შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბიჭი(თავი 3)


21-05-2022, 11:08
ავტორი sabrina
ნანახია 4 532

რამდენჯერ მიფიქრია, ჩემს პირველ კოცნაზე ,პირველ ღამეზე და ქორწილზე. როგორ ნაზად ვარდება ჩემი საქორწილო კაბა სხეულიდან, როგორ განვიცდიდი ამ ყველაფერს,როგორი იქნება ჩემი ქმარი, რამდენად თბილი და რამდენად გაუფრთხილდება ჩემს გრძნობებს , მაგრამ ცხოვრება რა გამოცდას მოგიწყობს არავინ იცის.ეს დღე ერთ-ერთი დასტური იყო ჩემი ცხოვრებისეული გაკვეთილის.
თავი ისე მტკივა მგონია თვალებს თუ გავახელ ბუდიდან ამომივარდება.ამიტომ ჯერ თავზე ვიჭერ ხელს თითქოს ეს რამეში მიშველის, ვახელ თვალს და პირველი რაც თვალში მხვდება ქალაქის ხედია. აი აქ იწყება ყველაფრის გახსენება , ნუ რაც შემორჩა ჩემს ტვინს წინა ღამიდან , რომელსაც ჩემთვის განგაშის სიგნალი ჯერ კიდევ გუშინ იმ სამ ჭიქაზე უნდა ჩაერთო როცა ლევანს საცეკვაოდ მივყვებოდი. თავის ტკივილს ძვლების ტკივილიც უერთდება და უკვე ვიცი რომ აღარც სამუშაო მაქვს და აღარც ჩემი ნალოლიავები ქალიშვილობა. აღარც ჩემი ქორწილთან დაკავშირებულ ოცნებებს უწერიათ ახდენა. ფრთხილად ვდგები როგორმე გამოპარვა მოვახერხო , თუმცა არც ეგაა პრობლემა, აშკარად გათიშულს სძინავს. ან რას ველოდი , უცებ არ ადგეს და ვარდების თაიგულით არ დამადგეს მუხლზე ხელის სათხოვნელად. რომ გითხრათ ამ ღამით და ჩემი ქალიშვილობის დაკარგვით დეპრესიაში ჩავვარდებითქო არა, არც ეგეთი ტრადიციებზე გაგიჟებული ვარ, უბრალოდ მქონდა ჩემი ბავშვური ოცნება,რომელიც მე თვითონ გავანადგურე. ეხლა იმის უფრო მეშინია ამ ჩემმა ღამის პარტნიორმა ჩემი საოცნებო თვალები არ გაახილოს და არ მითხრას ,,გუშინ დავთვერი და ბოდიშიო".
სწრაფად გამოვდივარ სასტუმროდან და ტაქსში ვჯდები , ტელეფონს ვუყურებ ასზე მეტი გამოტოვებული ზარია ელესგან .ვის გაახსენდა! სწრაფად ვკრეფ ნომერს.
- მითხარი რომ კარგად ხარ? -ისმის ტირილნარევი ჩემი გადარეულის ხმა , რომელსაც ბოლოს ბურთი რომ მოხვდა სკოლაში სპორტის გაკვეთილზე თავში მის მერე არ უტირია.
-კარგად ვარ ელე, უკვე მოვდივარ-ირი სიტყვით ვამშვიდრბ და ვფიქრობ გონებაში დავალაგო არეული ღამის მოგონებები, რომელიც ვისკის ჭიქასთან სრულდება , ჩემი პირველი ღამიდან მხოლოს ხმა და შეგრძნებები შემომრჩა .
ელე ისე მეხუტება ხუთი წლის დაშორებულ დედა-შვილს შეშურდება.ჩემს ოთახში საწოლზე ვზივართ და მგონი მე კიარა დაქალი მყავს ცუდად .უკვე ოცი წუთია თვალებსაც არ ახამხამებს ისე ზის.
-ხმა ამოიღე ადამიანო! მაგ სახით ეხლა მე უნდა ვიჯდე, ან ვტიროდე და შენ მამშვიდებდე, შენ რამ დაგაშტერა.ელენე !ელენე, უკვე მაშინებ.
-როგორი იყო? ანუ კარგი იყო?
- გოგოოო!!!შენ საერთოდ ნორმალური ხარ?
- რა გავაკეთო მიჭირს გადახარშვა.არ გაუღვიძია ისე წამოხვედი?
-არა ეძინა .კიდევ კარგი მანდ მაინც გამიმართლა, კიდევ ერთ ბოდიშს ვერ გადავიტანდი.
-ვითომ არაფერს გრძნობს შენს მიმართ?
-რა უნდა იგრძნოს ადამიანო , პირველად რომ შევხვდით მაკოცა , მერე უბრალოდ უფროსის და თანამშრომლის ურთიერთობა გვქონდა , კაცს რამის ყოველ დღე ახალ-ახალი ნაშები მიჰყავდა სახლში ან ალბათ იმ სასტუმროში სადაც წუხელ ...ნუ რაც იყო და რა უნდა იგრძნოს.იმედია ვეღარ ვნახავ.
-რატომ? მიდის სადმე?
- ის არა მე, იქ ვეღარ ვიმუშავებ.
-თავი მაინც თუ დაიცავით?
-საიდან მოგდის ეგ კითხვები , გეუბნები არაფერი არ მახსოსვსთქო, შენ კიდევ რას მეკითხები?ხომ არ შევამოწმებდი?- გაოცებული სახით ვუყურებ- კარგი წავალ წყალს გადავივლებ და მერე დავისვენებ ეს ორი კვირა .თან იქნებ რამე სამსახურიც ვიპოვნო.
ერთი კვირაა მე და ელე თუ რამე ფილმი გამოვტოვეთ სწავლის პერიოდში, დრამადან დაწყებული კომედიით დამთავრებული ყველა ფილმს ვუყურეთ.თბილისის ნაძვის ხეც კი დავათვალიერეთ, დიდი არაფერი, თუმცა შარშანდელთან შედარებით მოსუქებულა,ნიკორას და ორ ნაბიჯს პოპკორნის არცერთი შეფუთვა აღარ დავუტოვეთ.შოკოლადებზე აღარაფერს ვამბობ.ერთ კვირაში დედაც ჩამოვიდა და ელეც დაუბრუნდა მშობლიურ კერას.
და აი ,დადგა დღე როცა ჩემი მაღვიძარა ძილს მირღვევს.რა მალე გავიდა დასვენების დღეები.
-ბავშვებო გამარჯვებული გამოვლინდა-რატო აქვს ამხელა ხმა, უკანა მერხზე ჩემს ჩანთაზე მიდევს ზტავი და ვცდილობ ძილის დანაკლისი შევივსო -ნუცა დვალი.
-არ მძინავს, პატივცემულო გისმენდით-უცებ ვფხიზლდები , რუსუდანს ცხვირზე უვარდება სათვალე და ელენეც გემრიელად მირტყავს მხარზე მუჯლუგუნს.
- ნუცა შვილო გილოცავ-გულთბილად მიღიმის რუსუდანი- ლექციების შემდეგ ჩახვალ რექტორთან და ის აგიხსნის რა გევალება-
ღმერთო გავიმარჯვე, სამუშაო მაქვს არ მჯერა, ბედნიერი ვეხვევი ჩემ გადარეულ გოგოს.როგორც რექტორმა მითხრა არქიტექტორების ჯგუფიდანაც ჰყოლიათ გამარჯვებული და რა თქმა უნდა ვინ თუ არა ბატონი ანდრია ვადაჭკორია მხვდება რექტორის კაბინეტში.მომწონს ეს ბიჭი, რას ერჩის ჩემი გოგო ვერ ვხვდები.
რექტორი მოკლედ გვიხსნის,რომ უკვე დასრულებული სასტუმროს დიზაინზე და ავეჯის განლაგებაზე პასუხისმგებელი ჩვენ ვართ და თუ კარგად გავართმევთ თავს სამუშაოდ დაგვიტოვებენ. ბედნიერი ვბრუნდებით უნივერსიტეტის ეზოში სადაც ელენე მელოდება .ვაჟბატონსაც მეტი რა უნდა.
-რაო პატარავ, ისევ მე მელოდები? -თეატრალურად შლის ხელებს და უშლის ნერვებს.
-რას გადამეკიდე ადამიანო, ვითომ არ გიცნობ ხომ შეიძლება ? - იმას ეკითხება თუ საკუთარ თავს ვერ ვხვდები!?
-არ მომილოცავ?- აგრძელებს, ბოროტი.
-ვაიმე ნუცა ეს მომაშორე!! წამო სახლში და იქ მომიყევი-მიმარბენინებს გასასვლელისკენ.
-დამშვიდობებაც არ მაცადე , სირცხვილია ხვალიდან ერთად უნდა ვიმუშაოთ.
-ოხ , გაყიდე ხო უკვე დაქალი?
-კარგი ნუ ბუზღუნებ.ოღონდ ჯერ სახლში ვერ წავალ კაკის უნდა შევუარო , სანამ დილაა არ იქნება ის ვაჟბატონი და ჩემი ნივთები მაქვს წამოსაღები.-რესტორნისკენ ვიღებთ გეზს.
დიდად არ ვგიჟდებოდი მაგრამ მაინც მომწონდა ეს ადგილი,ჩემი პირველი სამუშაო იყო . კაკი და ლილე რაღაც უცნაურად იქცევიან , არ ჩხუბობენ ეს უკვე კარგის ნიშანია.
-გამარჯობა ბავშვებო-ომახიანად ვამბობ.
- ნუცი, რაკარგია რომ შემოგვიარე - გახარებული მეგებება ლილე.
ელეს ვაცნობ ჩემს მეგობრებს და კაკისთან რჩება.მე კი ლილესთან ერთად გასახდელისკენ მივდივარ,სადაც ჩემი ნივთებია.
- რაღაც უნდა მოგიყვე -ცქმუტავს ლილე- კაკიმ სიყვარული ამიხსნა და ახლა ერთად ვართ.
-ძალიან მაგარია , როგორც იქნა, მთელი წელია დაიტანჯა ბიჭი- მეცინება და თან ვეხვევი-ანუ ყავარჯნებით ქორწილი გადაიდო ხო?როდის მოახერხა რომეომ სიყვარულში გამოტყდომა .
-ახალი წლის ღამეს.ფეიერვერკების ფონზე ამიხსნა სიყვარული- ბედნიერი მიყვება თავის ისტორიას.აი ხალხი, შეუყვარდათ , რომანტიულად აუხსნა სიყვარული, მერე ხელს თხოვს , ოჯახს გააცნობს თეთრ კაბას ჯერ ჩააცმევს მერე გახდის.აბა მე უკუღმა რატომ დავიწყე?
-კარგია ლილე ძალიან მიხარია თქვენი ამბავი.
-რატომ არავის უთხარი წასვლას თუ აპირებდი?ბატონმა ალექსანდრემაც იკითხა , რა მიზეზით წავიდაო.
-შენ რა უთხარი?
-პირადულიათქო, ვერაფერი მოვიფიქრე .მეც არ ვიცი რატომ წახვედი და იმას რას ვეტყოდი!?
ჩემს ნივთებს ვიღებ, კაკის ვემშვდობები და სახლისკენ .მივდივარ ხვალ ცხოვრების ახალ ეტაპს ვიწყებ.
ლექციების შემდეგ ანდროს ეზოში ვხვდები და სასტუმროსკენ მივდვართ.მართალია ჩემი გადარეული არ მეთანხმება მაგრამ მე მაინც გამიმართლა ანდრო რომ მყავს გვერდით. სხვა თუ არაფერი , კომფორტულად მაინც ვივლი მანქანით. მიყვარს ბიჭს მანქნა მოწესრიგებული რომ აქვს.სასტუმროც მშვენიერია მართალია ჯერ არ არის მოწყობილი მაგრამ გახსნამდე ორი კვირაა და მჯერა თავს გავართმევთ.ანდროს ეზოს დაპროექტება დაევალა მე შიგა ინტერიერს უნდა მივხედო რა თქმა უნდა უფროს დიზაინერთან ერთად.მისაღებში უკვე ვხედავ გაცხარებით მოკამათე წყვილს, ეს ბიჭი მეცნობა .ჰმ, რა პატარაა თბილისი ყოფილი ბოსის საძმოდანაა თუმცა იმედია ვისკის მსხვერპლიც აქ არაა.
-გამარჯობა , ჩვენ ჯავახიშვილიდან გამოგვაგზავნეს.-მორიდებით ვიწყებ.აშკარაა ვერ მიცნო ეს უკვე კარგის ნიშანია.
-გელოდებოდით, თბილად შემომღიმა გოგონამ- მე კესო ვარ ეს ჯაბაა -ხელის ჩამორთმევით გავიცანით ერთმანეთი .
კესო მთავარი დიზაინერი აღმოჩნდა ,,A.K Group" ქსელის, ხოლო ჯაბა მთავარი არქიტექტორი.ეს ორი კვირა ჩვენთვის გამოცდასავით იქნებოდა,როგორც გავიგე უფროსი გერმანიაში იყო მივლინებით და გახსნის დღეს ჩამოვიდოდა .
მომდევნო დღეები საკმაოდ გადატვირთული იყო თუმცა ბევრი რამე შეცვალა, ჩემი კარიერა ნელ-ნელა წინ მიიწევდა.ანდროც უფრო კარგად გავიცანი , ერთმანეთს კარგად ვიგებდით .ერთხელ დიდი შეკვრით რაფაელო დამახვედრა მანქანაში.
-ეს იმ ქაჯს აუტანე, მაჩუქეს და ვიცი რომ უყვარს.გაზიდა მამაჩემის მაღაზია რაფაელოსგან -ისე მითხრა გეგონება ძალით ჩაუდო ვინმემ.მის ბავშვურობაზე გამეცინა -დამპირდი რომ არ ეტყვი მე რომ გატან -როგორ არ ვეტყოდი, პირობა გამაჩერებდა
- კარგი- გავიღიმე გადავედი.
-მოხვედი დედა?
-ხო დე ძალიან დავიღალე, მშია მაიკო მაჭამე რა რამე?
-ეხლავე დე შედი ჯერ მოწესრიგდი, მე მანამდე გაგიცხელებ საჭმელს .
- მაია დეიდა, ელე მოვიდა? არ მპასუხობს და ვიფიქრე რამე ხომ არ მოხდათქო-კარებში გამოჩნდა ჩემი გოგოც.
-კი შვილო მოვიდა, აბაზანაშია .მოდი დაჯექი დაგაპუროთ- ღიმილით უთხრა მაიკომ.
-როგორ მიყვარს თქვენი ნახელავები, აბა რას ვიზავ.
სანამ გამოვედი უკვე სუფრასთან იჯდნენ და ელენე არ იშურებდა დედაჩემის ქება დიდებას.
-ოხ მოხვედი ქალბატონო დიზაინერო?!
-ისე ჟღერს თითქოს კაბებს ვკერავდე-სიცილით დავამატე.
ვახშმის მერე ოთახში შევედით ახალი ამბების გასაცვლელად, ელეც გასული იყო ქალაქიდან და ბევრი საჭორაო დაგვიგროვდა. თან თავის საჩუქარიც უნდა გადამეცა. ისე გაურდა შემრცხვა რომ ვუთხარი მე არ მიყიდიათქო.ისე რატომ არ გვახსენდება რომ მეგობრებსაც სჭირდება ზოგჯერ გახარება.
-მე არ მიყიდია -დარცხვენილი ვამბობ-სამაგიეროდ ხომ გაგიახარე??
-ხო, მაგარია- სანამ ვეტყოდი ვისგან იყო ხსნის და გაოცებული ვუყურებ , რანაირად შეუძლია ორ წუთში ხუთი ცალი ჭამოს. -ეხლა არ მოვრჩით ჭამას ადამიანო?
-ამას თავი დაანებე , შენ ის მითხარი როგორი გუნდი ხართ , მოგწონს მუშაობა? მეორე პროექტზე მეც კარგად ვიმუშავებ,იქნებ მეც მიმიწვიონ სტაჟირებაზე და მერე სულ ერთად ვიქნებით.
-კესო ძალიან თბილი და მორცხვი გოგოა, შენიშვნის მოცემა თუ უნდა ლოყები უწითლდება.როგორც მივხვდი ჯაბა და მისი ძმა ერთად მოდიან სკოლიდან.
-მის ძმას როდის გაიცნობთ ?
-მგონი ხვალ ჩამოდის, ზეგ უკვე სასტუმროს გახსნაა და იმედია აგვიყვანენ. შემდეგი კახეთის სასტუმროა და მინდა იქ მეც წავიდე, მარტო ერთხელ ვარ ნამყოფი სიღნაღში ისიც ექსკურსიით.
-კაბაზე რას შვები??-კითხვებს მისვამს და რაფაელოს ისე ჭამს ანდროსთვის ერთ სურათსაც ვიღებ.
-კაბაზე ხვალ გამომყევი , როგორც გაჭირვებული სტუდენტი 200 ლარია ბიუჯეტი, სტილისტი სახლში მყავს .
-მავანიშნრბ საკუთარ თავზე წარბების თამაშით.
-კარგი ხო, დილიდან გავიდეთ მაშინ-ერთადერთი გოგოა ვინც ვერ იტანს შოპინგს და აი ისიც ნანატრი კითხვა-ხო მართლა, რაფაელო საიდან?
-ანდრომ გამოგიგზავნა -ამაყად ვიჯგიმები და ვხედავ როგორ ცოფდება.
-რანაირი დაქალი ხარ ? რატომ გამოართვი?
-თუ გინდა დავუბრუნებ , უი აღარაა??-საწყალ სახეს ვიღებ.
-დაქალი წამართვა, იმ იდიოტმა , გორილამ, იმ იმ ბუჩქის საყარელმა.-ისე მიაყარა ცოტა შემეშინდა.
-აი რას ერჩი რით ვერ მოინელე , წყალი შეგესხა მეტი ხომ არაფერი.
-ჯერ ეს ერთი ტალახიანი წყალი და მერე მეორე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო.პაემანი ჩამიშალა. ერთი საათი ვარჩევდი რა ჩამეცვა და ბონუსად დამცინა.- ხალხნო ეს ორი წლის წინ იყო , ამან ეს ვერ დაივიწყა და მე ჩემი პირველი ღამე რანაირად დამავიწყდა? ასე გიჟივით გავარდა გარეთ.
მეორე დღეს დილიდან საშოპინგოთ წავედით , კაბაზე ძლივს შევთანხმდით მე დახურული გულით მინდოდა მოკლე,იმას ამოღებული გულით და გრძელი. ბოლოს ნახევრად დახურული ტალოტისფერი , ტანზე გამოყვანილ კაბაზე შევჩერდით და გათიშულები დავბრუნდით სახლში.
ტელეფონზე მესიჯი მომივიდა ანდრო იყო , კესომ და საბამ დღეს რესტორანში დაგვპატიჟეს მისვლა სავალდებულოაო, საღამოს გამოგივლიო. ისე მეზარებოდა მაგრამ ჩემი მომავალი მათზე იყო ნაწილობრივ დამოკიდებული.გავემზადე, ბევრი არაფერი, სადად გამოვეწყე კლასიკურ შარვალში და პერანგში , თმა კუდად შევიკარი, ჩემ მაღლები შემოვსკუპდი და კიბეებზე დავეშვი.ანდრიამ თავაზიანად მომესალმა, მომწონს ეს ბიჭი და რა გავაკეთო.აი რესტორანს რომ მივუახლოვდი ფერები გადამივიდა , ჩემი ყოფილი სამუშაოს ადგილი რომ აღმოჩნდა. ღმერთო დამცინი? ოღონდ ის იქ არ იყოს.ღამე არ მყოფნის? ისედაც სულ მის თითებზე და თვალებზე ვფიქრობ.პირდაპირი მნიშვნელობით ლოცვა დავიწყე.
-აქ პირველად ხარ?- მანქანიდან გადასვლითანავე მეკითხება ანდრო.
-სტუმრის სტატუსით, კი.
-ეგ რას ნიშნავს ანუ....
-დროებით აქ ვმუშაობდი, მიმტანად .
-აჰა , გასაგებია-ესე ლაპარაკით მივუახლოვდი ჩვენს მაგიდას სადაც ჯაბა , კესო და ვიღაც გოგო იჯდა .
-გაიცანით ეს ანჩოა-არც ისე ბედნიერი სახით გაგვაცნო ანჩო.ანჩოს ვინ დაეძებდა თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, სადმე ალექსანდრე არ გამოჩენილიყო.
-ჩემი ძმის გასაცნობად დაგიძახეთ, უხერხული იქნებოდა პირდაპირ გახსნაზე გაგეცნოთ ერთმანეთი-მიყვარს ეს გოგო და როგორც ჩანს არა მარტო მე , ჯაბა ისეთი სახით უყურებს, როგორც ელე რაფაელოს.
ამ ლაპარაკში ვართ და მოდის ღმერთო აქ არის, იქნებ ვერ შემამჩნიოს? არა? შემამჩნია ? ჩემზე მეტად ეს რამ გააოცა? ეხლა სად გავქრე ღმერთო , არარის საჭირო ამდენი გამოცდა .
-გამარჯობა- ხელი გაუწოდა ანდროს
-ჩემი ძმა გაიცანით ალექსანდრე ხეცურიანი-უკვე მეორედ გადამასხეს ცივი წყალი., ერთხელ გაცნობაც საკმაოდ ეფექტური იყო.
ჩემ ფიქრებში ვართ მისი ბოხი ბარიტონი რომ ამბობს:
-ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს_ კესოს გაოცებული სახის მერე მეც ვლუღლუღებ
-კი ვიცნობთ, დროებით აქ ვმუშაობდი მიმტანად.
-აი თურმე საიდან მახსოვხარ_უცებ უნათდება გონება ჯაბას ეს არ იყო თორნიკეს ვისკით რო ჩამობანა სახე_ამის თქმა და ანდროს და ჯაბას ხარხარი იქაურობას იკლებს, რამ გააგიჟათ ამხელა კაცები.
-კი ეგ იყო_იბრუნებს ირონიულ სახეს ჩემი ყოფილი-ახლანდელი უფროსი.
საღამო ჩვეულებრივ გრძელდება, არც ის მიმჩნევს დიდად არც მე.ან როდის შემიმჩნევს ანჩომ რამისაა იქვე გადაყლაპოს, რა ჰორმონების ზეიმი სჭირს ამისთანა.ბოდიშს ვიხდი და ბართან მივდივარ კაკის სანახავად.ცოტა ხანს ვსაუბრობთ და ნაცნობ სურნელსაც ვგრძნობ.ოღონდ აქ არ დაჯდეს.დაჯდეს რა უკვე ზის.
-რატომ წახვედი?
-საიდან ?სამსახურიდან?
-სამსახურიდანაც .
-დასვენება მჭირდებოდა, თან სწავლას დიდი დრო მიჰქონდა.
-მაშინ სასტუმროდან
-რომელი სასტუმროდან? -გაოცებულ სახეს ვიღებ.
-თავს ნუ იშტერებ, პატარა ბავშვი არ ვარ .რატომ არ გამაღვიძე?
-არ ჩავთვალე საჭიროდ ერთი ჩვეულებრივი ღამე იყო.ეგ არაფერი_ვიკრიჭები იდიოტივით.
-კი შევამჩნიე მეც , ზეწარს ეტყობოდა- აი რა უნდა?ასე მგონია ლოყები მეწვის, შინაგანად უკვე ცეცხლი მიკიდია.
-მისმინეთ ბატონო ალექსანდრე! ეგ ჩემი შეცდომა იყო, არაფერს ვითხოვ მაგრამ არც ამ შეცდომის გამო ვაპირებ დეპრესიაში ჩავვარდე ან რამე მოგთხოვოთ. იმ სასტუმროში რამდენი ქალი გყოლიათ?ნახეთ -თითით ანჩოსკენ ვანიშნე -სავარაუდოდ იმ სასტუმროს დღეს თქვენ ორნი ესტუმრებით, მე კი არანაირი სურვილი არ მაქვს თქვენი გასართობი ვიყო, თუმცა კარიერასაც ვერ დავინგრევ, ამიტომ თუ თვლით რომ ღირს ჩემი სამსახურში დატოვება დამტოვეთ. შევინარჩუნოთ უფროსის და თანამშრომლის ურთიერთობა, თუ არა და დღესვე ჯობია დავემშვიდობოთ ერთმანეთს. - ერთი ამოსუნთქვით კი მივაყარე მაგრამ გულის ხმა უკვე ყურში მესმის, თვალს ვერ ვაშორებ მის მწვანეებს და მახსენდება როგორ მეჩურჩულებოდა ყურში, მისი ცხელი სუნთქვა ჩემს ყელში .ჩემი ჰორმონები ისევ აიჭრნენ და მგონი გულიც არაა მთლად კარგად.
-ანუ ერთი ღამის შეცდომად მთვლი?-ამდენი ვილაპარაკე და ამან მარტო ეს გაიგო?
-ანჩო გელოდებათ ბატონო ალექსანდრე.
-ანუ გგონია მიცნობ და ესე მოვიქცეოდი?ძალიან დაბალი თვითშეფასება გაქვს და არასწორი წარმოდგენა ჩემზე.ვფიქრობ დრო გვაქვს.
-რისი დრო ?
-რომ გაგზარდო პატარავ -ირონიულად მიღიმის და მაგიდას უბრუნდება.
რატომ ამბობს ბოლო სიტყვას ყოველთვის ის?



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

საინტერესოა,ასე გააგრძელე,წარმატებები

 


№2 სტუმარი სტუმარი ნათია

სულმოუთქმელად ველი.არ დაიკარგო

 


№3  offline წევრი sabrina

სტუმარი მაკო
საინტერესოა,ასე გააგრძელე,წარმატებები

მადლობა

სტუმარი ნათია
სულმოუთქმელად ველი.არ დაიკარგო

მადლობა რომ კითხულობთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent