ღალატი და შეცდომა (თავი 2)
ნინუცა და ლილე მეორე დღეს უკვე ბათუმში უზარმაზარი შენობის წინ იდგნენ, ცოტნე ყოველთვის ნიჭიერი ბავშვი იყო და მის წარმატებაში ეჭვი არასდროს არავის შეუტანია, მაგრამ ასეთი მწვერვალების მოლოდინი ნამდვილად ცოტა ადამიანს ჰქონდა. - გამარჯობა, მე ნინა გიორგობიანი ვარ ბატონ ცოტნე კეკელიძეს ჩვენთვის ნომერი უნდა დაეჯავშნა. - დიახ, ქალბატონო ნინა გაფრთხილებულები ვართ, რომ განსაკუთრებული სტუმრები ხართ. თქვენი ნომერი მე-16 სართულზე 756-ე ოთახია თუ რაიმე დაგჭირდეთ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. - ძალიან დიდი მადლობა. - ბატონ ცოტნეს გადავცემ, რომ მოხვედით. სასტუმროს ნომერმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა აქაურობა ნამდვილ სამოთხეს ჰგავდა. - დედა, მეძინება შეიძლება დავიძინო? - ლილე ორი დღეა უკვე გძინავს, გუშინაც მთელი დღე გეძინა ასე არ შეიძლება. - ხო, მაგრამ ძალიან დავიღალე. ფეხზე როცა ვდგები კედლები ტრიალებს. - მოდი სიცხე ხომ არ გაქვს ვნახო. ქალმა ბავშვს შუბლზე ხელი მიადო მაგრამ ბავშვის ტემპერატურა ნორმალური იყო. - კარგი, წამოდი წყალი გადავივლოთ და შემდეგ დაიძინე. ერთ საათიანი ზღაპრების კითხვა საბოლოოდ ლილეს ღრმა ძილით დასრულდა. მოულოდნელად კარებზე კაკუნი გაისმა. - ააჰ, ცოტნე როგორ ხარ? ქალი ახალგაზრდა მამაკაცს გადაეხვია. - ეს მე უნდა გკითხო. - მე, კარგად, მშვენივრად შემოდი გთხოვ. - სიმართლე გითხრა შენი ყავაზე დაპატიჟება მინდოდა. - მგონი არ გამოვა ლილეს ჩაეძინა და მარტო ვერ დავტოვებ თან კარგად არ იყო. - შეგვიძლია ერთ-ერთი თანამშრომელი დავტოვოთ ლილესთან თუ გაიღვიძებს მაშინვე დაგირეკავენ. - მაშინ წავიდეთ. ხედი ვერანდიდან ულამაზესი იყო უსასრულო ლურჯი ზღვა მოსჩანდა. ნინუცა ჩაფიქრდა გიგაზე, მის ღალატზე და ბოლო რამოდენიმე დღეში განვითარებულ მოვლენებზე და პირველად თითქოს საკუთარი თავი შეეცოდა თავი არასასურველ, საშინელ ქალად აღიქვა რამაც დაამწუხრა. - რაზე ჩაფიქრდი? იკითხა ცოტნემ. - არ ვიცი ყველაფერზე. - როგორ მიდის ოჯახური ცხოვრება? - კარგად, ალბათ სწორი იქნება იდეალურად. - მე ვიფიქრე ქმარს გაშორდი. - ასე რატომ იფიქრე? ნინუცას გაეცინა. - აქ მარტო, რომ დაგინახე... - აა, არა ამიტომ არა გიგა გამუდმებით მუშაობს. - გიგა ქვია? - კი, აქამდე არ იცოდი? გაუკვირდა ქალს. - არაა, არ დავინტერესებულვარ იმ კაცით ვინც შენი თავი მომპარა. - გთხოვ, ცოტნე ახლა არ გინდა. - თან გიგა აქ არაფერ შუაშია მე, როგორც მეგობარი ყოველთვის ისე მიყვარდი. - შენს ქმარს რა ჰქონდა ისეთი რაც მე არაა? - ასე არ არის უბრალოდ ის შემიყვარდა ამის მიხედვით არასდროს შემიფასებია მას რა ჰქონდა სხვაზე მეტი, მოდი უბრალოდ ბედი დავარქვათ ალბათ გიგა იყო ჩემი ბედისწერა. - ბედნიერი ხარ მასთან? - კი. ნინუცამ გაუბედავად თქვა. - ის? ის შენთან ბედნიერია? - არ ვიცი ეს მას ჰკითხე. - მე შენგან მაინტერესებს. - საყვარელი ჰყავს. - ეს არ ნიშნავს, რომ შენთან უბედურია. - გაქცევას აპირებენ ერთად ჩემზე საერთოდ აღარ ვდარდობ ლილეს, როგორ უნდა ავუხსნა მოულოდნელი მამის გაუჩინარება? - რა იცი, რომ გაპარვას აპირებენ? - გიგას ტელეფონში შეტყობინებები ვნახე. - შეიძლება უბრალოდ პირდება იმ ქალს. არ მგონია შვილი მიატოვოს. - კარგია თუ ასე ფიქრობ. - ეს ალბათ შენს შეცდომაზე სამყაროს პასუხია. - რა შეცდომაზე? - ის რომ აირჩიე. - გთხოვ, ამაზე ლაპარაკი არ მინდა. - რას აპირებ? უნდა გაშორდე? - რა თქმა უნდა. ლილეზე უფლებებს წავართმევ და მერე სადაც უნდა იქ წავიდეს. - შვილს ნუ გარევ ამ ამბავში და მისით შანტაჟს ნუ დაუწყებ ბავშვის მამას. - ეს თვითონ გააკეთა პირველმა, კაცი, რომელიც საკუთარ შვილს ტოვებს უარესის ღირსია. - წლების შემდეგ როცა შენი შვილი გეტყვის რა გააკეთე იმისთვის, რომ მამა მყოლოდაო რას უპასუხებ? არაფერს? ან იმას გავიგე, როგორ გტოვებდა და მეც შენთან მოახლოვება ავუკრძალეო თუ რას იზამ? - ავუხსნი, რომ მის მამას მასზე ძვირფასი ადამიანები ჰყავს ცხოვრებაში, რომლებიც მას ამჯობინა. - ამით სამუდამო კომპლექსს გაუჩენ, რომ ის არასასურელია იმდენად არასასურველი, რომ საკუთარ მამასაც კი არ უნდოდა. - გიგას სისულელეების გამო ჩემი შვილი პასუხს არ აგებს. - არადა ახლა სწორედ მაგას აკეთებ, გეგმებს აწყობ, როგორ წაართვა მამას შვილი. იქნებ არც მიდის იქნებ შენთან შეცდა მხოლოდ და შვილს არ ტოვებს და იმ ქალს ეუბნება ტყუილებს. ან თუ მართლა წასვლას აპირებს მიეცი შენს შვილს უფლება და არა მასს, რომ ჰქონდეს მამასთან მოგონებები. - თუ ლილეს და გიგას შორის დისტანციას არ დავაწესებ ლილესთვის მისი წასვლა მძიმე გადასატანი იქნება. - ლილესთვის ყველა შემთხვევაში რთული გადასატანი იქნება, მაგრამ მას მიეცი საშუალება არ დაკარგოს მეორე მშობლის ნდობაც. მას აქვს უფლება მამასთან გაატაროს დრო. - ამაზე აღარ ვილაპარაკოთ. - თუ გაშორებას გადაწყვეტ ხომ იცი ჩემი იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს. ნინუცას და ცოტნეს ლაპარაკმა საღამომდე გასტანა იხსენებდნენ ბავშვობას, ერთად გატარებულ სახალისო დღეებს და უყვებოდნენ ერთმანეთს თავიანთი აწყმო ცხოვრების შესახებ. - შეგიძლია იმ გოგოს დაურეკო, რომელიც ლილესთან არის? - ახლავე. - ისევ სძინავსო. გაკვირვებულმა თქვა კაცმა. - ღმერთო ჩემო ორი დღეა საწოლიდან არ დგება სულ სძინევს. - ალბათ ძალიან დაიღალა თუ გინდა ექიმს მოვიყვან. - არაა, საჭირო არ არის. ხვალიდან ვაიძულებ ადგეს და სულ საწოლში არ იყოს. - იქნებ რაიმე აწუხებს. - არაა არაფერი სტკივა, სიცხეც გავუზომე და ნორმალური აქვს. - შვილი ძალიან, მაგარია. - ჰო, ასეა. - პირველად, რომ გავიგე ნინის შვილი ეყოლაო ლამის გული გამისკდა იმ მომენტში მინდოდა სამივე მომეკალით, მაგრამ მერე ბრაზმა გადამიარა. - მგონი რაღაცეებს ძალინ აზვიადებ ცოტნე. თქვა ქალმა და სიცილი დაიწყო. ბათუმში ერთი კვირა სასიამოვნოდ გავიდა ნინუცა და ცოტნე ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთს საინტერესო რჩევებს აძლევდნენ ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობდნენ და ასევე კარგად ესმოდათ ერთმენეთის. ცოტნეს თვალებში ძველებური სიყვარული იყო ჩამდგარი არც ქალის თვალები იყო შეცვლილი ისევ ის მეგობრული მზერა გამოსჭვიოდა რაც კაცს ასე სტკენდა გულს. მიუხედავად იმისა, რომ ნინუცას გიგამ უღალატა, დაამცირა მეტიც მისგან გაქცევასაც კი ცდილობს აშკარაა, ქალის გული ჯერ კიდევ მოღალატე ქმარს ეკუთვნის. დასვენებას იდეალური, რომ დარქმეოდა ლილემ შეუშალა ხელი, თითქმის ბავშვი გარეთ არ გადიოდა თუ გარეთ სეირნობას გადაწყვეტდნენ 5 წუთში დაღლაზე წუწუნებდა და მაშინვე ძილს ითხოვდა. - ძალიან დიდი მადლობა, ცოტნე ასეთი მასპინძლობისთვის. - რას ამბობ ხომ იცი ჩემთვის, რამდენად მნიშვნელოვანი ხარ. როცა თბილისში ჩამოვალ აუცილებლად შევხვდეთ. - აუცილებლად. თქვა ქალმა და კაცს გადაეხვია. - შენ კი პრინცესა შემდეგი შეხვედრა უკეთესი იქნება გპირდები. - მადლობა. ჩაიჩურჩულა ბავშმა და ისიც გადაეხვია კაცს. საღამოს უკვე ნინუცა და ლილე სახლში იყვნენ. - დედა მეძინება. - ლილე, უკვე ძალიან ვბრაზდები, ასე არ შეიძლება სულ წოლა და ძილი გინდა შენი თანატოლები ასე არ იქცევიან. ქალის კამათის დროს კარები გიგამ შემოაღო ბავშვი თავდახრილი იდგა და ტიროდა. - აქ რა ხდება? იკითხა გაკვირვებულმა. - მეძინება და დედა მეჩხუბება. ძლივს ამოილუღლუღა ბავშმა. - ამიტომ არ გეჩხუბები უბრალოდ დამღლელია შენი წოლა მთელი დღე. ზღვაზე იყავი დასასვენებლად შენი თანატოლები თავდაყირა აყენებდნენ ყველაფერს შენ კი უბრალოდ იწექი. - და რომ იწვა ამისთვის უნდა ეჩხუბო? გიგა ფეხზე წამოხტა და ბოლო ხმაზე ღრიალებდა. - შენ არ შეგეკითხები ჩემს შვილს, როგორ ველაპარაკო. არც ნინუცამ დააკლო ყვირილი. - როცა ლაპარაკი არ იცი მაშინ შემეკითხები შენს გამო ბავშვი არ უნდა ტიროდეს როცა უნდა დაიძინებს და როცა უნდა ითამაშებს გაიგე? შენი აგრესია, რომელსაც ბოლო დღეებია ამჟღავნებ შენთვის შეინახე, ჩემზე და ჩემს შვილზე ნუ ანთხევ. - ხოდა შენ მოუარე მთელი დღე დაჯექი და ერთი და იგივე სიმღერას მოუსმინე დღეში ასჯერ, მისი არეული სახლი დაალაგე, მისი უაზრო წუწუნი ისმინე მაინტერესებს მერეც წყნარად დაელაპარაკები თუ არაა. კაცი ამ დამცინავ ლაპარაკზე გაღიზიანდა და ქალს პირდაპირ მკლავში ეცა. მოკეტე თორემ გეფიცები პასუხს არ ვაგებ საკუთარ თავზე. ბავშვი მშობლების დაუნდობელ ჩხუბზე ისტერიკაში ჩავარდა ბოლო ხმაზე ტიროდა, მაგრამ გიგას და ნინუცას პირადი ანგარიშები ჰქონდათ ერთმანეთთან გასასწორებელი. ნახევარი საათი ისე ყვიროდნენ და ჩხუბობდნენ, რომ ბავშვისთვის არც კი შეუხედავთ, სანამ ლილე სისხლიანი ხელებით მათ შუაში არ ჩადგა. - ეს სისხლი საიდან გაქვს? ორივე პანიკაში ჩავარდა. - არ ვიცი ყურებიდან მომდის. თქვა ბავშვმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.