გაყიდული ღირსება (თავი 13)
ანა. ბოლო მოვლენებსი განვითარებამ ბევრი რამ დამანახა, კარგიც და ცუდიც, ჩემი პიროვნების სიძლიერეც და სისუსტეც, თურმ როგორ მარტივად ყოფილა შესაძლებელი ქალის გრძნობებით თამაში და მისი ხასიათისდა მიუხედავად მარტივად დაყოლიება. განა რა გადამხდა თავს სიეთი რაც სხვას არ გადახდენია, თუმცა ეს ხომ ჩემთვის სხვა ღირებულებსი მატარებელი იყო, ამიტომაც განვიცდიდი ასე ამ ყველაფერს, კოცნა, ეს ხომ მხოლოდ კოცნა იყო, მაგრამ მხოლოდ მისთვის, მას ნამდვილად არ გაჩენია კითხვა თუ რა იყო და რას ნიშნავდა მომხდარი ჩემთვის, ბოლომდე არც კი მინდოდა ეს ყეველაფერი ცოდნოდა, თუმცა, არც იამს გამოვრიცხადვი რომ ადრე თუ გვიან ამ მისდამი აუხსნელი ლტოლვის, მისწრაფვის თუ სურვილის გრნობებს ევრ დავმალავდი. მისი მოტანილი ყვავილები ლარნაკში ჩავალაგე, პროდუქტებს კი ნელ-ნელა ვახარისხებდი. თავად კი ჩუმად დივანზე იჯდა. - რამეს ხომ არ დალევთ, ან რამე სხა ხომ არ გნებავთ? - ჰა? - გაუგებრად მკითხა - ანუ რამეს ხომ არ ინებებდითთქო ვიკითხე. - ა, კი წყალი რა ცივი ყინულით. - კეთილი. მაცივრიდან ცივი წყალი გამოვიღე, გამჭრვალე მაღარ ჭიქაში დავუსხი და ყინულის რამდენიმე კუბიკიც ჩავუყარე. - მიირთვით. - დივნის წინ მდგომ მაგიდაზე დავუდგი და ჩემდაუნებურად შემომეღიმა, ის კი გაუგებარი, მკაცრი სახით ტელეფონს ჩაჩერებოდა. - ჰმმმ... მადლობა ანა! - ისე, ლამაზი თაიგულია, მადლობაც ვერ გითხარით წესივრად. - კი, კი ლამაზია... ვერაფერი ვერ გამეგო, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო. - მოხდა რამე? - რა უნდა მომხდარიყო? - არა, უბრალოდ, ასე უპირსახოდ ჯდომა, რა ვიცი დიდხანს აპირებთ? - ვერ მიგიხვდი ანა... - ანუ, ან გაბრაზებული ხართ, ან რაღაცაზე ფიქრობთ, და რა ხდება? - როდის მერე გაინტერესებს ჩემ სამსახურში რა ხდება? - არა, მე არც მიფიქრია რო სამსახურში რამე პრობლემა გაქვთ და ამაზე ხართ ასეთი ,,უჟმური პირისახის’’ მქონე... - როგორ? - ხო, უჟმური პირისახის მქონე - უჟმური? - დიახ, უჟმური, აბა შეხედეთ თქვენ თავს, სახე ჩამოგტირით, გეგეონება ქვეყანა თავზე გექცევათო. - და თუ ქვეყანა არა მაგრამ ირგვლივ მატყუებენ? - ვინ? - შენ ანა, შემ მომატყუებდი? - ფეხზე ადგა და ჩემკენ წამოვიდა. - არა, რა მაქვს მე თქვნთვის მოსატყუებელი - ანუ, შენ არ მატყუებ ანა ? - არა - დარწმუნებული ხარ? - ვერ ვხვდები.... - ანა, შენ ყველაფერს სიმართლს მეუბნები ? - ისევ მომიახლოვდა. - რაში მჭირდება თქვენი მოტყუება... - ანა, თვალებში მიყურე და პასუხი ისე გამეცი სწორად დასმულ კითხვაზე, შენ მე მატყუებ? ჩემი გულის ბაგაბუგს ისე ვგრძნობდი,მეგონა მისი გახშირებული ძგერის ხმა მთელ ქალაქს ესმოდა. ავნერვიულდი, ყველა სიკეთესთან ერთდ ზემდეტად ახლოს იყო ჩემთან, მის სუნთქვას ვგრძნობდი სახეზე, ეს უარსად მოქმედებდა ჩემ ნერვულ სისტემაზე, იმაზე ვნერვიულობდი რომ ვატყუებდი თუ იმაზე რომ მისი კოცნის სურვილი მკლავდა ვერ გამეგო, ის ის იყო რომ ჩემ ტუჩებს მოუახლოვდა, კარზე კაკუნის ხმა გაისმა. - აკაკუნებენ, გავაღებ. სწრაფად გამოვეცალე და კარისკენ გავვარდი. ირინე. - გამარჯობა ანა, შეიძლება? - მობრძანდით. - ვახო, შენც აქ ხარ? - აქ რას აკეთებ ირინე? - იგივეს იმედ მაქვს რასაც შენ ვახო, ჩემი შვილის ამბების გასაგებად მოვედი. - ნუთუ? - რატომაც არა, შე სხვაგან მიდიოდი როგორც მახსოვს, ვცდები? - გადავიფიქრე, რა პრობლემაა.... - მემგონი არაფერი, და ვარდების თაიგულის ამ გადაფიქრების შედეგად მოიტანე? - თითი ლარნაკისკენ გაიშვირა. - ვარდები არც შენ გაკლია იირნე ჩემგან, რა პრობლემებს ეძებ არ მესმის. - ,,ც’’ ვახო ,,ც’’? ანასა - ც ჩუქნი ვარდებს და შე ცოლსა ,,ც’’ ? - ირინე, ძალიან არ მინდა დავწვრილმანდე, და ეს ყველაფერი ანას თანდასწრებით მით უმეტეს, შენ გინდა? - რა დაწვრილმანება ვახო? ვიღაც ქალს ვარდებს ჩუქნი და ეს დაწვრილმანებაა? და ჩუმად ყოფნას მოელი ჩემგან? - შენ კი დავითთან ჟიმ*ობ...... ირინეს სახე შეეცვალა, მე ისევ კარებთან ატუზული ვიდექი. მისმა ბოლო ფრაზამ ჭკუიდან გადამიყვანა, ნამდვილად არ ველოდებოდი ამ ყველაფერს ესე თუ ეტყოდა. - დავითის დედას შევე*ი, მაგ ყლ*სთან ჟიმ*ობდი, და მე მიკონტროლებ ქალს, რომელიც ჩემ შვილს მუცლიდ ატარებს ვარდებს თუ მოვუტან, შენ ვინ გეკითხება