შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, მანიაკი და თვითმარქვია გამომძიებელი ( 4 - 5 )


29-05-2022, 22:14
ავტორი Lucien Vanserra
ნანახია 1 866

სალამი მეგობრებო, მეოთხე და მეხუთე თავს ერთად ვტვირთავ, რადგან წუხელის უნდა ამეტვირთა მეოთხე, ვერ ვახერხებდი ვერანაირად, მეგობარს ვთხოვე რომ ჩემს მაგივრად აეტვირთა, რათა მკითხველი არ დამეღალატებინა, მანაც თავისი სახელით ატვირთა და მითითება დაავიწყდა რომ ჩემი იყო, მოკლედ აბდაუბდა რაღაც მოხდა, ასე რომ მეოთხეს თავიდან და მეხუთეს ახალს ვტვირთავ :)
-
-
-
-
-

- კარგად ხარ? -მხარზე შეხება ვიგრძენი ისეთი თვალებით მიყურებდა აშკარად ვეცოდებოდი, ალბათ რა საშინელება მეწერა სახეზე რომ მასაც კი შევეცოდე, ხელები საფეთქლებზე მოვიჭირე და ნაძალადევი ღიმილით შევხედე, სახეზე გაურკვევლობა ეტყობოდა, ხვდებოდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და ვერ გადაეწყვიტა როგორ უნდა ემოქმედა.
- იმედია ეს ტანსაცმელი შენი არ არის, -ჩემს შორტზე და მაისურზე ვანიშნე.
- ჩემი რატომ უნდა იყოს? მე ასეთ უხარისხო ძონძებს არ ვიცმევ, -ცხვირი აიბზუა და ისედაც ხელოვნურად დაბერილი ტუჩები უფრო მეტად დაბერა.
- ჰოო, ცოტა მომეშვა, -რატომღაც გამეცინა და კარის ჩარჩოს მივეყრდენი რომ არ შეემჩნია როგორ მიცახცახებდა ფეხები, წამით თვალები დავხუჭე და დავფიქრდი, პრინციპში კაცმა რომ თქვას რატომ უნდა ვყოფილიყავი გაბრაზებული ვასიკოზე, ჩემთვის არაფერი დაუშავებია, პირიქით საკუთარ სახლში მომიყვანა რომ დავეცავი, მართალია მომატყუა მაგრამ ამ ტყუილს მისი მწვანე თვალები ანეიტრალებს, კიდევ ღიმილი და საოცარი სურნელი, არადა მაინც როგორ მომატყუა, ჰმ, დაცვის პროგრამა, მართლაც რომ პატარა ბავშვივით მიამიტი ვარ, რომელი მკვლელობის მოწმე მე ვიყავი რომ ასე უბრალოდ ჩავერთე ვინმეს დაცვის პროგრამაში ნამდვილი სულელი ვარ როგორ გამაცურა, თუმცა ვერ ვიტყვი რომ კმაყოფილი არ ვიყავი როცა დავინახე როგორ მიმზადებდა ბლინებს, თან რა სექსუალური იყო ფეხშიშველი და თმაგაჩეჩილი...
- როდემდე უნდა იდგე ასე, მითხარი რა გინდოდა ჩემი ბიჭის ბინაში, ოღონდ წინასწარ გეუბნები არ დავიჯერებ რომ ორი თავი ხახვის ან ერთი ჭიქა შაქრის სათხოვნელად შემოიარე, -დოინჯშემოყრილი მელოდა როდის გავცემდი პასუხს, კიდევ ერთხელ შევხედე ჩემი ბინის კარს და რატომღაც გადაულახავ მანძილად მომეჩვენა ის რამდენიმე ნაბიჯი რომელიც ჩემს მყუდრო ბუდეს მაშორებდა, უფრო სწორად აქამდე რომ მყუდრო და თბილი მეგონა იმ ბუდეს, მგონი მართალი იყო მაკა როცა მიმტკიცებდა რომ ძალიან დიდხანს ვიყავი მარტო, იქნებ ღირდა მეცადა...
- იცი რა, შეიძლება არ დაიჯერო მაგრამ ვასიკო უბრალოდ მეხმარება და...
- რაში გეხმარება? -ისეთი ხმით მკითხა და თან ისეთი შიში და სასოწარკვეთილება იმალებოდა ამ ვითომდა მხნე ხმაში რომ რატომღაც შემეცოდა და გადავწყვიტე ამეხსნა.
- რაღაც პრობლემა მქონდა, ვიღაც არანორმალური გადამეკიდა ჰოდა ის ხომ გამომძიებელია და ჩემს საქმეს იძიებს, უბრალოდ როგორც მეზობელს ისე მეხმარება.
- რა სისულელეა, უკეთესი რამ ვერ მოიფიქრე? ამას ისევ ის ჯობდა გეთქვა რომ ხახვის სათხოვნელად მოხვედი, გამომძიებელი? რა სის...
- შენ აქ რას აკეთებ? -ვასიკოს ხმამ შეაწყვეტინა და ცოტა ხნის წინ ძუ ვეფხვივით თავდასასხმელად მომზადებული და აფოფრილი ახლა პატარა უპატრონო კნუტივით მოიბუზა.
- გეკითხები აქ რას აკეთებ მეთქი? -გაუმეორა და ახლა მე გადმომხედა ისეთი სახით თითქოს რამე დანაშაული მქონოდეს ჩადენილი და ახლა რატომღაც ელოდა რომ შემრცხვებოდა ან შემეშინდებოდა.
- ის რას აკეთებს აქ? -ქერამ როგორც იქნა გამბედაობა მოიკრიბა და შეტევაზე გადავიდა, მე არაფერი მითქვამს, გულზე ხელები დავიკრიფე, ჩარჩოს მივეყრდენი და სეირის საყურებლად მოვემზადე.
- ინა შედი სახლში, -ცივი არაფრისმთქმელი ხმით მითხრა.
- რომელ სახლში? -მეც იგივე ტონით შევაგებე საპასუხო კითხვა და წარბაწეულმა გავუსწორე მზერა.
- ინა გთხოვ შედი, რამდენიმე წუთში შემოვალ და ყველაფერს აგიხსნი, -ხმა შესამჩნევად დაუთბა თუმცა ეს სიტუაცია არ მეთმობოდა.
- დავრჩები და მოგისმენთ ან ჩემს ბინაში დავბრუნდები, -რატომღაც გავჯიუტდი.
- შედი სანამ ადამიანურად გელაპარაკები, -ისეთი ხმით იღრიალა რომ მე და ქერა ზუსტად ერთდროულად და ერთნაირად შევხტით, მის მზერაში არცთუ ისე კარგად შენიღბულმა მუდარამ გადამაფიქრებინა საპასუხო შეტევა, უსიტყვოდ დავიხიე უკან და კარი ხმაურიანად მივაჯახუნე, მისაღებში რბილ სავარძელში ჩავეშვი, ფეხები ავიკეცე და თვალები დავხუჭე, ახლა როცა უკვე ვიცი რომ არანაირი დაცვის პროგრამა არ არსებობს და მის ბინაში დარჩენის საჭიროება აღარ არის ალბათ სახლში დაბრუნება მომიწევს, არადა...
- მაპატიე ამ გაუგებრობისთვის ყველაფერს აგიხსნი, -ზედ ყურთან მომიტანა ტუჩები და ისე ჩამჩურჩულა, გამაჟრჟოლა როცა მისი ცხელი სუნთქვა მომეფრქვა და მერე მისი ტუჩებიც ვიგრძენი ყელზე, ისე რომ თვალი არ გამიხელია ამოვიოხრე და თავი უკან გადავაგდე რომ მისთვის ჩემს ყელში თარეში გამეადვილებინა, დამიჯერეთ ვიგრძენი როგორ გაეღიმა, ერთი წამითაც კი არ უფიქრია რომ შანსი ხელიდან გაეშვა ისე გააგრძელა ჩემი ალერსი, არც მე მიფიქრია მისი მოშორება და როცა ტუჩებამდე მოაღწია და რამდენიმე წამს გაჩერდა სანამ შემეხებოდა, ვეღარ მოვითმინე მკლავები შემოვხვიე და შეშლილივით დავეძგერე, სავარძლიდან წამომაყენა, სხეულზე ამიკრა, ერთი ხელი წელზე მომხვია ხოლო მეორე კეფაში ჩამავლო და თავი უკან გადამაწევინა.
- თვალები გაახილე, შემომხედე, -ვნებიანი ხმით ჩამჩურჩულა, ერთხანს დაბინდული მწვანე თვალებით დამყურებდა არ ვიცი რის ამოკითხვას ცდილობდა ჩემს სახეზე მაგრამ როცა ხელში ამიტაცა და თავისი საძინებლისკენ წამიყვანა აშკარა გახდა რომ ზუსტად ამოიკითხა ჩემი სურვილები...
ეს იყო ნამდვილი სიგიჟე, მისი ტუჩები და ხელები ჩემს შიშველ სხეულზე დაცურავდნენ და უსაზღვრო სიამოვნებას მანიჭებდნენ, არ მიფიქრია რომ გამეჩერებინა, ამ წუთას საერთოდ არ მაინტერესებდა ის რომ მომატყუა ან ის რომ კარგად არ ვიცნობდი, საოცარ მოთმინებას იჩენდა, ფრთხილად მექცეოდა ცდილობდა მაქსიმალური სიამოვნება მოენიჭებინა ჩემთვის, კიდევ ერთხელ ჩამხედა თვალებში სანამ ჩვენი სხეულები გაერთიანდებოდნენ, თითქოს ნებართვას მთხოვსო და მერე იყო ზღვარსგადასული სიამოვნება და ჩვენი ვნებიანი ხმებით პირთამდე სავსე ოთახი...
- - - - - - - -
- ესე იგი არ მიბრაზდები რომ მოგატყუე? -მკითხა და უფრო მაგრად მიმიკრა მკერდზე.
- სერიოზულად? -გულიანად გამეცინა, -მგონი ჩვენი პოზა საკმარისად დამაკმაყოფილებელი პასუხია შენს კითხვაზე ასე არ არის?
- ჰოო? -შიშველ ზურგზე ჩამომიტარა გრძელი თითები და ჩემი რეაქციით გახალისებულმა გაიცინა, ზემოდან მომექცა და ტუჩებზე დამეწაფა, სული რომ მოვითქვით ისევ გულაღმა გადაწვა და მეც თავისკენ მიმიზიდა.
- ესე იგი მართლა პორნოებს უყურებდი ხოლმე?
გამეღიმა, ისიც ჩემსავით არასტანდარტული და არაპროგნოზირებადი იყო, იმის მაგივრად რომ ეკითხა კარგად ვიყავი თუ არა, ან მომეწონა თუ არა, მეკითხებოდა პორნოს თუ ვუყურებდი ხოლმე, ესე იგი მართლა ცუდად ჩარჩა გულში ის რაც დაკითხვაზე მოვუყევი.
- მართლა გეგონა რომ საყვარლები მყავდა?
- არ მაგრამ არც ის მიფიქრია რომ ქალიშვილი იქნებოდი.
- რატომ?
- იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ხარ ინა, ძალიან სექსუალური და სასურველი, ვერანაირად ვერ ვიფიქრებდი რომ აქამდე არავინ გეყოლებოდა, თითქმის ერთი თვეა შენი მეზობელი ვარ და იმის მერე რაც პირველად დაგინახე შენზე ვგიჟდები, უბრალოდ შენთან მოახლოებას ვერ ვბედავდი.
ყურებამდე გაღიმებული ვუსმენდი მის აღსარებას, ვერც კი წარმოვიდგენდი რომ მოვწონდი, კიბეზე ლიფტში ან ეზოში ხშირად ვხვდებოდით, თუმცა ერთმანეთს არც კი ვესალმებოდით, უბრალოდ შემომხედავდა და გვერდს ჩამივლიდა ხოლმე.
- ყოველთვის ძალიან სერიოზული და მიუწვდომელი იყავი, თანაც სულ სხვებთან ერთად გხედავდი ხოლმე, როცა განყოფილებაში დაგინახე ვიფიქრე რომ ასეთი შანსი მეორედ არ მომეცემოდა, ის ბიჭი კი რომელიც მოდიოდა ხოლმე...
- ალბათ ჩემს კურსელ გოგას ან ლიკუნას ბიჭს გულისხმობ, ხშირად გვაკითხავდა ხოლმე, -ჩავილაპარაკე და მის დაკუნთულ მკერდზე უაზროდ დავიწყე ფიგურების მოხატვა.
- ანუ არავინ გიყვარს ან მოგწონს? -ვერ ისვენებდა და მე საშინლად მომწონდა რომ ასეთ ინტერესს იჩენდა ჩემს მიმართ.
- მაისურს მათხოვებ? -სიტყვა ბანზე ავუგდე.
- ჩემი მაისური რად გინდა შენი არ გაქვს? -ისე გაიკვირვა თითქოს არ იცოდა რომ მის ბინაში არაფერი არ მქონდა, ნუ ჯერჯერობით მაინც.
- ხომ იცი როგორც ფილმებშია, სექსის მერე შეყვარებულის მაისურით რომ დატანტალებენ ხოლმე ყოველთვის ვოცნებობდი ასეთ რამეზე.
- ესე იგი შეყვარებულები ვართ? -გაეღიმა.
- ეს არ მითქვამს, მე... მე უბრალოდ...
- კარგი ყველაფერი გასაგებია, -ვასიკო აშკარად დაიტანჯა ჩემი საცოდაობით, საწოლიდან წამოდგა, კარადასთან მივიდა და ცისფერი მაისური გამოიღო, ჩემსკენ რომ შემოტრიალდა მაშინღა გავაცნობიერე რომ პირდაღებული და თვალებდაჭყეტილი ვუყურებდი, პირველად ვხედავდი სრულიად შიშველ კაცს და თან ასეთ სრულყოფილს, ვატყობდი როგორ ხალისობდა როცა ასეთ დაბნეულს მიყურებდა, დოინჯი შემოირტყა ცალი ხელით თავს ზემოთ დაატრიალა მაისური და მესროლა.
- ახლა წყალს გადავივლებ, მერე აბაზანას გაგიმზადებ, მერე კი ცოტა დავისვენოთ, -უხმოდ დავუქნიე თავი, მე ცოტა მაინც მეძინა დღეს ის კი ალბათ მართლა ძალიან იყო დაღლილი, აბაზანიდან რომ გამოვედი თეთრეული გამოცვლილი დამხვდა, ვასიკო თვალებმილულული იწვა და მელოდა, ცოტა ხანში მის მაისურში გამოწყობილი და მის მკერდზე მიკრული და სასიამოვნოდ მოთენთილი ვკრუტუნებდი სიამოვნებისგან.
- მართლა კარგად ხარ ინა? -სრულიად მოულოდნელად მღელვარებაშეპარული ხმით მკითხა და თან თავზე ნაზად მაკოცა.
- ძალიან კარგად ვარ, ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ, -ოდნავადაც კი არ გამიზვიადებია.
- ვიცი რომ ვიჩქარეთ, ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ, მაგრამ არასდროს შეგეპაროს ეჭვი იმაში რომ ძალიან მომწონხარ და სრულიად გაცნობიერებული მქონდა რასაც ვაკეთებდი, არ მინდა რომ ინანო რაც ჩვენს შორის მოხდა.
- არ ვნანობ და არასოდეს ვინანებ, არასოდეს, -ჩავილუღლუღე და ძილმა წამართვა თავი.
- - - - - - - - -
თვალი რომ გავახილე პირველი ტუმბოზე მოთავსებული საათი შევამჩნიე რომელიც თორმეტს აჩვენებდა და მეორე შავ მოოქროვილ ჩარჩოში ჩასმული ფოტო, ფოტოზე ვასიკო იყო თვრამეტიოდე წლის მწვანეთვალება გოგონასთან ერთად, ბედნიერები ეხუტებოდნენ ერთმანეთს და იცინოდნენ, გოგო იმდენად გავდა ვასიკოს ერთი წუთითაც კი არ შემპარვია ეჭვი იმაში რომ მისი და იყო, ნეტავ ახლა სად არის? ალბათ მისია ის ოთახი, ის ტანსაცმელიც...
- გაიღვიძე ძილისგუდავ? -საძინებლის კარში იდგა მომღიმარი და მიყურებდა.
