შეუძლებელია! (10)
ცხოვრებაში ხშირად უწევდა ისეთი ქმედებების ჩადენა რომლისგანაც არათუ სიამოვნებას ვერ იღებდა , არამედ მის სულს ამძიმებდა და საკუთარ თავს აზიზღებდა. არ გამოსდიოდა იმ კაცზე დამორჩილება, რომელიც კარგ ადამიანად ჩამოაყალიბებდა ის უბრალოდ ვერ გაუძლებდა, გადარჩენისთვის ბრძოლაში დაიღუპებოდა ამიტომაც ყველასთვის იყო ის ვინც თავად მთელი არსებით სძულდა . _გეფიცები სანდრო ... ბავშვს გეფიცები არ გავეკარები არ წაიყვანო _ კაცს სახიდან სისხლი სდიოდა , სუნთქვა უჭირდა და ნახევრად დამდნად , მოყინულ თოვლს წითლად ღებავდა _შენ მე ბოლოს მაშინ გელაპარაკე სანამ ჩამსვამდნენ და გაგაფრთხილე ... რომ გამოვედი გოგო არც კი გამოუშვი ჩემს სანახავად. თითებს დაგამტვრევ_თქო გითხარი, გითხარიი და არ დამიჯერე . შენნაირი გგონია ვარ? სიტყვას რომ ამბობ და არ ასრულე. გითხარი არ მიეკარო_თქო , გითხარი თითი არ დააკარო_თქო , გითხარი ბავშვია და ცოლი ვერ გახდება, არ უნდა_თქო . ციხეში ჩავჯექი , შენ მიეცი იმათ არასწორი ნაკოლი შე თ.სლო გგონია ვერ გავიგებდი? გგონია არ ვიცი პოლიციაშიც შენ რომ დაარეკინე და შენი ცარიელი თავით ფიქრობდი ჯანაშიას ვაჭ.ევო? გამოგიციდა, მაგრამ ისეც არ შეგრჩება რომ გეგონა _ძირს დავარდნილს ფეხი ჰკრა და ისე დააწვა თავზე გატეხილი ცხვირის კამო ღრიალი დაიწყო. უშედეგოდ ფართხალებდა და ლაპარაკიც აღარ შეეძლო _ გაპატიებდი, რომ გყვარებოდა და კაცურად მოქცეულიყავი , თავი შეგეყვარებინა მინიმუმ ბედნიერი მაინც ყოფილიყო ... დავივიწყებდი შენს პრ.ჭულ ბ.ზობას , მაგრამ ახლა , ახლა რამდენჯერად მიგიქარავს ორჯერ მეტს მიიღებ და ილოცე ცოცხალი გადამირჩე . ისე დაგმარხავ შუა ტყეში , ისე ღრმად ჩაგფლავ ღორიც ვერ ამოგთხრის რომ დაგჯიჯგნოს _ხელი ჩაავლო და ტყის სიღრმისკენ ისე გაათრია თითქოს წონა სულ არ ჰქონდა . კაცს მხოლოდ საღამურები ეცვა, თხელი შარვალი სულ სველი იყო და ზედა კი თითქმის ბოლომდე შემოხეული. ხელი როგორც კი გაუშვა მაშინვე წამოდგა , დარტყმას და გაქცევას ეცადა , ერთხელ მოუქნია მაგრამ ბიჭმა აიცილა და უფრო მეტად გახელებულმა დაარტყა საპასუხო დარტყმა _გამიშვი...გამიშვი არ მომტეხო . არ გინდა არ გინდაა _კარგი , არ მოგტეხავ, მოვჭრი და ტურებს ვაჭმევ , ცოდოები არიან შენნაირი ქათმები , ისე ჰყავს ყველას დაცული ვერაგეფერს ჭამენ _ ხელს უჭერდა , ჯიბიდან დანა ამოიღო და როგორც კი გაშალა და კაცმა ღრიალი დაიწყო ამ ხმაში კივილის ხმაც შეერია . სულ ერთი წამით, მაგრამ მაინც ჯანაშიას გონებისთვის საკმარისი აღმოჩნდა მიმხვდარიყო, რომ მარტო არ იყო . კაცს ყელზე მოუჭირა თითები, წამში გონება დააკარგვინა და მერე მშვიდად მოშორდა . ისე მიაბიჯებდა თითქოს წასვლას აპირებდა, უკვე იცოდა სადაც იდგა დაუპატიჟებელი სტუმარი , როგორც კი მოტრიალდა მაშინვე დატოვა სამალავი . გრძელი ნაცრისფერი მანტო ეცვა , თავზე შემოხვეული თავსაბურავი მალევე მოშორდა და თოვლზე დავარდა . ღამესავით შავი თმა ჰქონდა , სირბილის დროს ხრებზე ჩამოეშალა , ხედვაში უშლიდა დაეცა და სანდრომაც აღარ მისცა გაქცევის საშუალება თორემ ჯერ კიდევ არ უნდოდა დაეჭირა. _გამიშვი ... არ შემეხო. გთხოვ , გთხოვ _ისეთი ხმა ჰქონდა ჯანაშიამ ახლოდან რომ გაიგო ისედაც აღგზნებული გონება სულ მთლად აერია. გამძაფრებული ჰქონდა ყველა შეგრძნება და წამის მეასედში ტვინმა უკვე იცოდა ქალის თმის სურნელი, მისი სხეულიდან წამოსული მუხტი და ისე ხვევდა მუცელზე ხელს მოძრაობის საშუალებას აღარ აძლევდა. ორივე ხელი გვერდებზე ჰქონდა მიბჯენილი და ისე იჭერდა _ჩშშ... დამშვიდდი , ნუ ფართხალებ არ მინდა რამე გატკინო , კარგი ? _ გოგონას ყურთან საუბრობდა . ხმის ასე მარტოვად დალაგება ვერ შეძლო, მაგრამ მაქსიმალურად მშვიდად ცდილობდა ლაპარაკს _გამიშვებ ? _ტირილის ნოტები რომ გაჩნდნენ ხმაში , გოგოს გულისცემას უკვე გრძნობდა და უდიდესი ჭრილობა უჩნდებოდა იმის გამო, რომ მისი შიშის მიზეზი გახდა _ გთხოვ _ გაჩერდა, თითქოს უჯერებდა ბიჭმა ხელები მოადუნა თუ არა მაშინვე შემობრუნდა და მზერა გაუსწორა, წყლიანი შავი ირისებით შეისწავლა ჯანაშიას სახე . ამ მუქი თმისა და თვალების ფონზე იმდენად თეთრი კანი ჰქონდა სანდროს გონებაში ფიფქია ამიტივტივდა . ლამის გააცურა მისმა მოქმედებამ, ისევ კანკალებდა შეშინებული უყურებდა, კიდევ უფრო მეტად დაიძაბა როცა სახე დაინახა , მაგრამ ჯიუტად არ აშორებდა დამფრთხალ მზერას _გთხოვ , არაფერი დამიშაო _იმ წამს შრამს უყურებდა და იმდენად კარგი წასაკითხი იყო მისი ფიქრები , ჯანაშიას სული გაეყინა. ერთ ხელს უკვე ზურგზე ხვევდა , მეორე ჯიბეში ჩაუცურა და როგორც კი მობილური ამოიღო გოგოს მაშინვე დაეკარგა ფერები, თამაშიც გაიფაქტა და სისუსტემ სძლია _არა გთხოვ ... გემუდარები არ გინდა _ყველაფერი გადაგიღია ... არც ისეთი მშიშარა და სუსტი ყოფილხარ _ტელეფონს ბლოკიც კიარ ედო , ყველაფერი წაშალა და გოგოს სურათებსაც გადაჰყვა, მანამ სანამ ოჯახთან გადაღებული ფოტო არ ნახა და ნაცნობი სახე არ ამოიცნო. მერე ზემოდან დახედა და სუნთქვა შეეკრა. _უნდა მომკლა?! _ იმდენად ჩუმად თქვა მხოლოდ ტუჩების მოძრაობით მიხვდა სანდრო. გაფართოებული თვალები სითხით გავსებულიყო, ერთხელ შეახო ქუთუთოები ერთმანეთს და ცრემლებმაც იწყეს, თოვლივით თეთრ კანზე ,დენა . ვერ ხვდებოდა ჯანაშია, რომ მოკლა და ბიჭს სიტყვის თქმაც არ ადროვა ისე დაკარგა გონება . აღარ ახსოვდა მიზანი რისთვისაც იქ იყო, არც საკუთარი თავი ადარდებდა მხოლოდ მკლავებში მოქცეულ სიფრიფანა სხეულს დაჰყურებდა და სუნთქვა ეკვროდა. _რა უნდა გიყო ახლა შენ მე , მარიამ ? _ ხელი ასწია სახეზე რომ შეხებოდა, მაგრამ იმდენად ჭუჭყიანი ჰქონდა ჰაერში გაუშეშდა . თავი დახარა, ცხვირის წვერი სულ ოდნავ შეახო ლოყაზე ჩამოყრილ თმაზე და სურნელი ღრმად ჩაისუნთქა _ შენ უფრო საშიში ხარ ჩემთვის , თუ მე შენთვის . .......... _გამოასახლეს... _ ბიჭმა უთხრა და სიგარეტის თითებსშორის ტრიალი განაგრძო_ქუჩაში დარჩნენ. სახლი და მიწები, ყველაფერი ბანკმა წაიღო. აუქციონზე გაიტანენ ალბათ _არ მაინტერესებს _გოგოები? _შენ რა გწვავს გულს , ჩემი სახლი რომ დაიკარგა თუ სოფო,რომ ქუჩაშია _არაფერი მაქვს_თქო რამდენჯერ უნდა გითხრა ცოფიანი ძაღლივით რომ მკბენ სულ _მკ.დია რა გექნება და რა არა _სისულელეა , რომლისაც არ გჯერა. ნა პრინციპ არ ეხმარები _არასწორი ვარ? თავზე დამ.ჯვეს , სახლი თავიდან ავაშენე , დედა მოვიტყ.ნი რაღაცას რომ დამსგავსებოდა . ეზო ? ეზოში ყელამდე ბალახი იყო , სანამ ის უბედურება გადავაშენე და მინდვრად ვაქციე არ იცოდე მაინც რამდენი ენერგია მაქვს ჩატოვებული . ახლა წყალს მიაქვს და მეუბნები რო არასწორი ვარ და დებილივით სულ მიხმრონ? როდემდე ? _გოგოები ? თათამ მაინც რა დაგიშავა ,სოფო კიდე ბავშვია , სულელია და შენ არ ამბობ შეცვლა შეიძლება სანამ პატარააო? _მაგის შეცვლა უკვე აღარ შეიძლება,დაუნახავი,უმადური , ეგოისტი ადამიანები არასდროს იცვლებიან. სხვა ყველას უშველი მაგათ ვერ ! თათა კიდე სოფოს გარეშე არსად წავა, არ ტოვებს სანამ არ დაღუპავს ის სულელი მანამ არ იცხოვრებს დამოუკიდებლად მეგობართან საუბრისას სულ სხვა აზრზე იყო , მაგრამ გოგონები ბინის კართან რომ დაინახა სიტყვა არ უთქვამს ისე გაუთავისუფლა შესასვლელი გზა. _ბებიასთან წავიდნენ , სკოლიდან კიდე ვეღარ გადავალ აღარ შემიძლია უკვე . თათასაც აერია სწავლის ამბები...დამთავრებამდე დავრჩებით -და მერე რას აპირებთ- ისე ზერელედ ჰკითხა თითქოს არ ანაღვლებდა _მე ვიმუშავებ , თათა უნივერსიტეტისთვის მოემზადება _სად იმუშავებ _ივნისში თვრამეტის ვხდები და მიმტანად მუშაობას შევძლებ , ან მაღაზიაში კონსულტანტად . შენ არ იღელვო ჩემი რეპუტაციის მქონე გოგოს დიდხანს სახლში დატოვება არ მოგიწევს _სოფო ! _თათა აქამდე თუ ჩუმად იყო ახლა თვალები დაუბრიალა _ადროვე ანთხიოს ბრაზი... ეგ ხო ყველასთან მართალია . შენ დაგადანაშაულებს მერე უნივერსიტეტში რომ არ ჩააბარებს და უვიცი იქნება . კითხე ერთი რას აპირებს , თუ გაბედავს და გეტყვის ვინმეს უნდა შევეტენო , მდიდარს და ჭკვიანს მთელი ცხოვრება ფეხი ფეხზე რომ მქონდეს გადადებულიო. ერთი ისიც კითხე ბექასთან რა უნდა , რა გონია _რა შუაშია ბექა _არ გიცნობდე მაინც ... _რა იყო შენი ძმაკაცია და რომ მიყვარდეს არ შეიძლება? _სიყვარულს ნუ ახსენებ თორემ _მხოლოდ შენ გიყვარს სესილია წრფელად და არავითარი ტრამვის გამო არ ეკედლები ხომ ? შენ ხარ მარტო ნამდვილი და შენ იცი რა გინდა ცხოვრებისგან . შეცდომის უფლებაც მხოლოდ შენ გაქვს , სხვას არავის _სესილიას ნუ ახსენებ ! შენგან განსხვავებით ყველასთან არაა ვინც მოეწონება და ვის მიმართაც სიმპათია გაუჩნდება, ახსოვს ვინაა , სადაა და როგორ უნდა მოიქცეს. შენ კი მეეჭვება ბექას იცნობდე და წარმოდგენა გქონდეს რას დაგმართებს თუ მოუნდა რომ მასთან იყო ამიტო თამაში შეწყვიტე. ბექა არაა ის ვისთანაც თამაშს მოიგენ მე კი ასი წელი არ ჩავერევი შენს საქმეში _სათადარიგო გასაღები მაგიდაზე დატოვა და ბინას გაეცალა. ყველაზე მეტად სახლი ენანებოდა, თითოეული გოჯი მიწა რომელიც დაკარგა და საკუთარი უმწეობა აგიჟებდა . ბრძოლა რომ შეძლებოდა გავიდოდა , მოიგებდა და სახლს გამოისყიდდა ახლა კი ბიჭების ვალი ჰქონდა და მათი დაბრუნება უახლოეს მომავალში რომ არ შეეძლო ეგ ამბავი აწუხებდა დამატებით კიდევ ვერ ისესხებდა. ფეხით დადიოდა ჯერ კიდევ უცნობ ქუჩებში , რომელთაც ადრე უბრალოდ გადიოდა და ახლაც თავს უცხოდ გრძნობდა. მანამ იარა სანამ სესილიას უბანს არ მიუახლოვდა. მისი კორპუსი ახლოს იყო თავად კი ვინ იცის სად იმყოფებოდა იმ დროს. კორპუსებს შორის ,სკვერში ჩამოჯდა . ირგვლივ თითქმის არავინ იყო , იჯდა და მის ფანჯრებს ეძებდა. საკუთარი უსაქმურობა უკვე სასაცილოდაც არ მიაჩნდა, თავი დახარა და ისე იყო ერთხანს მერე სწრაფი , მსუბუქი ნაბიჯების ხმა გაიგო , ნაცნობი სხეული უახლოვდებოდა და ამას დანახვის გარეშეც გრძნობდა _მოსე _ ქალის თითები თავზე რომ შეეხო სუნთქვაც გაუადვილდა _აქ რას აკეთებ, ჩემთან ხარ? _ ზემოდან დაჰყურებდა , სახლის ფორმაში იყო , თბილი ჩუსტები ეცვა , ელასტიკი, დიდი ნაქსოვი ზედა და დუტის ქურთუკი რომლის კაპიუშონიც ქარმა მოაშორა და დაუდევრად შეკრული თმაც გამოაჩინა _ მოსე _შენთან არ ვარ _ უთხრა და დაინახა კიდეც მისი რეაქცია. უკვე ხედავდა , იქამდე თუ დარწმუნებული არ იყო ახლა მიხვდა, რომ ნამდვილად კითხულობდა მასში მომხდარ ცვლილებებს -მე კიდევ რა არ ვიფიქრე რომ დაგინახე -ეს ადგილი მხოლოდ შენს კორპუსს არ უყურებს - რა უნდოდა თავადაც არ იცოდა,მაგრამ რომ ერთობოდა ქალის მიმიკების ცვლილებით აშკარა იყო. დაინახა და სიბნელეც გაიფანტა -მე მაპატიეთ , ხშირად არ მყავს ტრამვირებული მოსწავლეები ,რომლებსაც კიდევ დამატებით ჩხუბი უწევს და დანით ჭრილობას აყენებენ -რა საყვარელი ხარ ნეტავ თუ ხვდები - ქვემოდან უყურებდა და უკვე ღიმილი ეპარებოდა სახეზე - ხომ გითხარი არ ინერვიულო -თქო . ყველაფერი გააზვიადეს, პეტრეს დავტუქსავ მაგის გამო- განგებ ახსენა ბავშვი რომ მიენიშნებინა ვიცი როგორც გამოიქეციო და კიდეც მიიღო შედეგად სესილიას არეული მზერა -ხოდა ძალიანაც კარგი. რადგან სხვასთან ბრძანდებით , მე დაგტოვებთ. არადა უარზე იყავი შენს ბინაში არ დავრჩებიო , ერთი კვირაც არ ყოფილა სახლში და მეზობლის გოგონების შესათვალიერებლად კი გამოუყენებია დრო. ვეტერანი სპორცმენი რომ იქნები ფლირტის სკოლა ცალკე გახსენი, ათასი თინეიჯერი მოვა გასაწრთვნელად- ჩხუბისთვის სხვა მიზეზი ვერ იპოვნა, წარბებაზიდულმა ამოუსუნთქვაად მიაყარა სიტყვები -გმადლობ, შესანიშნავი რჩევაა. ახლავე ხომ არ დავიწყო , საქმე მაინც არ მაქვს - წამოდგა და ერთი ნაბიჯი დასჭირდა მის წინ რომ აღმოჩენილიყო . ქურთუკის საყელოს თითები შეახო, ქუდი გაუსწორა და ქალის სახე კიდევ უფრო ახლოს დაინახა- შენც დაიწყე დამატებითი გაკვეთილები“ როგორ გავაფრენინოთ კაცს „ -ბევრს მოვწონდი საკმაოდ,მაგრამ გაგიჟებული არავინ მინახავს . თავიდანვე ნორმალურები იყვნენ და თუ ვინმე ისედაც გიჟია მე ნუ დამაბრალებს ,ყველაფერი მცირე ასაკს, ჰორმონებს და მოწარბებულ ტესტოსტერონს დააბრალოს - ხელები მოაშორებინა კაპიუშონზე და სულ მთლად გადაირია მოსემ სიცილი რომ დაიწყო- სასაცილო რა ვთქვი, თუ რთული სიტყვებით ვსაუბრობ და ვერ მიხვდი რა ვთქვი. ალბათ ბიოლოგიის გაკვეთილებსაც იმ სიხშირით ესწრებოდი როგორც ინგლისურს. საერთოდაც ახალი წლის არდადეგები რომ დასრულდა იცი? როდის ინებებთ ჩემს გაკვეთილზე დასწრებას?- ქარმა ისევ მოაშორა ქუდი , ლაპარაკობდა და არ ჩერდებოდა მოსე კი ისევ სულისშემხუთველად იცინოდა -ორშაბათს მოვალ , თავს არ მოგანატრებ -ქუდი კვლავ დააფარა, თავი დასწია, თითები ყელზე შეუცურა და ლოყაზე აკოცა- სახლში ადი, არ გაცივდე - ჯერ კიდევ ახლოს იყო მერე ერთიანად მოშორდა გასუსულ ქალს და წავიდა. ..................... რეპეტიტორთან წასვლამდე კაფეში შეიარა გოგონებთან ერთად . შეკვეთას ელოდნენ , ყველა სხვადასხვა სკოლიდან იყვნენ მასწავლებელთან გაიცნო ოთხივე , მაგრამ მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა , საერთო ენის გამონახვა მოახერხა და ამჯერადაც მშვიდად საუბრობდა მოულოდნელად მისი ყურადღება ქუჩაში გამოჩენილმა მანქამამ რომ მიიქცია. თითქმის მთელი კვირა არ ჰყავდა ნანახი, იქნებ მეტიც ახალი წლის დღეების შემდეგაც არ გამოჩენილა ახლა კი ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გააჩერა . ისევ ხელჯოხს იყენებდა, მაგრამ საჭესთან იჯდა ამ ამბავმა ისე ააღელვა უნდოდა რამე ეთქვა, მაგრამ ყურადღება წამსვე გაეფანტა მანქანის კარი რომ გაუღო უცნობ გოგონას მერე ჩანთაც გამოართვა , გზაზე გადმოსვლისას ზურგზე ხელიც შეახო და ისე გააღო კაფის კარი დეამ თვალის მოშორება ძლივს მოახერხა . რაიონში ბევრი კარგი ადგილი არ იყო , თანაც იმ არეალში მაგრამ ასეთი დამთხვევის ალბათობაც დიდი იყო , ვერსად დაიმალებოდა . ეცადა,მაგრამ გოგოს ვინაობა ვერ გაიხსენა , ნათესავი ნამდვილად არ იყო . თვალებში შესციცინებდა გიგაურს , გაუჩერებლად ლაპარაკობდა და სანამ გზას გაივლიდნენ ბიჭმაც რამდენჯერმე გაუღიმა _ის შენი კლასელი არ არის? თეკლა , ხომ? როდის ჩამოვიდა სადღაც ხომ წავიდა _ერთი თვის წინ დაბრუნდა და უკვე შეყვარებულია. დედამისთან დადის ვაჩე ინგლისურზე, მანამდე თითქოს არ მოსწონდა ისე ყვებოდა რომ დავინახე ხელჯოხით მოაბიჯებდა გული გამიჩერდა იმდენად სიმპათიური იყოო. ისე აღწერდა ლამის მეც თავიდან დავიქრაშე _ეჰ ვაჩე ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველას მოგვწონდა , თვითონ არ წყალობს არავის და დავიჯერო ახლა ამ ქალბატონმა მოხიბლა თავისი ინტელექტით? _ინტელექტით და სამი ზომა მკერდით, რომელიც მუდამ ესალმება მნახველებს _ მესამემ ჩაიქირქილა , ყოველთვის უყვარდა მწარე კომენტარები, მაგრამ სიმართლისგან აცდენილი არასდროს . _დეაკო შენ არაფერს იტყვი? ჩვენზე