მოგონებების სტუმრობა
დიდხანს ვფიქრობდი ღირდა თუ არა ყველაფრის გახსენება და ამაზე ფიქრი, თუმცა ვერ დავუშვებდი, რომ ყოველთვის წარსულის გახსენების შიში მქონოდა. დღეს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ყველაფერი კიდევ ერთხელ წარმომედგინა ჩემს თვალწინ და მოგონებებს დავბრუნებოდი. მართლაც უცნაურია, რომ ხანდახან მოგონებები გვეწვევა და გვშთანთქავს. არ აქვს მნიშვნელობა ცუდი მოგონებაა თუ კარგი, მაინც ყოველდღე გვახსენებს თავს ის ძველი დრო, ახლა რომ აღარაფერი გვაკავშირებს...გარდა მოგონებებისა.მე მივრბოდი, მივრბოდი ჩქარა დღემდე, ვცდილობდი გავქცეოდი ძველ ბავშვობას, სისულელეს და შეცდომას, გავრბოდი ჩქარა ადგან უკან ჩამომეტოვებინა ყველაფერი და შეცდომებს არ გამოვეღრღნე, თუმცა წარსული მაინც დამეწია, დამეწია და მეც მომიხდა გაჩერება, გაჩერება ერთ ადგილას და ასე უძრავად ყოფნა იქამდე, სანამ კიდევ ერთხელ არ დავფიქრდებოდი წარსულზე. მეშინოდა, რადგან მეგონა ყველაფერში მე ვიყავი დამნაშავე, თუნდაც მნიშველოვანი ადამიანების დაკარგვაში, მაგრამ როცა კარგად დავფიქრდი, მივხვდი რომ ისინი თავისით წავიდნენ და მეც არ დავაკავე, ხელი არ ჩავჭიდე და არ შევაჩერე. ასე ვიდექი უძრავად და სულ აღარ მეშინოდა ჩემს თავში ამოტივტივებული მოგონებების, ტკბილი მოგონებების. ხანდახან საჭიროც კია წარსულის გახსენება, ყველაფერზე ფიქრი, ყველა იმედგაცრუებაზე და ბედნიერებაზე. მართალია მომავალში დღევანდელი დღე იქნება წარსული, მაგრამ მე ვეცდები ისე მოვიქცე, რომ მომავალში როცა მოგონებებს გავიხსენებ, მწარე აღარაფერი იყოს. არ მჯერა ბედის, სისულელეა თითქოს ვიღაც ჩვენს ბედს წერს და ჩვენც მარიონეტებივით ისე ვიქცევით და ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვკარგავთ და გვიყვარდება. ჩვენ არ ვართ "ბედისწერის მარიონეტები", ჩვენ ინდივიდები ვართ, ცალკეული პიროვნებები. ჩვენ ვქმნით ჩვენს წარსულს, აწმყოს და მომავალს.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.