- დიალა მშვიდობის, -უხერხულად შევღიმე და თვალი ისე ავარიდე თითქოს წუხელის ის გადარეული ვნებიანი ქალი მე არ ვყოფილიყავი, მომიახლოვდა საწოლზე ჩამოჯდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე დამეწაფა.
- ჩემი არასოდეს შეგრცხვეს ინა, არც იმის რაც ჩვენს შორის ხდება და არც იმის რასაც ერთმანეთის მიმართ ვგრძნობთ, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ არასწორს.
- კარგი, -პატარა ბავშვივით დავეთანხმე და კიდევ ერთხელ მოვგვარე ღიმილი, ამჯერად შუბლზე მაკოცა და წამოდგა.
- საუზმე მზად არის, -შენ გელოდები და სადაცაა შიმშილისგან გული წამივა, მალე გამოდი და ვჭამოთ, -კარი გაიხურა და დამტოვა გაღიმებული, წამოვდექი და აბაზანაში შევედი, ნიჟარაზე დაყრდნობილი ვუყურებდი ჩემს აწითლებულ ლოყებს და ბედნიერებისგან გაბრწყინებულ თვალებს, კიდევ ერთხელ ვაღიარე მაკას სიტყვების ჭეშმარიტება, მართალი იყო როცა მეუბნებოდა რომ მხოლოდ სიზმრები და ოცნებები ბედნიერებას ვერ მომიტანდა.
ვასიკო სასადილო ოთახში მელოდა, ცოტა არ იყოს შემრცხვა როცა მაგიდას გადავხედე, იმდენი რამე ჰქონდა მომზადებული, მე კი არასდროს მეხერხებოდა სამზარეულოში ტრიალი, ღიმილით შემხვდა, სკამი გამომიწია და დაჯდომაში დამეხმარა, არა რა , ძალიანაც რომ მოინდომო ერთ ნაკლსაც ვერ უპოვი.
- შენს საძინებელში ფოტო ვნახე, შენი დაა? -პირდაპირ ვკითხე და კიდევ ერთ ნაჭერ პურს გადავუსვი კარაქი.
- ჰო ჩემი დაა, -უგემურად გაღეჭა ბლინი და ჩანგალი ხმაურით დააგდო თეფშზე.
- ის ოთახი სადაც გუშინ მეძინა მისი საძინებელია?
- მისი საძინებელია და ის ტანსაცმელიც მისია რაც გეცვა, -ვატყობდი რომ ნაძალადევად მცემდა პასუხს კითხვებზე აშკარად არ სიამოვნებდა დაზე საუბარი.
- კარგი, უბრალოდ დამაინტერესა, მეტს აღარაფერს გკითხავ, ისედაც არ მახასიათებს ზედმეტი ცნობისმოყვარეობა.
უცნაურად დასევდიანებული თვალებით შემოხედა, შეეცადა რომ გაეღიმა თუმცა სახე ტკივილისგან დაემანჭა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და წამოდგა.
- მაგიდა მერე ავალაგოთ, წამოდი მისაღებში დავსხდეთ და ყველაფერს მოგიყვები, -დივანზე დაჯდა და მანიშნა რომ მის გვერდით დავმჯდარიყავი.
- ოცდარვა წლის ვარ, მე თვრამეტის ვიყავი ხოლო ნატა ათი წლის როცა ჩვენი მშობლები ავტო კატასტროფაში დაიღუპნენ, ბიძაჩემმა გვიპატრონა, თუმცა ისიც იმდენად დაკავებული იყო თავისი საქმეებით რომ ჩვენი თავის მიხედვა ჩვენ თვითონ გვიწევდა, მშობლების სიკვდილის შემდეგ მე ვიყავი ნატასთვის დედაც მამაც ძმაც და მეგობარიც, ძალიან ლამაზი ბავშვი იყო, მაგრამ გულჩათხრობილი და თავის თავში ჩაკეტილი, მეგობრები არ ყავდა, შეყვარებული არასდროს ყოლია, თვრამეტი წლის იყო როცა გაუჩინარდა, ასე უბრალოდ ერთ დღეს სახლიდან გავიდა და აორთქლდა...
შეჩერდა თავი ხელებში ჩარგო და ისე ამოიხვნეშა თითქოს გულიც თან ამოაყოლაო, მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა, ვხვდებოდი როგორ უჭირდა ამ ყველაფერზე საუბარი მაგრამ მისი შეჩერება არც მიფიქრია, აშკარად მოთხოვნილება ჰქონდა ის ყველაფერი გამოეშვა გარეთ რაც ამდენ ხანს შიგნით ჰქონდა დაგროვილი და სტანჯავდა, ასე რომ არ ყოფილიყო საუბარს არ დაიწყებდა.
- მისი ძებნა არ შეგვიწყვეტია, მაგრამ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ ვერ გავიგეთ, არსად არანაირი კვალი არ ჩანს, თავისით არ წავიდოდა, ვიცი რომ მარტო არ დამტოვებდა, რაღაც მოხდა, ვიღაცამ აიძულა ამის გაკეთება, მისი გაქრობის შემდეგ ჩვენს სახლში ცხოვრება აღარ შემეძლო, ისედაც იქაურობა დედ მამას მახსენებდა, ახლა ნატაც დაემატა, ამიტომაც სახლი გავყიდე, ეს ბინა ვიყიდე და საცხოვრებლად აქ გადმოვედი, ნატას საძინებელი ოთახი უცვლელად გადმოვიტანე, ვიცი რომ ვიპოვი, ვიცი რომ ერთ დღესაც დაბრუნდება და მინდა ყველაფერი ისე დახვდეს როგორც დატოვა...
ვღარ მოვითმინე, მისკენ მივიწიე, ხელები მოვხვიე და სახე მის ყელში ჩავრგე და ღრმად შევისუნთქე უკვე ჩემი საყვარელი სურნელი.
- ნატას აუცილებლად იპოვი, ყველაფერი კარგად იქნება, -ჩამწყდარი ხმით ვუთხარი თუმცა ძალიან ვეცადე რომ არ შემტყობოდა როგორ არ მჯეროდა სასწაულების.
- შენ თუ ჩემს გვერდით იქნები ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდ შენ არ წახვიდე, არ მიმატოვო, ხომ არ წახვალ ინა? დარჩები ჩემთან, აქ ჩემს ბინაში? -თავი ამაწევინა და კიდევ ერთხელ მაიძულა მის მწვანე თვალებში ჩაკარგვა, უნებურად ამიტყდა სიცილი, გაოცებულმა გამიშვა ხელი.
- რა გაცინებს?
- შენზე მეცინება, მაინც რას ფიქრობდი როცა მატყუებდი? გარეთ თუ არ გავიდოდი ფანჯრიდან ხომ მაინც გადავიხედავდი და ვიცნობდი აქაურობას.
- ისე ძალიან მინდოდა შენთან ერთად ყოფნა რომ ამაზე არ მიფიქრია, -ხელები გაშალა და დამნაშავე ბავშვივით გამიღიმა, -ისე შემეძლო სადმე უფრო შორს წამეყვანე მაგრამ ამ შემთხვევაში სამსახურის დატოვება მომიწევდა არადა ამ ბოლო დროს იმდენი საქმე მაქვს არ მინდა გავაცდინო.
- დღეს არ მუშაობ? -საათს შევხედე რომელიც უკვე ორს აჩვენებდა.
- საღამოს წავალ რამდენიმე საათით.
- გამომძიებლებს ღამის ცვლებიც აქვთ? არ ვიცოდი.
- გამომძიებლებს? ა, ჰო, ხანდახან გვიწევს ხოლმე, -რაღაცნაირად დაბნეულმა მიპასუხა და ფეხზე წამოდგა.
- პასუხს თავს არიდებ, მაინც არ მიპასუხე გადმოხვალ თუ არა ჩემთან საცხოვრებლად?
- ახლა რომ ვფიქრობ ამას გადმოსვლა კი არა გამოსვლა უფრო ერქმევა, -გულიანად გადავიკისკისე.
- ანუ?
- ანუ თანახმა ვარ, -ვთქვი და მერეღა გავიაზრე თუ რაოდენ სერიოზული გადაწყვეტილება იყო, პირველად მივიღე ასე უცბად ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება და ამან საოცრად გამაბედნიერა, ვასიკოც ისეთი სახით მიყურებდა მივხვდი აშკარად არ ელოდა რომ დავთანხმდებოდი, ბოლოს როგორც იქნა გამოერკვა, გახარებულმა ხელში ამიტაცა და ერთ ადგილზე დამატრიალა.
- - - - - - - - -
- მეტს არაფერს ჩაალაგებ? -გაოცებული დაჰყურებდა ერთ მომცრო ჩემოდანს.
- კარგი რა ბოლოს და ბოლოს ჩემი ბინა არსად არ გარბის როცა რამე დამჭირდება შემოვალ და ავიღებ.
- ინა მგონი ვერ მიხვდი მე რა გთხოვე, ისე იქცევი თითქოს სადმე რამდენიმე დღით მიდიოდე სტუმრად, მე მინდა რომ ერთად ვიცხოვროთ, არა ერთი და ორი დღით ან ერთი თვით...
- მგონი ძალიან ვუსწრებთ მოვლენებს წინ, -ჩავილუღლუღე და ისეთი თვალებით შემომხედა რომ მეტი აღარ გამიგრძელებია, კარადის თავზე შელაგებულ ჩემოდნებზე მივუთითე, -დამეხმარები რომ ჩამოვიღო? -სახე გაუბრწყინდა და იმის გააზრებამ თუ რა მცირე რამ აბედნიერებდა მეც გამაბედნიერა, იდილია კარზე ზარის ხმამ დაგვირღვია.
- ალბათ ჩემი გოგონები მოვიდნენ, ბარგის ჩალაგებაში დამეხმარებიან.
- და მერე მე გამჭორავთ არა? -ეშმაკურად შემომღიმა და ნაზად მაკოცა ცხვირის წვერზე.
- არც მთლად უმაგისობა იქნება, -კარისკენ წავედი და გამოვაღე, მაკა და ლიკუნა ერთმანეთზე მიყრდნობილები იდგნენ და მეკრიჭებოდნენ, უცბად სერიოზული სახეები რომ მიიღეს და გაიჭიმნენ მივხვდი რომ ზურგსუკან ვასიკო მედგა, გოგონებს გავაცანი და დავემშვიდობე, კარი დავხურე თუ არა მაშინვე მეცნენ, მისაღებში გამათრიეს სავარძელზე დამაგდეს და სუთამხუთავებივით დამადგნენ თავზე.
- ესე იგი ვამპირი ვასიკო არა? -შენ რა ჩუმჩუმელა ყოფილხარ, მაკამ მუქარით დამიქნია თითი და თვალები დამიბრიალა.
- რა ვამპირი გოგო რას ბოდავ, რა მაგარი ბიჭია, ნამდვილი ოცნებაა, -ლიკუნამ თვალები თეატრალურად აატრიალა და დივანზე მიესვენა.
ცოტა ხანში თვალებდაჭყეტილები და სმენადქცეულები, ქაფქაფა ყავის თანხლებით თანმიმდევრობით ისმენდნენ ისტორიას რაც ამ რამდენიმე დღეში გადამხდა.
- ახლა რა მოხდება? -ლიკუნამ ჭიქა გადადო და აღელვებულმა ააკაკუნა თითები მაგიდაზე.
- რა უნდა მოხდეს, პოლიციაში განვაცხადე, ჩვენება მივეცი, ალბათ დაიჭერენ მალე, უბრალოდ მანამდე ფრთხილად უნდა ვიყო.
- ესე იგი დაცვის პროგრამაო არა? რა ხარ ასეთი შტერი, შენ არასდროს არაფერი არ გეშველება, -მაკამ ისეთი სიცილი ატეხა ძლივს მოვასულიერეთ.
- ყოჩაღ ვასიკო, კი შეგვიცდინა ეს მარადქალწული დაქალი, -არც ლიკუნა ჩამორჩა მაკას.
- თქვენ ვისი მეგობრები ხართ მისი თუ ჩემი? -ფეხზე წამოვდექი და დოინჯშემორტყმული გაცეცხლებული სახით მივაცქერდი მოხითხითე მოღალატეებს.
- შენი რა თქმა უნდა, ჰო აბა რა შენი, -წამში დასერიოზულდნენ.
- საფრანგეთში მივდივარ ორი კვირით სამსახურიდან, მე მაგზავნიან ახალი პროექტისთვის მოდელების შესარჩევად, ლიკუნა ფოტოგრაფად შევთავაზე ჩემს უფროსს, დამთანხმდა და ერთად გვიწევს წასვლა, -უცბად მომახალა მაკამ და ისე მოიბუზა თითქოს ელოდა რომ პანიკური შეტევა დამემართებოდა.
- ძალიან კარგი მიხარია რომ მიდიხართ, ისედაც რამდენი ხანია ელოდი რომ პარიზში შენ გაგიშვებდნენ.
- ესე იგი არ ბრაზობ რომ მარტო გტოვებთ თან ასეთ დროს?
- გაგჟდით? როგორ შეიძლება თქვენმა წარმატებამ გამაბრაზოს? ასეთი ეგოისტი გგონივართ?
ერთხანს უხმოდ მიყურებდნენ, მერე წამოხტნენ და ისე ჩამეხუტნენ რომ სუნთქვა შემიკრეს, თუმცა ამავდროულად მაგრძნობინეს რომ მარტო არ ვიყავი.
- - - - - - - - -
- დღეს ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეა, საღამოს ჩვენს საყვარელ კლუბში აღნიშნავს, მინდა რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე, -პირდაპირ მომახალა და თან მონდომებით გააგრძელა ჩემი ზურგის გახეხვა, უფრო კომფორტულად მოვეწყვე მის ფეხებს შორის და თავი მხარზე დავადე, ახლა მკერდზე ჩაატარა რბილი ღრუბელი, მუცლის გავლით ფეხებშუა ჩააღწია და ჩემმა მოურიდებელმა კვნესამაც არ დააყოვნა.
- გგონია რომ უკვე დროა შენი მეგობრები გავიცნო? -ძლივსგასაგონი ხმით ვკითხე.
რათქმაუნდა დროა უკვე ერთ კვირაზე მეტია ერთად ვცხოვრობთ, შენთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები მაქვს, მინდა რომ ჩემი მეგობრები ჩემს საყვარელ ქალს იცნობდნენ, დარწმუნებული ვარ ყველა ძალიან მოგეწონება, განსაკუთრებით გიგა...
- გიგა?
- ჰო, დღეს ვისი დაბადების დღეც არის ის, ბავშვობიდან ვმეგობრობთ ძალიან კარგი ადამიანია, ყოველთვის გვერდში მედგა, მშობლების დაღუპვისას, მაშინაც როცა ნატა დაიკარგა, ჩემსავით თუ არა ჩემზე ნაკლებად არ ყვარებია ნატა.
- კარგი რაკი ასეა გამაცანი დღეს შენი მეგობრები, -ძალიან მსიამოვნებდა იმის შეგრძნება რომ მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ვიყავი.
- უკვე კარგად იყო შებინდებული როცა კლუბში მივედით, მოკლე შავი კაბა და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა, მსუბუქი მაკიაჟი, თმა კი უბრალოდ გაშლილი.
- ულამაზესი ხარ, -გამიღიმა, ტუჩებზე მსუბუქად შემეხო და ხელი ჩამკიდა, ჩვენ რომ მივედით უკვე ყველანი იქ იყვნენ, მხოლოდ იუბილარი არ ჩანდა, ვასიკომ ყველა გამაცნო, სასიამოვნო ადამიანები ჩანდნენ, ის იყო უნდა დავმჯდარიყავი რომ მხარზე მსუბუქად შემახო ხელი,
- როგორც იქნა ჩვენი იუბილარიც მოვიდა, გაიცანი ჩემი საუკეთესო მეგობარი გიგა, -გაღიმებული შემოვტრიალდი, თუმცა დავინახე თუ არა პირზე ღიმილი შემაშრა და ჩამოსართმევად გაწვდილი ხელი ჰაერში გამიშეშდა...


- - - - - - - - - - - - - - - - -


შევატყვე რომ ისიც არ ელოდა თუ აქ და თანაც თავისი საუკეთესო მეგობრის შეყვარებულის ამპლუაში მიხილავდა მაგრამ ჩემზე ბევრად უკეთესი მსახიობი აღმოჩნდა, სახეზე გულწრფელი ღიმილი აიკრა, ხელი ჩამომართვა და მაგრად მომიჭირა, თითქოს მაფრთხილებდა რომ თავი შემეკავებინა და არაფერი წამომცდენოდა, სიმართლე რომ ვთქვა არც ვაპირებდი ერთი ამბის ატეხვას, მალევე მოვედი გონს და ახლა ჩემი ტვინი გამალებით მუშობდა ამ ყველაფრის გადასახარშად და გამოსავლის საპოვნელად.
- ეს გიგას მეუღლეა თიკუნა, -ვასიკომ გიგას გვერდით მდგარი საშუალო სიმაღლის, გამხდარი, სასიამოვნო გარეგნობის მქონე გოგონა გამაცნო, თიკუნამ მსუბუქად მომიჭირა გრილი თითები და ისე საყვარლად გამიღიმა რომ საპასუხო ღიმილის გარდა სხვა გზა არ დამიტოვა, როგორც იქნა მაგიდასთან მოვთავსდით, ერთი მხრივ ვასიკო მეჯდა მეორე მხრივ თიკუნა თიკუნას გვერდით გიგა იჯდა, მის წელზე ჰქონდა ხელი მოხვეული და ყურში აშკარად სასიამოვნო რაღაცას ეჩურჩულებოდა, ლოყებაწითლებული გოგო სიამოვნებისგან თვალებს ნაბავდა, საოცრად სასიამოვნო და უშუალო ადამიანის შთაბეჭდილებას სტოვებდა გიგა, რამდენიმე წამით ისიც კი გავიფიქრე ხომ არ მომეჩვენა და უბრალოდ ხომ არ მივამსგავსე ჩემს გამტაცებელს, ჯანდაბა, ამის დედაც ასეთ უცნაურ სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ, მაინც როგორ შეეძლო ასე უდარდელად მოქცევა, ნეტავ მის ტვინში ჩახედვა შემძლებოდა რომ გამეგო რატომ არ ეშინოდა, რატომ იყო დარწმუნებული რომ ახლა არ ავდგებოდი და ყველას არ მოვუყვებოდი მისი არანორმალურობის და არაკაცობის შესახებ, ცოლი ჰყავდა, გვერდით ცოლი ეჯდა და... როგორ შეეძლო...
- თავს როგორ გრძნობ? -ვასიკომ ჩემი ხელი თითებში მოიქცია, ტუჩებთან მიიტანა და ნაზად მაკოცა, ამ რამდენიმე დღეში ისეთი მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის მისი არსებობა, იმდენად დამოკიდებული გავხდი მასზე, ვუყურებდი და ისეთი ბედნიერი იყო ისეთი ლაღი და ხალისიანი, დღეს ნამდვილად არ გავუფუჭებდი განწყობას, მაგრამ დამალვასაც არ ვაპირებდი, ხვალ დილით აუცილებლად მოვუყვებოდი ყველაფერს, მერე კი პოლიციაში განვაცხადებდი, ოოჰ, შვებით ამოვისუნთქე როგორც კი გადაწყვეტილება მივიღე.
- კარგი მეგობრები გყავს, სასიამოვნო ადამიანები არიან, -არცთუ ისე გულწრფელი ღიმილით ვუთხარი, არაფერი რომ არ შეემჩნია მზერა მოვარიდე და ყელში ვნებიანად ვაკოცე, დაიძაბა და კბილი კბილს დააჭირა.
- ნუ ცუღლუტობ ინა, -ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა.
- წამოდი მოსაწევად გავიდეთ, -გიგამ შეგვაწყვეტინა ფლირტი, გასასვლელისკენ წავიდა და ვასიკოც თან გაიყოლა, თავდაჯერებული თვითკმაყოფილი იდიოტი, ასე უბრალოდ დამტოვა მეუღლესთან ერთად...
- კარგი წყვილი ხართ უხდებით ერთმანეთს, -ვასიკოზე მანიშნა თავით თიკუნამ, ხმაც კი სასიამოვნო ჰქონდა, ეს საყვარელი გოგო ნამდვილად არ იმსახურებდა გვერდით ასეთ მანიაკს.
- მადლობა, შენ და გიგაც ძალიან უხდებით ერთმანეთს, გეტყობათ როგორ გიყვართ ერთმანეთი, დიდი ხანია რაც დაქორწინებულები ხართ?
- ექვსი წელია ცოლ ქმარი ვართ.
- შვილები გყავთ?
- ძალიან გვინდა მაგრამ ჯერჯერობით არ გვიჩნდება, პრობლემები გვაქვს, -უხერხულად გაიღიმა.
- მაპატიე, არ უნდა მეკითხა, -მართლა შევწუხდი.
- არაუშავს ეს ისედაც ყველამ იცის, ვმკურნალობთ მაგრამ შედეგი არ გვაქვს, ახლა ხელოვნურ განაყოფიერებაზე ვფიქრობ, გიგა ჯერ ვერ დავითანხმე მაგრამ ვნახოთ რა იქნება...
საუბარი ტელეფონის ზარმა შეგვაწყვეტინა, თიკუნამ შუბლშეჭმუხნულმა უპასუხა და მაშინვე სახე შეეცვალა, აშკარად რაღაც ცუდი შეატყობინეს, უკვე წასასვლელად მომზადებული შეხვდა დარბაზში შემოსულ გიგას, რომელიც თვალს არ გვაშორებდა.
- მამაჩემია ცუდად წასვლა მომიწევს, მაგრამ გიგის თქვენ გიტოვებთ მიმიხედეთ, -ღიმილით დაგვემშვიდობა, გიგას რამდენიმე სიტყვა გადაულაპარაკა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა, გიგა ღიმილით მომიჯდა გვერდზე, თვალებით ვასიკო მოვძებნე, არსად ჩანდა...
- ნუ გეშინია შენს შეჭმას არ ვაპირებ, -ირონიულად ჩაილაპარაკა და მაგიდის ქვეშ თითები ჩემს ფეხზე აასრიალა, კაბა ამიწია და ის იყო ფეხზე წამოდგომას ვაპირებდით რომ ვასიკო მოგვიახლოვდა და გვერდით მომიჯდა.
- ინა ძალიან გთხოვ არ გამიბრაზდე, სასწრაფო საქმე გამომიჩნდა, ახლავე უნდა წავიდე, შენს სახლში მიყვანასაც კი ვერ ვასწრებ, დარჩი ცოტა ხანს გაერთე და გიგა მიგიყვანს.
- რატომ უნდა გავბრაზდე, მშვიდად მიხედე საქმეს, გაყვანას რაც შეეხება საჭირო არ არის ტაქსით წავალ,
-იმის გაფიქრებაზეც კი შემეკრა სუნთქვა რომ გიგას მანქანით უნდა მემგზავრა.
- გთხოვ უფრო მშვიდად ვიქნები თუ ის მიგიყვანს, -შეპასუხება აღარ დამაცადა, ვნებიანი კოცნით გამაჩუმა და უკანმოუხედავად გავარდა დარბაზიდან, კიდევ ერთხელ დავფიქრდი იმაზე თუ რამდენად ჭკვიანური იქნებოდა მისთვის ამ ყველაფრის მოყოლა, საკუთარი თავივით ენდობა...
- ჰოო, დაფიქრება ნამდვილად არ გაწყენდა, არა მგონია იმ ყველაფერზე საუბარი ღირდეს რაც ჩვენს შორის მოხდა, -მხოლოდ ჩემსგასაგონად ჩაილაპარაკა და ისევ ჩემსკენ გამოაცოცა თითები, არაფერი მითქვამს წამოვდექი და ყველას მოვუბოდიშე რომ ასე მალე მიწევდა მათი დატოვება, გიგაც ჩემთან ერთად ადგა.
- ინას სახლში დავტოვებ და დაგიბრუნდებით, -დაპირდა მეგობრებს და გასასვლელისკენ გამიძღვა, გარეთ როგორც კი გავედით მანქანისკენ მანიშნა.
- საჭირო არ არის ტაქსით წავალ, -უხეშად ავუქნიე ხელი ად ზურგი შევაქციე, ფეხდაფეხ გამომყვა, ჩემს გვერდით მოაბიჯებდა თუმცა არ მეხებოდა.
- ნუ ჭირვეულობ უბრალოდ სახლამდე მიგიყვან და ეგ იქნება, გგონია შენთვის რამის დაშავებას გავბედავ, მაშინ როცა ვასიკოს შეყვარებული აღმოჩნდი და თანაც ყველამ იცის რომ სახლში მე მიმყავხარ?
- ვერ გაბედავ მაგრამ გინდა ხომ ასეა? -პირისპირ დავუდექი და თვალი გავუსწორე, მის თვალებში ქარბორბალასავით მოძრავმა გრძნობების ნაზავმა შემძრა და ადგილზე გამაშეშა.
- უბრალოდ სახლამდე მიგიყვან ინა, თანაც ხომ ვიცი უამრავი კითხვა გაქვს, შემიძლია ყველა კითხვაზე გიპასუხო, -თბილი შემპარავი ხმით მელაპარაკებოდა და ისევ იმ მიამიტი ღიმილით მიღიმოდა, მანიპულატორი, ისე კი იყო მის სიტყვებში რაღაც სიმართლის მარცვალი, დღეს ნამდვილად ვერ გაბედავდა ჩემთვის რამის დაშავებას, თავი დავუქნიე და უხმოდ წავედი ავტომობილისკენ, მშვიდი, თანაბარი ნაბიჯით გამომყვა უკან.
უკვე ათი წუთი იყო გზაში ვიყავით, ის ხმას არ იღებდა, მშვიდად მართავდა ავტომობილს, ყურადღებას არ მაქცევდა საჭეზე თითებს ათამაშებდა და გზას გაჰყურებდა, ვეღარ მოვითმინე...
- ეს რატომ გააკეთე? სრულიად ნორმალურ ადამიანს გავხარ, მეგობრები გყავს, ცოლი გყავს, ოჯახი გაქვს, რამ გაიძულა ჩემი გატაცება...
- მონოლოგი უეცარმა დამუხრუჭებამ შემაწყვეტინა, ღვედი რომ არა ალბათ შუბლით მივენარცხებოდი საქარე მინაზე, ჩემსკენ შემობრუნდა და გაცეცხლებული სახით ანთებული თვალებით მომაშტერდა,
- გინდა გაიგო რამ ან ვინ მაიძულა? ეს შენ იყავი ინა, რაც პირველად დაგინახე მის მერე გონება ამერია, სხვაზე ვერავისზე და ვერაფერზე ვფიქრობდი, ძილშიც და ცხადშიც მხოლოდ შენ იყავი ჩემს გონებაში, კინაღამ გავგჟდი, იმდენად არეული მქონდა გონება რომ პირველად დავუშვი ასეთი შეცდომა.
მისი აღიარებით პირდაღებული ვუსმენდი და ვცდილობდი სწორად გამეგო რასაც ამბობდა თუმცა ვერ ვხვდებოდი რისი თქმა უნდოდა, ჩემი შემთხვევა პირველი იყო და აქამდე მსგავსი რამ არ გაუკეთებია თუ პირველად დაუშვა ისეთი შეცდომა რამაც მსხვერპლის გაქცევა გამოიწვია, პირველად ჩაეშალა ყველაფერი, მგონი უფრო მეორე, აშკარად არ გავს გამოუცდელ დამწყებს...
- შენ იფიქრე მე კი გადავალ და წყალს ვიყიდი, -ქუჩის მოპირდაპირედ მდებარე პატარა მაღაზიაზე მიმითითა და კარი გააღო, -ფეხი არ მოიცვალო ახლავე მოვალ, -დამიბარა და სწრაფი ნაბიჯით გადაჭრა ქუჩა, შეტყობინების ხმა რომ მომესმა და სარეკლამო მესიჯმა მისი ტელეფონის ეკრანი გაანათა, სახე სიხარულისგან გამებადრა, პირველად მოხდა რომ სარეკლამო შეტყობინების დანახვა გამიხარდა, ეს რომ არა ვერც კი შევამჩნევდი ტელეფონი მანქანაში რომ ჰქონდა დატოვებული, ფრთხილად დავავლე ხელი და თან ვლოცულობდი რომ დაბლოკილი არ ყოფილიყო, ჩემდა გასაკვირად თითი გადავუსვი თუ არა გაიხსნა, არ ვიცოდი რას ვეძებდი ამიტომ ყველაფერი გავჩხრიკე, ზარები, შეტყობინებები, მეილებიც კი, საეჭვო არაფერი შემიმჩნევია, ის იყო ხელი ჩავიქნიე რომ ფოტოები გამახსენდა, ჯანდაბა, აქამდე რატომ ვერ მოვიფიქრე, გულისფანცქალით გავხსენი გალერეა იმ იმედით რომ იქ მაინც ვიპოვიდი რამეს, ყველგან მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები ჰქონდა, ჩამოვუყევი, ოჰო... ამას ნამდვილად არ ველოდი, ტელეფონი კინაღამ ხელიდან გამივარდა, პირი გამიშრა და თითები ამიცახცახდა, სულ რაღაც ერთი კვირის წინ გადაღებული ფოტოდან ვასიკოს და ნატა მიმზერდა, ნამდვილად ის იყო, მისი ვასიკოსნაირი მწვანე თვალები არ შემეშლებოდა, თუმცა იმ უდარდელ ლამაზ მხიარულ გოგოს არ ჰგავდა რომელიც ფოტოებზე ვნახე, გამხდარი იყო, უპეებამოშავებული, სევდიანი თვალებით უყურებდა კამერას და ხელში რამდენიმე თვის ბავშვი ეკავა, იმ შოკმა რაც მისი დანახვისას განვიცადე, დრო დამაკარგვინა და ფოტოს ჩემთან გადაგზავნა ვეღარ მოვასწარი, ტელეფონი თავის ადგილზე დავაბრუნე თუ არა გიგაც გამოჩნდა, უხმოდ მომიჯდა გვერდით, ტელეფონისთვის არც კი შეუხედავს, შვებით ამოვისუნთქე, მეტი აღარ გვილაპარაკია, სახლთან მიმიყვანა და კარი მივხურე თუ არა საბურავების ღრჭიალით მოწყვიტა მანქანა იქაურობას.
- - - - - - - -
- აქ რატომ გძინავს? -თავზე ვასიკო მადგა, სახეზე მეფერებოდა და მიღიმოდა, სავარძლიდან ფეხები ჩამოვწიე, გაშეშებული კისერი ძლივს გავამოძრავე, მკლავები შემოვხვიე და მანაც არ დაახანა, ხელში ამიტაცა და საძინებლისკენ წამიყვანა.
- შენ გელოდებოდი, -ჩავჩურჩულე და ყელში მივაკარი ტუჩები, ტანსაცმელი შემომაძარცვა, საწოლზე გადამაწვინა და ისეთი აღფრთოვანებული მზერით შემომხედა რომ დავდნი და დავიფერფლე, ახლა მხოლოდ მასზე მინდოდა ფიქრი, მისი ხელების და სხეულის გარდა, სხვა ვერაფერზე ვაზროვნებდი.
- მინდა რომ ყველაფერი დამავიწყო, -ჩავიჩურჩულე და მის თვალებში აალებული ცეცხლი წამში მომედო მთელ სხეულზე.
სასიამოვნოდ დაღლილს ჩამეძინა მის მკერდზე მიკრულს, დილით უცნაური შეგრძნებით გამეღვიძა, ცუდი წინათგრძნობის, თვალის თამაშის, ფეხის ტკივილის და ასეთი სისულელეების არასოდეს მჯეროდა მაგრამ ახლა ისეთმა გრძნობამ შემიპყრო თითქოს რაღაც ძალიან ცუდი მელოდა, უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა, ვასიკო ჩემს გვერდით არ იწვა არადა ჯერ მხოლოდ ცხრის ნახევარი იყო, მთქნარებით გავედი სამზარეულოში, მაგიდასთან იჯდა წინ ყავის ჭიქა ედო და თავჩაღუნული ჩასჩერებოდა, როგორც კი იგრძნო რომ შევედი თავი ასწია და თვალებჩაწითლებულმა შემომხედა.
- რა გჭირს ცუდად გეძინა? -ვკითხე მაგრამ ხელის აწევით შემაწყვეტინა და სკამზე მიმითითა.
- დაჯექი სალაპარაკო გვაქვს.
- მეც მინდოდა შენთან დალაპარაკება და თანაც საკმაოდ სერიოზულ საკითხზე მაგრამ თუ გინდა ჯერ შენ მითხარი რა ხდება.
- ვეჭვობ რომ ერთიდაიგივე რამეს ვგულისხმობთ ასე რომ დაჯექი, -უემოციოდ მესაუბრებოდა, ცივად, ასეთ ვასიკოს პირველად ვხედავდი, ყურადღება მოვიკრიბე რომ მომესმინა მაგრამ უკვე ვიცოდი რაც უნდა ეთქვა.
- დღეს დილით გიგამ დამირეკა, შენზე მესაუბრა, -თვალი გამისწორა და გაჩუმდა თითქოს გონების მოსაკრებად დროს მაძლევდა, არ გამკვირვებია უბრალოდ გამეღიმა, გუშინვე მიხვდა რომ ვასიკოს ყველაფერს მოვუყვებოდი და დამასწრო, დამაგვიანდა, მაშინვე უნდა მეთქვა ყველაფერი როცა დავინახე, ახლა კი ჩემს წინ მჯდომი საყვარელი მამაკაცი ისეთი თვალებით მიყურებდა აშკარა იყო ძალიან გამიჭირდებოდა მისთვის გიგას ბრალეულობის დამტკიცება.
- არაფერს მეტყვი? -ხმაში ნელ-ნელა შეერია ბრაზი და სახეზეც შეეტყო რომ ცოტაც და აფეთქდებოდა.
- გააგრძელე გისმენ, -სრულიად მშვიდად ვუთხარი და უფრო თავისუფლად მოვეწყვე.
- გავაგრძელო? კარგი რაკი ასე გინდა გავაგრძელებ, მომიყვა როგორ იკამათეთ გზაში როცა სახლში მოყავდი, როგორ დაადანაშაულე იმაში რომ ის იყო შენი გამტაცებელი, როგორ მიამსგავსე მას...
- მივამსგავსე? შენ რა ერთი წუთითაც კი არ გიფიქრია რომ გატყუებს? გგონია ასეთ რამეს ვინმეს ტყუილუბრალოდ დავაბრალებდი? -ჯერ კიდევ სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობდი.
- გეყოფა, -ისე იღრიალა ადგილზე შევხტი, -ჩემს საუკეთესო მეგობარს რომელიც გუშინ პირველად ნახე ასეთ საზიზღრობას აბრალებ თანაც მას შემდეგ რაც ჩემი დის გატაცებაში დაადანაშაულე.
- კი მაგრამ მე... მე მისთვის შენს დაზე არაფერი მითქვამს.
- არც უნდა გეთქვა იმიტომ რომ შენ არანაირი უფლება არ გაქვს ჩემს დაზე ილაპარაკო, შენ მას არ იცნობდი, შენ ჩემს გვერდით არ ყოფილხარ როცა მას ვეძებდი და როცა გიგა ჩემთან ერთად ღამეებს ათენებდა, შენ არაფერი არ იცი...
ორივე ხელით მაგიდას ეყრდნობოდა, ჩაწითლებული თვალებით მიყურებდა და მიყვიროდა, ოჰ ის მანიპულატორი, მიხვდა მიხვდა რომ მისი ტელეფონი გავჩხრიკე და დამასწრო, ახლა ვასიკო აღარაფერს დამიჯერებდა, ახლა მასთან ლაპარაკს არანაირი აზრი არ ჰქონდა.
- ეს რატომ გააკეთე ინა, რა გინდოდა, რა მიზანი გქონდა? -დაჯდა და ნიკაპით ხელებს დაეყრდნო, -არ მეტყვი ეს რატომ გააკეთე?
- ზუსტად ამ თემაზე მინდოდა შენთან საუბარი მაგრამ ახლა ვხვდები რომ აზრი არ აქვს, ჩემი სიტყვა მის წინააღმდეგ, თანაც ყოველგვარი სამხილის გარეშე, რა აზრი აქვს რამის თქმას მაინც არ დამიჯერებ, -ხელები ფართოდ გავშალე და გავიღიმე.
- ანუ არ ამბობ რომ უბრალოდ შეგეშალა და შეცდომა დაუშვი? არ აპირებ რომ გიგას ბოდიში მოუხადო?
- შენ რა დამცინი? ბოდიში? კარგი რა, -ჩემი თავის მიკვირდა რომ ასე მშვიდად მოქცევა შემეძლო არადა მთელი გონება და ორგანიზმი მიდუღდა ბრაზისგან, გიგაზე გაცოფებული ვიყავი ხოლო ვასიკოს დაკარგვის შიში შიგნიდან მღრნიდა და მანადგურებდა.
- მოდი ასე გავაკეთოთ, შეიძლება უკვე ისიც აღარ გჯერა რომ ჩვენი ურთიერთობა ჩემთვის ძალიან ძვირფასია მაგრამ მაინც გეტყვი, ის რასაც შენს მიმართ ვგრძნობ არასდროს არავის მიმართ არ მიგრძვნია, ამ ათიოდე დღეში მოახერხე და ჩემთვის ყველაფერი გახდი, მეგობარი, ოჯახი, საყვარელი, უძვირფასესი ადამიანი, არ მინდა ამ მცირეხნიანმა გაურკვევლობამ ჩვენს ურთიერთობას საფრთხე შეუქმნას, ახლა ორივეს ცოტა ხნით მარტო ყოფნა და დასვენება გვჭირდება ამიტომ მე წავალ...
თავჩაღუნული ავდექი და ზურგი შევაქციე, ვიცოდი მის უძირო მწვანე თვალებში კიდევ ერთხელ რომ ჩამეხედა უფრო მეტად გამიჭირდებოდა წასვლა, შემოსასვლელში გასაღები ავიღე და პირდაპირ ასე ფეხშიშველი გავედი სადარბაზოში, ხანდახან უპირატესობაც ჰქონია თურმე ასე ახლოს გადასვლას, ის იყო საკეტს გასაღები მოვარგე რომ მხრებში მთელი ძალით ჩამაფრინდა ვიღაც, მაშინვე ვიგრძენი მისი სურნელი და არ შემშინებია, თავისკენ შემაბრუნა გულში ჩამიკრა და გიჟივით დამაცხრა ბაგეებზე, სული რომ მოვითქვით შუბლზე შუბლით დამეყრდნო და გაყუჩდა.
- ესე იგი მტოვებ? -ძლივს ამოღერღა.
- გინდა რომ დაგტოვო? -ჩემი სადღაც გაპარული ხმა ძლივს ვიცანი.
- მიყვარხარ ინა, ჯანდაბა, ძალიან მიყვარხარ, -სასოწარკვეთილს აღმოხდა, იქვე კედელს მიეყრდნო და სახე ხელებში ჩარგო, სულელივით გაღიმებული ვიდექი, ‘’მიყვარხარ ინა’’ ჯერ კიდევ ზარივით ჩამესმოდა ყურებში და სულში საოცარ სითბოდ მეღვრებოდა, ძლივს მოვახერხე თავის ხელში აყვანა და სერიოზული სახის მიღება.
- შენგან წასვლას არ ვაპირებ, შემომხედე ვგავარ სადმე წამსვლელს? -მის წინ ხელებგაშლილი დავტრიალდი.
- თუ არ მიდიხარ მაშინ აქ რას აკეთებ? იმის მაგივრად რომ ყველაფერი ამიხსნა უბრალოდ გარბიხარ.
- არ გავრბივარ უბრალოდ ცოტა ხნით მარტო ყოფნა მჭირდება, შენც გჭირდება რაღაც რაღაცეებზე დაფიქრება, მოდი ახლა უბრალოდ დაისვენე მერე კი ხვალ, ზეგ ან არ ვიცი როდის, იქნებ მაზეგ ისევ დავსხდეთ და უფრო მშვიდად ვისაუბროთ ამ ყველაფერზე, ვიცი ახლა რომ შენთან დავრჩე ერთმანეთს შეიძლება ისეთი რაღაცეები ვუთხრათ რისი პატიებაც შეუძლებელი იქნება მე კი არავინ და არაფერი არ მიღირს შენს დაკარგვად.
ძალიან დიდ ძალისხმევად დამიჯდა რომ მისი გაფითრებული სახისთვის და აწყლიანებული თვალებისთვის ყურადღება არ მიმექცია, ბინაში შევედი და კარი დავხურე, როცა მარტო დავრჩი მაშინღა ვიგრძენი მუხლებში სისუსტე, ჩემმა ცარიელმა და ცივმა ბინამ რატომღაც ციხის საკანი მომაგონა, ალბათ ასე მარტო და მიტოვებულად გრძნობდნენ თავს ალკატრასის ბინადრები, მისაღებში იატაკზე ჩავიკეცე და პატარა ბავშვივით ავღრიალდი.
- - - - - - - - - - -
განყოფილების წინ ვიდექი და გონებაში კიდევ ერთხელ ვიმეორებდი უკვე კარგად დაზეპირებულ გეგმას, ბოლოს როგორც იქნა გამბედაობა მოვიკრიბე და შევედი.
- ვასილ მაღლაფერიძის ნახვა მინდა, -იქვე შესასვლელშივე მჯდარ პოლიციელს მივმართე და როცა საკმაოდ დაეჭვებულმა შემათვალიერა მაშინღა გამახსენდა რომ ქუდი მეხურა და მზის სათვალე მეკეთა, ორივე მაშინვე მოვიხსენი და შევღიმე.
- აქ არის? შეიძლება ვნახო?
- რასთან დაკავშირებით? -ამჯერად ხმაში მცირეოდენი კეთილგანწყობა შევატყვე.
- გადაეცით რომ მისი ძმისშვილის ვასიკოს მეგობარი ინა კითხულობს.
ცოტა ხანში პოლიციელი გაღიმებული დაბრუნდა და მისი კაბინეტისკენ წამიყვანა, ფრთხილად დავაკაკუნე კარზე და შევაღე.
- შემოდი შემოდი, -ღიმილით შემიპატიჟა და სავარძელზე მიმითითა, ოთახს თვალი მოვავლე, სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ მის წინ დაზარალებულის სტატუსით ვიჯექი და ჩვენებას ვაძლევდი.
- აბა, ჩემთან საქმესთან დაკავშირებით ხარ თუ ისე როგორც ჩემი ძმისშვილის მეგობარი, -უნებურად გამეღიმა, საკმაოდ სასიამოვნო ადამიანი ჩანდა.
- შეიძლება ითქვას რომ ორივე საკითხთან დაკავშირებით ვარ თქვენთან, -როგორც იქნა დავიწყე მოყოლა თუმცა წამსვე შემაწყვეტინა.
- ესე იგი ვასიკომ ყველაფერი მოგიყვა?
- იმის შესახებ რომ თქვენი ძმისშვილია და სულაც არ არის გამომძიებელი?
- ოჰო, მეგონა უფრო დიდხანს გააგრძელებდა ამ თამაშს, მე კი ბოდიში უნდა მოგიხადო, იმ დღეს ჩემთან იყო რაღაც საქმეზე მოსული და მაშინ დაგინახა როცა პოლიციელებს განყოფილებაში შემოყავდი, ისე ძალიან მთხოვა რომ ცოტა ხნით ჩემი როლის თამაშის უფლება მიმეცა უარი ვერ ვუთხარი, ძალიან მიყვარს, ჩემი ძმისგან ის ერთადერთიღა დამრჩა, -თავი გააქნია თითქოს მოგონებების განდევნას ცდილობსო.
- ესე იგი ასე უბრალოდ მიხვდი ყველაფერს?
- ვასიკოს გონია რომ კარგი მატყუარაა მაგრამ სულაც არ არის ასე, თვითონ არ უთქვამს უბრალოდ არ გამჭირვებია ამ ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირება.
- არ მიკვირს, საკმაოდ ჭკვიანი გოგო ჩანხარ, მაშინაც ბევრი ვერ გააკეთებდა და მოიფიქრებდა იმ ყველაფერს რაც შენ გააკეთე იმ მანიაკისგან თავის დასაღწევად.
- აი სწორედ ამ თემაზე მინდოდა თქვენთან საუბარი...
- ვმუშაობთ ამ საკითხზე, -ამოიოხრა და თმებში შეიცურა თითები, -ვმუშაობთ მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ახალი არაფერი გავქვს, ის მოძალადე ძალიან ჭკვიანი აღმოჩნდა, ის ბინა სადაც შენ ყავდი რამდენიმე დღით ჰქონდა ნაქირავები, არსად თითის ანაბეჭდები არ დაუტოვებია, არსად არანაირ კამერას არ დაუფიქსირებია...
- ტყუილად წვალობთ უკვე ვიპოვე.
- ჰოდა იმას ვამბობდი რომ ადრე თუ გვიან მაინც დავიჭერთ, რა? რა თქვი? -ახლაღა გამოერკვა და გაითავისა რაც ვუთხარი.
- როგორ თუ იპოვე? რას ნიშნავს იპოვე?
- აი ასე უბრალოდ ვიპოვე, მანიაკი თქვენი ძმისშვილის მეგობარია გიგა ბურდული...
- - - - - - - - - -
ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოვუყევი, დაძაბული მისმენდა ისე რომ სახეზე ერთი ნაკვთიც კი არ გატოკებია, მხოლოდ მაშინ შეეტყო ნერვიულობა როცა იმ ადგილამდე მივედი მის ტელეფონში ნატას ფოტო რომ ვნახე, ერთმანეთს ოდნავ დაშორებული ტუჩებით ღრმად სუნთქავდა და მკერდი ძალუმად აუდ ჩაუდიოდა.
- იმედია თქვენ მაინც დამიჯერებთ, -როგორც იქნა დავასრულე და ემოციურად დაღლილი და გამოფიტული მივეყრდენი სავარძლის საზურგეს.
- ვასიკოზე ნუ გაბრაზდები, არ გეწყინოს რომ შენი დაჯერება გაუჭირდა, შეიძლება ერთი შეხედვით ძლიერი, ხალისიანი და მხიარული ჩანს მაგრამ სინამდვილეში ძალიან მგრძნობიარეა, ბევრი რამ გადაიტანა და ამ ყველაფერს აი აქ შიგნით ინახავს, -გულზე მიირტყა ხელი და თვალები დახარა.
- მშობლების სიკვდილი ძალიან ძნელად გადაიტანა, ისე ვწუხვარ რომ მაშინ საკმარის დროს ვერ ვუთმობდი, მერე კი ნატა დაიკარგა და მისთვის სამყარომ ბრუნვა შეწყვიტა, ოჰ ღმერ იმედია ნატას უვნებელს ვიპოვით, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და ყველაფერი მომიყევი, არც კი იცი შენი რა მადლიერი ვარ, ახლა ყველაფერს მე მივხედავ, ამის შემდეგ ერთადერთი რაც გევალება ის არის რომ სახლიდან არ გამოხვიდე და საკუთარ თავს და ჯანმრთელობას გაუფრთხილდე, სერიოზულად გეუბნები, სახლიდან გარეთ ცხვირი არ გამოყო ინა, ყველაფერი მე მომანდე, იმ ნაბჭვარს თავბედს ვაწყევლინებ.
ისეთი სახე ჰქონდა, ისე უელავდა თვალები წინასწარ შემეცოდა მის ხელში ჩავარდნილი გიგა, წარმოდგენაც კი არ მინდოდა რას უზავდა.
- წამოდი სახლამდე მიგიყვან და მერე როგორც გითხარი სახლიდან გარეთ აღარ გამოხვალ, -ფეხზე წამოდგა და ავტომობილის გასაღები აიღო.
- ჯობია თუ მარტო წავალ, აქამდეც შენიღბული მოვედი, გიგა შეიძლება ახლაც მითვალთვალებდეს, თქვენ გიცნობთ და ჩემთან ერთად რომ დაგინახოთ მიხვდება რომ ყველაფერი იცით.
- არასოდეს გიფიქრია დეტექტივობაზე? -გულიანად გაეცინა და მხარზე ხელი მომითათუნა, იქვე დავემშვიდობეთ ერთმანეთს, განყოფილებიდან გასვლისას ისევ მოვირგე ქუდი და სათვალე და ტაქსს ხელი დავუქნიე, ეზოში შევედი თუ არა სადგომისკენ ავიღე გეზი, ჩაჟანგებული კარი რის ვაივაგლახით გავაღე და ჩემი ციცქნა იასამნისფერი ოთხთვალა გამოვაგორე, მართალია ვასიკოს ბიძამ დამიჯერა მაგრამ გამოცდილებამ მაჩვენა რომ ბოლომდე ვერავის ვენდობი და არ შეიძლება ყოველთვის სხვის იმედზე ვიყო, ასე რომ დრო იყო ჩემი გეგმის მეორე ეტაპის განხორციელება დამეწყო...



№1  offline წევრი Koala°

Martla dzalian kargia❤️ sulmoutqmelad velodebi shemdegs❤️❤️

 


№2  offline წევრი ვიპნი

ძალიან საინტერესოა,ვაღიარებ არ ველოდი ,წარმატებები

 


№3 სტუმარი სტუმარი ხატია

ხუთივე თავი ერთად წავიკითხე ძალიან მომეწონა და მოუთმენლად ველი გაგრძელებას... მალე დადე რა შემდეგი....

 


№4  offline წევრი Marikagogolqdze

ხუთივე თავი ერთად წავიკოთხე
ძალიან კარგია.
. ასეთი საშინელი მეგობარი როგორ უნდა იყო

 


№5 სტუმარი სტუმარი Daldoni Daldoni

ძალიან საინტერესო და კარგი ისტორიაა .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent