შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, მანიაკი და თვითმარქვია გამომძიებელი ( 7 )


1-06-2022, 23:34
ავტორი Lucien Vanserra
ნანახია 1 863

უკან დავიხიე და ინსტიქტურად ავეფარე შიშისგან აცახცახებულ ნატას, მე არ შემშინებია, ამ ნაბიჭვარს არ ვასიამოვნებდი და არ ვაფიქრებინებდი რომ მისი მეშინოდა, ვუყურებდი და მხოლოდ ზიზღს ვგრძნობდი, გულისრევის შეგრძნება მეუფლებოდა და ბრაზისგან ყელში რაღაც მიჭერდა როცა ვხედავდი როგორ უდარდელად იღიმოდა თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.
- არ მომეკარო, არ გაბედო, -ვიყვირე და ნატასთან ერთად ორი ნაბიჯით უკან დავიხიე, სახე შეეცვალა, ღიმილი წამში ჩამოერეცხა და ისეთმა გაოცებულმა და გულნატკენმა შემომხედა მეც გამაოცა.
- ჩემი რატომ გეშინია პატარავ? ბოლოსდაბოლოს შენი ფეხით მოხვედი აქ.
- მართლა გიჟი ხარ, შეშლილი, არანორმალური, -აღმომხდა და ჯიბეში ხელი მოვაფათურე რომ დანა ამომეღო, თუმცა ვერ ვიპოვე, ჰმ, ჩემი ბედის რა ვთქვი, ნეტავ სად ამომივარდა?
- შემიძლია რაღაც შემოგთავაზო საყვარელო, -ხმა ისევ ისეთი ჰქონდა ნაზი, თბილი და შემპარავი.
- ჯერ მე შემოგთავაზებ, აქედან გაგვიშვი და გპირდები არანაირ პრობლემას არ შეგიქმნით, -ვუთხარი და დავინახე როგორ დამცინავად ჩაიღიმა, ჯიბიდან წამლით სავსე შპრიცი ამოაძვრინა და დემონსტრაციულად გააქანავა ჰაერში.
- არჩევანი გაქვს ინა, ან ახლა გავალ გარეთ, კარს დავკეტავ და იმდენ ხანს არ მოგაკითხავთ სანამ შიმშილისგან და წყურვილისგან საბოლოოდ არ მიხვალთ სიკვდილის ზღვარზე ან ამ შპრიცს მოგცემ და შენი ნებით გაიკეთებ, დამშვიდდები, დაწყნარდები და დამჯერი გოგო გახდები, მე შენ და ნატა, მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვრებთ ერთად, აბა რას იტყვი?
საფეთქლებზე ხელები შემოვიჭდე და დავფიქრდი, მასთან არანაირი შანსი არ მქონდა, რა სულელი ვარ, როცა შესასვლელი აღმოვაჩინე მაშინვე უნდა დამერეკა პოლიციაში ან პირდაპირ ვასიკოს ბიძისთვის, სად მოვდიოდი რომ მოვდიოდი ასე დახმარების გარეშე, უიარაღო...
- ჩემს მოთმინებას ბოროტად იყენებ ინა, -გველივით ჩაისისინა, წამში ამესვეტა წინ და მკლავში მტკივნეულად ჩამავლო ხელი.
- უკან დაიხიე და განძრევა არ გაბედო, თორემ ხომ იცი რაც შემიძლია დაგმართო და რა შეიძლება გავუკეთო შენს შვილს, -დაუღრინა ნატას და მანაც მაშინვე მიშვა აქამდე წელზე მოხვეული ხელი, უკან სვლით მივიდა საწოლთან, დაჯდა, ფეხები აიკეცა და გამხდარი მკლავები შემოიხვია მუხლებზე, ჩემი მდგომარეობის არა, მისი უსუსურობის გამო მომადგა თვალზე ცრემლი და მთელი ძალით გავიბრძოლე.
- არ გინდა გიგა, უკვე ყველამ ყველაფერი იცის, მაინც გვიპოვნიან, ჩემი დაკარგვა ასე უბრალოდ არ ჩაივლის, -წყალწაღებულის ხავსის მოჭიდებას ჰგავდა ჩემი ლუღლუღი, თუმცა მას არაფერი ესმოდა, ცდილობდა ჩემთვის ხელები გაეკავებინა რომ შეეკრა, მერე კი ალბათ წამალს გამიკეთებდა, მთელი ძალით ვეწინააღმდეგებოდი და ვცდილობდი მისგან თავი დამეხსნა მაგრამ არაფერი გამომდიოდა ბოლო ძალა მოვიკრიბე როგორღაც ხელი გავითავისუფლე და მთელი ძალით დავარტყი სახეში, მერე კი მისი მოქნეული მარჯვენა ისე შემეხეთქა ლოყაზე თვალთ დამიბნელდა, თავი ვეღარ შევიკავე და მთელი ძალით დავენარცხე იატაკზე, დანარცხება დარტყმაზე არანაკლებ მტკივნეული აღმოჩნდა, ასე მეგონა ყველა ძვალი ერთდროულად დამემსხვრა, გამწარებულმა დავიკვნესე და ხელის ზურგით მოვიწმინდე გახეთქილი ტუჩიდან ჩამოღვრილი სისხლი, ისე რომ გამომეტყველება არ შეცვლია წამში მომექცა ზემოდან, ხელები გამიკავა და შპრიცს პირით მოხსნა დამცავი, თავი