გაყიდული ღირსება (თავი 16)
ირაკლი. თვალი გავახილე, ჯერ კიდევ ყველაფერი ტრიალებდა, გუშინ სახლში მოსვლისთანავე დასვენება გადავწყვიტე, დასვენების განმავლობაში კი ცოტა ლუდი დავლიე, კარგ მუსიკას ვუსმენდი, ერთი სიტყვით მშვიდი საღამო მქონდა. დილით არ ვიცი რა დამემართა თუმცა, თავბრუ მეხვოდა, ალბათ ამინდის ან წნევის ამბავი იყო ავდექი, აბაზანაში შევედი მოვწერიგდი, ამასობაში თერთმეტი საათიც გახდა, შაბათ დღეს ძილი ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ შუადღემდე არასდროს. სამზარეულოში გავედი, ნელი ფუსფუსებდა დილიდან, ლევნა ტელევიზორს უყურებდა, ხან სპორტს ხანაც კი ახალ ამბებს. - ადექი დედა გენაცვალოს? - ავდექი ავდექი, რამე მაჭამე რა დე... - რას შეჭამ მითხაი აბა რა გინდა, რა გაგიმზადო? - ყავა გამოუშვი რა და რამე მსუბუქი, დილიდან არ მინდა შემწვარ-მოხრაკულების ჭამა. - კერცხს შეგიწვავ ბეკონთან ერთად უცხიმოდ. - ოხ, ნელი ბეკონს რას ამაბობ სხიმი არ აქვს? - მიუჯუჯღუნა ლევანამ. - კარგი რა ლევან რა, წელისადში ერთხელ ჭამს ეს ბავში სახლში საჭმელს დამაცადე.. - ბავში კი, 40 წლის მუტრუკი ბავშვია? - ჩემთვის ყოველთვის პატარა იქნება - მშვიდი ტონით უპაუხა ნელომ. - შევჭამ დე კვეცხს, ოღონდ არ გათქვიფო რა, პირდაპირ დაახლე ტაფაზე - ბეკონი? - არა, ტო რა ბეკონი, მოაშორე. - ეხლავე შეგიწვავ დე, მანამდე ყავას მოგიტან. - ე, ბიჭო შენით რო გაანძრიო პატარა ხელი მამა, ღმერთი გიწყენს? - კარგი რა ლევან რა, დაღლი ვარ, დილითაც დაღლილი ვიღვიძებ, არაფრის თავი არ მაქვს. - ხო და მამა, ადრე მოდი, ნუ სვავ, და დაისვენე, არ იქნები ასე დაღლილი, აბა შენი ხნის რომ ვიყავი, სკოაში დაგარბენინებდი და ხან სად და ხან სად, შენ რომ შვილი გყავდეს, მაგის თავი გექნებოდა?? - ვაი, მე ლევან, ამან შილიშილი გვაღირსოს, რისთვის ვართ ჩვენ ? - ნელი კარგი რა, თავს შვილს მან არ უნდა მიხედოს, ერთი მხრივ ჩემო მეუღლევ, დაკაცდება დაჭკვიანდება ცოლს რომ შეირთავს, შვილი რომ გაუჩნდება მიზნები ექნება, ბავში შეცვლიც ჩვენ შვილს. - ხო და დედა გენაცვალოს, მოიყვანე დედი ცოლი, ჩვენც გვინდა შვილიშვილები, შენი ხნისას მამასშენს ყავდა უკვე შვილი, შენ კიდევ მოგვაჩერდი აქ.... - გეყოფათ ეხლა, ამ ცოლზე ლაპარაკი კაცო, არც სიჭკვიანის ნაკლებობას განვიცდი და არც მიზნებისას. - არავინ მოგწონს მამა? ეხლა გასართობად არ ვამბობ, სერიოზულად არავის უყურებ მამა? - მორჩით რა.... შეიწვა კვერცხი ნელი? - აი მამა, მერე ცოლი შეგიწვავს კვერცხ, მე და ნელიც აქ ვართ, ჰა მამა, არ ფიქრობ? - ო ლევან, მაჭამეთ რა .... არა არ ვფიქრობ, ეხა ხვა ეტაპზე ვარ გადასული, მინდა ადამიანებს დავეხმარო. - უი დედი, ონკოლოგი რომ გითხარი, ვისთვის გინდოდა? - ერთი გოგოა ნელი, თავის ტვინის სიმსივნე აქვს და ის მყავდა მიყვანილი. - შენ მიიყვანე? - ხო დედა. - ახლობელია შენი? - ახლობელი რას ნიშნავს ნელი? - მეგობარი ? - არა, ერთი საცოდავი გოგოა, გაჭირვეული, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული, მინდა დვეხმარო, ბიზნეს ცენტრში მუშაობას დავაწყებინებთ, ხელს გავუმართავთ, იქნებ ცხოვრებას სხვანაირად შეხედოს, იქნებ მოვახერხოთ კიდეც მისი განკურნება. - შესაძლებელია კი? - არ ვიცი, ყოველ შემტხვევაში მინდა ჩემი ვცადო, და მაქსიმალურად დავეხმარო, ვახოც საქმის კურსსშია და ისიც მზადაა, დიდი ალბათობით გერმანიაში გავუშვებთ. - ღმერთმა ხელი მოგიმაროთ, კეთილ საქმეში დედა გენაცვალოთ. - ყოჩაღ მამა ყოჩახ, ერთი შეგეშალა, საცოდავი არ უწოდო, დამაკნინებეი სიტყვაა და მაინც გაითვალისწინე. - არა, ხო ვიცი მამა ვხვდები, ვნახოთ რა, შეიწვა ნელი ეგ კვერცხი თუ მოიხარშა? - მოდი დედი მოდი, მზადაა, პომიდორს ვჭრი, იქნებ ესეც ჭამო - აუ ხო, გაასწორებს. - ისე, მამი, ხომ არ ჯობია რამე მსგავს კეთილ საქმესაც მოკიდოთ შენ და ვახომ ხელი ჰა? - რას გულისხმობ ლევან? - რას და, ადამიანებს დაეხმაროთ, მადლობა ღმერთს ამის შესაძლებლობა გაქვთ, მე სანამ შემეძლო შვილო, ქვეყანას ვეხმარებოდი, დამიჯერე მამა რამდენსაც გასცემ ღმერთი დაგიფასებს შვილო, სიკეთე არასდროს იკარგება, ფული, ფული დღეს გაქვს ხვალ შეიძლება აღარ გქონდეს, ამიტომ როცა შესაძლებლობა გაქვს სიკეთის კეთების უნდა აკეთოთ შვილო, აბა, ვახოსაც და შენც გაქვთ ამის საშუალება და რაც მთავარია შესაძლებლობა, ამიტომ მეც და მერაბიც გვერდში გვიგულეთ. - ხო, რა მამა რა, იდეა მშვენიერია ვნახოთ რა, განხორციელება შეიძება. - ისე მამა, როგორი გოგოა? - რას გულისხმობ? - იმას შვილო, რო აშკარად კარგი გოგოა, რაღამც ეხმარები, ე.ი შენ გულთან ახლოს მოვიდა. - არა, მამა მსგავსი ფიქრები არ მაქვს მასთან დაკავშირებით, კარგი გოგოა, აშკარად ეტყობა ჭკვიანია, საუბარი არ ეშლება, რავიცი რა... - როგორი ოჯახიდანაა დედი? მშობლები ყავს? - ნელი, კარგი რა..... - ისე ვიკითხე შვილო, შენთვის საცოლე გოგო არ არის ეგ, უბრალოდ დავინტერესდი. - კარგი რა დედა რაა.... შენი მოსაწონი ვინ არის ნეტა, საერთოდ არ იცნობ რაზე ლაპარაკობ საეთოდ, ავად რომაა იმიტომ არაა საჩემო, ან ეს საჩემო რა სიტყვაა... - კარგი რა ნელი, შვიიშვილები რომ გინდა, მიეცი ამ ბიჭს ნება თავისუფლება, მოიყვანოს ვინც უნდა, წესიერი იყოს და პატიოსანი, რაც მთავარია ჩვენი შვილი ყვრდეს, რას დავეებტ მის ოჯახსს კარგი რა. - მაგას ვამბობ მეც მამა, ვინსაც საჭიროდ ჩავთვლი, ვინც შემიყვარდება და შევიყვარებ ის იქნება ჩემი ცოლი, და ნელისაც მოუწევს ამ გადაწყვეტილებას შეეგუოს, მე არ მინდა დედამ და მამამ ცოლი შემირჩიონ, და ან მით უმეტეს მაშინ როცა ნელის არავინ არასდროს არ მოსწონს. - მოეწონება მამა, ვისაც შენ ეყვარები ის მოეწონება და მოგვეწონება, ამ თემაზე აღარ ვისაუბრებთ მორჩა ნელი. - ლევან კარგი რა... - ნელი მოვრჩით, ვსო! უშედეგო მეასე სერია ჩვენ ოჯახში, ნელი და ცოლი, ორი დაუსურულებელი თემა ოჯახში. ისევ ჩემ ოთახში შევედი, წამოვწექი და მუსიკა ჩავრთე. ცოტა იმეძინა, მიმეთვლიმა კიდეც, და უცებ ტელეფონის ხმამ გამომაღვიძა, ისე ვუპასუხე ნომერზე არც დამიხედავს ნორმალურად. - გისმენთ.... - დღე მშვიდობის, როგორ ხარ? - კარგად, ეთო შენ ხარ? - კი, მე ვარ... - ნომერზე არ დამიხედავს, ბოდიში, ხომ მშვიდობაა? - კი,კი მადლობა ღმერთ, უბრალოდ გუშინდელისთვის სათანადოდ მადლობა ვერ მოგიხადე, ბოდიში, უღრმესი მადლობა, ამის თქმა მინდოდა. - მადლობა არ არის საჭირო, ხომ გითხარი, კიდევ გიმეორებ. - მადლობის საჭიროება ამ დროს იყო ნამდვილად, ეს ყველაზე მინიუმია რისი გაკეთების საშუალებაც მქონდა და მაქვს, იმის ფონზე როგორც თქვენ მე დამეხმარეთ. - კარგი რა, ჩვენ კიდევ ბევრჯერ მოვიწევს შეხვედრა ეთო, და ამის გამო ყოველ დღე უნდა მადლობა მიხადო, კაი რა, არ არის საჭირო, ერთხელ თქვი, მეტი აღარ გთხოვ. - კარგი, თუმცა ამას ვერ შეგპირდები, მადლბას წინ არაფერი უდგას. - ის მითხარი როგორ ხარ? - კარგად, კარგად. - ძალიან კარგი, სულ კარგად უნდა იყო, რამე ჩივილები ხომ არ გაქვს? - არა, არა, განსაკუთრებული და უჩვეულო არაფერი. - ანუ, ცუდად მაინ იყავი? - თავსი ტკივილები მქონდა ცოტა თავბრუსხვევა, ვიწექი წამალი დავლიე და გამიარა. - ხომ მართლა, ექიმის დანიშნული წამლებიი გვაქვს საყიდელი, და ანალიზებზეც მისასვლელები ვართ, ხომ არ დაგავიწყდა? - არა, არა მახსოვს, მაგრამ... - არავითარი მაგრამ, საფიქრალი და მოსარიდებელი არაფერია, ერთად შევძლებთ გავუმკლავდეთ და დავამარცხოთ, მთავარია შენ წამომყვე როგორც და სადაც საჭიროა. - მოგყვები. მაგრამ, ძალია მერიდება ესე რომ იხარჯები, აუციებლად დაგიბრუნებ ყველა თეთრს, პირობას გაძლევ. - ეს უკვე მომწოონს ... - ვიცინოდი - რატომ იცინი? - იმიტომ რომ ანუ, უკვე იმაზე ფიქრობ რომ ამ სენს დაამარცხებ და სიცოცხლეს განაგრძობ, შესაბამისად თანხის დაბრუნებასაც გეგმავ, მიუხედავად იმისა რომ ამ თანხას არავინ გთხოვს. იცინოდა გულიანად, ალბათ ბოლოს ესე დიდი ხანია არ გაუცინია, მგონი ცხოვრების ხალისი დაუბრუნდა, ძალიან მახარებდა ეს ამბავი. - ორშაბათს, გამოგივლი და გამოკვლევებზე მივიდეთ, 12 ის ნახევარზე მანდ ვიქნები. - მადლობა. - არ არის საჭირო ხომ გთხოვე არა, მეგობრები ვართ ხო მგონი? - ვართ. - კარგი, თუ რამე დამირეკე ნებისმიერ დროს. - დროებით. - აბა ჰე. ტელეფონი გავუთიშე და თვალები დავხუჭე, სასიამოვნო იყო მასთანს აუბარი, თბილი და დამჯდარი ხმა ჰქონდა, მართლა ჩემ გულთან ახლო იყო ეს გოგო, მართლაც რომ ძალიან მინდოდა დავხმარებოდი და კარგად ყოფილიყო. ამიტომც უკან დახევას რაფრის დიდებით არ ვაპირებდი, მსოფლიოს მოვატარებდი და მაინც გამოვაჯანმრთელებდი ბოლომდე, ეს მიზნად მქონდა დასახული, ისეთი ადამიანები როგორიც ეთო იყო, სიკვდილს არ იმსახურებენ, ამიტომ, ამ დაავადებასთან ბრძოლას პირადად მე ვაპირებდი. მიმეძინა, კარზე კაკუნმა გამომაფხიზლა, ნელი იყო. - გეძინა დედი? - ჩამძინებია, რა ხდება? - ლიამ დამირეკა, თავისთან გვეპატიჟებიან, ვახოს არაფერი უთქვამს? - აზრზე არ ვარ, ალბათ ვახოს იქით ეპატიჟებიან - მაგრად გამეცინა - კარგი რა, ადექი ეხლა და წავიდეთ, 7 ისკენ გველოდებიან და უკვე 4 საათია. - დავურეკავ ვახოს, გავიგებ რა ხდება. - ადექი ბარემ შვილო. - ვდგები ნელი ვდგები, რა ცეცხლი შემინთე რა... - მიდი მიდი მალე ქენი ეხლა, დრო აღარაა. - კარგი ჰო კარგი. ნელი როგორც იქნა ოთახიდან გავიდა, და ტელეფონი ავიღე, ვიცოდი რა რომ გუშნ ანასთან უნდა ელაპარაკა, დღევანდელი დაპატიჟება კარგ ტონად მომეჩვენა, ანუ ყველაფერი კარგად იყო, და შესაბამმისად სირთულეებიც არ მოყოლია მათ საუბარს. საინტერეო იყო ანაც თუ იქნებოდა იქ. რამოდენიმე ზარის შემდეგ ვახომ მიპასუხა. - ხო ირა. - რა ხდება, ლიამ ნელის დაურეკა დრეს საღამოს ,,ვახშამზე’’ გელოდებითო, შემოვარდა ვახოს არაფერი უთქვამსო? - ხო, რა, დილით დამირეკა, მომენატრა თქვენთან ერთად ყოფნაო და შენ წარმოიდგინე მეც დამპატიჟა - ღადაობ? - ეგრე გამოვიდა დაახლოებით. - შენა და ანა მოგყავს, თუ როგორ არის ეგ ამაბავი, ვაფშე ელაპარაკე ? - კი, კი მომყავს და ვილაპარაკეთ კიდეც, ყველაფერი კარგადაა. - აუ ძალიან კარგი, მიხარია, ლიამ და მერაბმა იციან ? - ვუთხარი რომ მარტო არ მივიდოდი, გავაფრთილე რომ კარგი ამბით გავახარებდი, არ ვიცი რა რეაქცია ექნებთ. - რა უნდა ქონდეთ არადაობ ბიჭო, ამდენი ხანია შვილიშილს ელოდებიან, ჩემების არ იყოს, სიხარულისგან გადაირევა ლია, ნელი კი არაა დაიწუნოს, და ჩაერიოს - ხო, რა არც მე მგონია და თან იცის ჩემი ხასიათი და ვფიქრობ ჩვეულებრივად მიიღებს, ისე შენც უნდა მოინდომო და მიხვიდე იმ გადაწყვეტამდე ნელი აღარ ერეოდეს შენ გადაწყვეტილებებში - ხო რა ვცდილობ, მაგრამ ნელის ხომ იცნობ, მოვალთ რა მოკლედ საღამოსკენ - კარგი ირა, დროებით. - საღამომდე ვახო. ვახოს დავემშვიდობე, დრო კიდევ ბევრი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ნელი ადგომას მთხოვდა, ვიფიქრე ცოტას კიდევ ვიწვებოდი და დავისვენებდი. მიმეძნა, კარი კი ისტერიულად ჩამოიღო ნელიმ: - ექვსის აათია არ ჩაგიცვას კიდევ ? - ნელი მიმეძინა ჩავიცმევ ეხლავე. - მალ დედა მალე, გელოდებით - ეხლავე ხო. წამოვხტი საწოლიდან და უცებ აც მომვდა ხებლში ჩავიცვი. საძნებლიდან მისაღებში გავედი ნელი და ლეანა დივანზე ისხდნენ მელოდებოდნენ. - წავედით? - რა არი შვილო უკეთესი არაფერი გაქვს, რა დაგლეჯილი ჯინსები ჩაგიცვამს? - ო ნელი რა დროს ეგაა, მთავარია კომფორტულად იყოს. - ლევან, საროჩკა მაინც ჩაეცვა, რა არის კეტები მაისური და დაგეჯილი ჯინსები... - კაგი რა დედა, წავედით. ლიფტით დაბლა ჩავედით და მანქანაში ჩავსხედით. საჭესთან ლევანი დაჯდა, აბა ისე როგორ, ოჯახის თავი იყო, ნელი გვერდით მოუჯდა, მე კიდევ უკან წამოვწექი. მალევე მივედით ვახოს მშობლების სახლში, რადგან იქ აღარ ცხოვრობს, თავს უფლებას ვაძლევ იმ სახლს უკვე მისი მშობლების სახლი ვუწოდო. ლია სამზარეულოში ფუსფუსებდა, მარეხი ეხმარებოდა, ლევანამ და მერაბამ კი საერთო ენა იპოვეს და ღვინის მარანში გავიდნენ საკაცობრიო საკითხებზე სასაუბროდ. დივაზე დავჯექი და მარეხს ვთხოვე ერთი ჭიქა წყალი. მაშინვე მომიცუნცულა და გვერდით მომისკუპდა, ხელი გადამხვია და ჩამეხუტა. - გაგიკვირდება და მომნატრებიხარ იცი? - ოჰ, ჭინკა ქალბატონი, მეც რომ იცოდე. - მერე.... თუ ესე ოჯახით არ ,,დაგპატიჟეთ’’ არ მოდიხარ ბატონო, არც მირეკავ, იქნებ რა მინდა? - შენ რამე გინდოდეს და მოგერიდოს ჩემთან დარეკვა? - კარგი ეხლა... - ო არ დაგავიწყდა, ვახოს ჩუმად რო დაგატარებდი აქეთ იქით, გაგახსენო? - აჰაჰაჰა.... ხმა არ დაგცდეს კრინტი, მოგვკლავს ორივეს. - ხო და მაგას გეუბნები ჭინკა... - ხო იცი როგრ მიყვარხარ და მენატრები, ერთ ბედნიერება მივაღწიეთ, ახლა შენი ბდნიერება დარჩა. - ირინეზე ამბობ? - ხო აბა, რაღაცმც ეგ მოშორდა რა გვიჭირს, მისმინე, ეს ანა, როგორი გოგოა, კი მახსოვს მაგრამ ბუნდოვნად პიროვნულად არ ვიცი. - ანა... ანა მშვენიერი გოგოა, ჭკვიანია, წესიერია, რასაც ჩვენი მშბლები აფასებენ პატიოსანია და მშრომელი, გარეგნულადაც კი იცი, როგორიცაა - არა, ხო ვერ იტყვი უშნოაო, ამაზი ფერის თმა აქვს ძალიან, არც თვალები აქვს ცუდი, არც ტანი, თუმცა ცოტა ხელის სევლება ჭირდება, მიხედავს ვახო ალბათ. - ურთიერთობაში, ანუ დღეს მოყავს და გავუგებთ ერთმანეთს როგორ გგონია? - მარე, ანას ძალიან რთული ცხვრება აქვს გამოვლილი, თუმცა ადამიანობა მეგობრობა არ დაუკარგავს, თითქმის ერთი ასაკის ხართ ასე რომ პრობლემა არ იქნეა, ერთ სიკეთეს თუ გაუკეთებ ასს დაგიბრუნებს. - მართლა? - ხო, არაჩვეულებრივი ადამიანია, ვახოს ნამდვიად გაუმართლა. - უყვარს ჩემი ძმა? - მაგ კითხვას მე არ უნდა მისვამდე. - გკიხე რა.... - უყვართ ერთმანეთი რადგან შენ ძმას აქ მოყავს ე.ი სერიზულადაა საქმე. - ძალიან კარგი. - ვახოს დედაშიც გაუმართლა.... - აჰააჰაჰა.... ნელი ინგლისის პრნცესას ელოდება ,,რძლად’’ ხომ? - დამტანჯა რა... - მერე რა გახდა ჰა? - კარგი ეხლა შენც ნუ დაიწყე.... - კარგი კარგი, აი მგონი მოვიდნენ, წავალ შევხვდები მარეხი გიჟვით გავარდა ეზოში, ტერასიდან დავინახე, ყოჩახ ვახოს, ანა ნამდვილად საოცრად გამოიყურებოდა, სადა და ლამაზი კაბა ეცვა, თმაც მშვენივრად ქოდა, ერთი სიტყვის ის უბრალოება რაც მას ხიბლს სძენდა დაკარგული არ იყო. ვახო ნამდვილად ზრუნავდა მასზე. - მოხვედით, სად ხართ ამდენ ხანს? - ორივეს გადავეხვიე. - საცოები იყო გზაში, მამები სად არიან? - მარანში. - აბა რა, სხვაგან სად იქნებოდნენ, მეც კაი კითხვა დავსვი. ანა, წამო ჩვენი დედები უნდა გაგაცნო. ანას ხელი მოკიდა და საზარეულოსკენ წიყვანა. მეც გავყევი რა თქმა უდნდა. - ჩვენი ბიჭი მოსულა, როგორ ხარ დე? - გადაეხვია ლია ვახოს. - კარგად დედებო თქვენ როგორ ხართ? - შენი დანახვისას უკვე კარგად ვართ - უპასუხა ნელიმ - გაიცანით, ანა, ის ჩვენი დიდი და ლამაზი ოჯახის ახალი წევრია. - სასიამოვნოა შვილო - მშვიდი ღიმილით შეხვდა ლია - ჩემთვისაც. - მორცხვად გაუღიმა ანამ - ვახო, რას დააყუდე ეს გოგო აქ, მისაღებში გადით შილო და ჩვენც მალე მოვალთ, ხომ არ გინდა მარანი დაათვალიერებინო? - დამცინავად კითხა ვახოს ლიამ - დედა, კარგი რა - ყვეას გაგვეცინა - კიდევ კარგი ანა შვილო, მერაბი არაა აქ, თორემ ეგრევე მარანში გაგაქანებდა, მესამე შვილია ჩემიო. - სიცილით თქვა ლიამ - ხო, ლია, აგერ ნახე, როგორც კი მოვა მარანს ახსენებს. - დაამატა ნელიმ. - წამოდით წამოდით დავსხეთ რა... - აწუწუდა მარეხი. - წავიდეთ ანა. სამზარეულოდან გამოვედით და მისაღებში დავსხედით, ძალიან მორიდებულად იყო ანა, ამას ვახოც ხვდებოდა, თუმცა იქ სადაც მე ვიყავი და მარეხი, უხერულობა რა მოსატანი იყო, ამიტომ ცოტა იუმორში, ცოტა საუბარში განწყობა გამოვუკეთეთ და ნრვიუობაც მოეხსნა. ამასობაში კი ვახომ იკითხა: - მამები მარანს ათვალიერებენ თუ სვავენ? ხომ არ მოვიკითხოთ? - მგონი ჯობია დე, გავალ ვნახა ვეტყი რომ მოხვედით - თქვა ლიამ - მიდი ლია მიდი, მგონი იქ დაიწყეს ქეიფი და აღარ მოდიან - დავამატე მე. - აუ ვახო, რამდენი ხანია კინოში არ ვყოფილვართ, წავიდეთ რა ყველა ერთდ?- მარეხი გამოვიდა ინიციატივით. - სად უნდა წავიდეთ, სასმახურში გქვას კინოთეატრი და ბარემ შევიაროთ - გამეცინა მე. - აუ ხო რა როგორც არის, მივიდეთ თუ წავიდეთ - მარე, შენ აარჩიე ფილმი და წავიდეთ. - თქვა ვახომ - მე რატო უნდა ავარჩიო მარტო, მე და ანა ავარჩევთ ხო ან? - აუცილებლად, - თქვა ანამ - ოღონდ საშინელება არ იყოს სხვა ნებისმიერზე თანახმა ვარ. - აუ ხო, საშინელებები არც მე მიყვარს გოგო, მელოდრამა რამე რას იტყვი. - მშვენეირია, მიყვარს მელოდრამები ძალიან. - ოოოო, რა მელოდრამა, რამე მძაფრსიუჟეტიანი არ ჯობია? - დავამატე მე. - ისე, ხო რამე ექშენი ჰა გოგებო რას იტყვით? - არა, ვახო არა! - მაშინ, ბიჭები მაფრსიუჟეტიანზე გავუშვათ და ჩვენ მელოდრამაზე შევიდეთ, რას იტყი მარ? - აჰაჰჰაა..... ძალიან კარგი, მერე შთაბეჭდილებები გავუზიაროთ ერთმანეთს - დავამატე. - ისე, ბიჭებმა რომ დათმონ არა??? - თქვა ანამ. - ერთხელ შეიძლება - ვთქვი მე - ხო ვახო? - ერთხელ კი - დამაატა ვახომ - ხო და მშვენიერი, მივდივართ მელოდრამაზე - დამაჯერებლურად წარმოთქვა ანამ. - ოოოოო, მოსულა ჩემი ბიჭი, როგორ ხარ მამა? - მერაბ ნატონო - გადაეხვია ვახო. - გამარჯობა ქალბატონო, მე მერბი ვარ მამა - იცინოდა - სასიამოვნოა, ანა. - ზოგადად ვიცნობთ ერთმანეთს შვილო, თუმცა მერე დ ამერე უკეთ გავიცნბთ ერთმანეთს ამჟამად როგორც ვახოს მეუღლის და ჩვენი ოჯახის ახალი წევრის ამპლუაში. - რა თქმა უნდა, დრო ბევრი გვაქვს - დაამატა ღიმილით ანამ. - დავსეთ მაგიდასთან და მივირთვათ, მობრანდით - მოიცათ რა დროს ჭამაა, ვახო, ანას არ დაათვალიერებინე ჩვენი მარანი? - ჩვენი არა მამა შენი, ბოდიში ანა, დამავიწყდა მეთქვა რომ მე დის გარდა კიდევ ერთი ,,ძმა’’ მყავს და ეს მარანია - იცინოდა ვახო. - სასაცილო არ არის, ანა მომისმინე შვილო, ეს კი იცინის და ღლაბუცობს ამელა კაცი აქ, მაგრამ ეგ მარანი მართლა შვილივით მყავს, თუ მაქვს. - აუცილებად დავათვალიერებ, ღვინო ძალიან მიყვარს, თან თქვენი ღვინოები საოცრება იქნება. - აუცილებლად დაგაგემოვნებინებ, აი დღეს სფრაზეც არაჩვეულებრივი ქისი იქნება, იმდენი დალიე შვილო რმდენიც გენდომება, სხვას დრო და დრო დააგემვნებ, როცა გაგეხარდება. - უღრმესი მადლობა. - ეს სახლი შენიცაა შვილო, ეს იცოდე. - მართალია მერაბი ანა, დღეიდან ეს სახლი შენიცაა - დაამატა ლიამ. - უღრმესი მადლობა, - ღიმილით მიუგო ანამ. - წავეიდთ მაგდიასთან აბა ჰეთ. მაგიდასთან დავსხედით, ბევრი მივირთვით, ბევრიც ვილაპარაკეთ, ყველა ბედნიერი იყო და იღიმოდა, აქა იქ კარგადაც ვიცინოდით. მიხაროდა რომ ვახოს ანაში გაუმართლა, რომ მისმა ოჯახმაც ისე მიიღო, როგრც საჭირო იყო, ყოველთვის პატივს სცემდნენ ვახოს აზრს და არც ეს უკანასკნელი იყო სხვაგვარად. ერთი სიტყვით ჩემი ოჯახი ამ გადაწყვეტილებით ბედნიერი იყო და რა თქმა უნდა მეც, რომ ჩემ ძმას და მეგობარს დღეიდან მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება ექნებოდა. ცოტა ხანში ეზოში გადავინაცვლეთ, ლიამ ტკბილეული მოიტანა. სადილის შემდეგ ყავას და ნამცხვრებს დამეთანხმებით რომ არაფერი ჯობს. მშვენიერი ამინდი იყო, ეზოც არაჩვეულებრივი, საუბარი და ღიმილი, ნამდვილად რომ საჭიროა ასეთი ჯახურო შეკრებები, ასეთ დროს გრძნობ ადამიანი, რომ მარტო არ ხარ. - მოკლედ, თემას შევცვლი, მე და ანა ვაპირებთ ერთად ცხოვრების გაგრძელებას, როგორც მიხვდით, როგრც კი ჩემი განქორწინების ამბები დასრულდება ვიქორწინებთ. - რა კარგია შვილო, როგორ მიხარია, დედი, მთავარია თქვენ იყოთ შვილო ბედნიერები, ხომ იცი, მე ის მეყვარება ვინც შენ გეყვარება და ეყვარები, ანა შვილო, ვახომ გვითხრა შენი მშობლების შესახებ ორი სიტყვით, გულით და სულით დაგიდგებით მე და მერაბი გვერდით, არ მოგერიდოს არაფერი, შენ დედად და მამად გვიგულე, ნებისმიერ დროს გქონდეს ჩვენი იმედი. - დიდი მადლობა, ვახომაც მითხა რომ თქვენი იმედი უნდა მქონოდა, მიხარია რომ ასეთი დამოკიდებულებით ხართ ჩემ მიმართ, უღრმესი მადლობა. - მალე მოაგვარე შვილო განქორწინების ამბები, რომ დავგეგმოთ ქორწილი, რას იტყვი ლევან ჰა, ერთი კაი დიდი ქოწილი და სუფრა, იქნები თამადა? - ოქ, მერაბ, აბა თამადობაზე უარ ხომ არ გეტყვი. - საბაბი კი მიეცემა ჩემ ქმარს დალევის - იცინოდა ნელი. - ქორწილში თუ არ დავლევ ნელი სდ უნდა დავლიო აბა? - კი კი , აბა როგორ ბავშბეის ქორწილში, სხვაგან სად? - დააყოლა ლევანამ. - რაღა ბავშები, ლევან. - კარგი რა ნელ, ესენი სულ ბავშვები იქნებიან ჩვენთვის. - მართალია ნელი, რაც არ უნდა გაიზარდნონ, ჩვენთვის სულ ბავშვები იქნებიან - დაამატა მერაბმა. - ისე, კი არ გეწყინოთ, მაგრამ დიდი ქორწილი არ გვინდა მამა.... - რატო ვახო, კარგი რა.... - აწუწუნდა მარეხი. - ისე ხო ვახო, რა პონტია, რატო ტო? - დავამატე. - ქრწილი იქნება, მაგრამ დიდი არ გვინდა რა. - მოიფიქრეთ შვილო, დრო გაქვთ. ქორწილი იგეგმებოდა, ყველაფერი კარგად იყო, აბა სხვნაირად არც შეიძლებოდა, ძალიან მახარებდა ეს ყველაფერი, მიხაროდა ვახოს ბედნიერეი სახის დანახვა, ის ნამდვილად იმსახურებდა ყოფილიყო იმ ქალისგვერდით რომელსაც ისე ეყვარებოდა როგორც ანას უყვარდა, ისე მიაცქედებოდა თბილი მზერით, როგორც ანა უზერდა, ისე მოუვლიდა როგორც ანა უვლიდა, იმ სიყვარულს და მზრუნველობას უკან დაუბრნებდა რასაც ნამდვილად ვახო იმსახრებდა, და რაც მთავარია, იმ სანატრელ და სასურველ შვილს აჩუქემდა, რომელსაც წლები ელოდა და ნატრულობდა. ბედნიერი ვიყავი, მართლაც რომ უბედნიერესი. მათი ბედნიერების შემყურეს, მეც მახსენდებდა ჩემი ბედნიერი წუთები და წამები ანუკისთან ერთად, სიყვარული, ნუ ვირტუალური თუმცა ბუნებრივი, ვინ როგორ ფიქრობს არ ვიცი, თუმცა ეს იყო სიყვარული, რომელსაც ცუდი დასასრული ჰქონდა. ჯიბიდან ტელეფონი ამვიღე ზახარა რეკავდა. ფეხზე წამოვდექი და ოდნავ მშორებიტ გავედი, ვუპასუხე: - ხო ზაქრო. - როგორ ხარ ჩემო ძმაო? - კარგად კარგად შენ როგორ ხარ? - უნდა შეგხვდე, რაღაც რაღაცები გავიგე და ესე ტელეფონით არ მინდა გითხრა. - მშვიდობაა? ანუკიზეა რამე? - ამაზე მერე ვიფიქროთ, როდის გეცლება, დაახლოებით ხო. - დღეს არ ვიცი, ვახოთან ვართ მსულები, ანა მოიყვანა მშობლებს გააცნო, ქორწილს აპირებენ - ხოო, კარგი, და მაქედან რომ წმოხვალ მნახე რა - კარგი, დაგირეკავ მაშინ. - კარგი ჩემო ძმაო. ტელეფონი გავუთიშე და სახეზე ღიმილი უნებურად გამომიჩნდა. ოჯახის წევრეთან დავჯექი ისევ და უაზროდ ვიღიმოდი, ნუთუ ბედნიერება ჩემთანაც ახლოს იყო, და იმის დრო იყო ყველა უბედურება ნელ-ნელა დასრულებულიყო, მშვიდი და წყნარი ცხოვრება კი გაგვეგრძელებინა, რა თქმა უდნა ეს ჩემი პირადი ბედნიერება ვახოს მხედველობიან არ გამორჩენია. - რა მოხდა ირა? რატომ იღიმი ასე მდუმარედ ? - მემგონი ყველაფერი მის ადგილზე ლაგდება. - ვინ დაგირეკა? - ზაქრო იყო.... - მერე, ისაა რასაც ვფიქრობ ირა? - ხო, მგონი ეგაა ვახო. - ანუკი იპოვა? - მგონი ვახო, მგონი..... - რას ნიშნავს ანუკი იპოვე? - გარაზებულმა დასვა კიხვა ნელიმ - ეხლა არ დაიწყო რა ნელი.... - უპასუხა ლევანმა. - რა არ დავიწყო მერაბ, გამაგებინე შვილო, ანუკის ეძებდი? - ხო დედა ვეძებდი, დიდი ხანია ვეძებ, და რაც არ უნდა თქვა რაც არ უნდა გააკეთო მაინც ვნახავ და დაველაპარაკები, შეეგუე ამას. - არ გამაგიჟო ირაკლი, რამდენჯერ გითხარი რამდენჯერ, ეგ გოგო არ იყო საშენო და არც ახლა არაა... დაანებე შვილო თავი სხვა ნახე დაგიშალე? - ნელი გაჩერდი, არ არის მაგის დრო - აჩერებდა ლევანი! - ირაკლი, შენ გინდა რომ მოვკვდე და გული გამიჩერდეს ხომ? - დედა გეყოფა.... - რატომ არ მოგწონდათ ანუკი? - ჩაერთო საუბარში ანა. - ანა, შვილო, პატარები იყვნენ, მიწერ მოწერა ჰქონდათ და .... - გააწყვეტინა ანამ. - ვიცი, ქალბატონო ნელი, ირაკლისგან ეს ისტორია, ირაკლიც არ იცნობდა პირადად და თქვენ მით უმეტეს, რის გამო აითვალწუნეთ ის გოგო, მიზეი რა იყო? - მიზეზი ის იყო ანა შვილო, რომ პატარები იყვნენ, ის გოგო შეჭირვებული ოჯახიდან იყო, ასე ეფიცებოდენ ერთმანეთს სიყვრულს, ისე რომ ნანახიც არ ყავდათ ერთმანეთი, გამოაშტერა ჩემი შვილი ესაა და ეს. - ნელი, მორჩი ეხლა რა..... - გავაწყვეტინე საუბარი - არავინ არავის გამოუშტერებია,მიხვდი რა ერთხელ და სამუდამოდ. - გვეყოფა ამ თემაზე საუბარი, მთავარია ირაკლი იყოს ბედნიერი, ეს ანუკი იქნება თუ შმანუკი რა მნიშნელობა აქვს, დროა ირაკლიმ თავისუფად იგრძნოს ნელი დეიდა ამ საკითხში თავი, ნუ ბოჭავთ - შეეცადა ვახო სიტუაცია განემუხტა. - რაც უდა ის ქნას, მინდა რომ ცოლი მოიყვანოს ვახო დეიდა, ენდიერი იყოს ისიც, არა და არ დაადგა საშველი. - ვერ დაადგება ესე თუ გააგრძელეთ, მიეცით საშუალება შეიყვაროს და შეიყვარონ, ესაა და ეს, სიყვარული ურთიერთობიდან მოდის, ხომ ხვდებით რა? - მესმის ვახო, რაც უნდა ის ქნას, მაგრამ ანუკი არა! სხვა ვინც უდნა ის იყოს. - კარგით, ბოდიშის მოხდით დაგტოვებთ, წავალ. - სად მიდიხარ ირა? - ზახარას ვნახავ, დაველაპრაკები, ნეიმ ჭკუიდან ამწია. - არ წახვიდე რა შილო დარჩი ცოტა ხანს კიდევ ჩვენთან ერთდ - თბილად მელაპარაკებოდა ლია. - მე წავალ და დედაჩემს ასწავლეთ, რომ ტვინს ნუ მიჭამს.... დავემშვიდობე ყველას და გამოვედი სახლიდან, ტაქსი გავაჩერე და ზახარას დავურეკე. თბიილისის ზღვაზე მთხოვა შხვედრა, ხოდა მეც იქით წავედი. ანუკის ხელიდან არ გავუშვებდი, მიუხედავად იმისა რომ წლები იყო გასული, ვიბრძოლებდი, მისთვის ვიბრძოლებდი, მთავარი ის იყო, ქმარი და ოჯახი არ ყოლოდა, ასეთ დროს ფარ-ხმალს დავყრიდი, სხვა ნებისმიერ სიტუაციაში მისთვის თავს არ დავზოგავდი. ანა. ირაკლი წავიდა. წარმოდუდგენელი ემოციები ყელში მაწვებოდა. ვერ გამეგო რა უნდა გამეკეთებინა, არც მიფიქრია თუ მეძებდა, ან რატომ მეძებდა განა რა უნდოდა, დამთავრებული, და უკვე დავიწყებული ურთიერთობის და იარების გაცცხლება, განა რაში აწყობდა ეს ყველაფერი, ნუთუ ასე ძალიან ვუყვარდი?! ნუთუ ის ყველაფერი არაფერს ნიშნავდა რაც მომწერა, რა ხდებოდა ჩემ გონებაში ვერ გადმოვცემ. ნეტავ ვახოსთვის როგორ უნდა მეთქვა ეს ყველაფერი, ვერ გაიგებდა, მიხვდებოდა რომ დიდი ხანია ვიცოდი ეს ყველაფერი და ამხელა ტყუილს ნამვდვილად არ მაპატეებდა. ქოსი, აი ეს ის სიტყვაა რომელიც ჩემ მდგომარეობას ამჟამად გამოხატავდა. - ვახო, ხომ არ წავიდეთ? - მოიწყინე? - არა, მაგრამ... - კარგი წავიდეთ. მასპინძლებს დავემშვიდობეთ და მანქანაში ჩავსხედით, საუბრის დაწყება მინდოდა მაგრამ თავი შევიკავე, ბევრჯერ ანუკის ანუ საკუთარი თავის ხსენება არ მინდოდა, თუმცა ვახომ თავად წამოჭრა თემა: - ნეტავ რას ეტყვის ზაქრო? - მართლა დიდი ხანია ეძებს? - რამოდენიმე დღეა.... საინტერესოა ვინაა ის გოგო, დღეს სადაა და რას საქმიანობს. - რას აპირებს ირაკლი, როგორ ფიქრობ? - როგორც მისგან ვიცი, უნდა ნახოს და ელაპარაკოს, უაკნ დახევას არ აპირებს. - რას იშნავს უკან დახევას არ აპირებს, იქნებ ანას, უფფროსწორად ანუკის არ უნდა, ან ოჯახი ყავს, ან დღეს მიხვდა რომ ირაკლის მიმართ არ აქვს გრძნობები? - მგონია, რომ თუ დაოჯახებული არ არის ირაკლი არ მისცემს მოსვენების საშუალებას, ანუ, იბრძოლებს მისთვის რა... - საინტერესოა.... ირაკლი რას ამბობს კიდევ სხვას, ის ყველაფერი რაც მიწერა, იმის ფონზე აპირებს რამის ცდას ანუ კიდევ ? - ვერ გეტყვი, არ ვიცი, ეგ ირაკლის უნდა ვკითხოთ.... - არ ვიცი, ვახო, არ ვიცი, ჩემი აზრით უნდა შეეშვას იმ გოგოს, დღეს სადაა და როგორ არავი იცის, ისე არ მოხდეს რო ბოლოს სანანებლად ექცეს. - ირაკლი როცა წავიდა, ელოდებოდა ანუკის აეროპორტში, არ მოვიდა, ეგ იყო და ეგ, და რაც მიწერა რას გულისხმობ რამე გითხრ ირაკლიმ ? - არა, არაფერი, რაც მაშინ თქვა ის ვიგულისხმე - არ ვიცი, ბედნიერებას იმსახურებს, დანუკი იქნება თუ ვინმე სხვა მთავარია უყვარდეს. - იქნებ იმ გოგოს არ უყვარს? - რატომ ხარ ან ესე პესიმისტურად განწყობილი, არც იმ გოგოს იცნობ და არც ირაკლის და ანუკის ურთიერთბას, იქნებ მანაც ვერ დაივიწყა, და დღემდე ელოდება, თან მიწერ მოწერაც ქონიათ. ვუსმედი ვახოს და გული ხელით მეჭირა. ჩვენი ბოლო მიმოწერის შესახებ უთქვამს როგორც ჩანს, ეს ამბავი თუ გასკდებოდა არ მეგონა, იმასაც ვფიქრობდი რომ ირაკლისთან სერიოზული ლაპარაკი მომიწევდა. - ირაკლიმ გითხრა? - ხო მითრხა რომ კოჯრიდან მიუწერია, და მასაც დაუბრუნებია პასუხი, თუმცა გაურკვეველი იყოომ, ირალიმ ვერ მივხვდიო. - გაურკვეველი რას ნიშნავს? - ამ თემაზე რამოდენიმე დღის წინ ვიალაპარაკეთ, ირაკლიმ გამოხმაურება თხოვა, მან კი პირიქით საოცრებები მიწერა. - მაინც? - ის რომ იმ ყველაფრის ფონზე, როგორ ბედავდა საერთოდ მასთან კონტაქტს, როგორ არ რცხვენოდა. - მერე... - ირაკლი ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მას არ მიუწერია ის საძაგობები რაც ანუკიმ უთხრა, და ასე ვთქვათ დააბრალა, საერთო ჯამში კი ვიფიქრეთ, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო, სესაბამისად ანუკი ამით თავს იმართლებდა, მინაწერი ირაკლის მეილზე მსგავსი არ ფიქსირდება, ანუ გამოდიოდა რომ ანუკი ირაკლის აბრალებდა მათ დაშორებას, ამ საშინელი სიტყვბის ფონზე. - ანუ არ გჯერათ ანუკის ნათქვამი, ანა რატომ უნდა მოეგონებინა ეგ ყველაფერი, საშინელებაა როცა ადამიანს გარაებენ მატერიაისტობას. - არა, მესმის ცუდია რამის დაბრალება ანა და არასწორია, მაგრამ გამოვიდეს ანკი კონტაქტზე და ანახოს ირაკლის ეგ მინაწერები, მერე კი საკითხს სხვანაირი განხილვა მიეცემა, ხმ ასეა... - იმ გოგოს ადგილას დააყენეთ თავი, შენც და ირაკლიმაც აბა როგორია, ამბობდა რომ უყვარდათ ერთმნეთი, მერე სადღაც მიფრინასვ ეს ბიჭი, ეუბნება შემიყვარდიო, მერე მისდის უხამსი წერილი, ათასი სიბინძურით გაჯერებული, მატერიაისტობას და ფარისევლობას აბრალებენ, რომ თურმე ირაკის ქონება სურდა, რომ მეცოდები და შენთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენის მრცხვენიაო, ვახო, საშინელებაა ეს ყვეაფერი, ანუკი ძალიან ცუდად იგრძნობდა თავს და ამას ვამბობ რომ ამ ყველაფრის ფონზე მოუნდება კი ამ გოგოს მასთან საუბარიც კი? - ანა, შენ ზემდეტდ განიცდი ამ ყველაფერს, ცოტა მოეშვი, ეს არ არის შენი და ჩემი განსახილველი, ჩვენ ირაკლის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ, და იმ გადაწყვეტილებააც, რომლითაც ანუკის ნახვა და მისი დაბრუნება უნდა. - არ ვიცი, ვახო, მე არ მივესალმები ..... ანუკი არ დაუბრუნდება... - ანა, ჩემო ძვირფასო, დაე მათ გადაწყვიტონ, ჩვენ ის მოცემულობა მივიღოთ რაც იქნება, კარგი? - რა თქმა უნდა. - მაღაზიაში შევიდეთ, ხომ გინდოდა რაღაცების ყიდვა, ავიტაოთ ბარემ სახლში. - ხო კი, შევიაროთ თუ არ გეზარება. - მე არ მეზარება, შენ ხომ არ დაიღალე? - არა, არა. - უახასიათოდ ხარ რაღაც არა? - რავი, ირაკლის ამბავმა დამაყენა უცნაურ ხასიათზე. - ყვველაფერი კარგად იქნება ჩემო ძირფასო. - მადლობა შენ. - მადლობა რატომ? - იმისთის რომ ჩემ გვერდით ხარ. - თქვენ გვერდით, და დედამიწის ზურგზე ვერავინ და ვერაფერი მოახერხებს ამ ყველაფრის შეცვლას. - მიხარია ამ ყველაფრის მოსმენა. კორპუსთან მივედით მანქანა გავაჩერეთ და მაღაზიაში შევედით, ვახომ ურიკას ხელი მოკიდა და სხვადასხვა ნივთები ავიღეთ. სახლში ავიტაეთ და დავალაგეტ. დახარისხებაში მეხმარებოდა, ღმერთო რა ედნიერ ვიყავი და როგორ არ მინდოდა ეს ყველაფერი გამეფუჭებინა, მეთქვა და მომეყოლა კი ყველაფერი?! არ ვიცი, როგორ მოვქცეულიყავი ვერ ხვდებოდი, მიყვარდა ეს კაცი, მაბედნირებდა და მეიმედებოდა, წლების წინ უდანაშაულოდ გაკიცხვის გამო მისი დაკარგვა არ მინდოდა, თუმცა ამ ყველაფრის მოსაყოლად საჭირო დრო როდის იქნებოდა. ნელ-ნელა ყველა ნივითი და პრიდუქტი დავახარისხე, თავ თავიანთ ადგილებზე განვათავსეთ, ვახო ტელევიზზორთან დივანზე ჩამოჯდა და ერთი ჭიქა ვისკის მიტანა მთხოვა, მივუტანე ვისკი, როგორც უყვარს ხოლმე, ჭიქის დასადებით. გვერდით მივუჯექი და ხელი გადამხვია, თავი მხარზე დავადე, და მივეხუტე, ისე როგორც უსუსური ეხუტება მისზე ძლიერ და მისთის სანდო ადამიანს. მარჯვენა მხრის ქვეშ მოვექეცი სრულ ნეტარებასა და სითბოში, მარვენა ხელითვვე მეფერებოდა თმაზე და სახეზე, აქა იქ თავმზე მკოცნიდა, დიახ ეს სიყვარული იყო, რომლსი დასაცავადაც ყველაფერზე წავიდოდი. ჭიქას დახედა, და გაიღიმა, ხელში ეჭირა და ცოტა გაარხია, მგონი არ მოეწოა ვიფიქრე: - რა იყო? - არა არაფერი, ყინულის გარეშეა... - ხო, როგორც სვავ ხოლმე, ყინუითთ ხომ არ გინდოდა? - არა ჩემო ძვირფასო, ასე ჯობია. - ხომ არ ვუყუროთ რამეს? - რასაც გინდა.... - მაინც, შენ რა გინდა... თქვენთვის წ - ერილია? - გიყვარს ეგ ფილმი ხომ? - მიყვარს, და უფრო შემიყვარდა. - ხოო, რის მერე? - ჯოკორში რომ ვუყურეთ მის მერე, დრო და დრო რაღაც რაღაცები მახსენებს როგორ მიყვარდებოდი ჩემდა უნებურად. - აჰააამ..... მერე? - მერე და მერე.... დღეს უკვე ვიცი რომ მიყვარხარ, რომ ყველაფერი შენ თავს მახსენებს და იმ სიყვარულს, რომელიც ასე უეცრად ნელ-ნელა კამათში დაიბადა.... - რომელიც დიდხანს იქნება. ისე ეს ერთი შვილი კი, მაგრამ მეორეზეც ხომ არ გვეფიქრა? - ჯერ ცოტა ადრეა არა? - არა, კი მაგრამ ძალიან მინდა, აი მაგალითად ტყუპები. - ოჰოო, ძალიან კარგი იქნება, დიდი სიამოვნებით. ამასობაში ფიმიც ჩავრთეთ, არაჩვეულბრივი მოგონებები გვაკავშირებდა ორივეს ამ ფიმლთან და სიამოვებით ვუყურებდით ორივე. უცებ კარზე ზარი გაისმა, ერთმანეთს გაკვირვებულებმა შევხედეთ. ვახომ ტელეფონს დახედა და თითქმის 12 საათი სრულდებოდა: - ვინ უნდა იყოს? - არ ვიცი ვახო, გავღებ. - არა იჯექი შენ, მე გავალ. ვახო დივანიდან წმოდგა და კარის გასაღებად წავიდა, სანამ კართან მივიდა კიდევ რამდენიმე ზარი გაისმა, ცოტა არ იყოს აფორიაქდი, არავინ უკითხავად აქამდე ამ სახლში არ მოსულა, ალბათ ვინეს მისამართი შეეშალა. ვახომ კარი გააღო: - ირაკლი, რა ხდება? - როგორ ხაართ გვრიტებო? - მთვრალი ხარ ? - არა.... ოოდნავ ნასვამი ... სულ ცოტა, შემოვალ რა - მოდი მოდი რა კითხვებია... წამიერად წამოვხტი დივნიდან. - ირაკლი.... რა მოხდა? - ვკითხე - დაჯე ირა, მშვიდობაა რა ხდება? - არაფერი ტო, ისე მოვეი მომენატრეთ გუგულებო და შემოგიარეთ არ შეიძლება? - კარგი რა ირა, როცა გინდა მაშინ მოდი, მაგრამ სად დალიე ? - ბარში და მერე წამოვედი თქვეთან,,,, ქორწილზე მინდა გელაპარაკოთ! - ქორწილზე, ეხლა ? - გაოცებულმა უფასუხა ვახომ - ხო,,,, ქორწილზე, შენ და შენ ქორწილზე - ხელს ჩვენკენ იშვერდა - რა დროს ქორწილია, ნელიმ იცის აქ რო ხარ? - არა,,,, არ იცის, ვისი საქმა სად დავდივარ ვახო? - არც არავისი, დარჩი თუ გინდა აქ, ან მე წაგიყვან ესე ვერ გაგიშვებ - დავრჩე? .... ჰა? ანა , შენ გინდა რომ დავრჩე? - რატომ არ უნდა უნდოდეს, ირაკლი რა დაგემართა გამაგებინე, ზაქრო უნდა გენახა, რა მოხდა გამაგენინე - გინდა გაიგოო??? - ვახო, დაანებე თავი, წვალ საძნებელს გავუმზადებ და დაიძნებს, რა დროს ეგაა... - არა, ანა, თუ აინტერესებს უნდა ვუთხრა არა?? - მგონი ჯობია ხვალ ილაპარაკოთ, ვახო, წავალ - არა!!!!!!!!!!!!!!! - იყვირა ირაკლიმ. - ირაკლი ზედმეტები ხომ არ მოგდის მართლა და მართლა რა გაყვირებს, ანს ად ყვირი ამას ხვდები? - ბოდიში, სორიი, ზედმეტი მომივიდა.... - ჯობია ხვალ ვილაპარაკოთ, ანა გაუშალე საწოლი... - კარგი. - არ წახვიდე, ვილაპარაკოთ ანუ, კი არა და ანა, მე შენ და ვახომ.... - გამაგებინე რა ხდება ირაკლი, ზაქრომ რა გითხრა, ცოცხალია ის გოგო?? - ცოცხალია.... - სადაა მერე, არ ნახე არ ელაპარაკე? - არა, ჯერ არა, მაგრამ უნდა ველაპარაკო - ანუ იცი სადაცაა? - ვიცი.... - მერე დალევას მას დალაპპარაკებოდი არ ჯობდა ირა? გაგერკვია ყველაფერი ჰა? - ვერ გავბედე ვახო.... ანა... ხედავ რა შეგიძლიათ ქალებმა კაცებს დამართოოთ? - ანას ნუ ხვევ ამ ამბავში ..... - ვერა, ვახო ვერ გავბედე.... - ვახო შეეშვი გთხოვ.... ირაკლი გეყოფა - რატო ანა? რა გგონია რა უნდა ვთქვა ჰა ? - არაფერი არ მგონია ირაკლი, ჯობია დაიძნო და ხვალ ვილაპარაკოთ.... - პირობას მაძლევ? - კი გპირდები, ხო ვახო? - კი ხვა ვილაპარაკოთ ირა. - კარგი, წავალ მეე მაშინ - არსად არ წახვალ, აქ დარჩები. გული ლამის გამისკდა, მგონი ვახომ ვერაფერი იეწვა თუმცა დარწმუნებული ვარ ირაკლიმ ჩემ შესახებ ყველაფერი იცოდა. ახლა ყველაფერზე მტავარი ის იყო პირველი მე დავლაპარაკებოდი და სიტუაცია ამეხნსა მისთვის, ვახოსთვის ამ ყველაფრის ცოდნა არსებითს არ წამორადგენნდა, შესაბამისად იმედი იმისა რომ ირაკლი არაერს მოიმოქმედებდა მაინც ასე თუ ისე მქონდა. ირაკლი საძნებელში დავაბინავეთ, მე დ ავახო ი ჩვენ ოთახში დავბრუნდით, საწოლზე წამოვწექით და რამოდენიმე ხანი ვილაპარაკეთ, რა შეიძლებოდა ეთქვა ზახარას ირაკლისთვის, ხვადასხვა ვარიანტები ამოთვალა ვახომ, მეც მორჩილი ბავშვივით თავს ვუქნევდი, სიმართლის თმას არ ვაპირებდი, იქმადე მაინც სანამ ირაკლის საღ აზროვნებზე მყოფს არ დაველაპარაკებოდი. დილა გათენდა, ვახოს ეღვიძა და აბაზანაში იყო, საწოლი მივალაგე მანამდე ისიც გამოვიდა: - დილა მშვიდობის - დილა მშვიდობის, როგორ გეძინა? - ნორმალურად, ირაკლიმ გაიღვიძა ნეტავ? - არ ვიცი ანა, ხმა არ გამიგია. - კარგი, გავა საუზმეს მოვამადებ და თქვენც მოდით. - კარგი. საზარეულოში გავდი და საუზმის მომზადება დავიწყე, არ ვიცოდ ირაკლის ეღვიძა თუ არა, ამიტომ სამ ადამიანზე ვამზადები. მალევე ვახოც მოვიდა - ღვიძავს, და მოვა - ხოო, როგორ არის? - გათიშულია არაფერი არ ახსოვს - მართლა? - აქ როგორ მოვხვდიო, გამომაშტერა, დრეს ალბათ იწვეს და იძნოს ჯობია რას იტყვი? - ნამდვილად, სამსახურშ მისი წაყვანა არც თუ ისე მართებულია ამ ეტაპზე. - მეც ეგრე ვფიქრობ. - დილა შვიდობის მეგობრებო..... ანა წყალი დამალევინე რა.... გამისკდა თავი! ცივი წყალი დავუსხი და ერთი ასპირინიც მივეცი. - ეს დალიე და კარგად გახდები. - საერთოდ არაფერი მახსოვს, რა ჩავიდიინე? - არაფერი ირაკლი, ზაქროს ელაპარაკე ხო როგორც მახსოვს. - ველაპარაკე, მაგრამ აქ რა ვქენი ? - არაფერი, ცოტა იყვირე, იმიტომ რომ მთვრალი იყავი ეს იყო და ეს, მერე დაწექი და დაიძნე ეგრევე. - ანა შენ გიყვირე? - არა, ჩემთვის არა.... - იცოდა, ჩემ შესახებ იცოდა, მაგრამ ამჟამად არ იმჩნევდა - კიდევ კარგი... - ირა, დარჩი შენ დაიძნე კიდევ გამოფხიზლდი საღამომდე, და მერე ბარში უნდა მივიდეთ, საკიტხებია გასავლელი, ბიზნეს ცენტრს დეღეს მე მივხედავ შენ დაისვენე კარგი? - გასაგებია შეფ! ვისაუზმეთ და ვახო გავაცილე, დავრჩით მე და ირაკლიმ საუბრის დაწყება არ მინდოდა, თუმცა ვერსად გავექცეოდი. - რატომ მომექეცი ასე? - ვერ გავიგე.... - ასე რატომ მომექეცი, მაშინ, აეროპორტში.... რატომ არ მოხვედი? - ირაკლი.... მე... - არა, პასუხი გამეცი, რატომ ? თავის გამოშტერებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ეს საუბარი უნდა გაგრძელებულიყო და აქვე დამთავრებულიყო. - ხომ მოგწერე.... მეილზე, რატომაც, რაღატო უნდა გავიმეორო? - ანუკი.... ეგ მე არ მომიწრია.... მე არ მომიწერია გსმიის - აბა ვინ იყო ვიინ? - არ ვიცი.... - რა მნიშვნელობა აქვს ირაკლი ამას, რაც იყო იყო, ვერაფერს უშველი, მე აღარ ვარ ის ანუკი, არც შენ ხარ ის ირაკლი, დამთავრდა ანუკის და ირაკლის ისტორია, ვსო მორჩა - მაშინ, კოჯორში, ხომ მიხვდი ყველაფერს.... რატომ მალავდი? რატომ შეგიყვარდა ჩემი საუკეთესო მეგობარი?? გეგონა ამ ყევლაფერს ვერ გავიგებდით ხო? - ირაკლი, სიყვარული დაგეგმარებით არ მოდის ხომ იცი არა.... - მაშ..... ჩემთან არაფერი გამოგივიდა და ჩემ მეგობარს მიადექი ხო ? - ირაკლი ზედმეტები მოგდის..... - ხო, ორსულადაც ხარ, მერე რა თუ სუროგაციით, ბავში ხომ შენი და ირაკლის აღმოჩნდა, შენთვის საუკეთესო ვარიანტია, არაფერი მოგაკლდება, ანგარება გამოძრავებს ანუკი? როგორ არ გრცხვენია, იცოდი გესმოდა მაშინ ჩემი, როგორ ვნაღვლობდი და ვდარდობდი, მის მერეც რამდენჯერ ვსიაუბრეთ ანუკიზე, ერთხელ არაფერი წამოგცდენია, როცა მე შენი ნახვის სურვილი მკლავდა და შენ ა დროს ჩემ ძმას და მეგობარს თვალებს ,,შენ და უნებურად’’ მაიცა როგორ თქვიი დაუგეგმავად თუ დაუგეგმარებულად უჟუჟუნებდი ხო, და ეს ყველაფერი დავიჯერო გინდა? გამეცი რა პასუხი..... - პასუხი ერთია ირაკლი, წარსულის ქექვას აზრი არ აქვს, და ანგარებიანს მეორედ მიწოდებ და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ, გაფრთხილებ! - კარგი ანუკი, იყოს ისე როგორც არის, თუ ანა, დრეიდან როგორ მოგმართო? - ირაკლი.... არ მეცინება... - არც მე, და მაინც.... გიყვარს ვახო ხო? - კი, ირაკლი მიყვარს. - და მე? მე არ გიყვარვარ? - ირაკლი, რაც იყო იყო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დასრულდა, წარსულს ცაბარდა, არ ვაპრირებ წარსულის გახსენებას, არ მინდა.... - რატომ ანა? ვახოზე ნაკლები ფული და ცხოვრება არ მაქვს ისე ცნობისთვის მეტი თუ არა, შენ შვილსაც პირობას გაძევ არაფერი მოაკლდება, ხომ გიყვარდი ანუკი, ესე მარტივად შეძელი სხვისი შეყვარება? - ირაკლი, თავი დამანებე , არ მინდა ამ ტემაზე საუბარი რატომ არ გესმის რატომ? - იმიტომ რომ მინდ ამელაპარაკო, გემის მინდა მელაპარაკო - ყვიროდა - ტონს დაუწიე, არ ვაპირებ ლაპარაკს შემეშვი - შევეცადე წავსულიყავი იდაყვი დამიჭირა - გამიშვი ირაკლი! გამიშვი მეთქი - წადი, გიშვებ... რაც გინდა ის ქენი, ვინც გინდა ის შეიყვარე, ვისთანაც გინა იმასთან იცხოვრე, მაგრამ ერთი დაიმახსოვრე, ჩემი მეგობრის აბუჩად აგდების საშუალებას არ მოგცემ!!!! დიდი ხანია ანუკი შენ ჩემზე ადრე იცოდი სიმარლე და მიცანი, და მიანც განაგრძე ტყუილი დიდი ხანიიიიია დიიიდიიი......... და ვახო ,,შეივარე’’.. შენრ ა დებილი გგონივარ? წადი.... ჩემი და ვახოს ცხოვრებიდან წადი!!!!!!!! - ბევრს გითმენ ირაკლი, და ვცდილობ შენ მიმართ პატივიცემა შევინარჩუნო რაც შემრჩენია, ბოდიშის მოხდას არ გთხოვ, მორჩი... - ანუკი, ბარგი ჩაალაგე და ამ სახლიდან წადი, ისე რომ ვახომაც კი ვერას დაგინახოს და მოგაგნოს გასაგებია?? - რა? - რაც გაიგე, ერთ საათს გაძლევ დროს! - ირაკლი რას მელაპრაკები? - რას გელაპარაკები და ჩემი მეგობრის ცხოვრებიდან დააახვიე გაიგე? ცრემლები წამომივიდა, ავტირდი, გული მეკუმშებოდა, რა მექნა არ ვიცოდი.. ჩემი ბრალი იყო, ამდენ ხანს ეს ამბავი არ უნდა დამემალა, ღირსი ვიყავი ყველაფრის, მატერიალისტი არ ვარ მაგრამ ამ შეპასებასაც ვიმსახურებდი მისგან.... დამნაშავე ვიყავი, ამხელა ტყუილი და გულისტკენა მე გამოვიწვიე, თუმცა ახლა რა უნდა მექნა. - ანუკი, მორჩი ნიანგის ცრემლებსი ყრას, და ბარგი ჩაალაგე, თუ გინდა მოგეხმარები.... ზედმეტად დამშვიდებული ტონით მესაუბრებოდა, წაორენიე წთის წინ მიყვიროდა ახლა პირიქით. - რატომ, რატომ მაიძულებ წასვლას? - იმიტომ რომ ჩემი მეგობრის გამოყენებსი საშუალება არ მოგცე! მის ხარჯზე მოიწყო ფუფუნებაში ცხოვრება ! მეც გამომაშტერე და ახა ცემ ემგობარს მიადექი, თან ისე რომ ამ ყველაფრის შემყურე ვიყავი და ამის არც კი გერიდებოდა.... ანუკი შეცდი, გეგონა ამ ყველაფერს ვერ მე გავიგებდ და ვერც ვახო, ხო და ჯერ კიდევ სანამ ვახომ არაფერი იცის, ჩაალაგე ბარგი და წადი მისი ცხოვრებიდან... - რომ არ წავიდე? - რომ არ წახვიდე, ყველაფერს ვეტყვი ანუკი, შენ რა გგონია ვერ ვეტყვი? - ირაკლი არ გაბედო, გთხოვ, რაც გინდა ის მიწოდე, დამაბრალე ათასი უბედურება და მანკიერება, მაგრამ ვახოს ჩემზე და შენზე ნუ ეტყვი ნურაფერს, გემუდარები, ყველააზე საყვარელ საფცარს გაფიცებ ოტონდ ეგ არ გააკეთო.... - საყვარელ საფიცარსო? იცი რომ წლების განმავლობაში შენ თავზე ძვირფასი არავინ მყავდა? იცი რა დეპრესია მქონდა უშენობიდან გამომდინარე? რომ ვცადე რამდენჯერმე იცოდი ანუკი? აზრად მოგსვლია? არა..... უმისამართო, ჩემგან წარმოუდგენელი მოაწერი წაიკიტხე და დაიჯერე! ხო და ახლა მეც არ მჯერა შენი წრფელი სიყვარულის ვახოს მიმართ, აიკარი გუდა ნაბადი და წადი აქედან... ან დარჩი და მოვუყვეთ ვახოს ჩვენი ამბავი, იქნებ არც გაგამტყუნოს რა იცი.... - ირაკლი, ცუდად მექცევი.... ნუ მექცევი ასე სასტიკად, ნუ მაყენებ არჩევნის წინაშე, განა რა დაგიშავე? - ცხოვრება დამინგრიე.... მიმატოვე, სხვისი სიტყვეის გამო, ისე რომ ახსნაც არ მთხოვე.... და კიდე რა დამიშავე? ,,,,,,,,,,,,, წადი ანუკი ჩვენი ცხვრებიდან, გაქრი! - არ დავტოვებ ვახოს, მიყვარს გესმის მიყვარს!!!!!!!!! - მეც მიყვარხარ!!!!!!!!! - რა? - რაც გაიგე.......... მიყვარხარ.... ეს კიდევ უფრო მაზიზღებს ჩემ თავს! მძულს ეს წლებსი განმავლობაში დაგროვილი სიყვარული .... მეზიზღება და მინდა გულიდან ამოგიგდო მაგრამ ვერა, არ შემიძლია გესმის, არა, ან შენ წახვალ ან ვახო ყველაფერს გაიგებს, ან მშვიდად და წყნარად იქნები ჩვენგან შორს, ან ვახოს გააუბედურებ, თუ მართა გიყვარს წადი! - ირაკლი, არ გიყვარვარ.... ეს აკვიატებაა - შენ მე ნუ მასწავლი რა არის ლამის 10 წელი ქალი გიყვარდეს და გენატრებოდეს,,,,, შენ ამას ვერ გაგებ... - განა მე არ ვიტანჯებოდი ? განა მწარე არ იყო და გულის მომკვლელეი რაც ჩემი მისამართით წავიკითხე? ამაზე რატომ არაფერ ამბობ, და ამის მერე წლების მერე, შევხვდი კაცს რომელიც შემიყვარდა, გინდა რომ უაზრო ახირების გამო მივატოვო? არა! დაე გაირკვეს ყველაფერი და თუ მოისურვებს უჩემოდ ყოფნას, დაე ასე იყოს! - ხოო? კარგი.... დღეს საღამოს ვახოს მოვუყვეთ მაშ ყველაფერი! - ვუთხრათ, და იცოდე ბოლომდე დავიცავ ჩემ სიყვარულს ვახოსადმი და არ მოგცემ საშალებას ეს ბედნეირება წამართვა გესმიის, ამის საშუალებას არ მოგცემ! - ყოჩაღ მომწონს შენი შემართება, მოკლედ, მე წავალ დავიძნებ.... დაველოდოთ ვახოს, დროებით. ირაკლი წავიდა დასაძინებლად, დარჩი ატირებული მარტო, საღამოს მოლოდინში. არაფერი არ ვიცოდი გარდა ერთისა, სიცოცხლის ფასად დავიცავდი ჩემ სიყვარულს, არ დავთმობდი არასდროს, ამისთვის კი სულიერად და მორალურად უნდა მოვმარებულიყავი, სხვა გამსოავალი არ მქონდა, ვახოს არ მვატოვებდი, მხოლო მაშინ თუ ამას თავად მოინდომებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.