამდა დუდას ალერსის გარდა - მითხარი რა გინდა რომ გავაკეთო -ლინზები მოიშორე ... მომენატრა შენი მწვანეები - სახეზე მოეფერა და დაელოდა -თითქოს ასეთი არ გინდივარ -მინდა მიყვარდე და თან მინდოდე -რა მოსაწყენია ეს სენტიმენტალურობა ... განცდილ სიამოვნებასაც კი მიქარწყლბს -დამიბრუნე შენი მწვანეები - მოშიშვლებულ მკერდზე შეახო თითები, დვრილის ირგვლივ წრეებს ხაზავდა. ქალს ფეხებს შორის მოექცა,კოცნით მიუყვებოდა გზას მკერდიდან მუცლისაკენ -დამიბრუნე ჩემი კირა -მხოლოდ მწვანე თვალები არ დამაბრუნებენ - ზოგჯერ მტაცებელი თავად იხლართება საკუთარ მახეში. ემოციებმა სძლიეს, თვალებს ბუნებრივი ფერი დაუბრუნდა ,გათავისუფლდნენ და ემოციები ცრემლებად იქცნენ. სიამოვნებისგან ჯერ კიდვე უთრთოდა სხეული, გრძნობდა განცდილს და ყველაფერი ერთად ერეოდა. ვერ გაუძლო , სული შეეხუთა თითქოს ხვდებოდა რომ იმ დღიდან მისი გარდაქმნა დაიწყებოდა და ეშინოდა იმის რაც წინ ელოდა -კირა ... შენ , რატომ ტირი . რა დაგემართა -ისევ ვერ ხვდებოდა ,ვერ ხედავდა სულის სიღრმეში დატრიალებულ ქარიშხალს, მხოლოდ გარედან აკვირდებოდა და ტკიოდა . მკლავებიდან გამოცლილ ქალს უკან მიჰყვა. სრულიად შიშველი იდგა ღვინის ბოთლით ხელში, სასმელით ახრჩობდა ახმაურებულ აზრებს-გეყოფა ამდენს ნუ სვამ ,გაითიშები -ასე მარტივად? გგონია ორი ყლუპით ვთვრები და ვითიშები? ეგ ბედნიერი ხალხის ხვედრია...მე დიდი გარჯა მჭირდება ამისთვის ... შემომხედეე ,კარგად დააკვირდი ამ თვალებს და მერე მთლიანად მე და მიპასუხე სადმე ხედავ იმ 15 წლის ბავშვს? -დიდი დრო გავიდა ... მეც ხომ აღარ ვარ ისეთი როგორიც მაშინ -როგორი ხარ ...მაინც როგორი ხარ - ისევ მიუახლოვდა, თითები სახეზე შეახო უყურებდა და ეფერებოდა-მე ხომ საშინლად ვარ გაბრაზებული... შენ მე მატკინე და წლებია ვერ გიტან. რატომ მოგიშვი ჩემამდე ახლა -ვერ მიტან? -მოსმენილმა ისე გააკვირვა,რომ წასვე განიმუხტა -წარმოდგენა არ გაქვს ...როგორი ხარ, ისიც კი არ იცი რა დამიშავე -კირა მე რა უნდა დამეშავებინა შენთვის- შეშფოთებული უყურებდა. ვერაფერს იხსენებდა ,თითქოს არც არაფერი იყო მოსაგონებლად . მხოლოდ კირამ იცოდა , სხვა არავინ -საუბარი გადამინდა, რამე უფრო საინტერესო უნდა შემომთავაზო- თვალები უნათებდა, ამჯერად მწვანედ დუდა კი წუთის შემდეგ ფოტოაპარატითა და ხის სკივრით დაბრუნდა -რამდენიმე წუთი მჭირდება მხოლოდ და გპირდები, ეს იქნება ფოტო რომელიც მთელს სამყაროს აღაფრთოვანებს -მე თუ შენი შექმნილი ხელოვნების ნიმუში -ჩემი ხელებით შექმნილი სამკაულები , ჩემით მოცულ შენს სხეულზე - კირას ადგილიდან დაძვრის უფლება არ მისცა, თავად მოარგო ძვირფასი ქვებით შემკული სამკაულები და ამჯერად თავზე გვირგვინიც დაადგა. ვნებაჩამდგარი , გრძნობებარეული მზერა , ღია ფანჯრიდან მონაბერი გრილი სიო, სიცივემორეული სხეული და ერთადერთი ფოტო, რომლის განხილვისას ჰქონდათ უამრავი აზრი რეალობა კი მხოლოდ დუდას შეეძლო დაენახა. საბოლოოდ ყველა დანარჩენ გვერდზე ქალები სამოსთან ერთად ირგებდნენ სამკაულს, მხოლოდ კირა იყო სრულიად შიშველი და თან შემოსილი. ჟურნალს სანამ იხილავდა დიდი დრო გავიდა, საკუთარი ფოტოც პირველად მაშინ ნახა ,როდესაც ყველაფერი დასრულებულად მიიჩნია . ხელებჩამოშვებული , ცარიელი იდგა და გაჩნდა დუდას მიერ შექმნილი ფოტოებით მონათხრობი ამბავი. იქამდე ბევრი რამ მოხდა, იმდენი რომ შესაძლოა ნახევარიც ვერ გიამბოთ... 3 ............. კვლავ ოთახში იყვნენ გამოკეტილები, წითლად შეღებილი ტუჩები შოკოლადის ნამცეცებით დაესვარა , წარბებშეკრული ბუზღუნებდა დამწუხრებული დაეშვა დუდას გვერდით. თავი მხარზე დაადო, ფეხები წინ დაბრეცილად გაშალა, ერთი ფეხსაცმელი მაშინვე გასძვრა და ხალიჩაზე გვერდულად დაეცა , ფანჯრიდან კარგად ჩანდა როგორ ზანტად ჩადიოდა მზე, მთვარის მკრთალი რკალიც იქ იყო იმ დროს -აკი ერთმანეთს ვერ ხვდებიანო? -მთვარისკენ გაიშვირა პატარა ხელი და წარბებშეკრულმა გახედა დუდას -ვისაც უყვარს ერთმანეთთან მისასვლელ გზას იპოვნის ... -ხელს რატომ არ ჩაკიდებს ?- გულუბრტყვილოდ თქვა და ამღვრეული მზერა მიაპყრო ბიჭს, რომლის თითებსიც უკვე კარგახანია არ უშვებდა მის მტევანს -ხელს ჩაკიდებს და არასდროს გაუშვებს - ეს რომ თქვა მერე სულ ერთი წამით მინიმუმამდე შემცირდა მანძილი სახეებს შორის. გოგონას თვალები დაეხუჭა და შემდეგ იგრძნო ტუჩებზე თბილი შეხება. ახსოვდა ტალღა, რომელმაც მთელს სხეულში დაუარა, მაგრამ სხვა არაფერი დარჩენილა გონებაში . მერე უკვე მამა ეძახდა, სახლში დაბრუნდნენ , მალე კარს გააღებდნენ ის კი ფეხზე წამოჭრილი მეორე ფეხსაცმელში ტერფის ჩადგმას და სწორად დგომას ცდილობდა . თვალები წამსვე გაახილა როგორც კი სიზმრად ქცეული წარსულის ლანდები გაქრნენ. საწოლში იჯდა, გული სწრაფად უცემდა და სიცარიელეში დარჩენილი ინსტიქტურად დაეძებდა დუდას. მისი პერანგი დაინახა თუ არა გაუაზრებლად მოიცვა, ღილი არც შეუკრავს ისე გავიდა ოთახიდან, ხმაურს მიჰყვა და ასე ნახევრადშიშველი აღმოჩნდა სამზარეულოს კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი -საუზმის მომზადება საჭირო არ იყო - მსხვილი ტუჩები ერთმანეთს დააშორა და სასურველი მზერა როგორც კი დაიჭირა მაშინვე მისკენ დაიძრა. შორიდან გრძნობდა მის შეკრულ სუნთქვას, დაჭიმულ სხეულს და აჩქარებულ გულისცემას. ნელ-ნელა ფხიზლდებოდა, მაგრამ მეტი სჭირდებოდა -დილით მხოლოდ ს.ქსი, სიგარეტი და ყავა მიყვარს. სხვა ყველაფერი მსტრესავს -მისი ყავის ფინჯანიდან მოსვა , თეფშები გვერდით გასწია და მათი ადგილი დაიკავა -არასწორი ცხოვრების სტილი გაქვს... შენს ჯანმრთელობას ოდნავადაც არ უფრთხილდები -თუ ღმერთი გწამს დილიდან განწყობას ნუ გამიფუჭებ . თავი მტკივა ან გ.მჟიმე ან ჩავიცვათ და წავიდეთ . მზარეულის ვაკანსია არ მაქვს , არც ბანალურად მზრუნველი საყვარლის - ფეხები წელზე შემოხვია და თავისკენ მიიზიდა. შარვალი დაბლა დასწია და მზერა მოშიშვლებული ადგილისკენ გადაიტანა- მიყვარს მზად რომ მხვდებიან -შიშველი გულ-მკერდზე ეკვროდა, თითები ყელიდან დაბლა ჩაასრიალა , თვალებში უყურებდა და კაცის გამომეტყველების ცვლილებით ხალისობდა- რანაირი ვინმე ხარ -რა უფრო მეტად გსიამოვნებს ს/ქსი თუ შენი გავლენა ჩემზე - ქალის სხეულს შეერწყა და მაგიდაზე გადააწვინა , მზერა დაბინდული უყურებდა ,გონებას სულ უფრო მეტად ურევდა მისი თითოეული ქცევა, ჟესტი, მიმიკა და უბრალოდ გამოხედვაც. ვერ ხვდებოდა საერთოდ რას გრძნობდა, რას ფიქრობდა ან რა უნდოდა -სწრაფად თორემ გეფიცები ჩამეძინება -თითქოს განგებ იწვევდა, უნდოდა საკუთარი ტყავიდან გამოეყვანა . შედეგი მიიღო,ხმამაღლა იცინოდა და მაგიდის კიდეებს უჭერდა თითებს -ჯანდაბაა რა კარგი ბიჭი ხარ - სუნთქვააჩქარებული, ღიმილიანი სახითა და აციმციმებული თვალებით უყურებდა -საშინელი ქალი ხარ - ამოიოხრა და თვალები დახუჭა. ერთი ტემპით ცემდა ორივეს გული, ქალის მკერდზე ედო თავი . იდაყვზე დაყრდნობილი იწვა და ტუჩებსშორის მოქცეულ ღერის ანთებას ცდილობდა. ის იყო გადაწყვიტა სიზმარზე ვკითხავ, გავარკვევ რეალური იყო თუ რაღაც შეიცვალაო მეორე ოთახში ჩართული ტელევიზორიდან წამყვანის ხმა რომ გაიგო -თქვენ ახლა ხედავთ ფერფლად ქცეული სახლის კადრებს... შეგახსენებთ რომ შუაღამისას გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა ყოფილი მერის ერთადერთი ვაჟიშვილი ალექსანდრე - გაიგო და გაქვავდა, თითქოს ყველა უჯრედმა ერთდროოულად შეწყვიტა მოქმედება . დუდას სხეულს მოშორდა, ტელევიზორის წინ გაჩნდა და დაინახა როგორ გამოჰყავდათ სახლიდან შავ პარკში გახვეული კაცის დამწვარი ნეშტი. კადრები მეორდებოდა, არ წყდებოდა კირას კი ისტერიკა ეწყებოდა. ისე ამოუშვა მკერდიდან წამოსული ბგერები მისი კივილის ხმა მოედო მთელს ბინას. შეშლილი გაუხდა მზერა, საძინებელში შევარდნილი ტანსაცმელს იცვამდა, გათიშული მობილური ჩართო და ერთდროულად მიიღო უამრავი შეტყობინება. არც იცოდა სად უნდა დაერეკა, რა უნდა გაეკეთებინა , ვინ ჰყავდა თუ ალექსანდრე აღარ იყო, მის გარდა ვინ . ცახცახებდა, გაურკვეველ ბგერებს უშვებდა და სხეულსაც ვეღარ იმორჩილებდა . დუდა ჯერ ტელევიზორს უყურებდა შემდეგ სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს კირას რეაქციას და ერთხანს მასთან მიახლოებასაც ვერ ბედავდა. სულის შემძვრელ ტკივილს ხედავდა ქალში , რთული იყო მასთან მისვლა და ნუგეშისცემა როდესაც ის სხვა კაცს გლოვობდა . ალექსანდრეს გარდაცვალება კი ცალკე შოკი იყო,რომელსაც ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა. -არ შემეხო ... არ გაბედო - ცრემლები შეუჩერებლად სდიოდა გაფითრებულ სახეზე.თვალები სულ მთლად სისხლისფერი გაუხდა , ტუჩები გაულურჯდა ისე კანკალებდა თითქოს ყინულიანი წყალი უფარავდა სხეულს -უნდა დამშვიდდე...კირა ასე ვერსად წახვალ . რამე შეგემთხვევა -შენ არ გესმის ხომ? შენ არ გესმის ...წარმოდგენა არ გაქვს , შენ არაფერი იციი - ხმა თითქმის დაეკარგა,მაგრამ მაინც ყვიროდა -ის თუ მართლა არ არის მეც არ ვიქნები ! სახლი ისე დატოვა უკან არ კი მიუხედავს, ტოვბდა ბავშვობის ბედნიერ მოგონებებს და მიდიოდა იქ სადაც ჯოჯოხეთად ქცეული ცხოვრების ყველაზე მშვიდი მომენტები ჰქონდა გატარებული, იქ სადაც იყო ადამიანი ,რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ყველაზე განსხვავებული სიყვარულით. -დაჯექი - არ გაუაზრებია როგორ დაეწია დუდა, როგორ მიიყვანა მანქანამდე . უბრალოდ ჩაესვენა სავარძელში და თვალები დახუჭა- სად წაგიყვანო -იქ სადაც მარიამია ... -მარიამი? -ხო , მარიამი ... ისიც თუ ტირის მაშინ ყველაფერი დასრულდა - თითქმის ჩურჩულით თქვა და სახეზე აიფარა ხელები. არ ესმოდა დუდას საუბრები, როგორ ეძებდა მარიამს და როგორ იპოვნა მისი ადგილსამყოფელი. არ გაუაზრებია სად მივიდნენ, უბრალოდ მიდიოდა , მიაბიჯებდა როგორც რობოტი რომელსაც არსებობის წყაროდ ალექსანდრე ჰყავდა და თუ ის აღარ იქნებოდა პროგრამა დასრულდებოდა, შეწყდებოდა. მხოლოდ მაშინ გაჩერდა როდესაც მარიამი დაინახა, შეხედა სრულიად დაცარიელებულ, დაუძლურებულ , გრძნობებისგან დაცლილ ქალს და უკანასკნელი ძალაც წაერთვა,თვალები დახუჭა და უგონოდ ჩაიკეცა დუდას მკლავებში. .................. ვერავინ ხედავდა მგლოვიარეებს შორის მარტოდ დარჩენილი ქალის ტკივილს. არავის შეეძლო გაეგო თუ რას გრძნობდა ყოფილი ქალი , ის არ მოიაზრებოდა ჭირისუფლებს შორის თითქოს სტატუსთან ერთად წაართვა მარიამმა გლოვის უფლება და ახლა ,როცა ალექსანდრე აღარ იყო მხოლოდ მას უნდა ეგლოვა . სივრცეში დაიკარგა, ხედავდა ,მაგრამ ვერ აღიქვამდა, ესმოდა,მაგრამ ვერ იგებდა, მიდიოდა,მაგრამ არ იცოდა საით, მოძრაობდა,მაგრამ არ იცოდა მიწაზე მიაბიჯებდა თუ მის ქვეშ მყიფე იყო ნიადაგიც. წინ არაფერი იყო, გზას ვერ ხედავდა და ვერც იმას იაზრებდა საყრდენად ვინ გადაექცა. ადგილები იცვლებოდა, ნაცნობი და უცნობი სივრცეები მის ირგვლივ არაფერს ნიშნავდა. გაიყინა, მთელი ძალით ცდილობდა მის გათბობას, მაგრამ სითბოს არ იღებდა , გაქვავდა , გაშეშდა და სრულიად გაუაზრებლად დაუკავშირა ცხოვრება კაცს შორეული წარსულიდან. -შემომხედე გთხოვ, გემუდარები კირა ...ჩემო მშვენიერო ,ჩემო ერთადერთო ასე თავსაც იკლავ და მეც- ქალის მდგომარეობა რამდენადაც ტკენდა იმდენად ძალას აძლევდა, ბრძოლისთვის მიზნისთვის ,მისთვის ცხოვრების დასაბრუნებლად - ორი დღე გავიდა , უნდა ჭამო ...დამელაპარაკე გთხოვ -მასთან მინდა - კაცის ხელი მოიშორა, საწოლიდან წამოდგა და სწრაფად სცადა ოთახიდან გასვლა,მაგრამ არ გამოუვიდა. ფეხებში ძალა გამოეცალა და ზღურბლზე ჩაიკეცებოდა რომ არა წელზე შემოხვეული მკლავები- გამიშვი -მითხარი სად გინდა და მე წაგიყვან ,კარგი? - ქალთან ერთად დაეშვა იატაკზე, ზურგიდან ეკვროდა, მუცელზე მოხვეულ ხელს არ აშორებდა , სახე მის არეულ თმაში ჰქონდა ჩამალული და სული ეწვოდა -იქ სადაც ის არის -აღარ არის ... ის აღარ არის -მე როგორ უნდა ვიყო ის თუ აღარ არის- ხმა აღარ ჰქონდა, ცრემლებიც კი აღარ სდიოდა თვალებიდან . თავი უღონოდ დახარა, კაცის მხარს მიეყრდნო და მის არეულ მზერას თითქოს პირველად გადააწყდა -დუდა?- იმ წამს გაიაზრა მისი ვინაობა -ჩემთან ხარ ?- ცივი ,ფერმკრთალი თითები სახეზე შეახო და გაუღიმა- აქ არ უნდა იყო...- ისიც კი არ იცოდა რამდენი დღე გავიდა ან სახლში როგორ დაბრუნდა - მე მასთან წავალ -წაგიყვან ... -ხელში აიყვანა და ისე გაიარა მტანჯველი გზა მანქანამდე , მანქანიდან საფლავამდე სადაც დაუსხლტა ქალის სხეული, განა აღარ ეხებოდა, განა ახლოს აღარ იყო , მაგრამ ის არ , ის ვერ გრძNობდა ცოცხალი კაცის სიახლოვეს და მიიწევდა უზარმაზარი,ცივი ქვისკენ . ვერ სუნთქავდა, მკერდზე იჭერდა ხელებს და კაცისთვის გაუგებრად საუბრობდა მერე ისე მოიხარა შუბლით მიწას ეხებოდა -ამდენად გიყვარს ,რომ მზად ხარ მოკვდე თუ მასთან ყოფნის შანსი აღარ იარსებებს?- მის თითებს თავისი მხურვალე მტევანი შეახო , მაჯაზე აკოცა და იქაც სრული უმოძრაობა იგრძნო, თითქოს სისხლი აღარ გადაადგილდებოდა ცისფერ კაპილარებში . საკური სხეულით იცავდა სიცივისგან, თავად იჯდა წვიმიან, სველ მიწაზე ქალს იჭერდა, ახლოს იზიდავდა ის კი მაინც მიიწევდა მიზნისაკენ -მიყვარს? არასდროს! ის ყველაფერია ჩემი სიმშვიდეა , წამალია . მხოლოდ მან , გესმის? მან იცის ...იცის რა მჭირდება . იცის , იცის ის სუნთქვის საშუალებაა ის უნდა იყოს ,სადღაც უნდა იყოს მე რომ ვიცოცხლო -არ ესმოდა კაცის გულისცემა, არადა მისი ყურის ქვეშ ფეთქავდა ასე ხმამაღლა ,ასე ძლიერ, ასე ცოცხლად . -მე ვიქნები მხოლოდ შენთვის ,შენთან ...- შუბლზე შემხმარ ტალახს აშორებდა. წვიმდა ისევ , მისი ქურთუკი კი ქალის მთრთოლვარე სხეულს ფარავდა -შენ არ იცი ... არავინ იცის . მხოლოდ მან და მე ის მჭირდება . შენ ვერ ... ვერ გამიმკლავდები ! ვერავინ სხვა, ვერავინ შეძლებს . არავინ იცით ის როგორი იყო ,არავინ იცით რას ნიშნავდა ჩემთვის დასწყევლოს ღმერთმა თქვენი სიყვარული,სულელური სიყვარული. გგონია მიყვარს? ისე მიყვარს როგორც შენ მე გიყვარვარ? რა სასაცილოა ...რა საცოდაობაა ეგ თქვენი სიყვარული რომ გგონიათ ამომავალი ბედნიერებისა და უბედურების- ჩუმად ლაპარაკობდა, ხმა აღარ ჰქონდა თორემ აუცილებლად აუწევდა ტონს - ასე ნუ მიყურებ , აქ არ მოვკვდები ეგ ჩემი ადგილი არ არის - ძლივს წამოდგა , წვიმის წვეთები სახეზე ეცემოდა , გამოფიტულ სხეულს აცოცხლებდა , შეგრძნებას უბრუნებდა . უყურებდა მიწაზე მჯდომი როგორ იყო დასვრილი თავად კი სუფთა იყო, ხედავდა მთლიანად სველს მაშინ როცა მხოლოდ ახლა იგრძნო ამინდის ცვლილება -სახლში დავბრუნდეთ... საუბარს შემდეგ გავაგრძელებთ -ჩემ საყრდენად ნუ იქცევი, ისე მოგეჯაჭვები თავიდან ვეღარ მოიშორებ მაგ ფუნქციას - როგორც კი შეეხო მაშინვე მოიშორა. ქურთუკიც გაიხადა და წვიმას საშუალება მისცა მთელი სხეული დაესველებინა. შინაგანი და გარეგანი ტემპერატურა ერთმანეთს გაუტოლდა, კანკალებდა ,მაგრამ წვიმა ძალას აძლევდა -ჩემი ამინდია...ჭუჭყიანი და თან უდანაშაულო- ჯერ ფეხქვეშ ატალახებულ მიწას შეხედა შემდეგ კი ხელისგულზე დაცემულ გამჭვირვალე წვეთებს ......................... -წავიდეთ ...სადმე გავფრინდეთ . აქაურობისგან შორს - ქალის შიშველ ზურგს უყურებდა, თითები ხერხემალზე ააყოლა და თავადაც დაჯდა. ღვინის ჭიქა ფეხებსშორის ედო , ტუჩებსშორის სიგარეტის ღერი ჰქონდა მოქცეული და წითელ სითხეს დაჰყურებდა ზემოდან-კირა,მისმენ ? - მხარზე აკოცა და თავი ააწევინა -ლამაზი ხედების დათვალიერება არ მჭირდება -სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა , ჭიქა დაცალა და იქვე დატოვა - ჩემი დახმარება თუ გინდა ისე გამჟმე,რომ ვერაფერზე ვიფიქრო ... შეგიძლია გამაოცო? -მართლა ეს გინდა და სხვა არაფერი? -შეწყვიტე ... მე მოვლა და მზრუნველობა არ მჭირდება -გინდა გატკინო ? -ასე ყურება შეწყვიტე , თორემ უკვე მაღიზიანებ და მომიწევს სხვა ვიპოვნო -შენთვის სულერთია ვისთან დაწვები? - უმჯობესია საერთოდ არ ვიწვე . ზოგიერთი საწოლის ხმა მაღიზიანებს - ფეხებს შორის მიფარებული ნაჭერი მოაშორა და მზერა საზარდულზე გაუსწორა - მაშინაც ასეთი იყო ერთდ გაქცევა რომ შემოგთავაზე? უნდა შემემოწმებინდა - ტუჩები ენის წვერით დაისველა და თითით ხაზის გავლება დაიწყო თეძოს ძვლიდან თეძოს ძვლამდე - ვფიქრობ მერე გაიზარდა - მუცლის ქვედა ნაწილზე კოცნიდა, ქვემოდან უყურებდა ბიჭის არეულ მზერას და სულ უფრო დაბლა მიიწევდა -შანსი გქონდა ... თავად მოგეცი ჩემთან ყოფნის შანსი შენ კი უარი მითხარი -ბავშვები ვიყავით... შენ ჩემთვის ყველაზე წმინდა ,ხელშეუხებელი გოგო -შენ ჩემზე უარი თქვი ! -კაცის სხეულს შეუერთდდა ,მისი ხელები მოიშორა და სუნთქვაარეულს ყელზე მოუჭირა თითები - მე შენ აგირჩიე, შენი მინდოდა ვყოფილიყავი ... მხოლოდ შენი ვიქნებოდი ,მთლიანად შენი გავხდებოდი -მე შენ დახმარება შემოგთავაზე... მე და შენ - გაოგნებული უყურებდა თვალებანთებულ ქალს . გრძNობები ერთმანეთში ერეოდა, აზრებს ვერ ალაგებდა -შენ ჩემზე უარი თქვი მე კი ყველასთან დავწექი ვისაც ვუნდოდი -თითებს ისევ ყბაზე უჭერდა, ჭკუიდან გადაიყვანა კაცი -და ამაში მე მადანაშაულებ? - ზემოდან მოექცა და ხელები თავთან გაუკავა - ჭკუიდან გადახვედი ... მინდოდა გამეჩერებინე შენ კი შენ ისეთებს აძლევდი შეხების უფლებას . ყოველ თვე ახალი გყავდა - წლების წინ მომხდარის გახსენებამ კონტროლი დააკარგვინა, ბრაზმა გონება დაუბინდა, თავი დაკარგა . თითებს ძლიერად უჭერდა , უხეში იყო , ძველებურად აღარ ეფერებოდა, არც კოცნიდა თვალებში უყურებდა და სიტყვებს ხმაურიან ამოსუნთქვას აყოლებდა- მათთან იყავი ვინც მეზიზღებოდა ...ჩემში განადგურდი და მეც გამანადგურე - კულმინაციისას ამოთქვა ,გონსაც მოვიდა, ერთიანად მოშორდა კანკალებდა, ტვინში სისხლი ჩაექცა ,ქალს აღარც უყურებდა , იხრჩობოდა ის კი ხმამაღლა იცინოდა -სულ ეს არის ? მეტად არ შეგიძლია ,რომ მატკინო? ესაა შენი ბრაზის დიაპაზონი? ჯანდაბა შენ არ იცვლები,მხოლოდ ფიზიკურად ჰგავხარ ძლიერ კაცს თორემ ისევ ისეთი სუსტი, გაუბედავი და საცოდავი ბავშვი ხარ რომელიც ვერასდროს გახდება ის ვინც მე მჭირდება . კიდევ ბევრჯერ მნახავ სხვა კაცის მკლავებში ...აუცილებლად გაჩვენებ როგორ ვ.თავებ სხვის -გაჩუმდი ! აღარაფერი თქვა იცოდე არც იფიქრო გაგრძელება-თვალები დაუწითლდა, არ ყვიროდა, მაგრამ კბილებს ისე აჭერდა ერთმანეთს ყბების ხაზი მკვეთრად მოუჩანდა - შენ არ შეგიძლია მე დამადანაშაულო... ჩემთვის არაფერი გითქვამს . მე გთხოვდი გეთქვა რა გაწუხებდა რა ხდებოდა შენს თავს რამ აქცია ბავშვი ასე უცებ ქალად, როგორ გაგიჩნდა სურვილები ასე მცირე დროში , როგორ შეგეცვალა გემოვნება , როგორ გახდი ასეთი -ასეთი ავხორცი ? მიდი მითხარი რასაც ფიქრობ...თქვი,რომ ნამდვილი კ.ხპა ვარ ,რომ ჩემში არაფერი წმინდა, რომ ყველაფერზე ვარ წამსვლელი ,რომ ერთი ამაზრზრენი ცოდვებით სავსე ქალი ვარ ,ალქაჯი რომელთნაც არაფერი გაქვს საერთო არც შენ და არც იმ წმინდან კირას შენ რომ გიყვარდა და თქმასაც ვერ უბედავდი. მიდი მითხარი და აქედან მოშორდი, დამტოვე მარტო...იკმარე ის რაც ამ დღეებში მოხდა. მე ხომ თავმოყვარეობა არ მაქვს და წამიერ ლტოლოვას ვნებდები თორემ შენ თითის დაკარების უფლებასაც არ მოგცემდი . შენ ამას იმსახურებ, ღირსი ხარ ყველასი ვიყო, ყველასი შენს გარდა იმიტომ რომ არ გეყო ძალა თანხმობისთვის. შენ მე უარი მითხარი! - კაცისგან განსხვავებით ტონალობა ნამდვილად გაზარდა, ცეცხლი ენთო მის თვალებში ისე უყურებდა გეგონებოდათ წინ ყველა მისი უბედურების მიზეზი ჰყავდა -რატომ გეჩქარებოდა ასე... რატომ არ მომისმინე, არ დამთანხმდი შეყვარებულობაზე და სად გინდოდა გაქცევა. კირა, შენ ვისგან გარბოდი - წუთები იყო გასული ქალის ხმაურიანი მონოლოგიდან . აივანზე მდგომს უყურებდა და მანძილს ამცირებდა- მიპასუხე, ახლა მაინც მითხარი რა ჯანდაბა მოხდა მაშინ . მითხარი რატომ ჩავიდინე დანაშაული იმით რომ 15 წლის ბავშვს არ დაგეუფლე და მერე სად გინდოდა რომ წავსულიყავით, რატომ გინდოდა ჩემს ცოლად გამომეცხადებინე მაშინ როცა თვეებით ადრე ერთად დავცინოდით იმ სულელებს ბავშვობას რომ წყვეტდდნენ და ჩვენს ასაკში ქორწინდებოდნენ -იმიტომ რომ ვიცოდი ჩემი საყვარელი ბავშვობა მამაჩემთან ერთად ცოცხლად დამარხეს... ბოლო საათებს ითვლიდა ,სუნთქვას უხშობდნენ, ახრჩობდნენ ...სიმართლეს არასდროს გეტყვი , შენ არ ხარ ის კაცი ვინც ჩემს საიდუმლოს სიცოცხლის ბოლომდე ატარებს ! -ალექსანდრემ იცოდა? მან იცოდა, არა? ყველაფერი უამბე და იმიტომ მიეჯაჭვე ...ისიც გიყენებდა , თავის მარიონეტად გაქცია. რიგით სექსმონად რომელსაც ისე ხმარობდა როგორც მოესურვებოდა...ის იმსახურებდა სიმართლეს არა? ის ავადმყოფი -აქედან გაეთრიე ! -გაბრაზდი არა? ჩვეულებრივი მონური დამოკიდებულება რომ გქონდა მის მიმართ და ახლა ისე გინდა კუბოში მის გვერდით ჩაგაწვინონ ისე როგორც ფარაონის მონა მისი სურვილების ამსრულებელი სათამაშო ... ესაა შენი საოცნებო ცხოვრება? ჩაგანაცვლა, შენზე უარი თქვა, სანაგვეზე მოგისროლა ახლა საერთოდ ფერფლადქცეული მიწაში დალპება და აღარ აპირებ თავი დაიხსნა? აუცილებლად ახალი მბრძანებელი გჭირდება? მეც მუხლებზე უნდა დაგაყენო და არარაობასავით უნდა მოგექცე ჩემთან ყოფნა რომ მოგინდეს?- მიდიოდა რომ დაიჭირა და თავისკენ მიიზიდა- მითხარი რა გინდა... მიდი მითხარი და დავაკმაყოფილებ შენს ლომკას. კიდევ ვერ დაიღალე ხომ? ენერგია ისევ გაქვს ,სანამ არ გაითიშები არ ჩერდები ხომ? -კეფაზე შეუცურა ხელი , თავის გაწევის საშუალებას არ აძლევდა ტუჩებზე დააცხრა , კოცნის საპასუხოდ კბენას იღებდა, მაგრამ არ ეშვებოდა ხელები გაუკავა და იქვე მდგომ მისაღების უზარმაზარ მაგიდაზე მკერდით დამხობილს სხეულზე მიეკრო. -არ შემეხო... არ მომეკაროო - მანამდე თუ იცინოდა მაგიდის ზედაპირზე შეხებისთანავე წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. სასოწარკვეთილმა წარმოთქვა სიტყვები, დუდა იმდენად არ უჭერდა ხელების გათავისუფლება რომ ვერ შესძლებოდა, წამსვე იგრძნო სიმსუბუქე ,მაგრამ მაინც ვერ წყვეტდდა კანკალს. ისევ ხის გრძელ ზედაპირს უყურებდა და ცახცახებდა -არ შემეხო...არ შემეხო,ხელი არ დამაკარო -არ გეხები ... აქ ვარ ,შორს -გაეთრიე - მაგიდას მოშორდა ,მაგრამ კაცს არ უყურებდა. ხალათს სხეულზე იკრავდა, ნაჭერს დაბლა ქაჩავდა ამოწმებდა რომ ყველაფერს ფარავდა და უკან იხევდა -არ შემეხო ...არ შემეხო- სახე ხელებში ჩამალა,საძინებლისკენ შებრუნდა , მიდიოდ და გამუდმებით ერთი და იგივე სიტყვას იმეორებდა -მაპატიე ...არაკაცივით მოციქეცი . გული მერევა საკუთარ თავზე ,კირა -შენ არაფერი გესმის...აქედან წადი და აღარასდროს გაიხსენო ეს დღეები! მარტო დარჩენილმა სახლის იმ კუთხეს შეაფარა თავი რომელსაც ადრე, ბავშვობაში იყენებდა. გარდერობის ერთ-ერთ კარადაში შეიკეტა,ყველაფერი გადმოანგრია, ადგილი გაათავისუფლა და იქ დაწვა, ისე იყო მოკეცილი ,ისე ცახცახებდა ,ისე ტიროდა მთლიანად შეძრა გარეთ მდგომი. წასვლაზე არც უფიქრია, მის დატოვებას ვერ შეძლებდა სანამ არ დარწმუნდებოდა,რომ კარგად იყო ახლა როცა თავად თვლიდა თავს დამნაშავედ მითუმეტეს არ აპირებდა წასვლას პატიების დამსახურების გარეშე,მაგრამ ყველაფერი წაეშალა გონებიდან ქალი იქ რომ დაინახა. ხედავდა როგორ ათავისუფლებდა ადგილს, როგორ დაწვა და მიიხურა კარი, ესმოდა ტირილის ხმა , ჩურჩულით ნათქვამი სიტყვების შინაარსი ისევ არ იცვლებოდა ვიღაცას იშორებდა და ეს ვიღაც დუდა ნამდვილად არ იყო ამის გააზრებისას ერჩივნა ისევ თავად ყოფილიყო მთავარი დამნაშავე. -ადამიანები არ უნდა ცვლიდნენ თავიანთი ხასიათის საფუძველს,როგორი მომთხოვნიც არ უნდა იყოს სამყაროში დატრიალებული ცვლილებები თავს რომ ვკარგავთ მერე ინგრევა ყველაფერი - ისე გააღო კარი და დაიკავა ადგილი მასთან ერთად თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. თავზე მაღლა დაკიდებული კაბების ბოლოები ედებოდა, ყველაფერი მოიშორა , ქალი სხეულზე მიიკრა და ძლიერად მოხვია მკლავები- შენ თავს დაგიბრუნებ , გეფიცები ... იმ გოგოს ,რომ დაინახავ საკუთარ თვალებში შემდეგ მოვა სიმშვიდე და დამარცხდება ყველა მტერი ,ყველა ვინც გატკინეთ -აგონიაში მყოფს თავზე ეფერებოდა, ნაზად კოცნიდა ლოყაზე და ზურგზე ისე უსვამდა ხელს როგორც პატარა ბავშვს. ......................... ხმაური თავს ატკიებდა, განათებები თვალებს , დისკომფორტს გრძნობდა და სასმელით ცდილობდა მოდუნებას, მაგრამ დიდად თრობაც არ ანიჭებდა სიამოვნებას . იქ მხოლოდ კირას გამო იყო , მისი ცხოვრების შეცნობა გადაწყვიტა და ასე ატარებდა ყოველ ღამეს სხვადასხვა დაწესებულებაში , უამრავი ადამიანის გარემოცვაში რომელთა უმრავლესობაც ამაზრზენ პერსონად წარმოედგინა . ქალს იმდენი ნაცნობი ჰყავდა , სათვალავიც კი აერია ყველა შეგეძლოთ გეპოვნათ მის კონგაქტებს შორის. კონფლიქტი არავისთან ჰქონდა, იყვნენ ისეთები ვისაც გულზე არ ეხატებოდათ , შურითა და ბოღმით იყვნენ სავსე ,მათ მიმართ კი მხოლოდ მსუბუქ ირონიას იყენებდა. არავინ აღელვებდა, ყველას გამოყენება შეეძლო და არავინ იყო ისეთი ვინც მის მოგერიებას , დამორჩილებას შეძლებდა, ვინც მასზე უპირატესად წარმოაჩენდა თავს. სრულიად გონებადახშულიც კი დედოფალივით გამოიყურებოდა, მისი ეს ვიზუალი არ იყო მხოლოდ ფიზიკური მახასიათებელი , ჰქონდა რაღაც აუხსნელი ძალა რომელიც ასე გაგიჟებით უყვარდა დუდას . ბევრი რამ არ იცოდა , თავიდან უნდა გაეცნო ზრდასრული კირა, რომელიც ერთი შეხედვით სრულიად განსხვავდებოდა იმ ბავშვისგან ვისაც ახლო მეგობრად თვლიდა და ვისთანაც გრძნობდა სულიერ სიახლოვეს. _როგორი მოსაწყენი კაცი ხარ , შენს გვერდით არაფერი ხდება ...სრული უმოძრაობა, უმოქმედობა _ მთვრალი იყო , მაგრამ საპირფარეშოდან დაბრუნების შემდეგ კიდევ უფრო არეული მოეჩვენა _რა მიიღე _ღრმად ჩაისუნთქა და ახლოს მიიზიდა _ ხომ მითხარი _შენ მე კარგ გოგოდ ვერ გადამაქცევ _ თითები ფეხზე ააყოლა და კიდევ უფრო შეამცირა მანძილი. ტუჩებთან ახლოს ელაპარაკებოდა, მაგრამ არ ეხებოდა, მერე ყურთან გადაინაცვლა და ყბის ძვალზე აკოცა _ მე შემიძლია მივცე შენს მოწყენილ ცხოვრებას ფერები , სულ ცოტა ისე რომ არც შენ შეიცვალო და ჩემი კომპანიონობაც ცოოტა, სუულ ცოტა ხნით კიდევ გაქაჩო _ ისე აშანტაჟებდა , ისე გონივრულად მოქმედებდა კაცზე ამის გააზრებაც კი რთული იყო . საიდანღაც ფერადი აბი გაჩნდა , თითებსშორის ჰქონდა მოქცეული პირში რომ შეუცურა და ენაზე დაუდო მერე გაიაზრა კაცმა. გადმოგდების საშუალება არ მისცა , ხელი როგორც კი გამოსწია ვნებიან კოცნაში შეიტყუა. შეუძლებელი იყო თავის დაღწევა , მის მზერასთან გამკლავების ძალა არ მოეპოვებოდა სიგიჟემდე შეყვარებულს_წამომყევი, ვიცეკვოთ _ ხელი ჩაჰკიდა, ისევ აკოცა და ბრბოს შეერია . ცეკვის დროს კაცმაც იგრძნო ცვლილებები, ალკოჰოლს შერეული წამალი მოქმედებდა . _აუცილებლად ცუდი ბიჭი გჭირდება გვერდით , შენზე ბევრად საშიში და თავზეხელაღებული . გინდა შენს სიგიჟეს ვინმემ გადააჭარბოს _ ყელში კოცნიდა,ელექტრონული მუსიკის მუხტი მთელს სხეულში ვრცელდებოდა . მანძილი საერთოდ გაქრა, ერთარსებად ქცეულები მოძრაობდნენ , კაცი ეფერებოდა, ხელებს ქალის სხეულზე დაატარებდა, მოკლე კაბის ქვეშ რომ შეაცურა თითები კირამ კისკისი დაიწყო . თავი უკან ჰქონდა გადაწეული და ხმამაღლა იცინოდა მერე უცებ გასწორდა , მზერა მიაპყრო _ნადირობა მინდა , საშინლად _თითები მაჯაზე მოუჭირა და კაცის ხელს თავად მისცა მიმართულება _არა ! _ოუუ , შენ გგონია იცი რას ვგულისხმობ ? დამშვიდდი სხვა კაცთან არ წავალ _ თითებს მხრებზე უჭერდა, ათრთოლებულ სხეულით ეყრდნობოდა და ტუჩებს კბილებით იწვალებდა _ ჯანდაბა , მინდა შენ მაჩვენო , რომ შეგიძლია სხვა ქალის შებმა _და ეს აღგაგზნებს ? მე რომ სხვა ქალთან წავალ შენ ამ დროს წარმოიდგენ _გგონია გაგიშვებ და მე დაგელოდები? _ისევ ახარხარდა. კაცის თითები გალოკა და მერე ისევ ყურთან გადაინაცვლა _ შენთან ერთად გავჟ. გიცდია ოდესმე ორი ერთად? რა თქმა უნდა არა ! საბრალოვ , წარმოდგენა არ გაქვს რას ნიშნავს სიამოვნებისგან გათიშვა , განტვირთვა ... ხვალ ისე გაიღვიძებ იდეების ფოერვერკი გექნება თავში _არ ვაპირებ შენს გვერდით სხვა ქალთან ყოფნას , გულისამრევია _ჩემო წმინდანო, ფრთები სად გაქვს დამალული ? _კოცნას არ წყვეტდდა, ყელზე გადავიდა და მერე შებრუნდა , ზურგით მიეყრდნო , მელოდიას აყოლებდა სხეულს და თან ირგვლივ მყოფებს აკვირდებოდა სანამ ნაცნობი სახე არ დაინახა _აი მესმის იღბლიანი საღამოო ... შენი გოგო აქ ყოფილა. აბაა წესიერიაო? ჭიქებს ცლის და კაცებს აბავს შენთან კი ისეთი სათნო სახით დადის თითქოს წვენების გარდა სასმელს არ ეკარება _გეყოფა სხვებზე საუბარი, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ჩემი საქმე არ არის ვინ რას აკეთებს სამსახურის შემდეგ _გინდა გაჩვენო რომ გარყვნილი მხოლოდ მე არ ვარ და მონაზვნის კაბების ქვეშ კ.ხპები იმალებიან ? ჩაგიტარებ ცხოვრებისეულ გაკვეთილს , ორს ერთად და მიხვდები რამდენი რამის სწავლაა შესაძლებელი ჩემი ცხოვრების რიტმით _ პასუხის მიღებამდე გაეცალა. ჯერ სადღაც გაქრა, ვერ ხედავდა ვერცერთს. მაგიდასთან იჯდა და ცდილობდა თავზე კონტროლი არ დაეკარგა, მაგრამ დროის გასვლის მერე კიდევ უფრო აირია. სახლში წავიდეთო რომ უთხრა იფიქრა ყველაფერი დასრულდაო და მოდუნდა კიდეც. გზაში კიდევ დალიეს, ფრაგმენტებად ახსოვდა კადრები . კირას ეფერებოდა, მისით ტკბობას ვერ წყვეტდდა სანამ მისმა გონებამ ძლიერი დარტყმა არ მიიღო და იმის საპირისპირო ქმედებას არ შეუდგა რაც ზოგადად ახასიათებდა. კირა გოგოს მიუახლოვდა, გზად სრულიად გაშიშვლდა და მალევე დაიწყო უცნობი სხეულის შესწავლა . არც ნიტა იყო უქმად , პირველმა აკოცა და თან დუდას უყურებდა , მისი თვალები კი მხოლოდ კირას ხედავდნენ , მის ავხორც მზერას და ხელებს რომლებიც თავისკენ იზიდავდნენ. ნაბიჯები დაჰიპნოზებულმა გადადგა, სადღაც შიგნიდან , შორს გულისრევის შეგრძნება ჰქონდა , მაგრამ იმდენად ყრუდ , რომ ამან საერთოდ ვერ იმოქმედა. კირას მიმართ გაჩენილი ბრაზი მართავდა , რომელსაც ქალი სულ უფრო მეტად ზრდიდა თავისი ქმედებებით. ორი ქალი ეხვია გარს, მხურვალე ტუჩების შეხებას გრძნობდა და თავდაპირველად მხოლოდ კირას ეფერებოდა , შემდეგ მანვე მოხვია თითები და ისე შეეხო ათრთოლებული ქალის სხეულს თითქოს განგებ აკეთებდა ამას, მოსწონდა კაცის სხვა ქალთან დანახვა. ყურში ეჩურჩულებოდა, გამაბრუებელი ხმით აძლევდა ბიძგს , მიმართულებას თუ როგორ უნდა ემოქმედა , მერე უბრალოდ გაჩუმდა და ერთხანს ღვინის ბოთლით ხელში მდგომი უყურებდა საწოლში ახლართულ სხეულებს . დუდას რომ ამით აცოფებდა ვერც კი ხვდებოდა, კაცს ბოლომდე რომ არ იცნობდა და წლებმა მასზეც იქონია გავლენა ეს ნამდვილად ვერ გაითვალისწინა . სულ სხვანაირად წარმოედგინა ეს თამაში , მსგავს განვითარებას არ ელოდა. ვერ შეძლო მშვიდად ეყურებინა როგორი გატაცებით ეალერსებოდა კაცი სხვას . ინსტიქტურად დაიძრა საწოლისკენ, დუდას ზემოდან მოექცა , წითელი ღვინო წვეთ _წვეთად დაასხა გულ_მკერდზე , ნელა მიუყვებოდა სითხე მხურვალე ტანს , რომელსაც სულ მალე ენის წვერით შეეხო . თვალებანთებული , უყურებდა დუდას სანამ მის სხეულს შეერწყმებოდა და შემდეგ კულმინაციამდე მხოლოდ ხმები ესმოდა , გრძნობდა კაცის თითებს წელზე და გონებას საბოლოოდ უკეტავდა აზროვნების უნარს. არ უნდოდა ნიტას აღქმა , შიგნიდან ჭამდა ის ფაქტი რომ დუდა ამ დროსაც მას კოცნიდა. თამაშის პაიკად იქცა, თავს არ უტყდებოდა , მაგრამ შეგრძნებები იმდენად მძლავრად აწვებოდნენ დიდხანს ვერ დაიმალებოდა. ჯერ თავის ტკივილი იგრძნო, თვალებში ჩამოწოლილი სიმძიმის შეგრძნება და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი . ოთახში მდგომ სუნს გრძნობდა, კანზე ასდიოდა სხვა ქალის არომატი და მიუხედავად იმისა, რომ გვერდით მხოლოდ კირა ჰყავდა მაინც იყო კვალი, რომელიც გონებაში ჩარჩენილი ფრაგმენტების რეალურობაში არწმუნებდა. _ყავა დღეს ჩემზეა _ კირას მხოლოდ მაისური ეცვა , რომელიც ძლივს უფარავდა საჯდომს. ისე ენერგიულად გამოიყურებოდა თითქოს წინა ღამით დამუხტეს. დიდი ფინჯანი საწოლთან დადო, ფარდები ბოლომდე გადასწია და აივნის კარიც გააღო _ დღეს შესანიშნავი ამინდია... ვფიქრობ სამსახურში აგვიანებ, თუ წასვლას არ აპირებ . ნიტა უკვე იქაა და ბეჯითად მუშაობს _ ჩაიცინა და სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია_მიკვირს როგორ შეძლო გამოუძინებელმა, ენერგიაგამოცლილმა, მთლიანად გამოწურულმა წასვლა. მას შემდეგ რაც შენ გაუკეთე , ცოტა მეც გაკვირვებული ვარ , ასეთიც თუ იყო არ მეგონა _ ცდილობდა არ შეემჩნია, ირონიას იშველიებდა და ღიმილიან მზერას არ აშორებდა საწოლში მყოფს _კმაყოფილი ხარ ? _ხმაც შეცვლილი ჰქონდა, გამშრალი პირი უსიამოვნო შეგრძნებას გვრიდა. წამოჯდა, საწოლის თავს მიეყრდნო, ფეხი მოხარა და მუხლს ხელით დაეყრდნო . ცხელი ყავა ესიამოვნა, თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა _ ოთხშიც გინდა თუ შევჩერდეთ , წინასწარ გაფრთხილებ კაცს არ მივიღებ _ნიტას ხელფასი უნდა გაუზარდო, როგორი მონდომებული იყო, მთელი ცოდნა გამოიყენა ... საბრალოს, ჰგონია ახლა სულ შენს მკლავებში იქნება რადგან ერთხელ შეუდე ოცნებებში დაფრინავს _ საწოლზე მუხლებით დადგა და დუდას სახეზე შეახო თითები_შენ კი , შენ წუხანდელ სახეს არასდროს დავივიწყებ! _მაინც რა დაინახე ... რა გეგონა _თითები სახეზე ჩამოატარა,უცებ მოუჭირა და ტუჩებზე წაეტანა _პატარა ბიჭივით გინდოდა გეთამაშებინე ხომ? არ გეყო შენს მახეში რომ ჩავვარდი გინდოდა ბოლომდე გამოგეყენებინე , არა? _თითები საჯდომზე მოუჭირა და ისე მიიზიდა _ მე შენი სათამაშო მხოლოდ იმ დოზით და იმდენი ხნით გავხდები რამდენიც თავად მენდომება და ისე ნუ იზამ რომ გამაცოფო , თორემ მართლა იპოვნი ცხოველს როგორებიც ავადმყოფურად გიზიდავს , იმაზე უარესს ვიდრე წარმოდგენა შეგვიძლია ახლა მე და შენ_დაბალი ხმით, მშვიდი ტონით ელაპარაკებოდა და თან თითებით წელზე ეფერებოდა _ ისევ დამტკიცდა, რომ ყველას გვაქვს ავხორცი სურვილები. უარს არ ვამბობთ შემოთავაზებულ ნეტარებაზე და არავინაა ისეთი წმინდა როგორიც ჩანს. ზოგს ფიქრები აქვს ჩემზე ბნელი, ვერ ახერხებს მათ განხორციელებას და თავი ისე უჭირავს თითქოს დედა ღვთისმშობელია, ვიღაც ინიღბება და სინამდვილეში ყველაფერზეა წამსვლელი საწადელს რომ მიაღწიოს. იმ ქალს ჩემგან განსხვავებით ს.ქსი კი არ მოსწონს, ის რაც მის შემდეგ მოდის. ახლა ნახავ როგორ მოგეწებება, როგორ დაკარგავს ნელ_ნელა ნიღაბს და ეცდება კვლავ შეგიტყუოს საწოლში, ამჯერად უჩემოდ..._თავს ისულელებდა, თითქოს საქმე მხოლოდ ქალს ეხებოდა _სერიოზულად? ყველაფერი იმისთვის, რომ ნიტას სახე მაჩვენო? რა გულისამრევია , ადამიანი გეზიზღებოდეს და მასთან დაწოლა შეგეძლოს _როცა გშია ყველაფერს ჭამ და მნიშვნელობა არ გაქვს რა არის. მისი სხეული მშვენიერ ფორმაშია, თანაც გამოყენებაც შეუძლია და შენ ნამდვილად არ უნდა მელაპარაკებოდე გაუგებარ ქცევებზე. გუშინ რომ მეკითხა ნიტა არ მოგწონდა, რაღაც არ გეტყობოდა , ვერაფრით შეგამჩნიე ეგ შენი უემოციობა მის მიმართ _განგებ იქცევი ასე ხომ? _შეიძლება კი , შეიძლება არა _ გინდოდა გავგიჟებულიყავი იმისთვის, რომ აბებით გამჭყიპე,გამთიშე და ჩემი ბნელი მხარე გამიცოცხლე. იმისთვის , რომ თანამშრომელთან ს.ქსი მქონდა შენთან ერთად. გინდა ახლა გავრბოდე, დღეს თვითგვემაში ვიყო და მეუბნებოდე რამდენად შორს ვარ შენგან, რამდენად ვერ გავუქაჩავ შენი დამპალი ცხოვრების რიტმს. _სულ სხვა რამეს ველოდი და სხვა რამ დავინახე. სექსუალურ ფანტაზიებზე მეტად არაფერი აჩვენებს ადამიანის სულს _ეს ალექსანდრეს ფილოსოფიაა? ასე შეგამეცნა ადამიანის ღრმა სულის წიაღები? ნორმალური გგონია ყველასთან ყოფნა რომ შეგიძლია და ცხოველის დონეზე გაქვს დაყვანილი კავშირი რომელიც ნამდვილად სხვა უკიდურეს განზომილებაშია? _გთხოვ , საათების წინ მომხდარის შემდეგ ნოტაციას ახლა მაინც ნუ წამიკითხავ . ჯერ კიდევ არ მჯერა , რომ ამას მალავდი ანგელოზის სახის მიღმა. ისეთ უარზე იყავი თითქოს წარმოდგენა არ გქონდა რას გიპირებდი და კიდევ ორი ქალი რომ გყოლოდა არც იმათ ატკენდი გულს _ კონტროლი დაკარგა, მაგრამ მალევე მიხვდა და გაჩერდა _ აღფრთოვანებული ვარ, ეს იმას ნიშნავს , რომ იმაზე მეტხანს გაგრძელდება ჩვენი ერთობა ვიდრე ვვარაუდობდი _ გაიცინა და ყავა მისი ფინჯნიდან მოსვა _დალიე თორემ გაცივდება _რა საინტერესოა როდის მიხვდები შენი დახშული გონებით , რომ ეჭვიანობ და ამან კონტროლი დაგაკარგვინა, ახლაც შიგნიდან იწვი, ფიქრობ ნიტა როგორ მომაშორო , ახლა უფრო ახლოსაა ვიდრე ოდესმე. მე ხომ შენსავით უემოციო კავშირები არ შემიძლია და გოგოს ძველებურად ნამდვილად ვეღარ მოვექცევი _და როგორ აპირებ მოქცევას? სამსახურეობრივი რომანის გაბმა ხომ არ მოგანდომა გუშინ შენი პენ.ს.თ პირში ? რომელი ეჭვიანობა, ცოლად შეირთე თუ გინდა და ხელისმომკიდედ გამოგყვებით _ერთს ამბობდა და მეორეს გრძნობდა. შიგნიდან ცეცხლის ალი წვავდა _ვნახოთ , ჯერ არ ვაპირებ შემდეგ ვინ იცის რა იქნება . იქნებ სჯობს იყო მასთან ვინც ყველაფერს აკეთებს შენთვის ვიდრე მასთან ვინც ბოლომდე ცდილობს შენს გამოყენებას _მასთან უნდა იყო ვისთანაც მოგწონს იმ კონკრეტულ მომენტში , თუმცა შენ სტანდარტულად მხოლოდ გრძელვადიანი ურთიერთობები გჭირდება, მუდმივობა და სტაბილურობა . მოსაწყენი ხარ, 100 წლის მგონიხარ თუ შიშველს არ გხედავ და შენს შეხებას არ ვგრძნობ . ცხოვრების სტილით ნამდვილად მეტისაც ხარ _ მოშორდა და კარადიდან პატარა სამკაულის ყუთი აიღო _ ეს ჯიბით რატომ დაგაქვს . იმდენად ბევრი გაქვს მსგავსი ძვირფასი სილამაზე , რომ დაკარგვა არ გაღელვებს? _შენთვის გავაკეთე , ღამით ვაპირებდი გადმოცემას, მაგრამ ამოაყირავე ყველაფერი _საჩუქრების მიღებას არ ვაპირებ ... _საჩუქარი არაა, შენთვისაა შექმნილი -რა არის უფრთო პეპელა, ანგელოზი- მანამდეც აკვირდებოდა ახლა კი ისევ ინტერესმა სძლია და ყუთიდან ამოიღო _დამთავრებულია საერთოდ? _ასეთს გხედავ არც პეპელაა , არც ანგელოზია ... შენ ხარ _ძვირფასი , შიშველი და მოტეხილი ფრთით ? _არ ეცინებოდა, შიგნიდან ტეხდა ტკივილი , მაგრამ სახეზე მაინც ღიმილი დასთამაშებდა _საინტერესო ხედვა გაქვთ ბატონო იუველირო- გულწრფელად აღფრთოვანებული იყო დუდას ნიჭით - ის რაშიც შეუცვლელი ხარ ეს ნამდვილად შენი საქმეა , ამ თითებით სასწაულებს ქმნი - კაცის მტევნს თითები შემოჰხვია , თავი დახარა და ტუჩებით შეეხო -დღეს რა გეგმები გაქვს -არანაირი. შენ ახლა მხოლოდ სამკაულებს ხატავ? - გაახსენდა მის მიერ შესრულებული პორტრეტები და დააინტერესა -უამრავი საქმე მაქვს, დრო არ მრჩება ... თუ სხვა საქმიანობით დაკავებაც მომინდება შემდეგ გავიხსენებ წარსულს- სააბაზანოსკენ ისე დაიძრა აშკარა იყო მიუხვდა საუბრის მიმართულებას, მაგრამ თავს ასე მარტივად რომ ვერ დააღწევდა არ იცოდა. კიდევ უფრო გაუმძაფრა სურვილი კირას -ჩემ პორტრეტებს და ფოტოებს სად მალავ - წყლის ქვეშ მდგომს მაშინ დაესხა თავს როდესაც მოდუნდა . კედელზე შუბლით მიყრდნობილს ზურგზე ქაფიანი ღრუბელი დაუსვა , ფრჩხილების კვალი დაეტოვებინა ნიტას . იმდენად ძლიერად დააწვა, რომ კაცის მზერაც დაიმსახურა და სახეზე გამომეტყველებაც შეუცვალა- სხვაც დაგიხატავს ამ წლებში? -არც კი ვიცი სად არის ის ნაჯღაბნები... უბრალოდ თავს ვირთობდი. ბევრი დამიხატავს, სწავლის დროს მთხოვდნენ და მეც უარს არ ვეუბნებოდი -სამხატვრო აკადემიაში სწავლობდი? -ბევრი რამ ვისწავლე ერთდროულად ოქრომჭედლობასთან ერთად ... კიდევ ვაპირებ გამგზავრებას ახალი მეთოდების შესასწავლად -ანუ დიდი ხნით არც ამჯერად დარჩები. ჭორები მართალია , მხოლოდ რეკლამის გამო ჩამოხვედი , ბიზნესს გამართავ და წახვალ -აქაურობა არ მიყვარს და პირველსავე შესაძლებლობას გამოვიყენებ ,რომ წავიდე -მე კი ვერსად ვრჩები დიდი ხნით , მივდივარ და უკან ვბრუნდები -ალექსანდრეს უბრუნდებოდი , მე კი შენ გაგირბოდი ... თქვენ ერთად . ოდესმე მივხვდები მასთან რა გაკავშირებდა ? -იმაზე მეტი ვიდრე სიყვარულის დროს გაკავშირებთ ჩვეულებრივ მოკვდავებს ! 4 ....................... მოსვენება ჰქონდა დაკარგული. არ ჰყოფნიდა ის რასაც იღებდა, მეტი სურდა , უნდოდა ეგრძნო რომ დუდას აკონტროლებდა და სხვისთვის მიუღწევად ნებისმიერ ლოკაციაში შეაღწევდა . განა ადარდებდა მისი სამკაულები, სეიფები და დამალული ძვირფასეულობა, ოდნავადაც არ აღელვებდა არცერთი ნივთი რაც თავად ჰქონდა სხვებისგან ან მისგან საჩუქრად მიღებული ,მხოლოდ პრივილეგია სჭირდებოდა . ბევრი იფიქრა, სად შეიძლება ჰქონოდა სახელოსნო ,მის ახლო მეგობრებს იცნობდა, მაგრამ მათ არ ჰკითხავდა, თავად უნდა გამოეცნო და ბოლოს იპოვნა კიდეც. ეზოში მდგომმა დაცვის წევრებმა და ყველა კუთხეში დამაგრებულმა კამერებმა გაამჟღავნა ხელოვნების სახლი. თავდაჯერებულმა შეაბიჯა ეზოში, დაცვასთან გამკლავება არ გასჭირვებია , გზა მარტივად გაითავისუფლა და პირდაპირ შეიჭრა კაცის პირად სივრცეში -რა პირობებში იქმნება ხელოვნების ნიმუშები ... რა სჭირდება შემოქმედებითი აფეთქებისთვის ოქრომჭედელს -აქ რას აკეთებ?- იმაზე მეტად გაბრაზებული მზერა ჰქონდა ვიდრე კირა ელოდა. სათვალე მოიხსნა სავარძლიდან წამოდგა და წარბშეკრული დაიძრა მისკენ- როგორ მიპოვნე -ფარული უნარებით გამოვირჩევი, თუ მოვინდომებ შეუძლებელსაც შევძლებ მე კი საოცრად არ მომწონდა ამდენ საათის განმავლობაში სამყაროს რომ სწყდებოდი, აქ მობილურსაც კი არ რთავ და ვერ ვიტან,როდესაც შენთან დაკავშირება არ შემიძლია -მე კი აქ ყოფნის უფლებას არავის ვაძლევ ! -ნუ ღელავ ქურდებთან შეკრული აგენტი არ ვარ - ცდილობდა ჩვეულებრივ კეკლუცი ყოფილიყო,მაგრამ აშკარად არ ჭრიდა -მუშაობის დროს კონცენტრირება მჭირდება - ისე უყურებდა კიდევ უფრო გამოიწვია ქალი. რაღაც ახალ ,დაფარულ მხარეს უახლოვდებოდა და უკან დახევას არ აპირებდა ,სრულიად შეიცვალა მიმართულება . მაგიდაზე დალაგებულ ძვირფას ქვებს შეეხო, ყველაფერი გვერდით გასწია და თავად დაიკავა მათი ადგილი- კირა , შენი თამაშებისთვის არ მცხელა. სერიოზულად -მათი ღირებულება შეფასებულია მე კი შეუფასებელი ვარ , ხომ ასეა ? - მოკლე კაბის ქვეშ თითები შეაცურა და ნელ-ნელა დაიწყო საცვლის დაბლა ჩამოწევა - მეტად ღირებული, ძვირფასი და შეუცვლელი -გეყოფა -მეთქი ! ნუ იქცევი იაფფასიანი ბ.ზივით , რომელსაც ს.ქსის გარეშე დღის გატარება არ შეუძლია და კაცის ცდუნების აზარტშია მუდმივად . მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, ჩემი გეგმა და წესები , როდესაც ვმუშაობ , ე.ი ყველაფერი სამყაროში ქრება სულ რომ ომი დაიწყოს სანამ თავში ნაღმი არ მომხვდება მანამ არაფერმა უნდა შემიშალოს ხელი . პატივი ეცი ჩემს ერთადერთ სივრცეს სადაც ვერ და არ შემოგიშვებ -ანუ ესაა ჩემთვის გადაულახავი ბარიერი ,არა? გამოდის ესენი უფრო მნიშვნელოვანია შენთვის- ყველაზე დიდი თვალი აიღო და ორი თითით დაიჭირა- ახლა ეს რომ გადავაგდო რას გააკეთებ -ეგ ქვა ყელსაბამში რომ მოთავსდდება მილიონამდე ღირებულების გახდება და საერთოდ არ მხიბლავს ასე უპასუხისმგებლო თამაშები, უაზროდ - ხელიდან გამოსტაცა ზურმუხტის ნატეხი . ისე უყურებდა ნამდვილად არ ჰგავდა ჩვეულებრივ დუდას, რაც კიდევ უფრო მეტად აღაგზნებდა ქალს. ზღვარზე იდგა, დიდ აფეთქებას უახლოვდებოდა ,რომლის შემდეგაც გაიხსნებოდა წყვდიადის კარი -ეგ ყელსაბამი მინდა - ნახატს დახედა რომლის მიხედვითაც ქმნიდა სამკაულს და ფანქარი აიღო - ოღონდ აქ ესენი არ გაუკეთო -მას უკვე ჰყავს მეპატრონე , თუ მსგავსი გინდა ერთად დავხატოთ. როგორც კი საჭირო ქვა გამოჩნდება , შევიძენ და გავაკეთებ სპეციალურად შენთვის -მე ახლა მინდა, რატომ უნდა ველოდო შემდეგს,როცა ქვა უკვე აქ არის . ეს მომწონს -რა მოგწონს... ეს უნდა დამუშავდეს და ნაწილ -ნაწილ გამოვიყენო -არ აქვს მნიშვნელობა , ეს მინდა -ვწუხვარ, მაგრამ არ გამოვა -ჩემთვის ყელსაბამის გაკეთებაც არ შეგიძლია... ვისთვის ამზადებ? პირდაპირ მისგან მივიღებ საჩუქრად -გინდა გითხრა ვინ იყიდა რომ ის შეაბა ? სწორად გავიგე? - ისედაც ხომ ცეცხლი ენთო თვალებში,მაგრამ მოსმენილმა სულ შეშალა -მიზნისთვის ყველაფერი დასაშვებია ... შენ არ მაძლევ სხვისგან მივიღებ. შენ ხომ მუდამ ასე იქცევი, არაფრის გაკეთება შეგიძლია და სხვებთან ვპოულობ სასურველს . მერე გიკვირს რატომ არ ვარ შენი,როცა შენ არაფერს აკეთებ ჩემთვის -აქედან წადი , ახლავე !- ერთხანს უყურებდა, ათასი სიტყვა უტრიალებდა გონებაში,მაგრამ ბოლოს მხოლოდ სამმა იხეთქა ,ღრიალით შემოიფარგლა და კირა რომ არ გატოკდა კიდევ განაგრძო- წადი ,თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ -ეგეც შეგიძლია? ზღვარს გადახვიდე და მერე? მოდიი არ აგო პასუხი და მაჩვენე ის რისი გაკეთებაც გინდა ... აქ ვარ, ჩვენს გარდა არავინაა . მხოლოდ მე ,შენ და შენს თავში არსებული ავხორცი აზრები -ნუ ცდი ჩემში არსებულ ეშმაკს - ისე უღიმოდა, სისხლისფერი გაუხდა თვალები , მანძილი თითქმის აღარ არსებობდა მათ სხეულებს შორის -აქ დავრჩები, გიყურებ როგორ შექმნი ამ ლამაზ ყელსაბამს და შემდეგ საჩუქრად მივიღებ მისგან ვინაც შეგიკვეთა - წინადადება დასრულებული არ ჰქონდა სახიდან ღიმილი ,რომ გაუქრო კაცის ერთმა მოქმედებამ. ქალის სულ ერთი სუსტი წერტილის შესახებ იცოდა, იცოდა და მის წინააღმდეგ იყენებდა ,როდესაც მაგიდისკენ უბიძგა, გულმკერდით ხის ზედაპირს ააკრა. -შეწყვიტე ჩემი გამოწვევა თორემ ისე გატკენ,რომ ჩემს შესაძულებლად მიზეზს მოგცემ -მთელი სხეულით მიაწვა და კონტროლდაკარგულს ყურთან ჩასჩურჩულა -მიდი , ნუ იკავებ თავს გააკეთე რაც გინდა... გადაკვეთე ზღვარი და სამუდამოდ გამიშვი თორემ არასდროს მოგცემ ჩემგან წასვლის საშუალებას . ჩემი მონა იქნები , ყველაფერი ისე იქნება როგორც მე მინდა და შენ ჩემს შესაჩერებლად ძალა არ გეყოფა. შენ უსუსური კაცი ხარ, შენნაირები ჩემნაირებს ვერასდროს დააკმაყოფილებენ -ვერ მიხვდა როგორ მივიდა უბრალო არეულობიდან ამ დონემდე, არ იცოდა რატომ აგრძელებდა საუბარს, წარმოდგენა არ ჰქონდა რას ელოდა, მაზოხისტურად სურდა ტკივილის მიღება, ისეთი ტკივილის დუდას რომ შეაზიზღებდა , უმნიშვნელოს გახდიდა და მისგან თავის დაღწევის საშუალებას მისცემდა - მიდი , რას ელოდები ხომ ძალიან გინდა მომერიო, ძალა გამოავლინო, მაჩვენო როგორი ძლიერი ხარ -მთელი ძალით ცდილობ შემიძულო... როგორ გინდა ვიჩხუბოთ, ვიომოთ და მერე ისევ მარტო დარჩე- ისევ ისე ეკვროდა, ისევ იმ სივრცეში იყო ქალი რომ ვერ იტანდა, გრძნობდა მისი სხეულის მიერ გამოთავისუფლებულ მუხტს, მაგრამ მაინც არ შორდებოდა . ტუჩები ყელზე შეახო , კაბის ელვა გახსნა და თითები შიშველ კანზე აასრიალა- თავს აჯერებ,რომ საშინელი ხარ და მეც ისე მოგექცევი როგორც ყველა - ისევ ყურთან ახლოს ესაუბრებოდა, საკუთარი სიმშვიდის წერტილსაც ეძებდა და მის დამშვიდებასაც ცდილობდა - შემიძლია საშინელი ვიყო, ვარ კიდეც მათთან ვინც იმსახურებს, მაგრამ შენთან , შენთან არასდროს გამოვიყენებ ჩემს ბნელ მხარეს იმ დოზით,რომ სულში ჭრილობები დაგიტოვო - ცხვირი ქალის თმაში ჰქონდა ჩამალული, მის სურნელს სუნთქავდა, ფრთხილად კოცნიდა, გაყინულ სხეულზე თითებს დაატარებდა და ფერებას არ წყვეტდდა მიუხედავად იმისა,რომ ის კვლავ დაჭიმული იყო - ზღვარს გადავლახავ, მაგრამ არა უფსკრულისკენ ...მე და შენ ერთად ავალთ მაღლა, მწვერვალზე და შეუძლებელსაც შევძლებთ - ტუჩებს ჯერ ხერხემლის მალებს ახებდა, შემდეგ წელს მიაღწია, თითებით საჯდომზე ეფერებოდა და შემდეგ ფეხებზე გადადიოდა - გადავლხავთ , დაიჯერე და სულ ოდნავ მოინდომე, მოერიე თავს, იყავი ჩემთან და დაივიწყე ყველაფერი სხვა , დაუბრუნდი საკუთარ თავს - თავი შეაბრუნებინა, სახეში უყურებდა , ცრემლებით დაფარულ ღაწვებზე აკოცა და ქალის სხეულს შეერწყა. ეფერებოდა, კოცნას არ წყვეტდდა, ქალის ემოციების მართვას ცდილობდა ,მისი ყურადღების ცენტრის შეცვლას, ყველა აზრისა და მოგონების გაქრობას -გამომყევი, ჩემთან დარჩი - ჩურჩულებდა და დამფრთხალს, სრულიად უმწეოს ყველა ამოსუნთქვას შეისწავლიდა . ბოლოს იყო სრული მდუმარება, კირა მანძილს ზრდიდა და არაფერს ამბობდა- ორი წუთი დამელოდე, სახლში შევიდეთ და -მივდივარ და არ მიპოვნო !- მხოლოდ ეს თქვა, გვერდულად გახედა და წავიდა. ………………. რამდენიმე დღე საქმეს დაუთმო, ცდილობდა კირასგან შორს ყოფილიყო და როგორმე უკან დევნის გარეშე დაებრუნებინა თავისთან , მის ერთ ნაბიჯს ელოდა და სახელოსნოდან არ გამოდიოდა . ყელსაბამი შემკვეთს გაუგზავნეს , კატალოგისთვის ფოტოსესიას სხვა მოდელები აგრძელებდნენ კირა თითქმის მთელი თვე არ ჩანდა. დუდა მისი ძიების პროცესში მიხვდა , რომ ქალს მეგობარი არ ჰყავდა, არავინ ვისაც თავის ნამდვილ სახეს უჩვენებდა, ვისთანაც იქნებოდა გულწრფელი და ვისაც გაანდობდა ყველა ტკივილს. არავინ იყო ისეთი ვისაც მასზე ინფორმაცია ექნებოდა, არავინ ვინც გაუჩინარებულს მოიკითხავდა. მარტოობა დაინახა , გაქცეული ქალის ირგვლივ სრული სიცარიელე დაუხვდა და კიდევ უფრო გააბრაზა საკუთარმა ქცევამ. თავს ვეღარ იმორჩილებდა, არ იყო ის ვინც ყოველთვის , კირა ყველაფერს თავდაყირა აყენებდა და დუდა არათუ მას , საკუთარ ქმედებებსაც ვეღარ განსაზღვავდა . წვეულებაზე მისული სულ რამდენიმე წუთს აპირებდა დარჩენას , მოვალეობის მოხდის მიზნით გამოჩნდა მაღალ საზოგადოებაში და სრულიად აერია აზრები, როცა კირა დაინახა. ულამაზეს კაბაში, მნათობი , ყურადღების ცენტრში მოქცეული , ყელზე დუდას ბოლო ნამუშევრით . უყურებდა და თვალებს ვერ უჯერებდა, ირგვლივ ყველა მასზე საუბრობდა , მის დახვეწილ მანერებზე, ქცევაზე და გარეგნობაზე, ზოგი ცოდვებსაც უხსენებდა, ქვებს ესროდნენ ისინი ვისაც პირადი ინტერესები ჰქონდათ . შორიდან უდარდელ ლამაზმანს დაინახავდით, დუდა კი გონებაში ბოლოს ნანახი მისი სახე უტრიალებდა, მზერა რომელიც სულის იარებს აშიშვლებდა და მაინც მისი ქცევა კაცს კონტროლს აკარგვინებდა. ისე დალია რამდენიმე ჭიქა არც კი გაუაზრებია, გონება წასვლას სთხოვდა , იქაურობის დატოვებას და ამ ფარსისგან გაქცევას , მაგრამ არ გამოუვიდა. ქალი წვეულების მთავარ გმირს უღიმოდა, თვალების ციმციმით შეჰყურებდა და შემდეგ მის მკლავებში მომწყვდეული ცეკვავდა , დუდა კი ყველა დასაშვებ ზღვარს აბიჯებდა მისკენ დაძრული , მოცეკვავე წყვილებს შორის მდგომი წელზე რომ უცურებდა ხელს და თავისკენ იზიდავდა ცხოვრების სიყვარულს . თითქოს განგებამ იმოქმედა მუსიკა შეიცვალა , ქალის სხეული თავისკენ შეაბრუნა და ისე დაიწყო მასთან ცეკვა გაოგნებული კაცისთვის სიტყვაც არ უთქვამს, მისი აზრი ოდნავადაც არ აღელვებდა , მხოლოდ კირას თვალების სიღრმეში დამალული გრძნობების წაკითხვა სურდა _ რას ჩადიხარ , იაზრებ მაინც? _შენც აქ ხარ ? არ გელოდი _დატრიალდა და კვლავ სხეულზე მიეკრო _ საინტერესო საღამოა _გეყოფა ! _რას გულისხმობ? _როგორ მიიღე ეს ყელსაბამი _ასეთ ლამაზს არ ველოდი, გავვოცდი როცა ზურამ მაჩუქა . უკეთესსაც ვიმსახურებდი იმ სიამოვნებისთვის რაც მივანიჭე , მაგრამ ამჯერად დავკმაყოფილდი ... მალე ახალ შეკვეთას მოგცემს . სამაჯური მინდა , ლალის თვლებით _ თითები კაცის ყელზე ჰქონდა შემოხვეული, კეფისაკენ ააცურა და თან მზერას არ აშორებდა _არ მჯერა ! მასთან არაფერი გქონია , როგორღაც სხვა გზით მიიღე ეს ყელსაბამი და ახლა ჩემზე შურისძიებას ცდილობ _შურისძიებას , რისთვის? განა შენ მე რაიმე დამიშავე? გგონია ამის შესაძლებლობა გაქვს ? _გადაიკისკისა, თავი უკან გადასწია და კიდევ უფრო თავბრუდამხვევი გახდა _ შენ და მე გართობა შევწყვიტეთ , ახლა მეტად საინტერესო თევზი მყავს ანკესზე _მაგ თევზს დღეს ქორწინების წლისთავი აქვს, ეგ ყელსაბამი ცოლისთვის შემიკვეთა და ის ქალი ახლა აქვეა , ქმრის გვერდით დგას _მომავალ წელსაც აღნიშნავენ და მე სულ სხვა ვინმე მაჩუქებს შენს დამზადებულ სამკაულს ანდაც სხვა რაიმე ძვირფასსა და განსაკუთრებულს. რა პრობლემაა , გგონია მან არ იცის მის ქმარს რომ ყელში ამოუვიდა და ღალატობს? ბედნიერი და სტრესისგან თავისუფალი დაუბრუნდება სახლში , მადლიერიც კი იქნება _კაცის ყურთან ჩურჩულებდა , კიდევ უფრო მეტად მიეკრო და საკუთარი სურნელით გაავსო _ ხატვა დაიწყე იმ შენს მომცრო სახელოსნოში გამოიკეტე და შექმენი ხელივნების ნიმუშები ჩემი კაცების ჯიბეების დასაცარიელებლად _ მოშორდა , მაგიდისკენ დაიძრა , ჭიქა აიღო და მომხიბვლელი ღიმილით დაიძრა მასპინძლებისაკენ. კაცს მოურიდებლად შეახო თითები მხარზე, მის წინ მდგომ ქალს უღიმოდა . ყელში გაჩხერილ ბრაზს ძლივს ერეოდა, საკუთარი თავი ებრძოდა , მაგრამ ვერ მოერია როდესაც დაინახა როგორ ეხებოდა კაცი კირას მოშიშვლებულ ფეხზე. გვერდით მდგომ ცოლზე ჰქონდა ხელი მოხვეული, ვიღაცას ესაუბრებოდა და თან კირას ფერებით ირთობდა თავს . იქედან უნდა წასულიყო, აზროვნების უნარი რომ ჰქონოდა იმ წამსვე დაივიწყებდა ამ ქალს ის კი პირიქით მოიქცა . წამში დაფარა მანძილი, კაცი მოულოდნელად შეატრიალა მუშტი მოუქნია და ძირს დავარდნილს დაემუქრა _გაგანადგურებ კიდევ რომ მიუახლოვდე _ ირგვლივ ქაოსი იყო . ქალი კიოდა, კაცს ცხვირიდან სისხლი სდიოდა და იატაკზე მოკეცილი ეგდო . კირა კი იდგა და კვლავ სასმელს აგემოვნებდა , ყელიდან რომ ჩამოგლიჯა ყელსაბამი და ძირს დააგდო მხოლოდ შემდეგ ჰქონდა რეაქცია _რას აკეთებ_ იღიმოდა, კმაყოფილი ჩანდა თითქოს დუდა უკვე ვერაფერს აღიქვამდა . გასასვლელისკენ მიჰყავდა და ფონად ესმოდა კაცის მუქარა _აიი ისიც , შენს უპრობლემო ცხოვრებაში პირველი მტერი გაიჩინე, გილოცავ. ჭაობში ჩემთან შემოცურე _ მანქანასთან იყვნენ ხელი რომ გაითავისუფლა და ჩანთაში სიგარეტის ძიება დაიწყო _ იდიოტო ,ხვდები მაინც რა გააკეთე? გაგჭ....ტს ! _დაველოდები მის ნაბიჯს შენ კი მანამდე ჩემი გაგიჟებისთვის პასუხს გაგებინებ _მაინც როგორ აპირებ მაგას? ვერ ვიხსენებ ჩემი დასჯის საშუალება არსებობდეს ამ სამყაროში _გაგაშიშვლებ ! გავიგებ რა ხდება შენს თავში და ჩემს წინ იქნები სრულიად შეუნიღბავი _რა ამბიციური ყოფილხარ ჩემო ბიჭო ... მე წავალ ახლა, შენ კი _საკუთარი მანქანისკენ აპირებდა დაძვრას კაცმა ისევ რომ გადაუღობა გზა _არც კი იფიქრო, მე და შენ მორჩა _მეთქი _მორჩა , არა ? _გაიცინა და მერე წელზე შემოჰხვია მკლავი , უხეშად უკოცნიდა ტუჩებს, მთელ ბრაზს ამ შეხებაში ატევდა სანამ უჰაერობამ არ აიძულა გაჩერება _ მანქანაში ჩაჯდები და ჩემთან ერთად წამოხვალ _არა ! _ დაბუჟებულ ტუჩები ერთმანეთს დააშორა და გაოგნებულმა წამოიკივლა კაცმა როგორღაც თავისი რომ გაიტანა _ეს რა ... როგორ კი მაგრამ _აქედან მივდივართ , შორს და დიდი ხნით ! _არც კი მეკითხები ? _მადლიერი უნდა იყო ინფორმაციას რომ გაწვდი შენი ქცევის შემდეგ _ჩემი ქცევის შემდეგ შენ კიდევ აქ რომ ხარ ეგ არის ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ მემონები _გაჩუმდი ! _ტიპიური კაცი ხარ, ქალი მხოლოდ მოსაფერებლად გჭირდება . დედა და საყვარელი, არავითარი საუბარი , საწინააღმდეგო აზრი _შენ უბრალოდ ჩემს მოშორებას ცდილობ, ყოველთვის ასე იქცევი და უკვე აღარ მიკვირს _იმდენად იდიოტი ხარ წარსულს მახსენებ, მაცოფებ და კიდევ უფრო მინდება რომ თავიდან მოგიშორო. მაღიზიანებ ! ყელში ამომიხვედი, შენს გვერდით ყოფნა სულს მიხუთავს იმდენად უგუნური ხარ _რაც უფრო მეტად ცდილობ მით უფრო მარწმუნებ რომ რეალურად გინდა ჩემთან იყო _საიდან ეს სულელური ჰიპოთეზები _შენი ქმედებებიდან გამომდინარე ვხვდები, რომ გინდა მარტო იყო და არავისზე დამოკიდებული გახდე. გგონია ალექსანდრეს გარდა ვერავინ შეძლებს შენს დახმარებას და გირჩევნია იყო მარტო, სხვების გრძნობებით ითამაშო, ასე გაერთო და ამდენად უაზროდ, ნამდვილი ემოციების გარეშე გაატარო ცხოვრება . ყველაფერი ყალბია შენს ირგვლივ ამ შენი თვალის ფერით დაწყებული მთლიანად შენი ცხოვრებით დასრულებული. არაფერია ნამდვილი _მხოლოდ შენ და შენი სიყვარული , არა? გინდა შენ გახდე ჩემი საყრდენი? შენ მე ვერ გამიძლებ, ვერ შეძლებ ჩემი რეალობის ზიდვას . თუ მოვიშორებ ყველა ნიღაბს უბრალოდ საკუთარი ცხოვრება შემჭამს, მშთანთქავს ის ვინც მაგ წყეულმა ცხოვრებამ შექმნა, ჩემი წარსული და ის ადამიანები ვინც მასში იყვნენ _ახლა აღიარებ , რომ ეს ყველაფერი თავდაცვისთვისაა _ყველაფერი თავდაცვისთვისაა რასაც ცხოვრებაში ვაკეთებთ, ყველა ნაბიჯი ფარია. რაღაცას რომ სწავლობ წინასწარ იქმნი იარაღს უმუშევრობისგან დასაცავად, საქმიანობა რომ გაქვს თავს იცავ სიღარიბისგან და უმაქნისობისგან. ჭამაც კი თავდაცვაა , სიკვდილისგან , ცუდად ყოფნისგან . ვიბრძვით ისე როგორც ჩვენს ცხოვრებას შეეფერება, ვიღაც მუდამ ამ პრიმიტიულ იარაღებს იყენებს ჩემნაირებს კი მეტი სჭირდებათ ვიდრე რუტინული მუშაობა , დასვენება, სიყვარული და კიდევ ათასი წვრილმანი _ასე შედეგამდე ვერ მიხვალ, ეს თვითგანადგურებაა და სულ მალე აღარაფერი დარჩება შენგან ნამდვილი, არაფერი რაც შენია და გიყვარს. სარკეში სულ სხვა ადამიანს დაინახავ და უკან ვეღარ დაიბრუნებ _დაიგვიანე ! შენ ჩემი შველა უკვე აღარ შეგიძლია, წლები დაგაგვიანდა. არ მოხვედი მაშინ როცა გელოდი, მაშინ როცა შენს გარდა არავის იმედი მქონდა . ჩემი ნდობა სრულიად დაკარგე , ჩემთან ყოფნის შანსთან ერთად _ისევ ბავშვობას უბრუნდები , ახლა სხვა ვარ და არ შეიძლება _ამბობ სხვა ვარო ჩემში კი ისევ ის 15 წლის გოგო გინდა გააცოცხლო _მე მას შემდეგ ვიპოვე საკუთარი თავი, სიმშვიდე და ჰარმონია ჩემში ძალას ქმნის შენ კი დროსთან ერთად დაკარგე კონტროლი _სად მივდივართ არ იტყვი? როდემდე ვივლით მანქანით _თვითმფრინავში გადაჯდომამდე . აქედან შორს მივფრინავთ ! _სადაც გინდა იქ გაფრინდი მე არ _გატაცებული ხარ ! _ ღრმად ჩაისუნთქა და ქალის მორიგი შემოტევისთვის მოემზადა ის კი საპასუხოდ ზედმეტად დიდხანს დუმდა. გზას უყურებდა მხოლოდ, სხვას არაფერს და ვერტმფრენს, რომელიც დუდას ყოფილ მეგობარს ეკუთვნოდა. მასთან მტრობის დავიწყება და მისი დახმარების მიღება მიზნის მისაღწევად კიდევ ერთხელ აოცებდა კირას. _გიჩივლებ ! _მანქანა რომ გაჩერდა და კაცი გადავიდა მაშინ უთხრა -თანახმა ვარ- მის მხარეს იდგა, ხელი მოხვია , ჰაერში ასწია და ასე აფართხალებული წაიყვანა ვერტმფრენისკენ, რომელიც უკვე მზად იყო გასაფრენად. _ დემნა შეგირიგდა? როგორი მიმტევებელია, კაცი რომ საკუთარ ცოლთან ჟ.მაობას გაპატიებს . ისევ მეგობრობთ ანუ და ქალსაც იყოფთ ? ჩემზეც ხომ არ გადმოვა ეს თქვენი შეთანხმება, სულ მომწონდა მისი წითური თმა ბოხი ხმა და მაინტერესებდა ქვემოთაც ისეთი ცეცხლისფერი იყო თუ არა _გატაცებულები კივიან , ჩხუბობენ და გაქცევას ცდილობენ _ სავარძელში იყო მიწოლილი, თვალები დახუჭა და ცდილობდა კონცენტრირება მოეხდინა, მაგრამ კირა ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა _ეგ მაშინ ხმელეთზე რომ ვიქნებით, ჰაერში ჩხუბი მეზარება. ს.ქსიც არ გამოვა პილოტი ზედმეტად ახლოსაა და მეშინია არ დაკარგოს კონტროლი თორემ სიამოვნებით ვაყურებინებდი როგორ ამოგხდი სულს _დაველოდოთ ხმელეთზე დაშვებას _გინდა ჩუმად და მშვიდად იყო იმ კაცის საკუთრებაში ვისაც ცოლი აახიე? _ჩემს შესახებ ჭორებს იგებდი,არაფერს ტოვებდი და ყველაფერს იმახსოვრებდი?-ჩაიცინა და გამოიჭირა კიდეც _შენი ცხოვრება ვის რა ჯანდაბად აღელვებს, დემნას რქების ამბავმა აალაპარაკა ქალაქი . სახალისო იყო იმ სწერვა დედაკაცის გაქრობა... ნეტავ როგორ გადაურჩა _საკუთარი სიმართლე დაამტკიცა და იქეთ ევედრებიდა დემნა შერიგებას _მეუბნები რომ მასთან არაფერი გქონია? _მქონდა , მაგრამ მაშინ როცა დემნას საერთოდ არ იცნობდა და ის კადრებიც ძველისძველი იყო . იმდენად ძველი რომ არც კი მახსოვდა საერთოდ თუ არსებობდა _შენ რა მართლა ჩაწერილი გქონდა ? ეგ ჭორი მეგონა , შენ აღარ ხუმრობ . მგონი დროა ახლავე დავიწყო კივილი . ჩვენი ჩანაწერებიც ხომ არ გაქვს შემთხვევით _როცა ახლოს არ ხარ ვუყურებ _ თვალები გაახილა და ისე შეხედა კირამ სახე დაბრიცა _მეც რა სულელი ვარ ამდენი გამბედაობა შენ საიდან,უფრთო ანგელოზო _იმ ჩანაწერში უბრალოდ ვკოცნიდით ერთმანეთს, წვეულებაზე ვიყავით და შემთხვევით გამოვჩნდით კადრში . ამოჭრილი იყო ნაწყვეტი და ისე დამუშავებული ,რომ თუ მთლიან ვიდეოს არ ნახავდი ვერ მიხვდებოდი ძველისძველი რომ იყო. _და შენ როგორც წესიერების განსახირებამ იპოვნე ეს ჩანაწერი და გადაარჩინე შეყვარებული გულები განშორებას... რა საყვარლობაა. რაღაც ერთი _ ორი ქალი გყავდა და მაინცადამაინც ის შეუყვარდა შენს მეგობარს. მერე რომ ჰკითხო საინტერესო ცხოვრება არ აქვს , არადა სულ ამბებშია _არ ვთამაშობ და არავის ვატყუებ , არც ვღალატობ. მე ჩემი გზა მაქვს და ამ გზაზე ბევრი ისეთი რამ ხდება რასაც ვერ გათვლი,მაგრამ მე მაინც მე ვარ _მაინც ვინ ხარ , უინტერესო ტიპი რომელსაც ცხოვრება აძლევს შანსს მაგრამ არასდროს იყენებს და ტყუილად ფლანგავს დროს , როდესაც ახალგაზრდობით ტკბობა შეუძლია _ველოდი როდის გადაიკვეთებოდა ჩვენი გზები , ახლა არსად გაგიშვებ _შენ რა მიპირებ ამ შენს მოწყენილობაში ჩამითრიო? _ჩაგითრიო და გაჩვენო ნამდვილი სიმშვიდით მიღებული სიამოვნება . _სიამოვნება და სიმშვიდე ერთად წარმოუდგენელია _უბრალოდ აღარ გახსოვს როგორი იყო . მე კი ვიცი გიორგისთან ერთად კითხვა როგორ სიამოვნებას გგვრიდა, დაკვრა და უბრალოდ სეირნობა უცნობი ქალაქის ქუჩებში , ახალი კერძის დაგემოვნება ... ყველაფერს ისე მიყვებოდი , ბედნიერების კვალი დაგყვებოდა ხმაშიც _მამა აღარ არის ! _მას ვერავინ შეცვლის, მაგრამ არსებობს სხვა ადგილი შენს გულში და _და რა მის დაკავებას შენ აპირებ? _თავად თქვი , ჯერ კიდევ 15 წლისას გიყვარდი _ტყუილია, მე სიყვარული არ მიხსენებია ვთქვი რომ გენდობოდი, გამოგარჩევდი და მნიშვნელოვანი იყავი , მაგრამ ყველაფერი გაანადგურე ! _აუცილებლად მეტყვი სიმართლეს და მერე დავიწყებთ ახალი ფურცლიდან _შენი რომანტიზმი გულისამრევია _ყველაზე ფერადი და ნათელი ფანტაზიები გქონდა, ოცნებები და მიზნებიც რომელთა ასრულებაც დღემდე შესაძლებელია _პატარა საყვარელ დუდიკოს ჩემი ყველა ოცნება ახსოვს? შენთან მეგობრობის პერიოდში რაც კი რამ მითქვამს საზეპიროსავით დაიმახსოვრე , გული ამიჩუყდა _წარბები შეჭმუხნა და ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს მალე ტირილს დაიწყებდა _შეთანხმება დავდოთ _ყველა შეთანხმება მოიცავს ჩარჩოებს, მე კი არ ვაპირებ რამე ზღვარი დავუწესო საკუთარ თავს და არც სიტყვის შესრულება მიყვარს დიდად _უბრალოდ ნუ მეწინააღმდეგები და ცოტა ხნით მაინც მოუსმინე საკუთარ თავს _ვუსმენ და მხოლოდ იმას მეუბნება რომ რამე უნდა დაგიშავო - არჩეულ მიმართულებას ინარჩუნებდა, ემოციებს მალავდა, აჩქარებულ გულისცემას და შიგნიდან, ერთი წერტილიდან წამოსულ სხიარულის სხივს აჩერებდა სანამ ვერტმფრენი შენობის სახურავზე არ დაფრინდა . სწრაფად დაიძრა გასასვლელისკენ, კარი გაიღო, ზურგს უკან გრძნობდა დუდას სიახლოვეს და წინ ნაბიჯს ვერ დგამდა, რამდენიმე კიბის ჩავლა ვერ შეძლო იმდენად მოშორდა რეალობას. იქ იყო სადაც საკუთარ თავს მოგზაურობა აუკრძალა, იქ სადაც ბოლოს მამასთან ერთად იმყოფებოდა და ხელშეუხებელ მოგონებებს იტოვებდა. მუდამ ეშინოდა , უფრთხოდა იქაურობას ახლა კი შეცვლილ ,მაგრამ მაინც ძველებურ ქალაქს მაღლიდან დაჰყურებდა - ამ თავხედობას არ გაპატიებ! -ბევრი უპატიებელი დანაშაული დავაგროვე ამ მცირე დროში ,ამასაც ავიტან - მხარზე აკოცა, ხელი წელზე შემოჰხვია და ადგილზე გაშეშებულს მიმართულება მისცა. ვერტმფრენის ხმა ესმოდა, კაბის ბოლო ცისკენ მიიწევდა , არეულ თმები სახეზე ეყრებოდა , ძალაგამოცლილს დუდა იჭერდა და თვალების გახელასაც ვერ ბედავდა იმდენი კადრი გადმოაწყო გონებამ წარსულიდან -ეს ომია , შენ მე მებრძვი -ეცადე მომიგო , მთლიანად ჩვენზე კონცენტრირდე - თავისკენ შეაბრუნა, არეული თმა ყურს უკან გადაუწია, გაყინულ კანზე თითები ნაზად შეახო და შემდეგ ისე აკოცა, თითქოს პირველი იყო , ნაზი , ფაქიზი ამბორი სულს რომ აღწევდა კირას ტკივილს აყენებდა, მორგებული ტყავის მოშორება იმაზე რთული იყო ვიდრე წარმოედგინათ. -არ გამოგივა, ჩემგან ეშმაკს ვერ განდევნი ... მე თავად ვარ ის და შენ ამ იაფფასიანი ხრიკებით ვერაფერს გახდები - თვალები ჯერ კიდევ ამღვრეული ჰქონდა, კუთხეში ბრწყინავდა ეული ცრემლი ის კი კვლავ აგრძელებდა ნიღბის ტარებას- მომიტაცე და ჩემივე სახლში გინდა ვიცხოვროთ? საცოდაობაა , მამას ქონებას ის რომ ყიდდა ვიცი შენ შეისყიდე და ახლა რა ამით მაჩვენებ როგორ გიყვარვარ? ცარიელ კედლებს რა ფასი აქვთ ,როდესაც იქ მთავარი არ არის ,ჩემი ადამიანი -იქ ყველაფერი ძველებურადაა... მოგონებებითაა სავსე -მოგონებები, ნივთებზე დამოკიდებულება და კიდევ ათასი საბრალო ადამიანის მოგონილი უაზრობა. ეგ ყველაფერი იმათ სჭირდება ვისაც მეხსიერება ღალატობს და თან დავიწყებაც არ უნდა, თავს ვალდებულად თვლიან, უნდათ იტანჯონ, ჩაიხუტონ რაღაც ჩრჩილის შეჭმული ზედა და მასში ეძებონ საყვარელი სურნელი . ტკივილი დიდი ხნის წინ გადავლახე, ბავშვი აღარ ვარ , უსულო საგნები არ მჭირდება , ჩემს ტვინშია ყველაფერი , მაგრამ შენ ვერ გაიგებ ამას. ცხოვრებაში არასდროს არავინ დაგიკარგავს , შენი საყვარელი ბებიაც კი ისე მხნედ და უდარდელად გრძნობს თავს ჩემს დაკრძალვაზეც მოვა დიდი ალბათობით. სათნოება, უდარდელობა, სიმსუბუქე და ეს მუდმივი მომაბეზრებელი ბედნიერება ნამდვილად მოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ,შესანიშნავია მათთვის ვისაც უნდა რომ დიდხანს იყოს ამ ჯოჯოხეთურ სამყაროში,მაგრამ მე ეს ნამდვილად არ მსურს -გინდა, მთელი არსებით გინდა ისევ იყო ნამდვილი გიყვარდეს საკუთარი თავი, მიიღო წრფელი გრძნობები, იყო ბედნიერი და იცოცხლო დიდხანს , თუნდაც ბანალურად ბედნიერად რომელიც რეალურად არასდროს იქნება მოსაწყენი, შეუძლებელია დაბრკოლებებისა და სირთულეების გარეშე მიაღწიო სიმშვიდეს . ცხოვრება არასდროსაა მოსაწყენი ,როცა ცხოვრობ -ნუ მელაპარაკები ამ ტონით, მაღიზიანებ როცა ცხოვრებას მასწავლი შენ , კაცი რომელიც ჩემს ადგილას რომ ყოფილიყო ახლა დიდი ხნის მკვდარი იქნებოდა. შენნაირი სუსტი და საცოდავი ადამიანი როგორ ბედავს საერთოდ მიმითითოს როგორ ვიცხოვრო. რა ამბიციები გაქვს, რა გგონია ვინ ხარ ჩემი შეცვლა რომ გინდა. გგონია დაცემული მიპოვნე, ფრთამოტეხილი გამომიჭირე და ამდენწლიან ოცნებას აისრულებ, ისე მათამაშებ შენს ნებაზე თითქოს ეს ცხოვრება ბეჭედია და მე ბრილიანტის თვალი რომელსაც დაამუშავებ და სადაც გინდა იქ ჩასვამ? ჩემ გარდაქმნას ვერ მოახერხებ, ამიტომ დაუბრუნდი იმ პატარა ოთახს სახელოსნოს რომ უწოდებ და ისევ იმ ძვირადღირებულ ბრჭყვიალა ქვებზე გაერთე . უმარტივესო -ყველაფერს აკეთებ იმისთვის რომ ჩემგან შორს ყოფნის სურვილი დააჯერო თავს . ასე როგორ ცხოვრობ, ამდენად როგორ თრგუნავ საკუთარ სურვილებს , როგორ ხარ იმდენად სუსტი ,რომ თავის დასაცავად ეს სულელური გზა აირჩიე- ქალს თვალს არ აშორებდა და ისე პასუხობდა მოლოდინს სრულიად ეწინააღმდეგებოდა -შენ როგორ ახერხებ მონობას , მორჩილი ტონით საუბარს . ნებისმიერი თავმოყვარე კაცი მომიშორებდა , შენ კი აგრძელებ ბოლოს იმდენს მოახერხებ, რომ ჩემს სათამაშოდ გაქცევ, დამოკიდებულს გაგხდი ყველაფერზე წახვალ . მე არა, მაგრამ შენ ნამდვილად დაგინგრევ მაგ ვითომ ჩამოყალიბებულ და შეცნობილ პიროვნებას . ღმერთმანი, საკუთარ თავს რომ პიროვნებას უწოდებს და პრინციპების ქონაზე აქვს პრეტენზია ............. წლების წინ განვლილ გზას თავიდან გადიოდა, ნაბიჯებს მყარად დგამდა , მაგრამ შიგნიდან ინგრეოდა. სახლს უყურებდა ფონად კი კადრები ჩანდნენ, გიორგისთან ერთად თამაშობდა , მოუსვენრად დარბოდა მინდორში , ხედავდა კაცის ბრჭყვიალა კეთილ თვალებს და მათგან გადმოღვრილ უდიდეს სიყვარულს, ისეთს სხვას რომ არავის ჰქონდა , ვერავინ ჩაანაცვლებდა, ვერაფერი შეცვლიდა. სახლის კარი გაიღო თუ არა მაშინვე თვლა დაიწყო, არაფერს უყურებდა, მხოლოდ იატაკს და ისე კვეთდდა მანძილს თავშესაფრამდე . საძინებლის კარი არც მიუხურავს ისე შევიდა სააბაზანოში , გასაღები რამდენჯერმე გადაატრიალა და ერთიანად გამოეცალა ძალა . გონება გადაეწვა, ვეღარ უძლებდა მოგონებებს , კივილი უნდოდა . ტანსაცმელი შემოიგლიჯა და ცივი წყლის ქვეშ დადგა . პირზე ხელი აიფარა, მკერდიდან ამოსული ხმა დაახშო და ცრემლები წყლის წვეთებს შეურია. სუნთქვა ეკვროდა, სივრცე ეცოტავებოდა, უნდოდა კედლები დანგრეულიყვნენ და ცარიელ სივრცეში აღმოჩენილიყო სრულად წაშლილი წარსულუს კადრებით, თეთრი ფურცელით რომელზეც არაფერი იყი დაწერილი . კარის გაღებისას პირველი დუდა დაინახა, იატაკზე მჯდომი თავდახრილი უთქმელად ელოდა . ერთი სიტყვაც არ უთქვამს ქალმა ზურგი რომ აქცია ფანჯარა გამოაღო სუფთა ჰაერი სჭირდებოსა, სუნთქვა ეკვროდა და ყელში მოჭერილი მარწუხების შეგრძნება არ ტოვებდა. გრძნობდა დუდას მზერას, შემდეგ მის სიახლოვეს და სხეულში მოლოდინის ტალღები ბობოქრობდნენ , ერთ ნაწილს ჩახუტება , ტირილი და ემოციებისგან გათავისუფლება სურდა მეორე კი ბრაზით გაღიზიანებული მასთან სიახლოვეს უსიამოვნო შეგრძნებით ხვდებოდა _ვერ გიტან ! _ კაცმა წინააღმდეგობის მიუხედავად რომ მოხვია მკლავები და თავი ვერ დააღწია მის მარწუხებს , სახე მის ყელში ჩამალა _გადალახავ , ტკივილი გაივლის თუ სხვა მხრიდან დაინახავ მოგონებების არსებობას _ ეფერებოდა და ნაზად კოცნიდა მხარზე _ გაივლის _შენი ფილოსოფიური ხედვები არ მჭირდება ... ჩადენილი დანაშაული უნდა გამოისყიდო _ კაცის სურნელს გრძნობდა, მასთან სიახლოვემ სხეული გაუთბო და გონების გათიშვის ნაცადი ხერხის გამოყენება სცადა. კოცნიდა და თან პერანგის ღილების გახსნას ცდილობდა დუდამ მტევნებზე რომ მოხვია ხელები და გააჩერა _შენთან არ დავწვები ! _არ დავწვეთ ... როგორც გინდა ისე იყოს _ ვერ მიხვდა რას გულისხმობდა, უბრალოდ არ წაროედგინა მსგავსი რამ _ს.ქსის გარეშეც შეიძლება სიამოვნების მიღება, განტვირთვა, დამშვიდება და გონების გადატვირთვა . კიდევ არ ვიცი რა თერაპიებს იტარებ , რა გგონია რას აკეთებ ყველასთან ყოფნით , მაგრამ აქ ეგ არ გამოვა -შეიშალე თუ მე დამცინი _ მოშორდა და სიცილი დაიწყო , კაცი გამომეტყველებას არ იცვლიდა-ანუ გგონია , რომ აქ რაღაც დროით დავრჩებით და შენ მე არ შემეხები . ნეტავ რას აპირებ, პოკერს ვითამაშებთ თუ იოგით დავკავდებით, იქნებ ჩა_ჩა_ჩა ვიცეკვოთ ანდაც კერძების მზადება დავიწყოთ, აა წიგნები ვიკითხოოთ ხო აბაა რაა მაგით გონების გაფერადება ხომ შეიძლება. რა სასაცილოდ მეოცნებე ვინმე ხარ, თან რომ გჯერა იმის რასაც ამბობ _ იცინოდა და ირონიულ ტონსაც არ კარგავდა სხვა ყველაფერს რომ შევეშვათ უბრალოდ ვერ შეძლებ თავის შეკავებას _სხეულზე მოხვეული პირსახოცი მარტივი მოძრაობით მოიშორა და სრულიად შიშველი დარჩა კაცის წინ. სველი თმის ღერებიდან წამოსული წყლის წვეთები სხეულზე მიიკვლევდნენ გზას, სიცივისგან დაბერილი კერტები თითქოს შეხებას ელოდნენ სითბოს მისაღებად _ეს შენ არ შეგიძლია თავის შეკავება _ პერანგის გახდა დაასრულა, იქვე სკამზე დადო და შარვალიც მის გვერდით მოათავსა _ნებისყოფა საერთოდ გაგაჩნია? როგორ გგონია _იწვევდა , მაგრამ ისეთი ტონი ჰქონდა მარტივად ვერ მიხვდებოდი კირაც გააბა თავის მახეში _ღმერთო ჩემო თითქოს შენზე ვგიჟდები და სურვილით ვკვდები, უბრალოდ რიგითი სათამაშო ხარ რომელი თავშეუკავებლობა. რაც არ უნდა გააკეთო მაინც არ მომინდები _პრობლემაც არ ყოფილა ... არ გეძინება ? _კარადიდან თავისი მაისური გამოიღო და მიაწოდა _აქ რამდენ ხანს ვრჩებით? _თვის ბოლომდე გეგმები არ მაქვს _შეიშალე ხომ? გგონია მართლა დავრჩები ? _მგონია, რომ დასვენების დროა და გამოძინების შემდეგ მოიფიქრე როგორ გამექცევი _თავად გადააცვა ზედა და სველი თმები მაღლა აუკეცა _გაიშრე თორემ გაცივდები _გავცივდები და შენ იქნები ჩემი ექიმი ... საქმეს გაგირთულებ _ვერ იტან სურდოს, ბავშვობიდან წკიპზე იყავი განკურნებამდე _ სააბაზანოდან გამოიტანა თმის საშრობი და სკამზე დასვა _ღმერთო ისე იქცევი როგორ შეიძლება მომინდე...ვერასდროს მაცდუნებ ,.ხო აი ზუსტად ისეთი ხარ მხოლოდ მონა_მოსამსახურეს რომ შეეფერება _იჯდა და ყელში მოწოლილი ცრემლების ბურთს ებრძოდა. ბოლოს მეზობელ ოთახში მამა უშრობდა თმას, ისიც ისე არ აძლევდა სხვაგვარად დაძინების უფლებას. გაორება დაეწყო , ყველაფერი გადაავიწყდა გონებამ დუდას დეტალური აღწერა რომ დაიწყო. ცხელი ჰაერი უბერავდა, მაგრამ მთელს სხეულს კაცის სიახლოვე უთბობდა. თითქოს პირველად აკვირდებოდა , მის სხეულს სწავლობდა, სახესთან მიაღწია და მერე მიხვდა რომ ელაპარაკებოდა _ხომ არ გწვავს... მგონი ძალიან ცხელია _მწვავს ... _ გამშრალ ყელში ნერტწყვი ძლივს გადააგორა , თითები კაცის პრესისაკენ წაიღო , მიუახლივდა კიდეც და ის იყო უნდა ეკოცნა თეძოსთან არსებულ ჭრილობას შეახო ხელი _ეს რა ნაკერებია _აპენდიქსი... ოპერაცია არ გახსოვს? _ხო, გული გამისკდა რომ დავარდი და იგრიხებოდი . მერე საერთოდ გონება დაკარგე, მეგონა მოკვდი და მიმალავდნენ _ ვერ გაუმკლავდა ნამდვილ ემოციებს _ არა სახლშიც რომ გტკიოდა სკოლაში რატომ წამოხვედი იმ დღეს. სულელი იყავი, გამსკდარი ნაწლავით შეგიყვანეს საავადმყოფოში და იმდენხანს იწექი ლამის გადმოვსახლდი იმ ჯოჯოხეთში. მამაჩემი სახლში რომ მოდიოდა სანამ ვეტყოდი რამეს უკვე იცოდა შენთან წამოსვლას რომ ვთხოვდი. სულელო, რომ დარჩენილიყავი და გეთქვა მტკივაო მალევე გამოგიშვებდნენ _შენი კონცერტი იყო იმ დღეს, ჟურნალისტები მოდიოდნენ , ღელავდი და გჭირდებოდი. უნდა მოვსულიყავი და გამეძლო მათ წასვლამდე _პირველად ესმოდა ნამდვილი მიზეზი . ზურგით იდგა უკვე , სააბაზანოსკენ დაძრულს გახედა და იგრძნო როგორ აუჩქარდა გულისცემა. _ის რეპორტაჟი ყველაზე კარგი გამოვიდა, არ შეიძლებოდა რომ არ გამოგეყენებინა შანსი . მერე იმ კონკურსშიც ვერ მიიღებდი მონაწილეობას _გგონია იმდენად ვიყავი დამოკიდებული შენს იქ ყოფნაზე, რომ ცუდი გამოვიდოდა? იდიოტი იყავი თავიდანვე, საკუთარი თავი დაიზიანე თან რისთვის , ხელი ჩამკიდე და მითხარი საუკეთესო ხარო _ ახსოვდა, ყველაფერი დეტალურად ინახებოდა მის გონებაში რაც დუდას უკავშირდებოდა და ეს ამბავი სულაც არ მოსწონდა _ხელი ჩამკიდე , ოპერაციის შემდეგაც სიარული რომ მიჭირდა . სულ მოდიოდი, გამოფიტულს ხელს ხელზე მომიჭერდი და ენერგიით მავსებდი. შენ რომ გიყურებდი ცუდად ვერ ვიყავი _ თითებზე შეეხო, მტევანზე აკოცა და მთელს სხეულში დამუხტული ტალღები გაუგზავნა _მერე გამიშვი, ხელი რომ გამოგიწოდე და გითხარი სამუდამოდ შენი ვიქნები_თქო შენ ხელი არ ჩამკიდე ! _ მოშორდა, მაინც იპოვნა საჭირო მოგონება და ფერები გააქრო _შენთან ძილს და შენთვის სიამოვნების მონიჭებას არ ვაპირებ. მე ჩემს ოთახში ვიქნები _ხომ ვამბობ, თავად არ შეგიძლია იყო ახლოს და არ მეფერებოდე ... _დერეფანში მყოფს დააწია სიტყვები და გააჩერა კიდეც _მიწვევ , ხომ? _ საწოლში მყოფს ზემოდან დახედა და მაისური მოიშორა _ სხვაგვარად ძილი არ შემიძლია , ხომ იცი _ დაწვა და მაქსიმალურად ახლოს მიიწია . დუდას სიცილის ხმა ესმოდა და ბრაზობდა _სასაცილო რა არის _მიხარია შენში ისევ რომ არის ბავშვი, რომელსაც მარტივად აურევ გონებას. შენ ჯერ კიდევ იმდენი რამ არ იცი , მათ შორის ის თუ რა არის ნამდვილი ნდომა _ქალს სხეულზე შემოჰხვია მკლავები და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა, მხარზე აკოცა , ყელზე გადავიდა და სურნელი ღრმად ჩაისუნთქა _ შენთან ასე ჩახუტებული ძილი ყველაზე მიუწვდომელი სურვილია, სიმშვიდეს სანამ არ მოგგვრის და თავშესაფრად არ გადაგექცევა ჩემი მკლავები , თავისუფლებას არ მოუტანს შენს არეულ სულსა და გონებას _ ისე მშვიდად საუბრობდა, იმდენად უცხო იყო მისი ქცევა კირა სიტყვის თქმასაც ვერ ახერხებდა , არადა ტვინის ერთი ნაწილი სთხოვდა მარწუხებისგან გათავისუფლებას , ამჯერად მეორემ გაიმარჯვა და ერთხანს შეიგრძნო სიახლოვით განცდილი სიამოვნება. _ასკეტურ ცხოვრებას რახან გეგმავ და ხორციელ სიამოვნებას უკან სწევ , დაგტოვებ . შანსს მოგცემ, დაველოდები სიამოვნების სხვა მიზეზით განცდას თუ შემაძლებინებ . გავერთობი შენი უშედეგო , საცოდავი მცდელობებით ... მსგავს რომანტიზმს თუ აპირებ , ნამდვილად ვერ მიხვალ მიზნამდე _ საწოლში იჯდა და ზემოდან დაჰყურებდა. წასვლა არ უნდოდა, მაგრამ მაინც ნაბიჯები აშორებდა მყუდრო სივრცეს მარტოობისკენ მიმავალ გზაზე სწრაფად მიმავალს გული ისე ეკუმშებოდა ცრემლებით სავსე ბურთები რიგს იკავებდნენ . ძველი საძინებლის კარი რომ მიხურა და დაინახა უცვლელი გარემო კიდევ ერთხელ გატყდა. მის წინ ბავშვობა იყო , ნათელი ფერებით მოგონებები , კადრები რომელშიც ხედავდა სულ სხვა ადამიანს , მსგავსი სახითა და განსხვავებული ქმედებებით. გოგონა ქერა თმითა და ცისფერი თვალებით , მუსიკის ფონზე ცეკვის ახალ მოძრაობებს იგონებდა. მისი ცხოვრება მუსიკის ირგვლივ ტრიალებდა, ოცნებად ჰქონდა მუზიკლებში მონაწილეობა, მღეროდა, ცეკვავდა და ყველაფერს აკეთებდა რითაც სცენაზე მოხვედრა შეიძლებოდა. შეთავსებით ჟურნალისტობასაც გეგმავდა, ოცნებების იმხელა პალიტრა ჰქონდა , რომ არა დიდი სიყვარული და სიამოვნება რასაც მეცადინეობის დროს იღებდა მათი ასრულების იმედი არ ექნებოდა . ის კი რეალური ხედვებით იყო სავსე, გიორგი აძლევდა სწორ მიმართულებას და ის ბავშვი ოცნებებსა და მიზნებს ერთ ჭრილში აქცევდა. ბოლოს როდის დაუკრა და იმღერა არ ახსოვდა, მისი ეს მხარე ყველამ დაივიწყა , თავადაც აღარ ახსოვდა სილამაზის გარდა სხვა უნარი თუ გააჩნდა . პროფესიად აქცია ის რაც ერთ დროს ყველაზე ბოლო ადგილს იკავებდა საქმიანობების ჩამონათვალში. უყვარდა ფოტოების გადაღება, საკუთარ თავსაც სწორად აფასებდა , მაგრამ მოდელობა მეორად პროფესიად წარმოედგინა მსახიობისა და ჟურნალისტის შემდეგ . ეს გოგონა არასდროს ჩერდებოდა, არ ნებდებოდა , თუ არ გამოსდიოდა ათასჯერ სცდიდა და ბოლოს მაინც შეძლებდა. სწორედ იქ ისწავლა ერთ _ერთი ცეკვა , რომელიც კონკურსზე უნდა შეესრულებინა . იმ კედლებში ვარჯიშობდა საათების განმავლობაში და დაღლილობას არც იმჩნევდა. როცა სიმღერასა და დაკვრას უთმობდა დროს ცეკვით ისვენებდა , ერთმანეთს ანაცვლებდა საყვარელ ქმედებებს. გონიერი იყო , გიორგი ჰყავდა და აწვდიდა ძალას, შავ ფერს ფანტავდა , საყრდენს ქმნიდა და იცავდა ყველა უბედურებისგან . შემდეგ გაჩნდა უზარმაზარი წნეხი, ამოყირავდა სამყარო და ამ სწორად მოაზროვნე გოგონამ რომელსაც მხოლოდ საკუთარი ბედნიერებისთვის ბრძოლა ჰქონდა ყოველდღიურობად შემდეგ უბრალოდ არსებობისთვის ომში ჩაერთო . ეს სახლი არ ინახავდა დაცემული გოგონას ტკივილს , იქ ბედნიერი იყო . საწოლამდე ძველი ცეკვის მოძრაობებით მივიდა, სხეულს ვერ იმორჩილებდა , თვალებდახუჭულმა დაიწყო სვლები , მელოდია აკლდა ამიტომ იქვე იპოვნა წყარო . ყველაფერი წარსულში დაბრუნდა , მუსიკა ხმამაღლა ჟღერდა იმაზე მეტად ვიდრე ადრე, კლავიშამდეც მიაღწია , მდგომმა დაიწყო დაკვრა და მანამ აგრძელებდა სანამ ენერგია სულ მთლად არ გამოეცალა. საწოლზე რომ დაეშვა რაღაც უცხოს გრძნობდა, იქნებ დავიწყებული ბედნიერების ნაწილი დაუბრუნდა, აღარ ახსოვდა , მაგრამ მოსწონდა. მკერდზე მიიბჯინა ხელები და მისი ცოცხალი რიტმის შეგრძნება განაგრძო . კარში მდგომი მომღიმარი კაცის დანახვისას ბიჭი გაუცოცხლა გონებამ , სათვალიანი , გამხდარი , სრულიად განსხვავებული და მაინც ნაცნობი თბილი ღიმილით . ხელით ანიშნა და დაელოდა როდის მივიდოდა, საწოლზე ფუმფულა ბალიშები ელაგა , ირგვლივ ბევრი სათამაშო იყო და ბიჭს ეხვეოდა რომელიც მაშინ ოცნებად ჰყავდა , ბედნიერების ფერებს შორის ერთ_ერთ მნათობს წარმოადგენდა . -ჩემი ფანტაზიის მაქსიმალური დიაპაზონი იცი სადამდე მიდიოდა ? შენ აქ შემოდიოდი,ხელს ჩამკიდებდი და ტუჩთან ახლოს მაკოცებდი. ამ დროს ფანჯრიდან გამოჩნდებოდა მზის ჩასვლა და მთვარის ამოსვლა _ თითებზე მართლაც ეხებოდა კაცის თბილი მტევანი , იმ წამს აკოცა ჯერ მაჯაზე და შემდეგ ლოყიდან გზა ტუჩებამდე ნაზი კოცნებით გაიარა. თვალებდახუჭულ ქალს ცრემლები სდიოდა გაყინულ სახეზე , შემდეგ თავად მოეხვია, თავი მკერდზე დაადო და ასე კაცის გულისცემის ფონზე დაიძინა. არც სასმელი ჰქონდა მიღებული, არც სიგარეტის კვამლი იდგა ირგვლივ , კაციც მხოლოდ ეხვეოდა , მაგრამ ძილი იყო მშვიდი .. ............. დიდხანს არ დასცალდა მშვიდი ძილი, ფხიზელმა გონებამ ბოლომდე გათიშვა ვერ შეძლო. სიზმარში მოვიდა წარსულის კოშმარული მოჩვენება. მარტო იყო , ისევ დაუცველი და უსუსური, კარის დაკეტვა დაავიწყდა მან კი შესვლა შეძლო. ახლოს გრძნობდა მის აუტანელ ხმაურიან სუნთქვას, მზერას რომელიც უსიამოვნო შეგრძნებებით ახრჩობდა და ბოლოს შეხებას ,ბინძური ხელები შიშველ კანზე დასრიალებდნენ _არა ... _შფოთავდა, ბევრს არაფერს ამბობდა, მაგრამ ოფლით დაცვარული კანი, აწეული ტემპერატურა და რაღაცის უარყოფა მარტივი შესამჩნევი იყო დუდასთვის _ გაიღვიძე, ეს უბრალოდ სიზმარია _ადრეც ჰქონია მსგავსი შემთხვევა, როცა მოულოდნელად დამფრთხალი იღვიძებდა ქალი, მაგრამ ასეთი არასდროს ენახა. ჯერ დაჯდა და თვალები შემდეგ გაახილა. პირით სუნთქავდა , ისე იჭერდა მკერდზე და ყელზე ხელს. უჰაერო სივრციდან თავის დაღწევის შემდეგ ხარბად იღებდა ჟანგბადს _ გინდა წყალს მოგიტან _ სახეზე მიკრული თმის ღერი ყურს უკან გადაუწია და ზურგზეც ჩამოუსვა თითები, რასაც მკვეთრი არიდება მოჰყვა _ მე ვარ _ გაუაზრებლად წასცდა სიტყვები და შემდეგ მიხვდა , რატომ იყურებოდა ქალი ღია კარისკენ _აქ ჩვენს გარდა არავინაა , მხოლოდ მე და შენ _მხოლოდ მე და შენ აღარასდროს ვიქნებით. დამკარგე , დაიგვიანე _გამშრალი პირი საუბარში ხელს უშლიდა, ჩუმად თქვა სიტყვები და საწოლიდან წამოდგა _სასმელი მჭირდება, სიგარეტი, აბები , მოსაწევი ... რამე უნდა მივიღო რატომ არ გესმის რასაც ვამბობ . _ალექსანდრეს სიზმრებიდან ისე ვერ უშვებ? გინდა ორგანიზმი მოიშხამო რომ მისი მონატრება გაიქრო? ჩემთან ს.ქსიც იმიტომ გაქვს რომ ჩემს ნაცვლად წარმოიდგენ? _სააბაზანოსკენ წასულს უკან მიჰყვა და გონებაარეულმა მარტივი მოძრაობით ააკრა კედელს _ ოდესმე მოიშორებ თავიდან მაგ კაცის აჩრდილს? მიწაში ლპება და მაინც არ ივიწყებ მას კი ფეხებზე ეკდე _თვალებანთებული დაჰყურებდა მკლავებში მოქცეულს და კიდევ უფრო გიჟდებოდა მისი ღიმილის დანახვისას _ალექსანდრე რომ მესიზმრება სიამოვნებას განვიცდი და ნუთუ ახლა მე დაკმაყოფილებულად გამოვიყურები . შენ ბრმა ხარ, ყრუ და შეუგნებელი _სამი ერთში . ვერასდროს შეძლებ დამინახო, გამიგო და გაიაზრო! _თუ არა ის მაშინ ვინ ... ვინ არ გასვენებს , ვის ვერ იშორებ გონებიდან _ მუშტი კედელზე მიარტყა და ისევ დაიჭირა წასვლა რომ არ შესძლებოდა _ სანამ არ მეტყვი არ გაგიშვებ _არადა როგორი მომთმენი ჩანდი ჯერ კიდევ გუშინ ... _უნდა მითხრა ვის ებრძვი რომ ვიცოდე რა გავაკეთო _შენ? შენ ვეღარაფერს გააკეთებ , ისტორია უკვე დაწერილია . აქედან ამოშლა არ ხდება ... შენ ჩემი ამბის შეცვლა შეგეძლო ამ ხელს თუ ჩამკიდებდი. _თითებზე შეეხო , ჯერ უყურებდა მერე ტუჩებთან მიიტანა _ ახლა მხოლოდ ეს შეგიძლია და მეტზე ნუ ოცნებობ _ კაცის ხელი ფეხებსშორის შეიცურა, სრულიად შიშველი იყო , წელს ზემოთ მაისური ეცვა და ეს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა. თითებს მის მტევანს არ უშვებდა კაცის ტუჩებთან საუბრობდა _ შეეშვი ბავშვურ თამაშებს და ჩემს გამოწვევას. ამის გარეშე უბრალოდ გავგიჟდები და შემდეგ ფსიქიატრებთან ვიზიტებზე მოგიხდება ჩემი ლოდინი _ ტუჩებით ეხებოდა, საუბარს აგრძელებდა, მაგრამ არ კოცნიდა სანამ კაცს მოთმინების უნარი არ ამოუწურა და თავად არ გადაკვეთა ზღვარი. -მითხარი ასე ვინ დაგანგრია ... ხელი რომ გაგიშვი ვინ დაგიჭირა . მითხარი რა დაგიშავე ... მომიყევი გთხოვ _კოცნის დასასრულს სუნთქვაარეული , მავედრებელი მზერით უყურებდა _გაგრძელებას თუ არ აპირებ დამტოვე ან დარჩი და დატკბი _ მკერდზე უბიძგა , თავი დაიხსნა და დუშის ქვეშ მაისურითვე დადგა . _და ეს მართლა გშველის? _ტანსაცმელი მოიშორა და მის გვერდით დადგა _ახლა გაქრება შენი კოშმარის კვალი? _ ტანზე მიკრული სველი მაისურის ქვეშ შეუცურა თითები და მალევე მოაშორა _ ჩემთვის რატომაა მხოლოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება და სხვა რაღაცები რატომ ამშვიდებს ჩემს ტვინს უფრო ვიდრე ორგ.ზმი _შენ მარტივი ხარ, ნულოვანი ტემპერამენტით და მოხუცი სული , რომელიც ამ სხეულს საერთოდ არ შეეფერება _ყველასთან ყოფნა როგორ შეგიძლია ... ემოციური კავშირის გარეშე რა ძალა აქვს საერთოდ _ჩემთან რომ ხარ ყველაფერი სხვანაირადაა? _ მოდუნდა და მოფერების საშუალება მისცა, მისი სიახლოვე ამშვიდებდა , ეს საუბრებიც კი სხვა კირას აცოცხლებდა. _შენი უბრალო შეხებაც სამყაროს აჩერებს ... შენი გაბედნიერება სხვაგვარადა უნდა შემეძლოს . არ გიყვარვარ , მხოლოდ ხორციელ სიამოვნებას განიცდი და ასე სულამდე ვერ ვაღწევ _ჩემმა სულმა დიდი ხნის წინ დამტოვა , თავადაც ვერ ვიპოვნი და შეეშვი შეუსრულებელ მისიებზე ფიქრს _ კაცის სხეულს შერწყმული მის რიტმს ჰყვებოდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს საუკუნე გავიდა. _ერთ წრეზე ვბრუნავთ ...ყველა გზას მიჭრი _ეს რამდენიმე საათიანი თამაშიც საკმარისი იყო ... დავბრუნდეთ უკან _კოცნიდა და ცდილობდა მართვის სადავეები დაებრუნებინა _ვრჩებით ! _აუტანელი ხარ ! _შენ მაიძულებ -მართლა გგონია,რომ ერთად ყოფნის განმავლობაში მე უფრო დიდ მეტამორფოზას განვიცდი ვიდრე შეენ? გადახედე ჩვენს განვლილ დღეებს, საკუთარ თავს არ ჰგავხარ - ეშმაკურად უღიმოდა და ვნების მორიგ ცეცხლში ეშვებოდა თავით. -ეს მხოლოდ დასაწყისია, მსხვერპლი შენი მორჯულებისთვის -მე რა გასახედნი მუსტანგი ვარ ? რა სექსისტური სიტყვაა ეს მორჯულება... გინდა ოჯახის ქალად გადამაქციო, 5 ბავშვით, სამზარეულოს ქვაბებითა და სხვა მოსაწყენი ამბებით? -მე შენგან ახალი ადამიანის შექმნას არ ვაპირებ, შენ უნდა იპოვნო საკუთარი თავი , ნამდვილი კირა -ბლა ბლა ბლა - მოშორდა და ფანჯრისკენ დაიძღა, რაფაზე შემომჯდარმა გახედა სივრცეს - ერთი და იგივეს მოსმენა დამღლელია. ჩახვეული ფირივით ხარ , მღლიი ... აქ უმაგრესი კლუბებია, მაგრამ ჯერ ადრეა. თუ ვრჩებით ნივთები მჭირდება - ქუჩაში გამვლელებმა შეამჩნიეს არცთუ ისე ხშირი სიამოვნება იყო სრულიად შიშველი ქალის მშვენიერებით ტკბობა- ამ დილაადრიან სად შეგროვდა ამდენი მძრ.ველი - თვალები აატრიალა, შუათითი უჩვენა მეზობელი სახლის აივანზე მდგომს და ზღვიდან მონაბერი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, უყვარდა ეს სისუფთავის შეგრძნება, უცნაური ხმაურიანი სიმყუდროვე პატარა სივრცეში გამომწყვდეული ყველა’ფერი . მოულოდნელად გადაიწია, ისე გადაიხარა დუდამ შიშისგან წამოიყვირა, თეძოებზე ხელები რომ შემოეხვია სიცილი დაიწყო და კიდევ უფრო მეტად გადაიხარა , მტევნებს სივრცეში ატრიალებდა , ქვემოდან უყურებდა კამკამა ცას -მერე იტყვი სხვა ვარო... ამდენი წლის შემდეგაც არ ეშვები ამ გიჟურ ქცევას -შენ კი ყოველთვის გეშინოდა... ეს იყო ერთადერთი საშუალება ჩვენს სხეულებს შორის მანძილის შესამცირებლად, შეშინებული რომ მომვარდებოდი, ხელებს ჩამავლებდი და მიჭერდი მხოლოდ იმ დროს გიქრებოდა სიმორცხვე - გასწორდა და არეულ თმაზე გადაუსვა თითები - ისე იბნეოდი მე რომ უცებ წამოვიწეოდი და შენი სახის წინ აღმოვჩნდებოდი, სათვალის მიღმა რომ აცეცებდი ამ ჭრელ თვალებს პირველი შენ მასვლებდი და საერთოდ არ გქონდა თვითშეფასება , მხოლოდ მოშორება შეგეძლო,თითქოს ვერ იტანდი ახლოს რომ მოვდიოდი -თოთხმეტი წლის ბიჭს ,რომელსაც შენს გარდა არავის შემჩნევა შეეძლო რომ შეეხებოდი რა გგონია რა დაემართებოდა ... ნაღმივით იყავი, თითს დამადებდი და ეგრევე ვფეთქდებოდი . იმ საშინელ ბრას იცვამდი , თან რომ ვიცოდი როგორები იყო . ღმერთო შენ შემირყიე ფსიქიკა- სწრაფად ასწია, მხარზე მოიქცია , ხელი საჯდომზე მისცხო და ფარდა ისევ გადასწია- იმდენი ფოტო გადაგიღეს რამდენიმე წუთში ყველას ეცოდინება სად ვართ და რას ვაკეთებთ -რა დროს ეგაა... გააგრძელე მოყოლა - საწოლში იწვა და კაცის მოფერების ნაცვლად წარსულის აუხსნელი ამბების გახსნას ითხოვდა- რატომ არასდროს მითხარი ,რომ გიყვარდი ან თუნდაც გინდოდი და თანაც ასე ძალიან -დაქალივით მეჭორავებოდი და რა მეთქვა პ.ნისს შარვალში ვერ ვატევ რომ მეხები-თქო? ან იქნებ ის შენს გარდა არავინ რომ არ მესიზმრებოდა , ჯანდაბა საუბრის გაგრძელება აღარ მინდა -გინდა, რაღაც სიზმრებზე უფრო გარყვნილი ხდებოდა შენს თავში რისიც გრცხვენოდა და შენი იდიოტური შეხედულებების გამო ამირიე ცხოვრება. -ყველაფერი რომ მეთქვა და გაგეგო თავიდან მომიშორებდი . გარყვნილი ბიჭების რიცხვში შემიყვანდი , როგორ მანჭავდი სახეს ჩვენს კლასელებზე რომ ლაპარაკობდი, ან უფროსებზე ... არ უარყო ! -კარგი, ცოტა ხნით გავბრაზდებოდი, მაგრამ მერე შეგირიგდებოდი და შენი პირველი მე ვიქნებოდი . იმ ჯოჯოსთან საერთოდ როგორ აგ.დგა , რამე ჩაგიყარა ეტყობა თორემ იმ სიმახინჯის ფორმულასთან როგორ დაწვებოდი -ვისზე მელაპარაკები და ვის გამო ბრაზდები იქნებ მეც გამაგებინო -მე რომ უარი მითხარი რამდენიმე თვის შემდეგ უცებ გადაწყვიტე ,რომ ბავშვი არ იყავი დაიკიდე ამაღლებული გრძნობები და იმ პატარა კახპს შეუდე , რა იყო იმდენი გყავდა პირველი აღარ გახსოვს? ჩემ უთავმოყვარეობას რა ვუთხარი თორემ შენს გვერდით წამს არ უნდა ვატარებდე- ბალიში ჩაარტყა და დაიკივლა - დამპალო ნაბ.ჭვარო , ისე გავცოფდი ,ისე ვერ გიტანდი იმ სულელ გეგას სადღაც ჯანდაბაში გადავუშალე ფეხები , პრეზ.რვატივიც არ გახსენებია და ერთდროულად ამკიდა ქლამიდია და პირველი აბორტი - კანკალებდა, ოთახიდან გასულს ისე წამოსცდა სიტყვები მხოლოდ საკუთარ ტკივილს გრძნობდა, მარცხენა მხარეს რომ უყინავდა და სუნთქვას უკრავდა -სად არის...სადღაც აქ უნდა იყოს- სწრაფად გაიარა მანძილი, ირგვლივ იყურებოდა და თაროებზე სასმელს დაეძებდა. ბოლოს იპოვნა, საცობი მოხსნა , დალევა დაიწყო , ხელის კანკალიც შეუწყდა და ყელის წვასთან ერთად თვალებისაც იგრძნო წინ მდგომის სახის დანახვისას -გაიმეორე -შემეშვი, ჭორაობის საათები მორჩა. სჯობს საერთოდ არ გელაპარაკო, რაც უფრო მეტს ამბობ მით უფრო მეტად მეზიზღები და ბოლოს იმდენს გააკეთებ ერთად შეკრებ ყველა დროის ბრაზს -ტატასთან არ ვყოფილვარ , არასდროს ! არც მაშინ და არც მერე, ეგ ამბავი თვითონ გააბაზრა და მე იმდენად მეკიდა რას იტყოდა არაფერი მითქვამს . შენთან დალაპარაკებას ვცდილობდი , სახლში გირეკავდი, მოვდიოდი, წერილებს ვტოვებდი ,მაგრამ ახლოს არ მიშვებდი. სკოლაშიც გამუდმებით იმ ახვრთან იყავი ... კუნთმაგარი ყეყეჩი ! ისე მცემა მაგან და მაგის სამმა გორილამ საწოლიდან ძლივს ვდგებოდი . სანანებელი რაც მაქვს მარტო ეგაა, რომ მეგონა ჩემს ტყავში ყოფნას შევძლებდი და არ დამჭირდებოდა მუშტებით საქმეების კეთება. შენ რა გააკეთე , კირა- ქალი ისევ სვამდა, ბოთლი სანამ არ გამოგლიჯა ხელიდან მანამ არც უყურებდა- აბორტი როგორ გაიკეთე -ექიმთან მივედი, სავარძელზე ფეხები გადავშალე , დამაძინეს და რომ გავიღვიძე ჩვეულებრივად გავაგრძელე ცხოვრება ... _ასეთი ცივსისხლიანი იყავი მაშინაც? _ძალიან გთხოვ არ გვინდა დრამა, გადახედე მსოფლიო სტატისტიკას ჩემი ორი აბორტი არაფერია და ნამდვილად სჯობს იმას ჩემნაირებს რომ აჩენენ ცხოვრებას უნგრევენ ,.სიცოცხლეს აზიზღებენ _ორი, მეორე როდის იყო - სრულიად შეეცვალა ხმაცა და გამომეტყველებაც. უსმენდა და ვერ იჯერებდა _წლების წინ ისიც ... ალექსანდრე გავიცანი და ვისწავლე ბევრი რამ _მისგან იყავი ორსულად ? _არ მისმენ? _ მაგიდაზე გადაწვა , ფეხები მოხრილი ჰქონდა და გვერდით მდგომს ქვემოდან უყურებდა - ეს ეჭვიანობის სულელური შემოტევები უკვე ყელშია ამოსული . იქნებ გაიგო ოდესმე, რომ ალექსანდრეს ჩემთვის არასდროს არაფერი დაუშავებია, ცხოვრება მასწავლა , ჭაობიდან ამოსვლაში მეხმარებოდა და თუ ცოცხალი ვარ მისი დამსახურებაა. მასწავლა როგორ უნდა მემართა ბნელი სურვილები , მიმეღო სიამოვნება ისე,რომ მინიმალურად დამეზიანებინა საკუთარი თავი -და შენ მართლა გწამს, რომ ახლა საკუთარ თავს არ ვნებ? -სხვაგვარად არ შემიძლია, თუმცა არ მაქვს ვენერიული დაავადებები, აღარ ვარ ნარკოტიკზე დამოკიდებული, იმ ორის შემდეგ ფეხმძიმობისგან თავდაცვა ვიცი და აბორტის გაკეთება აღარ მჭირდება, ვიღაცის მოკვლის სურვილი რომ მიჩნდება აზრებს გონებაში ვიკლავ , ვმართავ სხვებს და არავინ მე -მხოლოდ საკუთარი თავი განადგურებს ... თუ შენს ძალას ამ ბნელი მხარის გასანადგურებლად მიმართავ, შეძლებ -გარეთ გასვლა მინდა ... 10 წუთში თუ არ მომიტან სამოსს ასე წავალ საშოპინგოდ -ყველაფერს მოგიტან,მაგრამ არა ათ წუთში -სირბილს თუ არ აპირებ თავად ნახავ შედეგს... მე ჩემი ვთქვი- მაისური გაისწორა და საჯდომის ხაზს თითები გაუსვა - იმედია არ ჩანს შიშველი ,რომ ვარ - განგებ გადაიხარა -არ ხუმრობ ხომ? -გაიქეცი ტკბილო - გადაიკისკისა და თვალი გააყოლა კარისკენ მიმავალ კაცს- ღმერთმა დამსაჯოს შენთან ყოფნისთვის - სახეზე ხელები აიფარა , ხმამაღლა დაიკივლა და მერე თავზე მოიჭირა თითები. კადრებს ვერ აქრობდა, ხედავდა როგორ შედიოდა ექიმის კაბინეტში სულ მარტო , პატარა და დაუცველი . პირველად იქ იგრძნო საკუთარი თავის მიმართ გაჩენილი ზიზღი ,რომელიც წლების განმავლობაში ბევრდებოდა და უკვე მთლიანად მოიცავდა . - უნდა გამიშვა, გაიძულებ სამუდამოდ უარი თქვა ჩემზე- კარისკენ დაიძრა , მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა ესმოდა მხოლოდ ყურებში, ცრემლები შეიმშრალა და ეზო დატოვა. იცოდა ფოტოებს გადაუღებდნენ, მალევე იცნეს ქუჩაში შემხვედრმა ახალგაზრდებმა, მიდიოდა და თან მიჰყვებოდა კომენტარებით შექმნილი ტალღა. იღიმოდა,მარტივად გამოსდიოდა კომპლექსის დაძლევა, წარმოქმნისთანავე ახშობდა და ისე იქცეოდა თითქოს მნიშვნელობა არ ჰქონდა როგორ გამოიყურებოდა. სავაჭრო ცენტრამდე გზა ისე დაფარა უკვე ყველა მასზე საუბრობდა, პირველივე მაღაზიაში შევიდა და ძვირადღირებული ტანსაცმლის შეგროვება დაიწყო. კონსულტანტ გოგონას ხელში აჩეჩებდა ყველაფერს -მაპატიეთ,მაგრამ ვერ ვხედავ თან გქონდეთ საფულე ან საკრედიტო ბარათი- მენეჯერი რომ გადაეღობა წინ რეაქცია არ ჰქონია -ამ სახეს ხედავ ძვირფასო? ფოტო გადამიღე და დღის ბოლომდე ყველას ეცოდინება აქაურობის შესახებ -ჩვენ რეკლამის სანაცვლოდ სამოსით არ ვიხდით -სადღაც აქ მქონდა ბარათი , მაგრამ ვერ ვპოულობ- მაისურის ქვედა ნაწილი ასწია და მთელი ბარძაყი მოუშიშვლდა - სად უნდა იყოს? -ქალბატონო, ძალიან გთხოვთ -რა ხდება , გეი ხარ ? - გადაიკისკისა და კიდევ უფრო მეტის ყურადღება მიიპყრო - ჩემი ბარათი თავისი ფეხით მოვა, უბრალოდ დრო სჭირდება მე კი მის ასაჩქარებლად უნდა გამოგიყენო - მოულოდნელად მოხვია მკლავები და მანამ კოცნიდა სანამ მინის კედლის მიღმა დუდა არ დაინახა- საყვარელოო ... აქ ვაარ , როგორც იქნა მოხვედი . გადაიხადე მე მანქანაში დაგელოდები - ტუჩებზე თითი გადაიტარა, გახევებულ ბიჭს გვერდი აუარა და დუდასთან მიაღწია-კვლავ დაიგვიანე ! ………………. სახლში ელოდა და ცდილობდა საკუთარი შინაგანი ხმა ჩაეხშო რათა მორგებული ნიღაბი შეენარჩუნებინა . საგრძნობლად დაიგვიანა, იმდენად რომ მოთმინება დაკარგული ისევ სასმელს მიუბრუნდა, ცდილობდა ცოტა დაელია, მაგრამ მაინც საკმარისზე მეტი ალკოჰოლი მიიღო ყველა ემოციასთან ერთად სრულიად არეული დახვდა კაცს. უამრავი რამ მოჰქონდა, რამდენჯერმე მოუხდა გასვლა და დაბრუნება _შენ რა იმ ყველაფრის შემდეგ ჩემს ნაცვლად განაგრძე შოპინგი და ამდენი საათი ტანსაცმელს არჩევდი? _აღშფოთებულმა წამოიძახა და ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დააბრუნა _ არაფერს მეტყვი? ჩუმად იქნები და ესაა ჩემი სასჯელი? _რა უფლება მაქვს ვინმე დავსაჯო ... ზრდასრული ქალი ხარ,რომელიც ნახევარი ცხოვრებაა ამ ბნელ ადამიანს ქმნის. შეუგნებელ, ჯიუტ, უპრინციპო, გარყვნილ , ავხორც ქალს რომელიც ისე თრგუნავს საკუთარ თავს, რომ გაქცევას ყველაფერ მავნებელში ეძებ . მე რა დასჯის მეთოდი უნდა მოვიფიქრო შენს მაზოხისტურ ბუნებას რომ გაუკვირდება ... შენც ეგ გინდა, ცუდად რომ მოგექცე . რას ელოდი , ყვირილს, ლანძღვა _გინებას თუ ცემა_ტყეპას _ქალისკენ მიიწევდა, თვალს არ აშორებდა და მაგიდამდე მისულს მკლავებით უზღუდავდა გასაქცევ სივრცეს _იქნებ ელი, რომ აქ გამოგკეტავ ... ყველაფერს წაგართმევ და ვიფიქრებ, რომ ამ გზით დაგიბრუნებ -მე შენი არასდროს ვყოფილვარ, ასე რომ დაბრუნება არცერთი გზით გამოგივა. მე გავიზარდე , ისევე როგორც შენ ჩემო წმინდანო _თრთოდა, ემოციების ზღვა დაატყდა კაცის სიახლოვისას, მისი სიტყვები და მთლიანად მისი არსება ისე იზიდავდა სუნთქვა უჭირდა ამ მცირე მანძილის გაქრობა იმდენად სურდა . მაგიდის ზედაპირს ხელისგულებით დაებჯინა, სხეული აიზიდა და ხის მასიურ ზედაპირზე კომფორტულად მოკალათდდა -ამ ყველაფერს სანამ მეტყოდი დარწმუნებული ვარ დიდხანს ებრძოდი შენში ჩაბუდებულ ეშმაკს . ახლაც ძალიან გინდა გადამიხადო იმისთვის რომ სხვას ვაკოცე , თითქმის შიშველმა შემოვიარე ქალაქი და ყველამ იცის რომ შენ მე ვერ მაკონტროლებ. წარმომიდგენია ამ ფოტოებს როგორი სტატიები მოჰყვება, რას დაწერენ და ილაპარაკებენ ჩვენზე, რა რეაქცია ექნებათ შენს ზეკულტურულ, ჩარჩოებში მოქცეულ მშობლებს , ბებიამდე თუ მიაღწევს ალბათ მასთან დამშვიდობებასაც ვერ შეძლებ ისე აღესრულება _მკლავები შემოჰხვია, მაისური მოაშორა, ეფერებოდა, ყელში კოცნიდა და თან საუბრობდა _შეგიძლია წახვიდე, მე ერთი დღე დავრჩები , მიტოვებული ქალის როლს მოვირგევ და ასე დასრულდება _ ვერ დასრულდება ის რაც ჯერ არც დამიწყია _ ხელისგულებით ისევ მაგიდას ეყრდნობოდა, განგებ არ ეხებოდა და არც შორდებოდა _ მე და შენ ხომ უბრალოდ ხორციელ სურვილებს ვიკმაყოფილებთ , განა ურთიერთობა გვაქვს და არ ვიცი? _როგორც იქნა სწორად მსჯელობ ... _ გულმა რიტმი შეცვალა, მისმა სიტყვებმა სულ მთლად დააბნია . წამით გაჩერდა კიდეც , მზერა გაუსწორა და შემდეგ ტუჩებამდეც მიაღწია. ეხვეოდა და სიცარიელეს გრძნობდა, გვიან მიხვდა, რომ მხოლოდ თავად ეალერსებოდა ის კი მკლავებს ადგილიდან არ ატოკებდა . მისი შეხების მოლოდინში ზურგს უკან უფსკრულს წარმოიდგენდა, ციოდა , იყინებოდა მისი ის მხარე რომელსაც კაცი არ ეხებოდა. მაჯაზე შემოჰხვია თითები, უნდოდა თავად აემოძრავებინა, მაგრამ კაცი მეტი სიახლოვის ნაცვლად მთლიანად მოშორდა . უსიტყვოდ ჩაიცინა , ზურგი აქცია და მეორე სართულისაკენ დაიძრა. მიჰყვებოდა, ისე თითქოს წინ წასული ჯაჭვით ექაჩებოდა, მის სხეულთან იყო დაკავშირებული და ისე იზიდავდა ამ მიზიდულობის ძალას ვერ ერეოდა. _დამშვიდდი ? დანაშაულის შეგრძნება გაგიქრა მას შემდეგ რაც სიამოვნება მომანიჭე და განტვირთვაში დამეხმარე? _ ძალაგამოცლილი ბალიშებს შორის პირქვედამხობილი ჯერ კიდევ ღრმად სუნთქავდა, საკუთარი გულისცემის ხმა ესმოდა შორიდან რომ მოვიდა ვატოს სიტყვები _რას ბოდავ _თავი გვერდით შეაბრუნა და წარბშეკრულმა გახედა საწოლის თავს მიყრნობილ კაცს _ შენ რა იმიტო არ მეფერებოდი ? დამპალო გაიძვერა... როგორ მიბედავ _ პირველივე ბალიში ჩაარტყა, რომელიც ხელში მოჰყვა და კვლავ ზემოდან მოექცა . ბიჭი სახეზე იფარებდა ხელებს , მერე უცებ მოიგერია და ბალიშები ერთიანად მოისროლა საწოლიდან _დამშვიდდი თუ გავიმეოროთ _ ხელები გაუკავა და ფეხებსშორის მოექცა _ცოტას თუ არ მოვიცდით ინფარქტი დაგემართება და ზედ დამაკვდები თორემ მე ისე გამაცოფე ახლა თუ არ მომეფერები ,ისე როგორც იცი ხოლმე _უკვე გრძნობდა საუბარს აზრი რომ აღარ ჰქონდა და მთელი სხეულით გადაეშვა სიამოვნების ტალღებს შორის _ როგორ შეგიძლია 16 წლის ბავშვივით იყო _არ ვეწევი , ცოტას ვსვამ , არაფერს მოვიხმარ ,ვვარჯიშობ, სწორად ვიკვებები და მძინავს _ ქალს ხელიდან სიგარეტი ააცალა და ამჯერად თავად მოიქცია ტუჩებსშორის _შენც თუ მომბაძავ ასე მალე არ დაიქანცები _ აჩქარებულ გულისცემაზე მიუთითა ქალი ისე იყო ერთხანს გამოფიტული , რომ კიდურების მოძრაობაც აღარ შეეძლო _რამდენიმე კვირა უბრალოდ მშვიდად დავიძინოთ, ჩამეხუტები და დილამდე დავასვენებთ ორგანიზმს, გონება განიტვირთება _ეგონა დაითანხმებდა, ამ ალერსიანი ტონით გონებას აურევდა რას იფიქრებდა თუ ისევ გამოიწვევდა აფეთქებას ამჯერად იმდენად ძლიერს რომ თავადაც დაიფლითებოდა _ძილი შენნაირებისთვისაა მარტივი, ბალიშზე თავს დადებ და ითიშები . განა რა გაქვს სადარდებელი, რა იცი ჯოჯოხეთის ცეცხლი რომ ედება ტვინს. ღამე ჩემთვის გამოცდაა, სიკვდილის სიცოცხლესთან ბრძოლის ველია _შენ უბრალოდ ჯიუტობ, არ ცდილობ სცადო რომ მერე არ დარწმუნდე ჩემს სიმართლეში _შენ რა იცი ჩემი სიმართლე, შენ წარმოდგენა არ გაქვს როგორია როცა სიზმრები გახრჩობენ . ოქროს ბიჭუნავ, ბედნიერებით სავსე ოჯახის შვილო , უდანაშაულო , სუფთა სინდისითა და ნულოვანი სიმძიმით ... შენ არ გყოლია დედა რომელსაც სძულდი , მამინაცვალი რომელიც მისაღების მაგიდაზე სახით აგაკრავდა . ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, თავიდან მხოლოდ ძვლების ტკივილს ვგრძნობდი , კეფაზე ისე მაწვებოდა მეგონა მაგიდის ზედაპირს შევეზრდებოდი, მერე კაბა რომ ამიკეცა და საცვალი ძირს დაქაჩა კივილს ისე ვუმატე გააზრებული ისევ არ მქონდა რა მოხდებოდა, მხოლოდ შიგნიდან წამოსული შიშის ხმა იყო. იცი რა საზიზღრობაა როცა გარეთ მოსიარულე ადამიანების ლანდებს ხედავ, ფარდის მიღმა მათი სილუეტი ჩანს დაცვა რომ ჰქვიათ , მებაღე და დამლაგებელი , ყველას რომ სმენა აქვს ,ესმის და არავინ გათავისუფლებს ამ სიმძიმისგან , მისი ბანლიანი ხელებისგან ტანზე რომ გეხება და ღებინების შეგრძნება ისე გაწვება ყელში გეშინია საკუთარ ნაღებ მასაში არ დაიხრჩო . ხის მაგიდაზე ფრჩხილებით კვალი დაგიტოვებია? ჩემი ჩამტვრეული ,სისხლმდენი ფრჩხილების კვალი ახლაცაა იმ წყეულ სახლში მაგიდაზე. თავიდან არ ქრება ის ხმები, ნძრვის დროს რომ გამოსცემდა კაცი ,რომელსაც ამ დამპალ ქალაქში პატიოსანი მოსამართლის სახე ჰქონდა , წესიერი კაცის, გულკეთილი , ლმობიერი, სამართლიანი ... რომელმაც ყველა ჩემი ღამე ჯოჯოხეთად აქცია. წლები გადის, უკვე მისი დამპალი ლეშიც აღარაა მიწის ქვეშ, ძვლებამდე შეჭამდნენ მატლები მე კი მასზე მეტად გამოფიტული მაქვს სული- სიტყვებმა იპოვნეს გზა და კაცის მხრებზე გადაიტანეს ქალის მძიმე ტვირთი , ცხოვრებაში მეორედ ყვებოდა ამ ამბავს და ამჯერად სულ სხვა მოტივით იყო გამოწვეული. ალექსანდრეს რომ უამბო ფხიზელიც არ იყო, მისი ზემოქმედებით ალაპარაკდა ახლა კი შინაგანმამ ძალამ უბიძგა . ვატოს თვალები რომ აიმღვრა და ბარძაყებზე ჩაჭერილ თითებზე მისი გაყინული ხელის შეხება იგრძნო შემდეგ მიხვდა ყველაფერი ხმამაღლა რომ თქვა, მიხვდა და ისე ძლიერ იკბინა ტუჩზე პირში ჩაღვრილი სისხლის გემო იგრძნო. დამუნჯებული კაცი უკვე მის ფეხებთან იყო დახრილი, ჯერ მღელვარებისგან გაშეშებულ თითებზე აკოცა, მერე სიწითლეგაჩენილ ბარძაყებზე ,წამით შუბლი მიაბჯინა ჯერ კიდევ სითბოშერჩენილ კანზე და მერე ერთი ღრმა ჩასუნთქვა დასჭირდა გახევებული ქალის გულში ჩასაკრავად. ორივე შიშველი იყო, მაგრამ მათ შორის ვნების ცეცხლი აღარ გიზგიზებდა, რაღაც სხვა გაჩნდა, სრულიად განსხვავებული კავშირი გაზიარებული ტვირთით. მთელი არსება სთხოვდა გაქცევას, მისგან შორს წასვლას და ყველაფრის დასრულებას, რაღაც ისეთის თქმას რაც მუქარისშემცველი იქნებოდა ,რაც თავდაცვის იარაღად გამოადგებოდა,მაგრამ ვერ შეძლო, გონება შინაგან ხმას დანებდა, გრძნობებს რომლებიც სულიდან მოდიოდა. ამოისუნთქა, დაჭიმული სხეული მოუდუნდა და კაცის მკლავებში ჩაკარგული აქვითინდა. ისე ტიროდა ,როგორც არასდროს, ისე თითქოს ყველაფერი წუთების წინ გაიარა და ახლა ასე თავისუფლდებოდა ბნელი შეგრძნებებისგან. კაცის მკერდს ეკვროდა , მკლავებს ძლიერად ხვევდა და დამხობილი ქვითინებდა. -მაპატიე გთხოვ .გევედრები მაპატიე ხელი ,რომ არ ჩაგკიდე და არ გადაგარჩინე ამ ჯოჯოხეთიდან . მაპატიე ,გემუდარები, მაპატიე ამ ცეცხლს შენი ცხოვრების შთანთქმის უფლება რომ მივეცი. ღმერთმა დამწყევლოს ,შენი გამეტებისთვის -დიდი ხნის შემდეგ შეძლო სიტყვების წარმოთქმა და ისიც ძლივს . ხელებს არ უშვებდა, მაგრამ თავსაც ვერ სწევდა მაღლა , თვალს ვერ უსწორებდა , ყველა ფიქრი და გეგმა თავზე ჩამოექცა სიცარიელეში დარჩა , ამოყირავებულ სამყაროში რელობის წინ,რომლის შესახებაც კიდევ ბევრი რამ არ იცოდა. -შენ არაფერი იცოდი და ახლაც არ უნდა იცოდე ... არავინ უნდა იცოდეს -მან იცოდა, ხომ ასეა ... ესეც და ყველაფერი სხვაც . იმიტომ მიეჯაჭვე , შენს საიდუმლოს დაატარებდა და მხოლოდ მან იცოდა უბედურების სათავე სად იყო -ალექსანდრემ ყველაფერი გააკეთა ჩემთვის ცხადად და მალულადაც ,ისე რომ არავის არასდროს გაუგია ამის შესახებ. ზუსტად ვიცი მისი დამსახურებით გამოაშკარავდა ყველა ბნელი საქმე, ციხეში ჩააყუდეს და იქ იმათ მოუღეს ბოლო ვინც ჩემ გარდა დააზარალა. რიგში იყვნენ ვინ მოკლავდა, ერთმა ყველას დაასწრო და ყელი ისე ღორულად გამოჭრეს როგორც იმსახურებდა. სანდროს არასდროს უღიარებია , ერთხელ ვკითხე როგორ მოხდა სიმართლის თქმიდან 1 თვის შემდეგ რომ მოხდა ყველაფერი და მისი ეს იმპერია ჩამოიშალა-თქო . სამართალი ზოგჯერ მოულოდნელად წამოგეწევა ,ცოდვებისთვის მოგთხოვს პასუხსო , სხვა არაფერი უთქვამს და მეც აღარ მიკითხავს. ის არ იყო ჩვეულებრივი მამიკოს ბიჭი, არასდროს ყოფილა ის ვინც სხვებს ეგონათ და მეც ვერ მოვახერხე ბოლომდე მისი ყველა სახის დანახვა, მხოლოდ ის ვიცი ზუსტად,რომ იმაზე მეტად ვადარდებდი ვიდრე თავად წარმოიდგენდა. მის ცხოვრებაში მარიამის გამოჩენა რაღაცნაირად გამიხარდა კიდეც, მეგობრის ნაწილმა იზეიმა, მაგრამ მაინც რთული იყო მისგან შორს ყოფნა მანამ სანამ არ მივხვდი,რომ არასდროს დამტოვებდა ,სულ შემეძლო მისთვის დახმარების თხოვნა , მისი იმედის ქონა - კაცისგან შორს იყო, პერანგი მოიცვა და სიგარეტით ხელში ,ზურგით მდგომი იხსენებდა დაკარგულ ნაწილს - მორჩი მასზე ეჭვიანობას, ვინც არ უნდა იყო ჩემს ცხოვრებაში მას უბრალოდ ვერ ჩაანაცვლებ. ის სხვა ადგილს იკავებდა, შენ კი სულ სხვა რამ გინდა ………………….. მშვიდად ეძინა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო დუდას გულისცემის ხმა და მისი შეხება ჯერ არ განცდილ სიმშვიდეს გვრიდა. არავინ იცის იქნებ საიდუმლოს ნაწილის გაცხადებით მოგვრილ შვებას მოჰყვა ეს მოდუნებაც შედეგად. ვინ იცის იქნებ სამუდამოდ გამომშვიდობებოდა უძილო ღამეებს რომ არა მოულოდნელად შემოჭრილი დაუპატიჟებელი სტუმრები. მხოლოდ ერთხელ წამოიკივლა, ბუნებრივი რეაქცია ვერ გააკონტროლა მძინარე კაცი რომ გამოაცალეს მკლავებიდან. ერთბაშად იგრძნო სიცარიელე და შიში , შიში რომელიც თითქმიდ დავიწყებული ჰქონდა . აღარავინ ჰყავდა გვერდით ვის გამოც ინერვიულებდა ახლა კი ცოტაღა აკლდა წონასწორობის დაკარგვამდე. რამდენიმე ბიჭი იჭერდა ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფს სანამ მთავარი თავდამსხმელი გამოჩნდებოდა. _არ მოკლათ , მაგრამ ბევრსაც ნუ დააკლებთ _ ეს ერთი წინადადება გააჟღერა ცივი, დაბალი ხმით და აღრიალებული დუდა შიშველი ხელებით დარჩა შეიარაღებული ხუთეულის წინ. ერთხანს უბრალოდ გაითიშა, უყურებდა როგორ უწევდა წინააღმდეგობას, როგორ ცდილობდა კაცთან მიეღწია , მაგრამ უშედეგოდ. სმენადახშულს მისი ხმა არ ესმოდა. გონებამ სხეულს მოძრაობის უნარი მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნა დუდა იატაკზე მოკეცილი რომ დაეცა და მისი ცხვირიდან წამოსული სისხლის წვეთები ხის ზედაპირზე დარჩა. _არ მიუახლოვდე , არ გინდა გთხოვ _ მხოლოდ ეს გაიგო , სხვა არაფერი . მისკენ აღარ გაუხედავს კაცის წინ დადგა და გაუღიმა _უფრო ადრე გელოდი ... ამდენი დრო დაგჭირდა ცოლის დასაოკებლად? _მეთამაშები პატარავ? ხომ იცოდი , რომ გიპოვნიდი _ფოტოები და ვიდეოები ყველგან გავრცელდა, როგორ გგონია რატომ ? _ ფონად ხმა ესმოდა, გინების , დარტყმის, სასოწარკვეთილი სულიდან წამოსული ტკივილის გამომხატველი ღრმუილი და მაინც აგრძელებდა _ მინდოდა გეპოვნე და წაგეყვანე, მაინტერესებდა რამდენად მნიშვნელოვანი ვარ შენთვის ... თუ მხოლოდ ძვირადღირებული ნივთებით აპირებ ჩემს მოხიბვლას _პასუხი ხომ მიიღე _ქალი უკვე იმდენად ახლოს იყო, რომ საკმარისი გახლდათ მისი გონების ასარევად _აქედან წავიდეთ ... მან უკვე მიიღო პასუხი _ მკლავები ყელზე შემოჰხვია , სხეულზე მიეკრო და მის ტუჩებთან განაგრძო ჩურჩული _ უბრძანე გაჩერდნენ , ის უკვე ლეშია _ გულისრევის შეგრძნება ყელში აწვებოდა, მაგრამ შეჩვეული იყო ამ ნაწილის დათრგუნვას . მის ტუჩებს რომ შეეხო ხუთეულს უკვე დატოვებული ჰქონდა ოთახი , ბრძანებამ გაჭრა, მაგრამ დუდას სახის დანახვა კართან მისვლამდე ვერ გაბედა. გასვლისას, სულ ერთი წამით შეავლო მზერა მის სისხლიან სახესა და ოთხად მოკეცილ სხეულს. გზა განაგრძო , კაცს წინ გაუსწრო , სუნთქვა ეკვროდა , ტოვებდა ადგილს რომელსაც თავად დაუტოვა ბნელი მოგონება, სისხლიანი კვალი და უბედურება . გონება მხოლოდ ერთს უმეორებდა“ წყვდიადში ითრევ ნებისმიერს“ ეკლებზე იდგა სანამ კაცის გვერდით იჯდა და მის საუბარსა და შეხებას ითმენდა. დრო სჭირდებოდა, მოთმინება მიზნის მიღწევამდე . ალექსანდრეს სიტყვები ესმოდა ყოველთვის , როდესაც მთელი არსებით სურდა ვიღაც მოეკლა. ერთხელაც იცოდა ზღვარს გადაკვეთდდა და ჯოჯოხეთში გაისტუმრებდა რამდენიმეს ვინც თავისი სუნთქვითაც კი ამძიმებდა სამყაროს, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. _ჩემთან ყოფნისთვის დრო გაქვს თუ ცოლი გელის _სასტუმროსთან რომ გაჩერდა მანქანა ირონიული გაუხდა მზერა _ცოლი ჯერ საჩუქრებს იღებს _გამოდის ჯერ თავის დაფასების სტადიაშია და არ შეგირიგდა . იქნებ განქორწინებისთვის ემზადება _გინდა დავშორდე და შენთან ვიყო? _მე ხომ გითხარი ერთი პრინციპი მაქვს მხოლოდ, არასდროს ვიქნები ვინმეს საკუთრებაში . ალექსანდრესთანაც როგორც იცი მხოლოდ ნიშნობა მაკავშირებდა ისიც იმიტომ , რომ მშობლებს თავი დაენებებინათ ახლა კი ბავშვები არ ვართ არც მე და არც შენ _ ჭაღარაშერეულ წვერზე თითები შეახო და მანქანის კარი პირველმა გააღო . მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადადგა და სანამ კაცი მიუახლოვდებოდა მიმართულება შეიცვალა _საით _ცეკვა მინდა _ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს კლუბი იყო , გზა ისე გადაირბინა ვერავინ შეაჩერებდა. უამრავი მანქანა ირეოდა , კაცი იძულებული გახდა უკან მიჰყოლოდა. ისე უყურებდა თითქოს მისი გამოწვევის გარდა თავში არაფერი ჰქონდა. შესვლისთანავე წაიცეკვა , ბრბოს აერია მერე კი კაციც რომ მიუახლოვდა მიხვდა თუ იმ წამსვე არ წავიდოდა იქვე დაკარგავდა გონებას. _რაიმე ძლიერი შეუკვეთე და მოვალ_წელზე შემოხვეული კოტიტა ხელი მოიშორა და საპირფარეშოსკენ წავიდა. კარი გადაკეტა ისე რომ იქ ვეღარავინ შეაღწევდა, ჩანთიდან მობილური ამოიღო და აკანკალებული თითებით ძლივს იპოვნა საჭირო სახელი . არ პასუხობდა, დრო გადიოდა და კიდევ უფრო მეტად ღელავდა , ცოტაც და მოთმინება დაეკარგებოდა კაცის ხმა რომ გაიგო _გისმენთ _გაიღვიძე და სასწრაფოდ წადი დუდასთან , იპოვნე ვინმე ვინც მივა და უშველის. სასწრაფო დახმარება გაგზავნონ , რამე გააკეთონ უთხარი _ვინ ბრძანდებით და რას _კირა ვარ და თუ დროულად არ გამოფხიზლდები და დუდას არ დაეხმარები გეფიცები პასუხს შენც გაგებინებ ! _რა დაემართა _გააკეთე რაც გითხარი და დაივიწყე ეს საუბარი . გესმის რას გეუბნები? მე და შენ არ გვისაუბრია, მე შენთან არ დამირეკავს ! მობილური კვლავ ჩანთაში დააბრუნა, ხელები გაყინული ჰქონდა, გულისცემა თითქმის შენელებული, გაუსაძლის ტკივილს გრძნობდა და ვერ ხვდებოდა რა სტკიოდა. თვალები როგორც კი დახუჭა მაშინვე ნაცემი დუდას სახე დაინახა, თითქმის გონდაკარგული ძლივს რომ უყურებდა და ხელს მისკენ იწევდა. ბრაზი ყელში უჭერდა , უნდოდა თავი დაერწმუნებინა რომ ის ამას იმსახურებდა, რომ ამ ფიზიკურ და სულიერ ტკივილს იმ დანაშაულისთვის იღებდა რაც კირას მიმართ ჰქონდა . რატომ ვერ ისვენებდა, რატომ იხრჩობოდა ახლა, როცა თავად ამაზე ბევრად უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა , მაშინ დუდამ ხელი რომ არ ჩაჰკიდა. სასწრაფოდ სჭირდებოდა გამოსავალი , გზა რომელიც ამ მდგომარეობას გადაატანინებდა. პოვნა არ გასჭირვებია, მიიღო ის რაც მუდამ ეხმარებოდა და გააცოცხლა კიდეც ეშმაკი საკუთარ სულში. რამდენიმე ჭიქა დალია, კაცს მეტად ემჩნეოდა სასმელის კვალი თავად კი გეგმას მიჰყვებოდა, უდარდელი ქალის ნიღაბი აიკრა, სულ მალე მაგიდაზე ავიდა და ცეკვა დაიწყო. ბევრმა დააფიქსირა მასთან ერთად მყოფიც , როგორ აიყვანა ხელში და იქედან სასწრაფოდ წაიყვანა _რას აკეთეებ... ცეკვის ნებას არ მაძლევ? _მთვრალი ხარ უკვე და დროა ნომერში ავიდეთ _ხელშიაყვანილი წამიყვან ნომრამდე თუ გეშინია როგორმე შენმა ცოლმა არ გაიგოს _ მკლავები შემოჰხვია, ყურთან ეჩურჩულებოდა მერე თავი უკან გადასწია და აკისკისდდა _ ოხ ეს კაცები სამყაროში ყველაზე მეტად მაინც ქალები გაშინებენ _მე არავის მეშინია და არაფერს ვემალები _რა თქმა უნდა წამოეგო. ყველა მათ უყურებდათ, შესაძლოა ის ვერ , მაგრამ კირა ნამდვილად იცნეს. ლიფტში ხალხი იყო, თორემ ნამდვილად არ აპირებდა დიდხანს მოთმენას. ორივემ კარგად იცოდა რაც სურდა სინამდვილეში. _შენ როგორი გამბედავი ყოფილხარ, თურმე ვცდებოდი ... _და რა გეგონა _მე მგონია, რომ შამპანიური უნდა შეუკვეთო , სიგარეტიც არ მაქვს , რაიმე ტკბილიც მინდა და კიდევ ძალიან მინდა ტუიალეტში _ ნაბიჯებს განგებ ურევდა , თითქოს მასზე მეტად მთვრალი იყო , როგორც კი შევიდა ონკანი მოუშვა და კვლავ დარეკა _როგორ ბედავ დარეკვას! ხომ ვეუბნებოდი შენთან საქმე არ დაეჭირა, მაგრამ ასეთი გახრწნილი სულის პატრონიც არ მეგონე . ახლა რისთვის მიკავშირდები რომ გაიგო შენს საყვარელს შემოაკვდა კაცი თუ არა? გადაეცი, რომ ყველას ვიპოვნი და ციხეში ჩავალპობ, მარტო ამ ცემის გამო კი არა თუ სადმე რამე დაუშავებიათ ყველაფერს ერთად ამოვქექავ _კაცის ღრიალის ხმა ესმოდა და ერთხანს ეგონა პასუხს ვერ დაუბრუნებდა _სჯობდა თავშეკავება გესწავლებინა შენი პატარა , სულელი მეგობრისთვის და მინიმუმ ის თუ ვისთვის შეეძლო დარტყმა და ვისთვის არა . სამყაროდან მოწყვეტილი ვარსკვლავი რომ ჰგონია დღემდე თავი ... შენ ასე მალე როგორ ჩამოხვედი _ჯერ ისევ გზაში ვარ, ჩემი მეგობრები მივიდნენ . საავადმყოფოშია უგონოდ და ფოტოებს რომ ვუყურებ ვფიქრობ რეალურად უარესი შეიძლება დამხვდეს _არაუშავს, გამოცდილებას მიიღებს და ეცოდინება ვისთან არ უნდა დაიჭიროს საქმე _ ტონის შენარჩუნება მოახერხა, მაგრამ ბიჭმა საპასუხოდ ფოტოები რომ გამოუგზავნა თითქოს იმ წამს გაიაზრა რა მდგომარეობაში დატოვა დუდა . კაცმა თავისი არსებობა რომ შეახსენა შემდეგ წამოდგა, სახეზე წყალი შეისხა და ოთახიდან გეგმის შესასრულებლად გავიდა. შუშხუნა სითხით უკვე სავსე იყო ჭიქები. გონება ბევრ მომენტს შლიდა, ახსოვდა როგორ ჩააგდო რამდენიმე აბი კაცის ჭიქაში სანამ ის სასმელით დასველებულ პერანგს იხდიდა. როგორ დადო მობილური შეუმჩნეველ ადგილას და მთვრალს ბოკალით ხელში დაუბრუნდა _შენ დალიე, მე კი პერანგს მოგაშორებ _იცინოდა, თითქოს უგონოდ მთვრალი იყო . წონასწორობადარღვეული რამდენჯერმე თითქმის წაიქცა, მერე კაცთან ერთად დაეშვა საწოლზე. იცინოდა, ხმამაღლა , მკვეთრად და ასე აჩერებდა ღებინების შეგრძნებას, რომელიც არა და არ ქრებოდა. კაცს ბევრ რამეს ეკითხებოდა, ისიც პასუხობდა და ხელებს არ აჩერებდა. ვიდეოში კარგად ჩანდა როგორ დადგა საწოლზე,საცვალი ნელა მოიშორა და ტერფზე ჩამოცურებული ისროლა მისი მიმართულებით. რეაქცია, აუტანელი კომენტარები, ქალის გამოწვევა და კაცი რომელიც მუხლებზე დაშვებული ფეხებს უკოცნიდა, მიდიოდა სულ მაღლა და შემდეგ კირას საამო წამოძახილებს ისმენდა. ვიდეოზე არ ჩანდა კაცი როგორ გაითიშა , არც ის კირამ ბოლომდე რომ გააშიშვლა, საკუთარი ქამრით მიაბა მისი მარჯვენა ხელი საწოლზე და სრულიად შიშველს კიდევ რამდენიმე ფოტო გადაუღო. მექანიკურად მოქმედებდა, თითქოს მისია ჰქონდა რომელიც დაასრულა თუ არა ღებინების შეგრძნება გულისრევაში გადაეზარდა. სააბაზანოში გამოიკეტა, დუშის ქვეშ მანამ იდგა სანამ კანზე ნაოჭები არ გაუჩნდა, შემდეგ შამპანიურის ბოთლი დაცალა და სიგარეტის კვამლში გახვია მთელი ოთახი. დილით გავიდა საძინებელში და თამაში განაგრძო. ზურას გვერდით დაბრუნდა, სხეულზე ისე მიეკრო თითქოს მთელი ღამე იქ გაატარა. _გაიღვიძე ... რა ჯანდაბაა _ ხელს ქაჩავდა და დაბინდული გონების გაწმენდას უშედეგოდ ცდილობდა _ რომელი საათია , რატომ მაღვიძებ ასე ადრე ... ცუდ ხასიათზე ვდგები შემდეგ _ შეწუხეულმა შეკრა წარბები და კაცს ზემოდან მოექცა _ასე არ შეიძლება , მთელი ღამე არ დამაძინე და დილითაც ადრე გამაღვიძე. ამიტომ აქვს შენს ცოლს ამდენი ნაოჭი, მოსვენებას არ აძლევდი, ხომ? _ აქ მოდი... და გამოგაფხიზლებ კარგად , მაგრამ მე არაფერი მახსოვს. ბევრი დავლიეთ ? _სამაგიეროდ მე მახსოვს _ხელი მოიშორა და ზემოდან დააცქერდა _ რომ არ დამვიწყებოდა ჩავიწერე კიდეც და თუ კიდევ ოდესმე გადამეღობები გზაზე, მოინდომებ გაიმეორო წინა ღამეს მომხდარი ამბები და ერთ დიდ , სიამოვნებას უკანასკნელად არ ჩათვლი , ვფიცავ მხოლოც ცოლი კი არა, შენი შვილებიც და საყვარელი დედიკოც ნახავს როგორი ბინძური აზრები გაქვს თავში , როგორი ფანტაზიები იმალება შენს ბინძურ გონებაში და კიდევ , ჩვენი ყველაზე სასიამოვნო მოგონება , როგორ ვათვებ შენს სახეზე _ოხ მე შენი ძკნა დედას შ.ვეცი ... _დაუბრუნდი ცოლსა და ძველ საყვარლებს ... განა ასეთი რთულია ჩვენი შეთანხმება მას შემდეგ რაც ჩვენს შორის იყო ... არადა როგორ მეფიცებოდი შენთვის ყველაფერს გავაკეთებო . ენის ოსტატურად ტრიალია ეგ შესაძლებლობა ? _უკვე ეცვა, ჩანთა ეჭირა და კარისკენ უკანსვლით მიდიოდა _ მითხარი რომ შევთანხმდით _ამიტომ ვგიჟდებოდი შენზე ... ჯანდაბა გამომიჭირე არა? კარგი , შევთანხმდით _სიტყვას მაძლევ ? _სიტყვას გაძლევ , მაგრამ ის შენი სულელი ბიჭი არსად გადამეყაროს _მისი ბედი არ მანაღვლებს...ზუსტად ისე როგორც მთელი კაცთა მოდგმის _ ხელი დაუქნია და საწოლზე მიბმული დატოვა იმ აზრით, რომ ქალი უბრალოდ ეთამაშა. ის კი არ იცოდა კირა ბოლოს, რომ მოუღებდა . მხოლოდ ზავი სჭირდებოდა, მისი დამშვიდება და თამაშიდან გაყვანა, რომ ჰქონოდა დრო მის გასანადგურებლად. _მინდა მხოლოდ ამ პაციენტზე იზრუნოთ _ ექიმის კაბინეტში შევიდა და ფულის შეკვრა კონვერტით დაუდო _ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ... სტაბილურია _ზუსტად მინდა ვიცოდე რა სჭირს ახლა, როგორ იქნება შემდეგ , როდის გაახელს თვალს, როდის გაივლის, როდის გაწერთ და როდის გამოჯანმრთელდება _ნეკნები აქვს ჩამტვრეული, ლავიწის ძვალიც გატეხილია, დაჟეჟილობებისა და სისხლჩაქცევების შესახებ აღარ ვისაუბრებ . ხელი ამოვარდნილი აქვს , ოქრომჭედელი ყოფილა და დიდხანს გაუჭირდება მუშაობა , მარცხენა ხელია მაგრამ მაინც . რამდენიმე თვე იქნება საჭირო სრული გამოჯანმრთელებისთვის. ამ ეტაპზე კონტაქტური არ არის, გამაყუჩებლების მოქმედების ქვეშაა და სძინავს . მისი თანმხლები პირები გავუშვით , მასთან არავინაა _მე არ მიცნობთ, აქ არასდროს მოვსულვარ და ვერავინ გაიგებს რომ მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მაწვდით _ კიდევ ერთი კონვერტი დატოვა და წავიდა. პალატასთან იდგა, ფიქრობდა შესულიყო თუ არა,ბოლოს ნათელმა მხარემ აჯობა ბნელს და გააკეთა ის რაც სურდა. შევიდა, იტირა მთელი გულით , მის გამო და საკუთარი ცხოვრების. ტიროდა მანამ სანამ ნაბიჯების ხმა არ გაიგო და შემდეგ ბოლოჯერ შეეხო მძინარე კაცის ტუჩებს. ოთახიდან გასული უკვე დერეფანში მიაბიჯებდა, არ ეგონა თუ იცნობდნენ საკუთარი სახელი გაიგო და მალე მაჯაშიც სწვდა ის ვისზეც კირას გავლენა არასდროს ჰქონდა _აქ მოსვლა როგორ გაბედე _მე ხომ სინდისი არ მაქვს, ვაკეთებ იმას რაც მსურს. მინდოდა მენახა და ვნახე ახლა კი აქაურობა სულს მიხუთავს და უნდა წავიდე. _სულ ოდნავ მაინც თუ შემოგრჩა ადამიანობა ახლოს აღარ გაეკარო _ისეა დამსხვრეული , მეეჭვება დიდხანს ააწყონ და რომც ააწყონ ის შეძლოს რაც აქამდე გამოსდიოდა_ჩაიცინა და მერე მისკენ გადადგა ნაბიჯი _ ნიკ ,შენ ხომ არ გინდა მისი ჩანაცვლება? თუ აღიარე, რომ კაცების ბანჯგვლიანი უკანალი გიზიდავს მხოლოდ _მეცოდები, უკვე რა ხანია მებრალები და სამწუხაროა , რომ შენი სულის გათავისუფლების იმედიც არ ჩანს ... დუდას ახლოს აღარ გაეკარო ! _შენ როგორც იტყვი .... მთელი ძალით ცდილობდა დუდას დავიწყებას, მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაც არ უნდოდა გაეგო, მაგრამ ნებისყოფა არ ჰყოფნიდა. როგორი გათიშულიც არ უნდა ყოფილიყო გონების წამიერი განათებისას მხოლოდ ის და მისი სახე ჩნდებოდა კადრში. ბოლოს ქალაქი დატოვა და უკან დაბრუნდა. ექიმის დახმარებით ისეთ დროს შევიდა დუდას რომ ეძინა, არ ეშინოდა არაფრის თქმისა თუ გაკეთების . წამითაც არ შეყოვნებულა ისე დაწვა მის გვერდით, საწოლის კუთხეში გაშეშებული, ყველაზე მოუხერხებელ მდგომარეობაში და მაინც კომფორტულად. ყველაფერს შეჩვევას აბრალებდა , საკუთარ მარტოობას და იმას რომ ოდესღაც მთელი გულწრფელობით უყვარდა. _ესეც გაივლის და კარგად იქნები. ეს არაფერია, მეც ძალიან მტკიოდა ავარიის შემდეგ , მაგრამ დღეს აღარც მახსოვს. სანერვიულო არაფერია, შენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება მე კი სხვაგვარად ვერ მოგიშორებდი. მათი შეჩერება რომ მეცადა, შენი ხელი დამეჭირა და დამეცავი აღარასდროს გამიშვებდი ... ჩემთან ერთად წყვდიადში დარჩებოდი _ ჩუმად ლაპარაკობდა , ერთი ხელით კაცის თითებს ეხებოდა მეორეს კი სახის იმ ნაწილებზე სადაც ჭრილობები ჰქონდა _ შურისძიება მაშინ ტკბილი იყო , ახლა გაუსაძლისად მწარეა _ ცრემლები მოსდიოდა, ხმა გაუწყდა და თვალებიც დახუჭა _ მომენატრები , კიდევ ერთხელ გკარგავ და ამჯერადაც სიცარიელე მრჩება. მომენატრებით შენ და შენს თვალებში არეკლილი ჩემი სახე. ვიცი შემდეგი შეხვედრისას მათში ზიზღს დავინახავ და მანამ გაგექცევი სანამ შემეძლება. არ ვიცი როგორ უნდა დავემალო შენს უსიყვარულო მზერას და არსებაში გამჯდარ სიძულვილს. იმედი მაქვს სიძულვილი ისევ არ შეგიძლია და პირველი მე არ ვიქნები თავადაც ვერ მიხვდა როგორ მოახერხა მისმა გონებამ იმ მდგომარეობაში გათიშვა, რაღაც მომენტში ჩასთვლიმა . ალბათ სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა ეს სიმშვიდე , შემდეგ დერეფნიდან მომავალი ხმა გაიგო, ვიღაც ექთანს ესაუბრებოდა , სიჩუმის გამო ყველა სიტყვა კარგად ისმოდა. ქალი დუდასთან შესვლას ითხოვდა და ვერ იგებდა რატომ არ უშვებდნენ ახლა თუ წინა დღეებში პრობლემა არ ჰქონდათ. კირას ასე წასვლა არ უნდოდა, ბოლო წამების გამოყენებაც დაგეგმილი ჰქონდა , მაგრამ გეგმები აურია უცნობმა_ნაცნობმა . _ის დაგავიწყებს ჩემს თავს? იქნებ ასე სჯობს, უმნიშვნელო გავხდე და არ შემიძულო _ წასვლამდე რომ აკოცა დარწმუნებული იყო უკანასკნელიაო , მაგრამ ჩვენ ხომ არასდროს ვიცით რა გველის წინ. უნდა წასულიყო, მაგრამ როგორც კი შეუხვია კედელს ამოეფარა და დაელოდა ქალის გამოჩენას. მარტივად ამოიცნო ჯინსებსა და მაისურში გამოწყობილი, უძილობისგან სახეშეცვლილ გოგონაში ნიკოს და , ნინა . ღიმილი ვერ შეიკავა შექმნილი მდგომარეობის გამო, განა კომიკური არ იყო მაინცადამაინც საუკეთესო მეგობრის და რომ იყო მასზე უგონოდ შეყვარებული? პატარა ნებიერა პრინცესა რომელსაც ნიკო ცივ ნიავს არ აკარებდა მისი დამსახურებით იცნობდა დუდას და იტანჯებოდა ცალმხრივი სიყვარულით რომელსაც არასდროს ექნებოდა ბედნიერი დასასრული ან იქნებ ჰქონოდა კიდეც. კირას ღიმილი სახიდან გაუქრა, თავში გაჩენილმა ეჭვმა ისე მტკივნეულად გაუელვა, რომ სუნთქვა შეეკრა. ის ხომ ზუსტად ისეთი იყო დუდას რომ შეეფერებოდა, არაფერი აკლდა , იდეალურ ვარიანტს წარმოადგენდა შეყვარება არჩევანი რომ ყოფილიყო და არა აუხსნელი ნება. კლინიკა ახალი დარდით დამძიმებულმა დატოვა. ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერავისთან შეძლო ურთიერთობა, როგორ არ ეცადა კვლავ ძველებურად მოეხერხებინა განტვირთვა და მაინც არაფერი გამოსდიოდა. ნებისმიერის შეხება ცეკვის დროსაც კი გულისრევის მძაფრ შეგრძნებას იწვევდა და რამდენჯერმე იმდენად ცუდად გახდა, რომ ყველაფერზე უარი თქვა . ბოლოს სახლში გამოიკეტა , სასმელსა და აბებს ერთად იღებდა მანამ სანამ არ გაითიშებოდა, ალექსანდრეს ხშირად ხედავდა , მოდიოდა და გაბრაზებული უმეორებდა ტაბლეტებს შეეშვიო. რაღაც ეტაპზე გადაწყვიტა ფსიქოთერაპევტს დაბრუნებოდა, კი ვერაფერი შედეგი ჰქონდა, მაგრამ რაღაც ბიძგს სულ აძლევდა ხოლმე. ამჯერადაც მოთავსდდა იმ სავარძელში და დაიწყო ბოლო დროს მომხდარ ამბებზე საუბარი. _ბოლოს როდის შეიტყვეთ მისი მდგომარეობის შესახებ _როცა კლინიკაში მივედი და მის გულისცემას ვუსმენდი... დამეძინა იცით? ხომ უცნაურია , რამდენად უსინდისო უნდა იყო შენს გამო ნაცემ კაცს გვერდით მიუწვე და დაგეძინოს, მაგრამ ხომ გეუბნებით ის ისევ არავის და არაფერს ჰგავს _ალექსანდრესაც კი? ის ხომ მუდამ ახერხებდა თქვენს დამშვიდებას _ალექსანდრე ახერხებდა ჩემი გაფანტული გონების საკუთარი ძალით მართვას, მისი შესაძლებლობები ამის საშუალებას აძლევდა . მას შეეძლო ნებისმიერზე მოეხდინა გავლენა, თქვენზე მეტადაც კი _ ახალგაზრდა კაცს გახედა და ამოიოხრა _ მას რომ არ მოვეყვანე თქვენთან ახლა აქ არ ვიქნებოდი, კაცებს არ გენდობით . ვინ იცის რომ მიყურებ , აქ ამ სავარძელზე ნახევრად შიშველს , რა აზრები გიტრიალებთ გონებაში _ძალიან თუ გაინტერესებთ ვფიქრობ ვისზე უფრო ხართ ემოციურად მიჯაჭვული ალექსანდრეზე თუ დუდაზე . თქვენ როგორ გგონიათ, კირა ? _რა თქმა უნდა ალექსანდრე ... მის გარეშე ვკვდები _უკვე თითქმის 40 წუთია ვსაუბრობთ თქვენ კი მისი გარდაცვალების შესახებ მხოლოდ ის მიამბეთ, რომ დუდა თქვენს გვერდით იყო , როგორ და რა ვითარებაში გახსოვდათ ნათელი ეპიზოდებით და რას გრძნობდით, მაგრამ ბუნდოვნად გახსოვთ _რისი თქმა გსურთ მაგით იქნებ გამაგებინოთ _მე მხოლოდ გისმენთ , კირა ... შემოსვლისას ხომ გამაფრთხილეთ საუბარი მინდა და თავად დავალაგებ აზრებსო _მაღიზიანებ , ხომ იცი _ თავი შეაბრუნა და წარბშეკრულმა გახედა _ ახალი პრობლემა მაქვს, ყველანი გულს მირევენ ... ყველა ვინც მეხება და ს.