უკეთ იცნობ ვაჩეს, შენი სკოლელია , მათემატიკაზე ერთად ხართ ... შანსი აქვთ ამ ორს? _მე ვფიქრობ, რომ არა -სანამ დეა რამეს იტყოდა სხვამ გააჟღერა მისი მალული აზრი _მე მგონია რომ კი. თეკლა ისეთია ეშმაკს აცდუნებს თუ მოინდომა და ახლა მართლა აღფრთოვანებულია _მეც ვფიქრობ რომ მშვენიერი წყვილია ... შეეფერებიან კიდეც . ზაფხულამდე ვნახავთ მაგათ რომანს _მეც მგონია ,რომ აქ უბრალოდ არ არიან, ვაჩე ტყუილად არაფერს აკეთებს თუ მოსწონს მხოლოდ მაშინ _ვაჩელოლოგია ეს... ორი წლის წინ დაქრაშული იყო ლამის ჩაგვაკვდა სადაქალოს ხელში _ აკისკისდა გოგონა და მერე ყველამ დეას გაუსწორა მზერა _ აბაა შენ რას იტყვი _ამ გოგოს არ ვიცნობ , ამიტომ ვერ გეტყვით ვაჩესთან შანსი აქვს თუ არა... ყველაფერს დრო გვიჩვენებს _ წამით გააპარა მზერა, სულ ელოდა როდის იგრძნობდა , რომ უყურებდა . უნდოდა მის თვალებს გადაყროდა, მაგრამ ამაოდ, ბიჭი მთლიანად წინ მჯდომ გოგონაზე იყო გადართული , მის მოთხრობილ ამბავს უსმენდა და არცთუ ისე მოწყენილი გამომეტყველება ჰქონდა_ვინ არისო რას ამბობდით? მომიყევით რამე და ჩემს აზრს გეტყვით _თამარ აბულაძე , ინგლისურის მასწავლებელი ხომ იცი უმაგრესი ქალია , მისი შვილია ოღონდ უმდიდრესი პირველი ქმარი რომ ჰყავს მისგან . მაგ ქალის სიყვარულის ისტორია კიდე ცალკე ამბავია, მისი შვილი ცეცხლში ჩადგება და ზღვას გადაცურავს სიყვარულისთვის... არა რაა ეს ბიჭი ყველამ დავკარგეთ, თეკლამ მოგვიხსნა ... ხომ არ მიყვარს, მაგრამ ისე მიყვარს მაინც გული მტკივა, მომწონდა მარტო რომ იყო _იაკო, თეკლაზე გკითხა შენი დრამები სხვა დროს _ხოო თეკლა გარეგნულად როგორი ეშხიანიცაა ვხედავთ, ისე სულ სხვა ლეველზე იყო . ძალიან თავისუფალი, ბრბოსგან შორს მდგომი , ნერვს არ იტოკებს არაფერზე . რაც უნდა, უნდა და მორჩა, უეჭველად აკეთებს. ამერიკაში წავალო ამბობდა და წავიდა კიდეც, არ ვიცი მამამისმა ჩაუწყო თუ თვითონ ... ისე თვითონ მარტო ინგლისური კი არა რუსული, გერმანული და ფრანგულიც იცის, მგონი იტალიურიც. მოკლედ შენსავით მათემატიკაში ვერ ერკვევა, შეიძლება გამრავლებაც არ იცოდეს , მაგრამ ლიტერატურა, ხელოვნება, ისტორია იმდენი რამე იცის და ისეთი მოსაუბრეა. ხო კიდე სულ წერს, ქართულის ტურებში სულ ფინალში გადიოდა , წასვლამდე მოიგო კიდეც ... ახლა მგონი წიგნს წერს რა ჟანრის არ ვიცი . ჯერ არ აქვეყნებს თორემ რაღაც მოთხრობებს და ჩანაწერებს სულ წერდა. ხასიათზე სხვა რა ვთქვა , კი ჩანს ძალიან ამაყი და ამპარტავანი, მაგრამ ერთხელ მახსოვს ახალთახალი უძვირესი ქურთუკი მისცა ჩვენს სკოლელ ბავშვს . არც დაფიქრებულა ისე გაიხადა , მოახურა და მადლობასაც არ დალოდებია. დიდხანს ფიქრი არ უყვარს , აკეთებს რაც უნდა და ვაჩე აშკარად ძალიან უნდა ამიტომ რამდენადაც მე თეკლას ვიცნობ ეგ ბიჭი ჩათვალე დანოკაუტებულია _ნოკაუტზე გამახსენდა, შენ მოსესაც ხომ იცნობ ? იმ ბრძოლის შემდეგ ტრამვა აქვსო ბიჭები ამბობდნენ და მართლა დიდხანს ვერ დაბრუნდება ? _ვაიმეე ქეთრინ არ თქვა რო შენ ჩხუბსაც უყურებ _ჩხუბი კი აა ბრძოლა წესების გარეშე ჰქვია და დიახ , ქართველებს ვგულშემატკივრობ მითუმეტეს როცა ერთი რაიონიდან ვართ _დეაკოო აბა გაახარე რამით ეს გულანთებული ფანი _ჯერ მკურნალობს , ნეკნი ჰქონდა გაბზარული და კიდე რაღაც ტრამვები . ვარჯიში დაწყო, მაგრამ ბრძოლას ვერ გამართავს _მექანიკურად უპასუხა თორემ გონებაში მხოლოდ გოგონაზე მოსმენილი ინფორმაცია უტრიალებდა, იმდენად გაითიშა , რომ ვაჩეს უყურებდა და მაშინაც არ მოაშორა მზერა როცა ბიჭმაც გამოხედა. ამჯერად თითქოს როლები გაცვალეს, მან მალევე გადაიტანა ყურადღება თეკლაზე ის კი ისევ უყურებდა . .................. სალომე სრულწლოვანი ხდებოდა და საკუთარ დაბადების დღეს გრანდიოზულად აღნიშნავდა. მოსაწვევებიც კი დაარიგა, თავად იზრუნა ყველა დეტალზე . სტუმრების სიაში მხოლოდ ის ადამიანები მოხვდნენ ვინც განსაკუთრებით უყვარდა, ასეთები კი ბევრნი იყვნენ . ნაცნობების ნაკლებობას არ განიცდიდა და რესტორანში ნაირფერი სტუმრები შეკრიბა. სესილია წინასწარ გააფრთხილა, მოხვალთ და დაივიწყებთ მასწავლებელი რომ ხართო, ქალს კი წინააღმდეგობა არ გაუწევია. თავის მოსწავლეებთან ერთად იჯდა მაგიდასთან , დალია, იცეკვა, გაერთო და შესანიშნავი დროც გაატარა. ამაღლობელი მოშორებით იყო, ხშირად ვერც ხედავდა , მაგრამ რესტორნიდან გასვლისას მის გვერდით აღმოჩნდა _მთვრალი ხარ ! _არ ვიცოდი, გამაკვირვეთ მასწავლებელო ... _გალეშილი _სწორი დასკვნაა , ყოჩაღ ! ზოგჯერ როგორ მაკვირვეებ , არადა ისეთი მიუხვედრელი ხარ გეფიცები არც კი ვიცი რა გავაკეთო ... თვითშეფასებას მინადგურებ ისე მაკვირვებ ხოლმე _წამოდი სახლში გაგიყვან _ჩემი ბინის მისამართი იცით? არ იცით ! არავინ იცის , ვიყიდე და არც მიხარია . არადა სულ ჩემია , თან არ არის ... ვერ შევძელი , მაინც სხვა დამეხმარა. მეზიზღება, ვერ ვიტან როცა მარტო ვერ ვქაჩავ _18 წლის ხარ მოსე,მხოლოდ თვრამეტის _ ბიჭის წინ დადგა და მზერა გაუსწორა _ ვინ ყიდულობს სახლს შენს ასაკში . მე რომ არაფერი გამაჩნია? _თქვენ ყველაფერი გაქვთ , ჯერ ბავშვი იყავით მერე თინეიჯერი და ახლა ქალი ხართ ... მე სულ მარტო ვიყავი , სულ დიდი ვიყავი ... მე უკვე 18 წელია ვაშენებ და მაინც არ გამოდის. ეს ტრამვა- ხელზე ანიშნა ,მოძრაობა რაღაც დოზით უჭირდა -წარმოდგენა გაქვს რა დამპალი შეგრძნებაა როცა უმაქნისი ხდები? ექიმთან ვიყავი , მთელი თვე მძიმე დატვირთვაც ამიკრძალა და ეს რამხელა დროა იცი? მთელი თვე რა უნდა ვაკეთო ... _საქმეები დაილია ? მოიფიქრე რამე , გეგმა ბე არ გაქვს? _თავს შეგაყვარებ. რას იტყვი? ხომ შესანიშნავი საქმეა ,მართლა საქმე რომ იყოს. ჩვენი ამბავი მაღლა გადაწყდა _ დარწმუნებულმა განაცხადა და ქალის სიცილის ხმა რომ გაიგო თვალები დახუჭა _ სისხლი მიდუღდება რომ იცინი და გეყოფა, თორემ გაკოცებ და მერე სიმთვრალეს დავაბრალებ ! _მთვრალი ისეთი საყვარელი ხარ , ძლივს ბავშვს გავხარ- იცინოდა, იმიტომ რომ მოსე წარმოუდგენლად მიმზიდველი ეჩვენებოდა ამ მდგომარეობაში მყოფი . _ნუ მეუბნები ასეთ რაღაცებს თორემ რამე თავხედურს გეტყვი მერე ისევ გაგიფართოვდება თვალები , გაწითლდები და მე იმენნა არ მაქ ახლა საკუთარ დემონთან ბრძოლის ტრ.კი -ამიტომაც სახლში უნდა წახვიდე, გამოიძინო _არ მინდა იმ სახლში ... ცარიელია . გაჩუმებულია , რაღაცნაირად აუტანელია. ბინაში საერთოდ როგორ ცხოვრობთ _რომელ 18 წლის ბიჭს არ უნდა ბინაში მარტო ცხოვრება ... თუმცა ახლა სოფო და თათა ცხოვრობენ შენთან _ქალების პონტში თუ მინამიოკებ ეგეც ყელშია უკვე...გული მერევა და სულ შენი ბრალია ! საშინელი ქალი ხარ , პროკურორთან ხარ და მე თავს ვიკავებ არადა ვაფშე არავინ მინდა , სულ არავინ შენს გარდა. შენ კიდე არ შორდები პროკურორს . გიყვარს? გესიზმრება, გელანდება, გენატრება ... რომ ხედავ სული მიგდის სანამ არ მოგიახლოვდება? გათიშვები გაქვს რომ გელაპარაკება , ახლოს რომ არის... _ისე მიუახლოვდა, ცხვირის წვერით კანზე შეეხო და მანძილის გაზრდის საშუალება არ მისცა _მოსე , ზედმეტი მოგდის -უნდა ეთქვა თორნიკე დამშორდაო? მორჩა ერთად აღარ ვართ და ჩიტივით თავისუფალი ვარო? ვერ ეტყოდა იმიტომ, რომ თავისუფლებას ვერ გრძნობდა _რომ გეხება ასე ჩქარა გიცემს გული? _მკერდზე მიაბჯინა ხელისგული და იმ წამს აკოცა კიდეც , ლოყაზე _რომ გეხება , კანი გეწვის და მთელი სხეულით გინდება ახლოს გყავდეს, იმდენად ახლოს რომ მანძილი საერთოდ არ გაშორებდეს? ერთი სული და ერთი ხორცი ხართ _მოსე -რა უნდა ეთქვა ამ ყველაფერს შენს გვერდით, ამ წამს ვგრძნობო? იქ და იმ დროს არ შეეძლო _ეს ყველაფერი გემართება თუ არა . მხოლოდ კი ან არა მჭირდება _ეგ ყველაფერი ზღაპარია,რომანტიკული წიგნების ფურცლებზე ამოკითხული , მხატვრულად გაფორმებული, შეფუთული გრძნობები - იწვევდა, მისი მოსმენა სჭირდებოდა, მისი გამოწვევა რომ გაეგო რამდენად შეეძლო გაბრაზება უარყოფის შემთხვევაში და ეს მოლოდინიც ჭკუიდან შლიდა _პროკურორს ვერ გრძნობ იმიტომ რომ შენი არ არის _ თვალებში უყურებდა და იღიმოდა _ შენ წარმოდგენა არ გაქვს როგორია როცა სიყვარულისგან გიჟდები და არც აღიქვამ იმ ყველაფერს რაც უკვე დაგმართა შენს ცხოვრებაში ჩემმა არსებობამ! _სად მიდიხარ - გაოგნებული დატოვა. მოსე რომელიც მასთან იყო არ ჰგავდა იმ ბიჭს მონსტრი რომ უსახლდებოდა და გამუდმებით შარში ეხვეოდა. _იმ კედლებში , წამომყვები და აქცევ სახლად? - სესილიას უნდა ეთამაშა ის კი თავად იწვევდა _მანქანა იქეთაა _ასე არ მინდა ფეხით წავიდეთ _გასაღები გამოართვა და ჯიბეში ჩაიდო _ გთხოვ , უკანასკნელად ვილაპარაკებ ამდენს . მერე მორჩა, დავხურავ ყველა კარს _შორია? - რა თქმა უნდა არ გაუშვებდა , ვერ გაუშვებდა _"შენიდან ჩემამდე არც ისე " _ლექსებსაც კითხულობ? _უფრო ვუსმენ ვიდრე ვკითხულობ _გაეღიმა ქალი რომ გაჰყვა . ყოველთვის სადღაც ეჩქარებოდა და სიარულის ტემპიც შესაბამისად სწრაფი ჰქონდა, ამჯერად კი ნელა მიაბიჯებდა, დროს მაქსიმალურად ზრდიდა . ქალაქის ხმაურიან ღამეში ემოციას მხოლოდ სესილიას გარემოცვა უქმნიდა. _შენი ბინა სხვა უბანშია, მაგრამ მაინც ახლოს და არ მინდა იფიქრო, რომ განგებ მოვიქეცი ასე და გასაქცევ გზას არ გიტოვებ. ცხოვრებაში ერთადერთი რამ რასაც არასდროს გავაკეთებ ქალისთვის რაიმე სახით დისკომფორტის შექმნაა... შეიძლება ზედმეტი მომდის , ვთავხედობ როგორც შენ ამბობ , მაგრამ როგორც კი ვიგრძნობ რომ გაღიზიანებ, გაწუხებ და გაშინებ ... ამის დაშვება არ მინდა _ გაჩუმდა და თავზე ხელი გადაისვა. ნელ_ნელა ფხიზლდებოდა- იმ დღეს გითხარი შენთან არ ვარ-თქო , განზრახ არ მოვსულვარ და იმიტომ ... არ მინდა გეგონოს, რომ გითვალთვალებ და დაგდევ _ყოველთვის გავიწყდება, რომ პატარა გოგონა არ ვარ . შესანიშნაავდ ვიცი ვისგან რა საფრთხეს უნდა ველოდე _შენ უბრალოდ ძალიან ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული , თორემ ადამიანების ბოლომდე გაცნობა არავის შეუძლია , მითუმეტეს კაცების _და მაინც სტალკერობას არასდროს დაგწამებ , შეგიძლია მშვიდად იყო _შენც დალიე და საერთოდ რატომ არ გემჩნევა -წარბები შეჭმუხნა და ქალს დააკვირდა _იმიტომ რომ პირველად არ დავლიე და ორი ჭიქა არ მათრობს _ ორი ჭიქა მეც არ მათრობს _და მერამდენედ დალიე ორ ჭიქაზე მეტი? _ალბათ მესამედ და ამ სამიდან ორჯერ მიხილე... ყველაზე არეულ პერიოდში რატომ ჩნდები ჩემს გვერდით? სულ ყველაზე ცუდს მხედავ -შენ რომ ხედავდე ჩემს ბნელ მხარეს არ გექნებოდა ის მიზიდულობა ჩემს მიმართ რაც ახლა გაქვს? -ბნელი მხარეებიც გაქვს ,მასწავლებელო? მეჩვენება თუ ცდილობთ კიდევ უფრო დამაინტერესოთ , დამიმონოთ ჩემივე სიყვარულით -აი ხომ ხედავ, მნიშვნელობა არ აქვს კარგი და ცუდი თვისებების ბალანსს ... სიყვარულისთვის არც სიმპათია კმარა, არც სურვილი , ვნება თუ მიზიდულობა . რაღაც სხვაა საჭირო, იმაზე მეტი ვიდრე პლიუსები და მინუსებია -ეგ სხვა რაღაც რომ ვიგრძენი იმიტომ მაქვს შენთან ყოფნის დაუძლეველი სურვილი თორემ სხვა ნებისმიერის გვერდით შეიძლება ვყოფილიყავი, მეწოდებინა ჩემი გოგო და ვყოფილიყავით ერთად რაღაც დროით მაინც... მერე რა იქნებოდა? არაფერი ! შენთან კი არაფერია, სულ არაფერი და მაინც ყველაფერი მაქვს ! - ამ დროს ისე უყურებდა, ისეთი ნამდვილი იყო სესილიამ ძლივს მოახერხა საუბრის გაგრძელება -ამ სივრცეში სადაც შენ გაიზარდე ურთიერთობა ტაბუდადებულია ... თუ ხმა გავრცელდა,რომ ვინმეს შეყვარებული ხარ მერე საზოგადოება ელის ქორწილს სხვა დასასრული უბრალოდ არ განიხილება. დარწმუნებული ვარ შეყვარებული არასდროს გყოლია, არც დაგიშვია ვინმე გოგოსთან მსუბუქი ,რომანტიკული ურთიერთობის წამოწყება იმიტომ რომ იცოდი გართულდებოდა და ვერც წარმოიდგენ რამდენი ემოცია დაკარგე ამით. არც კი ვიცი რა უნდა გამეხსენებინა ჩემი თინეიჯერობის წლებიდან შეყვარებულები რომ არ მყოლოდა, ბიჭები რომლებიც მომწონდა და ისინიც ვისაც მოვწონდი,მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობდი. ამ გარემოში რომ მეცხოვრა ალბათ მეც თავს შევიკავებდი და ვიქნებოდი დასტრესილი თინეიჯერი, რომელსაც რცხვენია ,რომ ვიღაც მოსწონს . აქ დაშორებაც კატასტროფაა, მუდმივად ბულინგის მსხვერპლი შეიძლება გახდე, სულ ვიღაც ისაუბრებს შენზე თუ უჩინარი არ ხარ შენ კი უჩინარი არასდროს ყოფილხარ და ურთიერთობაც მხოლოდ მათთან გაქვს ვისაც შეყვარებულს არასდროს უწოდებ იმიტომ რომ არცერთი მოგწონს . ტრაგედიაა, პირველი კოცნა სიყვარულისგან გულაჩქარებულს არ გქონია , არც ს.ქსი და საერთოდ შენს ტვინში ბევრი ტაბუა ,როცა საქმე გოგონებს ეხება -შეყვარებულები რომ გყავდა, მოგწონდა , ერთობოდი, გაბედნიერებდა და მერე შორდებოდით ეგ სულაც არ მომწონს. ერთ თორნიკეს ვერ ვიტანდი შენს ცხოვრებაში შენ კი თურმე კიდევ გყოლია საყვარელი ბიჭები რომელთანაც უთბილესი ურთიერთობა გქონდა და ასე გაბადრული იხსენებ ყველას. ჩემთვის ტრაგედია ეგაა , რომ იცი შენი პირველი და უკანასკნელი არაა , მაგრამ მაინც დრო გაგყავს. ხო მე არ მქონდა ასე გართობის არც დრო და არც რესურსი, სათამაშო დათვებით და ვარდებით ხელში სერენადებს ვერ ვიმღერებდი ვიღაცის სახლის წინ მხოლოდ იმიტომ ,რომ მერე მეკოცნა . ახლა არ მითხრა რომ რამე სხვა იყო მიზანი, სურვილი და იდეა ... მე ეგოისტი ვერ ვიქნებოდი, ვერავის დავკერავდი რამდენიმეთვიანი გართობის გამო. ხო, აქ ყველა პირველ შეყვარებულს მიჰყვებოდა ცოლად და თუ ასე არ ხდებოდა მერე ძალიან დიდხანს ჭორიკნების ყბაში ვარდებოდნენ. დამიჯერე სადაც არ უნდა დავბადებულიყავი მაინც ,შენგან განსხვავებით ურთიერთობას არავისთან წამოვიწყებდი ასე მარტივად მოწონების გამო - გაბრაზებული ჩანდა, ან იმდენად გაღიზიანებული რომ ნაბიჯებიც კი სხვაგვარად მძიმე გაუხდა - რამდენჯერ უთქვამთ შენთვის მიყვარხარო, შენც ბევრჯერ გითქვამს ალბათ მე კიდევ მანამ არ ვიტყვი სანამ ზუსტად არ მეცოდინება,რომ მისგან ყველაფერი მინდა და მისთვის ყველაფერი შემიძლია -ამიტომაც განვსხვავდებით მე და შენ ერთმანეთისგან , ჩვენი წარსული არაფრით ჰგავს . აზრებსა და შეხედულებებს კი გარემო აყალიბებს , სივრცე რომელშიც გამოვხატავთ ჩვენი ხასიათის ნაწილს ... მე სულ ფერებს ვეძებდი, არასდროს შემეძლო ერთ კონკრეტულ გზაზე სიარული . არასდროს არაფერს ვნანობ იმიტომ ,რომ შეცდომები არ დამიშვია. ყველაფერი რაც ჩემს ცხოვრებაში ჩემი არჩევანის შემდეგ მოხდა იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი და რაც მოხდება ესეც მხოლოდ საკუთარი სურვილებიდან გამომდინარე. მე ეგოისტი ვარ, შენ კი საკუთარი ცხოვრების გარდა ყველას ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა გინდა. შენი შეცდომების კი არა სხვებისაც გეშინია, მათი დაცემა და ტკივილი უფრო გაღევებს ვიდრე საკუთარი. -როგორ უნდა იყო კარგად როცა სხვები ხრამში იჩეხებიან... ახლა სოფოზე საუბარი არ დავიწყოთ,გთხოვ... მისი ქცევები ყველა ზღვარს სცდება, არცერთ ჩარჩოში არ ეტევა, მითუმეტეს თავისუფლებას არ გამოხატავს . თავისუფალი გოგო ვისაც ვიცნობ სალომეა მხოლოდ და დამიჯერე უბედნიერესია პლანით კაიფს , უაზრო ბიჭებთან უაზრო რომანებისა და ვიღაცაზე ცოლად გაყოლის სურვილის გარეშეც. არც შკოლნიცაა, არც უწიგნური ... არ ვადარებ, რა თქმა უნდა ყველა ინდივიდია, მაგრამ თავისუფლება იმის აღმოჩენა და კეთებაა რაც გიყვარს და არა ის რასაც სხვებში ინტერესის გასაღვივებლად აკეთებ. არ მინდა მერე ვიღაც ს.რიმა დააფეხმძიმოს და სამუდამოდ უბედური იყოს -და შენ აუცილებლად იზრუნებ იმაზე,რომ ორსული დააქორწინო. სამი ამბავი გავიგე უკვე , ქალიშვილობადაკარგული გოგონები როგორ თხოვდებიან სრულიად უზნეო ბიჭებზე, რომლებიც აიძულეს ჟინის დაკმაყოფილება ქორწინებად გადაქცეოდათ და ჩამოყალიბებულიყო მორიგი გაუკუღმართებული ოჯახი. -მე ვერავის ვერაფერს ვაიძულებ, მაგრამ დარწმუნებული იყავი სოფიოს მსგავსი განვითარება თუ ექნება თავად მოითხოვს ჩემგან რომ ვაიძულო ბავშვის მამა პასუხისმგებლობა აიღოს . აი ზუსტად ეგეთი საქმეებისთვის ვჭირდები, ჩემი რომ ეშინოდეთ და ვისაც არ შეეშინდება მერე მე ვიმოქმედო მათზე. ყველაზე მეტად მეზიზღება ვიღაც ჩემ გამოყენებას ,რომმ ცდილობს ! -და შენ? -რა მე -შენ შეირთავ ცოლად გოგოს ,რომელიც შენგან ბავშვს ელოდება, მაგრამ არ გიყვარს? -არასწორი კითხვაა და პასუხს არ გაგცემ -რატომ, შენ სპეციალური კურსები გაქვს გავლილი 100%-ით დაცვის? - აგიჟებდა, ხომ იცოდა ,რომ აგიჟებდა ,მაგრამ მაინც არ ისვენებდა . შემთხვევას იყენებდა, განა მსგავსად ენაწყლიანი ოდესმე იქნებოდა ამაღლობელი? -დავუშვათ მოხდა სასწაული და ჩაისახა პატარაა, ციცქნა ამალობელი... -ამ შემთხვევაში ვქორწინდები, ვხდები მამა და ყველაფერს ვაკეთებ რაც მისი ბავშვობისთვის იქნება საჭირო ... _ბავშვობისთვის თუ აღზრდისთვის - როგორ ეგონა, რომ მოსესთან მსუბუქი საუბარი გაუგრძელდებოდა, რომ ის ბავშვი სიმთვრალისას რომ გამოჩნდა დიდხანს დარჩებოდა და ამ თემაზე ხუმრობას შეძლებდა. პასუხის მოსმენისთანავე ინანა, ამაღლობელმა თავი რომ დახარა და მზერა მოარიდა უკვე იცოდა,რომ ჩამოჯდომითაც ვერ გაახანგრძლივებდა საუბარს _მე გავიზარდე, აღზრდილიც ვარ , მაგრამ ბავშვობა არ მქონია. თავი არასდროს მიგრძვნია ბავშვად, რომელმაც იცის რომ მარტო არაა , რომელსაც ყველაფერი აქვს და რომელსაც უდარდელად შეუძლია ათასი სისულელით გაერთოს . არ აქვს მნიშვნელობა მდიდარი ხარ თუ ღარიბი , ადამიანს უნდა ჰქონდეს ბავშვობიდან დარჩენილი შეგრძნება სიბერეში რომ გაიხსენებს და ის უდარდელი ადამიანი მოუნდება გახდეს... ეგ იცი რამხელა ფუფუნებაა ,რაღაცას წარსულიდანაც რომ ნატრობ? მე სულ გეგმა უნდა მქონდეს, სულ მომავლის მიზანი , სულ რაღაც რაც უნდა გავაკეთო ... სხვებზე ვერფერს ვიტყვი და ჩემი შვილი თუ შვილები ჯერ ნამდვილად არ გაჩნდებიან და ქორწინებამდე მითუმეტეს, არც იმ ქალისგან ვინც თავდავიწყებით არ მეყვარება , ვისი იმედიც არ მექნება და რაც მთავარია ვისაც ჩვენი ბავშვები სამყაროზე მეტად არ ეყვარება _მთვრალი აღარ იყო, ტკივილის გახსენებამ მასზე საუბარმა გონება გამოუფხიზლა -მე კი ველოდი მეტყოდი თუ არ მეყვარება ს.ქსი არ მექნებაო შენ კი თურმე მხოლოდ შეყვარებულ გოგონებს უფრთხი - ვერ დაუშვებდა ამაღლობელი საუბრის დასასრულს რომ არ გაემხიარულებინა და გაიგო კიდეც ნანატრი სიცილის ხმა. ქვემოდან უყურებდა მოცინარს და თავადაც იღიმოდა -მაპატიე. ძალიან , ძალიან ვწუხვარ რომ ხელშეუხებელი ვერ გბარდები . ზედმეტად რთული იყო ჩემი ცხოვრება კიდევ უს.ქსობა დამატებოდა . უნდა გამიგო ,მასწავლებელო _თავადვე მახსენებ ჩემს სტატუსს... შენ უკვე გამოფხიზლდი , ჩემი ბინა აქვეა და დროა დაგემშვიდობო. _ასე ვერ დაასრულებ ჩვენს საუბარს _ მიმავალ ქალს უყურებდა , ის უღიმოდა და ხელს უქნევდა დამშვიდობების ნიშნად _კარგი რაა , მასწავლებელო მიდიოდა , უკან ტოვებდა ბავშვივით აბუზღუნებულს , ღვინის გავლენით ალაპარაკებულ კაცს ,რომლის უჩვეულო მუხტს ძლივს გაუმკლავდა. სადარბაზოში რომ შევიდა და კედელს მიეყრდნო შემდეგ მიხვდა , გარბოდა . საკუთარი თავის ეშინოდა , ეშინოდა იმის რომ ძალა არ ეყოფოდა მიბრუნდებოდა მოეხვეოდა და და მერე აღარ უნდოდა ფიქრი თუ რას გააკეთებდა . თავს ვერ მოერია , უნდოდა დიდხანს მოესმინა, დიალოგი ჰქონოდა ამ მოსესთან , რომელსაც კიდევ უამრავი რამ შეეძლო ეთქვა , მაგრამ მისი გულწრფელობაც კი კონტროლს აკარგვინებდა. ისე უჭირდა საკუთარი თავის შენარჩუნება,აზრების, ხედვების და გზის . კივილი უნდოდა , დიდხანს ღრიალი რომლის შემდეგაც თავისუფლებას იგრძნობდა. რაიმე სახით განახლება, გადატვირთვა სურდა მის ტვინს რომ ვირუსივით ყველა კუთხეს მოდებული ამაღლობელი მოეშორებინა. _გული გამიხეთქე_ტელეფონის ვიბრაციის ხმამაც კი შეაშინა , სწრაფად უპასუხა და თვალები დახუჭა _ჩემ თავს გაფიცებ მაგ ქუსლებით ასე სირბილი თუ შეგეძლო წეხან რატო ჩამოჯექი მოხუცი ქალივით ? _ოღონდ არ მითხრა რომ გამომყევი _ უცებ შებრუნდა , ხმაზე არ ეტყობოდა მაგრამ შიგნიდან სიხარულის ცეცხლი წვავდა , რომ შესძლებოდა სიხარულისგან იხტუნებდა შორიახლოს მდგომი რომ დაინახა. _ეგეთი მთვრალიც არ ვარ შენი მისაცილებელი რომ გავმხდარიყავი , მასწავლებელო _გამოდის თავიდანვე მე მაცილებდი? _ ელოდა როდის გააგრძელებდა სვლას ის კი ისევ იქ იდგა , უყურებდა და ტელეფონით ესაუბურებოდა . იწვევდა, ელოდა და სესილიაც შუაზე იხლიჩებოდა მის ერთ ნაწილს ისე უნდოდა თინეიჯერი ბავშვი გამხდარიყო, დაუფიქრებლად გაქცეულიყო , ყველაფერი დაევიწყებინა და მოხვეოდა ... მოხვეოდა და მერე , მერე? -მზე ამოდის ... _ შებრუნდა და ხედის დანახვას ცდილობდა, მაგრამ შენობების გამო არაფერი გამოსდიოდა ჩემი სახლიდან საოცარი ხედია... ნეტავ იქ დაბრუნება შემეძლოს , გაჩვენებდი ღმერთმა როგორ დიდებული სამყარო შექმნა ჩვენთვის და მიხვდებოდი როგორ არ ღირს არაფრის გამო სურვილზე უარის თქმა _სახურავზე ავიდეთ , მივუსწროთ სანამ ყველაფერს გაანათებს _ ისევ ძველებურად იქცეოდა, არც ახლოს უშვებდა და არც წასვლის საშუალებას აძლევდა. კვლავ ინარჩუნებდა პოზიციას, მაგრამ როდემდე არ იცოდა _შენ ქალაქს მაჩვენებ? _ჩემი ადგილი მე ჯერ არ მიპოვნია ... _ელოდა, ღმერთო როგორ ელოდა როდის გადმოდგამდა ნაბიჯს, ის კი ისევ ურყევად იდგა . გული მისდიოდა, ყურებში საკუთარი ხმა ესმოდა "გთხოოვ", განუწყვეტლივ ჩაესმოდა , მაგრამ ერთხელაც არ დასცდენია. კბილებს მანამ აჭერდა ერთმანეთს სანამ ამაღლობელმა მისკენ სვლა არ დაიწყო, გაეღიმა , მერე ისე ფართოდ გაეღიმა სიცილში გადაეზარდა შებრუნდა , ზურგით გრძნობდა გრილ სიოსთან ერთად როგორ უახლოვდებოდა . პირველი დაიძრა ლიფტისკენ , სწრაფად მიაბიჯებდა თითქოს აისის ნახვა ეჩქარებოდა . აჩქარებულ გულისცემას ამით ახსნიდა, მაგრამ ლიფტში , ამ ვიწრო სივრცეში ამაღლობელის სურნელით რომ გაიჟღინთა ჰაერი ? მისი სიმხურვალე შეხების გარეშეც რომ ათბობდა? შიგნიდან გიჟი იყო გარედან კი ისევ კარს უყურებდა , ელოდა როდის გაიღებოდა და გავიდოდა . ბოლო სართულზე მოხვედრილმა მიხვდა რომ იქ პირველად იყო , აზრადაც არ მოსვლია ოდესმე სახურავზე ასვლა . მოსემ წელზე ხელი რომ შეახო და მეორე ხელი კიბისკენ აიშვირა ისე ღრმად ჩაისუნთქა თითქოს ვაკუუმიდან იმ წამს გავიდა _ხო, ეს ნამდვილად არ არის თქვენი სახლი _და იყო ყველაზე სწორი დასკვნა. უყურებდა დაუფარავად, ეღიმებოდა და თავს სულ ოდნავადაც არ იზღუდავდა _ისუნთქე , მიწა ფეხქვეშ არ გამოგეცლება _ზურგზე ხელი დაუსვა, თითქოს ამშვიდებდა სინამდვილეში კი სულ უფრო მეტად ურევდა სურვილებს _ეს ბინა ბებიას ეკუთვნოდა, ბაბუას გაუთხოვარ დას და მე , როცა მარტო ცხოვრება გადავწყვიტე ეს ადგილი ავირჩიე _მაგრამ იქ არაფერია ძველი , სული დაუკარგე სახლს _მაშინებენ წარსულის მოგონებები, ვერ ვიტან როდესაც არაფერს ცვლი და მეტიც, სხვა ადამიანის წარსულის ნაწილს ითვისებ. თავისუფლებას ვერ მოიპოვებ სხვისი მოგონებებით გაჟღენთილ კედლებში_კიდეს უახლოვდებოდა, იქედან სულ სხვანაირი ჩანდა ყველაფერი _ნოლიდან უნდა დაიწყო შენება თუ გინდა , რომ წინაპრების ცხოვრებას გაექცე . აქ ხშირად უნდა ამოხვიდე ... _სიმაღლის შიში მაქვს -რა? _წამსვე გამოფხიზლდა, გაბრუებულ ქალს ხელი ჩაკიდა და ისე დააყენა ხედვის არეალი შეამცირა - სერიოზულად თუ მეღადავები -ნახე რამხელა სივრცეა, უსუსურებას მაგრძმობინებს...ერთი პატარა ქალაქია მეგაპოლისებს თუ შევადარებ. იმდენი ადგილი მინახავს და მერე დაბრუნებულს აქაურობა სულისშემხუთველად მომჩვენებია , მაგრამ მაღლიდან დანახული ყველაფერი აუტანლად პატარა, გაურკვეველი და თან დიდია ... -ლაპარაკობდა, მაგრამ არ იცოდა მოსეს გაგება შეეძლო თუ არა _ ფობია არ მაქვს , ნუ ღელავ _ამიტომ ლამაზ, მდიდრულ,პოპულარულ ადგილს კი არ უნდა ეძებდე უბრალოდ შენი ადგილი უნდა იპოვნო თუნდაც სადღაც ყველასგან მიტოვებულ მხარეში ... მაღლიდან დაინახავ და აღარ შეგეშინდება , უცნობი არ იქნება იმიტომ რომ შენი იქნება თუნდაც მილიარდიანი ქალაქის ერთოთახიან ბინაში გქონდეს საცხოვრებელი , განა მნიშვნელობა აქვს სად იძინებ ? მთავარია რას და ვისთან ერთად აკეთებ სანამ იმ დიდი ან პატარა ოთახის კარს მიხურავ _ხვდები ... შენ იცი რასაც ვგულისხმობ_თვალებში უყურებდა და სულ არ აღელვებდა ულამაზესი ხედი მათ მიღმა რომ ჩანდა. ბიჭი უკვე სრულიად ფხიზელი იყო, ორივემ იცოდა მეტ ნაბიჯს რომ აღარ გადადგამდა თუ სესილია არ იმოქმედებდა _შეუძლებელია! _საკუთარ თავს უთხრა , წამსვე როგორც კი ნაბიჯით მიუახლოვდა და მერე მაღლა აიხედა, განათებულ სივრცეს შეხედა მისთვის მზერის მოსაშორებლად . მოშიშვლებულ ყელზე ცხელი ტუჩების შეხება რომ იგრძნო პირველი კოცნისგან განსხვავებით ყველა ემოცია შეიგრძნო და აღიქვა . მოსემ მარტო დატოვა , უსტყვოდ დაასრულა ის გრძელი ღამე . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.