გაყიდული ღირსება (თავი 1)
გაყიდული ღირსება თავი 1 ანა. გათენდა, თვალები გავახილე, განსხვავებულს რატომღაც ვერაფერს ვხედავ, აბაზანაში მოვწესრიგდი და იმედია სამსახურში წასვლამდე ფინჯან ყავას მივრთმევ აივანზე სუფთა ჰაერზე, ცოტას ვიფიქრებ და სამსახურში წავალ. ბაბუაჩემი ისევ ცუდადაა, მთელი ღამე არ ეძინა, ოხრვდა, უკვე ძალა და ენერგია მეცლება, ვეღარ ვუმკლავდები მის ტანჯვას, ვერ ვშველი, ვერ ვუხანგრძლივებ ცხოვრებას, ის ცალკე იტანჯება მე ცალკე. ბოლოს მაინც შევედი მასთან ოთახში, გაუნძრევლად იწვა, ღამენათევს მისძინებია, არ მინდოდა გამეღვიძებინა მაგრამ მაინც შეეღვიძა. - რაო ბაბუ, რა ხდება, არ წასულხარ სამსახურში? - არა ბაბუ, წასვლამდე შემოგიარე, როგორ ხარ, არ გეძნა წუხელ? - მეძინა ბაბუ მეძინა, კარგად ვარ არინერვიულო, დღეს უკეთესად, ხვალ კიდევ უკეთ ვიქნები, გენაცვალოს ბაბუა - გამეცინა, მივხვდი რომ ლამაზად მატყუებდა. - კარგი ბა, საუზმე გაგიმზადე, სადილიც დაგიტოვე, თუ რამე დაგჭირდა დამირეკე კარგი? - ჩავეხუტე, აქაიქ შერჩენილი ჭაღარა თმები გადავუწიე და შუბლზე ვაკოცე. - კარგი ბაბუ გენაცვალოს. - წამლების დალევა არ დაგავიწყდეს ბა, სამზარეულოში ჩაიდანთან დაგილაგე, საღამოს ხვალინდელსაც გიყიდი. ძალიან რთული ყოფილა მარტოობა, წლების განმავლობაში არც დედა არც მამა, საყრდენგამოცლილი ყოფნა, არავინ ვისი იმედიც გექნებოდა, პირიქით სამოცდატვრამეტი წლის ავადმყოფ ბაბუას მხოლოდ ჩემი იმედი აქვს, მეც განა ბევრის?! 27 წლის ვარ. ყოველი დღე ერთმანეთს გავს, ყოველ დღე ახალ-ახალი წამლები, სხვადასხვა ექიმები, სხვადასხვა დიაგნოზები, უსახსრობა და ისევ მარტოობა... და ეს ყველაფერი რამდენი წელია გრძელდება.... სტუდენტი ვიყავი ბაბუს სამსახურში უბედური შემთხვევა, რომ დაემართა, მშენებლობიდან გადმოვარდა, კიდურები მოიტეხა, და მძიმე დაბეჟილობაც მიიღო სხვა სიკეთეებთან ერთად. ჩვენი ოჯახის, რომელიც მხოლოდ ორი წევრისგან შედგება, მარჩენალი ლოგინს მიეჯაჭვა, მისმა დამსაქმებელმა, მხოლოდ ორ თვის ხელფასი მოგვცა, და დააყოლა რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და კომპანია ვალდებული არ იყო მისი დასაქმებულისთვის ემკურნალა. მომიწია სამსახურის ძებნა, არ მაქონდა დიპლომი, არც გამოცდილება, ერთ-ერთ რესტორანში დავიწყე დამლაგებლად მუშაობა, რთული გრაფიკი მქონდა, სწავლის შეთავსებას ვეღარ ვახერხებდი და მივატოვე სწავლა, დღემდე ვნანობ, ალბათ უნდა გამეჭირვა და მესწავლა, რომ დღეს იქ არ ვიყო სადაც ვარ, თუმცა ცხოვრება დაუნდობელია. დღემდე ზურგით მომყასვს ბაბუა და ერთ წამს და თეთრს არ ვნანობ მისთვის დახარჯულს. დღეს-დღეისობით ორ ადგილას ვმუშაობ, ბარში, რომელსაც ვალაგებ და ვასუფთავებ, და პარალელურად ვასუფთავებ სახლებს და ბინებს. ამდენს თუ შევძლებდი ოდესმე ნამდვილად არ მეგონა. სამსახურის გზაზე აფთიაქში შევიარე, ბაბუასთვის წალმების საყილდად, ვიფიქრე ორი სამი დღისას ერთად ვიყიდითქო, თუმცა სამწუხაროდ ჩემი ფინანსები ვერ გაწვდა. სამსახურში მივედი, გადავწყვიტე ჩემ უფროსს დავლაპარაკებოდი, იქნებ ავანსის სახით გამოეყო გარკვეული თანხა, რომელიც საშუალებას მომცემდა მეყიდა წამლები და ხელფასამდე თავი გაგვეტანა, ვინიცობა და არავის დაერეკა სახლების დალაგებასთან დაკავშირებით. ზოგი ხელმძღვანელისგან განსხვავებით, ჩემი უშალო უფროსი საკმაოდ სოლიდური და კეთილი ადამიანია, იცის ჩემი მდგომარეობა და რამოდენიმე დღის ავანსი მომცა, გახარებული სამუშაო დღის დასრულებას ველოდებოდი, ბაბუასთვის წამლები რომ მეყიდა და მშვიდად ვყოფილიყავი. დიდად გმაყოფილი არ ვარ ბარში მუშაობით, სიმართლე გითხრათ, სისუფთავის შენარჩუნება საზოგადოებას კი ყველაზე ნაკლებად შეუძლია, რაც მოგეხსენებათ ჩემ საქმეს აასმაგებს, თუმცა სხვა გზა არაა. ყველა სიკეთესთან ერთად საოცარი და მრავალფეროვანი ხალხი სტუმრობს ბარს, ცემა-ტყეპა და ჩხუბი ეს უკვე ჩვეულებად იქცა, ქალბატონების მხრიდან მამაკაცების მოხიბლვის ინსტრუმენტები კი უცვლელია, თამამი ჩაცმულობა, ნაზი შეხება, გამომწვევი მზერა, ეს ისაა რაც ბარში შემოსულ მამაკაცებს სურთ ქალებისგან. რატომღაც კულისებიდან არაერთ მსგავს სიტუაციას დავკვირვებივარ, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებში ,,დამლაგებლობამ’’ განმავითარა და შამასწავლა ისინი, მარტივად ვცნობ ყველა ბარში შემოსულ ქალსა და მამაკაცს, ვიცი და ვხდები თუ რა უნდათ, ვისგან და რატომ. ჩემ მეწყვილეს ნინოს შვილი ცუდად ყავდა, სიცხიანი, უფროსთან შესვლის ერიდებოდა. - ანა, სანდროს სცხე აქვს, კობამ მითხრა სახლში ჯერ ვერ მივალო, როგორ ვუთხრა გამიშვი ღამის მორიგეობიდანთქო, რა გავაკეთო? - მთავარია ბავში კარგად იყოს, რა განერვიულებს, შედი და როგორცაა ისე მოუყევი და თხოვე გაგათავისუფლოს, ანა იქნება ჩემ მაგივრადთქო, გადავაბავ და დავრჩები. ნუ გერიდება ყველაფრის, დღეს ავანსი მომცა, კარგ ხასიათზეა, შედი მიდი მიდი, დროს ნუ წელავ. - რაც არის არის, წავედი, წარმატებები მისურვე. - გისურვებ, ხო ხო , მიდი ჰე მიდი. ცოტა გამეცინა, ასე რატომ დარდობდა, თუმცა უფროსის კაბინეტამდე მივყევი, მეფიქრებოდა რომ გადაიფიქრებდა და უკან გამობრუნდებოდა, კარზე დააკაკუნა, არავინ გამოეხმაურა, კარის სახელურს ხელი მოკიდა გაღება ცადა, თუმცა კარი აშკარად გასაღებით იყო დაკეტილი. მე გამომხედა. - ანა, რა ვქნა ახლა? - არ ვიცი ნინო, ქალბატონი ლეილა თუ წასულია, აბა ვის უნდა დაველაპარაკო? ორივე ერთმანეს გაკვირვებით ვუყურებდით, ვერ გაგვეგო რა ხდებოდა, ქალბატონი ლეილა ასეთ დროს რატომ არ იყო კაბინეტში და საერთოდ სამსახურში. ნინოს კობა ურეკავდა, აინტერესებდა მივიდა თუ არა სახლში. ვატყობდი რომ ძალიან ნერვიულობდა. - ნინ, წადი შენ სანდროს მიხედე, ცოდოა ბავში სიცხიანი, არ აუწიოს რამე არ გაურთულდეს, მე დავრჩები, თუ ვინმემ გიკითხა მე ვეტყვი რა იყო და როგორ. - რამე რომ გითხ... - კარგი რა უნდა მითხრან, დავიჯერო ჩემზე კარგად ხეხავ იატაკებს და უნიტაზებს? - შევეცადე გამემხიარულებინა და შედეგიანად - გაეცინა. - კარგი, მადლობა ანა. - სამადლობელო არაფერია, წარმატებები ჩემო გოგო. ნინო წავიდა. უკვე წინასწარ ვიცოდი ღამის სმენაში რა მელოდა და როგორ. გვაინ გამახსენდა ბაბუ მარტო რომ ინქებოდა სახლში მთელი ღამე და დავურეკე. - როგორ ხარ ბა? - კარგად ბაბუ კარგად. - ბა, ჩემ თანამშრომელს ბავში ავად გაუხდა, ამაღამ აქ ვიქნები ბა, არ შეგეშინდეს დილით მოვალ, როგორც კი მოვრჩები ყველაფერს მაშინვე. ვენერა დეიდას დავურეკავ, წამლების ყიდვას ვერ მოვასწრებ დილით რომ დალიო, ვთხოვ დილის აბები გიყიდოს და შემოგაწოდოს, როგორც კი დავბრუნდები ფულს მერე მივცემ. - კარგი ბაბუ გენაცვალოს. - კარგი ბა, თუ რამე დამირეკე. ვენერა დეიდა არ დამზარდა და უყიდა ბაბუს წამლები, შიგადაშიგ ვთხოვე შეეხედა ხოლმე ღამის განმავლობაში. ღამის ათი საათიც ნელ-ნელა მოვიდა, ყველა ასაკის ქალებმა და მამაკაცებმა მოიყარეს თავი, საინტერესო ჩაცმულობით, ქცევით და მანერებით გამოირჩეოდნენ ნამდვილად, აშკარა იყო რომ არც ერთი მათგანი საშუალო ფენის წარმომადგენელი არ იყო, სასმელს სასმელზე უკვეთავდნენ, სასურველი ქალბატონებისთვის ფულის დახარჯვასაც არ ნანობდნენ. ვიცოდი, რომ ეს ღამე ძალიან რთულად გაიწელებოდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.