ჰა? - ვახო, ეს ... - გაჩუმდი, ხმას ნუ იღებ! ამის დედა მოვტყ*ნ - ყინულიანი წიქა კედელს მიალეწა - ჩემი და შენ ქორწინებას ირინე დღეები აქვს დათვლილი, ამას ხომ ხვდები! - ვახო, ჯობია ცალკე ვისაუბროთ.... - ცალკე ? შენ ხომ არ გააფრინე, ანამაც დაგინახა..... - ა, ანუ შენ უთხარი ყველაფერი ხო ვახოს, შე ნაგავო! - ისე უცებ მწვდა თმაში აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი. - ხელი გაუშვი ! - ვახომ გვერდზე გაწია. - ეხლა შენ კარგად მომისმინე, აქედან წახვალ, შენ ბარგი ბარხანას ჩაალაგებ და სადაც გიდა იქ წახვალ გასაგებია ! - გთხოვ, ვილაპარაკოთ, ამ ქალბატონს კიდევ ცალკე დაველაპარკები, შენ გასწავლი გოგო როგორ უნდა სხვის ქმრებზე ნადირობა! - ანას სათოფეზე არ გაეკარო ირინე, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ! - საყვარლები ხართ ხო უკვე, მოახერხა შენი საწოლში შეთრევა ამ კახპამ! - ვის ეძახი ირინე კახპას! გაგახსენო შენი კახპობის ამბები ?? გაგახსენო??? განა რა არ მოგწონდა რა დაგაკელი გამაგეიბე.... ასე როგორ მომექეეცი არ გრცხვენია? - ვახო, გეყოფა რა, გასულ ღამეს საერთოდ არ მიგრძვნია რომ ჩემთან ერთ არ გინდოდა, არაჩვეულებრივი სექ*ი გვქონდა, კარგი რა... როგორც ჩას ყველა სიკეთესთან ერთად ცოლ-ქმრულ მოვალეობებსაც ასრულებდა, მე დებილს კი იმედებ მქონდა. მათ დიალოგში ჩარევა არც კი მიფიქრია. - წადი და ჩაალაგე, ამაღამ სადაც გინდა იქ დარჩი! - ესე ვერ გამაგდებ სახლიდან, რა უნდა უთხრა შენებს? - არაფერი, მორალატე ცოლი რომ მყავს, კიდევ პატივს გცემ რომ არ დაგამცირო სხვების თვალში, ვიტყვი რომ მვშორდებით ერთმანეთს, და ვსო, არავის გაუკვირდება. - მერე, ბავში? - ბავშვს შენთან არანაირი შეხება არ ექნება. - ვახო, ჩემსა და დავიტს შორის ყველაფერი დამთავრდა, დამიჯერე საყვარელო! - ირინე გეყოფა, ეს დედა მოტყნ*ლი, გადი თორემ ძალით გაგაგდებ. - ჯანაბას ყველაფერი, სულ შენი ბრალია ძუკნავ! კარებისკენ გავარდა და კარი გაიჯახუნა, მე კი ისევ გაშეშებული ვიდექი კედელთან ატუზული. - როგორ ხარ? - კარგად, თქვენ. - მეც. - წყალი? - ცივი, მადლობა. - ახლავე. ორი ჭიქა გამოვიღე, ცივი წყალი დვასხი და დივანთან მაგიდაზე დავდგი. მეც გვერდით მოვუჯექი. - მემგონი უადგილო იყო ამ ყველაფრის ასე თქმა, არ გგონიათ? - არა ანა, დავიღალე, ამდენი ტყუილი... ერთხელ და სამუდამოდ ოდესმე ხომ უნა მეთქვა, უბრალოდ არის კიდევ სხვა ბევრი დეტალი, რომელზეც არ დავწვრილმანდი. - მაინც? - რაღაც რაღაცები გავიგე, ზოგი დეტექტივმა მითხრა, ზოგიც ირაკლიმ, ერთი სიტყვით ძალიან ბინძურ თამაშს თამაშობდა, ამას კიდევ თავმოყვარე კაცი არ აპატიებს, მე კიდევ ლოიალური ვარ მასთან. - და ეს ყველაფერი როდის გაიგეთ? - ამ ყველაფერს ანა დიდი დრო არ ჭირდება, ირინე რომ მღალატობდა შენც კარგად იცი, მის შავ-ბინძრ მოღვაწეობას კიდევ რა შეეხება დღეს გავიგე, დეტექტივმა მითხრა ყველაფერი. - მაინც? - ოჰ, ანა ჩემო ძირფასო, შენ კიდევ წარმოდგენა არ გაქვს ირინე ვინ არის და რისი გამკეთებელია, შორს დაჭირე თავი, დამიჯერე, თუ მოვა კარ არ გაუღო. - და ესე, ანუ სხვა ვინმეც ყავდა? - არა, არ ვიცი, კაზინოში დადიოდდა იმ ყლ*სთან ერთდ, ბევრი ფული აქვს წაგებული, სმას არ წყვეტტდა, დავითთან ერთად სილამაზის სალონების გზით ფულს ათეთრებდა, ბიზნეს ცენტრიდან გადარიცხვებიტ ფულს მპარავდნენ და კიდევ არის რაღაც რაღაცები, რაც ჯერ-ჯერობით დასაზუსტებელია და არ მითხრეს, განა ეს საკმარისი არ არის? - რას ამბობთ - ვუსმენდი და არ მჯეროდა, განა იმის ეტი რაც ქონდა რა უნდოდა... - ხო, აი ესეა ჩემო კარგო საქმე. - და, მიუხედვად ამ ყველაფრისა, მასთან თქვენ... მაინც ... - ვერ მივხდი? - ანუ, იცოდით რომ გღალატობდათ, და კიდევ ბევრ ცუდს გაიგებდით ესეც იცოდით, და მასთან მაინც,,, ანუ... - სექ*ს გულისხმობ? - ანუ.... - ეჭვიანობ? - რა მოსატანია... - არა, ეჭვიანობ? - არა. - ჰო,,,, ეჭვიანობ. - ვიზე ან რაზე, რა ამბობთ - ორივე ჭიქას ხელი მოვკიდე და სამზარეულოსკენ გავიქეცი. - მოდი აქ - იდაყვებში ხელი მომკიდა და მისკენ შემატრიალა, ორივე ჭიქა კი ისევ ხელში მეჭირა. - ანა, იეჭვიანე? - გამიშვით, რა. - კარგი ნუ იძაბები, დამშიდდი... მე უკვე შეგუებული ავრ ყველაფერს, ახლა ეს გამაგებინე, ეჭვიანობ, იეჭვიანე თუ რა ხდება ? - არაფერი, ისე ვიკითხე. - ისე ანა არაფერს კითხულობ, რა ხდება? - ვაი მე.... არაფერი. - დარწმუნებული ხარ? - აბსოლუტურად. - კეთილი. წამიერად გამიშვა ხელი, სიმართლე გითხრათ გაკვრვებული დავრჩი, მეგონა, ვფიქრობდი რომ ასე მარტივად არ დანებდებოდა და, არ ვიცი, დასწყევლოს ეშმაკმა, რა ფიქრები მქონდა თავში. - ანა, ვისკი წამოიღე რა! ეს ჭიქები ორივე სამზარეულოს ნიჟარაში ჩავდე და ხელით დავეყრდენი, ონკანი მოვუში და ღრმად ვსუნთქავდი. უცებ, ზურგიდან ორივე ხელი შემომხვია და მისი სუნთქვა კისერში ვიგრძენი. საოცრად ნაზად კისერში მაკოცა, და ინსტიქტურად თავი მარჯვნივ გადავხარე. მერე კიდევ იგივე გაიმეორა, ისევ ნაზად მაკოცა. - რა ხდება ანა? - არ ვიცი .... მისკენ მიმატრიალა, ონკანიდან წყალი ისევ მოდიოდა. - რა გემართება ანა? ნაზად თმებზე მეფერებოდა, ნელ-ნელა მომიახლოვდა, მის ხელებს ვგრძნობდი როგორ მეფერებოდნენ, ნაზად საჩვენებელი თითით ტუჩზე შემეხო, საოცარი მუხტი ვიგრძენი, მთელი სხეული ამითრთოლდა, ძალიან მომწონდა და მსიამოვნებდა ის რაც ხდებოდა, უცებ ჩამოშლილი თმა გადამიწია, ორივე ხელიში ჩემი სახე ჰქონდა მოქეული და ისევ მაკოცა. ემოციებისგან აფორიაქებულმა თვალები დავჭყიტე, ბედნიერი ვიყავი თითქოს, მალევე დავხუჭე ორივე თვალი და სრულიანდ მივენდე გრძნობებს. ორივე ხელი მოვხვიე და ტკიპასავით მივეკარი, ნამდვილად არ მინდოდა ეს ყველაფერი დამთავრებულიყო, ამ სიზმრიდან გამოღვიძება ყველაზე ბოლო იყო რაც მინდოდა. ნელ-ნელა ნაბიჯები უკან გადადგა, არ მიშვებდა და არც მინდოდა გავეშვი, მიდიოდა და მეც მივყვებოდი, წამიერად შემომხედა, უცებ ხელში ამიტაცა და საძიებლისკენ წამიყვანა. - დარწმუნებული ხარ? - ჩუმად მკითხა დარწმუნებული ვიყავი თუ არა? ალბათ ეს კითხვა არ უნდა დაესვა, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მქონდა, ვინანებდი კი, არ ვიცი, მაგრამ დღეს, ახლა და აქ, ჩემ გრძნობებს პასუხი ჭირდებოდა. კითხვაზე პასუხი არ დამიბრუნებია, ხელები კისერზე მოვხვიე, ფეხის თითების წვერებზე ავიწიე და ვაკოცე. ეს ჟესტი კი თანხმობას ნიშავდა. დილა გათენდა. თვალები გავახილე, რარაც ყველაფერი სხვანაირი მეჩვენებოდა, და ინსტიქტურად მერიმებოდა, უცბად საწოლში წამოვჯექი და გვერდით მივიხედე, არავინ იყო, შემდეგ დავფიქრდი, ეს ყველაფერი დამესიზმრა თუ ცხადში მოხდა. ყველა სიკეთესთან ერთად სამოსზე დავიხედე, ჩვეულებრივი პიჟამები მეცვა, ანუ ეს სხადში არ მომხდარა? ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში. თმაში ხელი მოვიკიდე და თავი გემრიელად მოვიფხანე, აშკარად გაბურძგნული მქონდა თმები, როგორც ყოველთვის. უცებ სააბაზანოს კარი გაიღო და, სუნთქვა გამიჩერდა, გულმა ძგერა შეწყვიტა, ორივე ხელი სახეზე ავიფარე, ეს რა იყო?! ჩემი სააბაზანოდან ვახო გამოვიდა, თმა და ტანი სველი ჰქონდა, წელზე კი პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული. ჩუმად გავაპარე თვალი, გული ამიჩქარდა, ანუ, არ დამსიზმრებია, გამეღიმა. - დილა მშვიდობის. - მჰჰ.... აჰა... - ჯერ ადრეა, შეგიძლია ისევ დაიძინო. - ჰო.... - ხელები სახიდან არ მომიშორებია. - ცუდად ხარ? - არა, არა. - ლოგინში ჩავწექი და თავზე საბანი გადავიფარე. - ანა, ანა - ხმაში ვატყობდი რომ ეღიმებოდა. ოდნავ საბანს მოქაჩა. - გესმის ჩემი ? - კი, კი - რა გჭირს? - ეცინებოდა. - არაფერი, დავიძნებ. - კარგი, დაიძნე - ისევ იცინოდა - გუშინ ღამით არაფრის გრცხვენოდა, და ეხლა ... ოოოჰ, დასწყევლოს ეშმაკმა, რა ჯადაბა უნდოდა, გამახსენდა ყველაფერი. - უცნაური გოგო ხარ რა, როგორი ვნებიანი და მომთხოვნი იყავი, ახლა კი საბნის ქვეშ იმალები. ვიგრძენი რომ გვერდით მომიწვა და საბნის ქვეშ წელზე ხელი მომხვია, მარხნივ კისერში მაკოცა და მისი სველი სხეული, არ დაგიმალავთ და ვნებას მიღვიძებდა. - ნუ იძაბები, დილით უკეთესია მისკენ მშვიდად გადავბრუნდი და ისევ დავკარგე თავი მის მკლავებში. დაახლოებით თორმეტი საათი სრულდებოდა, როცა ტანსაცმელი ჩაიცვა და წასასვლლად უკვე მზად იყო, არ მინდოდა წასულიყო, არ მინდოდა ეს მშვენიერი წუთები დასრულებულიყო თუმცა რა გაეწყობოდა. იმედი მქონდა ისევ განმეორდებოდა. - ანა, თუ რამე დამირეკე, და ნუ დაგავიწყდება ის რაც გითხრაი, უპრო სწორად გკითხე, როცა პასუხი გექნება მიპასუხე. გავუღიმე და კარი მივხურე. საკუთარ თავთან დავრჩი, ვითომ რამე იცოდა? როგორც მის ცოლზე გაიგო ყველაფერი, ჩემზეც იცოდა ალბათ, და ელოდა ისევ ჩემგან ამ ყველაფრის მოსმენას, და მაინც არც თუ ისე მარტივი იქნებოდა ამ ყველაფრის თქმა, თუმცა, მომხდრის შემდგომ ნამდვილად მმართებდა რომ მომეკრიბა ძალა და ღონე და სიმართლე მისთვის მომეყოლა, და არა მარტო ბაბუას ამბავი, ჩემი და ირაკლის წარსულის შესაებაც ყველაფერი. თუ რამეს ვგეგმავდი ან ვგეგმავდით ერთად, ეს ყველაფერიც უნდა ცოდნოდა. ვახტანგი. მანქანაში ჩავჯექი და პირველი რაც ტავში აზრად მომდიოდა ეს სახლში მისვლა და ირინეს ბარგი-ბარხანის ნახვა იყო, მაინტერესებდა გასულ რამეს თუ ჩაალაგა ნივთები და თუ წავიდა ჩემი სახლიდან, ამიტომ გეზი პირდაპირ სახლისკენ ავიღე. ეზოში, ირინეს მანქანა არ იდგა, ჩემი მშობლები აშკარად სახლში იყვნენ. - რა ხდება დედი, სად ხარ შვილო, ირინემ ჩემოდნები ჩაალაგა და სადღაც წავიდა, არაფერი თქვა, გირეკავდი - ვიცი, ლია ვნახე, ვერ გიპასუხე არ მეცალა დაკავებული ვიყავი. - შვილო, ჩემოდნები ჩაალაგათქო, რა ხდება გამაგებინე შორდებით? - ხო ლია, განქორწინებას ვაპირებთ - ოჰ, მადლობა ღმერთს, ალაჰს, ბუდას, და ყველა მსოფლიო ღმერთებს, მადლობა ეგვპტის ღმერტებს, რა კარგი ამაბავია ვახო, გილოცავ, როგორც იქნა მიხვდი რომ ეს ქალი არ იყო შენი ცოლობის ღირსი. - მარეხ კარგი რა... - ხო რა, მაგრამ როგორც ბრძენკაცთ უთქვამთ ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო, გილოცავ უფროსო ძმაო შენ ცხოვრებაში ყველაზე ლოგიკურ და კარგ გადაწყვეტილების მიღებას. - ვიწონებ რა შენ ცინიზმს უნცროსო დაო, მადლობას მოგახსენებთ. - მიღებულია, უფროსო ძმაო. მომილოცავს. - ანუ ჩაალაგა ნივთები და წავიდა? - ხო, მოვარდა , გიჟივით იკივლა ცოტა იწივლა, ჩაალაგა და გაუდგა გზასა ფართოსას - კაგი მარეხ დე, გეყოფა, ხო ვახო, იყვირა მაგრამ ჩვენ ხმა არ გავეცით, ერთი კი ვკითხე ასე გვიან სად მიდიხართქო და მეგობართან დავრჩებიო. - ასე გვიან სად წავიდოდა, სად აქვს წასასვლელი, არავინ არ ყავს თბილისსში არც ნათესავი, დედ მამაზე არ მაქვს ლაპარაკი, სად არიან ვახო?? საბრძნეთში ხო მგონი. - ბოლოს იტალიაში იყვნენ, მაგრამ ეხლა არ ვიცი, არ ეკონტაქტებოდა მშობლებს. - ხო, აი მშობლებიც კი მიხვდნენ რა ნაგავი შვილი ყავდათ, შენ კიდე... - მარეხი, ენას კბილი დააჭირე შვილო, როგორ შეიძლება, რაც არ უნდა ცუდი შვილი იყოს ირინე, მის მშობლებს ყოველთვის ეყვარება, მასე ნუ ამბობ. - კარგი რა დედა, შენ კარგი შილები გყავს და იმიტომ გიყვარვართ, თორე აბა ნერვებს გაგლეჯდეთ, თუ გეყვარებოდით. - არა დედა გნაცვალოს, ცოტაჯერ გაგინერვიულებივართ ან ერთს ან მეორეს? ჩემი შილები ხართ და თქნეს იქით არავინ მყავს, რაც არ უნდა ცუდად მოიქცეთ ან ვინმეს მოექცეთ, მე იმისთვის ვარ რომ პირველ რიგში მიგითითოთ შვილებო, ესე არ შეიძლება, ასე ჯობია, ნუ როცა პატარები იყავით ასე ვიქცეოდი, ახლა დიდები ხართ, თავად შეგიძლიათ გადაწყვეტილებები მიიღოთ, კარგი და ცუდი განასცვავოთ ერთმანეთისგან, ირინეს შემტხვევაში ცოტა სხვანაირადაა, მას ეტყობოდა შვილო დედა და დედის მზურნველობა აკლდა, იმიტომაც იყო და არის ასეთი ეგოისტი, თუმცა რას ვიზავთ, ყველაფერთან ერთად, მისი გაგება არაა რთული ცემი გადმოსახედიდან, კი იცი ორსულად იყო, ბავში დაკარგა, ეს ქალისთვის არაა მარტივად გადასალახი, თან მას შედეგ ვერ დაორსულდა აგერ წლებია უკვე, არ ამბობდა თუმცა ვი იცის როგორ დარდობდა და ამ დარდს როგორ იკლავდა გულში. - კარგი ლია რა..... ირინეა, რა დარდი რის დარდი, სად ეტყობოდა რომ ვერ დაორსულება რამეში ადარდებდა? - მარეხ მასე ნუ იტყვი, ირინე საკმაოდ ჭკვიანი გოგოა, არ ამბობდა არ იმჩნევდა, ამას რამხელა ნებიყოფა უნდა იცი შვილო? რამე გაწუხებდეს და ამ ყველაფერს ღიმილის მიღმა ფარავდე, ეს ბევრს არ შეუძლია. - ვინ აიძლებდა დედა მერე, სანამ ესეთი ბოღმა და ქაჯი გახდებოდა ეთქვა, ან ეს ერჩივნა? - კარგი მარეხ, დაანებე ირინეს თავი, რაც არის ესაა, ვერაფერს შევცვლით, მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, ირინესაც პატივი ვცეთ, ჩვენი ოჯახის წევრი იყო ნუ ჯერ ჯერობით არის კიდევ, ამიტომ შევეცადოთ მაინც, მასზე ცუდი არ ვილაპარაკოთ. - კარგით, გამოვიცვლი და ბიზნეს ცენტრში უნდა გავიდე. - ვახო, მეც გამიყოლე რა, ნელისთან დამტოვე - ნელისთან? - ხო ხო. - ნელის რაღაცები აქვს გამზადებული და მარეხს გამოატანს. - კარგი, გაემზადე მაშინ. - მზად ვარ უკვე - კარგი დამელოდე მაშინ, ანცო. საძნებელში შევედი, არაფერი შეცვლილი არ იყო, ან რა უდნა შეცვლილიყო, ირინეს კარადა გამოვაღე და ცარიელი იყო, აქა იქ ზაფხულის რამოდნიმე კაბა თუ ეკიდა, ალბათ ყველაზე მეტად საჭირო ნივთები წაიღო. ნამდვილა რომ დროული იყო. ჩეი საწოლის მხარეს ტუმბოს უჯრა გამოვწიე, ტელეფონის სატენს ვეძებდი. ტუმბოზე სანათის ქვეშ თეთრი კონვერტი დავინახე, გავხსენი წერილი იყო: ,, ძვირფასო ვახო. ძალია მიჭირს წერა, თუმცა ეს ალბათ ხვდები რატომაც, თუმცა მაინც მინდა ჩემი სათქმელი გითხრა და შევეცადო აგიხსნა ყველაფერი. იმედი მაქვს ამ წერილს ბოლომდე ჩაიკითხავ. არც ისე მარტივია ქალისთვის, მით უმეტეს ისეთი ქალისთვის რმელიც გათხოვილია ქმარს უღალატოს და სხვა კაცთან სარეცელი გაიყოს, მით უმეტეს ისეთ კაცთან როგორიც დავითი იყო. ჩემი და მისი ურთიერთობა ასე მარტივად მხოლოდ ჩემი სურვილით არ დაწყებულა, მე არ ვიცი ვინ რა გიტხრა და რა როგორ მოიტანა შენამდე თუმცა დამერწმუნე, დღეს ამ წერილით შენ ყველაზე მართალ ამაბავს გაიგებ. მაშინ როდესაც დავითმა შენთან მუშაობა დაიწყო და მე გავიცანი ის როგორც შენი მეგობარი, მშვენივრად იყო ყველაფერი, დროთა განავალობაში შევამჩნიე, რომ ჩემ მიმართ სხვანაირი გამოხედვა ჰქონდა, თუნდაც მაშინ როდესაც შენთანს ამსახურში მოვდიოდი, რამოდენიმეჯერ, ყური მოვკარი მის სატელეფონო ზარებს, აფიორების გაკეთებას რომ აპირებდა, ერთ ერთი საუბრისას შემამჩნია, მითხრა და დამარწმუნა რომე ს ბოლოჯერ ხდებოდა და შენ არ დაგაზარალებდა, მეც რა თქმა უნდა ვერ მივხვდი თავიდანვე ყველაფერს და დავუჯერე, ვიცოდი რა და მჯეროდა შენი განათლების და აზროვნების, ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული ტყუილს დიდხანს ვერ გააგრძელებდა და შენც ადრე თუ გვიან სიმართლეს გაიგებდი, ამიტომ გვერდით გადგომა და გაჩუმება ვამჯობინე. გახსოვს ალბათ, ნინა თხოვდებოდა, და გოგოებმა კაზინოში ასვლა გადავწყვიტეთ, საკმაოდ დიდი თანხა მოემცი, ითამაშეთ და თუ წააგებ არც ეგ იქნება პრობლემაო, მტავარია კარგი დრო ატაროთო, აი მაგ დღეს ცოტა დავლიე, ისიც იცი რომ სასმელს შეშვებული ვიყავი თუმცა, რამდენიმე ჭიქამ სული შემიხუთა, და გონება დამაკარგინა, აი მაგ დღეს მოხდა პირველად ჩემსა და დავითს შორის ის რაც ჩემი და შენი განშორების მიზეზია დღეს. ზუსტად მაგ დღეს როდესაც გგოები სახლებში წავიდნენ, მე და დავითი ისევ კაზინოში დავრჩით, თამაში განვაგრძეთ და დიდი თანხები წავაგეთ, ასე იყო თუ ისე ეს ყველაფერი როგორც ჩემი ასევე მისი გადასახდელი იყო. ამ ყველაფრიდან თაავის დაძვრენა ისევ დავითმა შემომთავაზა, ისევ და ისევ უნდა განეგრძო ბიზნეს ცენტრიდან ფულის მოპარვა. ყველაფერთან ერთად ისიც დაემთხვა, რომ შენ გულგრილი იყავი ჩემ მიმართ, აღარც სე*სი გვქონდა, მიტოვებულ და მარტოსულად ვგრძნობდი თავს, ამიტომ მან თავი ქალად მაგრძნობინა, ძალიან ცუდი სათქმელია ჩემგან და დარწმუნეული ვარ შენთვისაც საშინელი მოსასმენია, მაგრამ მაშინ ეს ასე ჩანდა. დროთა განმავლობაში ჩვენი შეხვედრები მატულობდა, როგორც სექსუალური ასევე საქმისთან დაკავშირებითაც, დროს მშვენივრად ვატარებდით, ფულსაც გპარავდით, თუმცა შენი მოტყუება ნამდვილად არ მოწმონდა. ბოლო პერიოდში დავრწმუნდი, რომ მას ჩემგან მხოლოდ შენი ფული უნდოდა, ამიტომ ვცდილობ მასთან ურთიერთობა გავწყვიტო, ყველა ის ფიქტირი როგანიზაცია გავაუქმო და გავაქრო დედამიწის ზურგიდან, ვცდილობ ის დაბინძურებული სახელი გამოვისწორო რაც შენ თვალში მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ არ გამომივა. მე, ვნანობ იმას რაც გავაკეტე, შეიძლება ბოლოდე ყველაფერი დეტალურად ვერ აგიხსენი, თუმცა იდეა გადმოვეცი. მინდა იცოდე, რომ სადაც არ უნდა იყო, ვისტან ერთადაც არ უნდა იყო, მიდნა ბედნიერება გისურვო. ჩვენ შილს რაც შეეხება, ზუსტად ვიცი რომ კარგად აღრზრდი და არა გაზრდი, გთხოვ, სითბოს და სიყვარულს ნუ მოაკლებ, არ მინდა როგორც მე გამზარდეს ისე გაიზარდოს, არ მინდა ეგოიზმით სავსე იყოს და მატერიალურისკენ სწრაფვამ დაღუპოს, მინდა იცოდეს რომ ირინე დედამისი იყო, ლამაზი და მშვენიერი ქალი, რომელსაც სიცოცხლე უყვარდა, რომელსაც მისი თავი უყვარდა იქამდე სანამ სხვა გამოიყენებდა და ამ სხვას ამის უფლებას მისცემდა. მინდა იცოდეს რომ მისი ძმა ან და ზეცაშია, ისიც მინდა იცოდეს რომ ირინე დედამისია, მიუხედავად იმისა რომ ვერასდროს ნახავს. ალბათ, როცა ამ წერილს წაიკითხავ მე ძალიან ძალიან შორს ვიქნები. განქორწინებას კიდევ რაც შეეხება, დოკუმენტები შეგიძლია ფოსთით გამომიგზავნო, მე ჩემ მშობლებთან გერმანიაში მივდივარ. აუცილებლად შეგეხმინაები, განქორიწნებისთვის საჭირო ხემოწერის მიზნით. ირინე.’’ გაოგნებული ვიყავი, ირინეგან მსგავს საქციელს და ასხსნა განმარტებას ნამდვილად არ ველოდი, ტელეფონი ავიღე და ვურეკავდი, გათიშული იყო, მაშინვე ზაქროს ნომერი ავკრიფე: - ზახარ, როგორ ხარ? - ვახო, შენ ზარს ველოდი. - ბიჭო, ირინე გერმანიაში წავიდა? - კი, კი წავიდა, შენ არ იცოდი? - მე რა ვიცოდი, გუშინ ღამე ვუთხარი ჩაალაგე და წადითქო, ეს კიდე გერმანიაში წასულა. - გამთენიისას გაფრინდა, ბილეთი რო იყიდა ჩემმა წყარომ ეგრევე დამირეკა საზღვარს კვეთსო, მსგავსი კი ვიფიქრე რომ მას შემდეგ რაც ვილაპარაკეთ და ბევრი იფნორმაცია მოგაწოდე, ადრე თუ გვიან ეტყოდი, მაგრამ.... - ხო, რა ნუ საუბარს მოყვა, ანუ იეჭველი წავიდა ხო? - კი კი, დაუფიქსირდა საზღვრის კვეთა, დღეს გაფრინდა 05:60 წუთზე, ვახო, კიდევ უნდა შევხვდეთ, დღეს დილიდან ბევრი დაზსუტებული ინფორმაცია მაქვს და ბარემ არ მინდა გადავდოთ, რას იტყვი? - კი, არ არის პრობლემა, რომელზე შევხვდეთ? - დღის ბოლოსკენ. - კარგი, ბიზნეს ცენტრში მოდი მაშინ, გვიანობამდე იქ ვიქნები. - კარგი, მოვალ. ირინეს წერილმა ძალიან დამაფიქა, ამ ყველაფერს ან ბოლოდმე უნდა მივყოლოდი და ორივე დამესაჯა ან არადა ორივე უნდა გამეშვა, ვიანდიან და რადგანაც ამ ყველაფერს მხოლოდ ჩემი პიროვნების შეურწყოფა ახლდა და სხვა ზიანი არ დამდგარა, ვამჯობინე რომ ყველაფერი ისე დამეტოვებინა როგორც იყო. ბიზნეც ცენტრისკენ წავდეი, მანამდე კი ამრეხი ნელისთან უდნა დამეტოვებინა, გზაში ნელის დაურეკა მარეხმა, ელოდებოდა. ნელისთან დავტოვე მარეხი მე კი სამსახურში წავდი, გზაში ირაკლიმ დამირეკა. - დაღამდა, სად ხარ, დრეს მარაზიას ვხსნით და სად დადიხარ? - მოვდივარ, ნელისთან დავტოვე მარეხი. - მალე მალე, ყოველ დღე კი არ იხნება YSL ის ფილიალები თბილისსში. - მოვდივარ, მოვალ ირაკლი. - ვახო, ისე ფინანსური პოლიციაა შემოსული, რომ იცოდე დილიდან. - რა? - ხო, მოკლედ ელენე აგვარებს მემგონი ყევლაფერს. - მალე მოვალ. ფინანსური პოლიციის შემოსვლა კარგს არაფერს მოასწავებდა, ალექსანდრე შერმადინის და მამისის ხელი ჩანდა ამ ყველაფერში, სხვას ერც ვერავის ვდებდი ბრალს. დავთზე მეფიქრებოდა, თუმცა მსგავსი ქმედება პირველ რიგში მის უსაფრთხოებას დააყენბდა ეჭვქვეშ, ამიტომ საქმესაც ვერ მოიგვარებდა იმ დონემდე მას არ შეხებოდნენ, ერთი სიტყვით ისევ წყეული შერმადინები მებრძოდნენ. - ელენე რა ხდება? - ფინანსური პოლიციაა ვახო, ვერაფრს ვიზავთ, უნდა ნახონ და შეამოწმონ ყველაფერი, სხვა გზა არაა, ატანა მოგვიწევს. - ელენე ჩემ კაბინეტში შემოდით შენც ირაკლიც და გივიც. კაბინეტში შევედი და ჩემ სავარძელში დავჯექი, კარგად ამოვიოხრე, რა მშვენივრად დაწყებული დილა კოშმარით მიგრძელდებოდა. - რა უდნა ვქნათ ვახო ჰა? - არაფერი ირაკლი, მოგვარებადია ყველაფერი. - ვუპასუხე ირაკლის - ბატონო გივი, თქვენ რას ფიქრობთ რა გველის? - ბატონებო, მე არ მგონია რომ რამის დამალვა მოვახერხოთ, იყო ბევრი უზუსტობა და ბევრი ფულიც დაიკარგა ბიზნეს ცენტრიდან, ეს ესე ერთი თვალის შეხედვით არ ჩანს და ცენტრის ფუნქციონირებაზე გავლენა არ მოუხდენია, ვინაიდან გადარიცხვები კომპანიებში მიდოდა, თუმცა ეს კომპანიები ჩვენ ვიცით რომ დავითის მეშვეობით ფიქტიური არარსებული კომპანიები იყო, თუ ფინანსური სამსახური მხოლოდ გადარიცხვებს შეამოწმებს, და არ გაყვება კომპანიის არსებობას და მათ ფუნქციებში, და რეალურ არსებობას არ გაოიძიებს გადავრჩებით, და თუ ბოლომდე ჩაყვებიან, დავითს დაიჭერენ, და იმედია რომ ჩვენ როგორც თანამშრომელბი მისი ხელქვეთები და შემსრულებლები, და ტქვენ როგორც გენერალური დირექტორი ამ ჭაობიდან სუფთად გამოვალთ. - ბატონო გივი, ამ ყველაფრის დავითის მხრიდანა ღიარებას და ყველაფრის საკუთარ თავზე აღება, ჩვენ სხვა დანარცენებს გადაგვარჩენს ხომ, იმის და მიუხედავად რომ ამ შავ ბნელი მახინაციების კურსსში არ ვიყავით? - იმედი მაქვს, კი თუ აღიარებს რომ მან იცოდა და ჩვენ არა, თავისთავად. - ვახო, მე ძალიან ვნერვიულობ - ელენე ნუ ნერვიულობ, დამშვიდდი, შენთვის არ შეიძლება ნერვიულობა, ნუ გავიწყდება რომ ორსულად ხარ. - ვახო, რომდ აველაპარაკოთ დავითს არა? - მართალია ელენე, ვახო, ჯობია დავითს დავებაზროთ, ცოტა შევაშინოთ და ვაიძულოთ რა - სწორს ამბობ ირაკლი, ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ დაგვეხმარება კი ? - ბატონებო, ჩაგეჭრებით თუ შეიძლება. - ბრძანეთ ბატონო გივი - ვუპასუხე გივის. - დავითთან საუბარი მის ენაზე ჯობია, დააინტერესეთ იმით რაც მას აინტერესებს, შეთავაზეთ ის რაზეც უარს ვერ იტყვის. - მაგალითად ფული ბატონო გივი? - კიტხვა დასვა ელენემ - ქალბატონო ელენე, ნახეეთ, ბატონ დავითთან მე უშუალო შეხება მქონდა, მას არა მხოლოდ ფულის ხვა რამებიც აინტერესებს, ის არაფხიზელი იყო უმეტეს შემხტევაში, მაგრამ ამით რის ტქმას ვცდილობ, ბატონებო, მას თქვენ მშვიდ გარემოში, ტქვენ გარემოში უდნა შეხვდეთ, დარწმუნდეთ რო არანაირი მოსასმენი აპატარტურა ამს არ უყენია და თქვენს აუბარს არ იწერს, ამას იმიტო ვამბობ რომ მისგან არაფერია გამრიცხული, ერთი ფიქრი ის ვიფიქრე ბატონებო, მან ხომ არ შემოგზავნა ფინანსური პოლიციათქო, მაგრამ არ ვიცი, მოკლედ, შეთავაზეთ აღიაროს ყველაფერი, რას აკეტებდა და რატომ, სხვების დასახელების გარეშე, აქ არც არავინ დახმარებია, მაგრამ, გადარიცხვებს მეც ვაკეთებდი, თუმცა ჩემთვის უცნობი იყო ამ კომპანიების წარმომავლობა, შეთავაზეთ ფული, და თავისუფლება, ბატონო ვახო, თქვენ შეგიძლიათ მას ციხის მაქსიმალური წლები გაუნახევროთ. - მართალს ბრძანებთ ბატონო გივი, თუმცა მქონია ჯერ ფინანსურ პოლიციას უნდა დაველოდოთ, მათი კვლევის შედეგებს, მანამდე მათ უშუალო უფროსს მინდა გავესაუბრო, რადგან აქ მარტო დავითის ხელი არ ურევია, ან საერტოდ არ მგონია დავითის ხელი იყოს გარეული, აქ სხვა ხალხია. - შერმადინები? - კი, ირაკლი, უეჭველი. - ეგენი კიდევ რით ვერ გაძღნენ ტო, რას გადაეკიდნენ შენ ბიზნესს. - ვინ შერმადინები ვახო? - გაოგნებულმა ელენემ დასხვა კითხვა. - გრძელი ამბავია ელე, სხვა დროს მოგიყვები, თუმცა საგანგაშო და მოუგვარებელი არაფერი. - ცოტა დავმშვიდდი ვახო. - ძალიან კარგი ელენე, შენ მშვიდად იყავი, აქ რისთვის ვარ, ყველაფერს მოვაგვარებ, ისე როგორც საქმეს ჭირდება. - თქვენი იმედი ჰქონდა ბატონო ვახო ელენეს, მეც თავის თავად. - კარგით, მაშ დავიშალოთ და საქმეს მივხედოთ, ირაკლი შენ დარჩი, რამე თუ გაიგეთ გამაგებინეთ ხო? - აუცილებლად. ელენე და გივი ჩემი კაბინეტიდან გავიდნენ, თინათინს ვთხოვე ორი ფინჯანი ყავა შემოეტანა, რადგან გული მიგრძნობდა ირაკლისთან საუბარი გამიგრძელდებოდა არა მარტო პირადულზე არამედ სამსახურებრივ საკითხებზეც. - დღეს ზახარა უნდა ვნახო, შენკენ რა ხდება? - მაშ სამივემ ერთად ვილაპარაკოთ და შევაჯეროთ ინფორმაციები, რამდენიმე დღე აღარ მინახავს ზახარა. - დღეს ვთხოვე ბიზნეს ცენტრში მოსვლა. - ძალიან კარგი, რდისკენ მოვა, მე ხუთისკენ უდნა გავიდე და მოვბრუნდებ თუ რამე - ხო რა, ესე საღამოსკენ მოვა, ზუსტად არ ვიცი, ვუთხარი გვაინობამდე ვიქნებითქო და მოვალო, შენ საით გაგიწევია? - რაღაც დეტალების დაზსტება მინდა, დავაზუსტებ და დავბრუნდები. - ხო მშიდობაა. - კი კი როგორ არა, რაღაც პროგრამისტის დახმარება მჭირდებოდა. - რა პროგრამისტის ირა, პროგრამისტების ემტი რა გვყავს აქ - არა, აქაურები ვერ დამეხმარებოდნენ. - ირაკლი რა ხდება? - მოკლედ, გადავწყვიტე, ანუკი მოვძებნო. - რაო? - ხო, რა, მაშინ მთვრალი რომ ვიყავი მეილზე მივწერე. - რა მეილზე ირაკლი, 10 წლის წინანდელ მეილზე მიწერე, ვერ მივხდვი... - ხო რა, მივწერე და პასუხიც დამიბრუნა. - სერიოზულად? - მახსოვს გითხარი. - არ მახსენდება, ირა, მერე რა პასუხი იყო? - მოულოდნელი, და გაუგებარი. - რას გულისხმობ. - იმას, რომ თუმრე შეურაწყოფა მივაყენე, რომ მე მისი გამოყენება მინდოდა რა სექსის პონტში, კიდევ ის რომ მე მასთან ერთდ საზოგადოებაში გამოჩენის მიტყდებოდა, ერთი სიტყვით თურმე მაგრად დამიმცირებია. - საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე... - მე გავიგე ვახო, ყველაფერი კარგად გავიგე, ნელოს და მერაბას საუბრები, დაანებე თავი, გეყოფა რაც გააკეთე, იქ სადაც ჩაერიე, ბევრი ვიფიქრე და მივვდი, მას მერე რაც მე ანუკის მივწერე რომ აეროპორტში დაველოდებოდი, როგორც ჩანს ნელიმ მიწერა ეს სისულეელეები, რამაც იასნად გული ატკინა და თავიდ ამცირებულად აგრძნობინა, თავის თავად ისიც არაფერს მომწერდა, და ასე გაუჩნარდა ცემი ცხოვრებიდან, მე კიდევ ამდენი წელი გაურკვეველ ამბავს ვეძებდი და ვცდილობდი აგმეგო რა იყო, რატომ არ მოვიდა და არ მნახა, თურმე, უკანასკნელი კაცი გამომიყვანა ნელიმ, დაამცირებულად იგრძნო თავი ჩემგან და წავიდა. - სერიოზულად ამბობ ამ ყველაფერს? - კი, ბოლო პასუხი რაც მომწერა ჩემ მინაწერზე ეგ იყო. - სად მოგწერა, ანუ ის ძველი მეილები სენც გაქვს და ანუკისაც? - მე მქონდა და არც არასდროს წამიშლია და გამიუქმებია, მეილი რომ გავაგზავნე მაშინდ ა უარყოფა არ მომივიდა უკან, გამეხარა, იმედი მქონდა რომ ნახავდა და პასუხს დამიბრუნებდა. და არ შევმცდარვარ ვახო, არის კიდევ რაღაც თეორიული შანსი იმისა რომ რაც ნელიმ ჩააჯ*ა ჩემ ცხოვრებაშ გამოვასწორო. - მაშინ უდნა მოძებნო ირაკლი, აქამდეც უნდა მოგეძებნა, პასუხი მოგწერა ანუკიმ, ეს იმას ნიშნავს რომ მანაც გადმოდგა ნაბიჯი, რაღას ელოდები, დაიბბრუნე ის ვინც გიყვარდა ამდენი წლები, დაიბრუნე ის გოგო რომელსაც ამდენი წლებია ყველა ქალში ეძებ, მე აქ ვარ ჩემო ძმაო ყველაფერში დაგეხმარები. - ვიცი ვახო, მჯერა რომ ავუხსნი ყველაფერს გაიგებს. - რა მოგწერა, მაინც? - ათასი საშინელება, პროსტა მაგრად გამიტყდა... - ირაკლი, იმაზე არ გიფიქრია რომ .... - რომ რა? - რომ, ნელი არაფერ შუაშია? რას ვგულისხმობ ირა, და ანუკი ასე თავს იმართლებს? ან არ ვიცი, ცოტა ისეთი ამბავია... - არა, არსებობს. - კარგი, რაც არის არის, ჯერ ანუკი იპოვე, მერე კი ნელის დაელაპარაკე, ჯერ არ გილაპარაკია ხო? - არა, არა ჯერ არა, მეც ეგრე ვიფიქრე ჯერ ვიპოვი და მერე დაველაპრაკები ნელითქო. - ოჯახი, ქმარი რამე, ბოიფრენდი, არაფერი ხო? - მემგონი რომ არა, პასუხს არ დამიბრუნებდა, მეილსაც გააუქმებდა, ასე არ გგონია ვახო? - წესით კი, მე მაგრად გამიტყდებოდა ჩემ შეყვარებულს ან ცოლს ყოფილი რომ წერდეს, და ეს კიდევ პასუხს უბრუნებდეს. - მეც ეგ ვიფიქრე, შენ რა ქენი ირინეს ელაპარაკე? - კი, ველაპარაკე, გავუშვი ირინე. - სად გაუში ტო? ესე უცებ? - ესე უცებ, გუშნ ღამე, ანასთან მოვდია საბურთალზე, ვეღარ მოვითმინე და აალაგე და წადითქო, მივიდა სახლში ჩაალაგა ნივთები და წვიდა, მერე კონვერტი ვნახე, ამიხსნა, ნუ შეეცადა მაინც გული მოელბო ჩემთვის და ისე წასულიყო, მერე ზახარას დავურეკე და გერმანიაში გაფრენილა გამთენიისას. - აღარ ჩამოვა ვითომ ? - აზრზე არ ვარ ირა, განქორინების დკუმენტები ფოსტით გამომიზგავნეო და ვერ გეტყვი, მშობლებთან წავიდა. - იმის იქით წასულა, პროსტა ეხლა ფინანსური პოლიცია რომ არის, დავიჯერო დავითი ირინეს არ ჩაიყოლებს? - მეც მაგაზე ვფიქრობ, მაგიტომ მინდა თავის თავზე აიღოს ყველაფერი და რამე უდნა სევთავაზო, არ მინდა ჩემი შვილის დედა, ასე თუ ისე კრიმინალად იყოს მოხსენიებული და საკანს ხეხავდეს. ამასობაში ირალის ნერწყვი გადასცდა და ხველებით იხრჩობოდა, ყავა მოსვა, წყალიც მივაწოდე. - კარგად ხარ ირა? - კი კი..... ხო რა, იმედია არ გაიშარება. - შევეცდები მაქსიმალურად. - ისე შენ ადგილზე ბევრი ეგრე არ მოიქცეოდა. - შეიძლება. - არა ტო, ვახო, კაი რა, ქალმა იმენა რა გაგიკეთა, შენ კიდევ ისევ მაგაზე ფიქრობ... - რაც არ უნდა იყოს ირაკლი, ჩემი შვილის დედა, ბავშის მომავალს და ფსიქიკას ეხება საქმე, რაც არ უნდა იყოს ჩემი შილის დედას სუფთა წარსული უნდა ქონდეს და არა კრიმინალის. - ეგ კიდევ გასარკვევია - ჩუმად ჩაიბურტყუნა ირაკლიმ - რა თქვი ირა? - არაფერი, გავარკვევთ ყველაფერსთქო. ირაკლი ოთახიდან გავიდა, ელენე შემოვიდა, და დავსხედით, ისევ საფინანსო პოლიციაზე დარდობა, ბევრი დოკუმენტი და აბსოლიტურად ყველა გადარიცხვის შემოწმება სურდათ, საერთო ჯამში, ყველა ქვა და კენჭი რაც დაგორავდა ყველაფერი უნდა შეემოწმებინათ. ამ ყველაფრისთვის მზაობა არ მქონდა, არ გვქონდა, თუმცა ყველაფერი მოგვარებადად მეჩვენებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.