ღალატი და შეცდომა (თავი 1)
საყვარელ ადამიანს შეიძლება აპატიო ყველაფერი, მაგრამნარა ღალატი. ყველა მოღალატე ამ სამყაროში საკადრის პასუხს იღებს. - ნინუცა როგორ ხარ? მესმის გვანცას ხმა ტელეფონში. - კარგად გვანცა შენ? - აუუ, ნინ სახლში ხარ, რომ გამოგიარო? ძალიან სერიოზული საქმე მაქვს. - რა ხდება ხო მშვიდობაა? - რომ მოვალ გეტყვი კარგი? - გვანცა მაშინებ რაიმე სერიოზული მოხდა? შეშინებულმა იკითხა ნინუცამ. - არაფერი ისეთი უბრალოდ პირისპირ მირჩევნია საუბარი. - კარგი, ოღონდ მალე, სანამ ლილე გაიღვიძებს, თორემ ხომ იცი ლაპარაკის საშუალებას არ მოგვცემს. - გამოვდივარ უკვე. 15 წუთში მართლაც გაისმა კარზე ზარი ნუნუცას გვანცას ასე მალე მოსვლა ძალიან გაუკვირდა. - რა იყო მოფრინავდი? - სანამ გიგა მოვა მინდა მანამდე დაგელაპარაკო, ოღონდ შემპირდი, რომ არ ინერვიულებ. - გვანცა მაშინებ. - დაჯექი და გთხოვ რასაც ახლა გეტყვი ნუ შემიძულებ. - რა მოხდა ამოღერღე. - მოკლედ გიგას ვიღაც ყავს. - რაა? ამის თქმას აპირებდი? ნინუცას გაეცინა. - შენ რა მეხუმრები? რა გაცინებს? - კარგი რა გვანც რა საყვარელი შუაღამემდე მუშაობს, როდის მოასწრებდა? - ეს შენ გგონია, რომ მუშაობს თორემ აქეთ-იქით დადის დაუფარავად იმ გოგოსთან ერთად. - ვინ მოიგონა ეს საშინელება? რომელმა ჭორიკანამ? - ნეტავ ტყუილი იყოს, მაგრამ ფოტოებიც მაქვს ანკამ ნახა სკვერში ერთმანეთს კოცნიდნენ და ეხვეოდნენ. - მეხუმრები ხო გვანცა? ნინუცას ხმა დასერიოზულად. - არაა, ნინ ასეთ რამეს, როგორ გაგიკეთებ თამაზ მღებრიშვილი ხომ იცი ცნობილი ბიზნესმენი, რომ არის? იმის შვილს ხვდება. თქვა გვანცამ ეს და ნინუცას ტელეფონი მიაწოდა სადაც ახალგაზრდა წყვილი ერთმანეთს კოცნიდა. ნინუცას თვალები ცრემლებით გაევსო მაშინ როცა ის მთელი დღე მარტო იყო სახლში და ბავშვს უვლიდა, ყველანაირ გაჭირვებას იტანდა მისი ქმარი მდიდარ საყვარელთან ერთად დროს ატარებდა. - კი, მაგრამ ეს მდიდარი გოგო საიდან უნდა გაეცნო გიგას? - ოჰჰ, ნინი არ იცი თბილისი რა პატარა ქალაქია? - ამიტომ არ მოდის ხოლმე ღამე სახლში მე კი მატყუებს ვმუშაობო, თურმე იმ გოგოსთან ერთობა. ასეთი სულელი, როგორ ვარ. - სულელი თვითონ არის შენნაირი ლამაზი ცოლი ჰყავს და სხვა ქალს დაადგა თვალი. - თუმცა მას ფული აქვს. რა თქმა უნდა მობეზრდა პასუხის მგებლობა 23 წლისაა და 5 წლის შვილი ჰყავს ეს ნორმალური არ არის, მაგრამ ეთქვა და გავშორდებოდი ნუთუ აუცილებელი იყო ღალატი? ნინუცა ხმამაღლა ტიროდა. - მაპატიე, ნინ გთხოვ არ უნდა მეთქვა. - პირიქით მადლობა, რომ სიმართლე მითხარი და იდიოტის როლში არ გამომიყვანე. - დედა? რატომ ტირი? მისაღებში ქერა ტალღოვანთმიანი ბავშვი შემოვიდა. - არაფერია ლილე დედა დაეცა და ხელი ეტკინა ამიტომ ტირის. - არაუშავს დედა მალე გაგივლის მეც მტკიოდა ხელი და გამიარა. ნინუცამ სახლი დაალაგა, ვახშამი გაამზადა და ბავშვიც დააძინე ერთი შეხედვით ისე ჩანდა თითქოს არაფერი მომხდარა და ძველი ცხოვრება გრძელდებოდა. - როგორ ხარ ნინ? იკითხა სახლში შემოსულმა გიგამ და ცოლს აკოცა. - კარგად შენ? სამსახურიდან მოდიხარ დაღლილი და მშიერი იქნები ვახშამი გაგიმზადე, მეც არ მიჭამია და შეგვიძლია ერთად ვივახშმოთ. - კარგი, მშვენიერი აზრია. ხელებს დავიბან და მოვალ? ლილე სად არის ? ძინავს უკვე? ნინუცას ამ კაცის ხმა უკვე ძალიან აღიზიანებდა, მაგრამ არაფერს იმჩნევდა. - დაიღლებოდი დღეს მთელი დღეა მუშაობ ალბათ შესვენებაც არ გქონდა არც კი დაგირეკავს. - დიახ ასეა ცოტა გადატვირთული დღეები გვაქვს, მაგრამ იმედია მალე გამოსწორდება. - ლილეს თითქმის ვერ ნახულობ. - ვიცი, ნინუცა მაგრამ თუ არ ვიმუშავე სხვა გამოსავალი გვაქვს? ნინუცა ამ სიტყვებზე საშინლად გაბრაზდა იცოდა გიგა თითოეულ სიტყვას ატყუებდა თუმცა ახლა ამას ვერ შეიმჩნევდა. - კარგი წავალ წყალს გადავივლებ და დავიძინოთ უკვე ძალიან გვიანია ხვალ კი ადრე უნდა ავდგე. - კარგი. თქვა ნინუცამ და მზერა მაშინვე გიგას მობილურზე გადაიტანა, რომელიც კაცმა აშკარად დამალა, მაგრამ ქალს ეს არ გამორჩენია. - ნეტავ განახა რა უგემოვნო საჭმელს აკეთებს, ერთი სული მაქვს მისგან, როდის განვთავისუფლდები. ნინუცამ ბოლო შეტყობინება წაიკითხა, რომელიც რამოდენიმე წუთის წინ იყო გაგზავნილი, შემდეგ ფოტოები შეამოწმა და გვანცას ნაამბობი ზედმიწევნით გამართლდა გიგა მას ღალატობდა და მასზე საშინელ ისტორიებს უყვებოდა საყვარელს. ახალგაზრდა ქალს თითქოს სამყარო ჩამოენგრა, ზიზღი გაუმძაფრდა უნდოდა ქმარი ნაკუწებად ექცია, მაგრამ სიმშვიდე შეინარჩუნა. - გიგა, დღეს მე ლილესთან დავიძინებ. - კარგი რა საყვარელო ძალიან მომენატრე. ამ სიტყვებზე ნინუცა კიდევ უფრო გაღიზიანდა და მისაღები ოთახი უსიტყვოდ დატოვა. ქალი დილით ხმაურმა გააღვიძა გიგა აშკარად ლილეს ამზადებდა ბაღში წასაყვანად თან თამაშობდნენ და მღეროდნენ. ნინუცას გული ჩაწყდა ამ სანახაობაზე არადა გუშინ საკუთარი თვალებით წაიკითხა, როგორ გეგმავდნენ მისი ქმარი და საყვარელი საზღვარგარეთ წასვლას, გიგა ლილესაც უკან მოუხედავად ტოვებდა ამაზე ქალის გულში საშინელმა ზიზღმა გაიელვა. კაცს მივარდა და ბავშვი უხეშად გამოგლიჯა. - რა გჭირს? ვერ ხედავ ბავშვს ვაცმევდი ბაღში უნდა წავიყვანო. - არ არის საჭირო მე ჩავაცმევ და ბაღშიც მე წავიყვან შენ შეგიძლია შენს საქმეს მიხედო. - ეს რას ნიშნავს? შენ უნდა გკითხო ჩემს შვილს ჩავაცვა თუ არა ან ბაღში წავიყვან თუ არა? კაცის ხმაში გაღიზიანება იგრძნობოდა. - გიგა გითხარი შენს საქმეს მიხედე ბავშვს კი მე მოვუვლი. - შენ ვერ გადაწყვიტავ მაგას. - რატომ? შენ მთელი დღეები სახლში არ ხარ ამ ბავშვს მთელი დღე მე ვუვლი რატომ გგონია, რომ ჩაცმა და ბაღში წაყვანა საუკეთესო მამად გაქცევს? - ვმუშაობ სხვა გზა არ მაქვს. - ხოდა იმუშავე ჩვენ კი შეგვეშვი. - ნინუცა რა გჭირს? რაიმე მოხდა? გიგა აშკარად განერვიულდა. - არაფერი უბრალოდ მინდა მარტო დავრჩე ჩემს შვილთან ერთად. კაცმა კარები გაიჯახუნდა ნინუცა ჩაიმუხლა და ტირილი დაიწყო რაზეც ბავშვიც განერვიულდა და ისიც აყვა. - რა მოხდა დედა? მამამ გაწყენინა? - ჰო, ლილე მამამ მაწყენინა და არ მინდა შენც გაწყენინოს. - მამას ვუყვარვარ ის არ მაწყენინებს. - არა, ლილე მამას არცერთი არ ვუყვარვართ. ნინუცა მთელი დღე ქალაქში დასეირნობდა მიმართულების გარეშე არ იცოდა რა ექნა. გიგას ამას ვერ აპატიებდა ან რა პატიებაზე იყო ლაპარაკი ის კაცი მის მიტოვებას და საზღვარგარეთ გაქცევას აპირებდა ამის გახსენებაზე საშინელი ზიზღი იგრძნო ამის გამო აუცილებლად პასუხს აგებინებდა ყველას და სწორედ ამ დროს ერთმა აზრმა გაუელვა თავში. ტელეფონი ამოიღო და გვანცას დაურეკა. - როგორ ხარ? - შენ ნინუცა? ელაპარაკე გიგას? - არაა ჯერ არა, შენთან ერთი სათხოვარი მაქვს შეგიძლია ცოტნე კეკელიძის ნომერი მომცე? - მეხუმრები? ცოტნე კეკელიძის ნომერი რათ გინდა? - გვანცა თუ შეგიძლია მომეცი თუ არადა სხვა გზას ვიპოვნი. - მაგ ტიპს ბავშვობიდან უყვარხარ და ახლა ამ სიტუაციაში მასთან დაკონტაქტება არ მგონია სწორი იყოს, თანაც თბილისში არც არის ბათუმში ახალი სასტუმრო გაუხსნია და იქ გადავიდა მერე კი საზვარგარეთ მიდის. - უბრალოდ რაღაცის თხოვნა მინდა სხვა არაფერი. - კარგი ჰოო, შეტყობინებით გამოგიგზავნი. ნინუცა 15 წუთი ფიქრობდა დაერეკა თუ არა ცოტნესთვის, რომელსაც ის ბავშვობიდან უყვარდა მას კი იმავე გრძნობით არასოდეს უპასუხია. ცოტნე დიდი ხანი სწავლობდა იტალიაში მერე თბილისში დაბრუნდა და ნინუცას გულის მოგებას ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო შემდეგ ამერიკაში განაგრძო სწავლა უკან 1 წლის წინ დაბრუნდა და ქალიც შემთხვევით ნახა. მიუხეხავად იმისა, რომ ნინუცას გათხოვების ამბავი გაიგო უკან მაინც არ დაუხევია და საკუთარი თავი შესთავაზა რაზეც საკმაოდ მწარე პასუხი მიიღო ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს აღარ შეხვედრიან. ცოტნემ საკუთარი გზა იპოვნა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროების ქსელის პატრონია. - კარგი დავრეკავ ვცდი. თქვა ქალმა. - გამარჯობა, მოესმა ნაცნობი ხმა. - გამარჯობა, ცოტნე ნინუცა გიორგობიანი ვარ. - აჰ, ნინუცა როგორ ხარ? რამდენი ხანია შენი ხმა არ გამიგია. - დიახ, ასეა შენთან ერთი სათხოვარი მაქვს. ჩემს შვილს ლილეს ბოლო პერიოდი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები ჰქონდა ექიმმა ზღვისპირა ქალაქი გვირჩია ჰაერისთვის ამიტომ შენს სასტუმროში ვფიქრობ წამოვიყვანო და მითხრეს ძალიან რთულია ადგილის დაჯავშნაო სწორედ ამიტოდ დაგიკავშირდი. ეს ყველაფერი გამოგონილი ტყუილი იყო. - რა თქმა უნდა, ნინუცა როგორ ფიქრობ შენი შვილისთვის ადგილი არ მექნება პატარა პრინცესას ჩემთან ვეპატიჟები შეუზღუდავი ვადით სრულიად უფასოდ საუკეთესო ნომრით და მომსახურებით გავუმასპინძლდებით. - არა, ცოტნე ამიტომ არ მითქვამს. - ამ საკითხს აღარ განვიხილავთ კარგი ნინ? - ძალიან დიდი მადლობა. - როდისთვის დაგელოდოთ? - ხვალ საღამოს. - დროებით. ნინუცამ ლილე ბაღიდან გამოიყვანა ერთ-ერთ კაფეში ავახშმა და სახლში მისვლისთანავე ბარგის ჩალაგება დაიწყო. სახლი საშინლად არეული იყო არც ვახშამი გაუმზადებია გიგასთვის. ნინუცას ვეღარ იცნობდით ის საკუთარი თავის ანარეკლი ხდებოდა ნელ-ნელა. - მამაა. დაიძახა ლილემ და კარებში შემოსული გიგასკენ გაიქცა. - როგორ ხარ ჩემო ფერია? იკითხა კაცმა და ბავშვი გულში ჩაიკრა. - ლილე, შენი სათამაშოები უნდა აალაგო. თქვა ნინუცამ და ბავშვი მამას კვლავ ხელიდან გამოგლიჯა. - ლილე, მაა შეგიძლია შენს ოთახში შეხვიდე? იკითხა გიგამ რაზეც ბავშვისგან თანხმობა მიიღო. - უკვე ზედმეტები მოგდის ჯერ დილით რაც გააკეთე არ დამვიწყებია ახლაც იგივე გაიმეორე. მეჩვენება თუ ჩემსა და ჩემს შვილს შორის ბარიერი გინდა შექმნა. - ბავშვს ვთხოვე თავისი ნივთები აელაგებინა მე მოსამსახურე არ ვარ თქვენი ნივთები ვალაგო, საჭმელი ვაკეთო და მთელი დღე თქვენს მოვლაში გავატარო მეც მაქვს ცხოვრება. - საერთოდ ნურაფერს გააკეთებ, მაგრამ ეს კიდევ განმეორდება ლილესთან დაკავშირებით და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. - მე და ლილე დასასვენებლად მივდივართ. - ეს რას ნიშნავს? - იმას, რომ შენ ჩვენთვის არ გცალია ლილე დღეს შეუძლოდ გახდა ექიმთან მყავდა მან კი მირჩია ბავშვი ზღვისპირა ქალაქში წაიყვანე ჰაერის გამოცვლა აუცილებელიაო. - შეუძლოდ რატომ გახდა? რაიმე სერიოზულია? გიგა მაშინვე ოთახში შევარდა და ბავშვს მოფერება დაუწყო. - თითქოს ძალიან გიყვარდეს და გაინტერესებდეს მისი ბედი. ჩაიჩურჩულა ნინუცამ და ბარგის ჩალაგება განაგრძო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.