დაგიწერ
შენში იმდენი ნაზი ფერია, რომ მაგ სინაზით ვითენებ დილას, სულ ყველა ლექსი რაც მიწერია, უშენოდ განვლილ დღეებთან მიმაქვს. შენში ისეთი ცეცხლი ანთია, მაგ ცეცხლის ალი ყინულებს ალღობს, უშენოდ ყოფნა სულის ხუთვაა, დღეს უშენობა სულს ფიფქად ათოვს. შენში იმდენი თეთრი ფერია, მაგ სითეთრეში აპრილი ფეთქავს, ჯერ არაფერი დამიწერია, შენი გრძნონების საკადრი ერქვას. თუ გაზაფხული კვლავაც გვესტუმრა, და სიყვარული ისევ გვეწვია, აგიფრთხიალებ გრძნონებს შორიდან დაგიწერ, რაც არ დამიწერია... ---------------- შენზე გაგიჟებით შეყვარებული თიკა, რომელსაც სწამს რომ დაბრუნდები, დაბრუნდები ყველაფრის მიუხედავად... არაამქვეყნიურად მიყვარხარ და მაკლიხარ ჩემო სიყვარულო (( დამიბრუნდი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.