ფიქრებით დიალოგი თავი 21
..... დილით გამოყოლილი კარგი ხასიათით წავედი კომპანიაში, დიდხანს არ მიმუშავია გალილეო რომ მოვიდა მისალმების და მცირე გამოლაპარაკების შემდეგ, ცდილობდა თავი აერიდებინა ჩემთვის და მეც არ ვხვდებოდი თვალში დიდად, უზომოდ ცხელოდა თუმცა ზღვაზე წასვლა დიდად არ მინდოდა არც მთლად გადასარევი სუფთა ზღვა გვაქვს თან ახლა იქ იმდენი ხალხი იქნებოდა შორიდან, წერტილებს თუ დაინახავდი, ხუთის წუთებზე პარკში გავედით, მე მეგი და ნინა, ცოტახანში ლილიაც შემოგვიერთდა, რაც არ უნდა იყოს ჩვენ შორის უბრალოდ არ ღირდა ურთიერთობის დაშლა, მოგონებები რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებს რაც არ უნდა იყოს სასიამოვნოა, მოგონებების გახსენების გამო მაინც უნდა გვენახა ერთმანეთი, საკმაოდ სასიამოვნო დრო გავატარეთ და როცა დემეტრე თავის ქალიშვილთან ერთად შემოგვიერთდა, ვხტუნავდი, - დედიკოს გავვსს, ხელში მყავდა წლინახევრის სოფო, და მისი სათამაშოთი ვართობდი, - ნახე მამას ვაჟკაცი უნდა გაიზარდოს, ამაყად თქვა დემეტრემ - დებილიხარ ბიჭოო?! რა ვაჟკაცი! წარბშეკრულმა გახედა დემეტრეს ნინამ - კაი ჩემო ანგელოზო ხო იცი როგორც შენ იტყვი ისე იქნება, უცებ დაინაზა დემეტრემ ხმა და ნინას მოფერება დაუწყო, სასიამოვნო იყო მათი ბედნიერების გაზიარება და მითუმეტეს პატარა საოცრება რომელსაც ორი კიკინა საყვარლად ეკეთა და მსხვილი მრგვალი ცისფერი გაკვირვებული თვალებს მანათებდა, - ვაიმე შეგჭამ, ლოყებზე ხმაურიანად ვაკოცე და ლამის ხელში შემომეჭყლიტა, საოცრად ლამაზი იყო, პატარა სოფო,... უცებ დემეტრეს საჩუქარი გამახსენდა რომელიც ჩანთაში იგივე პატარა ყუთში მედო, სახეზე ღიმილი ვერ დავმალე თუმცა მოსაღამოვებას დაველოდე, ბავშვს ხელიდან ვერავინ მართმევდა იმდენად მსიამოვნებდა მისი ყველანაირი გამოხედვა, სიცილი თამაში, წუწუნი რომ ლამის გადავყლაპე, ამას დამატებული ნაცნობი ძიას სურნელი ასდიოდა რაც მეტად მიკარგავდა ბავშვის მშობელთან დაბრუნების სურვილს,.... პარკში ვიჯექით, არემარეს ლამპიონები ეხმარებოდა განათებაში, ირგვლივ მეტი ადამიანი იყრიდა თავს, გალიელოსაც ჩვენთან ერთად მოუწია ყოფნა, და გიოც ლილიასთან მიმავალი ჩვენთან აღმოჩნდა სასიამოვნო წუთები იყო, გმირები თუ გვაკლდნენ მხოლოდ, რომლებიც არ ჩანდნენ, - აააუ მოვკვდიი, ხო იცი ესს რო აუზში ჩააგდეს,? ხარხარებდა ლილია, ძველი მომენტების გახსენებით კარგად ვერთობოდით თუმცა ისეთ მომენტებს იხსენებდნენ დიდად ვერ ვიცინოდი, უფრო ბრაზი მაწვებოდა, - მომიყვანე ჩემი შვილი, ხელი გამომიწია ნინამ ატირებულ მოშიებული ბავშვის ნახვისას, და მეც ქვედა ტუჩ გამოწეულმა მივუყვანე, - მოგსივდა დედას სუნთქვა? დახედა ბავშვს თბილი მზერით და ღრმა შესუნთქვით ყელში აკოცა, - ჩვენ უნდა ვწამოთ ქო დე, თან ჩვენ გვითხრა თან სოფოს და მორიდებით მიიხედ მოიხედა მისდა საბედნიეროდ ალექსანდრეს რაში გაჩერდა, და ნინაც წამოხტა თავის ოდნავ მოზრდილი ჩანთა აიღო სადაც ბავშვის ნივთები იყო და მანქანისკენ წავიდა, ოო არა როგორ არ მინდა ახლა მასთან სიახლოვე,...... - ჩემო საყვარელო, თბილად მიესალმა გადმოსულ ძმას ნინა, ალექსანდრეც დაიხარა და შუბლზე აკოცა, სოფოს მიეფერა და ნინას ხელიდან ააცალა, - რა გატირებს გოგო მტირალა ხარ? მაღლა ჰაერში აწია ბავშვი და ოდნავ შეარხია, - შია ხო და შენი პიპია ჩვენ სამზარეულოდ უნდა იქცეს, გაეკრიჭა, ნინა, - მიდი ჰო ოღონ რამეები არ ესხას, გაუწოდა ბავშვი და თან სიცილით დააყოლა, - ფუ იდიოტო შეკავებული სიცილით გაუქანა ძმას ხელი და ალექსანდრეც სწრაფად დაიწია რომ აეცილებინა, - რას მაიმუნობ ბიჭო, აჩიც ჩაერთო და ატირებულ ბავშვს ლოყაზე ნაზად უჩქმიტა - წადით ბავშვები გელოდებიან, თვალებით ანიშნა ნინამ, - ოქეი ბეიბი, აჩიმაც მიაძახა და ადგილი პირველმა დატოვა, - ალექს ორი წუთი დამითმე, ნინამ შეაჩერა ალექსანდრე, - მას არ ეუხეშო კარგი, ისე არაა როგორც შენ გგონია, მანაც კი არ იცის სიმართლე, თქვა ნინამ და ძმა თბილი მზერითა და ღიმილით დააჯილდოვა, ალექსანდრემ გაკვირვების ნიშნად წარბები შეკრა და ჩაიცინა, - ვერ მივხვდი, - რეალურად ყველაფერი სხვანაირად იყო, და არა ისე როგორც შენ და ანიმ იცით, ისევ გაიმეორა ნინამ - ნინუც, ხომ იცი რო არ მევასება ასე საუბარი, რა მითუმეტეს გოგოზე აქაც შენი ხოდით მოვედი ხო იცი, თმაში შეუცურა ხელი და მთელი სითბოთი ეცადა მოფერებოდა დას, - ვიცი ჩემო საყვარელო და ახლა ისიც შეასრულე რომ ეცადე არ ეუხეშო კარგი? ცოტახნით გაჩუმდა თუმცა დის თვალებზე თავთან ერთად თვალებიც აატრიალა, - ჰო კაი არ ვიუხეშებ, შეხედა ისევ დას და თმა ყურსუკან გადაუწია, ნინამაც ყურებამდე გაუღიმა და ალექსანდრესაც გაეცინა, შუბლზე ისევ ნაზად აკოცა და საშუალება მიცა პატარა სოფო გამოეკვება, ..... - პრინცი მოდის ლამაზო, მეგის გადავუჩურჩულე და ისეთი თვალებით გამომხედა ლამის სიცილი ამიტყდა, - ანი საყვარელო ვინმემ არ.... - არ გაბედო! სწრაფად გადავუჩურჩულე მწარე ენის პატრონს როცა მივხვდი რომ კარგს არაფერს ამბობდა მანაც გამარჯვებული სახით გამომხედა,.... - ვა ვა რა სასტავიიი, ხმაურით დაგვადგა აჩი და წამომდგარ ბიჭებს ხელის ჩამორთმევასთან ერთად მხრით მიეჯახა, - ვაა ანუშ, მოდი ვიკოცნაოთ, მხიარული ტონით წამოვიდა ჩემსკენ და მეც წამოვდექი ხელი ჩამომართვა ლოყაზე ჯერ ერთ მხარეს გამოსცა კოცნის ხმები და შემდეგ მეორე მხარეს მეც მეცინებოდა მის ქცევებზე, და ბავშვებსაც ყველა ნახა და ადგილი დაიკავა, - გვაკლია ხალხი ხო? მიმოიხედა და შემდეგ მეგის შეხედა მეც მეგის გავხედე გაკვირვებულმა, - არა ვინ? ვკითხე აჩის და მანაც თმაზე ხელი აისვა, - ის თოკა თუ თოკო, სად დაგრჩა? კითხა მეგის და თვალი ჩაუკრა, მეგისაც ეტყობოდა ღიმილზე როგორ აჭერდა კბილს კბილზე ჩემსკენ მოატრიალა ნელა თავი და თან ჩემს გასაგონად გამოცრა, - როგორ ვერ ვიტან! ლამის სიცილი ავტეხე, - ზდაროვა, სიტყვიერად მიესალმა ბავშვებს ალექსანდრე და აჩის გვერდზე მიუჯდა, აშკარად დაძაბულობა იგრძნობოდა მისა და გალილეოს შორის,... ისევ განაგრძეს ძველი ამბების გახსენება და ჩემ დაბადებისდღემდეც მივიდნენ, - ისე, საჩუქარი მაქვს წამოვიძახე, და გაჩუმდნენ, - ვისთვის? მკითხა ლილიამ, - დემეტრიუუუსსს, გავწელე წარბების თამაშით სიტყვები და დემეტრეს ქვევიდან შევხედე, - არააააა! გამორიცხულია, რომ მიხვდაა ხელები აწია და ღიმილს იკავებდა, - დაგჭირდება პირობას გაძლევ! წამომდგარი მისკენ წავედი, - არა გადი! გადი! უკან უკან იწეოდა, და მუხლებს მაღლა წევდა, - უყურეეეეე! ბედნიერმა ვთქვი და ღია ჩანთიდან ყუთი ამოვიღე, - არაააა, ეს დრო მისაცემად ამოვირჩიე ბარემ ნინაც მოდიოდა, და უკვე დანახული ბავშვიანად პირ ღია გაოცებული და გახარებული იღიმოდა, - თარაააა! ვიყვირე და ყუთს თავი მოვხადე, - ვოოოოო, ნაწილი ბავშვებისთვის ნაცნობი ნივთის დანახვამ გაოცება გამოიწვია, და ტაშიც კი მოყვა, დემეტრე სახეზე იფარებდა ხელებს და თან ჩემთან ერთად იცინოდა, - ვაიმე როგორ არ მჯერა, მხარზე ხელი დაადო ქმარს მოსულმა ნინამ და გვერდზე მიუჯდა, ყველა იღიმოდა და მეც მიხაროდა, დემეტრემ ყუთი გამომართვა და თან სიცილს ვერ მალავდა, ნინას ბავშვი გამოვართვი და ჩემს ადგილას სიცილით დავუბრუნდი, - ვაიმე ვინც არ იციით მოგიყვებით რა იყო, დაჯდომისას ცალი ფეხი შეიკეცა ნინამ და მოყოლისთვის მოემზადა, მოკლედ მოუყვა ბავშვებს ცალკე გალილეოს უთარგნა და უკვე მიხვედრილმა წყვილმა სიცილი რეალური გახადეს, მათთვის ყურადღებ აღარ მიმიქცევი ჩემ ყურადღების ცენტრში ახლა მხოლოდ სოფო იყო, მას დავატარებდი, და ვართობდი, ისინი თავისთვის საუბრობდნენ რამდენჯელმე თუ ჩავერთე საუბარში, - მოდი ჩემო პატალა, ხელში ავიყვანე, როცა სათამაშო ძირს დაუვარდა და უნდა გამომეცვალა თან ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე და ინსტიქტურად ალექსანდრეს გავხედე რომელიც მომღიმარი გვიყურებდა, ლამის ენა გადავყლაპე, მოულოდნელი იყო მისი მზერა, მის ღიმილთან ერთად, 'რატომ იყურება?' ' იმედია თავისუფლად შემიძლია ფიქრი ხო?' ' ისევ რომ ესმოდეს ხო შეეტყობოდა არა' ' იქნებ დასპეცდა' ' ვათ რეებს ბოდიალობ გოგო' ახლა ბაგეები უარესად რომ გაეპო, გული ამიჩქარდა თუმცა დანარჩენები როხროხებდნენ ამიტომ ვიფიქრე რომ მათ ხუმრობებზე გაიცინა, იქვე სასმელი წყლის შადრევანი იყო ამიტომ იქ უნდა მივსულიყავი სათამაშო რომ გამერეცხა, ბავშვი უკეთდავიჭირე, და წყლისკენ წავედი, შეხება რომ ვიგრძენი დენის დარტმასთან ერთად ალექსანდრეს ავხედე, - მომიყვანე, და ისე გარეცხე, მითხრა თუმცა მისი ხმა და გამოხედვა არც ისეთი ცივი და გაყინული იყო როგორც წინა დღეებში, უთქმელად მივუყვანე ბავშვი და მანაც ღიმილით შემოისვა მხარზე, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და წყლისკენ წავედი, დაბრუნებულმა ნინას ბავშვის ნაჭერი ვთხოვე და სათამაშო გავწმინდე, - სათამაშოს დავუბრუნებ ფეხზე ბავშვიანად მდგარ ალექსანდრესთან ისევ დაძაბული მივედი ბავშვს გავუღიმე და სათამაშო უნდა მიმეცა თუმცა არ გამომართვა, ჩემსკენ გადმოიწია, და მეც ღიმილით ავიყვანე ბავშვი, სათამაშო ალექსანდრემ გამომართვა, და მე და ბავშვს გადმოგვხედა, სოფომ კიდევ ერთხელ აათვალიერა, ალექსი და ახლა მისკენ გაშალა ხელები, ალექსანდრემაც გაიცინა და ბავშვი გამომართვა, მეც მეცინებოდა სოფოს მაიმუნობაზე და მეგიც იცინოდა რომელიც გვიყურებდა, - აჩვენე აბა მოდი ჩემთანო, ბავშვით გაღიმებულმა მითხრა, და მეც მისი სიტყვები შევასრულე თუმცა ქალბატონმა მიუარა, ალექსანდრეს ახედა და ისევ ჩემსკენ გადმოიწია, უკვე სიცილი აღარ შემიკავებია, სოფოც გაკვირვებული დიდი თვალებით მიყურებდა, მალევე ისევ ალექსანდრეს მკლავებში მოთავსდა, - გამოართვი ამათ ბავშვი თორე მალე ბიძია და ბიცოლა ჩვენ ვიქნებით, ტუჩის გვერდების ჩატეხვით გახედა დემეტრემ ნინას, - ვაიმეეე დეე, გაეცინა ნინასაც, - ეგ არ დაიღლება ცოცვა ბობღვით რას იტანჯავთ თავს, სიცილით წამოდგა, ნინა, - რძალო იჯექი! უცებ დასვა აჩიმ და თავად წამოდგა, - სირცხვილია ამხელა მუცლით უნდა ატაროს ბავშვი? ჯელტმენურად გადახედა დემეტრეს, და ბავშვი გამომართვა, - რა მძიმეა რას აჭმევთ! თვალები გააფართოვა აჩიმ'... დიდხანს აღარ ვყოფილვართ, რადგან პატარას ძილი მოერია და უნდა დავშლილიყავით ჩვენც ყველამ თქვა ბარემ მეც წავალო, - კარგი იყო ჩემო ძმაო რო გაგვევლო და არ გაგვესიებინა ჯდომით უფრო გაასწორებდა მარა მოსულა ესეც, ხელი ჩამომართვა ძველბიჭურად მუხლებში ოდნავ მოკეცილმა მოსაუბრე აჩიმ, და მეც ღიმილით გადავკოცნე, ბოლო, ალექსანდრე ჩვეულებრივ სიტყვიერად დაგვემშვიდობა და ჩვენც დავიშალეთ,.... - ალექს ჩვენ გამოგვყევი ვისაუბროთ კაი? ნინამ დააწია ალექსანდრეს სიტყვები, - ახლა არა რა ისედაც დიდხანს ვიყავი აქ! - ალექს! გეყოფა უკვე! აბუზრუნდა ნინა - მე მანქანას მოვიყვან შორსაა, - მეც გამოგყვები, აჩი და დემეტრე ჩაერთო და და ძმა მარტო დატოვა, - ნინა რას ცდილობ? ხო იცი რომ არ მიყვარს შენთან უხეშობა, წადი რა ბავშვს ჩაეძინა, ხელის აქნევით თქვა ალექსანდრემ, - შენ წამიყვანე, თქვა ნინამ და ალექსანდესაც აღარაფერი უთქვამს დის სიჯიუტის მცოდნე წინ წავიდა, ადგილებზე მოთავსებულებმა, ადგილი სწრაფად დატოვეს,... - გაიღვიძა? კითხა ალექსანდრემ ნინას როცა მძინარი ბავშვი ჩააწვინა და ეზოს დაუბრუნდა, - არა! თქვა და მეორე სკამზე მოთავსდა, - ალექს, - გისმენ ! - უნდა ვისაუბროთ - რაზე სიტყვის სრულად თქმას არ აცდიდა ალექსანდრე და დას უსწორებდა მზერას - გეყოფა უკვე, ეს თავის არიდებაც და სიუხეშეც მითუმეტეს იმ გოგოსთან! ალექსანდრესაც უცებ შეეკრა კოპები და წამოენთო თუმცა დის დანახვისას ნერვები დაიწყნარა და ეცადა წყნარად ეთქვა, - მასთან არ ვუხეშობ, - რა მნიშვნელობა აქვს ვისთან უხეშობ, ფაქტია ანის გამო, მისმა წასვლამ შეგცვალა, გაურკვეველი მიმართულებით დაიწყო ყურება - რატომ ცდილობ ყველაფერი იმ გოგოს დაუკავშირო? - არ ვცდილობ ალექს ეს ასეა! გხედავ ყველაფერი ცხადად ჩანს შენს გულს ვიცნობ! ალექსანდრე სკამის საზურგეს ისევ მიეყრდნო, - კაი რა ამის სათქმელად თუ დამიძახე ჯობია ნერვები არ აიშალო, თქვა თან გაურკვეველი მიმართულებით იყურებოდა, - ალექსანდრე! მკაცრად თქვა ნინამ საზურგედან წამოიწია და გამობერილ მუცელზე ხელი დაიდო, - ისევ შეყვარებული ხარ! თქვა ისევ ხმამაღალი ხმით, - რა სისულელეს იძახი, წამოენთო ისევ - გოგოზე ხო არ ხარ შეყვარებული რომელიც მიაგდე? წარბების თამაშით გახედა ძმას რომელმაც გაოცებული მწვანე თვალები შეანათა დას რომელიც რას ამბობდა ვერ გაეგო - ვინ გოგო? - ვინ გოგო მიაგდე ალექს? რომელთან ერთად უნდა გაპარულიყავი? - მე მივაგდე? ანი? რას ბოდიალობ ნინა! ბრაზი ყელში მოაწვა ალექსანდრეს და წინ წამოიწია, - ხო ალექს ხო შენ მიაგდე ის გოგო, შენ არ მიხვედი მასთან როცა ის გელოდებოდა, - რეებს იგონებ! რას ცდილობ? ნინა ნუ მაიძულებ შენთან ვიუხეშო! ნორმალურად გამარკვიე! ეს მე არ გამიკეთებია! მე არ მიმიტოვებია! ისევ ცდილობდა ხმადაბლა ესაუბრა, და ბრაზის მოთოკვა იმდენად უჭირდა ფეხზე წამოვარდნილი მძიმედ ადგავდა ნაბიჯებს - რა შენ არ გაგიკეთებია! ერთხელ მაინც კითხე? როგორ იყო ან რა სტკიოდა?! გაარკვიე რეალურად რა მოხდა? გაიგეე იმ დღეს რა გადახდა? ტონს აუწია ნინამ და ფეხზე წამოდგა, შებრუნებული ძმისთვის უნდოდა შეეგნებინა რამე, - კითხეე? მითხარი! ძმა მოატრიალა და ისევ გაუმეორა კითხვა, - არ მიკითხავს დაბალ ხმაზე თქვა და თვალების მიწაზე ცეცება დაიწყო ალექსანდრემ - რატო? იმიტომ რომ მხოლოდ მასში ეძებ დანაშაულს! იმიტომ რომ არ გინდა გაიგო რომ პირველი შენ ატკინე! საერთოდ კითხე? შენი ტკენა ძალით უნდოდა თუ არა? იქნებ იძულებული გახდა? ისევ უჩიჩინებდა, - ასე არ იყო! ისევ უარყო და დას თვალებში შეხედა - შენ რა იცი კითხე? გაიმეორა ისევ, ალექსანდრემ წამით ჩუმად უყურა დას და უცებ სწრაფად მოწყდა ადგილს, ეზო დატოვა, და ნინამაც უკვე ბედნიერმა გააყოლა თვალი ეს იმას ნიშნავდა რომ ალექსანდრე ახლა სიმართლის გაგებას დაიწყებდა, და ყველაზე კარგი ის იყო რომ ამ ყველაფერს თავის ყურით პირადი ადამიანისგან მოისმენდა, ახალი მოსული დემეტრე არც კი შეუმჩნევია ალექსანდრეს, მანქანაში მოთავსდა და ადგილი დატოვა,...... წყნარად მივუყვებოდით ფეხით ქუჩებს ჩვენ სამი, მხოლოდ მანქანების ხმა და მოსიარულე ხალხის საუბარი ისმოდა, მთელი ეს დრო წყნარად მოვდიოდით, - ანი, გავიგე მორცხვად ნათქვამი ჩემი სახელი და მეც გალილეოს შევხედე, - რა? - როგორც გავიგე შენ და იმ ბიჭს ერთმანეთი გიყვარდათ ხო? მეც მას გავხედე თუმცა მის სიტყვებს ცუდად არ უმოქმედია, გულში ვთქვი რომ ახლაც მიყვრდა მას კი თავი დავუქნიე, - მონტენეგროში ერთად იყავით? ისევ განაგრძო კითხვების დასმა, - თავიდან არა, უბრალოდ სამაჯურის გამო შევხვდით შემთხვევით ერთმანეთს, დავკარგე და მან იპოვა გავეცი პასუხი და სასიამოვნოდ ამომიტივტივდა, ჩვენი პირველი შეხვედრა გონებაში, - შენ ხო საქმრო გყავდა? - კი მყავდა? მის კითხვებს თავს არ ვარიდებდი არ ვიცი სასიამოვნო ხასიათზე ვიყავი დღევანდელი საღამოთი კმაყოფილი ვიყავი მასთან სიახლოვე და სურნელი თან დამსდევდა ისე ღიმილი გახედვისას ისევ ჩემ გონებაში ტრიალებდა, ხტუნაობა მინდოდა მიხაროდა რომ მასთან ერთად დრო გავატარე ისე რომ ისევ ტკბილ მოგონებად შეიძლებოდა ქცეულიყო, - და რანაირად იყავით ერთად, - მის ყველა გრძნობას ვგრძნობდი ყველა ფიქრი მესმოდა, გავხედე ღიმილით და მანაც გაკვირვებულმა გამომხედა, - და შენი საქმრო?... - გამოკეტილი ვყავდი, ზოგჯელ მცემდა კიდეც, სიცილით ვუთხარი მეგი გვისმენდა თუმცა არაფერი ესმოდა, - და თქვენ, - მას მანამ ვერ ვხედავდი სანამ პიკზე არ მივედი და სახლიდან არ გავიქეცი, შემთხვევით წავაწყდი, მას შემდეგ, რამოდენიმე დღე ვიპარებოდი, შემდეგ ისევ სახლში ვბრუნდებოდი, საზღვარ გარეთ უნდა წავსულიყავით და მაგ დღეს აირია ყველაფერი, წყნარად და აუჩქარებლად ვსაუბრობდი ასევე წყნარად მივაბიჯებდით, - არ მოვიდა? და ხომ გიყვარდა, - მის შეხებაზე იმდენი რამ მიტევდა ერთად, რომ ვთქვა რომ არაფერს ვგრძნობდი შეიძლება მეხი დამეცეს, სიცილით ვთქვი, - რა გრძნობა? - მჟრჟოლავდა დენი მირტყავდა, უზომოდ მსიამოვნებდა,... ღიმილით ვსაუბრობდი, - თურმე როგორ გყვარებია, მანაც ღიმილით გამომხედა, - ალბათ ხო...., მის შეხებაზე გული უაზროდ ხტუნაობას იწყებდა სუნთქვა მეკვროდა, და ტანში არაამქვეყნიური გრძნობა მივლიდა ' ყველანაირი ტკივილის მკურნალი იყო მანამ სანამ თავად არ მატკინა' თან გავიფიქრე, და ღიმილით თქმის მერე მისთვის უნდა გამეხედა მკლავში ძლიერი ჩავლება ვიგრძენი უკნიდან, და დიდი ინერციით ავეკარი მაღალ ძლიერ სხეულს, ნაცნობი სუნამოს და სურნელის გრძნობის მერე თვალების გაფართოებასთან ერთად სუნთქვა შემიწყდა, გულმა ძლიერად ძგერა დაიწყო და მეც სწრაფად ოდნავ მოშორების მერე მას შეშინებული ავხედე, გული მართლა ძალიან დახტოდა, მის ხმას და დარტყმებს ყველა სხეულის ნაწილიდან ვგრძნობდი, დაბალხმაზე არსაიდან გავიგე ' ისუნთქე' გაოგნებულმა შევანათე თვალები და ხან ერთ თვალში ვუყურებდი ხან მეორეში მისი ხმა გავიგე? თუ თქვა? მე მესმის ისევ? ნეტავ მას? მისი ისევ მესმის, ეს რისი ნიშანია?ახლა ანერვიულებას ბედნიერებაც შემატვოდა, ალექსანდრემ გულზე დამხედა და მივხვდი რომ ღრმად სუნთქვის გამო მკერდი დიდზე ადი ჩამიდიოდა, უხერხულად ავიფარე ხელი და ჩვენს შორის მანძილი გავადიდე, ვეცადე დავწყნარებულიყავი, - აქ რას აკეთებ? დავუსვი დაბალხმაზე კითხვა, სხვანაირი იყო, დაბნეულ კრავს გავდა, ისიც ჩემთან ერთად ღრმად სუნთქავდა უბრალოდ მიყურებდა და ხმას არ იღებდა, არა ვერ იღებდა, სხვანაირი თვალებით მიყურებდა, რაც მეტად მაბნევდა, - ალე.... - ალექს მისთვის რაღაც უნდა მეთქვა მისი სახელის თქმა ვიღაცამ ბედნიერი ხმით დამასწრო, და ხმის მიმართულებით გავიხედე, მოკლე ტანზე მომჯდარ შავ კაბაში გამომწვევი ჩაცმულობით მსხვილი ტუჩებითა და გრძელი მიკრული წამწამებით იდგა ლამაზი აღნაგობის ქალი და აშკარად ალექსანდრეს ნახვით ბედნიერს სახე უბრწყინავდა, - ალექს, დაუძახა კიდევ ერთხელ როცა ალექსანდრეს მისკენ არ გაუხედავს,... ალექსანდრეს შევხედე რომელიც ისევ მე მიყურებდა დაბნეული მზერით, - ალექს, გეძახიან, მისი უცნაურობით ანერვიულებულმა წარბების ნერვიულობის გამომხატველი ოდნავი შეხრით ვუთხარი, და მანაც თვალი მომაშორა და ნაბიჯი წინ გასანძრევად გადმოდგა თუმცა ქალისკენ ისევ არ გაუხედავს, ამიტომ ქალი თავად მოუახლოვდა ალექსანდრეს და მხარზე შეხებით იძულებული გახადა ალექსანდრე მისკენ მიტრიალებულიყო, - როგორ ხარ? მაღალ ქუსლიანებზე მდგომი ფეხის წვერებზე აიწია და ალექსანდრეს ოდნავი დახრის შემდეგ ტუჩის კუთხეში გამომწვევად აკოცა და გრძელ წაწვეტებულ ფრჩხილებზე წითელი მოელვარე ფრჩხილისლაკით მობრდღვიალე საჩვენებელი თითი ლოყაზე დაუსვა, მისახვედრი იყო ვინც იყო, და გულში მჩხვლეტავი ნემსებისთვის ვეცადე ყურადღება არ მიმექცია, - გამარჯობაა, ახლა მე მომიტრიალდა, - მე ალექსანდრე შეყვარებული ვარ ნია, ღიმილით გამომიწოდა ხელი, და ახლა გულში სადგისები მტკინვეულად ვიგრძენი, მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი და ვეცადე გამეღიმა, - სასიამოვნოა, ღიმილით ვუთხარი, - ჩვენ გვეჩქარება, მეგი ჩაერთო უცებ, და ხელი იმ ხელზე ჩამკიდა რომელზეც ჯერ ისევ ნიას ხელი მეხებოდა, - დიახ მე წავალ, ვთქვი ქალს გავუღიმე და შემდეგ ალექსანდრეს ავხედე ვერ ვხვდებდი ასე ჩუმად რატო იყო ან რა ჯანდაბა სჭირდა ასე ახლა მოუნდა გაჩუმება? შუა გზაში ლამის გონება დავკარგე, ლამის საკუთარ თავს ვეღარ მოვერიე, თითქოს უნდა წამოსულიყო ჩემსკენ თუმცა ნიამ შეაჩერა და საუბარი გაუბა, მეც სწრაფად მოვტრიალდი და სწრაფი ნაბიჯებით წამოვედი, - რა ჯანდაბაა! გზაშივე ვთქვი, - მეგონა გაითიშებოდი, ნერვიული სახით შემომხედა მეგიმ და სახე შემიმოწმა, - მეც მასე მეგონა, ამოვთქვი დაძაბულმა, - მისი გემოვნება ყოველთვის მომწონდა, ამოვთქვი ისევ და ტუჩები დამებრიცა ამიტომ თავი მეტად ჩავხარე, და ყველანაირად ვეცადე არ მეტირა, - ცოტაც გაუძელი ჩემო საყვარელო, წელზე ხელი მომხვია მეგიმ , და ჩემ დაწყნარებას ეცადა,..... ..... - რა გჭირს ალ? ხელები სახეზე მოკიდა ნიამ ალექსანდრეს, ალექსანდრემაც თვალები ძლიერად დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა და ჩაისუნთქა, ქალის ხელები მოიშორა და ხელები სახეზე მოისვა, - არ შეგეძლო დაგეყენებინა, იმის ყ***ე ვისაზეც გედო?! რატო გამიტრაკე! შეყვარებული არა ყ*ე! - რა ჯანდაბა გჭირს! ვინ იყო ის გოგო, ჩხუბი დაიწყო ქალმაც ალექსანდრეს სიუხეშეზე - აუ დაახვიე შენი ნერვები არ მაქვს კარგი, წყნარად უთხრა და სახეზე ხელი მოუსვა, - ისევ შენთვის მოვედი იდიოტო! შენთავს არ გავხარ და ვიფიქრე ასე თუ ელაპარაკებოდი მასაც კარგი არაფერი მოხდებოდა, - ეს სი*ობა გამოხტომები მოიშორე რა, მობეზრებულად გაიხედა ადგილისკენ სადაც წეღან მდგომები წავიდნენ - ვფიქრობ დაწყნარება გჭირდება, ისევ დაიტკბილა ქალმა ხმა და სახეზე ხელი მოუსვა, - სითბო არ გაწყენდა საყვარელო... წყნარად დაასრიალა ქალმა ხელი ალექსანდრეს სხეულზე და სა*ქესო ორგანოს მიმართულებით აიღო გეზი - ფუ დედაშევე*ი გაიცინა ალექსანდრემ როცა ქალს მიუხვდა, და მისი სხეული, სხეულზე აიკრა...... სახლში მისულებმა დედაჩემის მისალმებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ოთახში შევვარდი და ნივთები ავიღე, ტანსაცმელი მოვიშორე და გრილი წყლის ქვეშ დავდექი, გახურებულ სხეულზე ისე სასიამოვნოდ მეხებოდნენ გრილი წვეთები მხოლოდ დგომით თუ დავტკბებოდი, ვეცადე ფიქრებით თავი არ შემეწუხებინა, ვცდილიბდი წყალში განტვირთვა მეპოვა და არა დაძაბული ფიქრი...... - ხო გეთანხმები სასიამოვნო დღე იყო მაგრამ ალექსანდრე ხო ჯელტმენია ბოლოს ყველაფერი უნდა გააფუჭოს სახე დამანჭულმა გავეცი ფლორას პასუხი, და თმის მშრალება განვაგრძე, - არადა როგორ გიყვაააარს გაწელა ღიმილით სიტყვა, - ფლორა იცემება, რა მნიშვნელობა აქ ფაქტია მორჩა ადამიანო ყველაფერი, - თუ ახლა იწყება? - არა მორჩა! მტკიცედ განვაცხადე და შემოსულ მეგის თვალი წამით მოვავლე, - გოგო ნერვებს ნუ მიშლი უკვე, ცხოვრება წინ გაქვს, რაღაც დაბრკოლება ყოველთვის იქნება, რთულია ანი ცხოვრება! უბრალოდ ხელი კი არ უნდა ჩაიქნიო, ტრა*ი უნდა გაანძრიო, და უკეთესობისკენ შეცვალო, ისე უბრალოდ არაფერი მოვა,..... საუბრობდა ფლორა და იმდენად ემოციებით მესაუბრებოდა, ხმა ვეღარ ამოვიღე,.................. დილით ტელეფონის ზარი მაღვიძებს და მეც სწრაფად ვპასუხობ - რა მოხდა დათო? ნამძინარევი ხმით ვკითხე და ვეცადე თვალები უკეთ გამეხილა - მომისმინე გახსოვს 'უსასრულობა' უნდა გამოგვეწვია ხოდა შანსი გაქვს, ბედნიერი და ხმადაბლა საუბრობდა, - რას გულისხმობ? ვერ მივხვდი, - ინტერვიუუუუზეეე მოვიდნენ თუ რაღაცაა რავი მოდი ჩქარაა, გაურკვევლად ჩურჩულებდა, თუმცა რაც გავარკვიე ბედნიერებისგან წამოვფრინდი, სასწრაფოდ მოვემზადე და უკვე გზად მიმავალმა აჩის დავურეკე, - კაიი დღეს ვისვენებ მარტოოო, დაბოხებული ნამძინარევი ხმით რამოდენიმე გაბმული ზარის შემდეგ მიპასუხა, - კაი რა აჩი მიდი შენ იდიოტ ძმაკაცს დაურეკე და უთხარი რომ ჩემთან ინტერვიუზე მოვიდნენ, მივახალე მაშინვე და მისი ბუზღუნისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, - შენ დაურეკე, მერე რა რო მოვიდნენ, გილოცავ, საუბრობდა გაურკვეველი ბუზღუნით და ხმით, - ოოო აჩიიი! უთხარი და მიხვდება, სწრაფად ვუთხარი და გავუთიშე, ახლა რომ ძილი განაგრძოს და არ უთხრას მოვკლავ!...... - მოგესალმებით, უკვე კაბინეტში მჯდომს დამაწყებინეს, საუბარი, - ადვოკატო ანი, როგორც ვიცით ძალიან ბევრი გარკვეული პრობლემებია კომპანია 'უსასრულობა'- სთან მიმართებით, თქვენგან განმარტებას ვითხოვთ თუ რა პრობლემების წინაშე ვდგავართ, - იმდენი უსამართო და აუხსნელი რამ მოხდა რითი დავიწყო არ ვიცი თუმცა ეს ყველაფერი არსებული კანონების ბრალია! ვთქვი და ვოცნებობდი ალექსანდრე მოსულიყო - არა რეალურად კანონი არაფერ შუაშია ეს მათი ბრალია ვინც კანონზე მაღლა დგანან, გადავასწორე სიტყვა - ხოლო კომპანია 'უსასრულობა' და ჩვენს საადვოკატო ფირმასთან ერთად, ანუ,.... ამ ორგანიზაციების გამო ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა, თუმცა შეგახსენებთ რომ ამისთვის არავინ დასჯილა, ვთქვი და ალექსანდრემ რომ შემოაღო კარები ფრთები გავშალე, ' დამეხმარეეეე ალექს' გავიფიქრე ღრმად და ამოვისუნთქე - ეს იმის ბრალია, რომ გავლენიანი კონტაქტები ყავთ, და კერძოდ MJEP ს პროკურატურა ორივეს ხელს აფარებს, - მათი უკანონო საქმის გამოფენა ადვილია, რათქმაუნდა თუ გაინტერესებთ, ნიშნის მოგებით გახედა ოპერატორს ალექსანდრემ და სკამი ჩემს გვერდით დადო, - რათქმაუნდა, დააყოლა გოგომ და ალექსანდრეც ჩამოჯდა, გულში მადლობას ვუხდიდი, - კორუქციის მთავარი ნაწილიდან დავიწყებთ ' უსასრულობა' და მათი ქიმიკალიები, და ასევეე მათი მონა, საადვოკატო ფირმა MJEP, შეგახსენებთ აქ არის ადვოკატი რომელიც პროკურორი იყო, ხოლო ამჟამად ის, კანონის მაგივრად ბანდიტებს იცავს, კანონების სწავლის ნაცვლად ბანდიტების სახელებს იზეპირებს, წყნარად და აუჩქარებლად საუბრობდა ალექსანდრე და თან მაგიდაზე კალამს წყნარად აწვალებდა, - საადვოკატო ფირმის დირექტორი, ზის და ერთ ადგილს ილოკავს, განაგრძო ისევ და კამერას შეხედა, - ააჰ თავმჯდომარეს როგორ გამოვტოვებ ბატონ ზაზას, გამონათქვამების ავტორებს ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს, ცოტახნით სიტყვა გაწყვიტა და ღრმად ამოისუნთქა, - ადვილმისახვედრია,..... უტვინოა! თქვა და გამომხედა, ახლა ჩემი დრო იყო ბოლომდე უნდა გამებრაზებინა, - ამ ერთ უჯრედიანის ტვინი თავის ქალაში უბრალოდ ვაკუომს ავსებს, დანანებით დავანატე მეც , - 'უსასრულობა' ყველაფერს ფულით ყიდულობს, რამდენად უნიჭო უნდა იყო ადამიანი რომ ყველაფერი ფულით მოაგვარო, გეგმა მოლაპარაკება ნეტავ გაგონილი მაინც აქვს? ეს ნიშნავს რომ თავი აბსიოლიტურად ცარიელი აქვს, განვაგრძე ისევ,...... ........ - ეს ! ყვიროდა ზაზა და ირგვლივ ყველაფერს ლეწავდა, - ძაან შორს შეტოპა! ამ ახვარმა! აგრძელებდა ისევ დანარჩენებს აკვირდებოდა რომლებიც ჯერ ისევ ცდილობდნენ სიწყნარე შეენარჩუნებინათ, - რაც გინდათ ისე ქენით ეს ვიდეო წაშალეთ ააღებინეთ! ყვირიდა ისევ, და კუთხეში მდგარ გოგოს გახედა რომელსაც რაღაცის თქმა უნდოდა თუმცა ვერ ბედავდა, - რა გინდა? - ბატონო იცით ვუთხარი თუმცა ახლა ვერ აიღებენ, თქვა შეშინებულმა და სანამ აყვირდებოდა ზაზა სწრაფად დააყოლა - თუმცა ყველა ტრენდული საძიებო სახელები და სტატია წავაშლევინე, თქვა ისევ სწრაფად და აფეთქებას დაელოდა, - ახლა ჭკუიდან გადავალ, თავზე წაივლო ხელები და ნერვოზულად დატრიალდა - ამის დედაშევე*ი იღრიალა ბოლო ხმაზე და სკამს ფეხი ძლიერად დაარტყა, ტკივილისგან სახე დაემანჭა და ეცადა არ შეემჩნია,........ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.