სულით-ხორცამდის
ზოგჯერ,რა უსუსურია ადამიანი საკუთარ თავთან, საკუთარ სახლში, საკუთარ სხეულში. ზოგჯერ, რა დამღლელია ადამიანი, თავისი ქცევით, თავისი ხმით, თავისი წარმოდგენებით. ზოგჯერ,რა ბედკრულია ადამიანი, ჩამორეცხილი ხასიათით, ტკივილნარევი სახით, სასოწარკვეთილი თვალებით. ზოგჯერ,რა შებღალულია ადამიანი, თავისი უღირსობით, ღალატით, იმედგაცრუებით. ზოგჯერ,როგორ იცვლება ადამიანი, დროთა სვლას ფეხს ვერ უწყობს, შავ ლაბირინთში ეხვევა, და...იკარგება. ზოგჯერ,რა შვებაა ადამიანისგან გათავისუფლება. სად გადის ზღვარი ნდობა-არნდობას შორის, ნუთუ,ამდენად ვიცვლებით, ნუთუ, ამდენად ვიღლებით. სად გადის ზღვარი-უსიყვარულობისა, ნუთუ,თავად ჩვენზე, ადამიანებზე?! და მაინც, კვლავ ვიღლებით, ალბათ, უსუსურობით. * ჩემს სულში სიმშვიდეა, ტკივილნარევი სიმშვიდე. მინდა იცოდე როგორ მტკივა, მაგრამ მენანები, იცი? ამ ტკივილისთვის არ მემეტება შენი უმანკო თვალები, შენი ფითქინა, ლამაზი სახე. ვხედავ წვიმს, ძალიან ცივა, სუსხია, მიწის სუნს ვგრძნობ, შმორთან ერთად. ეკლები მაყრის, მონატრებისა და სიყვარულის ერთად. ნეტავ აქ იყო, ჩემს კალთაში თავი გედოს, მინდა უბრალოდ გეხებოდე... ეზოდან შემოვდივარ, სიგარეტის ბოლო ნამწვს საფერფლეში ვდებ, ილია უკვე სახლშია, არაფერს მეუბნება, მაგრამ ვიცი, არ უყვარს რომ ვეწევი. ხელები ყელზე, ტუჩები შუბლზე, თითები ტუჩზე, ხელები წელზე, მთელი ჩემი არსებით მიყვარს! -მიყვარხართ, მაპატიე, რომ გტკენ. -მეც...-ვიცი, უჭირს-მიყვარხართ -ბაღიდან შენ გამოიყვან, ჰო? -გემრიელ საჭმელს გაგიკეთებ, ხომ გინდა ჩემო პატარავ?-თმაზე მეფერება, მაგრამ მტკივა... -ბაღიდან ხომ გამოიყვან, ილო? -გამოვიყვან, ჩემო, გამოვიყვან. -ცეზარს გამიკეთებ? მეც წამოვალ-მიყვარს თრთოლვით რომ ვეხებით ერთმანეთს, ამ დროს ვგრძნობ, რომ ვერავინ მატკენს. -ნატალი, გთხოვ... -ჩშშ-მიყვარს ასე რომ ვუყურებ, მაგრამ ვერ ვიტან მის თვალებში სევდა რომ კიაფობს-მინდა სულით ხორცამდე შეგიგრძნო, ცრემლი არ გიხდება ბატონო ილია! -მხოლოდ შენთვის, ჩემო ნატალი. -ჩვენთვის, ილო-ვაღმერთმებ ამ კაცს -თქვენთვის, ფერია. ეშმაკური ღიმილი, ხელები წელზე, თავი მხარზე, სითბო. *** -დე, ბაღმა როგორ ჩაიარა? -ციცი ავად იყო, დე, მოვიწყინე -ციცის სიცხე აქვს ჩემო ნატვრის თვალო, მალე კარგად იქნება, არ იდარდო, კარგი? -დე, ციცი ბებოს რატომ აღარ დაჰყავს ბაღში? -დედიკო, ციცის ბებო მუდამ ჩვენს გულებში იქნება, მაგრამ ვერ დავინახავთ, ზოგჯერ ღმერთს ასე სურს, დე -მე არ მინდა ღმერთს ასე სურდეს-თავი დანანებით ჩაქინდრა ანდრიამ-მე მინდა მაია ბებო ჩვენთან იყოს, ღმერთი ძალიან ბოროტია -ანდრია, ძალიან პატარა ხარ... -ნუ გგონივარ ეგეთი პატარა, მე დიდი ბიჭი ვარ! -ვგიჟდები წარბებს რომ ეგრე მიკრავ, დეე, ილიას როგორ ჰგავხარ -მე შენზე ვგიჟდები ნატალი! -ნატალი?! -გამაბრაზე, პატარა რომ მიწოდე, ამიტომ ნატალი ხარ რამდენიმე საათი-ეშმაკურად ჩაუღიმა -ანდრიააა-ამ გაბრაზებაშიც რამხელა სოყვარულია, მხოლოდ ნატალიმ იცის. -აი, მამიკოც მოვიდაა-მზერა კარისკენ მიაპყრეს, ილიამ ცეზარი შემოიტანა -ილო, მოდი, ანდრი მაბრაზებს -ჰო?-სიმწრით აღმოთქვა ტკივილნარევი სიტყვა-მაშ, როგორ იქცევა ჩვენი ბიჭი? -ძალიან გამაბრაზა, ძალიან-ამოილაპარაკა თითქოს გაბრაზებულმა ქალმა -მაა, იტყუება, მართლა, შენს თავს ვფიცავარ -გაიგე რა თქვა? ანუ მატყუარაც ვყოფილვარ...ილო, რა ხდება? -არაფერი, საპირფარეშოში გავალ და მოვალ ფერიავ *** -ღმერთო მოთმინება მომეცი, გთხოვ. საპირფარეშოს კართან ჩაიკეცა, თავზე ხელები შემოიდო და ცხარე ცრემლით ატირდა, ტკიოდა, ეწვოდა, იმარხებოდა. *** -ილო, არ გენატრება? -შენც მენატრები, ნატალი -მე ხომ აქ ვარ ილო?-კაცის მკერდიდან თავი წამოწია, ტუჩებზე ნაზად შეეხო, ყვეიმალები დაუკოცნა და იგივე მდგომარეობაში დაბრუნდა -შენ აქ ხარ...ჩემთან, სულ უნდა იყო ფერია-ძლიერად ჩაიკრა გულში, თითქოს მის თავს ვინმე ართმევდა -მე ილია უშხვანის ცოლი ვარ! შენს მკლავებში იმდენად მშვიდად ვარ...მიყვარხარ, მინდა სულ იცოდე,კარგი?-ცრემლნარევი თვალებით გახედა კაცს, რომელიც ეფერებოდა -ჩემი პატარა, ჩემი სიყვარული ქალი, განა როგორ არ უნდა მიყვარდე?-ქალის სახე ხელებში მოიქცია და თვალები, ლოყები და ტუჩები თრთოლვით, ნაზად დაუკოცნა. სილაღე, სიმშვიდე, სითბო, სიყვარული. "მუდამ ერთად, ყველგან და ყოველთვის". P.S. დიდი ხნის შემდეგ, დავბრუნდი. მომენატრეთ. სამწუხაროდ ძველი პროფილი ვერ აღვადგინე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.