ცასა და მიწას შორის ( 13 )
-ცივი ხმა ჰქონდა ყოველგვარ ემოციას მოკლებული, შემფასებლურად მათვალიერებდა თითქოს ცდილობდა მიმხვდარიყო ჩემგან რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა, მკაცრი ჩანდა, საშიში, ალბათ სხვა ჩემს ადგილზე კისრისტეხით გაიქცეოდა აქედან მაგრამ მე რატომღაც არ მეშინოდა, გულის სიღრმეში ვიცოდი რომ ჩემთვის რამის დაშავება რომ სდომოდა აქამდე აუცილებლად გამონახავდა გზას და ბოლოს მომიღებდა, შინაგანი ხმა მეუბნებოდა რომ შემეძლო მის გვერდით ცოტა ხნით მაინც მშვიდად ვყოფილიყავი. - ვიცოდი რომ ჩემი არ შეგეშინდებოდა, მიცანი არა? მეც მაშინვე დავინახე შენში ანა, მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად ბევრი საერთო ნამდვილად არ გაქვთ, ის ანა ნაზი იყო, სუსტი, შენში კი ცეცხლი და დამანგრეველი ძალა იგრძნობა რომელიც უფრო მეტად მიზიდავს ვიდრე მისი სინაზე და სისათუთე მიზიდავდა, ახლა უფრო მეტ ინტერესს იწვევ ჩემში, თუმცა მაინც ერთნი ხართ, იმდენად იდენტურები რომ როცა უხუცესების წინაშე წარდგები გამოძიებასაც კი არ ჩათვლიან საჭიროდ მაშინვე მთელ მემკვიდრეობას გადმოგაბარებენ, იმპერიას რომელიც მამაშენისგან დაგრჩა, ასე რატომ მიყურებ? ნუთუ ცოტათი მაინც არ გაგიხარდა საყვარელი ბიძის ნახვა. - ადრე თუ გვიან ერთმანეთს შევხვდებოდით აზად, უბრალოდ არ მესმის ამ სპექტაკლის მოწყობა რა საჭირო იყო, -ხელები გულზე დავიკრიფე და გამომწვევად შევხედე, ახლა ერთადერთი რაც მჭირდებოდა დროის მოგება იყო მანამდე სანამ დანიელი მიპოვიდა და ჩემს დახმარებას შეძლებდა. - ადრე სახელით არ მომმართავდი, ძიას მეძახდი? თუმცა ასე უფრო მომწონს, როცა ასეთი უშუალო ხარ ვეღარ ვგრძნობ იმ დაუძლეველ ბარიერს რომელიც ჩვენს შორის არსებობდა, -გაეღიმა და ჩემსკენ ორი ნაბიჯი გადმოდგა, მე მაშინვე უკან დავიხიე. - ვერ ვხვდები რას ბოდავ და საერთოდაც ჯობია თუ დისტანციას დავიცავთ საყვარელო ძია, -კბილებში ცივად გამოვცერი და ირგვლივ მიმოვიხედე. - ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ, უბრალოდ შენთან პატარა საქმე მაქვს, რას იტყვი ცოტა ხნით რომ წამომყვე და მშვიდად და წყნარად ვისაუბროთ, იმის გამო რაც წარსულში მოხდა და იმის გამო რაც ახალი მეგობრებისგან გსმენია ალბათ მტრად მიმიჩნევ მაგრამ ასე არ არის, ყველაფერი სულაც არ არის ისე როგორც შენ გიხატავენ, დანიელს თვალდახუჭული ენდობი მაგრამ გირჩევ თვალები გაახილო... შემპარავი მაჰიპნოზებელი ხმით მელაპარაკებოდა და ცბიერ მზერას არ მაშორებდა, ნუთუ გგონია რომ შეძლებს ჩემსა და დანიელს შორის უთანხმოება ჩამოაგდოს... - დანიელი ჩემი მეორე ნახევარია აზად, ვინ ვინ და შენ მაინც უნდა იცოდე ეს რასაც ნიშნავს, შენგან ასე მარტივ ქმედებებს ნამდვილად არ ველოდი, ნუთუ გგონია რომ რაც არ უნდა მითხრა მასზე აზრს შემაცვლევინებ, მართლა ასე ფიქრობ? - ჰმ, ჭკვიანი ხარ, შენს ადგილზე ძველი ანა რომ ყოფილიყო, ჩემი რამდენიმე სიტყვა იქნებოდა საკმარისი რომ ცრემლად დაღვრილიყო, ანა ვერ იტანდა ტყუილს შენთვის კი როგორც ჩანს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დანიელი გატყუებს თუ არა. - ამოღერღე ბოლოს და ბოლოს რისი თქმა გინდა ჩემს მოთმინებასაც საზღვარი აქვს, -დავიღრინე და ვიგრძენი როგორ გამიხურა ენითაღუწერელმა სიბრაზემ სხეული, აზადს ჩემი ცვლილება არ გამოპარვია, თითქოს იმას მიაღწია რაც უნდოდაო, გამარჯვებული ბოროტი გმირის ღიმილით გაიღიმა და ისევ გადმოდგა ჩემსკენ ნაბიჯი, უკან დავიხიე და ზურგით რაღაც მყარს რომ მივეჯახე გაოცებული მივტრიალდი, წესით ჩემს უკან დერეფანი უნდა ყოფილიყო მაგრამ კედელზე ვიყავი აკრული და დერეფანი აღარსად ჩანდა, თავი რომ მოვატრიალე აზადი ჩემგან სულ რამდენიმე სანტიმეტრით იყო დაშორებული, ხელებით კედელს მიეყრდნო და მკლავებში მომიქცია, უნებურად გავუსწორე მზერა და როცა მის ანთებულ თვალებში სურვილი და მხეცური ჟინი დავინახე შემეშინდა, თვალები დავხუჭე და გამშრალი ტუჩები მოვილოკე, უფრო მეტად მომიახლოვდა, სხეულზე ამეკრა დაიხარა და ტუჩები ყურთან მომიტანა. - ჰო ანა, სწორად იფიქრე, მინდიხარ და ისე ძალიან რომ თავგზას მაკარგვინებ, თუმცა ცოტა დრო გვაქვს, მინდა შენი ნებით წამომყვე, დანიელი და მისი ფინიები მალე ნამდვილად ვერ მოგვაგნებენ თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ახლა მათთან ძიძგილაობის თავი არ მაქვს მინდა ერთი რამ იცოდე... - გაჩუმდი, აღარაფერი თქვა, -დავუყვირე და ვეცადე მომეშორებინა თუმცა არაფერი გამომივიდა, -შენ რა სულ მთლად გაგიჟდი? ბიძაჩემი ხარ, შენს თვალწინ გავიზარდე იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ რომ შენი შვილის საცოლე ვიყავი, შენ გვაიძულებდი მე და კაილს დაქორწინებას, უბრალოდ გულს მირევ აზად, როგორ შეგიძლია რომ ასეთი იყო? - კაილზე დაქორწინებას იმიტომ გაიძულებდი რომ გვერდით, უფრო ახლოს მყოლოდი, პირდაპირ ვერ გავამხელდი რასაც შენს მიმართ ვგრძნობდი, მამაშენი მაშინვე ბოლოს მომიღებდა და ცოცხალი რომც გადავრჩენილიყავი საბოლოოდ შემიძულებდი, სიცოცხლეზე მეტად მიყვარდი, შენს გამო ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მაგრამ არ გამოვიდა ბოლოს კი ის უბედური შემთხვევა მოხდა და შენ დაიღუპე, გეფიცები შენთვის რამის დაშავება არც კი მიფიქრია მიუხედავად იმისა რომ გაცოფებული ვიყავი იმის გამო რომ დანიელი გიყვარდა, ახლა კი ჩვენს შორის არანაირი ბარიერი აღარ არსებობს, მამაშენი მკვდარია, კაილს ყველა და ყველაფერი ფეხებზე კიდია, ერთადერთი დანიელის თავიდან მოშორება დაგვრჩა და მერე ერთად ვიქნებით, სამუდამოდ, მე და შენ ერთად იმპერიის სათავეში... თვალებანთებული საუბრობდა, ვგრძნობდი რომ მხოლოდ ჩემი მემკვიდრეობის მიღების სურვილი და ძალაუფლების წადილი არ ალაპარაკებდა, მას მართლაც ვუნდოდი, მე, საკუთარი ძმისშვილი ვუნდოდი ისე როგორც ქალი, ჩემი სურვილით კვდებოდა, ჯანდაბა, ახლაღა გავაცნობიერე სრული სიცხადით რომ გიჟი იყო, ნამდვილი გიჟი... - ხომ იცი რომ ეს არასოდეს მოხდება აზად, მე და შენ ერთად ვერასოდეს ვიქნებით, ბიძაჩემი ხარ ამის დედაც, -შეშლილივით ვიყვირე და ხელი ისეთი ძალით ვკარი რომ უკან გადავარდა და ჩაიჩოქა, გაკვირვებულმა დაიხედა ქურთუკზე ამომწვარ ადგილზე, მერე ჩემს აელვარებულ თითებზე გადაიტანა მზერა და გაეღიმა... - ყველაფერი უფრო და უფრო საინტერესო ხდება, თამაში გინდა? ვითამაშოთ, მომწონს ჩახლართული თამაშები, ვნახოთ როცა ყველას დაკარგავ ვინც გიყვარს და სრულიად მარტო დარჩები მაშინაც იქნები თუ არა თამაშის ხასიათზე, ვნახოთ. - მემუქრები? ასეთია შენი სიყვარული? გგონია შეძლებ და მუქარით მაიძულებ რომ შენთან ვიყო? -იმის გაფიქრებაზეც კი რომ შეიძლებოდა დანიელისთვის ან რომელიმე ჩემი მეგობრისთვის რამე დაეშავებინა ძარღვებში სისხლი გამეყინა. - ძალით თუ ნებით ჩემი გახდები ანა, იმ შეცდომას მეორედ აღარ დავუშვებ რაც ადრე მოხდა და აღარ დაგკარგავ, ამისთვის მთელი სამყაროს მიწასთან გასწორებამ რომ მომიწიოს თვალს არ დავახამხამებ ისე გავაკეთებ, -მთასავით წამოიმართა ჩემს წინ და როცა დაინახა ამიცახცახდა ხელები მიუხედავად იმისა რომ ვცდილობდი შიში არ შემტყობოდა საზარლად გაიღიმა. - ჩემი გეშინია? - არ მეშინია ვიცი რომ არაფერს დამიშავებ, -ძლივს მოვახერხე თავისუფლად ამოსუნთქვა და გონების მოკრება, თვალები დავხუჭე რომ როგორმე ჩვენი კავშირის საშუალებით დანიელისთვის მეხმო. - მის გამო შიშობ, მხოლოდ იმაზე ფიქრობ რომ დანიელს არაფერი დაუშავდეს, მაგრამ მაინც იხმობ რომ მოვიდეს, ორმაგი სტანდარტები გქონია ანა, -მის ღვარძლიან ხმას ყურს აღარ ვუგდებდი, ვიგრძენი როგორ დაჭიმა კავშირი ჩემსა და დანიელს შორის და ოქროსფერ უწყვეტ ძაფებად აკაშკაშდა სიბნელეში. - რას აკეთებ? შენ რა შეგიძლია კავშირის გამოყენება და თანაც ასე? -თვალები გავახილე და მის გაოცებისგან გაფართოებულ თვალებს გადავაწყდი. - ჯანდაბა, შენ რა ახლა დანიელი იხმე და ეს გამოგივიდა? უბრალოდ დაუჯერებელია. - არ ვიცი რამდენად გამომივიდა მაგრამ ვსწავლობ, -ნიშნისმოგებით შევხედე და ცოტა არ იყოს თავხედურად გავუღიმე. - სულელო ბავშვო წარმოდგენაც კი არ გაქვს რამდენ რამეს გიმალავენ, -დანანებით გადააქნია თავი, -ჩემი წასვლის დროა ანა და სულ მალე ისევ შევხვდებით, -თვალი ჩამიკრა და ის იყო წასასვლელად შებრუნდა რომ თითქოს მიწა იძრა, ირგვლივ ყველაფერი შექანდა და აზრიალდა, კედელს მივეყრდენი რომ წონასწორობა შემენარჩუნებინა თუმცა კედელი თვალსა და ხელს შუა გაქრა და კინაღამ ძირს გავიშხლართე, უეცრად ისევ იმ წვეულებაზე აღმოვჩნდით დარბაზის შუაგულში, პირდაღებული ვუყურებდი ჩემს ირგვლივ გაშშეშებულ გარემოს, თითქოს დრო ერთ ადგილზე იყო გაყინული და არ იძროდა, ხელში შერჩენილი სასმლით სავსე ჭიქებით და ტუჩებზე შერჩენილი ყალბი ღიმილით იდგნენ ადამიანები და არ იძროდნენ, ჩემს წინ მდგარ აზადს შევხედე, აშკარად ჩემზე მალე მოვიდა გონს და გაოცებას არ იმჩნევდა, როცა ჩემს ზურგს უკან გაუშტერდა მზერა და თვალები რისხვით და ბრაზით აევსო მივხვდი რაც ხდებოდა, შევბრუნდი, ჩვენსკენ დანიელი მოდიოდა, ოსტატურად უქცევდა გვერდს გაშეშებულ ადამიანებს თვალს არ მაშორებდა და მიღიმოდა, როგორც იქნა მომიახლოვდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია ერთხანს სულისშემძვრელი მზრუნველობით სავსე მზერით მიყურებდა და მერე ნაზად შემეხო ტუჩებზე, როგორც იქნა შვებით ამოვისუნთქე... - ეს როგორ გააკეთე, როგორ შეძელი? -პირველმა აზადმა დაარღვია მდუმარება, ასე მალე როგორ გვიპოვე და აქ როგორ დაგვაბრუნე? - არ გესმის არა? რამდენიც არ უნდა იფიქრო მაინც არ გესმის და ეს გაცოფებს, -ჩემდა გასაკვირად დანიელი სრულიად მშვიდი და ცოტა არ იყოს მხიარული იყო, -ის ჩემი მეორე ნახევარია, ჩვენ სულიერი კავშირი გვაქვს და ძალას ერთმანეთისგან ვიღებთ, ახლა ისეთი რაღაცეები შეგვიძლია რაც ცალ-ცალკე არცერთს არ შეგვეძლო, ერთად ბევრად უფრო ძლიერები ვართ, მართლა გეგონა რომ ანას სხვა განზომილებაში დამიმალავდი? აშკარად ფანტაზიის ნაკლებობას განიცდი. - სხვა განზომილება? რას ამბობ? -ახლა უკვე აღარაფერი მესმოდა. - იმ ადგილს ვგულისხმობ სადაც ცოტა ხნის წინ იყავით, აზადს კარგად ეხერხება სამყაროთა შორის არსებული სივრცეების და სხვა განზომილებების მართვა და გამოყენება, თუმცა ჩვენი კავშირის და იმის წყალობით რომ მიხმე მალევე გიპოვეთ, ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ, -თავზე მაკოცა და ლოყაზე ნაზად მომეფერა, აზადს შევხედე რომელიც ბრაზისგან გაფითრებულიყო. - ანუ ომს მიცხადებ? აპირებ ანა უხუცესებს წარუდგინო და ყველაფერი წამართვა? ეს მიზანი გაქვს? ხომ იცი რომ არ მოგცემ უფლებას ეს ყველაფერი განახორციელო, ომი გინდა? იყოს ომი დაიმახსოვრე მანამდე არ მოვისვენებ ვიდრე ყველას არ გაგანადგურებთ და ანას მუხლებზე დაჩოქილს არ მოუწევს ჩემთან მოსვლა და საკუთარი თავის შემოთავაზება. ვიგრძენი როგორ დაიძაბა დანიელი, ხელზე ხელი მაგრად მოვუჭირე და მუდარით შევხედე, აზადმა ირონიული ღიმილით შეავლო თვალი ჩვენს ერთმანეთზე გადაჭდობილ თითებს მერე უბრალოდ ხელის გატკაცუნებით შექმნა პორტალი შიგნით შეაბიჯა და აორთქლდა, უეცრად მოვეშვი, მუხლები ამიცახცახდა და დანიელის ხელები რომ არა ჩავიკეცებოდი, არაფერი უთქვამს ხელში ამიტაცა და გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა, სანამ გავიდოდით დავინახე როგორ დაუბრუნდა დარბაზში დრო ჩვეულებრივ მდინარებას, ისე თითქოს სერიოზული არაფერი მომხდარიყოს. - - - - - - - - - ვერანდაზე ვიჯექი სარწეველა სავარძელში პლედშემოხვეული, ხელში ქაფქაფა ყავით სავსე ჭიქა მეჭირა და ვუყურებდი მწვანედ გაბარდული ხეების თავზე ზედ ჩვენს ბაღში როგორ იბადებოდა მზე, დანიელი ჩემს წინ იჯდა და თვალს არ მაშორებდა თითქოს ცდილობდა ჩემს სახეზე ამოეკითხა გუშინდელი ღამის მიერ დატოვებული ემოციები. - მითხრა რომ ვუყვარვარ და ვუნდივარ, -უნებურად ხმამაღლა გავაჟღერე ფიქრები თუმცა სამწუხაროდ სიტყვების უკან წაღება არ შემეძლო, დანიელმა კბილი კბილს დააჭირა და თვალები მაგრად დახუჭა. - ვიცი, ყოველთვის ვიცოდი, -მხოლოდ ეს მითხრა, წამოდგა, ზუგი შემაქცია, ხვიარა მცენარეებით დაფარულ სვეტს მხრით მიეყრდნო და აელვარებულ ზეცას გაუშტერა მზერა, პლედი და ჭიქა გვერდზე გადავდე, წამოვდექი მივუახლოვდი, წელზე ხელი მოვხვიე და მივეხუტე, ამოიოხრა, ნიკაპით დამეყრდნო თავზე და ღრმად შეისუნთქა ჩემი სურნელი. - იცი როგორ შემეშინდა როცა დარბაზში ვერ გიპოვნე, -ვხვდებოდი როგორ უჭირდა საუბარი, ხმა უთრთოდა და სიტყვებს შორის პაუზებს აკეთებდა, -როცა მივხვდი რომ შეიძლებოდა აზადის ხელი ყოფილიყო გარეული შენს გაუჩინარებაში და შეიძლებოდა შენთვის რამე დაეშავებინა... - კარგი რა, არაფერი დაუშავებია და ტყუილუბრალოდ თავს ნუ იდანაშაულებ, -მისი დამშვიდება ვცადე. - ჰმ? არაფერი დაუშავებია? კარგი რა, იმის გამო რომ ყურადღება მოვადუნე და საკუთარ თავში მეტისმეტად ვიყავი დარწმუნებული, სადღაც ჯანდაბაში გადაგმალა, შეეძლო პირდაპირ ჩვენს სამყაროში წაეყვანე, არ ვიცი რატომ არ მოიქცა ასე, რაღაც აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ ვერ ვხვდები რა... - მე მხოლოდ ერთ რამეს ვხვდები დანიელ, ერთადერთი რამ რაც ახლა მინდა და მჭირდება, წვრთნა და მომზადებაა, ვიცი რომ ძლიერი ვარ, ვიცი რომ რაღაც შესაძლებლობები გამაჩნია, მაგრამ არ ვიცი ეს შესაძლებლობები როგორ უნდა გამოვიყენო, მინდა რომ თავის დაცვა შემეძლოს თუნდაც აზადისგან, მინდა ეს ყველაფერი ჩემით შევძლო გესმის? - მესმის პატარავ ყველაფერი ძალიან კარგად მესმის, დღეიდან მთელ თავისუფალ დროს შენ წვრთნას დავუთმობთ, სულ მალე ისწავლი და შეითვისებ ყველაფერს. - წუხანდელი ღამისთვის მადლობა დანიელ, ასე მგონია მხრებიდან უზარმაზარი ტვირთი მომეხსნა, შენ რომ არა იმ ქალაქში დაბრუნებას ვერასდროს გავბედავდი. - სამადლობელი არაფერია, უბრალოდ ის გავაკეთეთ რაც გჭირდებოდა იმისთვის რომ თავი სრულფასოვნად გეგრძნო, ახლა კი წამოდი ცოტა ხანს წამოვწვეთ და დავისვენოთ თორემ ისე ვატყობ აქვე ჩამოგვეძინება, -სახეში შევხედე და ახლაღა შევამჩნიე როგორ ჰქონდა თვალები უძილობისგან ჩაშავებული, ჯანდაბა, ალბათ მე ბევრად უარესად გამოვიყურებოდი. - ულამაზესი ხარ, -მხიარული ხმით ჩამჩურჩულა. - კარგი რა აღიარე ბოლოს და ბოლოს რომ აზრების კითხვა შეგიძლია, -დავიწუწუნე და ისე საცოდავად წავფრატუნდი მისაღებში შესასვლელი კარისკენ რომ დანიელმა ვეღარ მოითმინა ხელში ამიტაცა და სანამ საძინებლამდე მიმიყვანდა უკვე ღრმად მეძინა მის მკერდში სახეჩარგულს. - - - - - - - - - - ამას როგორ ახერხებ ანა, -კაილმა ხმალი გვერდზე გადადო მოიხარა და მუხლებს დაეყრდნო, მძიმედ სუნთქავდა და წელზემოთ შიშველ სხეულზე ოფლის მსხვილი წვეთები უბრწყინავდა. - ასე მალე დაიღალე? სულ ეს ხარ? -დამცინავი ღიმილით გადავაქნიე თავი და ჩემი ხმალი მის ხმალს მივუდე გვერდით. - მალე? უკვე ორი საათია გაუჩერებლად იქნევ ხმალს, სადაცაა ბოლოს მომიღებ, უკვე სამი კვირაა შეუსვენებლად ვვარჯიშობთ და ყველაფერში მართლაც წარმოუდგენელ შედეგს მიაღწიე, -ძირს დაჯდა და გვერდით დაატყაპუნა ხელი, -მოდი დაჯექი და დამასვენე ცოტა. - ხომ არ ჯობია კრისს ან ლევინს დავუძახოთ და მათ გააგრძელონ ჩემთან ერთად ვარჯიში. - არა მგონია გუშინდელის მერე ლევინმა შენთან ვარჯიში მოისურვოს, ახლა ალბათ რომელიმე ბარში ძინავს გალეშილ მთვრალს იმის გამო დარცხვენილს და გულნატკენს რომ ერთმა პატარა გოგომ მიწასთან გაასწორა, -კაილი გულაღმა გადავარდა სავარჯიშო ხალიჩაზე და გულიანად გადაიხარხარა, -ლევინის გამწარებული სახის დანახვა ერთ რამედ ღირდა, ისე არ გინდა რომ ამის შემდეგ დანიელმა გავარჯიშოს ხოლმე? - დანიელი ფრენაში მავარჯიშებს, სხვა რაღაცეებს რაც შეეხება ჩემგან თავს ასე ადვილად ვერ დაიხსნი შანსი არ გაქვს მეგობარო. - ასეთი რა დავაშავე, -თეატრალურად გადაატრიალა თვალები და წამოჯდა, -ძალიან მაინტერესებს შეგიძლია ფრთები მაჩვენო? - რათქმაუნდა შემიძლია, უბრალოდ ეს არის რომ ჯერჯერობით დანიელის გარეშე ფრენას ვერიდები, ცოტათი მეშინია, ჯერ ვერ შევეჩვიე, -წამოვდექი, მხრები შევარხიე, სასიამოვნო სიმძიმე ვიგრძენი და... - ერთობით არა? -ნაცნობი ხმის გაგონებისას სხეულში სითბო ჩამეღვარა და შეუკავებელმა ღიმილმა გამიპო ბაგე. - ფრთები ძალიან გიხდება, -თვალებმოჭუტულმა შემომხედა, ტუჩის კუთხე კბილებსშორის მოიქცია და ხელი ნაზად დამისვა თეთრად მოელვარე, თითქმის გამჭვირვალე ფრთებზე. - მეც აქ ვარ სხვათაშორის, -კაილის უხერხულმა ჩახველებამ გამოგვაფხიზლა და გონს მოგვიყვანა. - ჰოდა ძალიან კარგი რომ აქ ხარ, ყველანი უნდა მოემზადოთ, ხვალ ბოლოს და ბოლოს ვატიკანს ვესტუმრებით... - - - - პატარა თავისთვის ბოდიში, მეტი ვერ მოვახერხე, გპირდებით შემდეგი თავი უფრო დიდი იქნება :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.