ქსის გარეშე ამდენი ხნით მას შემდეგ არ ვყოფილვარ რაც სქესობრივი ცხოვრება დავიწყე . ეს რაღაც უკიდურესობაა, ასე დიდხანს ვერ გავძლებ . ხომ იცი მეხმარებოდა _ეგრე თქვენ მიგაჩნდათ , მე ვამბობდი რომ ეს კიდევ ერთი პრობლემაა რომელიც უნდა გადაგვეჭრა თქვენ კი მანამ შეწყვიტეთ სიანსები სანამ _არ მჭირდება ძველი დროის გახსენება... მე მჭირდება გზა , რომ კვლავ განვიცადო ორგ.ზმი დუდაზე ფიქრის გარეშე . მგონი სექსოლოგთან უნდა წავიდე . კი , აუცილებლად უნდა მივიდე სანამ ანორგაზმია დამემართება _იმაზე არ გიფიქრიათ რომ თქვენი ეს პოლოგამურობა სრულდება ? _დუდას დავშორდი, ხომ მოგიყევი რაც მოხდა . გგონია ახლა მჭირდება მე ცალმხრივადშეყვარებული, ქალიშვილი გოგოს ემოციური შემოტევები? _დუდასთან ბოლო შეხვედრაზე მიყვებოდით _რომელიც არ დამაცადეს ! ის ბავშვი გამოჩნდა, ექთანს სთხოვდა შემიშვიო , საბრალო ალბათ შეეშინდა ცუდად არის და იმიტომ არ მიშვებენო. ისე გასაცოდავებული იყო დარწმუნებული ვარ დუდას პალატიდან ძალის გამოყენებით გაჰყავს ნიკოს. რატომ ირთულებენ ცხოვრებას ეს ნებიერა გოგონები ამოხსნა გააქვთ თქვენ , ფსიქოლოგებს? ხო აი დალაგებული ცხოვრება რომ გაქვს, არავის და არაფერს დაუმახინჯებია შენი წარსული და მომავალი, უამრავს რომ მოსწონხარ რაღა მაინცადამაინც ის უნდა გიყვარდეს ვისაც არასდროს შეუყვარდები ? _როგორც გავიგე ეს გოგონა არის დუდას მეგობრის და... ასე ახლოს თუ არიან არ შეიძლება გოგონა უბრალოდ ღელავდეს ? მეგობრებზე არანაკლებ ზრუნავენ _რომელი მეგობარი ,შვილი მეყოლებოდა თითქმის მისი ასაკის.ბავშვია რომელსაც მოსწონს უფროსი ძმის მეგობარი, კლასიკური ამბავია. სულ ცხვირწინ ჰყავდა იდეალური , სიმპათიური, ჩამოყალიბებული, სერიოზული, კეთილი, წესიერი, სწორი კაცი და ჭკვიან გოგოს ვინ მოეწონებოდა თავისი ასაკის ხულიგნები? რა თქმა უნდა უყვარს, ბავშვობიდან მის გარდა ვერავისზე ფიქრობს და დუდაც შეამჩნევს ... დაინახავს მის გულწრფელ სიყვარულს . შეხედავს როგორც ახალგაზრდა, ლამაზ ქალს... შეიყვარებს . ოჯახს შექმნის და იპოვნის სიმშვიდეს _თავიდან ჩქარა საუბრობდა, ემოციები ბოლოს მინელდა, ხმაც დაეკარგა და დახუჭული თვალებიდან ცრემლებმაც იწყეს დენა _ ნეტავ ახლა როგორ ვიქნებიდით მაშინ ხელი რომ არ გაეშვა ? _თქვენ როგორ გგონიათ _აქედან შორს ვიქნებოდით, ის ისევ თავის საქმეში იქნებოდა და თან მეც ხშირად გადამიღებდა ფოტოებს, დამხატავდა კიდეც . მე ჟურნალისტი ვიქნებოდი და ზოგჯერ , ფოტომოდელობაზეც დავთანხმდებოდი ან ექსკლუზიურად მის სამკაულებს მოვირგებდი ... ძაღლი გვეყოლებოდა, კატა ვერ , ალერგია აქვს . ერთი ცისფერთვალება ბიჭი და გოგო ... ან მეტიც . ბავშვებზე გიჟდება , მე რომ არ ვუყვარდე და სხვისი შეყვარება შესძლებოდა ახლა ბევრი შვილი ეყოლებოდა. აი შეირთავს იმ გოგოს და ის გაუჩენს ბავშვებს , მას გადაუღებს ფოტოებს, მას დახატავს, მას მოეფერება თავისი თბილი , ლამაზი თითებით. ისეთი ლამაზი ხელები აქვს , ბავშვობიდან ვერ ვაშორებდი თვალს და მე რომ ფუმფულა ვიყავი მშურდა მისი. ფორტეპიანოს პედაგოგი ერთად გვამეცადინებდა , ორივე ვუკრავდით, მაგრამ ჩვენს ხელებს ერთად რომ ვუყურებდი სულ მისი მომწონდა. მე ხომ მახსოვდა, რომ პირველმა ვაკოცე და ჩვენი პირველი კოცნის ინიციატორი მე ვიყავი... ბოლო დროს ხშირად მესიზმრება რომ იქ, იმ ოთახში გამოკეტილს პირველმა თვითონ მაკოცა . უბრალოდ მე ვერ გავიაზრე, პატარა ვიყავი ძალიან და თან უკვე მამა მოდიოდა, სხვა ამბავზე გადავერთე და ის მომენტი გონებამ გააუფერულა _როგორ ფიქრობთ ამ მომავალს განვითარების შანსი აღარ აქვს? _შენ რა დამცინი? _თავი ასწია და თვალებშიც აენთო ბრაზის ცეცხლი _არ იცი ვინ ვარ? _და ვინ ხართ? -მოსიარულე ლეში ... დამპალი ფიტული , რომელსაც სიკვდილი ისე ძალიან უნდა, ისე ძალიან უნდა ამ დაღლილ სულს დატოვოს ეს წყეული სხეული ... ოხ ეს დაწყევლილი სხეული! თითებით მოშიშვლებულ მუხლებს ჩააფრინდა და გრძელი ფრჩხილები ბარძაყებზე ისე ჩააჭირა , რომ სისხლჩაქცევები გაუჩნდა_ ვინ ვარ თუ რა ვარ , რად ვიქეცი . ნარკომანი, ლოთი ბ.ზი , რომელსაც არავინ და არაფერი გააჩნია, რომელმაც მოიშორა ის ერთადერთი ვისაც უყვარდა, ამ სამყაროში მხოლოდ მას ვაღელვებდი და მე გავანადგურე. _ახლა ალექსანდრე რომ ცოცხალი იყოს მასთან წახვიდოდი ? _ალექსანდრე არ არის და რომც იყოს მას მარიამი ჰყავს , მის გვერდით ჩემი ადგილი არ არის. არსად, არცერთ სამყაროში _მარიამი რომ არ იყოს და ის ისევ შენთან დაბრუნდეს, მხოლოდ შენთვის _ის ჩემთვის არასდროს ყოფილა და ნუ წარმომადგენინებ იმას რაც არასდროს მოხდება ! _მაშ , მხოლოდ დუდაა შენთვის და შენ მას უფლებას აძლევ შეგიძულოს, რომ თქვა მორჩა, უკვე აღარავინ მყავს _დროა მოვკვდე... აღარ არის დრო? იქ თუ რამე არსებობს მე მხოლოდ ცოდვების მთა მიმაქვს თან . დროა დავასრულო, აზრი არ გამოჩნდა ... ალექსანდრე ცდებოდა , ცხოვრებას აზრი ერთხელ რომ დაეკარგება შემდეგ გაგრძელება მხოლოდ ტყუილია, საკუთარი თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი ! ახლა ცოცხალი რომ იყოს ვეტყოდი, რომ შეცდომა დაუშვა ყველა ჯერზე როცა ჩემს გადარჩენას ცდილობდა. _ვერავინ გადაგარჩენს თუ თავად არ გსურს და სანამ სუნთქავ , გული მუშაობს , ტვინი არ გათიშულა შეგიძლია გადარჩე ! ახლა არავინაა , შეძლებ საკუთარი თავი დაიხსნა ? _ფსიქოთერაპევტები ასე უნდა საუბრობდნენ? _მე უნიკალური ვარ, ამიტომ მოგიყვანა ჩემთან და არა სხვასთან _მივდივარ, შენთან საუბარი უბრალოდ დროისა და ფულის ფლანგვის კარგი საშუალებაა. ისევ მოვალ, მომაფიქრებინე ჩემი ქონება როგორ გავანაწილო ისე, რომ დედაჩემს არაფერი დავუტოვო ან იმდენად მცირე, რომ გაბრაზებისგან გული გაუსკდეს _დედასთვის ბარათების დაბლოკვას ჯერ კიდევ ჩვენი ბოლო საუბრისას აპირებდით , გადაიფიქრეთ? _მას შემდეგ დაქორწინდა, ერთ მდიდარ მოხუცზე და ჩემი ფული აღარ სჭირდებოდა _ის რომ უშემოსავლოდ იყოს ? _ის ჩემგან არაფერს იმსახურებს, არც მივცემდი , მაგრამ დამემუქრა ყველას გავაგებინებ სიღატაკეში რომ მაცხოვრებ და ვნახოთ ვის უფრო დაუჯერებენო. _და თქვენც დაგაინტერესათ ხალხის აზრის ცვლილებამ ? _რა კითხვაა _მაინტერესებს რატომ აცხოვრებდით ფუფუნებაში ქალს რომელსაც ადანაშაულებთ თქვენი ცხოვრების დამახინჯებაში _არ ვიცი, ალბათ იდიოტი ვარ და იმიტომ . სულელი გოგო ,რომელმაც ყველაფრის მიუხედავად მაინც ვერ გაიმეტა დედა, რომელსაც მხოლოდ ამქვეყნად მოვლენის გამო ემადლიერება . მხოლოდ ეს და სხვა არაფერი ! _გამოდის არც ისეთი ბნელი და დაუნდობელი ხარ , შემოგრჩა ადამიანური შეგრძნებები? _მეკითხებით თუ ეს თქვენი დასკვნაა _მახსოვს , ჩემი აზრების მოსმენა არ გჭირდება _ამას მეუბნები და თან შენს ხედვებს მახვევ თავს უბრალოდ კითხვის ნიშანი არ გავიწყდება _ თვალები აატრიალა და ღრმად ჩაისუნთქა_არავინ უნდა იცოდეს რა მოხდა ჩემს წარსულში, ვერავინ გაიცნობს ნამდვილ კირას _გამოდის ახლა ნამდვილი კირა არ ხარ? ნუთუ დუდა მართალი იყო _გეყოფა წამოცდენილი სიტყვების დაჭერა! _ისევ დროზე ადრე გარბიხარ ... _ფეხზე მდგომს შეხედა _პასუხები გაქვს, საკუთარ თავს უპასუხე , სიცრუეში ნუ დატოვებ ! _შენთან მოსვლა ცუდი აზრი იყო, დამშვიდების ნაცვლად უარესად ამრიე ... ყოველთვის ასე იქცევი _ვიცი კიდევ დიდხანს არ მოხვალ, მხოლოდ ამ კითხვაზე მიპასუხე _კარგი , ჯანდაბას ... შენი სიმპათიურობის გამო გამონაკლისს დავუშვებ _დუდაზე სამუდამოდ უარი თქვი და ცხოვრებიდან წაშალე ? _ამ კითხვაზე უკვე გიპასუხე , როცა მოგიყევი ყველაფერი _ ამჯერად ნამდვილად აქცია ზურგი, კაბინეტი დატოვა და წავიდა. ……………. არავის ისე არ სტკიოდა როგორც მას არადა ირგვლივ იმდენი ადამიანი იყო. რამდენი მოდიოდა მწუხარებას გამოთქვამდა, ამღვრეული თვალებით იხსენებდა გიორგის .იმ გიორგის საათების წინ რომ აკეთებდა კეთილ საქმეებს ,რომ იყო და ახლა აღარ. მოდიოდნენ და პატივს მიაგებდნენ თავდაცვის მინისტრის ხსოვნას. გარეთ დიდი ამბავი ტრიალებდა, ყველა შეშინებული იყო საკუთარ ტყავზე დარდობდა , ომის ეშინოდათ . მარტივად გაუშვეს წარსულში , „არის“ „იყო“ გახდა . უმამოდ დარჩენილი, შავებით მოსილი სხეულით წყვდიადში ჩაკარგული სულით, გაუნძრევლად იჯდა და ცდილობდა შეექმნა კვლავ მასთან ყოფნის ილუზია . იქაც მოგონებები იყო, წარსული, წარსული და ისევ წარსული არა აწმყო, ვერა მომავალი. სახლის კარი ღია იყო , ყველა შემოდიოდა ის კი უძრავად იწვა, სამსახურიდან დაბრუნებულს ყელზე ვერ მოეხვეოდა და ტუჩების ატკიებამდე ვერ დაუკოცნიდა სახეს , გეგმები აღარ ექნებოდათ ... აღარასდროს ...ვეღარასდროს . სიკვდილი ერთადერთი შეუცვლელი, დაუმარცხებელი, შეუქცევადი მოვლენაა როცა გროვდება უთვალავი არასდროს და იქმენება ერთი დიდი წარუშლელი წერტილი,რომელთანაც სრულიად უძლური ხარ . ცეცხლი სულ უფრო მეტად გიზგიზებდა, წესით აქამდეც ვერ უნდა გაეძლო მის პატარა უბედურების უნახავ გულს ,მაგრამ ისევ არ წყვეტდდა ფეთქვას. სურვილი ჰქონდა, მოლოდინი დიდი იყო ,მაგრამ სიცოცხლე მის ლამაზ სხეულში კვლავ გრძელდებოდა. თავისი ჩამქვრალი მწვანეებით სახლის ზღურბლზე გამოჩენილი დედად წოდებული ქალი და მისი ქმარი რომ დაინახა შიშმაც დაუწყო დაუცველ სულში ტეხვა. გულისამრევი სანახავი იყო ყალბი მწუხარება , ცრემლები და სიტყვები რომლებიც ყველას ატყუებდა, ყველას გოგონას გარდა,რომელიც კარგად ხედავდა ქალის ანგელოზის გარეგნობის მიღმა დემონს . კაცის ავხორცი მზერა , კოცნა ლოყაზე და თითებზე მისი ცხელი მტევნის აუტანელი შეხება . უძლურების მძაფრი განცდა, გაუსაძლისი მარტოობა ბოროტების გარემოცვაში. და’კრძალვა , გა’სვენება , გარდა’ცვალება სულის იმქვეყნიურ სამყოფელში გადასვლა და სხეულის ღრმად გათხრილ ,მეტრების სიღრმის ორმოში ჩაშვება . დამანგრეველი სანახაობა ,გამომშვიდობება, უკანასკნელი მზერა რომელიც ცალმხრივია შენ უყურებ, ცდილობ დაიმახსოვრო მისი შეცვლილი უფერული,უმეტყველო,მარამ მაინც მისი სახის ნაკვთები. გიჩნდება დაუოკებელი სურვილი მისი თვალების კვლავ ხილვის, გენატრება მისი შენს მიმართ არსებული განუსაზღვრელი სიყვარული ,რომელსაც ვეღარასდროს იგრძნობ. გული კვლავ ანელებს მუშაობას, ტკივილისგან დაუძლურებული თითქმის ჩერდება. სული სხეულს ებრძვის, უნდა გამოაღწიოს ,გაექცეს ჯოჯოხეთის წყეულ ცეცხლს ,მაგრამ არ გამოდის მხოლოდ ის ასრულებს შენ კი ისევ აგრძელებ არსებობად გადაქცეულ ცხოვრებას. ვერაფერზე ფიქრობ, გზა საერთოდ არ ჩანს მხოლოდ ხის კედლებში გამომწყვდეული საყვარელი სხეული ,რომელსაც მიწის ქვეშ მარხავენ და თან მიაქვს სინათლე ,რომლის ნათებაც მხოლოდ მას შეეძლო. ზენიტში მყოფი მცხუნვარე მზე თავზე დაჰნათოდა , ვარვარებდა ,იწვოდა ყველა ის კი სიბნელეში ,სრულიად გაყინული იდგა და იძულებული იყო თან გაჰყოლოდა საყვარელ სახლში ორ საძულველ არსებას. ზღურბლის გადალახვამდე ჯერ კიდევ ვერ იფიქრებდა თუ იმ კედლების ტყვე გახდებოდა. არაფერი უნდოდა მამის ნივთებთან ერთად გამოკეტვის გარდა, პირველი დარტყმაც ეს იყო ,ოთახი სრულად დაცარიელებული დახვდა იქ ნონა და პეტრე დაბინავდნენ. მთელი სახლი მოარა, ძლივს იპოვნა სარდაფში მისი ტანსაცმელი . რამდენიმე პერანგი გულში ჩაიკრა და ლასლასით გაუყვა გზას ერთადერთი თავშესაფრისკენ . ირგვლივ ნაცნობი ვერავინ დაინახა, დაცვის წევრები, მოსამსახურეები, მზარეულიც კი სხვა იყო , სრულიად მარტო დარჩა საყვარელი სახლის დაპყრობილ კედლებში . თეთრად გათენებული კიდევ ერთი ღამე, დაღლილობისგან გათიშული გონება და დილაადრიან შემონგრეული ოთახის კარი ქალის ბრძანებით- ჟურნალისტები მოვლენ და დროულად მოემზადე !-სპექტაკლისთვის ემზადებოდნენ და კირა მთავარ მოქმედ გმირად ჩართეს. მისაღებში უამრავი ჟურნალისტი და კამერა იდგა ისე ემზადებოდნენ თითქოს შოუში მონაწილეობდნენ- სანამ მოთქმას დაიწყებ გახსოვდეს ისე უნდა გამოიყურებოდე ,რომ ფოტოების ნახვისას ხალხმა თქვას მგლოვიარეც ლამაზიაო - ეს იყო სიტყვები ,რომლებიც ამდენი დღის შემდეგ უთხრა, ხელი მოხვია და მასთან ერთად შევიდა ოთახში. ვერ გაუძლო, გამოფიტულს სულს უხუთავდა იმ ორის არაადამიანობა. ჟურნალისტების კითხვები, განათება, კამერები , ყველაფერი რაც ასე უყვარდა ერთ დროს ახლა ისე ეუცხოებოდა თითქოს პირველად ხედავდა. დამუნჯებული იჯდა და უსმენდა ყალბ მუქარას მკვლელის მიმართ , ფიცს,რომ აუცილებლად ბოლომდე მიიყვანდნენ გამოძიების საქმეს, რომ ასე არ დატოვებდნენ კირას დაობლებას. დიახ, მასზე საუბრობდნენ ის კი ისე უსმენდა,თითქოს მათთან საერთო არაფერი ჰქონდა. -შეწყიტეთ! - ფეხზე წამოდგა, ბრძოლის დაწყება სცადა . ათრთოლებული სხეულით, გაფითრებული , წონასწორობადაკარგული ,სიწითლით მოცული მწვანეებით უყურებდა დედადწოდებულსა და მამინაცვალს . ყველა კამერა მისკენ იყო მიმართული , მას კი ნორმალურად ხედვაც აღარ შეეძლო ,პირში გაჩენილი მწარე გემო, უეცრად მოსული სისხლის სუნი და სხეულის თავდაცვითი რეაქცია, გონება დაკარგა ,იატაკზე მუხლმოკვეთილი დავარდა . ფიქრობდა,რომ ახლა მაინც გაჩერდებოდა გული , ის კი ისევ აგრძელებდა ფეთქვას. -გამოფხიზლდი ...თვალები გაახილე - ფიზიკურ ტკივილს გრძნობდა, ყბებზე მოჭრილი ცივი თითები ანჯღრევდნენ, თავის ტკივილს უმძაფრდებდნენ. სახეში რამდენჯერმე ხელის გარტყმა იგრძნო და თვალები ზანტად გაახილა, ქალის ცივი ხმა ყინულის ბასრი ნატეხებივით მოქმედებდა- რის თქმას აპირებდი ,ჰაა? შემომხედე შე საზიზღარო , თვალებში მიყურე და თქვი რას აპირებდი თორემ მაგ ენას ამოგაცლი -გაუშვი თორემ ისევ შეწუხდება - კაცის ხმა გაიგო და თავისუფლება იგრძნო- გადი რა დამამშვიდებელი დალიე და დაიძინე .მე მივხედავ - გველის სისინს ჰგავდა მისი ხმა, თითქოს ჰიპნოზს უკეთებდა , მოეფერა, თავზე აკოცა და ოთახიდან გაუშვა. თავი საწოლზე უღონოდ ედო, ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები ვერ ახერხებდნენ მის გამოფხიზლებას, მზერაც კი გაშეშებული ჰქონდა . შორიდან ესმოდა კაცის ნაბიჯების ხმა, წყლით სავსე ჭიქით ხელში დაჯდა საწოლზე გოგონას მსუბუქი სხეული მარტივად ასწია, ბალიშები გაუსწორა და ნახევრადმჯდომარე მდგომარეობაში მყოფს სახეზე ჩამოსული ცრემლები შეუმშრალა. არეული თმა ფრთხილად მოშორა , თავზე ხელი გადაუსვა და ტუჩებთან წყლის ჭიქა მიუტანა- დალიე და უკეთ გახდები - მისი შეხება აღიზიანებდა, პირი ძალით გააღებინა წყალი მოსვა, მაგრამ მომღიმარ კაცს პირდაპირ სახეში შეასხა და ნიღაბიც ჩამოხსნა. სველ სახეზე ხელი ჩამოისვა და წამსვე სწვდა ყელში . დიდი იყო, ძლიერი და მასთან სრულ უძლურებას გრძნობდა სუნთქვას უკრავდა არა მისი თითები არამედ სიახლოვე ,უმანძილობა სხეულებს შორის და კაცის მზერა - აღარ გაბედო ჩემთან მსგავსი თავხედური ქცევა! ჩემგან ვეღარავინ დაგიცავს საკუთარი თავის გარდა... რაც უფრო დამყოლი იქნები მით უფრო მარტივი გახდება შენი ცხოვრება. თუ არ დამიჯერებ ნონას კლანჭებში ჩაგაგდებ , მისი ისტერიკისა და სიგიჟის მსხვერპლი გახდები - მისი სახე იმდენად ახლოს იყო სუნსაც კი გრძნობდა, ცხელ ჰაერს რომელიც მალე ყელზე ეხებოდა. ცხვირის წვერი კანზე შეახო , მხრებზე ჩამოშლილი ქერა ხვეულებიდან სურნელი ჩაისუნთქა და ყელზე მოჭერილი თითები ზურგისკენ ჩააცურა - როგორი ტკბილი ხარ ... ნუ გამაბრაზებ, გთხოვ - აკანკალებულს , სრულიად გაყინულს თვალებში უყურებდა სანამ კიდევ ერთხელ მიუახლოვდებოდა . დამფრთხალი გოგონა საწოლის თავს ეკვროდა, გასაქცევი არსად ჰქონდა კაცის თითები ლოყაზე ეხებოდა, თავის შებრუნების საშუალებას არ აძლევდა ტუჩებზე უყურებდა მერე კი შუბლზე შეახო სველი ბაგეები და სწრაფად მოშორდა . კარი იმ დღეს პირველად ჩაუკეტეს, მას შემდეგ შეზიზღდა საკეტის გადატრიალების ხმა . მათგან გათავისუფლების შემდეგ არასდროს, არასდროს იყენებდა გასაღებს . მუდამ ღია იყო სახლი და სახლში ყველა ოთახის კარი. ................. -სახლიდან ჩემი ნებართვის გარეშე არ გახვალ. გაწერილ გეგმას მიჰყვები , ძველებურად შენს ნებაზე აღარ იქნება ყველაფერი ! გადავხედე შენს კონტრაქტებს, მალე დაუბრუნდები კლიპის გადაღებას და ადამიანურ სახეს დროულად თუ დაიბრუნებ კარგი იქნება. შიმშილობას როდემდე აპირებ ,თუ გგონია ჩემი ხელით გაჭმევ - თითქმის დაცლილი ღვინის ჭიქით ხელში იდგა და ახალი შეზღუდვების შესახებ ესაუბრებოდა მას შემდეგ რაც სახლიდან გასვლის პირველი მცდელობა ჰქონდა. გასეირნება უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო , უნებართვოდ აღარ . -ჩვენთან ერთად ივახშმე -წინადადება არა, ბრძანება იყო. მაგიდასთან აღმოჩნდა, მადა არ ჰქონდა მხოლოდ წყალი დალია . ცდილობდა ორივე დაეიგნორებინა , ყურადღება არ მიექცია ,მაგრამ არ გამოსდიოდა. სკამი უკან გასწია და წამოდგომა სცადა, მაგრამ გააჩერეს. ბოლოს ისტერიკაში მყოფი ნონა წინააღმდეგობისგან გაგიჟებული ძალით ატენიდა საჭმელს . ისევ ტიროდა, დამცირებული , დათრგუნული გაქცევასაც ვერ ახერხებდა . -ასე რატომ გეზიზღები- ერთადერთი კითხვა ჰქონდა, რომელსაც ვერ ხსნიდა. წარმოუდგენელი იყო როგორ შეიძლებოდა საკუთარი შვილის მიმართ დედას ასეთი სიძულვილი ჰქონოდა .ადრე ფიქრობდა,რომ მენტალური პრობლემები ჰქონდა და ამიტომ ვერ გამოხატავდა სიყვარულს ახლა კი მის გარემოცვაში მარტოდ დარჩენილი განიცდიდა დაუფარავ ზიზღს. -აქედან გაეთრიე . ახლავე ოთახში წადი თორემ მაგ წყეულ თვალებს დაგთხრი - ისე უყურებდა , ისეთი ხმით უყვიროდა ინსტიქტურად დახუჭა თვალები და შეშინებული გაიქცა საძინებლისკენ. კიდევ ერთხელ გაახსენდა რამდენიმე მონაკვეთი წარსულიდან და არჩეულ გზას მტკიცე ნაბიჯებით მიჰყვა. -საღამო მშვიდობისა _ გაღიმებულმა შეაბიჯა სასტუმრო ოთახში და მაგიდასთან მსხდომ წყვილს მიესალმა. ისე საოცრად გამოუყურებოდა თითქოს მისთვის უმნიშვნელოვანესი დღე იყო ვახშმობთ , შემოგეჭერით . _კირა , მობრძანდი ... კარგია რომ მოხვედი _კაცმა სათვალე შეისწორა, ფეხზე წამოდგა და ხელი გაუწოდა _ როგორ ხარ? _მსუბუქად მოეხვია შემდგ კი ცოლს გახედა რომელიც ჩვეულებისამებრ არ იჩენდა დიდ სიხარულს შვილის დანახვსიას _კირა დე, რა სიურპრიზია _ ცოტა ხნის წინ გამახსენდა, რომ დღეს დედაა დაბადების დღეა _შეგეშალა, დღეს არ არის ... იმდენად იშვიათად ხედავთ ერთმანეთს , რომ _კაცმა შეუსწორა და გულწრფელად გაეცინა. ქალმა კი იგრძნო კირასგან წამოსული საფრთხე და მაჯაზე ისე ძლიერად მოუჭირა თითები ბავშვობაში რომ უკეთებდა , მაგრამ ამჯერად ვერ გააჩუმა, ტკივილის შეგრძნება რომ აღარ ჰქონდა არ იცოდა , არც ის წარმოედგინა თუ ოდესმე ეყოფოდა მისი განადგურების ძალა _გილოცაავ , ვწყევლი იმ დღეს დედაშენმა ბორდელის ერთ_ერთ ბინძურ ოთახში , რომ გაგაჩინა კლიენტის მომსახურების შემდეგ და დაე ჯოჯოხეთში დაიწვეს შენი გადარჩენისთვის. არადა მასზე კარგი დედა იყო, იცით ბატონო ახალო მამავ_გაოგნებულ კაცს გვერდით მიუჯდა, გაბაბთული ყუთიდან ფოტოები ამოიღო და მაგიდაზე გაშალა_ისე მინდოდა შენი გახარება , ნახე რა ფოტოები ვიპოვნეე. როგორი მზრუნველი დედიკო გყავდა , ბავშვობიდანვე შეგასწავლა თავისი პროფესია. მერე ისეთ კაცს მისთხოვდა შენც წარჩინებულ ოჯახისშვილად გარდაისახე და ასე გამოიჭირე მამაჩემი. აიი რამხელა მეტამორფოზა შეუძლია ადამიანს მოახდინოს ცხოვრების განმავლობაში...აქედან აქამდე _ ფოტოზე სხვა გოგონებთან ერთად იყო, აშკარად მის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ _ გარეგნობა, თორემ შინაგანად ისევ ის კახ.პაა დედას მხოლოდ ამით დაემსგავსა და არა იმ დედობრივი ინსტიქტით. ქალი მასზე ზრუნავდა, ზრდიდა, უვლიდა მან კი მამას გადაულოცა ჩემი თავი. არც ეს იცოდით? ხო , როგორც კი სამშობიაროდან გამოუშვეს მამაჩემთან დამტოვა თავად კი სამოგზაუროდ წავიდა, განქორწინების შემდეგ წლები ისე გადიოდა რომ ჩემი არსებობა ერთხელაც კი არ გახსენებია. მხოლოდ შემდეგ დაბრუნდა მისმა ნაბიჭვარმა ქმარმა გაკოტრება რომ დაიწყო, მამას ჯერ სასამართლოში ჩივილით დაემუქრა , ის ღორი , ხომ მოსამართლე იყო და ფიქრობდნენ ასე გავასულელებთ , ბევრ ფულს გამოვართმევთ და განვაგრძობთ ჩვენს ბინძურ ცხოვრებასო , მაგრამ მამა არ იყო ის კაცი ამ არარაობებს რომ დამორჩილებოდა. გეცოდინებათ , მამა მოკლეს , საკუთარ დაბადების დღეზე სნაიპერიდ ტყვიამ ისე იმსხვერპლა, რომ მასთან გამომშვიდობებაც ვერ მოვახერხე. ეს სულ ჩემი საყვარელი დედიკოს და მისი გახრწნილი მეორე ქმრის დამსახურებით_კაცი ჯერ კიდევ ფოტოებს აკვირდებოდა და ფერდაკარგულ ქალს უყურებდა რომელიც ამაოდ ცდილობდა შვილის გაჩუმებას _გეყოფა_მეთქი ! ხმა გაიკმინდე და აქედან წაეთრიე, შეშლილო გოგო _მადროვე, ღვინო დალიე და ისე მისმინე როგორც მაშინ უსმენდი ჩემს ვედრებას _გაჩუმდი _მეთქი _ ამჯერად ყვირილს არ დასჯერდა ხელი მოუქნია და ისე მწარედ გაარტყა როგორც ძველად, მაგრამ მის ეინ მდგომს უკვე აღარაფერი შეაჩერებდა, მას აღარ ჰქონდა შიში , არც რიდი და არც სირცხვილის შეგრძნება. ბავშვი გაიზარდა და ზუსტად ახლა აპირებდა სამართლის აღსრულებას _რამდენჯერ უნდა გამარტყა, არ გბეზრდება ხომ? შენ ეს სიამოვნებას განიჭებდა მე კი მტკიოდა . დაობლებულს , დაცემულს მანამ მირტყამდი სანამ არ დაიღლებოდი ან შენი პედოფილი ქმარი არ მოგვისერებდა. რატომღაც არ უყვარდა რომ მცემდი , მაგრამ იცით რა უყვარდა ყველაზე მეტად? _ კაცს გახედა ისევ , რომელიც ფერდაკარგული უყურებდა დედა _შვილს _ჩემს ოთახში შემოსვლა, ჩემი გაშიშვლება და თავისი ბინძური ხელებით შეხება . ისე თქვენ რა კრიტერიუმით აგარჩიათ? სცემთ ხოლმე, თქვენც პატარა ბავშვები გიყვართ თუ რაიმე სხვა _რას ამბობს ეს გოგო ... _გიჟია, სულ მთლად შეიშალა ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ ... ალბათ ახლაც ალკოჰოლთან ერთად წამლები მიიღო და ბოდავს. ბიჭებს დაუძახე წასვლის ნება არ მისცენ , მე ექიმს დავურეკავ _ უკან იხევდა, იცოდა გასაქცევი გზა უნდა ეპოვნა _ის ექიმი დაიჭირეს, ციხეში ლპება ჩემნაირ ბავშვებს რომ კეტავდა ფსიქიატრიულში და მათ გაგიჟებას ცდილობდა. ხოო , ჩემმა დედიკომ ერთი კვირით გამიშვა დასასვენებლად , გიჟებთან ერთად მას შემდეგ რაც ვუთხარი შენი ქმარი ჩემზე ძალადობს_თქო, შენ თუ არაფერს გააკეთებ მე ყველა ჟურნალისტს დავურეკავ და მოვუყვები ამ ამბავს_თქო. სულელი ვიყავი, მეგონა არ ესმოდა ჩემი ყვირილი და მუქარა გაჭრიდა _შენ ვინ ყოფილხარ _კაცი 70 წელს გადაშორებული იყო, ამბავმა იმდენად ააღელვა, რომ საუბარიც აღარ შეეძლო _მე ახლა დაგტოვებთ, თავს გაუფრთხილდით და რაც შეიძლება მალე განქორწინდით თორემ მას შეუძლია მოგკლათ და თქვენი ქონება მთლიანად მიითვისოს. _შე პატარა ძკნა ხომ იცი რომ გაგანადგურებ ... ამ ყველაფერს არ შეგარჩენ და ნუ იფიქრებ, რომ _დედიკოო რა სიტყვებია, ასე მოქცევა შეგფერის? მე ახლა უკანასკნელად გხედავ, შენ ჩემ ცხოვრებაში აღარ ხარ, ოდესმე რომ შემახსენო შენი არსებობა ყველა იმ დოკუმენტს გამოვიყენებ რაც ხელთ მაქვს და პირდაპირ ციხის ბინადარი გახდები. ასლები აქ არის, ყუთში...გილოცავ დაბადების დღეს, ღმერთმა დაგწყევლოს და დროულად გადაგიხადოს ყველა ცოდვისთვის ყველაფერი დაასრულა, უკანასკნელ შიშს მოერია, გაიზარდა. კარადაში დამალული გოგონა სამუდამოდ დაემშვიდობა ქალს , რომელიც სამყაროში ყველაზე მეტად უნდა ჰყვარებოდა , მაგრამ ამის საშუალება არ მისცა. წარმოდგენა არ ჰქონდა რას ნიშნავდა ნამდვილი დედა _შვილობა, მხოლოდ წაკითული, მოსმენილი ან შორიდან ნანახი ჰქონდა და ყოველ ჯერზე ნაწილებად იმსხვრეოდა ახლა კი გათავისუფლდა მისი ბნელი ჩრდილისგან. ............. ბინის კარი ნინამ რომ გაუღო წამში გაქრა ყველა ხმა, რომელიც იქედან წასვლას შთააგონებდა, ეჭვიანობის გრძნობამ საკუთარი დანაშაულიც კი დაავიწყა. თვალებგაფართოებულ გოგონას გვერდი აუარა და სახლში დაუკითხავად შეაბიჯა. ჩანთა იქვე დატოვა, ისე იქცეოდა თითქოს იქ პირველად არ იმყოფებოდა _თქვენ ... _მე მოვედი? დღეიდან აქ ვიქნები , შეგიძლია წახვიდე, დაისვენო , თავისუფალი ხარ _ზემოდან დახედა თავისზე დაბალს და გაიგო კიდეც მონატრებული ხმა _ნინაა , პატარავ სად წახვედი... ხომ გითხარი არ მჭირდება _ ხელი ისევ თაბაშირში ჰქონდა, ზემოდან წარწერები და ნახატები გაეკეთებინა გოგოს რომელიც იმ დროს სულაც არ იყო ხუმრობის ხასიათზე _თავად შემოვიდა ისე რომ არაფერი უთქვამს _როგორ არ მითქვამს, მაგრამ პატარებს გამეორება გჭირდებათ . მე მოვედი, შენი წასვლის დროა _გოგონას გახედა ., ისე კი მთელი სხეული ეწვოდა დუდას რეაქციის მოლოდინში _თქვენ ვინ მოგცათ უფლება სხვის სახლში გადაწყვიტოთ _ნინა, გთხოვ დაგვტოვე. მოგვიანებით დაგირეკავ, ნიკოს უთხარი ხვალ მოვიდეს _ სუნთქვა შეეკრა კაცი გოგონასთან რომ მივიდა, ხელი თავზე გადაუსვა , შუბლზე აკოცა და ასე მშვიდი, სიყვარულით სავსე ხმით უთხრა თითოეული სიტყვა _როგორც შენ იტყვი _ქვემოდან უყურებდა, დამრგვალებული თვალებით და კირა შორიდანაც გრძნობდა მის ემოციებს. ისიც იცოდა კარის მიხურვისთანავე რომ იტირებდა და შეებრალა ამ ტკივილისთვის, მაგრამ ეგოისტი უნდა ყოფილიყო, თავის გადასარჩენად სხვა გზა აღარ ჰქონდა, ეს იყო უკანასკნელი . დუდას მდუმარედ მიჰყვა, თვალს ადევნებდა მის მოძრაობას , ჩამოშვებულ მხრებსა და მდუმარე , ნელ ნაბიჯებს . არაფერს ამბობდა, გაუფერულებული მზერა გაუსწორა სავარძელში მჯდომმა და კითხვაც კი უსიტყვოდ, ცარიელი თვალებით დაუსვა. _არაფერს მეტყვი, ხომ? ამ სიჩუმით მაჩვენებ, რომ დავსრულდი , იმდენად სულერთი გავხდი, რომ არც მეჩხუბები , არ გამლანძღავ, არ მისაყვედურებ, არ მეტყვი რომ მოღალატე ვარ _თავს როგორ გრძნობ, სასიამოვნოდ იმოქმედა ჩემმა დასჯამ? _დუდა _ვცადე, ღმერთია მოწამე, მე ყველაფერი ვცადე შენს დასაბრუნებლად, მაგრამ ყოვლისშემძლე არ ვარ. შენში აღარაფერია ჩემი _ტყუილია ! გთხოვ მომისმინე ... მე ყველაფერი მოვაგვარე, მთელი ძალით ვეცდები შევიცვალო _შენი მოსმენა აღარ შემიძლია,მხოლოდ ერთს გეტყვი იმ შენს საყვარელს უთხარი, რომ აუცილებლად მივაკითხავ და ყველა წუთისთვის მოვთხოვ რაც დამაკარგვინა ! შენ კი იმედია ამ დროს მის გვერდით არ იქნები, მეშინია ეშმაკმა არ მძლიოს და რამე არ გავნო! _დუდა გთხოვ მასთან ყველაფერი მოვაგვარე, შენ რომ რამე მოიმოქმედო მეორედ არ დაგინდობს , მოგკლავს და გემუდარები ნუ ჩაერთვები ამ ომში . შენ ხომ არ ხარ ასეთი _როგორ მოაგვარე , რამდენიმე დღე გჟმავდა და იმდენად კმაყოფილი დარჩა , რომ მეც მაპატია? გმადლობ, როგორი მზრუნველი ხარ _ამაზე არ გვინდა, გთხოვ ... დავივიწყოთ . ხომ გინდოდა აქედან წასვლა. წავიდეთ , ყველაფერი დავტოვოთ და წავიდეთ. ნებისმიერ ადგილას გამოგყვები . ამ წამსვე რომ მითხრა გავფრინდეთო _მე და შდნ ერთად აღარასდროს გავფრინდებით ! _დუდა , გთხოვ . შენ ხომ შეგიძლია წყენის დავიწყება, მიმტევებლობა შენი ჩემთვის ყველაზე გაუგებარი თვისება იყო . გებრალებოდნენ ისინი ვინც შენთვის რაიმეს წართმევას ან დაშავებას ცდილობდა , ვინც _ინსტიქტურად დაეშვა იატაკზე, კაცის ფეხებთან მუხლებზე იდგა , თითები მის მტევანს შემოჰხვია და ამღვრეული მზერით ცდილობდა მის გატეხვას _შენი დანახვა აღარ მინდა ! შენ არარაობად ქცეული , დამახინჯებული, გახრწნილი სულით არ მინდა ოდესმე ჩემს ცხოვრებაში კიდევ გამოჩნდე. ვნანობ ყველა წუთს რომელიც შენთან გავატარე გემუდარებიო კაცის ტუჩებთან დაიჩურულა, ან იქნებ არც უთქვამს უბრალოდ გაიფიქრა და ისე აკოცა როგორც პირველად, სასოწარკვეთილმა შვებისძიებაში, ისე ფრთხილად თითქოს ამ ერთ შეხებაში იყო უკანასკნელი იმედი . ამჯერადაც არ გამოვიდა , მაშინ ბიჭისგან წამოსული ემოციების ზღვა იგრძნო ახლა კი მხოლოდ სიცივე , სულს რომ მოედო და მთლიანად გააქვავა. აღარაფერი უთქვამს , მხოლოდ უკანასკნელად შეავლო მზერა მის თვალებს და უკანმოუხედავად წავიდა. ტიროდა, მაგრამ ვერ გრძნობდა. მიმიკა არ ეცვლებოდა, ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა, მანქანაც კი დაავიწყდა და ფეხით გაუყვა ხალხით გადავსებულ ტროტუარს. ფოტოებს უღებდნენ, ვიდეოებს და ირგვლივ ყველას ყურადღება მისკენ იყო მიმართული. შემდეგ ერთი ნაბიჯი გადადგა, ორი და მანქანის საბურავების ხმაც გაიგო, დამუხრუჭებისას რომ გამოსცა. ხალხის კივილი , ხმაური და ცივ ბეტონზე დაცემისას ცის ვიწრო ზოლი , რომელივ სიბნელეში ჩაიკარგვამდე დაინახა. პირველად არ იყო ამ მდგომარეობაში, მაგრამ გამოფხიზლება ასე რთული არასდროს ყოფილა. ახლა ალექსანდრეს გაბრაზებული სახე არ დახვდებოდა და თავად მოუწევდა ყველაფერზე ზრუნვა. სიმარტოვის მსგავსი შიში ჯერ არ ჰქონია, მას შემდეგ არ რაც სანდროს გადაეყარა და მანამდეც მუდამ პოულობდა ვინმეს ვინც გვერდით ეყოლებოდა . _ქალბატონო , კირა ჩემი გესმით ? _ უცნობი ხმა სულ უფრო მკვეთრად ესმოდა, დამძიმებული ქუთუთოები რომ დააშორა გამოსახულება დაბინდული იყო, მაგრამ ნელ_ნელა გაიწმინდა და დაინახა კიდეც თეთრხალათიანი ქალი წითელი თმითა და მუქი შავი თვალებით _ არ აღელდეთ , ყველაფერი რიგზეა ... უსაფრთხოდ ხართ _დაბალი, მშვიდი და თბილი ტონი ჰქონდა , სასიამოვნოდ ჟღერდა და სრულიად გამოფიტულ კირას ჭირვეულობის მიზეზს არ უჩენდა _ავარია _ გამშრალი პირით ძლივს მოახერხა სიტყვის თქმა და პასუხს დაელოდა _მძღოლმა დამუხრუჭება მოასწრო , თქვენ კი გონება დაკარგეთ და მსუბუქი ნაკაწრები გაქვთ დაცემის შედეგად მიღებული, მაგრამ დეჰიდრატაცია გაქვთ დაწყებული,როგორც სჩანს დიდი ხანია შიმშილობთ ... -წასვლა მინდა... ჩემი ნივთები მომიტანონ -ჯერ ვერ წახვალთ, წვეთოვანი უნდა დასრულდეს, განმეორებითი ანალიზის პასუხები -ლამაზო, ნუ მომაწყობინებ სკანდალს ,გთხოვ - წამოიწია და თავბრუსხვევის მიუხედავად შეასრულა გეგმა. ოთახიდან გასულს წინ ნიკო რომ დახვდა უკან დაიხია- რა ჯანდაბაა -გინდა მოკვდე და დუდას მთელი ცხოვრება სინდისის ქენჯნა აწუხებდეს? - წინ წასულს მიჰყვა და კბილებსშორის გამოსცრა -უკვე ვეღარ ვიგებ დუდა შენ უფრო მეტად გიყვარს,თუ შენს პატარა დას... იქნებ სიძედ გინდოდა სულ, შენ ხომ ყველაფერს წინასწარ განსჭვრეტ - უნდოდა სწრაფად მოეშორებინა,არავის აჩვენებდა რამდენად იყო დაუძლურებული -რას ბოდავ- მკლავზე ხელი მოუჭირა და თავისკენ შეაბრუნა- ნინა რა შუაშია -აჰ,ანუ შენ გიყვარს და იმიტომ ვერ მიტან. გეი არ არის, არც ბი ...შანსი არ გაქვს ვერასდროს გაჟ.მავ აი შენი პატარა პრინცესა კი დიდი შანსებითაა -ნინაზე ნუ საუბრობ , არ გაბედო -არ იცი? ღმერთოო ნიკომ არ იცის მისი პრინცესას ფარული ზრახვები,მისი ფანტაზიები შენთვის მიუწვდომელია ... ფრთხილად იყავი, დუდა ახლა ისეთი გატეხილია შესაძლოა შეაცდინოს შენმა პატარა ეშმაკუნამ -ენა ჩაიგდე ! -სიმართლე მუდამ მწარეა, რას ვიზამთ- ჩანთას უჭერდა თითებს, ცდილობდა ძალა მოეკრიბა, პირველივე გამვლელ ტაქსს ხელი დაუქნია და ნიკოს დაუსხლტა- თამაშიდან გავედი, მოედანს შენს პაწაწუნას ვუტოვებ . უთხარი ქორწილში დაპატიჟებაზე თავს ნუ შეიწუხებს, მაინც არ მოვალ - კარის მიხურვამდე თქვა და შემდეგ სავარძელს მიეყრნო. მძღოლს ხელით ანიშნა წადიო და კორპუსის გამოჩენამდე თვალებდახუჭული ,გაუნძრევლად იჯდა. ...................... -თავი ვინ გგონია, ჰა? როგორ ბედავ ჩემს ცხოვრებაში ჩარევას - დივანზე იწვა, გაბრუებული გამოსახულებასაც ვერ არჩევდა, შემდეგ ნინას სახე გაარჩია და ინანა კარი ,რომ არ ჩაკეტა -ესაა მომავალი თაობა? სადაა ზრდილობა, იცი რამდენი წლით უფროსი ვარ ? თუმცა ჩემი ასაკის კაცი ქმრად გინდა და - წამოჯდა , ფეხი ფეხზე გადაიდო, მაგიდაზე დადგმული ჭიქა წყლით შეავსო და გამშრალი ყელი ჩაიწმინდა -შენ საერთოდ რა იცი ჩემი გრძნობების შესახებ. ერთი გულქვა, უგრძნობი ქალი ხარ რომელსაც კაცებით თამაშის გარდა არაფერი ეხერხება... თავი შეუცვლელი გგონია? -მე თუ შეუცვლელი არ ვარ , შენ მუდამ ჩამნაცვლებელი იქნები ... ის ვინც ჩემი ადგილის შევსებას შეეცდება. საკუთარი თავი არ გებრალება? მე ძალიან მაწუხებს შენი მდგომარეობა ,იცი? გულწრფელად, საშინელება იქნება როდესაც იცი არ უყვარხარ, ქალად ვერ აღგიქვამს და ერთდროულად ცდილობ ცხოვრების ქალი დაავიწყო და თან თავი შეაყვარო, ცდილობ შენზე დამოკიდებული გახდეს, დასჭირდე და ფუნქცია მოგანიჭოს. ყველაფერზე წამსვლელი ხარ? გგონია გაუძლებ ჩემს აჩრდილს? -შენ თუ გონებას არ აურევ , მისთვის არ არსებობდი -როგორი გულუბრტყვილო ხარ- გულწრფელი იყო, სცადა ,მაგრამ ისე ვერ მოექცა როგორც სხვა ქალებს - ვწუხვარ,მართლა -უბრალოდ გაქრი მისი ცხოვრებიდან ...უარი თქვი მასზე და იპოვნე ვინმე სხვა. შენთვის ხომ სულერთია, იმდენი გყავს ვინმე სხვა აარჩიე, ნებისმიერი ოღონდ დუდა არა -ხო, ჩემთვის სულ ერთია- სიტყვა დაანაწევრა და ჩაიცინა - შენც ხომ ბევრს მოსწონხარ, დარწმუნებული ვარ შენი თანატოლები მოსვენებას არ გაძლევენ . რატომ მაინცადამაინც დუდა -თავი გამოცდილი ,ჭკვიანი ქალი გგონია. სინამდვილეში კი ჩამოყალიბებელი ბავშვივით იქცევი, ვერ გადაგიწყვეტია რა გინდა . მე კი ზუსტად ვიცი რა მინდა , ვისგან მინდა და რაზე ვარ წამსვლელი -გითმობ, ისეთი რამ გავაკეთე დუდა გადმოგილოცე ... ნიკოსაც შენს ნაცვლად გავაგებინე . ახლა ჯერი შენზეა, თავი შეაყვარე და გააბედნიერე - ბოლო წამს გაუსწორა მზერა და მერე ისევ ჩაიცინა- მაინც თავი დაიზღვიე , შორს წაიყვანე შემთხვევით რომ არ გადავეყარო -იმედია შენც იპოვნი ოდესმე სიმშვიდეს, მე მინდა კარგად იყო,ყველასთან დუდას გარდა -ვიცი, ჩემით აღფრთოვანებული ხარ . შეიძლება ითქვას ბავშვობიდან გიყვარვარ ,ჩემი გულმხურვალე გულშემატკივარი იქნებოდი რომ არა დუდა- ისევ მოიშორა ნიღაბი და საბოლოოდ დაემშვიდობა გოგონას- შენ მე უკვე მიგებ , ცხოვრებით ............ ნინასთან საუბრის შემდეგ რაიმე თუ გამოაფხიზლებდა ვერ წარმოედგინა ,მაგრამ გაიგო ის რამაც სახლიდან გასვლა აიძულა. სრულიად გათიშული უყურებდა კადრებს სადაც ალექსანდრე მშვიდად საუბრობდა. მისი მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულები კი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ. არ იცოდა რამდენი ხნის წინ გავრცელდა ეს ინფორმაცია, დროის აღქმა დაკარგული ჰქონდა . -ცოცხალია . ალექსანდრე არ მომკვდარა! _გონებაში სხვა არაფერი ჰქონდა , ყველაფერი წაიშალა და მხოლოდ ეს ინფორმაცია დარჩა. ვერ იჯერებდა, მაგრამ მაინც ბედნიერების ნაპერწკლები ღვივდებოდნენ მის არსებაში. სად წავიდოდა თუ არა მასთან, უამრავი მეგობარი ჰყავდა ალექსანდრეს,მაგრამ კირას იმ ორს არასდროს აცნობდა. ქალმა კარგად იცოდა თორნიკეს და გაბრიელის ადგილი მის ცხოვრებაში, მუდამ ელოდა დღეს როცა მათ შეხვდებოდა ,მაგრამ ეს დრო არასდროს დადგა. ამჯერად თავად გადაწყვიტა, სანდროს ნებისგან დამოუკიდებლად _შენთან შემოსვლა ყოველთვის რთულია _ ბართან მდგომ მაღალ სკამზე მჯდომ კაცს მიუახლოვდა _გილოცავ მეგობრის დაბრუნებას , გაბრიელ _ჩვენ ვიცნობთ ,მშვენიერო? _ჭიქა დაცალა და ისე ურცხვად აათვალიერა კირა თითქოს პირველად ხედავდა. _მგონი იმიტომ არ გაგვაცნო ერთმანეთი , რომ მე და შენ ზედმეტად ბევრი საერთო გატაცება გვაქვს _ სასმელი დაისხა და თავადაც სულმოუთქმელად დაცალა _ მართლა ცოცხალია? -თქვენს მშვენიერ თითზე ბეჭედს ვერ ვხედავ ,გზა ხსნილია?- ხელზე შეეხო კირამ კი წარბები შეკრა _გეყოფა ! არ მაქვს უფლება გავიგო ცოცხალია თუ არა? ამდენი წელი თვალს ვხუჭავდი, თავს ვისულელებდი და თამაშში ვყვებოდი. ორი განებივრებული მდიდარი ბავშვის სიყვარულის ისტორია ყველამ დაიჯერა ... ჯანდაბა , რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ რაც აქ პირველად მოვხვდი. ამ ბინძურ უბანში , იმ ნაბიჭვრებთან ერთად ... შენ იყავი ხომ? მაშინ სანდროსთან ერთად ვინც ჩხუბობდა, თქვენ გადამარჩინეთ _სიგარეტის ღერს მოუკიდა და პაუზის შემდეგ განაგრძო საუბარი_აქედან დაიწყო ჩემი და მისი ურთიერთობა _ეს ადგილი ბევრ ისტორიას ინახავს... ბევრი გზაარეული შეუფარებია _როდის დაბრუნდება, მარიამთან ერთადაა ხომ? ვიცი ისიც სადღაც წავიდა _ერთად არიან ... დაბრუნებას არ აპირებენ . რამე რომ აურიო პასუხს მაგებინებს _ქვემოდან გახედა და სიგარეტის ღერი ააცალა _ იუველირთან რას აპირებ ? გავიგე მისი და ზურასთან ჯახის ამბავი. მაგარი შენძრ.ეული ვინმეა ხომ იცი _მოვაგვარე _დარწმუნებული ხარ? _ ჩემი ამბები სულ იცოდა ხომ? მანაც და თქვენც _ჩვევას ვერ ვღალატობ . სულ მევასებოდი , ტეხავს ძმაკაცის ქალებთან ჟმაობა რომ არ შემიძლია ... მომენტალნად იმპოტენცია მემართება _მე თუ მოვინდომებ დაივიწყებ მაგ ფაქტს- გაბრიელის წინ იდგა, მისკენ დაიხარა და გაუღიმა- შენც მახინჯ წარსულს მალავ ამ ნიღბის მიღმა, არა? -ერთად გადავლახოთ ჩვენი პრობლემები ? - თითები თმაში შეუცურა ,თითქმის შეეხო ქალის მსხვილ ტუჩებს - საშინელებაა გარედან რომ ასეთი ღვთაებრივი ხარ და შიგნიდან მთლიანად დაფერფლილი -თავი უკან გასწია, ნაბიჯით დაშორდა და ხელი გაუწოდა- მგონი დროა ვაღიაროთ ,რომ ერთმანეთს ვიცნობთ -დამიკავშირდი ნებისმიერ დროს - ხელი ჩამოართვა ,შემდეგ ხელისზურგზე აკოცა და წასვლამდე მხოლოდ ეს უთხრა -მეეჭვება კიდევ რაიმე დამჭირდეს ამ ცხოვრებაში, იქ თუ შევხვდებით თავიდან დავიწყოთ - შორს იყო უკვე, თვალი ჩაუკრა და წავიდა. უცნაური სიმშვიდე მიჰყვებოდა თან, ალექსანდრე ცოცხალი იყო ეს თავისთავად მარტოობის შეგრძნებას უქრობდა,მაგრამ მასში არსებულ ქალს ისევ ჩაკეტვა, სამყაროს დატოვება სურდა. ქუჩაში მიმავალმა დაინახა უზარმაზარ ბილბორდზე საკუთარი ფოტო და მანქანა გზიდან გადაიყვანა. დიდხანს უყურებდა სუნთქვაშეკრული, შემდეგ გადავიდა , ფეხით განაგრძო სვლა ყველა მას აკვირდებოდა , მიჩვეული იყო,მაგრამ ამჯერად სხვა ემოციის გავლენის ქვეშ იყვნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ მიხვდა, დუდას კატალოგის წარდგენა ფურორს მოახდენდა. მიწვეული არ იყო და ეს სრულ უარყოფას კიდევ ერთხელ ამტკიცებდა. პირველად არ მიდიოდა წვეულებას არასასურველი სტუმრის სტატუსით, მაგრამ ამჯერად საკუთარ თავს წირვას გამოუტანდა . ირგვლივ ყველგან ფოტოები იყო, კატალოგს განიხილავდნენ, გამოფენილ სამკაულებს ათვალიერებდნენ, ელოდნენ ახალ ნამუშევრებს და ძველებს შესცქეროდნენ. მიდიოდა მანამ სანამ ყველაზე ხალხმრავალ ადგილს არ მიაღწია . შეჩერდა თუ არა წამსვე მასზე გადმოინაცვლა ყურადღების ცენტრმა და დაინახა , დუდას პირადი ფოტოალბომიც გაესაჯაროებინა. მოშორებით, სრულიად სხვა მხარეს იდგა, ნინა უმშვენებდა გვერდს და კვლავ იმ ცივი მზერით უცქერდა . ეს იყო დასასრული, პირველი ფოტო რომელიც საზოგადოებამ იხილა მისი შექმნილი იყო, მან დაიწყო და დაასრულა. არაფერი უთქვამს, უამრავი დასმული კითხვიდან ერთისთვისაც არ უპასუხებია. ბოლოჯერ მოავლო მზერა საკუთარ გამოსახულებებს , დუდას უკანასკნელად შეხედა, გაუღიმა და წავიდა. მიდიოდა და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ელოდა მისი ხელის შეხებას, მაგრამ ის ისევ იქ იდგა, ნინას გვერდით გაქვავებული, გაყინული მზერით მიაცილებდა. .................. -კირა ... შემომხედე - ბურანში მყოფი ნაცნობ შეხებას გრძნობდა, საკუთარი სახელი ჩაესმოდა და გათიშული გონება ცოცხლდებოდა . ლოყაზე თბილი ტუჩები რომ მიეკრო ემოციების სიჭარბისგან ცრემლებმა იწყეს სვლა -მოხვედი , მაპატიე...- გაყინული თითები წვერიან ლოყაზე შეახო და კოცნას კოცნით უპასუხა -დაივიწყე, ყველაფერი წარსულში დავტოვოთ! -ეშმაკსაც წაუღია - მკრთალად გაუღიმა და ისევ აკოცა . მონატრებას გრძნობდა, ისეთს მანამდე რომ არ განუცდია -რამდენი დღეა შიმშილობ, სარკეში ჩაიხედე? -ეფერებოდა და ძალაგამოცლილს სხეულზე იკრავდა -შენი მომზადებული საუზმე და ვახშამი არ იყო ,სხვა არაფერი მინდოდა- ყელში აკოცა და თვალები დახუჭა- მეძინება , დავიღალე -რა მიიღე -არ ვიცი...არ მახსოვს -ქუთუთოებს ძლივს აშორებდა ერთმანეთს, ყველაფერი მოჩვენებას ჰგავდა, საკუთარი ხმაც შორიდან ესმოდა. მხოლოდ სასიამოვნო შეგრძნებები ქმნიდნენ საერთო მუხტს და ტვინს ტალღებად მიეწოდებოდა. გონს მოსვლის შემდეგი ეპიზოდისას წამლის მოქმედება განვლილი იყო , გონებაში ჩარჩენილმა კადრებმა ერთიანად გამოაფხიზლა , საწოლიდან სწრაფად წამოდგა და აივანზე მდგომი რომ დაინახა წამებში დაფარა მანძილი. უნდოდა მოხვეოდა, მაგრამ ვერ გაბედა, ისევ ისე უყურებდა, კვლავ უმეტყველო ჰქონდა გამომეტყველება -დაბრუნდი? -მე კი, შენ? -შენთან ვარ - თვალები გაუბრწყინდა, გალეული მკლავები ყელზე შემოჰხვია და მთელი სახე დაუკოცნა, ასე ცხოვრებაში პირველად იქცეოდა -დამიმტკიცე ,რომ საბოლოო გადაწყვეტილებაა შენი ჩემთან ყოფნა -ყველაფერს გავაკეთებ,სადაც გინდა იქ წამოგყვები -ცოლად გამომყვები ! - ზემოდან დაჰყურებდა თავისი ცისფერი თვალებით - ან სამუდამოდ დამკარგავ -არ გჭირდები, ცოლად ვერ ... -განხილვა არ მჭირდება, მხოლოდ დადებითი პასუხი ან მშვიდობით -ჩიხში მიმიმწყვდიე - წარბები შეჭმუხნა, მაგრამ სხვა არაფერი შეეძლო, მანძილსაც კი ვერ ზრდიდა, მთელი სხეულით მიეყრდნო და გაირინდა. მზის სხივებმა გააღვიძეს, უჩვეულოდ დაიწყო დილა . სხეულზე შემოხვეულ კაცის მკლავები დადებითი მუხტით ავსებდნენ, მათი მოშორების სურვილი წამითაც არ უგრძვნია . ყელზე ცხელი სუნთქვა ეფრქვეოდა, ძილშიც კი ეფერებოდა და ამის გააზრებისას გაეღიმა. ჯერ ფანჯრიდან გაიხედა,მიხვდა,რომ იქ ცხოვრების მანძილზე ფარდა ბოლომდე გადაწეული პირველად იყო და გაღვიძებულს ხედით ტკბობა შეეძლო. გარეთ ბუნება ყვაოდა, მტრედები დაფრინავდნენ და რამდენიმე მათგანი აივნის მოაჯირზეც დაჯდა იმ წამს. -მოხვედი და მშვიდობა მოგყვება - ჩუმად თქვა, ფრთხილად გადაბრუნდა და დუდას პირისპირ დარჩა. ერთხანს უყურებდა, შემდეგ ტუჩები თვალთან ახლოს შეახო და მკერდზე მიეკრო. მოკეცილი იწვა, მის მკლავებში მოქცეული პატარა ჩიტივით და კაცის მშვიდ გულისცემას უსმენდა -წასვლის ნებას აღარასდროს მოგცემ . მაპატიე , მჭირდები და ვერ დაგთმობ ალექსანდრეზე არ უსაუბრიათ, კირას საერთოდ არ ახსოვდა მხოლოდ ხელმოწერაზე ფიქრობდა და დუდა მზადების პროცესშიც ნიუსებს ადევნებდა თვალს. -ერთ საათში ხელს ვაწერთ , ცოლად მირთავ და აპირებ ცხოვრება დამიკავშირო . მიდიხარ ბრბოს წინააღმდეგ ... შენი პრობლემა ისევ ის არის?- თეთრი კაბით იდგა და ზემოდან დაჰყურებდა გაბრაზებული გამომეტყველებით -ცოცხალია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაბრუნდეს ჩვენს ცხოვრებაში ... განა სხვა ვინმეს შეუძლია ჩვენს შორის ჩადგეს? -ჩვენს შორის რა დარჩენია, მარიამი ჰყავს რომელზეც უგონოდაა შეყვარებული -და შენ , არ გინდა მასთან? -შენ გინდა შენს ქალებთან ? არ მაინტერესებს, მაინც არავის დავუთმობ შენს თავს ასე რომ მომბაძე -ქალები არ მყავს , არავის აქვს ჩემთან ის კავშირი რაც შენ და მას გქონდათ . არ აქვს მნიშვნელობა სიყვარულს უწოდებ თუ რაიმე სხვას, არ მინდა ჩემს გარდა ვინმესთან იყო -მე კი არ მინდა ვიქორწინოთ, მაგრამ შენ მაწვები და მეც გნებდები -წარმოუდგენლად მიყვარხარ - მზერა ვეღარ მოაშორა, თავი დახარა , მაჯაზე პაწაწინა ხალი იპოვნა და ტუჩები ნაზად შეახო -შენს გარდა ამ ხალზე არავინ იცის - ბავშვობა გაახსენდა და კვლავ გაეღიმა -ეცადე თავიდან შემიყვარო , ძველებურად -ვერაფერს დაგპირდები იმის გარდა ,რომ ხელს არ გაგიშვებ! ქორწინების შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა. მძიმედ, ბევრი სირთულით ,მაგრამ მაინც ერთად. საკუთარ თავთან უფრო რთული ბრძოლა ჰქონდა ვიდრე გარესამყაროსთან ,ყველაზე მეტად მაინც სულში დაბუდებული სიბნელის გაქრობა უჭირდა . დუდას გვერდით ცხოვრება იმაზე მეტად მრავალფეროვანი და დინამიური აღმოჩნდა ვიდრე წარმოედგინა. მუდამ მოგზაურობდა, ერთ ადგილას დიდხანს ვერ რჩებოდა. კირას არ ჰქონდა ისეთი საქმე რაზეც უარს ვერ იტყოდა ამიტომ მის გრაფიკს მიჰყვებოდა და ნებისმიერ დროს მზად იყო ბარგის ჩასალაგებლად. მოსწონდა უცხო გარემოში აღმოჩენა, იქ სადაც ცოტა იცნობდა და ნაკლებს საუბრობდნენ, ზოგ ქვეყანაში მის შესახებ არაფერი იცოდნენ, დუდას კი ყველგან ჰყავდა ბრენდის ათასობით მომხმარებელი. ბოლო წლის განმავლობაში კიდევ უფრო ცნობილი გახდა, რამდენიმე ახალი ფილიალი გახსნა და კირას მისი ინსპირაციის წყაროდ ყოფნაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. ბევრი კონკურენტი ჰყავდა, მტრებიც და მოშურნეებიც ,მაგრამ ყველას უმკლავდებოდა მოთმინებითა და გონიერებით. მისი ცხოვრების ნაწილად ქცევამ უამრავი დაფარული მხარე გამოააშკარავა, იმდენი უცნობი თვისება დაინახა მანამდე წარმოდგენაც რომ არ ჰქონდა. მას იცნობდა,მაგრამ საკუთარ თავს კვლავ ვერ პოულობდა, სიმშვიდე ვერ მოიპოვა ეს მხოლოდ დრო იყო,რომელსაც მართავდა ,რომელიც მუდამ სხვადასხვა საქმიანობით ჰქონდა დაკავებული. ძველებურად ებრძოდა სიზმრად მოსულ წარსულის მოჩვენებებს, რომლებიც არ ცნობდნენ ტერიტორიებს, მიჰყვებოდნენ ყველგან, ყველა ქვეყანაში და გონებას მოსვენების საშუალებას ართმევდნენ. ამჯერადაც მოეჩვენა კარის გაღება, მძიმე ნაბიჯები, ხმაურიანი, ამაზრზენი სუნთქვა და ხელები ,რომლებიც საბნის ქვეშ შეცურდნენ. -დუდა - სუნთქვაშეკრულმა გაახილა თვალები, წამოჯდა და მაგიდასთან მჯდომ კაცს გახედა -აქ ვარ- მუშაობა შეწყვიტა და ქალს მიუახლოვდა- მშვიდად - თმაზე მოეფერა, აკოცა და მოეხვია -რატომ არ გძინავს? ბოლო დროს მიეჩვიე ჩემს მიძინებას არადა მე მიბრაზდები დარღვეულ ძილის რეჟიმზე -ვმუშაობ ... ხომ იცი მნიშვნელოვანი შეკვეთა მაქვს -განტვირთვა გჭირდება- სათვალე მოხსნა, გვერდით გადადო და მსუბუქი ბიძგით დააწვინა საწოლზე- უჩემოდ რას ხლართავთ შენ და ის წითური ეშმაკი? შეეშვება შენთან ფლირტს თუ ვუქციო ცხოვრება ჯოჯოხეთად- კითხვის დასრულებამდე სრულიად შიშველი იყო და ქმარს უხილავი ჯაჭვით იზიდავდა - როგორ მოვიქცე ? -შენს მესაკუთრეობას საზღვრები არ აქვს ,ხომ? თითქოს არ იცოდე შენს გარდა არავინ ,რომ არ არსებობს - ისე უყურებდა როგორც ღვთაებას, კირას კი მაინც ღრღნიდა პოზიციის დაკარგვის შიში -არავის მისცე ნება შენთან ყოფნაზე ფიქრისაც კი! -თორემ ისე შეარცხვენ როგორც ნიტას?- მომენტალურად გაბრაზდა და კირასაც გაექცა სადავეები - შენ გაავრცელე ის კადრები,ხომ? -არ წყვეტდდა შენზე ფუჭ ოცნებას და მე უბრალოდ მოვაშორე მონაზვნის იერი ... -დანაშაულის შეგრძნება არ ჰქონდა , კმაყოფილი იყო იმით რომ ნიტა ბოლოს და ბოლოს მოიშორა -სად მიდიხარ - საწოლიდან წამომდგარს წარბებშეკრულმა ახედა -ვცოფდები ეშმაკი რომ გისახლდება სულში და ადამიანების ცხოვრებას ანგრევ -ჩემი რეპუტაცია შელახულია,მაგრამ ხომ ვცხოვრობ -სამსახურიდან არ გავუშვებ და ეს იქნება შენი სასჯელი - მაისური გადაიცვა და ისევ მაგიდასთან დაბრუნდა -შენ რა , მის განცხადებას ხელი არ მოაწერე? -ნიტა მუშაობს იდეალურად, მისი შემცვლელის პოვნა გამიჭირდება და არ ვაპირებ სამსახურიდან გავუშვა ! -თავად მიდის და შენ არ უშვებ? იქნებ იმაზე მეტად მიეჯაჭვე ვიდრე ფიქრობ და ხვდები, იქნებ მოგწონს და ვერ ივიწყებ. იმ ღამის შემდეგ უჩემოდაც რამდენჯერ გაიმეორეთ... მასთან რეალურად მეტ დროს ატარებ და ბარემ ის შეგერთო ცოლად მე რაში გჭირდები . გეთქვა ამხელა სულიერი კავშირი თუ გქონდა , არ გამოვავლენდი მის სახეს- არც ამოუსუნთქავს ისე თქვა ყველაფერი, პენუარი გადაიცვა შიშველ სხეულზე და უჯრაში სიგარეტის ძებნას შეუდგა , ხმაურით ყრიდა ნივთებს ,მაგრამ ვერსად იპოვნა რასაც ეძებდა -აღარ არის -რატომ არ არის -მე არ მიყიდია და შენც დაგავიწყდა -ყველაფერი შენი ბრალია... -რა არის ჩემი ბრალი მოწევა რომ იშვიათად გინდება? -სულ აღარ მომინდებოდა ნერვებს რომ არ მიშლიდე... ოდნავადაც არ გადარდებს ჩემი აზრი,თორემ შენს საყვარელს იქ არ დაიტოვებდი -ჩემი საყვარელი რა ლოგიკითაცაა იმ ლოგიკით შენიც არის და რა ვქნათ? რამეს გრძნობ მის მიმართ? -მე მასთან მეტჯერ არ ვყოფილვარ და მე საერთოდ არავის მიმართ არაფერს ვგრძნობ , ერთადერთი შენ ხარ და ისიც მაღონებს -წეხან რომ დამადანაშაულე დაგაიგნორე და ახლა ისევ იმეორებ...ეს სისულელე საიდან მოიტანე- ოთახში მოსიარულე ქალს წინ გადაეღობა - კოშმარში მნახე ნიტასთან ერთად და სიმართლე გგონია? -მე სიზმრებში რეალობებს ვხედავ ! -სერიოზულად , მართლა სიზმარი ნახე? -ქალბატონმაც მახარა დიდი ხნის წინ და მერე კოშმარებშიც დამემატა როგორი გაბრწყინებული სახით ჟ.მავ იმ წაკლა დედაკაცს - მუშტები შეკრა და ღრმად ჩაისუნთქა, თავი უკან გადასწია, იწვოდა და სახეც სულ მთლად წითელი ჰქონდა- რატომ არ შემიძლია დავაიგნორო, დავივიწყო და ტვინიდან ამოვიგდო. რატომ მაღელვებს ვის შ.უდებ - კიოდა დუდა კი ერთხანს ჩუმად უყურებდა მერე კი ისე იღრიალა ადგილზე გააქვავა -შენ გგონია,რომ მე შენს გარდა სხვებთანაც ვარ და მშვიდად აგრძელებ მთელი ეს დრო ჩემს გვერდით ცხოვრებას? შენ საერთოდ ვინ ხარ , რა დონის მაზოხისტი ხარ ასეთი...ასე როგორ შეგიძლია საერთოდ ყოფნა. გღალატობ და რეაქცია არ გაქვს? სიზმრებს ხედავ, შენი სული წამობს და შენ არაფერს აკეთებ იმის გარდა,რომ ნიტას თავიდან იშორებ? -სამსახურიდან არ უშვებ და გამოდის,რომ ვერ მოვიშორე- ჩუმად უთხრა და დამრგვალებული თვალებით შეხედა-ჩხუბი არ მინდა, უბრალოდ იმ ქალს ვერ ვიტან . უნდა შენი თავი წამართვას, მხოლოდ შენთან დაწოლა არ აკმაყოფილებს და მე ვერ დაგთმობ ,მითუმეტეს მას ვერ დავუთმობ შენს თავს -და სხვას ? ვინმე უკეთესს ? - ბრაზისგან დაჭიმული სიტყვებს ისე მძიმედ ამბობდა კირა გაკვირვებული უყურებდა , უკანაც კი დაიხია და მკლავები მკერდთან გადაიჯვარედინა -არის ვინმე ვისთანაც გინდა ყოფნა და ჩემ გამო არ შეგიძლია? -გულწრფელად იკითხა, იმდენად რომ დუდას სიმწრის სიცილიც გამოიწვია -ღმერთო გაძლება მომეცი და გზა მაჩვენე ამ ქალის გონებაში სინათლის შესაყვანად თორემ გეფიცები, გეფიცები რამეს დავმართებ -ასე რატომ ბრაზობ, არ უშვებ და ნუ გაუშვებ. როგორც გინდა ისე იყოს - ისევ დისტანციას იჭერდა ,თითქოს თავდაცვით პოზიციას ირგებდა. დუდა ერთხანს ვერ ხვდებოდა ასე რატომ იქცეოდა ახლა კიდევ უფრო მკვეთრად დაინახა მისი ქმედება მას შემდეგ რაც ხმას აუწია -როგორც მინდა ისე იყოს ,ვისთანაც მინდა იმასთან დავწვე ოღონდ შენ არ დაგტოვო. პრობლემა არ გაქვს ,სწორად გავიგე? -მე ხომ თავიდანვე გითხარი ,პრობლემა არ მაქვს ... არაფერს ვითხოვ შენს გარდა-თქო -და რატომ ... -თავისუფლებას არ გიზღუდავ , ზღვარს არ გიწესებ . ვიცი რამდენად რთული ასატანია შენთვის ჩემთან ყოფნა და ზედმეტი მოთხოვნებით არ გთრგუნავ ... -ვცდილობ გაგიგო,მაგრამ მაინც მაგიჟეებ იმდენად სულერთი ვარ რომ არ გაინტერესებს ვისთან ვიქნები ? არა არ ვარ ! ვიცი,რომ იმაზე მეტი ვარ ვიდრე შენ გგონია,მაგრამ აბა რანაირად შეგიძლია ფიქრობდე,რომ გღალატობ და ყველა ემოციას შენში მარხავდე. მე აქ ვზივარ შენს სიზმრებს ვუყურებ და შენ თურმე მეც მხედავ კოშმარებში -არაუშავს, მე სულ ცუდ სიზმრებს ვხედავ და მათ შორის ეგ ყველაზე მსუბუქია -კირაა - ისევ დაიყვირა, ამჯერად განზრახ და კვლავ ქალისკენ დაიძრა ის კი სახეზე ხელებაფარებული იდგა და ცახცახებდა -რას აკეთებ - სიტყვა ძლივს თქვა , ქალს ზემოდან დაჰყურებდა და სუნთქვა ეკვროდა - კირა -მე , მეძინება... დავიძინებ . შენ იმუშავე- უცებ გამოფხიზლდა, თითქოს მიხვდა მის წინ ვინ იდგა და დასხლტომა სცადა -გგონია გღალატობ , შემიძლია გცემო და საპასუხოდ არაფერს აკეთებ? -ცუდი სიზმარი ვნახე, უბრალოდ უნდა დავიძინო... ახლა საუბარს აზრი არ აქვს. ვერ ვიგებ რას ამბობ, მე არაფერი მგონია -აქ მოდი, ჩემთან- გააჩერა და თავისკენ მიიზიდა, ისეთი არეული მზერა ჰქონდა დაკარგულ ბავშვს ჰგავდა ასე ხშირად ემართებოდა, მაგრამ მალევე ირგებდა ნიღაბს - რა უნდა გიყო აღარ ვიცი, როგორ გაგაგებინო ,რომ შენს გარდა არავინ მინდა - მკლავები მოხვია, ლოყაზე აკოცა , თავზე მოეფერა და მისი თვალებიც იპოვნა- მხოლოდ შენ ხარ , შენ და სხვა არავინ , არასდროს! აღარასდროს იფიქრო ,რომ გიღალატე, არ დაიჯერო მეც რომ გითხრა , მეც კი არ დამიჯერო -მე არ ვითხოვ -მღალატობ? ქორწინების შემდეგ ვინმესთან იყავი? - თავი ააწევინა ,თვალებში უყურებდა და ხედავდა ყველა მის რეაქციას -არა, მართლა არ - ისევ დაფრთხა, შიშმა მოიცვა მთლიანად , მაგრამ წამსვე გააკონტროლა თავი და სრულიად შეიცვლა გამომეტყველება- სულ ჩემთან ხარ, როდისღა უნდა მომინდეს სხვა , რომ არ იქნები მერე არ ვიცი, ყველაფერი შესაძლებელია -ერთს ამბობდა და მეორეს გამოხატავდნენ მისი თვალები -დამშვიდდი, მჯერა და ვიცი . ზუსტად ასე დარწმუნებული უნდა იყო შენც,რომ მე არავისთან ვიქნები ... საკუთარ თავს ვავნებ, მაგრამ შენ არასდროს ! აღარ მისცე ოდესმე ვინმეს უფლება,რომ გატკინოს, გაწყენინოს ან შეურაცხყოფა მოგაყენოს. შენ საოცრება ხარ, შენნაირი არავინაა , ერთადერთი ხარ - სახეს უკოცნიდა და თან ჩურჩულებდა -მე შენ მიყვარხარ . შევძლებთ , მჯერა ! .................... გარეთ წვიმდა,მზე მთელი კვირა არ გამოჩენილა , ფარდებიც სულ გადაწეული ჰქონდა დუდას და კირა იგნორირებას ვერ ახდენდა. სახურავზე წვეთების დაცემის ხმა, ქარი და სიბნელე თითქოს საკმარისი არ იყო . იმ დღეს სტუმრად წავიდნენ, სიცივეს გრძნობდა და მტევნის ყველა ძვალი სტკიოდა ან ეგონა,რომ სტკიოდა . ხელი უკანკალებდა, მის დამალვას ცდილობდა , სულ უფრო მეტად იძაბებოდა ბოლოს კი დუდასთან ერთად მარტო დარჩა თეთრი როიალის წინ კლასიკურ მუსიკაზე საუბრით გატაცებულ ადამიანებს შორის . ჩიხში იყო , გასაქცევად ძალა არ ეყოფოდა , წნეხი იზრდებოდა და წარსულის კვალიც სულ უფრო ძლიერ უჭერდა ყელზე ჩამოცმულ ყულფს -მე და კირაც ვუკრავდით , ჩემზე უკეთ გამოსდიოდა მიუხედავად იმისა,რომ არ აღიარებს -არ ვიცოდით თუ უკრავდით , გთხოოვთ შეგვისრულეთ რაიმე -რატომაც არა, გავიხსენოთ ტკბილი ბავშვობა- არც დაუშვია ,რომ კირას არ უნდოდა . ისე მიისვა გვერდით ვერაფერი შეამჩნია. ქალს უკვე სუნთქვა უჭირდა , უყურებდა კლავიშებს და მათზე მოძრავ დუდას ლამაზ თითებს. მოსწონდა, კვლავ საოცრად სიამოვნებდა ამ სანახაობით ტკბობა, მთელი ძალებით ეცადა სულში გაჩენილი სხივების ერთ კონად შეკვრას, სულ რამდენიმე წამს შეძლო დაკვრა. შემდეგ მოულოდნელად ქუხილის ხმა გაისმა, ქარმა ფანჯარა გააღო და მარჯვენა მტევანში დავლილი ტკივილი იმდენად ნამდვილი ეჩვენა,რომ ძველებურად წამოიყვირა. რეალობის აღქმა დაკარგა, ხედავდა დამტვრეულ თითებს, დაკვრის დროს ქალმა მოულოდნელად დახურა ფორტეპიანოს თავი ერთი ხელი გაწეული ჰქონდა,მაგრამ მეორე კლავიშებზე დარჩა. -მტკივა...მტკივა, ღმერთო საშინლად მტკივა. მიშველე, მიშველე გთხოვ , გთხოვ მტკივაა - არ იცოდა დუდას სთხოვდა შველას თუ ქალს ,რომელიც გაჩუმებისკენ მოუწოდებდა. არ იცოდა ვისი შეხება არ სურდა დუდასი ,რომელიც გაოგნებული ცდილობდა შეეჩერებინა, თუ მამინაცვლის,რომელიც ამბის დანახვის შემდეგ განრისხდა და ნონა უმოწყალოდ სცემა. გაქცევა უნდოდა, ოთახში შესვლა და კარადაში ჩაკეტვა, თავის ტკივილთან ერთად გამოკეტვა , მაგრამ არ გამოუვიდოდა -დამშიდდი,მე შენთან ვარ. უსაფრთხოდ ხარ. ეს მხოლოდ წარსულია ...გაიარა ,დასრულდა . შენთან ვარ - დუდა ეფერებოდა, ეჩურჩულებოდა და მკლავებს არ უშვებდა. სრულიად უცხო ადამიანებთან ისტერიკა დაეწყო , ტიროდა და დუდას ჰყავდა ჩახუტებული, ეს რომ გაიაზრა სპაზმი კიდევ უფრო გაძლიერდა, წამით გაუსწორა მზერა შეშინებულ კაცს , უშედეგოდ შესძლო ჰაერის ჩასუნთქვა და გონება დაკარგა. -უკრავ? შენ რა მგლოვიარე არ ხარ? მამაშენი ჯერ კიდევ არ გახრწნილა მიწის ქვეშ შე პატარა ეშმაკო. ისე იქცევი თითქოს გინდა უკან მიჰყვე და შენ უკრავ?- მთვრალი იყო, არეული ნაბიჯებით უახლოვდებოდა და მერე იყო ხმაური, რომელსაც მოჰყვა ტკივილი. -რა გააკეთე ... თითები მოტეხე ? შე ფსიქოპატო ... - კაცს ვერ ხედავდა , ხმები ნაწყვეტებად ესმოდა, მისი ღრიალი, გინება და მერე კადრები ,დაბინდული თვალებით ხედავდა როგორ სცემდა იატაკზე დაგდებულ ქალს,რომელიც სიცილს არ წყვეტდდა, გალეშილს სისხლიც კი სდიოდა ცხვირიდან, ის კი იმდენად უგონოდ იყო რომ ხარხარებდა. ტკივილი ირდებოდა, ვეღარ მოერია პრინცესა კირა , ის არ იყო ჩვეული გაუსაძლისის გაძლებას. თაბაშირში ჩასმული ხელით საძინებელში იყო გამოკეტილი, აღარც საუბრობდა და აღარც ჭამდა. საწოლზე დამხობილი იწვდა და მერე იქაც აღარ შეეძლო დარჩენა, იქ კაცი მიდიოდა , მზრუნველი ტონით, საფერებელი სიტყვებითა და შეხებით, აუტანელი სიახლოვით. კარადაში ჩაკეტვამდე კარი შიგნიდან გადაკეტა, იფიქრა გასაღებს შიგნით თუ შევიტან თავად გავაკონტროლებ ,რომ არავინ შემოვიდესო,მაგრამ არაფერი გამოუვიდა. შემდეგ ყველაფრისგან შორს ყოფნის ერთადერთ საშუალებად ხის უზარმაზარი კარადა აირჩია, დიდხანს ვერ პოულობდნენ, იქ იკეტებოდა მაშინ, როცა გარედან ჩხუბის ხმა ისმოდა, როცა ნონა თავდასხმისთვის ემზადებოდა და მაშინაც ,როცა მან იქ საყვარელი მიიყვანა. ყველა კადრი ერთბაშად გაცოცხლდა, წვიმდა და გონს მოსვლას ვერ ახერხებდა, დუდას შეხებასაც გრძნობდა, მისი აჩქარებულ გულისცემა ესმოდა, მაგრამ წარსულის ლანდებს თავს ვერ აღწევდა. კიოდა, პრინცესა კირასთან ერთად ხმის დაკარგვამდე კიოდა და საწოლში მჯდომი მუშტადშეკრულ ხელებს ბალიშებს უშენდა . გამოფხიზლდა, გონს მოვიდა და გაქვავებულ დუდას ამჯერად თავისი ნებით ჩაეხუტა. ფერმკრთალი,ცრემლებით დაღარული სახე კაცის ყელში ჩამალა, თითები მის თითებს ჩაჰკიდა და მთელი ძალით მოეხვია. -მაპატიე, მაპატიე გთხოვ... შეგარცხვინე, პრობლემა შეგიქმენი. არ მინდოდა, მაპატიე ... უბრალოდ ფხიზელი გონებით მეტს აღვიქვამ, ბევრს ვიხსენებ და ვერ ვაკონტროლებ თავს. გემუდარები მაპატიე - რამდენიმე წუთის შემდეგ ასწია თავი, კაცის სახე ხელებში მოიქცია და რამდენჯერმე შეეხო მთრთოლვარე, ცრემლებით დანამული ტუჩებით -იმ ერთ წელში შენ რამდენი რამ დაგმართეს , ჩემო კირა - თვალებამღვრეული უყურებდა ჯერ მის სახეს შემდეგ თითებზე გადაიტანა მზერა , ორივე მტევანი ხელისგულში მოიქცია და რამდენჯერმე აკოცა- რა დაგმართეს ... რატომ არ მითხარი, ჯანდაბა ,როგორ არ მითხარი . მაშინ ყველაფერი ,რომ მოგეყოლა მე შენ არასდროს გაგიშვებდი -არ დამიჯერებდი, არც შენ და არც არავინ... მაშინ ხელი რომ არ გაგეშვა შენც ჩემთან ერთად ჩაიძირებოდი, შენი ცხოვრებაც განადგურდებოდა -არა! მე და შენ რომ ერთად ვყოფილიყავით ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. როგორ ვერ მივხვდი -ვერავინ მიხვდებოდა, მითუმეტეს შენ , უკეთილშობილესი არსება - თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა კაცის სურნელით გაჯერებული ჰაერი - ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ მე ვარ. საკუთარი თავი გავინადგურე , გონება არ მეყო სწორი გზის საპოვნელად და ყველაზე უარესი ავირჩიე. ასეთი საზიზღარი რომ ვარ მხოლოდ ჩემი ბრალია - სრულიად გამოიფიტა, მოდევნო რამდენიმე დღე დუდა გვერდიდან არ შორდებოდა და ისე უვლიდა როგორც პატარა ბავშვს და მაინც , ის გონების ბნელ მხარესთან ბრძლაში სულ მარტო იყო …………… _თათული ჩამოფრინდა საქმროსთან ერთად ... ქორწილის სამზადისს იწყებს _არ გაუკვირდა შენ რომ დაასწარი? _ აღელდა, მაგრამ არ იმჩნევდა _ ჭკვიანი გოგოა , მიცნობს და მას მერე ელოდა ჩვენს ერთად ყოფნას რაც დავბრუნდი _თითქოს ჩემ გამო დაბრუნდი _ აზრებით სხვაგან იყო, ბავშვს იხსენებდა რომელიც ზრდასრული მხოლოდ ფოტოებში ჰყავდა ნანახი. წარსულის ბედნიერ მოგონებას ხედავდა , გიორგის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე რომ წავიდა ქვეყნიდან და სრულიად სხვა ადამიანი დატოვა. ახლა ვინ დახვდებოდა , როგორ უნდა შეხვედროდა და რომ შეხვდებოდა როგორ უნდა მოქცეულიყო. გულისცემა აუჩქარდა მღელვარებისგან და კიდევ უფრო აირია როცა დუდას სიტყვები გაიაზრა _იქნებ მართლაც შენ ხარ ერთადერთი მიზეზი რის გამოც ამ ადგილს დავუბრუნდი _ ქალს მის მკერდზე ედო თავი , წამსვე წამოიწია და მზერა გაუსწორა _ ქვეცნობიერად ვიგულისხმე _თათულის ნახვა არ მინდა...ქორწილის სამზადისში ჩართვა მომიხდება რისი ენერგიაც რომ მქონოდა საკუთარს დავგეგმავდი. უთხარი, რომ საქმეები მაქვს _მაგრამ არ გაქვს, კიდევ ერთ შემოთავაზებაზე თქვი უარი _კონტრაქტი არ მომეწონა. აქ მომიხდებოდა მუდმივად ყოფნა და ჩვენ ორ თვეში ისევ უნდა წავიდეთ_თავი ისევ გულ_მკერდზე დაადო და თვალები დახუჭა _ ესეც რომ არ იყოს ხომ იცი მომბეზრდა ამ ყალბი როლის მორგება _გასაუბრებაზე არ წახვალ? _ პაუის შემდეგ ჰკითხა, ხელზე ეფერებოდა და თან მთელი სხეულით გრძნობდა მისი გულისცემის ცვლილებას. უყვარდა ასე რომ ჰყავდა ჩახუტებული , სიტყვების ნაცვლად გრძნობები ესმოდა _არც კი ვიცი რატომ მითხარი, მე ხომ ჟურნალისტი არ ვარ . _ზუსტად ის ხარ ვინც სჭირდებათ _ვიცი, რომ მივიდე უარს არ მეტყვიან. წლებია მაგ არხის დირექტორს მოვწონვარ და არ მჭირდება ადგილი სადაც ვიღაცის უაზრო ფლირტს უნდა გავუძლო . არ ვარ მე მუდმივი სამუშაოსთვის შექმნილი, რეჟიმი და მთელი ეს დამღლელი რუტინა _მიეცი თავს უფლება სცადო , სხვა დანარჩენი დააიგნორე. ხომ ამბობ ჩემთვის სიამოვნებაა მთავარი ამ ცხოვრებაშიო -არ გამომივა... -რატომ გგონია,რომ არსებობს რაიმე რასაც ვერ შეძლებ -იმიტომ რომ უამრავი რამაა რაც მინდა,მაგრამ ვერ ვაკეთებ -მაგალითად? -დუდა გთხოვ , არ გვინდა ამაზე საუბრი. შეგიძლია თათულისთან წახვიდე - გაიქცა, მაგრამ საკუთარ სურვილებს ვერ ემალებოდა . ძალიან უნდოდა გასაუბრებაზე წასვლა, ყველაფრის შეცვლა და საოცნებო საქმის კეთება,მაგრამ საკუთარ თავს ვერ ენდობოდა. ................. _არ მეგონა ასე მალე თუ დაბრუნდებოდი... დაბინავდნენ უკვე?-საღამოს სახლში რომ დაბრუნდა დუდა შინ დახვდა . _ჩვენს სასტუმროში არიან , თათული ელოდება შენს ნახვას . ნომერი მთხოვა , მინდა ვესაუბროო, სოციალურ ქსელს აშკარად არ იყენებსო... უცდია დაკავშირება და სულ ფან ფეიჯები აღმოჩენილა_საუბრობდა და თან აკვირდებოდა, ჩუმი იყო , მაგრამ არა დაღლილობისგან , უცნაურად ბრწყინავდა _მასთან საუბარს არ ვაპირებ...ქორწილში წამოვალ _შენ რას აკეთებდი _რომ მოეხვია და მის სურნელში უცნობი სუნის ძიება დაიწყო საკუთარმა აზრებმა არიეს. არ მოეწონა ეს შეგრძნება, ეს შიში და საერთოდ მდგომარეობა, რომელსაც მუდამ ებრძოდა და ვერასდროს აქრობდა _ვსეირნობდი _ივახშმე თუ მოვამზადო რამე _ძალიან მეძინება , დავწვები კარგი? _ასეთი რა აკეთე რომ გამოიფიტე _ბევრი ვიარე _ ჩუმად თქვა და საბანში გაეხვია. ეჭვი არ ასვენებდა, მთელი კვირა ერთი და იგივე ხდებოდა . კირა მიდიოდა გაურკვეველ ადგილას და ბრუნდებოდა საღამოს . უკვე ისე იყო დაძაბული ყველაფერს აკვირდებოდა თავადაც არ იცოდა რას ეძებდა, რისი აღმოჩენა უნდოდა. ბოლოს ვეღარ გაუძლო , სახლთან ახლოს მანქანით დაელოდა და უკან გაჰყვა. ქალაქიდან მართლაც გავიდა, მაგრამ პარკში სეირნობის ნაცვლად დუდასთვის უცნობ მისამართზე გაჩერდა. ეზოში მანქანა შეიყვანა და დუდას აზრებიც თავდაყირა დააყენა. რა დრო გავიდა არ იცოდა, მაგრამ ჭიშკარი რომ გააღო და სახლისკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა იქ კირას უცნობ საყვარელს ელოდა , ანდაც ნარკომანების ბუნკერს სხვა არაფერი აფიქრდებოდა . სახლის კარი დაკეტილი არ იყო, ისიც დაუბრკოლებლად გადალახა და აღმოჩნდა სრულიად ფერად გარემოში . წამიც არ გასულა ისე მივარდა უცნობი პატარა ბიჭუნა , ხელში სათამაშო ხმლითა და ზოროს ფორმით სასაცილოდ გამოიყურებოდა . უცნობი კაცის დანახვისას დაფრთხა , უკან დაიხია და ოთახში იმ წამს გამენილ მოზრდილ გოგონას მიეკრა _თქვენ ? აქ რას აკეთებთ? კირას არ უთქვამს სტუმრად თუ მოგიყვანდათ... რა კარგია რომ მოხვედით , ისე მაინტერესებდა როგორი იყავით სინამდვილეში _ ჟღალი გოგონა გაბადრული სახით საუბრობდა და მერე კაბაზე ჩაბღაუჭებულ ბიჭს მიმართა _ ნუ გეშინია ის ხომ კირას ქმარია ... რომ გვიყვებოდა _ის ლამაზი არაა, მე უკეთესი ვარ მე უნდა გამომყოლოდა ცოლად _სესილ სად წახვედით? დღეს რა გამეცადინოთ დეას მოსვლამდე ? წიგნები მოგიტანეთ , მე ამათ ვკითხულობდი თქვენს ასაკში და _ მანამ არ ეჯერა სანამ თავად კირა არ დაინახა და მერე შოკისგან წონასწორობა დაერღვა. კედელს მიეყრდნო და ისე უყურებდა ქალს _რატომ არ გვითხარი დუდა რომ დაპატიჟე? კექსს გავაკეთებდი , ხომ თქვი უყვარსო და _სტუმრად არ არის... მალე წავა. მიდით ყუთები გახსენით, ნახეთ რა მოგიტანეთ _ კაცს უყურებდა და ეტყობოდა როგორ წამში ჩაუქრა მზერა _ ჩემი ცოლი უნდა ყოფილიყავი, ის არ მომწონს _პატარა ბიჭმა გასვლამდე უთხრა და მერე ძუნძულით გაეკიდა უფროს დას _ისინი ვინ არიან ? _ჩემი საყვარელი არცერთია... ეგ თუ გაინტერესებსა არ გღალატობ _ვიცი ცუდად ჩანს, მაგრამ ისე არ არის როგორც გგონია . მე უბრალოდ მაინტერესებდა ...მე იმიტომ გამოგყევი , რომ დრო შენთან ერთად გამეტარებინა _ტყუილის თქმა არ გამოგდის . არაუშავს, მესმის რთულია მენდო. გინდა, ვიცი , რომ გინდა ,მაგრამ არ გამოდის. არ ვბრაზობ , ნუ ღელავ ... შემდეგისთვის გაითვალისწინე ღალატი რომ მომინდეს თავს არ შევიწუხებ დამალობანას თამაშით _ თითქოს მშვიდად დატოვა , ტონი არ აუმაღლებია და წყენაც არ ეტყობოდა , მაგრამ იმედგაცრუებული რომ იყო ამას მარტივად ხვდებოდა დუდა. დანაშაულის შეგრძნება შემდეგ უფრო გაუმძაფრდა ბავშვებთან მარტო დარჩენა რომ შეძლო და კირას მათთან შეხვედრის ამბავი მოისმინა _ დედას ქმარი მცემდა, ქუჩაში გავრბოდი და არავინ მეხმარებოდა სანამ კირამ არ გააჩერა მანქანა . სულ არავინ მოვიდოდა და ალბათ ვიღაც დამეჯახებოდა _გოგონას თვალები აუწყლიანდა და პატარა ბიჭიც წამსვე ჩაეხუტა _არ ვიტირებ , ყველაფერი კარგადაა . კირა დაგვეხმარა და ამ სახლში გადმოგვიყვანა , ჩვენი უფროსი დაც იპოვნა , რომელიც სრულწლოვანია . ის საერთოდ არ წამოვიდა ჩვენთან საცხოვრებლად მარტო ცდილობდა სწავლას, მუშაობას. ფულს აგროვებდა მეც რომ წავეყვანე _კიდევ აქ ხარ ? მეგონა თათულის ეხმარებოდი დეკორაციების შერჩევაში , შეხვედრებს რას უშვები ანა დილიდან გითანხმებდა _კირამ შეკვეთა მოიტანა, მზა კერძები მაგიდაზე დაალაგა და ბიჭუნას დააცქერდა _ ხელები დაიბანე თორემ შოკოლადს არ მოგცემ დესერტად _გავიგეე ხო , ნუ მეჯუჯღუნები სულ... დამითხელდა თითები იმდენჯერ მაბანინებ ამ ერთ კვირაში. უუჰ როდის დაბრუნდება დეა , რამდენხანს უნდა ისწავლოს _ მძიმედ მიაბიჯებდა და ბუზღუნებდა -ცოლად მირთავდი და თან ვერ მიძლებ... ყველა კაცი ერთნაირი ხართ _ დუდას წაკბინა და მერე ადგომა აიძულა საღამოს მოვალ. დროულად წადი თუ არ გინდა, რომ გავგიჟდე და საერთოდ აღარ დავბრუნდე _ჩვენთან დარჩები? დარჩი რაა , რა გინდა ამასთან სულ არააქვს ისეთი ლამაზი თვალები შენ რომ ამბობდი _ბიჭი გამოჩნდა ისევ და აწუწუნდა _გეყოფა , უკვე _ისე შეუღრინა ბიჭს თვალები აუცრემლიანდა ,მაგრამ კირას რეაქცია არ ჰქონია _ წახვალ თუ მე წავიდე _მეც რომ დავრჩე არ შეიძლება? _არ შეიძლება , აქ რა სათნოების სახლია? მე უბრალოდ ვრჩები სანამ ის გოგო კურსებზე დადის , უნდა დააწინაურონ _ღელავდა, საშინლად აფორიაქებული იყო. ასე ალბათ მაშინაც არ იდარდებდა საყვარელთან ერთად რომ გამოეჭირა დუდას სახლში დაბრუნების შემდეგაც პირველი რაც გააკეთა თავისმართლება იყო . დუდას ზედაც არ უყურებდა ისე დაიწყო ტანსაცმლის გამოცვლა , სააბაზანოსკენ მიდიოდა და ჩქარ_ჩქარა ამბობდა სიტყვებს _მე ასე არავის ვეხმარები, სესილია უბრალოდ ჩემს ბედს იზიარებდა და დროულად დავიცავი.კოშკებს ნუ ააგებ ჩემი კეთილი გულის შესახებ, ფული საკმარისზე მეტი მქონდა და რამდენიმე ოჯახის დახმარება თავისუფლად შემეძლო, სხვებს აღარც ვჭირდები უკვე თავიანთი საქმეები აქვთ . ლილი საერთოდ ლონდონში სწავლობს _ზედმეტი წამოსცდა და წამსვე გაჩუმდა _ჯანდაბა ასე ნუ მიყურებ _ არაფერს ვამბობ , ვერ ვხვდები რა გაბრაზებს _ იღიმოდა, თვალები უციმციმებდა და მანძილს ტანსაცმლის მოშორების პარალელურად ამცირებდა _ დამშვიდდი, მე ისედაც ვიცი შენ რომ საოცრება ხარ და ეს გული, რომელიც ჩემია , დიდებულია _ ჯერ ხელით შეეხო მკერდზე , აჩქარებულ გულისცემას გრძნობდა და ქალს ათრთოლებულ ტუჩებს მონაცვლეობით უკოცნიდა _ასე არ არის ... მე მათ არც კი ვხვდები. მხოლოდ ფულს ვაძლევ, ეს უბრალოდ ჩემი ცოდვების გამოსყიდვაა . ცოდვილების ტიპიური ქმედებაა, იყიდონ სიკეთე და _დამშვიდდი , მოდუნდი , ისუნთქე და მომეფერე _ ქალს ზემოდან დაჰყურებდა და ისევ უღიმოდა ის კი სახეზე წამოწითლებული, სრულიად არეული , გრძელი წამწამების ფახუნით შესცქეროდა _მიგეფერო მეე? ეს შენ უნდა ცდილობდე ჩემს სიამოვნებას იმ უნდობლობის დემონსტრირების შემდეგ . უკან რომ მომყვებოდი რა გეგონა კაცთან გამომიჭერდი? ეს დღეები იმიტომ მხვდებოდი სახლში ასეთი დაძაბული? ჩემში ცვლილებებს ეძებდი , მაკვირდებოდი კაიფში ვიყავი თუ არა, ზედმეტად ბედნიერი ხომ არ ვჩანდი ... მე არასდროს მიღალატია ერთის საწოლიდან მეორეში არ დავბრუნებულვარ და საერთოდ მე აქამდე არავისთან დამიდია ფიცი . მე რა ვიღაც მდაბიო კ.ხპა ვარ ჩუმად რომ ღალატობს ქმარს, არც ერთს კარგავს და არც მეორეს? სხვა თუ მომინდება გაიგებ და ახლა ისე ვბრაზობ , აქ რომ მოგიყვანო ვინმე ვინც შენც გაგ.მავს არც უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ რატომღაც ბოლო დროს მესაკუთრეობა დამჩემდა და არ მინდა ვინმე შეგეხოს _მორჩა? მგონი შენი ფარი შესანიშნავად გამოიყენე აიი გატყობ მშვიდად ხარ ... განვაგრძო დაწყებული თუ _ მეტი არ მინდა დილამდე გაჩერდე _ კვლავ თავისკენ მიიზიდა და ამჯერად თავად აკოცა. კვლავ გულში შეინახა წყენა, ტკივილი რომელიც დუდას იმდღევანდელმა ქცევამ გამოიწვია. არადა ფიქრობდა ჩემი სჯერაო, იცის რომ არ ვუღალატებო, დაიჯერა მისი სიტყვები, მაგრამ ქმედებით საპირისპირო დაამტკიცა. დუდა კირას არ ენდობოდა! .................... ერთხანს სიმშვიდე იყო და კირაც ცდილობდა ახალი გამოწვევა მიეღო , ჟურნალისტობა ეცადა. ამჯერად ნამდვილად ჰქონდა განზრახული სურვილების ასრულებისთვის ბრძოლა , ახალი ფურცლიდან დაწყება და ყველა კომპლექსის მოშორება. განგება დასცინოდა, გასაუბრების გავლის შემდეგ დუდასთან ერთად კლუბში წავიდა, აღნიშნავდნენ , ბედნიერად საუბრობდნენ ქალბატონი ნინა რომ გამოჩნდა მთელი თავისი აღმატებულებით. _სწავლა დაასრულა პატარა ნინამ და დაუბრუნდა სახლს? _ ჭიქას დაჰყურებდა და ისე ესაუბრებოდა გვერდით მჯდომს , რომელიც უტეხად უყურებდა მოშორებით მდგომ დუდას _მშვენივრად იცი , რომ ჩემი წასვლის მიზეზი სწავლის დაუოკებელი სურვილი არ იყო _არადა დუდას სამყაროში ყველაზე ბეჯითი ბავშვი ჰგონიხარ _ღიზიანდებოდა, ვერ იტანდა მას რომ უყურებდა _ იქნებ ჩემთანაც გეთამაშა _რა საჭიროა, ნიკომ ყველაფერი გაიგო შენი დამსახურებით, სასჯელიც მივიღე. ორი წლით გადამასახლა, განმარიდა თქვენს წყვილს _შენ იმდენად პატარა ხარ, რომ მას დამორჩილდი? მეგონა სრულწლოვანი , დამოუკიდებელი გოგო იყავი , რომელსაც ჩემთვის ქმრის წართმევის პრეტენზია დღემდე აქვს და ვერ ხვდება, რომ სამყაროში არაფერი არსებობს რაც მას ჩემგან წასვლას აიძულებს -შენი ქმარი ნიკოს დამსახურებითაა, სიყვარულმა და პატიების უნარმა კი არა მისმა მტკიცებულებებმა მოიყვანა შენამდე... _ კირას გამომეტყველება რომ შეეცვალა და კითხვისნიშნები გაუჩნდა მზერაში მაშინვე სიცილით განაგრძო მოიცა, შენ რა ასე თავდაჯერებული იმიტომ ხარ, რომ გგონია დუდამ უპირობოდ გალატია და შენი ყურმოჭრილი მონაა? შენ მას მართლა არ იცნობ. ისევ ვერ გაიცანი ხომ? შენთან მოსვლამდე ნიკო ესაუბრა, ზუსტად არ ვიცი რა უთხრა ან რა აჩვენა, მაგრამ ვიცი რაღაც ვიდეოს უყურებდნენ მერე დუდა შენთან გამოიქცა. დარწმუნებული ვარ თავს არასდროს მოიკლავ, უბრალოდ კაიფბ სიკვდილის პირას ყოფნით და ელოდები როდის შეებრალები ვინმეს... ის შენთან შიშის გამოა, ეცოდები და არ უნდა შენი სიკვდილი ტვირთად დააწვეს მხრებზე. ერთ დროს ძალიან უყვარდი, მაგრამ ახლა? ახლა ვინ ხარ , უუნარო ქალი , რომელსაც საკუთარი თავის კონტროლიც არ შეუძლია, სურვილების მართვა და სილამაზეც ნელ_ნელა ქრება ამ შენი ბინძური ცხოვრების წესის დამსახურებით _ქალის ყურთან ჩურჩულებდა, შხამს ანთხევდა და კლუბის ხმაურიც ვერ ფარავდა მის სიტყვებს. კირას ყელში ბურთი გაეჩხირა, სიტყვა ვერ თქვა მხოლოდ ერთი რამ სურდა ,გოგო სამუდამოდ გაეჩუმებინა. ნინა გაეცალა, ცეკვა- ცეკვით მივიდა დუდასთან , ისიც მოეხვია , თავზე აკოცა და გაბადრულმა გაუბა საუბარი . თავბრუსხვევას გრძნობდა, გონება დაებინდა, ისე დაცალა წინ მდგომი ბოთლი რომ ვერც გაიაზრა, შემდეგ წამოდგა და მოცეკვავე ბრბოს შეერია. მანამ არხევდა სხეულს სანამ ვიღაც ბიჭი არ მიეტმასნა, მოშორება არ უცდია, მისკენ შებრუნდა და წამით ისიც იფიქრა ვაკოცებო, ფიქრი წამიერ გაელვებად დარჩა დუდას მზერა რომ იგრძნო და მისკენ გაიხედა. შეამჩნია, როგორც იქნა მისი ყურადღება მიიპყრო, ისე უყურებდა ,ისე მშვიდად , რომ ქალმა არ იცოდა რას გრძნობდა ამ დროს. მისი გამოწვევა უნდოდა ბნელ მხარეს, ნათელმა კი აიძულა ყველაფერს განრიდებოდა ........... "ხვალ ნონა მილანში მიფრინავს , მე და შენ მარტო დავრჩებით " _ ამ წინადადების გარდა არაფერი ესმოდა, მხოლოდ კაცის გესლიანი ხმა ტრიალებდა გონებაში და განგაშის სიგნალიც ავტომატურად ირთვებოდა. თავი გადარჩენის ბევრ საშუალებაზე იფიქრა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა პოლიციაში წასვლას აზრი არ ექნებოდა ბატონ მოსამართლეს ისეთი რეპუტაცია ჰქონდა ბავშვის სიტყვებს არავინ დაუჯერებდა თანაც სამხილების გარეშე და მტკიცებულებაც რომ ჰქონოდა ის მაინც ყველას მოისყიდდა . კარგად ხედავდა ბოლო თვეების განმავლობაში როგორ ცხოვრობდა , ფულის ნაკლებობა ახლა ნამდვილად არ შეაწუხებდა , ყველას მოსყიდვასა და დაშინებას შეძლებდა. ისეთი სტუმრები ჰყავდა ხოლმე მათი დანახვაც აშინებდა კირას, რომელიც მანამდე სუფრასთან მხოლოდ მამას ახლო მეგობრებთან ერთად ხვდებოდა ახლა ნებისმიერ დამნაშავეს შეეძლო იქ მიხვედრა და მის გვერდით ადგილის დაკავება. ვინ დაუჯერებდა, ვინ წაიყვანდა , ვინ დაიხსნიდა ნათესავები არ ჰყავდა გიორგის ყველა ახლო მეგობარი ქვეყნიდან გასული იყო და მათთან რომ მისულიყო საფრთხეში ჩააგდებდა. თომას და მის ხელისბიჭებს ყველაფრის ჩადენა შეეძლოთ . განგებ ასმენინებდა კაცი ისეთ ამბებს რაც 15 წლის ბავშვს შეაშინებდა , მის გავლენას აცნობდა და კირას ბოლო იმედიც გაუქრა. როგორ უნდა ეთქვა ამდენი თვე სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ვარო, ნონას მეურვეობას არ ჩამოართმევდნენ მას ხომ ისე იცნობდნენ როგორც კულტურულ ლედის . ეზიზღებოდა ეს ფარისევლური ყოფა, ამდენი სიყალბე რომელსაც ერთბაშად აეხადა ფარდა, მთელი სამყარო რომელიც ჯერ კიდევ არ ჰქონდა შეცნობილი . _სკოლიდან დროულად გამოდი, მე გამოგივლი და არ მალოდინო ! _გულისცემა ისე აუჩქარდა მანქანის კართან მისულს კაცი რომ წამოეწია თეძოზე შეეხო. ისეთი კმაყოფილი სახით უყურებდა ამდენად ბედნიერი მოდის ქალაქში წასული ნონა არ იქნებოდა. დრო სახლში დაბრუნებამდე ჰქონდა და თითქოს ნაღმზე იჯდა , რომელიც მალე ნაფლეთებად აქცევდა თუ მის განეიტრალებას არ შეძლებდა. პასუხი არ გაუცია, მანქანის უკანა სავარძელზე უსიტყვოდ დაჯდა და შავი კაბის მკლავით მაჯა ბოლომდე დაიფარა. ბოლო დროს სულ ასე იცვამდა, გრძელ შავ სამოსს რომელიც მთლიანად ფარავდა მის სხეულს, სილამაზესთან ერთად იმ დალურჯებების დაფარვა სურდა რომელიც ჰქონდა , ზოგჯერ მთლიანად უჩინარი უნდოდა გამხდარიყო, მაგრამ არ გამოსდიოდა. იმდენად დაბნეული იყო სკოლის ეზოში შესულს ფეხი კაბის ბოლომდე დაშვებულ ნაჭერში აებლანდა და დაეცა. ხელისგულები ეწვოდა, მუხლებიც სტკიოდა და ტირილი რომ დაიწყო მაინც სულის ჭრილობების გამო ღვრიდა ცრემლს. ფიზიკურ ტკივილს ვეღარ აღიქვამდა , ეს იყო იმ მძიმე თვეების შედეგი , მაგრამ სხვებს აღელვებდათ . თავი რომ ასწია ირგვლივ უამრავი ადამიანი დაინახა . ყველანი დახმარებას ცდილობდნენ , მათ თვალებში სიბრალულზე მეტად ზიზღი იკითხებოდა , ყველა გოგო ელოდა როდის შეიცვლებოდა კირას სილამაზე სიმახინჯით ბიჭები წამსვე განერიდნენ როგორც კი უფროსკლასელი გამოჩნდა. საქმეს მიხედეთო ერთი თქვა და ყველანი გაიფანტნენ დარჩა მხოლოდ ის თავისი წრფელი მწუხარებით. ჩაიმუხლა , კირას ხელებს ფრთხილად შეეხო და ნაკაწრებს დახედა _არაფერია , მშვენიერო ექიმთან შეგიყვან და მალამო გიშველის ... არ იტირო , თორემ მგონია შენთან ერთად მთელი სამყარო ტირის _ ხელის ზურგზე მოეფერა , თან ცრემლების შემშრალება სცადა, მაგრამ კირას მისი შეხება არ უნდოდა. სწრაფად გაითავისუფლა ხელები და ფეხზე წამოდგომა სცადა _დახმარება არ მჭირდება, გმადლობ _ თვალსაც ვერ უსწორებდა ბიჭს, არასდროს მოსწონდა მისი ზედმეტი ყურადღება . გაწითლდა კიდეც მოულოდნელად წონასწორობადაკარგულს ხელი რომ შეაშველა და თავისკენ მიიზიდა _ფრთხილად , ხომ ხედავ გტკივა და ნება მომეცი დაგეხმარო ... ტეხავს მარტო რომ გაგიშვა იტყვიან ეს რა არაკაცი ყოფილაო _თბილად უღიმოდა და ხელს არ უშვებდა . წამში ხელში ჰყავდა აყვანილი და შენობისკენ დგამდა ნაბიჯებს _დამსვი , არ მინდა ასე წამიყვანო ... გთხოვ _ დამშვიდდი, ნუ გრცხვენია და ხელები მომხვიე _ კარგად ახსოვდა როგორ ექცეობა ბიჭი, რომელიც მანამდე ყველაზე უხეში და უზრდელი ეგონა. ჩხუბისთავი , მექალთანე, ყეყეჩი ტიპი ისე ტკბილად ესაუბრებოდა გონებამ მისი დაიგნორება ვერ შეძლო. კიბეზე ადიოდნენ შემთხვევით რომ დაინახა დუდა, მას კი არ შეუმჩნევია ,საკლასო ოთახში შევიდა კირას კი მასთან საუბრის გარდა არაფერი უნდოდა _ ის ხომ დუდა იყო _ვინ დუდა , შენთან რომ დვიჟენიობს ის სათვალიანი ტიპი? _ხო, ჩემი მეგობარი _კი ეგ იყო ... გუშინ დაბრუნდნენ და უკვე სკოლაშია. შენც ასეთი ბეჯითი მოსწავლე ხარ? _ბიჭს ყურადღების გადატანა უნდოდა კირა კი მხოლოდ დაბრუნებულ მეგობაზე ფიქრობდა, ერთადერთ ადამიანზე ვისთან საუბარსაც მოახერხებდა. ექიმის კაბინეტიდან გამოსვლისთანავე დატოვა ბიჭი, მადლობა მოვალეობის მოხდის მიზნით უთხრა და ზედაც აღარ შეუხედავს ისე გაიქცა საკლასო ოთახისკენ . დუდა იქ ეგულებოდა, ამდენი ხნის შემდეგ ნახავდა , გული აუჩქარდა, ახსოვდა როგორ გაუჩნდა იმედის ნაპერწკლები, თვეების შემდეგ პირველად იღიმოდა გულწრფელად, პირველად უნათებდა თვალები , მაგრამ ის არ იყო , არსად იყო. მთელი დღე მას დაეძებდა, იქნებ სადმე რომელიმე გაკვეთილზე ეპოვნა,ცხრილი შეეცვალა და კირასთან ერთად არსად უწევდა ყოფნა. -დუდაა, დამელოდე _ბოლოს მაინც იპოვნა, ფეხები სტკიოდა, მაგრამ მაინც გარბოდა. ტანზე გამოყვანილი გრძელი კაბა სიარულში ხელს უშლიდა, ოდნავ ასწია და მასთან მიირბინა. არ შეუმჩნევია დუდას რეაქცია, არც მისი უჩვეულო სიცივე დაუნახავს ისე მოეხვია , შვება იგრძნო ჩახუტებისთანავე და მისი სურნელით გაჟღენთილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა რატომ შეცვალე მასწავლებლები, ახლა ერთად ყოფნას ვეღარ შევძლებთ ... წამოდი , წავიდეთ ვისაუბროთ _გაკვეთილი მაქვს , კირა _გთხოვ, ამდენი დრო გავიდა ... ძლივს დაბრუნდით . ერთი გაკვეთილის გაცდენა ჩემს გამო არ შეგიძლია? _წერა მაქვს _კარგი , რა გაეწყობა ...მაშინ ჩვენს ადგილას დაგელოდები და რომ დაასრულებ გამოდი , გთხოვ _ მის სიცივეს არ იმჩნევდა, არ უნდოდა დაენახა და უკანასკნელი იმედის ნაპერწკალიც ჩაქრობოდა . ეზოში ელოდა დუდას გამოჩენას, არც კი იცოდა რას ეტყოდა , უბრალოდ ელოდა იმ სიმშვიდეს რომელიც მას მოჰქონდა, მი გვერდით ყოფნის იმედი ჰქონდა . საუბრისას მიხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა, იქნებ მოეყოლა კიდეც , მაგრამ რომ ეთქვა მერე რა მოხდებოდა, აზრები ერეოდა , ლოდინი უმძიმდა , ის კი ისევ არ ჩანდა . _ბევრი დრო არ მაქვს ... _მოულოდნელად გამოჩნდა _ასე სად გეჩქარება _დაიბნა, ხვდებოდა დუდა ძველებურა აღარ მოუსმენდა და ყველა სიტყვა ერთიანად გაქრა _მალე ქვეყნიდან წავალთ ... შეიძლება სამუდამოდაც _დამტოვებ ? _ სიტყვა გაუწყდა , ფეხზე მდგომ ბიჭს ქვემოდან ახედა და სუნთქვა შეეკრა ტკივილისგან _ხელებზე რა დაგემართა _თითქოს ახლა შეამჩნია, არც შეხებია ისე მიუთითა სახვევებზე _მტკივა _ სული ტკიოდა, ტიროდა და დაბინდული მზერით ძლის ხედავდა ბიჭს _იმას რომ მიჰყავდი არ ტიროდი, ახლა გტკივა ? _დამინახე? რატომ არ მოხვედი _ზემოდან დაგინახე, ჩემს მოსვლას რა აზრი ჰქონდა უკვე გეხმარებოდნენ _მაგრამ შენ სხვა არ ხარ , შენ დუდა ხარ _ეწყინა, იქნებ გაბრაზდა კიდეც _მე სულ შენს გვერდით ვერ ვიქნები ქვეყნიდან მივდივართ , როგორ გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა. ვინმე სხვა უნდა იპოვნო ვისაც დაელაპარაკები _სულ ესაა? მე გელაპარაკები, შენ მისნენ და სხვა არაფერია ჩვენს შორის? _ ბიჭს მზერას არ აშორებდა ის კი გაურბოდა და ვინ იცის რა აზრები ტრიალებდა მის გონებაში . მიუახლოვდა , ემოციებისგან არეულს აღარაფერი ახსოვდა დუდას დაკარგვის შიში ამოძრავებდა _ გულწრფელად მიპასუხე , სიმართლე მჭირდება , გთხოვ _ ხელი ჩაჰკიდა და თითები ლოყაზეც შეახო _სხვა რა უნდა იყოს შენ მზე ხარ მე მთვარე და შვენს შორის რა შეიძლება იყოს _არა ! შენ მთვარე არ ხარ , შენ ხარ ცა _ სათვალე მოხსნა და ცისფერი თვალები კიდევ უფრო კარგად დაინახა _ უშენოდ მე ვერ გავანათებ , მჭირდები . ახლა შენს გარდა ვერავინ დამეხმარება, შენ თუ არ იქნები სამუდამოდ ჩავქრები, ჩემივე ნათება დამწვავს და ფერფლისგან მხოლოდ ფენიქსი აღსდგა _ ცრემლებმა ვარდისფერ ღაწვებზე იწყეს დენა, მწვანეები სულ მთლად ჩაიძირა სითხეში _გთხოვ, მითხარი მე და შენ _მე და შენ დასრულდა კირა, მივდივარ ამას არ გეგმავდა, არასდროს უფიქრია რომ ბიჭს თავად აკოცებდა , მაგრამ იმ წამს ვერ აზროვნებდა, ინსტიქტი მართავდა და ასე სცადა დუდას შეჩერება. გალეული მკლავები ყელზე შემოჰხვია, მანძილი გააქრო და ტუჩები სულ ოდნავ შეახო მის ტუჩებს . ეს იყო მისთვის კოცნა , ყველაზე ემოციური , გულისამაჩქარებელი , სულისშემხუთველი შეხება _შენ მე გიყვარვარ, ვიცი და მეც მინდა სულ მიყვარდე მხოლოდ შენ , სხვა არავინ. ერთად ვიყოთ, შენთან ერთად წამოვალ ... ყველგან სადაც შენი გეგმები და ოცნებები წაგიყვანს. ერთად ბედნიერები ვიქნებით,ჩემსავით არავის ეყვარები ახლა თუ მხოლოდ მეგობარი ვარ შეგიყვარდები, აუცილებლად შეგაყვარებ თავს _ თვალებში ვერ უყურებდა, ისევ ახლოს იყო და ჩქარა ამბობდა სიტყვებს, რცხვენოდა იმის რაც გააკეთა და თან ემოციები არ უნელდებოდა. დარწმუნებული არ იყო, იცოდა დუდა რომ უყვარდა, მაგრამ მისი გრძნობების შესახებ არ იცოდა , ვერ ხვდებოდა _კირა, შენ ... ღმერთო შენ რას ნიშვნავს გიყვარვარ. ეს რა თამაშია ... რა ერთად , დაგავიწყდა რამდენი წლის ხარ ? სად უნდა გამომყვე ,თითქოს დიდები ვიყოთ _თუ ვიქორწინებთ მეურვე აღარ დამჭირდება და მათთან აღარ დავრჩები. მე დრო არ მაქვს , ბავშვები აღარ ვართ ... მჭირდები , გთხოვ _ ხელი ისევ ჩაკიდა, მანძილი როგორც კი გაიზარდა მაშინვე იპოვა მისი მტევანი _დედაშენთან ცხოვრებას უნდა შეეგუო კირა, მესმის რთულია გიორგის გარეშე , მაგრამ ის დედაშენია და ერთმანეთი კარგად უნდა გაიცნოთ. შენ თუ მე ... მოკლედ მე და შენ ერთად ვიყოთ, ჩემი შეყვარებული გახდები და შემდეგ ... შემდეგ თუ მიხვდები რომ ჩემთან გინდა ცხოვრების გატარება , კირა შენ ჯერ ძალიან პატარა ხარ. ჩვენ ორივე პატარები ვართ... არც კი ვიცი რა წაიკითხე , რომელი რომანი ასეთი აღელვებული რომ ხარ _ფრთხილად შეეხო ლოყაზე და ცრემლები შეუმშრალა ,მაგრამ კირამ მოიშორა _პატარა აღარ ვარ ! არ დამაცადეს ბავშვად დარჩენა, მე უკვე ზედმეტად დიდი ვარ , ლამაზი და თვალშისაცემი ამ წყეული გარეგნობის გამო . მერე აღარ იქნება დუდა, ან ახლა წავალთ ერთად სადმე , ყველას ეტყვი რომ ვქორწინდებით ან მერე , მერე აღარასდროს ვიქნებით ერთად _რას ამბობ, ვერც კი იაზრებ რას მეუბნები... 15 წლის ხარ , ნაადრევ ქორწინებაზე ლექციებს შენ არ უკითხავდი გოგონებს ? _დაივიწყე ყველაფერი რაც მითქვამს, მჭირდები _ ტელეფონი მღეროდა , მამინაცვალი ურეკავდა , ვერ ითმენდა სანამ ხელში არ ჩაიგდებდა _შეყვარებული ვერ ვიქნები _ახლა არეული ხარ, ვერ ვხვდები რა გჭირს, მაგრამ უნდა მოხვიდე გონს ! _ხელი გაუშვა , უკან დაიხია და ისე განაგრძო საუბარი _დუდა გთხოვ , ხელი არ გამიშვა _ შეხვეული ხელი გაწვდილი ჰქონდა, ტიროდა და მის ნაბიჯს ელოდა ის კი არაფერს აკეთებდა. -მოგაკითხეს, გელოდება და გაჰყევი ...სხვა დროს ვისაუბროთ- გამოჩნდა პატივცემული მოსამართლე, რომელიც შვილობილს ელოდა . დუდასკენ გაშვერილი ხელი ცარიელი დარჩა, ბიჭს კვლავ სთხოვდა დარჩენას, ემუდარებოდა ის კი ვერაფერს ხვდებოდა , ჭირვეულ ბავშვს ხედავდა,რომელსაც მამინაცვალი არ მოსწონს. იმ დღეს შევიწროება ძალადობაში გადაიზარდა. ყველაფერი აშკარა გახდა, იმ დღეს კირას ბავშვობა დასრულდა, იმ დღეს ვარდისფერი სათვალე გაქრა, ფერია დემონად იქცა. კადრები ერთმანეთში ირეოდა, იყო უძლურება, შიში, სირცხვილი , სიშიშვლე და შემდეგ წინააღმდეგობის უნარი, ძალა რომელიც მოვიდა და სრულიად გარდაქმნა ფერადი გოგონა. არასდროს ავიწყდებოდა შეგრძნებები,რომლებიც გაქცევისას დაეუფლა, ადრენალინის ჭარბი დოზა სისხლში რომ გაიფანდა და ისე იფეთქა როგორც თავგატეხილი კაცის იატაკზე დაცემისას. დეზორიენტირებული ღრიალებდა, ის კი უყურებდა და შიშს ვეღარ გრძნობდა, მხოლოდ ზიზღრს და სხვას არაფერს. -დუდა მე -ისევ დაურეკა, ჯერ კიდევ სმენას უხშობდა საკუთარი გულის ხმაურიანი ფეთქვა - წამოვედი და გთხოვ -კირა მორჩი ჭირვეულობას, მე მივფრინავ დრო არ მაქვს . არ ვიცი როდის დავბრუნდები - ხელი ჩამკიდე და წამიყვანე აქედან ,გთხოვ...მოგიყვები მე -ჩვენგან არაფერი გამოვა კირა...მე და შენ სრულიად განსხვავებული არსებები ვართ -საუბარი დაასრულა, ტელეფონი გათიშა და მშობლებთან ერთად მშვიდად დატოვა ქვეყანა. აჯერადაც არეული მიაბიჯებდა, ეს კადრები ახსენდებოდა და არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. გაქცევაზეც ფიქრობდა, დუდას დატოვებისკენ მოუწოდებდა ბნელი მხარე, უსიტყვოდ მიტოვებაზე, სამუდამოდ მისგან წასვლას სთხოვდა და მაინც სახლამდე მივიდა. შევიდა თუ არა დუდაც მიჰყვა _ხომ თქვი დალევას არ ვაპირებო _რატომ არ მოხვედი . შენს თვალწინ რომ გამჟ.მოს ვინმემ ასე მშვიდად მიყურებ? მგონი სამში მოგწონს და ღალატზე რეაქცია იმიტომ არ გაქვს _იმაზე არ გიფიქრია , რომ გენდობი? _ მშვიდი ტონი ჰქონდა, მაგრამ მისი სიტყვების შინაარსი ჟღერდა ხმამაღლა _მენდობი... შენ მე მენდობი თუ გგონია , რომ ამ ორი წლის განმავლობაში სრულად დამიმორჩილე. შენს აჩრდილად მაქციე, გამომასწორე და მორჩა ჩემგან თავისტკივილს აღარ მიიღებ. არადა როგორ ცდები , ჩემო გულუბრტყვილო _ისე ამბობ თითქოს მღალატობდე... ხომ თქვი არ დაგიმალავო -ფარული ეჭვი გაუკრთა ხმაში _იმ ღამეს შენი საწოლიდან რომ წამიყვანა ზურამ ეგ არ ითვლება თუ ითვლება...ისე გცემეს იქნებ არც გახსოვს როგორ მეფერებოდა , იქვე შენს თვალწინ , სანამ მისი კუნთმაგარი ბიჭები ზედ გივლიდნენ _ კაბა მოიშორა, თმა გაიშალა და ღვინის ბოთლებით სავსე თაროსთან კედელს მიეყრდნო - როგორც კი სადმე მარტო წავალ მაშინვე უკან მომყვები, მირეკავ ან როგორმე მაკონტროლებ. ბავშვებთან მომივარდი ,ესაა ნდობა? შენ უბრალოდ გინდა დამარწმუნო,რომ ჩემი გჯერა სინამდვილეში კი შენც ისე მხედავ როგორც სხვები _რა დაგემართა , რა მოხდა დღეს ისეთი ამ მდგომარეობამდე რომ მიხვედი და ასე იცავ თავს _ასე ნუ მიყურებ, ასეთი იმედგაცრუებული სახე ნუ გაქვს ! გშორდები, მორჩა გათავისუფლებ და აღარასდროს მოხვიდე ჩემამდე, მე შენი სიბრალული არ მჭირდება- ბოთლი, რომელიც მანამდე ხელში ეჭირა იატაკზე დაანარცხა, წითელი სითხე თეთრ იატაკზე დაიღვარა და ნამსხვრევები მთელს ოთახში მიმოიფანტა- საერთოდ რატომ ხარ ჩემთან, მიპასუხეე რატოომ ხარ ჩემთან _პასუხი არ იცი? _მიუახლოვდა, მკლავები შემოჰხვია როგორმე რომ გაეჩერებინა .ზურგიდან ეკვრიდა, მხარზე აკოცა და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა _ გინდა კიდევ გაგიმეორო, რომ მიყვარხარ? ასე გავაუფასურებ ამ შესანიშნავ სიტყვას _მატყუებ, სულ ვგრძნობდი ამას და ამიტომ არ გეკითხებოდი . პასუხი მაშინებდა , მაგრამ ახლა თამაშის გაგრძელებას აღარ ვაპირებ . სიმართლე მჭირდება ! _რატომ არ შეგიძლია ბედნიერებისკენ მიმავალ გზას გაუყვე, რატომ გინდა სულ უბედურება ეძებო , თავი დაიტანჯო და ცხოვრება გაირთულო _ ჩვეული ტონით აგრძელებდა საუბარს , ეფერებოდა და ასე ცდილობდა მისი გონების არევას _ შენ ჩემი ცოლი ხარ, მე შენი ქმარი და ჩვენ ერთად შევძელით ორი წლის გატარება. _გეშინია რომ თუ დამტოვებ თავს მოვიკლავ? სისულელეა! მამაჩემი ჩემს თვალწინ მოკლეს, მის სისხლში ვიყავი ამოსვრილი , ირგვლივ დიდხანს არავინ იყო მხოლოდ მე და ის ვიყავით, თვალები მახსოვს, ცარიელი მზერა და სისხლის სუნი. დედაჩემს არასდროს ვყვარებივარ, პედოფილ მამინაცვალს რომ გავქცეოდი სკოლის ყველაზე ცუდ ტიპებთან ვიყავი. სხვებს ჩემს ადგილას კაცის შეხებაც ეზიზღებათ, მე კი პირიქით დომინანტი გავხდი და არ არსებობს ვინმე ვინც ჩემ გამო ყველაფერს არ დათმობს , ჩემთვის სიამოვნების მოსანიჭებლად წარმოუდგენელი გაუკეთებიათ ... ჯანდაბა მე ყველა უბედურება ჩავიდინე რაც მეზიზღება, დალევა დავიწყე, კაიფი და ორი აბორტი გავიკეთე , ალექსანდრეს სიკვდილიც გადავიტანე და გგონია თავს ახლა მოვიკლავ ? ეგ რომ შემძლებოდა წლების წინ გავაკეთებდი , როცა ხელი გამიშვი და მომიხდა ჩემი გარეგნობა გამომეყენებინა ბიჭების ტვინის ასარევას, როცა პატარა ძ.კნად ვიქეცი და ვერაფერი გავაკეთე საკუთარი პრინციპების დასაცავად. მამა იმედია იქედან არ მხედავს თორემ წარმოდგენაც არ მინდა როგორ შერცხვება, როგორ ვეზიზღები ახლა, როგორ წუხს,რომ დედაჩემს დავემსგავსე და არა მას, რომ ჩემზე დახარჯული თითოეული წამი გავაქრე, რომ მისი ღირსების ნატამალი არაა ჩემში... მე მაინც ყველაფერს მოვერიე თავისუფალი ვარ, არავინ და არაფერი მემუქრება . ერთ დღეს თუ სამყარო უჩემოდ განაგრძობს ბრუნვას ეს შენი ბრალი არ იქნება _კიდევ რა გგონია, რატომ ვარ შენთან _ თავი ისევ ქალის ყელში ჰქონდა ჩარგული, ქალი მის შენელებულ გულისცემას გრძნობდა და ძალაგამოცლილი მთელი სხეულით ეყრდნობოდა _შენ უნდა მითხრა რა გაიგე ისეთი, რომ აზრი შეგეცვალა _ყველაფერი ... _რას ნიშნავს ყველაფერი-სუნთქვა შეეკრა, ვერ ხვდებოდა რასაც გრძნობდა შიში იყო თუ რაიმე სხვა _სასტუმროს ნომერში მიმხდარიდან დაწყებული საავადმყოფოს პალატის ყველა კადრით _შეუძლებელია ...ზურა რომ დაიჭირეს ყველაფერი განადგურდა _შენ მათთან მიხვედი, შენ დააჭერინე სანამ ჩვენ მივაკითხავდით , ხომ?- თითები მოუჭირა და თავისკენ შეაბრუნა - რა გააკეთე - კედელსა და კარადას შორის მიიმწყვდია _აპირებდი იქ შესულიყავი სადაც შენი ადგილი არაა და ამის უფლება არ მოგეცი... თემას ნუ ცვლი _თავმოყვარეობის აღდგენის საშუალება წამართვი და მეუბნები თემას ნუ ცვლიო? შენი სულელური წარმოსახვები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ის ,რომ ზედ გადამიარეს? -სულელური წარმოსახვები რეალობა აღმოჩნდა, შენ უპირობოდ არ დაბრუნებულხარ. ჩემი გამართლების მიზეზები ჩაგივარდა ხელთ და იმიტომ ხარ ჩემი ქმარი -ამას რა მნიშვნელობა აქვს,მთავარია შენთან ვარ და მანამ არ წავალ სანამ ჩვენს შორის სიკვდილი არ ჩადგება -შენ სიყვარულის გამო არ დაბრუნებულხარ, არც იმიტომ რომ ჩემში დამალული კირა დაინახე... შენ მტკიცებულებების გამო მოხვედი - აღარ ბრაზობდა, ტიროდა და ჩამქრალი მზერით უყურებდა კაცის დაბნეულ ცისფერებს-ნახე რომ შენზე ვღელავდი, მადარდებდი და იმ ნაბიჭვართან ჩემი სიამოვნების გამო კი არა შენს გადასარჩენად წავედი . ნახე,როგორ გავათამაშე ტიპი ,რომლისაც ნახევარ ქალაქს ეშინია . ნეტავ იცოდე ეგეთი რამდენი გამომიყენებია ... შენ მე არ მიცნობ, შენ მე მაინც ვერ გამიცანი. ადრეც არ იცოდი ვინ ვიყავი, შენ მხოლოდ ჩემი მწვანე თვალები და ოქროსფერი თმა გიყვარდა . შენთვის მე ის ბრილიანტი ვიყავი ,რომელსაც ხელს ვერ ახლებდი ,რომელიც დაკარგე და მერე დაბრუნებას ელოდი, ახლა ხელში გყავს და გინდა ისე დაამუშაო როგორც მოგესურვება...მე სულ ეს ვარ -დავაგვიანე, შენი დანახვა მაშინ ვერ მოვახერხე ...იმ პატარა აღელვებულ გოგოს არ დავუჯერე, საკუთარ თავს არ ვენდე ვერ დავიჯერე რომ გიყვარდი,რომ მართლა შეგეძლო ჩემთან ერთად ყოფნა ...მე გხედავდი,მაგრამ შენს გვერდით საკუთარ თავს ვერ . მე მიყვარხარ, მთელი ცხოვრებაა მიყვარხარ . ვიცი ვინც ხარ, ვიცი ვინც გინდა რომ იყო და -არაფერი იცი, შენ ჩემი აღარ გჯეროდა, შენ ნინასთან იყავი და ჩემკენ ერთი ნაბიჯიც არ გადმოდგი, შენ მე გამიშვი , შენ ჩემზე უარი თქვი და ნიკოს რომ არ გაეგო მისი პატარა სულელი და შენზე უგონოდ რომაა შეყვარებული,რომ არ გაბრაზებულიყო, სხვა გამოსავალი რომ ეპოვნა ახლა მასთან იქნებოდი. ნიკომ დაინახა,რომ ნინას შანსი ჰქონდა , შეეშინდა თქვენი ერთად ყოფნის და იმიტომ გიკეთია თითზე ბეჭედი- კაცის მაჯას თითები შემოჰხვია, ოქროს რგოლი მოაძრო , გაოცებულს შეუტია - ეს ყველაფერი ყალბია , შენ ჩემთან არ მოხვიდოდი მე რომ მასთან ს.ქსი მქონოდა, მე რომ მართლა არ დავინტერესებულიყავი შენი მდგომარეობით შენ არ ეცდებოდი ჩემთან დაბრუნებას -თითქოს რაც გააკეთე ცოტა იყო... სასტუმროს კადრები რომ ვნახე თავი ვერ შევიკავე ისე ვაღებინე , იმდენად ამაზრზენი იყო შენი სახე დიდხანს ვფიქრობდი ჩემთანაც ასე ხომ არ თამაშობს-თქო. ისე წამოხვედი კაცი დარწმუნებული იყო ,რომ მასთან ყოფნა მოგწონდა,რომ მე ოდნავადაც არ გაღელვებდი. შენ ისე ასრულებდი ამ როლს... ამის დედას შევ.ცი მე შენთან მაინც მოვედი და შენ იმ ნაბჭვრისთვის ანგარიშს გასწორების უფლებაც წამართვი . ისევ შენ ბრაზობ, ისევ შენ გარბიხარ, ისევ შენ მიშორებ და ურცხვად შეგაქვს ეჭვი ჩემს გრძნობებში - ღრიალებდა, უცებ ყველაფერმა ერთად იფეთქა ,კონტროლი დაკარგა- აღარასდროს მითხრა,რომ მე შენთან რაღაც პირობების გამო ვარ ...მირჩევნია მითხრა ვეღარ გიტანო, შენთან ყოფნა აღარ შემიძლიაო ვიდრე ჩემს შენდამი სიყვარულს შეეხო . მეც მაქვს ჩემი ლიმიტი და იცოდე ერთხელ უბრალოდ წავალ იმიტომ,რომ ვეღარ გავუძლებ და არა იმიტომ,რომ აღარ მეყვარები ან ვინმე სხვასთან გავიქცევი . ნინას უბრალოდ დრო სჭირდება, როდესაც შეხვდება ნამდვილ სიყვარულს მიხვდება, რომ მე ბავშვური გატაცება ვიყავი და ბევრს იცინებს . შენ არ გაბედო მასთან დაპირისპირება, ნინა ხელშეუხებელია ! -იცოდი , სულ იცოდი რომ უყვარხარ და ისე იქცეოდი თითქოს მეჩვენებოდა. შენ მას იცავ ჩემგან?! როგორ ბედავ ჩემზე მეტად გიყვარდეს -მხოლოდ ეს გაღელვებს იმის შემდეგ რაც გითხარი? - ზურგით იდგა ისევ შებრუნდა და გაიცინა- სხვა არაფერი გაქვს სათქმელი? -რა გინდა გითხრა, რომ შენთან არ ვთამაშობ?რომ მჭირდები, მინდიხარ, მაგიჟებ, ვერ გშორდები და ერთადერთი ხარ ვისთანაც გრძნობები მაკავშირებს? ეს ყველაფერი გითხრა მას მერე რაც ნინას იცავ? შენ გვერდიდან არ იშორებ იმ ქალებს ვისაც იცი რომ უყვარხარ, ასე იმაღლებ თვითშეფასებას , გეგმა ბე გაქვს მე არ ვიქნები და ჩამნაცვლებ, მათგან სულ მიიღებ სიყვარულს ...კიდევ რამდენი გყავს ეგეთი გგონია არ ვიცი? ყველა ქვეყანაში ჩნდება ვირაც ვინც ნებისმიერ დროს მიგიღებს - მიახლოების უფლება აღარ მისცა , მთელი თარო გადმოაყირავა, ყველაფერს ამსხვრევდა და თავში დაგროვილი აზრების ნაწილს ათავისუფლებდა - შენ ისევ იმ პატარა ბიჭს ჰგავხარ,რომელმაც გამიშვა და რომელიც მხოლოდ შემდეგ გამოფხიზლდა სხვებთან რომ მნახა, მერეც არ მოვიდა ხელი არ ჩამავლო და არ მითხრა ჩემი ხარ, მე გიყვარვარ ,არავის დავუთმობ შენს თავსო ... შენ ახლაც შეგიძლია დამთმო, შენ ახლაც გგონია,რომ მე წავალ , შენ ისევ არ გჯერა , შენ მხოლოდ გებრალები , დანაშაულის შეგრძნებაც გაქვს იმიტომ რომ ყველაფერი მოგიყევი -მე შენს თავს არავის დავუთმობ, მე აღარ ვარ ის პატარა სათვალიანი ბიჭი და უკან არ დავიხევ! შენ ჩემი ხარ, მხოლოდ მე გიყვარვარ,მე გინდივარ , მე ვერ მთმობ - მაინც მიუახლოვდა, ხელი ჩაავლო ,თავისკენ მიიზიდა - დამარხე წარსულში ის სულელი ბავშვი რომელმაც დაგთმო ! -კიდევ თუ მატკენ , გეფიცები ამჯერად ჩემთან ერთად დაგწვავ. ერთად დავიფერფლებით ! - ................ თათულის ქორწილმა კიდევ ერთხელ გადაისროლა წარსულის მოგონებებში.გიორგის ყველა მეგობარი იქ იყო, კვლავ ძველებური კავშირით, ურთიერთობა არავის გაუწყვიტავს მხოლოდ კირა ჩამოშორდა ყველასა და ყველაფერ ძველს. თავს ისე გარიყულად გრძნობდა, იმდენად აღიზიანებდა მათ მზერაში დანახული ფარული აზრები, ყველას იცნობდა, იცოდა რასაც ფიქრობდნენ , რა წარმოდგენაც ჰქონდათ . გიორგის ხასიათზე საუბარიც დაიწყეს, იმის მანიშნებლად თუ რამდენად არცხვენდა კირას პერსონა მის ხსოვნას. იმდენი დარტყმის დაიგნორება მოუხდა მალევე გამოეცალა ძალა, რთული იყო ფხიზელი გონებით თავის გაკონტროლება, ღიმილის მორგება და ისე მოქცევა თითქოს ვერ ხვდებოდა მათ მინიშნებებს. -ნატალი, გახსოვს ის გოგონა? დუდას რომ გავაცანი რამდენიმე წლის წინათ ... ჯერ ისევ არ დაოჯახებულა, გადაჰყვა მამის საქმეებს. ნამდვილად სანატრელი შვილია, საამაყო სულ მარტომ შეძლო ყველაფერი , გაოგნებულია კოტე მისი პროფესიონალიზმით -მახსოვს , ვკონტაქტობთ კიდეც... რაღაც ბისნესშეთავაზება ჰქონდა , დუდასთან მეგობრობს კიდეც . როგორც აღმოჩნდა ჩვენი კირას დიდი გულშემატკივარია, ისე სთხოვა რეკლამაში მონაწილეობა.. დუდამ აწარმოა მოლაპარაკებები თორემ ჩვენი კირა ბევრ შეთავაზებას არ თანხმდება - არ ელოდა დედამთილი თუ მსგავსად დაიცავდა. ყელში ბურთი გაეჩხირა, ცოტაც და ემოციებისგან ტირილს დაიწყებდა . ქალი ხელზე რომ მოეფერა და გაუღიმა ისე მოუნდა ჩახუტებოდა თავი ძლივს შეიკავა - დუდა სად არის დე? -ჯერ კიდევ ფოტოების გადაღება გრძელდება , მეც წავალ ვუშველი თორემ ხომ იცით როგორ არ უყვარს- სასწრაფოდ დატოვა, შენობისკენ დაიძრა და იქაც უამრავი ვინმე დახვდა, სრულიად მოულოდნელად გზა ნაცნობმა კაცმა გადაუღობა -რამდენი წელი გავიდა, კირა ... ვერ ვიფიქრებდი თუ აქ შევხვდებოდით - ეცნობოდა,მაგრამ ვერ იხსენებდა -ზოგჯერ ასეც ხდება- გვერდის ავლა სცადა ,მაგრამ ხელი მკლავზე მოხვია და შეაჩერა -ამჯერად ვერ გამექცევი , დაწყებულს დავამთავრებთ მეორედ რომ შევხვდებით-მეთქი დაგპირდი და შეგისრულებ -პატარავ, წარმოდგენა არ მაქვს რა დაგესიზმრა საერთოდ ვინ ხარ და რა ოცნებებს აჟღერებ... მოგისმენდი ,მაგრამ დრო არ მაქვს - სრულიად შეეცვალა განწყობა, იერიც ირონიული გაუხდა , ხელი გაითავისუფლა , თვალი ჩაუკრა და კიბეს თითქმის სირბილით აუყვა. რაც შეიძლება მალე უნდოდა მარტო დარჩენილიყო ის კი უკან მიჰყვებოდა -ერთხელ უკვე დამადე , მეორედ არ გამოგივა ... -რატომ არ შეგიძლიათ კაცებს თქვენი ეგოს დაოკება სანამ ბოლომდე არ ჩავკლავთ თქვენში? -ღრმად ჩაისუნთქა და უკან მიბრუნდა, უკვე მეორე სართულზე ,დერეფანში იდგნენ - ნუ მიწვევ , გეფიცები არ გაგიხსენებ და თუ კიდევ იქნები ჩემს თვალსაწიერში გამახსენდება რა ხარ -ვიცი გახსოვარ, თამაშს შეეშვი და თავისუფალი ოთახი ვიპოვნოთ... აშკარად გაღიზიანებული ხარ , დაგამშვიდებ -ხელებს თუ არ მომაშორებ , ვიზრუნებ რომ მოგტყდეს და ძალიან დიდხანს დანძრ.ვაც არ შეგეძლება - წელზე შემოხვეულ ხელს დახედა, ჩაიცინა და კვლავ მშიდი ტონით განაგრძო საუბარი -გასიამოვნებენ ეს ხელები და დამტვრევის სურვილი გაგიქრება, პირიქით- ხელი საჯდომზე ჩააცურა და კირას დაგროვილი ბრაზიც საკუთარი თავსკენ მიმართა. ეშმაკი გააცოცხლა, თვალებში ჭინკები უხტოდნენ, კაცს მოულოდნელად მოხვია მკლავები და ფართოდ გაუღიმა -რახან არ იშლი შანსს მოგცემ,მაგრამ თუ არ მომეწონება ვინმე გყავს ვინც უხმაუროდ გადაგიყვანს კლინიკაში? - ყურთან ესაუბრებოდა, გონებაც აურია -კარგად ხუმრობ -არ ვხუმრობ , თუ არ მომეწონები ხელი მოგტყდება ... დარწმუნებული თუ არ ხარ საკუთარ შესაძლებლობებში შენ უკეთ იცი - ზურგი აქცია და ოთახში შევიდა . კარი დახურული არ ჰქონდა უკან რომ მიჰყვა და შესვლისთანავე დაიწყო პერანგის ღილების გახსნა -გამოწვევას ვიღებ სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის ჰქონდა მოქცეული , ფანჯარასთან იდგა და უყურებდა როგორ იხდიდა ბიჭი . ეზოში შეკრებილებს გადახედა, სულისშემხუთველად მოქმედებდა თითოეული მათგანი . ბევრი არ უფიქრია ისე აიკეცა კაბა , საცვალი გაიხადა მუჭში მოიქცია და საწოლზე მჯდომს პირი გააღებინა , სიგარეტის კვამლი პირდაპირ მისკენ მიდიოდა , ხელის შეხებაც არ ადროვა ისე შემოახვია მაჯაზე თავისივე ქამარი . ემოციებისგან აღტკინებულს გონებას ურევდა და სრულიად უმოქმედოს ხდიდა. -რა ჯანდაბაა ... ტატო ,შე ს.რო დუდას ცოლს დაეძებდი ? - ყველაფერი აირია მოსე რომ შევიდა, კარი უცებ მიხურა და გაფართოებული თვალებით შეხედა საწოლზე გადაწოლილ ბიჭს - დუდა მოდის , ჯანდაბა დუდა მოდის შეიშლება...უეჭველად შეიშლება -დამშვიდდი ... ს.ქსი არ გვაქვს . მისთვის თითების მოტეხვას ვაპირებდი , სხვას არაფერს -ბიჭს მოშორდა და წარბები შეკრა- ის რა შენი მეგობარია? -დუდა თუ მოკლავს აღარ იქნება -ხელის გახსნა ვერ მოასწრო , დუდა შევიდა და დაინახა საწოლზე მიბმული ბიჭი პირში გაჩრილი გიპიურის საცვლით, იქვე მდგომი მოზე , კირა სიგარეტის ღერითა და ანთებული თვალებით- ჯანდაბა, ჯანდაბა ! -ბავშვები თამაშობენ , წავიდეთ თორემ თათული გაბრაზდება -კარისკენ დაიძრა, რატომღაც ფიქრობდა,რომ დუდას რეაქცია არ ექნებოდა,მაგრამ შეცდა -დარჩი !- ახლოს მიიზიდა, ხელი კაბის ქვეშ შეუცურა და სიშიშვლის შეგრძნებისას თვალები სისხლისფერი გაუხდა - შენი წესებით თამაშობენ ? დღეს და თან აქ ? -ასე ხშირად არ ვიქცევი, მხოლოდ საჩვენებელ თითს მოვტეხდი -მშვიდად განუცხადა და ღრმად ჩაისუნთქა- გართულება საჭირო არ არის. მოსეს მეგობარი აღმოჩნდა, ვაპატიებ სითავხედეს , ხომ ასეა? - ბიჭისკენ გაიხედა, ფერდაკარგული რომ უყურებდა წყვილს -1 წუთს გაძლევ ყველაფრის მოსაყოლად- თვალიც ვერ გააყოლა ისე სწრაფად სწვდა ყელში ბიჭს და ღრიალით დააცხრა თავს -ადრე შევხვდით, კლუბში ვეჩალიჩებოდი, საპირფარეშოში გამოკეტილი დამტოვა ნახევრად შიშველი და იმის მერე ველოდები როდის შევხვდები. აზრზე არ ვიყავი ვინ იყო, გეფიცები ... თითებს დაგამტვრვეო, ის მგონი მართლა აპირებდა ...ჯანდაბაა გეფიცები დუდა . შეშლილია, უნდა დამეჯერებინა იდიოტი ვარ, გამაფრთხილა და მეგონა ხუმრობდა- არც ჩაუსუნთქავს ისე თქვა ყველა სიტყვა , კირას არ ესმოდა უკვე ოთახიდან გასული იყო , დერეფანში მიაბიჯებდა დუდა რომ დაეწია, ხელი ჩაავლო და თავიანთ საძინებელში შეიყვანა . კარზე ააკრა, გასაღები გადაატრიალა და თითები ყბაზე მოუჭირა -როდის შეეშვები ამ თამაშებს! -მასთან დაწოლას არ ვაპირებდი, იდიოტები არასდროს მიზიდავდნენ ...მოსეს უთხარი მეგობრები შეარჩიოს -იცი მაინც ის ვინ არის? თავდაცვის მინისტრის შვილია , ჯერ 22 წლისაა და მისი მიგდება როდის მოასწარი -არ მახსოვს, რა გავაკეთო ისიც არ მაღელვებს ვისი შვილია. მცხელა, ყველამ ერთად გამაცოფა და მჭირდება რაიმე რაც დამამშვიდებს, როგორც სჩანს შენც ძალიან ხარ აღელვებული... ვულკანს ამოფრქვევა შველის მხოლოდ, მზად ვარ ლავამ დამწვას - ყბაზე მოჭერილი თითებისგან თავი გაითავისუფლა, საჩვენებელი და შუა თითი პირში შეიცურა , შემდეგ კი ფეხებსშორის გადაიტანა - იმოქმედებ თუ წახვალ -ეს იყოს უკანასკნელი, მეტჯერ მოსესთან შენი თამაშების კვეთა არ უნდა მოხდეს ! -მომწონს რომ ბრაზობ და მიყვარს ამ ბრაზისგან გათავისუფლების პროცესი დუდას ცეცხლი ჩაქრა, მაგრამ თავად ისევ ეზოში დაბრუნება რომ მოუხდა ეს არ მოსწონდა. ბოლოს მაინც სასმელით სავსე რამდენიმე ჭიქის დაცლა მოუხდა, მოცეკვავე ბრბოს ქმართან ერთად შეერია და თამამად განაგრძო მუსიკის რიტმზე სხეულის რხევა. დუდას გარდა ყველა გააქრო, მხოლოდ ის დარჩა ,მისი შეხება, თვალები და მუხტი , რომელსაც დაძაბულობა მოჰყვებოდა ,მაგრამ ვნების ცეცხლი ჭარბობდა. ................ რთული იყო ყოველი დღე ,როცა დუდას მშობლებთან ერთად ცხოვრება. მათ სახლში თავს ისე გრძნობდა როგორც გალიაში გამომწყვდეული ჩიტი. კარგად იცნობდა , იცოდა მათი შეხედულებების, ურთიერთობების შესახებ და მაქსიმალურად ცდილობდა თვალში არ მოხვედროდა . დიდ დროს ქალაქში ატარებდა, რამდენიმე ადგილი მოეწონა და იქ რჩებოდა სანამ დუდას თავისუფალი დრო არ გამოუჩნდებოდა, თავს ისე დაკარგულად გრძნობდა ბოლო დროს სრულიად უფერული გახდა, თავდაცვის ყველა ბნელი საშუალება უკუაგდო და გაიყინა. უფრო მეტად ჩაიკეტა წარსულის ლანდებიც მოსვენებას არ აძლევდნენ, მარტოობის შეგრძნება ისე გაუმძაფრდა ყოველი დღის დაწყება აწუხებდა. განსაკუთრებით საღამოს რიტუალური ოჯახური ვახშმის პროცესში გრძნობდა როგორ ეკვროდა სუნთქვა, ხედავდა იმას რაც თავად არასდროს ჰქონია. მზრუნველ მშობლებს, დედას ,რომელიც ზრდასრულ შვილებსაც კვლავ ძველებურად თბილად ესაუბრებოდა, მასში არსებული სიყვარული იღვრებოდა თითოეული სიტყვიდან, სიამაყე და სიხარული რომელსაც დუდას მიმართ განიცდიდა დაუფარავი იყო . უმცროსი ვაჟი,მოსე ძმისგან სრულიად განსხვავებული ,მაგრამ მაინც საერთო ფასეულობებით კირას სიყვარულს უპირობოდ იმსახურებდა. მოსესთან ყველაზე მარტივი იყო ურთიერთობა, მასთან მშვიდად საუბრობდა , ხვდებოდა მის ყველა დაფარულ სურვილს და ბევრი თემის განხილვაც შეეძლოთ. სიამოვნებით უსმენდა , მასთან მეგობრობა გულწრფელად სურდა . აუზთან ,შეზლონგზე იწვა წელს ზემოთ სრულიად შიშველი ბიკინისამარა მზის სხივების ქვეშ ნებივრობდა მოსე რომ დაადგა თავზე და სათვალე მოხსნა -გძინავთ ქალბატონო რძალო? -რომელი საათია? დანარჩენებიც დაბრუნდნენ? -არაა, მხოლოდ მე ... საღამოს ისევ უნდა გავიდე დუდასთან ჩამიწყობ საქმეს?- მის ფეხებთან ჩამოჯდა და ზურგზე თითები ისე ააყოლა თითქოს მასაჟს უკეთებდა- შენთან ვალში ვიქნები -ისევ შეყვარებულს ხვდები? -თავი მოატრიალა და გვერდულად გახედა - გვიან დაბრუნდები თუ საერთოდაც არ -დავბრუნდები ... -შენს ასაკში წესით არ უნდა ბრუნდებოდე -ჯერ არაფერი გვაქვს და ესენი თუ სახლში გამომკეტავენ , პრინცესა მე გავხდები . ეგეთი ბიჭები ვის მოსწონს -მე მომწონდა შენი ძმა , ცუდი ტიპობა საჭირო არ არის ! ჭკვიან გოგონებს მოსწონთ კარგი კაცები და არა ხულიგნები , თუ შენგან ითხოვს დანაშაულის ჩადენას ე.ი სწორი გოგო არ არის და მის გამო ცუდ საქმეებში არ უნდა გაერიო - ინსტიქტურად წამოიწია და სერიოზული გამომეტყველებით განაგრძო საუბარი . ბიჭმა კი სახეზე ხელები აიფარა -ამ ფორმაში მყოფი რომ მაძლევ დარიგებას გგონია რამეს ვიმახსოვრებ? -მაიმუნობას შეეშვი, სერიოზულად გეუბნები... ერთი შეხედვით მარტივი ნაბიჯი შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს და სადღაც უფსკრულში გადაგჩეხოს. ნუ დაისტრესები,მაგრამ არც ზერელედ უყურო ცხოვრებას ,გთხოვ დუდას ნუ ამინერვიულებ თავისტკივილად მეც ვეყოფი - გადმობრუნდა, მკერდიც დაიფარა და კაბაც გადაიცვა . სულაც არ შეუნიშნავს დუდა სახლიდან რომ უყურებდათ . მინის კარი, რომ გაიღო და უკანა ეზოში გავიდა ამ დროს უკვე ბიჭს თმებს ურევდა - მასაჟის გაკეთება მშვენივრად გამოგდის შენს ძმასაც ასწავლე -რა უნდა მასწავლოს? -როგორ უნდა იყო თავისუფალი, მშვიდი და ნაკლებშეზღუდული კიდევ ის თუ როგორ უნდა დაამშვიდო დედა მე რომ დამაგვიანდება , როგორ არ გაარკვევინო მამას ჩემი ადგილსამყოფელი - ბიჭი მისკენ დაიძრა, გაბადრული სახით ჩამოთვალა ყველაფერი და წარბებშეკრულს ფართოდ გაუღიმა -წადი , მიდი დამტოვე ქმართან - დუდასთან მიირბინა, ბიჭს ხელით უბიძგა და ქმარს მოეხვია -ადრე რადგან დაბრუნდი სადმე წავიდეთ , ხომ წავიდეთ?- თვალებში უყურებდა და ბავშვივით გულწრფელად უღიმოდა -დუდაა ,მითხარი რომ წავალთ -შიშველმა არ იარო-თქო ხომ გაგაფრთხილე კირა? აქ მარტო არ ვცხოვრობთ და შიშველი სიარული ნორმა არ არის ! - ქალის მკლავები მოიშორა, მაჯებზე უჭერდა , გაბრაზებული მზერით დაჰყურებდა და აქრობდა მის ნათებას -სახლში არავინ იყო და მე მხოლოდ რუჯის მიღება მინდოდა ... შენები გვიან ბრუნდებიან იმ დრომდე მზეც ჩავა, ჩვენც გავიდეთ -მოსე ბავშვი არ არის, კაცია და ნუ იქცევი ისე თითქოს არ იცოდე რა გავლენა გაქვს მთელს კაცთა მოდგმაზე -შენ რა მართლა ეჭვიანობ თუ რას აკეთებ...რამდენჯერმე დავაიგნორე ,მაგრამ უკვე ზედმეტია დუდა. ის ხომ მოსეა, რომ დაიბადა მე და მამა საავადმყოფოშიც კი მოვედით , ხელში მეჭირა -და ამას რა მნიშვნელობა აქვს , ეგ მას საერთოდ არ ახსოვს ... -მისი ასაკის შვილი შეიძლება მყოლოდა , ბავშვია და შენი აზრების უნდა გრცხვენოდეს- უყურებდა, მზერას არ აშორებდა იმ იმედით რომ მის სახეზე ხუმრობის მცირედ ნიშანს მაინც დაინახავდა,მაგრამ არა , ის სრული სერიოზულობით საუბრობდა. ყველაფერი ერთბაშად დაბნელდა, ყელში გაჩენილმა ბურთმა ზრდა განაგრძო და ტირილის ზღვარზე მყოფმა ძლივს შეძლო საუბრის გაგრძელება- იმედია არ ფიქრობ,რომ მე მას ვეარშიყები -ასეა თუ ისეა ნუ გავიწყდება ვინ ხარ და დაიცავი გარკვეული დისტანცია ჰორმონებმოჭარბებულ,საკუთარ თავში გაურკვეველ ბიჭთან -არ დავივიწყებ ვინ ვარ - საბოლოოდ მოშორდა, ზურგი აქცია და სირბილით დაფარა მანძილი სააბაზანომდე. კარი რომ დახურა ცრემლებმაც გადალახეს ჯებირები. იატაკზე იჯდა და მანამ ტიროდა სანამ სუნთქვა არ გაუჭირდა, ნაბიჯების ხმა რომ გაიგო დუშის ქვეშ დადგა , წყლის წვეთებით დაფარა ცრემლები . - სად გინდა,რომ წავიდეთ ? - კოცნიდა და აქაფებულ სხეულზე თითებს ნელა დაატარებდა-კლუბში ვიცეკვოთ და დავლიოთ , ხვალაც შენთან ვიქნები -გიცეკვებ საძინებელში და შემდეგ კლუბშიც წავიდეთ - ყველა გრძნობა დამალა, ტკივილს მოერია, ნიღაბი აიფარა კვლავ ძველებურად განაგრძო თამაში ახალი წესებით ახალ ჭრილობასთან. .............. დარწმუნებული იყო საკუთარ თავშიც და მოსეს წრფელ,მეგობრულ დამოკიდებულებაშიც ,მაგრამ მაინც დისტანციას იცავდა . ოთახიდან თითქმის არ გადიოდა, აივანზე იჯდა მუშაობდა და გადაცემის ჩაწერამდე დისტანციურად აგრძელებდა მზადებას. გვიანი იყო სუფთა ჰაერზე გასვლა,რომ გადაწყვიტა და შემთხვევით გადაეყარა უცნობი ბიჭების გარემოცვაში მყოფ მოსეს. აშკარა იყო დაძაბული საუბარი ჰქონდათ, ხმებს ვერ არჩევდა, მაგრამ შორიდანვე ცნობდა მსგავს აურას. თითოეული მათგანი შეისწავლა, ჩრდილში დარჩა და მანამ ელოდა სანამ ყველანი არ წავიდნენ და ბიჭი სახლისკენ არ დაიძრა -ჩხუბისთავიაო შენზე ამბობენ, დუდას არ ჰგავს და ფეთქებადი ხასიათი აქვსო ... სახლში დაგადგნენ, წნეხში გამყოფებენ და არაფერს აკეთებ , გამოდის მის მსგავსად ელოდები საჭირო მომენტს -გული გამისკდა, აქ საიდან გაჩნდი ...- მართლად დამფრთხალი მზერა ჰქონდა -რისი ვალი გაქვს, რა მოგყიდეს -საუბარი გესმოდა? ხმა აქამდე აღწევდა? ჯანდაბა ... იმათ რომ გაიგონ -მოსმენა საჭირო არ იყო, უბრალოდ სიმართლე მითხარი სანამ შენები გაიგებენ და დაგენძ.რევა- სიგარეტის ღერი ამოიღო , ტუჩებსშორის მოიქცია და სანთებელით მოუკიდა . კიბის საფეხურზე ჩამოჯდა და ბიჭსაც ანიშნა დაჯექიო - მომიყევი -დუდამ რომ გაიგოს მერე ნამდვილად დავიღუპები ... -მეც არ მინდა გაიგოს და ინერვიულოს , ისედაც პრობლემები აქვს ...უამრავი საქმე, მტერი და მე -ვერ მოგიყვები, არ შემიძლია -ფეხი არ მოიცვალო ! - ისე მოუჭირა თითები,რომ ადგილზე დარჩენა აიძულა- დეტალები არ მჭირდება , ჭორაობის დრო არ მაქვს . რამდენს ითხოვენ და რისთვის -მოსაწევისთვის , ორმაგს ითხოვენ იმიტომ რომ გადახდა დავაგვიანეთ . ამდენი არ მაქვს -მხოლოდ მარხუანა თუ კიდევ სხვა რამეებიც იყიდე -არა, სხვა არაფერი, მე არც მოვიხმარ -აბა ვინ, ლილე? -არა, ლილე საერთოდ არ სინჯავს ეგეთებს, სიგარეტსაც კი არ ეწევა ...მისმა დაქალებმა იყიდეს, არ გავუშვი თვითონ წავედი და ახლა მე მთხოვენ ფულს ...მოკლედ რა სერიოზული არაფერია, ფულს როგორმე ვიშოვი . ანგარიშიდან ნაწილ- ნაწილ ვხსნი ეჭვი რომ არ აიღონ -ნომერი დამიწერე ,სახელები ვისიც იცი და მისამართიც სადაც ხვდებოდი. მე მოვაგვარებ , მხოლოდ ერთი პირობით -არა ,შენ ვერ ჩაგრევ ...დუდა გაგიჟდება -ვერ გაიგებს ... პირობას თუ მომცემ,რომ მოსაწევის გარდა არაფერს გასინჯავ და მასაც უიშვიათეს შემთხვევაში -პირობას რა აზრი აქვს, ნებისმიერი რამ შემიძლია გითხრა -შენ მე დამპირდი და თავად გადავწყვეტ რამდენად ვენდობი შენს სიტყვებს - სიგარეტის კვამლს ქვემოთ უშვებდა, თავდახრილი იჯდა და საკუთარ ხელებს დაჰყურებდა - მარტივი საწამლავი არ არსებობს, არც მისგან გათავისიუფლების გზაა იოლი -მართლა არაფერს ეტყვი ? -ჩემი და შენი საიდუმო იყოს , მაგრამ იცოდე მე მათგან განსხვავებით ყველაფერი შემიძლია გავიგო , დაგსაჯო და პასუხი გაგებინო თუ დაიმსახურებ. ისინი დაგინდობენ, მე არავის დავინდობ ვინც დუდას ტკივილს მიაყენებს ან ნერვიულობის მიზეზს მისცემს - ფეხზე წამოდგა, ზემოდან უყურებდა და მშვიდი ტონით ემუქრებოდა- და რომ იცოდე, შენ დუდას ძალიან ჰგავხარ , არ დაუჯერო მათ ვინც ამბობს,რომ სხვანაირი ხარ და ეს განსხვავებულობა ცუდია - ბოლოს დაამატა, არეული თმა კიდევ უფრო აურია და თვალი ჩაუკრა- თუ გიყვარს უბრალოდ ხელი არ გაუშვა , უფლება არ მისცე ჭაობში ჩაითრიონ . ............... დილერებთან ყველაფერი თავად მოაგვარა, პირადად შეხვედრაზე არც უფიქრია ამისთვის ჰყავდა საჭირო ნაცნობები ,მაგრამ მოსვენება მაინც დაკარგული ჰქონდა. კარგად ხვდებოდა მოსე გაუგებრობიდან თავს ამ ამბის გადაჭრით ვერ დაიხსნიდა, ბიჭს არავინ ჰყავდა ისეთი ვინც ჭკუისსწავლების გარეშე მისცემდა სწორ რჩევას და ააშორებდა არასწორ გზას. დუდას რიდი ჰქონდა, მუდამ მას ადარებდნენ და ეს კიდევ უფრო მეტად უჩენდა ამბოხის შეგრძნებას . -მოემზადე კლუბში წავიდეთ, შენ რომ გიყვარს ის DJ ჰყავთ მოწვეული ... -მეც წამოვალ რა , გთხოოვ ჩემი მეგობრები იქნებიან და თუ გადიხართ წამოვალ -შენ ხვალ გამოცდა არ გაქვს? -მზად ვარ -ხომ იცი შემიძლია ახლავე დაგისვა ათი კითხვა და ჩაგჭრა -მზად ვარ , დუდა - მშვიდად უპასუხა და კირას გახედა -ძალიან კარგიი, მოემზადე და დაგველოდე - კირა მოულოდნელად აიყვანა ხელში და ისე დაიძრა სახლისაკენ- საშინლად დავიღალე , მუზა არ მაქვს ...წასვლამდე გამამხნევებელ მოფერებას ხომ ვერ შემომთავაზებთ ძვირფასო მეუღლევ? - ზემოდან უყურებდა, თვალები უციმციმებდა და კირას ტემპერატურას მაქსიმუმამდე ზრდიდა -პირველი გადაცემისთვის შენ შემარჩევინებ ლუქს და აქსესუარებსაც -შეთანხმების გარეშე თითქოს თანახმა არ ხარ- ოთახში შევიდა თუ არა მაშინვე საწოლისკენ დაიძრა , თითები ფეხებსშორის შეუცურა და სისველის შეგრძნებისას გაიცინა- დავიგვიანებთ! მოსეს მეგობრები იმ ღამით გაიცნო, მისი შეყვარებულიც და მთელი გარემოცვა . სულ რამდენიმე წუთი იყო საჭირო თითოეული მათგანის ამოსაცნობად, მაგრამ მთელი ღამე აკვირდებოდა თითოეულის მოქმედებას. დუდა ზედმეტს სვამდა რაც ყურადღების ცენტრად აქცევდა , ყველაფერი დაავიწყდა და მის მოქმედებაზე გადაერთო. მოსწონდა ასეთი მოდუნებული, თავისუფალი და მთლიანად ახლოს მყოფი,მაგრამ ეს არ ჰგავდა მას . -არ მეტყვი რა ხდება შენს თავში? - მუსიკის რიტმს აყოლებდა სხეულს, კაცის მკლავები ეხვეოდნენ და სასიამოვნო მუხტს უგზავნიდნენ -რაღაც ამბავი შევიტყვე , რამაც თავის ტკივილი გამიჩინა ... -არ მომიყვები? -მოგიყვები,მაგრამ ჯერ თავად უნდა გავერკვე - ტუჩებზე ნაზად შეეხო და მთლიანად ჩაიკარგა ქალის გარემოცვაში -მოსეს მეგობრებზე რა იცი -თითქმის ყველაფერი და არცერთი მომწონს,მაგრამ დიდი არჩევანი არ აქვს. საკუთარი თავი უნდა შექმნას სოციუმის გავლენის გარეშე, ვენდობი და მჯერა საზრიანად მოიქცევა -იქნებ მეტი ყურადღება მიაქციო, უფრო მეგობრულად ესაუბრო -საკმარისად მეგობრული არ ვარ? -ზედმეტად სწორი ხარ იმისთვის რომ შენს მაღალ თამასასთან შეჭიდება შეძლოს -და ამას ვინ სთხოვს . ის ჩემზე ბევრად უკეთესია , ვერ ხედავ ?- ჭიქა დაცალა და ბრბოში მისი პოვნა სცადა- იდეალურია თუ თავის შესაძლებლობებს გამოიყენებს და არასწორ ადამიანებს არ ჩაჰყვება ფსკერზე -კიდევ ერთხელ აავსწო ჭიქა და წარბებშეჭმუხნულმა დაცალა - მოწევა არ გინდა? -აქ რატომ ვართ დუდა? გგონია ლომკა მაქვს და ცდილობ შენს თვალწინ გავაკეთო ყველაფერი რაც სიამოვნებას მანიჭებს? - ერთხანს უყურებდა შემდეგ კი საკუთარი დასკვნა გაანდო -არა , მაგრამ ზოგადად წინააღმდეგი არ ვარ ... არ მინდა ერთბაშად მოხსნა ყველაფერი და წნეხში მოექცე . მინდა მითხრა როცა რაღაც მოგინდება , არ მინდა მარტო იყო ...დღეს კი ნამდვილად მე მჭირდება განტვირთვა -თავი უკან გადასწია და თვალები დახუჭა - ნიკოსთან მაქვს პრობლემა , მე და შენ არ გვეხება ამიტომ არ გეუბნები ჯერ არაფერს -როცა გადაწყვეტ მაშინ მიამბე- მოეხვია და ყელში აკოცა- გშველის აქაურობა? -უბრალოდ განვიტვირთე, ჩემს პრობლემას ნამდვილად ვერ უშველის დალევა -ნინას ეხება? -ხო -ვიეჭვიანო? -არა ... -დაიძაბე , მატყუებ? - ცოტას , მაგრამ ძალიან არა - მოშიშვლებულ მხარზე აკოცა ,ქვემოდან უყურებდა და უღიმოდა -ცეკვა მინდა -ბრაზობ?- მიჰყვა, ზურგიდან აეკრო და მისი სხეულის რიტმს აჰყვა -ცეცხლი მიკიდია, ვერ გრძნობ? - თავი შეაბრუნა, ყურთან ესაუბრებოდა და შემდეგ თვალებდახუჭული ცდილობდა გონებაში გაჩენილი ათასი აზრის გაქრობას. დუდაც თითქოს განგებ არ ეუბნებოდა სრულ სიმართლეს, იწვევდა და მის რეაქციას ელოდა. სამივენი არეული ნაბიჯებით მიუყვებოდნენ გზას სახლისაკენ. მოსე ცეკვავდა და ღიღინებდა კიდეც , სიჩუმე იმდენად დაარღვია, რომ მშობლების საძინებელში შუქი აინთო , მალე ფანჯარაში ქალის სილუეტი გამოჩნდა, ბიჭებს არც შეუნიშნავთ მხოლოდ კირამ დაინახა მისი უკმაყოფილო გამომეტყველება, იქნებ იმიტომ , რომ სწორედ მისკენ იყო ქალის გაბრაზებული მზერა მიმართული. მეორე დღეს გაიგო,რომ გადაცემის ჩაწერის თარიღი გადაიტანეს და უკან დაბრუნება დროზე ადრე მოუხდებოდა, დუდას საქმეები ჰქონდა ამიტომაც მარტოს მოუხდა გამგზავრება. ყველაფერი მზად იყო, უდიდესი გუნდი მუშაობდა და მაინც ისე ღელავდა როგორც პირველი გადაღებისას. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მანამდე კამერის წინ არასდროს ყოფილა, სხვა სამყაროდან ჩამოფრინდა და ირგვლივ არაფერი იყო ნაცნობი . საშინლად უნდოდა რაიმე მიეღო ნერვიულობის გასაქრობად,მაგრამ საკუთარ თავს ბრძოლა მოუგო, სრულიად ფხიზელი გამოცხადდა სტუდიაში. საკუთარ სილამაზეში ეჭვი არასდროს შეუტანია, სარკის წინ მდგომს კი გარეგნობაც აღელვებდა, ყველა დეტალს აკვირდებოდა დუდას შექმნილ სამკაულებს ისე მოეფერა თითქოს მის სითბოს იგრძნობდა , თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთა, ნერვული შეტევა ჰქონდა, უჰაერობის შეგრძნებისგან იხრჩობოდა, სმენა დახშული,მხოლოდ გაურკვეველ ხმაურს ისმენდა . გაქცევის გარდა არაფერზე ფიქრობდა სანამ ყელზე მხურვალე ტუჩების შეხება არ იგრძნო , ნაცნობი სურნელი ჩაისუნთქა, ცხელმა ტალღამ გაყინული სხეული გაუთბო და ყელზე მოჭერილი მარწუხებისგანაც გათავისუფლდა -აქ ვარ, მოგისწარი ოცნების ახდენის მომენტს შენთან ერთად შევხვდები და ფოტოებსაც შემოვინახავ ჩვენი ისტორიული ალბომისთვის- ხელები ჩაჰკიდა, გაყინულ თითებზე ეფერებოდა, მის ყურთან საუბრობდა . -რეალობაა, მე ოცნებას ვიხდენ ?!- ქალმა თვალების გახელა გაბედა , მიხვდა მოჩვენება არ იყო , სარკეში მის ანარეკლს გაუსწორა მზერა -იყავი ის ვინც ხარ და ჟურნალისტი კირა გახდება ყველაზე აღმატებული - ქალის თვალებს სარკეში ხედავდა, იმ წამს გაუსწორა მზერა მის მწვანეებს და წამსვე გაუნათდდა სახე - სამყარო შენი თვალების ფერია , კირა - ლოყაზე ლოყით ეხებოდა მისი ცის’ფერები ქალის მწვანეების გასწვრივ ციმციმებდნენ იმ დღიდან უამრავი ფოტო დარჩა, კირას ვიდეო ჩანაწერს მილიონობით ადამიანი იხილავდა, მაგრამ დუდას აპარატით სურათებზე აღბეჭდილ ქალს ნამდვილი კირას სახე ჰქონდა , ის იყო ყველაზე ძვირფასი , ის ყვებოდა ისტორიას , გამარჯვების , ოცნების ახდენის . ჩაწერიდან გამოსული ადგილზე მოცეკვავე ბავშვი მხოლოდ იქ იყო, დუდას ფოტოებზე . ქალის ციმციმა მწვანეები სიხარულის ცრემლებს იქ აგროვებდნენ, სიამაყისგან გაბრწყინებული სახე და მოძრაობები,რომელსაც მხოლოდ ბედნიერი კირა ასრულებდა. -მე შენ მიყვარხარ - ფოტოაპარატის წინ , ძალიან ახლოს იდგა ,ობიექტივში მოხვედრილ ტუჩებს სიტყვები ალამაზებდნენ სახლში გვიან დაბრუნდნენ. დარჩენილი დრო რესტორანში გაატარეს, რომანტიული ვახშამი , წითელი ღვინო , მუსიკა, ვალსი და მხოლოდ ორნი იყვნენ. შემდეგ დედამიწაზე დაეშვნენ, ეზოში ნიკო დაუხვდათ. მანქანიდან გადასვლამდე ეტყობოდა დუდას სიმძიმე და კირასაც წამსვე დაეუფლა შიშის გრძნობა. ხმამაღლა წამოიკივლა ნიკომ უსიტყვოდ რომ მოუქნია მუშტი მეგობარს და ერთს მეორე მიაყოლა სანამ კაცი გონს მოვიდოდა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევას აშკარად არ აპირებდა მანქანიდან გადასვლა ძლივს შეძლო, ფეხები ისე უკანკალებდა , მაგრამ სანამ მოჩხუბრებს მიუახლოვდებოდა დუდას ღიმილიანი სახე დაინახა, მისი სიცილის ხმაც მკაფიოდ გაიგო და გაბრაზებული გაეცალა ეზოს. სახლში შესვლისთანავე ხმაურით მიხურა კარი , ხმამაღლა დაიყვირა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი რომ ბრაზისგან არ გამსკდარიყო. რამდენიმე წუთის შემდეგ გაიღო კარი, დუდა შევიდა და დივანზე, ქალის გვერდით დაეშვა _რა მოხდა ისეთი ნიკო რომ შეიშალა_ წინასწარ მომზადებული ყუთი გახსნა და ჭრილობების დამუშავებას ღრენის თანხლებით შეუდგა _ რა გააკეთე ! _როგორი შეკითხვაა, უკვე დამადანაშაულე _ნიკოს შენ ისე უყვარხარ მის ორიენტაციაშიც კი ეჭვი მეპარება ხოლმე ... ამიტომ მითხარი ასე რამ გააცოფა . ეს იმ შენს საიდუმლოს ეხება ,მოსვენება რომ დაგაკარგვინა? -ყველაფერი მტკივა ჯერ ... მეშინია,რომ არასწორად აგიხსნი -მომიყევი თორემ თავად გავიგებ _ხომ მენდობი , რა საჭიროა გამოკვლევები _მაინცადამაინც ნინას უნდა დავურეკო? იმ პატარა გიჟისგან გავიგო მთელი ინფორმაცია და შევატყობინო,რომ არაფერს მიყვები? _არ გაბედო მასთან დალაპარაკება! _მოულოდნელად შეეცვალა გამომეტყველება და მზერაც უცნაური გაუხდა _ უბრალოდ მეგობრებმა ვიჩხუბეთ , შენი ჩარევა საჭირო არაა ! _აშკარაა ,რაღაც სერიოზულს მიმალავ , ტყუილი აუცილებლად გამჟღავნდება და ხომ სჯობს თავად მითხრა _ისე როგორც შენ აკეთებ , არა? განა რა უნდა ჩავიდინო ისეთი შენი შეცდომები რომ გადავწონო, ყველა შემთხვევაში უნდა მაპატიო _შენ ეს პატიება გგონია? უბრალოდ არ მტოვებ თორემ არაფერი გიპატიებია , ყველაფერი შენს გონებაშია და ნებისმიერ მომენტში მახსენებ . მე ასე არ მოვიქცევი თუ ვიგრძნობ , რომ პატიება არ შემიძლია _რას იზამ , წახვალ? _დუდა, გთხოვ დღეს არ გვინდა ნიღბების მორგება _ნინა ორსულადაა _თითქოს განგებ გაჩერდა , კირას აზრები აინტერესებდა , მზერას არ აშორებდა და ყველა ცვლილებას კითხულობდა _თქვენი პრინცესა ორსულადაა და ის შენ გცემს . ამ მოცემულიბიდან გინდა დასკვნა მე გამოვიტანო?_მიუხვდა და გაიცინა _ შენ გაჟ.მე ? _ხო , ლოგიკურია _გინდა გავგიჟდე და განგებ მაწოდებ ინფორმაციას ამ სიტყვებით ... ის შენი ძმაკაცი კი ცუდ მდგომარეობაშია იმას თუ ვერ ხვდება, რომ ნინა შენს საწოლში შეტყუებას ვერასდროს შეძლებდა და ორსულად თუ ნამდვილად არის როგორც იქნა სხვის მიმართ გაუჩნდა ლტოლვა _ნინასთან მქონდა რაღაც _ თვალებში უყურებდა და მშვიდად ამბობდა სიტყვებს _რას ნიშნავს რაღაც - ღრმად ჩაისუნთქა და მზერა გაუსწორა - პასუხს ნუ მიგვიანებ, ჩემი ეჭვიანობით ტკბობის დრო არ არის _კოცნა , მხოლოდ ერთხელ და ეს ჩვენს ქორწილამდე იყო ამ ამბავთან კავშირი არ აქვს, მაგრამ მინდა იცოდე _გაკოცა , დიდი ამბავი _საქმე ისაა, რომ წინააღმდეგობა არ გამიწევია _იმ ლაწირაკმა ისეთი კოცნა იცის რომ ვერ მოიშორე? _აქამდე თუ ფარავდა უკვე აშკარად ეტყობოდა ბრაზი _იქნებ სხვაგვარად გიყვარს , ლტოლვა გაქვს ნორჩი, მშვენიერი ქალიშვილის მიმართ და ჩემთან მხოლოდ ამოჩემების გამო ხარ, მასთან ყოფნაში ნიკოც გიშლის ხელს და გოგო ახლა ორსულადაა... დავიჯერო ისაა შენი ცხოვრების ქალი და მასთან ბედნიერად ყოფნას სხვა ფაქტორებთან ერთად , მეც შევუშალე ხელი ? _შეგიძლია დაუშვა , რომ არ მიყვარხარ და არ უშვებ, რომ ბავშვი ჩემია _მე შენ შესანიშნავად გიცნობ. ნიკო ჭკუიდან გადასულია , თორემ უნდა მიმხვდარიყო, რომ ნინასთან მსგავსი ურთიერთობა არასდროს გექნებოდა და მითუმეტეს მისი ორსულობის შესახებ რომ გცოდნოდა ასე მშვიდად არ დაელოდებოდი მოვლენების განვითარებას. რატომ აკოცე ? მოგეწონა? დიდხანს გახსენდებოდა? სუნთქვა შეგეკრა, გულისცემა აგიჩქარდა, გინდოდა ხელი არ გაგეშვა? _ამ სიტყვებს რომ ამბობდა თვალები აემღვრა _მიპასუხე , თუ აქამდე არ გაგიაზრებია ახლა დაფიქრდი და გულწრფელად მითხარი რა იგრძენი ისეთი ამდენხანს რომ გახსოვს _არაფერი სინანულის გარდა... წამით დავუშვი, რომ შემეძლო მასთან სხვა სახის ურთიერთობა , მაგრამ რომ ვაკოცე ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს უბრალოდ რაღაც როლს ვასრულებდი ... შენც ასე გემართება, როცა მათთან ხარ ვინც არ მოგწონს? _ნიკოს არ უთხარი არაფერი ვიცი და ნუ მცემ_თქო? თუ ამ კოცნის გამო ისეთი დანაშაულის შეგრძნება გაქვს თავი აცემინე _ვიცოდი , გუშინ გავიგე _რა იცოდი , ტვინს ნუ მირევ _ნინას ორსულობის ამბავი ... ბავშვის მამის ვინაობა _და იმ არანორმალურმა შენ გცემა ? _რომ დავუმალე იმიტომ , კიდევ მე მადანაშაულებს შენ რომ არ ჰყავდე ამოჩემებული ასე სულელურად არ მოიქცეოდაო. შენ დასავიწყებლად ჩაუგორდა ვიღაც გ.მოსირებულს და ახლა ცხოვრებას ინგრევსო. ვერაფრით შევასმინე, რომ ბავშვის არსებობა უბედურება ვერ იქნება , ვერც ის , რომ იმ ბიჭს მართლა უყვარს და მითუმეტეს იმას არ იჯერებს ნინას მასთან ყოფნა, რომ უნდა _რა სჭირს იმ ბიჭს ასეთი _ მოდუნდა, დუდას მუხლებზე მოთავსდდა და თავი მკერდზე მიაყრდნო. აღარც ბრაზობდა, არც ეჭვიანობდა მხოლოდ უსმენდა _ტიპიური ქუჩის ბიჭია , რამდენჯერმე წინასწარი დაკავების იზოლატორშიც ყოფილა ვიღაცების ცემის გამო. მოკლედ მისი ყოფაქცევა არ მოსწონს ნიკოს _შენნაირი კარგი ბიჭი ერჩია, მაგრამ რას ვიზამთ შენ მხოლოდ ჩემი ხარ და ისე ქუჩის ბიჭები არასდროს ძალადობდნენ ჩემზე, ერთს განსაკუთრებით ვუყვარდი . გააჩნია კიდევ რა მიდრეკილებები აქვს... ადამიანის ნამდვილი სახე რაღაც ქცევიდან გამომდინარე არ უნდა შეფასდეს _მკლავები შემოჰხვია , გახეთქილ ტუჩზე ფრთხილად აკოცა _ მე შენი მჯერა, შეცდომაც რომ დაუშვა მაინც წავიკითხავ სიმართლეს შენს თვალებში. მხოლოდ ასე გიყვარდე, სხვა არაფერს აქვს მნიშვნელობა, მხოლოდ ეს გულისცემა მინდა მესმოდეს და მამშვიდებდეს _ხელისგული მკერდზე მიადო - ხელი არ გამიშვა -მხოლოდ შემდეგ ჩვენს შორის სიკვდილი თუ ჩადგება ...- ქალის მწვანეებს კვლავ გაუსწორა მზერა, ტუჩებზე შეეხო და მოთმინებით შეუდგა მისი სხეულის შესწავლას, ისე თითქოს პირველად ეხებოდა, შეიგრძნობდა და ეს იყო უკანასკნელიც. ............. დუდას კვლავ უკან გაჰყვა, დარჩებოდა რომ სცოდნოდა ყველაფერი ასე შემოტრიალდებოდა ,ბრძოლით მოპოვებულ სინათლის სხივებს ერთიანად დაკარგავდა და უფსკრულში გადაეშვებოდა. საფრთხეს წინასწარ გრძნობდა, შინაგანი ხმა არ ასვენებდა რამდენჯერაც მოსეს მეგობრების გარემოცვაში შეამჩნევდა, მათთან საუბრის დროსაც კი ისე იძაბებოდა ,თითქოს მათ ქცევა უცხო იყო და ზუსტად არ იცოდა რა ტრიალებდა თითოეულის გონებაში. ბევრი არ უფიქრია ბიჭმა საღამოს სახლიდან გასვლა ,რომ დააპირა უკან მიჰყვა და მანქანა ფეხებთან გაუჩერა -მე გაგიყვან და დაგეწვევით „ სასუსნავებზე“ - ქვემოდან ახედა და თავით ანიშნა დაჯექიო -ბავშვებთან ერთად გაერთობი ? სერიოზულად? -ჩემი ასაკი მხოლოდ ციფრებია ქალაქგარეთ ერთ-ერთის სახლში იყვნენ, პარასკევ საღამოს გასართობად ემზადებოდნენ. წვეულების სახე მიიღო მეგობრულმა შეკრებამ მას შემდეგ რაც სტუმრების რაოდენობა უკონტროლოდ გაიზარდა და ყველაფერი აირია. ეზოში იჯდა , სარწეველა სკამში კომფორტულად მოკალათებული და ნება-ნება აბოლებდა ,ნოსტალგიური შეგრძნება დაეუფლა რაღა მაინცადამაინც იქ გადაწყვიტა დაბოლება ვერ გეტყვით,მაგრამ მსუბუქი დოზა ნამდვილად არ ხდიდა უმოქმედოს, შესანიშნავად აღიქვამდა ყველა დეტალს და თავს მათი დაკვირვებით ირთობდა -არ დალიო იცოდე თორემ დუდას ვეტყვი ლოთია-თქო -მიახლოებულ მოსეს განუცხადა და ხელიდან კოლას ქილა აართვა -არ ვსვამ -ხშირად არ მოწიო ,თორემ იმპოტენტი გახდები და ტეხავს -ლილიც მაგას ამბობს -ჭვიანი გოგოა, მაგრამ ცუდი სამეგობრო ჰყავს. ბ.ზები არიან, სულითაც და ხორცითაც - ერთმანეთში არეულ ბრბოს გაუსწორა მზერა- ქერას მოსწონხარ, ლილის ვერ იტანს და მზადაა ნებისმიერ დროს დაახრჩოს ოღონდ შენს შარვალში ჩაძვრეს ,რომ გიყურებს მომენტალურად სველდება . წითური აბებზეა , შემჯდარია, მაგრამ ჯერ ვერ ხვდება... ჰგონია,რომ შეყვარებულთან ერთად შაბათ-კვირას ერთობა ,ისე გამოიყურება უკვე დოზა აღარ ჰყოფნის და ყოველ დღე მოიხმარს. ის წითელკაბიანი იმ ჩოგბურთელთანაცაა და აი იმ ლამაზ ბიჭთანაც გოგო ,რომ ჰყავს გვერდით , სავარაუდოდ ადრე აი იმ ლუზერის შესახედაობის ტიპთანაც იწვა და თუ დამიჯერებ ყველაზე მეტად მასთან ს.ქსი მოსწონს, მაგრამ მისი გოგოს სახელი არ უნდა ერქვას - ეწეოდა და თან საუბრობდა. მოსეც იმათ აკვირდებოდა ვისზეც საუბრობდა და თითქოს სხვა თვალით აღიქვა ყველაფერი -გგონია ეგ ყველაფერი არ ვიცოდი? ნუ ბოლოს გარდა... დავიჯერო მართლა ჰქონდათ იმ ორს ფარული რომანი? -ახლაც აქვთ ... დავნიძლავდეთ თუ გინდა , რამდენიმე წუთის წინ მის პნისს თვალებზე ლიბრგადაკრული ლოკავდა - ჩაიცინა და ბიჭისკენ შებრუნდა- შენა და იმ ქერას ,რომ მოსწონხარ ეგ ამბავი რამდენად გაღელვებს? -თითქოს არ იცოდე როგორ ასწორებს ბევრს რომ მოსწონხარ ... -ოხ, შენ როგორი ცუდი ბიჭი იქნებოდი დუდა ,რომ არ იყოს შენი უფროსი ძმაა -დუდას დააბრალა ჩემი კარგიბიჭობა ... არადა სულ მეუბნებოდა არავისზე ჩაიციკლოო. ლილიც არ მოსწონს დიდად , წინააღმდეგი იყო ამდენხანს რომ ვეჩალიჩებოდი თუ არ უყვარხარ შეუძლებელია მხოლოდ იმიტომ შეგიყვაროს ,რომ მის მიმართ გრძნობები გაქვსო . -ახლა ერთად ,რომ ხართ რას გრძნობ... ხომ არ გაგიუფერულდა შეგრძნებები -პირიქით, რომ აღარ მესწერვება უფრო მეტად მომწონს. კიდევ უფრო საინტერესოა , გულწრფელი და მიმზიდველი . წავალ ვნახავ, სახლში შევიდა დიდი ხნის წინ და ვიპოვნი კირა ერთხანს დუდას დამოკიდებულებაზე ფიქრობდა, მის დარიგებაზე რომელიც ძმისთვის მიუცია შემდეგ კი ინსტიქტურად მიჰყვა იმ გზას საითაც მოსე მიდიოდა. სახლიდან უკანა ეზოში აღმოჩნდნენ, კარგად ვერ აღიქვამდა დეტალებს, ყველაფერი სწრაფად მოხდა , მხოლოდ ბიჭისკენ მიმავალი დანიანი უცნობი დაინახა და ჩხუბში ჩართულებს შორის აღმოჩნდა. მოსეს თვალებს ხედავდა, მის გაფართოებულ გუგებს , წითლად შეფერილ თეთრ გარსს და მშვიდად უცემდა გული . აღარავინ აფიქრებდა, არც გაქცეულები, არც ისტერიკაში მყოფი ლილის ცრემლები, დასმულ კითხვებზეც პასუხი არ ჰქონდა . მოსე იჭერდა ის კი მას ათვალიერებდა -დუდა ინერვიულებს...არაფერი უთხრათ, დუდა ინერვიულებს - ტკიოდა, დანით მიყენებული ჭრილობიდან სისხლი ჟონავდა. მაისური გაიხა და წითლად შეიღება შარვლის სათავეც . გრილ სიოს ჟანგის სუნი მოჰქონდა. გაყინული თითები სისხლით დაესვარა , უყურებდა მათ და ხედავდა სისხლის გუბეში დავარდნილ გიორგის . -ჩემი გესმის? კირა, გთხოვ რამე მითხარი -დამშვიდდი, არაფერია ...გაივლის ბავშვო - დამამშვიდებლად გაუღიმა და თვალები უფრო ფართოდ გაახილა , ძალის მოკრებას ცდილობდა წარსულში ჩათრევის უფლებას არ აძლევდა გონების ბნელ მხარეს. უკვე მანქანაში ისხდნენ, საჭესთან წელს ზემოთ შიშველი ბიჭი იჯდა, გვერდით ატირებული ლილი ჰყავდა ,რომელიც აკანკალებული ხელებით აწვებოდა ჭრილობაზე დაფენილ მოსეს მაისურს- თვითონ შევალ , შემიძლია... თქვენ წადით . გოგოს მიხედე, ემოციური კრიზი აქვს -გაგიჟდი? მეუბნები ,რომ მარტო დაგტოვო? დუდა მომკლავს- ბიჭის შეშინებული თვალები შეეფეთა, გაუღიმა, ხელი სახეზე შეახო და ისე დაიჭირა თავი თითქოს ნაკაწი ჰქონდა - მე მოვაგვარებ , გააკეთე რასაც გეუბნები! კლინიკის მიმღებში თავად შევიდა და შემდეგ გონება დაკარგა. ეს იყო მომენტი , უიშვიათესი გამონაკლისი ,როცა სიკვდილი არ უნდოდა, დუდასთან დაბრუნების გარდა არაფერი სურდა და მხოლოდ მისი რეაქციის ეშინოდა. მართალიც იყო , კაცს სახლში რომ არ დაუხვდა იმ წამიდან დაიწყო ტელეფონზე ზარები და მანამ არ შეწყდა სანამ ექთანმა არ უპასუხა. კირას ადგილსამყოფელის გაგების მომენტშივე იგრძნო ჯერ არ განცდილი ტკივილი, როელმაც წონასწორობა დააკარგვინა . -დუდა , დუდა გესმის? რა გჭირს შვილო, რა დაგემართა - მამის ხმა ესმოდა , ანჯღრევდა ის კი ნორმალურად ვერც ხედავდა. წამები საუკუნედ ეჩვენებოდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს იგვიანებდა. სიტყვაც არ უთქვამს ისე გაიქცა მანქანისკენ , კაცი რომ მიჰყვებოდა არც გაუაზრებია, მანქანაში უკითხავად ჩაუჯდა და მასთან კამათის ენერგიაც არ ჰქონდა ის კი გაუჩერებლად უსვამდა კითხვებს , არ ჩუმდებოდა . ვერ ამისუნთქა, სიმძიმე გულზე ლოდივით რომ დააწვა არ შორდებოდა, კირას ნახვა სჭირდებოდა მასთან შესვლის უფლებას კი არ აძლევდნენ. მოლოდინის წუთები ყველაზე მძიმე აღმოჩნდა, რომ გაჩერდა და ელოდა ბნელი აზრებიც მთელი ძალისხმებით უტევდნენ. _გიორგის შვილი ასეთი როგორ შეიძლება იყოს ეს რა უბედურებაა... სირცხვილით როგორ არ კვდები . კაცები ჩხუბობენ, ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ შენ კი არასდროს ერეოდი ქუჩურ გარჩევებში აიი ცოლი ლოთი, ნარკომანი ხომ გყავს თურმე ჩხუბობს კიდეც. ვისთან აქვს კონტაქტი არავინ იცის, როგორ შეიძლება ქალი დაჭრან , რა უნდა გააკეთო ისეთი _ თავი უსკდებოდა, ნერვიულობისგან საუბარიც აღარ შეეძლო უნდოდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, არ აჰყოლოდა , მაგრამ არ გამოუვიდა _ რომ მახსენდება მისი ბავშვობა , გაოგნებული ვრჩები . ის სათნო, ფაქიზი , მნათობი გოგონა ამ ალქაჯად როდის გადაიქცა _სიტყვა აღარ თქვა ,მამა ! უკანასკნელად გაფრთხილებ , მიიღე კირა და შეეშვი მასზე საუბარს. ის არც ლოთია,არც ნარკომანი, არც ბ.ზი და არც ჩხუბისთავი. გიორგის შვილია, ბავშვობიდან ვერ იტანდა უსამართლობას და როცა შარში ეხვეოდა მუდამ სხვის გამო, ვიღაც სულელის დასაცავად რომელიც ამას თავად ვერ ახერხებდა. დარწმუნებული ვარ ახლაც ვიღაცის დახმარება სცადა, სრულიად შესაძლებელია უცნობის ... იმიტომ რომ ჩემგან და შენგან განსხვავებით უკან არასდროს იხევს თუ იცის რომ სიმართლისთვის იბრძვის. არ დაელოდებოდა შენსავიტ პოლიციას თუ დაინახავდა , რომ ბავშვზე ან ქალზე ძალადობდნენ , ან უბრალოდ ვინმეს კლავდნენ . აქ კი არ უნდა იდგე და ზურგს უკან ლანძღავდე ქალს რომელიც შენი რძალია, უნდა ლოცულობდე რომ გადარჩეს , არაფერი იყოს სერიოზული და დროულად დამიბრუნდეს თორემ, ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ის თუ არ იქნება მეც აღარ ვიქნები ! ახლა გადაწყვიტე ყვავივით ჩხავილს განაგრძობ ჩემს თავთან , შენი არისტოკრატული ტონით თუ წახვალ და გაიგებ შენი შვილი სად არის _მოსე რა შუაშია _მასთან ერთად გავიდა სახლიდან და გეფიცები , ის თუ გარეულია ჯოჯოხეთს მოვუწყობ იმ თქვენს განებივრებულ, გათავხედებულ ლაწირაკს _როგორ საუბრობ შენს ძმაზე, ამ ქალს ჩვენზე წინ აყენებ ? _ამას ახლა მიხვდი მამა? მეგონა იცოდი , რომ კირაა ჩემი სამყაროს ცენტრი და მერე ყველა დანარჩენი. თქვენ ერთმანეთიც გყოფნით , მე და ის კი უერთმანეთოდ უიმედონი ვართ _კატასტროფაა, შენი ამოკვიატება რომ ვერ ჩავაცხრეთ მე და დედაშენმა სწორედ მანდ დავუშვით შეცდომა, სათანადოდ არ შევაფასეთ შენი ბავშვური ახირება _ქვეყნიდან წამიყვანეთ, გადამასახლეთ ამ ახირებასთან საბრძოლველად , დამარწმუნეთ , რომ სჯობდა კონტაქტი გამეწყვიტა , რომ ასე უფრო ვატკენდი დაობლებულ გოგოს , ჩემზე მოჯაჭვულს გავხდიდი და სხვებთან დაახლოების საშუალებას არ მივცემდი, რომ დავაზარალებდი ჩემი სიშორით ვერ ვიქნებოდი კარგი მეგობარი . მეტი რაღა უნდა გაგეკეთებინათ _ჩვენ განზრახ არ გაგვიკეთებია ... სანამ აურევდა მანამ საერთოდ არ გვიფიქრია _მეტი რომ გეფიქრათ გარდაცვლილ მეგობარზე და მის შვილზე ახლა აქ არ იდგებოდი და მისი ლანძღვა აზრადაც არ მოგივიდოდა _ჩვენს დადანაშაულებას როდოს მორჩები _არასდროს! მის წინაშე ყველანი დამნაშავეები ვართ და იმიტომ . თქვენ კი, მთელი სამეგობრო მატყუარა , მშიშარა და მოღალატე ხალხის ბრბო ხართ , თქვენს ადგილას გიორგი რომ ყოფილიყო გარდაცვლილი მეგობრის ერთადერთ დანატოვარს არასდროს მიატოვებდა როგორ ჭაობშიც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მის მსგავსად დიდებული სულის პატრონი არცერთი ხართ. თქვენ მხოლოდ საკუთარი თავისთვის იდეალური თვისებებით გამოირჩევით, მეც ეს ჩამინერგეთ როგორ უნდა ვიცხოვრო ისე, რომ ვიყო მაქსიმალურად კომფორტულად მთელი სამყარო რომ ინგრეოდეს მაინც. აი ის კი, ლოთს რომ უწოდებ მსხვერპლია და მაინც ყველა ჩვენგანზე მეტი ძალა აქვს . შენ წარმოდგენაც არ გაქვს მან რა გამოიარა , მის ადგილას ახლა დიდი ხნის გახრწნილი იქნებოდი _მისი სული ისედაც ამ მდგომარეობაშია ! _არ გაბედო _მეთქი _ აქამდე თუ ტონს აკონტროლებდა და ბრაზს მხოლოდ მისი გამომეტყველება და თვალები გამოხატავდნენ, ახლა ისე იღრიალა ყველა მისკენ იყურებოდა კაცს კი წონასწორობაც დაერღვა . არ ელოდა, დუდასგან მწყობრიდან გამოსვლის ეპიზოდები არც კი ახსენდებოდა თანაც მამისკენ მიმართული? არასდროს ! _შენ ამ ქალმა ჭკუიდან გადაგიყვანა _შენ მე ვერასდროს გამიგებ, წადი გთხოვ. უბრალოდ გამეცალე და შეეშვი ჩემს ცხოვრებას , მხოლოდ ეს მჭირდება , რომ წახვიდე _ კბილებს ერთმანეთს აჭერდა, ყბის ხაზი გამოეკვეთა, ყელზე ძარღვები დაებერა, მუშტები ისე ჰქონდა შეკრული თითქოს დარტყმისთვის ემზადებოდა, კაცი უყურებდა და თვალებს ვერ უჯერებდა . _იმედია მალე გამოჯანმრთელდება, მისგან შორს ისევ უმართავი ხდები ... სიმშვიდის წერტილი რომ ასეთი ქალი გყავს ასეთ კაცს ნორმალურს ვერ უწოდებ _ ჩუმად ჩაილაპარაკა , კიდევ ერთხელ შეხედა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა საავადმყოფოს დერეფანი. ……………… _კირა _ პალატაში შესვლისთანავე მისი მწვანე თვალები დაინახა და საოცარი შვება იგრძნო. ყელში გაჩხერილი ბურთის შეკავებაც აღარ უცდია, მასთან ცრემლების დამალვაც არ უნდოდა . სახეზე ხელები ჩამოისვა და ღრმად ჩაისუნთქა _ როდის დაიწყებ საკუთარ თავზე ფიქრს, როდემდე დააყენებ ნებისმიერს შენზე წინ -მეჩხუბები თუ მეფერები ... კარგად ვარ , მაგრამ კოცნა არ მაწყენდა _ უყურებდა და ეღიმებოდა . ხელი გაუწოდა , დაელოდა და თვალები მინაბა როგორც კი კაცმა ხელი ჩაკიდა - უბრალოდ ნაკაწრია , განგაშის ატეხვა არ ღირდა _უნდა მომიყვე რა მოხდა , ამჯერად ვის იცავდი _იქნებ არ ვიცავდი _გგონია დავიჯერებ რომ შენ საკუთარი თავის დაცვა ისე ვერ შეძელი , რომ დანა არ დაერტყათ ? თემას ნუ ცვლი, მომიყევი _თინეიჯერს სცემდნენ , ერეოდა , დანა რომ გაჩნდა ინსტიქტურად გადავეფარე ხელი ისე აიქნია მომხვდა ... ეს იყო და ეს _აქ ვინ მოგიყვანა _თვითონ მოვედი _ასე მშვიდად როგორ ლაპარაკობ, დაჭრილი ხარ _შემავალი ჭრილობა არაა _ნაკერის დადება დასჭირდა _ახალი ნაიარევით არ გეყვარები? _ გაიღიმა , მტევანზე ისევ გრძნობდა მისი თითების შეხებას უკვე თავად მოეფერა , ლოყაზე ჩამოუსვა თითები და შემდეგ თავზე გადავიდა _ დამშვიდდი, არავის მივცემ უფლებას ჩემი სიცოცხლე შეწყვიტოს , ამის უფლება მხოლოდ შენ და მე გვაქვს _ თავისკენ მიიზიდა , ტუჩებთან დაიჩურჩულა ბოლო სიტყვები და შემდეგ აკოცა _ვბრაზობ _ვიცი _გაუღიმა და კიდევ აკოცა _ბევრი უნდა მაკოცო რომ მალე გამოვჯანმრთელდე _ ბავშვური ტონი ჰქონდა, დუდასაც გაეცინა . თავი მხარზე რომ დაადო და მისი მტევანი ტუჩებთან მიიტანა ორივეს შეეკრა სუნთქვა _გიკრძალავ საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდებას ! _მე ჩემს გამო ნერვიულობას ,გიკრძალავ ! _ წარმოგიდგენია მაინც რა დამემართა რომ მითხრეს საავადმყოფოშიაო? _არ უნდა ეთქვათ, გავაფრთხილე _ ხო არა? გინდოდა დაგემალა რომ დაჭრილი ხარ? როგორ აპირებდი, ახლოს არ მომიშვებდი? _ მოშორდა და ფეხზე წამოვარდა _საქმეებს მოგაცდინე, განერვიულე , მომვლელად გადაგაქციე სულ ტყუილად. ამას ექთნებიც გააკეთებდნენ , შენ კი მერე გეტყოდი ხვალ ან ზეგ სახლში მოვიდოდი _შენ როდის გაიაზრებ რომ მარტო აღარ ხარ , გამაგებინე როდის მიხვდები, რომ ყველაფერი უნდა ვიცოდე და სულ დამირეკო,ნებისმიერ დროს მითხრა რომ გჭირდები , რომ გინდა მოვიდე _მე სულ მინდა რომ მოხვიდე და ჩამეხუტო , აპირებ სიამის ტყუპებად ვიქცეთ ? _ გამოფიტული იყო, გრძნობების დამალვაზე აღარ უფიქრია, გულწრფელად ეღიმებოდა მის ღელვაზე და სიმართლეც უთხრა _კირაა _რა ... ჯანდაბა ეს სულ გამაყუჩებლის ბრალია, ფხიზელი გონება არ მაქვს _თვალები აატრიალა და მერე საერთოდ დახუჭა _უნდა დავიძინო, ხვალამდე არ გამომიშვებენ სახლში. შეგიძლია წახვიდე და დაუბრუნდე საქმეებს , ნუ გაკოტრდები თორემ ღატაკი ქმარი არ მჭირდება , დაგშორდები _თავადაც არ იცოდა რას ამბობდა , თავი გვერდზე შეაბრუნა და აჩქარებული გულისცემა მხოლოდ შემდეგ დაუმშვიდდა დუდა საწოლის კიდეზე რომ ჩამოჯდა და მკლავები შემოჰხვია _რას აკეთებ მტკივა... ასე მეტკინება,დუდა _ჩშშ , ხმა არ გავიგო _ყელში აკოცა, მკლავები შემოჰხვია და დიდხანს ჰყავდა ჩახუტებული _დაიძინე , მე აქ ვარ და არასდროს წავალ . ხელს აღარასდროს გაგიშვებ _ გაყინულმა თითებმა ისევ იპოვნეს თბილი თითები , ერთმანეთში აიხლართნენ და შექმნეს საერთო ტემპერატურა ................. კირას გამოჯანმრთელების პროცესი ხანმოკლე აღმოჩნდა, დუდა ექიმის ყველა დარიგებას მიჰყვებოდა ისიც არ ეწინააღმდეგებოდა და გართულებაც არ მოჰყოლია. ფიზიკურ ჭრილობას ხილული დასასრული აქვს, სულის იარების გაქრობის შესახებ ვერ ვიგებტ, არავინ იცის როდის აღდგება ,როდის განახლდება და გვატკენს იმაზე მეტად ვიდრე პირველად. -დუდაა- შუაღამისას გაეღვიძა, ფანჯრისკენ გადაბრუნდა და გვერდით სიცარიელე რომ დაუხვდა მაშინვე ოთახს მოავლო მზერა - მე ხატავ?- მოლბერტის წინ ,მაღალ სკამზე მჯდომ კაცს გაუღიმა და შიშველი სხეულიდან თხელი პლედი მოიშორა . კაცს მიუახლოვდა, მკლავები ყელზე შემოჰხვია და ყელში რამდენჯერმე აკოცა - რით ვერ დამშვიდდი? - მისი მდუმარება იცნო, იცოდა მხოლოდ სულარეულს არ შეეძლო სიტყვებით გრძნობების გამოხატვა -ჩემი დატოვების უფლება არ გაქვს, ეს უნდა იყოს უკანასკნელი ,როცა თავს საფრთხეში იგდებ - მისკენ შებრუნდა, ჯერ თითები შეახო ფეშეცვლილ ჭრილობას შემდეგ დაიხარა და ტუჩები მიაკრო, თავი მუცელზე მიაბჯინა ,მკლავები კი წელზე შემოჰხვია - არ მეტყვი ვის გამო გაწირე თავი? - ტუჩებზე რომ გადავიდა და ქალი სრულიად მოდუნდა შემდეგ ჰკითხა -მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია შენთან ვარ ,სრულიად ჯანმრთელი და მთლიანად შენი - თითები მოზრდილ თმაში შეუცურა და კოცნა გააღრმავა . დუდას ნაზი ალერსი იმდენად ჩვეული გახდა ერთი უხეში შეხებაც კი ყველაფერს თავდაყირა აყენებდა, ისე აგრძნობინებდა თავს თითქოს სრულიად სხვა ქალი იყო , ახალი კირას დაბადება ურთულესი იყო მისი ჩამოყალიბების პროცესი კი არავინ იცოდა როგორ განვითარდებოდა იმის გათვალისწინებით, რომ დუდაც იცვლიდა ფერებს. ................ აივანზე იჯდა და ცდილობდა ტკივილებს გამკლავებოდა, სისხლიანი ხელები რომ ახსენდებოდა ყველაფერი თავიდან იწყებოდა. მოსაწევით გაურბოდა ბნელ მოგონებებს მოულოდნელად რომ გაიგო ნაბიჯების ხმა და თვალებგახელილს წინ დედამთილი დაუხვდა. ქალბატონი ნატალია მსგავსი გამომეტყველებით მანამდე არასდროს ენახა -მამაშენ,გიორგის მე იმაზე დიდხანს ვიცნობდი ვიდრე შენ. ჩვილი არ ყოფილხარ რომ გარდაიცვალა, ალბათ ფიქრობდა ,რომ შენში ჩანერგა ის ფასეულობები რაც თავად ჰქონდა,მაგრამ შენ ისეთ პიროვნებად ჩამოყალიბდი მას რომ შერცხვებოდა შენი მამობა. ამდენი წელი გავიდა, ამდენ ადამიანს ვიცნობ სხვადასხვა ეროვნების, რასის, რელიგიის მქონეს და იშვიათად მსგავსად სამართლიანი, წესიერი და სწორი კაცი შემხვედროდეს. იმ ავბედით დღეს ჩვენ ქვეყანაში არ ვიმყოფებოდით და ჩამოსვლაც ვერ მოვახერხეთ, სახელმწიფო საქმე რომ არ ყოფილიყო ყველაფერს გადავდებდით,მაგრამ არ შეგვეძლო. მთელი ეს დრო ,როდესაც შენზე ამბებს ვიგებდი გული მტკიოდა, ვწუხდი და სიმართლე გითხრა დანაშაულის შეგრძნებაც მქონდა . როგორმე დედაშენის გავლენისგან უნდა გამეთავისუფლებინე, ზოგჯერ ვფიქრობდი ნეტავ ჩემთან წამომეყვანა , სრულწლოვანებამდე აქ მეყოლებოდა-თქო. ვესაუბრე კიდეც დედაშენს , მაშინ ისე აღწერა თქვენი ცხოვრება ვერაფერი ვთქვი , დედა დავინახე რომელსაც შვილი წაართვეს, მომატყუა , კარგად შეასრულა შვილზე შეყვარებული დედის როლი . მერე სულ ვფიქრობდი , სინდისი მქენჯნიდა , ვბრაზობდი საკუთარ თავზე იმ ქალს როგორ დავუჯერე-თქო, თან ვამბობდი დედასთან უკეთესად იქნება , დედას როგორ წავართვა-თქო ... მერე ისეთ ამბებს ვიგებდი , დაჯერება არ მინდოდა , ისეთი გნახე გადავწყვიტე,რომ დამევიწყებინე . საშინლად ჟღერს,მაგრამ მივხვდი დუდასთან ერთად თუ გაცხოვრებდი ჩემს შვილს ცხოვრებას დავუნგრევდი. ისე შორს გავუშვით, იმდენხანს დაგშორდა და მაინც ახლა შენი ქმარია. თქვენი ქორწინების ამბავი,რომ გამომიცხადა მეგონა თავში მძიმე საგანი ჩამარტყეს. მე არაფერი ვიცი, შენ თავში რა ხდება რა გაიძულებს იყო ასეთი , მაგრამ შენ რომ დუდას ცხოვრებას უნგრევ ეს ცხადია. შენთან სიმშვიდეს ვერ იპოვნის, განა რამდენხანს გაუძლებ ასე ყოფნას. მითხარი კიდევ რამდენი წელი 3 თუ 4 ? ეს დრო შენთვის არაფერია ,მაგრამ დუდასთვის ყველაფერი და შენ რომ წახვალ ვინ იცის კიდევ რამდენი წელი დასჭირდება რომ დაგივიწყოს, ჩაგანაცვლოს. ოდესმე ნორმალურ ოჯახს ეღირსება? შენ დაღივით ხარ, თავიდან ვერ გიშორებს და ყოველთვის მტკივნეული იქნება შენთან სიახლოვე, სულ დაწვავ, სულ ატკენ -არ დავტოვებ - დიდხანს იყო ჩუმად, თვალს ვერ უსწორებდა, ეშინოდა არ მიხვდესო იმას კი ვერ იაზრებდა კვამლი რომ იდგა და საფერფლეში ჩაგდებული ღერი კიდევ იწვოდა - მისგან არ წავალ , აღარ ვატკენ -ტყუილია და იცი შენ ეს... მე კი ის ვიცი ამ რამდენიმე დღის წინ მოსესთან და მის მეგობრებთან ერთად რა გადაგხდა. დუდას შენზე მეტად მოსე თუ ეყვარება , სხვა ალბათ არავინ და მასზეც კი მოახერხე ცუდი გავლენის მოხდენა. როგორი დედა იქნები, თუ იქნები საერთოდ იმაზე უარესი ვიდრე დედაშენია? დუდა შეძლებს დედობაც გაუწიოს ბავშვს და მამობაც? კაიფში მყოფი აპირებ დედობას? სასმელით ხელში გაატარებ ლაქტაციის პერიოდს? ორსულობის დროს მოწევ, დალევ , იშიმშილებ თუ რას გააკეთებ. როგორ წარმოგიდგენია შენი თავი ამ ამპლუაში -მე არ -ხო, ალბათ სჯობს საერთოდ არ გახდე დედა. ჩემი შვილიშვილის მაინც და ზოგადად არ ვიცი, შენი ნებაა მე ვერაფერს აგიკრძალავ . კარგად დაფიქრდი, მოიკრიბე გონება , ყველა გრძნობა რაც ჩემი შვილის მიმართ გაქვს და დროულად გაათავისუფლე შენგან, ამჯერად სამუდამოდ! -თქვენთან რომ წამოგეყვანეთ ახლა არ ვიქნებოდი ის ვინც ვარ ... - ქალი უკვე გადიოდა ჩუმად რომ თქვა და თავი კიდევ უფრო დაბლა დახარა. ვერაფერი თქვა თავის დასაცავად, განა არ შეეძლო შეწინააღმდეგებოდა , არც უცდია იმიტომ ,რომ ქალს ეთანხმებოდა, თავადაც იგივეს ფიქრობდა და ეს რეალობა ტკენდა ყველაზე მეტად, უცვლელი ფაქტები და არა მისი სიტყვები. მთელი დღე უხასიათოდ იყო, ოთახიდან აღარ გადიოდა და საწოლიდანაც კი არ დგებოდა. დუდა ჯერ არაფერს ამბობდა, შემდეგ კი ალექსანდრესა და მარიამის ქორწილის მოსაწვევი დაუხვდა მაგიდაზე და იპოვნა კიდეც მცდარი მიზეზი -შენ რა აქამდე არ იცოდი მარიამი და ალექსანდრე რომ ერთად იყვნენ? საზოგადოება რადგან ნახავს სხვა ქალს მის გვერდით ეგ გაგიჟებს ასე? იმან გაგანადგურა ,რომ წლები იყავი მისი საცოლის სტატუსით და ცოლი ვერ გახდი? ჩემი ცოლის, ამ ოჯახის წევრის სტატუსით რა გავლენაც გაქვს საკმარისი არ არის შენთვის? -როგორც სჩანს , არა - დაეთანხმა, არადა საერთოდ სხვა რამ აღელვებდა. სულ სხვა ფიქრებით ჰქონდა თავი დამძიმებული - მივდივარ , აქ დარჩენა აღარ შემიძლია. -რას აპირებ ,მიხვალ მუხლებში ჩაუვარდები და ეტყვი შენი მონა გავხდებიო? რომ არ ადარდებ არ იცი? რით ვერ მიხვდი,რომ მისთვის სულერთი ხარ -სულ ერთი , სულ’ერთია - უყურებდა, მზერას არ აშორებდა და ნატრობდა ნეტავ დამინახოსო, ნეტავ შეძლოს ჩემი სულის დანახვაო - ერთად ჩავალთ ქორწილის დღეს და მორჩა ! მის ნახვას გიკრძალავ, თუ შეხვდები ...გეფიცები უჩემოდ რომ შეხვდე - ყბაზე თითები მოუჭირა და ანთებული მზერა მოატარა მხოლოდ სხეულს აღიქვამდა, მხოლოდ იმას რაც ხილული იყო სხვას ვერ , საამისოდ არ ჰქოფნიდა ძალა, ბრაზისგან იყო დაბრმავებული -წასვლა მინდა, აქ ვეღარ ვსუნთქავ -ეს კაბა გიკრავს სუნთქვას, გაგათავისუფლებ- ტანზე შემოხვეული ნაჭერი სწრაფად მოაშორა, უხეშად კოცნიდა და ვერაფერს აღიქვამდა , ცდილობდა ბრაზი მოეშორებინა, თავი დაემშვიდებინა , ასე დაემტკიცებინა საკუთარი ადგილი მის ცხოვრებაში . ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა მეორე დილას დუდას ბრაზის ახალი მიზეზი ,რომ გაუჩნდა _იცოდი მოსე რომ კაიფობს? _ოთახის კარი ლამის შეანგრია და ყავის ფინჯნით ხელში მჯდომს თავზე დაადგა _რა თქმა უნდა იცოდი ... რჩევებსაც მისცემდი იმ სულელ ბავშვს და მის შეყვარებულს _ვურჩიე შეეშვი_თქო , მაგრამ როგორც სჩანს არ დამიჯერა _ძალიან მკაცრი ტონით გითქვამს და თან წვეულებაზეც წაბრძანებულხარ _ბავშვები არიან, ასეთები ხდება. მოსეს და ლილის არაფერი დაუშავებიათ. კარგი ბავშვები არიან, ნუ გაუბრაზდები ტყუილად _კარგი , როგორ არა ... შენთან შედარებით ალბათ კი . ჯერ აბორტი არ გაუკეთებია და მოსაწევზეა შეჩერებული ... გადასარევი გოგოა , შესანიშნავი _ყველა მე არ მგავს და ნუ დააბრალებ ბავშვებს იმას რაც არ ჩაუდენიათ. _იმ გოგოს და მის დაქალებს გარემოცვა ტოქსიკურად მოქმედებს , თავადაც ბურუსშია აშკარად ვერ ხვდება საით მიექანება _იმაზე მეტად გგავს ვიდრე გგონიათ , თუმცა ნუ ღელავ შენს შეცდომას არ გაიმეორებს. ლილე ისე არ უყვარს როგორც შენ მე , უბრალოდ გატაცებაა და მეტი არაფერი. _ძალიან კარგი, ახლა დაშორდება და დაუბრუნდება ადამიანურ ცხოვრებას ! _აიძულებ შეყვარებულს დაშორდეს? _მივახვედრებ , რომ მისთვის ასე სჯობს _შენთვის როგორ სჯობს _ტკიოდა, შიგნიდან ინგრეოდა და იღიმოდა _ შენ თუ არ მომიშორე მას რატომ შთააგონებ _იმიტომ რომ ამ ტვირთს ვერ ატარებს... _არ შეუძლია შენს მსგავსად აიტანოს ცხოვრების მეგზურად არასწორი ქალი , არა? _დიახ , ზუსტად ასეა და შენც მშვენივრად იცი _ წამითაც არ დაუშვია რომ მისგან გაჟღერებული სიმართლე კირას ატკენდა. ხშირად სწორედ ასე ხდება ადამიანებს , რომლებიც თვითკრიტიკულები არიან ისე მივუთითებთ საკუთარ სისუსტეებზე თითქოს აღიარება ამსუბუქებდეს წყენასა და ტკივილს. _კიდევ რამდენ ხანს გამიძლებ , როდემდე ათრევ ამ ტვირთს და მოიწამლავ ცხოვრებას _ნუ ჩაერევი იმ ბავშვის ცხოვრებაში, გთხოვ . იმათ ჰგონიათ შენ რომ ასეთი ლამაზი, წარმატებული და მიმზიდველი ხარ მათი მომავალიც შეიძლება მსგავსი იყოს ყველაფერ მავნებელთან ერთად . მჯერა, ვიცი რომ განზრახ არასდროს მოუწოდებ -მაგრამ სამაგალითო ქალიც არ ვარ და სჯობს ჩემთან კონტაქტი საერთოდ არ ჰქონდეთ... აქედან წასვლა მინდა. შენც მალე დაბრუნდები -უჩემოდ არ დაბრუნდები , ხომ შევთანხმდით - მკაცრი ტონით თქვა და აივანზე გავიდა , აღელვებული იყო არ სურდა სიტუაციის გართულება ,გაცლა ამჯობინა -მე არაფერს დაგპირებივარ, შენ მიბრძანე - ცარიელი გაუხდა მზერა, თითები თმაში შეიცურა , ოქროსფერი ჭარბობდა შავს, ერთხელაც შეიჭრიდა და ძველებურად ქერა იქნებოდა - ფიზიკური ცვლილებები არაფერს ცვლის, სულია მთავარი ის კი ვეღარასდროს დაბრუნდება უკან - საკუთარ თავს უთხრა , მარტივი მოძრაობით მოიშორა აბრეშუმის ნაჭერი და სრულიად შიშველმა გააბიჯა აივანზე. იცოდა დაინახავდნენ, მაგრამ არ აღელვებდა , საშინლად სჭირდებოდა განტვირთვა საუკეთესო საშუალებად კი დუდას გამოწვევა იყო -კირა , იცი მაინც ირგვლივ რამდენი ბავშვია- ზურგიდან აკრული ქალის სიშიშვლე რომ იგრძნო წამსვე შებრუნდა, ხელები მოხვია და მისი დაფარვა სცადა -მათ მშობლებსაც აქვთ ს.ქსი ,თორემ ისე ვერ იქნებოდნენ ამდენი ... ვერაფერს დაინახავენ, შორსაა სხვა სახლები - თითები მაისურის ქვეშ შეუცურა და წელიდან მაღლა,მხრებისკენ აუყვა -გეყოფა ! -ნუ მაიძულებ გიღალატო , გაფრთხილებ შენი ჩარჩოები და ეს სახლი უკვე სულს მიხუთავს! - მხრებზე მოჭერილი თითები მოიშორა და სახლისკენ შებრუნდა -ნუ მემუქრები , მე შენ ღალატს არ გაპატიებ ,მაგრამ ამორალურიც არ გავხდები შენს გამო -შენი მორალები აღსაზრდელებთან გამოიყენე , მე ბავშვი არ ვარ ... მას ჩაუნერგე ვინც ჯერ კიდევ მოზარდია -ბავშვებისადმი შენი დამოკიდებულება ნაკლებცინიკური რომ გახდეს კარგი იქნება, უფრო რეალისტურად თუ აღიქვამ და გაიხსენებ რომ სამყაროში არსებობენ და მეტიც , შეგვიძლია ჩვენც გვყავდეს -ჩვენ შეგვიძლია გვყავდეს მხოლოდ კატა ან ძაღლი , სხვას ჩემგან ნუ დაელოდები , ოცნებებშიც კი არ წარმოიდგინო -ასე თუ გააგრძელებ აზროვნებას ამ სულისკვეთებით დედა ნამდვილად ვერ გახდები, მხოლოდ ფიზიკურად - გაბრაზებულმა გაირა მანძილი კარებამდე, ოთახიდან გავიდა და დატოვა კირა მორიგი ჭრილობით . ................ -მანქანაში გელოდები , 5 წუთში მოდი - ძმას დაურეკა,რომელიც შეყვარებულთან ერთად მიაბიჯებდა ტროტუარზე . გაკვირვებულმა მოავლო მზერა სივრცეს და დუდას დანახვისას მიმართულება შეიცვალა -აქ რას აკეთებ? მეგონა დღეს მიფრინავდით -ვნახე როგორც დაემშვიდობე კირას - მანქანა მაშინვე დაძრა როგორც კი ბიჭმა კარი დახურა, ღვედის შეკვრაც არ ადროვა ისე აკრიფა სიჩქარე . არ უყურებდა, მაგრამ გრძნობდა როგორ ააღელვა უმცროსი ძმა - შესაშური ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ , ასე მეც კი არ გაღელვებ -შენ კირას გარდა არაფერი გადარდებს და ყველას გვეშინია მაგ ქალს არაფერი შეემთხვეს , თორემ ისევ შეწყვეტ ადამიანებთან კონტაქტს. საქმე, საქმე და საქმე დარჩება მხოლოდ - გზას უყურებდა და ცდილობდა გონივრული პასუხები მოეფიქრებინა -ლილი როგორ დაითანხმე, ამბობდი არ ვაინტერესებო -დავარწმუნე,რომ არ ვეთამაშებოდი და ნამდვილად მომწონდა -გიყვარს? - არ ვიცი , ახლახანს დავიწყეთ შეხვედრა ჯერ ერთმანეთს ვიცნობთ - ჟ.მაობის დროს აპირებ მისი ხასიათის შეცნობას და შეყვარებას? - შუქნიშანთან გააჩერა , ცინიკურად ჩაიცინა და გვერდულად გახედა -ძველმოდური ხარ-თქო ვერ გეტყვი , კირა მახსენდება და რა გინდა ? შეყვარებულთან ს.ქსი რომ აქვს დანაშაულად უთვლით ბატონო წესიერებავ? შენც რომ ასე დაგეწყო თავის დროზე ამდენი წელი ტანჯვა იქნებ არ დაგჭირვებოდა ...რა საჭიროა ეს შეზღუდვები არ მესმის, ერთმანეთი გვიზიდავს, ორივეს გვინდოდა და რაც გვინდა იმას ვაკეთებთ . შენც რომ კირას მსგავსად თავისუფალი იყო ჩვენი მშობლების ჩარჩოებიდან გამოდიოდე - საუბარს გააგრძელებდა დუდას სიჩქარე კიდევ უფრო მეტად რომ არ გაეზარდა, ისე მიდიოდა გადატვირთულ გზაზე ბიჭს თავის შემაგრებაც გაუჭირდა , თითები კარის სახელურს მოუჭირა - რას აკეთებ, ასე მართვა როდის დაიწყე ? -პროფესიონალი რომ ვარ გავიწყდება? -ახლა გზაზე ვართ და არა სარბოლო ტრასაზე ... ეგ საუკუნის წინ იყო -გული გწყდებოდა მანქანაში რომ არ გისვამდი და სულ გაბრაზებული დადიოდი ხოდა აჰაა ახლა დატკბი ადრენალინით - მანქანებს შორის ძვრებოდა , სიჩქარეს არ აგდებდა და ისეთი სახით იჯდა სულ გადარია ბიჭი- მთხოვდი მასწავლეო და გასწავლე... ყველაფერი რაც კი ოდესმე გინდოდა ხომ გქონდა, ნებისმიერი რამ რაც გითქვამს უსიტყვოდ გამიჩენია . შენთვის საყვედური არასდროს მითქვამს, ისე გიცავდი მშობლებთან თხოვნაც კი არ გჭირდებოდა , ხომ ასეა -დუდა -მიპასუხე ასეა თუ არა - საჭეს ხელი მიარტყა და ისე დაუყვირა ბიჭი კიდევ უფრო დაიძაბა -ასეა -მერე ამ ყველაფრის შემდეგ რით დავიმსახურე შენგან ტყუილი? რატომ არ ვარ ის ვისაც ყველაფერს ეტყვის, რა გიშლის ხელს, რა გაფერხებს , რა გაშინებს , რა არ გაკმაყოფილებს -სერიოზულად მეკითხები ? შენთან საუბარი საერთოდ შეიძლება? სულ ჩუმად იყავი, თვითონ არ თქვი? ისე მოგქონდა არც გეუბნებოდი, ისმენდი იგებდი და მოგქონდა წუწუნსაც არ მაცლიდი, თხოვნასაც არ მაცლიდი . შენთან მეგობრულად საუბარი ოდესმე იყო შესაძლებელი? სახლში არასდროს იყავი, სად დადიოდი ღმერთმა უწყის , შენს ცხოვრებაში არავის ჩარევის უფლებას არ აძლევდი. ბიზნესი რომ დაიწყე მერე საერთოდ მისალმების დონემდე დავიდა ჩვენი ურთიერთობა. მეგობრობას ახლა მთხოვ ? შენი მეშინია, სულ მეშინოდა ეს შენი უემოციო გაყინული გამომეტყველება და მზერა მაშინებდა ზოგჯერ დედას რომ გახედავდი რაღაც ისეთს რომ გეტყოდა მეგონა მისი მოკვლა შეგეძლო. შენ იდეალური ხარ, შენ საოცარი ხარ, შენ შეუდარებელი ხარ და შენნაირობას მთხოვდნენ სულ, შენთან მაიგივებდა ყველა. ვხატავ იცი? ჯანდაბა შენზე კარგად ვხატავ, ხელოვნებით ვარ გატაცებული ,მაგრამ არ იცი...არავინ იცით ,წარმოდგენა არ გაქვთ . კირამ გაიგო მხოლოდ , ცოლად რომ შეირთე და პირველად ჩამოხვედით მეორე დღესვე გალერეაში გამოფენაზე წამიყვანა. ორი დღის გაცნობილმა ქალმა მეტი იცის ჩემზე ვიდრე თქვენ ,ყველამ. ჯანდაბა ნუ მიდიხარ ასე ჩქარა, მეშინია ...გესმის? მეშინიაა ! შენ ჩემს ასაკში სუსტი, უძლური ბიჭის იერი გქონდა ,მე შესაშური გარეგნობა მაქვს როგორღაც და შენ ასეთი რომ გამხდარიყავი შრომა მოგიხდა. მახსოვს დარბაზში რომ ჩახვიდოდი და კარს დახურავდი საათობით არ გამოდიოდი . გგონია შენ იყავი სუსტი ჩემს ასაკში და მე სისუსტე არ მაქვს? მე გგონივარ მაგარი ტიპი , მე კიდე იმდენი რამე მაშინებს და მაწუხებს ვერც ჩამოვთვლი. იცი შენ გამო რამდენი გოგო მეკიდებოდა ყელზე? იცი რა რთულია შენი ძმა იყო და მიხვდე,რომ გოგოს კი არ მოსწონხარ სამკაული უნდა დაბადების დღეზე საჩუქრად , რაღაც რასაც შენ გააკეთებ ექსკლუზიურად მისთვის . ტუსა გახსოვს? ალბათ არც გახსოვს იმიტომ დამიმეგობრდა, რომ შენ ჰყავდი ამოჩემებული გიჟდება ალბათ ახლაც , ყველა შენი ნაბიჯი იცოდა, როდის რა გაგიკეთებია , რომელ გადაცემაში იყავი, რომელ ჟურნალში წერდნენ . ვერც გადმოგცემ რა საზიზღარი გრძნობაა როცა ხვდები, რომ ყველაფერი ყალბი იყო და შენი მეგობარი შენს ძმაზე გასასვლელ ხიდად გიყენებს. კიდევ იმდენი რამ მახსენდება, დღეები დაგვჭირდება ყველაფერი რომ გითხრა . ახლა რა გინდა , რისთვის დამსჯი ან როგორ , რა მოიფქრა შენმა უნივერსალურმა გონებამ -დედამ მოსაწევი ნახა შენს ჩანთაში და კირას ადანაშაულებს , რაც მაგ გოგოს დაუახლოვდა მას მერე დაუკავშირდა იმ ლილისაც , მოწევაც დაიწყოო და კიდევ ვინ იცის რას აკეთებსო . დიდი ეჭვი მაქვს კირა შენს გამო დაჭრეს , ყველაფერს თუ არ მომიყვები რა როგორ მოხდა იმ შენს მაისურს კლინიკიდან სისხლიანი რომ გამომატანეს ნაწილ-ნაწილ გადაგაყლაპებ ! შენი ცხოვრებიდან ვერ გავქრები, მე არასდროს ვერეოდი და ასე ვცდილობდი გავლენა არ მომეხდინა, თავისუფლებას გაძლევდი ,მაგრამ აშკარად დაუნახავი ხარ . შიშს რაც შეეხება, ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ თუ ყველაფერს დეტალურად არ მომიყვები ნამდვილად გექნება საბაბი გეშინოდეს - მანქანა გზიდან გადაიყვანა , სწრაფად დაამუხრუჭა და ბიჭს ანთებული თვალები გაუსწორა -რა გინდა,რომ მოგიყვე დედას კირა რომ ეჯავრება და ვერ ინელებს მის შენს ცოლად ყოფნას არ იცი? ყველაფერს მას დააბრალებს რაც არ უნდა მოხდეს, შენც ასე აპირებ ? გგონია მისი გავლენის ქვეშ ვარ?შენც რომ მას ჰგავდე ძალიან გამიმართლებდა, იმდენად იდიოტი ხარ მასთან მეგობრობის უფლებასაც არ მაძლევ , გეშინია არ წაგართვა თუ რა მიზეზი გაქვს არ მესმის. გგონია ვერ ვხვდებოდი ჩემგან შორს რომ იჭერდა თავს? შენი მზერა ისეთი წაკითხვადია ჩემთვის, ამდენი წელია მაგით ვხელმძღვანელობ ,დახელოვნებული ვარ . ახლა გაცოფებული ხარ იმით,რომ მის გამოჯანმრთელებამდე ახლოს ვიყავი და ეჭვები გჭამენ? სერიოზულად? ყოველთვის მუშაობს შენი ტვინი, მხოლოდ შენს კაცურ შესაძლებლობებს რომ შეეხება საქმე მაშინ ყლ.ვდები? იმ გოგოს შენ მაშინ უყვარდი სუსტი, გალეული, სათვალიანი წიგნის ჭია რომ იყავი და ახლა მთლიანად შენზეა გადმორთული, დაჟე მეც იმიტომ ვაღელვებ ,რომ იცის როგორ გიყვარვარ. ხო, ჩემ გამო დაჭრეს...მე გადამეფარა და დანა მოხვდა . მთელი ეს დროა სინდისის ქენჯნა მაწუხებს, ცუდად ვარ და ძალიან მიხარია ,რომ გაიგე -რა მოხდა ისეთი შენი დაჭრა რომ მოუნდათ -თითქოს გაინტერესებდეს, შენ მხოლოდ ის გადარდებს, რომ კირას მე არ ვიზიდავ და პირიქით. გასაკვირია ალბათ , მაგრამ ჩემთვის ეს ქალღმერთი ,როგორც ქალი არ აღიქმება. მთელი გააზრებული ცხოვრებაა შენს საყვარელ ქალად აღვიქვამ და არასდროს მომინდება მისი გ.ჟიმვა, თუ ეგ გაღელვებს -გეყოფა უკვე , მითხარი რა პრობლემა გაქვს ვის გადაეკიდე იმ გოგოს გამო - ახლა ლილიზე გადადიხარ? ეგეც დედას აღელვებს და შენ როგორც საუკეთესო შვილი მუშაობ იმაზე,რომ მას სათუთი ნერვი არ აუტოკდეს? დანაშაულის შეგრძნება გაქვს კირა რომ მისი რძალია და ცდილობ სხვა ყველა სადარდებელი მოაშორო? - იცინოდა და ცდილობდა გამოეწვია, მაგრამ დუდას უკვე ეპოვნა სიმშვიდის წერტილი -დანაშაულის შეგრძნება არავის წინაშე მაქვს , მათ უნდა ჰქონდეთ ჩვენს მიმართ ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედა ნერვიულობას იმსახურებს. თუ იაზრებ ბავშვი აღარ არის და მის ჯანმრთელობაზე რომ ფიქრობდე ცოტას კარგი იქნებოდა -რა საჭიროა , შენ ისედაც ყველას ნაცვლად ფიქრობ .. მამას ის კაცი შენ არ მოაშორე? -არ მესმის რაზე საუბრობ...მე მის საქმეებში -არ ერევი, ხო ვიცი თვითშეფასების ასამაღლებლად ეუბნები ,რომ მაგარი ტიპია მისი ეშინიათ და იმიტომ არ ჩაძირეს . დიდი ხნის წინ გაანადგურებდნენ შენ და ნიკო რომ არ ჩარეულიყავით. საიდან ვიცი? შენი ლეპტოპის პაროლი გავტეხე და ბევრი რამ გავიგე ...არც ისეთი სულელი ვარ ,შენ რომ გგონია ... ხომ ამბობ ჩემი გაუმჯობესებული მოდელიაო -კირას დახმარება დასჭირდა პრობლემის მოსაგვარებლად ჩემს გაუმჯობესებულ მოდელს? შენს ბარიგას ჩემი ცოლი უნდა აძლევდეს ფულს და შენს სულელურ გარჩევებში ერეოდეს? -ჯერ კიდევ პატარა ვარ, ბევრსაც ნუ მოითხოვ ჩემგან ... ლილის ავიწროებდნენ, რომ დავადექი ჩხუბი დავიწყეთ და კირა ცუდ დროს მოვიდა -ცუდ დროს კი არ მოვიდა იქ საერთოდ იმიტომ წამოვიდა, რომ შენი გარემოცვა შეესწავლა. დარწმუნებული ვარ ყველა გაშიფრა,იცის ვინ რას წარმოადგენს, გეტყოდა კიდეც და შენ მაინც არ ანებებ თავს იმ გოგოს. დღეიდან შეეშვები , ვინმე ნორმალურს იპოვნი ან ისე იზამ ,რომ ის მოვიდეს გონს და დროულად დადგეს სწორ გზაზე. -როგორც მიბრძანებთ, თქვენი სიტყვა კანონია ბატონო დუდა. კირასთან მეგობრობის უფლებას მაძლევთ თუ მხოლოდ თქვენთვის გინდათ და სხვა არავის შეუშვებთ მის ცხოვრებაში -კირა თავად წყვეტს რა უნდა და რა არა -სერიოზულად გგონია და გჯერა, რომ მასზე გავლენა არ გაქვს და შენი თითოეული სიტყვა არ მოქმედებს ? -მონას შეიძლება ბატონზე გავლენა ჰქონდეს? -თავს რომ მონად თვლი სწორედ ეგაა შენი პრობლემა, წარმოდგენა არ გაქვს იმ ქალს როგორ უყვარხარ, სჭირდები და რამდენადაა შენზე დამოკიდებული ... ზოგჯერ ისე მებრლებით არც ვიცი ვინ უფრო შენ თუ ის . -შეწყვიტე ჩემთვის ჭკუის სწავლება და შენს არეულ ცხოვრებას მიხედე, მეორედ კირა ვერ გადაგეფარება -არის, შევწყვიტო სამსახურში წავიდა , შეთანხმებისამებრ რამდენიმე დღე კიდევ უნდა დარჩენილიყვნენ, მაგრამ სახლში დაბრუნებულს კირა არ დაუხვდა,მხოლოდ შეტყობინება ისიც ფურცელზე დაწერილი „წავედი. ეცადემალე დაბრუნდე „ _გინდა გამაგიჟო და რამე გავნო ხომ? ხვდები რომ მოთმინება ამომეწურა და იყენებ ჩემს სუსტ წერტილს - როგორც კი მის ზარს უპასუხა მაშინვე შეტევაზე გადავიდა _სახლში ვარ, ჩვენს ოთახში ვზივარ და არსად წასვლას ვაპირებ . სხვას ვერაფერს გეტყვი, მანდ დარჩენა უბრალოდ აღარ შემეძლო. ასე სჯობს , დამიჯერე . ჩემ გვერდით გარემო ტოქსიკურია , მოსეზე ცუდ გავლენას მოვახდენდი. მინდა დავლიო, მოვწიო და ვიყო მარტო _ტემბრი კი არ ეცვლებოდა თითქოს ჩანაწერს ასმენინებდა _გავიგებ , აუცილებლად გავარკვევ რა ხდება რეალურად და მერე ვისაუბრებთ. დღეს ვერ წამოვალ , მაგრამ მალე დავბრუნდები _არ იჩქარო , გთხოვ . მე შემიძლია სადმე სხვაგან წავიდე, მაგრამ მანდ არა _ერთი თვე ვერ შეძელი ჩემი ოჯახისწევრების გარემოცვაში ყოფნა? _მინდა მარტო ვიყო _კარგი, იყოს ისე როგორც ამბობ. თავს აიძულე ალექსანდრესგან შორს დარჩე _ყველაფერს მაპატიებ მასთან წასვლის გარდა , ხომ? _ისე ჩუმად თქვა დუდას არც გაუგია, საკუთარ თავს ეკითხებოდა უფრო ვიდრე მას. სახლიდან მხოლოდ ერთხელ გავიდა, გიორგის საფლავზე რომ არ მისულიყო არ შეეძლო. მსგავსად არასდროს ყოფილა, ქვაზე დაჯდა და ჩუმად უყურებდა კაცის გამოსახულებას, შემდეგ დიდხანს ტიროდა. აუცილებლად დარჩებოდა დუდას ზარი რომ არა _სახლში გელოდები _სხვა არაფერი უთქვამს , კირა ზუსტად ხედავდა მის სახეს. დამორჩილდა, მალე მის წინ იდგა დაწითლებული თვალებითა და არეული გამომეტყველებით , ჩახუტების გარდა არაფერი უნდოდა, მისი სიახლოვე და იმის შეგრძნება , რომ მარტო არ არის, მაგრამ დუდა ისევ ბრაზობდა , თბილი ჩახუტების შანსი არ არსებობდა _შეხვდი? _ჯერ არ გელოდი. საქმე -შეხვდი _მეთქი? - მხრებში წვდა და ისე დაუყვირა . კირამ მზერა მოარიდა, ისე იყო გამოფიტული ისიც აღარ უნდოდა მისი სისხლისფერი თვალები ვინმეს დაენახა. თვალები დახუჭა და სახეზე აიფარა გალეული თითები _რა თქმა უნდა შეხვდი , მუხლებზე დაეშვი და ისე ემუდარე ხომ? ბევრი იტირე , ძალიან ბევრი _თავი ააწევინა და თვალთან აკოცა _ არ შემომხედავ? არ მეტყვი , რომ დამთავრდა ჩვენი ამბავი?_თითები ყელზე შეუცურა, ჯერ ნაზად მერე კი უხეშად უჭერდა _შემომხედე და მითხარი _ ხმას არ უწევდა, მაგრამ დაძაბულობა ეტყობოდა მის ტონს _ მომიყევი რა გააკეთე , რა უთხარი _ასე როგორ გეშინია...არადა არავინ და არაფერი გაინტრრრსებდა, თავდაჯერებული იყავი შენს საქმეში . მაინცადამაინც ჩემთან რატომ გიქრება საკუთარი თავის რწმენა, განა რა გავაკეთე ისეთი ამ ორი წლის განმავლობაში _ მზერა გაუსწორა და ჩუმად დაიწყო საუბარი _ შენი ბრაზი, შიში , ეჭვიანობა და ბრალდებები , ყველაფერი შენი სისუსტის გამოა. მითხარი გენდობიო, მაგრამ არა შენ არც მე და არც საკუთარ თავს არ ენდობი. რაც არ უნდა გითხრა მაინც არ დაიჯერებ _ ხელი გააშვებინა, წამებში გაუხდა მზერა გამომწვევი, ტანსაცმლის მოშორება და სრულიად შიშველი მიეკრო სხეულზე _ შენ თუ არ მაიძულებ არავის წინაშე დავდგები მუხლებზე _ ტუჩებთან დაიჩურჩულა, თვალებში უყურებდა რომ აკოცა და თან ღილების გახსნას შეუდგა. პერანგი არ მოუშორებია, დუდამ მკლავები რომ შემოჰხვია მათაც დაუსხლტა , საწოლზე დასვა და მის ფეხებს შორის მუხლებზე დადგა _ უკანასკნელად ვპასუხობ შენს ბრალდებას . მეტჯერ აღარ გაბედო დამადანაშაულო იმაში რაც არ გამიკეთებია! მე დანაშაულს არასდროს ვმალავ ! -გიკვირს რომ არ მჯერა? იცი რამდენხანს ვცდილობდი შენს დაბრუნებას? არაფერი გამომივიდა, წლების განმავლობაში უშედეგოდ ვებრძოდი შენში ჩაბუდებულ ალქაჯს,რომელიც ახლოს არ მიკარებდა. მერე წავედი, იმდენი ხნით წავედი საკუთარი თავიც უნდა დამვიწყებოდა,მაგრამ არც ჩემი სისუსტე დამავიწყდა არც შენს მიმართ არსებული გრძნობები, არც სინანული, არც ტკივილი...ყველაფერი ერთად მიღრღნიდა სულს , ვფიქრობდი როდის შეგხვდებოდი. შენი ცხოვრებიდან ალექსანდრეს წასვლის შემდეგ მოსვენება დავკარგე და დავბრუნდი კიდეც, შენ რომ არა ერთი წუთითაც არ ვიფიქრებდი აქ ჩამოსვლას, მეზიზღება აქაურობა და ის ვინც აქ ვიყავი . მხოლოდ შენ ხარ ჩემი ნათელი მოგონება , რომელიც აღმოჩნდა, რომ მე ჩავაქრე . თავი მისკდებოდა იმაზე ფიქრით როგორ შევხვდებოდით, როდის გადაიკვეთებოდა ჩვენი გზები,ეს შეხვედრა ახალი ფურცლიდან დაწყების შანსი უნდა ყოფილიყო და ბოლოს გადავწყვიტე კატალოგი შემექმნა, მთელი ის წვეულება, ღონისძიებები , რეკლამები არაფერი მაღელვებდა, შენ წარმოგიდგენდი ყველგან და იმიტომ დავიწყე. მაინც ყველაფერი აურიე , ისე მოულოდნელად შემოხვედი ჩემს კაბინეტში გიყურებდი და მეგონა გული გამისკდებოდა... მთელი ჩემი ძალა ფერფლად აქციე , იმ დღიდან ვცდილობ შენზეც მოვიპოვო გავლენა, მაგრამ უძლური ვარ . შემშალე , ამრიე ,დამანგრიე და გინდა მჯეროდეს,რომ ჩემთან გინდა? მხოლოდ ჩემთან ... მე გიყვარვარ ,გიყვარვარ ? გჭირდები ? გინდივარ ? ერთ დღეს ყველა შენი ბნელი მოგონება რომ გაქრეს , თავი ბედნიერად და თავისუფლად იგრძნო ჩემთან დარჩები თუ მაშინვე წახვალ - ქალის სახე ხელებსშორის ჰქონდა მოქცეული, თვალებში უყურებდა და პასუხს ელოდა -ჩემ გამო დაბრუნდი ? ყველაფერი ჩემ გამო იყო? გინდოდა შენთან ვყოფილიყავი ? რატომ მაინცადამაინც მე ...ამაზე გიფიქრია? იქნებ სინდისის ქენჯნის გამო, იქნებ იმიტომ რომ ხელი გამიშვი და ნანობდი, იქნებ იმიტომ რომ ჩაიციკლე, ამომიჩემე და თავი დაარწმუნე , სხვას ვერ მიიღებდი, სხვა არავინ არსებობდა. რას ელოდი ჩემგან, რა გინდოდა მიგეღო -შენ მინდოდი, შენ მჭირდებოდი გვერდით ...მინდოდა გყვარებოდი, მინდოდა ჩემი გამხდარიყავი, მინდოდა ოჯახი გვქონოდა, მინდოდა იმ გოგოს ოცნებები ამეხდინა მე რომ ვიცნობდი -ოჯახი , ჩემთან ერთად ? ახლაც გგონია,რომ შეგვიძლია მე და შენ შევქმნათ ის ოჯახი რაზეც მაშინ ვოცნებობდით? ერთმანეთზე შეყვარებული დედა, მამა და ბავშვები , მათი სიყვარულით ბედნიერი, მშვიდი ,თავისუფალი, ფერადი გოგონები და ბიჭუნები, მწვანეთვალება და სიცერთვალა ბავშვები იმ ცხოვრებით რომელიც ჩვენ არ გვქონდა? - ლოყები ცრემლებით ჰქონდა დასველებული, კაცის თითებს ეხებოდნენ წვეთები მისი თვალები კი მწუხარებას ასხივებდნენ - არ გჯერა, ხომ ასეა... სიმართლე იცი, შორეული ,სანატრელი ქალი აღარ ვარ, შიშველი ვარ შენს წინ -ბავშვებზე საუბარი ჯერ ზედმეტად უდროოა, მე და შენ ბევრი გვაქვს სამუშაო ცალ-ცალკე და ერთად სანამ შევძლებთ ისეთი მშობლები გავხდეთ როგორიც გვინდოდა- ტკივილიანი გაუხდა ხმა, კირა ხედავდა როგორ არჩევდა სიტყვებს -შენ იცი ,რომ მე ვერასდროს გავხდები დედა -ვიცი, მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს ... ახლა ბავშვზე საუბრის დრო არ არის, მე და შენ ვართ მთავარი . ის რასაც ჩემს მიმართ გრძნობ -არ გეტყვი,რომ მიყვარხარ ! არ ელოდო ჩემგან გაჟღერებულ ამ სიტყვას ... -ამბობ შანსი არ გაქვსო?- წასვლის ნება არ მისცა, ხელი კეფაზე მოუჭირა და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა- არასდროს შემიყვარებ? -შენ კი ვერასდროს დამინახავ , სრულიად შიშველსაც კი - გული აუჩქარდა, გონება გათიშა და მხოლოდ ვნების ცეცხლი დატოვა. ........... ალექსანდრესა და მარიამის ქორწილში საბოლოოდ მაინც წავიდნენ. დუდა კირას შესწავლას ცდილობდა, მთელი საღამო დაძაბული იყო ქალს კი უცნაური სიმსუბუქის შეგრძნება ჰქონდა წყვილზე დაკვირვებისას _იქნებ თვალი მოაშორო _იცი მათ რა აქვთ ისეთი რაც ჩვენ არასდროს გვექნება? _ალექსანდრეს ყოვლისშემძლე ბუნება ? _ერთმანეთს გრძნობენ, უსიტყვოდ ესმით ... შენ კი რომც დამინახო არ დაიჯერებ . ნახე, ორივე როგორი თავდაჯერებულია, თავისებურად ძლიერი და მაინც უერთმანეთოდ ყოფნა არ შეუძლიათ _ ისევ წყვილს უყურებდა, ჩუმად ლაპარაკობდა და შემდეგ წამოდგა კიდეც _ ვიცეკვოთ _ხელი ჩაკიდა და ისიც გაჰყვა. მიეყრდნო, უსიტყვოდ, უთქმელად ეხვეოდა მის მკლავებში მელოდიით მოცული და სიმშვიდეს წუთებით იჭერდა. _მოვა დრო და ჩვენ შევძლებთ ! _არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა, ალბათ ყველაფერს ერთად რაც მთლიანობად აქცევდათ. .............. ....................... ნიჟარაზე დაწყობილ სხვადასხვა ტესტზე გამოსახულ ორ წითელ ხაზს უყურებდა, ტუჩებსშორის მოქცეული სიგარეტის ღერითა და მოშორებით მდგომი სასმელის, ნახევრად დაცლილი ,ბოთლით . "ორსულად ვარ!" გაიაზრა გონებამ და ორი სიტყვა მომაკვდინებელი დარტყმის მსგავსად მტკივნეული აღმოჩნდა. გული ისე ეტკინა სუნთქვა ვეღარ შეძლო, იდგა მკერდზე მიჭერილი ხელით და ამოსუნთქვას ცდილობდა. ყველაფერი დალაგდა, არგუმენტები ჯარისკაცებად განლაგდნენ და ისევ არ მისცეს ამ ამბით წამიერი ტკბობის საშუალება. ახსენდებოდა ყველა ჭიქა რომელიც დაცალა, სიგარეტის შეკვრა, რომელიც ნაგვის ურნაში მოისროლა, ღერი რომელიც კვლავ ეჭირა და წამლები რომელთაც დამამშვიდებლად სვამდა ანდაც ძილის წინ , ან ნებისმიერი შეტევის დროს როცა გონების გათიშვა უნდოდა. შემდეგ ესმოდა ხმები, სიტყვები რომლებიც არწმუნებდა, რომ უვარგისი იყო, რომ არ შეეძლო მშობლად ქცევა, რომ ვერასდროს შეძლებდა დედობას და საკუთარი თავის მიმართ ზიზღი განუახლდა. სიზმრებში მუდამ ხედავდა ჭრელთვალება ბავშვებს , შორიდან რომ ბედნიერები და ჯანმრთელები ჩანდნენ ,გულს უთბობდნენ და მიახლოებისას ნაცემები, ჩაშავებული თვალებით, ფერმკრთალი კანით, სხვდასხვა პათოლოგიებით ხვდებოდნენ, ყოველ ჯერზე რამდენჯერაც შვილის ყოლაზე დაფიქრდებოდა იმდენჯერ უცხადდებოდა ნანახი კოშმარები. ეგოისტურად უნდოდა მხოლოდ საკუთარ თავზე ეფიქრა, იმაზე თუ რამდენად დაეხმარებოდა ადამიანი ,რომელსაც უპირობოდ ეყვარებოდა, ის ვინც მთლიანად მასზე იქნებოდა დამოკიდებული და მაინც არ გამოსდიოდა, იმის წარმოდგენა ,რომ ვერ დაიცავდა, რომ საკუთარი მოქმედებით ისევე გაუნადგურებდა ცხოვრებას როგორც ეს დედამისმა გაუკეთა და წამსვე წყვეტდდა ოცნებას. ერთხანს იჯდა და ტიროდა, მერე მანქანის ხმა გაიგო , ყველაფერი უკან პარკში ჩაყარა და ნაგვის ურნაში ჩატენა . შხაპის ქვეშ დადგა ,ცრემლები წყლის წვეთებით დაფარა და დუდას შეხებისას გონება დაებინდა. კაცის მკლავი მუცელზე შემოეხვია, მის სიმხურვალეს გრძნობდა და ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს შიგნით მყოფმა ჩამოუყალიბებელმა ემბრიონმაც იგრძნო მამის სიახლოვე. ერთი ეცადა ჩაესუნთქა , თითები მოუჭირა კაცის მკლავს და მერე გონდაკარული ჩაიკეცა . ასეთი ცხოვრება ჰქონდა ,ახალი ტკივილი ყოველთვის აჭარბებდა ძველს . ექიმს რომ ესაუბრებოდა იცოდა ეს უკანასკნელი უბედურება იქნებოდა,აუცილებლად დაასრულებდა ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს ის ცეცხლი ახლა რომ წვავდა. კვლავ ბურუსში ჩაიკარგა, გონებამ ისევ შეწყვიტა კადრების დამახსოვრება, მხოლოდ შეგრძნებები მოქმედებდნენ, ანგრევდნენ , ანადგურებდნენ. გადაწყვეტილება რომელიც სისრულეში მოიყვანა იყო უკანასკნელი გარდამტეხი წერტილი. მხოლოდ დიდ სიცარიელეს გრძნობდა, დანაშაულის შეგრძნება ახრჩობდა, ყველა ზღვარი გადაკვეთა, საკუთარი თავის პატიება აღარ შეეძლო და ბოლოს ისევ იქ აღმოჩნდა, იქ საიდანაც დაიწყო ყველაფერი. თითქოს განგებ წავიდა ათასი მალული აზრი უტრიალებდა გონებაში, ეშმაკი იმარჯვებდა ისევ და ისევ სიბნელისკენ მიათრევდა , ჯაჭვის გაწყვეტის შანსი აღარ იყო. ეზოში მიაბიჯებდა, დროსა და სივრცეში არეულმა ალექსანდრე რომ დაინახა . შემდეგ ისევ გაქცევის გზა იპოვნა, სხვა არაფერს გრძნობდა მხოლოდ ეს სურდა , თავის დაღწევა. რაღაც ისეთის გაკეთება რაც დანაშაულს გადაფარავდა, რაღაც უარესის ჩადენა -სანდროო-წონასწორობადაკარგულს ხელი შეაშველა კაცმა , ქვემოდან უყურებდა და გრძნობდა როგორ იმარჯვებდა ბნელი ნათელზე -რა დაგემართა კირა - სახეზე მიკრული თმა მოაშორა და ეცადა მისი სახე დაენახა. დაბინდულ თვალებს ხედავდა მხოლოდ - შემომხედე- ნიკაპზე მოუჭირა თითები და თავის აწევა აიძულა -ცუდად ვარ , მეტი აღარ შემიძლია - გულწრფელი იყო - მოდი , დაჯექი - მანქანამდე მიიყვანა, სავარძელზე დაჯდომაში დაეხმარა და კარიც მიხურა. -მასთან არ წამიყვანო, გთხოვ ... სადმე შორს მინდა . ყველაფრისგან მოშორებით - ტიროდა და გალეულ ხელებს სახეზე იფარებდა. -დამშვიდდი ... შენი ქმარი სად არის -არ ვიცი , მისი გახსენება არ მინდა , გთხოვ ალექსანდრე -ჯანდაბა ... - სრულიად არაადეკვატური იყო და ასეთ მდგომარეობაში ვერ მიიყვანდა კაცთან. გაბრიელის ძველი ბინის გასაღები ჰქონდა და სხვა უკეთესი ვარიანტი აღარ განუხილავს. მალევე გააჩერა მანქანა ავტოსადგომზე, მაგრამ კირას სიარული ნამდვილად არ შეეძლო. ხელში აიყვანა და ისე დაიძრა შენობისკენ. არ გასჭირვებია კაცს მისი ტკივილის ამოცნობა, უყურებდა და ახსენდებოდა ის გოგო პირველად რომ შეამჩნია, გაუფერულებული, ძალაგამოცლილი, დანებებული , ნიღაბაფარებული ქალი , რომლის გრძნობებიც მუდამ ყალბი იყო -რა მიიღე - დივანზე დასვა და მის წინ ჩაიმუხლა- კირა , რა გაქვს მიღებული -მომენატრე- თითები ხელზე მოუჭირა და მაჯაზე აკოცა - ის დრო როცა არაფერს ვგრძნობდი და მხოლოდ გავრბოდი -უნდა გამოფხიზლდე -შენ საერთოდ არ მოგენატრა ჩემთან ყოფნა? ასეთი კარგია სიყვარული?- ჯდომაც კი არ შეეძლო, ნახევარი ტანით იწვა და იცინოდა მერე ისევ ტირილი დაიწყო რამდენიმე წამში კი სირბილით გაიქცა სააბაზანოსკენ. ალექსანდრე რომ შევიდა უნიტაზზე დამხობილი აღებინებდა და დახრჩობის ზღვარზე იყო. სახეზე წყლის შესხმას აზრი არ ჰქონდა, პირდაპირ დუშის ქვეშ დააყენა და ცივი წყალი მოუშვა -მცივა ... გავიყინე- სახე რომ აერიდებინა ზურგით შებრუნდა და წამში გაშიშვლდა- ჩემთან მოდი , გთხოვ - სრულიად შიშველი იდგა ,ისეთი ლამაზი იყო და ალექსანდრესთვის ისეთი უფერული - შენ თუ შეძლებ მისგან დამიხსნა -გასაღებს დავტოვებ, რამდენ ხანსაც გინდა დარჩი - ყურადღება არ მიუქცევია სააბაზანო დატოვა . უკვე გათენებული იყო , ფანჯრიდან უყურებდა ქალაქის ხედს სანამ სახლიდან გავიდოდა ხალიჩაზე დავარდნილი საკუთარი ტელეფონი იპოვნა და რომ გასწორდა კირა ცხვირწინ დახვდა -არ წახვიდე -დაბოლილი ხარ და კიდევ ვერ გამოხვედი, ჩაიცვი , წყალი დალიე და დაიძინე - ქალის ხელი მოიშორა , უკვე ბრაზდებოდა -მჭირდები გესმის? მჭირდები ... უშენოდ არეული ვარ . შენთან დაშორებამ,მერე შენმა სიკვდილმა, მარიამის ცოლად შერთვამ გამანადგურა- ხმამაღლა ლაპარაკობდა და ისევ ტიროდა- უშენოდ ცარიელი ვარ , მხოლოდ შენ შეგეძლო ჩემი მართვა -ნუ იქცევი უთავმოყვარეო მძავივ.თ - ყბაზე მოუჭირა თითები და ხმას აუწია- ნუ ხარ ასეთი უსუსური , გამოიყენე გონება . ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიხედე საკუთარ თავს და გააკეთე ის რაც ნამდვილად გინდა და შეწყვიტე თამაში . შენ მე აღარ გჭირდები ! -არ შემიძლია ... - ალექსანდრეს სილუეტს დაბინდული მზერით ხედავდა, დიდხანს არ უფიქრია არეულმა სულმა მიიყვანა ფანჯარასთან, კანში ვეღარ ეტეოდა, თავისუფლება სურდა, ტკივილის გაყუჩება, ცეცხლის ჩაქრობა ,რომელიც ამდენი წელი წვავდა და არ ნელდებოდა. ფანჯრის რაფაზე მდგომს გრილი ქარი ეხვეოდა სხეულზე, ნაბიჯის გადადგმას სთხოვდა, სულ ერთ ნაბიჯს და თავისუფლებას ჰპირდებოდა . მხოლოდ იმიტომ შეჩერდა,რომ გონების ნათელი მხარე დუდას სახეს უჩვენებდა, მასთან დაკავშირებულ ფერად მოგონებებს, შეგრძნებებს და წარუშლელ ემოციებს, მათ ვერ შეელია, უნდოდა ყველაფერი ბოლოჯერ გაეხსენებინა, გამოთხოვებოდა . ბნელმა მხარემ კაცის თითოეული სიტყვა გაახსენა ისრებივით რომ ხვდებოდა გულს „ეზოზღები,მას მხოლოდ ეზიზღები ...გაათავისუფლე „ უფსკრულისკენ იზიდავდა უხილავი ჯაჭვი და რომ არა მოულოდნელად დაბრუნებული ალექსანდრე აღარაფერი შეაჩერებდა -კირა !- ისე დაუძახა ქალმა მაშივე გამოხედა . გააცოცხლა ყველა ალექსანდრე , ყველა ვისაც კი მასზე გავლენის მოხდენა შეეძლო - ჩემთან მოდი - თვალებში უყურებდა და უახლოვდებოდა -შენ წახვედი ... სულ წახვედი - ისე საუბრობდა თითქოს რობოტი იყო, რომელსაც დამოუკიდებლად აზროვნების უნარი არ ჰქონდა - მე საშინელი ვარ და შენს გარდა ვერავინ გამიგებს -დუდას უყვარხარ ! -ნეტავ არ ვუყვარდე - კვლავ სივრცისკენ შებრუნდა -კირა შემომხედე და მითხარი რა გინდა -შენთან მინდა , ისევ ძველებურად მოვალეობების გარეშე, გრძნობების გარეშე, გადაღლილმა ყველაფრის მოშორება შევძლო ... არ გამოვა , ვეღარ გავიყინები, ვეღარ გავქვავდები , ვგრძნობ იმაზე მეტს ვიდრე ოდესმე -მეთორმეტედან გადახტომას აპირებ ამის გამო ? - სიცილი დაიწყო , თითქოს საერთოდ არ ადარდებდა ქალის ბედი. პერანგის ღილების გახსნა დაიწყო კირას ყურადღება მოადუნა ,თითბი მაჯაზე ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა -სანდროო ... მე ბავშვი მოვკალი მისი და ჩემი - თითქმის შიშველი იყო , სველი თმა ტანზე ეკვროდა ალექსანდრემ ხელი რომ მოხვია და სხეულზე აიკრა ძალა საერთოდ დაკარგა. საკუთარმა სიტყვებმა გაანადგურა, თითქოს იმ წამს გაიაზრა ჩადენილი და სულში დაგროვილი ტკივილი ყვირილთან ერთად გაათავისუფლა, ხმამაღლა კიოდა სანამ ხმა არ დაკარგა, კაცი იჭერდა , ხელებს უკავებდა სანამ ტკივილისგან გონება საბოლოოდ არ გაეთიშა -სულელო გოგო, რა გაუკეთე საკუთარ თავს- პერანგი ჩააცვა , საწოლზე დააწვინა და ინსტიქტურად მოეფერა თავზე. მზე ამოვიდა, ისევ მოერია სიბნელეს და დაიწყო ახალი დღე , კვლავ სუნთქავდა, ხედავდა და გრძნობდა. არაფერი სჭირდებოდა, არცერთი შეგრძნება , მხოლოდ წარსულის გაქრობა სურდა, ჭაობიდან თავის დახსნა და იმ გოგონას საოცნებო გზით სიარული რომელსაც სიცოცხლის უფლება დიდი ხნის წინ წაართვა. -მაპატიე გუშინდელისთვის, თავი დავკარგე - ალექსანდრე რომ დაინახა ღვინის ჭიქა აიღო და მის წინ სავარძელში მოთავსდდა. -შეგიძლია დარჩე, ფსიქოლოგი მოვა ... მე და შენ თამაშს ვერ განვაახლებთ, ერთმანეთი აღარ გვჭირდება და შენ ეს შესანიშნავად იცი -როგორ მიხვდი რომ გიყვარდა და მის გარდა არავინ გჭირდებოდა. რატომ მაინცადამაინც მარიამი -იმიტომ,რომ მარიამია ... უნდა იგრძნო , ისე ძლიერ რომ ყველაფერი სხვა გადაფაროს იმ ერთმა -სხვანაირი ხარ ... შენ არ ხარ ის ალექსანდრე ვინც მე მჭირდებოდა -ხო, მარიამის ალექსანდრე მხოლოდ მარიამისთვისაა - მსუბუქად გაუღიმა და მისი ჭიქიდან ღვინო მოსვა - ვწუხვარ შენ გამო , მაგრამ საკუთარი თავის გარდა ვერავინ დაგეხმარება -ჭაობში ვარ ალექსანდრე...იმაზე უფრო ღრმად ვიდრე მაშინ პირველად რომ შევხვდით -გააკეთე ისე ,რომ ამოგიყვანონ ... ყველა რესურსი გამოიყენე -არასდროს დაბრუნდები ? ისევ ისეთი როგორც ადრე იყავი - ამღვრეული თვალებით უყურებდა -ერთი რამ დარწმუნებით შემიძლია გითხრა თუ მარიამი არ იქნება ჩემს ცხოვრებაში მეც არ ვიქნები , არცერთი წუთით .... ჟინის დაკმაყოფილება ნებისმიერთან შეგვეძლო მე და შენ,მაგრამ როცა არის ვიღაც ვინც სულის სიცარიელეს გივსებს ყველაფერი უმნიშვნელო ხდება მის გარდა. მორჩი საკუთარი თავის წამებას , გააკეთე ყველაფერი იმ ბიჭთან ერთად შენზე რომ გიჟდება. ეჩხუბე, იყვირე, უთხარი ყველაფერი რასაც გრძნობ, რაც გინდა ,რაც არასდროს არავისთვის გითქვამს და მერე მოუსმინე , დაელოდე ... არ დანებდე , იპოვნე დაკარგული სულის ნაწილი - თვალებში უყურებდა, საკუთარ სიტყვებს მის გონებაში ადგილს უჩენდა შემდეგ თავზე აკოცა და მარტო დატოვა. .................. _ისევ შენ ხარ..._ალექსანდრეს წასვლის შემდეგ ბინაში ფსიქოლოგი შევიდა. გაცრეცილი ღიმილით შეეგება და თავი უღონოდ ჩამოსდო სავარძლის სახელურს. დივანზეც კი არ იწვა, პატარა სივრცეში იყო მოკეცილი_თავიდან ვერ გიშორებ, ხომ? _ეს შენ გგონია საკუთარი თავი სამყაროს ტვირთი და გინდა ყველანი გაგვათავისუფლო _თითქოს არ გაწუხებ, უკვე ყელში გყავარ ...ვერაფერი მიშველე არადა საუკეთესო ხარ _ სადღაც ერთ წერტილს უყურებდა, პირის სიმშრალის გამო ტუჩებზე კანი დამსკდარი ჰქონდა და უდაბნოში მყოფს ჰგავდა. _ალექსანდრესთან როგორ აღმოჩნდი _არ მახსოვს _გინდა ახლა აქ იყოს , შენს გვერდით? _მინდა ისევ ისე ვიყო როგორც ადრე მასთან ყოფნისას _და როგორ იყავი მაშინ. თავს ამდენად კარგად გრძნობდი? სიზმრებს აღარ ხედავდი, მშვიდად გეძინა და თავს ბედნიერად გრძნობდი? რა გენატრება _არაფერზე ვწუხდი, არ მინდოდა უკეთესად ყოფნა ახლა კი დუდამ გამახსენა ვინ ვიყავი და ეს უშედეგო მცდელობები, იმედის ქონა და მერე ყველაფრის განადგურება ისეთი მტკივნეულია _გამოდის ალექსანდრესთან ყოფნისას შეცვლას არ ცდილობდი ახლა კი ბრძოლა დაიწყე _და დავმარცხდი. დავრწმუნდი, რომ მართალი ვიყავი, შანსი აღარ მაქვს . დუდასთან ვერ მივალ _ პრობლემა ისაა რომ დუდა არ მიგიღებს? თავად არ გაღელვებს ის ფაქტი რომ აბორტი ისევ გაიკეთე? _დუდას ვუყვარვარ მხოლოდ, სხვას არავის _მეუნები რომ საკუთარი თავი არ გიყვარს ამიტომ არაფერი შეცვლილა? _მეზიზღება _ვინ _საკუთარი თავი _დუდა? მის მიმართ რას გრძნობ ... რატომ გაღელვებს მისი აზრი. შენ ხომ შეგიძლია ყველა მიატოვო და იყო მარტო _დუდა სხვაა _და მაინც ვინაა _ჩემი სულის სინათლეა _დუდამ რომ მიგიღოს პრობლემა გადაიჭრება? აბორტის შესახებ ამბავი რომ მიიღოს ისე როგორც შენ ხედავ -როგორ უნდა მიიღოს , ჩვენი შვილი მოვკალი _აქამდე თუ მონოტონურად საუბრობდა ახლა გაღიზიანდა, პოზა შეიცვალა, ჯერ ფეხები იატაკზე ჩამოსწია შემდეგ წამოდგა და აფორიაქებულმა მოავლო სივრცეს მზერა , თითქოს ოთახი ეპატარავებოდა, სივრცე სულს უხუთავდა _მე კიდევ ერთხელ დავანაწევრებინე ჩემში შექმნილი ახალი სიცოცხლე. იმდენად ტოქსიური ვარ ღვთის საჩუქარსაც ვერ ვიღებ...სიცოცხლეს ვერ ვაჩუქებ მე ...მე დაწყევლილი ეშმაკი ვარ . ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვი და მთელი ჩემი სხეული შხამითაა სავსე_მუცელზე ჯერ ისე დაიხედა გეგონებოდათ მოფერებას აპირებსო , წამით ისევ ეგონა იქ იყო შემდეგ ჯერ თავზე მიირტყა მუშტად შეკრული ხელი მერე კი მუცელზე _ წყეულმა ქალმა გამაჩინა , მამას დამსახურებით გამაჩინა თორემ აბორტის გაკეთებას აპირებდა ისიც. ჩემნაირი საზიზღარია ისიც, ჩემი შვილი კიდევ უფრო უარესი იქნება ...კიდევ უფრო დაიტანჯება . ამ წრეს ვერ გავაგრძელებ ! არა , არ შემიძლია დუდამ უნდა გამიგოს... მისთვისაც ხომ ასე სჯობს _ დადიოდა და უფრო საკუთარ თავს ელაპარაკებოდა ვიდრე კაცს -უნდა დაველაპარაკო და გამიგებს _გაიგებს და შემდეგ რა იქნება ... ერთად იქნებით მხოლოდ შენ და დუდა? _მხოლოდ მე და დუდა _ეს გაგაბედნიერებს? თავისუფლებას იგრძნობ და კარგად იქნები? _მასთან კარგად ვარ, სხვები რომ არ იყვნენ და მხოლოდ ჩვენ ორნი...ნეტავ მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყოთ სადმე კუნძლზე და არავინ სხვა. ნეტავ ხელი არ გაეშვა , ხელი არ გაეშვა _ჩუმად ლაპარაკობდა , ისევ ჩაიკეტა საკუთარ თავში, აწმყოსა და წარსულს შორის მოქცეული . კაცი ერთხანს ჩუმად უყურებდა, აკვირდებოდა მის ქმედებებს და არაფერს ამბობდა სანამ კირა კარისკენ არ დაიძრა _საით _დუდასთან მინდა ... ყველაფერი უნდა დავასრულო . დღეს დასასრული მოვა _რა დასრულდება _ბნელი ან ნათელი ... ან ვიქნები ან აღარ _ მისკენ არ გაუხედავს , ისე აღიქვამდა როგორც საკუთარი ქვეცნობიერის ხმას . ................ გონება გაქცევას სთხოვდა, დანაშაულის შეგრძნება სულს უხუთავდა მიდიოდა და ერთი ნაწილი ნაბიჯის უკან გადადგმას უბრძანებდა , სასწრაფოდ შებრუნებას , უსაფრთხო ადგილას დამალვას , გამოკეტვას იქ სადაც ვერავინ იპოვნიდა . სვლას აგრძელებდა, საკუთარ თავში გაჩაღებული დაუსრულებელი ომი კი ახალ ბრძოლაში იყო ჩაბმული პირველად აირჩია მეორე მხარე, დაბრუნდა იქ სადაც ეგულებოდა ერთადერთი ადამიანი ვისაც უყვარდა. სახლი რომელშიც შევიდა მისი არ იყო, იმ კედლებთან არაფერი აკავშირებდა , ირგვლივ ყველაფერი უმნიშვნელო იყო მხოლოდ იმ ერთადერთზე ამყარებდა უკანასკნელ იმედს, იმედს რომელზეც ცხოვრებით გახლდათ დამოკიდებული. მთელი სხეულით თრთოდა, გრძელი პერანგის მკლავები თითებამდე სწვდებოდა , არეული თმები, ფერმკრთალი სახე, ცარიელი თვალები და მზერა,რომელიც მდუმარე სახლში ერთადერთ სულიერს დაეძებდა. -ოთახში შესვლა არ გაბედო - კარის სახელურზე ჰქონდა თითები შემოხვეული ზურგს უკან ხმა რომ გაიგო . მთელს სახლს მოედო კაცის ხმამაღლა ნათქვამი სიტყვები -დუდა - ჩუმად თქვა კაცის სახელი და ნელა შებრუნდა. სისხლისფერი კაპილარებით გარშემორტყმული ცისფერი სფეროები ზიზღრს აჩვენებდნენ მხოლოდ . ერთი ნაწილი ისევ გაქცევისკენ მოუწოდებდა, კიდევ ერთ არგუმენტს აჩვენებდა -რა არსება ხარ საერთოდ - თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა ქალი და მერე მისკენ დაიძრა- მიპასუხე ვინ ხარ ასეთი ... ამდენად ბნელი ,ასეთი ავხორცი როგორ ხარ . ბავშვი მოკალი და პირდაპირ საყვარელთან გაიქცევი? დაგიბრუნდა? გილოცავ ...მიიღე ის რაც მთელი წელი გაკლდა? ასეთი ხარ სიამოვნების მიღების შემდეგ? - ყბაზე მოუჭირა თითები და თავი ააწევინა- ხმა ამოიღე -მაპატიე ... გთხოვ - ცრემლები უსერავდნენ მიტკლისფერ კანს -რა გაპატიო ...რომელი ერთი ცოდვა. ამ ცრემლების გამო კიდევ რაზე შემიძლია თვალის დახუჭვა. დავბრმავდი , შენი სიყვარულით დიდი ხნის წინ დავბრმავდი და იმდენი მოახერხე ბრმამაც დავინახე შენში ფესვებგადგმული ეშმაკი - ცრემლები შეუმშრალა , სველ თითებს დახედა და ისევ უკან დაიხედა- მადლობა ... სამუდამოდ გამათავისუფლე შენს მიმართ არსებული გრძნობებისგან -ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ გგონია -კედელს ეყრდნობოდა ფეხზე დგომა რომ შესძლებოდა - გეფიცები არაფერს დავიტოვებ ჩემს თავში ჩამარხულ არცერთ ამბავს ...ბოლომდე გავშიშვლდები შენს წინ თუ -კიდევ დაგრჩა რამე? მე იქ დაგინახე აბორტის გაკეთების შემდეგ მთვრალი,მოცეკვავე.შესანიშნავად ჩანდა შენი ცივსისხლიანობა, შენი გახრწნილი სული ... -ერთი შანსი მჭირდება ... უკანასკნელი შანსი ჩვენთვის - მის თვალებს ეძებდა, ბიჭი მზერას არიდებდა ,მაგრამ მაინც იმედი ჰქონდა,რომ ასე შესძლებდა საკუთარი ტკივილის და გულწრფელობის ჩვენებას -შენი საყვარლის პერანგით, ნახევრად შიშველი , მისი სუნით გაჟღენთილი დგახარ ჩემს წინ მას შემდეგ რაც ჩვენი შვილი მოკალი და შანსს მთხოვ? ასეთი იდიოტი ვარ შენი აზრით ? ამდენად გამოვყლ.ვდები რომ ჩემს გვერდით დარჩენის უფლებას მოგცემ? რა გინდა ჩემგან მითხარი...აუცილებლად უნდა გცემო, ნამდვილ მოძალადედ ვიქცე ?გინდა თავი მომაკვლევინო? გამაგებინეე რა ჯანდაბა გინდა ჩემგან . ფსკერზე დამიყვანე , გამანადგურე და კიდევ არ მანებებ თავს - ისევ მიუახლოვდა, ამჯერად გვერდით გასწია თავად ჩამოსწია სახელური , ხმაურით მიეხეთქა კარი კედელს და გამოჩნდა ნახევრად გამზადებული ბავშვის ოთახი - შეხედე ...მოდი - მკლავში წვდა და გაქვავებული სხეული ძალით შეიყვანა საძინებელში - სანამ შენ ჩემს შვილს გგლეჯდნენ მუცლიდან მე სულელი მაღაზიებში დავრბოდი ...საწოლის აწყობა ვერ მოვასწარი - ხელი შეუვშა დაშლილი კონსტრუქციის ნაწილი აიღო და კედელს მიანარცხა- ორი დღეც არ გიფიქრია ... ორი დღეც კი არ დაიცადე ,რისთვის მხოლოდ იმიტომ რომ შენი ალექსანდრე ცოცხალი აღმოჩნდა და როგორც იქნა დაბრუნდა? არ შეგეძლო ბავშვი გაგეჩინა და მერე ყოფილიყავი მასთან? სულ რამდენიმე თვე ასეთი რთული იყო? იმდენად ვერ მიტან ჩემი ნაწილი ორი დღეც ვერ აიტანე ...საკუთარი ნაწილიც კი დაივიწყე ჩემი სიძულვილის გამო? რატომ , რატომ გეზიზღები ასე შეგიძლია მითხრა? არა , არ შეგიძლია მე შენთვის სიყვარულის გარდა არაფერი მომიცია - დაჭრილი,დატყვევბული მხეცივით დადიოდა, ღრიალებდა, თავს ძლივს იკავებდა კირას რომ არ მივარდნოდა . ისე უნდოდა მისთვის რამის დაშავება იმასაც ვერ აღიქვამდა როგორ მძიმედ იყო მის წინ მდგომი . მკვლელი და თან ვისი? საკუთარი ნაწილის ,დაუცველი, ჯერ კიდევ განუვითარებელი ქმნილების რომელსაც სიცოცხლის უფლება უნდა ჰქონოდა. -ჩემი ნაწილი ვერ ავიტანე ...ჩემნაირს ვერ მივეცი არსებობის უფლება. საკუთარ თავს ვერ მივცემდი დედობის უფლებას, არ შეიძლება მე რომ დედა ვიყო და ჩემნაირი გავზარდო. არ შეიძლება ... ვერ გავიმეტე მე ღმერთო მე ... მე- სიტყვებს ვერ ალაგებდა, დაბინდული მზერით ვეღარც ხედავდა კაცს . მუხლებზე დაეშვა , ფერად ხალიჩას ხელისგულებით ეყრდნობოდა ,თავი ისე დახარა შუბლი თითქმის მიაბჯინა იატაკს - ამ სამყაროში თუ ვინმეს მიმართ დადებითი გრძნობა მაქვს , მხოლოდ შენ ხარ. შენ და სხვა არავინ ...მარტო შენ და მე შენგან თუ წავალ აღარაფერი დამრჩება . მოვკვდები, დუდა ... გთხოვ რაც გინდა ის გამიკეთე,როგორც გინდა ისე გადამიხადე ოღონდ არ გამიშვა ....ყველაფერი აქედან დაიწყო ... წყეული ჯოჯოხეთი ზუსტად იმ ადგილიდან - განადგურებულ ეზოს უყურებდა და წარსულში მოგზაურობდა.წარსულში შექმნილი ნათელი და ბნელი მოგონებები მომავლისკენ მიმავალ გზაზე თან მიგვყვებიან . დავიწყების მცდელობისას სიზმრებად იქცევიან ,კოშმარებად მოგვევლინებიან და ასე შეგვახსენებენ თავს. სიცოცხლეში გამოცდილი ჯოჯოხეთის ალისგან მიყენებული ჭრილობები კი სამუდამოდ სულში რჩებიან . გონება წარუშლელად აღიდგენდა ქალის ცხოვრებაში პირველად გაჩენილი უბედურების კადრებს , დამანგრეველ ნახტომს ბედნიერების მწვერვალიდან წყვდიადით მოცულ უსფკრულში- დღეს რა რიცხვია - ფრთხილად წამოჯდა შემდეგ კი ფეხზე დადგომაც მოახერხა. დერეფნის ბოლოს დაბურული ფანჯარა იყო , ხეების მაღალი ტანი მეორე სართულამდე არწევდა და ბაღში არსებულ სიცოცხლეზე მიანიშნებდა. თავში კი ტკივილისგან ბზარები ჩნდებოდა იცოდა,რომ იქ არ იყო იმ სახლში არ იყო,მაგრამ მაინც ხედავდა -იმდენად გინდოდა ჩემი შვილი მოგეკლა, რომ მამაშენის გარდაცვალების თარიღიც დაგავიწყდა. მკვლელი გახდი ზუსტად იმ დღეს! - დაუნდობელი გახდა კაცის ტონი, ეს იყო დასასრული -წყეული დღე - ჩუმად თქვა და სახეზე ხელები ჩამოისვა- მერამდენედ უნდა დამტოვო ამ სამყაროში? - მაღლა აიხედა ,თითქოს ღმერთისგან ელოდა პასუხს, გონება იმდენად ჰქონდა არეული,რომ რეალობისა და წარმოსახვის გარჩევა აღარ შეეძლო -20 ივნისს მამას დაბადების დღეა! იმ დღესაც ცხოვრების განვლილ 40 წელს აღნიშნავდა. ჩემი დაჟინებული მოთხოვნით რესტორანში არ წავედით, ფოტოსესიის მოწყობა მქონდა დაგეგმილი . ჩემი ცნობილობა მაბედნიერებდა, მამაჩემის შვილობა დამატებით სიამაყეს მძენდა- გონებაში გაცოცხლებული კადრები იმ ადგილისკენ მიიწევდა სადაც ყველაფერი მოხდა - როგორი ფერადი იყო ყველაფერი , რამდენად ძლიერ მიყვარდა ცხოვრება მანამ სანამ გიორგი არსებობდა... შენსავით ვერ იტანდა ფოტოების გადაღებას , შეთანხმება დავდეთ და წელიწადში ერთხელ მაინც თანხმდებოდა ფოტოსესიას. ამ დროს ცნობილი მოდელის მამა ვარ ,ჩემი მინისტრობის შესახებ შენმა თანატოლებმა საერთოდ არ იციანო - თვალები დახუჭა, უკანასკნელ იმედს ებღაუჭებოდა - ღვინის ჭიქით ხელში იდგა და მელოდა . დღის ბოლოს ჩამავალი მზე მის მხარეს ანათებდა , მახსოვს ატმისყვავილისფერი კაბა მეცვა ,რომლის გრძელი ბოლო მწვანე მინდორზე მისრიალებდა. მცხელოდა, სახე მიხურდა და თითებს წამდაუწუმ ლოყებზე ვიფარებდი , ის კი მიყურებდა და იღიმოდა. სულ ერთი ნაბიჯი მჭირდებოდა მამის მკლავებში მოხვედრამდე , ერთადერთი სვლა მისგან წამოსული სითბოს შესაგრძნობად გაურკვეველი ადგილიდან ნასროლმა ტყვიამ სინათლის სიჩქარით ჩამიარა გვერდი და ჩემს გიორგის მოხვდა. გასროლის ხმაც კი არ გამიგია მხოლოდ შემდეგ ატეხილი პანიკა ისმოდა ფონად , ალისფერმა სითხემ იხეთქა მამას სხეულიდან, წამში დაასრულა სიცოცხლე,რომელიც ასე გამეტებით უყვარდა იმ პატარა გოგონას...- მწვანე თვალები სითხით გაევსო, ცრემლები სახეს უსველებდნენ. ყველაფერს ისე ხედავდა თითქოს თავიდან მეორდებოდა ,მაგრამ ამჯერად ის პატარა გოგონა არ იყო,მასთან საერთო არაფერი ჰქონდა ახლა სულ სხვა ტრაგედია ტრიალებდა მის ცხოვრებაში და მაინც აგრძელებდა საუბარს, გათავისუფლების უშედეგო მცდელობა ჰქონდა - ერთმანეთში არეული სხეულები თავის გადარჩენას ცდილობდნენ გოგონა კი გაშეშებული იდგა სისხლის წვეთებით სახეზე . წამის შემდეგ სისხლის გუბეში მუხლებზე დაცემული სასოწარკვეთილებით მოცული განწირული კიოდა , თავისი წვრილი ,გალეული ხელებით ცდილობდა კაცის მიწიდან წამოყენებას, ჟანგის სუნს გრძნობდა მხოლოდ,უკვე გამქრალიყო საყვარელი სურნელი, სითბოშერჩენილი მკლავები აღარ ეხვეოდნენ , ღიად დარჩენილი თვალები მხოლოდ სიცარიელეს აჩვენებდნენ არსად იყო მათში არსებული სიყვარული . სიმშვიდეც გამქრალიყო სულ ერთ წამში ,ერთი გასროლით გაუაზრებლად დასრულდა ერთი სიცოცხლე და ერთი ცხოვრება არსებობით ჩანაცვლდა . ცხოვრობდა და მერე აღარ , სუნთქავდა და მერე ვეღარ . სრული სიჩუმე იყო სხეულის მარცხენა მხარეს . ურეაქციობა გოგონას მოთქმაზე,რომლის ერთი ცრემლის გამო სამყაროს გადატრიალება შეეძლო .- კვლავ გაჩუმდა,ხმა დაკარგა . მხოლოდ დუდას გრძნობდა , ზურგს უკან მდგომს გულისცემა აჩქარებოდა, სიბრალულისგან სული აღარ ეწვოდა, მას ახლა მხოლოდ საკუთარი ტკივილი ტკიოდა- შენ ხომ ის გოგო გიყვარდა იმ ადგილას რომ დასრულდა - უკან არ მიუხედავს ისე თქვა და ეცადა ჰაერი ჩაესუნთქა საუბრის გაგრძელება რომ შესძლებოდა . სპაზმისგან ტკივილი იგრძნო, მკერდიდან მოხრჩობის მსგავსი ხმა ამოუშვა და ხელისგული მარცხენა მხარეს მიიბჯინა - შენ მე არ გიყვარვარ ...შენ ის გიყვარდა ისეთივე წრფელი,სუფთა გრძნობით როგორიც თავად ის გოგო იყო. თქვენ ორი საოცრად ჰგავდით , თითქოს ერთი მთლიანობა იყავით ...სულის ორი ნაწილი. იქნებ შევძლო დაბრუნება, მე - თავადაც არ სჯეროდა საკუთარი დაპირების , კაცმაც არ ადროვა უკანასკნელი დარტყმა მიაყენა -ჩემი სიყვარულიც 14 წლის წინ მოკვდა ! მართალი იყავი, მთელი ეს დრო სიმართლეს მეუბნებოდი. მარტო დარჩენილმა გოგონამ სრულიად დაკარგა საკუთარი თავი ... შენ ის აღარ ხარ , ნამდვილად სხვანაირი იქნებოდა ახლა ჩემი სიყვარული. ოქროსფერთმიანი ,ღიმილა, ღაწვებშეფარკლული მორცხვი გოგონა ციმციმა მწვანეებით შავად შეღებილი ,მოკლე თმით, ირონიით, უტიფრობით, უსირცხვილობით, ცოდვებით დაამძიმე და ასე მოკალი ჩემი ოცნება გოგო,კირა? ! ახლა კი საკუთარ სულთან ერთად ჯერ არ დაბადებული , უცოდველი არსების სიცოცხლე დაუნდობლად მოიშორე - არ ეხებოდა, თავდახრლი იდგა ქალის უკან და მაინც გრძნობდა მის ყველა ამოსუნთქვას. შეხების სურვილი მოჰყვებოდა მუხტს,მაგრამ ტკივილი აჩერებდა ყველა სხვა შეგრძნებას- იმ გოგოს მუდამ ყვავილების, მზის , გაზაფხულის სურნელი ჰქონდა შენ კი სიგარეტის ,ალკოჰოლის , სხვა კაცის და უკვე სისხლის სუნი აგდის , საკუთარი ნაწილის -რატომ შემომთავაზე ცოლობა ... მიუწვდომელი ოცნებისგან შემორჩენილი ნაწილის მიღების მუღამი გკლავდა და რა მიიღე ამ მიზნის მიღწევით? ტვირთი ,რომელმაც ასეთი დაუნდობელი გაგხადა , შემიძულე, საბოლოოდ მაინც მოვახერხე ... - ვერ გიტანდი სხვა კაცების ნაფერებს , ნარკოტიკებით მოშხამულს, მოსაწევის სუნით გაჟღენთილს, არეულს, გონება დაბინდულს , გამოფიტულს და ჩამქრალს . ადრე მინდოდა ყელში გვწდომოდი და ის ქალი მომეკლა შენ რომ გახრჩობდა. ჩემი კირა შენში იყო, მჯეროდა იქ იყო და გათავისუფლება სჭირდებოდა,მჯეროდა შემეძო შენი შველა და ყველაფერს გპატიობდი. მიჭირდა,მაგრამ მის სურნელსაც ვგრძნობდი, შენი ქერა თმა ისევ იზრდებოდა , შენი მწვანე თვალები მგონია,რომ სულ შველას მთხოვდნენ და ვრჩებოდი , როგორც დაგპირდი დავრჩი მანამ სანამ სიკვდილმა არ დაგვაშორა ... სიკვდილმა,რომელიც თავად შექმენი -ხელი არ გამიშვა, უშენოდ მოვკვდები - გამორიცხულია! შენ ახლა ყველაზე ბედნიერი, სიამოვნებით სავსე დრო გელის წინ შენს საყვარელ კაცთან ერთად -ყველაფერი სამუდამოდ მორჩა . ყველა და ყველაფერი დასრულდა შენს გარდა . გემუდარები - პერანგი ისე შემოიგლიჯა ტანზე თითქოს ის ახრჩობდა, ის იყო უჰაერობის ერთადერთი მიზეზი . მუხლებზე მდგომი, შიშველი, ცარიელი, დაჭრილი,სრულიად დანაწევრებული სულით დაბინდულ მზერას არ აშორებდა არეულ კაცს . ის ვერ მიუხვდა, ვერ ხედავდა არ შეეძლო სულის სიღრმეში ჩასვლა, ვერ დიანახა საკუთარი დრამის მიღმა მისი . ხელგაწვდენილს ზურგი აქცია და სრულიად მარტო დატოვა უფსკრულის პირზე მდგომი. ისე ახლოს იყო იქედან დასასრული სულის შებერვაც საკმარისი იქნებოდა მან კი ხელი ჰკრა . უარყოფილმა არსებობით დამძიმებული სხეული დასასრულებლად უბედურების დასაწყისამდე მიიყვანა... მოგონებებით სავსე სახლის შუაგულში იდგა , იმ სახლის ცოტა ხნის წინ რომ ეჩვენებოდა. მზის სხივები ფარდებს შორის აღწევდნენ და ცენტრისკენ მიიწევდნენ , მტვრის ნაწილაკები რითმულად ცეკვავდნენ . ტრიალებდა , სხეულს ზლაზვნით მიათრევდა ,სული გაქცევას ნატრობდა. პატარა გოგონა დაინახა იმ კედლებში წლების განმავლობაში ბედნიერებით სავსე რომ ცხოვრობდა , გაეღიმა მისი დაჭერა მოუნდა, უკან გაყოლა , სილამაზით ტკბობა ,რომელიც სიცოცხლით სავსე მზერაში ირეკლებოდა . მტვრის ნაწილაკებივით იფანტებოდნენ კადრები, ხედავდა მამას და ვერ გრძნობდა წლებისგან გაცრეცილ შეგრძნებას ვეღარ პოულობდა . მოგონებებმაც დაკარგეს ძალა, წარსულმა შთანთქა და მათი ადგილი სიბნელემ დაიკავა. ამქვეყნიური ჯოჯოხეთი დაიწყო. ზოგჯერ ასეც ხდება, სრულიად უცოდველს სასჯელი ევლინება და შემდეგ ხდება ცოდვილი . ჯერ იყო ტანჯვა და შემდეგ დანაშაულის ულევი სია . ერთი გოგონა მეორეს დამახინჯებულ ასლად გადაიქცა, იგივე სხეულით სრულიად სხვა ქმნილება აგრძელებდა არსებობას. მთელი სიცხადით გრძნობდა დასასრულის მოახლოებას. მამის ღიმილიან,მომლოდინე სახეს ხედავდა , იქ ელოდა ის ვისაც იმ სახით დაუბრუნდებოდა რომელიც მასთან ერთად დაკარგა. ქერათმიანი პატარა გოგონას სახის კონტურში დუდასთან მსგავსება რომ იპოვნა მიხვდა საკუთარ მსხვერპლს ხედავდა და მასთან მიახლოება ვერ გაბედა. შენელებული გულისცემა გაჩერებას საკუთარი ნებით არ აპირებდა . ერთი ნაწილი კვლავ ახსენებდა ბედნიერების განცდას ოცნებებში ჩაკარგულმა პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში,რომ განიცადა მაშინაც გოგონა წარმოიდგინა ,მაგრამ მეორე ნაწილმა აჯობა , სიბნელემ შთანთქა სინათლედ შემოპარული ოცნება. გამოსახულება გაიდღაბნა, ბოლოს საერთოდ გაქრა და გამოჩნდა სითხის გრამები ხელისგულზე მოთავსებულ შპრიცში . დავიწყებულ საწამლავს მოუთმენლად ელოდა ძარღვებში დუნედ მოძრავი სისხლი . უბრძოლველად ასრულებდა სიცოცხლეს , კადრებად მიჰქროდნენ 28 წლის განმავლობაში გავლილი გზები და თან მიჰყვებოდათ სინათლისა და სიბნელის მუდმივი ომი . იმდენად სუსტი იყო სხივები , იმდენად ცოტა ,რომ მათი დათვლაც შეეძლო . გრძნობდა უამრავს და ხედავდა ერთს , დუდას წარმოსახვითი სახე ზღვარზე მდგომს რეალურად გადაექცა. საწამლავის მოქმედებამ გათიშა ყველა შეგრძნება, გაჩერდა გულიცა და გონებაც , დასრულდა ომი საკუთარ თავან, ბრძოლა ცხოვრებასთან , ჯოჯოხეთის ცეცხლიც ჩაქრა, სულმა მონატრებული თავისუფლება მიიღო ,დრომ სვლა შეწყვიტა . ………… -სიკვდილი ასე მარტივი არ არის ... ასე ვერ წავა - ექოდ ვრცელდებოდა ცარიელ სახლში სასოწარკვეთილი ღრიალით ნათქვამი სიტყვები -და შენ ნებართვას როდის ითხოვდა სიკვდილის წინ რომ გთხოვოს - ირონიული იყო მეორე . ურეაქციო , მშვიდი და ჩვეულებრივ უხეში -ცოცხალია? - ხმა შორიდან მოდიოდა ან იქნებ ახლოს იყო და მოსაუბრეს ჰქონდა მეტყველების უნარი დაკარგული . ნაცნობი იყო, მაგრამ შეცვლილი იმ კაცს ეკუთვნოდა ცოტა ხნის წინ რომ ღრიალებდა -მე რა ვიცი შენ რა გგონია სიცოცხლე -ასე მშვიდად როგორ უყურებ სხვა თუ არაფერი ნახევარი ცხოვრებაა შენ უყვარხარ . საათების წინ მკლავებში გყავდა და ახლა ასე შორიდან დააკვირდები? -რა ნერვიული, მცდარად მოაზროვნე და უინფორმაციო კაცი ხარ ... ისიც არ იცი შენ ქალს შენს გარდა არავინ რომ არ ჟ.მავს ! არც იმის აზრზე ხარ გუშინ ფანჯრიდან გადაშვებას რომ აპირებდა და ეგ თუ ითვლება კი ჩემს მკლავებში ესვენა ცოცხალ-მკვდარი შენ რომ შენი დრამით იტანჯებოდი ზუსტად მაშინ - ბრაზი გაჩნდა ,მაგრამ მცირე ხნით- ბევრი დრო არ მაქვს , გადაწყვიტე რჩები თუ მიდიხარ . მარიამი მელოდება , ვერ ვიტან რომ ვალოდინებ -ღმერთო რა კარგი იყო მკვდარი რომ იყავი !- სიტყვები უკვე ყურთან ახლოს ესმოდა, აჩქარებულ გულისცემა იმდენად ხმამაღალი იყო რეცეპტორებს უცოცხლებდა. სითბო ნელ-ნელა უჯრედ-უჯრედ ედებოდა სხეულს. ერთად მიდიოდნენ, არ ჰქონდა მნიშვნელობა სად მთავარი იყო ერთად ,მის მკლავებში ,მასთან ახლოს -მე მკლავდნენ და ვთამაშობდი თქვენ კიდე ხან ერთი იკლავთ თავს ხან მეორე . იმედია შემდეგი ცდისას თქვენი სახეების ნახვა აღარ მომიხდება თორემ დაგიკიდებთ და დავივიწყებ ჩემში მცხოვრებ მარიამის სანდრიკოს -ხმა სულ უფრო შორდებოდა მეტად ჩანდა მასში სიცილის ნოტები . სულერთი იყო, იქ ,იმ წუთებში გაუფერულებული ეჩვენებოდა იმ გულისცემის ფონზე რომელის კიდევ უფრო ჩქარი რიტმით სცემდა -პირადად გპირდები,რომ შენ თუ არ გამოჩნდები ჩვენ არსად გადაგეყრებით -სულ გახსოვდრეს თუ მომინდება გიყურებთ და თითებსაც დაგამტვრევ რომ ატკინო - სხვა დროს ამ სიტყვებს გული ძლიერი დარტყმით შეხვდებოდა ახლა კი არც ეს ადარდებდა. ხელები მოშორდნენ, რბილ ზედაპირზე დატოვა და სიცარიელის შევსება შეაჩერა . -შენი მუქარა სასაცილოა... თითქოს ძალიან გაღელვებდეს -შენგან განსხვავებით ჩემს მიმართ არაფერს გრძნობს და ტკივილიც არ აქვს , ყველა ჭრილობა შენგან დარჩა , იმიტომ ,რომ ბავშვობიდან უყვარხარ. სამწუხაროდ უგემოვნოა თორემ შეენაირ საცოდავ კაცთან მისნაირ ქალს რა ესაქმება... ან გახდი მისი შესაფერისი ან ვიზრუნებ,რომ სამუდამოდ გაქრე და იპოვნოს ის ვინც საკუთარ კომპლექსებს კი არ მოახვევს თავს , საყრდენად ექცევა -და გგონია შენ იყავი მისთვის საყრდენი ? -მე მხოლოდ თავშესაფარი ვიყავი, ვარ და ვიქნები ისე რომ მასთან კავშირიც არ მექნება შენ კი -მე ჩემს ცოლთან მარტო დარჩენა მინდა, როგორც თქვი სახლში მარიამი გელოდება -ეს უკანასკნელია, ყველა ზღვარი გადაკვეთა უკვე... თვალს რომ გაახელს სუფთა ფურცლიდან დაიწყებს ცხოვრებას და ილოცე დაგიჯეროს, დაიჯეროს შენი ძალის თორემ დარწმუნებული იყავი დღესვე წაგშლის - ეს იყო ბოლო სიტყვები რაც ალექსანდრემ თქვა , შემდეგ სივრცე სრულიად გათავისუფლდა დარჩნენ ორნი სახლში ,რომელიც ინახავდა ყველა ტკივილიან მოგონებას ,იმ კედლებში იყო გზა ყველაფრიდან არაფრამდე, სისავსიდან სიცარიელემდე ,სიმშვიდიდან ქაოსამდე დამანგრეველი პირველი და არა უკანასკნელი დარტყმა ბნელი ღრმულის გაჩენა,რომელშიც ჯოჯოხეთის ცეცხლი გიზგიზებდა მხოლოდ. კირამ თვალები რომ გაახილა და გამოსახულება გაარჩია პირველი დუდას ცისფერები დაინახა. თავი მის მხარზე ედო, ხმაურიანი გულისცემის ხმა ესმოდა , თითებზე გრძნობდა მისი თითების შეხებას -ხელი არ გამიშვა - ამჯერად დუდამ გააჟღერა ვედრებით გაჟღენთილი წინადადება. ............................... უზარმაზარ ბანერზე გამოსახული კირას პორტრეტი წარწერით „ხელს არ გაგიშვებ !“ ქალაქის ყველა უბანში შეგხვდებოდათ, დიდი ფერადი ასოებით მითითებულ მისამართზე კი ნებისმიერ ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ხვდებოდნენ, სახლის კარი მუდამ ღია იყო და იწერდა უამრავ ამბავს, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების ეპიზოდს. კირას საავტორო გადაცემა წლების განმავლობაში ინარჩუნებდა უცვლელ რეიტინგს. დაკარგული წლების მიუხედავად გამოუვიდა საკუთარი თავის პოვნა. შექმნა იდეალური ქალი,რომელსაც უყვარდა საკუთარი ცხოვრება, აღიარებდა საკუთარ ძალას და ამაყობდა იმ მიღწევით რომელიც გააჩნდა -გმადლობ, ძვირფასო მარიამ ამჯერადაც თქვენ ხართ საქველმოქმედო ღონისძიების ყველაზე გულუხვი მონაწილეები- მოხდენილი მოძრაობით მიუახლოვდა წყვილს , გულწრფელი ღიმილი მოეფინა მშვენიერ სახეზე -მუდამ გაოცებული ვრჩები, როგორ ზუსტად არჩევ სტუმრებს ... იცი ვინ მიჰყვება მოდად ქცეულ ქველმოქმედებას- სანამ ქალები ერთმანეს მიესალმნენ კაცმა ცინიკურად ჩაიცინა -ალექსანდრე, ხომ შევთანხმდით, რომ არ გავახმაუროთ ჩვენი პირადი აღმოჩენები?- მარიამმა წყენით გახედა და მერე თავადაც გაიცინა- მაგრამ, მართლაც მანიპულატორობა შენსავით მხოლოდ მას გამოსდის, ისიც იშვიათად იყენებს - ქმრისკენ მიუთითა და წელზე შემოხვეულ ხელს თითები შეახო -განვლილი ცხოვრებისგან მიღებულ გამოცდილებას ეფექტურად ვიყენებ - მაცდური ღიმილი ჰქონდა, ულამაზესი იყო სავსე სულით, მნათობი თვალებით და სიყვარულის ფერებით რომელიც წამში გაუჩნდა -დედაა , დუ წამომყევი - ოქროსფერთმიანი , ცისფერთვალება ბიჭუნა სირბილით მივარდა ხელი ჩაკიდა და გაყოლა აიძულა -ჩქარა, ჩქარა -სად მივდივართ დედას მზის სხივო? - გრძელ თითებზე მისი პატარა თითები ეხვეოდნენ და აჩქარებით მიჰყავდა ეზოს უკანა ნაწილისაკენ- თინათემ გაიღვიძა? -თინათემ ჩემი სახელი თქვა და კიდევ სურპრიზიი- დემონსტრაციულად გაშალა ხელები და ბავშვით ხელში მდგომ კაცზე მიანიშნა -დუდაა -წამსვე ხელი გაუწოდა, მანაც იპოვნა ქალის მტევანი და თავისკენ მიიზიდა. მონატრებულს ურცხვად დაუკოცნა ტუჩები, ბავშვების კისკისი ფონად ესმოდათ - შენ იყიდე ჩემი პორტრეტი ხომ? - უცებ გაახსენდა ინკოგნიტო მყიდველი - რამდენი ხანია რაც დაბრუნდი? -მე არაფერ შუაში ვარ, ჩვენმა გოგონამ რომ დაგინახა მოეწონე და ბავშვს უარს ხომ არ ვეტყოდი - ღმერთო ჩემო შენივე ნახატების ყიდვას როდის შეეშვები? -მა , უპასუხე დედას - ბიჭუნას დახედა, გოგონას კი თვალთან ახლოს აკოცა. თავი მამის მხარზე ედო, ხელს სახიდან არ აშორებდა და ჩუმად ბუტბუტებდა გაუგებარ სიტყვებს -მამა ხელს არასდროს გაგიშვებს შენ და ხელიდან არ გაუშვებს არცერთ, შენს ნახატს- სწრაფად თქვა მრავალჯერ ნათქვამი წინადადება და ფართოდ გაუღიმა ქალს -რეებს ასწავლი ბავშვს -სწავლებაზე გამახსენდა , მა დროა - ბიჭუნას თვალი ჩაუკრა მანაც ჯიბის პაწაწინა ღილი გახსნა და მწვანეთვლიანი კულონი დაუდო ხელისგულზე ქალს -მე და მამა ჩუმად ვაკეთებდით, შენ რომ იბუტებოდი უჩემოდ ერთობითო ნახე რა გავაკეთეეთ. ეს თინათესთვისაა, შენთვის უფრო დიიდს მამა გააკეთებს , ხომ ლამაზია? თქვენი თვალების ფერია ზუსტად -დე, გიო- ბიჭუნას მოეხვია, ყურში ჩუმად რაღაც უთხრა და მერე ხმამაღლა განაგრძო- მამას შენ უთხარი , როგორც ვიცით ხოლმე -მაა, დედას უყვარხაარ -როდის მოგბეზრდება შუამავლების საშუალებით საუბარი კირა? -მალე თინათეც დაიწყებს საუბარს და შემდეგ შუამავალს შევცვლი , მეტს არ ელოდო - კეკლუცად გაუღიმა , გოგონას დახედა- ხელს არ გიშვებს -მაგიაა ,ძვირფასო -წავედით ... - ბავშვი ერთ მხარეს ჰყავდა, მეორე მხარეს დუდა აღმოჩნდა, ორივეს ხელი ჩაჰკიდა და ახალი მიმართულება მისცა თავის სამ ნაწილს - ხელი არ გამიშვა -არასდროს!- კაცის ხმას ბიჭუნასიც დაერთო და დადებითმა მუხტმა მოიცვა მთელი არსება. ნუ დაუწესებთ საკუთარ თავს შეზღუდვებს, ერთხელ ვცხოვრობთ ,მაგრამ შანსი ერთზე მეტი გვაქვს, გამოიყენეთ ყოველი მომდევნო შანსი იმ უთვალავიდან რომელიც მოჰყვება გულის ახალ დარტყმას, ჟანგბადს რომელიც ამ წამს ჩაისუნთქე. გესმის საკუთარი გულისცემის ხმა? ე.ი არაფერი დასრულებულა, შენს წინ ყველა შანსია, ყველა და არა ერთი ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.