გვერდზე გადავაგდე და სასოწარკვეთილი თვალები მივაპყარი ნატას, მერე ყველაფერი წარმოუდგენელი სისწრაფით განვითარდა, ჩხვლეტა ვიგრძენი, წამალი გამიკეთა დაიხარა და ყბაზე მომაკრო გახურებული ტუჩები, დავინახე როგორ წამოიწია ნატა, მის ხელში ჩემმა დანამ გაიელვა რომელიც აშკარად მაშინ დამივარდა საწოლზე როცა საწოლიდან მის წამოყენებას ვცდილობდი, არ ვიცი რის გაკეთებას აპირებდა მაგრამ გიგას არაფერი უნდა შეემჩნია, უკვე განთავისუფლებული ხელები კისერზე შემოვხვიე, სხეული მაღლა ავზიდე და საშინელი ზიზღის მიუხედავად მის ტუჩებს შევეხე, ჯერ გაშეშდა მერე კი სიამოვნების ტალღამ გადაუარა სახეზე.
- ასე არ ჯობია? რა კარგია რომ უკვე ვუგებთ ერთმანეთს, -ჩაიჩურჩულა ჩახლეჩილი ხმით და მთელი ძალით დამაცხრა ტუჩებზე, თვალდახუჭული გახელებული მკოცნიდა, მე კი ფრთხილად მოძრავ სახეგაფითრებულ და თვალებგაფართოებულ ნატას არ ვაშორებდი თვალს, მოგვიახლოვდა, როგორც კი გიგას ზურგს გაუსწორდა, შემზარავად იკივლა და დანა მთელი ძალით ჩაარტყა ზურგში, გიგამ ამოიკვნესა და სიმწრისგან ისე მწარედ მიკბინა ტუჩზე კინაღამ გონება დავკარგე, თვალები ფართოდ გაახილა, ხელი გამიშვა და გაოცებული სახით შეეცადა უკან მიხედვას, ნატას არ დაუხანებია, დანას ხელი ჩაავლო და ჭრილობიდან ამოაძრო, ის იყო მეორედ უნდა დაერტყა რომ გიგამ დაიღრიალა და ფეხზე წამოდგომა სცადა, მთელი ძალით ვკარი ხელი და როცა იატაკზე გულაღმა გაიშხლართა დავინახე აცახცახებული ნატა როგორ მოექცა ზემოდან და მთელი ძალით ჩასცხო დანა მკერდის არეში, უკვე თავბრუსხვევას ვგრძნობდი, წამალი მოქმედებას იწყებდა, ძლივს მოვახერხე წამოდგომა და მესამედ დასარტყმელად მოქნეული ხელი ჰაერში დავუჭირე.
- რას აკეთებ? -იკივლა სასოწარვეთილმა, ეს უნდა მოვკლა იმ ყველაფრისთვის უნდა ზღოს რაც დამიშავა, სიკვდილს იმსახურებს.
გიგას გასისხლიანებულ, ძლივსშესამჩნევად მოძრავ გულ მკერდს, მაგრად დახუჭულ თვალებს და გათეთრებულ სახეს დავხედე და მერე ისევ ნატას მივუბრუნდი.
- ახლა მისთვის სიკვდილი ყველაზე მსუბუქი სასჯელი იქნება, უნდა იცოცხლოს რომ ნახოს როგორ გავანადგურებთ მის ცხოვრებას რომლითაც ასე ამაყობდა, ყველასგან მიტოვებულს, მარტოდმარტო მოუწევს ციხეში წლების გატარება, მერწმუნე, მისთვის ამაზე უკეთესი სასჯელი სიკვდილი ნამდვილად არ იქნება, დადე დანა და გთხოვ გარეთ გასვლაში დამეხმარე თორემ ვატყობ რომ რამდენიმე წუთში გავითიშები.
შეშლილი თვალებით შემომხედა, ეტყობოდა როგორ ებრძოდა თავს თუმცა როცა დაინახა როგორ წავბარბაცდი მაშინვე გააგდო დანა ხელიდან, წამოხტა და მხარში ამომიდგა, ნახევრად გათიშული ძლივს ამიყვანა კიბეებზე, კარი ღია დაგვხვდა, კომოდი ისევ ისე იყო ჩაჭედილი კარადასა და კედელს შორის როგორც მე დავტოვე, მარტივად გადახტა და მერე მე დამეხმარა გადახოხებაში, თითქმის ხელით მიმიყვანა გასასვლელ კარამდე, ვერ ვხვდებოდი ამ ერთ ციდა გამხდარ გოგოს საიდან ჰქონდა ასეთი ძალა, ერთი ხელით წელზე მაგრად მომეჭიდა მეორე კი საკეტისკენ წაიღო, ვგრძნობდი როგორ სუნთქავდა ღრმად და ცახცახებდა.
- მიდი ნატა შენ ყველაფერი გამოგივა, გააღე ეს წყეული კარი, -ძლივსგასაგონად ჩავილაპარაკე, სახელური ჩამოსწია და როგორც კი გარეთ გავედით ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა როგორც ჰოლივუდურ ფილმებშია, დამაბრმავებლად ციმციმებდნენ პოლიციის მანქანის შუქები, ეზო ფორმიანი ხალხით იყო სავსე, იქვე კიბეზე ჩავიკეცე, ნატამ ჩემი წამოყენება ვერ შეძლო მაგრამ არ მიმატოვა გვერდით მომიჯდა და მომეხვია, მერე ვიგრძენი როგორ დაიძაბა, დაბინდული მზერა მის მზერას გავაყოლე, ძლივს გავარჩიე ჩვენსკენ სირბილით მომავალი სილუეტი, მერე ნაცნობი საყვარელი სურნელი ვიგრძენი ახლოს, სულ ახლოს და წყვდიადში გადავეშვი...
- - - - - - - - - - -
შეხებას ვგრძნობდი, ნაზ ფრთხილ შეხებას, ხელებზე, მკლავებზე, სახეზე, ტუჩებთან ახლოს ვგრძნობდი ტუჩებს და თბილ სუნთქვას, მერე ნელ-ნელა ხმების აღქმაც დავიწყე მელაპარაკებოდა, დაბალი ხრინწგარეული ხმით მეჩურჩულებოდა, მებოდიშებოდა, მეუბნებოდა რომ სიგიჟემდე ვუყვარვარ რომ მოვენატრე, მემუდარებოდა რომ თვალები გამეხილა, არიადნეს ძაფივით კაშკაშებდა ჩემი გონების ბნელ ლაბირინთებში მისი ხმა და მეც ახალი ფეხადგმული ბავშვივით მასზე ჩაბღაუჭებული მივიწევდი მოციმციმე სინათლისკენ, როგორც იქნა თვალი გავახილე და მაშინვე მის აწყლიანებულ მწვანე თვალებს შევეფეთე, გამეღიმა როცა მივხვდი რომ ყველაფერი ცუდი უკან მოვიტოვეთ მან კი შვებით ამოისუნთქა როცა მომღიმარი დამინახა, ფრთხილად შემახო თითები სახეზე, ჩემსკენ დაიხარა და თვალებში ისე ჩამაშტერდა თითქოს ნებართვას მთხოვსო, არაფერი მითქვამს მკლავები შემოვხვიე და ბაგეებზე დავეწაფე.
- კარგად ხარ? -ათრთოლებული ხმით მკითხა როცა ერთმანეთს მოვწყდით.
- კარგად ვარ, არაფერი მჭირს, უბრალოდ იმ ნაბიჭვარმა დამამშვიდებელი გამიკეთა ეს იყო და ეს.
- რამე დაგიშავა? -ჩავარდნილი ხმით მკითხა და შევამჩნიე როგორ დაეჭიმა მთელი სხეული პასუხის მოლოდინში.
- თუ ამას არ ჩავთვლით, -ხელი გამსკდარ ტუჩზე მივიდე, -სხვა ვერაფრის დაშავება ვერ მოასწრო, ახლა სად არის, იმედია ცოცხალი გადარჩა რომ ყველაფრისთვის ზღოს.
- ახლა რეანიმაციაშია მაგრამ ექიმები ამბობენ რომ გადარჩენის შანსი აქვს, დანა რამდენიმე მილიმეტრით ასცდა გულს...
- ჰოდა ძალიან კარგი, უნდა გადარჩეს რომ მერე ისე დაიტანჯოს როგორც იმსახურებს, -თვითონაც კი არ მესიამოვნა ისეთი ბრაზით და ზიზღით იყო გაჯერებული ჩემი სიტყვები.
- მაპატიე, ძალიან გთხოვ მაპატიე, მაპატიე რომ თავიდანვე არ დაგიჯერე... -საშინლად გამოიყურებოდა, წარმოდგენაც კი არ მინდოდა ახლა მის გულში და გონებაში რა ცეცხლი ტრიალებდა, ადამიანი რომელსაც ენდობოდა, რომელიც ძმად მიაჩნდა შეშლილი ფსიქოპათი აღმოჩნდა...
- არ გინდა ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, ალბათ მეც გამიჭირდებოდა დაჯერება შენს ადგილზე რომ ვყოფილიყავი, -გაჩეჩილ თმაში შევუცურე თითები და მოვეფერე.
- ღმერთო ჩემო რა ძალიან მენატრებოდი, -ამოვიკვნესე და სიამოვნებისგან თვალები მივლულე როცა კიდევ ერთხელ მომაკრო ტუჩებზე თავისი მხურვალე ბაგეები.
- მიყვარხარ პატარავ, მთელი ცხოვრება შენთან ვალში ვიქნები, შენ ჩემი დაიკო გადაარჩინე, ჩემი ნატა, შენ რომ არა ვინ იცის...
ჯანდაბა, ახლაღა გამახსენდა ნატა, დაფეთებული წამოვხტი, პალატა მოვათვალიერე და როცა იქვე ახლოს დივანზე მძინარეს მოვკარი თვალი დავმშვიდდი.
- კარგად არის? -შევეკითხე ვასიკოს რომელიც სიყვარულით სავსე მზერას არ აშორებდა პლედის ქვეშ საცოდავად მოკუნტულ ნატას.
- არ არის კარგად, -ნაძალადევი ღიმილით გადააქნია თავი, საწოლზე ჩამომიჯდა და ჩემი ხელი ხელში მოიქცია, -კარგად არ არის თუმცა ახლა ჩემს გვერდითაა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ კარგად გახდეს, რაც გიპოვეთ მას შემდეგ გვერდიდან არ მოგშორებია, ჩემთვის არც კი შემოუხედავს, ხმას არ მცემს არ მელაპარაკება, როცა ექიმებმა მისი ცალკე გაყვანა და გასინჯვა დააპირეს პანიკაში ჩავარდა, ახლახანს ჩაეძინა შენს საწოლთან და როგორც იქნა მოვახერხე რომ დივანზე დამეწვინა, ბოდავდა, ამბობდა რომ შენ იცი სად არის მისი შვილი, ამბობდა რომ შენ ერთადერთს შეგიძლია მას შვილი დაუბრუნო, არ ვიცი, ვერაფერი გავიგე, საერთოდ აღარაფერი მესმის, რა შვილი? რა შვილი ინა...
ნუთუ მისთვის არავის არაფერი უთქვამს? მართალია იმ სარდაფში ბავშვი არ იყო მაგრამ უამრავი საბავშვო ნივთი იყო და ადვილად მიხვდებოდნენ ყველაფერს.
- პოლიციელებს არაფერი უთქვამთ? ან ბიძაშენს?
- ეს რა შუაშია? თანაც სად მქონდა მათთან საუბრის დრო, სასწრაფოს გამოვყევი და მთელი ღამეა აქ ვარ, ალბათ ახლა უკვე მოვლენ რომ დაგკითხონ შენ და ნატა.
- გიგას ცოლმა თიკუნამ იცის ყველაფერი?
- იცის და ისიც აქ არის...
საუბარი ფრთხილმა კაკუნმა შეგვაწყვეტინა, პალატაში თავჩაღუნული შემოვიდა თიკუნა და იქვე შედგა, გაფითრებული იყო, თვალებჩაშავებული, ისე გამოიყურებოდა თითქოს ერთ დღეში რამდენიმე წლით დაბერდაო, გაუბედავად გადმოდგა ნაბიჯი ჩემსკენ და თან თვალს დივანზე მძინარი ნატასკენ აპარებდა.
- ინა შეიძლება რომ ვილაპარაკოთ, -ძლივსგასაგონი ხმით მკითხა.
- მე დაგტოვებთ და ისაუბრეთ, ვასიკო ასადგომად წამოიწია მაგრამ მკლავში ჩავეჭიდე და დაჯდომა ვაიძულე.
- დარჩი, მინდა შენც გაიგო რაზეც ვისაუბრებთ.
- ბოდიში მინდა მოგიხადოთ, -ძლივს ამოღერღა თიკუნამ.
- არ გინდა, ვის ვის და შენ ნამდვილად არაფერი გაქვს საბოდიშო, -ღიმილით შევაწყვეტინე და მერე ისევ სახე დამემანჭა იმის გაფიქრებისას რაც მისთვის უნდა მეთქვა.
- მგონი მე მომიწევს შენთვის ბოდიშის მოხდა, არ ვიცი როგორ უნდა გითხრა მაგრამ რომ არ გითხრა ისეც არ გამოვა, ვწუხვარ...
- რას ამბობ? რას ამბობს? -ჯერ მე შემომხედა და მერე ვასიკოს შეხედა გაკვირვებულმა, ვასიკოც გაოცებული მიცქერდა მაგრამ არაფერს მეუბნებოდა.
- ხომ გახსოვს წეღან მეკითხებოდი რას გულისხმობდა ნატა როცა თავის შვილს ახსენებდა.
- რათქმაუნდა მახსოვს, -თავი დამიქნია და ხელი უფრო მაგრად მომიჭირა ხელზე.
- ნატას გიგასგან ბავშვი ჰყავს, პატარა უსაყვარლესი და ულამაზესი დისშვილი გყავს, ბიჭია, ჯერ ერთი წლისაც არ არის...
მხოლოდ მაშინ მიხვდა როგორ მიჭერდა ხელს როცა სიმწრისგან ამოვიკვნესე, ფეხზე წამოდგა ხელები თავზე შემოიჭდო და გიჟივით დაიწყო პალატაში სიარული, ვერ ჩერდებოდა, სიმწრისგან მუჭებს იკბენდა რომ არ ეღრიალა, თიკუნა გაშეშებული, თვალებგაფართოებული იდგა კედელთან და უხმოდ ტიროდა, წამოვდექი, ვასიკოს უკნიდან მივუახლოვდი, ხელები შემოვხვიე და ზურგზე ავეკარი, შემობრუნდა და საწოლისკენ წამიყვანა, დამაწვინა თავქვეშ ბალიში ამომიდო და მხოლოდ ერთი სიტყვა მითხრა...
- გააგრძელე.
გამშრალ პირში ენა ძლივს მოვატრიალე და ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე, ახლა ყველაზე ძნელი რამ უნდა მეთქვა, თიკუნასთვის.
- გიგამ ამ რამდენიმე დღის წინ ნატას ბავშვი წაართვა, ბავშვთა სახლში მიიყვანა, მერე კი მან და თიკუნამ იშვილეს, თიკუნას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რომ ის ბავშვი გიგას შვილი იყო...
- ინა გაიღვიძე? როგორც იქნა, -ნატას ხმის გაგონებისას ყველანი შეთქმულებივით გავჩუმდით, დივნიდან წამოხტა და ისე რომ ვასიკოსთვის და თიკუნასთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია ჩემს საწოლთან მოირბინა.
- კარგად ხარ ინა? ახლა შეგიძლია რომ ჩემს შვილთან წამიყვანო? ხომ შემპირდი? გახსოვს მითხარი რომ იცოდი სად იყო ჩემი შვილი...
პალატას თვალი მოვავლე, ვასიკო გაფითრებული, სუნთქვაშეკრული, თვალებჩაწითლებული დაჩერებოდა ერთადერთ დას, თიკუნა ძლივს იკავებდა თავს რომ არ წაქცეულიყო, მეტის გაძლება აღარ შემეძლო, ეს ყველაფერი უკვე ჩემს შიგნით ვეღარ ეტეოდა, სახეზე ხელები ავიფარე და ცრემლებს უფლება მივეცი ჯებირები გადმოელახათ.
- ღმერთო ჩემო, -ამოიხრიალა თიკუნამ, მუხლებზე დაეცა და მოთქმით ატირდა...
- - - - - - - - -
- დედიკოს ბიჭი, ჩემი პატარა, ჩემი ლამაზი, -მხიარულად აჭყლოპინებულ ბავშვს დასჩერებოდა ნატა და ბედნიერი იღიმოდა.
- შეხედე ინა როგორი ლამაზია, -ხელით მიმიხმო და მეც მაშინვე გვერდში ამოვუდექი, მართლაც საოცარი ბავშვი იყო, აბრიალებდა უზარმაზარ მწვანე თვალებს და უკბილო პირით ყურებამდე გაღიმებული შემოგვცქეროდა.
- წავიდეთ ნატა წასვლის დროა, -ვასიკომ მხარზე ფრთხილად შეახო ხელი და როცა ნატა შეკრთა და უკან დაიხია, სახე ტკივილისგან დაემანჭა.
- სად უნდა წავიდეთ? -ნატამ რატომღაც მე შემომხედა.
- სახლში წავიდეთ ნატა, ჩვენს სახლში, -ვასიკომ ხელი გაუწოდა და თბილად გაუღიმა, ნატამ ბავშვი გულზე მიიკრა და შეშინებულმა მიმოიხედა ირგვლივ.
- მე... მე... არ ვიცი, არ მინდა, არ ვიცი...
- თუ გინდა ჩემთან იცხოვრე, -არც კი ვიცი საიდან მომივიდა თავში აზრად ეს შესანიშნავი რამ, ნატამ გაოცებულმა შემომხედა და როცა სახეზე ღიმილი გადაეფინა ვასიკომ შვებით ამოისუნთქა და ისეთმა მადლიერმა შემომხედა რომ ლამის კიდევ ერთხელ ამიჩუყდა გული.
- აღარ მივდივართ? -უცნაურად გამხიარულებულმა გაგვიღიმა ნატამ, წამოდი სიხარულო წავიდეთ,
-ჩასჩურჩულა პატარას, -დღეიდან ინა დეიდასთან ერთად ვიცხოვრებთ, გიხარია არა? ხომ გიხარია? -ასე ლაპარაკ-ლაპარაკით ჩაიარა კიბე, გაიარა ბაღი, ჭიშკრიდან გავიდა და ვასიკოს მანქანის უკანა სავარძელზე მოთავსდა, ყურადღებაც კი არ მიუქცევია ჭიშკართან მდგარი თვალცრემლიანი თიკუნასთვის რომელიც თვალს არ აშორებდა პატარას და ერთიანად ცახცახებდა...
- - - - - - - - - -
ნატას დედაჩემის საძინებელი გავუმზადე, მას მაინც აღარ დაჭირდებოდა, კიდეც რომ ჩამოსულიყო ალბათ ჯორჯი ახალ, უფრო მეტად დიდ და კომფორტულ ბინას უყიდდა, ახლა ერთი პრობლემა გვქონდა, არც მას და არც ბავშვს საერთოდ არაფერი ჰქონდათ, ნატას ჩემს ტანსაცმელს ვათხოვებდი სანამ საყიდლებზე წავიდოდით მაგრამ ბავშვისთვის სასწრაფოდ უნდა შეგვეძინა აუცილებელი ნივთები.
მარტო ვიჯექით ჩემს სამზარეულოში მე და ნატა და ყავას ვსვამდით, ბავშვს იქვე მისაღებში ეძინა დივანზე და მშვიდად ფშვინავდა, ნატა თვალდახუჭული ნეტარებით წრუპავდა ქაფქაფა სასმელს.
- როგორ მომნატრებია, ალბათ არ დაიჯერებ რომ გითხრა რომ ორი წელია ყავა არ დამილევია.
- როგორ? რატომ? -გამიკვირდა, აშკარად ჩანდა რომ ყავა უყვარდა.
- იმ ნაბიჭვარმა გადაწყვიტა რომ ჩემთვის საზიანო იყო, საჭმელსაც კი მისი შედგენილი მენიუს მიხედვით ვჭამდი, -მოიღუშა და ჭიქას ხელები ისე მოუჭირა რომ მთლად გაუთეთრდა, თუმცა მალევე აიყვანა თავი ხელში და გაიღიმა.
- ვასიკო სად არის, რატომ არ შემოდის? ხომ მითხარი რომ აქვე ცხოვრობს.
- უბრალოდ რატომღაც ვიფიქრე რომ თავს არიდებდი ჰოდა ვთხოვე რომ შენთვის ცოტა ხნით მარტო ყოფნის და დამშვიდების საშუალება მოეცა, ისედაც აგიშალეს იმ პოლიციელებმა ნერვები, კითხვებით დაგღალეს.
- ჰოო, ბიძაჩემის და ვასიკოს დამნაშავე სახის ყურება მკლავს, შენ გგონია ჩემთვის ძალიან ადვილი იყო როცა ბიძაჩემი ასე ცივად გავისტუმრე აქედან? ვასიკოსთან ურთიერთობაც მიჭირს, თუმცა ვიცი რომ მისთვის ახლა ჩემგან შორს ყოფნა ძალიან ძნელია, შეგიძლია დაუძახო?
- რა თქმა უნდა ახლავე, -მაშინვე წამოვხტი ფეხზე, კართან მისული შემაჩერა მისმა ხმამ, ჩემს ზურგს უკან იდგა და მორცხვად მიღიმოდა.
- ყველაფრისთვის დიდი მადლობა ინა, შენ რომ არა არც კი ვიცი რა იქნებოდა, ალბათ ისევ იმ სარდაფში ვიქნებოდი გამოკეტილი, ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ.
- სამადლობელი არაფერია, -თვალი ჩავუკარი, გავუღიმე და ფრთხილად გამოვიხურე კარი, დაკაკუნებაც არ დამჭირვებია, თითქოს ჩემი მისვლა იგრძნოო, ვასიკომ კარი გააღო და წინ ამესვეტა.
- რა ხდება? ნატა კარგად არის? რამე ხომ არ გიჭირთ?
- დამშვიდდი ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ შენთან ლაპარაკი უნდა.
- მართლა? გახარებულმა ამიტაცა ხელში და გულში ჩამიკრა, ცოტა ხანში ერთად განვიხილავდით თუ როგორ უნდა მოგვეწყო ბავშვისთვის ოთახი, ნატამ კატეგორიული უარი განაცხადა ვასიკოსთან გადასვლაზე და ცალკე ბავშვის ოთახიც არ მოინდომა ამიტომ გადავწყვიტეთ რომ საწოლი შეგვეძინა და მის საძინებელში დაგვედგა, ასევე ტანსაცმელი, პამპერსები სათამაშოები და საკვები გვქონდა საყიდელი.
- აბა მივდივართ საყიდლებზე? -ვასიკომ ხელისგულები ერთმანეთს გაუხახუნა და ყურებამდე გაღიმებულმა შემოგხედა, -ძიას საყვარელ პატარა კაცს უამრავი რაღაც უნდა ვუყიდო.
თვალი ნატასკენ გავაპარე რომელიც სახე არეული თვალებაწყლიანებული მისჩერებოდა ძმას, დროდადრო მის სახეზე სიხარულს ეჭვი ცვლიდა.
- გგონია შეძლებ რომ ჩემი შვილი შეიყვარო? -უცნაურად ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა და თავი ჩახარა, -ის ხომ... ის...
- რას ამბობ ნატა, მე ის უკვე მიყვარს, იმიტომ მიყვარს რომ შენი შვილია, სხვას არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, -წამოდგა მიუახლოვდა ნიკაპში ხელი ჩაავლო, თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა.
- არ მინდა რომ ასეთმა სულელურმა ეჭვებმა შეგაწუხოს, გესმის პატარავ?
აცახცახებული მკლავები შემოხვია ნატამ კისერზე და მთელი ძალით მიეკრა მკერდზე მონატრებულ ძმას, მის თმაში დაატარებდა თითებს ვასიკო და გაბრწყინებულ თვალებს არ მაშორებდა.
- - - - - - - -
- საყიდლებზე ვერ წამოვალ, არ მინდა ბავშვი გადავღალო, ასე რომ თქვენ უნდა წახვიდეთ, -გამოგვიცხადა ნატამ და უზარმაზარი სია გამოგვიწოდა, არ გაგვიპროტესტებია და როცა დაგვპირდა რომ მარტო კარგად იქნებოდა გულდამშვიდებულებმა დავტოვეთ იქაურობა, უკვე ბინდებოდა როცა სავაჭრო ცენტრებში სიარულს მოვრჩით, საწოლი და ეტლი შევუკვეთეთ და ხვალ მოგვიტანდნენ, უამრავი პაკეტი ძლივს ჩავტენეთ მანქანაში და შვებით ამოვისუნთქეთ, ვასიკოს ღიმილი არ ცილდებოდა სახიდან თუმცა ვატყობდი რომ იმ ყველაფერზე საუბარს გაურბოდა რაც მოხდა, თუმცა მისი მესმოდა და ვცდილობდი ამ თამაშში ავყოლოდი, ვიცოდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა უბრალოდ სულ ცოტა დრო იყო საჭირო...
ავტომობილი დაძრა თუ არა მისი ტელეფონი აზუზუნდა, გაბეზრებული სახით დახედა ეკრანს თუმცა ბოლოს მაინც უპასუხა, ერთხანს უსმენდა და მერე ისე გათიშა რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს
- გიგა გონს მოვიდა, -თქვა და ტელეფონი უხალისოდ მიაგდო.
- ახლა რა უნდა გავაკეთოთ.
- ის ყველაფრისთვის პასუხს აგებს ჩვენ კი ცხოვრებას გავაგრძელებთ, ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება ვიდრე იყო, ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან კარგად, -თითქოს მხოლოდ თავისთვის ლაპარაკობდა, თავისთავს არწმუნებდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
- გააჩერე, გააჩერე, -უფრო ავუმაღლე ხმას როცა მივხვდი რომ ვერ გაიგონა, გაოცებულმა გადმომხედა გზიდან გადავიდა და უზარმაზარი, მწვანე ვარჯიანი ხის ქვეშ დაამუხუჭა, ღვედი შევიხსენი, მისკენ მივჩოჩდი და მისი სახე ხელებში მოვიქციე, ფრთხილად შევეხე ტუჩებზე, კოცნაზე მიპასუხა, სავარძელი უკან დაწია, თეძოებში ხელი ჩამავლო და მუხლებზე დამისვა, კაბაში ხელები შემიცურა და ამიწია მე კი მისი შარვლის სათავეს წავეტანე.
- როგორ მომნატრებიხარ, -ამოვიკვნესე როცა ჩემში ვიგრძენი, ცოტა ხანში ვნებადამცხრალები ვეხუტებოდით ერთმანეთს,
- ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, -ვეჩურჩულებოდი და წვერმოზრდილ სახეს ვუკოცნიდი.
- - - - - - - -
- აივანზე ვისხედით და ვუყურებდით როგორ დაბაჯბაჯებდა პატარა მწვანეთვალება ანგელოზი, დღეს ორი წლის გახდა და საღამოსთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით, უკვე თითქმის ექვსი თვე ხდებოდა რაც ვასიკოსთან საცხოვრებლად გადავბარგდი და ჩემი ბინა ნატას დავუთმე, უკვე კარგად იყო, თუმცა მაინც დასჭირდა რამდენიმეთვიანი კონსულტაციები ფსიქოლოგთან, ახლა კი თავს მშვენივრად გრძნობდა და უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადებოდა, ბიძამისი თითქმის ყოველდღე მოდიოდა მის სანახავად, პატარა ყაჩაღს კი აღმერთებდა ისე უყვარდა.
- აბა როგორ ხართ, -ლიკუნა და მაკა ყიჟინით შემოცვივდნენ აივანზე და პირველ რიგში ბავშვს დაეტაკნენ, მაკამ დაასწრო და აიყვანა.
- როგორ ხარ სიმპათიურო, -გემრიელად ჩაკოცნა და საყვარლად დახუჭუჭებული თმები აუჩეჩა.
- მეც დამაჭერინე რა, -აწუწუნდა ლიკუნა, მაკამ ბავშვი მიაწოდა და წარბაწეულმა გადმოგვხედა, -რომ შემოვედით რაზე იცინოდით?
- ინა მიყვებოდა როგორ მოატყუა ჩემმა ძმამ რომ გამომძიებელი იყო, -ნატამ გულიანად გადაიკისკისა.
- ის გითხრა თავიდან ვამპირს რომ ეძახდა?
- რატომ?
- იმიტომ რომ მთელი დღე ეძინა და მხოლოდ საღამოს გადიოდა ხოლმე სახლიდან.
- ალბათ ბარის გამო, დედ-მამა რომ დაგვეღუპა რაღაცაზე გულის გადაყოლება სჭირდებოდა და ბარი გახსნა, მთელ ღამეებს იქ ატარებდა ხოლმე, მამაჩვენის ბიზნესსაც მართავდა მაგრამ ის ბარი რატომღაც განსაკუთრებით უყვარს.
- ჰო არც კი მითხრა რომ მისი იყო როცა იქ წამიყვანა, -გამეცინა და უეცრად წარმომიდგა თვალწინ როგორ გამაცნო გიგა, თავი გადავაქნიე რომ მისი სახე გონებიდან განმედევნა, ახლა მხოლოდ ის მამშვიდებდა რომ კარგა ხანს მოუწევდა ციხეში ყოფნა, მე ჯერ ისევ ვსწავლობდი, მამაჩემთან რომელიც ოჯახთან ერთად საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად ასე თუ ისე ურთიერთობა ავაწყვე, დედაჩემი კი ჯორჯთან ერთად მოგზაურობდა და ნაკლებად აინტერესებდა როგორ ვიყავი, ჩემი სიყვარული კი, ჩემი ერთადერთი ბედნიერება, ჩემი ნავსაყუდელი...
- ისევ ჩემზე ფიქრობ? -სამზარეულოში ყავის მოსადუღებლად შესულს ზურგიდან მომეხვია, შეუმჩნევლად მოპარული ვასიკო და ლოყაზე ხმაურით მაკოცა.
- როგორ ხვდები? -გულიანად გამეცინა.
- ისეთი ნეტარი სახე გაქვს ხოლმე... მოიცა თუ სხვებზე ფიქრისასაც გაქვს ასეთი სახე?
- ნუ მასხარაობ რა.
- ნახე რა მოგიტანე? -ცხვირწინ აფთიაქის პაკეტი ამიფრიალა, მაშინვე მივხვდი რაც იყო, უკვე ორი კვირაა გადამიცდა, ვასიკო ამტკიცებს რომ ხასიათებიც შემეცვალა და სხვანაირი გავხდი, მე ვერაფერს ვატყობდი ჩემს თავს ამიტომაც კატეგორიულად უარს ვამბობდი ტესტის გაკეთებაზე, თუმცა გულის სიღრმეში იმიტომ ვამბობდი უარს რომ მეშინოდა მხოლოდ ერთი ხაზის დანახვის...
- მიდი რა ბოლოს და ბოლოს, -ლამის შემეხვეწა და მეც უარი ვეღარ ვთქვი, აბაზანაში ჩაკეტილი ფეხების კანკალით ველოდი შედეგს.
- აუუ როდის გამოხვალ? -კართან მოუთმენლად წუწუნებდა, მას ჩემზე მეტად უნდოდა რომ შედეგი დადებითი ყოფილიყო, როგორც იქნა დრო მოვიდა, დავხედე, სიხარულისგან ლამის ხტუნვა დავიწყე, შვებით ამოვისუნთქე, გულისფანცქალით გამოვაღე კარი, ბედნიერი ღიმილით შევხედე და ტესტი გავუწოდე...

დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1 სტუმარი One

Kargi iyo, velodebit shemdeg nawarmoebs))
Abba warmatebebi )

 


№2  offline წევრი Koala°

Kargi tavi iyo ukargesi dasarulit♥️ veli shemdeg istorias❤️ warmatebebi

 


№3  offline წევრი goddess

ძალიან კარგი იყო. ველოდები ახლა ისტორია, უბრალოდ სათაურს დასასრული დააწერე თორემ ბევრი არ წაიკითხავს დაუსრულებელი ეგონებათ.

 


№4  offline წევრი Lucien Vanserra

goddess
ძალიან კარგი იყო. ველოდები ახლა ისტორია, უბრალოდ სათაურს დასასრული დააწერე თორემ ბევრი არ წაიკითხავს დაუსრულებელი ეგონებათ.


ჰოო, ეგ რატომღაც გამომრჩა relaxed

 


№5  offline წევრი Maia G.

ყველა თავი ახლა ჩავიკითხე,ძალიან მომეწონა,ველი შემდეგ ისტორიას❤

 


№6  offline წევრი Lucien Vanserra

One
Kargi iyo, velodebit shemdeg nawarmoebs))
Abba warmatebebi )


მადლობა heart_eyes

 


№7 სტუმარი N

Kargi iyo Zalian momewona saintereso sadiamovno wasakitxi madloba warmatebebi ????????

 


№8 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომეწონა ეს ისტორია. ყველა ემოციას იტევდა.იყო იუმორი საკმაო დოზით. კარგად იკითხებოდა და საინტერესო იყო. წარმატებები და დაველოდები ახალ ისტორიებს (სხვა დროს ბოლო თავს აუცილებლად მიუწერეთ რომ ბოლოა)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent