შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგიყვარდები! {თავი 1}


27-05-2022, 08:54
ავტორი ქეთათო4
ნანახია 12 796

კარზე აკრულს ზემოდან უყურებდა. ღრმად სუნთქავდა, ბრაზის კონტროლს ცდილობდა, მაგრამ ამაოდ.
-გითხარი არ ნახოთქო-გაშლილი ხელი დაარტყა კარს.-არ ნახოთქო!
-ვერ ამიკრძალავ, არ გაქვს ამის უფლება-ცრემლები უკუაგდო.
-შენ შენს გამო*ირებულ ძმაში ხომ არ გეშლები?-თვალები დააწვრილა.-ჩემი ცოლი ხარ, გაიაზრე-თითი საფეთქელთან მიადო.-გაიაზრე და არ გაბედო მეორედ შეხვდე ვინმეს ჩემს დაუკითხავად. გიკრძალავ!-თვალებიდან ნაპერწკლები სცვიოდა.
-როდემდე გეყოლები ძალით აქ? როდემდე? ერთი თვე? ერთი წელი? რამდენი ხანი? იქნებ მანამდე, სანამ ხალხი შენს იმპოტენტობაზე დაიწყებს საუბარს! რომ შვილი არ გყავს! მიპასუხე.
-ნუ მაიძულებ! გესმის? უბრალოდ არ მაიძულო, თორე შემიძლია დაგიმტკიცო საწოლში რა და როგორ შემიძლია-ხელი გაუშვა და ღია კართად დადგა.
-მეორედ არ გამამეორებინო, ფრთხილად იყავი!-კარი გაიხურა და გასაღებით გადაკეტა. ვერ აზროვნებდა, ჭკუიდან იშლებოდა. კიბეები სწრაფად ჩაიარა და მისაღებში შეკრებილებს თვალი მოავლო.
-ნიკო-დის ხმაზე უკან გატრიალდა.
-შენ ხმა არ ამოიღო!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია.
-შვილო-ახლა თამარა ჩაერთო საუბარშუ, მაგრამ ამაოდ.
-აქ ძალით ვერ გააჩერებ!
-არავინ გაბედოთ, კარი გააღოთ, გასაგებია? არც კი იფიქროთ!-ზურგი აქცია ყველას და სახლი დატოვა. ეზოში გასულმა გეზი მანქანისკენ აიღო. საჭესთან მოთავსდა და ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს. პირველი ნაპასის შემდეგ თითქოს სიმშვიდეც შეეპარა, მაგრამ მაინც გიჟდებოდა. ქალზე მოხვეული კაცი თვალწინ ედგა და ნერვები ეშლებოდა.
აღარ უფიქრია, სწრაფად დაძრა ავტომობილი და დიდი სიჩქარით დატოვა ტერიტორია. გზაში ნაცნობ ნომერზე დარეკა.
-იმ ტიპის მისამართი ჩამიგდე-ეს თქვა და მაშინვე დაკიდა ყურმილი. ბრაზი თვალებში აწვებოდა. ნორმალურად ვერც კი ხედავდა, იმდენად იყო გაგიჟებული.
მწვანედ შეღებილ ჭიშკართან შეჩერდა და მაშინვე გადავიდა. ზარი არ დაურეკავს, პირდაპირ შეაღო კარი და ეზოში მყოფებს დააკვირდა. სასურველი ობიექტი ამოიცნო და მისკენ გაემართა.
-შე ახვ*რო-საყელოში დასწვდა კაცს და კედელზე ააკრა.
-ხომ გითხარი, ჩემს ცოლს არ გაეკაროთქო?-ზემოდან დააჩერდა.
-ხელი გამიშვი-გაიბრძოლა, მაგრამ ამაოდ.
-მოგკლავ, კიდევ ერთხელ რომ გნახო მასთან ერთად!-ზიზღით ამოიღრიალა და ძლიერად მიაჯახა კედელს.
-ის შენი ცოლი არ არის, გესმის? არ არის!-მაშინვე ინანა ნათქვამი, გაშლილი ხელი რომ მოხვდა და დაეცა.
-გაგაფრთხილე! დანარჩენი თავად იცოდე.-რამდენიმე წამით კიდევ უყურა და იქაურობა დატოვა.
ცხოვრება ყელში ეჩხირებოდა. ქალის კონტურები ედგა წინ. სარკეში არეკლილი შიშველი სხეული, რომელიც აგიჟებდა. ვერ ხვდებოდა, რა ემართებოდა.
სანაპიროს ჩაუყვა. წვიმის წვრილი წვეთები გამსხვილებულიყვნენ. სველდებოდა, მაგრამ ვერ გრძნობდა. ქალის ,,დესპოტი ხარ"-ყურში ჩაესმოდა. მის მუშტებს ჯერ კიდევ გრძნობდა გულის არეში და კანი ეწვოდა.
ნაბიჯების ხმაზე შეცბა. არ გაუხედავს, მიხვდა, რომ ცოტნე იყო.
-გითხარი, არ გამომყვეთქო!-ნაპირის მეორე მხარეს გაიხედა.
-ბატონო, ცუდად გამოიყურებით-ქოლგა გაუწოდა, მაგრამ ტყუილად.
-სახლში წადი!-თავით ანიშნა.
-ნიკო გთხოვ!
-წადითქო!-მარტო უნდოდა დარჩენა, ისე როგორც მთელი ცხოვრება იყო.
-კარგით!-თავი დაუქნია და ზანტი ნაბიჯით დატოვა სანაპირო.
ისევ მარტო დარჩა. ისევ ქალზე ფიქრებით, ისევ მასში გამეფებული შავით, რომელიც მართავდა. რომელიც არ აძლევდა მშვიდად ყოფნის საშუალებას. ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ერთი კვირა ახლა ჰქონდა. ყველგან იყო. ყველგან მისი სიტყვა იყო საჭირო. ყველაფერი კისერზე ეწვა და მაინც ღელავდა ქალზე, რომელზეც მას არც კი უნდა ეფიქრა.
თვალები მაგრად დახუჭა და ზუსტად ერთი კვირის წინ მომხდარი დაუდგა წინ. როგორც დაიწყო ყველაფერი...

--
-ქეთა, ფანგანის დაა.-ოთახში შესულმა დათამ ნერვიულად დაიდო წინ ფოტოები და ბოლთის ცემას მოჰყვა.
საბუთებიდან თავი არ აუწევია, მაგრად დააჭირა ხელის გული მაგიდის ზედაპირს.
-ნიკო, გესმის?-მის წინ ჩამოჯდა ფილფანი.
-გავიგე-ამოიღმუილა და თავი უკან გადააგდო-უკვე ვიცი!
-და რა ვქნათ?
-გოგა ბრძანებაას გასცემს, რომ მოკლან
-და შენ შეასრულებ?-იმედგაცრუება გამოესახა დათას.
-სხვა გზა არ არის! არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი.-თვალები დააწვრილა. ქალის მწვანე თვალები გამოესახა, მისი ცრემლიანი მწვანეები წამიერად გაკრთა...
-გამოსავალი არ არის?
-რა გამოსავალი, ჩემი ცოლი კი არ არის-ეცადა დათა გაემხიარულებინა. ფილფანს ჯერ სახე მოეღუშა და მერე ერთიანად გაუნათდა.
-შენი ცოლი არ არის, მაგრამ შეიძლება გახდეს.
-გააფრინე?-გაღიზიანებულმა გახედა
-მაშინ მისი მოკვლა მოგიწევს.
-არაუშავსთქო-უარესად გაღიზიანდა.
-ნიკო, ასაკი გაქვს, იქნებ შეგიყვარდეს კიდეც, ბავშვები და ამბები! მეჯვარე მე ვიქნები. კარგი გოგოა! სამედიცინოს სტუდენტი, წესიერი. ნუ იმ გამო*ლევებულს ჩამოშირდება და ეგაა, ზუსტად ისეთია, მთელი ცხოვრება რომ ეძებდი.
-დათა, აქვე არ მოგკლა!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და ფეხზე წამოდგა.
-აგარაკზე ავდივართ.
-ბეჭედი ავიყოლოთ?-არ ისვენებდა ფილფანი
-დათაა-დაუბღვირა და გზა განაგრძო.
-მეჯვარე ვარ!-ჩაიფხუკუნა და უკან აედევნა კაცს.

---
სიბნელეში იჯდა. მთელი დღე პირი არაფრისთვის დაეკარებინა და სისუსტე ეპარებოდა. გარეთ სავსე მთვარე ანათებდა ყველაფერს. ამ სახლში მისი მოყვანით, მთელი ცხოვრება თავზე ჩამოამხეს. კარგად იაზრებდა ყველას ნათქვამს. განსაკუთრებით ნიკოს დედის ,,აქედან სუდარით შეძლებ გასვლას"-ეს ყველაფერი ცუდად ხდიდა. ცდილობდა, დაელაგებინა ყველა დეტალი, აქ როგორ მოხვდა, ან რატომ ის. ჯერ კიდევ კანკალებდა დანახულით, როგორ სასტიკად გაუსწორდნენ მის თანატოლ ბიჭს, რომელსაც არაფერი დაუშავებია. ახლა რომ მისი ქმარი ერქვა, ის კაციც მანიაკი იყო, შეშლილი. კარგად ცნობილი ნიკო გიგანი.
ფიქრებმა იმდენად გაიტაცეს, რომ კარის ხმაზე დაფრთხა და შეშინებული წამოდგა. კარში ჯერ ნიკოს სილიერი გამოჩნდა და შემდეგ ოთახში შემოვუდა.
-რატომ არ გძინავს?-გასაღები ტუმბოზე დადო. ტონში შეპარული სიცივე ქალმაც იგრძნო
-რა შენი საქმეა?-თვალები აატრიალა და გვერდით გასწია თავი.
-თვალების ატრიალებას მოეშვი-ხმაში სიბრაზე გაერია.
-კიდევ რას მიბრძანებთ?-თეატრალურად გაშალა ხელი
-შენს სი* ძმას დაურეკე და უთხარი, რომ მოეშვას შენს გამო სხვებთან ფორთხვას.
-არ გაბედო ასე ლაპარაკი-ფეხზე გიჟივით წამოვარდა და კაცის წინ აღმოჩნდა. ღრმად სუნთქავდა.
-თორე?-ხალისობდა მისი უსუსურობით.
-მოგკლავ-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია.
-მიდი-კიდევ უფრო ახლოს მივიდა. ქალის სავსე მკერდს სხეულზე გრძნობდა. სხეულში დავლილ ვნების კორიანტელს ლოკალურად ებრძოდა. ყელთან გრძნობდა ცხელ სუნთქვას ნიკო და ეს კიდევ უფრო აგიჟებდა. თხელი კაბიდან კარგად იგრძნობოდა სხეულის თრთოლვა და ერთი სული ჰქონდა კაბა ნაფლეთებად ექცია და კარგად აღექვა ქეთა ფანგანი.
-ავადმყოფო-ისევ ფანგანმა დაიხია უკან.
-დაიძინე-დაუღრინა და აბაზანაში შეიკეტა.
საკუთარ თავთან მარტო დარჩა. სარკეში ანარეკლს თვალი გაუსწორა და ღებინების შეგრძნებამ ყელი დაუწვა. ამ მდგომარეობას თავად სულ გაურბოდა. ახლობლების ნათქვამი სიტყვები ,,ცოლსაც ძალით ხო არ მოიყვან"-რეალობად ექცა და ეს კიდევ უფრო აგიჟებდა. ცხოვრებაში უამრავი ცუდი უნახავს, მაგრამ ახლა ყველაზე ცუდად გრძნობდა თავს. არ მოსწონდა თავის მდგომარეობა, მაგრამ ვერც შეცვლიდა. ეს ქალი რაღაცნაირად მნიშვნელოვანი იყო მისთვის და მისი სიკვდილის წარმოდგენაც გულში ჩხვლეტას იწვევდა. არ ეთმობოდა. დანახვის მომენტიდანვე გაიაზრა, რომ ვერ შეელეოდა, ვერ გაუშვებდა, ვერც გაიმეტებდა.
მისგან თუ გაუშვებდა ეს ნიშნავდა, რომ ქალს სასიკვდილოდ გაიმეტებდა, რადგან კარგად ესმოდა მისი გარშემომყოფთა განწყობა და ისიც იციდა, რომ ერთი სული ჰქონდათ, შეცდომა დაეშვა და თავიდან მოეშირებინათ ქეთა.
ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ იდგა... ხელის გულებით შუშის კედელს ეყრდნობოდა და ღრმად სუნთქავდა. როგორღაც ცდილობდა, რომ გონება გაეთიშა, მაგრამ ამაოდ. უფრო გიჟდებოდა...ერთ კვირაში ცხოვრება ამოუყირავდა.
პირსახოცი შემოიხვია ტანზე და გარეთ გავიდა. ქალის ხველების ხმაზე გაეღიმა და მისკენ გატრიალდა.
-უკაცრავად, მარტო არ ხართ!
ყურადღება არ მიუქცევია.
-ალოო-ფეხზე წამოდგა
-ნერვებს მიშლი-დაუბღვირა
-შენც-ხელები გადააჯვარედინა.
-ქეთა-მისკენ გაიწია და ქალის ბავშვურ სახეზე გაეღიმა.
-არ გაბედო-მზერა კაცის თითებს ჩააყოლა,რომელიც პირსახოცის ბოლოებს ჰქონდა შემოხვეული და ერთი ხელის მოძრაობით შეეძლო სრულიად შიშველი აღმოჩენილიყო. თითები გაამოძრავა და ქალის კივილზე და ზურგის შექცევაზე უფრო გახალისდა.
-ცხოველი-ფეხები დააბაკუნა და სააბაზანოში შეიკეტა.
-ბავშვი.-ტუმბოსთან დაიხარა და ტილოს თეთრი შარვალი ჩაიცვა.
თმიდან წყლის წვრილი წვეთები ზურგზე იკვლევდნენ გზას. იჯდა და ეწეოდა. თვალებით აბაზანის კრს ჭამდა, რომელიც არადა არ იღებოდა. მოთმინება გადაწურული ფეხზე წამოდგა და გაშლილი ხელის გული დაარტყა კარს.
-დროზე გამოდი-ტონს ვერ აკონტროლებდა. საერთოდ რა უნდოდა ან რატომ, ვერ ხვდებოდა.
-გესმის, დროზე?-კიდევ ერთხელ დაარტყა ძლიერად გაშლილი ხელი. რამდენიმე წამში გაიღო კარი და პირსახოცშემოხვეული ქალი რომ დაინახა, უფრო გაგიჟდა.
-შხაპის მიღებას მაცდი?
-ძილის დროა.
-ქეთა ადექი, დაჯექი, დაიძინე, გაიღვიძე. დავიღალე.-ამოიღრიალა და ცრემლებმა წამიერად გადმოლახეს ჯებირები.
-ცრემლების და დრამების გარეშე.
-უგულო ნაბი*ვარო-უკან შეტრიალდა კაცის ძლიერ ხელი ყელთან რომ შემოეჭდო და კართან ააკრა. ერთი თავით დაბალს ზემოდან დაჰყურებდა და მასში გამეფებულ გაურკვეველ სურვილებს ახშობდა.
-მეორედ არ გაბედო, არც კი გაიფიქრო მსგავსად ჩემთან ლაპარაკი.
-თორე? იქნებ მირჩევნია მომკლა, ვიდრე შენს გვერდით ყოფნა მაიძულო
-ლაპარაკს მოეშვი, თავი ამატკიე. ჩაიცვი და დაიძინე.-ხელი გაუშვა და ოთახი დატოვა.

ეზოში გრილმა ჰაერმა დაუმშვიდა სხეულში გაჩაღებული ბრძოლა. ბრძოლა საკუთარ გრძნობებთან, რომელიც უსახელო იყო. არ იცოდა, სახელს ვერ არქმევდა რას განიცდიდა. ქალის კონტურების გახსენება აგიჟებდა. მერე იმ კაცის ნათქვამი, რომ მისი არასდროს გახდებოდა, რომ მისი ცოლის სტატუსი უბრალოდ ფურცლებზე ჰქონდა ქეთას.
-დედას შევე*ი-იქვე მდგარ სკამს ფეხი გაჰკრა.
ოჯახში არავის ესაუბრებოდა, ყველას რაღაცნაირად ეშინოდა მისი. ეს მოსწონდა თუ არა, თავადაც ვერ ხვდებოდა, მაგრამ ცოლზე და შვილებზე რაღაც მომენტში ფიქრობდა. უნდოდა შვილები, მაგრამ იაზრებდა, რომ ფანგანისგან ეს იმაზე მეტად შეუძლებელი იყო, ვიდრე სხვა დანარჩენი.
არადა იმაზე ფიქრიც კი აგიჟებდა, რომ შეიძლებოდა მამა რქმეოდა. ჭკუიდან იშლებოდა.
სიგარეტის ღერი მოიქცია ტუჩებს შორის და ღრმად შეისუნთქა ნიკოტინის მხუთავი აირი. ესეც აღარ ამშვიდებდა.
საერთოდ, ქეთა ფანგანის გამოჩენის შემდეგ აღარაფერი ამშვიდებდა...

---
ესეც პირველი თავი. ჩემი სტუდენტური მცირე თავისუფალი დროს დაწერილი... იმედია, მოგეწონებათ.



№1 სტუმარი Ana-maria

როგორ გამიხარდა თქვენი დაბრუნება. ისტორიის დასაწყისი საინტერესოა. როგორ ვატყობ დიდი სიყვარული გველოდება წინ. წარმატებები და დაველოდები ახალ თავს.

 


№2 სტუმარი Ana-maria

სანდრო და სესას ისევ მოთმინებით ველოდები

 


№3  offline წევრი gogincha

მიხარია თქვენი დაბრუნება საინტერესო პერსონაჟებით,წარმატებები

 


№4  offline წევრი Marikagogolqdze

ძალიან კარგიდა საინტერესოა

 


№5 სტუმარი ნი-კე

გასაოცარი ისტორიები გაქვთ და მჯერა ესეც ერთერთი მათგანია..წარმატებები და დიდხანს არ გვალოდინოთ♥️♥️

 


№6 სტუმარი Tamara

აღარ აგრძელებთ?????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent