შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცასა და მიწას შორის ( 16 ) დასასრული


17-05-2022, 22:27
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 2 734

არაჩვეულებრივად გამოიყურები, ეს კაბა ძალიან გიხდება, -აზადმა ისეთი მზერა შემავლო რომ ტანში გამცრა, წამოდგა და ხელი გამომიწოდა რომ მაგიდამდე მივეცილებინე, იისფერი უთხელესი ნაჭრისგან შეკერილი კოჭამდე კაბა მეცვა რომელსაც თითქმის ჭიპამდე დეკოლტე ჰქონდა და ბარძაყამდე იყო შეხსნილი, ერთადერთი რამ რაც კარადაში ვიპოვე ეს იყო, დარწმუნებული ვარ თვითონ აზადმა შეარჩია, უგემურად გავუღიმე და მითითებულ ადგილზე დავჯექი, მაგიდაზე უამრავი ჩემთვის უცნობი კერძი და სასმელი იდო თუმცა ახლა ჭამის თავი ნამდვილად არ მქონდა, შიმშილს საერთოდ ვერ ვგრძნობდი ერთი სული მქონდა გამეგო როგორ იყო დანიელი...
- სანამ რამეს მკითხავ მანამდე გეტყვი რომ დანიელიც და დანარჩენებიც კარგად არიან, თუ გგონია რომ მათ რამეს დავუშავებ ცდები, -ღიმილით მითხრა და ახალგამომცხვარი ფუნთუშებით სავსე მოწნული თეფში გამომიწოდა, -ჭამე ახლა ენერგია გჭირდება.
- ნუთუ არასდროს გიფიქრია რომ მართლა ასეთი ყოფილიყავი? -ვერ მოვითმინე, თავი ვერ შევიკავე რომ არ მეკითხა.
- რას გულისხმობ? -ისეთი მეამიტური მზერით მკითხა გეგონებოდა ვერაფერს მიხვდა.
- იმის თქმა მინდა რომ ასეთი არ ხარ როგორადაც თავს მაჩვენებ, შენ არ ხარ ასეთი თბილი და ტკბილი, სინამდვილეში რომ ასეთი იყო ახლა კაილი შენს გვერდით იქნებოდა, მაინც რის მიღწევას ცდილობ? გგონია რომ ამ ყალბი საქციელით მომხიბლავ, მართალია ბევრი რამ არ მახსოვს მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი რომ ასეთი არ ხარ, არ გინდა თავის მოჩვენება...
- გეყოფა, -ისე იღრიალა რომ შიშისგან ერთ ადგილზე შევხტი, წამოიწია გაშლილი ხელისგულებით დაეყრდნო მაგიდას, ერთხანს გაცოფებული მიყურებდა მერე ერთი ხელის მოსმით გადაუძახა სუფრიდან ჭურჭელს ძირს, მომიახლოვდა მკლავში ხელი ჩამავლო და თითქმის ძალით წამათრია მისაღებისკენ, სავარძელზე უხეშად დამაგდო, შებრუნდა და მოჩუქურთმებულ დეკორატიულ სვეტს ისეთი ძალით დასცხო მუშტი რომ სვეტი დაიფშვნა ხოლო გადაყვლეფილი თითებიდან თქრიალით წამოუვიდა სისხლი, შეწუხებული წამოვხტი ფეხზე, არა, შეცოდებით ნამდვილად არ შემცოდებია, უბრალოდ მივხვდი რომ ზედმეტი მომივიდა, ასე თუ გავაგრძელებდი დანიელის გეგმას ნამდვილად ჩავშლიდი, უფრო მშვიდად უნდა მოვქცეულიყავი, უმარტივესად შემეძლო აქედან წასვლა და მისგან თავის დაღწევა მაგრამ ახლა მჭირდებოდა რომ ჩემზე ისე ეფიქრა როგორც პატარა, უმწეო შეშინებულ გოგოზე რომლის მართვასაც მარტივად შეძლებდა და ყველაფერს უპრობლემოდ დააჯერებდა.
- დახმარება გჭირდება? -აღელვებული ხმით ვკითხე, შემობრუნდა და ერთხანს დაჟინებით მიყურებდა თვალებში თითქოც ცდილობდა გაეგო მართლა ვღელავდი თუ არა მასზე, ბოლოს თავი გადააქნია და ისევ სავარძლისკენ მიმითითა.
- დაჯექი და ფეხი არ მოიცვალო, ახლავე მოვალ.
სხვა რა გზა მქონდა, სავარძელში ჩავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე, როგორ მჭირდები დანიელ, ჯანდაბა, მხოლოდ ის მინდა ვიცოდე რომ კარგად ხარ, სხვა არაფერი მჭირდება, რატომ ვერ გგრძნობ რატომ? სასოწარკვეთილმა ამოვიოხრე და გონება დავძაბე რომ როგორმე მივწვდომოდი როგორმე მეგრძნო, გონების ლაბირინთებში დავუწყე ძებნა სინათლის სხივს რომელიც მისკენ მიმავალ გზას მაჩვენებდა, ჩამქრალს და მინავლებულს მთელი ძალით ჩავეჭიდე და ვაიძულე ანთებულიყო, მთელი ძალით მოვქაჩე ჩემსკენ, ვიგრძენი როგორ შეიცვალა რაღაც, სხეულში სითბო და სიმშვიდე ჩამეღვარა და ისე მკაფიოდ მომესმა მისი ხმა თითქოს აქვე ჩემს გვერდით ყოფილიყოს.
- მე კარგად ვარ ანა, ვგრძნობ რომ შენს კარგად ხარ, ყველაფერი კარგად იქნება, სულ ცოტაც მოითმინე, მალე შევხვდებით.
დაფეთებულმა დავაჭყიტე თვალები, აზადს ასე რომ დავენახე მაშინვე მიხვდებოდა ყველაფერს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიმხვდარიყო რომ დანიელთან კონტაქტი დავამყარე, რაც მთავარია ახლა ვიცი რომ კარგად არის, შვებით ამოვისუნთქე და უკვე დამშვიდებულმა შევავლე თვალები ოთახში შემოსულ აზადს, თითები შეხვეული არ ჰქონდა და ოდნავღა ეტყობოდა კვალი წითლად, ალბათ სწრაფი რეგენერაცია მისი უნარია, მხრები ავიჩეჩე და ვცადე რომ გამეღიმა.
- კარგად ხარ? -ვკითხე და რატომღაც გული დამწყდა როცა ისე შემომხედა თითქოს მეუბნებოდა, ტყუილად ნუ ირჯები, ვიცი რომ ფეხებზე გკიდია როგორ ვიქნებიო.
- ეს ჩაიცვი ვხვდები რომ მაგ კაბაში თავს მაინცდამაინც კარგად ვერ გრძნობ, -მაისური მესროლა რომელიც აქამდე ხელში ეჭირა და თვითონ შებრუნდა რომ ჩემთვის საშუალება მოეცა თავისუფლად გამეხადა, არც კი დავფიქრებულვარ ისე გავიძრე კაბა და მაისური გადავიცვი რომელიც თითქმის მუხლამდე მწვდებოდა, ფეხები სავარძელში ავიკეცე, აზადი ჩემს წინ დაჯდა და ღიმილით შემომხედა.
- უნდა ვაღიარო რომ ისეთი კაბები შენი სტილი არ არის, ეს მაისური უფრო გიხდება.
- მადლობა, -მორცხვად შევღიმე, სახეზე ჩამოყრილი თმები ნელი მოძრაობით გადავიყარე მხრებზე და არ გამომპარვია როგორ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.
- მადლობა საჭირო არ არის, წეღანდელისთვის ბოდიში უნდა მოგიხადო, ზედმეტად გავცხარდი, კაილი ჩემი ყველაზე მტკივნეული წერტილია, მასთან არასდროს მქონია ნორმალური ურთიერთობა, საერთოდ არ მგავს, ყოველთვის ჩემს წინააღმდეგ იყო, ჩემს აზრებს არასოდეს იზიარებდა მერე კი გამოჩნდა ის მოღალატე მეამბოხეთა ლიდერი თავის ბანდასთან ერთად და კაილიც გადაიბირა, თავის შავბნელ საქმეებში გახვია და საბოლოოდ ჩამომაშორა, საბოლოოდ გადაგვკიდა ერთმანეთს...
- მეამბოხეთა ლიდერში ვის გულისხმობ? ნუთუ...
- ჰო ასეა დანიელს ვგულისხმობ, ვიცი რომ ამ ყველაფრის მოსმენა შენთვის ძალიან ძნელია მაგრამ არ შემაწყვეტინო და ბოლომდე მომისმინე, დანიელი დაბალი ფენის წარმომადგენელია, ერთ არაფრით გამორჩეულ ოჯახში დაიბადა და ყველაფერს რაც დღეს გააჩნია მე უნდა მიმადლოდეს, თავის დროზე მე რომ არ აღმომეჩინა და იმ სანაგვიდან რომ არ წამომეყვანა ახლა შეიძლება ცოცხალიც კი აღარ ყოფილიყო, მე მას ახალი ცხოვრება მივეცი, სახლი, სამსახური, ძალაუფლება, თუმცა უფრო და უფრო მეტი მოინდომა, მან იმ ქალს დაადგა თვალი რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა, ჰო შენ გგულისხმობ ანა, -დაიღრინა და სავარძლის სახელურს გამეტებით დასცხო ხელი, ერთხანს თავჩახრილი იჯდა და ბოლოს ისევ განაგრძო...
- თავგზა აგირია, ვცოფდებოდი როცა ვხედავდი როგორი სახით უყურებდი მას გეგონა რომ გიყვარდა მაგრამ ვიცი უბრალოდ გონება გქონდა არეული, მერე კაილი და ჩემი საუკეთესო მებრძოლები ამიმხედრა, საბოლოოდ კი გადაწყვიტა მმართველობა ჩაეგდო ხელში, გადატრიალებას გეგმავდა, ვაპირებდი დამესაჯა მაგრამ ყველაფერი ისე არ წავიდა როგორც იყო დაგეგმილი შენ არაფერი უნდა დაგშავებოდა, მხოლოდ შენ არა...
- მაგრამ მაინც დამიშავდა, თუმცა ახლა ისევ აქ ვარ ასე რომ აზრი არ აქვს წარსულზე ლაპარაკს, ახლა ის მაინტერესებს თუკი დანიელი ამ ყველაფერში იყო გარეული ამდენხანს ისევ გვერდით რატომ გყავდა?
- შენ დაიღუპე, მამაშენიც, ყველაფერი მე დამაწვა მხრებზე, ეს არეულობა, ცალკე დემონებთან და ცალკე ამბოხებულებთან ომები ძალიან მღლიდა, რაც არ უნდა იყოს უნდა ვაღიარო რომ დანიელი ძალიან ძლიერია, უამრავი ჩემთვის საჭირო უნარით არის დაჯილდოვებული და საუკეთესო მთავარსადრდალია, მას მე ვჭირდებოდი, მე კი ის, ეს არის და ეს.
- მგონი კიდევ რაღაც გაქვს სათქმელი არ დაამთავრებ? -ირონიულად გავიღიმე და თვალი გავუსწორე.
- არ გეყო? მაინცდამაინც ის უნდა გითხრა რომ უბრალოდ გიყენებდა, გიყენებდა რათა შენი წყალობთ იმპერიის სადავეები ჩაეგდო ხელში, მას არასდროს ყვარებიხარ, მე ერთადერთი ვარ ვის გრძნობებშიც ეჭვი არასოდეს უნდა შეგეპაროს, უნდა დამიჯერო რაც არ უნდა მოხდეს ჩვენი ბოლო მაინც ერთად ყოფნაა, ცოლად უნდა გამომყვე ანა...
სუნთქვაშეკრული ვუსმენდი და ყველაზე თავზარდამცემი ის იყო რომ ვხვდებოდი არ მატყუებდა, არცერთ სიტყვას არ მატყუებდა, ყველაფერი სჯეროდა რასაც მეუბნებოდა, დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში და მისთვის რამის ახსნას და მტკიცებას არანაირი აზრი არ ჰქონდა, მიყურებდა ერთმანეთზე გადაჭდობილ თითებზე ნიკაპდაყრდნობილი, მიღიმოდა და ცდილობდა ჩემთვის თავი სისულელეებით გამოეტენა.
- კარგი, ვთქვათ დაგიჯერე, წარმოვიდგინოთ რომ ყველაფერი დავიჯერე რასაც მეუბნები, შენი ცოლობა რატომ უნდა მინდოდეს? -მშვიდად, წყნარად ვლაპარაკობდი, სათითაოდ ვარჩევდი სიტყვებს და ვცდილობდი მოთმინება არ დამეკარგა.
- დრო გავქვს ანა, არ გეუბნები რომ დღესვე მიიღო გადაწყვეტილება, ყველაზე ცოტა ერთი თვე გაქვს გადაწყვეტილების მისაღებად, ეს ერთი თვე ერთად ვიცხოვრებთ, ასე ნუ მიყურებ, არ მიგულისხმია რომ ერთად დავიძინებთ, ხელს არ დაგაკარებ თუ ამის სურვილი არ გექნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ სულ რამდენიმე დღეში ისე შემეჩვევი და შეგიყვარდები რომ თვითონ შემეხვეწები გაკოცო და მოგეფერო.
- ოჰო ამბიციური განცხადებაა, თუმცა მართლა მაინტერესებს, შენთან ერთად ყოფნა რომც მომინდეს დაქორწინება რა საჭიროა, ვიფიქრებდი რომ შენც მმართველობის ხელში ჩაგდებას ცდილობ ჩემი მეშვეობით მაგრამ ისედაც მმართველი ხარ, ეს რაში გჭირდება? ნუთუ ფიქრობ რომ შეიძლება ეს ყველაფერი წაგართვა და ასე ცდილობ შენი პოზიციების გამყარებას.
- პატარა სულელი გოგო, -აზადმა გულიანად გადაიხარხარა, მერე ჩემსკენ გადმოიხარა და ლოყაზე ხელი მომითათუნა, -ნუთუ მართლა ფიქრობ რომ ჩემთვის რამის წართმევა შეგიძლია? უბრალოდ მინდა ჩემი იყო კანონიერად, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი თანაც მხოლოდ მაშინ შეგიძლია ერთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში დამეხმარო როცა უკვე ჩემი ცოლი იქნები, რადგან მხოლოდ შენ გაქვს სრული უფლება დედამიწაზე.
- ესე იგი მაინც გჭირდება ჩემი დახმარება და ეს ყველაფერი დედამიწასთან არის კავშირში.
- შემიძლია უშენოდაც მოვაგვარო მაგრამ ამ ეტაპზე ზედმეტი არეულობა და მსხვერპლი არ მაწყობს, ბოლო წლებში ისედაც ბევრი საუკეთესო ჯარისკაცი დავკარგე.
- მოდი პირდაპირ მითხარი რა გინდა აზად.
- კარგი ასე იყოს, -ფეხი ფეხზე გადაიდო და საზურგეს თავისუფლად მიეყრდნო, -რაკი მოკლედ და პირდაპირ გინდა ასე გეტყვი, მინდა დედამიწა გავანაგდურო და ამისთვის შენი ნებართვა მჭირდება რადგან მამაშენის ანდერძის თანახმად დედამიწა შენ გეკუთვნის, მე კი თუ ამ ყველაფერს ჩემს ნებაზე გავაკეთებ, უხუცესები საბოლოოდ ამიჯანყდებიან და თუკი უხუცესების მხარდაჭერას დავკარგავ ეს ავტომატურად ნიშნავს ხალხის აჯანყებას, ასე რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო.
- ოჰო, ხუმრობ არა? ჯანდაბა, მაპატიე ასეთი რეაქცია, ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ახერხებთ ჩემს გაოცებას, ჯერ კიდევ სულ რაღაც ორიოდე წლის წინ უკვე იმაზე ვფიქრობდი რომ სახლი აღარ მქონდა და ოჯახი აღარ მყავდა, ის კი არადა მეგონა იმ წყეულ მონასტერში ამომხდებოდა სული, მერე კი ერთბაშად ვიგებ რომ ადამიანი არ ვარ და მთელი პლანეტა მე მეკუთვნის, ახლა კი მეუბნები რომ ამ პლანეტის განადგურება გინდა, პლანეტის სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც...
- სადაც რა? მიდი გააგრძელე, -ჩაისისინა და საზარლად, გვერდულად გამიღიმა, -მიდი გისმენ, გინდოდა გეთქვა რომ სადაც ოჯახი გყავს და მეგობრები, სადაც საყვარელი ადგილები გაქვს, საყვარელი კერძები? თუ ცხოველები? გისმენ...
- რისი თქმა გინდა? -უკვე მივხვდი საითაც მიყავდა საუბარი და იმის გააზრებამ რომ შესაძლოა პასუხი არ მქონოდა საშინლად მატკინა გული.
- ყოველთვის თვალს გადევნებდი ანა, შეიძლება იმ სულელ ტყუპებს ეგონათ რომ არაფერი ვიცოდი შენი დაბადების შესახებ მაგრამ ცდებოდნენ, ვაღიარებ ძალიან დიდხანს შეძლეს შენი დამალვა მაგრამ დაბადების დღიდანვე გავიგე შენს არსებობაზე და ყოველთვის თვალს გადევნებდი, შენი ყოველი ნაბიჯი ვიცოდი იქამდე სანამ იმ უტვინოებმა მონასტრიდან არ გაგაპარეს და ნიუ იორკში არ გადაგმალეს.
- ანუ ეს შენ იყავი, შენ იყავი ის ვისთანაც წინამძღვარს კონტაქტი ჰქონდა, შენ იკვლევდი იმას სინამდვილეში ვინ ვიყავი და მართლა ვიყავი თუ არა ანა...
- მე ვიყავი, მინდოდა ყველაფერში დარწმუნებული ვყოფილიყავი, მერე კი როცა შენი წაყვანის დრო დადგა აღმოჩნდა რომ იმ იდიოტი წინამძრვრის თვალწინ ისე აორთქლდი ვითო აქაც არაფერი, საშინლად გავბრაზდი მთელი მონასტერი მიწასთან ისე გავასწორე თვალიც არ დამიხამხამებია...
- როგორ თუ მონასტერი მიწასთან გაასწორე? შენ რა... შენ... ჯანდაბა აზად ეს როგორ გააკეთე?
-ძლივსგასაგონად ვლუღლუღებდი და უმეტყველო სახეში შევცქეროდი, მართალია იქაურობას ვერ ვიტანდი მაგრამ მონასტერი ხალხით და ბავშვებით იყო სავსე, პატარა უდანაშაულო ბავშვებით რომლებსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ აზადის სასტიკ თამაშებზე.
- როგორ გავაკეთე? მართლა გაინტერესებს? -ცინიკური, დამცინავი ხმა ჰქონდა, -ახლა მონასტრის ადგილზე უბრალოდ აღარაფერია, არ მითხრა რომ იმ უმნიშვნელო არსებების ბედი გაღელვებს, ხომ გითხარი დაბადებიდან გიცნობ და ვიცი როგორც ცხოვრობდი დედამიწაზე, იქ ყოველთვის არასასურველი იყავი, მშობლებს არ უნდოდი, მათ არასდროს ყვარებიხარ, მეგობრები არ გყოლია, ნუთუ დაგავიწყდა როგორ გექცეოდა ის ხალხი ვის თვალწინაც გაიზარდე, ან მონასტერში ცხოვრება გაიხსენე, ადამიანადაც კი არ გთვლიდნენ, გალიაში გამოკეტილი ცხოველივით ატარებდი დღეებს და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა გენატრებოდა, ან ახლა... ახლა რა დაგრჩენია დედამიწაზე, იქ ხომ არაფერია ღირებული, უსარგებლო არსებები თავიანთი უსარგებლო და არაფრისმომცემი ოცნებებით, აზრებით და საქციელით, იქაურობა ჩვენს სამყაროს ასუსტებს ანა, მამაშენი ზედმეტად სენტიმენტალური იყო და თავისზე მეტად სენტიმენტალური და მგრძნობიარე არსებები შექმნა, რომლებიც დედამიწის პოტენციალის ნახევარზე მეტს ვერ იყენებენ და მთელ სამყაროს სისუსტის მაგალითს აძლევენ, ამ პლანეტასთან დაკავშირებით ბევრად შორსმიმავალი გეგმები მაქვს, ოღონდ ამ გეგმებში ადამიანები არ ფიგურირებენ, კარგად დაფიქრდი, წესით მათი ბედი არ უნდა გაღელვებდეს, არც შენ და არც დანარჩენებს, კაილი, საკუთარი შვილიც კი ამ დაწყევლილი ადგილის გამო ამიმხედრდა, უბრალოდ ვერ გამიგია რატომ შეიძლება მოსწონდეს იქ ცხოვრება...
ვუსმენდი და ვაანალიზებდი რასაც მეუბნებოდა, მართლაც რა დამრჩენოდა დედამიწაზე, რას ვებღაუჭებოდი, რატომ იყო მნიშვნელოვანი ჩემთვის, აქაც მშვენივრად ვგრძნობდი თავს, არც აზადი ჩანდა ისეთი ცუდი როგორც დანიელი აღმიწერდა... დანიელი, დანიელი, დანიელი... თვალები დავხუჭე და შუბლზე თითები შემოვიჭდე, რა ჯანდაბას ვაკეთებ? ხომ გამაფრთხილეს რომ აზადს ჩემს ცნობიერებაზე შეეძლო გავლენის მოხდენა, რატომ ვაძლევ ამის უფლებას?
- გაიხსენე ანა, გაიხსენე, -ჩავიჩურჩულე და თავს ძალა დავატანე რომ დედამიწაზე გატარებული ბოლო რამდენიმე კვირა დეტალურად გამეხსენებინა, თვალწინ კადრებად გამიელვა ჩვენმა ღამეულმა გასეირნებამ, ადამიანები თავიანთი ვნებებით, შეცდომებით, სიყვარულით, სიძულვილით და აუხდენელი ოცნებებით სავსე გულებით, ბარის წინ მდგარი პატარა მიამიტი გოგონა დიდი მომავლით, ცხოველთა საკვებისთვის მოწყალების შემგროვებელი კაცი კეთილი თვალებით, ლოთი და მოთამაშე ახალგაზრდა კაცი და მისი ცოლი გრძნობებისგან დაცლილი და სასოწარკვეთილი, მეძავი მხოლოდ საკუთარ ვნებებს და სურვილებს აყოლილი...
პატარა წითელლოყება, ტკბილსურნელიანი საოცრება, რომელსაც ვუყვარვარ და ვჭირდები, რომელიც ალბათ ახლაც მელოდება, მშობლები რომელთაც ალბათ ვაპატიებ...
- არ მისმენ? -აზადის ხმამ გამომარკვია, ღიმილით შევხედე და არ გამკვირვებია როცა მის თვალებში ბრაზსს შერეული გაოცება დავინახე.
- სულ რაღაც ერთი კვირის წინ მე და დანიელი ერთ ძალიან ლამაზ სოფელს ვესტუმრეთ.
- მერე? -მის ხმაში აშკარა მოუთმენლობა გამოსჭვიოდა.
- სრულიად უცნობმა ადამიანებმა ძალიან თბილად მიგვიღეს, მთელი დღე ვეხმარებოდით ბაღებში და ყანებში, საღამოს უკვე ქანცგაწყვეტილები ვიყავით, საჭმელი და ღამის გასათევი შემოგვთავაზეს ცეცხლის პირას შემომსხდრებმა ვჭამეთ ახალი გამომცხვარი პური ყველი და შემწვარი კარტოფილი, ვჭამდით და თან ძველისძველ ისტორიებს ვისმენდით, ისეთი ბედნიერები და კმაყოფილები იყვნენ იმ მცირედით რაც გააჩნდათ, მთელი ღამე ვიწრო ხმელ საწოლზე გვეძინა მაგრამ დილით საოცრად დასვენებულებმა გავიღვიძეთ, იმ კვირაში კიდევ რამდენიმე ადგილის მონახულება მოვასწარით, ცხოველთა თავშესაფარი მოვინახულეთ და ბავშვთა სახლი, იცი როგორ გვანან ლეკვები და ბავშვები ერთმანეთს? ზუსტად ერთნაირი თვალები აქვთ, სიყვარულით ნდობით და იმედით სავსე მზერით გიყურებენ ოღონდ ერთი განსხვავებით, ბავშვთა მზერა დროთა განმავლობაში იცვლება, ხშირ შემთხვევაში ნდობას და სიყვარულს ეჭვი, ტკივილი და იმედგაცრუება ანაცვლებს, ძაღლის მზერა კი სიცოცხლის ბოლომდე ისეთივე რჩება როგორიც ლეკვობისას ჰქონდა...
- რას ბოდავ, რა სისულელეა, დანიელის ბრალია, მან გამოგიტენა ტვინი?
- იცი აზად დედამიწა ცოდვებთან და ტკივილთან ერთად რამდენ სიყვარულს სინაზეს და გამოუთქმელ გრძნობას ინახავს? -მის მოღუშულ სახეს ყურადღება არ მივაქციე და განვაგრძე, -ნახატები, ქანდაკებები, შენობები, მუსიკა და ცეკვა თავდავიწყებით, მთელი ღამე ერთმანეთზე აკრული ნაზად მოძრავი სხეულები,
-თვალები დავხუჭე და ამოვიოხრე როცა გამახსენდა სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ ხალხით სავსე მოედანზე წვიმაში როგორ ვეკვროდით ერთმანეთს ფეხშიშვლები, სრულიად სველები და როგორ თავდავიწყებამდე მისული მივყვებოდით ღვთიური მუსიკის ჰანგებს.
- იცი რა არის ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც კაილს დედამიწაზე ცხოვრება მოსწონს? -თვალი გავახილე და აზადს ღიმილით შევხედე, ისეთი სახე მიიღო ალბათ ეგონა რომ სერიოზულ სახელმწიფო საიდუმლოს გამხელას ვაპირებდი მისთვის.
- დარიჩინიანი ფუნთუშები, -მოკლედ მოვჭერი და ღრმად ამოვისუნთქე, უკვე მთლიანად თავისუფლად ვგრძნობდი თავს, ახლაღა გავაანალიზე ბოლომდე რის გაკეთებას ცდილობდა დანიელი, აზადის საპირისპიროდ ის ცდილობდა ჩემთვის დაენახვებინა რომ დედამიწაზე ღირს ცხოვრება, რომ ადამიანები მიუხედავად ყველაფრისა შანსს იმსახურებენ, რომ ხდება ცუდი მაგრამ უფრო მეტი კარგი, რომ დედამიწაზე ბევრი რამ არის უმნიშვნელო მაგრამ უფრო მეტია მნიშვნელოვანი, რომ დედამიწაზე მეც მელოდება ვიღაც ვისაც ნამდვილად და გულწრფელად ვუყვარვარ...
- ჰმ, დარიჩინიანი ფუნთუშები არა? -გამწარებულმა დაიღმუვლა და ფეხზე წამოხტა, შეშინებული ავეკარი სავარძლის საზურგეს თუმცა ამჯერადაც გამიმართლა, ოთახში დაუკაკუნებლად შემოვიდა სამხედრო ფორმაში ჩაცმული მაღალი ბრგე მამაკაცი.
- სასწრაფო საქმეა ტყვეები გაიქცნენ და მათი კვალი დავკარგეთ, -მოახსენა და მერეღა შეამჩნია რომ იქ ვიყავი, უკან დაიხია და თავი დახარა.
აზადი სიბრაზისგან გაწითლდა, მერე გაფითრდა და მერე ისე იღრიალა რომ დავიფიცებ, ვიგრძენი როგორ შეზანზარდა სახლის კედლები,
- ახლავე ადი საძინებელში და იქ დამელოდე, -ჩემთვის არც კი შემოუხედავს ისე მიბრძანა, ბრაზიანი და ჩახლეჩილი ხმით, მაშინვე ფეხზე წამოვხტი ოთახიდან გავვარდი და სირბილით წავედი კიბისკენ, საძინებლის კარი ზურგს უკან მივიხურე თუ არა შვებით ამოვისუნთქე, ტყვეებში დანიელი და დანარჩენები იგულისხმა დარწმუნებული ვარ, ალბათ დღეს დილით გაიქცნენ, ამიტომაც მოვახერხე მასთან დაკავშირება შეიძლება საპყრობილეში რაღაც ზღუდავდა კავშირის შესაძლებლობას, კარგია რომ კარგად არის...
- ვიმედოვნებ ახალი ამბავი არ გაგხარებია, -ყურთან მომესმა აზადის ხმა და მოულოდნელობისგან ერთ ადგილზე შევხტი.
- ასე ჩუმად როგორ შემოხვედი ვერ შეგამჩნიე, -ჩავილაპარაკე და ვცადე მისკენ შევბრუნებულიყავი მაგრამ არ დამანება, წელზე მომხვია ხელი, თმა გვერდზე გადამიწია და ყელში მომაკრო მხურვალე ტუჩები, უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა, მთელი ძალით მიკრავდა სხეულზე კოცნას არ წყვეტდა, მის ერექციას ვგრძნობდი და მეგონა რომ გულისრევას ვერ შევიკავებდი.
- აზად გთხოვ არ გინდა, -ძლივს ამოვილუღლუღე მაგრამ მივხვდი რომ ჩემი არ ესმოდა, უხეშად შემომატრიალა და ახლა ტუჩებზე დამაცხრა, პირის გაღება მაიძულა და ენა შემომიცურა, ცალი ხელით მაისური ამიწია და ჩემს მკერდს წაეტანა ცალი კი საჯდომზე ისე მტკივნეულად მომიჭირა რომ კვნესა აღმომხდა რომელიც მაშინვე ჩაახშო მისმა ტუჩებმა, უხეშად და მტკივნეულად მკოცნიდა და მეფერებოდა, საწოლთან მიმიყვანა ხელი მკრა, გულაღმა დამაგდო და ზემოდან მომექცა, მზერადაბინდული დამყურებდა და ვხვდებოდი საერთოდ ვერ აზროვნებდა, ახლა მხოლოდ ჩემი დაუფლების ცხოველური ინსტიქტი ამოძრავებდა, ორივე ხელი თავს ზემოთ გამიკავა მაისური ამიწია, მკერდი ხელით მომისრისა და კერტი კბილებსშორის მოიქცია, ზიზღის და სიბრაზის მეტს ვერაფერს ვგრძნობდი, მუხლით ფეხები გამაშლევინა და ჩემს ფეხებსშორის მოექცა, ლოყებზე თავისთავად ჩამოიღვარნენ ცრემლები ახლა უკვე საკუთარი უმწეობის და უსუსურობის შეგრძნება მირევდა გულს, მე ეს არ ვიყავი, მე არ ვიყავი ასეთი სუსტი და უმწეო, შემეძლო თავის დაცვა, ახლა თითქოს ზემოდან დავყურებდი საწოლზე აზადის უზარმაზარი სხეულის ქვეშ უმოძრაოდ მწოლ თვალცრემლიან გოგონას და ვგრძნობდი როგორ მიპყრობდა ყველაფრის გადაბუგვის და მიწასთან გასწორების სურვილი...
- რას აკეთებ? -აზადმა გამწარებულმა დაიღრიალა, ხელი გამიშვა წამოხტა და განცვიფრებული დამაჩერდა, თან გაწითლებულ, დამწვარ ხელებს ისრესდა, აღარაფერი მესმოდა, ჩემს ირგვლივ ყველაფერი ელავდა და კაშკაშებდა, გარს ცეცხლის ენები მეხვია თუმცა არ მწვავდა თუმცა ჩემს ირგვლივ ყველაფერს ანადგურებდა, რამდენიმე წამში იქცა საწოლი ფერფლად და იატაკზე დავენარცხე თუ არა მაშინვე გამოვფხიზლდი, სრულიად შიშველ სხეულზე ხელები ავიფარე და ჩაწითლებული ჯერ კიდევ ცრემლიანი თვალებით მივაჩერდი აზადს.
- აღარ გაბედო და არ შემეხო, აღარასოდეს გაბედო ჩემთან მოახლოება, შეშლილი ხარ, არანორმალური, ავადმყოფი, -ჩახლეჩილი ხმით ვჩურჩულებდი და ვცდილობდი შიშველი მკერდი ხელებით დამეფარა, ერთხანს დაჟინებით მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა მერე შებრუნდა, იქვე სავარძელზე მიგდებული პლედი აიღო, მომაფარა და გასასვლელისკენ წავიდა, სანამ გავიდოდა კიდევ ერთხელ შემოტრიალდა ჩემსკენ,
- მინდოდა შენთვის ცოტა დრო მომეცა მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა რომ შენთან ლოლიავის თავი აღარ მაქვს, ამაღამ კარგად გამოიძინე, ხვალ დილით საქორწინო ცერემონია გვექნება, ცოლად მომყვები,
-სრულიად მშვიდად და თბილადაც კი მითხრა და კარი გაიხურა.
- - - - - - - - - -
დილით მოახლემ სად თეთრი კაბა შემომიტანა, თმის დავარცხნაში მაკიაჟის გაკეთებაში და ჩაცმაში დამეხმარა, ახლა კი ვიჯექი აივანზე და მოყვარული საცოლესავით ველოდი საქმროს.
- დროა, უნდა წავიდეთ, -აზადის ხმის გაგონებისას წამოვდექი და მისკენ შევბრუნდი, ჩემს დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა და ისეთი სიხარული და აღფრთოვანება გამოესახა სახეზე თითქოს ის მხეცი წუხელ რომ გაუპატიურებას მიპირებდა თვითონ არ ყოფილიყოს, სრულიად არაადეკვატურად იქცეოდა, ავადმყოფურად ვყავდი აკვიატებული და მგონი დედამიწის განადგურებაში დახმარება ეს მხოლოდ ამ ქორწინების გვერდითი მოვლენა იყო სხვა არაფერი, მიყურებდა და აშკარა იყო რომ ჩემს გარდა ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა, ხელი გამომიწოდა, თეატრალურად ავატრიალე თვალები გვერდი ავუქციე და გასასვლელისკენ წავედი, მომესმა როგორ ამოიოხრა და მძიმე ნაბიჯებით მომყვა უკან.
როგორც ჩანდა ცერემონია ქალაქში გაიმართებოდა, ქალაქის ცენტრამდე სახმელეთო ტრანსპორტით მივედით დაცვით და ჯარისკაცებით გარშემორტყმული, თეთრ პერანგში და შავ კლასიკურ შარვალში გამოწყობილი აზადი ჩემს გვერდით იჯდა და წარბშეკრული, ყბებდაჭიმული გაჰყურებდა გზას, უცნაური შეგრძნება მქონდა, რაც უფრო ვუახლოვდებოდით ქალაქს მით მეტად ვმშვიდდებოდი და უცნაური სილაღის და ბედნიერების შეგრძნება მიპყრობდა, დარწმუნებული ვიყავი რომ დანიელი ქალაქში იყო და მელოდა, სავარძელს მივეყრდენი, მოვდუნდი თავი უკან გადავაგდე და უნებურად გამეღიმა, ერთი წამითაც კი არ მინანია რომ ვენდე და ვატიკანში წავყევი, დარწმუნებული ვიყავი რომ მასთან დაკავშირებულ არცერთ წამს არ ვინანებდი, არასდროს, არასდროს...
- როგორც ვხედავ თავს კარგად გრძნობ, -აზადმა ხელზე მტკივნეულად მომიჭირა თითები და მაიძულა რომ მისთვის შემეხედა, -კარგად მომისმინე ანა, მშვენივრად იცი რომ შენზე ვგიჟდები და ჩემი ერთადერთი სისუსტე ხარ მაგრამ თუკი რამე სისულელეს ჩაიდენ, თუკი დააპირებ რომ ცერემონია ჩაშალო თუკი ჩემს მმართველობას რაიმე სახით საფრთხეს შეუქმნი თვალსაც არ დავახამხამებ ისე გაგანადგურებ, გესმის რას გეუბნები? ენა გადაყლაპე თუ რა ხდება? -ნიკაპზე ხელი ჩამავლო და თვალი თვალში გამიყარა.
- მესმის აზად ყველაფერი მესმის და როგორც ხედავ ახლა შენს გვერდით ვზივარ საქორწილოდ გამოწყობილი, მგონი ეს ყველაფერზე მეტყველებს, -კბილებში გამოვცერი და ხელი გამოვგლიჯე.
- შენთვისვე აჯობებს რომ ასე იყოს, -ჩაიბურტყუნა და კარი გააღო, არც კი შემიმჩნევია რომ უკვე დანიშნულების ადგილზე ვიყავით, ჩვენს წინ მაღალი თეთრი ოქროსფრად მოელვარე ჩუქურთმებით გაფორმებული შენობა იდგა, მძღოლმა კარი გამიღო რომ გადმოვსულიყავი, წარბაწეულმა მოვათვალიერე ჯარისკაცებით სავსე გარემო.
- ქორწილს არავინ ესწრება? -გაკვირვებულმა გადავხედე აზადს.
- უხუცესები გველიან რომ ჩვენი ურთიერთობა დააკანონონ, მთავრობის წევრები და უახლოესი ადამიანები უკვე შენობაში არიან, უბრალო ხალხისთვის კი ეს ცერემონია დახურულია, ახლა კი გაიღიმე და წავიდეთ, ხელი ჩამკიდა და ფაქტიურად ძალით წამათრია შესასვლელისკენ.
ჩვენს წინ კარი გაიღო და უზარმაზარ თეთრად გაბრდღვიალებულ დარბაზში შევაბიჯეთ, ოცდაათიოდე სტუმარი თუ დავთვალე რომლებიც გაფართოებულ, ცნობისმოყვარეობით სავსე თვალებს არ მაშორებდნენ და სულაც არ ეტყობოდათ რომ ეს ყველაფერი ახარებდათ, დარბაზის თავში მოთავსებულ გრძელ, თეთრ სუფრა გადაფარებულ მაგიდასთან უხუცესები ისხდნენ, თერთმეტი გაურკვეველი ასაკის მამაკაცი გრძელი თეთრი თმითა და წვერით, ერთმანეთზე გადაჭდობილ თითებზე ნიკაპდაყრდნობილები გვიმზერდნენ და ელოდნენ როდის მივუახლოვდებოდით, რაც უფრო მეტად ვუახლოვდებოდით მით უფრო მეტად ვგრძნობდი ძალას რომელსაც ისინი ასხხივებდნენ, ეს ძალა მაიძულებდა მხრებში მოვხრილიყავი და მათ წინაშე თავი დამეხარა, აზადს გადავხედე აშკარად ისიც იგივეს გრძნობდა და ეს ნამდვილად არ მოსწონდა თუმცა ძალას წინააღმდეგობას ვერ უწევდა, მაგიდას მივუახლოვდით და მათ წინაშე მუხლი მოვიყარეთ, მისალმების შემდეგ აზადი წამოდგა და უხუცესებს ჩემი თავი წარუდგინა, ერთხანს დაკვირვებით მიყურებდნენ მერე ისევ აზადზე გადაიტანეს ყურადღება,
- ჩვენგან რას მოითხოვ მმართველო? -იდუმალი ხმით ჰკითხა ერთ-ერთმა.
- გთხოვთ ჩვენი ქორწინება დააკანონოთ და ძველი მმართველის ქალიშვილი ანა ჩემს კანონიერ ცოლად გამოაცხადოთ.
- მისი თანხმობა თუ გაქვს?
- აზადმა წარბაწევით გადმომხედა, ნაძალადევად გავიღიმე და თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი.
- მთავარ უხუცესს ველოდებით როგორც კი მოვა ცერემონიას დავიწყებთ, ახლა კი... -სიტყვა ვეღარ დაამთავრა, დარბაზის კარი ხმაურით გაიღო და მთავარ უხუცესთან ერთად დარბაზში დანიელი შემოვიდა, სტუმრებს გაოცების ტალღამ გადაუარა, აზადმა გაცოფებულმა მიმოიხედა ირგვლივ, ჯარისკაცები თავდახრილები იდგნენ და ხელის განძრევას არ აპირებდნენ, ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა მაგრამ რაღაც მყარს შეასკდა სახით და ამოიგმინა, ფრთხილად მოვსინჯე ჰაერი ხელით, ჩვენს შორის უხილავი ბარიერი იყო აღმართული, დანიელს შევხედე რომელიც ჩემგან ათიოდე ნაბიჯის დაშორებით იდგა და თბილად მიღიმოდა, მივხვდი რომ ეს ბარიერი მისი გაკეთებული იყო, ხელი ჩემსკენ გამოიწოდა, უსიტყვოდ ვიგრძენი რომ დახმარებას მთხოვდა ჩემი ენერგია სჭირდებოდა, მივუახლოვდი და ხელი ჩავკიდე, ჩვენი ერთმანეთზე გადაჭდობილი თითებიდან დამაბრმავებლად კაშკაშა სინათლე გამოიჭრა და მთელი დარბაზი მოიცვა.
- - - - - - - - - - -
- ნამდვილად კარგი გეგმა იყო, როცა აზადმა ანა წაიყვანა იმდენად გადაიტანა ყურადღება უმარტივესად მოვახერხეთ გაქცევა, ქალაქში შეღწევა და მთავარ უხუცესთან დაკავშირება, იქამდეც უკვე რამდენიმე თვეა დანიელი მისი მცველების და ჯარისკაცების გადაბირებას ცდილობდა, კიდევ კარგი რომ გამოუვიდა, არადა ძალით რომ გვეცადა ამ ყველაფრის გაკეთება აუცილებლად მსხვერპლი მოყვებოდა და შეიძლებოდა არ გამოგვსვლოდა, ყველა უხუცესის ერთად შეკრება ხუმრობა არ არის აზადმა კი საქმე გაგვიადვილა, -სანიმ იქვე მდგარი კალათიდან ვშლი ამოიღო, სონიას გადაუუგდო და ერთი ცალი თვითონაც ჩაკბიჩა და ბალახზე გაიშხლართა.
- მის სახეს ვერ ვივიწყებ, უნდა გენახათ როცა უხუცესებმა დამნაშავედ გამოაცხადეს და სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს როგორი გაცოფებული იყო, -კრისმა გულიანად გადაიხარხარა, ჩაძინებულ ლევინს გადააბიჯა, იქვე ბალახზე ჩამოჯდა და მის გვერდით წამოწოლილ ტყუპებს გადახედა, -თქვენ სად იყავით? დარბაზში არ ყოფილხართ.
- დაგავიწყდა რომ ჩვენ გარეთ გვქონდა საქმე? დანიელის გეგმას მივყვებოდით, იმ დაცვისთვის უნდა მიგვეხედა რომლებიც აზადს უჭერდნენ მხარს, არა კაილ? -სონიამ კაილს მიმართა მაგრამ მას არაფერი გაუგია, პლედზე წამოწოლილი სოფის მუცელზე ედო ლოყა, დროდადრო წამოიწეოდა აკოცებდა და ისევ ზედ ეკვროდა, მე და დანიელი მათგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით ვიყავით წამოწოლილები ბალახზე, მე მის მკლავზე მედო თავი და მოკრიალებულ ზეცას შევყურებდი.
უკვე ერთი თვე გავიდა რაც რომში ჩვენს სახლში დავბრუნდით, უხუცესებმა კაილს თხოვნა შეუსრულეს, აქამდე ჯერ არნახული და არგაგონილი რაღაც შეძლეს და ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანის სიცოცხლე აჩუქეს, სოფი ორი კვირის ორსული იყო და ალბათ ვერასოდეს დავივიწყებ კაილის სახეს როცა სოფიმ ორსულობის დამადასტურებელი ტესტი აჩვენა, მეგონა სიხარულისგან გული გაუსკდებოდა და მოკვდებოდა თუმცა გმირულად გადაიტანა და ახლა საყვარელ მეუღლეს თავს ევლებოდა, ყველამ ძნელად გავითავისეთ ის რომ ცოტა ხანში კაილი ჩვენთან ერთად აღარ იქნებოდა, არა გატყუებთ, არ გაგვითავისებია, უბრალოდ ერთმანეთს თავს ვაჩვენებთ რომ ყველაფერი კარგადაა და არ ვდარდობთ, თუმცა როცა ვხედავ როგორი მშვიდი კმაყოფილი და ბედნიერია ჩემს თავს ვარწმუნებ რომ შეცდომა არ დაუშვია და არასოდეს ინანებს იმას რაც გააკეთა, სამყაროს მართვაზე უარი განვაცხადე და უხუცესებმა იქამდე სანამ ჩემი მემკვიდრეობის ჩაბარებას არ ვისურვებ მმართველად საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირი დანიშნეს, იმ პირობით რომ დედამიწას არასდროს არავინ შეეხება, დედამიწა ჩემია მხოლოდ ჩემი...
- რაზე ფიქრობ? -დანიელი წამოიწია, იდაყვზე დაეყრდნო, აციმციმებული შავი თვალებით ჩამხედა თვალებში და მსუბუქად შემეხო ტუჩებზე.
- იმაზე რომ სამყარო უზარმაზარია მე კი ჯერ არაფერი მინახავს.
- მერე რას ველოდებით, ყველაფერი ჩვენს ხელშია, შენ ოღონდ ისურვე და შეგვიძლია დღესვე წავიდეთ.
- წავიდეთ? -წამოვჯექი და გაფართოებული თვალებით შევაჩერდი, -საით?
- თავგადასავლებისკენ, -ეშმაკურად გამიღიმა, თვალი ჩამიკრა, წამოდგა, თეატრალურად დამიკრა თავი და თლილი თითები გამომიწოდა.
-
დ ა ს ა ს რ უ ლ ი

-
-
-
- მადლობა რომ კითხულობდით, მალე ახალი ისტორიით დაგიბრუნდებით.



№1 სტუმარი One

Kargi dasasruli iyo, shen khar yvelaze ,yvelaze gogona❤️Male dagvibrundi lila❤️

 


№2 წევრი ლილა ნესი

One
Kargi dasasruli iyo, shen khar yvelaze ,yvelaze gogona❤️Male dagvibrundi lila❤️


ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

 


№3  offline წევრი Marikagogolqdze

ძალიან ვისიამოვნე. მოკლე და ლაკონური დასასრული ქონდა. ბედნიერი

 


დანიელის და ანას ამბავი გამიხარდა relaxed ანა დედამიწას ნამდვილად კარგად მიხედავს heart_eyes
მიხარია ანა აზადის გავლენის ქვეში რომ არ მოექცა, არადა კინაღამ გამოუვიდა smirk ეგ ავადმყოფი კაცი ეგა rage ვისურვებდი, უხუცესებს აზადი სამუდამოდ დედამიწაზე გადაესახლებინათ (მას ხომ ასე უყვარს დედამიწა grin ) თან უბრალოდ კი არ გადაესახლებინათ არამედ ძალების გარეშე გამოეშვათ grin მერე ნახავდა როგორია დედამიწასე ცხოვრება grin
ჩემთვის საბოლოოდ მაინც სოფის და კაილის წყვილი აღმოჩნდა ფავორიტი relaxed ვერაფრით ვეგუები კაილის გააადამიანებას, მაგრამ ღირდა იმ ბედნიერებად რაც აქვს და რომლისთვისაც საუკუნეებია იბრძვის relaxed ახლა შეუძლია დარიჩინიანი ფუნთუშები ყოველ დღე ჭამოს relaxed
დაველოდები ახალ ისტორიას kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent