შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოთამაშე (ნაწილი მეათე)


15-05-2022, 22:21
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 905

13.
კ ე ს ი

როდის აქედან გახდა თავისუფლებისთვის სიკვდილი დანაშაული? როდის აქედან არის ხალხის დახმარების სურვილი ეგოიზმი? ან რა არის ცუდი იმაში რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გინდა რამე საგმირო და ხალხისთვის სასიკეთო, მნიშვნელოვანი რამე გააკეთო?
მაგრამ ხალხს ეს არ ესმის, ისინი იმას ხედავენ რაც მათ უნდათ... ისინი ყველაფერში ცუდს ხედავენ, კარგზე კი თავს იბრმავებენ...
თავს ვაქნევ, ვცდილობ გამვლელების მტრულ გამოხედვებს მზერა ავარიდო და ყურსასმენებს ვიკეთებ. არ მივცემ არავის უფლებას ჩემი ცრემლები დაინახოს... ხალხს არაფერი არ ახარებს იმაზე მეტად ვიდრე სხვისი ცრემლების და უბედურების დანახვა... არა იმიტომ რომ ბოროტები არიან, უბრალოდ ეს მათ ბუნებაშია, მათი სისტემაა მასე მოწყობილი.
მუსიკის ბგერები ჩამესმის და მეღიმება, დაჩის შემდეგ ამისთივის ერთხელაც კი არ მომისმენია... მახსოვს როდესაც პირველად მომასმენინა თავს უბრალოდ სევდიანად ვგრძნობდი, ახლა კი ამ სიმღერის მთლიანი არსი მესმის...

The night is blind
So hard to find
The way back home
Losing grip
But it's worth the risk
To brave the cold

ხანდახან მინდება რომ ყველაფერი ისევ ისე იყოს როგორც ადრე, მარტივად. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ როდესმე ასეთ სიტუაციაში მე აღმოვჩნდებოდი... მაგრამ მერე ვხვდები რომ უკან დაბრუნება უბრალოდ სისულელე იქნებოდა... ამ ყველაფრის შემდეგ...

No matter where you go, I'll find you.
No matter where you go, I'll find you.

მაგრამ საბედნიეროდ ის ხალხი არასდროს არ დამავიწყდება, ვინც ჩემს გვერდით ივყვნენ და წავიდნენ... ახლაც კი ყველგან მათ ვეძებ... უფრო მეტად კი მას... ყველგან მის ნაცრისფერ თვალებს და უცნაურ ღიმილს ვეძებ...

Hold on for your life.
Hold on for your life
It can't be time
I won't say goodbye
Hold on for your life.
Hold on for your life.
It can’t be time
I won't say goodbye

ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ამ სიმღერით დაჩი ცდილობს რომ მელაპარაკოს, მაშინაც ვერ მივხვდი ამას რატომ მასმენინებდა და აყოლებდა რომ როდესაც ცუდად ვიქნებოდი ამისთვის მომესმინა... ახლა კი ვხვდები... ალბათ ამისთვის ადრეც უნდა მომესმინა, იქნებ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო... მაგრამ ვერ ვბედავდი, მეშინოდა... ახლა კი ვნანობ...

Hold on, hold on for your life.
Hold on, hold on for your life.
The fear in me is pulling deep
Like an undertow
But I will escape the hands of fate
Before it knows

No matter where you go, I'll find you
No matter where you go, I'll find you

თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ რომ დაჩი მელაპარაკება, რომ ამ ყველაფერს მიმღერის და სიკვდილის შემდეგაც კი ჩემზე ზრუნავს... და მგონია რომ მსაყვედურობს იმ ყველაფრის შესახებ რაც გავაკეთე... მე ხომ მის პირობას ვარღვევ... მაგრამ პირობა მანაც დაარღვია ის წავიდა... და მარტო დამტოვა, ისე მოიქცა თითქოს არაფერი აღარ ანაღვლებდა... მაგრამ იქნებ ასეც იყო...? მე ხომ მასე მჭირდა მაშინ როდესაც თამაშზე მივდიოდი...

Hold on for your life
Hold on for your life
It can’t be time
I won't say good bye
Hold on for your life
Hold on for your life
It can't be time
I won't say goodbye

სიკვდილი არ მინდა. მართლა არ მინდა რომ მოვკვდე, ზედმეტად ბევრი რაღაც დამრჩა ამისთვის გასაკეთებელი, მაგრამ ხანდახან, მგონია რომ სიკვდილი გამოსავალია. მგონია რომ თუ მოვკვდები დავისვებენ, მომასვენებენ და თავისუფალი ვიქნები, მაგრამ რაც უფრო გადის დრო მით უფრო ვრწმუნდები რომ სიკვდილი გამოსავალი არ არის... კი არის მომენტები როდესაც ისევ ვნატრობ სიკვდილს, ისევ მეხვევა გარშემო სუიციდური აზრები, მაგრამ... სინამდვილეში სიკვდილი არ მინდა...სინამდვილეში იმდენი რამის მოსწრება მინდა... სიკვდილი კი ამაში ხელს შემიშლის...ამიტომ, არა სიკვდილი არ მინდა... მინდა რომ დიდხანს ვიცხოვრო რომ მოვახერხო ყველაფრის მოსწრება... არ მინდა სიკვდილის წინ რაიმეს ვნანობდე...

Hold on, hold on for your life
თან... არის რაღაცეები, ვიღაცეები ვის გამოც მინდა რომ ვიცხოვრო, ვის გამოც ყოველ დილას გაღვიძება მეტ-ნაკლებად მიხარია, და ვისთანაც თავს კარგად ვგრძნობ...
Hold on, hold on for your life
-კესი? - უკან გაკვირვებული ვიყურები და ჩემ წინ მდგარ ბიჭს ვუღიმი. ღია თაფლისფერი თმა აჩეჩილი აქვს, შოკოლადისფერ თვალებში კი სხივი აქვს ჩამდგარი და უკაიფებს.
No matter where you go, I'll find you
-როგორ ხარ? - ბედნიერი ხმით ვეკითხები და ვუღიმი. როდესაც ვუყურებ ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ამ ქვეყნად არანაირი პრობლემა არ მქონოდეს.
I'll find you…
-მე? კარგად. -იღიმის და მიახლოვდება. სიგარეტის სუნი დაჰკრავს და თითქოს უხდება კიდევაც. - შენ? წაშლილი სახე გაქვს...
I'll find you…
-მეც... კარგად. -ვპასუხობ ყალბი ღიმილით და ვუცინი. მაგრამ სინამდვილეშიც მეღიმება. იმისდამიუხედავად რომ სანდროს თითქმის არ ვიცნობ ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს დიდი ხანია ვიცნობ, თითქოს უნდა გამეცნო...
-დარწმუნებული ხარ? - მეკითხება მოულოდნელად და ჩემთან ერთად იწყებს სიარულს. -თუ რამეა, შეგიძლია მომიყვე... ან შეგიძლია უბრალოდ ზოგად თემებზე მელაპარაკო, თუ გიშველის...
-დარწმუნებული ხარ რომ გინდა ჩემთან ლაპარაკი? - ვეკითხები დაეჭვებით. ხალხი უცნაურ მზერას გვესვრის, უკვირთ როგორ შეუძლია მასავით სიმპათიურ ბიჭს, მოღალატესთან ლაპარაკი.
-რას გულისხმობ?- გაკვირვებული მეკითხება, თითქოს ხალხის მტრულის მზერას ვერც კი ამჩნევს. გარშემო ვანიშნებ და ისიც იყურება, მაგრამ მხოლოდ იღიმის. -ეს იმათი საქმეა, რას იზამენ, მე კი შენთან ლაპარაკი მომწონს. -მისი ღიმილი დღეს მინათებს და თავს ვუქნევ, მაგრამ ხმის ამოღება მიჭირს.
საერთოდ არ ვლაპარაკობთ, უბრალოდ მყუდრო სიჩუმეში გვერდი-გვერდ მივაბიჯებთ, ხალხი კი ჩვენ თვალს გვაყოლებს. მას შემდეგ რაც ის სურვილი ჩავიფიქრე, ყველაფერი შეიცვალა. ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა და უკვე ისიც აღარ ვიცი რამდენად სწორი არჩევანი გავაკეთე.
ხალხი გამირბის, ბიჭები დავკარგე და ერთადერთი ადამიანები ვინებიც დამრჩნენ ისინი არიან ვინებსაც ჩემი ეშინიათ. და კიდევ ეს უცნობი, რომელიც გვერდიდან არ მშორდება, ჩემთან ერთად მოაბიჯებს ქუჩებში და მიღიმის ყოველ ჯერზე როცა მისკენ ვიხედები.
-რატომ...არ გეზიზღები?- ხმადაბლა ვკითხულობ და თვალს ვარიდებ. ჩემკენ იყურება და მიღიმის, თითქოს ამაზე სისულელე არაფერი არ მოესმინოს. სიარულს ვაგრძლებ, მაგრამ მისი ხელი მაჩერებს. მატრიალებს და თვალებში მიყურებს, მაიძულებს მისი სახე დავინახო და მისი ემოციები შევისწავლო.
-რატომ უნდა მძულდე? - უცნაური ხმით მეკითხება და გაკვირვებული მიყურებს, მაგრამ პასუხს ვერ ვცემ. რატომ უნდა ვძულდე? იმიტომ რომ საკუთარი სურვილი ჩავიფიქრე? იმიტომ რომ სიკვდილს მოვაწერე ხელი? -კესი... -ღრმად ისუნთქავს და მიღიმის, ხელს ნაზად მისვამს სახეზე და თმას უკან მიწევს. -არ მძულხარ... უფრო სწორად ვერ მძულხარ...-იცინის და თავს აქნევს. -ყველას მიზეზი აქვს იმისი თუ რატომ აკეთებს რაღაცას, და დარწმუნებული ვარ შენც გაქვს შენი მიზეზი. არ ვაპირებ ამის გამო შეგიძულო.
პირს ვაღებ, მაგრამ მალევე ვხურავ, რადგან სათქმელი არაფერი მაქვს. ისიც კი არ ვიცი რა შეიძლება რომ ვუთხრა.
-მადლობა...- ვლუღუღებ ხმადაბლა და თავს დაბლა ვხრი. ის კი მეხუტება და მკლავებს მახვევს გარშემო, თავს დაცულად მაგრძნობინებს.


***
გ უ კ ა

მარის პირდაპირ ვზივარ და ვცდილობ ის ინფორმაცია გადავხარშო, რომელიც ახლახან მივიღე. ვფიქრობ და ვერ ვიჯერებ რომ გოგო, რომელიც მუდამ ბედნიერი ჩანდა სინამდვილეში დეპრესიით იტანჯებოდა.
ხმას ვერ ვიღებ, ანდაც რა უნდა ვთქვა... ვწუხვარ რომ ეს მანამდე ვერ შევატყვეთქო? ნიკასკენ ვიყურები, რომელიც გაშტერებული თვალებით გვიყურებს ყველას, მაგრამ ვერცერთს ვერ გვარჩევს. მათე ანას ელაპარაკება, ეკე კი ამის მოსმენის შემდეგ სადღაც გავარდა. მე ისევ მარის ვუყურებ, ის კი მე ვერც მამჩნევს.
იცის რომ კითხვები მაქვს, მაგრამ ისიც იცის რომ მათ დასმას ვერ ვბედავ. ხანდახან გამომხედავს ხოლმე, მხრებს აიჩეჩს, თავს გააქნევს და ისევ ჩემს მიღმა იწყებს ყურებას, თითქოს იქ არც კი ბყოფილიყავი.
-რამდენი ხანი იყო დეპრესიაში? - ხმა ჩახლეჩილი და მიმკვდარი მაქვს, მაგრამ საკმაოდ ხმამაღალია იმისთვის რომ ყველამ გაიგოს.
-ერთი თვე? ორი? - იძახის დაბნეული მარი და ანას უყურებს, რომელიც თავს უქნევს. -ორი თვე. -იძახის ხმადაბლა. -ყოველ დღე დადიოდა ფსიქოლოგთან და ცდილობდა რომ გამკლავებოდა, მაგრამ მაინც ეტყობოდა რომ ბოლომდე ვერ გამოდიოდა.
-მაგრამ მას არაფერი ეტყობოდა! - ნიკა განცვიფრებული ყვირის და თავს აქნევს. -არაფერი ემჩნეოდა დეპრესიულობის! კი, იყო შემთხვევები როდესაც ცოტა უხასიათოდ იყო ხოლმე, მაგრამ ვსო. ის ერთ-ერთი ყველაზე პოზტიური ადამიანი იყო ვისაც შევხვედრილვარ.
-ის რომ დეპრესიაში იყო არ ნიშნავს რომ ეტყობოდა. - ანა გაღიზიანებული ეუბნება და თავს აქნევს. - არასდროს არ ეტყობოდა რომ ცუდად იყო, არასდროს არ იმჩნევდა. ამიტომ უჭირდათ ფსიქოლოგებს მასთან მუშაობა. ვერასდროს ვერ იგებდნენ სინამდვილეში რას გრძნობდა.
-და რას გრძნობდა სინამდვილეში - მათე ჩუმად კითხულობს და ძირს იყურება.
-არ ვიცით. - ჩურჩულებს მარი და ხვნეშის. -არავინ არასდროს არ იცოდა. არც ახლა ვიცით. ამიტომ არის რომ კესი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენიგმაა რასაც კი როდესმე შევხვედრილვარ.
-ყველანაირი ენიგმა ამოხსნადია. -ბურტყუნებს ნიკა გაბეზრებული და კარებისკენ იწყებს სიარულს. -მე წავალ... ცოტახანი მარტო ყოფნა მჭირდება... ყველაფრის გადასახარშად... -ნელი ნაბიჯებით მიდის კარისკენ და უკან ანა მისდევს რომ გააცილოს და კარები ჩაკეტოს, მაგრამ სანამ გამობრუნდება მეც და მათეც ვუახლოვდებით.
-მიდიხართ? - უცნაურად ჩუმი ხმით გვეკითხება და თავს ვუქნევთ. ისიც კარებს აღებს თავიდან და ჩვენც გარეთ გავდივართ. -არ... არ უთხრათ რომ სიმართლე იცით. - ამ სიტყვებით კარებს გვიხურავს და გაყინულ სადარბაზოში გვტოვებს.



--------------

გამარჯობათ.
დაახლოებით 5 წელია აქ არ შემოვსულვარ :დ და შემთხვევით გამახსენდა ეს საიტიც და შემდეგ უკვე ისტორიებიც, რომლებიც აქ მქონდა ატვირთული :დ ვიცი რომ ძალიან უცნაურია ამდენი წლის მერე, რომ ვაგრძელებ ისტორიას მაგრამ შემთხვევით კომპიუტერში წავაწყდი, ძველ დაწერილს და ვიფიქრე რომ ავტვირთავდი.
იმედია მოგეწონებათ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent