შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოტაცებული (IV თავი)


21-05-2022, 00:05
ავტორი Dream Er
ნანახია 9 884

4
მომჯობინების მერე მალევე მივუბრუნდი ჩემს „საყვარელ“ საქმიანობას. დარბაზები შედარებით დიდი და უსასრულო ხალიჩებით მოფენილი მეჩვენა. გადავჩვეულვარ ან უბრალოდ ახლა უკეთესად დავაკვირდი. ვინატრე ჯადოსნური ჯოხი მქონოდა, დამექნია და უცებ დამელაგებინა ყველაფერი. ოჰ ეს ოცნებები! რაც აქ მომიყვანეს, მის მერე მეოცნებე გოგოდ ვიქეცი. ვოცნებობდი იმაზე, რაც მქონდა და რაც არ მქონდა. დღე, ღამე, გარეთ, შიგნით, სულ ოცნებებში დავფრინავდი და უცებ ფიქრი ილაისკენ გამექცა. ამდენი ხნის განმავლობაში სულ გადამავიწყდა მისი არსებობა. გაფიქრებისას გულში უცნაურმა გრძნობამ გამკრა. ვერ მივმხვდარიყავი მისდამი გაბრაზებული ვიყავი, მენატრებოდა თუ...? ან ახლა სად იყო, რას საქმიანობდა. ნეტავ მართლა მისი ხელი ერია ამ საქმეში? წამით ჩემი ფიქრებისვე შემრცხვა და სიწითლე შეპარული სახე ჩავქინდრე. ფიქრებში გართულს ვერც კი შევამჩნიე თავზე ისე წამომდგომოდნენ. მე მხოლოდ ფეხებს ვხედავდი და სპორტული ფეხსაცმლის დანახვაზე გავვოცდი. სასახლეში ყველა ფაჩუჩების მსგავსს ატარებდა.
–Merhaba _ თურქულად მომესალმა ვიღაც.
–Merhaba _ ვუპასუხე და შენელებული კადრივით დავიწყე თავის აწევა. ჩემ წინ სრულიად უცხო პიროვნება იდგა სპორტულებში ჩაცმული, მხარზე სპორტული ჩანთით.
–თქვენ ალბათ ახალი ხართ, აქამდე აქ არ მინახიხართ _ თურქულადვე განაგრძო
–უკაცრავად, ამდენი თურქული არ მესმის.
–უკაცრავად _ ბოდიში მოიხადა და უცებ შეცვალა ენა; ჰო მართლა, ჩემი სახელია მაჰირი და თქვენ რა გქვიათ?
–ლილია _ მორცხვად ვუპასუხე და საქმიანობა განვაგრძე.
–სასიამოვნოა, ლილია შენი გაცნობა _ გულწრფელი ღიმილით გამიღიმა და გამეცალა. ნეტავ ვინ იყო? რატომ არ გამოვიყენე შანსი და კარგად რატომ არ დავაკვირდი? ალბათ როგორი ლამაზი თვალები ექნებოდა. ადამიანებში ყოველთვის თვალებს ვაქცევდი ყურადღებას, სხვა დანარჩენს მნიშვნელობა ეკარგებოდა. ჩემს თავს შევპირდი, შემდეგი შეხვედრისთვის ვეცდებოდი თვალებში ჩამეხედა.
მთელი ღამე სპორტულფეხსაცმელიანზე ფიქრში გავატარე. ჩემს ფუმფულა საწოლში ვბორგავდი. სულთანმა ბრძანება გასცა ჩემთვის ის ოთახი დაეტოვებინათ, სადაც ჭრილობების მოსაშუშებლად ვიწექი. ღრმად, გულში მიხაროდა კიდეც ცივ იატაკზე რომ აღარ მომიწევდა ძილი, სადღაც იმასაც ვუშვებდი, ამით უნდოდა მოვეთაფლე და შემოთავაზებას დავთანხმებულიყავი.
გამთენიისას უძილოდ ვიყავი. ცნობისმოყვარეობა არ მასვენებდა. რა უცნაურია ადამიანი. იცის შეიძლება ყოველი ნაბიჯი მისთვის სავალალო აღმოჩნდეს, თუმცა სანამ ცნობისმოყვარეობას არ დაიკმაყოფილებს, მანამდე ვერ მოისვენებს. ფაქტობრივად რისკზე მივდიოდი და მაინც, ვიცოდი მინდოდა მასთან შეხვედრა. მთელ სასახლეში სიჩუმეს დაესადგურებინა, ბუმბულებიანი ჯოხი მოვიმარჯვე და კედლების ვითომ წმენდა დავიწყე. მესამე სართულზე, კიბიდან მარჯვნივ კარი შევნიშნე. ვინმეს რომ გამოვეჭირე, უარეს დღეში ჩამაგდებდნენ, ამიტომ ყოველ მოძრაობას სიფრთხილით ვსინჯავდი. უეცრად კარი გაიღო და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. შავ კოსტუმსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი ჩემკენ თავაწეული მოემართებოდა. მართალია გარეთ ოცდამეერთე საუკუნე იდგა, მაგრამ სასახლეში ყველას ძველებურად ეცვათ. ის კი ჩემდა გასაოცრად თანამედროვედ გამოიყურებოდა. „მგონი მოვკვდი და სამოთხეში მოვხვდი“ _ გონებას ჩემდაუნებურად ტუჩებიც ავაყოლე.
–რამის თქმას აპირებდით ჩემთვის? _ მისმა შეკითხვამ მიწაზე დამანარცხა.
–უ...კ...ა...ც...რ...ა...ვ...ა...დ _ ძლივს მოვიბრუნე სიტყვა და პირი რომ არ მომემუწა, დორბლი ჩამომივიდოდა. ცოტახანს დამაკვირდა და ულამაზეს ზურმუხტისფერ თვალებში ეშმაკუნები აუთამაშდნენ, მიცნო!
–ლილია, თქვენ ხართ? გუშინ თქვენი სახე არ დამინახავს და დღეს ასე პირისპირ შეხვედრისას ვიფიქრე ხომ არ მეშლება–თქო.
–თქვენი თვალები _ სიტყვა არ დაუმთავრებია, ისე ჩამაჩერდა მწვანე თვალებით. დავიმორცხვე...
–რამე მჭირს?
–არა, უბრალოდ უძილოდ გამოიყურებით _ რა დამატყვევებლად საუბრობდა.
–ეგ არაფერი...
–როგორ არაფერი! _ ხმა გაუმკაცრდა. მგონი იმაზე ღელავდა უძილოდ რომ მიწევდა მუშაობა.
-საღამოს მამაჩემს ამაზე აუცილებლად დაველაპარაკები, ყველას წესიერად მოეპყრას! სამწუხაროდ ახლა შეხვედრაზე მეჩქარება _ ისევ ის ღიმილი დამიტოვა. უზარმაზარი კარი გააღო და ეზოდან შემომავალი ძრავის ღმუილით მივხვდი, წავიდა.
„ალბათ ყველა მასზე იქნება შეყვარებული“ _ ბოლოჯერ გამკრა ფიქრმა და ისევ მივუბრუბდი ჩემს საქმიანობას.
მას შემდეგ ხშირად ვხედავდი მაჰირს, თუმცა სალაპარაკოდ არ ეცალა. მუდმივად ტელეფონზე საუბრობდა. ხან ინგლისურად, ხან თურქულად, შიგადაშიგ არაბულსაც გამოურევდა. დილაობით ეზოში სავარჯიშოდ გადიოდა. ყურსასმენებს გაიკეთებდა და ბომბიც რომ აფეთქებულიყო ვერაფერს გააგებინებდი. ვაკვირდებოდი მის ქცევებს და დღითი–დღე ვრწმუნდებოდი მის კეთილშობილებაში.

ღამე – სიმშვიდისა და სიწყნარის მომტანი, თუმცა ამავე დროს შფოთიანიც. არასდროს ფიქრობ ღამე რა შეიძლება მოხდეს. წვები თბილ საწოლში. შენს საყვარელ ძილის პოზას მიიღებ და შვიდი წუთის მერე წყდები რეალობას. ჩემთვისაც ღამეს იგივე განმარტება ჰქონდა იმ შემთხვევამდე სანამ...
ღამე მომენტი, როდესაც მთელ სასახლეს სიმშვიდე ეპატრონებოდა. მოახლე–მოსამსახურეებიც დასასვენებლად მივდიოდით მეორე დღისთვის ძალის აღსადგენად. მე მშვიდად ჩავწექი საწოლში და ძილისთვის ვემზადებოდი, კარი ვიღაცამ შემოგლიჯა, საბანი გადამაძრო და ველურივით ზემოდან მომექცა. შოკისგან თუ შიშისგან ყველაფრის უნარი დავკარგე, მხოლოდ თვალის გახელა შევძელი და სიბნელეშიც კი სულთნის სახე ვიცანი. მისი პირიდან წამოსულმა ალკოჰოლის სუნმა სუნთქვა შემიკრა.
–დღეიდან ჩემი ხარ! _ მთვარის შუქზე შევამჩნიე მისი „მშიერი“ თვალები. შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა, ის ჩემზე ძლიერი იყო და მისაღებს ძალით მაინც მიიღებდა. პირზე ხელი ამაფარა და გავეშებული ეძგერა ყელს. მისი უხეში წვერი კანს მიკაწრავდა. ყველანაირად ვცდილობდი თავი გამეთავისუფლებინა მოძალადისგან, მაგრამ ამაოდ! პერანგი უმოწყალოდ გახია და ლამაზად გამოყვანილ მკერდს დააცხრა. აღგზნებულმა ქვედა საცვალს სტაცა ხელი, გახდას აპირებდა რომ დროულად მოვეგე გონს და მთელი ძალით ფეხებშორის ამოვარტყი. ტკივილისგან მხეცივით ამოიგმინა. შეურაცხყოფისგან და ტკივილისგან გამომეტყველება შეცვლოდა; მივხვდი ჩემს მოკვლას აპირებდა. თავისუფლების შეგრძნება და ადგილიდან მოწყდომა ერთთავად მოხდა. გაგლეჯილი პერანგისთვის აღარ მიმიქცევია ყურადღება. ინსტიქტურად მაჰირის ოთახისკენ ავიღე გეზი. საბედნიეროდ კარი ჩაკეტილი არ დამხვდა.
–მაჰირ მიშველე, მომკლავს... _ უცებ წამოხტა საწოლიდან ჩემი ხმის გაგონებისას.
–ლილია რა ხდება? შენს პერანგს რა სჭირს?
–მოდი აქ შე ძუკნა! მაჰირ არც კი გაბედო მისი ხელის ხლება. ის ჩემია!_ ახლოს ისმოდა სულეიმანის ხმა. გაცხარებულმა სულეიმანმა ოთახის კარი შემოგლიჯა და ველურივით მეცა მკლავებში და ოთახიდან ჩემი გაყვანა სცადა, მაგრამ მაჰირმა გააშვებინა ხელი და ჩვენ შორის ჩადგა.
–მაჰირ როგორ ბედავ ჩემთან შეწინააღმდეგებას. იცოდე შენც ისევე დაისჯები, როგორც ესენი! იცოდე ძალის გამოყენებით მაინც დავეუფლები მის წვნიან სხეულს! _ ეშმაკისეულად ჩაიცინა სულთანმა.
–თითსაც ვერ დააკარებ! შენზე ნაკლები უფლებები მაქვს, მაგრამ ამ უდანაშაულო ხალხის დამცირებას ვერ გაპატიებ! დღემდე ვერ გპატიობ მონათმფლობელობას და ამიტომაც გავიქეცი შენგან რომ შენ არ დაგმსგავსებოდი _ უღრიალა შვილმა.
-როგორ ბედავ და ჩემს წინ ხმას უმაღლებ! _ უფრო მეტად განრისხდა სულთანი, ხელი აღმართა დასარტყმელად, მაგრამ დროულად გონს მოეგო და გაცეცხლებული გავარდა ოთახიდან. მაჰირმა ოთახამდე მიმაცილა და ჩუმად გასაღები მომცა.
-ოთახი ჩაკეტე და ასე უფრო მშვიდად იქნები
-კი მაგრამ, ბატონო მაჰირ, კარის ჩაკეტვაზე მართლა მომკლავენ _ სლუკუნით ვსაუბრობდი
-შენ მაგაზე არ იდარდო _ თბილად გამიღიმა და ოთახისკენ წავიდა.
მე აღელვებულმა ჩავრაზე კარი, საწოლზე მოვეწყე და დაძინება ვცადე, მაგრამ რულიც არ მომრევია. მთელ სხეულს შიში მარწუხებივით მოსდებოდა..
იმ საღამოს მერე საშინლად დაძაბული ვიყავი. ყოველთვის მეგონა ყველა კუთხე-კუნჭულში მელოდა სულთანი, ჩამავლებდა მის დიდ, ბანჯგვლიან ტორებს და წამებში მის მოჩუქურთმებულბოძებიან საწოლზე დამაგდებდა, სინათლის სისწრაფით გამაშიშვლებდა და ურცხვად და გულისამრევად დაეუფლებოდა ჩემს ნორჩ, ჯერ კიდევ ხელშეუხებელ სპეტაკ სხეულს. იმ დროს მაჰირმა გადამარჩინა ძალადობისგან, მაგრამ ეს როდემდე გაგრძელდებოდა ან როდის გაევსებოდა მოთმინების ფიალა სულეიმანს ღმერთმა იცის. შიშებისგან კოშმარებიც დამეწყო და თითქმის ყოველ ღამე გაოფლილი და ემოციებისგან დაცლილი ვიღვიძებდი. დილით კი უგერგილოდ ვთმობდი საწოლს ან/და ვინ მოგასვენებდა. ეს ჩემი საკუთარი სასახლე ხომ არ იყო, პრინცესასავით მეცხოვრა და როცა მომინდებოდა მაშინ გამეღვიძა, ანდაც პრინცესებსაც ხომ აიძულებენ დილით ადრე ადგნენ, გამამხნევებელი ვარჯიშებით შეეგებონ ზამთრის ცივ თუ ზაფხულის ხან გრილ, ხანაც უკვე ცხელ დილას. მოწესრიგდნენ და უკვე დაგეგმილ დღის განრიგს მიჰყვნენ. ასე ცხოვრებას მე ნამდვილად ვერ გავუძლებდი და სასახლიდან ღამით უჩუმრად გავიპარებოდი.

სხვა სამყარო - დიდიხანია მასთან შეხება აღარ მქონია. მონობაში ცხოვრებამ სულ დამავიწყა როგორი იყო თუნდაც სადმე მეგობრებთან სადმე მშვიდ, სასიამოვნო მუსიკით და არომატული ყავის სურნელით გაჟღეთილ კაფეში. საუბარი საინტერესო და მოსაბეზრებელ თემებზე დაუღალავად.
ყავა - ყველაზე სასურველი, ენერგეტიკული და გამოსაფხიზლებელი მუქი, მწარე სითხე, რომელსაც ადამიანები ცივს ან ცხელს მიირთმევდნენ. თურქეთში ნალექიანი ყავა სარგებლობდა პოპულარობით და მას პაწაწინა ჭიქებით სვამდნენ. ჩემთვისაც განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. რიტუალივით ვიდუღებდი ყოველ დილით უნალექო ყავას ერთი კოვზი შაქრით და სამსახურში წასვლამდე კომფორტულ სავარძელში მოკალათებული მშვიდად ვწრუპავდი ჯერ კიდევ გაუციებელს. როგორ მენატრებოდა ეს სიტუაცია და როგორ მინდოდა ყავა მშვიდად დამელია, თუმცა აქ, თურქეთში არც სიმშვიდე მქონდა და არც ყავა მღირსებია.

დრო უაზროდ მიიზლაზნებოდა. ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა, რაც უკვე ჭკუიდან მშლიდა, თან ყველაფერს სულთანიც ემატებოდა, იმდენად დატკბა ჩემთან მიმართებაში ცოტა არ იყოს გაოგნებული დავდიოდი. ერთ საღამოსაც სულთანმა თავისთან მიმიხმო. მძიმედ მივდიოდი სულთნის ოთახისკენ მიმავალ გრძელ დერეფანში და შორიდანვე ვგრძნობდი მონატრებული სასმლის სურნელს. ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი და თავბრუს მახვევდა სურნელება. უზარმაზარი მოჩუქურთმებული კარი შევაღე და იმ წუთშივე მეცა სანუკვარი სურნელი ცხვირში. სულეიმან სულთანი თავის დიდ საწოლში მოკალათებულიყო და ყავას მიირთმევდა. საწოლთან მდგარ პატარა მაგიდასთან მიმიწვია და მეც უხმოდ დავმორჩილდი.
-შემოდი, დაჯექი, ნუ ღელავ არაფერს დაგიშავებ _ მზერით მიხვდა, მეშინოდა მისი და დასაწყნარებლად უფრო მეტად დატკბა. მაშინდელისთვისაც ბოდიში მინდა მოგიხადო, უბრალოდ თავი ვეღარ გავაკონტროლე. "ნეტავ სიზმარში ხომ არ ვარ?!" _ გავიფიქრე მე და ჩუმად ხელზე მწარედ ვიჩქმიტე, ტკივილისგან სახე რომ დამემანჭა, მაშინ მივხვდი, არ მელანდებოდა. თვით სულთანი მე ვიღაც მდაბიო მოსამსახურეს ბოდიშს მიხდიდა ჩადენილი დანაშაულისთვის. იმასაც მივხვდი რატომაც აკეთებდა, მაგრამ დანებება ვარჩიე. ახლა ჩხუბის დროც არ იყო.
-კიდევ ერთხელ ბოდიშის მოხდის მიზნით, მსურს ცხელი თურქული ყავით გაგიმასპინძლდე და, რა თქმა უნდა, ტკბილეულითაც შეძლებ ჩაიტკბარუნო პირი _ ღიმილისას გამოაჩინა მისი ბათქაშივით თეთრი კბილები. გულს მირევდა მისი ასეთი საქციელი და გონებაში წამით წარმოვიდგინე როგორ მოვიქციე მისი ყელი ჩემს საქმისგან გაუბედურებულ ხელებში და რაც ძალი და ღონე მქონდა ვახრჩობდი, ფიქრებისგან ისევ მისმა უხეშმა ხმამ გამომიყვანა.
-კარგი რა ლილია, რატომ გერიდება ასე? დარწმუნებული ვარ დიდიხანია ყავა და არ დაგილევია და ვიცი ახლა როგორ გინდა. მიდი დალიე სანამ ცხელია, თორემ გაცივდება. ბევრი ხვეწნაც არ დასჭირვებია, პატარა, ფაიფურის ჭიქაში ჩასხმული ყავა მოვწრუპე და იქვე ჯემიან ორცხობილას გადავწვდი. ახლა თუ არა, როდისღა მომეცემოდა შანსი ასეთი მომენტით დავმტკბარიყავი. სულთანმა საუბარი განაგრძო:
-ლილია აქ ტყუილად არ მომიწვევიხარ! მინდა როგორც ცივილურმა ადამიანებმა ისე ვისაუბროთ. შენ თუ გახდები ჩემი ერთ-ერთი ცოლი, ძალიან ბედნიერად იცხოვრებ და მუშაობაც არ მოგიწევს. უბრალოდ ჩემი სურვილების დაკმაყოფილება როცა მომინდება უარი არ მიიღება, თან გამოცდი დედობა როგორია.
სულთნის ოთახიდან უჩუმრად გამოვედი. თვალები ცრემლით მქონდა სავსე. თავში ათასი სისულელე მიტრიალებდა. აღარ ვიცოდი ბედს შევგუებოდი და დავნებებულიყავი თუ მებრძოლა და გულს მაინც დავიმშვიდებდი თუ ბრძოლას წავაგებდი... ფიქრებისგან სული მტკიოდა. ვერაფერი მოაშუშებდა შინაგან ჭრილობებს, რომლებიც დღითი-დღე ფართოვდებოდნენ. როგორი დაუნდობელი შეიძლება იყოს ადამიანი?! ხორციელი სიამოვნების გამო ყველაფერს იკადრებს. ადამიანზე დიდი ცხოველი დედამიწაზე არასდროს იარსებებს - ამაში უკვე ბევრჯერ დავრწმუნდი. ცრემლებმა მეტად იმატა და ფიქრებში გართულმაც ვერ შევნიშნე კიბეზე ვინმე თუ ამოდიოდა და მთელი ძალით შევასკდი. წამით ტანში გამცრა, მაგრამ ახედვისას მწვანე თვალებს გადავაწყდი და ცოტათი დავმშვიდდი. მის თვალებში რაღაც სხვა ემოცია იკითხებოდა, მისი თვალები ჩემთვის ანტიდეპრესანტებივით იყვნენ:
-ლილია რა გჭირს, რატომ ტირიხარ? მამაჩემმა ხომ არ დაგისავა რამე?
-არა, ბატონო მაჰირ
-არა, რა ბატონო მაჰირ, შენობით მომმართე, ასე სჯობს _ თბილად გამიღიმა.
-კარგი, თქვენ როგორც მეტყვით _ მეც გავუღიმე და მის მწვანე თვალებში ჩავხედე. დავდუმდი და თვალმოუშორებლივ ვუყურებდი მის თვალებს, რომ უცებ ისევ მისმა ხმამ მომიყვანა აზრზე:
-ასე რატომ მიყურებ? _ ცოტა დაბნეულად გამომხედა
-მაპატიეთ მაჰირ, უბრალოდ... _ და გავჩუმდი, თორემ რაღაც წამომცდებოდა.
-მიდი ბარემ დაასრულე, რის თქმასაც აპირებდი _ ახლა უკვე გაიცინა
-ადამიანებში თვალები მიყვარს ძალიან და თქვენ ძალიან ლამაზი თვალები გაქვთ _ სიმორცხვისგან თავი ჩავქინდრე
-არაფერია აქ სასირცხო, თავი აწიე და გაიღიმე ხოლმე _ ნიკაპზე თითები მომადო და თავი მაღლა ამაწევინა.
-ბატონო მაჰირ თქვენთან საუბრის უფლება არ მაქვს და ეს რომ მამათქვენმა გაიგოს, ამჯერად მართლა ვერ გადავურჩები.
-ლილია დამშვიდდი, ნუ გეშინია, ვეტყვი რომ რაღაცას გიხსნიდი. _ ისევ გაიღიმა და ამჯერად მის თვალებში ნაპერწკლები დავინახე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent